შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მეორედაც მოდის (9 თავი)


30-05-2016, 18:54
ავტორი zia-maria
ნანახია 2 776

გუგა კისერზე ძარღვებ დაბერილი შეხვდა , სოფოს საქციელს, ღიმილიანი როგორი სითბოთი და სიყვრულით სავსე საუბრობდა, ლამის წყლის ჭიქა შემოეფშვნა ხელში, რომ არა კაკის ხელი მხრებზე, კედელს მიაფშვნიდა ბოლო სიტყვის გაგონებისას ჭიქას.
---დაურეკე დაპატიჟე მოვედეს- ღიმილით უთხრა ჟანეტმა სოფოს და მალულად გააპარა თვალი გუგასკენ.
---კარგი გავიგებ თუ მოვა!- სოფომ ცოტა ხანი ელაპარაკა მის ნაცნობს და გულდაწყვეტილმა თქვა
---ვერ მოვა, დრო არა აქვს!
---როგორ გადამივა ლუკმა ყელში!- თქვა გუგამ ირონიულად.
---შეგიძლია მშვიდად მიირთვა. მე დაგტოვებთ, ბარში მივდივარ ლეოსთან ერთად!-ავიდა მის საძინებელში, ცისფერი მუხლზე კაბა ჩაიცვა. თმები გაიშალა და მხრებზე დაიყარა და ქუსლების კაკუნით წავიდა.
---რა დროს მოხვალ დაგაგვიანდება?-კითხა ჟანეტმა. სოფომ თვალი ჩაუკრა და უთხრა;
---დაწექი შენ ნუ დამელოდები, დამაგვიანდება!- ყველა გაკვირვებული უყურებდა ხან სოფოს და ხან გუგას. გუგა წყნარად იჯდა, თითქოს არ აინტერესებდა სოფოს წასვლა, არ წასვლა. წავიდა სოფო და მის საუკეთესო მეგობარს შეხვდა. ჩაბნელებული დარბაზი სოფის შესვლამ გაანათა და თვალი მოავლო დარბაზს. ერთი გადახედვით დაზვერა თუ სად იჯდა ეგრედ წოდებული ლევანი და ხალხის მასაში გზა გაიკვლია მის მაგიდამდე. ლევანი მარტო იჯდა და სოფოს ელოდა.გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა და გაიხსენეს ზოგადად ბავშობის წლები.
---აბა მითხარი რას შვრები. ისევ გიჟობ?
--რა გითხრა ლეო შენი დახმარება მჭირდება!
---მე რაში უნდა დაგეხმარო გოგო, ძებნაში ხარ?- სიცილით უთხრა მეგობარმა.
---არა რა ძებნაში ერთი ბიჭი უნდა ვაეჭვიანო!
---ანუუუუ შეყვარებულის როლი მაქვს? და შენთან? როცა გეხვეწებოდი მაშინ უარი მტკიცე და ახლა შენი პირით მთავაზობ როცა დაკავებული ვარ? -გამხიარულდა ლევანი.
---კარგი რა ამ თემაზე წარსულის გახსენება არ გვინდა ლეო. შენს გოგოსთან კი მე ვაგებ პასუხს!
---იცის, იცის რა გიჟიც ხარ. ვინაა მე ვიცნობ?
---არა შენ არ იცი. აი მოვიდა უკან გამომყოლია. შემამოწმა მართლა თუ შევხვდი ვინმეს!- უცებ მათ მაგიდის წინ გაიარა გუგამ.
---კარგი ტიპია. შეეფერებით ერთმანეთს.გოგო კოცნის როლიც მაქვს? -მაგრად ხალისობდა ლეო. და მალულად გახედა გუგას.
---ბევრს ნუ ტლიკინებ და ადექი საცეკვაოდ გამიყვანე, შემომთავაზე ცეკვა ბოთე!- ლევანი ადგა და ლამაზ, წყნარ მუსიკაზე სოფო საცეკვაოდ გაიწვია. ცეკვავდნენ ერთმანეთს მიკრულები და ორივე სიცილს იკავებდა. ლევანიმ შეხედა გუგა მათკენ რომ წავიდა და ყურში ჩასჩურჩულა სოფოს.
---მოემზადე ჩვენსკენ მოდის. ხვალ ეკას მშობლებს უნდა შეცხვდე და დღეს ნამდვილად ვერ დავილურჯებ თავს, ამიტომ ამაზე მეტს ნუ გაამწვავებ სიტუაციას საკმარისია რომ იეჭვანა., გესმის?- გუგა მიუახლოვდა ამ საუბარში და არც შეეკითხა არაფერი ისე ჩაკიდა ხელი და ბარიდან კიარ გაიყვანა გაათრია.
---ხელი მეტკინა შე ნადირო!
---მომინდომა ტინკიცი გოგომ!
---შენ ვინ გეკითხება!
---მე ვინ მეკითხება ხო? -გუგას გაბრაზებულ სახეზე სოფო გულში ხარხარებდა მაგრამ არც დაუფარია მივიდა ახლოს და უთხრა.
---გუგააა იცი ეხლა რა მინდა?
---კი ვიცი რაც გინდა, ცემა გინდა ერთი კარგი!
---არა შე დაუნო მე შენი კოცნა მინდა!- გუგას თვალები გაუფართოვდა და შეეკითხა;
---რა გინდა? რაღაც მომესმა!
---არ მოგესმა გაკოცო მინდა!
---არა, მე არ მინდა შენი კოცნა!- გაჯიუტდა გუგა.
---მოვა დრო და შემეხვეწები ეხლა კი ეს იკმარე!- მივიდა ახლოს და ნაზად მაგრამ. მგრძნობიარედ აკოცა გუგას. გუგა გაშტერებული უყურებდა.
---თვალები გაგიშტერდა გუგა. ვაიმეეე რა უზრდელი გოგო ვარ, პირველი კოცნა მოგპარე ხო? წაგართვი უმანკოება!- გადაიკისკისა და ამ კისკისმა გუგას ნერვები გააღვიძა.
---ჩემთვის არ ყოფილა ეს კოცნა პირველი მაგრამ, აი შენთვის პირველიც მე მივითვისე, მეორეც და ეხლა მესამეც დაუვიწყარი იქნება!- გუგა მიუახლოვდა სოფოს და გიჟურად,ველურად, ცხოველურად დააგემოვნა სოფოს წითელი და გემრიელი ტუჩები. გუგამ ეშმაკურად შეხედა და უთხრა.
---აი ეს კი არ დაგავიწყდება არასდროს. ეს გინდოდა შენ. მხოლოდ ეს კოცნა და ხო მიიღე. წამო წავიდეთ მე და შენ სადმე მარტო.
---გავიპაროთ? ჯერ არა. ეს ჩემს გეგმებში არ შედის, ასე რომ დაცდა მოგიწევს!
--ერთი ცარიელი ოდა ვიცი, მხოლოდ ფარდები ამშვენებს მის სიმყუდროვეს. იქ წაგიყვან და ნახავ რა სიმშვიდეა, იქ სოფო სულის სილამაზეს დაინახავ. ერთ დღეს აუცილებლად წაგიყვან იქ, ახლა თუ არა ოდესმე მაინც!-უთხრა და თვალი ჩაუკრა.
---ერთ დღეს წავიდეთ და არა ახლა!
---დავზავდით?- მოჭუტული თვალით გახედა გუგამ. სოფოსაც გაეცინა და ხელები აწია მაღლა.
---დავზავდით!
---ახლა მითხარი, ვინ არის იქ რომ გელოდება და პერეკოსად გვიყურებს!- უთხრა სიბრაზე შერეული ხმით გუგამ.
---წამო გაგაცნობ. ნუ გეშინია არ არის შენი კონკურენტი! -გაეცინა სოფოს.
---ლევან გაიცანი ჩემი.......!- ვერ თქვა არ იცოდა რა ეთქვა, რა ქვიოდა მათ ურთიერთობას.
---სოფოს შეყვარებული!- დაემარა გუგა და მხრებზე ხელი მოხვია, მისკენ მიიზიდა.
---ძალიან სასიამოვნოა, ლევან ძიძიგური სოფოს ბავშობის მეგობარი. ვიცი რომ გაეჭვიანათ და არ გეგონოს მხარი აუბი. მე დაკავებული ვარ, მყავს საცოლე, ასე რომ მშვიდად იყავით!- უთხრა სიცილით ლევანმა.
---ერთს გისურვებთ გულით ორივეს, არასოდეს არ გახუნდეს თქვენი სიყვარული.უფალს კი ვთხოვ რომ მოთმინება მოგცეს სოფოს ხელში!- დაემშვიდობა წყვილს და წავიდა.
---ესე იგი მაეჭვიანე ხო?- გუგამ ძლიერად მიიკრა მკერდზე და კიდევ მერამდენედ იგემა სოფოს ტუჩებიდან უკვდავების ელექ.
აგვისტო ნელა-ნელა იწურებოდა ახლოვდებოდა წმინდა მარიამობის დღესასწაული და მასთან ერთად ლილუს დაბადების დღეც. ლილუ წინა დღით წამოიყვანა გუგამ ბავშვთა სახლიდან და ჟანეტთთან მიიყვანა. არ იყვნენ ერთი დედის შობილნი, მაგრამ იყვნენ ერთი სულის ნაწილნი. მათ ესმოდათ უსიტყვოდ ერთმანეთის. მთელ სახლში საოცარი სურნელი ტრიალებდა და თან მზადება დიდი მართმადიდებლული დღესასწაულისთვის.
კაკის უნდოდა ეს დღე ლილუსთვის განსაკუთრებულად მიელოცა. გული დაწყდა ლილუს, სახლში მისულს სამაგობროს თვალი რომ მოავლო და მათ შორის კაკის ვერ შეხედა. ყველა ფეხზე წამოიშალა და დათომ თქვა.
---ჩვენი სრულწლოვანი გოგოც მოვიდა!- ხელი გადახვია და გულში ჩაიკრა ლილუ. ლილუს ცრემლით აევსო თვალები, უბედნიერესად თვლიდა თავის თავს.
---ბედნიერი ვარ რომ თქვენ მყავხართ. ეს ყველაზე დიდი და უზარმაზარი საჩუქარია ჩემთვის!- გულუბრყვილოდ უთხრა იქ მყოფებს და ცრემლიც ვერ შეიკავა. იმ ცრემლში კაკის მონატრებაც იყო.
---გენაცვალეეე რა გატირებს ლილუ!- მოეფერა რეზი და გულზე ფრთხილად მიიკრა და ყურში ჩასჩურჩულა.
---მოვა ის ვირიც ნუ ნერვიულობ, ცრემლი არ გიხდება!- ლილუ უცებ შეცბა და თავი აწია გაოცებულმა და რეზის გაეცინა მის გაოცებულ სახის დანახვაზე და თვალი ჩაუკრა.
---ჩუუუ არ თქვა არაფერი, მე ცანცარა ვარ და მასხარასაც მეძახიან მაგრამ, ჯერ თვალის მხედველობაც კარგი მაქვს და ასე რომ ყველაფერს ვხედავ და ვგრძნობ, მართლა უგულო კი არა ვარ გოგო!
---დავიშალოთ ახლა და ხვალ ბოლომდე ვსვამთ ყველა!- გამოაცხადა ხმამაღლა გუგამ. ყველანი წავიდნენ და გოგოებმაც დასაძინებლად ერთად წავიდნენ. გადაწყვიტეს ერთად დაწოლილიყვნენ და საუბარში ტკბილად ჩაეძინათ. ტკბილი ძილი კი ღამის ოთხ საათზე კარებზე ბრახუნმა შეაწყვეტინათ. შეეშინდათ გოგოებს და ჟანეტიმ მამა გააღვიძა.
ბარში ქეიფობდნენ ბიჭები რომ ღამის სამ საათზე მთვრალმა კაკიმ მის ერთერთ მეგობარს დაურეკა და ყვავილების მაღაზიის გაღება მოთხოვა კატეგორიულად. კაკი რისი კაკი იყო რომ პირველს არ მიელოცა დაბადების დღე საყვარელი ქალისთვის. მეგობარმაც არ დააღალატა და გაუღო შუა ღამით მაღაზია საიდანაც კაკიმ 18-ცალი სისხლისფერი წითელი ვარდი იყიდა და სხვა ყველა ერთმანეთში არეული ფერებით 300 ცალი ვარდით, ბიჭებთან ერთად გაუდგა გზას ჟანეტისთან.კარზე ასე გვიან რომ ატეხენ ბრახუნი ძია ნოდარი ლამის გაგიჟდა. გააღო კარები და გადახედა სიმაღლისადა მიხედვით დაწყობილ ბიჭებს, რომლებსაც უამრავი ყვავილი ეკავა ხელში და ბორძიკობდნენ. ჯერ გაეცინა ასეთ დღეში რომ შეხედა ყველას და მერე ვითომ გაბრაზებულმა უყვირა.
---სულ შეიშალეთ ხო? ვერ აზროვნებთ ვერაფერს. რა დროა, რომელი საათია იცით თქვენ საერთოდ? ან რას გავხართ!
---სიყვარულმა დრო, საათი და ადგილი ან მანძილი არ იცის, არა ძია ნოდარ!?- უთხრა კაკიმ საწყლად.- შემომიშვი რა მიულოცავ და გამოვბრუნდები!
---ოხ ჩემს გულს რა ვუთხარი, რომ მეც ვიცი რას ნისნავს ეს გრძნობა!- გაუღო კარები და ბიჭები ჩუმად შელაგდნენ საძინებელში. ეგონათ ეძინათ და ჩუმათ მოძრაობდნენ მუმიებივით მაგრამ, სოფო რისი სოფოა კივილი ატეხა და იქით დაუხეთქა გულები ბიჭებს.
---აუუუ გუგა როგორ მეცოდებიიიი!- ჩაილაპარაკა გიორგიმ და გარეთ გამოვიდა. დატოვეს მარტო კაკი და ლილუ საძინებელში.
---მალე გამოდი!- შეუბღვირა გუგამ
---ლილუ ახლა მთვრალი ვარ. დავლიე ხო, რადგან ფხიზელი ვერ გეტყოდი ამ სიტყვებს მაგრამ, გპირდები რომ ხვალ ყველაფერი მემახსოვრება. მინდა გითხრა რომ არასოდეს არ დავიღლები იმის თქმით, სიცოცხლეს რომ მირჩევნიხარ. რაზეც არ უნდა დავიწყო ფიქრი. ბოლოს მაინც შენამდე მოვდივარ. ყველაფერს გაჩუქებ ლილუ რაც გამაჩნია, მხოლოდ სიყვარულს ვერ გაჩუქებ და იცი რატომ? აბა შენ მასწავლე შენივე თავი როგორ გაჩუქო, ჩემი სიყვარული ხომ შენ ხარ საყვარელო. ლილუ მიყვარხარ უზომოდ, უსაზღვროდ და მინდა შენგანაც ვგრძნობდე ამავე გრძნობას. შენს თვალებში ვკითხულობდე უსიტყვოდ პასუხს!
---კაკი მე......!- ლილუ საწოლის კიდესთან ჩამომჯდარიყო და მის წინ მჯდომ-დაჩოქილ თუ ვერ გაეგო როგორ, მყოფ კაკის შეშნებული აფახფახებული თვალებით უყურებდა.
---არაფერი არ მითხრა ახლა, ფხიზელი რომ ვიქნები მაშინ მითხარი. ახლა მოდი უბრალოდ ჩამეხუტე რა და გამითბე გაყინული გული!- მოხვია მისი გრძელი მკლავები და ჩამალა მის მკლავებში ნაზი და მორცხვი ლილუ.
---ბედნიერი ხარ გუგა, არაჩვეულებრივი სიძე შემოგდის სახლში. აგერ ყველას თვალწინ აგახია დაიკო. სად არის ამდენი ხანი!- გუგას ნერვებზე უკრავდა დათო.
---რა სულელური აზრები გაწუხებს ხანდახან დათიკო. რას ბოდავ, როცა რამეს ამბობ, ცოტა აზრი დაატანე გესმის?- შეუბღვირა გუგამ.
---მე ნუ მიბღვერ ის ნახე რატომ დააგვიანდა, რადგან ჩვენ კაკის გარეშე აქედან ფეხს არ გავადგამთ!
---წავალ დავხედავ ბალღებს!- თქვა გუგამ და ბორძიკით წავიდა ლილუს საძინებლისკენ. მივიდა როგორც იქნა, გააღო კარები და თვალები გაუფართოვდა, კაკის ლილუ ჩაეხუტებინა და გემრიელად ფშვინავდა. გაბრაზდა და წაიწია კაკისკენ, უნდოდა წამოეგდო ფეხზე მაგრამ, სოფომ და ჟანეტიმ გაიყვანა ოთახიდან.
---ხო კარგი წამოდით, ისინი უკვე მიღებული ყავს უფალს და დილას გააკანკალებს კანკლაძეს!- თქვა გუგამ.
---არსადაც არ წახვალთ, ყველა მოთავსდებით ადით და დაისვენეთ. ჟანეტ, სოფო თქვენ ჩემს საძინებელში შედით ახლავეს, ამათ მე მივხედავ! მკაცრად უთხრა გოგოებს და თავად დაარიგა ბიჭები საძინებლებში. ბოლოს დაღლილი შევიდა ისიც გოგოებთან და აქეთ-იქედან შემოუწვენ საყვარელ ბიძას სოფომ და უსაყვარლეს მამას ჟანეტი.
სიყვარული იშვიათობას არ წარმოადგენს. სამყაროში ყოველდღიურად უყვარდება ვიღაცას, ვიღაც მაგრამ, ნამდვილი სიყვარული ყველასათვის ხელმისაწვდომი არაა. არსებობს გამართლებული და გაუმართლებელი სიყვარული, სიყვარული ან კვდება და იმარხება ან დიდ გრძნობებში გადადის და დაუსრულებელია, ცოცხლობს უსასრულობამდე. აი ამ ძლიერმა გრძნობამ გაღვივდა ლილუს და კაკის გულში და ერთი უზარმაზარი გული შექმნა.
---შენ ჩემი გული ხარ ჩემო პატარავ!- გაიღვიძა თუ არა ცხვირში შეუღიტინა ლილუს თმის სურნელმა. შეხედა გოგოს როგორც ჩაეხუტა დაწოლისას, ისევ ისე იყვნენ ერთმანეთზე აკრულები.
---12 საათია და ნებივრობა გაგიგრძელდა. აეთრიე ზემოთ და ქვემოთ ჩამოეთრიე, ნუ ამომიყვან მანდ სიძევ ბატონო!- წაიკითხა კაკიმ გუგას მესიჯი.
---დღეს ნუ ჩაამწარებ დღევანდელ დღეს ბავშვს თორემ ძვლებში დაგამტვროვ იცოდე!- მიწერა კაკიმ და გაბრაზებული სმაილიც მიაყოლა მესიჯს. შემდეგ ისევ ლილუს მიუბრუნდა და აკვირდებოდა მძინარეს მისი ლამაზი სახის ნაკვთებს.
---ჩემი ვარსკვლავი ხარ ლილუ, რომელიც ღამეს მინათებს, ამიერიდან ყოველ დილას უდიდესი გრძნობით გავიღვიძებ. მე ვერასოდეს ვერ ვიტყვი უარს ამ უფაქიზეს გრძნობაზე. არ მინდა სევდიანს გიყურო, მინდა სულ ხალისობდე და ასეთი ხალისიანი მინდა შეგიგრძნო!- ვერ ძღებოდა კაკი ლილუს ფერებით.
ჟრიამულით და ხალისით დაიწყო ახალი დღე. დილით ყველამ ეკლესიაში წავიდნენ.სანთლებიც დაანთენ და ილოცეს. საღამოს სახლში ულამაზესი სუფრით დააგვირგვინეს ეს უჩვეულო დღე. მხიარულებდნენ, სადღეგრძელოებს ამბობდნენ და სასმისებს ბოლომდე ცლიდნენ. მაგისის თავში სასმისით ხელში ჟანეტი დადგა და ყურადღება ითხოვა. ყველამ გაისუსა და უსმენდნენ ამ გრძნობით ნათქვამ სიტყვებს და კიდევ უფრო დარწმუნდნენ რომ ჟანეტის გული საყვარელი ადამიანისათვის დაიცლებოდა და დაიხარჯებოდა ბოლომდე.
---ძვირფასო საზოგადოებავ, ჩემო მეგობრებო! იმედია არ მიწყენთ ახლა რასაც ვიტყვი. ყველანი ძალიან მიყვარხართ, მე უთქვენოდ ჩემი ყოფნა ვერ წარმომიდგენია. მაგრამ არის და არსებობს ერთი ადამიანი რომელსაც ამაყად შეუძლია დაუდგეს წინ ამ თქვენს სიყვარულს. ის ჩემი ბავშვობის მტკივნეულიც და ლამაზი მოგონებაცაა, რომელსაც ჩემნაირი ტკივილი ტკიოდა. ამ ადამიანში ჩაქსოვილია ჩემი ბავშვობის წლების მტკივნეული სუნთქვა მაგრამ, ყოველთვის ერთმანეთს ვაძლებინებდით და გვეგონა ჩვენს თავზე ოქროს წვიმა წვიმდა ხოლმე, ყოველი გულიანი ტირილის შემდეგ. მე ბევრჯერ შევადარე ეს ნაზი არსება იმ ლურჯთვალა იას, ეზოში ღობის ძირში რომ ვკრეფდით ხოლმე და ყოველ დედის დღეს თუ 8 მარტს მანანა დეიდას ვჩუქნიდით. რაც არ უნდა მტკივნელი უნდა იყოს ჩვენი ბავშვობა იმ სახლიდან იწყება, სადაც ჩაისახა ჩვენი სამი ბავშვის მეგობრობა და ერთგულება. იქ ნიავი ლაღად მიბერავდა თმებს, ეს სიყვარული ჩემი შენდამი, იქ იმ კედლებიდან მოდის. იქ გიპოვნე ჩემო ყვავილსურნელებავ. ეხლაც ჩემი გული გარეთ გამოსვლას ლამობს და ჩემზე ადრე უნდა მოგეხვიოს, მოგეფეროს, მოგილოცოს. მეც მოვალ და მოგილოცავ მხოლოდ ჯერ ბევრი მაქვს სათქმელი. ჩვენ გავიზარდეთ ლილუ, გავიზარდეთ და ჩვენს თვალწინ ჩაიქროლა და ჩაიგრიალა თითქოს უდარდელმა წლებმა. დამთავრდა ის წლები ხუთი წლით უფროსი ბიჭი რომ დაგვდევდა პატარა ფეხსაცმელებით ხელში და ვერც გვიბრაზდებოდა მაგრამ მსუბუქად გვსაყვედურობდა,
,,ჩაიცვით ფეხზე თორემ ორივეს გცემთო''. რამდენჯერ უთქვია აღარ მოვალ, აღარ გნახავთ და მარტო იყავით აქო მაგრამ, მეორე დღეს სკოლიდან იქ მოდიოდა და პირდაპირ ჩვენს ოთახში შემოდიოდა. დავრბოდით, დავკუნტრუშებდით და ამ სირბილში რამდენჯერ წამომიკრავს შიშველი ფეხი ქვაზე მაგრამ, ტკივილს ვერ ვგრძნობდი, რადგან თქვენ ორივე ჩემს გვერდით იყავით. მაისი მიყვარდა და მიყვარს, ყოველ პირველ მაისს წითელი ვარდებით მოდიოდა, მერე ქალაქ გარეთ წაგვიყვანდა და იქედან უზარმაზარი მინდვრის ყვავილების კონებით ვბრუნდებოდით, მთელი დღის მშიერები. ის ფერადი მინდვრის ყვავილები, ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო ჩემთვის. დღესაც ყველაზე მეტად, ყვავილებში უპირატყესობას მინდვრის ყვავილს ვანიჭებ. მახსოვს ერთხელ საახალწლო მაგიდას ვამზადებდით და ჩვენი პატარა ხელებით მანანა დეიდას ნაზუქების ცხობაში მივეხმარეთ!
---ყველაზე გემრიელი ნაზუქი ცხოვრებაში რაც გამისინჯავს, ის ნაზუქი იყო!- თქვა ძია ნოდარიმ და ჟანეტს ცრემლიანი თვალებით შეხედა. ჟანეტს გაუკვირდა მამას სიტყვები და კითხვის ნიშნის თვალებით შეხედა მამას. მიხვდა რომ შვილისთვის რაღაც უნდა ეთქვა და თქვა;

---წინა დღით ჩამოვედი საქართველოში და მანანა ვნახე, იქ ვიყავი იმ ერთადერთხელ მოსული. მაშინ შებრუნდა და ნაზუქებით სავსე პატარა კალათით დაბრუნდა და მითხრა ცრემლიანი თვალებით და აკანკალრებული ხმით.
---ნოდარ ეს ჟანეტის გამომცხვარი ნაზუქებია, ნახე რა გოგო გეზრდებაო. იმ დღიდან რომ წავედი,ძალიან დიდი ხნით აღარ დავბრუნებულვარ. თითქმის 12 წელი. ერთი წელია რაც უკვე საქართველოში ვარ და ალბად არც არასდროს არ წავალ აქედან, თუ რაიმე მნიშვნელოვანი არ მოხდა ისევ ჩემს ცხოვრებაში
---მამა დედა აღარ არის მაგრამ, ცხოვრება გრძელდება. არც ატამს შეუწყვეტია ყვავილობა მის შემდეგ, არც ნუშის, არც ვაშლს, არც ტყემალს, ცხოვრება სეზონის მიხედვითაა დაყოფილი და ჩვენც უნდა გავყვეთ ამ სეზონის მიხედვით ცხოვრების ბილიკებს. ნუ ხარ დაღონებული დღეს ხომ ძალიან ლამაზი დღეა!
---წამალი კი არა უკვდავება ხარ შენ ჩემი ჟანეტ!- მამას აკოცა და ისე მის ადგილზე დაბრუნდა.
---ერთხელ გუგამ მე და ლილუ წაგვიყვანა მოყტუებით ეს ორი ბატი, როგორც უნდოდა ისე გვატყუებდა და გვიბრიყვებდა. მახსოვს უზარმაზარი ვენახები იყო და ამ ვენახებში შიგა და შიგ ხილით დახუნძლული ხეები იდგა. ბალი, ალუნჩა, ვაშლი, ზოგი კიდევ ყვავილში იყო. ავსავსეთ კალათები და ძლივს გავიტანეთ გზაზე. იქ ერთი ურიკა ყავდა, სამ ბორბლიანი და ზედ დავაწყვეთ და წავედით ღიღინით სახლისაკენ. იქ თურმე გვეძებდნენ და რომ დაგვინახეს ჯერ გაეხარდათ, მერე ამდენი ხილი რომ მივიტანეთ მახსოვს გური ძიას გაოცებული სახე და ჩვენ კიარა გუგას მიუბრუნდა. შეეკითხა თუ საიდან გვქონდა ეს ამდენი ხილი, რომელიც გზაში აჯაფსანდალივით არეულიყო ერთმანეთში. მიკიბ მოკიბა რაღაცეები გუგამ და მიხვდა ყველა რომ იტყუებოდა. სამივე უკან გაგვაბრუნა, წყალის დალევაც არ გვაცალა, დაგვაწყო სიმაღლესდა მიხედვით და ჩვენი ურიკით მოტანილი ხილით სავსე კალათები, ხელით წაგვაღებინა, ურიკის გარეშე და თავად უკან მოგვყვებოდა. მიგვიყანა ბაღის პატრონთან და იქ სამივე გვცემა, უფრო მეტი გუგას მოხვდა. მებაღეს ფული გადაუხადა და ბოდიშიც მოგვახდევინა. მერე აღარსად აღარ მივყვებოდით ამ უაზროს!
---ვააა შეხედეთ ეს რა როჟა ყოფილა, შავ სამყაროს აწვებოდი?- სიცილით უთხრა კაკიმ.
---აუ დამენახა გუგას ქურდული გამოხედვა!- სიცილს ვერც რეზი იკავებდა
---მიუხედავად ყველაფრისა ცხოვრებაზე ხელი არასოდეს არ ჩამიქნევია!- გააგრძელა ჟანეტიმ. ტიალია ოხერი წუთისოფელი, ჩავლილი წყალივით არის. მთავარია მომავალი გვქონდეს ბედნიერი და სიყვარულით სავსე, საყვარელ ადამიანებთან ერთად! ბოლო სიტყვის თქმისას ნიკას გახედა და თბილად გაუღიმა.-
--არასოდეს შემიფასებია სილამაზით ადამიანი, მე იმ ადამიანს ვერ გაუგებ რომელმაც გარეგნული სილამაზეს აფასებს და სულის სილამაზის ფასი არ იცის. ჩემო ლილუ მე ამ ტკივილიანი და ცოტა სახალისო მცირე მოგონებებით, მინდა დღევანდელი დღე მოგილოცო და შენთან ერთად ის თვითეული სევდიანი წამიც მიყვარს, ლამაზ ბავშობას რომ მაგონებს. ბოლოს კი მინდა უსაზღვრო ბედნიერება გისურვო და იყავი ძლიერი. ყველაფრის ფასად დაიცავი შენში ჩაღვრილი სიყვარული თორემ გახსოვდეს, არავინ დაისჯება ისე მწარედ, როგორც ის ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს და მუდამ სანანებელი გაუხდება, რომ ერთ დროს არ დააფასა შენი სიყვარული!- ტაშმა იქუხა და ლილუ წამოდგა, ჟანეტთთან მივიდა და ჩაეხუტა ამ ორს კი გუგამ მოხვია ორივე ხელი და ხმამაღლა თქვა;
---ამ ორს რომ ვინმემ აწყენინოს, სამუდამოდ დაივიწყოს რომ ერთ დროს გუგა გურეშიძე(გურეშა) მისი მეგობარი იყო!
დღე-დღეს მისდევდა და აი სანატრელი დღეც დადგა. უნივერსიტეტში წასვლის პირველი დღე. არ უნდოდა ზედმეტად გადაპრანჭული წასულიყო და უბრალოდ ჩაიცვა, შავი შარვალი და თეთრი პერანგი, რომელიც ცოტა ლანდავდა და ვნებიანად აჩნდა გემრიელი მკედრი. ყელზე კი როგორც ყოველთვის თეთრი ქათქათა შარფი შემოიხვია. ოდნავ მაკიაჟიც გაიკეთა და შავი ჟილეტი შემოიმცვა რადგან ცოტა გრილი დღე იყო. შესაძლებელი იყო კიც გაწვიმებულიყო. გუგამ გაუარა და წაიყვანა გოგონები, ლილუ მაღაზიაში დატოვა და ჟანეტი უნივერსიტეტში.
მაღაზია ლილუს ჩაანდო ხელში რადგან გადაწყვიტა მთელი მისი შესაძლებლობლები სწავლისთვის დაეთმო. უნდოდა მიზნისთვის მიეღწია და მისი ადგილი ქონებოდა საზოგადოებაში. გუგამ არა მარტო უნივერსიტეტამდე მიიყავანა, არამედ შიგ აუდიტორიაშიც შეყვა. შეხედა სად მიითვისა ადგილი და ვის გვერდით. ყველა და ყველაფერი გადაზვერა მისი არწივისებული გამოხედვით, შემდეგ შუბლზე აკოცა თბილად და ხმამაღლა უთხრა;
---რომ დაამთავრებ ლექციებს დამირეკე და მოვალ!
---კარგი -!უთხრა ჟანეტიმ და სიამაყით გააცილა თვალებით და იგრძნო, როგორი შურიანი თვალებით უყურებდა ყველა.
პირველი დღე უნივერსიტეტში ლექტორების და ბავშვების გაცნობის დღე უფრო იყო. უღიმღამოდ გავიდა დრო და დასრულდა როგორც იქნა ლექციები და გუგას გადაურეკა.
---გუგა გარეთ ვარ, მოხვალ თუ წავიდე?
---მე თუ მოვახერხე მოვალ, თუ არადა ნიკა გამოვა!
---კარგი გელოდები! -გაიცნო რამოდენიმე გოგო და ეზოში ტელეფონის ნომრებს ცვლიდნენ, რომ ნიკა მიუახლოვდა.
---თავისუფალი ხარ უკვე?
---კი წავედით?
---წავედით ოღონდ არა სახლში!
---აბა სად მივდივართ? გუგამ იცის?
---გუგას უნდა შეუთანხმდე შეყვარებულს სადაც წავიყვან? ცოტა ხმამაღლა მოუვიდა ნიკას ნათქვამი და ყველამ გაკვირვებულმა შეხედა. დილას ერთმა მოიყვანა და ეხლა სხვამ მოაკითხა.
---გოგოებო გაიცანით ეს ნიკაა ჩემი.....!
---ჟანეტის შეყვარებული!- ამაყად თქვა ნიკამ და გოგოებს ხელი ჩამოართვა.
---ის დღეს ვინ იყო ჟანეტ?- შეეკითხა ინტერესით გოგოებმა, რამაც ჟანეტის ღიმილი მოეფინა სახეზე.
---ის გუგაა ჩემი ძმა. ასე რომ შანსი მაინც არ გაქვთ, რადგან უკვე დაკავებულია. დაგასწრეს. აბა წავედი კარგად გოგოებო და ხვალამდე!
---ხვალამდე ჟანეტ!- დაემშვიდობა გოგოებიც.
ნიკამ მანქანით გარეთ გავიდა, ერთ ტრიალ მინდორზე თითქოს გაბრაზდა ამინდი ამ ორზე და ცა საშინლად მოიქუფრა, სადაც იყო ბოლომდე გადაიხსნებოდა ზანტად გაწოლილი შავი ღრუბელი და კოკისპირული წვიმა დაასველებდა მზესთან ნანებივრებ მწვანე მინდორს. ლამაზი იყო ირგვლივ მიდამოს ყურება, მიუხედავად იმისა რომ ირგვლივ სიშავემ დაისადგურა. შავი ღრუბელი და მწვანე მინდორი და მათ შუა მდგარი ორი ადამიანი, რომლის გულებიც გახშირებულად ფეთქავდა.
---ამინდი გაგვიფუჭდა მაგრამ, ეს მცირე დროც კარგი იყო შენთან ერთად, შენს გვერდით. დაიხარა ნიკამ და ჟანეტის გემრიელი ტუჩები მიითვისა, დააგემოვნა და უთხრა;
---ძალიან გამიჭირდება ამ ტუჩების გარეშე. ყოველ დილით მე წაგიყვან სასწავლებელში, რომ შევივსო შენი სურნელით, რომელიც მთელი დღე უნდა მეყოს. აცივდა წავედით თორე ორივე გავცივდებით!- სირბილით წავიდნენ მანქანისკენ და გზაში წამოეწიათ წვიმა, თუმცა მაინც მიასწრენ და სწრაფად მოთავსდნენ მანქანაში. ძალიან დაბნელდა ირგვლივ ყველაფერი, გზას ვერ ხედავდა, ტელეფონებმა სიმმა დაკარგა უამინდობის გამო.
---არ ინერვიულო ცოტა ხანს დაველოდოთ და წავალთ!-ორივე ფიქრთა მორევში გადაეშვა,ვერ გაიგეს როდის შეჩერდა წვიმა
წვიმის შემდეგ მზემ გამოანათა, მართალია სუსტად მაგრამ მაინც. საოცრად შემზარავი სანახავი იყო მწვანე მინდორი. წვიმისაგან უმოწყალოდ გადათელილი მინდვრის ლამაზი, ნაზი ყვავილები, რომლებსაც სილამაზეც კი დაეკარგათ. ხეებს ტოტები ჩამომტვრეული, ჩამოხლეჩილი ეყარა საცოდავად გზაზე და ამ ყველაფერს გულის წუხილით უყურებდა. გაკვირვებული იყო ბუნების უეცარი ცვლილებით და ეს ცვლილება მრისხანება იყო. თითქოს ამინდის ასეთუ უეცარი შეცვლა ჟანეტის გასაფრთხილებლად იყო, რომ ძლიერი უნდა ყოფილიყო, რომ ყოველ წუთს მზად უნდა იყოს უეცარი დარტმისთვის. რაღაც მძიმე ელოდა წინ, ამას გრძნობდა მაგრამ, რა ეს ჯერ კი იცოდა ვინმემ?
---იცი ეხლა რას ვფიქრობდი?-კითხა ნიკამ.
---რას?- ცნობისმოყვარე თვალებით შეხედა ჟანეტიმ.
---უეცრად ასე რომ ავირიოთ და რაღაც მოულოდნელობა თავს დაგვატყდეს, რა იქნება ან როგორ იქნება ჩვენი ცხოვრება შემდეგ?- არ ელოდა ჟანეტი ასეთ კითხვას და პასუხს დაუწყო ძებნა.
---ამას დრო გვიჩვენებს თავად ნიკა. წინასწარ რა გითხრა იმაზე რაც არ ვიცი წინ რა გველოდება!- ჩაფიქრებული იყო და ისე გასცა პასუხი. თუ ეცდები და დამამცირებ ნიკა, არასოდეს შევეცდები იგივე გაგიკეთო არა, ეს შეუძლებელია. იბედნიერე და ჩემზე ფიქრები დრო და დრო თავად მოგიღებს ბოლოს.ეს სიტყვები, ეს დღე და ეს ამინდი არ დაგავიწყდეს არასდროს!- მტკიცედ გაიჟღერა ჟანეტის სიტყვებმა სიჩუმეში.- მე არ მინდა სიყალბე იყოს ჩვენს შორის, მე მირჩევნია ტყუილს და მსახიობობას ერთმანეთთან შეცდომებით სავსე ვიდგეთ პირისპირ მაგრამ გულწრფელები. ნიკა ძალიან დააფიქრა ჟანეტის სიტყვებმა და ტანში გაცრა მისმა მტკიცე ხმამ.
---ჟანეტა მე შენ გიპოვნე და არ დაგკარგავ. შენ ჩემი სულის უძვირფასესი სამკაული ხარ, რომელსაც ყველაზე დაცულ სამალავში ,,ჩემს გულში'' ვინახავ! გადაიხარა ჟანეტისაკენ და ტუჩის კუთხეში ნაზი კოცნა დაუტოვა. ისე იყო ჟანეტი ფიქრებში ჩაძირული ეს კოცნა ვერ გაიგო, ისევ ფიქრრებში და და შიშში იყო ჩაძირული. ენდე და დააფასე ის ადამიანები ვინც შენში სამ ძვირფას თვისებას დაინახავს; სევდას-ღიმილის მიღმა, სიყვარულს-სიბრაზის უკან და სათქმელს-დუმილის დროს.
---არ ვიცი წინ რა მელის მაგრამ მე შენ გენდობი ნიკა. ეხლა კი წავიდეთ სახლში ინერვიულებენ! -ნელა-ნელა გაუყვა ნიკა წვიმისაგან გადარეცხილ გზას. საცოდავად ეყარა გზაზე ხის ნორჩი ტოტები, წვიმისაგან და ქარისაგან ათასჯერ გადამტვრეულები. ფიქრებში ჩაძირულები, სახლამდეც ასე მივიდნენ.
---მოვედით ჟანეტ. არ მინდა გაგიშვა!- უთხრა ნიკამ სევდიანად
---გვიანია უკვე ნიკა, ძალიან გვიანი!- ასევე სევდიანად უპასუხა ჟანეტიმ.
---წამოდი ჩაგაბარო მამაშენს უვნებელი!- უთხრა სიცილით ნიკამ და ენა გამოუყო ჟანეტს.
---ცანცარა ხარ!- გაეცინა ჟანეტსაც. გამთენიის რიბი-რაბო იყო, ჟანეტს რაღაც ფხაკურმა რომ დაუფრთხო ძილი და შეშინებული წამოდგა. ფრთხილად მიუახლოვდა აივნის კარებს და რას ხედავს, ნიკა მოიპარება აივანზე, თვალები გაუფართოვდა და შეეშინდა.
---ნიკაააა აქ რას აკეთებ, სახლში არ შემოგიშვებ!
---კარგი რა ჟანეტა, ნახე რამდენი ვიწვალე აქ რომ ამოვსულიყავი და შენამდე მოვსულიყავი და გარეთ დამტოვებ? დავიჯერო სულ არ შემიცოდებ ამ სიცივეში? ამ საუბარში უცებ სტაცა ხელი და გულზე აიკრა აივნის მოაჯირზე შემომდგარმა და უთხრა;
---აბა ჩაიხედე ძირს. თუ გადავარდებით, ერთად გადავარდებით. ან ერთად დავიმტვრევით ან ერთად დავიხოცებით. იცი მერე რას იტყვიან? სიყვარულისთვის თავგანწირულებიო! -გაეცინათ ორივეს.
---აქ, რა ხდება?- ორივეს სახეზე ღიმილი შეეყინათ, ზურგს უკნიდან მკაცრი ბარიტონი მოისმა.



№1  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra kargebi arian

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent