მოსიარულე აურზაური (სრულად)
ერთ მშვენიერ დილას გავიღვიძე და დაიწყო ჩემი ამბავი ... რა სისულელეა არც მშვენიერი დილა იყო , არც გავიღვიძებდი საერთოდ შუადღემდე დედაჩემი რომ არ შემოვარდნილიყო ოთახში . გასაოცარი ის არის საერთოდ სახლში რომ იყო.ისე შემეშინდა კივილი დავიწყე -დედაააააააა -რა გაღრიალებს გაიანე? -როცა დედას ხედავ რომელიც ორი თვეა წასულია სადღაც საქმეზე არ ვიღრიალებ აბა? - მომენატრა ქართულად საუბარი სახლში სულ ინგლისურად მიწევს საუბარი როცა მშობლები არ არიან. -არ მომეხვევი? - საწოლთან მოვიდა და წარბები მაღლა აზიდა, ეს ურჩხული ჩემს ჩახუტებას ელის? მოკლედ რა ქალბატონი მოსამართლე ლილია შანიძეც კი თბილია ჩემთან ,ალბათ იმიტომ რომ ერთადერთი შვილი ვარ. რომ არ ვიყო მის მოსმენებზე ნამყოფი ეს საყვარელი ქალი ნამდვილი თოჯინა მეგონებოდა . კარგი ხო სახლში ისედაც თოჯინაა ოღონდ ასე მხოლოდ მამიკო ეძახის ამ დროს ისე უბრწყინავთ თვალები სითბოთი ვივსები და მინდება მეც ვუყვარდე ასე ვინმეს ,მიუხედავად იმისა რომ ყველანაირად ვერთობი ბიჭებთან“ყოფნის“ გარდა გულის სიღრმეში მეც ველი ნამდვილ წრფელ სიყვარულს . ...რამდენი ვიყბედე ,სად გავჩერდი? აა ჰო წამოვფრინდი საწოლიდან და ჩემს საყვარელ ლილიას მოვეხვიე ,უფრო სწორად ზედ შემოვეხვიე -დედიკოოო როგორ მომენატრე მამა სად არის? -სამსახურში შეიარა და მოვა მალე ...ჩემო პრინცესა ხომ არ მოიწყინე უჩვენოდ? -არა რა მომაწყენდა წვეულებებზე დავდიოდი,მართალია ბიძაჩემმა შემაწუხა და პირველ საათზე სახლში მოვყავდი მაგრამ მაინც მაგარ დროს ვატარებდი ... ერთი ვერ გავიგე ეს ბიჭი რომ მგონია ვერ გაიგებს ვერაფერს რამეს დავაშავებთქო უცებ მესმის ხმა“ ანდრო მოდის“ -ჩემი მაზლი ყოველთვის ფორმაშია -ხელი მომხვია დედიკომ და გაიცინაოთახში შემოვარდნილი ანდროს დანახვისას ,რომელსაც თავი არეული ჰქონდა შორტი ნახევრად ეცვა და ისე უცებ მოეხვია დედაჩემს მგონი ვერავინ გამოგლეჯდა ხელიდან -რძალი დამიბრუნდა ალელუია როგორც იქნა ამ გადარეული ჭინკას თვალთვალი აღარ მიწევს - ლილიას ხელი მოხვია წელზე და აფრიალებდა. უყვართ ერთმანეთი ჩემს გიჟ ბიძიკოს რომელიც სულ რაღაც 26 წლისაა და ფაქტიურად შვილივით ჰყავთ ჩემს მშობლებს ალბათ ამიტომ არ გააჩინეს ჩემს შემდეგ შვილი . -მომენატრე ჩემო ბიჭო -ნუ მეძახი ეგრე რამდენჯერ გითხარი -კარგი რა 43 წლის ქალი ვარ ჩემი შეყვარებული ვისღა ეგონები -სანამ ანდრო და ლილია საუბრობდნენ მე მანქანის ხმა გავიგე და ელვის სისწრაფით გავიქეცი .არ ვიცი კიბეები როგორ ჩავირბინე მხოლოდ მაშინ დავმშვიდდი როცა მონატრებულ მამიკოს მოვეხვიე და იმდენი ვაკოცე სანამ არ დავიღალე -ჩემო პრინცესა როგორ მომენატრე ... -მეც მეც მეც მამიკოოო ჩემი მამიკო იცოდე აღარ წახვიდე კიდევ დიდხანს თორემ გავბრაზდებიიიი -არის ჩემო ქალბატონო - მინდორზე დამსვა და ისევ მაკოცა . ის დღე ერთად გავატარეთ,როგორც ყოველთვის მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ რესტორანში წასვლას ვგეგმავდით საღამოს დამაგვირგვინებლად,როდესაც დაცვის უფროსი მოვიდა მამასთან. ერთად გავიდნენ კაბინეტში, საკმაოდ დააგვიანდათ შემდეგ დედაც წავიდა და დავრჩით მე და ანდრო გამოწყობილები უკვე საკმაოდ დააგვიანდათ და ბიძია გავგზავნე მათთან.მალევე დაბრუნდა მაგრამ ჩვეულზე მეტად მოღუშული იყო ვერაფერი ვათქმევინე. მითხრეს რომ დასაძინებლად წავსულიყავი არ მინდოდა მაგრამ მივხვდი ლოდინს აზრი არ ჰქონდა . დაღლილობამ ტავისი ქნა და მკვდარივით დამეძინა. მეორე დღეს კი ადრიანად გავიღვიძე კიბეები ჩავირბინე ,სახლში აურზაური იყო რარაც ხდებოდა დედა და მამა აშკარად ღელავდნენ -დილამშვიდობის -დილამშვიდობის განო - ხელი მომხვია დედიკომ და ზემოთ წამიყვანა -უნდა ვილაპარაკოთ დე -კარგი და რაზე? რამე ხდება? გოგონები უნდა მოიდნენ მალე გუშინ შევთანხმდით საშოპინგოდ გავდივართ -დაურეკე რომ ვერ წახვალთ -რატო? მამა რა ხდება?- ოთახში შემოსულ გიგის შევხედე და მივხვდი რაღაც ცუდი ხდებოდა. -პატარავ სერიოზული პრობლემა გვაქვს . შენი თანადგომის იმედი გვაქვს პრინცესა. შენ ხო ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ-გიგი გვერდით მომიჯდა და მომეხვია - ძალიან გთხოვ არ გაჯიუტდდე არ შემიძლია ახსნა მიზეზის,უბრალოდ ორ დღეში საქართველოში უნდა წახვიდე-რაო? სად უნდა წავიდე? იქ რა მინდა არასდროს ვყოფილვარ ახლა რა მინდა ამ შუა სემესტრში ღმერთო რა დავაშავე ალბათ ვირაცის ქორწილია ან რამე მსგავსი მხოლოდ ეგეთ დღეებში ჩავდივართ ისიც რამდენიმე დღით და ისიც საშინლად სრულდება ხოლმე. როგორ ვერ ვიტან იმ ხალხს ისეთი უცნაურები არიან, ყველაფერს აკვირდებიან, ყველა დეტალი უნდათ რომ გაიგონ ჩვენს ცხოვრებაზე, ჭორაობენ და სხვის საქმეში უკითხავად ერევიან.ყველა თვალთმაქცია . არა აქაც ნერვებს მშლიან მაგარამ აქ არავის აინტერესებს როგორ ვცხოვრობ მხოლოდ სკოლაშია მთავარი წარმატებული იყო, მე კი მთელს სკოლაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გოგო ვარ ყველა მიცნობს და ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს . -არ მინდა რა გთხოვთ ... თქვენ წადით რა გევედრები,გეფიცები ჭკვიანად ვიქნები -დე ...შენ მარტო უნდა წახვიდე იქ ჩვენს მეგობართან იცხოვრებ დამიჯერე მოგეწონება მათთან, ყველაფერი იმაზე სერიოზულადაა ვიდრე გგონია.აუცილებლად უნდა წახვიდე დე რაც უფრო მალე შეეგუები ამ ფაქტს მით უკეთ შეეჩვევი იქაურ გარემოს -კატასტროფაა ....არ შემიძლია მარტო როგორ წავიდე იქ რა უნდა გავაკეთო ცემი ბავშვების გარეშე იქ არავინ მეყოლება მითუმეტეს თქვენს გარეშე.როგორ გავერთო რა ვქნაკოლეჯს რა ვუყო წელს გამოსაშვები მაქ ამაზე რას იტყვით ამ დროს მოდიან იქედან აქეთ ბავშვები და მე ახლა მიშვებთ? - იმდენად მოულოდნელი კოშმარი იყო ჩემთვის არარც კი ვიცი რას ვსაუბრობდი სანამ მამამ არ გამაჩუმა და მეგონა ყველაფერი თავზე დამემხო ,სიმძიმე ვიგღძენი თავის საშინელი ტკივილი, სუნთქვა შემეკრა თითქოს ფილტვები აღარ იშლებოდა -თუ არ წახვალ შეიძლება რამე დაგიშაონ ... ძალიან საშიში მტერი გვყავს გაიანე რომელიც შენს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის თუ სწორად მოვიქცევით. თუ არ წახვალთ ვერ შევძლებთ სწორად მოქმედებას ,დაგვაშანტაჟებს საქართველოში დაცული იქნები ,თუ მოგაგნებს მაინც არაფერი მოხდება , გაგვიგე ჩემო პატარავ ვერ დავუშვებთ საქმის ჩაშლას ,აუცილებლად უდნა დავიჭიროთ ის კაცი ... გთხოვ გაგვიგე პატარავ .გპირდები მომავალ სასწავლო წელს აქ იქნები და უნივერსიტეტში ჩააბარებ -მამა... ეს როგორ ანუ სხვა გამოსავალი არ არის? და რა იცით რომ იქ ვერ მომაგნებს აქ დაცვა გვყავ იქ ... -პანიკაში ჩავვარდი 17 წლის ბავში ვარ ტერმინატორი ხო არა ,ჩემს სიცოცხლეს ეხება საქმე ესეიგი ჩემს მშობლებსაც საფრთხე ემუქრებათ. ყოველთვის ასე იყო მთელი ბავშვოვა შიშშიი ვცხოვრობდი დედა მოსამართლე მამა გამომძიებელი როგორ შეიძლებოდა სიმშვიდეში ვყოფილიყავი . ბიძაა ექიმი და ისიც ერთხელ გიჟმა პაციენტმა დაჭრა რომელიც მეუღლის გარდაცვალებაში ადანაშაულებდა. -არა ჩემო ლამაზო .. -დე უნდა წახვიდე ...ბარგს ჩაგილაგებენ, მეგობრებს დამეშვიდობე ისე რო ყველამ არ გაიგოს კაი? მხოლოდ ძალიან ახლობლებს იმასაც ნუ ეტყვი კაი? რამე პრობლემა არ შეგექმნას გთხოვ .იქ მოგეწონება მალე არდადეგები დაიწყება და ექსკურსიაზე წადი დაათვალიერე საქართველო... -კარგი რა დედა ყოველ ზაფხულს კუნძულზე დავდივარ დასასვენებლად საქართელოში რა უნდა ვნახო ეგეთი რო აღმაფრთოვანოს ... წინა საუკუნეში ჩარჩენილი ხალხი ცხოვრობს რაღაც უაზრო ტრადიციებით უფლებაშეზღუდულმა უნდა ვიცხოვრო -კარგი მოდი შევთანხმდეთ...იქ ისე წახვალ როგორც თავისუფალი ქალი,რომელმაც იცის რა უნდა ცხოვრებაში, როგორ უნდა მოიქცეს რა არის მისთვის კარგი და რა ცუდი . განო მე ვეღარ გეტყვი როგორ უნდა მოიქცე . მე და დედაშენი გენდობით და ვიცით რომ პრობლემები არ შეგექმნება... გეფიცები თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის 18 წლის იუბილეზე მანქანასთან ერთად ბინასაც გიყიდი მანჰეტენზე შენს საყვარელ ადგილას და შესაბამისად მარტო გადახვალ საცხოვრებლად როგორც გინდოდა -იმდენად საინტერესო შემოთავაზებაა მგონი სიხარულით გავფრინდები იმ „ჯოჯოხეთში“ -ვბარაზდები ეგრე რომ ამბობ .. -კარგი დე ვიცი რომ პატრიოტი ხარ ... წავედი ატასი საქმე მაქვს ორი დღე ცოტაა... ბარგის ჩალაგება დაიწყონ რა -მოიცა სად მიდიხარ- ანდროს რომ ჩავუქროლე უცებ გამაჩერა-ქაჯანა გადიხარ? მე წაგიყვან -არ ვხვდები დღეს ბიანკას -დიდი ამბავი ვის აინტერესებს შენი ბიანკა- გვერდით ამომიდგა და ხელი მომხვია - მიდიხარ საქართველოში პატარავ? -სხვა რა გზაა.. ხომ ჩამომაკითხავ თუ ძალიან მოვიწყენ? -ოღონდ შენ მოგიშორო და შენს სანახავად რა ჩამომიყვანს გაგიჟდი? - ეს იმდენად სერიოზულად მითხრა გული მეტკინა. მართალია სულ ვაბრაზებ მაგრამ არ მეგონა ამას თუ მეტყოდა, დავიჯერო ასეთი ქარაფშუტა და თავქარიანი ვარ? მერე რა ხანდახან თუ ვეწევი მეგობრებთან ერთად და „ცუდი“ გოგოც ვხდები პერიოდულად . მე ხომ მიყვარს ჩემი ანდრო -მარტო მინდა წასვლა- უცებ მოვშორდი ცრემლები რომ არ შეენიშნა და მანქანისკენ გავიქეცი, მძღოლს დავუძახე და ისიც წამში გაჩნდა ადგილზე -რა დაგემართა პატარავ? -არაფერი... -მოიცადე მაიკლ !- მანქანა გააცერა უკვე გასასვლელთან და კარგი გააღო რადგან მინა აწეული მქონდა- გაიანე რა გეწყინა? -არაფერი რა უნდ ამწყენოდა... ზედმეტად არ გაგეჩხირები თვალში ორ დღეში წავალ მაინც -რა სულელი ვარ თავი ვერ შევიკავე და ცრემლები წამომივიდა . ეს გიჟი ჯერ მიყურებდა მერე ისე დაიწყო სიცილი წყლის შესხმა გადავწყვიტე რომა რ შეუხებულიყო -ვაიმეეე. ღადაობ გაიანე? შენ რა ეგ გეწყინა? ცემი პატარა... ჩემი პატარა სულელი გოგო როგორ იფიქრე რო არ მომენატრები, დარწმუნებული ვარ ერთ კვირაში მომენატრება თავის ტკივილი,შენი წვეულებები და იმ გიჟი გოგონების სულელური წიკები შენს დაქალებად რომ მოაქვთ თავი... - მანქანიდან გადამსვა და ისე ჩამეხუტა ძვლები ამტკივდა . სრუტუნი შევწყვიტე და ცრემლები შევიმშრალე -მართლა? -ვის გავხარ ასეთი ბავშვი ჰა? -17 ვარ ანდრო -მერე რა მამაშენი და დედაშენი არ იყვნენ 17 ? შენ ზედმეტად ბავშვური ხარ არ იცი ცხოვრების არაფერი .იქ როგორ გაძლევ ვერ ვხვდები , იცოდე მაქსიმალურად მოიკრიბე გონება, ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დასერიოზულდე შეეცადე სწორად იფიქრო - შუბლზე მაკოცა და მანქანაში ჩამსვა. ის დღე მეგობრებთან ერთად გავატარე და საერთოდ არ მახსოვდა არაფერი გართობის გარდა. გვიან დავბრუნდი სახლში გათიშული დავვარდი საწოლზე და დავიძინე. ბოლო დღე ამერიკაში აბარგებას დავუთმე , მშობლებს გამოვემშვიდობე და ისე წავედი ჩემი „შეყვარებული“ საერთოდ არ გამხსენებია. დიდი ამბავი წინა ღამით ხომ ვნახე აუცილებლად უნდა გავეცილებინე კოცნებით და ვარდებით? გაირთობს როგორმე თავს ჩემს ჩამოსვლამდე. ისე სიმართლე გითხრათ ბრაიანი არც კი ვიცი რატომაა ჩემი შეყვარებული ,თუმცა როგორ არ ვიცი კოლეჯის ერთ-ერთი გამორჩეული ბიჭი არაჩვეულებრივი გარეგნობით, მომხიბვლელი ღიმილით და იმდენად კარგად იცის როგორ უნდა შეაბას გოგო არც გასჭირვებია ცემი „ხელში ჩაგდება“ ნუ რამდენად მოახერხა ჩემი ბოლომდე დაკავება არ ვიცი მაგრამ გასართობად გამოდგებოდა. თუმცა მაინც რიგით თინეიჯერულ „სათამაშოდ“ დარჩება ბოლომდე და დარწმუნებული ვარ მალევე დავშორდებით . ახლა ზედმეტად ბევრი სადარდებელი მაქვს ასე რომ ჩემს ქერა ცისფერთვალა ბიჭზე ფიქრის დრო არაა. შუაღამით აეროპორტში წავედით, ცრემლები მაინც ვერ შევიკავეთ და ასე ზლუქუნით ავედი თვითმფრინავში მას შემდეგ რაც ყველას ჩავეხუტე და გული მოვიოხე ტირილით. ეს თინეიჯერული სენტიმენტები ,დამიშრა თვალები. არც კი მიკკითხავს სად მივდიოდი, რა მნიშვნელობა აქვს ვიცი რომ არ მომეწონება და გამიჭირდება ვიღაც გადამთიელებთან ცხოვრება. როგორმე გავძლებ, ჩემი ჭირვეულობის დრო ნამდვილად არ არის ისედაც ბევრი პრობლემა აქვთ ჩემებს . აეროპორტში დაფრინდა თვითმფრინავი , გამოვედი და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი. ესეც კი განსხვავებული მეჩვენა -დამშვიდდი განო ყველაფერი კარგად იქნება, მხრებში გაიმართე და გზა განაგრძე- საკუთარი თავი გავამხნევე და ასეც მოვიქეცი . მალევე დავინახე იქაური ჩვენი დაცვის წევრი რომელმაც ჩემი ბარგი წამოიღო და მანქანასთან მიმიყვანა. -პირდაპირ სახლში წაგიყვანთ ქალბატონო ,ბრძანება ასეთია -კარგი გმადლობ ლევან . -მანქანაში ჩავჯექი და საზურგეს მივეყრდენი, ვატყობ აქაურ დროზე შეგუებაც გამიჭირდება ,ისე მეძინება რომ თვალებს ძლივს ვახელ . მანქანა იძრება , მალევე მივდივართ საშუალო ზომის ჩვეულებრივ თბილისურ სახლთან და პირველივე ჭირვეული შემოტევა მემართება“ უკეთესი სახლი ვერ შეარჩიე მამა? მაინცადამაინც ღატაკებთან უნდა ვიცხოვრო? ისე მართალია აქ ვინ მომაგნებს „ უკმაყოფილო მზერით გადავდივარ მანქანიდან და ეზოში შეკრებილ მომღიმარ პირებს იმდენად ირონიულად ვუღიმი რომ საკუთარი თავი მძულს იმ წამს ჩემში არსებული ამპარტავნობის გამო. -კეთილი იყოს შენი ფეხი გაიანე - როგორც სჩანს ეს ოჯახის დიასახლისია, ძალიან სასიამოვნო ქალია უნდა ვაღიარო . მასთან შეგუება არ გამიჭირდება, ისე მომეხვია გავთბი -გმადლობთ მასპინძლობისთვის -თავაზიანად მივუგე და ოჯახის უფროსის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე -თავი ისე იგღძენი როგორც საკუთარ სახლში, ჩემო კარგო ... -აუცილებლად- გავიღიმე მკრთალად და მათ უკან მდგომ ბიჭს წარბაწეულმა გავხედე იმის ნიშნად რომ მისი მზერა არ მომეწონა. ყველა თავს მევლება და ეს ვინ არის რომ მიბღვერს ვერ გავიგე რა წესია ,მუდო. -უი შვილო დაგვავიწყდა გაცნობა -უცებ შენიშნა ქალმა და გაიღიმა- მე ნათია მქვია, გიორგი ჩემი მეუღლე და ჩვენი ვაჟი თორნიკე -თვალები ისე უბრიალა ბიჭმა ზანტად გადმოდგა ნაბიჯი და ზემოდან დამხედა ისე თითქოს არც არავინ ვიყავი,თავი მიუსაფარი კნუტი მეგონა. -იმედია გაძლებ ამ სახლში შენ ხომ ვერ იტან საქართველოს და მითუმეტეს უბრალო სახლებს - მოიცა ეს ჩემს აზრებს კითხულობს? როგორ ბედავს, მე აქ ვმსახიობობ თავს ვიკავებ რომ საზიზღარი გოგოს შთაბეჭდილება არ დავტოვო ამ ხალხზე ,რომლებმაც სახლში მიმიღეს და ეს რას აკეთებს.ვერაფრის თქმა მოვახერხე, ნათია ჩაერია და თვალით ანიშნა რაღაც. მანაც გადაატრიალა უინტერესდ თვალები დაუარესად „მჟავე“ სახე დაკერა. ვერ ვხვდები ამ პოზიტიურ კომუნიკაბელურ ხალხს ასეთი შვილი როგორ ჰყავთ „კოშმარი“ . როგორც იქნა სახლში შევედით , შიგნითაც იგივე გარემო იყო, ძალიან ჩვეულებრივი სახლია არც ზედმეტად ღარიბული არც ზედმეტად მდიდრული ,მოკლედ ვიცხოვრებ როგორღაც .მართალია გამიჭირდება მაგრამ შევძლებ როგორმე . -შეგიძლიათ ჩემი ოთახი მაჩვენოთ? საშინლად დავიღალე -ახლავე მეორე სართულზეა -ა იქეთ კიბეებია?- ხის პრიალა კიბეს ავხედე ჩემთან ორი ამხელა ამ ზომის კიბე ჩემს ქოხს ჰქონდა რომელიც ხეზე ამიშენეს. ღმერთო მგონი ძალიან გამჭირდება ... კიბეები ავიარე და იმ იმედით რომ ოთახი მაინც მომეწონებოდა ღრმად ამოვისუნთქე. კარი გაიღო და შევედით ოთახში -ვიცი შენი საძინებლის მსგავსად კომფორტული და დიდი არ არის მაგრამ ... -არა რას ამბობთ ... ისეთივე როგორიც -ზედმეტი წამოვაყრანტალე სჯობს გავჩუმდე- მთავარია კომფორტულია სიდიდეს რა მნიშვნელობა აქვს .-აუუ საწოლიც როგორი პატარაა ამაზე როგორ დავიძინოოო-უკაცრავად სააბაზანო არ არის?- ოთახში კარს ვერ სევხედე და აი მანდ კი აშკარად გამოვხატე გაოცება .ჩემი სუსტი წერტილი სააბაზანოა შეუძლებელია საერთო სააბაზანოშ ვერ გავძლებ მოვკვდები უბრალოდ ვინმემ რომ დამიკაკუნოს და მითხრას“იჩქარე“ -საძინებლებს არ აქვს სააბაზანო ერთი დერეფნის ბოლოსაა მეორე სართულზე ერთიც პირველზე -როგორ არ მინდოდა ნათიასთვის ან საერთოდ ამ ოჯახისტვის შეურაცხყოფის მიყენება მაგრამ ტემბრი ვერ გავაკონტროლე -როგორ საერთოს ააბაზანოთი უნდა ვისარგებლო? ანუ რა გამოდის როგში უნდა ვიდგე და ერთ პატარა სააბაზანოში უნდა დავდო ყველა ცემი ნივთი? ერთი ჩემოდანი მაქვს სავსე გელებით ...ეს როგორ - მგონი პანიკაში ჩავვარდი ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი და ქალი გავაგიჟე მგონი -არა ამ სართულის სააბაზანოთი მხოლოდ შენ და თორნიკე ისარგებლებთ მე და გიორგის ისედაც ქვემოთ გვძინავს ასე რომ პრობლემა არ იქნება -უარესი ბიჭი გამოიყენებს იმ სააბაზანოს რომელშიც მე უნდა შევიდე? კოშმარია უბრალოდ საშინელებაა - შუბლზე ნერვიულად მოვისვი ხელი და ოთახში სიარული დავიწე ნუ რა ადგილიც იყო საამისოდ- სხვა რამე გამოსავალი არ არსებობს? ის თქვენი მუდო შვილი სხვა სააბაზანოთი ვერ ისარგებლებს? იქნებ მალე დავბრუნდე უკან თქვენც დაისვენებთ და მეც -უკაცრავად? - ვიღაცის ბოხი ხმა მომესმა ეს ვინღაა ,უკან შევბრუნდი და ჩემი ცემოდნებით ხელში დავინახე ვაჟბატონი ისე დააგდო იატაკზე შევკივლე -ფრთხილად იქნებ და რა მიდევს შიგ .... -ოცი ჩემოდანი რომ წამოიღე ამერიკის ღირსშესანიშნაობები აკეცე და ჩააწყვე? ქანცი გამაძრო ამათმა თრევამ -უკაცრავად?- თვალები გამიფართოვდა და ვაჟბატონს უემოციო სახით რომ იდგა ქვემოდან ავხედე- ეს სადაური სტუმართმოყვარეობაა სულ არ გავხარ შენს მშობლებს?-ღმერთო რამდენს ვსაუბრობ , სირცხვილია ამას რას დავეძებ მაგრამ ნათია რომ უხერხულად გრძნობს თავს? -სჯობს ჩვენთვის შეურაცხყოფის მოყენებას ,პრეტენზიებით მოძრაობას და ქედმაღლურად მზერას დაივიწყო ის რომ პრინცესა ხარ და ჩვეულებრივად მოიქცე ისე როგორც ამ სახლს და გარემოს შეეფერება. მე არ მრცხვენია აქ ცხოვრების და არც მინდა პენტჰაუსი და სასახლე ესეც მაკმაყოფილებს -სულაც არ ვიქცევი ქედმაღლურად, მითუმეტეს არავის დამცირება არ მინდა პირიქით მადლობელი ვარ რომ მიმიღეთ .მაგრამ შენ... რას მიბღვერ ვერ ვხვდები, თუ არ მოგწონს ჩემნაირი“ პრინცესებ“ თავიანთი ჭირვეული ქცევებით თავი შორს დაიჭირე და ყველაფერი მოგვარდება -თორნიკე გთხოვ წადი კარგი? -რა თქმა უნდა წავალ ამასთან საუბრის არც დრო მაქ არც სურვილი - ისევ საცოდავ არსებად ვიგრძენი თავი. უკვე მეორედ ისიც ამ იდიოტის გამო ,ისეთს ხომ არაფერს ამბობს მაგრამ ისე მიყურებს და მაიგნორებს რომ მინდა დავახრჩო. -ქალბატონო ნათია მე... არ მინდა ცუდად გამიგოთ უბრალოდ ხომ გესმით ჩემთვის ძნელია ამ ყველაფერთან შეგუება ,მაპატიეტ უხერხულ მდგომარეობას თუ ვქმნი უბრალოდ ... -არაუშავს ჩემო კარგო მესმის ნუ ღელავ მაგაზე . ბარგის ამოლაგებაში დაგეხმარები თან არცისე დიდი კარადებია მგონი გადახარისხება დაგჭირდება -ხოო...ნამდვილად არ დაეტევა და ფეხსაცმელებისთვის კარადები არ გაქვთ? ..კარგი ნაწილს ჩემოდნებში დავტოვებ ჯერ მაინც სიცივეა და მხოლოდ საზამთრო სამოსს ამოვალაგებ. როგორც სჩანს აქ დამჭირდება .კიდევ კარგი მხოლოდ თხელი მაისურებია რ წამომიღია - ჩემთვის ვთქვი უფრო და უკანასკნელ ჩემოდნებს გადავხედე რომელიც თორნიკემ მომიგდო როგორც სხვა დანარჩენი და აორთქლდა. ცოტა ხნით დავისვენე , საწოლი არცისე ცუდი აღმჩნდა რბილი იყო და ჩამეძინა კიდეც. შემდეგ მშობლებს ვესაუბრე ჩემს ანდრიკოსაც და გამოვიცვალე. სახლში ისეთი სიჩუმე იყო მგონი არავინ იყო. ბარგის ამოლაგება დავიწყე და ცხოვრებაში პირველად კარადაში ადგილს მაქსიმალურად ეკონომიურად ვიყენებდი რაც შეიძლება მეტი სამოსი რომ დატეულიყო. მართალია გამიჭირდა მაგრამ ზამთრის ყველა ტანსაცმელი დავაბინავე. შემდეგ პირადი ჰიგიეის ნივთები მოვიძიე, მანამდე კოსმეტიკა ,სუნამოები და აქსესუარები რომლებიც სარკიან კარადაში და ტუმბოებში გადავანაწილე . შემდეგ ოთახიდან გავედი ჩემი ჩემოდნით და სააბაზანოსკენ დავიძარი .თუმცა როგორც სჩანს შევცდი და თორნიკეს შევუვარდი ოთახში საწოლზე იჯდა ირგვლივ წიგნები ეწყო ლეპტოპი და უზარმაზარი რვეული რარაცას წერდა გულმოდგინედ „წიგნის ჭია“ სხვა ვინ იქნებოდა ასეთი მუდო . -აქ რა გინდა -სააბაზანო სად არის? -პირდაპირ ბოლო ოთახია - ისე მითხრა ფაქტიურად გამაგდო ოთახიდან . უცებ მოვიჯახუნე კარი და მითითებული ადგილისკენ გავემართე. კარი შევაღე თვალებდახუჭულმა და მერთს ვთხოვე კატასტროფა არ დამხვედროდა იქ . ჯერ სურნელი ვიგრძენი რომელიც სულაც არ ასოცირდებდოა ჭუჭყთან პირიქით სასიამოვნო გრილი სურნელი იყო .თვალები გავახილე და საშუალო ზომის სააბაზანოს თვალი მოვავლე , საშხაპე კაბინა და ჯაკუზი არ იყო მხოლოდ საშხაპე იყო რომელსაც მგონი სპეციალური ფარდა ფარავდა . ისეთი პატარა ადგილია ალბათ იატაკის მორწყვა მოხდება და გავგიჯდები იმ იდიოტის შემდეგ რომ მომიწიოს შემოსვლა . თუმცა სისუფთავეა , უნიტაზიც კარგ მდგომარეობაშია. „არა აბა რა გეგონა „ მოკლედ არც ისე კოშმარული სიტუაციაა უბრალოდ მთავარია იმ იდიოტს წესების დაცვა შეეძლოს. მშვიდად დავიწყე ჩემი ნივთების ამოლაგება, იმას მაინც არაფერი ედო რა უბედურებაა ორი შამპუნი და რაღაც გელი „კატასტროფაა“ . თუმცა რა მანაღვლებს ადგილი მქონდა და ყველაფერი დავიკავე. შემდეგ გამოვედი და ისევ ოთახში დავბრუნდი ,ყველაფერი დავათვალიერე , საკმაოდ დავიღალე, ბოლოს როდის დავალაგე ჩემი ნივთებია რც მახსოვს, თუმცა რაც არ გამიკეთებია რა მემახსოვრება. მგონი საშინლად მშია და სჯობს ქვემოთ ჩავიდე. კარი გამოვაღე და თორნიკეს შევეცეხე ხელი მაღლა ჰქონდა აწეული აშკარად დაკაკუნებას აპირებდა -ვახშამი მოამზადა ნათიამ -მოვდივარ - გვერდი ავუარე და კიბეები ჩავიარე. რას გავრბოდი ვერ დაველოდე? ღმერთო რა ნელა მოძრაობს რა ვიცი ახლა მე სადაა სამზარეუოლო ან მისაღები -იქეთ - ხელით მანიშნა და მეც წავედი მარჯვნივ. მოიცა სამზარეულოში უნდა ვივახშმოთ? ყველა ოთახი როგორი პატარაა . ნათია ფუსფუსებდა, იმდენად უცხო იყო ეს ყველაფერი ჩემთვის უკვე ცუდად ვიყავი,არა იმიტომ რომ რამეს ვიწუნებდი. უბრალოდ რთულია ვიცი პრეტენზიული ვჩანვარ მაგრამ რა ვქნა ყოველთვის დიდ სახლებს ვიყავი შეჩვეული, როცა სხვა აკეთებდა ყველაფერს და მე მხოლოდ გართობა და სწავლა მევალებოდა ისიც საშუალო დონეზე. ახლა კი ყველაფრის ტავად გაკეთება მომიწევს, აღარც მძღოლი მეყოლება, აღარც მოსამსახურე. ნათიას ვერაფერს დავავალებ ასე რომ მომიწევს რაღაცეების სწავლა და არ ვიცი რამდენად გამომივა. -მოხვედი განო? აბა დავსხდეთ და ვივახშმოთ ...იმედია მოგეწონება -ძალიან მშია და მგონი ისეთი კალორიული საჭმელებია გამასუქებთ ... -ვაიმე ეგ არარ მიფიქრია დიეტას თუ იცავ ... ახლავე რამე სალათს მოვამზადებ ისეთს რომ.. -არა არ არის საჭირო იყოს დავარღვევ ამ ერთხელ დანაყრება არ გამასუქებს - უცებ შევაცერე და ხაჭაპურის ნაჭერს დავწვდი,არ მეგონა ასეთი გემრიელი თუ იქნებოდა აქ ხშირად ვჭამდი მაგრამ ნებისმიერ რესტორანში დამზადებულს სჯობდა ნათიას ნახელავი. იმდენად რომ მეორე ნაჭერიც ისე შევჭამე არც კი მიფიქრია ჩემს წონაზე .არადა როგორ ვუფრთხილდები თითოეულ მომატებულ გრამზე ოანიკა მეწყება-თქო ვერ გეტყვით მაგრამ ჯანსაღად ვიკვებები. -უგემრიელესია ... როგორ აკეთებთ გეფიცებით ასეთი არასდროს გამისინჯავს -რას ამბობ შვილო ჩვეულებრივი ხაჭაპურია -უნდა ვისწავლო- ვაიეეე ეს ხმამაღლა ვთქვი? ჩემი თავის გამიკვირდა მათ მსგავსად გამიფართოვდა თვალები და ლუკმა ძლივს გადავყლაპე- უნდა ვისწავლო თავის შეკავება თორემ ცუდად ექნება ჩემს ფიგურას საქმე -რამხელა პრობლემააა ღმერთო- ბატონმა თორნიკემ ჩაიბურტყუნა და მისი არსებობაც გამახსენდა. არც გამიხედავს, სჯობს თავისთვის იყოს არ მჭირდება ზედმეტი პრობლემები, მითუმეტეს სახლის მეპატრონესთან. ცოტა ვისაუბრეთ ვახშმის შემდეგ სანამ ნათია ალაგებდა . რაღაცეები გავარკვიე იქაურ სიტუაციას გავეცანი და ისიც გავიგე რომ სკოლაში ვივლიდი ორშაბათიდან ,იქ სადაც ვაჟბატონი დადიოდა. კიდევ ერთი თავსატეხი, რაღაც იდიოტურ ადგილას თუ მომიხდა სწავლა გავგიჟდები ნამდვილად . თორემ ამ სახლს კი შვეგუები , რომ ვუფიქრდებია რც ისეთი ცუდია როგორც ერთი შეხედვით . რაღაცნაირად მყუდრო და მშვიდი გარემოა. -იმედია მოგეწონება სკოლა მაინც... -მე აქაურობაც მომწონს დამიჯერეთ... ცუდად გამომივიდა ხო? არ გეწყინოთ ნათია რა - უხერხულად ვიგრძენი თავი და წინ ავეტუზე ქალს. რომელმაც წამში გამიღიმა და გულში ჩამიკრა -არ მწყინს ჩემო ლამაზო ..მაგაზე არც იფიქრო. მტავარია აქაურობას შეეჩვიო და კომფორტულად იგრძნო თავი . იცოდე ნებისმიერ დროს შეგიძლია დამირეკო და მითხრა თუ რამე პრობლემა იქნება. ხვალ მე წაგიყვან სკოლაში -სხვა დროს როგორ უნდა წავიდე? იცით მე სამარშუტოთი არასდროს მიმგზავრია არც მეტროთი და -ტაქსს გამოვიძახებ როცა მე და გიორგის არ გვეცლება და ის წაგიყვანს ნუ ღელავ -კარგი - გავიღიმე ლოყაზე ვაკოცე და საძინებელში ავედი მას შემდეგ რაც ბატონ გიორგის დავემშვიდობე . მანაც თბილად გამიღიმა და რაღაცნაირად კარგ განწყობაზე დავდექი, რა ვქნა მიყვარს როცა ღიმილით მხვდებიან . დადებითი აურა იქმნება ნუ იმ მუდოს თუ არ ჩავთვლით რომელიც არც ცუდ განწყობას ქმნის უბრალოდ ნეიტრალურია რა. ჩემი ხალათი ,პიჟამა და პირსახოცი ავიღე შემდეგ კი სააბაზანოს მივაშურე . რა თქმა უნდა ორი საათი გავატარე იქ , თუმცა გამშრალება არ მქონდა დასრულებული კარზე რომ დააკაკუნეს აი რისიც მეშინოდა - ამ წელში გამოხვალ? ერთი საათია გელოდები მეც მინდა შხაპის მიღება ცნობისთვის -გამოვალ რა იყო -არაფერი ღამის პირველი საათია და ხვალ ადრე უნდა წავიდე -გამოვალ მადროვე - უცებ ჩავიცვი ხალათიც მოვიცვი და ათასი რამ დავიჭირე ხელში რაც მჭირდებოდა . კარი ძლივს გავაღე და გავედი. ამათვალიერა წარბაწეულმა და სააბაზანოში შეაბიჯა, სველ იატაკზე ფეხი აუცდა და ძლივს შეიმაგრა თავი -რა უბედურებაა ეს იატაკზე დაიბანე ? -უკაცრავად რა ადგილია რ მეყო იქ -მერე მე რა ვქნა ახლა ხომ ვერ მეტყვი -ასე რატომ მიყურებ? -ნეტავ ვინმემ ხომ არ უნდა მოწმინდოს -რაა? - იმხელაზე დავიყვირე ყურებზე აიფარა ხელი - გამორიცხულია ამას ვერ გავაკეთებ -ღმერთო რა დავაშავე კარს დაეყრდნო და გამოვიდა- დედააააააააააააააააააა -იმხელაზე იღრიალა შევხტი -მოიცა რას აკეთებ -შენ წარმოიდგინე მე ვერ მოვწმენდ -აბა ნათია? -ხო! დედაააა -მოიც ჯანდაბა, მოიცადე ნუ ეძახი - პირზე ავაფარე ხელი და გავაჩუმე როგორც იქნა - მითხარი როგორ გავაკეთო და მე მივხედავ -იმ წამს დავინახე კმაყფილება მის თვალებში -ეგენი დააწყყვე სადმე- ჩემს ლოსიონებს და საცხებს დახედა -მადროვე- უცებ შევედი საძნებელში და მალევე დავბრუნდი, თმა შევიკარი მარტალია წვეთები უკვე სხეულზე დაცოცავდა მაგრამ ნათიას სეწუხებას ეს მერჩია. ხომ ვამბობ ნამდვილი კოშმარია, როგორ უნდა მოვწმინდო ამ დაორთქლილ ოტახში იატაკი რომელიც ჩემი შამპუნითაა მოსვრილი. ზემდეტი ბედნიერი გამომეტყველებით მომაწოდა საწმენდი და კედელს მიეყრდნო. მეჩვენება თუ განგებ მიკეთებს და ამით სიამოვნებას იღებს. იმდენი ვიწამე, ისეთი გამომეტყველება მქონდა ზურგს უკან მდგომის ცინიკურ ღიმილს მაინც ვგრძნობდი.დარმწუნებული ვარ ძალიან ხალისობდა ჩემი მდგომარეობით. როგორც იქნა დავსრულე და ხელები სწრაფად დავიბანე , თუმცა რაღა სწრაფად სამჯერ დავისხი თხევადი საპონი . -გეყოფა რა გათენდა -თავი შემახსენა იმ უჩინმაჩინმა და იქედან გამოვედი. ასე თუ მომიხდა ყოველი ბანაობის შემდეგ რაღა სიამონება გამოდის . ოთახსი შევედი , პროცედურები დავიწყე და როგორც იქნა დავმშვიდდი. თმაც გავიშრე და საწოლში შევწექი. ვერ დავიძინე, ათასი ფიქრი მაწუხებდა, ყველაფერი მენატრებოდა, მართალია მშობლებისგან შორს ყოფნას შეჩვეული ვიყავი , მაგრამ ჩემს სახლსა და ქალაქში ყოფნა სხვა იყო ,ჩემი მეგობრები მენატრებოდა . ასე მყუდროდ ყოფნა კიდე არ მომწონდა ამ დროს კლუბში ვიყავი ხოლმე და დაქანცვამდე ვცეკვავდი. ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში კი ის არის რომ შესაძლოა ვიღაც მკვლელმა ჩემს მშობლებს ან ანდროს რამე დაუშაოს, ეს ფაქტი კი მაგიჟებს. არ ვიცი როდის ჩამეძინა მაგრამ აშკარად არ იყო დილა როცა გავიღვიძე. ქვემოთ ჩავედი ამს შემდეგრ აც მოვწესრიგდი . იქ არავინ იყო. სამზარეულოში მაგიდაზე იდო წერილი, ყველაფერი მზად იყო მეც დავჯექი და მივირთვი. შემდეგ ზარიც განხორციელდა ჩემს მობილურზე -გისმენთ -განო მე ვარ ნათია ...როგორ ხარ? ხომ ისაუზმე? -კი თუმცა რაღა საუზმე უკვე სადილი გამოდის. გმადლობთ გემრიელი იყო... -ჩვენ საღამოს დავბრუნდებით, მანამ თორნიკე მოვა და თუ რამე დაგჭირდა უთხარი არ მოგერიდოს .ვიცი უჟმურია მაგრამ ყურადღებას მოგაქცევს- გაეცინა და განაგრძო- კარგი საყვარელო იმედია არ მოიწყენ . -არა დავისვენებ კარგიცაა მარტო რომ ვარ მეგობრებს დაველაპარაკები სკაიპით -ხვალ და ზეგ ქალაქს დაგათვალიერებინებთ რომ შეეჩვიო -კარგი -ნახვამდის მობილური გადავდე და გარეთ გავედი. საკმაოდ ციოდა, ძალიან შემცივდა ამიტომ სახლში შევედი ისევ. მეგობრებს დავუკავშირდი იქ შუაღამე იყო მაგრამ ამათა არასდროს ძინავთ ასე რომ პრობლემა არ იყო . დიდხანს ვისაუბრეთ ,ბოლოს დავიქანცე მათი სისულელეებით იმდენი რამ მომიყვეს და მანქანის ხმაც გავიგე. სწრაფად გავედი გარეთ და თორნიკე დავინახე“ალბათ ტაქსით მოვიდა“ -გამარჯობა -გაგიმარჯოს - თვალი გავაყოლე და პირდაპირ სააბაზანოში შევიდა მალევე გამოვიდა და სამზარეულოში შევიდა. მარტო ყოფნა მომბეზრდა ამიტომ მეც შევედი. გავვოცდი მაგრამ აშკარად რაღაცას ამზადებდა თან სწრაფად. -გინდა? -არა მე ვჭამე უკვე -კარგი მაშინ მე მეჩქარება და შევჭამ -შეიძლება გკითხო რაღაც? -გისმენ -სკოლა საჯაროა თუ როგორაა.. საგნებიც მაინტერესებს და საერთოდ ყველაფერი ომიყვები? -ახლა ვერა მასწავლებელთან ვარ და მეჩქარება ...საღამოს მოგიყვები -მოიცა ახლა მიდიხარ? მასწავლებელთან? რას მატყუებ კაი რა კლუბში მიდიხარ თუ უბრალოდ მეგობრებთან ერთად -ჰეი პრინცესა ჩამოფრინდი რა მიწაზე ნიუ-იორკში არ ხარ ღამის ცხოვრება და გართობა აქ მაგ დონეზე არ არის... აბიტურიენტებს არ გვცალია მაგისთვის -რას მბღვერს ნეტა ... დამავიწყდა მეოცე საუკუნეში რომ ვართ - ბუზღუნით ვთქვი და მიმავალს დავემანჭე ..მგონი შემხედა უცებ შემობრუნდა -უკაცრავად თქვენს დონეს ვერ ვაღწევთ რა სამწუხაროა აქ რომ მოგიხდათ ჩამოსვლა ...კიდევ ვერ ვგებ როგორ გაიძულეს- უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და წავიდა. საღამოს მოწყენილობაში მოვკვდი, ტელევიზორს ვუყურებდი. მერე საძნებელში ავედი და ფილმი ჩავრთე, როგორღაც გავიდა დრო . კარზე დააკაკუნეს -შემოდიით -მიმიღებ?- თორნიკემ შემოიჭყიტა და მერე შემოაბიჯა როდესაც კიდევ ერთხელ დავრთე ნება-ხომ მითხარი მომიყევი სკოლაზეო და მოვედი ნუ თუ გინდა ხვალ ... -არა შემოდი ... - ლაპარაკზე როგორ ვეტყოდი უარს, სიმართლე გითხრათ მიყვარს როცა ყველა საჭირო ინფორმაციას ვფლობ, სკოლაში კი ასე უბრალოდ ვერ მივიდოდი დაბნეული პატარა ბავშვივით. - დაჯექი არ გიკბენ - საწოლზე მივუთიტე და გვერდით ჩავიწიე . ისიც მოკალათდდა და ჯიბიდან შოკოლადები გადმოყარა -ვიცი დიეტაზე ხარ უბრალოდ მე მიყვარს ძალიან და თუ გინდა გელაპარაკო აიტან როგორმე - ერთ-ერთი გახსნა და ჩაკბიჩა. მე მიკეთებს ამას? ხელი დავავლე მის შოკოლადებს და მუცელზე დავიყარე -აღარ გინდა შენ ესენი -ეე მომეცი რა წესია -ხელი გაწიე ყმაწვილო - უცებ დავარტყი და მოვიშორე . პირველი ისეთი ნეტარებით მივირთვი მომდევნო სამი როგორ გადავსანსლე არ ვიცი -ღორმუცელა ... ახლა მესმის რატომ ნერვიულობ წონაზე ასე თუ ჭამ სულ გასუქდები აბა რა იქნება -სალაპარაკოდ მოხვედი მგონი და არა ნერვების მოსაშლელად მუდო -რა? -რა -რა თქვი? -ვაიმე დაიწყე ახლა ...-ლეპტოპი გადავდე და კომფორტულად მოვკალათდდი -რა გაინტერესებს გააჩნია -როგორი ბავშვები არიან ჩვენთან მაგალითად ბევრნაირი ჯგუფები იყო მთელს კოლეჯში .თქვენც გყავთ „წიგნის ჭია“ გენიოსა, პრინცესები ,პრინცები, ემოები, უბრალოდ ხელმოცარულები ... ერთი წიგნის ჭია ვიცი უკვე - ტუჩის კუთხე ჩავტეხე და ისე ამომხედა წარბები საწყლად შევკარი - რა -ჩვენც გვყავს პრინცესები , პრინცები, იდიოტები, ძველი ბიჭები, უბრალოდ მოსწავლეები , ისინი ვისაც ის პრინცები აბუჩად იგდებენ , ემოები არ გვყავს , გენიოსები გყავს . მასწავლებლებს რაც შეეხება ყველა მაგარია , ხასიათის რა გითხრა და ცოდნით იციან ნამდვილად. ერთ-ერთი ძლიერი სკოლაა ... შენ როგორ გექნება საქმე არ ვიცი საქართველოს ისტორია, ქართული ლიტერატურა ამათში რას იზამ ვერ ვხვდები ... -აქ არ ვაპირებ ჩაბარებას, მალე წავალ ასე რომ ნუ რელავ მაგაზე ... გასართობად უფრო ვივლი სკოლაში.. იმედია ზედმეტად ჭორიკანა კლასელები არ გყავს -ეგეთებიც არიან რამდენიმე ... -აუუ ცუდია ... შენი დახმარების იმედი უნდა მქონ.. -არც იფიქრო მე ცალკე განყოფილება ვარ ... ინფორმაცია რაც ვიცოდი მოგაწოდე მერე არ თქვა ცუდად დამხვდა არაა სტუმართმოყვარეო - უცებ წამოვარდა და ოთახიდან გავარდა . რა დაემართა ვერ მივხვდი ,მაგრამ ამოვხვსნი მაგასაც ნელ-ნელა . მეორე დღეს ერთად ვსეირნობდით ყველანი ქალაქში. სიმართლე გითხრათ კარგი დრო გავატარე, ვიხალისე და უფრო დავუახლოვდი გიორგის და ნათიას. ის კიდე სადღაც თავის ფიქრებში დაფრინავდა . მას შემდეგ რაც კაფეში დავსხედით საერთოდ გაითიშა ,სადღაც იხედებოდა ძალიან ხშირად მე რომ მოვწვი ვიღაცას უყურებდა ის არსება უკვე მიდიოდა და სახეზე ვერ შევხედე ისე არ იყო ცუდი გოგოო ,ნუ უკნდან რასაც ვხედავდი. მეორე დღის მოლოდინში ჩამეძინა, იმაზე ადრე გამაღვიძეს ვიდრე ვიფიქრებდი . ბალიში რომ მესროლა ვიღაცამ მაშინ წამოვვარდი და ლამის შემომაკვდა თორნიკე. -გაიღვიძე როგორც იქნა... შენი ამბავი რომ ვიცი სააბაზანოში შესვლის შემდეგ სჯობს დაგტოვოთ აქ -რომელი საათია -რვის ნახევარია -რაა? ასე ადრე რატომ გამაღვიძე -ცხრაზე იწყება სკოლა ქალბატონო .. მოემზადე სწრაფად ცხრის ნახევარზე უკვე უნდა ვისხდეთ სასაუზმოდ თორე დარჩები მშიერი- ოთახი დატოვა და მეც იძულებული ვიყავი მოვმზადებულიყავი. განსაკუთრებულად მოვემზადე მოტკეცილი ჯინსი , შავი მაისური , ტყავის ქურთუკი .ყავისფერი თმა გავიშალე .მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე მოკლედ იმდენი დრო დამჭირდა სანამ ჩანთა ავიღე უკვე მზად ყოფნაში მყოფმა და სამზარეულოში შევედი ცხრას ოცი წუთი აკლდა . უცებ დავლიე ყავა და საუზმეზე საერთოდ უარი ვთქვი. ნათიასთან ერთად შევედი სკოლაში. შენობაზე ევრაფერს ვიტყვი ,სასიამოვნო გარემოა, შესვლისთანავე დავიმსახურეთ მზერა, დირექტორის კაბინეტში გადავინაცვლეთ . ფორმალური საუბარი და დამრიგებელთან ერთად საკლასო ოთახის მიმართულებით წასვლა. თორნიკე არ ჩანდა მას შემდეგ რაც მანქანიდან გადავიდა თითქოს აორთქლდა. იქნებ არცაა ჩემს განაყოფშითქო ვიფიქრე მაგრამ კლასში შესულს ოროსანი ბავშვივით სულ ბოლო განაპირა მერხზე მშვიდად მსხდომი დამხვდა, დიდი „ძებნის“ შემდეგ შევნიშნე როგორც იქნა. სულაც არ მინდოდა ამ ხროვაში მარტო შესვლა, გოგოებმაც და ბიჭებმაც თვალით შემჭამეს ,რაც არ მსიამოვნებდა . მასწავლებელმა ჩემი თავი მოკლედ გააცნო ბავშვებს და ჩემი ადგილი მაჩვენა ვიღაც სიმპო ბიჭის გვერდით ,რომელმაც ისე გამიღიმა თავი ვერ შევიკავე და ფაქტიურად თვალებით ვეფლირტავებოდი სანამ მასწავლებელმა გაკვეტილი დაიწყო და ჩურცული შევძელით. -გაგა - ხელი გამომიწოდა და უკეთ დამაკვირდა -გაიანე - შევაგებე ნაზად ჩემი თითები მის ხელს და გავუღიმე -სასიამოვნოა შენი გაცნობა -ჩემთვისაც მასწავლებელი რაღაცას ყვებოდა ,მაგრამ არავინ უსმენდა .ყველა თავისთვის საუბრობდა მზერას თუ დავაკვირდებოდით მივხვდებოდიტ რომ სასაუბრო ობიექტი მე ვიყავი . გაგა სასიამოვნო მოსაუბრე გამოდა . გაკვეთილის დასრულების შემდეგ ყველანი გავიცანი და თავად მივხვდი ვინ რომელ“ჯგუფში“ იყო . ამათი „პრინცესა“ ერთი შეხედვით ძალიან ზრდილი , გაწონასწორებული , წესიერი არსებაა სახელად ნინა ,თუმცა მე ეჭვი მეპარება ამ ყველაფერში და მგონია რომ საკუთარ ტავზე შეყვარებული , ქედმაღალი არსებაა რომელსაც საშინლად ეშინია თავისი პოპულარობის დაკარგვის. ერთი კვირა დაკვირვებას ვაწარმოებდი და აღმოვაჩინე ძალიან ბევრი რამ.პირველი ის რომ აქაურობა ჭორის ბუდეა, იმდენი ჭორი დადის დამახსოვრებას ვერ შეძლებ უბრალოდ, რომელთაგან 90 % ტყუილია და ერთი ჯგუფის შეთხზულია ,რომელსაც“ ნინას“ გუნდს ვუწოდებ .მასში სკოლის „გლავნი“ ხალხი შედის, სწორედ ისინი არიან ყველაზე „ცუდები“ დანარჩენები კი მათი სათამაშოების როლში მომევლინნენ. სხვა მეთორმეტე კლასებს რაც შეეხება ნინას ვერავინ უწევს კონკურენციას, უფრო სწორედ უწევდა. მე აქ ვარ და ვიღაც ნინა ვინ არის საერთოდ. თან ახალი ხილი ყველასთვის საინტერესოა. ერთ კვირაში მთელს სკოლას ვიცნობდი და ვიცოდი ვის მოვწონდი ნამდვილად ,ვინ მლიქვნელობდა, ვინ ელოდა ჩემს დაცემას, ვინ აგროვებდა ჩემზე ინფორმაციას და საერთო ჯამში ყველას „კარგი“ ურთიერთობა ჰქონდა, ერთი შეხედვით კარგი. მეც ვირგებდი მეამიტი არსების როლს, რატომ მოვუსალო ხალხს ცხოვრების წყარო , დაე აკეთონ თავიანთი საქმე მლიქვნელების და გიჟების გარეშე მოსაწყენი იქნებოდა ყველაფერი. საინტერესო რომანები იყო გაჩაღებული მოსწავლეებს შორის, რამდენიმეს თავისზე უფროსი შეყვარებულიც ჰყავდა ,რომლებიც სკოლის ეზოში ხშირად იდგნენ . ეს ჯგუფები „კაი ბიჭების“ ყველგან მხვდებოდა . ნათიას დავყავდი ძირითადად სკოლაში ასე რომ პრობლემა არ მქონდა. დროს კარგად ვატარებდი , პირველი წვეულებაც გაიმართა და რა თქმა უნდა დამპატიჟეს, მეტიც ორგანიზებაში ჩართვაც მთხოვეს ,ვიფიქრე უარს ვიტყვითქო მაგრამ გასართობი არაფერი მქონდა. რაღაცეებში დავეხმარე და საღამოს მომზადებაც დავიწყე. ჩვეულებრივი კაბა შევარჩიე , ელეგანტური და ამავე დროს სადა . მაკიაჟი გავიკეთე და მზად ყოფნაში გავაბოტე საძინებლიდან . ქვემოთ ჩასულს თორნიკე არ დამხვდა ეს მართლა მუდო ოტახში უნდა შევაკითხო აუცილებლად? კიბები ავირბინე და დავაკაკუნე -შემოდიიი -სად ხარ ამდენ... - საწოლზე იწვა და რაღაცას უყურებდა-მოიცა არ მოდიხარ? -სად მიდიხარ?- უცებ შემათვალიერა და მხრები აიჩეჩა- მე რა შუაში ვარ ვერ ვხვდები -მოიცა ირაკლის დაბადების დღეზე არ მოდიხარ? -არა რა თქმა უნდა -რატომ ? ძალიან მაგარი არა მაგრამ კარგი იქნება -არ დავდივარ მსგავს შეკრებებზე ...კარგი დროის გატარებას გისურვებ -მოიცა მართლა? ანუ არასდროს დადიხარ? -რა არის გასაოცარი ... -კარგი ნუ მიბღვერ წავედი ... - ოთახი დავტოვე, მალე სახლიც და ირაკლისთან წავედი. საკმაოდ კარგად ჩაიარა ყველაფერმა, ბევრი არ მიცეკვია ,მხოლდო იმდენი რამდენიც გამისწორდა, დავლიე კიდეც ბოლოს რომ აირია სიტუაცია ტაქსი გამოვიძახე და სახლში დავბრუნდი . ............... წვეულებები ერთმანეთს ცვლიდა ,თორნიკე ისევ არ წამოსულა , არ ეკონტაქტებოდა არავის . მერე მივხვდი რომ ყველანი მაგრად ეკიდა, იყო თავისთვის მშვიდად და ნინას უყურებდა სამაგიეროდ. ხო არ მოგესმათ თორნიკე „პრინცესათი“ იყო შებყრობილი. მისი მზერა რომ გენახათ ან სიცილით მოკვდებოდით ან გული დაგეფერფლებოდათ. მე პპირადად თავიდან მეცინებოდა მაგრამ ნინას დამოკიდებულება რომ შევამჩნიე მის მიმართ უკვე გული მეტკინა . ერთხელაც იმდენად დააიგნორა ტიპი, ისე ცინიკურად ესაუბრებოდა ეს უკვე დამცირება იყო . გაბრაზებული დაბრუნდა სახლში, სწრაფად აირბინა კიბეები არც დაელაპარაკა ნათიას ისე შეიკეტა ოთახში, ვახშამზეც არ ჩამოვიდა . ისე ნერვიულობდა ნათია გავბრაზდი და ოთახში შევუვარდი მაგიდასთან იჯდა და რაღაცას წერდა. ხელებით დავეყრდები საწერ მაგიდას და ზემოდან დავხედე -რა ხდება? -როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას? -ვერ გავიგე რა გინდა -კარგი გაგაგებინებ .. როდემდე აპირებ იმ გოგოს შორიდან ცქერას და იმის ატანას რასაც ის გიკეთებს ... თავმოყვარეობა არ გაქვს? ადექი და უთხარი რომ გიყვარს- ეს რომ ვუთხარი თვალები გაუფართოვდა, აშკარად არ ელოდა, შეეცადა თავის მოკატუნებას მაგრამ ის არ იცოდა ვის ესაუბრებოდა -ვინ მიყვარს რას ბოდავ... რამე მოწიე ? -ჩემს დაბოლებას ერთი მუდო ცდილობს ის კი არ ციის რომ ვერ მომატყუებს... კარგი რა გეყოფა გამოტყდი არავის ვეტყვი ... -ისე ვუყურებდი ძნელი იყო ეჭვი რომ შეეტანა დ ა მართალიც იყო. არასდროს მიჭორავია მსგავს თემაზე კი არა ზოგადად -კარგი ხო ... -რა კარგი ხო ადამიანო რა კარგი... -რა გავაკეთო გაიანე? არ ვევასები ტიპს და ძალით შევეტენო?- ოჰოოო ძლივს გამოფხიზლდა ,რაღაც ხმამაღლა ტქვა, წამოდგა კიდც და ხელები გაშალა. ჰქონია ემოცია -არა ჩემო კარგო ისე უნდა გააკეთო რომ იქეთ შეგეტენოს და შენც დიდი სიამოვნებით აიხდინო რეალურად შენი ფანტაზიები ...- გავუღიმე და თვალი ჩავუკარი -რა ფანტ... -ოო კარი ახლა არ გინდა ეს მორცხვობა მერე რა რო გოგო ვარ ... ჩათვალე ძმაკაცი ავრ მართალია ზედმეტად ნაზი ვარ ძმაკაცისთვის მაგრამ არაუშავს- მაგიდაზე ჩამოვჯექი და ფეხი ფეხზე გადავიდე შემდეგ ფრჩხილები ავათამაზე ხის ზედაპირზე და ტუჩები მოვკუმე , ასე ვაკეთებ სულ როცა ვფიქრობ. თორნიკე სახეზე მაკვირდებოდა ვერ გაიგო რატომ ვიყურებდოი ასე უცნაურად -გაიანე გეყოს რა ცემი გამჭირვებია შენ კიდე მაღადავებ აქ- ხელი ჩაიქნია და საწოლზე დაჯდა . იმ წამს არანაირი იდეა არ მქონდა ამიტომ დავემშვიდობე და წავედი. მეორე დღეს შაბათი იყო სკოლაში არ მივდიოდით ამიტომ დილით წოტა წავიძინე. მაგრამ „გაჭირვებაში მყოფი რომეო“ გამახსენდა სწრაფად წამოვვარდი და ოთახში შევუვარდი დაუკაკუნებლად. კიდევ კარგი შიშველი არ დამხვდა. კარადასთან იდგა და ქამარს იკრავდა, როგორც ყოველთვის ყველაფერი თავისუფალი სტილის აცვია მგონი ხუთი ზომით დიდი და საერთოდ ოთხმოცდაათიანებში უკეთესად ეცვათ . ამ ბიჭს კომფორტი ეს ჰგონია და დააბოტებს ასე . დიდი ხანია ეს შევამჩნიე მაგრამ აქამდე ამის გამოსწორების საჭიროებას ვერ ვხედავდი ,ახლა კი სხვა ამბავი იყო -არ რა გინდა გოგო- უცებ დამხედა ვერ გაიგო რატომ ვუვლიდი გვერდს და ასე რატომ ვაკვირდებოდი. უცებ გადავუწიე სახეზე ჩამოყრილი შავი კულულები და უკეთ დავაკვირდი აქამდე არ შემიმჩნევია როგორი კარგი ნაკვთები აქვს. მომეღრიცა კისერი რამხელაა ეს იდიოტი. უცებ დავსვი სკამზე და გაოგნებულ თაფლისფერ თვალებში ჩავხედე მერე წარბებზე დავაკვირდი , მუქი ხ წარბები აქვს გადაბმული არაა მაგრამ არც კარგ მდგომარეობაშია, ეს ტყის კაცი ვინაა საერთოდ ან რა აცვია ,თმა როგორ აქვს წვერის გაპარსვაც არ იცის ამ ხისთავიანმა მგონი ისე სწრაფად აკეთებს ამ საქმეს გაჭრილი აქვს ლოყა რამდენიმე ადგილას. ნიკაპზე ხელი მოვუჭირე და თავი შევაბრუნებინე -გაიანე რა ჯანდაბას აკეთებ გამარკვიე რა საცდელი ვირთხასავით მაკვრიდები - გაუჩერებლად ლაპარაკობდა და არ მაცდიდა დაკვირვებას. პროფილი კარგი აქვს სწორი ცხვირი, მსხვილი ტუჩები, ნიკაპიც კი არ აფუჭებს პროფილს . -ვაიმე გაჩუმდი ერთწამს -რა გამაჩუმებს მეშინია ისე მიყურებ მგონია დანას დააძრობ და რომელიმე ადგილას დამარტყამ -სახეზე გიყურებ და თუგინდ დაგარტყა რა გაშინებს- რომ მიხვდა ჩემი უხამსი ხუმრობის არსს წამწამები ისე ააფახუნა გაოცებულმა სიცილი ამიტყდა და ძლივს გავჩერდი -არ ხარ შენ ნორმალური ... გადი გამეცალე მშია უნდა ვჭამო რამე -გაჩერდი მანდ- უცებ ჩავკიდე ხელი და ისევ დავაკვირდი- ვაიმეე იმხელა პერანგი გაცვია აზრი არ აქვს დაკვირვებას- უცებ ჩავავლე ხელი მაისურზე შემოცმულ პერანგს და მოვაშორე-გცივა ადამიანო? ახლა მაინცაა აპრილი რამ მოგყინა რაა ეს რამდენი გაცვია - უკმაყოფილოდ დავიმანჭე და უკან დავიხიე -სად გადააგდე პერანგი გოგო - ოთახში მიმოიხედა როცა ჩემი წინადადება გაიგო და გაოცებულმა გამომხედა -გაიხადე მაისური -რა ვქნა? -ნუ გრცხვენია მერე რა ღიპი ვის არ ჰქონაი შვიდ წლამდე მეც პუტკუნა ვიყავი.. მერე გაჩვენებ ფოტოებს - გავამხნევე ჩემი ჭკუით და უდარდელად დავიწყე კარადის დატვალიერება- შენა და რამე შენი ზომა არ გაქ? -დღეს რა გჭირს შენ ვერ მეტყვი? წუხელ უეჭველი რაღაც მოწიე იმ გიჟებთან ერთად და მგონი კაიფში ჩაგტოვა -ჰა ჰა ჰა ვხუმრობთ? იდიოტო გარეგნობა მოსწონთ ნინას მსგავს გოგონებს პირველ რიგში ბიჭში შენ კიდე ისე მოძრაობ მამაჩემი უფრო სვეცკად თუ არ მოძრაობდეს მე მოვკვდე . როგორ უნდა მოეწონო ვინმეს .მოსიარულე მუდო ხარ, ნამდვილი კატასტროფა. მე როგორც კეთილმა და უსაქმურმა ფერიამ გადავწყვიტე საქმე ვიშოვნო შენი სახით და კუბიდონი გავხდე. დაგამუშავებ ისე რომ ნინას გულები გადმოსცვივდეს შენი დანახვისას თვალებიდან -უცებ მივაყარე და ისევ ძველ საქმეს დავუბრუნდი- გაიხადე ეს მაისური თორე ჭკუა კი არ დამიშლის მოვიტან მაკრატელს და შემოგახევ. რა გრცხვენია ვერ გავიგე . მეც გავიხდი თუ გინდა -მაისურის გახდით რას მიშველი ძაან საინტერესოა- მობეზრებულმა გადაატრიალა თვალები და მაისურს დაწვდა . ვიფიქრე სავარჯიშოდ წაყვანა მომიწევს ცოტა რომ დაიხვეწოსთქო და ვაირებდი პირდაპირ მისი ფორმის გალანძღვას -ვივარჯიშებთ და კარგ ფორმა.... ში ჩადგები?- ახლა მე ავახამხამე წამწამები გაკვირვებულმა უცებ მივუახლოვდი და წრე დავარტყი - ესენი შენია თუ მე მეჩვენება იმდენი ხანია დაკუნთული ბიჭ არ მინახავს არ გამიკვირდება- ისევ განვაგრძე საუბარი და მხრებზე ხელი გადავატარე - მართლა შენია ბიჭო? ამას მიმალავდი -გაიწიე იქეთ - ხელი მოიშორა და ისევ გადაიცვა მაისური - გადარეული ხარ ნამდვილი გადარეული ... შენი დახმარების იმედი როგორ მქონდა . წამით რო გავიფიქრე ეგეც მივქარე -სწრაფად აიღე მობილური საფულე და გამომყევი ყმაწვილო -სად გამოგყვე ..- უკან ინსტიქტურად ამედევნა . შოკშია ტიპი იმდენი სისულელე გავაკეთე დილიდან.მარა მე უფრო შოკში ვარ . -ერთ კარგ ადგილას... როგორ მომენატრა ეს პროცესი - ისე ვთქვი წამით შედგა -რა მოგენატრა გოგო სად მიგყავარ არ გამაგიჟო ახლა -შე გარყვნილი აზროვნების არსებავ გამოადგი ფეხი ცუდს არაფერს ჩაგადენინებ ნინას ვაჟიშვილი ხო უნდა ჩაჰბარდე - ნათიას მანქანის გასაღები მივაწოდე და მე ჩემს ადგილას დავჯექი. ის კიდე თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა , კიდევ აკრგი მართლა ვაჟიშვილი არაა თორემ აქვე ვიხოხებდი სიცილით. არაფერი არ უთქვამს , მანქანა დაძრა და მისამართი რომ ვუთხარი კიდევ ერთხელ დავიმსახურე გაოცებული მზერა . -არც კი გაბედო... სავაჭრო ცენტრში არაფერი მესაქმება -ნუ ღელავ მე მინდა საცვლების ყიდვა და იმისთვის მივდივარ ... - მანქანიდან გადავედი , მის მხარეს გავაღე კარი და გათიშული არსება გავიყოლე თან . სწრაფად მივაგენი ბიჭების განყოფილებას რამდენიმე მაისური , პერანგი, შარვალი მივაჩეჩე და გასახთელში შევაგდე- იცოდე თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს არ მომიშალო ნერვები და ჩაიცვი გთხოოვ ნუ გამიტეხავ - არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან ვარ აჟიტირებული . თორნიკეც ჩემს ნებას ჰყვება , მგონი მენდობა და იცის რომ მართლა საოცრებად ვაქცევ . სავარძელშვი ვჯდები წვენს ვწრუპავ და ველოდები როდის გამოვა. ცოტაც და შევუვარდები , ფარდა იწევა და ხველა მიტყდება . -მართლა შენ ხარ ? შოკი ხარ შენ სიცოცხლეს ვფიცავარ- ვკისკისებ და გახარებული ვხტუნავ. გასაგებია უკვე გეცვეს ესენი იცოდე . -არ ვარ კომფორტულად გაიანე -შენ ევრ გავიგე გოგოც გინდა კომფორტიც . ყველანაირი კომფორტი სადაა გენაცვალე რაღაც უნდა აირჩიო -კარგი ხო...მაინც არ მომწონს ეს სამოსი თოჯინა მგონია თავი -მმ შენნაირი თოჯინები რამდენი ხანია არ მყოლია როდის დავბრუნდები რა..- გაბრაზებული ვამბობ. თორნიკეს ტანსაცმელებს ვაცეცებ ხელში და სალაროსკენ მივდივართ. მალევე დავასრულეთ შოპინგი, ვაჟბატონი ჩემს ნებას დაჰყვა, თუმცა სალონში რომ შევიყვანე გაჯიუტდდა -გეფიცები საკუთარ თავს ვერ იცნობ .... სკოლაში რომ მივალთ თუ არ გაგიჟდეს ნინა გეფიცები რასაც გინდა იმას გავაკეთებ -ძალიან კარგი ....სიტყვაზე გიჭერ იცოდე -რას ავიკიდე ეს შარი ... თორნიკეს კულულები იატაკზე ცვიოდნენ ,შემდეგ წარბებიც შესწორდა და ნამდვილად კარგად გამოიყურებოდა. ტაში შემოვკარი და გავიცინე . იქედან გამოსულებს უკვე შებინდებული დაგვხვდა, სახლში დავბრუნდით . ნათია და გიორგი მისაღებში ისხდნენ -მოხვედით ბავშვებო?- ისე გვითხრა ნათიამ არ გამოუხედავს, თორნიკე ზემოთ ასვლას აპირებდა რომ შევაგდე ოთახში -მიდი დაენახე შეაფასონ ჩემი ნამუშევარი- თვალები დავუბრიალე და მათ წინ დავდექით .ნათიას თვალები გაუფართოვდა, გიორგი დამუნჯდა -თორნიკე? შენ ხარ შვილო? -აი ხომ გეუბნებოდი მორჩა დღეიდან თავს მანებებ საერთოდ არ დამელაპარ... -ვაიმე რა კარგად გამოიყურები ..ისე კარგად რომ მგონი მომტაცებენ შენს თავს - კისკისით თქვა ნათიამ და მეც ავყევი.რომ წარმოვიდგინე თორნიკეს როგორ იტაცებენ და ტენიან მანქანაში ჩავბჟირდი . -ხელოვანი ვარ ჩვეულებრივად ...ნუ ნიადაგიც კარგი მქონდა - ბოლოს დავაყოლე ჩურჩულით და გიორგის გვერდით დავჯექი. -შენ თუ უშველიდი ამას... ვის გავს ნეტა -ხო ვის გავს მამამისს მის ასაკში ოცი ჰყავდა შეყვარებული - ნათია გამოგვეხმაურა უცებ და თვალები დაუბრიალა ქმარს -სამაგიეროდ.. შენ რომ გაგიცანი ოკუპირებული ვარ მას მერე კიდევ კარგი მანამდე მაინც ვატარე დრო -ამას მოუსმინეთ ერთი რა ... ესე იგი ჩემთან მოწყენილი ხარ დიდი ბოდიში ... -კაი ნუ მებუტები ნათიი- უცებ მოხვია ხელი გაბრაზებულ ცოლს და ჩაეხუტა -გავალთ ჩვენ - თვალები გადაატრიალა თორნიკემ და ხელი დამავლო -მაცადე ადამიანო რა იყო.. ჩემები მომენატრნენ- უცებ ვთქვი და მოვიღუშე -მალე ნახავ ნუ ღელავ... უკვე ზაფხული იწყება და სხვათაშორის გამცოდები უნდა ჩააბარო თორემ დროულად თუ ვერ წახვედი დარჩები უნივერსისტეტის გარეთ -მათემატიკას ჩავაბარებ არაა პრობლემა , ინგლისურს ხო ჩავაბარებ მარა ქარტულს რა ვუყო? არცერთი ნაწარმოები არ ვიცი ,გრამატიკაზე არაფერს ვამბობ .... -თუ გაჭრა ამან - საკუთარ თავზე მიმითითა და გამიღიმა- მე გამეცადინებ -უმადურო.. მე უანგაროდ დაგეხმარე და შენ ისე არაფერს გააკეთებდი ხო? -კარგი ნუ ბრაზდები ... ისედაც დაგეხმარები როცა გინდა მაშინ დავიწყოთ -მოწესრიგდი და მოვალ -ამაღამ? კაი რა დავიღალე -რამ დაგღალა ნეტა ახალგაზრდა ბიჭი ხარ სიარული არ შეგიძლია შენ და თავს ვის მოაწონებ -ისევ გადაატრიალა თავი და ოთახში შეიკეტა. მეც მოვწესრიგდი. რვეული და კალამი ავიღე შემდეგ გარეთ გავტანტალდი -შემოვიდე? -მობრძანდი -მაშინვე შევედი და ისევ იდიოტური მაისური რომ ეცვა გავბრაზდი -არა რა უნდა გადავყარო ეს შენი ტანსაცმელები - რვეული საწოლზე დავაგდე კარადაში შევძვერი და ყველაფერი იატაკე მოვიფრიალე საცვალიც მომყვა ხელში და გავიცინე- კიდევ კარგი ეს მაინც გაცვია ნორმალური ...მეგონა მუხლზე გეცმებოდა როგორც ადრე წინა საუკუნეში - კისკისით ვუთხარი და აშკარად მის ნერვებზე დაკვრა განვაგრძე -ნუ მიყურებ ასე ... დამიჯერე ხვალვე ვერ ჩაიგდებ ხელში შენს ნინას მაგრამ მალევე ჩამოგეკიდება ყელზე თავად ...- უცებ გავჩერდი და ერთ დიდ პარკში ჩავუძახე ყველაფერს- ხვალ თავად იყიდე ნორმალური ტანსაცმელი ოთხი მაისური არ გეყოფა ... იმედია მიხვდი როგორი უნდა შეარჩიო -ღმერთო რა დავაშავე - შეწუხებულმა თქვა და ღრმად ამოისუნთქა - მომბეზრდა უკვე ... შენი ჭირვეულობა მაგიჟებს აქამდე მშვიდად იყავი სკოლაში ერთობოდი ახლა ახალი საქმე იპოვნე მაგრამ ახლავე გეტყვი რომ ფუჭია შენი გარჯა და მხოლოდ იმიტომ აგყევი ამ თამაშში რომ დაგიმტკიცო „ყველაფერს ვერ შეძლებ გაიანე“ -რატომ ვერ შევძლებ ერთი გოგოს გაგიჟება რა გახდა ეგეც არ მყავდეს ახლა დედოფალი -შეყვარებული ჰყავს ნინას თან დიდი ხანია ერთად არიან და მართლაუყვართ ერთმანეთი... შენი აზრით მართლა ისეთი იდიოტი ვარ რომ არაფერს გავაკეთებდი თავსიუფალი რომ ყოფილიყო? -იმდენად სხვანაირად სერიოზული მეჩვენა რომ ცოტა ხნით გაოცებული ვუყურებდი . დიდი ამბავი ახლა შემაშინა ვითომ? -კარგი მაშინ შეყვარებულს დაშორდება და ეგაა -არ ვაპირებ მაგის გაკეთებას არაკაცი ვერ გავხდები ვერაფრის გამო -კარგი რა არაკაცი რა შუაშია გოგო გევასება და სიყვარულში ყველაფერი მოსულა ჩემო კარგო -მე არ ვფიქრობ ეგრე ... ნინას ზურა უყვარს და ვერ დავაშორებ მხოლოდ იმიტომ რომ მე მიყვარს -სიყვარული მხოლოდ არაა ჯერ ეს ერთი და მეორე მეორე ვინ უყვარს? -ზურა ჩვენი პარალელკლასელი, ფეხბურთელი ... როგორ არ იცი -რას ქვია არ ვიცი, მით უკეთესი .იმ ხისთავიან ზურას ვერ აშორებ ბიჭო? ფუიი შეგირცხვა სახელი -ხანდახან ასე რომ ლაპარაკობ ,ყველაფერი რომ გკიდია მინდა დაგახრჩო -შენ იდიოტი იყო დამდე ეხლა მე ბრალი უგულობაში ... -აბა რა ჰქვია სენს საქციელს წარმოიდგინე რო ვიღაც გიყვარს იმასაც უყვარხარ ერთად ხართ და ვიღაც გამოჩნდება ჩადგება თქვენს შორის ათასი ეშმაკური ხერხით,რომელსაც მოიფირებ დარმწუნებული ვარ, დაშორდები წრფელ სიყვარულს და გაუბედურდები -არ წარმოვიდგენ იმიტომ რომ... -რატომ მიპასუხე ქალბატონო გაიანე -მაგაზე პასუხს ხვალ გაგცემ, შენ უბრალოდ ოტახიდან გამოდი და თვალი მადევნე ...შენც უნაოჭო ტვინს კიდე აზროვნების საშუალება მიეცი ...ახლა კი მამეცადინე -საერთოდ დამიკარგე ყველაფრის სურვილი -შენ გითხრეს რომ ჩემი სურვილები უნდა შეასრულო სანამ აქ ვარ და აბა გისმენ რომელი ნაწარმოებით ვიწყებთ? -ჰაგიოგრაფია - ბუზღუნით ტქვა და რაღაც წიგნი მომიგო .მეც გადავშალე ჩანიშნულ გვერდზე და „შუშანიკი“ პატარა საყვარელი ნაწარმოები რომ მეგონა და დავიწყე ამ უჟასი რაღაცის კითხვა ვერაფერი რომ ვერ გავიგე წიგნი ვესროლე მომღიმარ ბიჭს -ეს რა არის მაშაყირებ? აქ რა უნდა გავიგო დამაგჯა ნერვები -რა არის ახლა ძველ ქარტულში გაუგებარი ასეთი გლუვტვინიანი არ მეგონე- ჩემი სიტყვები გაიმეორა ჩემივე ტონალობით საზიზღარმა და რომ შევუბღვირე მერე დასერიოზულდა და თვითონ მომცა განმარტებები. მერე კითხვები დამისვა და ასე გაარგძელა .იმ ღამით ჰაგიოგრაფიას მოვუღეთ ბოლო და კი შევედი აზარტში ,კარგი მასწავლებელია სხვათაშორის. ბოლოს ქუთუთოები რომ დამიმძიმდა მჯდომი მდგომარეობიდან წოლითში გადავინაცვლე და გავითიშე. დილით მარტოს გამეღვიძა თორნიკეს საწოლში . ოთახსი მიმოვიხედე და დავინახე მაგიდასთან მდგომი წიგნებს ალაგებდა . აუუ დღეს ორშაბათია როგორ მეზარება ღმერთო ჩემო ... -ვერ გამაღვიძე იდიოტო?- უცებ წამოვვარდი ხერხემალი მტკიოდა- არაფერი დამაფარე წუხელ? ვაიმე წელი - დავიმანჭე და გავიზლაზნე ოთახში. მაქსიმალური სისწრაფით მოვემზადე და თორნიკეს გვერდით დავდექი უცებ გავაჩერე -მოიცა დაგაკვირდე -ახლა არ მითხრა ცუდად დადიხარო თორე მოვკვდები... -არა რას ამბობ სიარული გაქვს ერთადერთი რაც მომწონს- ეს როდის აღმოვაჩინე არ ვიცი მაგრამ აშკარად ეგრე იყო . მართლაც ძალიან მაგრად მოძრაობს, მხრებში გამართული უფრო მამაკაცური ჩანს ზურგიდან რომ დაინახავ დაგაინტერესებს მისი მთლიანი გარეგნობა . ახლა მითუმეტეს ისე კარგად გამოიყურება გამოყვანილ ჯინსში, კედებში და მაისურში რომელიც მის ფორმებს“აკვდება“ „ბატიბუტა“ არ არის მაგრამ არც კუნთების ნაკლებობას განიცდის . ამის დამუშავება შეიძლება ,ვნახოთ. -მორჩი? შემიძლია წავიდე? ასე რომ იქცევი და შენს ნებაზე დავდივარ თავი უკანასკნელი იდიოტი მგონია -მეტის ღირსი ვარ ,ჩემს ნებაზე სიარულია იდიოტობა ხო? მოიცა გაგახსენებ მაგ სიტყვებს ნინასთან ერთად რომ გნახავ გაბრწყინებულს და ზე კმაყოფილს - ზურგი ვაქციე გაბრაზებულმა და მანქანაში ჩავჯექი. სკოლაში შესვლის წამიდან უამრავი ადამიანი მეხვია გარს, ეს უკვე რუტინად იქცა . ვსაუბრობდით შაბათ-კვირაზე და ვგეგმავდით მომავალ კვირას. თორნიკე მოგვიანებით შემოვიდა და დავინახე გოგონების რეაქცია, კმაყოფილმა გავიღიმე და მზერა გავუსწორე -ეს ვინ არის? მეცნობა -არ ვიცი მაგრამ კარგი ნუგბარი კი ჩანს -ახალი მოსწავლე თუ გვყავდა რატომ არ ვიცოდი? იცოდეთ პირველი მე უნდა მივიდე სვავებო -ვაიმე რა გჭირთ თორნიკეა -ვინ თორნიკე ჩვენი თორნიკე?- შეიცხადა ერთ-ერთმა და თვალები გადმოუცვივდა მგონი -მართლა ჯაფარიძეა? ღადაობთ? -ვაიმე რაა ნახეთ ასეთი გასაოცარი- შევიცხადე მე და ნინას მზერა დავიჭირე ,ესეც ასე პირველი ნაბიჯი სწორი იყო ,ყურადღება მიიქცია ახლა სხვა დანარჩენს მივხედოთ. კლასში შესვლის შემდეგ იმდენი ტიპი საუბრობდა თორნიკეზე ვატყობდი როგორ მემუქრებოდა მზერით, ამჯერად მე დავაიგნორე და გონებაში გეგმა მოვხაზე რომელიც სპორტზე განვახორციელე. მეთორმეტეებს შორის შეჯიბრი იყო ფეხბურთში ჩემს ბედად . გასახდელში გამოვიცვალე მოკლე შორტი , ბრეტელიანი მაისური და კედები. თმა ცხენის კუდივით შევიკარი და ყელმოღერებულმა გავაბიჯე ეზოში. შემდეგ სრულიად შემთხვევით შევეჯახე ბატონ ზურაბს და თვალების ფახუნით ავხედე -ვაიმე უკაცრავად უბრალოდ მეგობარს ვწერდი და ვეღარ შეგნიშნე -არაუშავს - წელიდან ხელი არც მოუშორებია ამ იდიოტს ისე გამიღიმა და უსინდისოდ შემათვალიერა, მკერდთან დიდხანს შეაჩერა მზერა და ტუჩის კუთხეზე იკბინა. როგორ მინდოდა ერთი მააგრად შემომეცხო ამ ცარიელ თავშ ,მაგრამ არ გამოვიდოდა -როგორ ფიქრობ ვინ გაიმარჯვებს? ჩემი ჯგუფი თუ შენი? -რა თქმა უნდა ჩვენ გავიმარჯვებთ... შენ ჯერ ჩემი თამაში არ გიყურებია ხო?- ტრაბახა , ესეც არ მყავდეს მესი ... -აუუ არაა , მაგრამ მსმენია რომ ძალიან მაგრად თამაშობ- მისი მაისურის საყელოს წავეთამაშე ,ღიმილს არ ვიშორებდი სახიდან -იმედია ჭორი არ არის ყველაფერი რასაც შენზე ამბობენ - თვალებში ჩავხედე და ტუჩზე ვიკბინე ...ღმერთო რა იდიოტია , ყველა დეტალი სწორად მიიღო და უცებ წამოეგო . აი ნინაზე ყურებამდე შეყვარებული ბიჭი , იმ მეამიტ თორნიკეს კიდე ამის დანახვა შეეძლო? მაგას ყველა თავისნაირი ჰგონია მართლა მუდოა რა . -დღეს აუცილებლად გავიმარჯვებ ... ამ თამაშს შენ მოგიძღვნი განოო -მართლა? - ისე „გავბედნიერდი“ ცეკვამდე ცოტა მაკლდა ლოყაზე ვაკოცე -მადლობა ზურ - იქვე ყურთან ვუჩურჩულე და ჩამოვშორდი. მალევე წავაწყდი თორნიკეს მზერას რომელიც სათამაშოდ ემზადებოდა და მეამიტი გამომეტყველება მივიღე „ რა ხდება?“ თვალებით ვანიშნე და ისე დაებერა ძარღვები მეგონა მომკლავდა . თამაშის დაწყებამდე ზურა ჯერ ნინას მოეალერსა გასახდელში ,იქედან დავასკვენი რომ ხუთ წუთიანი პაუზით გამოვიდნენ და ორივე არეული მოაბიჯებდა . შემდეგ ვაჟბაონმა მე გამიღიმა და თვალი ჩამიკრა . ოხ როგორ ვერ ვიტან ასეთებს . თუმცა ის ალქაჯი მეტის ღირსია თავადაც დიდი სიამოვნებით ათვალიერებს ნახევრად შიშველ მორბენალ ბიჭებს, თორნიკეზეც შეაჩერა მზერა რამდენჯერმე რომელმაც ორი გოლი გაიტანა და შემდეგ ზურას გამო რომელიც აგებდა მძიმედ დაშავდა. ვითომდა შემთხვევით მოუცდა ფეხი და დაეცა ,მინდოდა მივსულიყავი მაგრამ არ ღირდა ზედმეტი ყურადღების გამოჩენა . თამაში მართლაც მოიგო ზურიკომ. როგორც კი მოახერხა ჩემთან მოვიდა და ტრაბახი განაგრძო . - ძალიან მაგარი თამაშ იყო...მართლაც საუკეთესო ხარ ზურ - გავუღიმე და წამოვედი. მაგის მოსმენის ნერვები არ მქონდა. სახლში სწრაფად შევედი კიბეები ავირბინე და თორნიკესთან შევედი -როგორ ხარ? -კარგად- ისე მითხრა შემეშინდა ვიფიქრე იმ ყინულიან შეკვრას მესროდა -რას მიბღვერ ვერ გავიგე... ვერ ნახე შედეგი? -მე პოპულარობა რომ მდომოდა მივაღწევდი როგორმე ... უბრალოდ ამ მლიქვნელების ბანდას ვერ ვიტან და იმიტომ ვიყავი ჩემთვის მშვიდად შენ კი ისევ ამიფორიაქცე ცხოვრება -დიდი ბოდიში რა პოპულაური ბიჭი თუ არ იქნები ნინას ისედაც კიდიხარ მაგრად და აბა როგორ შემოგხედავს შენი აზრით შენი გული აინტერესებს? -რა გინდოდა ზურასთან ... -იმის დანახვება შენთვის რომ იმ ბიჭს მაგრად კიდია შენი ნინა უბრალოდ სკოლის ყველაზე სექსუალურ გოგოსთანაა და მაგრად უსწორდება ყველა მათზე რო საუბრობს და მორჩა. მაგის გარდა ასი ეყოლება .... ყოველ წამს ჩხუბობენ და მერე ისევ რიგდებიან იმიტომ რომ კარგი წყვილია ასე ვთქვად მარკეტინგული გათვლაა ,მანამ სანამ უფრო მაგარ ტიპს არ იპოვნის რომელიმე მათგანი- საწოლზე ჩამოვჯექი და ფეხზე დავხედე- ნაღრძობია? -ნინაზე ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს გრძNობა არ გააჩნდეს და ვიღაც კახ... იყოს -მე მაპატიეთ... ცუდად გამომივიდა ყვირილის ღირსიც ვარ უკაცრავად... - სწრაფად წამოვდექი და ოტახი დავტოვე. ბოლოს მაინც გაიგებს ვინ ვინ არის , აქედან ისე არ წავალ ეს ისევ ასეთი მეამიტი რომ დარჩეს . უბრალოდ მეცოდება ბიჭი რომ ასეთი დებილი იქნება საცოდაობა არ არის? თავის გარეგნობას რომ ვერ იყენებდა ეგ ხომ კოშმარია . ასეტი ბიჭი რომ იდიოტი იქნება საცოდაობა არ არის? მოკლედ რა ავიტკივე აუტკივარი თავი , რა მინდოდა მაგრამ როგორ რა მინდოდა საქმე მაინც არ მქონდა და ერთ კეთილ საქმეს მაინც გავაკეთებ აქ ყოფნის მანძილზე. დღეიდან ოპერაცია “ თორნიკეს გამოფხიზლებას“ ვიწყებ. საღამოს ისე შევედი მასთან ,თიტქოს არც არაფერი მომხდარა , გაუკვირდა თუმცა მერე დამშვიდდა და მეცადინეობა დავიწყეთ. ვინაიდან ზოგიერთი ნაწარმოები ძალიან დიდი იყო ამათ კითხვას ვერ დავიწყებდი ამიტომ შინაარსს მიყვებოდა და რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდს მაკითხებდა. გვიან დავბრუნდი საძინებელში მეორე დღის მოლოდინში. თუმცა ისეთი არაფერი მომხდარა იმას თუ არ ჩავთვლით რომ აშკარად იჩხუბეს ჩემს გამო ნინამ და ზურამ. თუმცა მე არც არაფერი გამიკეთებია ზურა თავად მოვიდა და ზედმეტად აქტიურად მესაუბრებოდა, თორნიკე ისევ ბრაზობდა . -ნუ მიბღვერ ... ხომ ხედავ საერთოდ არ უყვართ ერთმანეთი ნუთი ვერ ხვდები რომ მართალი ვარ -კარგი ვაღიარებ ... -ძლივს ანუ იწყებ მოქმედებას... როგორმე უნდა დაელაპარაკო და სადმე დაპატიჟო -არა რა აზრი არააქ -მართალია აზრი არააქ შენ რა უნდა უთხრა ისეთი რომ დააინტერესო -უკაცრავად?- წარბები მაღლა აზიდა -რას ბრაზდდები აბა ერთი მითხარი რაზე დაელაპარაკები -ნედბისმიერ რამეზე შემიძლია ვესაუბრო -ცდები ჩემო კარგო , შენ ესაუბრები ჭკვიანურ თემებზე მაგრამ შენს ნინას ნაკლებად დააინტერესებს ეგ რამე ისეთი უნდა გააკეთო და უთხრა რითაც დააინტერესებ . კარგი მანქანა და გასეირნება სადმე ლამაზ ადგილს მაგარი იქნებოდა ... სად არ მყავს ჩემი მანქანები რააა . სადმე წაიყვანდი , ცოტას წაეტრაბახებოდი მარა შენ რით უნდა ეტრაბახო სპორტზე შენ არ დადიხარ და რამდენი ოლიმპიადა მოიგე მაგას მაგრად კიდია-ჩემთვის უფრო ვლაპარაკობდი ვიდრე თორნიკესთვის იმას არაფერი ესმოდა უცებ გავჩერდი - სპორტის რომლიმე სახეობაზე უდნა შეხვიდე -ვარ ისედაც სხვათაშორის ქალბატონო -რა? სად ჭადრაკზე? -რას ჩააჯინდი ამ ჭადრაკს ვერ გავიგე . კალათბურთის ნაკრების კაპიტანი ვარ -ღადაობ? აქამდე ვერ მითხარი? -რატო უნდა მეთქვა არ გიკითხავს ... -შენი კალათბურთელი ძმაკაცები უნდა გააძრო ერთ დღეს რა ...ისე ერთშ მეც თუ მითრევ კარგი იქნება ვგიჟდები კალათბურთელ ბიჭებზე - ტუჩზე ვიკბინე და ფიქრებში გადავვარდი-კარგი ხო ნუ მიყურებ ეგრე არ მინდა ვიქნები მარტო გაწამებული და გაუბედურებული...აუ არ გამაცნობ? -დღეს ვარჯიში გვაქ და თუ წამოხვალ გაგაცნობ რა პრობლემაა -წამოვალ აბა რას ვიზამ. სახლში წავიდეთ გამოვიცვლი ასე ხო არ წამოვალ -როგორ ასე უნდა გამოიპრანჭო? იქ კაბით არ წამოხვიდე ახლა -იდიოტი გგონივარ ? შარვალი უნდა ჩავიცვა ამ მაღლებით ხო არ წამოვალ დარბაზში ... სულ მინდოდა კალათბურთის თამაში მესავლა და ამდენი ხანი როგორ ვერ გავიგე თუ თამაშობდი არ მეპატიება რა -აქამდე არც მელაპარაკებოდი და რას გაიგებდი -ისე მეუბნები თითქოს შენ გინდოდა ჩემთან ჭორაობა და მე გტოვებდი მარტოს სახლში მივედი, მოვემზადე და ეზოში დაველოდე თორნიკეს. სპორტული ცანთით რო გადიოდა თურმე სავარჯიშოდ მიდიოდა ,რატო აქამდე არ ვკითხე . ხმა არცერთს ამოგვიღია ისე ვიმგზავრეთ -იქ ბავშვები არ თამაშობენ და .. -კაი ახლა მმართა კი არ ჩამოვეკიდები ყელზე რა საჭიროა ამდენი საუბარი - არ ვაცადე დასრულება წინ გავასწარი და დარბაზში შევაჭერი. ბიჭები თამაშობდნენ. თორნიკე რომ დაინახეს მივხვდი მარტო არ იყო და სულაც არ იყო მუდო .უბრალოდ სკოლაში იყო ასეთი . ნამდვილ მეგობრებთან კი სულ სხვანაირად მხიარული და ხალიასიანი იყო. უნდა ვაღიარო ნამდვილად კარგად თამაშობს, თუმცა ამის შესახებ ოჯახისწევრების გარდა არავინ იცის და იქ ვიღაც იდიოტი ფეხბურთელია პოპულარული როცა პატარა ჯორდანი გვყოლია . ამას არ დავუშვებ ! ბიჭები გამაცნო, აღმოჩნდა რომ იცოდნენ ჩემს შესახებ და გამიხარდა „ღვაწლი“ დამიფასეს -ძლივს , აი ხომ ხედავ ბიწებს მოსწონთ შენი ახალი სტილი -ყველას მოსწონს მგონი ჩემს გარდა ...გამოპრანჭული თოჯინა მგონია თავი -არაა ეს ნორმალური არ მიაქციო ყურადღება- საბამ გამიცინა და ხელი მომხვია - აბა ამ საღამოს კლუბში მივდივართ წვეულებაა და წამოხვალთ? -მე წამოვალ.. -არა წამოვალთ..-ერთად ვთქვით მაგრამ მე ჩემსას გავიტან -მარტო გარეგონაბა არაფერს გიზამს ისევ მუდოთუ იქნები ... ბიჭი რომელიც კლუბში არ დადის და არ ერთობა რომელ გოგოს სჭირდება კაი რა გართობა ხომ უნდა შეგეძლოს -არც ეგრეა საქმე ... გაართობს ვინც საჭირო იქნება ჩჩემო გაიანე- ჩაიცინა ნიკამ და ბიჭებიც აყვნენ. მარტო თორნიკე გვიბღვერდა -კარგი გავჩუმდები ... არაა ჩემი კომპეტენცია ეგ უკვე - ხელები ავწიე მაღლა დანებების ნიშნად და ბიჭებთან ერტად დავტოვე დარბაზი. სახლში ნიკამ მოგვიყვანა , იმდენი ვეჯუჯღუნე ბოლოს მაინც დავითანხმე თორნიკე , კლასლებს გადავურეკე და იქ მისულებს მთელი შენობა სავსე დაგვხვდა. თორნიკე ადგილზე მიეყინა და ისე გამომხედა ნიკას ამოვეფარე-ნიკა მიშველე მომკლავს -მომწონს ეს ბავშვი... ყოჩაღ შენ - ხელი მომხვია ნიკოლოზმა ერთი მხრიადნ მეორე მხრიდან საბა ამომიდგა და მივდიოდი მაღლებზე ამხედრებული მაგრამ მაინც ლილიპუტი ამ ორ ახმახთან ერთად. -როგორ ხართ? -კარგად განო შენ?- გოგონები ბიჭებს ათვალიერებდნენ თან მე მესაუბრებოდნენ თვალეით -უიი უკაცრავად გაიცანით თორნიკეს თანაგუნდელი კალათბურთელები საბა, ნიკა, ლაშა და დაჩი- უკან მდგომ ბიჭებზეც მივუთიტე და გოგონებს გავაცანი -თორნიკე თამაშობს? -თან როგორ ... ყველაზე პატარაა ასაკით მაგრამ ტოლს არ უდებს ამათ -მაგიტომაა კაპიტანი- ნიკამ სიტყვა მომაშველა და მთელი საღამო ტორნიკეს ვაბრაზებდით . კარგად გავერთეთ, ნინა უფრო დაინტერესდდა თორნიკეთი . ბიჭებმა გოგოები ააგდეს და გვიან მოტყდნენ სადღაც , დამრჩა მე ჩემი კლასელები . გოგონები ჭორაობდნენ და ბიჭებს ეკიდებოდნენ ყელზე, დალიეს კიდეც იმდენი რომ ფეხზე ვეღარ იდგნენ. დავინახე თორნიკე და ერთ ადგილზე ლერწამივით მოქანავე ნინა როგორ საუბრობდნენ და კმაყოფილმა გავიცინე. იქაურობას გავეცალე , სახლსი ჩუმად შევედი .ნათია კიბეებზე შემეჩეხა -თორნიკე არ არის? -მოგვიანებით მოვა ... მეგობრებთან ერთადაა მე უბრალოდ გადავირალე და წამოვედი -დაისვენე ჩემო ლამაზო- ლოყაზე მომეფერა და წავიდა. საძინებელში შევედი, შემდეგ ვიბანავე, პიჟამოები მოვირგე და დაძინებას შევეცადე მაგრამ ვერ მოვისვენე . თორნიკეს ოთახშ გავედი და მის საწოლზე წამოვგორდი. წიგნი მოვპარე და ახალი ნაწარმოების კითხვა დავიწყე რომელიც ყველაზე პატარა იყო „მგზავრის წერილები“ .კითხვაში ვიყავი გართული თორნიკე რომ შემოვიდა მაისურს იხდიდა მაგრამ გაჩერდა მე რო დამინახა -როგორც იქნა მოხვედი ... -აქ რა გინდა ამ დროს გოგო დაძნებაც არ უნდა მაცადო -უმადურო ... დავინახე ნინას ელაპარაკებოდი რაო მომიყევი რა თორნიკეეე -თუ მაცდი გამოცვლას კარგი იქნება -გაიხადე მერე მე რას გიშლი ... -ფოტომედელივით ვიპოზიორებ არ გინდა? -არ მიდნა შენ წარმოიდგინე ... კომპლექსიანი ეს - ჩავიდუდღუნე და ბალიშში ჩავრგე თავი. თორნიკეს სიცილის ხმა გავიგე და ბალიშ ვესროლე -რას იცინი იდიოტო -რომ ბრაზდები ისე მანჭავ სახეს ორი წლის ბავშვი მგონიხარ. ახალი მაისური გადაიცვა და საწოლზე წამოგორდ-ნუ მიყურებ ეგრე არაფერი მომხდარა ისეთი -სექს.. რომ არ გქონდა მივხვდი სიედაც არც ეგეთი კმაყოფილი სახე გაქ -რა უზრდელი გოგო ხარ ... მე ეგ მიზანი არ მამოძრავებს არა კი მარა მარტო ეგ არა ... აუ გაიანე რაზე მალაპარაკებ -იდიოტი ხარ რა მოყევი მიდი რა გითხრა -აივანზე ვიდექი თვითონ მოვიდა კოქტეილის ჭიქებით ხელში... მელაპარაკა, ძალიან მთვრალი იყო ლამის წაიქცა -ხელი შეაშველე და სხეულზე აიკარი... იგრძენი როგორ ჩაგეღვარა სხეულში ლავა და ჟრუანტელმა დაგიარა მისი სიახლოვისას- უცებ გავაწყვეტინე და სრული სერიზულობით ვთხარი . სიცილს ისედაც ვერ ვიკავებდი მაგრამ ისე გამომხედა ავხარხარდი ჩვეულებრივად ვხოხავდი საწოლზე . -არ მაცლი მოყოლას და მერე კიდე მეტყვის მომიყევიო ნამდვილი გადარეული ხარ -შენ კიდე მუდო ... რაო მერე მოიცა გამოვიცნობ „ შენ , აქამდე არ ვიცოდი კალათბურთელი თუ იყავი. იმედია თამაშზე დამპატიჟებ, ძალიან მაინტერესებს როგორ თამაშობ“ -ხომ გითხრა? მიდი მითხარი უეწველი გეტყოდა -გვისმენდი? -მეტი საქმე არ მაქვს რა მარტივი ფსიქოლოგიაა... ისე გესაუბრებოდა არც ძალიან შეიმჩნევდა რომ გაოცებულია აღმოჩენით და არც შორს დაიჭერდა თავს. გეფლირტავებოდა მსუბუქად და გაგაბრუბდა რა ...მაგან რა უნდა გააკეთოს ისეთი მ რო გამაოცოს- უცებ მივაყარე გადავბობღდი თორნიკეზე და იატაკზე დავსკუპდი- ხვალამდე რომეოო -მოიცა ... -რა ხდება? -მადლობა... მართალი იყავი თითქმის ყველაფერში -თიტქმის? -ხო იმიჯის შეცვლამ მიშველა ... -თუმცა ნინა არ გგონია ისეთი როგორადაც მე გიხასიათებ ? კარგია არუშავს - გავუღიმე და ოთახი დავტოვე. მშვიდად დამეძინა, მიყვარს როცა გეგმას ვასრულებ და ყველაფერი ისე მიდის როგორც წარმომედგინა. მეორე დღეს ქალბატონი ნინა თორნიკეს ესაუბრებოდა, კისკსიებდა საყვარლად და როცა მასთან არ იყო მაშინაც კი უყურებდა. გააბეს აქ თვალებით ფლირტი, კარგიიი ფაქტიურად ყველაფერი გაკეთებულია. თორნიკე გამოვიჭირე და სკოლის უკან წავიყვანე -აბა რა ხდება? -არაფერი ... უბრალოდ ვლაპარაკობთ -მერე ? ელოდები როდის შეურიგდება იმ ზურას? რაღაც ისეთი უნდა გააკეთო მეტად რომ დაახლოვდეთ... ღმერთო ყველაფერი მე უნდა ვასწავლო? სადმე დაპატიჟე გაისეირნეთ ან რა ვიცი მე კინში, კაფეში მთაწმინდაზე აიყვანე ... -დავპატიჟე უკვე ... -მართლა? ოჰ ყოჩაღ თოკუნააა არ ხუმრობ შენ - გავიცინე და წარბები ავათამაშე -კაი წავედი სად მცალია სალაპარაკოდ ამ საღამოს კლუბში მივდივარ...უი მართლა ნიკუშამ და საბუნამ დამპატიჯეს და ვეტყვი რომ შენ დაკავებული ხარ... წარმატებები თოკჩოოო . -მოიცა ... შენი აზრით მანქანით რომ მივაკითხო უფრო შეიცვლის დამოკიდებულებას? იმას ვამბობ რო ისეთი თუა როგორადაც შენ მისახავ... -მანქან საიდან მოგიყვანო ... -წამომყვები? -გაკვეთილი? -დაიკიდე - ხელი ჩამკიდა და სწრაფად სევდია სკოლაში. ჩანთები აიღო და სწრაფად გამიყვანა სკოლის ეზოდან. ტაქსში ჩავჯექით, აშკარად ღელავდა, რა საყვარელია როცა ნერვიულობს . არც გამიგია სად მივდიოდით, ქალაქიდან გავედით ,შემდეგ სადღაც გადაუხვია მანქანამ და უზარმაზარ გალავანთან გააჩერა. გაოცებული გადავედი და უკან გავყევი თორნიკეს რომელიც ეზოში შევიდა -ვისი სახლია ? -ჩემი... ვიცი გიკვირს მართლა ჩემია დიდი ისტორიაა დაიღლები მოსმენით. უზარმაზარი ეზო გავიარეთ კართან გაჩერდა და კოდი აკრიფა. ძალიან ლამაზი და დიდი სახლი იყო. -მომიყევი თორე გავგიჟდებია ხლა -დედაჩემი დედისერთა იყო ... მდიდარი ოჯახიდან ბაბუა ცნობილი პარლამენტარი იყო მამაჩემი ერთი უბრალო ბიჭი იყო და არ უნდოდა მას გაჰყოლოდა დედა. მაგრამ უყვარდათ ერთმანეთი და ბაბუამ ვერაფერი გააწყო. მართალია შერიგდნენ მას შემდეგრ რაც დავიბადე მაგრამ ბაბუასგან არაფერი აუღია მამას, ყველაფერი რაც გვაქ ორივემ ერთად შექმნეს ყოველგვარი დახმარების გარეშე. ბაბუამ კი ყველაფერი მე მომცა, ნუ ახლა თავად მართავს ყველაფერს მაგრამ მემკვიდრე მე ვიქნები როგორც კი მოვინდომებ. ისე კი ყველაფრით სარგებლობა შემიძლია . ახლა მეტყვი იმ სახლშ რა გაჩერებს ასეთი სასახლე თუ გქონდაო მაგრამ ჩემთვის შენგან განსხვავებით არ აქვს მნშვნელობა რამხელა საძინებელი მექნება, სააბაზანოში როგორი საშხაპე იქნება მე ის სახლი მიყვარს სადაც გავიზარდე , სახლი რომელთანაც მაკავშირებს ყველა კარგი მოგონება არც მილიონები მჭირდება რომელიც ჩემი ნაშოვნია რ არის... არ გადავყრი მაგრამ ჯერ-ჯერობით გამოყენების სურვილია რ მქონია - სახლში დააბოტებდა . კაბინეტში შევიდა კარადაში არსებული სეიფი გახსნა და გასაღებების აცმა ამოიღო-ბაბუას მანქანები უყვარდა ძალიან ... მეც მაჩუქა დაბადების დღეზე მაგრამ ჩემნაირ ბიჭს ეგეთი მანქანა არ სჭირდებოდა და აქ დავტოვე ისიც ბაბუას კოლექსიაში - ისევ ეზოსი გავედით შემდეგ როგორც ჩანს ავტოსადგომის კოდი აკრიფა და კარიც გაიღო . რამდენიმე უძველესი მოდელის მერსედესის მანქანა იყო ... გავვოცდი . ახალთახალი BMW კი თორნიკეს საკუთრება იყო აშკარად -ჩემი მანქანაააააააააა - უცებ გადავუსვი პრიალა შავ მანქანას ხელი და თავიდ ავადე - ზუსტად ასეთს მივიღებ 18 წლის იუბილეზე ოღონდ შავი არ მინდა თეთრი ან წითელი თუმცა შავიც მომწონს . ვაიმეე ამით რომ მიაკითხავ იმ ეშმაკს სულ ცოტას თუ მოინდომებ ხვალ ყველას ეცოდინება რომ შენი გოგოა -ასე გგონია? -საერთოდ არ გიხარია ადამიანო? -რატო უდნა მხიაროდეს ეგრე თუ იქნება ესეიგი მდიდარი, სიმპატიური ყველასთვის სასურველი ბიჭი უყვარს და არა თორნიკე ჯაფარიძე . უბრალოდ თორნიკე და არა ეს ვიღაც რომელიც შენ შექმენი -დაე იყოს ჩემი შექმნილი არ ვარ მე წინააღმდეგი ... ხომ გიყვარს ნინა? ხოდა დაიკიდე ყველაფერი ... მართვის მოწმობა გაქვს ყმაწვილო? იმედია მეც მასეირნებ ხოლმე ამ საოცრებით და მხოლოდ იმ ქალბატონს არა .ისე თუ არ მოგწონს მე მეყოლება წასვლამდე ჰა? -გყავდეს -მოიცა მართლა? ღმერთო ეს იდიოტი სსად გამომიგზავნე არც კი იცის რა ღირს ეს მანქანა -მართალია არ ვიცი იმიტომ რომ მე არ გადამიხდია ფული . სერიოზულად გეუბნები რომელიმე მანქანა აირჩიე გყავდეს -არ მინდა არც ეგეთი საზიზღარი ვარ ...- მანქანაში ჩავჯექი და ღვედი შევიკარი- სულ ცოტა დავტესტოტ არ გინდა? თან აქ ტრასა არ არის და მანქანებისგან შორს ვართ გთხოოოოოოოოოვ -იქნებ და არ ვიცი ტარება -დარწმუნებული ვარ იცი ...-თვალები დავაწვრილე და საყვარლად გავეკრიჭე. გაიცინა და მძღოლის ადგილი დაიკავა, ღვედი შეიკრა და ისე მოსწყდა რამდენიმე წამშ ადგილს გავვოცდი. მეჩვენება თუ მართლა ჩემი მუდო მიდის ამ სისწრაფით. მალე დავიწყე ბედნიერებისგან კივილი, ადრენალინის გრძნობა როგორ მიყვარს ... ფანჯრიდან შემოსული ქარი თმას მირევს ხელებს ვშლი და ხმას ვუწევ . თორნიკეც მყვება ცოტა ხანში , შემდეგ ღვედს ვიხსნი და ფანჯარაში ვჯდები -რას აკეთებ გაიანე დაჯექი ნორმალურად ... -ნუ გეშინია თოკუნა -თოკუნა? გეფიცები გადაგაგდებ -კარგი მაპატიე ბატონო თორნიკე - თვალი ჩავუკარი და ხელები გავშალე . არასდროს მომბეზრდებოდა ეს ყველაფერი , უბრალოდ თორნიკეს მობილური ამღერდა და გაჩერება მოუხდა ,ჩემსკენ იყო შესაბამისად მე მივაწოდე და დავინახე კიდეც „ნინა“ -ვინაა? -გააჩერე თორნიკე ქალბატონი ნინა გირეკავთ ...-ეს რომ ვუთხარი სიე დაამუხრუჭა თავი ვეღარ შევიკავე და გადავყირავდი ...არც მოუქცევია ყურადღება ისე უპასუხა მე კი ის არ გამიგია რა უთხრა ხელებით დავასკდი და კანი გადამეტყავა, საშნლად მეტკინა არ ვიცი ამ ნაკაწრების გამო იყო თუ შინაგანი ტკივილის მაგრამ ცრემლები წამსკდა... ძლივს გადავფოფხდი მინდორზე დავჯექი და დასისხლიანებულ ხელებს დავხედე. დამშვიდდი განო,განა ისეთირ ა მხოდა შენ რომ არ აინტერესებ ეგ არ იცოდი აქამდე? ურეკავდა გოგო და ხომ უნდა ეპასუხა ... ცრემლები სწრაფად შევიმშრალე და დავინახე როგორ მეძებდა თვალებით თორნიკე, ახლა მოვიდა გონს მორჩა მასთან საუბარს იმდენი იბოდიალა საუბრის დროს გავიდა მინდვრის მეორე მხარეს. როგორც იქნა დამინახა და ისე გამოიქცა წამშ ჩემთან იყო -წავიდეთ? გვიანია უკვე - ხმა შეცვლილი მქონდა ,ხელები ზურგს უკან წავიღე და თორნიკეს გვერდი ავუარე. უცებ ჩამავლო მკლავშ ხელი და ისე მეტკინა წამოვიკივლე -ვაიმე ... -რა გჭირს ... -უცებ დამხედა და თვალები გაუფართოვდა - ეს... როგორ დაგემართა მე რო დავამუხრუჭე ... მაპატიე განო მაპატიე გთხოვ რა იდიოტი ვარ -არაუშავს... ჩემთვის არ გეცალა - ხელები გამოვგლიჯე და მანქანისკენ წავედი. -განოოო ....გაიანე მართლა არ მინდოდა გეფიც.. -ვიცი რომა რ გინდოდა ...რა საჭიროა ამდენი საუბარი უბრალოდ დავბრუნდეთ უკან შენ ნინას უნდა შეხვდე მე კი ჭრილობებს დავიმუშავებ და ბიჭებთან ერთად წავალ კლუბში ... მანქანაში ჩაჯდა და მალევე მივედით სახლში. მისკენ არც გამიხედავს. მშვიდად გადავედი მანქანიდან და სახლშ შევედი. სააბაზანოშ მივაშურე გავიწმინდე ხელები და მოვწესრიგდი. გრძელი მკლავით ზურგამოღებული კაბა ჩავიცვი ,ძალიან მოკლე იყო , ფეხზე წითელი მაღლები მოვირგე , წითელი ტუჩსაცხი წავისვი , ხელჩანთაც ამავე ფერის დავიჭირე და საბას დავურეკე . ის და ნიკოლოზი მომაკითხავდნენ . კიბეები ჩავიარე და თორნიკე რომ დავინახე გამოწყობილი გავჩერდი -უკვე გადიხარ? სად მიგყავს ნინა? -არსად... -ვერ გავიგე ... -რომდ ამირეკა მითხრა რო ვერ წამოვიდოდა - შეხედეთ ქალბატონ ნინას? უფრო გაიძვერა ყოფილა ვიდრე ვიფიქრე - თქვენთან ერთად წამოვალ კლუბში -ოჰ როგორ მოხდა ...აა გაბრაზებულზე ასე აყოლებ გულს? ბჭებს დავურეკავ ვეტყვი რომ შენ წამიყვან -დავურეკე უკვე,თუ მზად ხარ გავიდეთ -კარგი წავედით მაშინ.. ნათიამ გვიან მოვალო ვუთხარი სადაც ვიქნები უკვე -ხო ვიცი მეც დამირეკა და მითხრა გაიანეს მიხედე ვინმემ არ აწყენინოსო -ამიტომ მოდიხარ? მეც არ გამიკვრიდა?- მანქანაში ჩავჯექი და საზურგეს მივეყრდენი. მიყვარს ეს მანქანა , იმდენად რომ გადასვლაც კი არ მინდა. თვალები დავხუჭე, ვგრძნობდი რომ მიყურებდა მაგრამ შინაგანად ვბრაზობდი მასზე და არც კი მონდოდა გახედვა. თუმცა ნინაზე უფრო გავბრაზდი , მივხვდი რომ თორნიკე არაფერ შუაში იყო, განა რა დააშვა ათუ უყვარს და ვერ არჩევს თეთრს და შავს, ეს მის დადებით ხასიათზე მიუთიტებს, ვერ წარმოუდგენია ნინას მსგავსი ქალი ასეთი საზიზღარი თუ იქნება. კლუბში შევედით და ვის ვხედავ ქალბატონი ნინა ზურასთან და ვიღაც ახალგაზრდებთან ერთად სვამს და ერთობა ,თორნიკეს მზერა შეეცვალა ის რომდ აიანხა. ისე მოიქუფრა ნერვები მომეშალა. ასე ხო ქალბატონო ორ კურდღელს დასდევ> კარგი ვნახოთ რომელს აირჩევ . გართობა დავიწყე, გამომწვევად ვცეკვავდი, რამდენიმე ჭიქა დავლიე, ბევრი ვიხალისე ბიჭების დამსახურებით . თორნიკე ვერაფრით ავაყენე საცეკვაოდ ,როგორც იქნა წამოაგდეს ბიჭებმა და მეც მოვხვი ხელები ყელზე -იცოდე რასაც გავაკეთებ ამყვები გასაგებია?- ყურში ვუჩურჩულე და უფრო ავეკარი სხეულზე. მისი ხელები არც კი მეხებოდნენ ,თიტქოს შიშველ სხეულზე შეხება არ სურდა. მისი სახე ხელებში მოვიქციე და სწორედ იმ დროს ვაკოცე როცა ნინამ გამოგვხედა. რატომღაც სრულიად შემთხვევით მოცეკვავეების ცენტრში აღმოვჩნდით, ყველა ჩვენ გვიყურებდა. თორნიკე რა თქმა უნდა ამას არ ელოდა , შეკრთა, სხეული დაეჭიმა სანამ ტუჩზე არ ვუკბინე და უფრო არ მივიზიდე ჩემსკენ . შემდეგ ხელები მომხვია წელზე და კოცნაში ამყვა. ნეტა არ ეკოცნა მეგონა ყველა ცხოველი ჩემს მუცელში დარბოდა , სუნთქვა შემეკრა, ისე იმატა ტემპერატურამ მეგონა გადავიწვებოდი. მისი ხელები შიშველ ზურგზე მეხებოდა და მწვავდა, ასე არ უნდა მომხდარიყო . მე უბრალოდ უდა მეთამაშა, უბრალო კოცნა უნდა ყოფილიყო და რა გამოვიდა. მალევე მოვშორდი მის მათრობელა ტუჩებს და ისევ მელოდიას ავაყოლე სხეული თითქოს არც არაფერი მომხდარა -ნინას არ შეხედო, თავი ისე დაიჭირე თითქოს მეათასედ მაკოცე . მოადუნე ეგ ხელები და წელზე გადაიტანე- თავი მის ყელში ჩავრგე და ვეჩურჩულებოდი . ძარღვები ისე ჰქონდა დაბერილი მეგონა დაუსკდებოდა, თიტები ნელა ჩაასრიალა წელზე და ისე მომხვია სუნთქვა შემეკრა. შემდეგ თავი დახარა ისე რომ ცხვირს ყელზე მახებდა -აქედან რომ გავალთ გეფიცები არ გაცოცხლებ... ჩემი ხელიდან რატო უნდა მოკვდე -მისი ტუჩები საუბრისას კანზე ოდნავ მეხებოდა მაგრამ ესეც საკმარისი იყო, მუცელი შემეკუმშა, კუნთებმა ფუნქცია დაკარგეს, მყარად ვეღარ ვიდექი ,კიდევ კარგი მისი ხელები მიჭერდნენ თორემ უთუოდ დავეცემოდი - გადარეული ...ნამდვილი გიჟი ხარ ... არც კი ფიქრობ -რა მოხდა ეგეთი რა ქალიშვილი გოგოსავით მოთქვამ - ჩურჩულით ვუთხარი და როგორც კი სიმღერა დასრულდა , მშვიდად მოვშორდი ხელი ჩავკიდე და მაგიდისკენ წავედი საიდანაც ორი წყვილი გაოცებული თვალი გვიმზერდა, დავსხედით თუ არა კოქტეილი ავაცალე და სულმოუთქმელად გამოვცალე -მე ნუ მიყურებთ ამას მოსთხოვეთ პასუხი ამჯერად რა ჩაიფირა ვერ ვხვდები... არ ვარ ეგეთი გენიოსი -მდაა.... ისე თუ არის როგორც მე ვფიქრობ ეს გოგო სიტყვას შეასრულებს მალე და ჩვენი ბიჭი ყურებამდე იქნება შეყვარებული - ნიკოლოზმა დაარღვია დუმილი და საბას ფხუკუნით გახედა -ღმერთო რა დავაშავე -არა რა ეს ხო უნდა მოკლა ეხლა ... ასეთმა გოგომ ვაკოცე და წუწუნებს აქ . ქალს უერთგულო რომელთანაც არაფერი გაკავშირებს პირველია რა ხარ ასეთი წესიერი ... -ეგ რა შუაშია გოგო ! -ნუ მიყვირი იდიოტო მე აქ გეგმები მაქ ჩემი.. თუ მეჩხუბე მერე ვინღა ვაეჭვიანო და დავაინტერესო მე- მხარზე დავეყრდენი და თითები მის მკერდზე ავათამაშე შემდეგ მუცლისკენ დავუყევი და ლოყაზე ტუჩები მივაკარი- წვერი უნდა მოუშვა არ მომწონხარ ასე დაბალზე მოგიხდება -თითებს თუ გააჩერებ ეგ უფრო მოუხდება დამიჯერე- საბამ მითხრა და ძლივს მოუყარა ტუჩებს თავი რომ არ გაეცინებია -არა რა ძმაკაცები რო აგაღადავებენ მერე გაქ ცუდად საქმე- თორნიკეს გავეკრიჭე და ცეკვა -ცეკვიტ წავედი ვისკის ასაღებად. ბართან ჩამოვჯექი , ნელა ვწრუპავდი სასმელს და იქ მყოფ ნაცნობებს ვაკვირდებოდი. ზურიკოს და ნინას აშკარად ჩაეშალათ საღამო. ორივე სხვადასხვა ადგილას დაფრინავდა აშკარად. მობილური აზუზუნდა და ჩემი მეგობარის შეტყობინება რომ ვნახე გამიკვირდა ამ დროს რა უნდოდა. გავვოცდი როცა ფოტო გამომიგზავნა სადაც თორნიკეს ვკოცნიდი , როგორც ჩანს ჩვენმა ერთ-ერთმა სკოლელმა გადაგვიღო და ატვირთა კიდეც. ნუ იქ შეტყობინებები წავიდა წაკითხვაც აღარ მინდოდა. არც იყო საჭირო , ჩემი გეგმა შესრულდა, მეორე დღეს როდესაც მივედით სკოლაში ყველა ჩვენზე საუბრობდა. ესეც ასე თორნიკე უკვე ყველაზე ცნობილი ტიპია და აღარავის აინტერესებს ბაქია ზურაბი თავისი პრინცესითურთ. -აი წუხელ რომ მეჩხუბე ამას გეუბნებოდი -შენ იმაზე თუ გიფიქრია ეგ ფოტო ჩემმა ან შენმა მშობლებმა რომ ნახონ რას ეტყვი -ვერ ნახავენ ... დამიჯერე ნუ ღელავ - გავეკრიჭე და მის მერხზე დავსკუპდი -მოიწიე იდიოტი ... ღმერთორ ა ხე ხარ მთელი კლასი მე მიყურებს და შენ ჩემი ბოიფრენდი სადღაც დააცეცებ თვალებს -აბა რა ვქნა კაბის ქვეშ შეგიძვრე? -გავიგეტ რომ არ მოგწონვარ .. არც მე მაბოდებს შენზე მაგრამ როლში შესვლა უნდა სიწავლო როცა საჭიროა -არ მინდა გმადლობთ - თვალებში მიყურებდა და მიღიმოდა ძალით -კარგი ისევ მე მოვახერხებ რამეს...- გავიცინე და ჩამოვხტი მერხიდან.ჩემს მაგიდასთან დავბრუნდი და საგაკვეთილო პროცესში ჩავერთე. ეზოში ყოფნის დროს ყველა ჩვენს ირგვლივტრიალებდა ზურა და ნინა კი ეულად იყვნენ . ქალბატონი ალქაჯი ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან. ზურას რაღაცაზე ეჩხუბა და გაიქცა გაბრაზებული სკოლდიან. სულ რაღაც ორი დღე გაძლო შემდეგ კი ჩემი სიტყვები ბოლომდე გამართლდა“ აი ნახავ თავად „შეგეტენება“ თოკჩო“ - ხომ ვუთხარი , ასეც მოხდა .“ბოიფრენდი“ ამახია და ასე დაიბრუნა პოპულარობა. მე კი ისევ დავუბრუნდი ჩვეულ რიტმს სულ რაღაც ორი კვირა დასჭირდა ამ ქარაფშუტა გოგოს გასულელებას . აი რამდენ ხანს გაძლო ზურას და ნინას „წრფელმა სიყვარულმა“ . თორნიკემ რა დაინახა და რა ვერა არ ვიცი მაგრამ აშკარა ის იყო რომ სახლში საერთოდ ვეღარ ვხედავდი. ისევ ისეთი ნეიტრალური ურთიერთობა გვქონდა . მშობლებს ვესაუბრებოდი მაგრამ აზრი არ ჰქონდა , ისევ არაფერი იცლებოდა, ჩემი წუწუნის მიუხედავად ზაფხულის გატარებაც საქართველოში მიწევდა. გამოცდებიც უნდა ჩამებარებინა, ბატონი თორნიკე მასწავლებლად აღარ მყავდა ამიტომ მეორე ნიჭიერ ბიჭს ვთხოვე დახმარება ,რომელსაც მოვწონდი და უარს არაფერზე მეტყოდა . მასთან ერთად ვმეცადინეობდი . ერთხელაც ძალიან დამაგვიანდა , მას წამოყვანაზე უარი განვუცხადე, ტაქსი ვერ გავაჩერე და არც კი ვიცოდი რა უნდა მექნა. ფეხით მივბორიალებდი, ვიღაც ბიჭები დავინახე და შემეშნდა. საიდან სად მოხვდი გაიანე , აქამდე ტაქსითაც კი არ გიმგზავრია ყველგან მძღოლს დაჰყავდი ახლა კი აქ ამ მიყრუებულ ქუჩებშ დაეხეტები და შიშით კვდები ვინმემ რამე რომ არ დაგიშაოს. დავინახე როგორ დაიძრნენ ჩემსკენ და სანამ რეაგირებას მოვასწრებდი დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა პირდაპირ ცემს ფეხებთან გაჩერდა .თვალები გამიფართოვდა თრონიკე რომ დავინახე -დროზე ჩაჯექი ! -იმდენად მკაცრი და შეუვალი იყო არც კი მიფიქრია ისე დავმორჩილდი . ისევ იგივე სიჩქარით წავიდა , მაგრამ სახლში არ მიდიოდა აშკარად , სადღაც გააჩერა და გადავიდა . მეც გავყევი ასკარად ამას ელოდა. მკლავში მწვდა და გაავებულმა დამხედა ზემოდან. ისევ იგივე შეგრძნება უსუსურად ვგრძნობ თავს -სად დაბორიალებ ამ შუაღამით გამაგებინე ... ხომ გხარი იმ გამოს... თუ ივლი დროულად დაბრუნდი სახლში_თქო . -ხომ გიპასუხე მერე -ჩემი საქმეა იმიტომ რომ ჩვენ ვაგებთ პასუხს როგორი საღ-სალამათიც ჩამოხვედი ისეთი უნდა დაბრუნდე უკან ... -ნუ ღელავ შენ... როგორ მოხდა სახლში რომ ხარ ამ დროს -არ ვყოფილვარ სახლში გირეკავდი.. მერე იმ იდიოტს დავურეკე და დიდი ხანია წავიდაო -ვაიმეე ანუ ნინა დატოვე და ჩემთან წამოხვედი? მაპატიე რა გთხოვ -ნინას დ.. შე... რამე რომ დაგმართნოდა მერე? -რა უნდა დამმართნოდა ... მოიცა რა? ვერ გავიგე ცოტა ხნის წინ ნინაზე რამე რომ მეთქვა თვალებს ისე მიბრიალებდი მეგონა მომკლავდი და ახლა? -ახლა რა ... ერთ რამეში ვცდებოდი და ისიც გავიგე ... შენი დამსახურებით . მადლობა არ მითქვამს „თვალების ახელისთვის“ -ვერაფერი გავიგე მართლა -რა საოცრება ვარ შენც კი ვერ ხვდები რა ხდება ... თამაშების დედოფალო -მოიცა დავფიქრდე... ნინაზე ისე საუბრობ აშკარად არარა აფანატებ, მაგრამ მაინც მასთან ხარ და როგორც ვხვდები მხოლოდ ფლირტით არ შემოიფარგლებით . კაცის ინსტინქტმა გაიღვძა შენში და გახდი ჩვეულებრივი არამზადა? ამისთვის მიხდი მადლობას? მე ეგ არ მინდოდა , უბრალოდ არ მინდოდა ის ქალი გყვარებოდა ვინც არ იყო ამის ღირსიდ ა უბრალოდ სიე გეცხოვრა რომ სიამოვნება მიგეღო ცხოვრებისგან . ეგ კი სიე უნდა გააკეთორ ომ სწორი გზიდან არ გადაუხვიო . სხვისი გრძNობებით თამაშ არ არის სწორი ქცევა -გრძNობებით თამაში არ არის. მაგრამ არამგონი ნინას ეგ გააჩნდეს. ორივე იმას ვიღებთ რაც გვინდა -ასე რომ საუბრობ ცუდად ვხდები ...ვერ ვიფიქრებდი ქალზე ასე თუ ილაპარაკებდი -დამიჯერე მიზეზი მაქვს - მანქანაზე შმოსკუპდა და მინას მიყრდნო ,შემდეგ ხელი მომხვია და მეც გვერდით მიმისვა - მიყვარს ასეთ ამინდში გარეთ ყოფნა , ისეთი ლამაზია ვარსკვლავებით მოჭედილი ცა -არ მომიყვები?- დუმილი ამჯერად მე დავარღვიე და წარბებაწეულმა გავხედე -მიდი მომიყევი ხომ იცი სამარე ვარ- გავიცინე და თვალებში ჩავხედე -ზედმეტად პირადულია ... მითუმეტეს შენ ვერ მოგიყვები ..საერთოდ არავის -ინტიმურ ამბებს გულისხმობ? მაინც მუდო ხარ რა...კომპლექსიანი მუდო ,არასდროს შეიცვლები -მე გეუბნები მომიყევი იმ შენ ბოიფრენდთან როგორ ერთობოდითქო ? ან ახლა რატომ დაშორდითქო გკითხე? -აუ ამან რა გამიხსენა.. ბოიფრენდი არა ტოროლა .შენ რა გგონია მიყვარდა და გულნატკენი ვარ განშორების გამო? უბრალოდ ბიჭი იყო რომელმაც გასაგიჟებელი კოცნა იცის, კარგ ხასიათზე მაყენებდა და კარგად ვერთობოდი მასთან .ეგეთს ათასს ვნახავ ,სესაძლოა იმ ერთადერთ სიყვარულს ვერც გადავაწყდე და გართობა მაინც შემრჩება -ასე რომ ლაპარაკობ მინდა მოგკლა... -როგორ ასე -როგორ და ისე თიტქოს მაგრად გეკიდოს ვისთან იქნები -პრინცო გართობა სექ.. გარეშეც შეიძლება ნუ გაქ უხამსი ფიქრები -სასიამოვნო ნიავი ქროდა, ახურებულ სახეს მიგრილებდა. თვალები დავხუჭე და თავი თორნიკეს მხარს მივაყრდენი -აქედან რომ წახვალ აღარ დაბრუნდები ხოლმე?- მოულოდნელი კითხვა იყო მართლა არ ვიცოდი რას გავაკეთებდი -არ ვიცი ... ალბათ არა ეს სამი თვე ზედმეტიც კი იყო გადავიღალე ჩვეული ცხოვრება მომენატრა აკვარიუმში მცხოვრები თევზივით ვარ ...რამ გაგახსენა ახლა ეგ გუშინ ველაპარაკე მამას და არაფერი შეცვლილა მგონი აქ ჩავრჩი ... უკვე პანიკა მეწყება -რამ გამახსენა? ლილიამ დარეკა ნათიასთან შენ ვერ გიკავშირდებოდა ... -მერე? რამე მოხდა? ხომ კარგად არიან - უცებ შემეშინდა ისე დაიწყო მეგონა რაღაც ცუდი მოხდა -კი ნუ ღელავ ... შენთვის კარგი ამბავი მაქვს გაგიხარდება ... მოკლედ მიდიხარ . ბილეთებს იყიდიან და ხვალვე შეძლებ წასვლას უნდათ მალე დაბრუნდე იქაური გამოცდებისთვის რომ მოემზადო და სასწავლო წელი არ ჩაგივარდეს -არაფერი მესმოდა მხოლოდ ის რომ ვბურნდებოსი. ისე გამახარა ამ ამბავმა მინდორზე დავხტი და ცეკვა დავიწყე.ა რც კი ვიცი რას ვაკეთებდი მერე თორნიკეს მოვეხვია და ვკიოდი, ვიციოდი არ ვციი რა იყო -ვბრუნდებიიი... ჩემს სახლში ვბრუნდებიიი ჩემს გოგონებთან .... ჩემი გიჟი ბიძიკოც კი მომენატრა ვაიმეე რა მაგარია ვბრუნდებიიი -ხო ბრუნდები - აშკარად არ უხაროდა ჩემსავით . მიყურებდა და თვალებში სევდა უკრთოდა.- სწრაფად დავბრუნდეტ რა სახლში ბარგს ცავალაგებ .ათასი საქმე მაქვს . ხვალ სკოლაში წავალ ყველას დავემშვიდობები მაინც და ზეგ გავფრინდები .ათასის აქმე მაქვს თორნიკე ბატონო - მანქანაში ჩავსკუპდი, ვცქმუტავდი სახლში როგორც კი მივედით მაშინვე დავურეკე დედიკოს დიდიხანს ვესაუბრე . ტან ბარგს ვალაგებდი. სემდეგ გიორგისთან და ნათიასთან ჩავედი უნდა ვაღიარო ძალიან მომენატრებიან, თორნიკე იქ არ იყო . მათ ვესაუბრე ორივეს ჩავეხუტე და მანამ არ მოვშორდი ნათიას სანამ დასაძინებლად არ წავიდნენ. ბევრი ვიწრიალე ბოლოს კი თორნიკეს ოთახში ამოვყავი ტავი, ფრთხილად შევაღე კარი მეგონა ეძინებოდა მაგრამ საწოლზე იწვა და ჭერს უყურებდა,მხოლოდ შორტი ეცვა ერთიხ ელი თავქვეშ ედო მეორე მუცელზე და ღრმად სუნტქავდა. სწრაფად მივედი და საწოლზე დავხტი . აშკარად გამოვაფხიზლე -გადარეულო აქ რა გინდა? - ვერც მე დვაიძინე ...აბა რაზე ფიქრობ? -შენზე ვფიქრობდი - რა გულწრფელია ეს ბიჭი მაგიჟებს -ხოო? და რას ფიქრობდი - მგონი მომენატრები გადარეულო ... -ხოოო? მართლა- ავკისკისდდი - ვიღაც ბიჭს ჩემი წასვლა უნდოდა ახლა რა დაემართა? -ეგ დიდი ხნის წინ იყო მაშინ ნერვებს მიშლიდი ჭირვეულო ... -და ახლა არ ვარ ჭირვეული? -შევეჩვიე შენს სულელურ გამოხტომებს და ათას სურვილს ,გიჟურ იდეებს ახლა მეცინები სიეთი ამბები დაატრიალე სკოლაში ყველას ემახსოვრება შენი „თამაშები დედოფალო“ -ხო ჩამოხვალ ჩემთან სტუმრად? -შენ არ მოდიხარ და მე რა ჩამომიყვანს -ისეთ ცუდ ადგილას გეპატიჟები რა ჩამოგიყვანს -ჩემთვის ეს ადგილია კარგი და შენი ამერიკა არაფრად მიღირს -ჩემი პატრიოტი ბიჭი- გავიცინე და ჩავეხუტე -მეც მომენატრები -მთელი რამე ვსაუბრობდით, ისე დაგვათენდა თავზე სიცილ კისკისში რომ ვერაფერი გავიგეთ. მივდიოდი ისევ ჩემს სახლში ვბრუნდებოდი, გული მწყდებოდა მაგრამ ბედნიერიც ვიყავი რადგან ასეთი კარგი ადამიანები გავიცანი. თორნიკეს სახით მეგობარი შევიძინე, ეს დრო ყოველთვის კარგად გამახსენდება . თვითმფრინავში ასვლამდე რამდენიმე წამი იყო დარჩენილი. ნათია ცრემლებს ვერ იკავებდა, ბოლოს მეც ავტირდი . თორნიკე ისევ ისე შორიდან გვიყურებდა როგორც პირველი შეხვედრისას. ბოლოს როცა დავემშვიდობე და ზურგი ვაქციე სწრაფად შემაბრუნა და მომეხვია . მისი სურნელით ავივსე ფილტვები ,თითქოს დამახსოვრება მინდოდა,მანაც ჩემს თმებში ჩარგო სახე და ყელში მაკოცა „ნახვამდის ჯადოქარო“ ... სახლში დაბრუნება იმაზე მეტად ემოციური გამოდგა ვიდრე ველოდი. ისე დამხვდნენ მთელი კვირა გაგრძელდა ეს მონატრების ანაზღაურება. შემდეგ დიდი მონდომებით დავიწყე მზადება გამოცდებისთვის რათა უნივერსიტეტში ჩავრიცხულიყავი და საერტოდ მოვწყდი ამ დროს ყველაფერს. მიზანს მივაღწიე რა თქმა უნდა. შემდეგ კი კუნძულზე წავედი მეგობრებთან ერთად, ჩემი საყვარელი ბიძაც მალე ჩამოვიდა და იქ აიკლო გოგონები. კარგად გავერთე, მინდოდა თორნიკესთან დარეკვა მაგრამ თავს ვიკავებდი. არ ვიცი რატომ ,თიტქოს მეშინოდა ზემდეტი ყურადრება არ გამომეხატა . თუ ვენატრებოდი თავადაც ხომ უნდა შემხმიანებოდა? ეს ამბავი ცოტა ხანს გაგრძელდა ჯერ კვირაში ერთხელ მაინც ველაპარაკებოდი ,მოვალეობის მოხდის მიზნით თიტქოს ვალს ვიხდიდი მათი ამბის გაგებით და პირიქით. შემდეგ ისევ მშობლების გამო თუ მოგვიხდებოდა დალაპარაკება ასე გავიდა რამდენიმე წელი ბოლოს კი საერთოდ აღარ დამკავშირებია. საქართველოში მას შემდეგ არ ჩავსულვარ. ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, უკვე პროფესიას ვეუფლებოდი „დიდი გოგო „ გავხდი . მალე მუშაობას დავიწყებ , გართობის არე გავაფართოვე, ახალი წყარო ვიპოვნე ადრენალინის და ხელიდან აღარ გავუშვი. თითქოს სულ ვიღაცასთან ერთად ვარ ,მაგრამ მაინც მარტო ვარ . არავინ მყავს ისეთი ვისთანაც ყველაფერზე ვისაუბრებ,ათას სისულელეს ვეტყვი ისე რომ ყველაფერი იქ დასამარდება და მეორე დღეს წინ არ დამხვდება ,თან რჩევასაც მივიღებ . მამამ პირობა შეასრულა 18 წლის როგორც კი გავხდი წვეულებაზე მანქანის გასაღებთან ერთად ბინისაც მაჩუქა ,მას შემდეგ მარტო გადავცხოვრდი .მართალია ძალიან ხშირად მშობლიურ სახლში ვიყავი მაგრამ მაინც დამოუკიდებლად ვცხოვრობდი ,თუ შეიძლება ასე ითქვას. მე ხომ მამიკოს განებივრებული გოგო ვარ არ ვარ წინააღმდეგი მან და დედიკომ დამაფინანსონ . ვინაიდან ეკონომისტობას ვაპირებ ზედმეტად დიდხანს მომიწევს ლოდინი სანამ საკუთარი ფული მექნება ,თან იმდენი რომ ჩემი მოთხოვნების დაკმაყოფილება შევძლო. მოკლედ ასეთია ჩემი ცხოვრება, თითქოს მაგარი მაგრამ უკმაყოფილების გრძნობით, უზარმაზარი სიცარიელით რომელიც ვერავინ ამოავსო შინაგანი მარტოსულობით ,რომელიც ვერავინ გააქრო. დილიდან ვარჯიშს ვიწყებ, შემდეგ უნივერსიტეტში წასასვლელად ვემზადები, მსუბუქი საუზმე და მზად ვარ გასასვლელად. დამღრლელია ეს სწავლა ,მაგრამ მაინც მიყვარს .იქაური სიტუაცია ხო მითუმეტეს, ყველას ვიცნობ-თქო ვერ გეტყვით მაგრამ საკმაოდ დიდი სანაცნობო წრე მყავს .მათთან ერტად გართობას არაფერი სჯობს დამიჯერეთ,თიტქმის ყოველ ღამით წვეულება იმართება ამჯერადაც დამპატიჟეს . სახლში დავბრუნდი, სადილი მოვამზადე, ვიმეცადინე ,ცოტა წავუძინე და შუაღამით გავედი ჩემი საყვარელი მანქანით . წვეულებებს ძირითადად სახლში მართავენ ხოლმე ,ამჯერადაც ერთ-ერთი სტუდენტის სახლში,აუზთან იყვნენ შეკრებილები. სასტავს შევერიე , სასმელი ავიღე და რამდენიმე ჭიქა მიყოლებით დავლიე განწყობის შესაქმნელად.შემდეგ ცეკვა დავიწყე,ჯერ მარტო ვცეკვავდი შემდეგ მეწყვილეები იცვლებოდნენ, სხეულზე თითებს უმისამართოდ დაატარებდნენ მე კი ვერაფერს ვგრძნობდი .ხანდახან მინდებოდა ერთხელ მაინც მეგრძნო ჟრუანტელი რომელიც მთელს არსებას ამიფორიაქებს ,გონებას დამიბინდავს და მხოლოდ მისი შეხების სურვილი მექნება . აზრი არ აქვს ტყუილად დავეძებ ,ასე თუ გავაგრძელე და ამ ამაღელვებელ მომენტს დაველოდე გათხოვებას თავი დავანებოთ ქალწული დავრჩები .რამდენჯერმე მქონდა მცდელობა მაგრამ ზღვარზე ვაჩერებ ყოველთვის ,რა ვქნა არ მინდა ასე უემოციო იყოს ეს ყველაფერი .შესაძლოა ზემდეტ მნიშვნელობას ვანიჭებ მაგრამ ასე არ შემიძლია ,ემოცია მჭირდება რომელიც მეწყერივით გადამივლის. თმები შიშველ წელზე მეფინება ,თითებს ვაცურებ და გვერდზე ვიყრი , სხეულს მელოდიას ვაყოლებ, თითოეულ ბგერას ვგრძნობ . ბილი მიახლოვდება ,მიღიმის მეც ღიმილითვე ვპასუხობ ხელებს წელზე მხვევს და სადღაც მივდივართ . მივყვები ,რადგან ძალიან მომწონს ეს ბიჭი .სხეულზე მიკრავს და ყელს მიკოცნის .გონება მებინდება, ისევ ვსვამ ,ზურგიდან მეკვრის, ერთად ვცეკვავთ .თანდათან ვკარგავ აზროვნების უნარს, სასმელმა ცუდად იმოქმედა ჩემს ცნობიერებაზე. ბოლოს რაც მახსოვს გულის ხმაა რომელიც თითქოს პირდაპირ ყურთან ძგერდა , სისხლის მიმოქცევა აჩქარდა, პულსაციამ და ტემპერატურამ იმატა .ვიღაცას ვეხვევი, მაგრამ არ მახსოვს ვის შემდეგ კომფორტულად ვთავსდდები მის მკლავებშ და თვალებს ვხუჭავ. თავის ტკივილი მაღვიძებს, ამდენი არ უნდა დამელია მერე რა რომ ორი დღე დასვენება მაქვს. ბალიშს ვხვევ ხელს მაგრამ აშკარად არ არის ჩემი .უცებ მხვდება მძიმე საგანი ტავში და სწრაფად ვახელ თვალებს. აშკარად სასტუმროს ნომერში ვარ , ლუქსში . მინდა ვიკივლო მაგრამ როცა ვხედავ რომ ყველაფერი მაცვია ,ჩემს მეწყვილეს გულშ მადლობას ვუხდი და საწოლიდან ჩამოვდივარ იმხელაა. ფეხშიშველი მივფრატუნებ მეორე ოთახისკენ , არც იქ მხვდება არავინ, სააბაზანოც ცარიელია შემდეგ აივნიდან მესმის ხმა და იქედ მივდივარ ,ფარდას ქარი არხევს ზურგით მდგომ სილუეტს ვხედავ რომელიც მობილურზე საუბრობს მაგრამ აშკარად ვერ ვცნობ ამ ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდას ...როგორი სხეული აქვს ღმერთო ეს ზურგიდან რა მაგარია და ისე ხო საოცრება იქნება ... რა ფიქრები მაწუხებს. სანამ ამ ფიქრებში ვარ ჩემი დაკვირვების ობიექტი ბრუნდება და ფილტვებთან ერთად ყველა კუნთი მეჭიმება, თვალები მიფართოვდება ,სუნტქვა შემეკრა და გულისცემა გამიხშირდა მეგონა მეჩვენებოდა, მართალია შეცვლილი იყო ,უფრო დაკაცებული ,აღარ იყო 17 წლის მოზარდი მაგრამ მაინც ვიცანი თორნიკე ჯაფარიძე. წამშ მოახდინა ტვინმა მისი იდენტიფიკაცია და წამის მეასედში გადავკვეთე ჩვენს შორის მანძილი ყელზე მოვეხვია გახარებული მისი ხილვით . -თორნიკეეე ....მეჩვენები არა შენ რატო მომეჩვენები ვაიმეე მართლა შენ ხარ?- უცებ ვშორდები, მისი ხელები წელზე მეხვევა და ზემოდან დამცქერის ,ამჯერად მიღიმის ისე მიღიმის მგონი ესეც კი შეეცვალა ადრე ასე საოცრად არ უბრწყინავდა თვალები . ლოყა საყვარლად ეჩხვლიტება და ისევ მიკრავს გულში .მის განიერ მხრებში მოქცეული უკვე წელზე ვხვევ ხელებს -ქალბატონო როგორც იქნა გამოფხიზლდი ...ძლივს მოგიყვანე აქამდე . ჯერ ვერ დაგიკავშირდი რა უბედურებაა -ოჰ ვერ დამიკავშირდა თიტქოს ძალიან უნდოდა ჩემი ნახვა -ნომერი შეცვლილი გაქვს საიდან უნდა მცოდნოდა ახალი ნომერი . სახლის ნომერზე დავრეკე და მოსამსახურემ მითხრა უფროსები არ არიან..განო კი გადავიდაო -თან საუბრობდა თან მეხვეოდა მერე უკან გამწია და შემათვალიერა- დამენახე ერთი ნორმალურად წუხელ მთვრალი ვიყავი ძლივს გიცანი -იმედია ვიღაც ნაშა არ გეგონე და მაგიტოა რ წამომიყვანე -არა მანამდე გიცანი..-გაიცინა და მერე წარბები შეკრა- ვიღაც გამოს... გიფათურებდა ხელებს , გაცლა გინდოდა მაგრამ არ გიშვებდა რომ მოგაშორე იმას მერე შემოგხედე და იმ მდგომარეობაშიც კი გიცანი. „ჯადოქარს“ როგორ ვერ ამოვიცნობდი ... მერე გაითიშე და აქ წამოგიყვანე ...არ მქონდა სხვაგან წასვლის თავი . როგორ შეცვლილხარ ქალბატონო ... -საიდანდ აასკვენი ისევ ისეთი ვარ -ცდები ... მაშინ ბავშვი იყავი თავქარიანი ბავშვი... ახლა ქალი ხარ ,ზედმეტად სექსუალური ქალი - თვალი ჩამიკრა და გამიცინა -ვაიმეე თავი მისკდება საუზმე მაინც შეუკვეთე რა გთხოვ ... -მოიტანენ ,რამდენიმე წუთში - შიგნით შევედით და დივანზე დავჯექით თორნიკე ჩემს წინ იჯდა სავარძელში - აბა ქალბატონო მომიყევი შენზე რას აკეთებ როგორ ხარ -რავიცი კარგად ვარ ... მე როგორ შეიძლება ცუდად ვიყო - გავეკრიჭე და ფეხები მინის მაგიდაზე შევაწყვე- მართლა ძალიან მტკივა თავი ... -იმდენი დალიე აბა რა იქნება ... -შენც არ იქნებოდი ფხიზელი ... -ბახუსი არ მსტუმრობს მე - თქვა და კარის გასარებად წავიდა. საუზმეც მოიტანეს და იქეთ გადავბობღდი . რამდენიმე წუთი ჩუმად ვიყავით სანამ გადამიარა ტკივილმა -შენ რას აკეთებ აქ ვაჟბატონო? -საქმესთან დაკავშირებით ვარ ... ბაბუას კომპანიას ჩავუდექი სათავეში და ორ კვირიანი ვიზიტით ვარ ... -ოჰოო ბიზნესმენ თორნიკე ჯაფარიძეს ვესაუბრები ანუ? -ასე გამოდის ... იმედია გიდობას გამიწევ ორი დღეა ჩამოვედი და საქმის გამო ვერაფერი ვნახე -რა თქმა უნდა ჩემო კარგო ... და საერთოდ სასტუმროში როგორ დაბინავდი მე ხომ გითხარი გიმასპინძლებ როცა ჩამოხვალთქო -რა საჭირო იყო შენი შეწუხება მშვენივრად ვარ აქ ... -ანუ ჩემს მიპატიჟებაზე უარს ამბობ? -მარტო თუ ცხოვრობ ვერ გადმოგიბარგდები გავაგიჟებ შენს ბიჭებს -დაიკიდე ერთი ... აუ მართლა გადმოდი რა მაინტერესებს დეტალურად ყველაფერი რაც იქ ხდება ნათია დეიდა და გიორგი რგოორ არიან? -ძველებურად ... ენატრებით მაგრამ არ გვიკადრე ქალბატონო -გაბრაზებული ვიყავი რომ არ მეხმიანებოდი -მეც გაბრაზებული ვიყავი არც შენ მოგიკლავს თავი საუბრით და მოკითხვით ... -კარგი ასე თუ გავაგრძელეთ ვიჩხუბებთ... ვაიმე რას ვგავარ წარმომიდგენია - არეულ თმაში შევიცურე თიტები და გავისწორე . - სააბაზანოშ შევალ შენის ნებართვით ასეთ მდგომარეობაში ვერ გავალ გარეთ - წამოვდექი და სააბაზანოსკენ წავცუნცულდი . შხაპმა ბოლომდე გამომაფხიზლა , მოვწესრიგდი სიევ ის კაბა ჩავიცვი სხვა რა გზა მქონდა და გარეთ გავედი. თორნიკე მეორე ოთახში იყო, კომპიუტერი ედო წინ და რაღაცას აკეთებდა , საქმიანი ბიჭია უკვე. -აბა ბატონო თორნიკე აბარგდით და წამობრძანდით ჩემთან...უნდა გაჩვენო როგორ უნდა მასპინძლობა - თავზე დავადექი და ფაქტიურად ვუბრძანე . ქვემოდან ამომხედა და ცემს ზმერას რომ წააწყდა წარბები მაღლა აზიდა ვაიმეე ისეთი სიმპატიურია შეიძლება სული განვუტევო -იცოდე შენზე ნაკლებად ჭირვეული არ ვარ .. განანებ ქალბატონო მაგ შემოთავაზებას -კარგი თანახმა ვარ -რამდენიმე წუთში მზად ვიქნები -დაგეხმარო? -არა ისედაც არ მქონდა ყველაფერი ამოლაგებული ... საძინებლიდან გამომძახა. რამდენიმე წუთი დაველოდე და მალევე გამოვიდა ჩემოდნით . შემდეგ სასტუმროს ადმინისტრაციასთან მოაგვარა საქმე და ჩემი მანქანისკენ წავედით. იცნო როგორც ჩანს და ამით მომიყვანა. ჩემოდანი საბარგულში ჩადო და თავად მძღოლის გვერდით მოთავსდდა. -შენის ნებართვით რაღაცეებს ვიყიდი თორე სახლში არაფერი მაქვს და მოვალ-მანქანა გავაჩერე და გადავედი. შევეცადე მალე მეყიდა ყველაფერი ,უკან პარკებით დატვირთული გავედი უკანა სავარძელზე დავაწყვე და უკვე სახლისკენ გავემართე. თორნიკე მობილურს ჩაჰკირკიტებდა , რამდენიჯერმე დაურეკეს კდიეც. სადგომზე გავაჩერე და გადავედი. ჩემოდანი და პარკების ნაწილი თავად წამოიღო . ლიფტში შევედით და 20 სართულზე ავედით. - იმედია არ მომწამლავ- პარკებში ჩაიჭყიტა -ნუ ღელავ კულინარიის კურსები გავიარე შარშან ... მომბეზრდა სულ რესტორნებში ჭამა სახლშიც ხომ უნდა მქონდეს საჭმელითქო და ვისწავლე კიდეც -დიდი ხანია მარტო გადმოხვედი? თუ აა მოიცა 18 წლის იუბილეზე არ უნდა ეყიდათ? -დიახ სწორად გახსოვს - ლიფტის კარი გაიღო და მეც გადავედი . ვინაიდან და რადგანაც მთელი სართული ჩემი იყო შევალაჯე სახლში და თორნიკეც მომყვა. ბინას ნამდვილად ვერ დაიწუნებს -ვაუუ რა ცუცქნა ბინა გქონია ქალბატონო -ირონიულად ჩაიცინა და პარკები სამზარეულოს დახლზე დააწყო -მოიცა სხვას არაფერს მეტყვი? იცი რამდენი ვიფიქრე როგორ მომეწყო? -ეტყობა შენ რომ იფიქრე- მითხრა და გავიდა- ჩემის აძინებელი სად იქნება? -წამომყევი ..უიმეე ისევ ისეთი მუდო ხარ რა- ავბუზღუნდი ცემი შრომა რომა რ შეაფასა და საძინებლის კარი გავაღე - აქ შეგიძლიათ დაბინავდეთ -გმადლობთ ... -საძინებელსი ვიქნები ... მოვწესრიგდები და გავიდეთ სადმე -საღამომდე მცალია მერე შეხვედრა მაქვს -საღამომდე ბევრი რამე მოეწსრება თოკუნა- გავეკრიჭე და ისევ ისე დამიბღვირა როგორც ადრე. ძლივს რაღაც იგივე აღმოვაჩინე ძველი თორნიკესგან დარჩენილი. თუმცა ისევა რ ლაპარაკობს ბევრს, ისევ არ იქნება გიჟი და მაინც კარგი ურთიერთოობა გვექნება. ადრეც ხომ არ გვქონდა საოცარი მეგობრობა,ვერც ვიგებდი როგორ ვიყავით, ხან ნერვებს ვუშლიდით ერთმანეთს, ხან მშვდიად ვსაუბრობდით ნუ ნინას ამბავზე ხო დავუახლოვდი და გავიგე ყველაფერი მაგრამ ახლა რაღაც იმხელა ჯაჭვს ვხედავ ჩვენს შორის რომ ვერ ვხსნი . შორტი და თავისუფალი მაისური ჩავიცვი , თმა შევიკარი , კედები ამოვიცვი და მზად ვიყავი . თორნიკეც გამოვაგდე ოთახიდან და საქმეებს მოვწყვიტე. ფეხით დავბორიალებდით, ვლაპარაკობდით, ფოტოები გადავიღეთ. შემდეგ კაფეში დავსხედით ჩემს საყვარელ ადგილას სადაც თითქმის ყოველ დღე დავდივარ და განვაგრძეთ ამბების გაცვლა. ნიკაზე და საბაზე მომიყვა . ორივე დაოჯახებულა , ნიკუშას ქალბატონიც მოუნათლავს უკვე და ისე საუბრობდა ბავშვზე სურვილი გამიჩნდა მენახა და ჩამეკოცნა. თვალები უბრწყინავდა ბავშვზე რომ ლაპარაკობდა , -საბა აგვიანებს და ნიკუშა დასცინის ერთი ბავშვე რა ვერ გვაჩუქე საძმოსო -გიჟია რა ... აღარ თამაშობ? - ხანდახან მივდივარ ხოლმე... ძირითადად მათ თამაშებს ვესწრები და როცა ისვენებენ მათთან თამაშის პატივიც მაქვს ხოლმე... ახლა მოწვევა აქვთ აქაური გუნდიდან და არ ვიცი შეიძლება დასთანხმდეს... დიდი წინსვლა იქნება და გადმოვლენ ალბათ სამივე -მართლა? კარგია -ხო კარგია ყველა მტოვებს იქ მე მარტოს ...-ისე თქვა პატარა ბიჭს გავდა . აი ესაა ის რაც არასდროს შეიცვლება მასში,სინაგანი სითბო.. როგორი მკაცრი და ეშმაკიც არ უნდა იყოს ის ბუნჩულა ბიჭი მაინც იცოცხლებს მასში . ნათიას ქოთქოთზე მიყვებოდა, ვიცინოდით ორივე გულიანად ჩემი მეგობრები რომ სემოვიდნენ. მაშინვე ჩემსკენ დაიძრნენ. მომესალმნენ და თორნიკეს თვალი შეავლეს , ეს მაიმუნიც უჟუჟუნებდა თაფლისფერ თვალებს. გავაცანი გოგონები და ერთად განვაგრძეთ საუბარი. მაშინ მივხვდი როგორ შეიცვალა ამ წლების მანძილზე , ტიპი რომელიც გოგოსთან შესახვედრად ფაქტიურად ძალით გავაგდე იჯდა და ლამის ყველა დაატყვევა. იმდენად რომ სახლში დამადგნენ გოგონები საღამოს , თორნიკეს ნახვის იმედით ,მაგრამ ის უკვე შეხვედრაზე იყო წასული და იმედები გაუცრუვდათ. გვიან წავიდნენ, საშინლად ვიყავი დაღლილი ,სულ რამდენიმე დღეში გამოსაშვები მქონდა, ვასრულებდი როგორც იქნა სწავლას. დაძაბული დღეები მელოდა, საწოლზე დავეხეთქე და ანდრიკოს ზარმაც არ დააყოვნა.მესაუბრა ბატონი ,შემდეგ კარის გაღების ხმაც გავიგე და დავემსვიდობე ბიძას. თორნიკე ფრთხილად მოაბიჯებდა ,კართან აყუდებული რომ დავხვდი წამით შედგა -არ გძინავს? -რა დროს ძილია ადამიანო .. -რავიცი მე ვერ შევეგუე ამ დროს და მეძნება ადრე ... -პირველი საათია აქ ახლა იწყება ღამის ცხოვრება... გამოცივალე და გავიდეთ თუ გინდა ...ნუ ის მუდო არ გამომყვებოდა მე რო ვიცნობდი მაგრამ ისე გადამირიე დღეს დაქალები ეჭვი მეპარება გართობაზე უარი თქვა ...- ოთახში შევიდა მე კი აქედან ვესაუბრებოდი. აშკარად იცვლიდა და აღარ შემიხედავს -გოგოებზე გამახსენდა იმ შავგვრემანს რა ჰქვია? -ორი იყო შავგვრემანი რომელზე ამბობ -დიდი მკერდით სავგვრემანი გოგო ..- მაისური გადაიცვა და გამოვიდა -ოჰ შეუთვალიერებია ბიჭს..მადროვე ახლა ასე ხო არ წამოვალ- ჩემთან შემოვიდა და საწოლზე წამოგორდა - მაგას ბიანკა ჰქვია ... შეყვარებული ჰყავს -ეტყობოდა ისე მიყურებდა როგორც უყვარს ... -შეყვარებული არის და როგორი ურთიერტობა აქვთ ეგ არაა ჩემი საქმე ... კაბა ავიღე და სააბაზანოში შევედი. ნახევარ საათში ,ლაპარაკიც არ შემიწყვეტია, მაკიაჟიც გავიკეთე. თმაც ჩამოვისწორე და მზად ყოფნაში წარვსდექი თორნიკეს წინ -შეგვიძლია წავიდეთ -კაბებს რატომ არ იცმევ ვერ ვხვდები.. -ჰა ჰა ჰა ვიხუმრეთ? -წამოდი ,წამოდი და იცოდე დღეს არ დამანახო შენი ბოიფრენდები თუ ვიღაც ბიჭები რა უბრალოდ გართობა მინდა მშვიდად წყნარად -შენ რა შეგაწუხებს ნეტა -გოგოო ! -კარგიი ხო ცეკვა რო მომინდება შენ გეცეკვები ... -კიდე ხო არ გინდა რამე... -რა ვიცი ისეთ ფორმაში ხარ შეიძლება კი მომინდეს ...არ შეშინდე შენზე არ ვიძალადებ ფისოოო- ვაიმეე რა მმინდოდა ეკონომიურზე მე უნდა ვყოფილიყავი პროფესიონალი მსახიობი ... თორნიკე ისე მიყურებდა სიცილი ვერ შევიკავე იმდენი ვიცინე სუნთქვა აღარ შემეძლლო,ბოლოს გატყდა თვითონაც და ამყვა სიცილში. როგორც იქნა მივაღწიეთ ჩემს საყვარელ კლუბს და შენობაში შევედით...ის დრო იყო უკვე ყველა რომ მთვრალი იყო და არა მარტო მთვრალი. სასმელები შევუკვეტეთ და მაგიდასთან დავჯექით ,რამდენიმე ჭიქა გამოვცალეთ და საცეკვაოდ წავედით. რას ვიფიქრებდი ასეთი მოხერხებული მოცეკვავე თუ იქნებოდა , დაქანცულები დავესვი სავარძლებში და ისევ სასმელი მივირთვით -ვაიი დავიღალე- მხარზე დავადე თავი და ისე მოვწრუპე კოქტეილი-ვის უყურებ? -უცებ გავაყოლე თვალი მის მზერას და ბართან მჯდომ ლამაზმანს წავაწყდი- არც იფიქრო ჩემი მარტო დატოვება თორემ ახლავე დავიწყებ კავალერის ძებნას -ნუ ღელავ არ მიგატოვებ - ჩაიცინა დამპლურად და ვისკი ისე მოსვა არც მოუშორებია მზერა გოგოსთვის -ღმერთო ჩემო რა საზიზღარი ხარ ... -გავიბუტე და ხელები გადავიჯვარედინე მკერდთან. წარბები შევკარი და ქვემოდან ავხედე - წავედი მე და რაც გინდა ის ქენი ...-წამოვდექი და ჩანთას დავავლე ხელი -დაჯექი გოგო სად მიდიხარ ხო არ გაგიჟდი -ხელი ჩამკიდა და უკან დამაბრუნა -ოო აბა რა ვქნა მურმანის ეკალივით ვარ აქ გასართობად ხარ ჩემთან სალაპარაკოდ ხო არა -და შენი აზრით ახლა ვერ ვერთობი? აუ ისე მაგრად აღარ მინდა აქ ყოფნა და გავისეირნოთ რა ხვალ მთელი დღე შეხვედრები მაქ თავი თუ ამტკივდა დავცოფავ ყველას -წავედით მაშინ რაღას ველოდებით..-ძლივს წამოვდექი ,მგონი უკვე მომეკიდა სასმელი, საკმაოდ გაბრუებული ვარ. თორნიკეს ჩამოვეკიდე მკლავზე და გვერდიდან მივეკარი. მანქანით წასვლას აზრი არ ჰქონდა სადღაც დავილეპებოდით. ფეხით გასეირნება გადავწყვიტეთ, გამოფხიზლების ნაცვლად უარესად გავბრუვდი ,თორნიკეს ხელი წელზე მეხვეოდა და ტემპერატურაც საგრძNობლად იმატებდა. ვსაუბრობდით, ვიცინოდით ბოლოს უაზროდ მეცინებოდა არც კი ვიცოდი რაზე. ხეტიალიც მოგვბეზრდა და ტაქსი გავაჩერეთ. სახლში მალე მივედით, ლიფტამდე როგორღაც მივაღწიეთ, თორნიკეს მივეკარი და მის ყელში ჩავრგე სახე, ეს არ უნდა მექნა ამჯერად მისმა სურნელმა გამაბრუა და მგონი სასმელის ეფექტს გადააჭარბა. აი მომენტი როცა გონება დამებინდა ,წამით მაგრამ უაზროდ მოვიქეცი კიდევ კარგი ლიფტის კარი გაიღო და არაფერი არ გავაკეთე. თორნიკემ ხელი მომხვია და გამიყვანა იქედან . გასაღებიც თავად მოარგო კარს და უკვე სახლში შემსვა -ასე როგორ დათვერი ქალბატონო ერთნაირად არ დავლიეთ? - აბუზღუნდა და საძინებლისკენ წამიღო . მგონი მისმა სიახლოვემ ზედმეტად იმოქმედა თორემ ასეთი ძალაგამოცლილი არ უნდა ვყოფილიყავი. საწოლზე დამსვა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. მე კი იდიოტივით ვუყურებდი - ოხ განო განოო ესაა მასპინძლობა? ჩემი მოსავლელი გახდი? -ნუ ხარ ბოროტი -ტუჩები დავბრიცე და არეულად ვთქვი სიტყვები. შემდეგ გადავქანდი უკან და საწოლზე გავწექი ტანის აზიდვაც არ მინდოდა ნორმალურად რომ დავწოლილიყავი -თუ არ მეხმარები წაბრძანდი შენს ოთახში- ხელები ჰაერში ავასავსავე ვის ველაპარაკებოდი არ ვიცი -იცოდე ხვალ საუზმე რო არ დამხვდეს გასვლამდე გაგტყიპავ ...- დამემუქრა და ვიგრძენი წვივზე როგორ შემომეხვია ცხელი ხელი ფეხსაცმლის შესაკრავს დასვდა და მომაშორა, შემდეგ მეორეზეც იგივე გაიმეორა. ბოლოს წამოდგა წელზე შემიცურა ხელი და ისე მსუბუქად ამიყვანა თითქოს ბუმბული ვიყავი. როგორც იქნა ნორმალურად ვიწექი ,არაფერს ვამბობდი უბრალოდ ვუყურებდი , ის კი აიგნორებდა ამ ჩემს მზერას .თიტქოს არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებდი -კაბა? - არა რა დამუნჯებული ვიყავი და რამ ამალაპარაკა -რა კაბა... კაბა თვითონ გაიხადე პრინციპში არც გაცვია წავედი მე -ნახევრად გაკეთებული საქმე რა უბედურებაა ...- როცა მინდა კი ვლაპარაკობ რა. წამოვიწიე და კაბის ბოლოებს დავწვდი, თორნიკე ზემოდან დამცქეროდა, წამში შეეცვალა მზერა ჩემზე ადრე მიხვდა რომ ზემოთ არაფერი მეცვა და სრულიად შიშველი დავრჩებოდი, ცივად შებრუნდა და დავინახე როგორ დაეჭიმა ხელები, ძარღვები დაებერა ყელზე მე იდიოტს კი გამეღიმა.ნეტავ რა მახარებდა . ისე ვიყავი გათიშული კაბა გადავიძვრე და დავებერტყე საწოლზე , ზურგს თმები მიფარავდა სახე ბალიშში ჩავრგე ერთი ამოვიგმინე და გავითიშე . აი ასეთი უნდა იყოს ნამდვილი გაწონასწორებული ქალი . კიდევ კარგი ასეთი სისულელეები სხვებთან არ მემართება თორემ ნამდვილად არ იქნებოდა კარგი ,ისევ ჩემთვის. დილით ხმაურმა გამაღვიძა , თავი მისკდებოდა სახლში კი ვიღაც ტერორისტი მყავდა და დაამსხვრია მგონი ყველაფერი. ისე წამოვდექი და შემოვიცვი მოკლე ხალათი არც კი ვიცი სად მივდიოდი. ასე მთვარეულივით თავზე ხელებშემოწყობილი , გავლასლასდი, თვალებს ვერც კი ვახელდი არა რა უკვე აღარ შემიძლია ასე გადაბმულად დათრობა . სამზარეულოში შევედი სადაც ბატონი თორნიკე დამხვდა შორტით და მაისურით რაღაცას ამზადებდა ,მგონი თუმცა დამწვრის სუნმა უფრო ამიწვა ცხვირი ვიდრე არომატულმა სურნელმა. სკამზე დავჯექი და ბარს დავადე თავი. გრილი ზედაპირის შეხება მესიამოვნა და ხელებიც ზედ გავშალე . ვიღაცის ფხუკუნის ხმა რომ ჩამესმა თვალები გავახილე და ჩემს თავთან მდგომს ავხედე -კოლა ...- უდაბნოში ჩარჩენილი წყალს რომ ითხოვს და უკვე ხავის ისე წარმოვთქვი ისეთი ხმა მქონდა ჩემი თავი შემეცოდა . -აჰა გამომართვი ,ლოთოო რამდენი დრეა გადაბმულად ლოთობ - თავი ამაწევინა და ბოთლი მომაწოდა. გრილმა სითხემ გონს მომიყვანა, საიამოვნებისგან თვალები მივლულე და როგორც კი დავკმაყოფილდი ისევ გავხედე თორნიკეს რომელმაც კიდევ რაღაც დაწვა და სულ გინებით გათიშა ჩემი ღუმელი - მოკლედ რა მეც მაგარი ვარ რას წამოგყევი ვერ დავრჩი იმ სასტუმროში? საჭმელს მაინც შევჭამდი ნორმალურად -მოვამზადებ მე უბრალოდ თავის ტკივილის წამალი მომეცი მანდ იქნება - უჯრაზე ვანიშნე და ისიც საქმეს შეუდგა.დიდი კვლევის შემდეგ ორი აბი მომაწოდა წყალთან ერთად გადავყლაპე და შევუდექი საქმეს. ასე მშვიდად დავდიოდი , ვამზადებდი სალათს,ის კიდე იჯდა და რატო მიყურებდა ასე ვერ ვხვდებოდი კარგა ხანს . სანამ ისევ თავად არ მითხრა - ეს ხალათი სად შეიძინე გაიანე? -რა ხალათი ადამიანო?- უცებ ავჯუჯღუნდი და მის მზერას თვალი გავაყოლე, სადღაა ხალათი რას ფარავს თუ არის ისედაც ხო საჯდომს ძლივს ცდებოდა, ქამარიც შეხსნილა და დავდივარ ნახევრად მოღეღილი- ჯანდაბა - უცებ წამოვიძახე და გავისწორე - შენ რა იყო რამ დაგახამა - იქეთ რო ვეჩხუბები რა .ხე ხო არ არი ნახევრად შიშველ ქალს მშვიდად უცქიროს . -სჯობს მზარეულობა განაგრძო , თემის გავრცობა არაა საჭირო - მითხრა და შევამჩნიე როგორ იკბინა ტუჩზე ,შემდეგ კი წვენით სავსე ჭიქა დაცალა . მობილური ამოიღო და სანამა რ დავასრულე მზადება მანამ ჩაჰკირკიტებდა, ეჭვი მაქ არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებდა , მარჯვენა ფეხს ნერვიულად აათამაშებდა ხოლმე და თმაზე ხელს ინსტიქტურად გადაისმევდა,ასე კი მხოლოდ ნერვიულობის დროს აკეთებს. -დროა მივიღთვათ,რომელ საათზე გაქვს შეხვედრა?-მაგიდის მეორე მხარეს დავჯექი და ჩემი წილი სალათისა თეფშზე გადავიტანე -სამზე მაქ ,მომზადებას მოვასწრებ ... რაღაც საბუთებსაც უნდა გადავხედო ასე ვერ მივალ -თან მიირთმევდა თან საუბარსაც ახერხებდა- მმმ გემრიელია ჯადოქარო ყოჩაღ შენს მასწავლებელს -მე არ მაქ ტალანტი ანუ? და ამას ვინ მეუბნება ჩემი ორი ტაფის გამნადგურებელი, ელექტროღუმელიც ბუხარივით რო გამიშავე -კაი რა იყო გავხეხავ რო მოვალ- ისე მითხრა თიტქოს სულ ამას აკეთებდა. ჯერ სერიოზულად მიცქერდა მერე ვერ შეიკავა თავი და გაიცინა- როგორ მიყურებ გოგო რა ვერ გავხეხავ? წარმომიდგინე სახეხით ხელში აქაფული ..ისე უნდა დავფიქრდე ხო იცი -ვაიმეეე ცუდად ვარ- ერთიანად ამოხეთქა რაღაცამ და იმდენ ხანს ვიცინე სუნთქვა შემეკრა- შენ რო ხეხავ ... -კაი ახლა გეყოს ჩემი დაცინვა ... -მოკლედ სიცილსაც არ მაცლოს რაა ...-თეფშები ავირე და ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩავაწყვე - პარასკევს რა გეგმები გაქვს? -არ ვიცი არაფერი რამე ხდება? -გამოსაშვები მაქვს დავასრულე უკვე სწავლა ..პროფესიონალი ეკონომისტია თქვენს წინაშე ...სხვათაშორის თავისუფალი ავრ ჯერ-ჯერობით მალე მუშაობას დავიწყებ ... -ოჰოო არ ხუმრობთ ქალბატონო გაიანე... თქვენთან ერთად ვიქნები თუ ნებას დამრთავთ რა თქმა უნდა -თქვენ თუ პატივს დამდებთ და ჩემთან ერთად წამოხვალთ ... -მანამდე ორი კვირაა ყველა საქმეს მოვაგვარებ..ნუ მაქსიმალურად შევეცდები და წამოვალ -იცოდე არ „გადამაგდო „ -გეკადრება?- გაიცინა და ოთახი დატოვა- ავედი მე მოვემზადო თორე ორის ნახევარი კია უკვე... -რომელზე დაბრუნდები? -ან შემოვივლი ან პირდაპირ წავალ წვეულებაა რაღაც მეც არ ვიცი ...როგორ მეზარება არადა ,რა უნდა გავაკეთო ისევ ეს საქმიანი საუბრები ამომივიდა ყელში...ცოტაც და ყველაფერს შევეშვები ...- ოთახიდან მელაპარაკებოდა, მე კი არეულ სახლს ვაწესრიგებდი . მერე სააბაზანში შევიდა და შესაბამისად დიალოგიც გაწყდა. მეც ჩაცმას ვაპირებდი კარზე ზარის ხმა გავიგე და გავედი სხვა რა გზა მქონდა. იქ კი ჩემი ორი მეგობარი ბიჭი და სამი გოგო დამხვდა . მაშინვე მივხვდი გოგონების დაგეგმილი იყო ვიზიტი, ისე ათვალიერებდნენ სახლს შემოსვლის შემდეგ და დაეძებდნენ თორნიკეს. ბილიც მაგიტომ იყო მოსული აინტერესებდა ვინ ცხოვრობდა ჩემთან ...თან ურცხვად მათვალიერებდა , ოხ როგორ გადავა ჩემი ყოფილი თაყვანისმცემლების სიაში ? -განო შემოთავაზება მაქვს- პერანგის ღილებს იკრავდა რომ შემოვიდა, აშკარად იგრძნო დაინებული მზერა და ამოგვხედა. მაშინვე გადაათვალიერა სასტავი გოგონებს მიესალმა და მე რომ დამინახა ისევ იგივე ფორმაში ბიჭებს გადახედა ქართულად განაგძო-გამოცვლას არ აპირებ ასე უნდა იარო ამ არსების თვალწინ ? -მართალია სჯობს ესეც გავიხადო - ეს რატო ვუთხარი არ ვიცი მაგრამ აშკარად გავაღიზიანე უარესად და ამით კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა . შემდეგ ბავშვებს მივუბრუნდი- მე გავალ ცოტა ხნით თორნიკე გაგიწევთ მასპინძლობას -მეც გამოგყვები - წამოიმართა ბიჭი ..სად მომყვება ნეტა ისე გავხედე გაქვავდა ადგილზე . მე კი საძნებელში შევედი სარაფანი გადავიცვი ხალათის ნაცვლად თმები შევიკარი ისე რო არც დამივარცხნია და მისაღებში გავედი. თორნიკე ესაუბრებოდა გოგონებს, ბიჭები უსმენდნენ. სამზარეულოში გავედი ყავა გავამზადე და ფინჯნებით დავბრუნდი .თორნიკესთან დაჯდომას ვაპირებდი ბილმა მომხვია ხელი და მუხლებზე დამისვა. ისე უეცრად მოხდა ეს ყველაფერი გააზრება ვერ მოვახერხე, ამას კოცნაც დაუმატა და რატომღაც უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ხელები მოვიშორე და საუბარში გართულ თორნიკეს გავხედე , ჩემს აფროამერიკელ მეგობარს ეჟღურტულებოდა . -გამომყევი -ხელი ჩავკიდე ბილის და ისიც უკან გამომყვა. აივანზე გავედით ,მაშინვე მომეხვია და კოცნა დააპირა- მოიცადე -რა მოხდა? -ორი დღის წინ რა მოხდა... -არაფერი ... - ეს მე მაბოლებს? ძალიან კარგად მახსოვს როგორ ვეუბნებოდი უარს გაგრძელებაზე ის კი არ მშორდებოდა და რომ არა თორნიკე ღმერთმა უწყის უგონოდ მთვრალს რას მიზავდა...-მომენატრე ძალიან..ორი დღეა დამეკარგე სადღაც -აჰა და მე მეგონა იმიტომ არ გამოჩნდი რომ ელოდი როდის გადამივლიდა გაბრაზება... შენ წარმოიდგინე ახლაც გაბრაზებული ვარ ისე რომ ეს ჩვენი „რომანი“ დასრულებულად გამოვაცხადე უკვე - ოთახში დავბრუნდი..ის კი გაავებული გამომყვა უკან მაჯაში მწვდა და თავისკენ შემაბრუნა..ყველა ჩვენ გვიყურებდა არ მეგონა ასეთი სულმდაბალიც თუ იყო -ჩემთან ასე თამაში არ გაგივა... გაერთე ,გამომიყენე მეთამაშე და ახლა შენ რომ მოგინდა უცებ უნდა მიმატოვო?ასე არ გამოგივა პატარავ .სჯობს ამ შენს ქართველს უთხრა რომ ჩემი ხარ და აქედან აორთქლდეს ისიც კი საკმარისია ორი დღე მასთან რომ გაატარე ...ამას გაპატიებ როგორმე -ეს რომ მითხრა იმდენად საცოდავი მეჩვენა სიცილი ამიტყდა -ხელი გამიშვი და აორთქლდი აქედან -უცებ დავსერიოზულდი და ნატკენ ხელს დავხედე -არსადაც არ წავალ შენ ჩემი ხარ და ასე უბრალოდ არ გაგიშვებ -ღმერთო ყველა ასეთი შეუგნებელი რატომაა? -ქართულად ვთქვი და წამიერი მოდუნება მოვახდინე ამ იდიოტმა ხელები ისევ მომხვია ამჯერად წელზე და თითქოს დატკბა . რა საცოდაობაა რიგითი სულელი შეყვარებული წყვილის ამპლუაში ვარ მგონი და ეს სულაც არ მომწონს. რით ვერ ვისწავლე ჭკუა ეს ამერიკელი ბიჭები არაა ჩემი საქმე იმდენად იდიოტია ისიც კი არ ანაღვლებს სხვასთან ვიქნები თუ არა.მე რატომ მხვდებიან სულ ასეთები არადა რამდენ კარგ კაცს ვიცნობ ,რათ გინდა ყველა ცოლიანია . -უკვე მაწუხებ, იცი? დასრულდა ყველაფერი თუმცა რა იყო არც არაფერი და შეგიძლია წახვიდე თან გაიყოლე ეს შენი“დამამშვიდებელი“- ლოლაზე მივუთითე რომელიც მშვენიერი გასართობი იყო მისთვის და თან ეგონათ რო მე არაფერი ვიცოდი . კოშმარია ხო? მე სულაც არ ვფიქრობ ასე , არც ერთი მიღირს არაფრად და იმიტომ. ყალბი ურთიერთობები , ესაა ჩემი ცხოვრების თანმდევი აი ეს კი საშინელებაა დამიჯერეთ. ზოგჯერ გულისრევის შეგრძნებაც კი მეუფლება ამ ხალხის შემხედვარეს. -კარგი ბარი ბარში ვართ შენ ამ ქართველთან იყავი მე ლოლასთან ,დავასრულეთ ? ახლა უთხარი რომ წავიდეს აქედან უკვე ყელში ამომივიდა -გაიანე გამოეცალე ერთ წუთს- ქართულად წარმოთქმული სიტყვები გავიგე , თორნიკემ უკან გამსვა ერთი მარტივი მძრაობით და იმავე წამს ისე მოსდო ყბაში მუჭი ბილს რომ სავარძელი გაატანია ოთახის მეორე ბოლოს-აქედან წასასვლელი შენ ხარ და ახლავე თუ არ გაქრები მაგ ლამაზ სახეს დაგიმახინჯებ - საყელოში წვდა და ისე წამოსწია.-ხო შენი მეგობრებიც გაიყოლე, მაყურებლები. გაოგნებული ვუყურებდი ყბამოღრეცილ ბილის და დანარჩენებს როგორ აორთქლდნენ მართლაც. მერე თორნიკეს შევხედე სავარძელი რომ გაასწორა ძალიან მშვიდად, პერანგზე ხელი ჩამოისვა და გაკვირვებულმა გამომხედა -რა... ესაა რასაც ვერ თმობ და ასე გენატრებოდა ჩვენთან ყოფნის დროს? გულის ამრევია ეს სიტუაცია ჩემთვის და შენ როგორ ეგუები გაიანე? -რატო დაარტყი -მომინდა...ისე რომ ხელი თავისით გაიქცა ყბისკენ -ასეთი არ იყავი... -ასეთი არ მეგონე -როგორი ასეთი თორნიკე -როგორი და ჩვეულებრივი კახ.. იქცევი რომელიც ხან ერთ ბიჭთანაა ხან მეორესთან. არცერთი აინტერესებს და ისე იშორებს უცებ თითქოს ნაგავი იყოს. ბევრი არ უკლიათ მაგრამ სენ? რატომ ხარ ამის მსგავს ნაბიჭვრებ.. გამაგებინე. ან ეს სენი“დაქალები“ რა თავისუფლებაა ასეთი ნებისმიერთან წვებით თუ რა ხდება.. მე ვყოფილვარ ჩამორჩენილი მართალი იყავი რომ ამბობდი საქარტველო მეოცე საუკუნეშიაო დიდხანს ,იმედი მაქვს ძალიან დიდხანს ვიქნებით მანდ. -ყალბ ადამიანებს ყალბი გრძნობებით უნდა შეხვდე თორემ გაირიყები საზოგადოებისგან.. ვერც ნორმალურებთან შევძლებ ეგრე ურთიერტობას ისეთი ადამიანები თუ ვეძებე როგორიც მომწონს . ისე ვიქცევი როგორც სიტუაციას შეესაბამება და შენ არ გაქვს უფლება ასე საუბრის -კარგი იყავი ამათი სათამაშო მე მაგრად ...ორ საათსი გამოგივლი, ნორმალურ ადამიანებს გაგაცნობ მზად დამხვდი იცოდე მოცია ამან მიბრძანა? შეურაცხყოფაც მომაყენა და მე არ ვარ გაბრაზებული? თან იჩხუბა კიდეც.. რა ჯანდაბა მჭირს ნუთუ მართლა ასეთი უემოციო ვარ და მაგრად ისინი ყველა. ამდენ ხანს როგორ ვუძლებდი ამათ... ახლა რატომ მაწუხებს ეს აზრი ,თორნიკემ რა შეცვალა ამ სამ დღეში...გათიშული ვიჯექი სავარძელში ძალიან დიდხანს, სანამ შეტყობინება არ მომივიდა“ ერთ საათში მოვალ და იცოდე მზად დამხვდი „ სხმაპმა გამომაფხიზლა, დავივიწყე ყველაფერი და თორნიკეს მზად ყოფნაში დავხვდი. გრძელი ბორდოსფერი კაბა მეცვა ტანზე გამოყვანილი, შავი კლაჩი და ფეხსაცმელი შევუხამე, თმა დავიხვიე იქვე სალონში და გაოცებული ვიყავი საკუტარი ტავით ასე უცებ რომ მოვწესრიგდი თიტქოს ძალიან მეშინოდა თორნიკეს რეაქციის, კართან შევეგებე და გავეკრიჭე. რა იდიოტივით ვიქცევი ... -მზად ხარ? -არ მეტყობა რო მზად ვარ? - ეს უერაქციო მუდო სხვებს კარგად ათვალიერებს და ავსებს კომპლიმენტებით ... - წავედით ჩემი მანქანით ,გთხოვთ- გასაღები ჩავუდე მუჭში და ლიფტში შევედი.-რა გაოცებული მიყურებ,ასე ვერ ვატარებ არაკომფორტულია... -ნერვებს მიშლი -რა დავაშავე ამჯერად -ასე რომ გკიდია ყველაფერი ის - გაბრაზებული დაიძრა მანქანისკენ კარიც კი არ გამიღო ,უტაქტო. გაბრაზებული ჩავჯექი მანქანაში და არც კი გავხედე. რესტორანთან გააჩერა და ამჯერად კარი გამიღო. რატომღაც დამშვიდებული მეჩვენა . ხელი მომხვია წელზე და შესასვლელი კარიც გამიღო. ასე მექცევა თითქმის ყველა მაგრამ მისგან ისე მსიამოვნებს ელემენტარული ყურადღებაც კი ყველა დანარჩენის ფეხქვეს გაგებას აჭარბებეს. მოვდუნდი და დინებას დავემორჩილე. -ცოტა ხნით დავრჩებით, არ ირელვო აქ არ მოგაწყენ..- მიჩურჩულა და ერთ-ერთი მაგიდისკენ დაიძრა. რამდენიმე ნაცნობი შემხვდა ჩემი მშობლების გამო ვიცნობდი მათ. ვსაუბრობდით ,როცა გადავხედე დარბაზში მყოფებს ბევრი ნაცნობი აღმოვაჩინე მეგობრები . ტყუილად ვფიქრობდი რომ მოსაწყენი საღამო იქნებოდა. -ჩემი მეგობრები არიან და წამომყვები? -როგორი მეგობრები დილით რომ გესტუმრნენ ისეთი? -ყველა ისეთი მყავს მე ნამდვილ მეგობარს ვერ გაჩვენებ ...ეგ სიმდიდრე არ გამაჩნია თორნიკე -ვწუხვარ ... წამოვალ - მშვიდად მითხრა და შამპანიურის ჭიქა გამოსცალა. ბიჭებისკენ წავედით ,როგორც კი დამინახეს მაშინვე გამიღიმეს, თბილად შემხვდნენ რა თქმა უნდა. თორნიკეც გავაცანი და აღმოჩნდა რომ საერთო ინტერესები ჰქონდათ. საქმე გავუკეთე ფაქტიურად ბიჭს . -ყველგან საქმეს როგორ ნახულობ რა- როგორც კი წამოვედით მაშინვე ავბუზღუნდი . ახლა სახლში წავიდეთ? -ამ საშინელებას მოვიშორებ და სადაც გინდა იქ წამოგყვები- ჰალსტუხი მოიგლიჯა პიჯაკიც მიაყოლა, პერანგის რამდენიმე ღილი გახსნა და მკლავებზე აიკეცა-აბა სად წავიდეთ? -მე დამსვი შენ დაიკარგები..- ერთი ადგილი გამახსენდა ზედგამოჭრილი იყო იმ ხასიათისტვის როგორზეც ვიყავით. საშინლად მინდოდა მასთან საუბარი , თიტქოს ველოდი რომ ამით გავითავისუფლებდი დამძიმებულ სულს . ადგილი გამიცვაალა ,მანქანა დავძარი და ყველაზე მშვიდი ადგილისკენ წავედი რაც კი მეგულებოდა. ერთი მყუდრო კაფე იყო, შენობი სახურავზე მცენარეებით დამშვენებული, პუფებში ჩავსხედით .იქედან ულამაზესი ხედი ჩანდა , ყავა შევუკვეთეთ . დუმილმა დამღალა საშინლად მინდოდა მასთან საუბარი არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა უბრალოდ მინდოდა ლაპარაკი -ერთი სიტყვით რომ გთხოვდნენ ჩემს დახასიათებას რას ეტყოდი - მგონი იმდენად მოულოდნელი კითხვა იყო დავაბნიე. ცოტა ხნით თვალებში მიყურებდა -„მოსიარულე აურზაური „ -აურზაური რატომ -კითხვაც კი გიჩნდება ? სულ გიჟივით იქცევი თიტქოს ყველაფერი გკიდია ბიჭებს ისე იცვლი თამამად შეიძლება გეწოდოს „ბაბნიკი“ , ირგვლივ ისეთი ადამიანები გყავს ნებისმიერი შარი შეიძლება შექმნან და შენს გაეხვე ისე რომ ვერც დაიხსნი თავს. ერთი შეხედვით გაუწონასწორებელი, თავქარიანი, საეჭვო ურთიერთობებით „ფეხებზე „დამოკიდებულებით ქალი ხარ რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის რა უნდა ცხოვრებისგან და ბოლოს რას ელის ... -ერთი შეხედვით ხო ... შენ რას ფიქრობ ჩემზე -რა კითხვები გაწუხებს დაკითხვაზე ვარ? საკმარისად გიპასუხე ... -ლაპარაკი მინდა -სხვა რამეზე ვილაპარაკოთ -ცუდად ვარ რა გთხოვ ... თორნიკე უნდა ვიცოდე ჩემზე რას ფიქრობ .მე ყველას აზრი არ მაინტერესებს ... -და ჩემი აზრი რატომ გაინტერესებს -ყველასგან გამოირჩევი და იმიტომ... ხომ იცი რომ შენთან ჩვეულებრივი დამოკიდებულება არ მაქვს ... რა საჭიროა ამდენი ახსნა -იქედან დავიწყებ რომ მე არ ვფიქრობ ისე როგორც წეხან ვთქვი -ეგ ვიცი -გავიცინე და მიმტანს ვთხოვე ვისკი მოეტანა. არ შემიძლია დალევის გარეშე საუბარი თუ გათავისუფლებაა ბარემ ბოლომდე იყოს -პირველად რომ დაგინახე ვიფიქრე რომ ერთი გათამამებული , ჭირვეული ბავშვი იყავი რომელსაც ადამიანური გრძნობები არ გააჩნდა და ის ფასეულებები რაც ჩემთვის იყო მნიშნელოვანი. შემდეგ დრო გავიდა და მართალია ნერვებს მაგლეჯდი მაგრამ იმ დახასიათებიდან მხოლოდ ჭირვეული დარჩა , რომელიც ბოლომდე გაგყვება. აღიარე რომ ყველაფერი შენი ჭირვეულობის გამო ხდება და არა იმიტომ რომ ქედმაღალი, ამპარტავანი მამიკოს ფულებით გაბლატავებული ბარბი ხარ- ისე მითხრა სიცილი ვერ შევიკავე, თან ვსვამდი, მთლიანი ჭიქა გამოვცალე და სახე დავმანჭე -ვაღიარებ- ხელები მაღლა ავწიე თანხმობის ნიშნად-შემდეგ? -ხო შემდეგ როდესაც ჩემი მეტამორფოზა მოახიდინე და ვაღიარებ დიდი წვლილი გაქვს ჩემს ასეთად ჩამოყალიბებაში და კიდევ კარგი ისეთი ბუნჩულა არ დავრჩი თორე რა მესველებოდა არც კი ვიცი... დღემდე ვერ ვხვდები რატო დამეხმარე რა ძალა გადგა -მეც არ ვიცი უბრალოდ არ მინდოდა შენნაირი კარგი ბიჭი იმ კუდიანის გამო ყოფილიყო დაგრუზული -ვინაიდან მაგისთვის მადლობა მაქვს გადასახდელი ნებისმიერი რამ სეგიძლია მთხოვო . ისე რომ მახსენდება რეები გააკეთე ისე ვხალისობ ხოლმე ეგ რად ღირს -აბაა? ზურას რეები ჩავუტარე ეგ იყო ყველაზე მაგარი -ზურას მე რა ჩავუტარე შენ არ იცი ... -ეე რა? მომიყევი მიდი -ქალბატონი ნინა ხო იყო ჩემთან ..გამიკვირდა მეთქი ზურა როგორაა ასე მშვიდად,დავაკვირდი და აღმოვაცინე რომ ორივესთან იყო არც იმას კარგავდა არც მე. სანამ არ მომბეზრდა ვიტყუე თავი ბოლოს ზურა მივიყვანე იქ სადაც უნდა შევხვედროდით კი იჩხუბა და იყვირა მატყუებ ნინა შენთან როგორ მიღალატებდაო მაგრამ თავად დარწმუნდა. მეორე დღეს მთელმა ქალაქმა იცოდა ნინას ამბავი და გიჟს გავდა. მერე სადღაც წავიდა ვერცერთი რომ ვერ მოგვატყუა სხვა ხო მითუმეტეს არ ენდობოდა. ზურამ ორი წლის წინ ცოლი შეირთო თუ უფრო ადრე აღარ მახსოვს ზუსტად ... ერთხელ მაღაზიაში შევხვდი გაეცინა რო დამინახა. გოგო ვერ მიხვდა რა აცინებდა „სკოლის ამბავი გამახსენდა“- უთხრა და მერე გამაცნო . -ვაა რას ვიფიქრებდი ჩემი მუდო ამდენს თუ მოიფიქრებდა -ამაშების დედოფალისგან ვისწავლე- გამიცინა და თავადაც მოსვა სასმელი- შენთან დიდხანს თუ დავრჩი გავლოთდდები -ისე არ სვამ? -ძალიან იშვიათად... მე ლაპარაკითაც იშვიათად ვსაუბრობ , არც ვხუმრობ დიდად აი შენ მხდი ჯამბაზს რა - „გამებუტა“ და ჩამეხუტა .ხომ ვამბობ განსხვავებული ურტიერტობა გვაქ დარწმუნებული ვარ ისიცი ჩემსავითაა გაურკვევლ მიზიდულობას გრძნობს და ყოველგვარი ახსნის გარეშე თავისუფლებას გრძნობს ჩემთან ყოფნისას. -ჩემს „მეკაცთანეობაზე“ რას იტყვი- ძლივს მოვაბი სიტყვას თავი და ზემოდან დავხედე ჩემს მხარზე ჰქნდა თავი მოკალათებული . მომშორდა, ისევ მიყურებდა- მითხარი პირდაპირ ნუ გეშინია არ მოგკლავ -დარწმუნებული ხარ რო არ გაბრაზდები? -იმდენი რამ თქვი ჩემზე სხვას აქამდეც მოვკლავდი ... -არ ვიცი და არც მაინტერესებს ვისთან რა სტადიაზე გქონდა ურთიერთობა მაგრამ ჩემი აზრით გეშინია სერიოზული ურთიერთობის და ისეთ პარტნიორებს არჩევ სპეციალურად ვინც იცი რომ გარეგნობის გარდა არაფერი გააჩნია ისეთი რაც მოგხიბლავს,რითაც თავს შეგაყვარებს და ასე უემოციოდ შეგიძლია ნებისმიერი მიაგდო ისე თითქოს არც ყოფილან ადგე და წახვიდე ან გააგდო . ეს შენი „აურზაური“ აქ ყველაზე მეტად ჩანს. მგონი ამ სემთხვევაში მართლა არ იცი რა გინდა . დიდად მეც არ მჯერა სიყვარულის და იმის რომ სამუდამოდ ერთი შეიძლება გიყვარდეს ,მაგრამ რაღაც ზღვარი არსებობს და ეს აბედნიერებს ადამიანს. ოჯახი, შვილები ეს რომ არ არსებობდეს უინტერესო იქნებოდა ცხოვრება გართობა, დალევა, მოსაწევი საყვარლები ეს ყველაფერი დროებითია და არაფერს გაძლევს გარდა წამიერი ნეტარებისა. ამიტომ ზომიერად უნდა გქონდეს ყველაფერი და ცოტა სრულყოფილებაზეც უნდა გქონდეს პრეტენზია . მართალია სიმსვიდეს იშვიათად მოიპოვებს ადამიანი ,მაგრამ პირადად ჩემთვის ეგ იქნება მშვიდი პერიოდი. ზედმეტი სიგიჟეები კი იმის დადასტურებაა რომ ,თითქოსდა ბედნიერი ხარ და არაფერი განაღვლებს სინამდვილეში კი ასე არაა -ისე მესაუბრები ფსიქოლოგთან მგონია თავი... მგონი ისე გიჯერებ მაჰიპნოზებ და ნუ მიძვრები ტვინში - თვალები დავხუჭე და ბოთლში დარცენილ ცოტაოდენ სასმელს შევხედე, შემდეგ ისიც ჭიქაში ჩავასხი და მოვსვი . ყელის წვასაც ვეღარ ვგრძნობდი, ვერც ტემპერატურას აღვიქვამდი ,მცხელოდა ისე კი აშკარად სიცივე იყო უკვე ცოტაც და გათენდებოდა, გრილი სიო ახურებულ სახეზე მელამუნებოდა და საშინლად მსიამოვნებდა ეს შეგრძნება. თავი უკან გადავწიე და თვალები დავხუჭე. მალე ვიგრძენი მხარზე სიმძიმე ,ყელზე ცხელი სუნტქვა მეფრქვეოდა და გრილ სიოს წინააღმდეგობას უწევდა. ერთდროულად მამშვიდებდა და მაფორიაქებდა მისი ასეთი სიახლოვე, ახლა კი განსაკუთრებით ავირიე , ალკოჰოლს მისი გამაბრუებელი სიახლოვეც დაერთოდ და სულ მთლად“გავიდა ტვინი მომსახურეობის ზონიდან“ , მე ხომ ვამბობდი ასე არასდროს მემართებათქო აბა ახლა რა მჭირს? დროა გამოვფხიზლდე... რამდენიმე წამიანი მობილიზება, ვაიგნორებ თორნიკეს სურნელს, სიმხურვალეს, სითბოს , იმ ეკლებსაც სხეულზე რომ მაყრის და თვალებს ვახელ -დროა წავიდეთ ჯაფარიძე ... -სულ ცოტა ხანს დავრჩეთ გთხოვ - უფრო მომიახლოვდა, უკვე ცხვირით კანზე მეხებოდა საუბრის დროს ტუჩების შეხებასაც ვგრძნობდი და რატომღაც მისი კოცნა გამახსენდა . 17 წლის ასაკში რომ ვიგემე ისიც გამოვტაცე ფაქტიურად. მგონი სუნთქვა შემეკრა, ამ ბოლო დროს ხშირად მემართება მსგავსი ამბები და სულაც არ ვარ მოხიბლული ამ ფაქტით. რამდენიმე წუთში თავად წამომაგდო თორნიკემ და სახლში დავბრუნდით. უფრო სწორედ არ მახსოვს როგორ მივედით რომ გავიღვიძე ერთად ვეგდეთ ხალიჩაზე მისაღებში , დივნის ბალიშები გვეყარა მაგრამ მე თორნიკე მიწევდა ლეიბის და ბალიშის მაგივრობას ერთდროულად. ფეხები მასზე მქონდა მოხვეული,თან საკმაოდ უხერხულ პოზაში ვიწექი , ხელები მკერდზე მეწყო და ზედ თავი მედო . ღმერთო აქედან როგორ უნდა ავდგე ისე რომ მშვიდობიანი ჩამოსვლა ვუწოდო? მგონი სჯობს არ გავაღვიძო და უბრალოდ ცოტა ზემოთ ავჩოჩდე, ფეხებიც გავშალე ამდენ ხანს ასე როგორ მეძინა ნეტა. თორნიკე შიშმუშნა და იატაკზე დავარდნილი ხელი უკვე ჩემს წელზე გადმოიტანა, შემდეგ მაორეც მომხვია და შუბლზე ოდნავ შემახო ტუჩები . არცერთს გვეძნა მაგრამ ორივე იმდენად ვიყავით გათიშულები მოძრაობის უნარიც არ გვქონდა, ბოლოს გამეცინა და ცხვირი გავუხახუნე ყელზე -აღარ გამოვფხიზლდეთ თოკუნია? -მე არაფრის თავი მაქ და შენ თუ გამოგივა მიდი აბა რამე სასმელი მომიცუნცულე- ისე თქვა არც შეტოკებულა მარტო ტუჩებს ამოძრავებდა -ნწ..შანსი არაა- გავიცინე ისევ და განიერ მხრებზე გადავინატე ხელები- არ ვარ მძიმე -ჯერ ვერაფერს ვგრძნობ და მერე ალბათ მივხვდები ...-გაიცინა და ოდნავ წამოწია თავი რომ დავენახე - ახლა ვხვდები რატო ვერაფერს ვერ ვგრძნობ გინდა ყველანაირად დავხეიბრდე გოგო? -იდიოტო- ხელი მივარტყი საჯდომი მაღლა ავწიე ხელებით დავეყრდენი და გადავბობღდი გვერდზე მარტივი მოძრაობით, მაინც არ მოვშორებივარ უბრალოდ გვერდიდან ვეკვროდი და სუნთქვა შეეძლო ამჯერად- აუ რა ვქნათ? დღეს ჩემებთან უნდა გავსულიყავი მომკლავენ- პირი ისე მიშრება სიტყვებს როგორ ვამბობ არც ვიცი -წყალი მინდა -აუ მეც -დაგვეხრებვა თუ არ ავდგებით და გამოვფხიზლდებით -ვატყობ აქ წოლით დავიზიანე უკვე ხერხემალი და ჩემი აქედან წამოდგომა მასე მარტივი არ იქნება -რა მოხუცივით მელაპარაკები ბიჭო ... -რაც გინდა ის ვიყო აქედან წამოდგომის ტრ.. არ მაქ-ისე თქვა სიცილი დავიწყე არა რა ამის თავი სულ მაქ . ორივე ვიცინოდით ,მგონი კიდე არ გამოვსულვარ მდგომარეობიდან. ვერც გავიგე ნაბიჯების ხმა ისე დაგვადგა ვირაც თავზე ,ჯერ ჩრდილი იყო მერე დაიწმინდა მხედველობა და დავინახე წარბებშეკრული, ძარღვებდაბერილი ანდრო. ანდრო? -ანდროოოო? აქ რა გინდა შენ? -მე რა მინდა ხო? და შენ რას აკეთებ გაინე? -ბავშვსთქო გეტყოდი მარა ზედმეტად ბევრი გვაცვია -ხუთ წუთს გაძლევთ შენ და ამ ინდივიდს რომ აბრძანდეთ მერე ეს გააქრე აქედან ...საქმე მაქვს სერიოზული - ქართულად მელაპარაკებოდა თორნიკეს არ იცნობდა და ალბათ ამერიკელი მეგობარი ეგონა . -რა ყველა ჩემს გაქრობას გთხოვს რა ბიჭები გყავს მოკლედ რა ...-თორნიკემ ჯუჯღუნით თქვა და მერე გახსენდა ქართულად რო ლაპარაკობდა ანდრეა წამოდგა უცებ და თვალი გაუსწორა ჩემს ბიძკოს - მოიცა რათველი შეყვარებულებიც გყავს შენ? -ეს ციდან ჩამოფრენილი ვინაა რა შეყვარებული გაიანეს ბიძა ვარ -ვინ ბიძა ? ანდრეა ... -გაიცანი ანდრიკო ეს თორნიკეა ჯაფარიძე -ვინ? ის თორნიკე მაშნ რომ იყავი მასთან სტუმრად? -ხო ის თორნიკე -მერე აქამდე ვერ მითხარი? რატო არ გვითხარი ჩამოსული თუ იყავი ლილია გაგიჟდებოდა სიხარულით -ჩემი ბრალია მე შევაყოვნე- ძვლების ტკაცუნს რომ მოვრჩი კაბა გავისწორე და საძნებლისკენ წავედი. უცებ მოვისორე საღამოს კაბა რომელიც უკვე გადასაგდები იყო და უბრალო სარაფანი გადავიცვი საჯდომს ძლივს მიფარავდა, წყალი შევისხი სახეზე და ცოტა გამოვფხიზლდი შემდეგ არეული თმა შევიკარი და მისაღებში გავედი. ანდრიკო ყავას გვიმზადებდა. ტორნიკე უკვე სავარძელში იყო მისვენებული . ცოტა რომ გამოგვაფხიზლა ბიძიკომ მერე გავხედე როგორც იქნა -რა საქმე გქონდა -ახლა გითხრა? -მითხარი ... -მოკლედ საშინელი ამბავი მაქვს -კარგი რა ანდრო ახლა რაღა მოხდა ვინმე შემოგაკვდა? -ნუ შეიძლება შემომაკვდეს რა ვიცი - ისე თქვა ვერაფერი გავიგე- გახსოვს რომ გითხარი ქართელი გოგო მოვიდა ჩემთან კლინიკაში ექიმად ავიყვანეთქო... -მას მერე გავიდა ექვსი თვე მეტი თუ არა დააშავა რამე? -კი ქურდობა ჩაიდნა -რა ქურდობა მორფი მოგპარათ?- ვიფიქრე რაღაც სისულელეს მეუბნებათქო და არხეინად გავწექი დივანზე ფეხები თორნიკეს შემოვაწყვე ფაქტიურად -გული მომპარა და ახლა ცოლად ვირთავ შენ კიდე ქორწილში გპატიჟებ კვირას - ეს რომ მითხრა იმხელაზე შევყვირე და ისე წამოვვარდი წონასწორობა ვერ დავიცავიდ ა იატაკზე დავვარდი, ვინ იკითხა საერთოდ რამე ისე წამოვფრინდი და მივვარდი -რა თქვი? ცოლად მოგყავს და მე აქამდე არაფერი ვიცოდი? მოგკლავ გაგანადგურებ პირველ რამეს არ გაღირსებ ისე გაგასარებ როგორ გაბედე როგორ -ისტერიჩკა ხო ვამბობ ერთი მაგარი ბიჭი გინდათქო და გადაყევი ამ ქალუსია ხალხს -ვაიმე ანდრეააა ვაიმეეეეე ვაიმეეეეეე ბიძაჩემს ცოლი მოჰყავს ბავში ეყოლება..ბიცოლა მეყოლება ღმერთო რა მაგარიააა- სხვადასხვა ტონალობაში ვკიოდი მერე ვხტუნავდი ვცეკვავდი რა ვიცი რა არ ვქენი ბოლოს მაგიდიდან ბიძაჩემისკენ გადავფრინდი და ჩავეხუტე - გილოცაავ იმედია კარგი გოგოა თუმცა ამ ბებერს რომ მოგყვება აშკარად რაღაც ვერააქ მწყობრში აბა ახალგაზრდა და ნორმალური ქალი შენნაირ მოხუცს როგორ გაჰყვება რას მიცემ რო რამე? -ვაიმე გაიანეეე ვაიმეეე როგორ მიშლი ნერვეეებ შენ ხო არ იცი რა შენ ხო არ იცი- უცებ დამსვა ძირს და თავად წამოდგა- წავედი მე მოემზადე ქორწილამდე. თორნიკე იმედია აქეთ იქნები და მოხვალ ქორწილში, გამახარებ.. ჩვენც შემოგვიარე ეს გიჟი თუ დაგაცლის -მოიყვან აუცილებლად - თორნიკეს მოვეხვიე და ბიძკოს ხელი დავუქნიე . ისე წავიდა როგორც მოვიდა. მე კი აღარაფერი მახსოვდა და დავფარფატებდი მთელი დღე ბედნეირი, სახლიც მივალაგე , გამოვფხიზლდი, კარგი ნოყიერი ვახშამიც გავაკეთე და კიდევ ერთი დღე მიიწურა . თორნიკეს სიტყვები ფხიზელ გონებაზე გადავხარშე და მივხვდი რო მართალი იყო და ამჯერად მე უნდა მომეხდინა მეტამორფოზა. უნივერსიტეტში მივედი , ერტი კვირა გავიდა როგორც იქნა და ბოლო დღეც დადგა. გამოსამშვიდობებელ საღამოზე თორნიკესთან ერტად წავედი. კარგად გავერთეთ როგორც ყოველთვის და სახლში გათიშულები დავბრუნდით. კვირას ბიძაჩემთან ვიქეიფეთ , იმდენი ვინმე იყო ტავი ამტკივდა ამდენი ადამიანის მოკითხვით. მთავარი კი ბიცოლა იყოო ჩემი ტკბილი ,თბილი და საყვარელი ბიცო რომელიც მართლა ვერ ვხვდები როგორ დაკერა ანდრომ მაგრამ ისე სეეფერებოდნენ ერთმანეთს „ფერი ფერსა ,მადლი ღმერთსაო „.-მაგათზეა რა . ეს აჟიტოაჟი, ეიფორია სიგიჟეები გადავლახე და დადგა ყველაზე ცუდი მომენტი. თორნიკემაც დაასრულა საქმეები და დრო დადგა გამომშვიდობებისა. სახე ცამომტიროდა, საშინელ ხასიათზე ვიყავი. წასვლის წინ ლამის ვიტირე მაგრად მოვეხვიე და გავუშვი. ვუყურებდი მიმავალს ,ერთადერთ ადამიანს ვინ ყველანაირად მაფორიაქებდა, ვისაც ყველაზე მეტად ვენდობოდი, ვინც ყველასგან გამორჩეულად მიყვარდა, ვაფასებდი . ის ერთი მოიცავდა იმ ყველაფერს რაც არასდროს მქონია „მეგობრობა, სყვარული, ერთგულება, ნდობა“ რადიკალურად შევცვალე დამოკიდებულება ყველას და ყველაფრის მიმართ, საქმეს მეტ დროს ვუთმობდი, პროფესიული ზრდა ისე მომწონდა რომ ყველაფერს ფარავდა. მსობლებთან ხშირად დავდიოდი, ნაკლებს ვლოთობდი, მოსაწევსაც აღარ ვეტანებოდი, სულ გადავაგდე, მალე სიგარეტიც ზედ მივაყოლე და გავხდი „კარგი „ გოგო . როცა ზედმეტი ენერგია მრჩებოდა მივხვდი რომ რამე უნდა მეკეთებინა და იმდენ წრეზე შევედი მგონი ყველაფრის მცოდნემდე ცოტა მაკლდა. თორნიკეს ხშირად ვეკონტაქტებოდი , ხშირად კი არა ყოველ დღე როგორც კი დრო მექნებოდა და თან ისეთი რომ შუაღამეც არ იქნებოდა საქართველოსი მაშინვე ვურეკავდი. ისეთ რჩევებს მაძლევდა ხოლმე გაოცებული ვრჩებოდი, ყველაფერი რომ ნათლად ხდებოდა და მისი რჩევები მეხმარებოდა ყველაზე კარგი ეგ იყო. ასე გადიოდა დრო და მეც თანდათან ვთავისუფლდებოდი, სიმშვიდე ვპოვე, მგონი ბედნიერებაც თუმცა არა ბედნიერებამდე ბევრი მაქ კიდევ სასწავლი და ხო კიდევ ის ერთი მყავს საპოვნელი .როგორც თოკუნა ამობს მანამ სანამ იმ ერთს არ ვიპოვნით ცხოვრებაში არაფერი გვაქვს ,არ ვიცი რატომ მაგრამ სიცარიელეს ვერ ვგრძნობ .იქნებ ვიპოვე კიდეც ჩემი ცხოვრების ერთადერთი და სამუდამო სიყვარული არ ვიცი ,ვერაფერს გეტყვით ერთი კი ზუსტად ვიცი რამდენიც არ უნდა ვიმეორო რომ "კარგი" გოგო გავხდი მე მაინც"მოსიარულე აურზაური" ვარ ჩემო ტკბილებო,თბილებო ,შოკოლადებო როგორმომენატრეთ თქვენ ხო არ იცით.... რამდენიმე შეტყობინება მივიღე კითხვებს მისვამდნენ ჩემს მომავალ ისტორიაზე.. მუზა გამიქრა მართლაც, მოვიწყინე საშინლად და გადავწყვიტე ჩემი ისტორიებისთვის გადამევლო თვალი შემთხვევით წავაწყდი ამ მოთხრობას რომელიც დიდი ხნის წინ დავწერე, რაღაცეები შევცვალე ,შედარებით კარგად წასაკითხი რომ ყოფილიყო და აი აქაა უკვე. ჩვეულებრივი ისტორიაა ,არ ჰგავს შეიძლება დასასრულით ჩემს სხვა ისტორიებს მაგრამ შინაარსი მაინც იგივეა. შესაძლოა არც არაფერი იყოს მინიმალურის გარდა სხვა ამბებისგან გამორჩეული მაგრამ მაინც გამოვიყენებ კვლავ თქვენთან საკონტაქტოდ... ველი თქვენს კომენტარებს მიყვარხააააააააააართ <3<3<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.