სიყვარული თუ შურისძიება?(მეხუთე თავი)
როცა გავიღვიძე შედარებით უკეთ ვიყავი ამიტომ მანქანიდან გადავედი და სახლში ასვლა დავაპირე, მაგრამ ცაბაძემ დამიჭირა - ასე დაუმშვიდობებლად წახვალ, ლამაზო? - და აბა რა უნდა ვქნა? ხომ არ გგონია გადაგეხვევი და გაკოცებ? - კი რატომაც არა. - არც იოცნებო და ხელი გამიშვი ცაბაძე, ისედაც დავიგვიანე. - მოკლედ წვეულებაზე მაინც არ მეცეკვე ხო? კაი არაუშავს ამას გამოვასწორებთ. - და მაინც როგორ? - აი ასე... მომვარდა და ტუჩებზე მეძგერა, მოცილება ვცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა. მარცხენა ხელი წელზე შემომხვია, მარჯვენა კი თავზე და ვეღარ დავუსხლტი. ბოლოს როგორც იქნა მოვიცილე. - შენ ხო არ უბერავ ბიჭო, თავში რო გაქ ავარდნილი ვერ ხვდები? მაინც არაფერი გამოგივა ასე რომ ზედმეტებში ნუ გადადიხარ - კარგი რა ლამაზო დამშვიდდი. - ვერ გიტან ცაბაძე, მძულხარ. ყველა საშინელი ვინმე ხარ ვინც კი შემხვედრია. არასდროს შეგიყვარებ, არასდროს. - ლიზი დამშვიდდი რა გთხოვ, ასეთი რა გავაკეთე. დამიჯერე არ მინდა, რომ გაწყენინო, რადგან ძაან მომწონხარ. - ხოდა თუ არ გინდა, დაახვიე ჩემი ცხოვრებიდან. - ლიზი, ლიზი დაბრუნდი მე არ დამიმთავრებია... ყვიროდა, მაგრამ მე აღარ ვუსმენდი, სახლში ავედი და კარი არ იყო ჩაკეტილი, მივხვდი რომ სახლში იყვნენ. რომ შევედი მისაღებში არავინ იყო, ამიტომ აშინვე ჩემი ოთახისკენ წავედი. შხაპი მივიღე და დავწექი მაგრამ თვალი ვერ მოვხუჭე. ავდექი და ისევ აივანზე გავედი. სიმღერები ჩავრთე და თვალები დავხუჭე. მალე სმს მოვიდა. ,,ცოფიანო ქალბატონო, მაინც ჩემი იქნები“. ძალიან გავბრაზდი და განგებ აღარაფერი მივწერე. თვალები დავხუჭე და სიმღერის მოსმენა განვაგრძე. ვერც მივხვდი როგორ ჩამეძინა. დილით რომ გავიღვიძე ჩემს საწოლში ვიწექი, ვიფიქრე ალბათ გიომ ჩამაწვინათქო მაგრამ თავი როგორცკი ავწიე სმს მოვიდა. - დილა მშვიდობის ლამაზო, აიავნზე ძილი საშიშია მეშინია შენი თავი არ მომტაცონ. - ახლა რაღა გინდა? - მადლობა მაინც მითხარი ლამაზო, მე რომ არ ვყოფილიყავი გარეთ ძილი მოგიწევდა. - ოთახში შენ შემომიყვანე? ესღა მაკლდა დაგეტოვებინე არ იყო აუცილებელი. - ჯიუტი ხარ მაგრამ ჩემთან არ გაგივა. - რა გამივა და რა არა მაგას მე გადავწყვეტ. - როგორც ყოვლეთვის გაბრაზებული ხარ, მაგრამ მაინც საყავრელი. ,,იდიოტი“ ჩემთვის გავიფიქრე და ავდექი მოსამზადებლად. აივანი დავხურე ფარდაც ჩამოვაფარე და აბაზანაში შევედი. ამჯერად ჯინსის შარვალი და უკლაო მაისური ჩავიცვი ჩანთა ავიღე და მისაღებში გავედი. ყველა იქ დამხვდა და უცნაურად მიყურებდნენ. - რამე მოხდა? - არაფერი ლიზი, მაგრამ წვეულებებზე როდიდან დადიხარ? - კაი რა გიო, ერთხელ წავედი მეგობრის თხოვნით, ეგეც არ შეიძლება? - კაი მაშინვე ნუ ბრაზდები შეიძლება რა თქმა უნდა პროსტა გამიკვირდა რა. - ხო კაი. მე უნივერსიტეტში მივდივარ და შენ არ მოდიხარ? - არა მე დღეს ვერ წამოვალ საქმე მაქვს. - კაი ნახვამდის, მე წავედი. ყველას დავემშვიდობე და სკოლის გზას დავადექი. გზაზე ვგრძნობდი რომ ვიღაც მომყვებოდა. უცებ წინ ვიღაც ბიჭი გადამიდგა. - გაამრჯობა, ლამაზო, - შენ ვინ ხარ? - ჩემი ძმაკაცია, რა იყო ვერ მიცანი ელიზაბედ ზედგინიძე? ის იდიოტი ნიკა იყო. ახალი მოსწავლე ჩვენს ჯგუფში, წიგნი ფანჯრიდან რომ გადავუგდე. - შენს თავს რა დამავიწყებს? რა გინდა? - რა იყო ლამაზო, გეგონა მთელი ჯგუფის წინაშე რომ დამამცირე მაგას გაპატიებდი? - და რას იზავ? - მე გაგაფრთხილე განანებ მეთქი და ასეც მოვიქცევი, ლამაზო! - აუ დაახვიე რაა წასვლა დავაპირე მაგრამ ხელსი ჩამავლო და თავისკენ მიმიზიდა, შემდეგ თავის ძმაკაცს დაუძახა მან კი ხელები დამიჭირა - ხელები გაწიე დარტყმულო იდიოტო!!! - კარგი დამშვიდდი, დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონება. - ხელი გამისვი მეთქი! ერთს წიხლი დავარტყი სახეში, ნიკას კი სახეში გავუქანე იქვე დაგდებული ფიცარი და გავიქეცი. უკან რომ მივიხედე ორივე გაბრაზებული მომსდევდა. უცებ ვიღაცას შევასკდი. ბოდიში მოვუხადე და გაქცევა დავაპირე ისევ მაგრამ დამიჭირა და მისკენ მიმიზიდა - ელიზაებედ, სად გარბიხარ? - ცაბაძე? - ხო რა იყო? ასეთი შეშინებული რატომ ხარ? - ის ახალი იდიოტი მომსდევს.. - რაა ვინ? რომ მიიხედა და ნიკა დაინახა მაშინ მიხვდა ყველაფერს. ნიკა ჩვენამდე მოვიდა და შეჩერდა და ირაკლის მიმართა - შენ რაღა გინდა? აქედან დაახვიე თორე რაც მოგივა შენს თავს დააბრალე. - ბიჭო შენ რამე ხო არ გეშლება? - მე ამასთან მაქვს საქმე, შემარცხვინა და მაგს ვანანებ და შენ ნუ ერევი. - ამას ელისაბედი ქვია და მისთვის რამე ზედმეტის თქმას არავის შევარჩენ, ახლა კი შენი ძმაკაციანად აახვიე აქედან. - და რო არ წავიდე რა... ცაბაძემ სიტყვის დამთავრება არ აცადა და სახეში ისეთი ხია, რომ ნიკა ძირს გაიშხლართა. მერე ცაბაძეს ნიკას ძმაკაცი მივარდა და უკნიდან უპირებდა ჩარტყმას, მაგრამ ეს რომ დავინახე იქვე დაგდებული ქვა ავიღე და იმ ბიჭს ჩავარტყი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.