რეალობა (თავი 2)
პირველი კვირა (პირველი პაემანი) -ადექი მიშო, პედსაბჭოზე გვიბარებენ. -რა უსმართლო ხარ განგებავ, არ შეიძლება დილით ჩიტების ჭიკჭიკი ან მზის სხივების სასიამოვო ლამუნი მაღვიძებდეს და არა ეს ყვავი?! -მაგას დამსახურება უნდა. -რითი ვერ დავიმსახურე? ყოველთვის სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდი. მოწყალებას გავცემდი, მოხუცები გზაზე გადამყავდა, არ ვსვამდი, არ ვეწეოდი... -ვგიჟდები, დილიდანვე როგორ გაქვს ამდენი ლაპარაკის თავი? -ნიჭიერი ვარ. -ადექი დროზე და გამოცხადდი ლიზასთან. -ლიზასთან? - მიშომ თვალები მოჭუტა და გამომცდელად გადახედა მეგობარს. - როდის აქეთ ვასრულებთ ლიზას ბრძანებებს? -მას მერე რაც კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი. -შესწორება - კონტრაქტს მე მოვაწერე ხელი. მე შენზე ვკითხულობ, თუ თქვენ სხვა კონტრაქტი გაქვთ. - წარბები აათამაშა მიშომ. -ათი წუთი გაქვს! - ვახომ კარი გაიხურა და შეგნებულად დააიგნორა მეგობრის კითხვა. დაახლოებით ნახევარ საათში უკვე ეზოში იყო და ლიზასა და ვახოსკენ გაემართა. -დილა მშვიდობის, მიშო. - ისე თბილად გაუღიმა ლიზამ, რომ უნებურად მიშოსაც ჩაეღიმა. -დილა მშვიდობის ლიზიკო, თათბირი გვაქვს? -მოდი დავსხდეთ. - ლიზამ ბიჭები ეზოში მდგარი მაგიდა და სკამისკენ წაიყვანა. -რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ დასახვრეტად მივყარვარ? -რამე არ მოგწონს? - ცოტა სახე შეეცვალა ლიზას. - ვცდილობ ყველაფერი კომფორტულად იყოს. თუ რამე არ მოგწონს, გბოჭავს ან ხელს გიშლის მითხარი და ვეცდები გამოვასწოროთ. -ვეშაპი ხარ, დედას გეფიცები... - წარბი შეიკრა ვახომ, უკმაყოფილოდ გადახედა მეგობარს და შეეცადა ლიზა დაემშვიდებინა. - ხუმრობს ლიზა, ასე იცის დილაობით ჭარბად აქვს უხეირო იუმორი. -არა, არა, მართლა გთხოვ, თუ რამე ისე არ არის მითხრა, - ცოტა შეწუხებული სახით უყურებდა ბიჭებს. - ჩვენი ვალია მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევქმნათ თქვენთვის. -მართლა ვიხუმრე ლიზიკო, - მიშოც შეწუხდა. - გეფიცები თუ ასე ინერვიულებ ყოველ ჩემს სიტყვაზე საერთოდ დავმუნჯდები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომფორტი ამ შოუში შენ ხარ და შენც თუ ინერვიულე, მართლა წასულია ჩემი საქმე. -კარგი, - სახეზე ღიმილი გადაეფინა ლიზას. - მაშინ დავიწყოთ. -თათბირზე, ჰორტონი „ონლაინ“ ჩაგვერთვება? -ვიინ? - თვალები გაუფართოვდა ლიზას. -ჰორტონი, ჩემ ყურში რომ ზის. -ააა, ქეთო? - გაეცინა გოგონას. -ესე იგი ქეთო ჰქვია... - თავისთვის ჩაილაპარაკა მიშომ. -კი ქეთო ჰქვია და ის ადმინისტრაციულ საკითხებში არ ერევა. -ანუ მე პირადი ვარ? -რა? - ვერ გაიგო ლიზამ. -არაფერი, ისე ჩემთვის. აი, ქალბატონი ნაზიც მოდის. -ბოდიში გენაცვალეთ, დამაგვიადა. - მაგიდს მოუახლოვდა ნაზი და სკამზე ჩამოჯდა. - მთელი ღამე არ დამაძინეს გოგოებმა და ახლა კი არიან გამოუძინებელი ინდაურებივით. -დილა მშვიდობის, ქალბატონო ნაზი. ვგიჟდები თქვენს მეტაფორებზე, - ისევ მიშო ალაპარაკდა - მაგრამ ინდაური და გამოუძინებელი არ მინახავს მე. -უკვე მომწონხარ, ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ. - მიშოს მიუბრუნდა ნაზი. - მეც პირველად ვნახე ამ დილით. მარა ახლა საქმეს მივუბრუნდეთ, დღეს პირველი პაემანი გაქვს ყმაწვილო. -მარტო ვიქნებით? - ყველაზე უაზრო კითხვა დასვა მიშომ. -არა, შვილო... დამკვრელებს გამოგაყოლებთ. - ცოტა გაბრაზდა ნაზი. -უნდა გავუგოთ ქალბატონო ნაზი, - საკმაოდ გამხიარულდა ვახო. - არც ისე ადვილია პირველ პაემანზე წასვლა. -კაით ახლა, მორჩით ღლიცინს. - ცოტა ხმას აუწია ნაზიმ, მაგრამ სახეზე მაინც გადაურბინა ძლივსშესამჩნევმა ღიმილმა. -თქვენ გაიხარეთ, ქალბატონო ნაზი, - წამოიყვირა მიშომ. - პირველივე დანახვიდან თავს ვიმტვრევდი, ვიღაცას მაგონებდით და ვერაფრით ვხვდებოდი ვის. ახლა მივხვდი ბაბუაჩემ სპირიდონს გავხართ. ამ სიტყვების გაგონებაზე ერთიანად გაფითრდა ლიზა. ვახომ წარბაწეულმა გადახედა მეგობარს. -ბედი შენი რომ კაი ხასიათზე ვარ, თორემ განახებდი ბაბუა სპირიდონს ცოცხლად. - ისევ ღიმილი აუთამაშდა ნაზის სახეზე. - ჰე ახლა, გადავწყვიტოთ, თვარა დაღამდა. -მიშო, - სასწრაფოდ საქმეზე გადავიდა ლიზა. - უნდა აირჩიო გოგო, რომელთანაც პირველ პაემანზე წახვალ. -მე უნდა ავირჩიო? - ცოტა დაიბნა მიშო. -არა, გენაცვალე, პარლამენტში ვუყრით კენჭს. - შესძახა ნაზიმ. - ებიჭო დააყენე საშველი. -კარგი, მაკა იყოს. მე მგონი ყველაზე საღად მოაზროვნე გოგოა. **** პირველი პაემანი ცაში უნდა შემდგარიყო. ვერტმფრენიდან უნდა გადმოეხედათ თბილისისთვის. ლიზა წინასწარ მოელაპარაკა საავიაციო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და მათაც დაუთმეს ერთი ვერტმფრენი თავის პილოტიანად. -ადრე გიფრენია? სიმაღლის შიში ხომ არ გაქვს? - ლიზამ ყურსასმენი მიაწოდა მიშოს. -არა, სიმაღლის შიში არა, პირიქით. ადრე გატაცებულიც კი ვიყავი ფრენით. დარწმუნებული ვარ მსახიობობა რომ არა აუცილებლად მფრინავი ვიქნებოდი. -ოჰო, ცაშიც ისეთივე თავდაჯერებული ვართ, როგორც დედამიწაზე? - ისევ ჰორტონი ელაპარაკებოდა. -დილა მშვიდობის, ჰორტონ. - სახე გაუნათდა მიშოს. -დილა მშვიდობის მიშო, სასიამოვნო პირველ პაემანს გისურვებ. -თავი მართლა პირველ პაემაზე მგონია, ვღელავ. - თავი მოისაწყლა ბიჭმა. -არ ვარგა ამდენი თავმდაბლობა, გაწყენს. - გაიღიმა ქეთომ. -ჰორტონ, შენ ღელავ? -მე? - გაიოცა გოგონამ. - მე რატომ უნდა ვღელავდე? -აი,დილით რომ იღვიძებ და ფიქრობ, რომ ახლა ვიღაცის ცხოვრების ნაწილი უნდა გახდე. უნდა დააკვირდე როგორ ვითარდება მისი ცხოვრება. თუ საჭირო გახდა ჩაერიო კიდეც, ურჩიო რაღაც, სწორ გზაზე დააყენენო. არ გიფიქრია რომ შეიძლება პირიქით ააცდინო ჭეშმარიტ კურსს? შეიძლება ბედნიერების ბოლო შანსი დააკარგვინო? რამდენიმეწუთიანი დუმილი ჩამოწვა. -ჰორტონ... - ისევ მიშომ წამოიწყო. - აქ ხარ? -ჩავფიქრდი. -რაზე? ცხოვრების ჭეშმარიტებაზე ჩაგაფიქრე? -არა, ვფიქრობ შენ რამდენად ხარ ისეთი ადამიანი, სხვისი გავლენის ქვეშ რომ ექცეოდე. -ჰორტონ, კომპიუტერთან ზიხარ? -ამ წუთას არა. -უნამუსო ვიყო, ასე მგონია მაგ პასუხებს გუგლში ეძებ. ქეთოს გაეცინა. -დამიჯერე საკუთარ გონებაში ქექვა ბევრად უფრო იოლია. პასუხის გაცემას აპირებდა მიშო, რომ მისკენ მომავალი მაკა დაინახა. საკმაოდ ლამაზი გოგო იყო მაკა, ჭკვიანიც და განათლებულიც, ისეთი გოგო იყო მასთან საუბრის აწყობა რომ არ გაგიჭირდებდა. ჯერ კიდევ გუშინ შეამჩნია მიშომ და დააინტერესა. რაც უფრო უახლოვდებოდა მაკა, მიშო უფრო გარკვევით ხედავდა მის შეშინებულ სახეს. მოახლოებულ გოგოს შეეგება და მოკითხვის შემდეგ ღიმილით გადახედა. -ფრენის გეშინია? -ასე მეტყობა? -არააა, სულ ოდნავ. უბრალოდ იმდენად ხმამაღლა მლანძღავ გონებაში ასეთი პაემნისთვის, რომ შეუძლებელია ვერ გავიგო. -აი, ამის იმედი მაქვს. - როგორც შეეძლო გაიღიმა მაკამ. -რისი? - ვერ გაიგო მიშომ. -შენი იუმორის. -ავიდეთ ვერტმფრენში, თუ ჯერ კიდევ გარედან ვუყუროთ? -ავიდეთ. - საწყლად ამოიკნავლა მაკამ და მიშოს გამოწვდილ ხელს ჩაეჭიდა. ყველაზე უტყვი პამანი იყო ეს მიშოს ცხოვრებაში. მთელი ნახევარსაათიანი ფრენის განმავლობაში მაკამ ერთი სიტყვაც ვერ თქვა. თუმცა, რომც ეთქვა ხმაურში მაინც ვერაფერს გაიგებდა მიშო. მთელი გულით ცდილობდა გოგონასთვის დაძაბულობა მოეხსნა და როგორმე ცოტათი მაინც გაეთავისუფლა ხელი მაკას თითებისგან. გოგონა კი შიშისგან ისე გააფთრებით ჩაფრენოდა ბიჭის ხელებს, რომ ცოტაც და ძვლებს ტკაცა-ტკუცს დააწყებინებდა. როგორც იქნა შემოუფრინეს მთელ არემარეს და ბოლოს ვერტმფრენი დედამიწაზე დაეშვა. ბედნიერმა დადგა მაკამ ფეხი მიწაზე და რომ გეკითხათ იმასაც ვერ გეტყოდათ სად იფრინეს, ცალი თვალითაც კი არ გადაუხედავს ვერტმფრენიდან. სამაგიეროდ მიწაზე ჩამოსულებმა პიკნიკი გამართეს და ცეცხლს შემოუსხდნენ. -შვილი გყავს არა? - საუბარი მიშომ წამოიწყო. -კი, ექვსი წლის ბიჭი. - შვილის ხსენებაზე თვალები გაუბრწყინდა მაკას. -მაგარია შვილი. შეიძლება ჩაითვალოს რომ ცხოვრების მთავარი მისია შეგისრულებია. -მართალია - გაეღიმა მაკას. - და ამ ფრაზას მთავარი შეკითხვა უნდა მოყვეს არა? - მიშოს გადახედა და ისე გააგრძელა. - რა მიზნით ვიღებ ამ შოუში მონაწილეობას, როცა შინ შვილი მელოდება? -მთლად ასეთი კატეგორიული არ ვიქნებოდი, მაგრამ გამოვტყდები, რომ დაახლოებით იგივე ფორმულირება ექნებოდა ჩემს კითხვასაც. -ლოგიკურია. - ისევ სივრცეს გახედა მაკამ, ტანი ოდნავ უკან გადაწია, ხელებს დაეყრდნო და ცას ახედა. - გაგიკვირდება და ჩემი აქ ყოფნის პირველივე დღიდან ამ კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს. -სანამ იმას მკითხავდე შენ თვითონ რა მიზნით ხარ აქო, საუბარს სასწრაფოდ სხვა თემაზე გადავიტან. - თვალი ჩაუკრამ მიშომ. - შეიძლება ოჯახზე გკითხო? მაკამ თავი დაუქნია. -სიყვარულით გათხოვდი? -კი, უზარმაზარი სიყვარულით. - თვალებში ნაპერწკლებმა გაუელვა გოგოს. - შემდეგ კითხვაზე აღარ გაწვალებ და მე თვითონ გაგცემ პასუხს, რატომ დამენგრა ოჯახი. მიშომ არაფერი უპასუხა, მხოლოდ თავი დახარა. -ფინანსური პრობლემების გამო. - რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ დაამატა. - ისე არ გამიგო რომ ფინანსები შემოგვაკლდა და ერთ დღესაც ავდექი და გადავწყვიტე წავსულიყავი. - ისევ გაჩუმდა. არც მიშო იღებდა ხმას, ხვდებოდა რომ მაკას სათქმელი არ დაემთავრებინა. - თამაშობდა. - თითქმის ჩურჩულით წარმოსთქვა ეს სიტყვები, მიშო ხვდებოდა რომ უჭირდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ბოლომდე უნდა ამოეთქვა. ხვდებოდა რომ ეს ამბავი შიგნიდან ანადგურებდა გოგოს. ჯერ კიდევ არ მოშუშებოდა ტკივილი. - უსახსრობას ავიტანდი, გეფიცები ჩემთვის ბევრად ძნელი ასატანი ის იყო რომ თვითონ ის იცვლებოდა. ხვდებოდა რომ ჩვენ წინაშე დამნაშავე იყო და ყველაფრის გამოსწორების სურვილი ჰქონდა, მაგრამ ამის მაგივრად უარესს აკეთებდა. ყველაზე რთული მისი დანაშაულის გრძნობა იყო, ამ დროს შეურაცხადი ხდებოდა. ცდილობდა ესიამოვნებინა ჩემთვის და უარეს სისულელეს აკეთებდა. ერთხელ ბანკიდან აღებული სესხი წააგო. - მაკა გაჩუმდა, თითქოს რაღაცას იგონებსო და ცოტა ხანში ისევ განაგრძო. - უკანასკნელი ფულით კი უზარმაზარი ჰოლანდიური ვარდები შეუკვეთა და სახლში გამომიგზავნა. კარები რომ გავაღე და კურიერი დავინახე ყვავილებით ხელში, გეფიცები სუნთქვაც კი შევწყვიტე, ყველაფერი დღესავით ნათელი იყო, ზუსტად ვიცოდი რაც მოხდა. ყვავილები სამზარეულოშო შევიტანე, იმ სამზარეულოში, სადაც ბოლო რამდენიმე ხახვისა და ერთი კილო კარტოფილის გარდა არაფერი მოგვეპოვებოდა. სათითაოდ დავაცალე ვარდებს ფურცლები. ხელები სულ სისხლიანი მქონდა ეკლებისგან, მაგრამ არცერთხელ არ დამიკვნესია. ვერც კი ვგრძნობდი თუ მტკიოდა. - თავი მიაბრუნა, არ უნდოდა თვალზე მომდგარი ცრემლი შეენიშნა მიშოს. - წვრილად დავჭერი ვარდის ფურცლები და ადუღებულ წყალში ჩავყარე. ყველა წესის დაცვით შევანელე, ბოლოს მარილი ვუქენი, გაზქურა გამოვრთე, მოვკიდე შვილს ხელი და წამოვედი ჩვენი სახლიდან. -ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ ვისაც კი შევხვდერივარ. მაკას ჩაეღიმა. -იმდენად ძლიერი რომ, ფრენისას გულგახეთქილმა კინაღამ ხელი მოგატეხე. -მადლობა რომ კინაღამ. - მიშოსაც ჩაეღიმა. - დამჭირდებოდა კიდევ. -სამყარო არ მაპატიებდა ცალხელა მიშო კიკნაძეს. -სამყაროსი რა გითხრა, მაგრამ ბებიაჩემი კი მოგაწყევლიდა იმერულად. -ცოცხალია? -ცოცხალი რომ იყოს, დამიჯერე მარტო წყევლით ვერ გადაურჩებოდი. კიდევ დიდხანს ილაპარაკეს სისულელეებზე. ილაპარაკეს და იცინეს. ისე შემოაღამდათ ვერც კი გაიგეს. სევდიანად დაწყებული საუბარი საკმაოდ მხიარულ ნოტაზე დაასრულეს. მიშომ ვილამდე მიაცილა მაკა და გამოემშვიდობა. -სამსახურს მაკარგვინებ. მიშო შეკრთა კიდეც. თითქმის გადაავიწყდა რომ მის საუბარს მესამე პირიც ისმენდა და მეტიც, კამერები იღებდნენ. -რა... - უცებ ვერ მიხვდა რას ეუბნრბოდა. -თავადაც მშვენივრად ართმევ თავს, სულ არ გჭირდება ჩემი რჩევები და მითითებები. ფაქტიურად ლუკმა-პურს მართმევ. - გაიცინა ქეთომ. -ჰორტონ, სად ხარ? -აქ. -არა, ფიზიკურად სად ხარ. უნდა გნახო. -ზეცაში. -ქეთო... -აჰა, სახელიც გაგიგია, მოვკლავ ლიზას. -რას ერჩი ლიზას? წესით თვითონ უნდა გეთქვა. -ჩამიფლავა მთელი იდუმალება. -მართლა მინდა შენი ნახვა... სად ხარ, მოვალ. -მაპატიე, ჩემი სამუშაო დრო დამთავრდა. კავშირი გაწყდა. ერთხანს ჩუმად იდგა მიშო ეზოში ბოლოს იქვე ოპერატორისკენ გაემართა, რომელიც კამერას შლიდა. -სანდრო, ლიზა სად არის? -მე მგონი, თავისი ოთახისკენ წავიდა. სამუშაო საათები დამთავრდა. - შტატივი ჩანთაში ჩადო და ისე უპასუხა სანდრომ. მიშო ლიზას ოთახისკენ წავიდა და კარზე დააკაკუნა. -მიშო, რამე მოხდა? - შეშფოთებულმა გაუღო კარი ლიზამ. -ქეთო სად ცხოვრობს? - უკითხავად შეაბიჯა ოთახში მიშომ. -თბილისში... -მაგას არ გეკითხები, აქ რომ... - მაშინვე შეწყვტა მიშომ, როგორც კი ლიზას დახრილ თვალებს გადააწყდა. - დამასწრო არა დარეკვა? ლიზას ხმა არ ამოუღია, მხოლოდ უხერხულად იღიმებოდა. -კარგი. ჯერჯერობით ერთით ნულია. მაგრამ ომი არ წამიგია. -მოკლედ ქეთო თავის ამპლუაშია. ვერაფრით ვხვდები რაში სჭირდება ეს თამაში, მაგრამ ჩემი მეგობარია და... -მესმის ლიზიკო, - გაუღიმა მიშომ. -წეღან არ მითქვამს, მაგრამ დასაწყისისთვის იდეალურად გაართვი თავი იცი? ტყუილად ნერვიულობდი. ყველაფერი იმაზე კარგად იყო ვიდრე წარმოვიდგენდი. - მცირე პაუზის შემდეგ დაამატა. - რამეს ხომ არ დალევ? -ლიზიკოოო? - ხელოვნური გაოცება გამოხატა მიშომ. - შენს ოთახში მარტოები ვართ და დასალევს მთავაზობ? რას მიპირებ? -მე... არაფერი... - ბრინჯივით დაიბნა ლიზა. - რამე უალკოჰოლო ვიგულისხმე. -ეჰ, ლიზიკო, ლიზიკო... - გაეცინა მიშოს. - როდის დაიწყებ ამასთან შეჩვევას? -რა ვიცი. - გაეცინა ლიზასაც. - ალბათ ოდესმე. აბა, დალევ რამე უალკოჰოლოს? -წყალს. -ახლავე. ცოტა ხანს კიდევ ისაუბრეს. მიშოს მოსწონდა ლიზასთან საუბარი. მისი გულღია, მიამიტი ხასიათი ხიბლავდა. საოცარ კონტრასტს ქმნიდა მისი პიროვნება მთელ ამ პროექტთან. თითქოს ლიზასთვის მეტისმეტად დიდი იყო ეს პროექტი, სკეპტიკოსი ადამიანი იმასაც კი იტყოდა, რომ გრანდიოზული სისულელე იყო მისთვის ასეთი მასშტაბური შოუს მინდობა, მაგრამ მისი კოზირი სწორედ ეს იყო - მისი ხასიათი. გარშემო ყველას უყვარდა ეს გულღია გოგო და ცდილობდნენ მაქსიმალური გაეკეთებინათ პროექტის სასიკეთოდ. იმიტომ რომ ეს ლიზას პროექტი იყო, იმიტომ რომ ეს ლიზას პასუხისმგებლობა იყო. ასე განსაჯეთ - თვით ქალბატონი ნაზიც კი ელოლიავებოდა ლიზიკოს. მასთან თითქოს თითოეულ სიტყვას ზომავდა. სხვებთან კი თავგამოდებით იცავდა. დედობრივი მზრუნველობასაც კი იჩენდა. **** თავის ოთახში დაბრუნებულმა მიშომ მობილურზე ნომერი აკრიფა და მოთმნებით დაელოდა როდის უპასუხებდნენ. -ალო. - გაისმა ყურმილში ნამძინარევი ხმა. -გამარჯობა ჰორტონ. -მიშო... - გაკვირვებისგან თითქმის მთლიანად გამოფხიზლდა ქეთო. - საიდან გაიგე ჩემი ნომერი? -სანდრომ მითხრა... -ვინ სანდრომ? -ოპერატორმა. თავიდან არ უნდოდა, მაგრამ სკამზე მივაბი და ვაიძულე. -სანდროს ხვალ მე თვითონ მივაბამ სკამზე... შიშველს... მზეზე... -ეუჰ. - ესღა აღმოხდა მიშოს, რომ ისევ ქეთომ შეაწყვეტინა. -მოიცა, კი მაგრამ სანდრომ საიდან იცოდა? -რა? -ჩემი ნომერი. -არც იცოდა. -აბა ახლა არ თქვი? -რა ვთქვი? -სანდრომ მითხრაო? -კი, სანდრომ მითხრა სად იყო ლიზა. -აბა ტელეფონთან რა შუაშია? -რა ვიცი მე. -ღმერთო ნუ გადამრიე შენ არ მითხარი? -რა გითხარი? -სანდრომ მითხრ... ვაიმე, ღმერთო ამიდუღდა ტვინი. ვიძინებ მე. -ძილი ნებისა ჰორტონ. -ტკბილი ძილი. - და ტელეფონი გათიშა. კმაყოფილი ჩაჯდა სავარჯელში, ფეხები აივნის მოაჯირზე შემოაწყო და ვარსკვლავებს გაუშტერა თვალი. დაახლოებით თხუთმეტ წუთში მობილურის ზარი გაისმა. თითქოს ელოდაო, ჩაეღიმა და უპასუხა. -ჰორტონ? -სად გავჩერდით? -გეძინებოდა. -არა, მანამდე. -სანდრომ მითხრაო. -კიდევ ერთხელ ახსენებ სანდროს და... -ჩუმად ვარ. -რაო, რა მითხრა სნდრომო? -სად იყო ლიზა. -მერე ლიზამ რაო? -რამეს ხომ არ დალევო? -ეგ რა შუაშ... რაო? -რას დალევო? -მერე შენ რა უთხარი? -წყალს-მეთქი. -მერე? -მერე ავდექი და შენი ნომერი ამოვწერე ლიზას მობილურიდან. -მოიცა ეგ რა შუაშ... რა ქენი? მიშომ არაფერი უპასუხა. იჯდა და იღიმებოდა. -ანუ, ლიზას ტელეფონიდან ამოწერე? მერე ვერ მითხარი თავიდანვე? -გეუბნებოდი, მაგრამ მეძინებაო და... -მართალია. -რა? -მეძინება. -მაშინ ძილი ნებისა ჰორტონ. -ძილი ნებისა მიშო. **** შემდეგი პაემანი მიშომ მაშოს დაუნუშნა. სახელების მსგავსებაზე ბევრი იცინა ვახომ, მეგობარს ხელი მხარზე დაარტყა და ზეცაშია თქვენი ბედი გადაწყვეტილიო - „დაამშვიდა“. ამ შეხვედრის უფრო ეშინოდა მიშოს, ვიდრე მაკასთან პაემანის. მაკას თავიდანვე შეატყო, რომ ჭკუადამჯდარი სასიამოვნო გოგო იყო. მაშოზე იგივეს თქმა არ შეეძლო. ბევრად ამაყი და თავის თავში დარწმუნებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არა სილამაზე ნამდვილად არ აკლდა. ისეთი გოგო იყო ქუჩაში მიმავალს, თვალს რომ გააყოლებდი. მაგრამ მიშოს ეჩვენებოდა, რომ მასთან სალაპარაკო თემის ძებნა დასჭირდებოდა. ალბათ მისი ინტერესის სფეროს ბოლო დროის ტენდენციები, ან სილამაზის სალონების ადგილმდებარეობა წარმოადგენდა. როგორც ქალბატონი ნაზი იტყოდა „პეროგარჭობილთა“ საზოგადოებას განეკუთვნებოდა. ჰოდა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მიშომ ექსტრემალურ პაემანზე დაეპატიჟა. არც მეტი, არც ნაკლები კლდეზე ცოცვაში უნდა გამოეცადა. თავიდან კი შეეწინააღმდეგა ლიზა - იქნებ რამე უფრო შესაფერისი მოგვეფიქრებინაო, მაგრამ სამაგიეროდ ქალბატონი ნაზი აღფრთოვანდა ამ იდეით: -საუზმისას „სუხარსაც“ კი არ იჭერს ხელში, ნამეტანი მძიმეა ჩეთვისო და ვნახავ ერთი როგორ აცოცდება კლდეზეო. - მიშოს მხარზე ხელი დაარტყა და ახლა მას მიუბრუნდა. - არა, ხომ იყავი ოქრო ბიჭი, მარა ახლა თლათ ბაჯაღლო ხარ. ლამისაა მეც კი დავფიქრდე პროექტში მონაწილეობაზე. -ნუ მაბნევთ, ქალბატონი ნაზი, შემიცოდეთ. არ ვარგა ასე ტყუილი იმედის მიცემა. - მიშომაც თვალი ჩაუკრა ნაზის. - თქვენზე ოცნებასაც კი დიდი ხანია შევეშვი. მას შემდეგ რაც გავიგე, რომ თვით ბრეჟნევსაც უარი უთხარით. -უყურე ახლა ამას შენ? ბრეჟნევი არა ტროცკი. რამდენი წლის გგონივარ მე შენ? - მოჩვენებითი სიბრაზის უკანაც ვერ დამალა ღიმილი ქალბატონმა ნაზიმ. - მოკლედ გადასარევია შენთან ფლირტი, მარა დეიწყეთ ახლა, თვარა დააწყდა იმ გოგოს ფეხები, თან იმხელა ქუსლებზე შემხტარა, რომც არ აებღოტოს იმ კლდეზე მაინც მიწვდება მწვერვალს. სიცილით და როგორც ქალბატონი ნაზი იტყოდა - ღლიცინით რომ გული იჯერეს გადაღებისთვის მოემზადნენ. მიშოს ახლაღა გაახსენდა რომ ყურსასმენი არ ეკეთა. -ჰორტონ, დილა მშვიდობის. - ღიმილით თქვა, როგორც კი ყურსასმენი მოირგო. -დილა მშვიდობის მიშო. - ოდნავი წყენა შეპარვოდა მის ხმას. - ვხედავ მალე მართლა დავკარგავ სამსახურს, როგორც ჩანს უჩემოდაც იდეალურად ართმევ თავს ყველაფერს. ძლივს გაგახსენდი. მიშოს სიამოვნების ტალღამ გადაუარა სახეზე. -არ მითხრა მომენატრეო. -პირიქით. -რა პირიქით? - ვერ გაიგო მიშომ. -მეგონა შენ მოგენატრებოდი. -დედას გეფიცები მომენატრე. -მადლობა, ჩემი ქალური თავმოყვარეობა ისევ მოწოდების სიმაღლეს დაუბრუნდა, ახლა შევუდგეთ საქმეს და ტრადიციული კითხვა, ღელავ? -ამჯერად არა. -ოოო, ცუდის ნიშანია. -რატომ? -თუ ქალთან შეხვედრის წინ არ ღელავ, მაშინ შენი პარტნიორი უბრალოდ შენთვის სულერთია. -იქნებ უბრალოდ ზედმეტად თავდაჯერებული ვარ? -აი ისიც, როგორც იქნა გამოჩნდა. ვარსკვლავური დაავადების ნიშნებს გატყობთ ბატონო მიშო. -მაგ სიტყვების თქმას ჯობდა სახეში გაგერტყა. -რატომ? ძალიან მტკივნეულს შევეხე? სიმართლე თვალებს გვჭრის? - აკისკისდა ქეთო. -ჰორტონ, უნდა გნახო! -დავიჯერო, ბატონო მიშო, ახლა რომ გითხრა სადაც ვარ, გადაღებას ჩაშლი და მოხვალ? - მის პროვოცირებას ცდილობდა ქეთო. -შევამოწმოთ? - მეტი დამაჯერებლობისთვის მიკროფონი მოიხსნა მიშომ. -ეეეე, გვეყო ხუმრობა. - ცოტა მღელვარება შეეპარა ქეთოს. - გადაღების ჩაშლის უფლებას მართლა არ მოგცემ. -როგორ მაიძულებ? პირიქით, ახლა მე არ ჩავწერ არცერთ სცენას, სანამ შენი ფეხით არ მოხვალ აქ. - შებრუბდა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. -იტყუები, თამაშობ. - ორწუთიანი დუმილის შემდეგ დამაჯერებლად დაიწყო ქეთომ. - არ ჩაშლი გადაღებას. -რატომ? -თუნდაც ლიზას გულისთვის. თუნდაც იმიტომ რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვს. თუნდაც იმიტომ რომ რაც არ უნდა თავდაჯერებული იყო, მაინც არ ჩააგდებ უხერხულ მდგომარეობაში გოგონას, რომელთანაც რამდენიმე წუთის შემდეგ პაემანი უნდა გქონდეს. თუნდაც იმიტომ რომ ასე არც შენ გაწყობს, ნაძალადევი არაფერი გიყვარს, ბატონო მიშო. -მადლობა ჰორტონ, ჩემი მამაკაცური თავმოყვარეობაც ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. - სკამიდან წამოდგა და პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდა. როგორც იწინასწარმეტყველეს აღფრთოვანებული ნამდვილად არ დარჩენილა მაშო კლდეზე ცოცვის იდეით. აწუწუნდა კიდეც - სპეციალურად იმდენი ხანი ვიკაზმებოდი სარკის წინ, მაკიაჟს და ვარცხნილობას იმდენი დრო დავუთმე და ახლა „კასკა“ უნდა დავიფარო და კლდეზე ავცოცდეო? სხვა თუ არაფერი, ფრჩხილი მაინც უეჭველი მომტყდებაო. მიშოს ეღიმებოდა, საერთდ არ აღიზიანებდა ეს წუწუნი, შეიძლება იმიტომ რომ იცოდა ზუსტად ასე მოხდებოდა. პირიქით, იდგა და მოთმინებით უხსნიდა ჭირვეულ გოგოს კლდეზე ცოცვის მთელ ხიბლს. -უზომო ადრენალინია დამიჯერე. - ცდილობდა დაერწმუნებინა. - საოცრებაა მწვერვალზე ასული ზევიდან რომ გადმოხედავ ყველაფერს. გპირდები არ ინანებ. მაშო დათანხმდა, მაგრამ მაინც ვერ იგრძნო მიშოს დაპირებული ადრენალინი, მთელი ის დრო, რაც კლდეზე მიცოცავდნენ, იმაზე დარდობდა მანიკური არ გავიფუჭოო და მწვერვალზე ასული კი სინანულით იხედებოდა დაბლა, კლდის ძირში დატოვებულ ჩემს „ლაბუტენის“ ფეხსაცმელებს არაფერი მოუვიდეთო. ვერც მერე ააწყვეს საუბარი, უბრალოდ საერთო თემა ვერ იპოვეს. მთელი გულით ცდილობდა მიშო, მაგრამ ცხოვრებაში პირველად საუბრის დასაწყებად სიტყვებს ეძებდა. -არც კი მჯერა, ბატონო მიშო, - ქეთოს ხმამ ცოტა შვება მოგვარა მიშოს. - თვით მიშო კიკნაძეც კი ვერ პოულობს საერთო ენას გოგოსთან. არაფერი უპასუხა მიშომ, არც უნდა ეპასუხა, გადაღება მიმდინარეობდა და ამ დროს მხოლოდ ქეთოს ჰქონდა მასთან საუბრის უფლება, მიშოს კი მდუმარედ უნდა ესმინა. -ისე, იცი რომ მაშოს სინამდვილეში გულიკო ჰქვია? - ახალი საუბრის თემა მიაწოდა ქეთომ. -შეიძლება გკითხო? - პარტნიორს მიუბრუნდა მიშო. -მკითხე. - მხრები აიჩეჩა მაშომ. -რატომ შეიცვალე სახელი? -შენ ვინ გითხრა? - უნებურად გაეღიმა მაშოს. -ღმერთმა მიჩურჩულა. - მიშოს სიტყვებზე სიცილისგან კინაღამ სკამიდან გადმოვარდა ქეთო. - არც გულიკო უნდა ყოფილიყო ცუდი სახელი. - ქეთოს სიცილი რომ არ გადასდებოდა საუბრის გაგრძელება გადაწყვიტა. -არც იყო რაღაც პერიოდამდე. სახელი გათხოვების შემდეგ შევიცვალე. -ქმარს არ მოსწონდა? -არა, უბრალოდ ჩემს მამამთილსაც გულიკო ერქვა და... აქ კი მართლა ვერ შეიკავა თავი მიშომ და მისი ხარხარი მთელ მთას მოედო. ვერც ქეთომ შეძლო და გულისწასვლამდე იცინა. არ წყენია მაშოს. ყველას ასეთი რეაქცია ჰქონდა ამ ამბავზე. რთულად დაწყებული პაემანი, მაინც მხიარულად დამთავრდა. მაშოც გაიხსნა და ჩამოსვლისას ამდენი აღარ უწუწნია, თქვენ წარმოიდგინეთ, კლდის ძირში დატოვებული „ლაბუტენიც“ კი ხელით წამოიღო, არ ჩაუცვამს. **** ისევ აივანზე მოკალათდა. სავარძელში ჩაჯდა და ფეხები აივანის მოაჯირზე შემოაწყო და ნომერი აკრიფა. -გელოდებოდი კიდეც. - ტელეფონში ქეთოს ხმა გაისმა. -დღეს მე შენ გნახე. - კმაყოფილი, აუღელვებელი ხმით წარმოსთქვა მიშომ. დუმილი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. მიშო ისევ ღიმილით ელოდა რეაქციას ქეთო აგვიანებდა. -რა იყო ჰორტონ, ასე გეწყინა? არადა მინდოდა მეთქვა რომ მომეწონე. -არ გინახივარ... - თითქმის ჩურჩულით ამოთქვა ქეთომ. -გინდა დავიფიცო? ქეთომ არაფერი უპასუხა. -ჰორტონ... - მიშოს ხმას უკვე რიხი დაკარგვოდა. - მართლა მომეწონე... -არ გინახივარ... რომ გენახე ახლა ასეთ კარგ ხასიათზე არ იქნებოდი. -რატომ? - უკვე შიშით კითხულობდა მიშო. -იმიტომ რომ მაშინ ჩემს სავარძელსაც ნახავდი - ხმას აუწია ქეთომ. - ბორბლებიან სავარძელს და კიდევ მარცხენა ფეხის ადგილზე სიცარიელეს... გაშრა მიშო. ყველაფრისთვის იყო მზად ამის გარდა. როცა ასეთი უწყინარი ხუმრობა წამოიწყო, ვერც კი წარმოიდგენდა... -ქეთო... ქეთო.. მე - ლუღლუღებდა უკვე ფეხზე წამომდგარი და მთელი ძალით იჭერდა ტელეფონს ყურზე. - ქეთო... ულამაზესი ხარ, დარწმუნებულ ვარ ქეთო, შენ... არ ვიცი რამდენი ხანი ლუღლუღებდა მიშო ასე გაურკვეველ წინადადებებს. ამხელა კაცი სად წასულიყო არ იცოდა, საკუთარ თავს ლანძღავდა, უნდა მცოდნოდა რაღაც მიზეზი ექნებოდა, გამოჩენა რომ არ უნდოდაო. ალბათ ცოტაც და აივნიდანაც კი გადახტებოდა, რომ უცბად ქეთოს ფხუკუნი გაიგო. თავიდან იფიქრა მომესმაო, მაგრამ ეს ფხუკუნი თანდათან გულიან კისკისში რომ გადაიზარდა, აი აქ კი გაგიჟდა კინაღამ. -სულ გადაირიე გოგო? - დაჭრილი ლომივით ღრიალებდა. - კინაღამ მოვკვდი. ასე როგორ შეიძლება? ცოტაც და ალბათ აივნიდან გადავხტებოდი. -ტყუილს მოკლე ფეხები აქვს ჩემო მიშო? - სიცილს არ წყვეტდა ქეთო. - შემდეგში, სანამ ასეთ ტყუილს იტყვი, კარგად დაფიქრდები. -რას ლაპარაკობ, ამის მერე ტყუილი კი არა, სანამ გამარჯობას გეტყვი, მაგაზეც კარგად დავფიქრდები. ახლაც კი მიკანკალებს ხელები. -უჰ, არ მეგონე ასეთი მგრძნობიარე. კარგი დამშვიდდი, ორივე ფეხი ადგილზე მაქვს. - უკვე დამშვიდებაზე გადავიდა ქეთო, ხედავდა რომ მართლაც კინაღამ სიგიჟემდე მიიყვანა ბიჭი. - ფეხები ადგილზე მაქვს და ამ კუზს კიდევ უკვე დიდი ხანია შევეჩვიე. - მაინც ვერ მოითმინა და ჩაურთო. -მალე იმდენს იზამ, მართლა რომ გნახო უფეხებო და უხელებო, გულიც არ შემიფანცქალდება. - სკამში ჩაეშვა თვითონაც სიცილით. - არა, რამ მოგაფიქრა მაინც? -რამ და დავგუგლე. - ისევ აკისკისდა ქეთო. -ეჰ, ჰორტონ, როგორ მინდა გნახო?! მოდი რააა. - თითქმის მუდარა გაურია ხმაში. -სხვა დროს იყოს, ახლა მეძინება. მიშომ ერთი ამოიოხრა. -რა გაეწყობა, ძილი ნებისა. -ტკბილი ძილი. **** პირველი კვირა დასრულდა. მღელვარე შთაბეჭდილებებით სავსე. სულ სხვანარი ერთი კვირა იყო მიშოს ცხოვრებაში. გადაღებების სპეციფიკას შეჩვეული იყო, ეს არ იყო მისთვის სიახლე, თუმცა ეს სულ სხვანაირი გადაღებები იყო. მართალია რაღაც როლის თამაში უწევდა, მაგრამ მაინც საკუთარ ცხოვრებას თამაშობდა. ეს კვირა კი იმხელა შთაბეჭდილებებით იყო დატვირთული, რომ ალბათ მთელი წელი ეყოფოდა. შიშით ელოდებოდა კვირის დასასრულს, იმიტომ რომ უნდა აერჩია ერთი მონაწილე, რომელიც შოუს დატოვებდა. რთული იყო, არა იმიტომ რომ რომელიმე მათგანი არ ეთმობოდა, უბრალოდ იმდენად ფრთხილად და დელიკატურად უნდა გაეკეთებინა ეს რომ არავისთვის ეტკინა გული. კვირის ფინალური სცენის გადაღებამდე სულ რამდენიმე წუთი რჩებოდა. საათზე ნაკლები ჰქონდა მიშოს მობილიზებისთვის. აივანზე წინ და უკან დადიოდა და აზრების მოკრებას ცდილობდა. უკვე მერამდნედ იწყებდა გონებაში წინადადებების დალაგებას, მაგრამ ვერ ახერხებდა. -თქმაც არ უნდა, ღელავ. - ყველაზე საჭირო დროს გამოჩნდა ქეთო. -უნდა ვაღიარო, რამდენჯერმე გაქცევის გეგმაც კი დავსახე გონებაში. - საწყლად ამოიოხრა მიშომ. -ამდენად არ გეთმობა არცერთი? - იყო ამ კითხვაში რაღაც პროვოკაციული. რაღაცის დამტკიცების შეფარული სურვილი. იგრძნო მიშომაც. იგრძნო და სულ თავისუფლად შეეძლო სათავისოდ გამოეყენებინა ეს სიტუაცია. უფრო მეტად წამოეგო ქეთო ანკესზე, მაგრამ ახლა ამის თავი ყველაზე ნაკლებად ჰქონდა. სხვა დროს შეიძლება ასეც მოქცეულიყო, მაგრამ არა ახლა. -პირიქით, - აბსოლუტურდ გულწრფელი იყო მიშო. - რომ მეთმობა, იმიტომ ვწუხვარ. -ვერაფერი გავიგე. -აი უყურე, ჩვეულებრივ ცხოვრებაში რომ შევხვედროდით ერთმანეთს თუნდაც მე და მაკა, ან მე და მაშო, სრულიად დასაშვებია, რომ არცერთს მოვწონებოდი. და უბრალო მისალმებისა და მოკითხვის გარდა სიტყვაც არ გვეთქვა ერთმანეთისთვის. -რატომ ფიქრობ რომ არ მოეწონებოდი? -მაშოთვის ზედმეტად მოსაწყენი ვიქნებოდი, საერთო ინტერესები არ გავქვს და მაკასთვის უბრალოდ ყველანაირი გრძნობა ნაადრევია, ჯერ ძველიც არ მოშუშებია და ჩემი აზრით დღემდე უყვარს ქმარი. -მერე, ამ გრძნობებს რა ცვლის ახლა? არაფერი. ანუ შენი ლაპარაკიდან გამომდინარე, რომელიც არ უნდა გაუშვა სახლში, არცერთს დაწყდება გული. -არა, ახლა თვითონ ვითარება ცვლის ყველაფერს. ახლა გინდა არ გინდა უარის თქმა მიწევს. ანუ დღეს ვისაც გავუშვებ სახლში, გამოდის რომ მასზე უარს ვამბობ და სხვა გოგონები ვამჯობინე. რეალურ ცხოვრებაში კი ასეთი შესაძლებლობა არ მექნებოდა. უარს კი არ ვიტყოდი მასზე, უბრალოდ არცერთს დაგვაინტერესებდა ერთმანეთი. დამეთანხმე რომ უარყოფა ნებისმიერ შემთხვევაში მტკივნეულია, თუნდაც ყველაზე არასასურველი მამაკაცისგან. რამდენიმეწუთიანი დუმილი ქეთომ დაარღვია. -გამოტყდი ახლა ეს ყველაფერი დაგუგლე? -ეჰ, ჰორტონ ჰორტონ, მე გული გადაგიშალე, შენ კიდევ... - სევდიანად გაიღიმა მიშომ. ისევ დუმილი და ისევ ქეთომ დაარღვია. -ვიცი, - თითქმის ჩურჩულით თქვა. - უბრალოდ ეს ყველაფერი მთელი სერიოზულობით რომ მივიღო და ტვინს ბოლომდე აღქმის საშუალება მივცე, მერე ძალიან ვინანებ. -რატომ? ქეთომ არ უპასუხა. -ჰორტონ... -იმიტომ რომ ისედაც ზედმეტად კარგი ადამიანი ხარ და ეს მაშინებს. მინდა დავიჯერო რომ უბრალოდ კარგი მსახიობი ხარ და ახლაც როლს თამაშობ, მაგრამ შენ ყოველდღე საპირისპიროში მარწმუნებ. საკუთარ თავს ყოველ დილას ვუმტკიცებ, რომ არ არსებობენ იდეალურამდე მიახლოებული ადამიანები, შენ კიდევ საღამოს ძირფესვიანად მიქარწ....ბ დილანდელ არგუმენტებს. მიშომ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ქეთომ არ აცადა. -არ მკითხო რაში ვხედავ იდეალურობამდე სიახლოვეს, პასუხი არ მაქვს. უბრალოდ გთხოვ, დამარწმუნე რომ იდეალური ადამიანი არ არსებობს. -ვხვრინავ. -რომანტიულად. -ჩემი სარკაზმი. -ვგიჟდები იუმორზე. მიშო გაჩუმდა. -სულ ეგ არის? ამოგეწურა არგუმენტები? -არა, - მცირე პაუზის შემდეგ დაამატა. - უბრალოდ მივხვდი რომ არ მინდა საპირისპიროში დაგარწმუნო. მე პირიქით ამის მეშინია. - საგრძნობლად გაუხშირდა სუნთქვა მიშოს. - ჰორტონ... -?! -სიგიჟემდე მინდა გნახო. -არ გინდა მიშო, გთხოვ. დღეს არა, ახლა არა. მერე ათასჯერ რთული იქნება ჩემთვის. ორივე გაჩუმდა. საკმაოდ დიდხანს იყვნენ ასე მდუმარედ. არცერთს არ შეუცვლია მდგომარეობა, აივნის მოაჯირს ჩამოყრდნობილ მიშოს ფეხიც კი არ მოუნაცვლებია. მანამ სანამ რეჟისორის ხმამ არ მოიყვანა აზრზე ორივე. ხუთ წუთში გადაღება იწყებოდა. მიშომ ღრმად ამოისუნთქა და ეზოში, სპეცილაურად კვირის ფინალური სცენისთვის მოწყობილი გადასაღები მოედნისკენ გაეართა.მიდიიოდა და ბოლო წუთამდე არ იცოდა რა უნდა ეთქვა, როგორ მოქცეულიყო. ფიქრისგან უკვე თავი უსკდებოდა. დააყენეს განათება, ჩართეს კამერები და დაიწყო გადაღება. კიდევ ერთხელ გადახედა გაქცევის გეგმას, თვალით მანძილიც კი გაზომა ღობემდე. მაგრამ მადლობა ღმერთს, უფალმა შეისმინა მისი ვედრება და გამოსავალი ადვილად მოიძებნა. სწორედ იმ დროს, როცა მიშოს უნდა დაესახელებინა ის ადამიანი, რომელიც დღეს დატოვებდა პროექტს, მაკამ ითხოვა სიტყვა და თავად გამოთქვა პროექტის დტოვების სურვილი. ასე არაფერი გახარებია მიშოს. მზად იყო მაკასთვის ხელები დაეკოცნა. მანქანამდე მიაცილა მიშომ გოგო, ესეც გადაღების პროცესი იყო, უნდა გამომშვიდობებოდა წასულ გოგოს. -მიშო, შესანიშნავი ადამიანი ხარ. - მშვიდად წამოიწყო მაკამ. - შეიძლება ითქვას, საოცნებო პარტნიორი. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. ამაზე მეტსაც იმსახურებ, მართლა იმსახურებ. შვიდი წლით ადრე რომ შევხვედროდით ერთმანეთს, დამიჯერე უკანასკნელ შანსს ჩავეჭიდებოდი და არაფრით დაგკარგავდი, მაგრამ ახლა... - ხელები გაშალა და მხრები აიჩეჩა. - ახლა... -მესმის მაკა, გრძნობა არ გამქრალა ხომ? -შვიდი წელია მიყვარს. - თვალები აუწყლიანდა. - იცი, დღეს პირველად დავუბრუნე ამ სიტყვას აწმყო დრო. ადრე ვიძახდი „მიყვარდა“... დღეს ვაღიარე... მიყვარს. იმდენად რომ მიღირს, თითოეულ ცრემლად მიღირს. ვიპოვი საკუთარ თავში ძალას და ვიბრძოლებ. თუ მასაც შერჩა ის გრძნობა მოერევა ყველაფერს. -აუცილებლად მოერევა მაკა, შენისთანა ადამიანს გულისთვის კაცი მთებსაც კი გადადგამს გვერდზე. ბედნიერებას გისურვებ. თუ როდისმე შემეძლება შენი დახმარება, უკან არაფერზე დავიხევ. -უკვე დამეხმარე! ამ გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარე... იცი, დღეს იმ კითხვაზეც გავეცი საკუთარ თავს პასუხი, რატომ ვიღებდი მონაწილეობას ამ შოუში. მინდოდა დამესაჯა, სამაგიერო გადამეხადა, მაგრამ არ გამომივიდა. - ხელები უმწეოდ გაშალა მაკამ. -ჩემი აზრით ბევრად მეტი დაანახე, ვიდრე შურისძიება. არ გამიკვირდება ახლა ღობის იქით რომ იყოს და გელოდებოდეს. - გაუღიმა მიშომ. მაკა გადაეხვია. -ბედნიერებას გისურვებ. ვინც არ უნდა იყოს, გახსოვდეს ყველაზე დიდ სიყვარულს იმსახურებ ცხოვრებაში. ახლა კი სანამ ვიტირე და ბოლომდე შევირცხვინე თავი, წავალ. წავიდა. საერთოდ არ დაწყვეტია მიშოს გული. იმიტომ კი არა რომ მისი წასვლა გაუხარდა?! უბრალოდ იცოდა რომ ბედნიერი წავიდა და ეს უხაროდა. დაახლოებით ხუთი წუთი იდგა და გზას გაჰყურებდა, მერე შებრუნდა და ჯერ კიდევ ეზოში მდგარი გოგოებისკენ გაემართა. -დასრულდა პირველი კვირა. - ღიმილით მიმართა მათ. - ალბათ ისევე როგორც თქვენთვის, ჩემთვისაც ყველაზე უჩვეულო კვირა იყო მთელი სიცოცხლის მანძილზე. ჯერ კიდევ არ გაუვლია ეიფორიას. ეს კვირა დასრულდა, მაგრამ შემდეგ კვირას უფრო საინტერესოს გპირდებით, იმიტომ რომ შემდეგი ჩვენი შეხვედრა იტალიაში შედგება. გაამზადეთ ჩემოდნები. ოვაციებით შეხვდნენ გოგონები მიშოს სიტყვებს. **** -ცხრაღა დაგრჩა დასაბინავებელი და მისია შესრულებუული გექნება. -გელოდებოდი ჰორტონ. წეღან რატომღაც სიგნალი გაწყდა. -მე გავთიშე. -რატომ? -მარტო დაგტოვე. -ვინ მოგცა მერე მაგის უფლება? -ნებართვა მჭირდება? -კი. რომ დამჭირვებოდი? -რა ვიცი მთელი კვირა არ დაგჭირვებივარ და... -აი, მასეთი სიტყვებისთვის წესით უნდა გცხვენოდეს. -მცხვენია... -კი ვხვდები, სულ მთლად გაწითლდებოდი. -არ გჯერა? -დამიმტკიცე! -როგორ? -მოვიდე თუ მოხვალ? -ვააა, გეფიცები როგორ ახერხბ ასე ყველა სიტყვის წინასწარ გათვლას. -წინასწარ არ ვთვლი, სიტყვას მოყვება ხოლმე... ისე დააკვირდი? ყველა გზა შენთან მოდის და მოდი ერთხელ კარი გამიღე... იქნებ ძალიან კარგი ბიჭი ვარ და შენ კიდევ ასე უბრალოდ მკარგავ?! -ესეც სიტყვას მოყვა ხო? -თავისთავად. -ეეჰ... წადი ახლა და ჩემოდანი ჩაალაგე, ამაღამვე მიფრინავთ. -მოიცა შენ არ მოდიხარ? - აღელვება დაეტყო მიშოს ხმაში. -არა, მე პირობით სასჯელს ვიხდი და ქვეყნიდან გასვლის უფლება რა მაქვს. ორწუთიან დუმილში რა აღარ გაიფიქრა მიშომ. ყველა ვარიანტი განიხილა - მატყუებს, მართლა არ მოდს, მართლა პირობითი სასჯელს იხდის, უკვე იტალიაშია... ათასი სისულელე გადახარშა თავში. -იტალიაში შევხვდებით! - ბოლოს ესღა უპასუხა და ყურსასმენი მოიხსნა. **** -ამაღამვე მივფრინავთ. იმედია ფრენის არ გეშინიათ. -ღიმილით გადახედა ლიზამ ბიჭებს. -მე რას მიყურებ? შენ გეკითხება. - ხელი აუქნია მიშომ ვახოს. - მე უკვე ჩამიტარა ტესტი ფრენაში და იცის როგორი არწივიც ვარ. -ერთი თუ კაცი ხარ ხშირ-ხშირად გამახსენე ჩვენი ბავშვობა, თორემ რაც იზრდები ვხვდები რომ შენი მოკვლის სურვილი მიმძაფრდება. - ჩაიღრინა ვახომ და ლიზას მიუბრუნდა. - არ მეშინია ლიზიკო, არც ფრენის არც წყალქვეშა ნავის და არც დატენილი ზარბაზნის. -ტანკისტი იყო ომამდე. - ჩაურთო მიშომ. ლიზას ჩაეღიმა. -მოკლედ, მოემზადეთ. -მთელი შემადგენლობა მივდივართ? - იკითხა მიშომ -არა, რა თქმა უნდა, ერთმა გოგომ ხომ დატოვა პროექტი? -არა, პროექტზე მომუშავე ჯგუფზე გეკითხები. -ააა, ყველა არა. -ვინ რჩება? -ზუსტი სია მე არ მაქვს, ნაზიმ შეადგინა. -არა, ლიზა ვერ მიუხვდი, ქეთო თუ მოდისო... - სიცილი აუტყდა ვახოს. -ააა, ქეთო? კი... - ჩაეღიმა ლიზასაც. -------------------------------------------- ჩემი დრამატული ისტორიების მერე, ალბათ ბევრი არ ელოდა ასეთ ისტორიას. გამოგიტყდებით და ვერც მე წარმოვიდგენდი ჩემი თავისგან, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ ისტორიაში მოგვიანებით დრამაც იქნება, თან ისეთი მე რომ ვიცი ხოლმე (ოღონდ ამჯერად ყველანაირი სიკვდილის გარეშე). იმედია ისიამოვნებთ ახალი თავით... და ჰო კიდევ, მომნატრებიხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.