შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი. #21


25-05-2016, 22:21
ავტორი ჯია
ნანახია 3 724

დილით კომფორტის შეგრძნებამ გამაღვიძა, ჩემს ყველაზე საყვარელ და თბილ მკლავებში, ლაშა უკნიდან იყო მოხუტებული და ახლა უფრო მივხვდი როგორ ძალიან მენატრებოდა ჩემი დიდი ბიჭი. გაღიმებული გადავტრიალდი მისკენ და ცხვირზე ვაკოცე.
-შეუძლებელია ცუდი დღე გქონდეს ასეთი ტკბილი გაღვიძების შემდეგ. -ჩემთვის ჩავიჩურჩულე და შევამჩნიე როგორ გაეღიმა ლაშას.
თვალები ნელა გაახილა და ჩემთან კიდევ უფრო ახლოს ჩამოცოცდა. ხელი მაიკის ქვეშ შემიცურა და ნელა დაიწყო ზემოთ-ქვემოთ მოძრაობა. ცხვირით ლოყაზე გამეხახუნა და სველი კოცნებით ჩაცურდა კისერში.. ნაზად და ვნებიანად მიკოცნიდა ზედა ტერიტორიას. სუნთქვა შემეკრა და მუცელი შემეკუმშა, სიამოვნებისგან კანკალი ამიტყდა. ხელი, რომელსაც ჩემს მუცელზე დააცოცებდა ჩემს ტრუსებში ჩააცურა და თითების რიტმული მოძრაობით მეფერებოდა. მკლავზე მაგრად მოვუჭირე ხელი, იმდენად დიდი იყო სიამოვნება აღარ ვიცოდი
რა გამეკეთებინა, აზროვნების უნარი სულ დავკარგე. ცოტახანში ზემოდან მომექცა და მაიკა გადამაძრო. ისე მეფერებოდა მთელს სხეულზე მინდოდა არასოდეს გაჩერებულიყო.. ვნებით სულ უფრო და უფრო ვივსებოდი. უცებ ხელიდან დავუსხლტი და ამჯერად მე მოვექეცი ზემოდან, სულ გავაშიშვლე და ტუჩებით და ენით დავუყევი მთელს სხეულზე. უფრო მეტად გამიცხოველდა მისი დაპყრობის და პერიოდულად უმტკივმეულოდ ვკბენდი. ჩემი ტრუსებიც მოვიშორე და ჩემკენ წამოვაჯინე, ფეხები წელზე შემოვხვიე და ერთი მთლიანი გავხდით. ნელი ბიძგებიდან სწრაფზე გადავედით და ოთახი მთლიანად ჩვენმა გაშხირებულმა სუნთქვამ და ვნებიანმა წამოკვნესებებმა მოიცვა. პიკს მიღწეულებმა ღრუბლემს წავეთამაშეთ და სიამოვნებისგან გადაღლილი ლაშას გემრიელად ჩამეხუტე და გულზე მივესვენე.
-მენატრებოდი. -ღიმილით ვუთხარი და მკერდთან ვაკოცე.
ლაშას გაეღიმა, თავი ამაწევინა და ტუჩებში ვნებიანად მაკოცა.
-გადაცოცდი ახლა. -მითხრა სიცილით.
-აუ, არ წახვიდე რა.. -ვუთხარი წუწუნით და ხელები კიდევ უფრო ძლიერად მოვხვიე.
-კიდევ უფრო ნუ მირთულებ ადგომას. -ისიც მეხუტებოდა და ზურგზე მეფერებოდა.
-ერთი დღე მოიწყვე დასვენების დღე, ხომ შეიძლება?
-ძალიან სერიოზული საქმეები მაქვს. -მითხრა სინანულით.
-კარგი რაა..
-წამოხტი ახლა, შენც უნივერსიტეტში ხარ წასასვლელი.
-აუ, ხო... -სახე დავმანჭე და ლოგინზე გადავწექი, ლაშა კი ადგა. -რომ არ მეყო? -გავხედე და წარბები ავუთამაშე.
-საღამოს ავინაზღაურებთ. -გაეცინა ლაშას, ისევ მაკოცა და აბაზანაში შევიდა.


-რა მაგარია!!! -აღფრთოვანებულმა წამოვიძახე
ეზოში შესვლისას. -რა მალე აუშენებიათ.
-ხო, სწრაფად მუშაობენ, ერთი კვირაც და ჩაგვაბარებენ. -ღიმილით გადმომხედა ემამ.
-როდის დავიწყებთ ეზოს მოწყობას, -პატარა ბავშვივით ავცქმუტდი მე. -პირველ რიგში ლიმონის ხეები უნდა დავრგოთ. -გავაფრთხილე ემა.
-რისიც გინდა იმის დარგე, შენი სახლია და შენი ნებაა ყველაფერი. -გაეცინა ემას.
-ჩემი არ არის, ჩვენი სახლია. -დოინჯი შემოვირტყი და წარბაწეულმა გავხედე.
-კარგი, კარგი.. ჩვენია. -ისევ გაეცინა და ხელები აწია დანებების ნიშნად.
-ებბი რატომ არ წამოვიდა?
-კაფეშია ბევრი საქმე აქვს. გავუაროთ აქედან.
-ხო რა, თან მაგრად მშია.

კაფეში რომ მივედით, ლუსია დაგვხვდა იქ. ებბის წინ იჯდა მაგიდასთან და ელაპარაკებოდა. ემას ფერებმა გადაუარეს სახეზე.
-არაფერი შეიმჩნიო. -ზურგზე მოვუსვი ხელი ემას, დამშვიდების ნიშნად. მაგიდას მივუახლოვდით და ებბის სახე გაუბრწყინდა ჩემი დანახვისას, წამოდგა და გადამეხვია.
-რა ბედნიერებაა, დაბრუნდი! -გამიღიმა და კიდევ ერთხელ მაკოცა. შემდეგ ემასკენ მიტრიალდა ღიმილით ტუჩზე მოწყვეტით აკოცა, ხელი ჩაკიდა და მასთან ერთად დაჯდა. ძალიან მესიამოვნა გოგონას საქციელი, ემასაც მოღრუბლული სახე გაუნათდა. მე ლუსიას გვერდით დავჯექი და ზრდილობის გულისთვის გავუღიმე.
-მე წავალ. -უხერხულად შეიშმუშნა ლუსია და წამოდგა.
-კარგად. -ებბიც ადგა, ლუსია გადაკოცნა და ისევ ემას გვერდით დაჯდა. -იჯექი ახლა მთელი დღე გაბუსული. -გაეცინა და ცხვირზე თითი ჩამოკრა ემას.
-ჰმ.. -ცალი წარბი აწია ემამ. - რა უნდოდა?
-შერიგება.
-რა მარტივად ამბობ.. -თქვა წყენით ემამ.
-მარტივად ვამბობ, იმიტომ რომ მისი სურვილი სურვილად დარჩება. მე მიყვარხარ შენ და მორჩა. არ უნდა მჭირდებოდეს შენთან ამდენჯერ გამეორება, ლუსია წარსულია და აღარ დაბრუნდება. -ორივე ხელში ემას ხელი მოიქცია და თითებზე თამაში დაუწყო.
-მართლა გიყვარვარ? -ბავშვივით აათამაშა თვალები ემამ.
-უზომოდ, უნორმოდ.. ხანდახან მგონია, რომ ამდენ გრძნობას ვეღარ დავიტევ. -ცხვირით ცხვირზე წაეთამაშა.
ჩუმად ვიჯექი და ღიმილით ვუყურებდი, გული სითბოთი მევსებოდა.
-შენ რას იღიმი გიჟივით? -მკითხა სიცილით ემამ.
-აუ, ძალიან საყვარლები ხართ. -გავინაზე მე.

უნივერსიტეტში გავიარე გამოცდები მეწყება და წამოვიღე სამეცადინო მასალა. მომავალ წელს ვამთავრებ და მინდა ყველა საგანი მაღალ ქულებზე ჩავაბარო. რისთვისაც ბევრი შრომაა საჭირო, მაგრამ რაც მთავარია არაფერი მეზარება. მინდა ლაშა გავახარო და ჩემით იამაყოს.
ბავშვის ამბავი გადავწყვიტე დღეს მეთქვა ლაშასთვის. საღამო იყო, სახლში რომ მივედი. ვიბანავე და მოვწესრიგდი, საათს რომ დავხედე უკვე 11 საათი იყო. ამ დროს ლაშა სახლში იყო ხოლმე, გადავურეკე და არ მიპასუხა. ცოტა არ იყოს ავღელდი.
-ემა, სახლში ხარ?
-კი, გასართობ ოთახში ამოდი. -მითხრა გოგონამ, ტელეფონი გავთიშე და მეოთხეზე ავედი. ემა დივანზე იჯდა ებბისთან ერთად და სვამდნენ.
-არ დალევ? -მკითხა ებბიმ.
-არა. -უარი ვუთხარი და მათ წინ დავჯექი. -ემა, ხომ არ იცი ლაშას რამე სერიოზული პრობლემები აქვს?
-ზუსტად არაფერი ვიცი, მაგრამ მგონია, რომ რაღაც სერიოზულ შარშია გახვეული. -მითხრა ემამ და სასმელი მოსვა.
-გავგიჟდები.. -ამოვთქვი ნერვიულად და თითების მტვრევა დავიწყე.
-გამოძვრება ხო იცი, რას ნერვიულობ.. მიდი დალიე და მოგეშვება ცოტა. -სასმლით სავსე ჭიქა ჩემკენ ჩამოაცურა.
-არ მინდა. -თავი გავაქნიე. -მე... მე.. ორსულად ვარ. -ძლივს ამოვღერღე და ისიც ისე ჩუმად მეც ვერ გავიგონე წესიერად.
-რა თქვი? -სიხარულისგან წამოხტა ემა. -მომესმა? -ებბისკენ შეტრიალდა, ებბიმ მხრები აიჩეჩა მე ვერაფერი გავიგეო. -შენ.. შენ ახლა მანდ, -მუცელზე მიმითითა. -ჩემი პატარა და ან ძმა გყავს?
გამეცინა მის რეაქციაზე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-არ მჯერა. -ხელები ლოყებზე მიიდო ემამ და ჩემ წინ ჩაიმუხლა. -პატარა კნოპკა გვეყოლება მალე სახლში. -მუცელთან მომიახლოვდა და ტკბილად ჩამკოცნა. -ლაშამ იცის? -ამომხედა მე.
-დღეს მინდა ვუთხრა, იმედია მალე მოვა.
-გილოცავ, ჩემო საყვარელო. -ებბი მომიჯდა და გადამეხვია.
-არ იცი, როგორ გამახარე. -ემაც მოგვეხვია ორივეს.
ცოტახანი გავჩერდი გოგოებთან ერთად და შემდეგ ოთახში ჩამოვედი. ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, საშინლად არ მომწონდა ლაშას ეს სიტუაცია. ოთახში ნერვიულად დავაბიჯებდი აქეთ-იქეთ, ლამის ფრჩხილების კვნეტა დავიწყე. მერე საწოლზე წამოვწექი, ფეხს ისე ვაცანცარებდი მეგონა მიწისძვრას გამოვიწვევდი.
რამ მომანდომა ახლა
შოკოლადის ტორტი? ოღონდ პრეტენზიული ორსულობა არა რაა.. პრინციპში, ტოქსიკოზს გადავრჩი და ამას ავიტან როგორმე. სამზარეულოში ჩავედი და მაცივრიდან ტორტი გამოვიღე, დიდი ნაჭერი ჩამოვჭერი და მაგიდასთან კომფორტულად მოვთავსდი. გემრიელად ვილუკმებოდი და პერიოდულად საათს ვუყურებდი, უკვე პირველი დაიწყო და ლაშა ჯერ კიდევ არ მოსულა. მეორე ნაჭერ ტორტს მივადექი, როდესაც კარების ხმა
გავიგე. გახარებული წამოვვარდი და მისაღებში გავიქეცი, როგორც კი დავინახე ლაშა მივვარდი და კისერზე ჩამოვეკიდე.
-ეს ტუჩთან რა გაქვს? -თითით მომწმინდა შოკოლადი.
-ტორტი ვჭამე. -გავეღრიჯე სასაცილოდ.
-როდის იყო შუაღამეს ტორტებს ჭამდი? -გაეცინა ლაშას და ხელები მომხვია წელზე. -ეგრე თუ გააგრძელებ, მერე ასე მარტივად ვეღარ მოგხვევ ხელებს?
-და წინააღმდეგი ხარ, რომ მარტივად ვერ მომხვიო ხელები? -შევტრიალდი და ზურგით ავეკარი, ხელებზე ხელები ჩავჭიდე და დიდი მუცლის იმიტაცია გავაკეთე. -აი, მაგალითად, ასე. -ვუთხარი ღიმილით. ცოტახანი სიჩუმე ჩამოვარდა..
-რა? -სხარტად შემატრიალა მისკენ და გაოცებული მიყურებდა.
გავუღიმე და მუცელზე მივადებინე ხელი.
-მალე ორგზის მამა გახდები. -ვუთხარი სიცილით. საოცრად გაუბრწყინდა სახე, უცებ ხელში ამიტაცა და დამატრიალა. ასეთი ლაშა მართლა არასოდეს მინახავს.. ისეთი ბედნიერი და გახარებული იყო, მის ყველა ემოციას ვგრძნობდი.
-კიდევ არ გინდა შოკოლადის ტორტი? -ისე საყვარლად მკითხა სიცილი ამიტყდა.
-არა, ლაშა მინდა ახლა მე. -კიდევ მოვხვიე ხელი კისერზე და ფეხისწვერებზე ავიწიე, რომ ტუჩებში კოცნა მომეხერხებინა.
ოთახში ავედით, ლაშა აბაზანაში შევიდა, გადავივლებ და ცოტა დაღლილობა მომეხსნებაო. სანამ აბაზანაში იყო, ვფიქრობდი მომეყოლა თუ არა გიოზე, საწოლზე ვიჯექი და გაშტერებული ვუყურებდი კედელს.
-რაზე ნერვიულობ? -ლაშას ხმამ
გამომარკვია.
-რა? არა, არაფერზე..
-როდესაც თვალი გიშტერდება და ტუჩებს იკვნეტ, ანუ რაღაცას განიცდი და რა გჭირს? -მომიახლოვდა და გვერდით დამიჯდა.
-რაღაც მინდა მოგიყვე.. -მისკენ შევბრუნდი და თვალებში ჩავხედე.
-გიოზე თუ აპირებ რამის თქმას, სხვა დროს იყოს. ახლა მოდი ჩემთან.. -სწრაფი მოძრაობით შემომისვა მუხლებზე და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.
ისე სწრაფად მოხდა, ძლივს გავიაზრე და მხოლოდ რამოდენიმე წამის შემდეგ ავყევი მეც კოცნაში.
-ახლა კიდევ უფრო გემრიელი მეჩვენები. -მითხრა ვნებიანად და საწოლზე გადამაწვინა.

არასდროს არ მყოფნის ლაშას ფერება, ჩემი ნება რომ იყოს ოთახში გამოვკეტავდი და სულ გულში ჩაკრული მეყოლებოდა, მთელი ცხოვრება. ღამე გვიან გამეღვიძა და მძინარეს ვუყურებდი. მინდოდა მეკოცნა, მაგრამ შემეშინდა არ გაღვიძებოდა, ისედაც დაღლილი იყო, გამოიძინოს ცოტა. ალბათ მისი ყურებითაც არ დავიღლები არასდროს. როგორი მადლობელი ვარ ცხოვრებამ, ის რომ მარგუნა გვერდით. მის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია და არც წარმომიდგენია. გამორიცხულია ეგ ამბავი.. მალე პატარაც გვეყოლება და ზუსტად ვიცი კიდევ უფრო დავახლოვდებით.
-რატომ არ გძინავს? რამე ხომ არ გაწუხებს? -ლაშასაც შეეღვიძა და როგორც კი დამინახა, საწოლზე წამოჯდა.
-არა არაფერი, ისე გამეღვიძა. დაიძინე შენ, თორემ ცოდო ხარ ხვალ.
-არსად არ მივდივარ ხვალ, მთელი დღე შენთან უნდა ვიყო. -მითხრა და გულზე მიმიკრა.
-მართლა? -სიხარულისგან ცქმუტვა დავიწყე.
-აჰაა, დააწყვე დღის გეგმა და რაც გინდა ის ვაკეთოთ. -მითხრა ნახევრად მძინარემ, შუბლზე მაკოცა და ეგრევე ისევ ჩაეძინა.
სიხარულისგან ერთი საათის შემდეგ ძლივს ჩავიძინე.

ლაშას ტელეფონის ხმამ გამაღვიძა.
-ლაშ, გირეკავენ. -ვუთხარი ძილისგან ჩახლეჩილი ხმით. ლაშამ სულ გამორთო ტელეფონი და ჩემკენ გადმობრუნდა. -დილა მშვიდობისა. -გავუღიმე და ცხვირზე ვაკოცე.
-შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მშვიდობიანი დილაა.
-შენ ახლა პრობლემები არ გექმნება?
-იმაზე მეტი აღარ შემექმნება რაც მაქვს. -ჩემს კისერში ჩარგო თავი და პერიოდულად იმ ტერიტორიის ტუჩებით დალაშქვრა დაიწყო.
-ვნერვიულობ.
-რატომ? -ამომხედა ლაშამ.
-მითხარი, რომ შენს სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. -ლაშამ თვალებში ჩამხედა და გამიღიმა.
-ნუ ნერვიულობ. -ტუჩზე მოწყვეტით მაკოცა და წამოდგა.
-ხო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არა. -წამოვდექი მეც.
-კირა, სანერვიულო მართლა არაფერი გაქვს. მითუმეტეს ახლა არ უნდა ინერვიულო არაფერზე.. -დაიხარა და მუცელზე მაკოცა. -სად მივდივართ დღეს?
-ჯერ ექიმთან წავიდეთ და მერე ერთად მოვიფიქროთ. -ვუთხარი და ჩაფიქრებულმა გავუღიმე.



№1  offline წევრი natia-natia

Dzaan kargia sayvarlebii

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzaliann kargiaa daa nu agvianebbb
--------------------
G.ke

 


№3  offline მოდერი ჯია

დიდი მადლობა :**

 


ლაშას რამე რო მოვიდეს და მოკლა ან ესენი დააშორო და გიოსთან დატოვო ვაიჰ ჩავთვლი რომ შეცდომა იყო ამ ისტორის წაკითხვა...ჰეფი ენდი მინდ მე
--------------------
romantikosi mwerali

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

დასაწყისი მაგარი ქონიდა რააა wink wink wink იცოდე ლაშას არაფერი დამართო თორემ ძAლიან უაზრობა გამოვა და მოგკლავ winked

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent