სიყვარული თუ შურისძიება?(მეცხრამეტე თავი)
როგორც იქნა გაჩერდა და თავიდან მაშინვე მოვიცილე. მაშინვე სახეში მწარედ გავარტყი და ყვირილი დავუწყე. - ხელი გამშვი და მეორედ ჩემთან მოახლოება არ გაბედო. - ლამაზო, გაბრაზებაც კი გიხდება. - მოკეტე და წადი აქედან. - ვერსად წავალ, მეც აქ ვცხოვრობ. - აუ რაც გინდა ქენი რა, ოღონდ მე თავი დამანებე. - არასოდეს ლამაზო, შენ ჩემი ხარ, მარტო ჩემი. - მე შენი არ ვარ. - როგორ არა ხარ, შენ მე გიყვარვარ და ეს აღაირე კიდეც. - რა? ესეიგი შენ... შენ.. გესმოდა რასაც ვამბობდი? - კი ლამაზო, მესმოდა და ძალიანაც მსიამოვნებდა. - ხოდა მაგ სიტყვებს ვეღარ გაიგებ. ვნანობ რომ გითხარი და საერთოდ შემყვარდი, რადგან მივხვდი რომ არ იმსახურებდი. - ვიმსახურებდი და ვიმსახურებ ლამაზო. მე შენ ძალიან მიყვარხარ და ამას დაგიმტკიცებ. - არაფრის დამტკიცება არ მჭირდება და არც შენ არ მჭირდები. - გჭირდები ლამაზო, მხოლოდ მე გჭირდები. - არა, ასე არაა და საერთოდ რატო გელაპარაკები. ნახავამდის. - ლიზი, დაგეხმარები. - რა? რაში? - სასამართლოზე.ვიცი, რომ სარჩელი შეიტანე მამაჩემის წინააღმდეგ. მე შენ გვერდით ვიქნები, ელიზაბედ. ყოველთვის, ლამაზო. - არა, არ მჭირდები არც შენ და არც შენი დამხარება. - მიყვარხარ ლამაზო. ნახამდის სასამრთლოსთვის უნდა მოვემზადო. - თავი დამანებემეთქი, რით ვერ გაიგე. - მიყვარხარ აბა კარგად. - ჯანდაბა, ესღა მაკლდა. ჩავილაპარაკე ჩემთვის და სახლში ავედი. მან კი ყურადღება არცკი მომაქცია ისე წავიდა, თითქოს საერთოდ არაფერი მითქვამს. გაბრაზებული ავედი სახლში და მაშინვე ჩემს ოთახში შევვარდი. სასამართლო პროცესი ხვალ იყო, ამიტომ მომზადება მჭირდებოდა. ჩემს იურისტს დავურეკე და მის მოლოდინში სამზარეულოში გავედი ყავის დასალევად. ისი მალე მოვიდა. ყველა მტკიცებულება წარვუდგინე, სემდეგ კი მის სახეს დავაკვირდი. ის გაოცებული მიყურებდა. - ეს საოცარია. ამდენი ინფორმაციის მოძიება როგორ შეძელი? - რავიცი, სადაც შემეძლო ყველგან ვაგრპვებდი. რას იტყვით, საკამრისია? - საკმარისი? რას ამბობ, ეს საკამრისზე მეტია. ჩათვალე პროცესი უკვე მოვიგეთ. - მართლა? გამდლობთ. - მადლობა შენს თავს გადაუხადე. ესენი შენ მოაგროვე. - ძალიან გამეხარდა, როგორც იქნა ის კაცი პასუხს აგებს ყველაფრისთვის. - ნამდვილად, წინასწარ გილოცავ. მას ტელეფონმა დაურეკა, მე დამემშვიდობა და წავიდა. მე კი მეტად კმაყოფილი ვიყავი. ჩემი ოთახსიკენ მივდიოდი, როდესაც ჩემი და ჩემი ძმის ერთად გადაღებული ფოტო დავინახე. უცებ ძალიან მომინდა ჩემს ძმასთან ჩახუტება, მაგრამ გაამხსენდა რომ ის ჩემს გვერდით აღარ იყო. გადავწყვიტე სასაფლაოზე წასვლა. მოვემზადე, ყვავილები ვიყიდე და სასაფლაოსკენ წავედი. გზაში ჩემს ძმასთან გატარებული დღეები გამახსენდა და ცრემლები ძლივს შევიკავე. ძალიან მტკიოდა მისი დაკარგვა, რადგან ძალიან მიყვარდა ის. მის საფლავთან მივედი და ქვაზე გამოსახული მისი მომღიმარი სახე, რომ დავინახე ცრემლები ჩემდაუნებურად წამომცვივდა. მის საფლავთან დავემხე და ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. - გიო, მაპატიე, გთხოვ ძამიკო, მაპატიე. გული საშინლად მტკიოდა იმის გამო, რომ მას ვეღარასოდეს ვნახავდი და ვეღარ ჩავეხუტებოდი. ძალიან მენატრებოდა ჩემი პატარა ძამიკო. ვერც მივხვდი ასე როდის გაზარდა, რომ ჩემს გამო საკუთარი სიცოცხლეც კი დათმო. - მაპატიე ძამიკო, ჩემი ბრალია დღეს, რომ ცოცხალი აღარ ხარ. მიყვარხარ, იმედია ოდესმე მაპატიებ ჩემს გამო, რომ სიცოცხლეზე თქვი უარი. ძალიან მენატრები გიო. გპირდები, ყველა ინანებს ვინც ასე გაგვამწარა და ასე მოექცა ჩევნს ოჯახს. გპირდები ძამიკო, ყველას ვანანებ რაც დაგვშივაეს. დავით ცაბაძე და ნიკა გველესიანი ინანებენ შენს სიკვდილს და ჩვენს დაობლებას. არავისარაფერს შევარჩენ, გპირდები გიო. ვერ წარმოიდგენ ახლა როგორ მენატრები და მჭირდები გიო. ძალიან მჭირდება შენი გამხნევება. გპირდები შენს საფლავზე ყოველ ამ დღეს მოვალ. არ დაგტოვებ მარტო არასდროს. ცრემლები შვიმშრალე და სასაფლაო დავტოვე. მივდიოდა და თან გზაზე ყველაფერზე ვფიქრობდი. რა მოხდებოდა ხვალ? ან რას აპირებდა ცაბაძე? სახლში მივედი და წიგნებს გადავავლე თვალი, რადგან დიდი ხანია უნივერსიტეტში არ ვყოფილვარ. მოსაღამოვდა და ბიძიაც დაბრუნდა სამსახურიდან. ყველაფერი რაც იურისტმა მითხრა ბიძიასაც შევატყობინე. ისიც კმაყოფილი იყო. ვივახშმეთ და დასაძინებლად წავედით. ღამით ვერაფრით დავიძინე, სულ ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი. აივანზე გავედი და ჩემი სიმღერებიც თნ წავიღე. სავარძელში მოვკალათდი და სიმღერები ჩავრთე. თუმცა ვინ რას გაცდის სმს მოვიდა. - ხვალ მძიმე დღე გელოდება, ლამაზო. დაიძინე. - ენი საქმე არა, რას ვიზავ. შენ, შენს ნინის მიხედე. - ნინის *****, მე შენ მიყვარხარ მოხლოდ და მეტი არავინ. - მაშინ სხვას არ აკოცებდი. - ხომ გითხარი, მან თვითონ მაკოცა, როგორც კი შემოხვედი და ამიტომ მოხდა ასე. დამიჯერე ლიზ, მე მხოლოდ შენ მჭირდები და მეტი არავინ. - თავი დამანებე. - არასოდეს. შენი ჩემი ხარ ჯიუტო ლამაზმანო და მეტი არავისი. მეძინებოდა, ამიტომ ოთხაში შევედი და აღარც ცაბაძისთვის მიმიწერია რამე. დავწექი და ისეთი დაღლილი ვიყავი მაშინვე ჩამეძინა. დილით ადრე ავდექი და მოვემზადე. ძალიან ვნერვიულობდი სასამართლო პროცესის გამო. ყველაფერი მოვამზადე და ჩემს იურისტს დაველოდე, რომელიც 8-ზე აპირებდა ჩვენთან მოსვლას. სასამრთლო 11-ზე იყო ამიტომ ჯერ ქინ დიდი დრო გვქონდა. ვისაუზმე და ცოტა ხანში ისიც მოვიდა. მე, ბიძია, ბიცოლა დ იურისტი სასამრთლოსთვის ვემზადებოდით. იურისტი გაამრჯვებაში დარწუმენბული იყო , რამაც ძალიან დამამშვიდა. თუმცა ერთი ეჭვი მაინც მაწუხებდა, ამიტომ გადავწყიტე იურისტისთვის გამემხილა - ეჭვი მაქვს დავით ცააბაძის გარდა, ამ საქმეში კიდევ არს ვინმე გარეული. - ეგრე რატომ ფიქრობ? - იმიტომ, რომ როდესაც იმ ადგილას დამწყვდეული ვიყავი, ნიკას ვიღაცამ დაურეკა, მაგრამ ის ადამიანი დავით ცაბაძე არ იყო, რადგან მაგ დროს მასთან მისი შვილი-ირაკლი და ჩემი ძმა იყვნენ, როგორ მითხრეს და დარეკვას ვერ შეძლებდა. - მაშინ მას თანამზრახველი ყავს, მაგრამ როგო გავიგოთ ვინაა? - ერთი აზრი მაქვს. ნიკას ტელეფონი, რომ შემოწმონ. იქ ხომ ბოლოს შემოსული ზარი იქნება და გაარკვიონ ვის ეკუთვნის. - კარგი აზრია, მაგრამ ნომერი რომ შეცვლილი ჰქონდეს იმ ადამიანს? - ყოველ შემთხვევაში ვცადოთ მაინც, იქნებ გაგვიმართლოს. - იმედი მაქვს. ცოტა ხანი კიდევ ვისაუბრეთ და შემდეგ სასამრთლოზე წავედით. ცაბაძე უკვე იქ იყო ვიღცასათან ერთად, მგონი მისი იურისტი იყო. როგორც კი დაგვინახა ჩვენსკენ წამოვიდა. - გამარჯობა. - შენ აქ რა გინდა? მაშინვე შეტევაზე გადავედი. - მინდა დაგეხმარო. - შენი დახმარება არ მწირდება, თავი დამანებე. - ცოტა ხნით გამომყევი. - რატო? - მინდა დაგელაპარაკო. - კარგი. ვუთხარი და ორივე გარეთ გავედით. - ლიზ, შენი დახმარება მინდა. მართალია ის მამაჩემია, მაგრამ არ ვარ მისკენ, რაგდან ბევრი დანაშაული ჩაიდინა და პასუხის გებას იმსახურებს. - არ იყო საჭირო, მეც მოვერევი ამ საქმეს. - ეჭვიც არ მეპარება, ამგრამ ხლა გჭირდება ჩემი მხარში დგომა და არ მიგატოვებ, ლიზ. - კარგი. წამოსვლა დავაპირე, მაგრამ მისკენ შემაბრუნა და გულში ჩამიხუტა. გაშვება მინდოდა, მაგრამ ისე კარგად ვგრძნობდი თავს, რომ გადავიფიქრე და მეც მოვხვიე ხელები. ჩემთან ისე ახლოს იყო მისი გულის ცემა მესმოდა. ასე კარგა ხანს ვიყავით, მაგრამ შემდეგ გონს მოვეგე და წამოვედი. ისიც უკან გამომყვა და ისევ მოსაცდელ დარბაზში შევედით. იქ დავით ცაბაძე დაგვხვდა, რომელიც მასინვე ცაბაძისკენ წამოვიდა. მე კი ბიძაჩემთან დავბრუნდი. *** - ირაკლი, შვილო, როგორ ხარ? - რა გინდა? - ასე რატომ მელაპრაკები? - შენი აზრით, როგორ მოვიქცევი, იმ ყველაფრის შემდეგ რაც ჩაიდინე? - ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი, ამგრამ დამიჯერე ყველაფერს ვნანობ. - შენი სინანული უკვე გვიანია, მამა. - ხო მაგრამ, ირაკლი მე მამაშენი ვარ და ჩემს წინააღმდეგ ვერ წახვალ. - წავალ, რაგდან დიდი ხანია მამად აღარ გთვლი. - რას ქვია მამად აღარ მთვლი? - იმას, რომ შენ ამმაჩემი აღარ ხარ იმ დღიდან, რაც ჩემი საყვარელი ქალის მოკვლა სცადე. - რა? იმ გოგოს გამო ჩემზე უარს იტყვი? - ის გოგო როგორც შენ უწოდებ ჩემთვის ყველაზე ძვირფასია და მის გამო ყველას დავუპირისპირდები. - ირაკლი, გაფრთხილებ იმ გოგოს ვანანებ, რომ შენი თავი წამართვა. - ვერაფერს ვერ იზავ, რადგან მე მის გვერდით ვარ. - მთელ ქონებას წაგართმევ. ჩემი ანდეძიდან არაფერი გერგება. - რაც გინდა ქენი, არ მაინტერესებს. დავითი გაბრაზებული წავიდა, ირაკლი კი კვლავ თავის იურისტთან დაბრუნდა. მე მათ ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ ჩხუბობდნენ, მაგრამ მათ საქმეში ცარევა არ მინდოდა. ცოტა ხანში სასამართლო პროცესიც დაიწყო და ყველა დარბაზში შევედით. ერთ მხარეს მე და ჩემი მომხრეები დასხედით, მეორე მხარე კი დავითი და მისი იურისტი. პირველად მოსამართლემ სიტყვა ჩემს იურისტს. მან სასამართლოს მტკიცებულებები წარუდგინდა. დავითმა ისეთი სახე მიიღო, რომ კინაღამ სიცილი წამსკდა. ბოლოს ჩემი იურისტი დაჯდა და დავითისას გადაეცა სიტყვა, თუმცა ეტყობოდა, რომ არ იცოდა რა ეთქვა. ბოლოს კი ჩემთან მოვიდა - ეს მტკიცებულებები როგორ მოიპვეთ? - ესენი მასთან საუბრის დროს ჩავიწერე. - მაგრამ ბატონი დავითის საუბარი, ნიკა გველესიანთან? ეგ საუაბრი ციხეში შედგა და ესეიგი ჩამწერი საკანში გქონდათ დატოვებული, ეგ კი უკანონოა. - ხო მაგრამ, სხვანაირად სასამრთლოს ვერ დავუმტკიცებდი, რომ დავით ცაბაძემ ნიკა გველესიანი მოისყიდა. სასამართლო სამხიებს მომთხოვდა, მე კი ვერაფრით დავამტკიცებდი. ეს მხოლოდ ჩემი სიმარტლის დასამტკიცებლად გავაკეთე. - ხო მაგრამ მაინც დაარღვიეთ კანონი. შემდეგ ჩემი იურისტი ჩაერია. - პროტესტს ვაცხადებ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლას ახდენს. - პროტესტი მიღებულია. გთხოვთ, თქვენი მტკიცებულებები წარმოგვიდგინოთ, ან თქვენს ადგილს დაუბრუნდეთ. დავითს ეგონა, რომ მისი იურისტი რამეს მოფიქირებდა მაგრამ, მწარედ შეცდა ის თავის ადგილს დაუბრუნდა. ჩემი იურისტი კი კვლავ შეტევაზე გადავიდა. ამ ჯერად გადაწყვიტა ჩემი ნათქამი შეემოწმებინა, დავითის თანამზრახველთან დაკავშირებით. - ბატონო მოსამართლევ, მინდა ნიკა გველესიანის ტელეფონის შემოწმება მოვითხოვო. ამ დროს დავითის იურისტმა კვავ როტესტი გამოთვქა. - ეს ჩვენს სამქესთან არაა კავშირში. - პროტესტი მიღებულია, ან თემა შეცვალეთ, ან თქვენს ადგილს დაუბრუნდით. - ბატონო მოსამრთლევ, ეს თემა სწორედ რომ კავშირშია, რადგან ჩვენი აზრით დავით ცაბაძეს მოკავშირე ჰყავს, რომელმაც გველესიანს დაურეკა. - და მაგას რის საფუძველზე ამბობთ? - იმის საფუძველზე, რომ ჩემი კლიენტის თქმით როდესაც გველესიანს დაურეკეს, მაგ დროს დავით ცაბაძე მის ვაჟთან და გიორგი ზედგინიძესთან ერთად იმყოფებოდა, ამიტომ ის ვერ დარეკავდა. - მაგას როგორ დაამტკიცებთ. - სამწუხაროდ ვერაფრით. - მაშინ ვერ მივიღებთ მაგ ბრალდებას. - დამტკიცება შეიძლება. წამოდგა წინ ირაკლი. მეც იქ ვიყავი. როდესაც მამაჩემთან ვიყავი მას არავისთან დაურეკავს. მისგან 2 საათზე წამოვედით. მინდა შეამოწმოთ, როდის განხორცილედა ზარი ნიკა გვეელსიანის ტელეფონზე. შემდეგ კვლავ მოწინააღმდეგე იურისტამ გამოთქვა პროტესტი. - ისინი თქვენს წინააღმდეგ მიდიან, ასე არ შეიძლება. - ბატონო მოსამართლევ, თუ დავით ცაბაძეს თანამზრახველი ყავს, ისიც დამნაშავე გამოდის და უნდა დაისაჯოს. ჩვენ კი გვინდა დავეხმაროთ გამოძიებას მის დაკავებაში. - გეთანხმებით, პროტესტი უარყოფილია. შეამოწმეთ ნიკა გველესიანის ტელეფონი და გაარკივეთ, ბოლოს განხორციელებული ზარის დრო და იმ ნომრის მისამართი, რომელზეც განხოციელდა. - დიახ. თქვა იქვე მყოფმა პოლციელმა და ყველაფრის გასარკვევად წავიდა. მოსამართლემ კი ნახევარი საათით შევენება მოითხოვა. ყველანი გარეთ გავედით. ნიკა კი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ჩუმად იჯდა, კვლავ საკანში დააბრუნეს. დავით ცაბაძე ცდილობდა ნერვიულობა დაემალა, მაგრამ არ გამოსდიოდა, რადგან ხვდებოდა, რომ საქმე ცუდად ჰქონდა, რაც ძალიან მახარებდა. შემდეგ საბუთები ავიღე და ნიკასთან საკანში შესვლა გადავწყვიტე. ეს კი იმიტომ გავაკეთე, რომ მინდოდა მას გაეგო ამ საბუთების შესახებ. ეს ის საბუთები იყო, რომელზეც დავიტ ცაბაძემ შემთხვევით მოაწერა, ხელი მაგრამ ჩემს სასარგებლოდ. ეს ის საბუთები იყო, რომელზეც არავინ არაფერი იცოდა, ჩემმა იურისტმაც კი. ამ საბუთებით სბაოლოოდ გავანადგურებდი დავით ცაბაძეს, ამას კი თავად მისი თანამზრახვლი ნიკა გველესიანი გააკეთებდა, როცა გაიგებდა ამ საბუთების მნიშვნელობას. მათზე ხელის მოწერით კი დავით ცაბაძემ საკუთარი ხელით გაითხარა საფლავი. ნიკას საკანში შევედი. - გაამრჯობა, ნიკა. - ვა, ლიზი? ისევ მოხვედი? ყოჩაღ, აღფრთოვანებული ვარ შენით. დიდებული სასამართლო იყო. - უფრო მაგარიც იქნება გველესიანო. მამანდე კი შენთან მაქვს საქმე. - მართლა? რა საქმე? - იმედია კარგად გაიგე, რომ შენი ტყუილების და დავით ცაბაძის ქრთამის შესახებყველამ გაიგო, ამიტომ ის ფულს ვეღარ გადაგიხდის. მითუმეტეს, რომ ციხეში აღმოჩნდება. - მერე რა? - მარტო ეგ არ მაქვს საბუთად.თუმცა სანამ მაგას გეტყვი მინდა გითხრა, რომ თუ აღაირებ დავითის თანამზრახველის ვიანობას სასჯელი შეგიმსუბუქდება. თუ ელი, რომ დავით ცაბაძე რამეს გადაგიხდის ცდები, რადგან მას ფული და ქონება აღარ აქვს. - რას ქვია აღარ აქვს? - აი ამას. საბუტენი ვაჩვენე, რომელზეც დავით ცაბაძეს მოვაწერინე ხელი. ეს საბუთები ამტკიცებდა, რომ მან მთელი ქონება თავის ვაჟს გადაუფორმა, თვითონ კი აღარაფერი ჰქონდა. - რა? ეს.. ეს როგორ მოხდა? - მან ამ საბუთებზე თავისი ნებით მოაწერა ხელი. თუმცა ჯერ არ იცის ამის შესახებ. ამის სესახებ აუცილებლად გაიგებს, მაგრამ ვერაფერს იზავს, რადგან ხელი მოწერილი აქვს. ეს ხემოწერა კი ნამდვილი და კანონიერია. ახლა მას აღარაფერი გააჩნია და ვერც ვერაფერს გადაგიხდის, მაგრამ შენ შეგიძლია თავი გადაირჩინო და დამვეთის და თანა,ზრახველის ვინაობა აღაიარო. - ჯანდაბა.... გაბრაზებული ნიკა კედლებს ურტყავდა ხელებს და ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. მე საკანი დატოვე და სანამ წავიდოდი, მაინც ვუთხარი. - მე გაგაფრთხილე.... როგორც კი გამოვედი და გარეთ, ჰაერზე გადავწყვიტე გასვლა. ცოტა გავისეირნე, შემდეგ კი ჩემმა იურისტმა დამირეკა და მითხრა, რომ სასამართლო პროცესი იწყებოდა და მეც კვლავ უკან დავბრუნდი. სასამართლო დარბაზში შევედით და პროცესი კვლავ გაანხლდა. მე ყველაზე მეტტად ნიკას მოქმედება მაინტერესებდა. ისიც შემოვიდა, მაგრამ როგორც ჩანს დამშვიდებულიყო. მოსამრთლემ პირველ რიგში ნომერთან დაკავშირებული ინფორმაცია მოითხოვა. პოლციელი სასამრთლოს წინაშე წარსდგა და ორი ამბავი მოახსენა სასამართლოს, ცუდი და კარგი. კარგი ის იყო, რომ ზარი ორის ნახევარზე იყო განხორციელებული, რაც იმას ამტკიცებდა, რომ დავით ცაბაძეს არ დაურეკავს ნიკასთან. თუმცა ცუდი იყო ის, რომ ნომრის პატრონის ვინაობა ვერ გაირკვა, რადგან ნომერი უკვე აღარ მოქმედებდა. ამიტომ ვერ გაირკვა ვინ იყო თანამზრახველი, თუმცა ზარის განხორციელების დრო ამტკიცებდა თანამზრახევლის არსებობას. ამ დროს ნიკამ სიტყვა მოითხოვა, რამაც ყველა გააოცა. მეც გავოცდი, რადგან არ ვიცოდი რას იტყოდა. ის სასამართლოს წინაშე წარსდგა - მზად ვარ, სიმართლე ვთქვა. ყველაფერს ვიტყვი რაც ამ საქმესთანაა კავშირში და რაც მე ვიცი. - შეგიძლიათ დაიწყოთ. უთხრა მოსამართლემ. მე ძალიან ვნერვიულობდი. დარბაზში სიჩუმე ჩამოწვა. დავით ცაბაძეც ძალიან ნერვიულობდა, რადგან შეიძლებოდა ნიკას სიტყვები მისი გაანჩენი ყოფილიყო. ნიკა ცოტა ხანი დუმდა და დავითს უყურებდა, შემდეგ მეშემომხედა. მე კი მიზნის მისაღწევად საბუთები მაღლა ავწიე, მხოლოდ მის დასანახად. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ნიკამ თხრობა დაიწყო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.