შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო [6]


26-05-2016, 18:40
ავტორი N7
ნანახია 3 187

6
ხანდახან არაფრისგან ყველაფერი იქმნება. ხან ჩვენ თავად ვქმნით ყველაფერს, ხანაც კი ჩვენსავე შექმნილსა და სათუთად გაფრთხილებულს ვანადგურებთ. ასეთები ვართ ადამიანები, სხვაგვარად არ შეგვიძლია, ვერ ვპოულობთ საკუთარ ადგილს და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, არის ერთი ადგილის დაუსრულებელი ტკეპნა. ხშირად ვცდებით და ამ შეცდომებს გავურბივართ, ხშირად კი მართლები ვართ და ამ სიმართლეს იმდენად ვამუქებთ, რამდენადაც შეგვიძლია. ვაფუჭებთ და ხშირად ეს პროცესი სასიამოვნოც კია. სანუკვარ ოცნებებს ვიხდენთ და შემდეგ გავრბივართ მათგან, სიჩქარით, რომელიც აქამდე არასდროს გამოგვიმუშავებია. ჩვენ ვჩხუბოთ, როცა გვამცირებენ და გვიხარია, როცა შარავანდედი გვეფინება სხვების მიერ. ხანაც გვიყვარდება, იმდენად ძლიერ, რამდენადაც ერთს შეუძლია მეორე უყვარდეს, და მერე ანაზდად ვახდენთ მათ შეძულებას... თუ ერთხელ დაუცდათ ფეხი. ჩვენ შეგვიძლია სხვის მდგომარეობაში ჩავაყენოთ თავი გონებით და ადვილად ვითამაშოთ კრიტიკოსის როლი, მაგრამ როცა ჩვენს თავებს რეალურად ხვდებათ მსგავსი სიტუაცია, გამოსავალს ვეძებთ, რათა თავები გავიმართლოთ. ეს ვართ ადამიანები და ვერ შევიცვლებით, რადგან ოდესღაც ვიღაცამ გულით მოიწადინა ასე მომხდარიყო. რადგან არ არსებობს გამოსავალი... და თუ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენშია. მთავარია ვისწავლოთ სიამაყისა და პრინციპების გადაბიჯება; ცინიზმისა და ირონიის, ასე სასტიკად რომ მივმართავთ ხოლმე მოწინააღმდეგისკენ იარაღად, ოკეანეში მოსროლა; შეცდომის აღიარება და, რაც მთავარია, მონანიება. არაფერია იმაზე უკეთესი, შეცდომას რომ გააანალიზებ, მოინანიებ და უშფოთველ ძილს მიეცემი. და თუნდ ეს სამუდამო ძილი იყოს, შენ არ გეშინია...

როგორც იქნა, ეღირსა თიკას საკუთარი მანქანით სადღაც წასვლა. პროფილაქტიკიდან ჯერაც ახალი გამოყვანილი ჰყავდა, ნატამ რომ დაურეკა და სასწრაფოდ გამომიარეო – უბრძანა. ჩვეულებრივ, ნატასგან ეს ჟესტი ორდინალური იყო, მაგრამ მაინც დააფიქრა თიკა. სანამ ნატა მანქანაში ჩაჯდა, ნერვიულობისგან გული ამოუვარდა კინაღამ გოგოს. მაინც რა უნდოდა? – ვერ გაეგო. ფიქრობდა: იქნებ მარიამს დაემართა რამეო; იქნებ დეპრესიამ ხელი იმდენად მოჰკიდა, ვეღარ გაუძლო და სისულელე ჩაიდინაო. და ამასობაში კვდებოდა. საკუთარი ფიქრები კლავდნენ.
– რა ხდება, რა გული შემიღონე? – ჰკითხა მაშინვე, როგორც მანქანაში ჩაჯდა ნატა. ნერვიულობისგან სუნთქვა გახშირებოდა და წინადადებასაც შეეტყო გოგოს ეს განსაცდელი.
– გეგა მოყვა ავარიაში... კომაშია, – ამოიხვნეშა ნატამ და ღვედი გადაიჭირა.
თითქოს შვებით ამოისუნთქა თიკამ და ასეცაა, წამით ფილტვებს ჟანგბადი მიაწოდა, მაგრამ მარიამის წარმოდგენაზე უარესად შეეკუმშა გული. ისე არ დაურეკავდა ნატა, ალბათ, მარიამია დეპრესიაში. მანქანა სწრაფად მოწყვიტა ადგილს.
– რომელ საავადმყოფოშია? მარიამიც იქაა? – შუქნიშანთან შეჩერდა თუ არა, მაშინვე მიაყარა კითხვები ნატას, რადგან, მანამდე რომ ეკითხა, აუცილებლად რამეს დაეჯახებოდა. უკიდურეს შემთხვევაში – ვინმეს.
– რესპუბლიკურში. აბა, სად იქნება? – საყვედურით გახედა.
მხრებია აიჩეჩა თიკამ და დამნაშავესავით მოიბუზა.
– რა ვიცი, იქნებ არაა იქ?!
– გადარეულია... რამდენი პრობლემა უნდა მოუტანოს ამ კაცმა, ღმერთო! –ხელები ჰაერში ააფრიალა.
– ნატა, მიშლი! – დაიყვირა თიკამ და საჭის დამორჩილება ძლივს მოახერხა. – ცოტაც და კი მივიდოდით რესპუბლიკურში და მივუწვებოდით გეგას პალატაში! – ამოსუნთქვას მოაყოლა ხმამაღალი, საყვედურით სავსე სიტყვები.
– ვაიმე, გადავრჩით, თიკაა... – სიტყვა გამაღიზიანებლად გაწელა და ირონიული ღიმილით დაეფარა სახე.
ღმერთო, სხვა დროს არ აპატიებდა ამ ჟესტს, ახლა კი, სხვა გზა არ ჰქონდა.

საავადმყოფოს დერეფანში რამდენიმე კინკილა ადამიანი ირეოდა, ბოლოში კი უამრავს მოეყარა თავი. ხალხისგან გამოყოფით იჯდა მარიამი, სახე ხელებში ჩაემალა და ტანის არეული რხევა მიანიშნებდა იმაზე, რომ ტიროდა. ნაბიჯს აუჩქარა თიკამ და საბოლოოდ სირბილით მივიდა მარიამთან. მის გვერდით, თავისუფალ სკამზე მოკალათდა და ძლიერად შემოჰხვია ხელები ზურგიდან დაქალს.
– ყველაფერი კარგად იქნება, მარიამ! – უჩურჩულა თბილი ტონით.
რამდენიმე წამით დამშვიდდა მარიამი, მაგრამ ყველა ნერვი თიკას შეუტოკდა. ისე, თითქოს ამ შეხებით მარიამის ნერვიულობა მასზე გადმოვიდა. გოგო გასწორდა, მაისურის სახელოებით სახიდან ცრემლები ჩამოიწმინდა და ჩაწითლებული, გასიებული თვალებით შეხედა დაქალს.
– არც კი მოვიდა ის ბო*ი, – გამოსცრა გაბრაზებულმა.
ნაღვლიანად გაეცინა თიკას.
– ახლა მაინც ნუ ფიქრობ იმაზე! და საერთოდ, რატომ გხედავ აქ და ამ მდგომარეობაში? – სახიდან ღიმილი ჩამოირეცხა და სერიოზული სახით მიაჩერდა, პასუხის მოლოდინში.
– აბა, სად უნდა ვიყო? – კოპები შეკრა მარიამმა. – როგორ ფიქრობ, მოვახერხებდი სახლში ჯდომას და უდარდელად სერიალის ყურებას? მიყვარს, თიკა, მიყვარს... შენ არც კი იცი ეს გრძნობა, თორემ გეცოდინებოდა, როგორი ძლიერია. მის გამო მთებსაც გადავდგავ. ყველაფერს ვაპატიებ, ოღონდ ვიცოდე, რომ დამიბრუნდება... – ასლუკუნდა მარიამი, – დილით რომ ვიღვიძებ და ვერ ვხედავ მის სახეს, საწოლის მეორე მხარეს, ყველაფერი მტკივდება. ყოველი მზიანი დღე ბნელდება და იცი რატომ? – მისი ცისფერი თვალები აღარ აიძულებენ მზეს, რომ არ დაბნელდეს. ისე მიჭირს მის გარეშე ყოფნა... ჩემთვის ჟანგბადი იყო გეგა და ახლა მე ჟანგბადი აღარ გამაჩნია. მას რომ რამე მოუვიდეს და მე ამ დროს არ ვიყო მის გვერდით, როგორ ფიქრობ, ვაპატიებ თავს? – დაამთავრა მონოლოგი და ცრემლები კიდევ ერთხელ მოიწმინდა.
თიკა უსმენდა მის ამ სიტყვებს და სტკიოდა. მარიამმა იფიქრა, რომ მისი არ ესმოდა... ეს უარეს დეპრესიაში ჩააგდებდა და თიკამ ეს იცოდა. თუმცა ვეღარ ფიქრობდა იმაზე, რა უნდა ეთქვა. ერთიანად გაითიშა, რადგან მარიამის ტკივილი ეტკინა... მას კი ასე არასდროს სტკენია. ცრემლები მასაც მარიამთან ერთად ჩამოუგორდა, სინქრონში და თავი ასტკივდა.
მარიამი წამოდგა და საოპერაციოსთან მივიდა. ნაბიჯი ერეოდა, თავბრუ ესხმოდა და გული ერეოდა. ასე ცხოვრებაში არ ენერვიულა და ახლა თითქოს ერთიანად მოეძალა ყველა ემოცია. საოპერაციოს დიდ კართან გაჩერდა. რამდენიმე წამით ასე იდგა, თითქოს ორჭოფობდა – რა გაეკეთებინა. მერე ძლიერად მიაწვა კარს. ექთანმა შეშინებული და განცვიფრებული მზერა სტყორცნა და სასწრაფოდ დაიძრა მისკენ.
– თქვენი აქ ყოფნა არ შეიძლება! – დაუბრიალა მკაცრად თვალები.
– ცოლი ვარ... უფლება მაქვს! – ამოისლუკუნა მან.
– გთხოვთ, დატოვეთ პალატა! – უფრო გამკაცრდა ექთანი.
– დატოვე, – ორივემ გაიგონა მკვეთრი განკარგულება, რომელიც მთავარმა ექიმმა გასცა, ოპერაციას რომ აკეთებდა.
მადლიერი თვალებით შეათვალიერა მამაკაცი, რომლის მხოლოდ ზურგს ხედავდა. მერე კედელს მიეყრდნო. ისეთი ადგილი აარჩია, საიდანაც პირდაპირ ხედავდა გეგას სახეს, რამდენიმე ერთეული ექიმი თუ ექთანი რომ ევლებოდა თავს. უფრო ეტკინა... თავისი ერთადერთი სიყვარულის ტკივილი ეტკინა. ის ახლა ყველაზე შორს იყო, ვიდრე აქამდე ყოფილა. ეს სიშორე კი მარიამს კლავდა, ანადგურებდა, ათრთოლებდა და ფეხებში ძალას ართმევდა. თუ გეგას რამე მოუვიდოდა, არც მას უნდოდა გაგრძელება ცხოვრების მიერ მოწყობილ ამ ტრაგიკომედიაში თამაში. ასე არც მამას წასვლა სტკენია, რასაც მერე მის პატარა ასაკს აბრალებდა. თუმცა ფაქტი ერთი იყო – გეგა მას მთელ სამყაროს ერჩია. ისეთი არამზადაც კი, როგორიც იყო. სიყვარული კი ამად მიაჩნდა. ამ სიყვარულის სწამდა მხოლოდ.

რამდენიმე დღე ეძინა გეგას. მთავარი იყო, რომ რთული პერიოდი გადალახა და ექიმების წყალობით, სიკვდილს გამოექცა. არადა, ვერავინ იძლეოდა ამის პირობას. მეტიც, მერე იხსენებდნენ ექიმები, სანამ მარიამი საოპერაციოში შემოვიდოდა, აღარაფრის იმედი იყოვო. მეოთხე დღეს გამოიღვიძა. თავთან მარიამი ეჯდა, რომელსაც ემოციებისა და უძილობისგან გადაქანცულს ჩასძინებოდა. ახალგაზრდა, ლამას სახეს დააკვირდა. სანამ წავიდოდა, სიხალისის მეტი არაფერი აჩნდა, ახლა კი თითქოს ერთიანად გადაევლო ცხოვრებას მის სახეზევო. არადა, სულ რაღაც ოცდახუთი წლის იყო... მტკივნეულად გაეღიმა გეგას. მის სხეულში მუხტმა გაიარა. მარიამი მის ხელს ჩაფრენოდა თავისით. საყვარელი ქალის მარჯვენა აიღო, წვალებით მიიტანა ტუჩთან და ემთხვია ცხელი ბაგეებით.
– მაპატიე, მარიამ... – თვალები დახუჭა და მის თითებთანვე ამოიჩურჩულა.
– გაპატიე, გეგა! – ბედნიერებისგან აეტირა გოგოს.

ძალიან დიდი ბოდიში, წუხელ ვერაფრით მოვახერხე დადება...
მიყვარხართ!



№1  offline მოდერი sameone crazy girl

მოკლედ ეს ისტორიები ერთადერთია სიტუაციაა როცა მოღალატეების პატიება შემიძლია wink
იმედია კიდევ დადებ დიდს თორე გავგიჯდბეი wink

 


№2  offline წევრი N7

sameone crazy girl
მოკლედ ეს ისტორიები ერთადერთია სიტუაციაა როცა მოღალატეების პატიება შემიძლია wink
იმედია კიდევ დადებ დიდს თორე გავგიჯდბეი wink

wink ყველა მოღალატე გულით მოღალატე როდია.. wink ვხუმრობ.
ვეცცდები მალე დავწერო და დავდო.. love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

N7
sameone crazy girl
მოკლედ ეს ისტორიები ერთადერთია სიტუაციაა როცა მოღალატეების პატიება შემიძლია wink
იმედია კიდევ დადებ დიდს თორე გავგიჯდბეი wink

wink ყველა მოღალატე გულით მოღალატე როდია.. wink ვხუმრობ.
ვეცცდები მალე დავწერო და დავდო.. love

აბა რა მთავარია გული ... wink wink wink

 


№4 სტუმარი salo salo

ვაიმეეეეე მალეეე ძაანნნნ მაგარიიიიი იყოოოო ყოჩაღღღღღ <3

 


№5  offline წევრი Pepper

კარგი თავი იყო ძალიან
გამიხარდა მარიამს რო დაუთმე ეს თავი
კარგია როცა ადამიანს ამხელა რამის პატიება შეუძლია ^^ და გამიხარდა რომ მარიამი და გეგა შერიგდნენ.
თუმცა ჩემი თიკა და სანდრო დამაკლდნენ ამ თავში :p
მშვენიერი თავი იყო და ველი შემდეგს <3
შენზე აღარ ვილაპარაკებ თორე დღეს არ გავჩუმდები <3 უნიჭიერესო<3

 


№6  offline წევრი N7

salo salo
ვაიმეეეეე მალეეე ძაანნნნ მაგარიიიიი იყოოოო ყოჩაღღღღღ <3

მიხარია, რომ მოგწონს! love

Pepper
კარგი თავი იყო ძალიან
გამიხარდა მარიამს რო დაუთმე ეს თავი
კარგია როცა ადამიანს ამხელა რამის პატიება შეუძლია ^^ და გამიხარდა რომ მარიამი და გეგა შერიგდნენ.
თუმცა ჩემი თიკა და სანდრო დამაკლდნენ ამ თავში :p
მშვენიერი თავი იყო და ველი შემდეგს <3
შენზე აღარ ვილაპარაკებ თორე დღეს არ გავჩუმდები <3 უნიჭიერესო<3

მიხარია, რომ მოგეწონა love
თიკა და სანდროს შესვენების დრო იყო და.. :დ ცოტა ხნით, მხოლოდ.
მიყვარხარ მე შენ! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent