შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხეების სამყარო იდუმალება და მეგობრობა (თავი 2)


28-05-2016, 04:31
ნანახია 1 638

დღეს დღე მისდევდა,, ღამეს ღამე,, ფიქრად მექცა სილამაზე რომელიც არასოდეს ცილდებოდა ჩემს გონებას თვალს დავხუჭავდი და ვხედავდი თუ როგორ შემოღებდა კარს,,, მისი ღიმილი და თავდაჯერებულობა ჩემში ემოციას მატებდა.. არასოდეს განმეცადა ესეთი გრძნობა არასოდეს ვყოფილვარ ესეთ მდგომარეობაში უჩვეულოდ სასიამოვნო იყო ეს ჩემთვის .... დიდი დრო გავიდა მას შემდეგ მე კი ცხოვრებას ჩვეულებრივ კალაპოტით მივყვებოდი მაგრამ სულ მქონდა მოლოდინი ველოდი რაღაცას ან ვიღაცას მაგრამ არ ვიცოდი რატომ რისთვის მე ხომ არავინ მყავდა საკუთარი თავის და დეიდას გარდა ... დეიდა რომელიც უკვე დღეებს ითვლიდა ჩემ ცხოვრებაში ერთი ადამიანი იყო და ვხედავდი რომ ისიც მალე დამტოვებდა.. ბოლო ერთი წელი წვალებში გაატარა და ღმერთმა მისი სულიც მიიბარა .. ეხლა უკვე სრულიად მარტო ვიყავი სამყაროში სადაც სიმართლე გითხრა ძალიან მეშინოდა ხანხდახან კუთხეში ჩავიმუხლებოდი და ბავშვივით ვტიროდი ვითხოვდი სამართალს რატო გამაჩინე ღმერთმა თუ კი მარტოობა მელოდა !!.. ბიბლიოთეკიდან გარეთ თითქმის აღარ გავდიოდი.. ერთხელაც ახალი წიგნების ნაკადი შემოვიდა მინდოდა რამოდენიმე წიგნი ჩემი ბიბლიოთეკისთვის ამეღო ამიტომ მომიწია ქალაქშ გასვლა მომარაგებელი უნდა მენახა,, მივყვებოდი ქუჩას და ვაკვირდებოდი ადამიანებს რომლებიც ისე დააბიჯებდნენ თითქოს სამყაროს გათელვა იყო მათი მოვალეობა.. ვუყურებდი ბავშვებს რომლებიც ხელ ჩაკიდებულები დახტოდნენ და თამაშობდნენ ერთმანეთში 28 წლის ვიყავი და საერთოდ ვერ ვგრძნობდი ამას მინდოდა მათან მივსულიყავი და მეც მეთამაშა მეც მეყვირა მეხტუნავა გონება ამას არ მთაკილობდა და იცი რა მზღუდავდა შიში შემეშინდა რო არ მიმიღებდნენ ისევ დამამცირებდნენ და დამცინებდნენ შემეშინდა რომ მათსვით ვერ ვითამაშებდი რადგან არასოდეს გამიკეთებია ეს არასოდეს მითამაშია სხვა ბევშვებთან ცრემლები მომადგა თვალებზე გზა გავაგრძელე და საკმაოდ მოშორებული ვიყავი ჯერ კიდევ რო ჩამესმოდა მთი ხმები როგორ კიჟინებდნენ და ერთობოდნენ ... შემდეგ იცი რა მოხდა ჩემო ძმიშვილო (რა) სიცოცხლე გამიმძაფრდა მინდოდა შემეცვალა ჩემი ცხოვრება მინდოდა მეტი მენახა მეტი მიმეღო ამ ცხოვრებიდან და აი სწორედ მაშინ დაიწყო ჯოჯოხეთი ,,, ყოველ დღე დავდიოდი პარკში ვუყურებდი ხალხს როგორ მოძრაობდნენ როგორ ეხვევოდნენ წყვილები ერთმანეთს ვიჯექი და სხვისი ბედნიერებით ვტკბებოდი მიხაროდა მათი ბედნიერებას ვგრძნობდი როდესაც ვხედავდი ... ერთხელაც დილით ადრე გავედი პარკში ამ დროს კი მანქის მკვეთრი მუხრუჭის ხმა შემომესმა და შეჯახების ხმაც მოყვა.. ხალხი შემოესია უშველეთო ყვიროდნენ შემდეგ ვიღაც ორი ბიჭი მივიდა შუშა ჩაამტრიეს და მანქნიდან ახალგაზრდა სისხლით მოსვრილი ბიჭი გადმოიყვანეს და იქვე მიწაზე დააწვინეს .. მიუხედავად იმისა რო ბიჭს სახე სისხლით ქონდა მოსვრილი მაინც ვიცანი ეს ის ბიჭი იყო ბიბლიოთეკიდან ის სილამაზე ვინც წიყვანა .. სიმართლე გითხრა მიუხედავად იმისა რო ესეთ მდგომარეობაში იყო გამიხარდა მისი ნახვა ვიცოდი მისი წყალობით ვნახავდი გოგოს რომელიც დღემდე ჩემს ფიქრებშია .. სასწრაფო დახმარებამ სავამტოფოში წაიყვანა მეც ტაქსით უკან გავყევი .. სავამტყოფოს შესასვლელთან შორი ახლოს დავდექი მთელი დღეე ვიდექი იქ გაუნძრევად და მოლოდინში მინდოდა ერთხელ მაინც მენახა კიდევ მისი სილამაზე ამისთვის ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი .. ვიდექი და ველოდებოდი ... ის ღამე იქ ისე გავატარე დამიჯერებ ძმიშვილო თვალი წამით არ მომიხუჭავს არ მინდოდა ერთი წამის გამო მთელი ეს ემოცი გამომპარვებოდა .. და ჩემი იმედებიც გამართლდა დილით ადრევე მზე ამოვიდა ჩემ სიახლოვეს ის იმდენად ლამაზი იმდენად თბილი იყო მთელ სხეულში თბილმა გრძნობამ დამიარა თვალი მომჭრა მისმა სილამაზემ ამას ვერასოდეს ავხწერ რა დამემართა მაგრამ ჩემ ცხოვრებაში ეს ყველაზე თბილი დილა იყო ... როდესაც თვალს მოეფარა სავამტყოფოში შევედი ამბავი ვიკითხე როგორ იყო და რამდენხანს მოუწევდა აქ ყოფნა ბიჭს ექიმების თქმით ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ალბთობით ერთ კვირას გასტანდა მხოლოდ და მხოლოდ იქ ... იმ დღის შემდეგ ბიბლიოთეკა დავკეტე და ყოველ დილას სავამთყოფოს შესასვლელთან მივდიოდი ყოველ დღე ვუყურებდი და როდესაც ვხედავდი თითქოს მყოფნიდა საკმარისი იყო მისი ხილვაც კი ჩემთვის.. მაგრამ ამდენი ხნის აქ დგომის მერე დავფიქრდი თუ რატო იყო ეს სილამაზე აქ და ვინ იყო ის ბიჭი მისთვის .. თუმცა ამ კითხვაზე მაშინ პასუხი როგორ გამეგო არ ვიცოდი .. ერთი კვირის შემდეგ როდესაც სავამთყოფოში მივედი გავიგე რომ უკვე გაუწერიათ და სავამტყოფოც დატოვეს შესაბამისად ... მის მკურნალ ექიმთან მივედი და ვუთხარი აქ რომ ბიჭი იწვა სად არის მისი მისამართი ხომარ იცით ან საკონტაქტო ნომერი მე ის ვარ ვინც მანქნიდან გამოიყვანა და გადაარჩინა მაინტერესებს მინდა გავიგო როგორ არის.. ექიმა ამ ცრუ იმფორმაციის წყალობით სახლის მისამართი მომცა ... არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი ავდექი და ამ მისამართზე ჩემი საყვარელი წიგნი გავაგზავნე... ვიცოდი რომ ცუდათ მოვიქეცი რადგან ვგრძნობდი რო ცოლ ქმარი იყვნენ მაგრამ თავს ვერ ვთოკავდი და ეს ნაბიჯიც მაგიტომ გადავდგი ისიც ვიცოდი რომ მიხვდებოდა წიგნი მე რომ გავუგზავნე მისთვის ნაცნობი იყო ეს ბიბლიოთეკა ფოსტაზე მითითებული მისამართი მისახვედრი იყო ... ერთხელაც კარი გაიღო და შემოვიდა სამყაროს მკვეთრი ნათება შემოვიდა და ნელნელა მიხალოვდებოდა ჩემს წინ დადგა ( ამ დროს ხელები გამოწია მოხუცმა წინ და თითქოს ჯერ კიდევ თვალ წინ ედგა და ეფერებოდა მას მატარებელში გასაოცარი სანახავი იყო ის რამოდენიმე წამით დუმდა შემდეგ კი გააგრძელა მოყოლა ) იცი როდესაც მომიახლვდა იდგა და თვალებში მიყურებდა შემდეგ გამიღმა და მადლობა გადამიხადა .. სიტყვას ვერ ვუთხარი ესე მეგონა ენაზე დიდი ლოდი მედო მინდოდა ყველაფერი ერთად მეთქვა გულში მილიონი თბილი სითყვა წამიში ვთქვი ენას კი ვერ ვამოძრავებდი .. ბოლოს ბლუყუნით მივუგე არაფრის .. გაეცინა რიათვისო მკითხა!! ვიცი რომ გიყვარს კითხვა და რომ აღარ დადიოდი გადავწყვიტე ესე გამეკეთებინა მაგრამ ნუ მომთხოვ რატომ ეგ მეც არ ვიცი რატომ გავაკეთე .. თავის დახრით კარგიო მითხრა მიბრუნდა გასვლა დააპირა... შემობრუნდა და მისამართი საიდან გაქვთო..... აი ამ დროს მართლა ძალიან დავიბენი გავჩუმდი ვერაფერი ვუპასუხე ის კი ისევ მობრუნდა მომიახლოვდა და მითხრა მადლობა კიდევ ერთხელ მაგრამ ეს აგარ გამეკეთებინა მეტჯერ რადგან ქმარი ყავდა და თან ძალიან ეჭვიანი .. თვითონ მოვიდოდა ხოლმე და წაიღებდა ან აქ წაიკითხავდა.. იცი ძმიშვილო ამას არ უნდა გიყვებოდე მაგრამ ცხოვრება იყო ეგეთი.. მე არ მყოლია მეგობარი... არ მყოლია შეყვარებული.. არ მყოლია ძმა ან და... ჩემთვი ცხოვრება არაფერი იყო მარტოობა კი იმდენად ძნელი და დამღლელი იყო არარ შემეძლ მინდოდა ვინმესთვის მეთქვა რას ვგრძნობდი რას განვიცდიდი.. იცი ბევრჯერ მდომებია სიკვდილი და ამ გოგოს დანახვის შემდეგ იმედი გამიჩნდა და არ მინდოდა ესეც გამქრობოდა ამიტომაც არ მიფიქრია იმაზე თუ რა მოყვებოდა იმას რომ ის გათხოვილი იყო ... მინდოდა ევლო ჩემთან... ხო მინდოდა დამჯდარიყო ჩემს ბიბლიოთეკაში და ეკითხა ჩემს წინ მე კი მისთვის მეყურებინა ... ნელნელა მეგობარი გავიჩინე ხშირად ვსაუბრობდით ხლმე როდესაც აქ მოდიოდა განვიხილავდით სხვადასხვა წიგნს სიმართლე გითხრა გრძნობა რომელიც სიყვარულისკენ მეძახდა მეგობრობამ დაფარა მომწონდა მსათან საუბარი მისი გაცინება მიყვარდა ახალი ცხოვრება დაიწყო ჩემს ერთფეროვან სამყაროში და ეს საოცრება იყო სიტყვებით ვერასოდეს გადმოვცემ ამას ... თითქმის ყოველ მეორე დღეს დადიოდა ერთი წიგნი მოქონდა მეორე მიქონდა ,, ეს მიზეზი იყო აქ მოსვლის და წასვლის მისი ქმარიც ვერაფერს ეჭვობდა დიდხანსაც არ ჩერდებოდა ხოლმე .. ესე გავიდა წეიწადი და მე უკვე მეგობარი მყავდა რომელსაც ვესაუბრებოდი და ვიცინოდი მასთან ერთად,, ერთხელაც ჩემს დაბადების დღეზე პატარა ტორტი მომიტანა საჩუქრად სანთლები დაანთო და სურვილი ჩაიფიქრეო მითხრა .. წამით გავჩუმდი შემდეგ კი ვუთხარი მინდა ეს დღეს გითხრა და აქ ეხლა დაჯექი და მომისმინე სკამზე დავსვი და ყველაფერი მოვუყევი მასთან დაკავშირებით რაც მემართებოდა რაც გავაკეთე და რასაც ვფიქრობდი ის კი მისმენდა და ხმას არ იღებდა როდესაც საუბარი დავამთავრე უსიტყვოდ ადგა და წავიდა ,, (( ჩემო ძმიშვილო სამყაროო გოდებაა მგლოვიარებთა შორის.. სევდაა მტირალთა შორის.. დარდია დარდიანთა შორის.... ხალისია ლაღთა შორის,,, მე კი სიკვიდლი ვარ ცოცხალთა შორის... მინდა სიკვდილი და მარადიულ სიცოცხლეს მივეჯაჭვე ... ამ სიტყვების შემდეგ მითხრა.... ერიდე გზას რომელიც წინასწარ იცი რომ სახიფათოა და ნუ გეგონება შენი თავი იმდენად ძლიერი რამდენდაც არ შეგიგრძვნია ისო ... მე ზუსტად ეგ დამემართა რადგან არასოდეს მყოლია მრჩეველი და არ ვიცოდი რა მოელოდა ესეთი გზის არჩევას ,))), ერთხელაც ამ ამბიდან დიდიხნის შემდეგ იცი ის კვლავ დაბრუნდა მომიახლოვდა და მითხრა ეხლაც ის მოგწონვარ როგორც უწინ .. ხო მომწონხარ მაგრამ დღეს უფრო მეტი მეგობარი ხარ ვიდრე ამ მოწონების რაიმე სხვა მიზეზი.... შემდეგ კი შემომეხვია ხელები კისერზე მომხვია და მაკცოა ეს იმდენად სასიამოვნო იყო ბავშვივით ავცახცახდი მე ხომ ცხოვრებაში პირველათ შემეხო ქალის ტუჩები არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ვცახცახებდი ის კი დამცინოდა და თან მეხვეოდა.. შემდეგ ბევრი ვისაუბრეთ მომიყვა მის ცხოვრებაზე ყველაფერი და მისი ცხოვრება არაფრით იყო ჩემი ცხოვრებიდან განსხვავებული ჩვენ ორნი ამ ხალხით სავსე ქალაქში უკაცრიელ კუნძულზე მაცხოვრებელი მარტო სულებივით ვიყავით გარიყულები ... ის დღე იყო ბოლო ბედნიერება ჩემს ცხოვრებაში,, ის წავიდა კარიისკენ რატომღაც უცებ შიშმა შემიპყრო ვიგრძენი რომ მეტად ვეღარ ვნახავდი დავუძახე ის მობრუნდა მივედი კიდევ ვაკოცე და ვუთხარი ხო დაბრუნდები გამიღიმა და მან მე დამპირდა რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა შემდეგ კი კარი მიიხურა წავიდა ჩემო ძმიშვილო... მას შემდეგ მე ის თვალით აღარ მინავს მხოლოდ სიზმრებში და მხოლოდ ფიქრებში არის ჩემთან... (( შემდეგ გაჩუმდა წყალი მივაწოდე დალიეთ მაპატიეთ ჩემი ბრალია არ უნდა მეთხოვა ამ ამბის თხრობა)) მან კი იცით რა მიპასუხა ხმამაღლა მოყოლილი იყო ეს თორე ყოველდღე ჩემს გონებაშია ეს ამბავი არასოდეს მთავრდება მეორდება და მეორდება .!!!! შემდეგ ისევ ვკითხე შეიძლება გავიგო რა მოხდა სად გაქრა სად წავიდა ან რატომ?? )))) ამბობენ საზღვარ გარეთ გადავიდნენ საცხოვრებლათო ზოგნი ამბობენ საქართველოში არიან მაგრამ სად ვერ გავიგე ... ისიც მსმენია ეჩვიანობის ნიადაგზე იმ დღეს ქმარს მოუკლავს და შემდეგ თავიც მოიკლაო მაგრამ მე აქ ყველგან ვნახე მთელი ჩემი ცხოვრება ვეძებ,, ყველგან ვიყავი ყველა სასაფლაო მაქვს ნანახი დამკრძალავი ბიურებშიც ვიყავი მაგრამ იქ არაფერია ბიბლიოთეკა გავყიდე ვინც იყიდა მას ვთხოვე თუ გამოჩნდებოდა დამკავშირებოდა იქედანაც არაფერია .. ბიბლიოთეკა იმისთვის გავყიდე ყველა ქალაქი თუ სოფელი მომეარა ამ ფულით და მომეძებნა ის .. 20 წელი ვეძებე შემდეგ დავბრუნდი და იმ იმედით რო ჩემ ბიბლიოთეკაში დაბრუნდებოდა მუშად დავიწყე მუშაობა კაპიკებს ვაგროვებდი რომ კიდევ სხვა სოფლები მენახა ვიცი დაუჯერებლად მოგეჩვენება მაგრამ მე მას 40 წელი ველოდებოდი დღე და ღამე არ მეძინა ,, ჩემო ძმიშვილო ქალი მიყვარდა რომლის გვარი არ ვიცოდი მისი მისი ქმრის სახელ გვარზე ვედზებდი ფოსტებში ყველგან მაგრამ თითქოს მიწამ ჩაყლაპაო .. იცი ამ ცხოვრებაში ერთი მეგობარი მყავდა,, დედა მამა დეიდა და სიყვარული ჩემი მთელი ცხოვრება შეადგანდა 4 ადამიანს მაგრამ იცი ვინ იყო ჩემი ერთგული... ( ეს რო მკითხა ხელები გამოწია სინათლეზე დახედე ამ ხელებს ხედვ ამ ჩრილობებს როგორ არის დასერილი ეს ჩემი მეგობრის გადარჩენისთვის გაშვერილი ხელებია.. )) როდესაც მივხდი რო ყველაფერი მორჩა როდესაც ყველანაირი იმედი გადამეწურა გამახსენდა რომ მე მყავდა მეგობარი რომელსაც ვჩრდებოდი და დღეს ის ჩემსავით გადამძუებული ბებერი იქნებოდა ვიცოდი რო ერთმანეთის ნახვა ორივეს გაგვეხარდებოდა ავდექი და მაშინვე დავბრუნდი ჩემი სოფელში სადაც ვიზრდებოდი სადაც ჩემი მეგობარი იყო იდგა და მელოდებოდა.. საცოდავი ისიც ჩემ დღეში იყო ეკალ ბარდი იყო შემოსილი და ახჩოდნენ მას... შიშველი ხელებით მოვაცილე ისნი და რაც ხავსი ჰქონდა რომ მოვრჩი თითქოს ესიამოვნა და აშრიალდა მაღალი გაზრდილა დიდი ველზე გადაშლილი ტოტებით მოვეხვიე მის ძირს ვკოცნიდი და ვიმშვიდებდი თავს რომ მე მყავდა მეგობარი ის მელოდა და მზად იყო ჩემი ყოველი სიტყვა გაეგო ... მის ქვეშ წამოვწექი და წამით ჩამთლიმა სიმართლე გითხრა მე მეგონა რო ეს წამიერი ჩათვლიმვა იყო არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა მაგრამ ის ვიცი რო ესე მშვიდად არასოდეს მიIნებია... ესე დაცული აასოდეს ვყოფილვარ თითქოს ყველაფერი გადამავიწყდა და მომეშვა ,, რაც ფული მქონდა დანაზოგი მიმდებარე პატარა მიწა ვიყიდე ჩემი მეგობრის გარშემო ,, შემოვღობე და წამოვედი თბილიში მინდა ბოლოჯერ მივსულიყავი ბიბლიოთეკაში და რამოდენიმე წიგნი წამომეღო ეხლა კი ვბრუნდები ჩემს მეგობართან .. აი ეს არის ჩემი ისტორია ჩემო ძმიშვილო... მე სიკვდილის არ მეშინია მზად ვარ ყოველ წას მაგრამ იცი რა მაშინებს ?? ვინ დამკრძალავს მე ვინ დამაყრის გულზე მიწას ვინ მომიხსენიებს და ვინ იქნება ჩემი სიტყვის მთქმელი .. აი ამის მეშინია მე ... ( ხელზე მოვკიდე ხელი თქვენ კიდევ დიდხანს იცოცხლებთ მაგრამ გპირდებით როცა ეს მოხდება მე ვიქნები ის ადამიანი ვინც ამ ყველაფერს გააკეთებს ვინც პატივს მოგაგებს და ვინც ღირსეულად დაგკრძალავთ თქვენ საფლავს ქვაც ექნება ქვაზე სახელიც და მომვლელიც ეყოლება... ადამიანის იმდენად გაოცებული და გახარებული გამომხედა ვერ გადმოგცემ როგორ გამეხარდა მისი გამოხედვა მადლიანი თვალებით .. მას შემდეგ მის გვარდით ვიყავი ხოლმე სულ ვაკითხავდი ის კი ხან საჩმელი მიმქონდა ხან ტანსაცმელი ის იმ ხის ქვეშ პატარა ხისგან შეჩედილ ქოხში ცხოვრობდა ძალიან დიდ ხანს ყოველ დღე ვნახულობდი ყოველ დრე მეკითხებოდა მის სახელზე წერილი ხომარ იყო და ყოველ ჯერზე იმედიანათ იყო ბოლომდე ჯეროდა რომ ის წერილს აუცილებლად მიიღებდა მე კი ამ ამბავს მთელ სოფელში ვყვებოდი რომ უფრო და უფრო შორს გასულიყო და იქნებ მიეხწია ხმა კიდეც ადრესატამდე თუმცა უშედეგოდ ბოლოს მახსოვს როდესაც ავაკითხე მთხოვა რომ ხე ხმება და უშველე რამე იქნებ გადაარჩინოვო ის წუხსო ,,, მეორე დღეს კი ის ხეზე ჩახუტებული ვიპოვე გარდაცვლილი ... მეგობრების დახმარებით სათანადო პატივი მივაგეთ ხე უკვე იყო მალე მოთყდებოდა და ძირს დაცემული დალპებოდა ამითომაც გადავწყვიტე მოგვეჭრა მისი მასალით შევჭედეთ სამუდამო განსასვენებელი და შიგ ჩაგვეწვინა და ისინი დღემდე ერთმანეთის გვერდი გავერდ არიანი დღემდე უზუარებენ ერთმანეთს გულის წუხილს ... ჩემი ბერი კაცის სახელზე კი წერილი დღემდე არ მოსულა ... ( იყავი მორჩული სულისა და ნუ დაემონები სხეულს ისწავლე ფასი თავისა და შემდეგ დააფასე სხვები ))) (((((



№1 სტუმარი anita

ai dzaan momewona gansxvavebulia da dzalian momwons aseti rameebis kitxva

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent