მჯერა, ერთად გაფრენასაც შევძლებთ
-ნინა, როგორ ხარ? -კარგად კატო, შენ როგორ ხარ? -ნორმალურად, თუმცა წინ საშინელი დღე მელოდება და უკვე ვემზადები ყველაფრისთვის. -არ მეტყვი რა ხდება? რატომ ბუზღუნებ ან რა გელოდება წინ? რას ნიშნავს ეს სიტყვები? გაკვირვებულმა ვკითხე კატოს, მართლა არ ვიცოდი რატომ იყო ესეთ ხასიათზე. -ჩემი ძმა ჩამოდის დღეს მის ძვირფას ძმაკაცებთან ერთად და მომიწევს მთელი დღე მათ გადავყვე თან, არა და ძალიან მეზარება, თან ტეხავს უყურადღებოდ ხომ ვერ მივატოვებ სტუმრებს, ბებოსაც არ შეუძლია, ვერ იყო რაღაც კარგად... ბოლოს დაამატა დადარდიანებულმა კატომ. -კაი რა, ნუ ხარ გიჟი, მე აქ არავარ? გამოვალ და მოგეხმარები სულელო, გავუღიმე და ვცადე მისი გამხიარულებაც, გამომივიდა კიდევაც. -რაა?? მართლა გამოხვალ და დამეხმარები დღეს? -ჰო, გამოვალ, გამოვალ, გავუმეორე ჩემს საყვარელ კატუნას. კატო ჩემი საუკეთესო მეგობარია, ბავშვობიდან ერად ვართ, მამამ დედასთან ერთად მიატოვა ორივე შვილები ბედის ანაბარა. არავინ იცის სად არის კატოს მამა, 2 წლის იყო კატუნა რომ მიატოვა მამამ, მისი ძმა კი 5წლის იყო, როგორც ვიცი. დედამისი კატო რომ სკოლაში შევიდა იმ წელს წავიდა საზღვარგარეთ რათა შვილები ლუკმა-პურის გარეშე არ დაეტოვებინა და მათი მომავალი ყოფილიყო უზრუნველი, ასეც მოხდა. ახლა კატო 17 წლის არის, ეკა დეიდამ კი (კატოს დედამ) ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ მის შვილებს არაფერი მოჰკლებოდა. როცა კატოს ძმა 10 წლის გახდა დედამ წაიყვანა თავისთან. ეხლა 20 წლის არის და მის ასაკთან შედარებით უკვე წარმატებული ფეხბურთელია, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს. რაც წავიდა მას შემდეგ არც მის დას უნახავს, მე კიდევ არც კი მახსოვს კატუნას ძმა, უბრალოდ მისი დიდან ვიცი რომ მას ანდრია ჰქვია, მიუხედავად იმისა, რომ ანდრიას პირადად არ ვიცნობდი, მისი დიდან მასზე ბევრი კარგი რამ ვიცოდი. უკვე დიდია და სულ სხვანაირია, აღარც კი აქვს ბავშვობის დროინდელი სახე შერჩენილი. მოკლედ მოვრჩები ეხლა კატოს ოჯახზე საუბარს და გეტყვით თვითონ როგორია ჩემი საუკეთესო მეგობარი: არც ძალიან მაღალი, სუსტი, ქერა თმებით და მწვანე თვალებით, საკმაოდ მიმზიდველია გარეგნულად, თუმცა სულიერად უფრო ლამაზია ჩემი გოგო... მეე?! მე რაც შემეხება, ეხლა ჩემზე გიამბობთ. მე ნინა ელიზბარაშვილი ვარ, მამით ობოლი, დედა კი სახლში მყავს და თან მევლება არაფერს მაკლებს, ერთ დროს უზრუნველი ოჯახი ნელ-ნელა თითქოს ხელიდან გვეცლება, და უკან-უკან იხევს ჩვენი ოჯახის ფუფუნება. თუმცა უკვე მეც დიდი ვარ და შემიძლია დედიკოს დავეხმარო, როგორაც ვახერხებ ყველაფერში ვეხმარები, კარგი მოვრჩეთ ეხლა ოჯახის ამბებს, ჰო მართლა სალხში მხოლოდ მე და დედა ვცხოვრობთ, დედას ნანა ჰქვია. ეხლა კი მე, მე საშუალო სიმაღლის, სისტი, შავი თმები და ცისფერი თვალები მაქვს. როგორც დედა იტყვის ხოლმე "ძალიან უხდება მის შავტუხა გოგოს ცისფერი თვალები" მეც მიხარია ამ სიტყვების გაგონება. მე და კატომ ბაღიც ერთად დავამთავრეთ და სკოლაც. წელს კი ორივენი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხეთ, რა თქმა უნდა, აქაც ერთად, ეკონომიკაზე. ეს ყველაფერ სულ რაღაც 2 დღის წინ გავიგეთ, ძალიან გახარებულები ვართ ორივე რომ ერთად ვართ, თან სრული დაფინანსებით, მმმ რა მაგარია... ეხლა კი დავუბრუნდეთ ჩემი და კატუნას დიალოგს; -კატუ, გამოვდივარ, ქვემოთ ჩავირბენ და ნანას დავუბარებ არ ინერვიულოს და ვეტყვი რომ სახლში ხვალ დავბრუნდები. მანამდე შენათან ვიქნები. -კარგი ჩემო მხსნელო, გამივინა მეგობარმა და ტელეფონი გამითიშა. მე კი გვემოთ ჩავირბინე დედასთან. -დეე, დედიი! -ხო დე, რა არის? -დედი კატუნასთან მივრივარ, ხვალ საღამოს მოვალ, კაი? -კაი დე, მაგრამ რა ხდება კატუნასთან ხვალამდე? -მისი ძმა ჩამოდის, თავის მეგობრებთან ერთად და დახმარება უნდა, სახლიც მისალაგებელი მაქვს და რაიმე გამაკეთებინეო და უარს ხო არ ვეტყოდი, თან ავკისკისდი და მზრუნველი გოგოს სახე მივიღე. -ოხ ნინა, ნინა. გამიცინა დედამაც. -კაი დე წავედი, აბა შენ იცი, გაკოცე და არ ინერვილო, ხო? -კაი დე არაფერი იმაიმუნოთ უცხო ბავშვებთან გეხუტე. მაკოცა და მეც გარეთ გამოვედი, ტაქსი გავაჩერე და კატოს მისამართი ვუთხარი, თან ტელეფონი მოვიმარჯვე და მეგობარს მივწერე "კატუშ 10 წუთში შენთან ვარ". 10 წუთში მართლა კატოს ბინასთან ვიყავი, მანქანიდან ჩამოვხტი, მძღოს თანხა გავუწოდე და სადარბაზოში შევედი და კიბეებზე ავირბინე. კატოც შემომეგება დავრეკე თუ არა კარზე ზარი. -ნინაჩკა, რა ფუნქტუალური ხარ გოგო! -ნუ იცინი საზიზღარო, როდის ვარ არაპუნქტუალური? ორივემ სიცილი დავიწყეთ. -კაი კაი შევედით და გამოვიცვლი თორე დავიწვი ამ შარვალში, შორტები წამოვიღე და უცებ ჩავიცმევ. -კაი როგორც გინდა, თუ გინდა მე გათხოვებ ჩემებს? -არა, რად მინდა, თითქოს ერთი კვირით წამოვედი იმდენი რამე წამოვიღე. -ჰო, აბა უცებ ჩაიცვი მიდი. 4ის მერე ველოდები იმათ. 4ზე აეროპორტში ვიქნებიო და აქვეა ალბათ ნახევარ საათი გამოვლენ აქ. -აბა ვიჩქაროთ 3 კი არის უკვე და მშივრები მოვლენ. -ჰო და უცებ დაიწყე შენ რამის გაკეთება მე სახლს მივალაგებ კიდევ ერთხელ. -კაი მიდი, მე მზად ვარ უკვე, აბა წინსაფარი მომეცი და შევვარდები სამზარეულოში. არც კი დავლოდებივარ კატოს ისე ავიღე წინსაფარი, გავიკეთე და პროდუქტები დავდე მაგიდაზე კერძის გასაკეთებლად. ვიფიქრე რა გავაკეთო თქო და ამ დროს კატო შემოვიდა და მითხრა რაიმე ნოყიერი გააკეთე ძაან მშივრები იქნებიანო. მეც ვიფიქრე ქათამს შევწვავ და კიდევ რაიმე სალათს გავაკეთებთქო და ასეც მოვიქეცი, ამასობაში 4შესრულდა, მეცოვრჩი კატოც დამეხმარა და უცებ გავაკეთეთ ყველაფერი. -რა გოგო მყავხარ, რა გოგო! შენ რომ არა ეხლაც გაბრაზებული ვიქნებოდი და არც არაფერი მექნებოდა გაკეთებული. -კარგი რა კატუშ, დაიკოები რისთვის ვართ? არ გრცხვენია გოგო? -კაი ხო, კაი. წამო გამოვიცვალოთ, უკვე ჩამოვიდოდნენ და აწი კი მოვლიან. -ხო წავიდეთ. ოთახში შევედით წყალი გადავივლეთ ჯერ, რაღაცნაირი სამზარეულოს სუნი გვქონდა, შემდეგ კიჩავიცვით და მისაღებში დავჯექით. ძალიან მოკლე ჯინსის შორტები და მოკლე ტოპები ჩავიცვით ორივემ ფეხზე კი კეტები. სულ ასე გვიყვარდა ერთნაირ სტილში ჩაცმა. ლაპარაკი დავიწყეთ, ძალიან გვაინტერესებდა ვინ ჩამოჰყვებოდა ანდრიას. საუბარში ვიყავი გართულები როცა კარზე ზარის ხმაც გაისმა. -ალბათ მოვიდნენ ნინა ჩვენი სტუმრები, რა მაგარიაა... ჩემს ანდრიანოს ვნახავ, ჩემს მონქტრებულს. იცი როგორ მენატრება? აი, ძალიან, ძალია. თვითონმე გასცა პასუხი თავისვე დასმულ კითხვას. აიი ესეც პირველი თავი, იმედია მოგეწონებათ და შევძლებ წერა გავაგრძელო, თუ არ მოგეწონათ არ გავაგრძელებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.