შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მეორედაც მოდის (9 თავი)


29-05-2016, 19:28
ავტორი zia-maria
ნანახია 3 271

---კარგი მე ჩვენი ერთად ყოფნა ჩავიფიქრე ნიკა!- გავიღვიძოთ ღამე და ორივემ ერთად ვუყუროთ მთვარის შუქს. მიყვარხარ, მინდა ხვალ ორივემ ერთად გავისეირნოთ, მინდა ახლოს გაგიცნო და ერთმანეთს უფრო მეტი დრო დაუთმოთ!
---კარგი გავიაროთ, რომელი საათისთვის მოხვალ? ან თუ გინდა გამოვალ და სადმე შეგხვდები!
---არა მე გამოგივლი 6 საათისთვის მზად იყავი. თავისუფლად ჩაიცვი!
რომ გითხრათ ჟანეტი რთული დილემის წინაშე აღმოჩნდა ჩასაცმელის გამოთქო ეს სრული აფსურდი არის. ამიტომ ჟანეტმა ყურადღება გაამახვილა ლურჯ კლასიკურ სტილში ბრიჯის შარვალზე, ზემოთ გამჭირვალე შავი მაისური სწორედ რომ პაემანისთვის არის განკუთვნილი. მაისურში კარგად ილანდებოვა შავი ბუზგალტერიდან როგორ იწონებდა თავს მისი საკმაოდ თვალში საცემი მკერდი. ნუთუ არსებობს მამაკაცი რომელსაც ასეთი ჩაცმულობა არ მოეწონოს? ტანისამოსს მისი შესაფერისი სამაჯური, სათვალე და ჩანთა შეუხამა. აშკარად ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს,სპორტული და ოდნავ მაღალი ფეხსაცმელიც შეუხამა ამ ყველაფერს და მისი საფირმო შარფიც არ დავიწყებია. უდაოდ დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ნიკაზე ჟანეტის ჩაცმის სტილი. იმედია ზაფხულის ცხელი დღის შემდეგ, სასიამოვნო საღამო ელოდება წინ ჟანეტს.
ყველა შეყვარებული ადამიანი ხელოვანია. ნიკას უნდოდა ეს დღე ჟანეტისთვის დაუვიწყარი ყოფილიყო. უნდოდა ჟანეტის ბედნიერი სახე დაენახა და ყოველთვის ბედნიერად გახსენებოდა დღევანდელი საღამო. ,,ჩვენი პირველი პაემანი''. მოფიქრებული ქონდა ნიკას გეგმა და სადაც მიყავდა, იქ ნაკლებად აღწევდა ქალაქის ხმაური. ეს ადგილი ჟანეტისთვის იყო სრული შოკი, როგორც ნიკასთვის ჟანეტის ნახვა ასეთ ფორმაში. ჩამოსხმულ ტანს მოტკეცილი შარვალი უმშვენებდა და მის გრძელ ფეხებს, ისედაც გრძელს აჩენდაყელზე შარვლიფერი თხელი ლურჯი შრაფი ქონდა მოხვეული, რის შეხედვაზე ძია ნოდარს გული ეტკინა.
---არ დავაგვიანებ მამა!- უთხრა ჟანეტმა და მამას მოეხვია.
---საუცხოდ გამოიყურები. 12-ს ნუ გადააცილებ, მაინც პირველი პაემანმია!- მამამაც ჩუმად უჩურჩულა და თან თვალი ჩაუკრა შვილს.
ნიკამ თავაზიანად გამოუღო მანქანის კარები და წინ დააჯინა ჟანეტი. ერთი სული ქონდა გაეგო სად მიყავდა. მოუსვენრობა და მოუთმენლობა ერთმანეთში აერია.
---სად მივდივართ ნიკა? მაინც ვერ მოითმინა და შეეკითხა.
---ხო მენდობი? ხოდა მომენდე ბოლომდე!
---კარგი ,დღეს მოგყვები შენს სურვილზე! -ნიკას ჩაეღიმა და ჩუმად გააგრძელა გზა. ყველაფერი მოფიქრებული ქონდა ბრწყინვალედ. ქალაქს გაცდა და სწორედ იქ მივიდა, სადაც თითქოს ცასა და მიწის შუა ხარ გამოკიდებული. ირგვლივ სიმწვანე და მზის მწველი სხივები ათბობდა ძირს გაშლილ სარეველა ბალახებს. სუფრა დააფარა მიწაზე და ზედ ლამაზად მოწნული კალათი დადო. ერთი ბოთლი სისხლივით წითელი ღვინოც წამოეღო ნიკას და ხელში შეანჟღრია ბოთლი.
---ხომ დალევ ცოტას?- კითხა ინტერესით ჟანეტს.
---დავლევ ერთ ჭიქას მეტს არა!
---მეტს ვერც მე დავლევ სამწუხაროდ. აქ არსად არაფერია თორე შევაფარებდით თავს!
---არა ნიკა, არსად დარჩენას არ ვაპირებ. სახლში უნდა წავიდე!- შეეშინდა ჟანეტს.
---ნუ გეშინია სულელო, რა იფიქრე რამეს დაგიშავებ?- გულწრფელად გაეცინა ნიკას. ცოტა დალია ორივემ და ტკბებოდნენ ბუნების სილამაზით.
---ჟანეტ როდემდე ვიყოთ მდუმარედ. მე შენ მიყვარხარ და ასე მგონია, ჩვენი სიყვარული მზესაც კი ჩაანაცვლებს. მიყვარხარ და სამყარო ჩემი მგონია, მიყვარხარ და სიცოცხლე მიხარია. გათენდება და მთელი დღე იწყება შენით მაგრამ, არ მთავრდება შენით, რატომ?
---იმიტომ რომ შენ არ მთავრდები ჩემში. შენ ჩემთვის ხარ მხატვრის მიერ დაუსრულებელი ნაშრომი. სიგიჟემდე, გულის წასვლამდე მიყვარხარ. უზომოდ, უწერტილოდ, დაუსრულებლად, უსაზღვროდ!- უსმენდა ჟანეტი ნიკას და მისი თითოეული სიტყვა, მისი სუნთქვა, სუნი, ყველაფერი ერთმანეში არეული ათრთოლებდა და აკანკალებდა. ერთ წრტილს მიჩერებოდა სივრცეში და უემოციოდ იჯდა. ნიკა ელოდა რომ ჟანეტი აჟიტირებული შეხვდებოდა მის სიტყვებს, მის აღიარებას მაგრამ არა, ჟანეტი არ გავდა იმ გოგოებს ადვილად რომ ეკიდებიან ბიჭებს კისერზე ჟანეტი სულ სხვაა. მოწონს ნიკა და შეიძლება კიც უყვარს მაგრამ, რაღაც აკავებს. მიუბრუნდა ნიკას და ჩახლეჩილი ხმით უთხრა;
---ნიკა მეც მომწონხარ და შემიძლია დაუფიქრებლად დაგითმო სიცოცხლე, დაუფიქრებლად გაჩუქებ ჩემს წილ ბედნიერებასაც, სიხარულს, ჰაერს მაგრამ, რაღაც უკან მადგმევინებს ნაბიჯს და არ მიშვებს შენამდე. არ ვიცი ეს რაა, რა მაკავებს შენამდე რომ მოვიდე ან რატომ!
---ყოველ დღე ნელა-ნელა დაგარწმუნებ რომ ცდები და ეს მხოლოდ ცუდი წინათგრძნობაა. შენში ძლიერი გრძნობებია ჩაბუდებული და გამოუშვი გარეთ. შენ სხვებს რომ არ გავხარ ამიტომ მიმიზიდე, შენ განუმეორებელი ხარ და შეუდარებელი. დამიჯერე გთხოვ, უკვე დავიღალე ამდენი ფიქრით და მხოლოდ შორიდან ყურებით. ახლოს მინდა მოვიდე, მომეცი ამის უფლება, არც სწავლაში შეგიშლი ხელს მხოლოდ, ახლოს მოსვლის საშუალება მომეცი და ყველაფერი თავისთავად მოხდება!
---შენი სიტყვებით ნიკა ერთგულების და დიდი სიყვარულის სწავლა შეიძლება. კარგი გენდობი, ვენდობი შენს სიტყვებს. მივყვები შენს ქმედებებს და ვნახოთ სადამდე მიგვიყვანს. ახლა უკვე გვიანია და წავიდეთ!- უთხრა და წამოდგა, წასასვლელად მოემზადა.
--წავიდეთ!-უთხრა ნიკამაც კმაყოფილმა და წამოდგა ისიც. ყველაფერი ჩაალაგეს მანქანაში და სახლისაკენ გზას გაუდგნენ. სიჩუმე ჟანეტმა დაარღვია.
---მადლობა ნიკა დღევანდელი საღამოსთვის!
---მადლობა შენ საყვარელო რომ, გამილამაზე დღევანდელი საღამო. საოცრება ხარ, ჩემი საოცრება - უთხრა და ერთი ხელი საჭიდან ჟანეტის ხელისკენ გააცოცა, ნაზად ხელზე მოეფერა. მივიდნენ სახლში და ჟანეტმა სახლს გახედა და შუქი დაინახა დაბლა სართულზე.
---ხედავ? მამას არ ძინავს შემოხვალ?
---შემოვალ და შენს თავს ჩავაბარებ პირადად ხელში!- გაეცინა ნიკას.
---მამიკოოო მოვედი, რატომ არ გძინავს?
---ფიქრებს შევყევი და აქ ჩამძინებია!- უთხრა მამამ.
---მადლობა ძია ნოდარი რომ, დღეს ჟანეტი ჩემთან ერთად გამოუშვით. იმედია ძალიან არ დაგვიგვიანებია!
---არა, არ დაგიგვიანებიათ!- თბილად გაუღიმა წყვილს.ადგა და ახლოს მიუახლოვდა ორივეს.
---ნიკოლოზ შენ კარგად იცი რომ მე ჟანეტის მეტი არავინ არ გამაჩნია. გიყვარდეს და ეს სიყვარული შეინარჩუნეთ, პატივი ეცით ერთმანეთის გრძნობებს და დარწმუნდით რომ წრფელი სიყვარულით გიყვართ ერთმანეთი. ისე ურთიერთობას ვერ ააწყობთ. ახლა კი დაგტოვებთ, უკვე გვიანია და უნდა დავისვენო!
---მეც დაგტოვებთ ძია ნოდარ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!- ნიკა წავიდა და მამა-შვილიც გაუყვა ვიწრო დერეფანს თავიანთი საძინებლისკენ.
---ტკბილი ძილი შვილო!
---ტკბილი ძილი მამა!
ტკბილად ეძინა იმ ღამით ჟანეტს, უსიზმროდ მაგრამ მშვიდად. დარწმუნდა ნიკას სიყვარულში და გულს მისცა უფლება კარი გაუხსნას და მისთვისაც ქონდეს ადგილი გულში. მაგრამ ერთი აღმოსავლური ანდაზა არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ,,გული სუფრა არ არის და ყველას ვერ გაუშლი''. ყველაში ნიკა არ შედიოდა, ის ერთადერთი ადამიანი იყო ვისთვისაც ჟანეტი სუნთქავდა და ცოცხლობდა. მაგრამ მოდით ნუ გაუსწრებთ მოვლენებს წინ.
აგვისტოს კიდევ ერთი ცხელი დღე დადგა. გამოძინებული ჟანეტი აივანზე იდგა და ცივ ყინულიან ყავას მიირთმევდა მამასთან ერთად.
---მამა დღეს ბინაში გავალ, არ ვყოფილვარ დიდი ხანია, ფანჯრებს გავაღებ და გავანიავებ!
---კარგი შვილო, მეც საქმეები მაქვს. გაგიყვანო თუ შენით გახვალ მოგვიანებით!
---მოგვიანებით გავალ მე ,თან გუგას უნდა დაურეკო იქ მოვიდეს, საქმე მაქვს!
---კარგი მე წავალ და ჭკუით იყავი!- მამამ თბილად აკოცა შვილს შუბლზე და წავიდა. ჟანეტმა კი გუგას დაურეკა მაგრამ არ პასუხობდა. შემდეგ მანანა დეიდას დაურეკა.
---დილა მშვიდობის მანანა დეიდა, გუგა სად არის?
---დილა მშვიდობის საყვარელო, გუგა შენთან არ არის? წუხელ მითხრა ჟანეტთან ვიქნებიო. გაუკვირდა ქალს და ანერვიულდა.
---წუხელ კი მაგრამ დღეს ვთხოვე გაყოლა და არ მოსულა ჯერ დილით რომ გავიდა, მალე მოვალო! -ტყუილი უთხრა არ დაწვა გუგა დედასთან.
---მაშინ მოვა შვილო ალბად სადმე შეჩერდა!- დამშვიდდა ანერვიულებული გუგას დედა.
---კარგი მანანა დეიდა მოგვიანებით შეგეხმიანები. -ოხ გუგა, ოხ გუგა მოგახრჩობ, სად ხარ წუხელს მერე ნეტავ ვიცოდე.
სად იყო ამ დროს გუგა? და ვაი რა ელოდება წინ, სულ ცოტა ხანში. ჟანეტი გაბრაზდა გუგაზე და წავიდა მის ბინაში.
---გულს გადავაყოლებ სანამ ის ტელეფონს ჩართავს და ჩემს ნარეკებს ნახავს!- ბუზღუნებდა სიბრაზისაგან.
---გუგა ეს ბინა შენია?
---აბა სხვის ბინაში ხომარ მოგიყვანდი?- გაიკვირვა გუგამ.
---არაჩვეულებრივი ღამე გვქონდა გუგა, კიდევ როდის შევხვდეთ?- მისაღებში საცვლებით მეორე გოგო გამოვიდა.
---მე როცა დაგირეკავთ, რადგან არ მცალია. სამსახური არ მაძლევს ფუფუნების უფლებას. ეს შაბათი და კვირა ხო დაგითმეთ, ასე გამოვნახავ დროს კიდევ ვაჩუქოთ ერთმანეთს დაუვიწყარი ღამე!- კარებზე ჯერ ზარი გაისმა და ცოტა ხანში კი კაკუნი. შემდეგ კი ხმამაღალი დაძახება.
---გუგა აქ ხარ? გამიღე კარები! -ყვიროდა ჟანეტი.
---გუგა ვიღაც ყვირის გარედან ვინ არის?
---არავინი ქვემოთ მეზობელია წყალი ჩაუშვი გუშინ და ალბად საჩხუბრად ამოვიდა. თქვენთვის კოქტეილი მოვიტანე და ის დალიეთ!-- ადგა კართან მივიდა, გაიხედა და ელდა ეცა. კარებთან ჟანეტი იდგა.
---გუგა გამიღე კარები არ გესმის? სად ჯანდაბაში ხარ! -უკვე სერიოზულად გაბრაზდა ჟანეტი ამდენს რომ ალოდინებს გუგა.
---გუგა ვინ არის? რატომ არ შემოუშვებ? -შიგნიდან გოგოები დაკითხვას არ წყვეტდნენ. გაუშვი დროზე და გელოდებით საძინებელში გემრიელო!- უთხრა ერთ-ერთმა.
---შედი და მოვალ!- ოდნავ გამოაღო კარები და ჟანეტის თხოვნით უთხრა.
---წადი ჟანეტ გთხოვ და ცოტა ხანში მეც მოვალ!-მიხვდა ჟანეტი რომ გუგა დამნაშავე რომ არ იყოს თხოვნით არ ეტყოდა წადიო.
---ვინ გყავს აქ გუგა, ვინ მოათრიე?
---ელზა და ლიზა მყავს დაწყნარდი ეხლა? მელოდებიან საუკეთესო დროს ამიტეხე ბრახუნი კარებზე!
---გააღე კარები თორემ შემოვამტვრევ გუგა, გეფიცები არ დაგინდობ იცოდე!- ამ ხმამაღალ ყვირილზე გოგოები მისაღებში გამოცვივდნენ.
---გუგა შენ ასეთ სერუიოზულ ადამიანს, ამ საფრთხობელასთან რა საქმე გაქვს?- გუგამ კარები გააღო და სახე შეშლილი ჟანეტის დანახვაზე, ერთი გულიანი გადახარხარება უნდოდა მაგრამ თავი შეიკავა, უფრო გაამწარებდა. იცოდა რომ დამნაშავე იყო.
---ასე ხომ? საფრთხობელა ვინაა მე განახებთ თქვენ ახლა!- შევარდა საძინებელში და სამივეს ტანსაცმელი სულ ფრიალ-ფრიალით გადაუძახა ფანჯრიდან.
---რას შვრები გაგიჟდი? მართლა გიჟი ხარ?
---ხმა არ გამაგონოთ თქვენი. მე გავგიჟდი? მე ვარ გიჟი და თქვენ ჭკვიანები და პატიოსნები ხო? იმის თუ არ გრცხვენიათ უცხო მამაკაცთან გაიხადოთ, არც იმის შეგრცხვებათ ქუჩაში მასე გახვიდეთ. შენ? შენ როგორ გაბედე ჩემს სახლში ამ უსირცხვილო ძუკნების შემოთრევა, არ გრცხვენია? ჩემი ბინა საროსკიპოდ აქციე? ბრავო, გუგა ბრავო!
---ალბად წამლების დალევა დაავიწყდა და თქვენთვის ჯობია ახლა აქედან გაქრეთ!- უჩურჩულა ერთს გუგამ.
---უიმე მართლა? და ასე როგორ გავიდეთ ქუჩაში!- აწუწუნდა გოგოები.
---როგორც გინდათ, ოღონდ აქედან გადით. რამე არ მოგწიოთ და არ დაგასახიჩროთ!- სერიოზულად შეაშინა გოგოები გუგამ.
---მაიმუნო ეს როგორ გაბედე გუგა როგორ. იდიოტი ხარ, მექალთანე ხარ!- არ ცხრებოდა ჟანეტი. ამათ ჩხუბში გოგოებმა ნელა ნელა კარებამდე მივიდნენ და უცებ გავარდენ გარეთ ისე შიშვლები როგორც იყვნენ.
---არა ნორმალური ხარ, გამიქციე გოგოები. რა ჯანდაბა მოგარბენინებდა, კვირაობით ხო გვიანობამდე გძინავს ხოლმე!
---და შენც დრო იხელთე ხო? შენ კი არა მე ვარ იდიოტი გასაღები რომ მოგეცი და განდვე!
---ჟანეეეტ, რადგან მოდი მიდი რა რამე გააკეთე დღეს ყოველნაირად მშიერი რომ დამტოვე! -უთხრა გუგამ.
---შენი დინოზავრები სადაც გინდა იქ წაიყვანე, აქ არ დაგინახოთ არცერთი!
---რა ბობოქარი ხარ, დადიხარ და ბურტყუნებ!- კარზე ზარმა შეაწყვეტინა ჟანეტს ბურტყუნი. კარი გააღო და იქ შიშველი, დარცხვენილი გოგოები იდგა.
---რა გინდათ, აქ რას ელოდებით, ანაზღაურებას ალბად ხო? ჩეკს გამოგოგზავნით მორალური კონპესაციის ასანაზღაურებლად. ეს ბინა და ეს კარები დაივიწყეთ, მიბრძანდით აქედან სანამ კიბეებზე არ დამიგორებიხართ!- შეეშინდათ გოგოებს, მიხვდნენ რომ ჟანეტი არ ხუმრობდა და რასაც ამბობდა გამკეთებელიც იყო. გამობრუნდნენ და ისე შიშვლებმა ჩაირბინენ კიბეები რომ რეზი და დათო შემოხვდათ. მაღლა ამოიხედა დათომ და კიბის თავში გაცეცხლებული ჟანეტი რომ დაინახა ორივემ ხარხარი ატეხენ.
---ვაიმეეეე რა ცუდად ვარ. ჟანეტ ვინ არიან ესენი?
---ვახ რა ტანი ქონდა, ვინ არიან!-თქვა დათომ.
---ვაიმე გუგა შენც შიშველი ხარ?- რეზი ვეღარ სუნთქავდა.
---გადამიყარა ტანსაცმელი ამ არანორმალურმა!- თქვა გუგამ სიცილით.-
--აი ცუდმა ღორმა არც თავად ჭამა და არც სხვას აჭამაო. გუგაააა შენც ასე დაგემართააააა. არ გაცადეს სიამოვნებაააა! -აყვა დათო რეზის.
---ხო ჩამაგდე ამათ ყბაში, წაეთრიე ეხლა შარვალი მომიტანე, ასე სად წავიდე გოგო
!---ჩემი შორტებია კარადაში და ჩაიცვი!- უთხრა სიცილით ჟანეტმა.
---არა ერთი კი მაგრამ, ეს ორი გოგო რად გინდოდა. გაფიცებ ეხლა დაიწყე ჯგუფური სე...ი? ვახ ჩემი ცუდად ვარ!- კარებზე ისევ ზარია და ჟანეტმა თქვა.
---ეხლა თუ კიდევ ისინია გეფიცები კიბიდან დავაგორებ ორივეს.- წამოხტა ფეხზე, გავარდა სამზარეულოში და დიდი საწ.... ტოლჩით წყალი გამოიტანა. გამოხსნა კარები და დგაფ, ხედავს წყალი ნიკას და გიორგის შეასხა.
---ასე მოგიხდებათ!- თქვა და სახეზე შეეყინა ღიმილი ნიკას თვალებს რომ შეხედა.
---გაგიჟდი ხო? ეს რა მასკარადია, ცუდი სიზმრით ადექი? ან შენ აქ რა გინდა, სახლში არ უნდა იყო ახლა?- გაბრაზებულმა მიაყარა ნიკამ და გიორგის ვერ გაეგო რა ხდებოდა. გაოცებული მიჩერებოდა ხან ჟანეტს და ხან ახარხარებულ ბიჭებს.
---რა ხდება გამაგებინეთ ან თქვენ რა გაცინებთ!
---დაიცა შენ მითხარი, მე რა მინდა აქ ამ დროს? ესე იგი შენ იცოდი აქ რისთვინ მოდიოდი ხო? ბრავო კარგი ბიჭები ხართ!
---ჯერ ერთი, იდეა არ მაქვს რაზე ხარ გაბრაზებული. მეორე ის რომ, რეზიმ მომწერა, გუგა ჟანეტის ბინაშია, იქ ვართ მე და დათო და თუ გაქვს დრო ამოდიო. შენ აღებ კარებს წყალს მასხამ და მწუწავ. ეხლა წესით უნდა დაგდსაჯო მაგრამ, ჯერ უნდა გავიგო რატომ ხარ გაბრაზებული!- უთხრა არანაკლებ გაბრაზებულმა ნიკამ და მერე ბიჭებისკენ მიბრუნდა.
---რა გაცინებთ, გამაგებინეთ რა ხდება, რამ გააბრაზა ეს ასე მწარედ!
---შენ როგორ ხარ, ვერ ჩაიცმევ თუ ისევ საწოლში გგონია თავი?- უთხრა ამდენი ხანი მდუმარედ მყოფმა გიორგიმ. კარებზე ისევ ზარია და სახლში გაოცებული კაკი და ვანო შემოვიდა.
---წეღან საქმეზე გავრბოდით მე და ვანო და აქ გავიარეთ. ვხედავ ჟანეტ შენი ბინის ფანჯრიდან და კერძოდ შენი საძინებლიდან ტანსაცმელი ფრიალით გადმოუშვა ვიღაცამ ფანჯრიდან. რა ხდება გამაგებინეთ ხალხო!
---არ გინდა მსახიობობა, ამათმა მოგწერეს ხო?
---გეფიცები არავის არაფერი არ მოუწერია, მართლა დავინახე მაგრამ, ვერ შემოვედი. ხომ გითხარი საქმეზე მივდიოდი! - გუგამ მოუყვა რაც დაემართა და რაც ჟანეტმა გაუკეთა. მთელ ბინას ესმოდა ბიჭების ხარხარი.
---გუგა გამოვა თუ არ გამოვა!
---ვინ ჟანეტი?
---ჟანეტი კი არა გვშია. დღეს არაფერი არ გვიჭამია. გაგვიკეთებს რამეს თუ გაგვწირავს შიმშილისთვის!-უჩურჩულა დათომ.
---ეს ახლა საჭმლის გამკეთებელია? რომ შემჭამოს ის უნდა, ვერ ხედავ როგორ მიყურებს?
---აქ არ დაგინახოთ არცერთი ჩემმა თვალებმა. მომიწყვენ ბიჭებმა აქ ვნებიანი ღამეები!- წამოდგა და კარებში გადიოდა ყველაზე ცანცარა რეზი რომ წამოეწია, რომელიც სიცილისგან კიდევ ვერ იკავებდა თავს. ხელი მოხვია ჟანეტს და უთხრა.
---ჩვენ ხომ ვართ ძმაკაცები ჟანეტ!
---მომშორდი, არაფერს არ გაგიკეთებთ, მშივრები იქნებით დღეს ყველა!
---ჟანეტ, ჟანეტ ჩემო ჟანეტ. ნუ გამწირავ შიმშილისთვის!- არ გამოუვიდა რეზის არაფერი. გუგას სახლის გასაღები წაართვა და წავიდა.
---მართალია, გაბრაზდა და დაანებეთ თავი მე თავად შემოვირიგებ. მაგას ეგონა ყველა თუ მოხვედით აქ იმ საქმეზე და ამაზე უფრო გაბრაზდა ნიკა რომ დაინახა აქ!- თქვა ღიმილით გუგამ.
---რა უაზრო ადამიანი ხარ. დღისით, მზისით რამ მოგაყვანინა აქ გოგოები. ნოდარი რომ მოსულიყო მერე რას შვრებოდი!
---კარგი რა ნუ მო....ით ტვინი. მე მივხედავ ჟანეტს, შემოვირიგებ დიდი ხანი უჩემოდ მაინც ვერ გაჩერდება, მაგრამ უბედური ხასიათისაა, ძნელად მომიწევს მისი გულის მოგება. აი, აი მირეკავს ხომ გითხარით!- თქვა და ჩაიცინა.
---20 წუთიც არ გასულა რაც აქედან წახვედი და მოგენატრე ხო?-უთხრა ირონიულად გუგამ.
---მანქანა რომ მჭირდება თორემ, შენ რა მოსაკითხი ხარ იდიოტო. გაცვია რამე? თუ ასე შიშველი ეშმაკივით წამოხვალ აეროპორტში? სოფო ჩამოდის და უნდა დავხვდე!
---სოფოოო.? ასე სად წამოვალ გოგო, მართალია გოგოებს ვერ დავეპწკვნები ხელიდან, მაგრამ როგორ წამოვიდე?- წამოიყვირა გუგამ.
---ბოდიში შენი გუჩის შარვალი რომ ჩამოვედი ვიღაც ბომჟის მივეცი!
---შენ სულ გააფრინე ხო? მოგკლავ იცოდე!
---კარგი თუ წამოსვლა არ გინდა, მანდ მოვალთ პირდაპირ!
---ჟანეტ მეღადავები ხო?- საწყლად კითხა ბოლოს მომბალმა.
---არ გეღადავები, შენს თავს ვფიცავარ. რომ გამოვედი სახლიდან მაშინ დამირეკა და შენ ისეთი ამბავი დამახვედრე მანდ კი დამავიწყდა რომ მეთქვა. ისე ამ გაბრაზებულ გულზე ვიფიქრე მასე გნახოს და მერე უფრო შეგიყვარებდა. მაგრამ ჩემს გულს რა ვუთხარი, შემეცოდე მაინც. რა ვქნა ეხლა ტაქსი დავიჭირო და წავიდე თუ მოიფიქრებ რამეს?
---მამაჩემის მამასთან წადი შენ. რატო არ დამირეკე გოგო!
---უაზრო გირეკე ტელეფონზე და არ მპასუხობდი ეს ერთი და მეორე, მამაშენის მამას შენი ნახვა უფრო გაუხარდება, ახლოს იცნობდი და ჩემი მოსახელე შვილიშვილი დავაჟკაცებული მომივიდაო!
---იმ ადგილის დედა ვატირე, სადაც ჩემი საკუბოვე ხე იზრდება და არა შენი. ფეხი არ გაადგა, მოვდივარ არანორმალურო!
---როგორ მოდიხარ შიშველი? ესმოდა გუგას როგორ ფხუკუნებდა ჩუმად ჟანეტი.
---კაკიმ მომიტანა ჩასაცმელი და დღევანდელი დღე დაიმახსოვრე, რაც გამიკეთე მწარედ გაზღვევინებ იცოდე.- დაემუქრა გუგა.
---ვკანკალებ ისე მეშინია.
ჟანეტი ზურგით იდგა ბინასთან და თან ტელეფონზე ელაპარაკებოდა გუგას რომ უცებ ხელი სტაცა ვიღაცამ და თვალები აუხვია და მანქანაში შეაგდო.
---რა უაზრო ქცევები გაქვს ხანდახან, ერთი დღე იქნება და თავს გაგიტეხავ იცოდე და მერე არ იბუზღუნო!
---ხომ შემირიგდები ახლა. წამოდი ერთად ვიმღეროოოთ, შენ ჩემო გიშრის თვალებაააა. ისე არ შეგეშინდა?
---ვიცი უკვე ასეთი იდიოტური საქციელს შენს მეტი ვინ მოიფიქრებდა!- მშვიდად უთხრა ჟანეტმა.
---რა მაგარ დროს დაემთხვა ეეე სოფოს ჩამოსვლა, წავიდეთ ზღვაზე?---ელიზა და ინეზა წაიყვანეთ, ისინი უფრო გამოგადგებათ თქვენ გასართობად!
---მრავლობითში ნუ ლაპარაკობ ჟანეტ, ჩვენ არაფერში არა ვართ დამნაშავე გესმის?- უთხრა ნიკამ
---შენს გამო ჩვენც უნდა გავილანძღოთ შე უტვინო!- თავში წამოარტყა ხელი რეზიმ გუგას.
---წავედით?
---წავედით, შენი გულის გამხმობი მოდის!-უთხრა დათომ
---სექტემბრამდე თუ ინფარქტი არ დაგემართა, მერე 100 წლიანი ხარ!- სიცილით უთხრა კაკიმ.
---იცინეთ, იცინეთ და ვნახავ ვინ, ვის დამართებს ინფარქტს!- თქვა გუგამ..
---ამაღამ დალევა მოგვიწევს!-თქვა ჟანეტმა.
---მარტო თქვენ ორნი დალევთ?- წარბაწევით გახედა ნიკამ.
---რატომ მარტო ჩვენ? ლილუ დაგხვდება სახლში. -კაკიმ გაიგონა და გაუხარდა ,,ჩემი ლილუ'' მოვა დღეს და ვნახავო.
---ტარზან დღეს სახლში მიდიხარ თუ რჩები ჟანეტთან?-სერიოზულად კითხა კაკიმ გუგას. ტარზანის დაძახებაზე ყველას ხმამაღლა გაეცინა.
---ტარზანი რომ იყოს. ხიდან-ხეზე უნდა დახტოდეს!- მწარედ წაკბინა ჟანეტმა გუგა.
---იცოდე რამე არ დაგცდეს თორე ენას ამოგაცლი გესმის?
მოსაცდელ დარბაზში ბევრი ხალხი ირეოდა, ლოდინი თანდათან მოსაბეზრებელი გახდა და გული უღონდებოდა ყველას. საათის ისრები უკვე 9 საათზე გაიჭიმა და ხასიათი ჟანეტსაც გაუფუჭდა. წუხდა ყველა მაგრამ რა გაეწყობოდა ლოდინს უნდა შეგუებოდნენ.
---როგორ გავისვარო დღეს სისხლში ხელი. ვერ შეეკითხე რომელ საათზე იქნებიო? ისე კი ასარსალებ ენას!- გაბრაზებულმა უთხრა გუგამ. თუ დაიღალე მიბრძანდი, წუხელ ელიზა და ინეზა გყავდა და დღეს ალბად ნადია და კატია გელოდება. ასე დამთხვევით როგორ უდარებ სახელებს? ამ საუბარში იყვნენ რომ საიდანღაც ჟანეტის ფეხებთან პატარა ფუმფულა ლეკვი მივიდა კუდის ქიცინით. რომელსაც პატარა გოგონა მოსდევდა უკან ჩორნა-ჩორნას ძახილით. ჟანეტი დაიხარა და ლეკვი ხელში აიყვანა. მოეფერა უყურა, უყურა და დანანებით თქვა;
---სამართალია ახლა ეს? ამას ძაღლი უნდა ერქვას და შენ ადამიანი?
---ვახახახახახახააააააა- ერთიანმა ხარხარმა აეროპორტი შეძრა და ააგუგუნა. გუგაც იცინოდა მაგრამ მერე სახე დაისერიოზულა და ჟანეტს გაბრაზებულმა უთხრა.
---შენ მე რაღაც ძალიან წამაჩვიე ენა ამ ბოლო დროს!- ჟანეტმა რომელმაც არ თქვა რომელ საათზე ჩამოდიოდა სოფო, მთელი დღის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა მოვიდა დაფრენის დრო, სადაც იყო მიწაზე დაეშვებოდა თვითმფრინავი,
.---ჩამოფრინდა, როგორც იქნა დაადგა საშველი!- თქვა გიორგიმ. ხალხის ნაკადმა იწყო დენა გარეთ და ამ ხალხის ბრბოში გაიგონა მონატრებული, ნაცნობი ხმა.
---ჟანეტ!- გაიხედეს და ხალხში ხელაწეული სოფო მოდიოდა და ცალი ხელით ჩემოდანს მოაგორებდა.
---სოფოოოო!- გაიქცა ჟანეტი და ერთმანეთს გადაეფსკვნენ გოგოებმა.
---საუკუნეა არ უნახიათ ერთმანეთი. სვარკის აპარატი თუ დააშორებთ ახლა ამათ ერთმანეთს!- ირონიულად ჩაილაპარაკა გუგამ.
---ვსვამთ დღეს ჟანეტ ხო?
---მაშ არა?-თვალი ჩაუკრა ჟანეტმა.
---როგორ ხართ ბიჭებო?-ყველა მოიკითხა თბილად და ყველა გადაკოცნა,მათ შორის გუგაც.
---ჟანეტ სახლში ვსვამთ თუ ბარში მივდივართ?
---სახლში მზადდება სუფრა სოფო!- ხელი გადახვიენ ერთმანეთს და სიმღერით გავიდნენ გარეთ.
---უიდააა მომაწოდეთ ყანწებიო უიდააა, დავთვრები და დავწვებიო უიდააა. ჟანეტ ლევანს დაურეკავ და თუ ექნება დრო რომ მოვიდეს სირცხვილი იქნება?
---არა რატო? მოვიდეს სოფო!- ჟანეტმაც ღიმილით უთხრა..
გუგა კისერზე ძარღვებ დაბერილი შეხვდა , სოფოს საქციელს, ღიმილიანი როგორი სითბოთი და სიყვრულით სავსე საუბრობდა, ლამის წყლის ჭიქა შემოეფშვნა ხელში, რომ არა კაკის ხელი მხრებზე, კედელს მიაფშვნიდა ბოლო სიტყვის გაგნებისას ჭიქას.



№1  offline წევრი isterichka123

მაგარია გაგრდზელე <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Dzaaan kargiaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent