შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ხარ ქარიშხალი,ჩემს უდაბნოში ( 3 )


26-05-2016, 20:09
ავტორი ლილიანა
ნანახია 2 478

ერთდროულად დავიბენი,შემრცხვა და მტკიოდა.დაძაბულად გავახილე ცალი თვალი და ჩუმად გავაპარე მისკენ. დანა პირს არ უხსნიდა,მძიმედ სუნთქავდა და თითებით კეფას იზელდა.
_ მაპატიე_ ძლივს ამოვილუღლუღე და ადგომას შევეცადა,მაგრამ უიღბლო,რომ იქნები ადამიანი,არ მეტკინა ეს მუხლი,ხომ არ მომიწევდა გრძელი შარვლის ჩაცმა ,მერე კი ფეხის არ გამებლანდებოდა მის ტოტში და ჩემს მსხვერპს ხელმეორედ აღარ დავენარცხებოდი.მგონი ეს ბოლო წვეთი იყო,მკლავებში ისე ჩამავლო ხელები,რომ ტკივილისაგან მოვიკრუნჩხე მაგრამ ხმის ამოღებას ,როგორ გავბედავდი,ასე გაკავებული ამზიდა და თავადაც ადგა.მის ეინ აწურული და შეშინებული განაჩენს ველოდი.
_ გიჟი ხარ ადამიანო?_ხმაც კი მაშინებდა.
_ მაპატიეთ_ მე გაზეპირებული მხოლოდ ერთ სიტყვას ვიმეორებდი.
_ საკუთარი თავის კონტროლი ისწავლე და წინ იყურე,მეტად ნუ გადამეყრები_ მელაპარაკება თუ მიღრენს?
_ ბატონო ონისე,ეს გოგონაც ჩვენი თანამშრომელია,ხვალიდან ბიბლიოთეკარად იწყებს მუშაობას,ასე,რომ ერთმანეთს ხშირად შეხვდებით_ონისესთვის ფრიად გასახარი ამბავი გადმოსძახა დირექტორმა კიბის სათავიდან.
ჯერ ოდნავ მოჭუტა თვალები,მერე მსუბუქად გააქნია ხელები შემიშვა და კიბეებს სირბილით აუყვა.მაშინვე მკლავებზე დავისვი ხელი,ნამდვილად ჩამილურჯდება,რს მაკლდა სრული ბედნიერებისათვის,ჩემი ნივთები მოვკრიფე,ბატონ ნოდარს პირადობა გამოვართვი და კარისკენ წავედი.

……

ღრმად ჩავისუნთქე და დარბაზის კარს ძლიერად ვუბიძგე.ეს ახალი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში,ამიტომ ჩემს თავს შემოვსძახე,მხნეობას მოვუხმე,სახეზე ვეცადე სანდომიანი იერი დამტყობოდა და ოდნავ ნაძალადევი ღიმილით მივესალმე დაახლოებით 15 ბავშვს,რომლებიც ჩემი მომავალი მოსწავლეები იყვნენ.მათ წინ სკამზე მოვკსლათდი,მსუბუქად ჩავახველე და თავი წარვუდგინე.
_ მე ონისე ჩადუნელი ვარ,31 წლის,მუსიკა ჩემი ჰობია და ერთადერთი ბედნიერება,ამიტომ მინდა თქვენც გაგიზიაროთ,იმედი მაქვს ერთმანეთს შევეწყობით და ერთმანეთისგან და ერთმანეთზე ბევრ რამეს გავიგებთ და ვისწავლით.
თანხმობის ნიშნად ყველამ გამიღიმა და თავი დამიქნია,ცოტა მომეშვა და მოვდუნდი.დაახლოებით 10-დან 15 წლამდე იყვნენ,გოგონებიც და ბიჭებიც.
_ მოდი ახლა თქვენ გამეცანით… _ და დაიწყეს ბავშვებმა თავიანთი სახელების წარმოთქმა,თუმცა ერთბაშად ამდენს მე ვერ დავიმახსოვრებდი,იმედია ნელნელა ყველას ვისწავლი.
ჩემდა გასაკვირად მხოლოდ 2 ბავშვს არ ჰქონდა გიტარა,უმეტესობას მამის ან ბაბუის ნაქონი მოეტანა.ეს კარგი იყო,ანუ აქ უყვართ მუსიკა.
პირველი მეცადინეობა,გაცნობას და უბრალოდ ხელოვნების და მუსიკის სიყვარულს და ცოდნას დავუთმეთ,თუ ვინ როგორ და რას აღიქვამდა.მათთან ურთიერთობამ შინაგანად გამანთავისუფლა,თურმე როგორ მჭირდება ასეთი ლაღი,გულწრფელი და უბოროტო ურთიერთობები,როცა მოსაუბრის თვალებში მხოლოს სიკეთეს და სიწმინდეს ხედავ.კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმ გადაწყვეტილების სისწორეში რაც სამი კვირის უკან მივიღე- რომ გავცლოდი ქალაქს და მათ ყველას ვისაც ვეცოდები,ვებრალები ან სულაც ვეზიზღები- ნაცნობებს,ახლობლებს და ნივთებსაც კი,რომელიც ჩემს სახლშია და ყოველწამს მახსენებდნენ რეალობას.
საათზე მეტი დავყავით ერთად და შევთანხმდით,რომ მეცადინეობა კვირაში სამი დღე გვექნებოდა,მხოლოდ სწავლის დროს.ლამის ერთი საათი დირექტორის თავის და ოჯახის წებას ვუსმინე,მიკვირს ,როგორ მეყო მოთმინება ამის გასაძლებლად.როგორც იქნა გამოვაღწიე სკოლიდან და ჩემი სახლისკენ წავედი.ჩემი სახლი.უცნაურად ჟღერს,იქ,სადაც 31 წელი ვიცხოვრე სულის სიმშვიდე ვერ ვიპოვე და აწ ,სადსც მხოლოს სამი კვირაა ვარ,ფიქრებში ჩემი ვუწოდე და იქ ყოფნა მსიამოვნებს.
მზე ჯერ კიდევ აცხუნებდა,სათვალე ამოვიღე გულის ჯიბიდან და გზა განვაგრძე.ფიქრებში გადაკარგულმა ცოტა ხანში ჩემი შარიანი მეზობელი ხატია შევნიშნე.ეტყობა მაღაზიაში იყო,ორივე ხელში სავსე პარკები ეჭირა,საკმაოდ მძიმე,თან კოჭლობით მიდიოდა,აშკარად ფეხი ტკივა.აბა რა იქნება იმდენჯერ დაეცა.ღირსი იყო ჩამევლო გვერდი და წავსულიყავი,მაგრამ დედის სიტყვები სულ მახსოვს ხოლმე_” არადოსეს დაივიწო,რომ შენ მამაკაცი ხარ,ყოველთივ და ყველგან” ფეხს მოვუჩქარე,წამოვეწიე და უფრო მძიმე პარკი,რომელიც იყო იმას დავწვდი,მოულოდნელობისაგან ადგილზე შეხტა და შეიკივლა.
_ მოგეხმარები_ მინდოდა ეს სიტუვა ბუნებრივად გამომსლოდა მაგრამ არა.
_ არა,თავად წავიღებ_ პარკი მის მხარეს გაქაჩა,მაგრამ არ დავანებე,ისიც და მეორეც მე დავიკავე და გვერდით ამოვუდექი.ცოტა ხანს უხმოდ ვიარეთ,არ მიმიხედავს ,მაგრამ ვგრძნობდი,როგორ მაკვირდებიდა,რისი დანახვა ან ამოკითხვა სურდა ,მაგრამ ისე მიყურებდა,როგორც ამოუცნობს.
_ მგონი გაშინებ_ შევდექი და მისკენ მივბრუნდი.
_ ძალიან_ გამითანაბრდა.
_ სამწუხაროა_ ვთქვი და გზა განვაგრძე,ერთდროულად გული დამწყდა მის დამოკიდებულებაზე და თან გამეღიმა,თუმცა მხოლოდ შიგნით,სადღაც ღრმად.ის არ იყო პირველი ვისაც ეშინოდა ჩემი.
_ აქ რამ მოგიყვანა?_ აშკარად ცნობისმოყვარეა.
_ სად აქ?_ ისევ შევდექი.
_ რაჭაში ,აქ ,ამ სოფელში.
_ მინდა ბავშვებს გიტარაზე დაკვრა ვასწავლო.
_ და მაინცდამაინც აქ?
_ კი.
_ რაღაცას მალავ _ თვალები მსუბუქად მოჭუტა და გამომხედა.
_ გამომიჭირე.
_ ნუთუ?
_ ბანკი გავძარცვე და აქ ვიმალები.
_ დამცინი?კარგი არ გინდა თქვა და არ ჩაგეძიები
_ და შენ რამ მოგიყვანა აქ?
_ ბებოს ვუვლი.
_ მარტო თქვენ ხართ სახლში?
_ რატომ კითხულობ?_ მგონი შევაშინე კიდევ.
_ იმ ინტესივობით თუ გააგრძელე მიწაზე დანარცხება,რაც ამ ორ დღეში,მეეჭვება ბებიაშენის მოვლა შეძლო,ვფიქრობ მესამეც გჭირდებათ,რომ იმან შენ, შენ კი ბებოს მოუარო.
_ ვგიჟდები უკბილო ხუმრობებზე_ ირონიულად გამომხედა.როგორ შეეძლო წამის მეასედში ამდენი ემოცია გამოეხატა მის თვალებს და სახეს.
სახლამდე ხმა აღარ ამოგვიღია,ის წინ მიაბიჯებდა,კოჭლობით მაგრამ ამაყად და თავაწეული,ერთი ორჯერ ფეხი გადაუბრუნდა მაგრამ არ შეიმჩნია,ისევ გასწორდა და გზა განაგრძო.
სახიდან ღიმილი აღარ მშორდებოდა მას,რომ ვუყურებდი,როგორი ბავშვური და დაბნეული იყო.
თამრო ბებოს ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა,მეც.საღამოსთვის ვახშამზეც დამპატიჟა.მის შვილიშვილს დიდად არ ეპიტნავა ეს ამბავი და სიმართლე ვთქვა არც მე,განა იმიტომ ,ტომ ამ ხალხში იყო პრობლემა? არამედ იმიტომ,რომ მე არ მინდოდა ვინმეს ყურადღება და პატივისცემის დამსახურება.მაგრამ,თამროს ხათრს ვერ გავუტეხდი და მიუხედავად ხატიას გაბრაზებისა დავთანხმდი.
_ შვილო სტუმარი მიაცილე ჭიშკრამდე_ დაარიბა შვილიშვილი,ისიც უხალისოდ მაგრამ მორჩილად გამომყვა.
_ აღარასოდეს ჩაიცვა ქუსლიანები_ ხმადაბლა გადავულაპარაკე და ჭიშკრიდან გავედი.
_ უჟმური_ მომაძახა და ჩქარი ნაბიჯებით სახლში შევიდა.

……
სასწრაფოდ დავწვდი ტელეფონს და ელენეს დავურეკე.ჰაერივით მჭირდებოდა მასთან ლაპარაკი,ყველაფრის მოყოლა და დაცლა.
ჯერ ბევრი იცინა ჩემს კისრისტეხვაზე,მერე ჩემს,მეტიჩრობებზე და ბოლოს გამომიცხადა,რომ ერთი სული ჰქონდა,როდის ჩამოვიდოდა და თავად გაიცნობდა ონისეს.
ჩემებსაც ველაპარაკე,მაგრამ ჩემს თავგადასავლებზე სიტუვაც არ დამიძრავს,არც მათთან და არხ თამროსთან.
ვახშამი მოვამზადე,გუფთა,მაიონეზიანი სალათა და ღვეზელი ქიშმიშით.სუფრაც სამ ადამიანზე გავამზადე,ბებოს ხანდანხან სკამზე ვსვამდი ხოლმე.არ ვიცი რატომ,მაგრამ სარკეს,რომ ჩავუარე საკუთარი თავი შევათვალიერე.
_უნდა გამოვიცვალო_ ჩავილაპარაკე და ჩემს ოთახში შევედი.
თხელი ზურმუხტისფერი სარაფანი ჩავიცვი,თმა კეფაზე შევიკარი და ნაწილი წინ ჩამოვიყარე,მსუბუქად გადავისვი წითელი პომადა და ტუში._ასე უკეთესია_ კმაყოფილმა ჩავილაპარაკე სარკესთან და მისაღებში დავბრუნდი.
თამრო საწოლზე წამომჯდარიყო.
_ ხატი მიდი ბებო მარწყვის კომპოტი გამოიტანე.
მოვიტანე და გავხსენი თუ არა საშინლად მძიმე სუნი ამოვარდა.
_ უფ გაფიჭებულა ეს ბებიკო_ დავიჭყანე.
_ მაშინ სხვა გამოიტანე და ეგ ეზოში გადაასხი,დილამდე ქათმები აკენკავენ.
დავუჯერე.უკვე ბნელოდა,სახლის კარი გამოვაღე,ორი ნაბიჯი გადავდგი და ქილიდან მასა ეზოსკენ გადავასხი.
_ უხ ამის დედა…..
მაშინვე მოწვდა ჩემს ყურს ონისეს გაბრაზებული ხმა და მივხვდი,რაც გავაკეთე,მორჩა ახლა სიკვდილს ვერ ავცდები



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეეე ცუდად ვარ ვგიჟდები ამ გოგოზე ასეთი ხიფათა მეორე არ ვიცი საიდან იფიქრებ ამეებს wink wink wink wink wink wink ეს ონისე მეცოდება უკვე მართლა wink wink

 


№2  offline წევრი nigita

საწყალი ონისე ამ გოგოს ხელში wink wink არ მეყო უფრო დიდი თვები დადე wink

 


№3  offline წევრი rebe123

რა კარგი გოგო ხარ ახალი თავი რომ დადე <3 <3 <3 ძალიან საინტერესოა და სასაცილო :დდ <3 <3 და ჰოო პერსონაჟები ზუსტად ისეთები არიან როგორიც წარმომედგინა <3 <3

 


№4  offline წევრი Ignifex

როგორ შემიყვარდა უკვე ეს ისტორია :DD <3 კარგია და ველი შემდეგს <3

 


№5  offline მოდერი bibo

ეს ონისეკუნკულები ხო მომწონდა მაგრამ ეხა უფრო მომწონს ასეთი ველურული მამაკაცური და ვაჟკაცური რა ველურული ასკილია....თან ჩემი პატარა ტვინის დასკვნით ვხდები რა დარდს და სიმარტოვე ინახავს ჩემი ფუნ|თუშე ონისიკუნები sad sad ეს გოგო რამფრა სუ ეცემაა რაიყო ხის ფეხი აქ თუ რა ხდება wink შაში ბეშივით რო არ გაურბოდეს თვალები არ მოუვიდოდა ამდენი ხიფათი wink wink ისე მომწონს ესენი ვგრნობ მე რა წყვილი იქმნება უხ რამფერი წინათგრძნობა მაქ ვახმე feel feel ხო ეხა შენზე ლაპარაკი არ მაქ ზედმეტია ჩემო აჯამპსანდალის ბადრიჯჯანოვ ჩემო გულის ფიცაროვ და სულის ვარდოვ love love გიას ბროშკას ვფიცავარ საუკეთესო ხარ ჩიტო საუკეთესოთა შორის love love ვჭედავ კალოჩე მე შენზე იცოდე მაგი შენ request request ჩემი ქათმის პილე ჩემი აწეწილი და ოლივიეეე ბევრი ბევრი ბევრზე ბევრობა მაიონეზით თთთთთთ tongue tongue ჩემო ზეიკიძის კალბასოვ ჩემო შაშხოვ winked winked ხო იცი ბევრს დაიგვინებ და გაგწელავ ელარჯივით wink wink wink wink აი ვაფრენ შენზე ისეთი ხარ კი არ ვტკბები მიკოკლოზინებ პირს ჩემო ცომო ფუნთუშა გოგოვ ჩემი ნიჭიჩ შენ გაქ დაბრეხვებული ფაქტიას მახარებს მაგი მე იცოდე შენო ჩემო გულის ძAფო request request

 


№6  offline წევრი Marusia123

Vaime mokled es gogo tvitonac rames daimartebs da onisesac damartebs rames :d gaagija es bichi :d amatma ertmaneti ar daxocon :d saintereso da xalisiani tavebi gvelis win rogorc chans ♥

 


№7  offline წევრი BLACK TBILISI

ძალიან მომწონსს საუკეთესო ხარ love

 


№8  offline მოდერი ლილიანა

სათითაოდ ვერ გპასუხობთ,დიდი კომენტარიაო და არ მადებინებს,მიყვარხართ ყველააა❤❤❤თქვენ მე სტიმულით მავსებთ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№9 სტუმარი Black

Hahaha magaria:Dveli shemdeg tavs<3

 


№10  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ვაიმე,რა კარგად ვიცინე,მარლაც რმ საწყალი ონისე ხატიას ხელში და საწყალი ხატია უბედობის ხელში. :დ ძალიან მიყვარს უკვე ორივე პერსონაჟი,კარგები არიან და ავსენებენ ერთმანეთს.რატომღაც მომეჩვენა რომ არ იყო მსუყე თავი,ძალია არ მეყო,არადა რა კარგად მივდიოდი და ზუსტად იმ მომენტში გაწყვიტე,როცა უკვე ვფანცქვალებდი და ინტერესი მკლავდა რა მოხდებოდა. მალე დადე შემდეგი რა,ისე მიყვარს რომ მინდა რაც შეიძლება სწრაფად წავიკითხო. ყოჩაღ შენ. love love
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№11  offline მოდერი ლილიანა

გოგოებო მადლობაააა❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№12 სტუმარი Black

Madloba mxolod gogoebs?:(me masin kesariat gadavketdeabi:D

 


№13  offline მოდერი ლილიანა

Black
Madloba mxolod gogoebs?:(me masin kesariat gadavketdeabi:D

ჰო შენ პერსონალურად ცაკლე ❤ მადლობა
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent