შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Dream! (4თავი)


29-05-2016, 01:28
ავტორი capricoana
ნანახია 1 712

არ ვიცი რატომ მაგრამ მინდა გიამბო.. ჯერ 15 წლის ვიყავი როცა ეს მოხდა . ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი მყავდა მეგობარი ადამიანი რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა საოცრება იყო ნიკუშაზე ახლოს მყავდა ის..... არ ვიცი ..მოკლედბევრი იყო ჩემთვის ადამიანი რომელსაც ჩემი უხმოდ ესმოდა არ შემეძლო უიმისოდ თუნდაც ერთი დღე ან ერთი საათი უბრალოდ არ ვიცი ასე ძალიან რატომ მიყვარდა ერთი მეგობარი მყავდა რომელიც არც ისე ახლოს იყო მაგრამ ვიცნობდი . მე მივიღე როგორც მეგობარი მაგრამ თურმე მას ვუყვარდი თან მამიკოს განებივრებული ბიჭი იყო უკვცე ძალიან მაწუხება სულ დამდევდა მე არაფერს ვამბობდი მაგრამ ეს ყველაფერი მანაც გაიგო მას თორნიკე ერქვა ხოო ერქვა .. მის სანახავად წავიდა და იქ მისულს თავისი ყოფილი მეგობარი დახვდა რომელმაც ადრე ძალიან მწარედ გააცურა და არა მარტო თორნიკე ... თორნიკე მრბოლელი იყო ხშირად დავყავდი რბოლებზე . ბაჩო თავისი სასტავით იყო მოსული როცა თორნიკე ნახა ამპარტავნულად დავუწყო ყურება და საშინლად იქცეოდა დაუნიშნა ადგილი სადაც უკანონო რბოლა გაიმართებოდა რბოლის შემდეგ კი ყველა თავის ადგილს დაუბრუნდებოდადა ყველაფერს დაივიწყებდნენ თორნიკეს შეტყობინება მოუვიდა ტელეფონი მე მქონდა და დაუფიქრებლად გავხსენი და ვნახე რომ დღეს ღამის სამ საათზე იკრიბებოდნენ იქ ადგილიც იყო მითითებული ვერ მივხვდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო მაგრამ თავს საშინლად ვგრძნობდი ვკითხე რა ხდებოდა მაგრამ არაფერი მითხრა მხოლოდ შუბლზე მაკოცა და მითხრეა რომ ახლა ჩემი ძილის დრო იყო ამიტომ ვეღარაფერი ვკითხე და ავედი ჩემს ოთახში ვერ ვიძინებდი მაგრამ ცოტახანში ჩამეძინა მაგრამ სიზმარი ვნახე რომ თორნიკე მანქანით მიქროდა დიდი სიჩქარით ვეძახდი მაგრამ მხოლოდ იმის დანახვა მოვახერხე როგორ მიქნევდა ხელს ვერაფერი შევძელი მუხლებზე დავეცი და ვყვიროდი მაგრამ გვიანი იყო ძალიან გვიანი გამომეღვიძა საშინელი ქუხილი იყო ჩავიცვი და დაბლა ჩავირბინე ვერავინ ვნახე მაშინ ვიგრძენი რომ შეიძლებოდა ჩემი საყვარელი ადამიანი დამეკარგა ადამიანი რომელიც ძმაზე ახლოს მყავდა რომელიც ყოველი გაჭირვების დროს გვერდით მყავდა არასდროს მტოვებდა ...
ტაქსი გამოვიძახე და იმ წყეული ადგილისკენ წავედი . ტაქსს შორს გავაჩერებინე , ადგილამდე მივირბინე და დავინახე რომ თორნიკეს მანქანა ადგილს მოწყდა ძალიან შემეშნდა იქვე ახლოს ნიკა შევნიშნე და ვკითხე რა ხდებოდა მან კი სიხარულით მითხრა რომ მესამე ტური იყო რბოლისდა დიდი იმედი ქონდა რომ ახლაც თორნიკე გაიმარჯვებდა და მეც გავთავისუფლდებოდი მივხვდი ყველაფერს ყველაფერს რაც ხდებოდა . გამახსენდეა სიზმარი ძალიან მეშინოდა ქუხილის ხმაში მრბოლელი მანქანების ხაც ისმოდა და მათი ხმის ერთმანეთთან შერწყმა ცუდად მხდიდა . წვიმაც იყო .ხოო წვიმა რომელმაც შეიწირა ჩემი თორნიკე მანქანა მოუცრდა და ასე დასრულდა მისი სიცოცხლეც მეც მას შემდეგ მხოლოდ ვარსებობ და ისიც მხოლოდ ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის .
მათთვის მას შემდეგ ძალიან ცუდი ცხოვრება მქონდა .სუიციდით მინდოდდა დამესრულებინა ჩემი სიცოცხლე მაგრამ გიომ ამაში ხელი შემიშალა . წარმოუდგენელი იყო ჩემი სიცოცხლე .
იცი ძალიან მტკივა ძალიან .

_ანა მე იცი არც ვიცი რითი განუგეშო ალბად ეს შეუძლებელია ...
მოდი ჩემთან .

ანა იმდენად ცუდად იყო რომ ძლივს სუნთქავდა იმდენად ცუდად იყო ტირილის ძალაც აღარ ქონდა . სანდრომ ხელები გაშალა და იმდენად ძლიერად მოხვია ხელები რომ იქ მყოფნი იფიქრებდნენ უნდა თავისი ძალა და ენერგია გაუნაწილოსო აი ასე მასზე მიკრულს დაეძინა და როცა სლუკუნს მორჩა ალექსანდრემ გაიყვანა თავის ოთახში და მის გვერძე დააწვინა მთელი ღამე მის თმას ეფერებოდა და შუბლზე კოცნიდა . გათენდა თუ არა ისე გააგრძელეს ყველაფერი თითქოს არაფერი მომხდარა მაგრამ ნებისმიერი იგრძნობდა მათ სიახლოვეს . ანამ გაიღვიძა თუ არა გაემზადა და სამზარეულოში გაიქცა მოამზადა სალათა და დაუძახა ალექსანდრეს ისიც მსუნაგივით მაშინვე გაიქცა მასთან მაგრამ ჭამის მაგივრად ანას შესცქეროდა .

_ რააა?

_არაფერი

_აბა რას მომაშტერდი ? ჭამე
_ უბრალოდ შემოგხედე . არ შეიძლება ?
_ კაი კაი .
გავიდა ხუთი წუთი და აჰამ ისევ

_ კაი რაა ვერ ვჭამ მასე ნუ მიყურებ
_როგორ მასე?
_ აი ეგრე . გეყოს ღადაობა და მაცადე ჭამა

_ ჰაჰ კაი ვსოო გპირდები აღარ შემოგხედავ . ნუ არ მოგაშტერდები
_ გთხოოვ წყალი მომიტანე რა
_ წვენი ხომ გაქ
_ აუ არ მინდა წვენი წყალი მინდა
_კაი ახლავე

სანდრო წავიდა თუ არა ანამ დრო იხელთა და სალათაზე წიწაკა მოუპნია ხოლო წვენში მარილი ჩაუყარა სანდრომ წყალი მიუტანა თუ არა ერთი ყლუპი მოსვა და გავარდა
მადლოობ ზღვაზე ვიქნები მე

გაოცებული უყურებდა ანას და შეჭამა თუ არა სიმწრისგან წვენს დაწვდა და ისიც გადმოაქცია უკან გამწარებულმა და ბოლო ხმაზე დაიღრიალა

_ანა მოგკლავ
_ჰაჰაა კაი გელოდები

აიტაცა და აბაზანაში ცივი წყლის ქვეშ შეაგდო

_ეე გაგიჟდი? აუ გეყო რა ცუდად ვარ
_ არა მეტის ღირსი ხარ

ანა გაუჩერებლად ფართხალებდა და ალქსანდრემაც ვეღრ გაუძლო და წყლისკენ გაიქცა
_აუ რანაირი ხარ რა. საერთოდ მე მალე ვცივდები ხოლმე და სულ შენი ბრალი იქნება
_ კარგი რა ანნ .შენ რა გაგცივებს კი ხარ ლომივით
_მეღადავები? ვსო გაგებუტე
_ გინდა გავისეირნოთ ?
_როდის საღამოს?
_კი
_ შანსი არაა გიო ელინა ლუკა და ნიკა მოდიან და თან ლუკას ვიღაც მოყავს მგონი ასე მითხრა უნდა გაგაგიჟოვო და მაინტერესებს
_ კაი მაშ ხვალ საღამოს
_კაი

საღამოს ბავშვებიც დაბრუნდნენ და ანას თმები ყალყზე დაადგა როცა ლუკას მოყვანილი გოგო დაინახა . მაღალ ქუსლებზე შემხტარი გოგონა რომელიც ქერა იყო და ყველას ეპრანჭებოდა ყველა როცა დასაძინებლად წავიდა ელინამ და ანამ საუბარი დაიწყეს თუმცა რას იფიქრებდნენ სანდრო თუ უსმენდა მათ .

_ უკვე ისე მეწეწება ნერვები ან მაგას გავაგდებ ანმე წავალ აქედან

_კარგი რა ან გაუძებ როგორმე პრანწია თეკლას და მორჩება ესეც რა
_ აი პროსტა მართლა აღარ შემიძლია ყველას ეპრანჭება და ვაიმე დააკვირდი ალექსს როგორ ახტებოდა ზედ?

_შენ რაა ეჭვიანობ?
_ მე? ღადაობ? კაი რა რაში მანაღვლებს პროსტა ვერ ვიტან მასე რომ იქცევა
_ ხოო მაგრამ ასე არასდროს ყოფილხარ
_იცი მას მე ყველაფერი ვუამბე
_ ხომ გითხარი ასე იქნებათქო შენ მას ენდობი
_ხოო მაგრამ არ ვიცი რატომ
_ ალბად მალე მიხვდები
_ აჰამ . კაი წამო დავიძინოთ

დასაძინებლად წავიდნენ და პიჟამოები ჩაიცვეს და როგორც ყოველთვის ერთად დაწვნენ ელინას ჩაეძინა მაგრამ ანამ ვერაფერი მოახერხა უცებ მისი სახელი გაიგო გაღებული ფანჯრიდან იფიქრა მომეჩვენაო მაგრამ რომ არ გაჩერდა წამოყო თავი და ფანჯარაში დაინახა კაპიშონიანი შავ სპორტულებში გამოწყობილი ალექსანდრე

_ალექს შენ ხარ? აქ რა გინდა
_უმმ ხომ გაღიზიანებს ის გოგო ხო და წამოდი მომემზადე შურისძიებისთვის
_ღადაობ? ასე?
_ მასე რომც მეხვეწო არ წაგიყვან
_ ოჰოჰო კაი მაშ ჩადი და გამოვიცვლი
_ არა . ვერ მომატყუებ არ ჩავალ
_ კაი რა ესე ვერ გამოვიცვლი მცხვენია
_ კაი რა გოგო შენი აზრით ამხელა კაპიშონიდან გხედავ ?
_ ხო კაი მოვდივარ


მანაც იგივე სტილის სპორტულები და რაც მთავარია დიდი კაპიშონით
_წავიდეთ?
_ ხოო ოღონდ ეს ქუდი გადამიწიე თორემ გადავვარდები და ერთადერთი ეჭვმიტანილი იქნები იცოდე
_ ჰაჰ კაი კაი ისე ტყუილად ბუტბუტებ ამას ყუებში რომ ჩაჰყვირო ვერ გააღვიძებ
_კაი წავედით
_და რა უნდა ვქნათ
_ მომყევი და დანიშნულების ადგილზე გაიგებ

მივიდნენ და შეიპარნენ თეკლას ოთახში და სანდრომ ზურგჩანთა გახსნა და ამოიღო წებო საღებავი და ქაღალდი .
_ რაა გაგიჟდი მე ამას არ გავაკეთებ

უცებ მიბრუნდა და კარებისთვის ხელი რომ უნდა მოეკიდა სანდრო კაპიშონში წვდა და უკან მიიქაჩა

_ანუ მარტო მტოვებ?
_ ოჰ ჯანდაბას მაინც მაღიზიანებს ასე მოუხდება, აბა რა ვქნა?

_ შენ ეს საბანი დაიკავე და როცა გეტყვი ზედ დააგდე კაი?
_კაი

აიღო წებო და ქაღალდს გადაუსვა და წარბზე მიაკრო სანამ კარგად მიეწებებოდა კიდევ კედელზე დიდად დაუწერა "სანა" სან_დრო . ს_ ანა ... მივიდა და ქაღალდი ააძრო ანას ნიშანი მისცა და მანაც ზედ დააგდო საბანი გამოვიდნენ და სახლიდან საერეთოდ გავიდნენ და გარეთ დასეირნობდნენ

_ ეჰ არადა როგორ ამაყობდა თავისი წარბებით ხო?
_ აბაა რაღა ეშველება
_იცი მე შენი საუბარი გავიგე და
_ მე და ელინას გვისმენდი ?
_არა არა არ გისმენდით უბრალოდ ყური მოვკარი თქვენს საუბარს
_ აუ ოღონდ ეს არა . დაივიწყე კარგი
_ კაი კაი არაფერია უბრალოდ რაღაცის თქმა მინდოდა იცი მე მე მ...

უცებ გააჩუმა და დაუწყო ყიყინი
_ არაფერი შენ ან რა შენ ? მოდი არ მინდა შენი ბოდიში და დაივიწყე ყველაფერი კარგი?
_ბოდიში არ უნდა მეთქვა
_ ხო რაც არ უნდა გეთქვა . წავიდეთ სახლში?
_რავი წამო ზღვაზე იქ ვიყოთ ღამე გინდა?
_კაი თორემ თეკლას წუწუნს რა გაუძლებს

ის ღამე იქ გაატარე ცვლიდნენ ერთმანეთთან ინფორმაციებს და მერე დუმილით უსმენდნენ ერთმანეთს დილით მზის ამოსვლასაც უყურეს და გასწიეს სახლისკენ . შეიპარნენ ოთახებში და ძილი განაგრძეს თეკლას ჭუჭყუნმა ალექსი გამოაღვიძა და წითელი თვალებით გაემართა მათკენ ხოლო ანასთან გახარებული ელინა გავარდა და აღვიძებდა
_ ანა ანაა გაიღვიძე ფისოო
_ფისო კი არა სანამ ცოცხალი ხარ მოკეტე
_ შენთვის მაგარი ამბავი მაქ თეკლას ცალი წარბი აღარ აქ
ანამ ცალი თვალი გაახილა და დაბღვერილმა უპასუხა
_კაი კაცო რას მელაპარაკები მართლა?

_არა . არააა . შანსი არაა . ნუთუ თქვენ ?
_ აბა თქვეენ?
_ გაგიჟდი გოგო გაიღვიძე ახლავე და მომიყევი ყველაფერი

ანამაც ყველაფერი უამბო და ბოლოს ებუზღუნა რომ გააღვიძა და რამის ბოდიშები ახდევინა .

_ისე შენსკენ რა ხდება?
_არაფერი ისეთი . ძალიან ბედნიერი ვარგიო ისევ კარგად ექცევა და საერთოდ იმდენად ბედნიერი ვარ რომ უკვე მეშინია
_ ვაიმეე ჩემი გოგო

გადაეხვივნენ ერთმანეთს და ასე ნახევარი საათი ერთმანეთს ეხვეოდნენ
მეორე დღეს ისევ სახლში ბრუნდებოდნენ ამიტომ მთელიდღე ზღვაზე იყვნენ გაემზადნენ და ყველაფერი სანდროს მანქანაში ჩატენეს გამწარებული თეკლა ლუკას მანქანით მარტო წავიდა ლუკა სანდროს მანქანაში საჭესთან დაჯდა ანა სანდროს ჩაუჯდა კალთაში გიოს კი ელინა ხოლო ნიკა წინ დაჯდა უკანა სავარძლებზე სხვა ნივთებიც ედოთ და ამიტომ მოუწიათ კალთაში ჩაჯდომა ანამ ვეღარ გაუძლო და ჩაეძინა სანდროზე დაყრდნობილს ხოლო ამ ყველაფერს ჩუმად ელინა აფიქსირებდა გიოს კალთიდან და ბედნიერებისგან გიოს ეხუტებოდა ასე თბილად ჩავიდნენ გორამდე და იქ ყველა თავის ბინებში დაიშალა მაგრამ გიო თითქმის ელინასთან გადასახლდა და ანამ გადაწყვიტა სოფელში წასულიყო იქ ჩასვლისას დაურეკა ბავშვებს და გადაწყვიტეს რამდენიმე დღით იქ დარჩენილიყვნენ...



№1  offline წევრი capricoana

კიბო
წერტილი და მძიმეები მაკლიაა :D :D აზრს რომ დაასრულებ დასვი ხოლმე, ბევრგან აკლია. ჰო და კიდევ ინტერესი არის, მაგრამ კარგად დაფიქრდი სანამ თითოეულ სიტყვას დაწერ, რა ემოციას მოიტანს მკითხველამდე. ჩამთრევია მაგრამ ზოგჯერ ძნელად გასარჩევი ^^

ჰოო. :) wink სამწუხაროა მაგრამ ეგ ჩემს ქართულის მასწავლებელსაც აკლია ხოლმე winked

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent