შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული სტუმარი (26 თავი)


28-05-2016, 21:30
ავტორი murachashvili
ნანახია 3 897

ოცდამეექვსე თავი
ალბათ არის მომენტები, როცა ფიქრობ რომ როგორც იქნა ყველაფერი დალაგდა, ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა, როცა გულით გრძნობ, რომ ბედნიერი ხარ და მეტი არც არაფერი გინდა. ვუსმენდი ქეთის მშვიდ სუნთქვას და გული სიხარულით მევსებოდა, მე ცხოვრებისგან ბევრს არაფერს ვითხოვდი, უბრალოდ მიყვარდა ქალი რომელიც მინდოდა გვერდში მყოლოდა, მინდოდა ჩემი გრძნობების შესახებ ყველას გაეგო, მათაც გაეზიარებინათ, ჩემი ბედნიერება მათაც ეგრძნოთ. ეს ბევრი იყო?! ალბათ...
თუმცა რაღაც მაინც არ მაძლევდა საშუალებას ბოლომდე ბედნიერი ვყოფილიყავი, ბოლომდე ავსებულიყავი სრულყოფილების შეგრძნებით, რატომღაც მეშინოდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ილუზია იქნებოდა, გავახელდი თვალებს და აღმოვაჩენდი, რომ სიზმარში ვიყავი. ძლიერად ვიკრავდი კაიშაურს და ამ აზრებს ჩემს ეჭვიან ბუნებას ვაბრალებდი. ძნელია გიყვარდეს და უფრო ძნელია მისი დაკარგვის ასე მძაფრად გეშინოდეს.
ქალი ოდნავ შეირხა, ასკარად გაიღვიძა.
- რაზე ფიქრობ?!- სიჩუმე დაარღვია მან და ინტერესით ზემოდან დამაცქერდა.
- ჩვენზე, შენზე, ჩვენს მომავალზე... - საკოცნელად ტუჩებზე წავეტანე მე.
- მერე, რას ხედავ შენს ფიქრებში?! - ოდნავ მიღიმოდა კაიშაური.
- მხოლოდ შენ... შენს ანც თვალებს... - სიცილით ჩავიხუტე ქალი.
- მხოლოდ მე?! - შუბლშეკრულმა, ეჭვით ამომხედა.
- ჯერჯერობით მხოლოდ შენ... ალბათ ერთ წელში პატარა გოგოჭურს და ასე შემდეგ...
პატარას ხსენებაზე სახე შეეფაკლა, ისე დაიმორცხვა, რომ ვეღარ მოვითმინე:
- თუმცა შენ პატარა რათ გინდა? ისედაც თოჯინებით თამაშობ, უნდა მეშინოდეს კიდეც ბავშვს რამე არ ავნო! -მსუბუქად წავკარი თითი ცხვირზე.
ოდნავ აწკიპა წარბები, თითქოს გაბრაზდა, მაგრამ ხუმრობას მიმიხვდა, ცდილობდა სიცილი შეეკავებინა, ყურადღებით მაკვირდებოდა:
- არ ვიცი ეს როდის იქნება, ერთ წელში თუ ათში, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, მას შენი თვალები ექნება!...
ეს იმდენად დამაჯერებლად მითხრა, თითქოს უკვე ხედავდა პატარას.
- ერთხელაც იქნება და მართლა დავიჯერებ, რომ ნათელმხილველობა შეგიძლია... -ისევ ვხუმრობდი მე.
- დაიჯერებ თუ არ დაიჯერებ, ეს მაინც ასე იქნება! - არ ჩერდებოდა ქეთი - მე ადრეც ხომ გითხარი, მოვა დრო და ყველაზე საყვარელ ადამიანს გადაარჩენ მეთქი?! - საკუთარი სიტყვები გამახსენა მან.
- კი მითხარი... გაფიცებ ყველაფერს ეგ მართლა ყავის ჭიქაში დაინახე? იცოდი რომ დაგჭრიდნენ? - ამჯერად ცნობისმოყვარეობამ ჩემშიც გაიღვიძა, მოლოდინით ვუმზერდი მას.
- არა... ჭიქაში არაფერიც არ მინახავს, ყავაზე მარჩიელობა თამარის მოფიქრებული ხუმრობა იყო, წინასწარ მომიყვა ისტორიებს და მეც ვითომ ვმარჩიელობდი - სიცილს ვერ იკავებდა ქეთი - თუმცა შენ რაც გითხარი, სპონტანურად წამოვისროლე, რატომღაც მომინდა რომ მეთქვა. ამას ახსნა ვერ მოვუნახე, გიმზერდი და მინდოდა რომ გცოდნოდა. ჩემდაუნებურად ის გითხარი, რასაც ვფიქრობდი...
- ანუ შემთხვევით დაემთხვა?!
- თუ ჩემი დაჭრის ამბავს გულისხმობ, ეგ მართლა დამთხვევაა, თუმცა ჩემს წარმოსახვაში შენი გადარჩენილი ადამიანი მე არ ვყოფილვარ, შენ იმ ილუზიაში ალბათ ორმოდაათ წლამდე მაინც იქნებოდი, ვისაც ეხმარებოდი გოგონა იყო, ასე ოც წლამდე ასაკის, ულამაზესი, შენი მსგავსი ლურჯი თვალებით...
მინდოდა ქეთის ნათქვამზე გულინად გამეცინა, მაგრამ ქალის დაძაბულ სახეს რომ შევხედე ღიმილი სახეზე მიმეყინა.
- დედას გაფიცებ, რასაც ამბობ მართლა გჯერა?! - ინტერესით ვუმზერდი მას - მე მგონი დიდი დოზით უყურებ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებს!... - ისევ ხუმრობას ვცდილობდი.
- მჯერა თუ არ მჯერა, ამას მომავალი გვიჩვენებს, საკუთარ ბედისწერას ვერ შევცვლით, რაც მოსახდენია მაინც მოხდება... - სიცილი ვერ შეიკავა კაიშაურმა- აღიარე ხომ შევძელი შენი დარწმუნება?! - თვალი ეშმაკურად ჩამიკრა მან.
- ცუდი გოგო ხარ, არადა მე როგორ მიყვარხარ! - ისევ ტუჩებზე წავეტანე. ალერსში ისიც ამყვა.
- ლევან, ჩემზე მეტად ვინმეს შეიყვარებ? - კოცნა შეწვიტა და ინტერესით დამაცქერდა ის.
- ერთი დღეც კი არაა რაც ერთად ვართ და ასეთ კითხვას მისვამ?! ასეთი ეჭვიანი თუ იყავი არ მეგონა, მთელი ცხოვრება რა გაგიძლებს?! მე მგონი დროა შენგან გავთავისუფლდე! - ამჯერად სიცილს მართლა ვეღარ ვიკავებდი.
ის კი სულაც არ იცინოდა, ცრემლებით სავსე თვალებით დამცქეროდა:
- მე მენდომება, მთელი გულით ვეცდები სხვა შევიყვარო, მაგრამ არ გამომივა...
- რას ჰქვია გენდომება? ეცდები? კარგად ხარ?! - უკვე სიბრაზე მომერია- არც კი იოცნებო, არასოდეს იცოდე, შენს თავს არავის დავუთმობ!... - უცნობ, ვირტუალურ მეტოქეს ვემუქრებოდი მე.
- მიყვარხარ, რომ იცოდე როგორ მიყვარხარ!... - ჩემი ტონისთვის ყურადღება არც კი მოუქცევია, აცრემლებული ჩამეხუტა კაიშაური, ძლიერად მეკვროდა, თითქოს მართლა ეშინოდა ჩემი დაკარგვის, პატარა ბავშვივით სლუკუნებდა ის. მე კი... ვერაფერი გავიგე მისი ნათქვამიდან, გაოცებული ვუმზერდი და მის დამშვიდებას ვცდილობდი. ყველაფერი „პირველი ღამეს“ დავაბრალე, ხომ ამბობენ ქალისთვის განსაკუთრებით მტკივნეული და ფაქიზია ეს თემაო?! მეც შესაბამისად მისი გულჩვილობა სწორედ ამას დავაბრალე.
- მართლა გიყვარდა ვინმე დედას შემდეგ?! - ქალურმა ცნობისმოყვარეობამ ჩემშიც იმძლავრა.
- ქალი ნამდვილად მყოლია, წმინდანი არ ვარ... მქონია რამოდენიმე წლიანი ურთიერთობებიც კი, მაგრამ ამას სიყვარული მაინც არ ერქვა, ის რაც ერთხელ მოდის აღარ მეორდება. მინდოდა თუ არ მინდოდა, ჩემს ცხოვრებაში არსებულ ქალებს მუდამ კაიშაურს ვადარებდი, რატომღაც ყელაზე იდეალური, ყველაზე მხიარული, თბილი მაინც ის იყო.
- როგორც შენი ნათქვამიდან გავიგე, დედას ძლიერი ინტუიცია ჰქონია, ან იქნებ იცოდა კიდევაც, რომ ერთმანეთს დაშორდებოდით?!...
- წინასწარ?! არა მგონია, თუმცა ალბათ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ამის ალბათობას ისიც იაზრებდა. ხვდებოდა, რომ ჩვენი ერთად ყოფნა რიგ სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული, ამას მეც ვიაზრებდი, თუმცა იმ დროს იმდენად ვიყავი გრძნობებით გაბრუებული, ამაზე ფიქრი არ მინდოდა, მერჩია მხოლოდ მასთან ყოფნით დავმტკბარიყავი. თუმცა მისი ნათქვამიდან რაღაც მაინც ახდა, ჩემს შვილს ჩემი თვალები გაქვს!... - თვალი ჩამიკრა ლევანმა.
ეს სიტყვები იმდენად თბილად მითხრა, რომ თვალები ცრემლებით ამევსო, მთელი არსებით მომინდა მასთა ჩახუტება, მისი სურნელის შეგძნება, მაგრამ თავი შევიკავე. ფაქტი იყო, ჩემს წინ იჯდა მამაკაცი, რომელიც დედაჩემს უყვარდა, რომელსაც დედა უყვარდა და დღემდე ვერ დაევიწყებინა. მე?! მე მათი დიდი გრძნობის ნაყოფი ვიყავი, და ეს ზალია მახარებდა. მერე რა რომ ერთმანეთს დაშორდნენ? მე მაინც ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი ლამაზი სიყვარული შეეძლოთ, თუმცა ამჯერად უკვე ის მაინტერესებდა რატომ დაშორდნენ, რა გახდა ამის მიზეზი. ცნობისმოყვარე თვალებით ვუმზერდი ლევანს პასუხის მოლოდინში მე:
- რა გითხრა?! კარგა ხანს არც კი მჯეროდა, რომ ასე მარტივად დათმობდა ამ ყველაფერს, რომ დამივიწყებდა, მაგრამ... ვეცდები ყველაფერს მოგიყვე, რაც ვიცი, თუმცა გარკვეული დეტალები ჩემთვისაც ბუნდოვანი და გაურკვეველია...
მოკლედ, ქოხში დავბრუნდით თუ არა, პირველივე რაც გავაკეთე ის იყო, რომ მამაჩემთან დავრეკე, სახლში დავრეკე და გავაგებინე, რომ დავქორწინდი, მაინცდამაინც დიდი სიხარული ვერ შევამჩნიე მამას, ხმა აშკარად გაებზარა ზურას, ერთად-ერთი კითხვა რაც დამისვა ის იყო:
- ჯვარი დავიწერეთ თუ არა.. - დედა კარგად ხვდებოდა, რომ აქ მთის წვერზე სხვას ვერაფერს ,ოვახერხებდით.
- ჯერჯერობით არა, მაგრამ ჩამოვალთ თუ არა, მაგასაც მოვაგვარებთ... - იმდენად ვიყავი გაბრუებული ბედნიერებით, რომ სავარაუდოდ იქვე მდგომი დედაჩემის ირონიული სიცილისთვის ყურადღება არც კი მიმიქცევია. ზურასთან საუბრის შემდეგ, ჯაბასთან დავრეკეთ, ტელეფონი მიკროფონზე გვქონდა ჩართული, მინდოდა ჩემგან გაეგო ჩვენი ამბავი და ორივენი ერთად ვესაუბრეთ:
- ვაღიარებ, გამიკვირდებოდა და ცოტა შეურაწყოფილიც კი დავრჩებოდი ამ „ვუაიაჟის“ შემდეგ სახლში რომ დაგებრუნებინა! - იცონოდა ის - როგორც არ ვეცადე ცივილიზებულად, მაგრამ მაინც თქვენს ჭკუაზე იმოქმედეთ... - მსუბუქად მისაყვედურა მან - გელოდებით თბილისში, რადგან დაბადების დღეზე ნიშნობა არ გამოგვივიდა, ქორწილი მაინც გადავიხადოთ!...
- მამა, გეფიცები ეს წინასწარ არ დამიგეგმავს, უბრალოდ ასე გამოვიდა... - სლუკუნით უხსნიდა ქეთი.
- ვიცი, ამას წინასწარ არ გეგმავენ... - შვილის სლუკუნის გაგონებაზე ვიგრძენი როგორ გაებზარა ხმა უფროს კაიშაურსაც - ნუ ღელავ, ჩემო პრინცესავ, ეს მაინც უნდა მომხდარიყო...არ იტირო იცოდე, თვალებდასიებული ცოლი არავის მოეწონება... - ნაძალადევად იცინოდა ჯაბა - არაფერზე ინერვიულო, მე შენთან ვარ, ეს გახსოვდეს!.. - მივხვდი უკანასკელი წინადადება ჩემთვის იყო განკუთვნილი, გაფრთხილებასავით ჟღერდა მისი სიტყვები.
მამასთან საუბრის შემდეგ რამოდენიმე წუთით დედასაც ესაუბრა. მესმოდა როგორ საყვედურობდა ბებიაშენი, უკვე მერამდენედ ეუბნებოდა, რომ ასეთი ქცევის ღირსი არ იყო, რომ მისთვის არასოდეს დაუშლია ჩემთან ურთიერთობა და გათხოვებას თუ აპირებდა, წინასწარ თქმის ღირსად მაინც უნდა ჩაეთვალა!...
ითმინა დედის საყვედური, ითმინა და საბოლოოდ პატარა ბავშვივით ასლუკუნებული მე ჩამეხუტა ქეთი. ალბათ შვილის ასეთ რეაქციას არ ის ელოდა, მოულოდნელად ტელეფონის მეორე მხარეს ბებიაშენიც ატირდა. ასე სლუკუნებდნენ ორ ხმაში დედა-შვილი, მე კი ვეღარ მივხვდი რომელი ერთი დამემშვიდებინა, უმცროსი კაიშაური, თუ ტელეფონის მეორე მხარეს გულაჩუყებული მომავალი სიდედრი. საბოლოოდ ისევ ბებიაშენი მოვიდა გონს, ამჯერად საკმაოდ გრძელი მონოლოგი დაახლოებით ასე ჟღერდა: - მიუხედავად იმისა რომ ჩემზე ყოველთვის აზრიანი და ჭკუადამჯდარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდი, ასეთ უპასუხისმგებლო საქციელს შენგან არ ელოდა, საბოლოოდ მაინც ერთი ბაცანა ბიჭი გამოდექი, რომელმაც ქალის ხელის თხოვნის ნაცვლად, საცოლე „მოგვპარე“, თუმცა.... - ნელ-ნელა ტონი შეარბილა, ხმა შეეცვალა და ბოლოს მაინც გვითხრა: - კი ხართ საძაგლები, კი მანერვიულეთ, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად მიყვარხართო!...
სხვა რა გვინდოდა?! ბედნიერებისგან ორივენი დავფრინავდით, რადგან მომავალ სიდედრ-სიმამრთან სიტუაცია გარკვეული მქონდა, როგორმე საკუთარ ოჯახთანაც მოვაგვარებდი ურთიერთობას.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, წიფრანში წასვლა მეორე დღისთვის დავგეგმეთ. რა აზრი ჰქონდა გაჯანჯლებას? ან რამდენ ხანს ავარიდებდი მამუკასთან შეხვედრას თავს? გზად ხევსურეთში გავიარეთ, ბიძაშვილ-მამიდაშვილებში, ჩვენი მისვლა გულით გაუხარდათ ოჯახში, ბებიაჩემი პატარა გოგოსავით დაფარფატებდა, ვეღარ გაეგო როგორ მოჰფერებოდა კაიშაურს, ერთი პატარა ქორწილივით იქ გადაგვიხადა მინდიამ. ლამის მაყრულის სიმღერით გამოგვაცილეს ბიჭებმა. ბებიაჩემი გულში იკრავდა ქეთის და ცუმად ეცურცულებოდა, თითქმის ემუდარბოდა, როგორმე დამხმარებოდა მამუკასთან შერიგებაში. არ ვიცი ეს როგორ ესახებოდა მოხუცს, ან რამდენად წარმოედგინა ჩვენი ერთობა, თუმცა ფაქტი იყო, ლამის ანდერძად უტოვებდა ახალ რძალს ამას. ისიც მორჩილად უქნევდა თავს და ვინ იცის მერამდენედ ჰპირდებოდა, რომ აუცილებლად შეგვარიგებდა.
მოვდიოდით ხმაურითა და სიმღერ-სიმღერით, ცრემლებს თავზე წაკრული თავსაფრის კუთხით იწმენდდა ბებია. მოვდიოდით ორივენი შეყვარებულები, ხალისიანები და იმედიანები, მოგვყვებოდა ბიძაშვილ-მამიდაშვილებისგან შემდგარი მაყარი, კობა და მისი ძმებიც შემოგვიერთდნენ სოფლის შესასვლელთან. ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, როგორი აჟიტირებულები ვიქნებოდით.
ეზოს კარებთან დაგვხვდნენ თამარი და მშობლები.
ზურა თბილად მოგვეხვია, მასვე მიჰბაძა ჩემმა დამაც, აი დედა კი... სახლის კარებში იდგა ნინა, ეზოს ალაყაფთან გამოსვლა არც კი იკადრა. მშრალად, ვიტყოდი ზედმეტად ცივადაც კი შემოგვხედა, დანა პირს არ უხსნიდა დედაჩემს, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს წინ მეფე-პატარძლის ნაცვლად მიცვალებული ედო.
გაოცებულებმა ერთმანეთს გადახედეს ბიჭებმა, ღიმილი სახეზე შემეყინა მეც. გაფითრებული მიმზერდა კაიშაური. ვიგრძენი როგორ აცახცახდა. ხელი ძლიერად ჩავკიდე და დედაჩემისკენ თავად გავემართე.
- არაფერს გვეტყვი, ნინა?!
- განა რამე მაქვს სათქმელი?! - ვერც კი ვიფიქრებდი ასეთი ცივი თუ შეეძლო ყოფილიყო.
- ნინა... - ხმა გაუკაცრდა ზურას.
- რა ნინა?! განა ამ ქალბატონის გამო არაა შენი მეორე შვილი ლოგინში რომ იშუშებს იარებს?! განა ამ ქალბატონმა არ აურია ჭკუა შენს ორივე შვილს?! - ზიზღით უმზერდა დედა ქეთის.
- ნინა დეიდა, მე... - ცოტაც და აიტრდებოდა კაიშაური.
- ეხლა ვარ ნინა დეიდა?! გველი მიმიღიხარ ოჯახში, ჩემი ოჯახის დამანგრეველი, ძმებს შორის მურმანის ეკლად მოვლენილი, წყეულიმც იყოს ის დღე ამ სახლში როცა შემოდგით ფეხი შენც და შენმა მოდგმამაც!...
დედაჩემი ასეთი გააფთრებული არასოდეს მინახავს, ისეთი სიძულვილით უმზერდა ქეთის, ახლოს რომ მიგვეშვა ალბათ არც მოსაკლავად არ დაინდობდა.
- დაფიქრდი რას ამბობ! - საკუთარი ხმა ვეღარ ვიცანი - ქეთი ჩემი ცოლია და პატივისცემას მოვითხოვ!...
- რას მელაპარაკები?! და რა იქნება თუ პატივს არ ვცემ? ქუჩის კახპას ფიანდაზად გავეგო?! - ამჯერად მე მიტევდა ნინა.
სიბრაზისგან მაცახცახებდა, ვგრძნობდი სულ ცოტაც და ვიფეთქებდი, ქეთი ხელის გაშვებას ცდილობდა, ალბათ გაცლა სურდა, მაგრამ იმდენად მაგრად ჩამებღუჯა მისი ხელი, რომ ამას ვერ ახერხებდა, ვგრძნობდი ვტკენდი, მაგრამ ხელს მაინც არ ვუშვებდი, თითქოს ვხვდებოდი, რომ ეხლა მისი გაშვება საბედისწერო შეცდომა იქნებოდა.
- ლევან, არ გინდა... - ხმა ჩამწყდარი, ცრემლიანი თვალებით მიმზერდა ქეთი.
- მიდი, დამარტყი! - თითქოს განგებ მიწვევდა ნინა- შენ ხომ ეს კარგად შეგიძლია, ოჯახის წევრების დამცირება ხომ შენი საქმეა, მიდი დამარტყი, ისევე მცემე, როგორც ჩემი შვილი დაალილავე, მიდი რას უცდი?!
- დედა, ნუ მაიძულებ თქვენს შორის არჩევანის გაკეთებას, გთხოვ... დამინდე, შენ მაინც შემიცოდე, ასეთი გულქვა როგორ ხარ?! - მუდარაზე გადავედი მე.
ალბათ აქ დავუშვი შეცდომა, ჩემი მუდარა აშკარად სისუსტედ და დანებებად ჩამითვალა, ქალი აშკარად ორმაგად გააფთრებული ისევ კაიშაურს ეცა:
- რა აჭამე ამისთანა, შე ქუჩის კახპავ?! ჯერ ერთ ძმასთან გაერთე და ეხლა მეორეს ჩაუწექი?!
მხოლოდ სიტყვები არ იკმარა ნინამ, ქეთისთვის დასარტყმელი ხელი მე შევაჩერე, წინ მე გადავუდექი. მწარე იყო დედის სილა, მაგრამ ორმაგად მწარე მისი დაუმსახურებელი სიტყვები იყო. დედა კი ისევ ქეთიზე იწევდა.
- საკმარისია! - ცხოვრებაში პირველად მოვისმინე მამაჩემის გამწარებული ღრიალი, თვალები ჩასწითლებოდა ზურას სიბრაზისგან - ნინა, საკუთარ თავს ეცი პატივი, რა მასკარადი გამათეთ, საკმარისია!...
მძიმე ნაბიჯით წამოვიდა ჩვენი მიმართულებით, მაგრამ... აშკარად დავინახე როგორ მოეღრიცა ტკივილისგან სახე ზურას, წამიერად გაფითრდა, ხელი ინსტიქტურად მკერდისკენ წაიღო.
- ლევან... - ჩემი სახელი ისეთი ტკივილით წარმოსთქვა ზურამ, რომ გულ-მუცელიც კი ერთიანად ამეწვა. ვისღა ახსოვდა დედაჩემი და ქეთი, ეზოში დავარდნილ მამას მივვარდი.
- ნუ გეშინია, ზურა... გესმის, ჩემი გესმის?! - ხმამაღლა ჩავსძახოდი მამას, ხელებს ვუსრესსდი, ცივ წყალს ვასხავდი, გულის წამლებს ვასმევდი, გარშემო ხალხი დარბოდა, ვიღაც სასწრაფოში რეკავდა, ვიღაც დახმარებას ითხოვდა, ქეთი?! უკანასკნელი რაც მახსოვდა ის იყო, რომ იმის ნაცვლად ცუდად მყოფ მეუღლეს დაჰხმარებოდა, ნინა მკვლელო-მკვლელოს ძახილით ისევ ქეთიზე იწევდა, შუაში კობა ჩაუდგა, როგორც იქნა დააშოშმინეს დედაჩემი.
ცალი თვალით დავინახე აკანკალებული და გაფითრებული კაიშაური როგორ გაიყვანეს ბიჭებმა ეზოდან. მის თვალებში ვერაფერი ამოვიკითხე, გარდა იმედგაცრუებისა და უსაზღვრო ტკივილისა, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით მივხვდი, როგორ მითხრა: - მაპატიე!...
ეს იყო და ეს. ტიროდა კაიშაური, მეგონა ზურას გამო ღელავდა, ის კი თურმე ჩვენს არშემდგარ ოჯახს დასტიროდა. ალბათ უნდა მივმხვდარიყავი, უნდა მეგძნო მისი ტკივილი, უნდა მივმხვდარიყავი მისი თავმოყვარეობისთვის ეს რამხელა დრტყმა იქნებოდა, მაგრამ... იმ წუთებში მხოლოდ მამაჩემი მაღელვებდა, მხოლოდ მისი ჯანმრთლების მდგომარება მადარდებდა ეს იყო და ეს.
როგორც იქნა სასწრაფოც მოვიდა, დამხმარე ბრიგადის საკმაოდ ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ როგორც იქნა ზურა გონს მოვიდა. შვებით ამოვისუნთქე, გულზე ლოდი მომეხსნა. გარშემო მიმოვიხედე, მისი ოთახის კარებში ცალი ხელით ჯოხზე დაყრდნობილი, მეორე დაბინდული ხელით კი კისერზე ჩამოკიდებული მამუკა, ირონიული, გამარჯვებულის ღიმილით მიმზერდა. თვალი სწრაფად ავარიდე ტყუოპისცალს. თამარი სიხარულის ცრემლებს ვეღარ იკავებდა, დაძაბული სახეები სიხარულმა შეუცვალა ბიჭებსაც, თვალებით ქეთის ვეძებდი, ის კი აღარ ჩანდა. მზერას ვერ მისწორებდა კობა, დამნაშავე ბავშვივით დაეხარა თავი. არც ამისთვის მიმიქცევია ყურადღება, რატომღაც ჩავთვალე რომ მორიგი სკანდალის არიდების მიზნით სიტუაციას გაერიდა კაიშაური. არც ვამტყუნებდი, ეს ყველაზე ჭკვიანურ გამოსავლად მეჩვენებოდა. თურმე ვცდებოდი, თურმე დავკარგე, ამ ერთი ჩხუბით, ამ ერთი სკანდალით დასრულდა ამდენი ხნის ნალოლიავები და ნაშენები გრძნობა.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

რატომღაც გამიხარდა ქეთი რომ წავიდა და ვინმე არ მომკვდარა ან კიდევ თავად ლევანს არ გადაედგა განშორებისკენ პირველი ნაბიჯი. კაიშაური მაინც პატარა იყო და უფრო "ვაპატიებ" ამ შეცდომას ვიდრე ლევანს. ისე შემიყვარდა ეს კაცი მგონი ვერ ვარ ჯანსაღ გონებაზე wink არც კი ვიცი რა ვთქვა მინდა ბევრი დავწერო და ვერ ვახერხებ ემოციის გადმოცემას feel უბრალოდ მომდევნო თავს ველოდები

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ello1997
Erti ragac ver gavige. Am yvelafris mere, eg ninaa tu vin sikvdilia, ras exuta da eporwiala am bavshvs, ro gaigo vinc iyo. An am levanim ranairad apatia, an ranairad ar modzebna.


არ ვიცი რამდენად მოვახერხებ ხვალ დასრულებას, ყოველ შემთხვევაში ასე ვგეგმავდი, პატარა ნაწილს ალაბთ ნინასაც დავუთმობთ, მის მოსაზრებას მოვისმენთ და იქნებ მაგ პერსონაჟის გაგებაც მოახერხოთ wink

sameone crazy girl
რატომღაც გამიხარდა ქეთი რომ წავიდა და ვინმე არ მომკვდარა ან კიდევ თავად ლევანს არ გადაედგა განშორებისკენ პირველი ნაბიჯი. კაიშაური მაინც პატარა იყო და უფრო "ვაპატიებ" ამ შეცდომას ვიდრე ლევანს. ისე შემიყვარდა ეს კაცი მგონი ვერ ვარ ჯანსაღ გონებაზე wink არც კი ვიცი რა ვთქვა მინდა ბევრი დავწერო და ვერ ვახერხებ ემოციის გადმოცემას feel უბრალოდ მომდევნო თავს ველოდები


დასასრულისთვის კიდევ იქნება რაღაც-რაღაცეები wink და ალბათ მისი პასიურობის მიზეზსაც გაიგებთ, სხვა თუ არაფერი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ქეთის აზრიც ხომ უნდა გავიგოთ?! wink

 


№3 სტუმარი Teo..

Ai dedemomikvdes martla gamiherda guli ra.es wunkali qali radxeshi yofila naxet ra.Marla rogor apatia levanma.gelodebi sulmoutqmelad.warmatebebi

 


№4  offline მოდერი ლილიანა

ახლა ვიტირებ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5 სტუმარი ananiko

vaime gmerto ra ar vipikre amat dashorebaze vin agar movkali mizezis sadzebnlelad da aq saqme sul sxva ragacashi yopila ai es mesmiss :)))) dzaaalian magari gogo xar ai saswauli !! xval velodebi dasasruls miuxedavad imisa ro ar minda dasruldes arasdros da sul vikitxo mati ambavi interesma momkla :((( rogor velodebi bolo tavs rom kidev ertxel wavikitxo is didi gredznoba is sitbo is acimcimebuli tvalebi achqarebuli gulis cema rodesac amdeni wlis shemdeg keti da levani ertmanets shexvdeba <3 am siamovnebas ver gadavdeb zegistvis :d xval gelodebi

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

vaimee ess raiyoo :( cudat varrr :( malee dadee axali tavi mainteresebss dzalia! :(

 


№7  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე შენ ერთ დღეს მომკლავ რასაც ქვია, გასაოცარი ვინმე ხარ როგორ გადმოსცემ ასე ზუსტად რასაც ფიქრობ ყოჩაღ .

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

შენ რახან რეალრ ისტორიებს "აწვები" ხოლმე, აქედან გამომდინარე ზუსტად ამას ველოდი. ტიპიური ქართული შემთხვევა, ქართული ოჯახის სახე...ფუ,გული ამერია მამუკას სახე რომ გაქვს აღწერილი, მაგრამ მისგან არც იყო სხვა რამ მოსალოდნელი. პაწუკა,ჭკვიანი და წინდახედული ქეთი...მისი მოსაზრება არც მაინტერესებს. სრულიად გასაგებია ყველაფერი. მოვიხიბლე მისი პიროვნებით კიდევ უფრო. რომ არ წასულიყო და მსგავსი გადაწყვეტილება არ მიეღო, დღეს ასე "მშვიდად"არც ერთი იქნებოდა. უბრალოდ, არ გაახარებდნენ.

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Teo..
Ai dedemomikvdes martla gamiherda guli ra.es wunkali qali radxeshi yofila naxet ra.Marla rogor apatia levanma.gelodebi sulmoutqmelad.warmatebebi

ananiko
vaime gmerto ra ar vipikre amat dashorebaze vin agar movkali mizezis sadzebnlelad da aq saqme sul sxva ragacashi yopila ai es mesmiss :)))) dzaaalian magari gogo xar ai saswauli !! xval velodebi dasasruls miuxedavad imisa ro ar minda dasruldes arasdros da sul vikitxo mati ambavi interesma momkla :((( rogor velodebi bolo tavs rom kidev ertxel wavikitxo is didi gredznoba is sitbo is acimcimebuli tvalebi achqarebuli gulis cema rodesac amdeni wlis shemdeg keti da levani ertmanets shexvdeba <3 am siamovnebas ver gadavdeb zegistvis :d xval gelodebi

lalita
ვაიმე შენ ერთ დღეს მომკლავ რასაც ქვია, გასაოცარი ვინმე ხარ როგორ გადმოსცემ ასე ზუსტად რასაც ფიქრობ ყოჩაღ .

მოგესალმებით ჩემო საყვარლებო, ძალიან მიხარია თქვენი თითოეული სიტყვა, სიმართლე გითხრათ თქვენი კომენტარებიდან იმდენნაირი დაშორების ვერსია ვიხილე, რომ ცოტა არ იყოს მეშინოდა კიდევაც, რომ როცა ამ მიზეზს ნახავდით იმედგაცრუებულები დარჩებოდით wink რაც შეეხება ნინას სიწუნკლეს, არ ვიცი, ძნელია ამ ქალის პოზიციის ასე ხელაღებით უარყოფითი ჭრილიდან დანახვა, ვეცდები მისი მოსაზრებები შემდეგ თავში დაგანახოთ, ძალიან მინდა რომ ახალ თავში როგორმე დავასრულ, თუმცა იმდენი რამ დამრჩა სათქმელი არ ვიცი მოვახერხებ თუ არა, მადლობ თქვენ რომ ამხელა სტიმულს მაძლევთ love

grafo
შენ რახან რეალრ ისტორიებს "აწვები" ხოლმე, აქედან გამომდინარე ზუსტად ამას ველოდი. ტიპიური ქართული შემთხვევა, ქართული ოჯახის სახე...ფუ,გული ამერია მამუკას სახე რომ გაქვს აღწერილი, მაგრამ მისგან არც იყო სხვა რამ მოსალოდნელი. პაწუკა,ჭკვიანი და წინდახედული ქეთი...მისი მოსაზრება არც მაინტერესებს. სრულიად გასაგებია ყველაფერი. მოვიხიბლე მისი პიროვნებით კიდევ უფრო. რომ არ წასულიყო და მსგავსი გადაწყვეტილება არ მიეღო, დღეს ასე "მშვიდად"არც ერთი იქნებოდა. უბრალოდ, არ გაახარებდნენ.

უნდა ვაღიარო ეგოისტურად მიხარია შენი სიტყვები wink რატომღაც ვფიქრობ რომ ჩემი პარსონაჯების დაშორების ისტორია ცოტა ზედმეტად ქართულიც კი გამოვიდა, ალბათ შელამაზება არ აწყენდა, მაგრამ მკითხველებმა ყველა სავარაუდო ვერსია კომანტარებში თავად შემომთავაზეს, შესაბამისად იძულებული გავხდი ალტერნატივაზე თავად მეფიქრა wink რაც შეეხება ქეთის, მართალი ხარ, მე პირადად მის ადგილზე რომ ვყოფილიყავი სწორედ ასე მოვიქცეოდი. ნაძალადევი ურთიერთობების არ არსებობს და არც შეიძლება, ეს ჩემი მოსაზრებაა და ალბათ ჩემი პერსონაჟიც სულ ოდნავ დამემსგავსა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent