შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მეორედაც მოდის (6 თავი)


26-05-2016, 01:01
ავტორი zia-maria
ნანახია 3 375

--- გუგა, ჩემს სახლში მკვლელობა არ მოხდება...- ღიმილით დამეწია
გუგა.
პირველად როდესაც ვნახე ეს გოგო ძია ნოდარის სახლში თავიდანვე ძალიან მომეწონა, იმ დღიდან მოყოლებული, გაცნობის დღიდან, ასე გრძელდება ჩვენი კატა-თაგვობანა. დღეს კი მდის და ასე უდადელად ამბობს ,,გამარჯობათ“ არც კი მიმჩნევს, გადავწყვიტე მის ნერვებზე მეთამაშა მაგრამ, არც იმან დამაკლო. ჟანეტს გადაუხდი ეს როგორ მომატყვილა ცურვა არ იცისო, გული ლამის გამიჩერდა, რომ რამე დამართოდა ალბად მეც არ ვიცოცხლებდი თავს. მაგრამ აუზის თავზე რომ ორივე მხიარული სახით დავინახე ორივეს მოკვლა მომინდა. ამოვედი გაბრაზებულმა და პირდაპირ მის ოთახში წავედი. არც დამიკაკუნებია პირდაპირ შევგლიჯე კარები და შევედი მაგრამ, ოი საოცრებავ ადგილზე გამაშეშა მისმა სილამაზემ. ჩემს წინ მეგონა წყლის აფროდიტე იდგა მოღეღილი მკერდით და ჩამოსხმული ფეხებით. მოკლე გამჭირვალე ხალათი ეცვა რომელიც საჯდომს ძლივს უფარავდა და მისკენ გასაღიზიანებლად მიწვევდნენ მისი ორი სიმრგვალის შუა ხაზი. გოგონაც დაიბნა და გაშტერებული მომაჩერდა, ბოლოს ძალა მოიკრიბა შიში უკუაგდო და გაბედულად და რიხიანად მითხრა.
--აქ რა გინდა იდიოტო? რა უფლებით შემოდი? ან დაკაკუნება არ გასწავლეს კარებზე? -მე ნელა-ნელა დავიძარი მისკენ მან კი უკან-უკან იწყო სვლა. კედელს აეკრო, წასასვლელი აღარსად ქონდა და სიამაყით დადგა მაინც ჩემს წინ ყელმოღერილი. ვუყურე მის ნამიან სახეს, მერე ახლოს მივედი, ნიკაპში ხელი მოვკიდე და თავი მაღლა ავაწევინე. ეშინოდა მივხვდი, მისი თვალები შიშით მიყურებდნენ. ეგოისტურად გამიხარდა ჩემს წინაშე მოცახცახე რომ ვნახე, ეს თავნება გოგო და ჩამეცინა. ცერა თითი ნამიან და სველ ტუჩებზე გადავატარე, მისი ვარდისფერი და საშინლად მიმზიდველი ტუჩების კუთხეში ცხელი და მწველი კოცნა დავუტოვე. რა სასიამოვნოდ გამცრა ტანში როცა ამ ტუჩების თრთოლვა პირველად ჩემი მიზეზით იყო. ყურზე სველი თმა გადავუწიე და თან ჩავჩურჩულე;
--არ ვიცი რა ხარ? არ ვიცი ვინ ხარ? არც ის ვიცი აქ, ამ სახლში რას აკეთებ ახლა, მაგრამ, ის კი ვიცი რომ დღეიდან მშვიდად ვერც შენ დაიძინებ და ვერც მე. შენ მე დღეს გული გამიგლიჯე და წამართვი და აი აქ შენს გულში ჩადე. მოვითხოვ შენვე უმკურნალო. იცოდე ჩემი ხარ, მარტო ჩემი ალქაჯი!- ერთი კიდევ დავაკვირდი მის აფორიაქებულ სახეს და პირველი კოცნაც მივისაკუთრე. გემრიელად დავაკვდი მის ვარდისფერ და გემრიელ ტუჩებს, ბოლოს ენა გადაუსვი ზემოდან ნაზად ვეამბორე, გაშტერებულ თვალებში ჩავაშტერდი, მარჯვენა ხელის არა თითი კი მის გემრიელ მკერდის ღარს ჩავაყოლე, თვალი ჩავუკარი და გაშეშებულ, გახევებული დავტოვე კედელზე აწებებული და ორი ნაბიჯით დავიხიე უკან.
--ეს რა იყო? ახლა რა მოხდა?- ჩურჩულით მითხრა.
---ეხლა მიგისაკუთრე..
---აბა ეს რა იყო? რა მოხდა?
--ეხლა არაფერი არ მომხდარა. ბედი შენი რომ სახლში მარტო არავართ. მეორედ საძინებელში ასე არ დამხვდე თორემ,ვერ დაგპირდები რომ ყოველთვის თავს შევიკავებ. კაცი ვარ და არ მინდა ქორწილამდე იმპოტენტი გავხდე. ეს არც შენთვის იქნება სასიამოვნო ალქაჯო!
--ეს, ეს, ეს მართლა დაუნია. ეს როგორ გაბედე!
--ნუ ბორძიკობ, დალაგებულად ილაპარაკე. ეხლა დაგტოვებ რომ სუნთქვა დაარეგულირო თორე უეჭველი სუნთქვა შეგეკვრება!- დაბლა ჩავედი და ბიჭებს უთხარი ერთი სიტყვა'
---წავედით!- ჟანეტს კი გაბრაზებულმა გავხედე.
--შენ მერე მოგივლი, კუტოკში მარტო რომ დაგიგულებ!
--სად იყავი, ჩვენ გვეგონა დახოცეს ერთმანეთითქო!- მითხრა რეზიმ.--ჩემი წერააა! -ვუთხარი რეზის და თვალი ჩაუკარი.
--გუგა!- მომესმა ჟანეტის სევდიანი ხმა. კი შემეცოდა მაგრამ ასე უცებ არ შევურიგდები.
--რა გინდა!- შევუღრინე და შევხედე გაბრაზებულმა.
--მოდი რა შევრიგდეთ. უშენოდ ხომ იცი რომ გამიჭირდება და ვერც ვერავის გავაბრაზებ ასე თავისუფლად!- შევხედე და ცრემლი ქონდა თვალებში არ შევიცოდებდი მაგრამ მის ამ გულუბრყვილო აღიარებაზე გემრიელად გამეცინა და თმები აუჩეჩე. ჟანეტს ვაწვალებდი სამზარეულოში შემოვიდა ალქაჯი გაბერილი სახით, მოწესრიგებული და საშინლად სასიამოვნო ტანის რხევით. აშკარად ჩემი გაგიჟება ქონდა მიზნად დასახული. შავი ჯინსის შარვალი ეცვა მოტკეცილი და ვარდისფერი დეკოლტე ზედა, რომელიც მის ტუჩებს უხდებოდა და დეკოლტე კი მკვეთრად გამოხატავდა მისი მკერდის სიდიდეს.
---ბავშვებო გაიცანით ჩემი შვილიშვილი სოფო(სოფია)წერეთელი. მოსკოვში სწავლობს და ცოტა ხნით ჩამოვიდა. ბებო ეს ნოდარი ძიას შვილია ჟანეტი. ესენი კი ერთი მჭიდრო სამეგობრო.
---სასიამოვნოა!- თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით უპასუხა გულიკო ბებოს.
---გუგა გამოიცვალე თორე გაცივდები!-თბილად მითხრა ნოდარია ძიამ
---არა უშავს ძია ნოდარ გავუძლებ!
---გუგა რა მოხდა? გატყობ ვერ ხარ კარგად და ტახიკარდიამ ხომ არ შეგახსენა თავი?- ღიმილით და ირონიულად მითხრა კაკიმ. გემრიელად შევუღრინე და ისე გავხედე მიხვდა ახლა რომ არ მოეკეტა სამუდამოდ მოვაკეტინებდი.
--ბებო ხომ არ გცივა? -შეეკითხა გულიკო ბებო სოფოს.
---არა ბე კარგად ვარ! -წამოვდექი ფეხზე და გასვლისას ყურში ჩავჩურჩულე.
---ვიცი რომ დიდხანს არ შეგცივდება, შენთვის ჩემი სიმხურვალის იმდენად ზედმეტი ვოლტი დაგიტოვე ჩემი. -შემდეგ ჟანეტს მივუბრუნდი და ვუთხარი შენ სახლში არ მობრძანდები?
---არა ჩვენ საქმეები გვაქვს დღეს. მზად ხარ დღევანდელი დღისთვის? შეეკითხა ჟანეტს.
---მე მზად ვარ მაგრამ, ხომ უნდა ვიცოდე რისთვის ვარ მზად?
---აუუუ მომტეხეთ უკვე საქმიდან? -უთხარი ძია ნოდარს.
---ძია ნოდარის გვერდით შენისთანა დაუნების ადგილი მაინც არა ადა რას ეკვეხები იქ სადაც შენი ადგილი არაა! -მითხრა ალქაჯმა.
---ეხლა არ მეჩქარებოდეს მაგ სიტყვის პასუხსაც მიიღებდი მაგრამ ისე გავაკეთებ რომ არაფერი არ გამიგონია მაგრამ, არ იფიოქრო დამავიწყდეს!
---უუიიი როგორ ვკანკალებ, წადი გამოცვალე თორე თხიპა აგეკიდებბა და ჩვენც დაგვთხიპავ აქეთ!
---გოგო ენას ამოგაძრობ და ხელში დაგაჭერინებ!
---აბა გაბედე ერთი!- წინ დამიდგა დოინჯებით. გადავხედე ძია ნოდარს რომელიც ჩუმად იცინოდა, მეც ჩამეცინა. შემდეგ გულიკო ბებოს გადავხედე და მანიშნა გაჩერდიო და ის შემეცოდა.
---წავედი მაგრამ არ იფიქრო შენ გაგირბივარ ალქაჯო. დ ა ვ ბ რ უ ნ დ ე ბ ი ი ი ი ი და მიფრთხილდიიიიი! - ახლოს მივიწიე და მის ლამაზ ცხვირზე ვაკოცე და თვალი ჩაუკარი. გამოვბრუნდი უცებ თორე მართლა რაღაც გაუთვალისწინებელს ჩავიდენდი. ამ ორი ადამიანის მერიდებოდა, თორემ არა იმისი. სიტუაცია ძია ნოდარმა შეცვალა რადგან მიხვდა აქ ისევ დავცხებდით ერთმანეთს.
---სოფო შენც ჩვენთან წამოხვალ შვილო, მერე აქ მოგიყვან და მე და ჟანეტს დღეს ორი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი!
---რა საქმე მა სხვა დროს არ გაკეთდება?
--არა, ან დღეს ან არასოდეს!- მტკიცედ თქვა მამამ და მეც ვერაფერი ვერ ვუთხარი.- აბა წავედით ჩვენ გულიკო და მგონი არ დაგვაგვიანდება ბევრი. შემდეგ მე მომიბრუნდა.
---მასე წამოდი როგორც ხარ!- მითხრა სიცილით და მანქანისკენ მიბიძგა ჩაჯექიო.
---გასეირნება ყარაბახზე, ამაზე ნაკლები ჩაცმული არ უნდა წახვიდე!- სოფომ შემომხედა და გულიანად გადაიხარხარა.
---სოფო რომ ხარხარებ გუგას რა უნდოდა შენთან, მაღლიდან სახე ალეწილიები რომ ჩამოდით ორივე? -კითხა მამამ და თან ეშმაკურად იცინოდა.
---ეგ დაუნი არ მიხსენოს არავინ, უაზრო ეგა!
---ოო- მრავალი მნიშვნელობით თქვა ნოდარმა- აქ რაღაც საქმე სერიოზულობისკენ იხრება და მე სულაც არ ვარ წინააღმდეგი ამ ყველაფრის. რომ გაიგებ გუგა როგორი კარგი ბიჭია მერე მადლობას მომიხდი. ეს საუბარი აქვე ჩვენს სამს შორის მოკვდება, მე შენთვის არაფერი არ მითქვამს და არც თქვენ გაგიგონიათ რაიმე.- შემდეგ ღიმილით დაამატა- აბა მზად ხართ სავაჭრო ცენტრის დასაპყრობად?
---ვაიმეეე ხალხს საავადმყოფოდან გამოქცეული ვეგონები მამა!- გადავიკისკისე და ჩემს კისკისზე ორივე გულიანად იცინოდა. ხალხი კი გაკვირვებული მიყურებდა რომლებსაც საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას. მართლა დავიპყარით სავაჭრო ცენტრი და დატვირთულები გამოვედით გარეთ და თქვენ წარმოიდგინეთ მე ისევ პიჟამოებით ვიყავი. მამამ არ დამანება ჩამეცვა. დატვირთულები მივედით მანქანასთან. მამას უცებ თვალები სევდიანი გაუხდა, გაქრა ის სხივი მთელი დღე რომ ქონდა თვალებში. მივხვდი რომ მამას ამ ბედნიერების დათმობა უჭირდა, ამდენი წლის შემდეგ ნაპოვნი შვილთან ისევ განშორება. ძნელი იყო ორივესთვის შორი-შორს ცხოვრება. ახლა ჩემი ჯერი იყო და მე გადავდგი პირველი ნაბიჯი.
---ახლა სად მივდივართ?- ვკითხე თითქოს დიდად არ ქონდა მნიშვნელობა რას მეტყოდა. ასეც იყო, მე ხომ უკვე ვიცოდი ჩემი სახლის მისამართი.
---სახლში მიგიყვან და მერე მოგაკითხავ.- უხალისოდ მიპასუხა მამამ და მოემზადა მანქანაში ჩასაჯდომად.
ნოდარი.
მანქანის კარი გამოვაღე ვჯდებოდი რომ ჟანეტის ხმა შემომესმა.
---მამა შენ რა გგონია, ასეთი უგრძნობი ვარ რომ, მე არ ვიცი შენ რატომ დასევდიანდი ასე უცებ? ან რატომ შეგეცვალა ხასიათი? უნდა გითხრა რომ საკმარისად ვიცხოვრეთ შორი შორს და საკმარისად ვეწამეთ მარტოობის ტანჯვით ორივემ, აღარ ვაპირებ შენგან შორს ცხოვრებას, ჩვენი ადგილი დღეიდან კიარა, წუხანდელი ღამიდან ერთმანეთის გვერდითაა. აღარასოდეს აღარ გაივლო გულში, რომ მე შენ მიგატოვებ. მე უკვე ძალიან გამიჭირდება ამ თვალების დათმობა ახლა ცრემლებით სავსე მე რომ მიყურებენ და არც ცდილობენ დამალვას! -ახლოს მივედი და ჩავეხუტე და ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა;---გპირდები ჩემით იამაყებ მამა და გახსოვდეს მე შენ სანამ გიპოვნიდი, მანამ მიყვარდი. იმ წუთიდან დედას წერილი რომ წავიკითხე!
---ჩემო გოგო, ჩემო სიმდიდრე, ჩემო სიამაყე, ჩემი ცხოვრების აზრი ხარ,აწი მხოლოდ შენთვის ვისუნთქებ!- სოფო გვერძე იდგა და ცრემლებად იღვრებოდა ჩვენს ჩახუტებაზე. შევხედე როგორ მიუახლოვდა გუგა უკნიდან.
---ალქაჯმა ცრემლი იცის საერთოდ რას ნიშნავს?
---შე მართლა დაუნო ყველგან უნდა მდიო?
---მეტი საქმე რა მაქვს, აქვე ვიყავი და შეგხედეთ. ამდენ ნორმალურ ადამიანში ერთი ალქაჯი ადვილად შესამჩნევია.
---ახლა შენ გამოეწყობი და ორ ადგილზე წავალთ მხოლოდ მე და შენ. სოფო სახლში დავტოვოთ. მანამდე სალონში წამოდით!-
---შევიყვანე სალონში იქ დაგვტოვე ორივე, მე კი უკან გამოვბრუნდი მაგრამ, მალე დაბრუნდი სტილისტს ჩემი ნაყიდი გადავეცი და ჟანეტის ჩუმად ავუხსენი რომ ამ კაბაში გამოაწყვეტთქო. გარეთ გამოვედი. გუგასთან ერთად ვიდექი და ვსაუბრობდით, რომელიც მართლა შემთხვევით მოხვდა იქ ამ დროს, სალონის კარი გაიღო და ორივე თვალებდაჭყეტილი ვუყურებდით ჩვენს წინ მდგარ ორ საოცრებას..
გუგა
-ძია ნოდარს ვესაუბრებოდი სალონის კარები რომ გაიღო და ორი უზადოდ მშვენიერი არსება გამოვიდა გარეთ. ჟანეტს შინდისფერი მკლავიანი და დეკოლტე კაბა ეცვა, წელში გამოყვანილი და მოტკეცილი. მუხლს ქვემოთ მაგრამ, წინ მუხლებთან სამკუთხედად აჭრილი საიდანაც მისი შაქრისფერი გრძელი ფეხები გამომწვევად იწონებდნენ თავს. თვალები დავჭყიტე ასეთი კაბა ჟანეტს და ასე გამომწვევად, ასე სექსუალურად პირველად ეცვა რაც ვიცნობ.
---ეს რამ აგარჩევია გოგო!- შევუღრინე ჟანეტს მაგრამ, ძია ნოდარმა მითხრა.
---არ უყვირო მე ავარჩიე, ძალიან მომეწონა და არც შევმცდარვარ, ძალიან უხდება!- მითხრა ღიმილით და ვეღარაფერი ვეღარ უთხარი.
სოფო? სოფოც ძალიან ლამაზი იყო, მას მხოლოდ თმები დაესწორებინა. გადავხედე და მის გასამწარებლად უთხარი;
---აი შენ თუ გინდა გაიხადე და შიშველი იარე, სულ არ მაინტერესებს რას იზამ. აი შენ კი,- მივუბრუნდი ჟანეტს უჩემოდ ამ კაბით ვერსად ვერ გაადგამ ფეხს გესმის?
---ნუ მიბრიალებ მაგ თვალებს და წადი შენს საქმეზე!
---ჟანეეეტ გითმენ და გეშინოდეს მომთმენი ადამიანის იცოდე ეს, მე გაგაფრთხილე! ჩემს უკან იდგა სოფო და მიყურებდა გავხედე და ცინიკურად უთხარი.
---რას მიყურებ! -მან კი თავი გააქნია და თქვა.
---ეს ზედმეტი ხალხი თავიდან უნდა გამოვრეკო რადგან ტვინს მიჭყლიტავენ თავიანთი ვითომდა მკაცრი როჟით!
---გუგა,სოფო მომისმინეთ ახლა კარგად.- მე ჟანეტი ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე მიმყავს და გთხოვ არ იჩხუბოთ და მშვიდობიანად მიდით სახლამდე. გუგა ძალიან გთხოვ აი კაცურად!
---რაზეა საუბარი ძია ნოდარ. მიხედე შენს საქმეს და ამ ალქაჯს მივიყვან სახლში!
---ჩანთებს ჩვენ მოვიტანთ საღამოს სოფო. თუ გინდა წაიღეთ მაგრამ, ახლა ჩაწყობილია და ნუღარ ამომალაგებინებ!- მამამ გუგას სოფოს შეუმჩნევლად თვალი ჩაუკრა და დატოვა ორივე გაშტერებული ქუჩაში, ჩვენ კი გავემართეთ იმ გზაზე სადაც 18 წლის მანძილზე არ შეუწყვეტია მამას სიარული და ყოველ დილით ესალმება მისი ცხოვრების უდიდეს სიყვარულს. გზაში უზარმაზარი და ულამაზესი წითელი ვარდების თაიგული ვიყიდეთ ნელა გაუყევით გზას საფლავებს შორის. სიამაყით მიდიოდა, თავაწეული ამდენი ხნის შემდეგაც. თითქოს გრძნობდა რომ მისი საყვარელი ქალი მათ ხედავდა და ისიც ხარობდა ჩვენი ორის სიხარულით.
---აი ესაა საყვარელო ქალი რომელმაც შენ სიცოცხლე შემოგწირა. მეც გამანადგურა და დამტოვა დაცარიელებული!- მარმალილოში გაწყობილ საფლავთან შევჩერდით მამა-შვილი. მარმალილოს ცივი ქვიდან ლამაზი ქალის გვიყურებდა თბილი თვალებით.შიგნით შევედი და ვაზაში ყვავილები ჩავაწყვე, სანთელი დავანთე და იქვე ჩამოვჯექი ცოტა ხნით. მამა მოვიდა გვერდით დამიჯდა და ხელი მომხვია, გულზე მიმიხუტა. მდუმარედ ვიქეცით ორივე და ეს დუმილი ისევ მამამ დაარღვია.
---ჟანეტ მზად ხარ კიდევ ერთი შეხვედრისათვის?ეს დღეს თუ არ გავაკეთედა ახლავეს, მერე ვერასდროს ვერ გავაკეთებ.
---სად მივდივართ ან ვის უნდა შევხვდეთ?
---18 წლის შემდეგ მე შევხვდები ჩემს მშობლებს და შენ ბებია, ბაბუას. მზად ხარ?
---წავიდეთ მამა მზად ვარ. მაინტერესებს იმ ხალხის ნახვა ვინც შვილი უარყო და საკვირველი ისაა როგორ ცხოვრობენ მთელი ეს წლები რომ, ვერც დედას სიკვდილმა რომ ვერ მოდრიკა მათი მაღალი ელიტა და საზოგადოება!
---წავიდეთ შვილო ჩვენ გადავდგათ კიდევ ერთხელ ეს ნაბიჯი პირველებმა, ჩვენ უმცროცები ვართ. კიდევ ერთხელ შევებრძოლოთ ბედს და ვნახოთ რა გამოგვივა!- წავედით და ცოტა ხანში უზარმაზარ ჭიშკარს მივადექით. ჭიშკარს ჟანგი მოდებოდა, რამაც მამას ძალიან ატკინა გული. ეზოში ხალხი ირეოდა, ვერ იცნო მამამ ისინი და ვერც მამა იცნო იქ მყოფებმა, რომლებიც გაკვირვებული მოგვჩერებოდა. მხოლოდ ერთადერთი ჭაღარა მამაკაცი გამოეყო ხალხის ფენას და გაოცებული, მონატრებული სახით მოიწევდა ჩვენსკენ. ვეღარ გაუძლო მამის მონატრებულმა გულმა და მამა მისი დამჭკნარი, დასუსტებული ხელებით მიიზიდა მისკენ და გულში ჩაიკრა.
---მადლობა რომ მოდი. მაპატიე შვილო, თუ შეგიძლია მაპატიე მოხუც მამას. ვნანობ, ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს. ვნანობ რომ დედაშენს დავუჯერე, მთელი ეს წლები ამ სიმძიმით ვცხოვრობ და არ მინდა ამ დარდით უპატიებელი წავიდე იმ ქვეყანას!
---მამა წარსულს უკან ვეღარ დავაბრუნებთ. რაც იყო, იყო. აღარაფერი აღარ შეიცვლება გარდა იმისა რომ გაგაცნო ჩემი ჟანეტი. ეს ის ჟანეტია რომელიც თქვენ არ მიიღეთ, ახლა კი ჩემი ცხოვრების მიზანია. ჟან გაიცანი შვილო ეს მამაჩემია,შ ენი ბაბუა ბატონი ტარიელ ბოგვერაძე! -გულში ჩამიკრა შვილიშვილი ბაბუამ და მეც პატიება მთხოვა იმ ტკივილიანი წლებისათვის. რა ვთქვა ბებოზე რომელიც არცერთისკენ არ გამოწეულა, არცერთი არ უნახია. ეს წლებია არ დაინტერესებულა მამას ცხოვრებით და მისი ტკივილით. თავად მიახლოვდა დედას. არაფერი არ შეცვლილა მასში. ისევ ის ძლიერი, ამაყი და ცივი ქალი იდგა მის წინაშე.
მხოლოდ სახე დაეღარა წლებს და გაყინულ თვალებში ადვილად ამოიკითხავდით, სიღრმეში მიმალულ შვილის მონატრებულ ტკივილს.
---როგორ ხარ დედა! -როგორ და რის ფასად დაუჯდა მამას ამ ერთი წინადადების თქმა.
---გაგახსენდა დედა რომ გყავს ამდენი წლის შემდეგ? -მკაცრად,უემოციოდ და უხალისოდ უთხრა მამას ბებომ.
---არ მოგტეხა ამ წლებმა? ნუთუ მართლა ასე უმნიშვნელო ვარ შენთვის, რომ არ შეგიძლია ახლა მაინც გაუსვა ხაზი ამ შენს წყენას და ვიცხოვროთ ერთად ტკბილად და ლამაზად?
---ვისთან ვიცხოვრო ამ გომბიოსთან? -ზიზღით გადმომხედა მე და მისმა ცივმა თვალებმა შემძრა.
---გეყოს, დედა გეყოს. წლებმა მაინც მოგტეხოს. ეს ხალხი და ეს ღრეობა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის, ხოდა გყავდეს. შენ მე გამანადგურე და 18 წელი შვილთანაც დამაშორე. შენი მედიდურობის გამო არ ვაპირებ ჩემს შვილს ხელი ვკრა. სადაც ერთხელ არ გამჭირვებია შენგან წასვლა, არც ახლა გამიჭირდება. დღეს თავი დავხარე და აქ მოვედი მაგრამ ვხედავ შენ ჯერ კიდევ შენს სიამაყეს ებრძვი. შევცდი რომ მე ახლა აქ ვარ ამ გოგოს აქ რომ ხედავ და შენ გომბიოს უწოდებ შენი სახელი ქვია, ეს გოგო შენი შვილიშვილია, შენი სისხლი და შენი ხორცი, ჟანეტი ბოგვერაძე. გინდა თუ არ გინდა ეს ასეა. დიახ ეს სიმართლეა იმ ქალმა დაარქვა შენი სახელი რომელ ქალსაც შენ ხელი კარი და სიკვდილისთვის გაიმეტე. სიკვდილისთვის ხო გაგიხარდეს, მოკვდა აღარაა და შენგან უარყოფილი შვილი 18 წელია ისევ მისი სიყვარულით ცხოვრობს ჯერ კიდევ. ნუთუ ოდესმე გაგილღვება მაგ ყინული რომელიც გულის მაგივრად გიდევს მაგ მკერდში? არა მგონია შენ მე დღეს მეორედ უარმყვე და საბოლოოდ დამკარგე.- შემდეგ ხელი გამომდო, გაოცებული საზოგადოება არაფრად ჩაგდო და უთქმელად გამობრუნდა- წავედით შვილო ჩვენი ადგილი აქ არც ყოფილა და არც იქნება არასდროს.- მამა ჭიშკრისკენ წავიდა და მე შევაჩერე.
---მამა შეიძლება მეც უთხრა ბებოს რაღაც?
---ჰმ ბებოს? უთხარი შვილო რაც გინდა!
მე ბებოს მიუახლოვდი და ჩუმად დავიწყე რაც გულში მქონდა დაგროვილი.
---მე ცოდვილი ვარ და იცით რატომ? ჩემს სიცოცხლეს, მე რომ მეცოცხლა, ჩემი დედის სიცოცხლე დასჭირდა. რომ მე მესუნთქა და მე მეარსება. მე რომ მეცოცხლა და მეცხოვრა ამისათვის დედამ უყოყმანოდ დათმო მისი წილი სიცოცხლე და ისე წავიდა არც უნახავს მისი შობილი შვილი. ის ჩემი ცხოვრების ის ვარდი არის რომელსაც ვერასოდეს ვერ მოვწყვეტდი ჩემი ნება რომ ყოფილიყო. უბრალოდ მინდა იცოდე რომ, უფალს მადლობას ვწირავ იმისთვის მან რომ გამაჩინა და მისი შვილობის ღირსი გამხადა და არა შენნაირი დედის ღირსი. მე ის მუდამ მეამაყება, არ მაინტერესებს სხვები რას ფიქრობთ.ის მარტო ჩემი დედაა,ჩემშია და ჩემში იქნება მარად,მუდამ აქ ამ გულში,რომელ გულშიც მისი წილი სიცოცხლე დევს ჩემთვის შემოწირული.აი ამ ქალს ქვია დედა და არა შენ,თქვენ ფეხებზე დაიკიდეთ დედაჩემის უბრალოება,სიღარიბე და პატიოსნება.ბევრჯერ ფულიც შეაძლიეთ მე რომ ჩაგეკალით მასში,მაგრამ ეს არ გააკეთა დედამ რადგან მას დედის ინსტიქტმა არ მისცა ამის უფლება, ჩაეკლა ჯერ კიდევ პაწაწინა მისი სიყვარულის ნაყოფი, უსუსური და დაუცველი არსება, რომელიც არავის წინაშე არ არის დამნაშავე გარდა მისი დედისა, რადგან მე წავართვი მას სიცოცხლე. შენ რა დედა ხარ, გაზრდილ შვილს კარი ხელი და უმწარებ სიცოცხლეს. დედა ხარ ასე უგრძნობი როგორ გახდი, არა არ ხარ ასეთი მაგრამ შენს სიამაყეს არ გინდა გადააბიჯო. შენშიც ჩადო უფალმა დედობრივი გრძნობები როგორც დედაში, მაგრამ შენ ისიც უარყავი ამას გასწავლის თქვენბი მაღალი ფენის საზოგადოება? ხოდა თუ ასეა ყველას გეტყვით რომ ფეხებზე თქვენი მაღალი ფენაც და მაღალი საზოგადოებაც! ზურგი ვაქციე ქვად ქცეულ საზოგადოებას, ბაბუს ჩავეხუტე და უხმოდ გამოვეცალეთ იმ ადგილს სადაც ჩემს თვალში ფასი დაკარგა ადამიანურმა თვისებებმა და მორალმა.
---არ მჯერა რომ ამდენი წლის შემდეგ დედამ ეს შეცდომა მეორედ დაუშვა!
---მამა ძალიან გთხოვ გულს გაუფრთხილდი. ვიცი ძნელია, ძალიან ძნელი მაგრამ, შენ რომ რამე მოგივიდეს მე სულ მარტო დავრჩები და ნუ მიმატოვებ! თვალცრემლიანმა შევხედე, მეც მეტკინა მამას ტკივილი. უცებ მამამ მანქანა გააჩერა და გულში ჩამიკრა.
---არასოდეს აწი,არასოდეს მე შენ აღარ დაგტოვებ, გარდა იმისა რაც სამსახურის გამო მომიწევს მოსკოვში წასვლა. ეხლა წავიდეთ თორემ იმ ორმა უტვინომ, შეიძლება კიც დახოცეს ერთმანეთი არ გაინტერესებს?- ეშმაკური ღიმილით მითხრა და ორივეს გაგვეცინა.
,,გუგა' , '
წავიდა ჟანეტი და ძია ნოდარი თუ არა ჩემს ხელში მყოფ სოფოს მიუბრუნდი. ძალიან მახალისებდა მისი დაბნეული სახე, ვითომ არ შემჩნეული შიში რომ აკვროდა.
--რა გიყო ახლა მე შენ! -წარბები ავუთამაშე სოფოს.- სად წაგიყვანო თუ აქ დაგტოვო ქაჯან? ძია ნოდარს რა უთხარი თორემ, შენ ისე გაწიწკინებდი, საერთოდ აღარ ახსენებდი საქართველოს ლანდს!
---იბუძღუნე და იყავი, მე შენ საერთოდ არ მჭირდები. აი სახლს კი უშენოდაც ძალიან კარგად მივაგნებ! -მითხრა და ტაქსების გაჩერებისკენ წავიდა უკანალის ქნევით. რომელიც კარგად ჩანდა მოტკეცილ შავ შარვალში. წამოვეწიე მკლავში ხელი ვსტაცე და ვნებამორეული ხმით ვუთხარი.
---აი ასე მეორედ არ გამიქიცინო უკანალი და თან ხალხ მრავალ ადგილებში. მარტო რომ ვიქნებით არ გიშლი. ეხლა ნუ მიწვევ თორე წაგიყვან ტყეში და დაისჯები!
---ტყეში რა მანიაკი ხარ? -შემომხედა თვალებგაფართოებულმა და მისმა გამოხედვამ გულიანად გამაცინა.
---არა ჰაერზე და ბუნების წიაღში მიყვარს სიამოვნება!
---უტაქტო ხარ და უზრდელი!- მითხრა და ტაქსის აუწია ხელი. ჯერ დაველოდე ტაქსის მოსვლა და შემდეგ მეშოკივით გადავიკიდა მხარზე, რომელსაც არ მორიდებია წივილ-კივილის და ასე წიკვინით ჩავაგდე მანქანაში.
---თავი ვინ გგონია შე რეგვენო. სამაგიეროს გადაგიხდი იცოდე, სულს გაგიმწარებ!
---რას იზამ? მე არც ენა მაქვს შევებულებაში და არც ხელები ქაჯან!
---ქაჯები შენსკენ მოიკითხე რეგვენო!
---ჩემსკენ ყველა ჭკვიანია და ეხლა შენი თავი მიბოძა ღმერთმა რომ მე უნდა მოგარჯულო და მოგაჭკვიანო!
---შენ ტვინით ავადმყოფი ხარ, თავად ურჯულოო და სხვას როგორ მოარჯულებ!
---სოფო ნუ მიწვევ კიდევ გაფრთხილებ!-წარბის აწევით გადავხედე გაბუსულ.
---ჰუმ თურმე მე ვიწვევ ბიჭს. დაუნი!- ეს ბოლო სიტყვა ჩუმად ჩაილაპარაკა და მე რას გამოაპარებდა ლოკატორებივით მაქვს ყურები დაცქვეტილი. უცებ გადავაყენე მანქანა და სოფოსკენ მივბრუნდი, რომელმაც გაკვირვებულმა შემეკითხა;
---რა გინდა, რისთვის გააჩერე!
---ვერ ხვდები ხო? რამდენჯერ გითხარი დაუნებს ჭკუა არ ეკითხებათქო. მე გაგაფრთხილე მაგრამ შენ არ გაფრთხილდი თავად და ეხლა შენი ხმა არ გავიგონო!- უცებ მივიწიე სოფოსკენ და მის გაკვირვებულ სახეს არც მივაქციე ყურადღება და უკვე მეორედ დავისაკუთრე მისი გემრიელი ტუჩები, რომელზეც ველურივით დავეტაკე.
---იცი რა გემრიელი ელექ ხარ? ჯერ აქედან და ალბად სხვა რამე-რუმებიც უფრო გამაგიჟებს მაგრამ, ჯერ არ ვჩქარობ. ნუ მე არ ვჩქარობ თორე შენ თუ წინააღმდეგი არ ხარ, მე რა შემიშლის ხელს! -სულ გაგიიჟდა,ოფოფივით აიშალა და ბუსავეთ დაკუსა თვალები.
---სულ გათავხედდი ხო? რა უნდა გელაპარაკო უტვინოს და უაზროს.ჯერ რაა ეს კოცნა ქვია ამ კოცნას? ისიც არ იცი როგორ უნდა მოექცე გოგოს!
---რა თქმა უნდა გეთანხმები, თანდათან დავიხვეწებით ორივე ერთად. შენ ჩემი წერა ხარ იცოდე ან ხელში შემომაკვდები მტრულად ან კოცნაში გაგგუდავ მოყვრულად!
---მე არაფერს მეკითხები?-მიყვირა თვალებგაფართოებულმა.
---რა გაქვს საწინააღმდეგო რას მიწუნებ?
---ხისთავიანი უტვინო და რეგვენი ხარ. კიდე ნადირი და ცხოველი!
---ხოდა ნუ გაახელებ ეხლა ამ ნადირს მესამედ გაფრთხილებ სოფუნა. ისე რა სახელია სო-ფუნა. არ მომწონს, მე შენ ამ სახელს ვერ დაგიძახებ
!---გუგა ნერვებზე რომ თამაშობ უკვე ხვდები?- აკივლდდა ბოლო ხმაზე სოფო, უკვე ნერვებს ვეღარ იმორჩილებდა.
---პაატა ბურჭულაძეს უნდა შევეხმიანო და შენი CV-ი უნდა გავუგზავნო ეთერის და აბესალომის აირას კარგად გაართმევ თავს ოპერის სცენაზე. მაგარი ხმა გაქვს მომეწონა და მესიამოვნა!
---აბესალომის როლში შენ იქნები?- ცოტა დამშვიდებულად მაგრამ, ცინიკურად შემეკითხა.
---აბესალომიც ვიქნები და ბეჟანაც. ოღონდ შენი პარტნიორი ვიყო არა ცენაზე არამედ ,ცხოვრებაში სამუდამოდ! -ვუთხრი და თვალი ჩაუკრი.
სოფომ იფიქრა ეს ნერვებს მომისპობს კიდე თუ გამოვყევიო და ხელი ჩაიქნია. თავი გადაწია გაინაბა. მე დაბალი სიჩქარეით მივდიოდი და სოფოს ამ ნანავ-ნანავში ჩაეძინა. სახლთან ახლოს გავაჩერა მანქანა და სოფოს ვაკვირდებოდი. სახიდან თმები გადაუწიე ფრთხილად და ყურთან უჩურჩულე. ---შენი ხმის გაგონება მაკანკალებს, პირდაპირ გულს ურტყამს შენი წიკვინი. ასე უცებ რა მიქენი, გამიგონია ნამდვილი სიყვარული არ მთავრდება არასდროსო. იმედია ჩვენიც დაუსრულებელი იქნება შენს წიკვინთან ერთად!
---უუუფ ოცნებობს ბიჭი!- ჩაიბუზღუნა სოფომ და დაბღვერილმა გადმომხედა. მე კი ისევ სერიოზული და დაფიქრებული სახით ვუყურებდი სოფოს. მერე კი წყნარად და მშვიდად ვუთხრი.
---მე არასოდეს არ მიგატოვებ სოფო, თუ შენ არ გამიშვებ თავად შენი ცხოვრებიდან მაგრამ, ერთს გეტყვი და გაითვალისწინე. ეცადე ისე არ შეგიყვარდე, რომ უჩემობამ შეგაშინოს!- მანქანა დავქოქე და ხუთ წუთში სახლში მივედით.
---არ მოსულა ისინი გულიკო ბებო?- ვკითხე გულიკო ბებოს რომელმაც კარები გაგვიღო.
---არა ბებო არ მოსულან.
---აი,აი მანქანის ხმაა მოვიდნებ!- წამოხტა სოფო და გახარებული წავიდა კარებისკენ მაგრამ, გზაში გაჩერდა და ღიმილი სახეზე შეეყინა ჟანეტის რომ შეხედა.



№1  offline წევრი isterichka123

კაია გააგრძელე

 


№2 სტუმარი დალი

ძალიან სასიამოვნო ამბავია მოთხრობილი , როგორი ხალასი მეგობრობა და სიყვარულია , მამაშვილობა ... ისეა აღწერილი , თითქოს შენც მონაწილე ხარ ამ ამბის . ველოდები გაგრძელებას .

 


№3  offline მოდერი zia-maria

დალი
ძალიან სასიამოვნო ამბავია მოთხრობილი , როგორი ხალასი მეგობრობა და სიყვარულია , მამაშვილობა ... ისეა აღწერილი , თითქოს შენც მონაწილე ხარ ამ ამბის . ველოდები გაგრძელებას .

როგორ მახარებ დალი დეიდა. love მადლობააააა.

 


№4 სტუმარი ketili

Minda gkitxo
daunis sindromis mqone adamianebtan odesme gqonia shexeba?
Cota ara, zedmetad uxerxulia .....

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Gulze movifxaneee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent