შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული სტუმარი (27 თავი)


30-05-2016, 00:08
ავტორი murachashvili
ნანახია 4 467

ოცდამეშვიდე თავი
- შეუძლებელია! - სუნთქვა შეკრული ვიმზერდი ლევანს. - დაუჯერებელია, ასე უთქმელად მიგატოვა? ეს როგორ?!
ვცდილობდი ქეთის ასეთი ქცევისთვის გამამართლებელი მიზეზები მომეძებნა, მაგრამ... გარდა თავმოყვარეობისა და სიამაყისა არაფერი მაფიქრდებოდა. ეს კი ჩემთვის საკმაოდ სუსტ არგუმენტად ითვლებოდა. რა ვქნა?! ბუნებით იდეალისტი ვიყავი, რატომღაც მჯეროდა, რომ სიყვარულის წინაშე სიამაყეს არაფერი ესაქმებოდა, მათი გრძნობის გადასარჩენად სულ ცოტა ბრძოლა მაინც ხომ უნდა დაეწყო?!
მე ერთად - ერთის, მარადიული სიყვარულის მჯეროდა, ვხედავდი და ვრწმუნდებოდი, რომ მამაკაცს, რომელიც ასეთი გრძნობით მიყვებოდა დედაჩემის ცხოვრებაზე, ისევ ისეთივე გატაცებით უყვარდა ქეთი. ადრეც აღვნიშნე და ეხლაც დავამატებ, რომ მისი ასაკისთვის დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო, არც თაყვანისმცემლების ნაკლებობას განიცდიდა, თუმცა რატომღაც არავის იკარებდა ახლოს. ამის მიზეზი ხშირად მიკითხავს, თუმცა პასუხს ყოველთვის თავს არიდებდა. ეხლა კი ვუმზერდი ასეთ სიმპატიურსა და ახოვან ლევან გოგოჭურს, ვცდილობდი დედაჩემის თვალით შემეხედა მისთვის და უდაოდ ვაღიარებდი, რომ ასეთი მამაკაცის შემდეგ, ვერც მე ვერ შევიყვარებდი სხვას. აქ ფიზიკურობა ნამდვილად არაფერ შუაში იყო, არ ვიცი ამას რა დავარქვა, უბრალოდ ამ ადამიანს დიდი სიყვარულის ნიჭი ჰქონდა და ძალიან უმადური უნდა ყოფილიყავი ასეთი გრძნობისთვის რომ არ გეპასუხა.
არ ვიცი რას ველოდი, რა მინდოდა მათი დაშორების მიზეზი ყოფილიყო, თუმცა ავი დედამთილი ნამდვილად ყველაზე ნაკლებად წარმომედგინა. მათი დაულაგებელი ოჯახური ურთიერთობების გამო მთელი ცხოვრება მამის გაცნობას ვნატრობდი?! რას მერჩოდნე მე?! რამდენი ღამე გამითენებია მამაზე ოცებაში, იმდენად შემეცოდა საკუთარი თავი, რომ იმედგაცრუებულმა ცრემლები ვეღარ შევიკავე და პატარა ბავშვივით ავსლუკუნდი.
- არ გინდა გთხოვ, ნუ ტირი! - ხმა უკანკალებდა მამაკაცსაც.
გაუბედავად ჩამიხუტა ლევანმა გულში, თავზე მეფერებოდა პატარა ბავშვივით, მე კი იმის გააზრებაზე, რომ საკუთარი მამა მიკრავდა გულში გული უფრო მეტად მიჩუყდებოდა და ამჯერად ორმაგად გულამომჯდარი ვსლუკუნებდი, ვეხუტებოდი ლევანს, მის სურნელს ვიმახსოვრებდი, არადა ისე ნაცნობად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი, ისეთი ახლობელი იყო ჩემთვის. ეხლა რომ მოვეშორებინე, ალბათ გულიც გამისკდებოდა, თუმცა ჩემსდა საბედიეროდ ჩემი მოცილება არც კი უფიქრია, პირიქით ორმაგად ძლიერად მიკრავდა, ვგრძობდი როგორ უცახცახებდა ხელები თვითონაც და მე უკვე ბედიერი ვიყავი.
როდის-როდის ისევ მე მოვედი გონს. ისევ მე ავხედე ბედნიერებისგან მოციმციმე ლუჯ თვალებში.
- იმ დღის შემდეგ დედა არ გინახავს?! - ვერ მოვითმინე, ამდენი რამ მიამბო, მე კი ცობისმოყვარეობა მაინც ვერ დავიკმაყოფილე.
- ვნახე, როგორ არ ვნახე! - ღიმილი ვერ შეიკავა ჩემი მოლოდინით აღსავსე მზერის დანახვაზე.
ისევ ჩამოვჯექით, თუმცა ამჯერად გვერდი-გვერდ ვიჯექით, ხელი მხარებზე გადამხვია და სანახევროდ ისევ მკერდზე მიმიკრა. წინააღმდეგობა არც მე არ გამიწევია, პირიქით მსიამოვნებდა კიდევაც მისგან ასეთი სითბოს გამოვლინება.
- დედაშენი იმ წუთებში მართლაც რომ სიტუაციას გაერიდა, უფრო სწორედ გაარიდეს, ისტერიკაში მყოფი, დაბნეული საკუთარ სახლის ეზოში დატოვეს. ჩემი მიტოვება სავარაუდოდ სწორედ მაშინ გადაწყვიტა, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიფიქრე.
სასწრაფომ ზურას საავადმყოფოში გადაყვანა სავალდებულოდ არ ჩათვალა, მცირე თერაპიული კურსი დაუნიშნეს და თავის დაზღვევის მიზნით გამოკვლევა მაინც ურჩიეს. მისი ცუდად გახდომა კი ზედმეტ სტრესს დააბრალეს. როგორც კი მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობაში დავრწუნდი, ყურადღება აღარ მიმიქცევია ნინას ქოთქოთისთვის, გაკაპასებული დედაჩემი ბიძაშვილებს შევატოვე და კობასთან ერთად კაიშაურთან წავედი.
ქეთის სახლის გასაღები არ ჰქონდა, ეზოში იჯდა. თვალები დასწითლებოდა ამდენი ტირილისგან. ძლიერად ვიკრავდი გულში საყვარელ არსებას და ვინ იცის მერამდენედ ვუხდიდი ბოდიშს დედაჩემისგან რომ ვერ დავიცავი, ასეთი ტკივილის გადატანა რომ მოუწია. ვპირდებოდი, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვარებდი ყველაფერს, რომ ასეთი რამ მეორედ აღარ გამეორდებოდა, თუმცა საკუთარი სიტყვების მეც კი არ მჯეროდა.
- რა გვეშველება ნინა თუ არ მიმიღებს?! - ქეთის ხმაში გაპარულმა სასოწარკვეთილებამ დამაფრთხო.
- ამას რა მნიშვნელობა აქვს?! იმედია დედაჩემს არ მისცემ საშუალებას, ჩვენ ურთიერთობაზე იმოქმედოს! - პასუხის მოლოდინში დაძაბული თვალებში ვუმზერდი და სამწუხაროდ სასოწარკვეთილებისა და უიმედობის მეტს ვერაფერს ვხედავდი, შემეშინდა, მის თვალებში დანახული სიმართლის შემეშინდა - ქეთი!... - სიტყვის დასრულება ვეღარ მოვახერხე მე.
- ასე არ გამოგვივა, შენი ოჯახი....
- მე შენს გამო ყველას დავკარგავ, სუყველას დავთმობ, ოღონდ... - სიტყვის დასრულება არ ვაცალე, უკვე მუდარაზე გადავედი მე.
- არ შემიძლია, ამ არჩევანს ვერ გაგაკეთებინებ, მათი დაკარგვის გამო, ერთ დღესაც შემიძულებ ლევან, მომხდარში მე დამადანაშაულებ. მე კი ამას ვერ გადავიტან, მირჩევნია ეხლავე დაგშორდე, ეხლავე დაგკარგო, ვიდრე...- სათქმელი ვეღარ დაასრულა, ცრემლებმა მისით იწყეს დენა.
- ასე ვერ მომექცევი, ხვდები რისთვის მიმეტებ?!... მე აღარ მეკითხები მინდა თუ არა ასე ცხოვრება?!- საკუთარ ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი, თითქმის ვღრიალებდი მე.
- შენც ხომ იცი, რომ არ გამოგვივა?! - ხმა უკანკალებდა კაიშაურს.
- თურმე როგორ შევმცდარვარ შენში, არ გყვარებივარ!... - გულის სიღრმეში ალბათ ვეთანხმებოდი, ვხვდებოდი რომ ეს თითის ტოლა გოგო მართალი იყო, თუმცა ამას არასოდეს ვაღიარებდი, მტკიოდა თითოეული მისი სიტყვა და ვცდილობდი მასაც ჩემსავით სტკენოდა.
- არ გამოგივა, ლევან!- ორონიულად გაეღიმა გაფითრებულ კაიშაურს: - მიყვარხარ, სიცოცხლეზე მეტად და შენ ეგ იცი, უბრალოდ გინდა მატკინო, უფრო მეტად დამტანჯო... - ხმა გაუმკაცრდა, ნელ-ნელა ტონსაც აუწია - ვერ გადავიტან გესმის? კიდევ ერთხელ ვინმემ რომ ხელი ჩემსკენ გამოიშვიროს ვერ გადავიტან, შენი ძმის გამო ის წყეული ღამე რომ წამომაძახონ არ ვაპატიებ, ვინც არ უნდა იყოს ის, თუნდაც დედაშენი!... ამის მოსმენა გინდოდა?!
- არ მოგიწევს, გპირდები არ მოგიწევს, ოღონდ...
- მე ყველაზე წმინდა რაც მქონდა ისიც კი დავთმე, არ გაქვს უფლება ჩემს გრძნობაში ეჭვი შეიტანო... - აშკარად აღარ მისმენდა კაიშაური - ვაღიარებ, თითქოს ველოდი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც არ მეგონა ასეთი ტკივილისთვის თუ გამიმეტებდა, ყველასგან ველოდი, ოღონდ დედაშენისგან არა. თუმცა არ მიკვირს, მეგონა გავუძლებდი... უბრალოდ მზად არ აღმოვჩნდი...მაპატიე, თუ შენსავით ძლიერი არ ვარ, მაპატიე, თუ კახპის ძახილი არ მომეწონა, არ შემიძლია ნაძალადევი ურთიერთობები, არც ოჯახი, არც ქმარი და არც დედამთილი!...
- ხვდები მაინც რას აკეთებ? ყველაფერს საკუთარი ხელით ანადგურებ, გთხოვ დაფიქრდი, ჩვენ თუ ერთად ვიქნებით, მე და შენ...
- შენი სამყარო მხოლოდ მე არ ვარ, ლევან... გავა დრო და ისინი მოგენატრებიან, ის ნაძირალა მამუკაც კი... როგორ ძლიერადაც არ უნდა მოვინდომო, ამ მონატრებას მე ვერ შეგივსებ... მხოლოდ მე ვერ ვიქნები შენი ოჯახი, რაოდენ კარგი ურთიერთობაც არ უნდა გქონდეს მამაჩემთან, ჯაბა ვერ შეგიცვლის ზურას და სიმართლე გითხრა, არც მინდა რომ შეგიცვალოს. მე ასეთ ოჯახზე არ მიოცნებია!...
- შეუძლებელია, ასე ვერ მომექცევი, ასე ვერ გამიმეტებ, იმის შემდეგ რაც ჩვენს შორის იყო... - არ მინდოდა შემტყობოდა, მაგრამ სასოწარკვეთილებას ვეღარ ვმალავდი.
- ძალიან გთხოვ, ჩემთვის ისედაც მტკივნეულია, მაგრამ ამ მდგომარეობაში ყველაზე სწორი მაინც ეს საქციელი მგონია... - უკან არ იხევდა ქეთი - ჯაბას უკვე ველაპარაკე, წუთი-წუთზე ალბათ ჩამოვა...
უკანასკნელმა სიტყვებმა ბოლო მომიღო: - არ გაგიშვებ, უფლებას არ მოგცემ, გესმის ქეთი?! ასე ვერ მომექცევი, უფლებას არ მოგცემ! - მხრებში მქონდა მისთვის ხელები ჩავლებული და ისე ვაბანჯღალებდი, წინააღმდეგობას არ მიწევდა კაიშაური, უხმოდ ტიროდა.
სწორედ ამ დროს მოადგა ეზოს უფროსი კაიშაური მისი შავი ჯიპით, მე კი აზრი აღარ მეკითხებოდა, გულში ძლიერად ვიკრავდი ქალს, ვხვდებოდი, რომ სავარაუდოდ უკანასკნელად ვიყავი მასთან ასე ახლოს.
- აქ რა ხდება?! - ჯაბას რიხიანმა ხმამ მომიყვანა აზრზე, ხელი გავუშვი ქეთის.
- გემუდარები, ჯაბა, არ წაიყვანო, არ მისცე უფლება მიმატოვოს, გემუდარები!... - აღარ მაინტერესებდა საკუთარი თავმოყვარეობა, გულამომჯდარი ვემუდარებოდი აწ უკვე ყოფილ სიმამრს.
- ქეთი, არაფერს მეტყვი?! - რადგან ჩემგან აზრიანი ვერაფერი გაიგო, ისევ ქალიშვილს მიმართა მან.
- დასრულდა მამა, ყველაფერი დასრულდა! - მინდოდა მისთვის პირზე ხელი ამეფარებინა, მისი სიტყვები არ გამეგონა, მაგრამ...
- ეს რა ბავშვობაა?! ოჯახი სათამაშო არაა, ასე იოლად არც იქმნება და არც ინგრევა! - ამჯერად უფროსი კაიშაური ცდილობდა ჩვენს გონზე მოყვანას, მართალია მრავლობითში საუბრობდა, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ქეთის გულისმობდა.
- მამა, საკმარისია, გთხოვ... - ისევ გული ამოუჯდა კაიშაურს - ისედაც მიჭირს, შენ მაინც ნუღარ დამიმატებ!...
- გიჭირს?! ოჯახი რომ მოგბერზდება ვერ მოისვრი, არც გაქცევ-გამოქცევა უხდება, ცოლ-ქმარს შორის ათასი რამ ხდება, ასე ვერ ირბენ, იცოდე ერთხელ თუ დაშორდებით... - შეგონებას არ წყვეტდა კაიშაური.
თავდახრილი უსმენდა ქეთი, შეპასუხებას ვერ უბედავდა, უხმოდ ყლაპავდა ცრემლებს, ისეთი ტკივილით გამომხედა, რომ თავი ვეღარ შევიკავე, მამამისის უსამართლო საყვედურებისთვის ვეღარ გავიმეტე, იქნებ სჯობდა დამეცლია ჯაბასთვის, იქნებ ეიძულებინა და დარჩენილიყო, მაგრამ მივხვდი, მამისთვის შეიძლება ხათრი ვერ გაეტეხა, დარჩენილიყო, მაგრამ მისთვის ეხლა ჩემს გვერდით ყოფნა წამება იქნებოდა, ნინას ყოველდღიური შემოტევებისა და სკანდალებისთვის ვერ გავიმეტე და ჩემითვე გავუშვი:
- აზრი აღარ აქვს! - ჩაწყვეტილი ხმით შევაწყვეტინე ჯაბას - მხოლოდ ერთს გკითხავ, თუ ჩემს პრობლემებს მოვაგვარებ, დამიბრუნდები?! - წინ ვედექი ქეთის, თვალებში ვუმზერდი და პასუხს ველოდი.
- შენ?! ჩემთან მოხვალ? რამდენი დროც არ უნდა გავიდეს მაინც მოხვალ? - კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა მან.
- ხომ იცი რომ მოვალ?! - ღიმილი ვერ შევიკავე მისი გაბრწყინებული თვალების დანახვაზე.
როგორც იცოდა ამჯერადაც თითის წვერებზე აიწია, ყელზე ჩამომეკიდა და მთელი ძალით ჩამეხუტა: - მიყვარხარ! მთელი არსებით, იმედია ოდესმე დამიძახებ!... - ყურთან ჩუმად მიჩურჩულა მან.
- ასეთი არაფერი მინახავს! - გაოცებული გვიმზერდა ერთმანეთს ჩახუტებულ წყვილს უფროსი კაიშაური, -აშკარად კარგად ვერ ხართ, დაშორება არ გინდათ და მაინც ერთმანეთს შორდებითე?!
მწარედ გაგვეცინა ორივეს, ხმა ვერ ამოვიღეთ, ერთხელ კიდევ ჩავიხუტე, ერთხელ კიდევ დავიმახსოვრე მისი სურნელი და გავუშვი....
- შემდეგ?! შემდეგ რა იყო?... - სუნთქვა შეკრული ვეკითხებოდი ლევანს.
- არც არაფერი... დედაჩემთან მუდმივი მოლაპარაკების მცდელობა, გაუთავებელი კამათით მთავრდებოდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთი სიძულვილი შეეძლო, თუ კი რამე უარყოფითი ხდებოდა ყველაფერში ქეთის ადანაშაულებდა, ჭამის დროსაც კი ვინმეს უნებურად ლუკმა რომ გადასცდენოდა, მყისვე კაიშაურს გადასწვდებოდა, ის გაგიკეთებდათ რამეს და თვალი გეცათო...
ჩემი და მამუკას ურთიერთობა ხომ ისედაც დაძაბული იყო, მისი მუდმივი ცინიკური კომენტარები, რომ ცოლი სულ რაღაც ერთ კვირაში გამექცა, უკვე ნებისმიერი ზღვარს სცდებოდა, ამას ისიც დაემატა, რომ ერთ-ერთი ასეთი რეპლიკის დროს ვეღარ მოვითმინე და დედაჩემის წინვე მოვუქნიე პურის საჭრელი დანა. მართალია დანა არ მოხვდა, არც კი გამიკაწრავს, მაგრამ ნინას ახალი სალაპარაკო თემა გაუჩნდა, როგორ შემეძლო ერთი უმადური, ქარაფშუტა გოგოს გამო ღვიძლ ძმაზე დანის აღმართვა.
მესმოდა, ვიგებდი, რომ საკუთარი გრძნობებით დაბრმავებული დედა მედგა წინ, მაგრამ მე რატომ მექცეოდა გერივით ამას ვეღარ ვხსნიდი. საბოლოოდ ეს მდგომარეობა ყელში ამომივიდა, დავიღალე ამდენი ახსნა-განმარტებით, ოჯახთან კონტაქტი უბრალოდ გავწყვიტე, თბილისში სამსახურს დავუბრუნდი.
ჩამოსვლისთანავე მივედი ქეთისთან, თუმცა როგორც კი გაიგო, რომ დაპირება ვერ შევასრულე ჩემთან შეხვედრა არ მოისურვა.
რეალურად იმდენად ვიყავი ამდენი ძიძგიმელაობითა და მუდმივი ახსნა-განმარტებების მიცემით გადაღლილი, უკვე კაიშაურის ქცევაზეც გავბრაზდი, გავღიზიანდი, საკუთარ თავს დავპირდი, რომ თუ თავად არ მომძებნიდა აღარ მენახა, არც კი მომეკითხა. ვერ ვიგებდი რას მემართლებოდნენ? რატომ უნდა მეგორებინა ყველასთვის კოჭი მე?! ვინმე ჩემს მდგომარეობაშიც ხომ უნდა შესულიყო?!
სწორედ ამ დროს ვიკამათე ოთოსთანაც, რომელიც მთელი გულით ცდილობდა ჩემს აზრზე მოყვანას, ათას გამამართლებელ მიზეზს უძებნიდა ქეთის საქციელს.
- დაკარგავ, მოვა დრო და მისი დაბრუნება გენდომება, იცოდე ძალიან გვიან იქნება, ერთხელ მაინც მიდი, ერთხელ მაინც ნახე, იქნებ რა ხდება?!...
მაშინ რომ დამეჯერებინა, იქნებ რამე შეცვლილიყო კიდევაც, მაგრამ.. არაფრის მოსმენა არ მსურდა. ზედმეტად კარგად ვიცოდი კაიშაურის ხასიათი, იმასაც ვიაზრებდი, რომ პირველად ნაბიჯს არასოდეს გადმოდგავდა, მაგრამ აღარც საკუთარი სიამაყე არ მაძლევდა თავის დახრის საშუალებას. ამას ისიც დაემატა, რომ ორიოდე თვეში მამუკამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მის გარდაცვალებაში ხალხი მე და ქეთის გვადანაშაულებდნენ, იქნებ ასეც იყო, არ ვიცი, დღემდე ზუსტი მიზეზი ვერ დავადგინე, მაგრამ თუნდაც არ ყოფილიყო მართალი, ამხელა ტრაგედიას ვერ გადავახტებოდი, ფაქტიურად პირობა გავტეხე. აღარ მოვინახულე.
როგორც ადრე გითხარი, ჩვენი დაშორებიდან სადღაც შვიდი თვის შემდეგ ოთოსთან კლინიკაში სტუმრად მისულს კოლიდორში შემხვდა ქეთი, ზედმეტად გამხდარი ოდნავ დასრულებულიყო, დაქალებულიყო, ბავშვური სახე შესცვლოდა, უფრო განაზებული მეჩვენა, მუცელი სასაცილოდ წამოსკუპებოდა წინ, გულმა რეჩხი მიყო, მისი ამ მდგომარეობაში დანახვისას. აშკარად არ მელოდა, გაფითრდა, ტუჩები აუკანკალდა, სულ ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა.
- ეს, ეს რა არის?! - იმის მაგივრად, რომ მივსალმებოდი, გაოგნებული მივჩერებოდი წინ გამობზეკილ მუცელს.
- გავთხოვდი! - მეხის გავარდნასავით გაისმა მისი ხმა. ვიგრძენი როგორ შემაქანა, თითქოს თვალთ დამიბნელდა, მაგრამ ძალის მოკრეფა მაინც მოვახერხე.
- რამდენი თვის ხარ?! - მხოლოდ ამის კითხვა მოვახერხე.
- ოთხის! - ეხლაღა ვხვდები, რამდენად მოხერხებულად იცრუა მან.
- ოთხი თვისთვის ცოტა დიდი მუცელი ხომ არ გაქვს?! - ეჭვით გავხედე.
- არ ვიცი, თუმცა ასე ამბობენ... - ისევ უტიფრად მატყუებდა ის.
- ყოჩარ, სწრაფად მოგიხერხებია ოჯახის შექმნა, წესით უნდა გილოცავდე, მაგრამ მაპატიე, არ გამომდის!... - საკუთარი ტკივილი ცინიზმით გადავფარე, სამწუხაროდ მასსავით ნიჭიერი მსახიობი ვერ გამოვდექი.
თვალები ცრემლებით აევსო: - მამუკას გამო ვწუხვარ! მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვაპატიე რაც გამიკეთა, მისი სიკვდილი ნამდვილად არ მსურდა...
- ალბათ... მისი სიკვდილი არც მე არ მინდოდა... - ეს იყო ის უკანასკნელი სიტყვები რაც დედაშენს ჩვიდმეტი წლის წინ ვუთხარი, მხოლოდ ეს, მეორე დღესვე დავწერე განცხადება სამსახურში და თბილისიდან წამოვედი, სახლში არ დავბრუნებულვარ... სამუშაოდ ხევსურეთში გადავედი. ასე დღესასწულებზე თუ მოვინახულებ ხოლმე ოჯახის წევრებს ესაა და ეს.
ხმას ვეღარ ვიღებდი, ემოციებით დამძიმებული ვუმზერდი ლევანს, სწორედ ამ დროს მოადგნენ აფციაურები ეზოს, ხმაურით შემოლაგდნენ სახლში.
მყისვე ჩვენთან შემოვარდა ნინი, ოდნავ გვერდულად გამომხედა ლევანთან ჩახუტებულს, მივხვდი ჩემი აწითლებული თვალები არ გამოჰპარვია, მაგრამ კითხვა არ დაუსვავს, დაძაბული სახით მიმზერდა მეგობარი. სხვა ვერაფერი რომ ვერ მოვახერხე, უბრალოდ გავუღიმე.
- გითხრა ხომ? ყველაფერი გითხრა?! - თვალები სიხარულით უციმციმებდა მას. მეორე მხრიდან მომისკუპდა და თვითონაც ჩამეხუტა. სულ ცოტაც და ალბათ შემოვეჭყლიტებოდი ბიძა-დის შვილს. ჩემი ვინაობის გარკვევით ძლივს ვიღაცას ბედნიერს ვხედავდი, გული მწყდებოდა, რომ ასეთივე სიხარულის გამოხატვა მეც არ შემეძლო, მონაყოლით აშკარად ზედმეტად ვიყავი დამძიმებული, ერთი გულიანი ტირილი ყველაფერს მერჩია.
თითქოს განზრახ, სწორედ ამ დროს შემოვიდა მოხუცი ნინაც. გვერდულად გადმოგვხედა ერთმანეთს ჩახუტებულ სამეულს, დავინახე როგორ გაეღიმა, თუმცა ჩემი მეგობრისგან განსხვავებით, ბევრად უფრო დაკვირვებული იყო ბებიაჩემი, ალბათ არ გამოეპარა ის ზიზღი, რომლითაც ვუმზერდი, ღიმილი სახეზე შეეყინა, ოდნავ გულგატეხილი, გულნატკენიც კი მიმზერდა ქალი.
- ნინა, ჩემო საყვარელო, თუ წინააღმდეგი არ იქნები სულ ცოტა ხანი ჩემს შვილსა და შენს მეგობართან მარტო უნდა დამტოვო!...
- ჩემს მეგობართან? ის ხომ შენი შვილიშვილიცაა?!... - კისკისით ჰკითხა ნინამ.
შევცბი, ასე ხმამაღლა არ ველოდი ამის გაჟღერებას. ყური ზედმეტად მომჭრა უკანასკნელმა სიტყვებმა.
თუმცა უფროსმა ნინამ თითქოს ვერც კი შეამჩნია ჩემი რეაქცია:
- კი, ასეა, მაგრამ ვფიქრობ შენს მეგობარს არ სურს ჩემისთანა ბებიის ყოლა... - ისეთი ტონით ლაპარაკობდა თითქოს იქეთ მადანაშაულებდა, ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი, ინსტიქტურად ფეხზე წამოვხტი, ცოტაც და ხმამაღლა ვეტყოდი ყველაფერს რასაც მასზე ვფიქრობდი, მაგრამ როგორც კი მოხუცმა თვალებში შემომხედა, სათქმელად წამოსული სიტყვები პირზევე შემახმა, ხმა ვერ ამოვიღე.
- დედა, უფლებას არ მოგცემ, რამე აწყენინო... - გვერდით ამომიდგა ლევანიც. მამაჩემის რეაქციამ აშკარად გაამხიარულა მოხუცი, სიცილი ვეღარ შეიკავა, იქვე მდგომ ტაბლაზე ჩამოჯდა.
- ნუ ღელავ, ლევან!... - ეს სიტყვები იმდენად თბილად წარმოთქვა, რომ ვერ დავიჯერე დედა-შვილს შორის ცუდი ურთიერთობა თუ იყო, მაგრამ როცა მამაჩემის სიბრაზით აელვარებულ თვალებს შევხედე, აზრი მყისვე შევიცვალე. - ძალიან გთხოვ, მორჩი თვალების ბრიალს! ტყუილად ნუ დაძაბავ ბავშვს!. - მობეზრებულად ჩაიქნია ხელი მოხუცმა - არ მეგონა ჩემს შვილიშვილს ოდესმე თუ ვნახავდი, მაგრამ რადგან ბედნისწერამ მაინც შეგვახვედრა, მე მგონი გაქვს უფლება სრული სიმართლე გაიგო, ამბის ის ნაწილი, რომელიც მამაშენმაც კი არ იცის. ნინი - ამჯერად ჩემს მეგობარს მიმართა მან - გთხოვ, მოგვეცი საშუალება სამივემ მოწმეების გარეშე ვისაუბროთ!...
მორჩილად გავიდა ნინი სამზარეულოდან, მე კი ლევანთან ერთად ისევ მოწყვეტით ჩავჯექი სავარძელში. სხვა გზა არ მქონდა, დღეს აშკარად მსმენელის როლში ვიყავი.
- ზუსტად ვიცი, ჩემს გარეშე ისედაც მოგიყვებოდა ლევანი დედაშენისა და მისი სიყვარულის შესახებ. - დამცინავად გადახედა შვილს მან - არც ჩემი და ქეთის ჩხუბის ამბავს გამოტოვებდა, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს, მეც უნდა მომისმინო, უნდა გამიგო... როგორ ძლიერადაც არ უნდა გიყვარდეს დედა, ვალდებული ხარ ჩემიც გაიგო, ისევე როგორც თავის დროზე ქეთიმ გამიგო. სამი შვილი მყავდა, მამაშენი უფროსი იყო, წლების განმავლობაში ვნატრობდი მეორე შვილს, როგორც იქნა, ბევრი წვალების შედეგად გამიჩნდნენ ტყუპები, მე ბევრი არაფერი არ მინდოდა, მხოლოდ ბედნიერი და ლამაზი ოჯახი, რაც ისედაც მქონდა. ფინანსები და სიმდიდრე არასოდეს მინატრია, ჩემი სიმდიდრე ჩემი შვილები იყვნენ.
კაიშაურების ჩვენს მხარეში ჩამოსახლებით თითქოს ყველაფერი შეიცვალა, ვერც კი წარმოიდგენ რამხელა ამაგი ჰქონდა შენს დიდ ბაბუას ჩვენი ოჯახის მიმართ, შვილიშვილებში ყველაზე მეტიჩარა ქეთი იყო, ცოცხალი მკვირცხლი ბავშვი ნახვისთანავე შემიყვარდა და ჩემი თამარისგან არ ვარჩევდი. ამას პირფერულად არ ვამბობ, ეს მართლაც ასე იყო. მაგრამ ძნელი ყოფილა დედისთვის იმის ყურება, თუ როგორ ებრძვიან ერთმანეთს შენი პირმშოები, ვიცოდი, რომ კაიშაურს ლევანი უყვარდა, ამას მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავდა, მაგრამ მამუკა?! რა მექნა მეორე შვილისთვის?! არ ვიცი რა დროს ან რატომ შეუყვარდა ქეთი, თითქოს ავადმყოფობად ექცა, ამოჩემებად, ლევანი ვერაფერს ამჩნევდა, მე კი ვეჩიჩინებოდი, რას არ ვეუბნებოდი, რომ როგორმე დაევიწყებინა, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე...
როცა გავიგე, რომ ქეთი გაიტაცა იმ დღეს მოვკვდი, ღმერთს მხოლოდ იმას ვევედრებოდი, რომ გოგონა ხელშეუხებელი დაჰხვედროდათ. მადლობა ღმერთს რომ დროულად მიუსწრეს, მაგრამ როცა ჩემი შვილი სახლში დამტვრეული და დასახიჩრებული მომიყვანეს, თვალთ დამიბნელდა, ვერაფრით ვერ გავამართლებდი ლევანის საქციელს.
- შენ ხომ ქეთი არ გინახავს როგორ იყო!... შენი ქალიშვილი ასე რომ ეცემათ რას იზავდი?! - გავებულმა შეაწყვეტინა ლევანმა.
- დამაცადე, საუბარი, მე შენ არ გელაპარაკები, მე ჩემს შვილიშვილს ვესაუბრები! - ცივად გამოუცხადა ქალმა - განა ვინმე გაიგებდა, რომ ერთი ძმის მონატაცები ქალი, მეორეს ცოლად მოეყვანა?! ეს რომელ ლოგიკაში ჯდებოდა?! რაოდენ ძლიერადაც არ უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი, ერთად-ერთ სწორ გადაწყვეტილებად მათი დაშორება მიმაჩნდა. თუნდაც ღირსების გამო, დედაშენს იმ ოჯახში ფეხიც კი არ უნდა შემოედგა, სადაც მომავალი მაზლი, როგორც ქალს ისე უყურებდა, მაგრამ ამას მე ვფიქრობდი და არა ქეთი. ჩემსდა სამწუხაროდ სახლში როგორც რძალი ისე მომივიდა. კინაღამ გავგიჟდი, როცა სახლში მაყართან ერთად მოვიდნენ. ვხედავდი მამუკას ამღვრეულ თვალებს და გონთ მიბნელდებოდა, ვინ მომცემდა გარანტია, რომ დაივიწყებდა? რომ მომავალშიც არ ეცდებოდა ძალადობას? განა ამის გარანტია არსებობდა? რა თქმა უნდა არა, თუ ერთხელ გაბედა და მოიტაცა, როცა ოჯახში ეყოლებოდა, უფრო იოლად არ აიხდენდა საწადელს?! არ ვიცი, იქნებ ვცდებოდი, მაგრამ მეგონა, თუ კაიშაური ჩვენი ოჯახიდან გაქრებოდა, დაკარგულ სიმშვიდეს დავიბრუნებდი, იქნებ დროთა განმავლობაში ძმებსაც აღედგინათ ურთიერთობა, ამდენი წლის შემდეგ კი ვხვდები, რომ შევცდი, მაგრამ მაშინ ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად ეს მეჩვენებოდა. თუმცა მალევე დავრწმუნდი საკუთარ შეცდომაში, მართალია ქეთი წავიდა, მაგრამ ჩვენს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო იძაბებოდა, საბოლოოდ ლევანიც წავიდა, ფაქტიურად ერთი შვილის შენარჩუნებაში მეორე დავკარგე.
დღემდე არ იცის მამაშენმა მამუკას გარდაცვალების მიზეზი, დღემდე არ მითქვამს მისთვის, რატომ არ მოძებნა ქეთიმ. მათი დაშორებიდან ორ თვეში უმცროსმა კაიშაურმა მე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. მისი სითავხედით საკმაოდ გავღიზიანდი, თუმცა უარი არ მითქვამს. დავპირდი, თუ სოფელში ჩამოვიდოდა აუცილებლად ვნახავდი. ასეც მოიქცა, წიფრანში პაპაშენმა ჩამოიყვანა. დღემდე მიკვირს, როგორ ახერხებდა ჯაბა ასე დინჯად, ასე გაწონასწორებულად ეყურებინა საკუთარი შვილის მღელვარებისთვის. ერთხელაც კი არ ჩარეულა საუბარში, კრინტიც არ დაუძრავს. ქეთი ტიროდა, ცრემლებს ვერ იკავებდა, სლუკუნ-სლუკუნით მეუბნებოდა, რომ ჩემი შვილი უყვარდა, რომ აღარ შეეძლო, ამხელა მონატრებას ვეღარ უმკლავდებოდა...
მე კი... მე მხოლოდ მამუკზე ვფიქრობდი, მის გამწარებულ თვალებზე, დამნაშავეს ისევ ქეთიში ვეძებდი.
- ვერა, არ შემიძლია!... - ისევ ცივად ვიშორებდი ჩასახუტებლად გამოშვერილ ხელებს.
- ნინა დეიდა გემუდარებით, ჩემს შვილს უმამობისთვის ნუ გაიმეტებთ!... - მუხლებზე იდგა უმცროსი კაიშაური და ისე მევედრებოდა. მისმა სიტყვებმა ბოლო მომიღო.
- რა თქვი?! - მყისვე წამოვაყენე აკანკალებული ქალი - ორსულად ხარ?! -მთელი ამდენი ხნის ნაკოწიწები ზიზღი და განრისხება წამიერად დამემსხვრა, ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, საკუთარი უსუსურობის გამო ვქვითინებდი და გულში ვიკრავდი ორსულ რძალს.
- მაპატიე, მე უგუნურს, მაპატიე... - ინსტიქტურად მუცელზე ვეფერებოდი ჯერ კიდევ არ დაბადებულ შვილიშვილს.
- ნინა დეიდა, არ გინდათ გთხოვთ... - ისევ ტიროდა ქეთი.
- რამე უნდა მოვუხერხოთ, ამ ბავშვებს... - ამ ხნის განმავლობაში პირველად ჩაერია ჯაბა საუბარში.
- მოვუხერხებთ, ჯაბა, მოვუხერხებთ... ჩემი შვილიშვილი მამის გარეშე არ გაიზრდება, ამას მე გპირდებით, ლევანი როგორც კი გაიგებს...
- არ გინდათ, თქვენ ნუ ჩაერევით... მე ისიც მეყოფა, თუ მეცოდინება ჩემი წინააღმდეგი რომ არ ხართ, ლევანთან ურთიერთობას ჩემითაც გავარკვევ! - ბედნიერებისგან გაბრწყინებული სახით მეუბნებოდა დედაშენი.
ისეთი მძაფრი დანაშაულის შეგრძნება მაწუხებდა, მართლაც გულწრფელად მინდოდა თქვენი შერიგება, მაგრამ...
- რა მაგრამ, დედა?!
- კიდევ კარგა ხანს ვისაუბრეთ მე და ქეთიმ. დაწვრილებით გამოვკითხე მისი ორსულობის შესახებ, თითქმის ორი თვის ორსული იყო, არ მემეტებოდა, მაგრამ როგორც იქნა დავემშვიდობე, ბედნიერი და იმედიანი მიდიოდა ქეთი.
მე კი... მე მძიმე საუბარი მელოდა მამუკასთან. თამარი უკვე გათხოვილი იყო, სახლში მხოლოდ მამუკა და ზურა იყვნენ, შინ მისული მყისვე ზურასთან მივედი, ვუთხარი საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, აშკარად ბედნიერი იყო ჩემი ქმარი, შვილთან საუბარში დახმარება მას ვთხოვე.
არ ველოდი, არ მეგონა, ასე თუ გადაირეოდა მამუკა, რაც კი ხელში მოხვდა ყველაფერს ამტვრევდა, იგინებოდა, იმუქრებოდა, ხან ლევანს ემუქრებოდა მოკვლით, ხან ქეთის, ხან ჯერ კიდევ არ დაბადებულ ბავშვს... გააფთრებული ნადირივით აწყდებოდა კედლებს.
- როგორ ძლიერადაც არ უნდა გინდოდეს, მათ ბედნიერებას წინ ვერ აღუდგები, ამის უფლებას არ მოგცემ! - ამჯერად გადაწყვეტილების შეცვლას ნამდვილად არ ვაპირებდი მე.
ჩასისხლიანებული, შეშლილი თვალებით შემომხედა ჩემმა სანაქებო ვაჟმა, გააზრებაც კი ვერ მოვასწარი, როგორ მომხვდა მისი მოქნეული ხელი, მოწყვეტილი დავვარდი იატაკზე, ვიდრე გონებას დავკარგავდი მხოლოდ ის დავინახე, როგორ გამეტებით ურტყამდა იატაკზე აზმუვლებულ მამუკას ზურა.
გონს ეზოში მოვედი, თავზე ქმარი მადგა, მამუკას ვერაფერი რომ ვერ მოუხერხა, მის ოთახში ჰყავდა გამოკეტილი, კარგა ხანს მესმოდა მისი გინება, შემდეგ თითქოს ჩაწყნარდა, თითქოს ჩაჩუმდა. აცახცახებული ვეკვროდი ქმარს.
- ნუ გეშინია, შეეგუება, ვაიძულებთ და შეეგუება!... - ვინ იცის მერამდენედ მეუბნებოდა ზურა. თუმცა...
მეორე დილას ვენებ გადაჭრილი შვილის უსულო სხეული დამხვდა მის ოთახში. როგორ ძლიერადაც არ უნდა მდომოდა თქვენი შერიგება, ჩემს ტკივილს ვეღარ გადავახტი. - ცრემლებით სავსე თვალებით შეხედა ლევანს - ჩემმა შვილმა მისი საქციელით საბოლოოდ გამანადგურა, მომსპო, ჩემთან ერთად კი ქეთიც გაანადგურა. ყველაზე მუხანათური გზით მოახერხა მათი საბოლოოდ დაშორება. როცა ჯაბასთან დავრეკე და მომხდარის შესახებ გავაგებინე, დედაშენიც იქვე იყო, მისი სასოწარკვეთილი კივილი დღემდე არ ამომდის ყურებიდან. უნდოდა თუ არ უნდოდა, საკუთარი მაზლის თვითმკვლელობის მიზეზად იქცა... ვიცოდი, მისი ბრალი მხოლოდ ის იყო, რომ მამაშენი უყვარდა, გულს ხომ ვერ უბრძანებდა?! მაგრამ მე შვილის სიკვდილით გამწარებული დედა ვიყავი. ცუდი იყო თუ კარგი, ის ხომ ჩემი ვაჟი იყო?!
სწორედ მაშინ ტელეფონით საუბრისას მითხრა დედაშენმა, რომ მამაშენთან შერიგებას არ ეცდებოდა, სამუდამოდ წავიდოდა მისი ცხოვრებიდან. მეც არ შევეწინააღმდეგე. ალბათ, შენთან დავაშავე, მაგრამ რა ვქნა?! ბევრჯერ ვიფიქრე დედაშენი მენახა, გამეგო როგორ იყავი, მაგრამ ვერ გავბედე, რაოდენ ძლიერადაც არ უნდა მდომოდა, საკუთარ ტკივილს ვერ გადავახტი.
- არ გიფიქრია, რომ ჩემთვის მაინც უნდა გეთქვა?! - სიბრაზისგან ცახცახებდა ლევანი.
- ალბათ უნდა მეთქვა, მაგრამ შენი ხასიათი რომ ვიცოდი, მაშინვე მათთან გაიქცეოდი, მე კი... მინდოდა თუ არა, მე მისი დედაც ვიყავი, მამუკა ჩემი ტკივილი იყო, ჩემი მოუშუშებელი ჭრილობა, მისი სიყვარულიც მასსავით მტკიოდა...
რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მისი მესმოდა, მეცოდებოდა, ვეღარ მოვითმინე და აცახცახებულ მხრებზე მოვეხვიე მოხუცს, მასთან ერთად მეც ვტიროდი, ხმა ვეღარ ამოიღო ლევანმა, სიტყვის ამოუღებლად გავარდა



№1  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

vaimeee movkvdi nerviulobit ess raiyo9 sad an ra dross shecxviteee malee dadee toremm movkvdi nerviulobitt love

 


№2 სტუმარი ananiko

vaime axla mec vitireeeb amattan ertaad :((((((( ranairi istoria yvela tavis mxriv martaliaa :( veravis ver vamtyuneb :s mamukac ar medanashauleba mas ubralod psikika hqonda ashlili da es misi vitom siyvaruli sigijeshi gadasvloda is ubralod daavadebuli iyo rashic damnashave aravin iyo :((( aq ashkarad damnashave yvela ertada gamodis yvelas tavisi wvlili miudzgvis zogs simartlis damalvashi zogs tavmoyvareobis ar gadabijebashi zogsac sigijemde misul siyvarulshi ! axla yvelaze metad visac vadanashauleb shen xar :)))))) ra ginda ras merchi nerviulobit gadavyevi emociebs vegar vatev gulshi grdznobebs vegar vparav ra saocari gogo xar da ra dzaalian gansxvavebuli saintereso da utbilesi istoriaa !!

 


№3  offline წევრი mako-makako

დღეს ისედაც ძალიან ცუდად ვარ მთელი დღეა და შენ სულ დამიგვირგვინე შენი ისტორიით.. ვიტირე რომელია ამდენს მართლა არ მოველოდი.შენ იმდენად სასიამოვნოდ წერ რომ მეორე პროფესიად უნდა აქციო წერა ნამდვილად.მაგარი ისტროაა და შენც ძალიან მაგარი ხარ ავტორ
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№4  offline წევრი ჭირვეული

ბევრი ვეცადე, მაგრამ მაინც ვერ შევძვერი ნინას ტყავში, არაფერი ამართლებს!!!

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ღმერთო, რა ყველა უბედურებას ამათთვის მოუცლია რაა. მკვდარზე გადაყოლაო ისე წერია ზემოთ, გეგეონება შვილზე კი არა ქვაზეა საუბარი. რა ნანა რომ დღეს იცინის, ბედნიერია ეს იმას ნიშნავს რომ შვილის სიკვდილი არ სტკივა?! ვეღარ გავკიცხავ ამ ქალს. შვილის სიკვდილი...მე არ ვიცი ამაზე დიდი საშინელება რა არის დედისთვის. ასეთ ადამიანს ვერ მიადგები და ვერ მოსთხოვ გონიერებას. კიდევ,კარგად არის ამდენი წლის მერე. შვილის სიკვდილი, დანაშაულის შეგრძნება სხვებთან...შემეცოდა. და ნუ, ქეთიმ ხომ საერთოდ მომხიბლა. მომწონს როგორც ქალი, როგორც დედა...პატარა და ასეთი ჭკვიანი. ყველაფერი ზუსტად გათვალა. მართალია მამის გარეშე გაზარდა შვილი, მაგრამ სამაგიეროდ ბავშვს ის ფსიქიკური რაღაცეები აარიდა, რასაც აუცილებლად გამოიწვევდა ლევანთან ერთად ცხოვრება და საერთოდაც, მგონია რომ ლევანი დღეს ასეთი სიყვარულით არ ისაუბრებდა ქეთიზე,ვერც ნანა იქნებოდა ასე "კარგად". აღფრთოვანებული ვარ ქეთის წინდახედულებით და მოთმინებით.

 


№6  offline მოდერი ლილიანა

დამისივდა თვალები ტირილისაგან
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მაგარი ხარ აღრფთოვანებული ვარ შენი ნიჭიერებით, ისეთი წიგნები იბეჭდება ზოგჯერ წაკითხვაც რომ არ მოგინდება, წარმოუდგენელია რომ შენი ნიჭი იკარგებოდეს და წიგნად არიყოს გამოცემული .მეამაყება რომ შენი ისტორიების წაკითხვა მხვდა წილად.

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

მოგესალმებით ჩემო საყვარლებო, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, თითოეულს ერთად მოგეფერებით, საკმაოდ მძიმე თავი გამოვიდა, სიმართლე გითხრათ ემოციურად იმდენად დავიღალე, რომ დამთავრებას ვაპირებდი და საკუთარ თავში უბრალოდ ძალა ვეღარ ვიპოვე წერა რომ გამეგრძელებინა, ვაღიარებ, ამ მოვლენების გახსენებითაც კი მე პირადად შიგნიდან ვინგრევი wink არ ვიცი რა ძალა მედგა, ან საკუთარ თავს რას ვერჩოდი და ან თქვენ wink რამოდენიმე თქვენს კომენტარში ნინას ამართლებდით, რამოდენიმეგან ამტყუნებდით. მე პირადად, როგორც დედა ვერასოდეს გავამტყუნებ შვილმკვდარ დედას, მხოლოდ იმას ვისურვებ, რომ ღმერთმა ასეთი განსაცდელი არავის მოუვლინოს და არც გადაატანინოს. შვილი ჩემთვის ყველაფერია, მით უმეტეს მშობლისთვის არ არსებობს ცუდი და კარგი შვილი, ამის ღრმად მჯერა და დარწმუნებული ვარ მის ადგილს, როგორ ძლიერადაც არ უნდა მიყვარდეს, ვერც რძალი დაიკავებს, ვერც სიძე და ვერც შვილიშვილი. ეს ჩემი პოზიციაა და ვცდილობდი ამ თავში შეძლებისდაგვარად სწორედ ეს მეჩვენებინა.
რაც შეეხება უშუალოდ მამუკას, ასეთი ადამიანებიც ჩვენს გარშემო ძალიან მრავლად არიან, ჩამოუყალიბლები, ვერ შემდგარნი, როცა საკუთარ უბედურებაში ყოველთვის სხვას ადანაშაულებენ, და ყველაზე ფატალურ გადაწყვეტილებებს იღებენ, იმაზე კი არ ფიქრობენ რომ ამ საქციელით მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, გარშემო მყოფებსაც ანადგურებენ, შურისძიების სურვილით შეპყრობილნი სხვაზე არც არაფერზე ფიქრობენ, ასეთი ადამიანები ჩემის აზრით ზედმეტად ეგოიტები არიან, რომ ვინმე უყვარდეთ, თუნდაც ქალი და თუნდაც საკუთარი მშობელი.
ზოგადად სიმართლეს ყველა თავისებურად იგებს და აღიქვამს, ამიტომაც ვცდილობდი ამ ამბავში რამოდენიმე მთხრობელი ყოფილიყო, ლევანი, ნინა, თავისებურად მისი განცდებით მარიამიც, ის ალბათ ყველაზე უდანაშაულოა ამ ისტორიაში, ყველაზე დაჩაგრული, თუმცა ესეც ხომ რეალობაა, მშობლების დაულაგებელი ურთიერთობების მსხვერპლნი ხომ ბავშვები არიან.
თქვენი კომენტარებით თუ ვიმსჯელებ, ჩემსდა საბედნიეროდ რაღაც მომიხერხებია და საკუთარი ფიქრები ნაწილობრივ მაინც მომიტანია მკითხველამდე.
მაპატიეთ, თუ ბევრი შეცდომა მქონდა, უბრალოდ ზედმეტად დამძიმებულმა გადაკითხვა ვეღარ შევძელი. მიყვარხართ და ძალიან მიხარია ჩემთან რომ ხართ love .

 


№9 სტუმარი ემი

რადგანაც ისტორია დასასრულს მიუახლოვდა, მეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას.
პირველად ნინაზე ვიტყვი, რადგან ეს თავი ფაქტიურად მას ეხება.
ვერანაირად ვერ გავამართლებ ნინას, მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედაა და ამაზე მეტი საცოდაობა მართლა არ არსებობს. მაგრამ, სწორედ ამიტომ შვილის ფასი ყველაზე მეტად მან იცის. მან პატივი სცა მის მიცვალებულს, მაგრამ ფაქტიურად ცოცხლად დამარხა მეორე შვილი. ლევანს ყველა შემთხვევაში ქონდა იმის ცოდნის უფლება, რომ შვილი ჰყავდა. მერე თვითონ გადაწყვეტდა რა როგორ ექნა. შვილის არსებობის დამალვით ნინამ ფაქტიურად მამუკაზე მეტი ცოდვა ჩაიდინა. როცა ორსულობის ამბავი გაიგო, ორი წუთი დარჩა საკმარისი, რომ ეპატიებინა და მიეღო ქეთი (ამას საერთოდ ვერ ვიტან, ბავშვის გამო რომ მიიღებენ არასასურველ რძალს ან სიძეს). და 17 წელი არ ეყო, იმისათვის რომ ეს ამბავი არ დაემალა. ეს ბავშები რომ ჯგუფელები არ აღმოჩენილიყვნენ და შემთხვევით არ გაეცნოთ ერთმანეთი, მთელი ცხოვრება ვერ უნდა გაეგო ეს ამბავი ვერავის?

ამ ქალს შეეძლო თავისი პირობები წაეყენებინა ლევანისთვის, არასოდეს მიეღო და ქეთო რძლად და მარიამი შვილიშვილად და ამით ეცა პატივი მისი შვილის ხსოვნისთვის. მაგრამ ბავშვის არსებობა არ უნდა დაემალა. მართალია შვილის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს დრო არაფრით ანელებს, მაგრამ 2-3 წლის შემდეგ მაინც უნდა ეთქვა სიმართლე.
ძლიერ ქალს შეაწუხებდა დანაშაულის შეგრძნება მისი გაზრდილი ეგოისტი შვილის მაგივრად ამდენი ხალხის წინაშე, ლევანის წინაშე, რომელსაც ფქტიურად შვილი და ბედნიერება წაართვა, მარიამის წინაშე, რომელსაც არაფერი არ დაუშავებია. მაგრამ, მან უფრო დიდი ეგოისტობა გამოიჩინა ვიდრე მამუკამ.

ისე მარტო ნინა არაა დამნაშავე ჩემი აზრით, ლევანის მამას, თუნდაც კობას თუ რა ვიცი, ვინც ამ ბავშვის არსებობა იცოდა, უნდა ეთქვა. ნუ თვითონ ლევანი ყველაზე სუსტი გამოდგა და მისი ახლა ამ ტონით საუბარი ნერვებს მიშლის ძალიან. არავინ იცის, როგორ გარემოში გაიზრდებოდა მარიამი, ცუდში თუ კარგში, მამა რომ გვერდით ყოლოდა. მე მჯერა, რომ მაინც მამასთან ყოფნა ემჯობინებოდა, რათქმა უნდა კაცურ და ვაჟკაც მამასთან, რომელიც მას დაიცავდა ბებიისგან.

ერთადერთი ამ ამბავში ქეთო და ჯაბა მოიქცა ძალიან სწორად და კაცურად.

ეს ჩემი აზრია და იმედია არ გამკიცხავთ...

რაც შეეხება მთლიანად ნაწარმოებს, ამაზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბევრი რამ დამაკლდა ამ ისტორიაში, მაგრამ ყველაზე მეტად ის, რომ მე მაინც ვერ დავინახე ის, რაც შენს ბოლოსწინა ისტორიებში ყველაზე მეტად მომწონდა და გული დამწყდა...

თავი მოგაწყინე, მაგრამ ნინაზე რომ არ მეთქვა, ვერ მოვითმინე. მომიტევეთ.

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ემი
რადგანაც ისტორია დასასრულს მიუახლოვდა, მეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას.
პირველად ნინაზე ვიტყვი, რადგან ეს თავი ფაქტიურად მას ეხება.
ვერანაირად ვერ გავამართლებ ნინას, მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედაა და ამაზე მეტი საცოდაობა მართლა არ არსებობს. მაგრამ, სწორედ ამიტომ შვილის ფასი ყველაზე მეტად მან იცის. მან პატივი სცა მის მიცვალებულს, მაგრამ ფაქტიურად ცოცხლად დამარხა მეორე შვილი. ლევანს ყველა შემთხვევაში ქონდა იმის ცოდნის უფლება, რომ შვილი ჰყავდა. მერე თვითონ გადაწყვეტდა რა როგორ ექნა. შვილის არსებობის დამალვით ნინამ ფაქტიურად მამუკაზე მეტი ცოდვა ჩაიდინა. როცა ორსულობის ამბავი გაიგო, ორი წუთი დარჩა საკმარისი, რომ ეპატიებინა და მიეღო ქეთი (ამას საერთოდ ვერ ვიტან, ბავშვის გამო რომ მიიღებენ არასასურველ რძალს ან სიძეს). და 17 წელი არ ეყო, იმისათვის რომ ეს ამბავი არ დაემალა. ეს ბავშები რომ ჯგუფელები არ აღმოჩენილიყვნენ და შემთხვევით არ გაეცნოთ ერთმანეთი, მთელი ცხოვრება ვერ უნდა გაეგო ეს ამბავი ვერავის?

ამ ქალს შეეძლო თავისი პირობები წაეყენებინა ლევანისთვის, არასოდეს მიეღო და ქეთო რძლად და მარიამი შვილიშვილად და ამით ეცა პატივი მისი შვილის ხსოვნისთვის. მაგრამ ბავშვის არსებობა არ უნდა დაემალა. მართალია შვილის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს დრო არაფრით ანელებს, მაგრამ 2-3 წლის შემდეგ მაინც უნდა ეთქვა სიმართლე.
ძლიერ ქალს შეაწუხებდა დანაშაულის შეგრძნება მისი გაზრდილი ეგოისტი შვილის მაგივრად ამდენი ხალხის წინაშე, ლევანის წინაშე, რომელსაც ფქტიურად შვილი და ბედნიერება წაართვა, მარიამის წინაშე, რომელსაც არაფერი არ დაუშავებია. მაგრამ, მან უფრო დიდი ეგოისტობა გამოიჩინა ვიდრე მამუკამ.

ისე მარტო ნინა არაა დამნაშავე ჩემი აზრით, ლევანის მამას, თუნდაც კობას თუ რა ვიცი, ვინც ამ ბავშვის არსებობა იცოდა, უნდა ეთქვა. ნუ თვითონ ლევანი ყველაზე სუსტი გამოდგა და მისი ახლა ამ ტონით საუბარი ნერვებს მიშლის ძალიან. არავინ იცის, როგორ გარემოში გაიზრდებოდა მარიამი, ცუდში თუ კარგში, მამა რომ გვერდით ყოლოდა. მე მჯერა, რომ მაინც მამასთან ყოფნა ემჯობინებოდა, რათქმა უნდა კაცურ და ვაჟკაც მამასთან, რომელიც მას დაიცავდა ბებიისგან.

ერთადერთი ამ ამბავში ქეთო და ჯაბა მოიქცა ძალიან სწორად და კაცურად.

ეს ჩემი აზრია და იმედია არ გამკიცხავთ...

რაც შეეხება მთლიანად ნაწარმოებს, ამაზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბევრი რამ დამაკლდა ამ ისტორიაში, მაგრამ ყველაზე მეტად ის, რომ მე მაინც ვერ დავინახე ის, რაც შენს ბოლოსწინა ისტორიებში ყველაზე მეტად მომწონდა და გული დამწყდა...

თავი მოგაწყინე, მაგრამ ნინაზე რომ არ მეთქვა, ვერ მოვითმინე. მომიტევეთ.


კომენტარებით თავს ვერასოდეს მომაწყენ, რადგან ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი wink განსაკუთრებით კი შენიშვნები, რისთვისაც ორმაგად მადლობელი ვარ. love ვაღიარებ შენი სიტყვების შემდეგ ინსტიქტურად ძებნა დავუწყე რომელი იყო"ბოლოსწინა" ისტორია. wink რეალურად ძალიან მიხარია, როცა ჩემს ისტორიებს ერთმანეთს ადარებენ, გმირების ხასიათებზე მსჯელობენ, თუმცა დასანანია თუ რაღაცით უკმარისობის გრძნობა დაგიტოვე recourse რაც შეეხება ამ ისტორიის პერსონაჟებს, კერძოდ კი ნინას, ჩემივე კომენტარში აღვნიშნე, რომ მისი ტკივილის მესმის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ვამართლებ. მე უბრალოდ გიყვებით, გაჩვენებთ ყველა პერსონაჟს მისი თვისებებით. შეფასება კი თქვენთვის მომინდვია, დიდი მადლობა რომ კითხულობ და კიდევ ერთხელ მადლობა, იმისთვის რომ მომწერე შენი აზრი.

 


№11 სტუმარი Teo..

Ratqmaunda getanxmebi hemo avtoro,rom dedistvis dzalian dznelia shvilebi gaarhio.magram veranairad ver gavamartleb ninas.tavidanve daushva shecdoma mease vfiqrob.mamukas sikvdilis mere mainc unda dalaparakeboda levans. Imeds vitoveb rom shvili mainc gaaertinebs levans da qetis.cremlebma damaxrho.sulmoutqmelad gelodebi.dzalian kargad wer.

 


№12 სტუმარი ემი

შენი ბოლო ისტორიად „ჩანახატი“ ჩავთვალე winked . აი, ამის წინა ისტორიები ყველა ერთმანეთზე უფრო მეტად მომწონს და ჩემთვის ერთერთი ფავორიტი ისტორიებია დღესაც.. love

„ჩანახატს“ რაც შეეხება, თავიდან ძალიან კარგად დაიწყე, საოცრად. მერე... მერე ჩავთვალე, რომ რაღაც შეცვალე, თითქოს დაიბენი და საბოლოოდ მივიღეთ ის, რასაც მგონია რომ თავიდან საერთოდ არ გეგმავდი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ საიტს მოარგე და ეს არ მომეწონა...

ამ ისტორიაში რა დამაკლდა, ოდესმე თუ დაგაინტერესებს და შენთვის მნიშვნელოვანი იქნება ჩემი აზრი, აუცილებლად გეტყვი. ახლა არ გვინდა....

საბოლოო ჯამში, იცი რომ ჩემი ერთერთი ფავორიტი ავტორი ხარ ამ საიტზე... პროფესიით სრულიად განსხვავებული და ამით კიდე უფრო დიდ პატივისცემას იმსახურებ ჩემგან...

მე აქ მხოლოდ რამდენიმე ავტორს ვკითხულობ და ველოდები. შენთვის არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ შენ ერთერთი ხარ მათგან, რომელსაც ველოდები და მაინტერესებს. მაგრამ, იმას რასაც სხვას ვაპატიებ და ვერც მოვთხოვ, შენგან ვითხოვ, იმიტო რომ ვხედავ შენი ფანტაზიის, პოტენციალის და სიტყვების ამხელა მარაგის პატრონს ბევრად უფრო მეტი შეგიძლია... ამიტომ ვარ შენს მიმართ შეიძლება უფრო პრეტენზიული.... recourse

და მაპატიე...

მგონი ამდენი არ უნდა დამეწერა... request

უფრო ზუსტად, არ ვიცი, მქონდა თუ არა უფლება, ასე დამეწერა....

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ემი
შენი ბოლო ისტორიად „ჩანახატი“ ჩავთვალე winked . აი, ამის წინა ისტორიები ყველა ერთმანეთზე უფრო მეტად მომწონს და ჩემთვის ერთერთი ფავორიტი ისტორიებია დღესაც.. love

„ჩანახატს“ რაც შეეხება, თავიდან ძალიან კარგად დაიწყე, საოცრად. მერე... მერე ჩავთვალე, რომ რაღაც შეცვალე, თითქოს დაიბენი და საბოლოოდ მივიღეთ ის, რასაც მგონია რომ თავიდან საერთოდ არ გეგმავდი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ საიტს მოარგე და ეს არ მომეწონა...

ამ ისტორიაში რა დამაკლდა, ოდესმე თუ დაგაინტერესებს და შენთვის მნიშვნელოვანი იქნება ჩემი აზრი, აუცილებლად გეტყვი. ახლა არ გვინდა....

საბოლოო ჯამში, იცი რომ ჩემი ერთერთი ფავორიტი ავტორი ხარ ამ საიტზე... პროფესიით სრულიად განსხვავებული და ამით კიდე უფრო დიდ პატივისცემას იმსახურებ ჩემგან...

მე აქ მხოლოდ რამდენიმე ავტორს ვკითხულობ და ველოდები. შენთვის არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ შენ ერთერთი ხარ მათგან, რომელსაც ველოდები და მაინტერესებს. მაგრამ, იმას რასაც სხვას ვაპატიებ და ვერც მოვთხოვ, შენგან ვითხოვ, იმიტო რომ ვხედავ შენი ფანტაზიის, პოტენციალის და სიტყვების ამხელა მარაგის პატრონს ბევრად უფრო მეტი შეგიძლია... ამიტომ ვარ შენს მიმართ შეიძლება უფრო პრეტენზიული.... recourse

და მაპატიე...

მგონი ამდენი არ უნდა დამეწერა... request

უფრო ზუსტად, არ ვიცი, მქონდა თუ არა უფლება, ასე დამეწერა....


საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება ნამდვილად გქონდა და გაქვს wink სიმართლე გითხრა ამ ბოლო დროს მხოლოდ დადებითი კომენტარები იდება და რატომღაც ვფიქრობ, რომ რეალური შენიშვნებისგან ცოტა არ იყოს თავს იკავებენ... ვერ მოგატყუებ, ნამდვილად მიხარია, ამდენი დადებითი შეფასება, მაგრამ შენიშვნები ნამდვილად არ მაწყენდა... რაც შეეხება "ჩანახატს", ვფიქრობ რომ ზედმეტი მომივიდა, ძალიან ბევრი საკმაოდ კარგი იდეა გავაერთიანე და პერსონაჟებით გადაირტვირთა, სათითაოდ თითოეულის ისტორია ალაბთ ბევრად უკეთესი წასაკითხი იქნებოდა... უბრალოდ ამას საკმაოდ გვიან მივხვდი, შეწყვეტას უკვე აზრი აღარ ჰქონდა... ამას ალბათ აქ არ უნდა გწერდე, მაგრამ იმას რასაც შენ კორექტულად "დაბნევა" უწოდე მე ამ სახელს უფრო დავარქმევდი. რაც შეეხება ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით შენს შენისVნებს, ძალიან მაინტერესებს და თუ მომწერ გამიხარდება. wink

 


№14  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Teo..
Ratqmaunda getanxmebi hemo avtoro,rom dedistvis dzalian dznelia shvilebi gaarhio.magram veranairad ver gavamartleb ninas.tavidanve daushva shecdoma mease vfiqrob.mamukas sikvdilis mere mainc unda dalaparakeboda levans. Imeds vitoveb rom shvili mainc gaaertinebs levans da qetis.cremlebma damaxrho.sulmoutqmelad gelodebi.dzalian kargad wer.

მოგესალმები, ძალიან მიხარია ისტორია თუ მოგწონს, ორმაგად კი კომენტარის ნახვა.. მართალია, ცოტა ზედმეტად სენტიმენტალური თავი გამოვიდა, არ ვიცი, ზუსტად რა პოზიციები ჰქონდა ნინას, ვეცადე როგორმე მისი მდგომარეობა გამეგო და მისი ვერსიაც მომეტანა თქვენამდე, შეფასება თქვენთვის მომინდვია... ალბათ, ცოტა "ყოჩაღი", ერთმანეთში მეტად დაწრმუებული გმირები რომ გვყოლოდა, არც ერთმანეთს დაშორდებოდნენ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent