შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოხდენილი მატყუარა! [3]


29-05-2016, 18:29
ავტორი Likk Red
ნანახია 2 222

მოხდენილი მატყუარა!
კესო მშვიდად მისეირნებდა სკეიტით სოფოს სახლისკენ. ერთი სული ქონდა როდის მოუყვებოდა რაღაც რაღაცეებს, გული კი იმაზე წყდებოდა რომ რაღაცეების დამალვა მოუწევდა. იმედი კი იმის ქონდა, რომ არ წამოცდებოდა.
ამ რამოდენიმე დღეში საბა სარულიად შეიცვაალა მის მიმართ, ყველანაირად თბილად ექცევა, დღე არ გავა ერთმანეთი რომ არ ნახონ და გაისეირნობ, ახლაც როცა სოფოს სახლიდან წამოვა საბასთან წავა და შემდეგ ისინი ერთად გაისეირნებენ.
პრეოქტს რომელსაც რეზისთან ერთად აკეთებდა თითქმის დასრულებული იყო, მხოლოდ გაფორმებაღა იყო დარჩენილი, რომელსაც რეზის დედა ანა გააკეთებდა.
-მოვედი- ხმამაღლა დაიყვირა და სახლში შევარდა. სკეიტი იქვე მიაყუდა და ხტუნაობით შევიდა მისაღებში, მაგრამ იმ წამსე მოტრიალდა, როცა სოფო ვიღაც ბიჭთან ერთად დაინახა, არასასიამოვნო პოზაში. სოფოს მის საქციელზე ჩაეცინა, მისთვის ეს ჩვეული ცხოვრების წესია და სულაც არ სცხვენია და არ აინტერესებს ის თუ ვინმე მას ბ*ზს უწოდებს
-შეგიძლია მოტრიალდე- სიცილით მიმართა კესოს და მის წინ მდგარ, სიმპატიურ და დაკუნთულ ბიჭს ტკბილად აკოცა. რაზეც კესომ თვალები გადაატრიალა, სწრაფად გავიდა სამზარულოში რომ კიდევ ერთი ტკბილი მომენტი არ გაეფუჭებინა.
-გააცილე?- სიცილით კითხა კესომ და მაცივრიდან ცივი წვენი გამოიღო. ჭიქაც მალევე იპოვა და სწრაფად დაისხა.
-აჰაამ- ჩაიხითხითა სოფომ და ჭიქა მაგიდიდან ააცალა. რაზეც კესომ ამოიგმინა. ჰო ეს მათი საფირმო ჩვევაა. წაართვი სანამ წაგართმევენ.
-მე მეგონა რაიმე სერიოზული იყო- მხრები აიჩეჩა კესომ. მის ნათქვამზე სოფომ ხმამაღლა გაიცინა. მისთვის არ არსებობს სერიოზული ურთიერთობები, არც არავის უყურეს სერიოზულად და არც აპირებს. უყვარს გართობა, ეს მისი ცხოვრებაა, ამაზე უარის თქმა კი გაუჭირდება.
-კარგი რა- გაიცინა და კიდევ ერთხელ მოსვა წვენი- ჯობია მომიყვე შენ ტ*აკ საბასთან რა ხდება- გადაიხარხარა და მის მეგობარს თეძოზე თეძო გასცხო. კესო მაშინვე მიხვდა კითხვა როგორი კუთხითაც იყო დასმული.
-დიდიხნის წინ მოხდა- აწითლებული ლოყევით გახედა სოფოს, რომელმაც წამით ნაწყენი სახე მიიღო, რადგან მან ეს არ იცოდა.- არავინ იცის, პირველი ხარ შენ- სიცილით უთხრა როცა მიხვდა რომ ცოტა ნაწყენი იყო.
- როგორ მოხდა ეს ყველაფერი?- დაინტერესებულმა კითხა.- ან მე სად ჯანდაბაში მქონდა თვალები და როგორ ვერ შეგამჩნიე ეს?- თავის თავზე გაბრაზებულმა შუბლზე ხელი მოისვა
-როგორ უნდა შეეგემჩნია?- ჩაიცინა კესომ- ეს იყო ძალიან მაგარი. არ მეგონა ასეთი სასიამოვნო თუ იქნენბოდა- ისევ შეეფაკლა ლოყები წითლად და თავი დახარა. ამ ფაქტს ჯერ კიდევ ვერ ეგუება, რომ ის ქალიშვილი აღარაა, მაგრამ მალე შეეგუება.
-მუაჰა ხომ ვამბობდი მოგეწონებათქო? შენ კი სულ იმას მიმეორებდი რომ ამაში კარგი და სასიამოვნო არაფერი იყო
-მორჩი- ხელი მხარში ჩაარტყა, სოფომ კი კიდევ ერთხელ გადაიხარხარა მისი მეგობრბის სიმორცხვეზე.
-აბა ქალბატონებო რაზე გახალისდით?- სამზარეულოში სანდრო შემოვიდა. ჯერ სოფოს აკოცა შუბლზე, შემდეგ კი კესოს. სოფომ მის საქციელზე თვალები გადაატრიალა, კესოს კი ჩაეცინა.
-განვიხილავდით მისი ქალიშვილობის დაკარგვას და...- სიცილის შესაკავებლად სოფომ ტუჩები მოაიკვნიტა. კესომ მას თვალები დაუბრიალა და მორცხვად გახედა სანდროს, რომელსაცა გაოცებისგან პირი დაღებული ქონდა გაოცებისგან.
-ყოჩაღ საბასს, ჰა აბა როგორი იყო ?
-სან- გაწითლებულმა კესომ ხმამაღლა დაიყვირა. და-ძმამ კი ხმამაღალი სიცილი ატეხეს. რაზეც კესო გაბრაზდა, მაგრამ სახიდან სიწითლე მაინც არ გადასვლია.
-კარგით გეყოთ რა...- პატარა ბავშვივით ამოიბუზღუნა და ფეხები დააბაკუნა, როცა მიხვდა რომ არაფერი გამოვუიდოდა ბარის მაღალ სკამზე ჩამოჯდა და მის მომუშტულ ხელს აწითლებული ლოყით დაეყრდნო.
-მორჩით?- უკვე გაღიზიანებული ხმით კითხა. რაზეც დადბენითი პასუხი მიიღო, მაგრამ მათ მაინც გაეცინათ- ფინალი როდისაა?
- ხვალ-ამოიოხრა სანდრომ - ფეხი კი კარგად მაქვს, მაგრამ შეიძლება არ მათაშონ, შენი ტ*აკი საბას გამო- ამოიოხრა სანდრომ და ისიც კესოს მიუჯდა გვერდით
-საბა რა შუაშია?- გაკვირვებულმა გახედა
-ჩემზე ეჭვიანობს და ასე აპირებს სამაგიეროს გადახდას- თვალები გადაატრიალა სანდომ. იმედი აქვს რომ ემზარი თამაშის უფლებას მისცემს
- ჯანდაბა- ამოიოხრა კესომ და შუბლზე ხელი მიიბჯინა- მე დაველაპარაკები საბას- კესოსთვის სასაცილო იყო აქამდე საბას ეჭვიანობა, მაგრამ არ ეგონა საბა თუ ასეთ რამეს გააკეთებდა.
-----------
-პატარავ- საბა სახლიდან გახარებული გამოვიდა და უკვე ჩახუტებას აპირებდა, როცა შეამჩნია კესოს გაბრაზებული სახე და გადაჯვარედინებული ხელები- რა მოხდა?- ცოტა გაკვირევბულმა კითხა და იმის მაგივრად რომ ჩახუტებოდა ლოყაზე ნელა აკოცა. სკეიტი გამოარტვა და ხელში მოიმარჯვა.
-შენი ეჭვიანობა უკვე ზღვარს ცდება- ამოიგმინა კესომ.- როცა ვქიფობ რომ ყველაფერი კარგადაა, მაშინ გამოჩნდება ისეთი რაღაც რაც მაიძულებს ცუდზე ვიფიქრო, რატომ არ შეგიძლია უბრალოდ შეეშვა ამ უაზრო ეჭვიანობას?- ჩაისისინა და თვალები საბას გაუსწორა. აქამდე რომ ეს გაეკეთებინა ალბათ ენა დაებმებოდა. რადგან მისი თვალები კესოს სუსტი წერტილია.
-მე არ ვეჭვიანობ- თავის გამართლება ცადა საბამ. მაგრამ კესომ ის შეაჩერა
-მაშინ მიზეზი ამიხსენი რატომ არ უნდა ითამაშოს სანდრომ ფინალში?
-ვფიქრობ რომ ფეხი ჯერ კიდევ ცუდად აქვს- მხრები აიჩეჩა
-საბა ის მაინც აღიარე რომ ეჭვიანობ, ჯანაბდა პატარა ჯიუტი ბავშვივით ნუ იქცევი- მისი უდარზელი და გამაღიზიანებელი პასუხებით გაღიზიანებულმა კესომ ხმამაღლა დაიყვირა. მაგრამ ის ვერ გაანცობიერა რომ ქუჩაში იყო, საბამ პირზე ხელი ააფარა და მისი გაჩუმება ასე ცადა.
-ხმას ნუ უწევ- მკაცრად წამროთქვა საბამ და ხელი კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა- სანდრო არ ითამაშებს ფინალზე, ჰო და შეიძლება მასზე ვეჭვიანობ კიდევაც.- კბილებში გამოსცრა
-მე მინდა რომ სანდრომ ფინალზე ითამაშოს, სხვა შემთხვევაში არ დავესწრები თამაშს- ხელები გადავაჯვარედნიე და მის წინ ჯიუტი ბავშვივით დავდექი.
-არჩევანის წინაშე მაყენებ?- ჩაისისინა- მოდი ახლა არჩევანი შემოვაბუნოთ- აირჩიე...
-არც კი გაბედი და წინადადება არ დაასრულო, თორემ დაუფიქრებლად წავალ და ვეღარასწოდეს მნახავ. კარგად იცი რომ არ მიყვარს არჩევანის წინაშე როცა მაყენებენ, რადგან მიწევს იმის დათმოვა ვინც ამას აკეთებს.- სკეიტი ხელიდან გამოგლიჯა საბას, მასზე დადგა და სწაფად მოშორდა, ყველაზე ჯიუტ და აუტანელ ბიჭს.
---------------
საშინელი ღამე იყო არამარტო კესოსთვის, არამედ საბასთვისაც. ძალიან ბრაზდებოდა კესოზე რადგან ... ჰმმ მიზეზსაც ვერ ხვდებოდა რაზე ბრაზობდა, უბრალოდ ბრაზობდა. დაღლილი იყო ამდენი კამათით, მაგრამ დანებებას არ აპირებდა, კესო მაინც მისი გახდებოდა ბოლოს.
თეთრი ფერის ზედა სწრაფად ჩაიცვა, მისი ოთახი დატოვა და კიბეები ჩაირბინა. მისაღებში შევიდა და დაღლილ ჟანას გვერდით მიუჯდა.
-დედა იცი რა ვიფიქრე?- საბამ ჩაფიქრებული სახე მიიღო და ნიკაპზე ხელი მოისვა, შემდეგ გაიღიმა და ისევ დედამისს ახედა.
-აბა გისმენ გენიოსო- ჩაიცინა ჟანამ და საბას სახეზე მოეფერა. საბას თვალები მიენაბა და კიდევ უფრო გაიღიმა. ჟანას ლოყაზე აკოცა.
-მინდა რომ მე შენ და კესო ბიძია გიორგის სახლში წავიდეთ სანაპიროზე რომ აქვს. შენც გაიცნობ მას და უფრო დაუახლოვდები
-საბა ეს შენ მართლა გინდა?- გაოცებულმა ჟანამ საბას გახალისებული სახით გახედა. იცოდა რომ საბას კესო უყვარდა, მაგრამ ამას არ მოელოდა, რადგან კესო პიველი გოგა საბას გოგოთაგან რომელსაც დედამისს აცნობს.-მგონი მართლა შეყვარებყული ხარ.
-ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარს- ამოიოხრა საბამ- კესოზე ვგიჯჟდები, ის უბრალოს... აჰჰ სიტყვასაც ვერ ვუძებნი რომ ის ერთი სიტყვით ავღწერო, ის სრულყოფილია, ჩემთვისაა შექმნილი.
-ძალიან მიხარია რომ შენი შესაფერისი გოგო იპოვე- გახარებული ჟანა ღიმილს ვერ იკავებდა, მის შვილს ასე პირველად ხედავს, გოგოს გამო ჭკუიდან შეშლილს- ჯობია შენ და კესო წახვიდეთ სანაპიროზე, მე ბავშვებს ვერ დავტოვებ
-კარგი რა. ისინი მამიდასთან დატოვე, მხოლოდ რამოდნეიმე დღით - ტუშები გადმოატრიალა და საწყალი სახით გახედა -დე, უარს არ გაპატიებ- საბას უნდოდა რომ სერიოზული ყოვილიყო, მაგრამ ტუჩებზე მაიც დაებრიცა და კუთხეში ჩაეღიმა.
-კარგი კარგი- გაიცინა ჟანამ და საბას ლოყაზე გაეთამაშა.
ახლა საბა ისეთი იყო როგორც პატარაობაში, გახარებული კოცნიდა ჟანას და ხელებს ძლიერად ხვევდა.
-ის მოგეწონება, ამაში დარწმუნებული ვარ- გაიცინა და ისევ აკოცა დედამისს- ახლა კი წავედი
-სად მიდიხარ?
-კესოსთან- მხრები აიჩეჩა. დედამისს მის საქციელზე გაეცინა. იცის ახლა რის გაკეთებასც აპრებს.
-------------
-ამის დედაც- ამოიგმინა საბამ როცა კიდევ ერთი მცდელობა ჩაუფლავდა სქელ ტრუბაზე ასვლის. ზედა გადაიძრო, შარვალი მაღლა აიქაჩა და კიდევ ერთი მცდელობისთვის მოემზადა. თითქმის ამძვრელი იყო როცა ტრუბიდან ისევ ჩამოსრიალდა. არადა გუშინ მშვენივრად აძვრა ახლა რაღა დაემართა?
-ჯობს ხიდან გადავძვრე- თავი გაიმხნევა და ახლა ხეზე ასვლა ცადა. 2წუთიანი წვალების შემდეგ ხის ტოტზე იჯდა და კესოს ოთახში იყურებოდა. -მგონი ჯობია ცოტახანი აქ ვიჯდე- ჩაიცინა და ნახევრად შიშველი კესოს ყურება განაგრძო, რომელიც სველ თმებს იშრობდა და თან ბოლო ხმაზე მღეროდა.
საბა ჩუმად ხითხითებდა და გაშეშებული იჯდა ხეზე რომ არ ჩამოვარდნილიყო. როცა კესო საწოლში შეწვა და შუქიც ჩააქრო, საბა ტოტზე აძვრა, ტოტიდან კი აივანზე გადაძვრა.
რამდენიმე წუთი აივანზე იდგა, ელოდა როდის დაიძინებდა, ცოტა ციოდა, როცა გაახსენდა რომ მაიკა არ ეცვა სწრაფად გადაიცვა და ხელები მკლავებზე მოიხვია. რამდენიმე წუთში აივნის კარებთან მივიდა რომ გაეხსნა მაგრამ დახურული დახვდა.
-ჯადნაბა, ჯანდაბა- ამოიოხრა- ამის დედაც- ამოიგმინა. ახლა მოუწევს კატოს ოთახიდან გადასვლა. სწრაფად გადაძვრა აივანიდან და კატოს ოთახის ფანჯარა სწრაფად გახსნა და შიგნით შევძვრა.
კატომ ხმამაღლა დაიყვირა, მაგრამ საბამ სწრაფად ააფარა სახეზე ხელი
-საბა ვარ- ჩუმად უთხრა.
-ჯანდაბა საბა, შემეშინდა- ამოიოხრა კატომ და საბას ხელიდან დაუსხლტა- მგონი ოთახი შეგეშალა- ჩაიცინა
-არა, აივნის კარი დახურული აქვს- ხელები შუბლზე შემოიწყო- შეგიძლია გახსნა?
-კი, იმ შემთხვევაში თუ სახლიდან გაპარვაში დამეხმარები
-და სად აპირებ წასვლას?- დაეჭვებული სახით კითხა საბამ კატოს. კატო დაიძაბა, მაგრამ სახე მალევე გაუნათდა
-მეგობრებთან ბალიშების წვეულებაზე
-და დედაშენი არ გიშვებს?- დაეჭვებულმა კითხა. საბა მაშინვე მიხვდა რომ ატყუებდა კატო, ჰმ ის ხომ გამოცდილია ამ საკითხში.
-მე კესოსთან შეგიყვან. შენ კი ხმასაც არ ამოიღებ- ამაყი ღიმილით, ხელი გაუწოდა საბას
- შევთანხმდით- ხელი ჩამოართვა საბამაც.
რამდენიმე წუთში საბა კესოს ოთახში იყო, ხოლო კატო სახიდან გადიოდა.
-მჰჰ მშვენებავ- ჩუმად ჩაიცინა და საწოლთან ახლოს დადგა. საბანი გადაწია, როცა ჩუმად წამოიკვნესა. კესოს მაგივრად იქ დედამისი დახვდა, რომელიც ცოტაც და გამოფხიზლებოდა. საწოლზე სწრაფად ჩაიკუზა და საწოლის ქვეშ შეძვრა
საწოლი შეირხა, როგორც ჩანს კესოს დედა სალომე გამოფხიზლდა. ხელშო იქვე არსებული ბიტი აიღო და ოთახიდან გავიდა. საბაც სწრაფად გამოძვრა და ოთახიდან ჩუმად გაიხედა. როცა ვერავინ დაინახა სწრაფად გავიდა კესოს ოთახში. მაგრამ კარებთან ხმამ შეაჩერა. უკან სწრაფად მოტრიალდა. სალომე მის უკან იდგა რომელსაც ბიტი მმარჯვებული ქონდა დასარტყმელად
-ვინ ხარ?-სალომემ ბიტი კიდევ უფრო ძლიერად მოიმარჯვა ხელებში და საბას შეუღრინა.
-მე საბა ვარ, კესოს შეყვრებული- დაბენულმა ჩუმად ჩაიბურდრუნა. სალომეს თვალები დაექაჩა.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ ამ ღამით?- ბიტი დაბლა დაუშვა. სალომემ კარგად იცოდა ვინ იყო საბა, ამიტომ მისი ბიტით ცემა აღარ იყო საჭირო. კესომ რამოდნეიმეჯერ გაკვრით ახსენა საბას სახელი.
-უბრალოდ მინდოდა მძინარე კესო მენახა
-კარგი მალე 2 წუთი გაქვს დრო- ბიტი აათამაშა და საბას წარბაწევით ახედა.
-ამ კარგით, მხოლოდ 2 წუთი მინდა- ხელები ჰაერში აწია. შეტრიალდა და ოთახის კარი შეხსნა. კესო მის საწოლში შეფუთნული იწვა, საბას მის დანახვაზე ყურებამდე გაეღიმა და შვება იგრძნო. საწოლთან მშვიდი ნაბიჭებით მივიდა და იქვე ჩამოჯდა. სახეზე ეფერებოდა, მისკენ დაიხარა საკოცნელად მაგრამ ხმამ შეაჩერა
-არა, არა და კიდევ არა- სალომემ თავი გააქნია და საბასს ანიშნა რომ ეს არ გაეკეთებინა.
- oh c’mon- ჩაისისინა საბამ, სწრაფად დაიხარა კესოსკენ და მაინც აკოცა, ჯერ ტუჩებზე, შემდეგ ლოყაზე და ყელშიც.
-შენ ის მართლა გიყვარს?
-ვერც კი წარმოიდგენთ როგორ
კესოს თვალთახედვით:
საწოლიდან თავი ძლივს წამოვწიე. ზედმეტად მშვიდი დღე იყო, არ ვიცი რატომ მაგრამ განსაკუთრებულად მშვიდად და კარგად მეძინა. საწოლიდან წამოდგომაც კი არ მინდოდა, ამიტომ ვცდილობდი რომ დრო გამეწელა. სახიდან უაზრო ღიმილს ვერ ვიშორებდი. ჯადნაბა მგონი გავიგიჟდი.
საწოლიდან წამოვიზლაზნე და სააბაზანოში შევედი. ნახევარ საათზე მეტი მოვუნდი შხაპის მიღებას, თმის გამშრალებას და მოწესრიგებას. სააბაზანოდან გამოსული მაშივე გარდერობში შევვარდი. კომბინიზონი და ზოლიანი ტოპი გადმოვიღე. სწრაფად მოვიგრე და ახლა უკვე ფეხსაცმლის ძებნა დავიწყე. ზოლიანი კეტები შესაფერისი ვარიანტი იყო, ამიტომ მალევე ჩავიცვი და სარკეში ჩავიხედე. როცა ჩემი თავით დავკმაყოფილდი ოთახიდან გამოვედი და კიბეები სწრაფად ჩავირბინე.
-დილამშვიდობი...- სიტყვები გამიწყდა როცა სამზარელოში სალომეს გვერდით საბა დავინახე. აქ რა ჯანდაბას აკეთებს?
-დილამშვიდობისა საყვარელო- დედამ გამომხედა და გამიღიმა.
საბა სკამიდან წამოდგა. მას მაშინვე ხელი დავავლე და მისაღებში გავიყვანე. მასზე საშინლად ვბრაზობდი, სანდროს გამო და ახლა იმის გამო რომ დილით ასეთი სიურპრიზი მომიწყო და სამზარეულოში დამხვდა
-აქ რას აკეთებ?- შევუღრინე და ხელი გავუშვი. მის წინ ხელებგადაჯვარედინებული, მკაცრი სახით ვიდექი, ფეხს კი მკაცრად ვაბაკუნებდი ხის იატაკზე.
-გუშინ დედაშენმა გამომიჭირა შენს ოთახში შემოპარვისას, შემდეგ ვესაუბრე და შენთან დარჩენის უფლება მომცა- მხიარულად ლაპარაკობდა, იღიმოდა და თვალებთან კანი ეკეცებოდა. წამით სუნთქვაც კი შემეკვრა მისი ყურებისას.
-და ჩემთან რა გინდოდა?
-ვფიქრობ იცი რაც- ხითხითით მითხრა და ხელები მომხვია. - დედაჩემს შენი გაცნობა უნდა
-მართლა?- სახე გამიბრწყინდა. პირველი გოგო ვარ ვისაც დედამის გააცნობს.
-კი...- ტუცებზე მოწყვეტით მაკოცა- აღარ მიბრაზდები?
-კი- გონებაში სანდრო ამომიტივტივდა. მხოლოდ ეჭვიანობის გამო ფინალში ვერ ითამაშებს. ჰმმ არა ვფიქრობ რომ ითამაშებს. უკან დახევას ვაპირებდი როცა ახლოს მიმიზიდა.
-ემზარს ვესაუბრე და ნება დართო სანდროს რომ ფინალში ეთამაშა - ამოიბუზღუნდა და ტუჩები სასაცილოდა დაბუშტა. ფეხისწვერებზე ავიწიე და დაბუშტულ ტუჩებზე სწრაფად ვაკოცე, მაგრამ საბამ კოცნა გააღრმავა.
-არასრულწლოვაებისთვის პორნოს ყურება არ შეიძლება- ოთახსი ხითხითით შემოვიდა კატო. ჩანთა სავარძელში დააგდო და სამზარეულოში გავიდა.
-ახლა აღარ მიბრაზდები ხო?
-არა - თმაში ხელი შევუცურე და ავუჩეჩე - ხანდახან გამაღიზიანებელი ხარ, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხარ- ამოვიჩურჩულე და თვალებში ჩავეხედე. თვალები მაშინვე გაუბრწყინდა, მისი ტუჩები ღიმილმა გააპო. ჯანდაბა, არ შეიძლება ის სულ ასეთი მომღიმარი და ბედნიერი იყოს?
-მაბედნიერებ- ხელისგულები ლოყებზე დამალაგა და მთლიანი სახე დამიკოცნა.
-დილით სად გეძინა?
- შენთან, შენს გვერდით- რბილი კოცნა დამიტოვა ტუჩებზე - მძინარეც ძალიან ლამაზი ხარ- ჩუმად ჩურჩულებდა კოცნის შეუალედებში
-ბლინები მზადააა- სალომემ დაგვირგვინა. საბას სახე შეეჭმუხნა და ტუჩები დაბრიცა, თითქოს რაღაც უსიამოვნო გაეგოს. მხრებიდან ხელები მოვაშორე და სამზარეულოში შევიყვანე. მაგიდის გარშემო დავჯექით და მშვიდად შევუდექით ჭამას.
-------------
-დედაჩემს მოეწონე- ხითხითით ვუთხარი საბას და თმები მაღლა გადავუწიე.
-ჰმ გუშინაც შევატყე ეს, მაგრამ მიხარია ამის მოსმენა
-ჰო, ვერასდროს იტანდა როცა მასთან ერთად ბიჭის სახელს ვახსენებდი, შენზე კი იცოდა, მაგრამ ყოველთვის მაფრთხილებდა ხოლმე- მხრები ავიჩეჩე.
-დედაშენს ვუთხარი უკვე, მინდა რომ დედაჩემთან ერთად სანაპიროზე წავიდეთ, რამოდენიმე დღით. იქ ბიძაჩემს სახლი აქვს. დედაჩემსაც უკეთ გაიცნობ და დროსაც კარგად გავატარებთ
- ამმ...- ენა დამება არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. დედამისის გაცნობა მინდა, მაგრამ არ ვიცი. ვფიქრობ თუ ერთად წავედით რაღაცეები წამომცდება, ამის კი საშინლად მეშინია.
-ბუ ნუ ღელავ- ჩაიცინა საბამ- ერთმანეთს კარგად გაუგებთ
-არ ვიცი... ურბალოდ მე... ამ- დებილივით ვბლუყუნებდი, რაზეც საბას ეცინებოდა.
- ჯობია სახლში წაგიყვანო- ჩემი ბლუყუნი დააიგნორა, მანქანის სახურავიდან ჩამოძვრა და მეც ჩამომიყვანა. - სახლში წაგიყვან, მერე კიდე მოგაკითხავ.
-არაა... სოფო წამომიყვანს- გავიცინე- დღეს ეკე გამოგყავს თუ დორისი??- ხითხით ვკითხე მის პატარა ძმებზე, როცა მანქანაში მოთავსდა.
-დღეს იაკობის ჯერია- გაიცინა. მანქანა სწრაფად დაძრა და სახლის გზას დაადგა. დღეს დიდი დღეა, დღეს ფინალია. იმქდი მაქვს საბა გაიმარჯვებს.
...
-დამპირდი რომ დღეს იმ მაიკით მოხვალ - მკაცრად გამომხედა და ხელები წელზე მომხვია. სახლის შესასხვლელ კარებში ვდგავართ. საბამ დაიჟინა სახლის კარამდე უნდა მიგაცილოაა, ამიტომ მეც არ შევეწინააღმდეგე.
-გპირდები პატარავ- ხმა დავიბოხე და მას გავაჯავრე, რაზეც თვალები გადაატრიალა. სწრაფად ვაკოცე და მის ხელები მოვიშორე- ახლა წადი
-მჰჰჰ არმინდა- ამოიოხრა - თამაშზე რომ არ მივიდეთ?- დაეჭვებით მკითხა. ჰმმ დიდი სამოვნებით წავიდოდი ახლა მასთან ერთად სადმე, რომ მხოლოდ მე და ის ვყოფილიყავით, მაგრამ არა. არა ახლა.
-წადი საბა, მაალე- ამოვიოხრე და ვუბიძგე რომ წასულიყო, ამის მაგივრად ხელები მომხვია და ჩემს ტუჩებს სწრაფად დააეწაფა. ჯანდაბა ეს ისეთი ვნებიანია, ამოვიოხრე და კოცნაში ავყევი.
სასიამოვნო მომენტი საბას ტელეფონის ხმამ გაგვაწყვეტინა. ჯანდაბა, ტუჩები მოვაშორე და ვანიშნე რომ ეპასუხა. ვიფიქრე ემზარი ან გუნდის რომელიმე წევრი იქნებოდა მაგრამ შევცდი. ეკრანზე დიდი ასოებით გამოისახა სახელი “ლიზა”
ტელეფონი ხელიდან გამოვგლიჯე და წარბაწევით აგვხედე საბას
-რატომ გირეკავს?- ისე მკაცრად წარმოვთქვი რომ შემეშინდა ჩემი ხმის.
-ალბათ ჩემი შემორიგება უნდა- მხრები აიჩეჩა და ტელეფონის გამომართვა
-და შენ?
-მე რა?- გაიკვირვა, ისე თითქოს კითხვის აზრს ვერ ხვდებოდეს.
-შენ გინდა? - ხმაჩახრინწულმა ძლივს წარმოვთქვი, მის ქცევაში ეჭვი მეპარებოდა
-ტვინი გაანძრიე სულელო- ჩაიცინა და ხელები მომხვია- იმის შემდეგ რაც გითხარი რომ დედაჩემს გაგაცნობთქო , კიდე გგონია რომ მას შევურიგდები ?- სიცილით მკითხა და სწრაფად მაკოცა ცხივრზე. მშვიდად ამოვისუნთქე და ხელები მეც მოვხვიე.
-უპასუხე- მშვიდად, ჩუმი ხმით ვუთხარი და ტელეფონზე მივუთითე რომელმაც ახლიდან დაიწყო წკრიალი.
-არა- კატეგორიულად განაცხადა და ტელეფონის ჯიბეში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ ტელეფონი ხელიდან გამოვგლიჯე, მწვანე ღილაკს სწრაფდა გადავუსვი ხელი.
-საბა პატარავ- წამოიყვირა ლიზამ- იცი როგორ მომენატრე? ვიფიქრე რომ თამაშის დაწყებამდე გნახავდი
გაბრაზებული სახით გავხედე საბას და ვანიშნე რომ პასუხი გაეცა, მანაც ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა
-ვფიქრობ ცუდი იდეაა- ბოხი ხმით წარმოთქვა და თვალებში მომაშტერდა.
-კარგი რა პატარავ- მისი ჩაცინების ხმა გავიგე - მინდა რომ გნახო, თანაც ახლავე
-იცი მას არ სცალია- საუბარში ჩავერიე -და ვფიქრობ რომც ეცალოს შენთან მაინც არ მოვიდოდა, რადგან მის შეყვარებულთან ერთად აპირებს იგივეს გაკეთებას რაზეც ახლა შენ მხოლოდ ოცნება შეგიძლია
-ძ*კნა- ჩაიცსისინა- საბა მაინც ჩემი იქნება
პასუხის გაცემას ვაპირებდი როცა ტელეფონი გაითიშა, ჩავიხითხითე და საბას გავხედე, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა.
-აიღე- სიცილით ვუთხარი და ტელეფონი გავუწოდე, მანაც გამომართვა და ჯიბეში ჩაიდო -ვფიქრობ კარგი იქენაბ თუ შეხვდები, დაგაკმაყოფილებს- თვალები გადავატრიალე
-შენი კოცნაც საკმარისია ამისთვის- სერიოზული, დაბოხებული ხმით წარმოთქვა და მასთან ახლოს მიმიზიდა. მგონი საკმარისად ბევრი მიიღო ჩემგან... ჩავიცინე და მოვშორდი
-მხოლოდ გამარჯვების შემდეგ- სწრაფად მივაძახე და სახლის კარი ცხივრწინ მივუხურე. კარს შიგნიდანაც კი გავიგე როგორ ამოიოხრა.
.....
საბას საფეხბურთო ფორმის ზედა გადავიცვი, რომელსაც იგივე წარწერა ქონდა რაც მის ზედას
Tsiklauri
17
შავი შარვალი და შავი კედები ამოვიცვი. საბას ნაჩუქარი ყელსაბამი გავიკეთე და დაბლა ჩავედი.
-დე მე თამაშზე მივდივარ, ვფიქრობ შემაგვიანდება- ჩავიცინე და მისაღებში შევედი, სწრაფდა ვაკოცე დედას ლოყაზე.
-თუ სადმე გადაწყვეტ წასვლას შემატყობინე, ჰო და საბას წარმატებები უსურვე-გამომძახა, მისთვის არაფერი მიპასუხია. სახლიდან ავტოფარეხში ჩავედი კიბეებით. შუქი ავანთე, ჩემი სკეიტი ვიპოვე და ხელში მოვიმარჯვე. გარეთ გასული ბარდიულზე ვცდილობდი რომ რაიმე ახალი გამეკთებინა სკეიტით, მაგრამ არაფერი გამომივიიდა. რამოდენიმეჯერ გადმოვვარდი, მაგრამ თავი შეკავება მაინც შევძელი.
სკოლს შესასვლელში შევუხვიე და სკეიტს ხელი დავავლე, კიბეები ავირბინე და ჰოლში შესული ისევ სკეიტზე დავდექი, ბიჭები გასახდლისკენ მივდიოდი, როცა იქიდან რამოდენიმე ნახევრად შიშველი ბიჭი გამოვიდა, მათ თვალი გავაყოლე და ჩავიცინე.
-კესო- საბას ბოხი და მკაცრი ხმა გავიგონე. იქით გავხიედე საიდანაც ხმა ისმოდა, საბაც იმ სიმპათიუი ბიჭების მსგავსად ნახევრად შისველი იყო, მისი ტატუები, მმ...
სსწრაფად წავედი მსიკენ და ხელები კისერზე მოვხვიე, ტუჩები სწრაფად მივაწებე მის ტუჩებს. წამით გაშეშდა, მაგრამ ხელები წელზე მომხვია და მის სხეულს ამაკრა. ზურგით კედელს მიმაჯახა.
-მაგიჟებ- ჩემ ტუჩებთან ამოიკვნესა და მისი თეძოები ჩემსას მოაბჯინა. ჩუმად ამოვიკნესე როცა ხელი თმებში შემიცურა და ძლიერად მომქაჩა. მის თვალებში ცეცხლი გიზგიზებდა, მთლიად ხურდა, თითქოს მართლაც ცეცხლი ეკიდა.
-საბა დაგვინახავენ- მისი მოშორება ვცადე.
-არ მაინტერესებს, შენ ჩემი ხარ- სწრაფად ეძგერე ჩემს ტუჩებს, არც მე შევწინაარმდეგებივარ და კოცნაში ავყევი.
-წიკლაურო- მოპირდაპირე ოთახის კარი გაიღო და იქიდან ემზარი გამოვიდა. საბამ სწრაფი კოცნა დამიტოვა ტუჩებზე და ემზარის გახედა. კიდევ კარგი თმა გაშლილი მქონდა და ვერ დაინახა ჩემი აწითლებული სახე. საბა არ მომშორებია, კიდევ უფრო ძლიერად მომეკრო.
-რა ხდება?- ტუჩები გაილოკა და მკაცრი სახით გახედა მწვრთნელს
-თამაში იწყება, ნება იბოძე, კესო მის ადგილას წაიყვანე და შენ მოემზადე- მკაცრად უთხრა, მაგრამ მის ხმაში მხიარულება მაინც შეიმჩნეოდა. საბამ თავი დაუქნია და ოდნავ მომშორდა, მაგრამ როცა ემზარიმ კარი გაიხურა, საბამ ისევ შეაწება მისი ტუჩები ჩემსას.
-გეყოფა- ამოვიოხრე და მოვიშორე- წარმატებები, იცოდე დღესაც უნდა გაიმარჯვო- ჩავიცინე და ლოყაზე ვაკოცე. იქვე მიგდებული სკეიტი ავიღე და ჰოლიდან მელე გავუჩინარდი.
....
უკვე აღარც ვნერვიულობდი. რამოდენიმე წუთიღა იყო დარჩენილი, ანგარიში კი 3-1-ია ჩვენს სასარგებლოდ, ერთი გოლი საბამ გაიტანა, დანარჩენი ორი თაზომ და ლევანმა.
სირენის ხმა გაისმა თუ არა მთელი სტადიონი ფეხწა წამოიჭრა, ზოგი გინებით, ზოგი კი ხტუნაობით. მეც ფეხზე წამოვდექი და ჰოლში გავედი, ფეხბურთელები ნელნელა გასახდელისკენ მიიწევდნენ. ერთერთ კარადას მივეყრდენი, იემდი მაქვს საბა მალე მოვა.
უკვე წასვლას და მის მოძებნას ვაპრიბრეიდ, როცა ჰოლის ბოლოდან ლიზას ხმა მომესმა.
-საბა არ შეგეფერება, ის ხომ ბ*ზია, სკოლის თითქმის ყელა ბიჭს ნა...- სიტყვები საბას ყვირილმა გააწყვეტინა
-წესივრად ილაპარაკე მასზე, თორემ ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ- დაიღრინა საბამ



№1  offline წევრი isterichka123

მაგარია გაგრძელე

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

სამივე ერთად წავიკითხე. ძალიან დამაინტერესა,გააგრძელე...❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent