გვირილების წვიმა (სრულიად)
აბიტურიენტობა და სიზარმაცე. გინდა მოეწყო სასურველ ფაკულტეტზე, მაგრამ სიზარმაცე გეძალება. მეგობრები და გართობა. მაგრამ სწავლა უპირველეს ყოვლისა. ხოდა ძალაუნებურად მეც მინდა თუ არ მინდა, მაინც ვსწავლობ. მომავალი იურისტი გახლავართ. მგონი გენებში მაქვს. ბაბუა-იურისტი. მამა-იურისტი. დედა- ადვოკატი. მე ნინა წერეთელი ვარ. დედისაგან იუმორის გრძნობა და სიკეკლუცე გამომყვა. მამისაგან კი თავდაჯერებულობა და დინჯი ხასიათი. ამ ყველაფერს სასწაულად ვუთანხმებ ერთმანეთს. ყველა სიტუაციიდან შემიძლია გამოძრომა. მაია იმის მიუხედავად, რომ 40 წლისაა, სილამაზით მეც კი მისწრებს. საოცრებაა მისი ცისფერი თვალები, რომლებიც გაბრაზებულზე მუქ ლურჯად გადაიქცევა ხოლმე. უყვარს გართობა და გიჟდება თავის სადაქალოზე. მაგარი დაქალები ყავს ძაან. ჩემი ჭკუისანი არიან. კეკლუცია, მაგრამ როცა საჭიროა სრულიად სხვა ტიპაჟი ხდება. ხასიათის ცვალებადობა. ესეც ერთი საჩუქარი დედისგან. მოკლედ, დედის და მამის საოცარი ნაზავი ვარ. ხო რას გეუბნებოდით? აბიტურიემტობა თქო. დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო. ბევრ რამეს სწავლობ და ცხოვრებაზეც სხვა შეხედულება გიჩნდება. საატესტატო გამოცდები და მოსწავლეთა ათასგვარი ნერვიულობა. ხომ გაგიგიათ სიყვარული დედამიწას ატრიალებსო. ცოტას შევცვლი და გეტყვით, რომ სიყვარული კი არა ამ შემთხვევაში გამოცდები ატრიალებს დედამიწას. გაახლოვებს ადამიანთან და თქვენს შორის უფრო მეტ საერთოს აღმოაჩენ, ვიდრე აქამდე შეგეძლო. არასოდეს არ მქონია კლასთან კარგი ურთიერთობა. უბრალო კლასელობით შემოვიფარგლებოდი ყოველთვის, მაგრამ სადაც კლასი იყო იქ ვიყავი მეც. საატესტატოები და დაწყებული შეკითხევები: -ხომ იცი დამაწერინე რა, შენნაირი კლასელი მეორე არ არის. მეუბნება ნატა და მეცინება. აქამდე ხმა, რომ არ გაუცია და ეხლა კიდე ჩემნაირი მეორე არ არის. -დაგაწერინებთ რათქმაუნდა. ვეუბნები მე და მეღიმება. თორმეტი წელი უთქმელი სიტყვები და მხოლოდ და მხოლოდ მისალმებით ან ნახვამდით დამთავრებული. ვფიქრობ, რომ როცა საჭიროა ადამიანს უნდა დაეხმარო, მერე რა, რომ აქამდე ნაცნობები, მაგრამ მაინც უცნობები ვიყავით. -კრასავჩიკამ და მედალოსანმა ნინამ შემოანათა. მღერის კოკოშა და სიცილისგან გული მიმდის. ყველაზე კარგი ტიპია ჩემი ძმის საძმაკაცოში. როგორც ეს მამხნევებს და გვერდში მიდგას არ ვიცი რა. -ზე სიმპატიურიც აქ ყოფილა. -რახდება გამოცდებზე ნინა? -ხვალიდან ვიწყებ კოკოშ. -უეჭველი აბარებ შენ! -ვიცი. გამეღიმა მე. ლოყაზე ვაკოცე და თმები ავუჩეჩე. გიჟდებოდა ლოყაზე კოცნაზე, მაგრამ არა თმების აჩეჩვაზე. მეც ხანდახან წავიმაიმუნებდი და ვაბრაზებდი ხოლმე. -ნიკუშ, გავძახე ჩემს ძმას.-თუ რამე დაგჭირდათ დამიძახეთ, მე ავალ ვიმეცადინებ ცოტას. -კარგი, მიდი. ‘’დიდოსტატის მარჯვენა’’,’’დავითიანი’’,’’შუშანიკი’’ და კიდევ ათასი რამ წავიკითხე. ბოლოს მაიამ მომიტანა ყავა ცოტა გამოფხიზლება არ გაწყენდაო. -მადლობა დე. -მიდი დაისვენე, გამოიძინე. -კარგი. -ნინა, შენ ცოტა სუსტ მოსწავლეებთან ერთად შეხვალ. შენი იმედი გვაქვს, რომ დაეხმარო. მეუბნება დამრიგებელი და მეც თავს ვუქნევ, იმის მიუხედავად,რომ არ ვარ გახარებული ამ ამბით. როდესაც ადამიანს სწავლა არ გინდა, გამოდი ამ მეცხრე კლასიდან რა. ან შენთავს რატომ აწვალებ, ან სხვებს. ქართულის გამოცდა წარმატებით დასრულებული და არცერთი ჩაჭრილი. ასე განმეორებული შემდეგი სამი გამოცდაც და წარმეტებით დასრულებული სკოლა თითოეული მოსწავლისათვის. -მადლობა ნინა, მეუბნება ლუკა.-შენ, რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა. -საჭირო არ არის, ნებისმიერი ასე მოიქცეოდა. -რატომ ვართ უბრალოდ კლასელები და არა საუკეთესო მეგობრები? მეუბნება ნათია. მეღიმება. -მარტო ცალხმრივად ინიციატივის გამოჩენა არ არის ნათია საკმარისი. ჩემი ის არ მოგწონდათ,რომ შეძლებული ოჯახიდან ვიყავი და სწერვა ტიპი გეგონეთ, მაგრამ არაუშავს, ყველაფრის ნულიდან წამოწყება თუ გინდათ აქ ვარ. -ძალიან მაგარი გოგო ხარ, სუფთა ფურცელი და ყველაფერი კარგი. -გეყოს ნათია ახლა, გაეცინა ირაკლის. აღნიშნული სკოლის დამთავრება და ყველას ბედნიერი სახე. სხვისი ბედნიერება ძალიან მახარებს. ვგიჟდები მომღიმარ ადამიანებზე, ამიტომ ყოველთვის, მაქვს ამის ძალა თუ არა, გამიღებული დავდივარ. -გილოცავ ნინა თორმეტ წლიანი ‘’სროკის’’ დასრულებას. ჩამძახის მარიამი ტელეფონში და ბედნიერებისაგან დახტის დარწმუნებული ვარ. დაქალია მაინც და ყველაფერი ვიცი მასზე, როდის რას აკეთებს. -მადლობა მარო, მეც გილოცავ, საღამოს ჩემთან იყავი, ნიკუშა და ბიჭები იქნებიან, ჩვენებურად ავღნიშნოთ. -ოჰოო, კარგი. რამდენიმე საათში ისე დავიღალე ცეკვისაგან მეგონა სულს განვუტევებდი. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მომიღებს მე ბოლოს. ჩანთა ავიღე და გასასვლელისაკენ წავედი. -სად მიდიხარ ნინა?-გამომძახა ნუცამ. -სახლში, ძალიან დავიღალე. -კარგი რა დარჩი, ჯერ ძალიან ადრეა. -ვიცი, მაგრამ მართლა დავიღალე, კლასელებს უთხარი, რომ წავედი. -კარგი, არ დაიკარგო იცოდე. -თქვენც. გამეღიმა. ეს რამდენიმე დღე იყო რაც ნორმალურად ვლაპარაკობდით ერთმანეთთან და მაინც მწყდებოდა გული სკოლის დამთავრებაზე. საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოსწორების გზაზეა. მთავარი მონდომებაა,როცა გჯერა და გინდა ყველაფერი გამოგივა. შეუძლებელი არაფერია. მთავარი საკუთარი თავის რწმენაა. სახლის კარები, რომ შევაღე ისეთი ამბავი იყო, რომ არ ვიცი. მამა შვილს არ აიყვანდა ხელში. სად ვინ იჯდა და რა სადღეგრძელოს ამბობდა რას გაიგებდი. იქვე იჯდა მარიამი, ნასვამი კი არა მთვრალი. ყველაზე საყვარელი ამ დროს არის. ძალაუნებურად, რომ გამოხატავდა თავის გრძნობებს, არადა როგორც ცდილოს სიფხიზლეში დამალვას კოკოშას სიყვარულისას. ყველაზე მართალი ადამიანი სიმთვრალეშია. სასმელი გათამამებს და გრძნობებს გიმძაფრებს. განა კოკოშასაც არ უყვარდა? რათქმაუნდა კი. უბრალოდ ჯერ ადრეაო გაიძახოდა და მარიამს პატარა დაიკოს ეძახდა. როგორ მახსოვს, პატარა დაიკო,რომ შეარქვა კინაღამ გამიგიჟდა მარიამი. ეს რა გამიბედაო. კოკოშამაც იცოდა, რომ ბრაზდებოდა და მაინც ყოველთვის ასე ეძახდა. რატომ?-იმიტომ, რომ გიჟდებოდა გაბრაზებულ მარიამზე. ასე ამბობდა, ამ დროს სულ სხვანაირია, ერთიანად ქალურიც და ბავშვურიცო. მალე ვიხილავთ ახალ წყვილს. მე მეჯრა და თქვენც გჯერათ ხომ? -დაილოცოს კეტები. ვყვირივარ მე და ძლივს ვიქცევ ყურადღებას. -ვა ვა, ეს ვინ მოსულა, გაჰყვირის ჩემი ძმა, არადა უეჭველი ვიცი, ჰგონია, რომ ძალიან დაბალ ხმაზე ლაპარაკობს. -რა გაყვირებს , რომელიმე ყრუა აქ?-გაეცინა მიშკას. -უი მართლა ვყვირივარ? დაიკიდეთ რა. გაეცინა ნიკუშასაც. -მოდი ეხლა ნინა და მარიამი დავლოცოთ, ორი ატესტატიანი მანდილოსანი.-დაიწყო რომამ. დალევის საბაბი მიეცი ამათ და თაგვსაც კი დალოცავენ, თორემ ვის აინტერესებდა ჩემი ან მარიამის ატესტატი. წარმოიდგინეთ ჩვენს სტუდენტობას როგორ აღნიშნავენ. : ) ჩაიხრჩობიან სასმელში, მაგრამ მაინც ჩემები არიან და ვგიჟდები ყველაზე. კოკოშა, ნიკუშა, მარიამი, მიშკა, თორნიკე, კოსტა. ჩემს ცხოვრებაში ექვსი საუკეთსო ადამიანი და უამრავი თავგადასავალი ერთად. ვგიჟდები მოგონებებზე, რომლებიც მათთან ერთად მაქვს გატარებული, ხოდა სულ დამავიწყდა ჩემს ატესტატს, რომ ლოცავდნენ და კოსტას გამოვტაცე ჭიქა ხელიდან. -რას აკეთებ ტო? ვერ ხვდებოდა კიდევ. -სადღეგრძელო უნდა დავლიო კოსტა, აღარ უნდა ამდენი დალოცვები ჩვენს ატესტატს. -რას სვავ ასეთს ადამიანო, კინაღამ თავზე გადაასხი. გაეცინა მარიამს. -მოკლედ, ეს ის სადღეგრძელოა რომელზეც რასაც ქვია ვაფრენ, ზოგადად ხომ იცით იშვიათად ვამბობ სადღეგრძელოებს, ხოდა ეს იშვიათობა დღეს არის. -რამდენ შესავალს უკეთებ ნინა, გაშრა ყელი. მეძახის კოკოშა და მეცინება ამ ლოთზე. გულში ათასგვარად ვლანძღავ და ვაგრძელებ: -ხოდა მინდა მოგონებებს გაუმარჯოს, ტკბილ მოგონებებს, აი ისეთებს ჩვენ რომ გვაქვს ერთად გადამხდარი და რომელსაც სიცილით ვიხსენებთ, იმის მიუხედავად, რომ მაშინ სახარბიელო სიტუაციაში არ ვყოფილვართ, მთავარი ერთად ყოფნა იყო და სხვა არაფერი. მწარე მოგონებებიც გვაქვს, მაგრამ ნაკლებად და მინდა სულ ასეთი ლაღები, ბედნიერები და შეკრულები ვიყოთ და ზუსტად ვიცი მომავალში კიდევ უამრავი მოგონება გვექნება. -გაუმარჯოს მოგონებებს, ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ, მეუბნება ნიკუშა და მეხვევა. -არ დამიმთავრებია დამაცადე ნიკუშ, მეცინება მე, ვიცი მომხვდება ამის თქმის მერე, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ვერ გამოუტყდებით ერთმანეთს და იქნებ ბიძგი მოგცეთ. კოკოშ, მარიამ, თქვენ და თქვენს სიყვარულს გაუმარჯოს. არაყი ერთი მოყუდებით დავლიე და შემდეგ მათ სახეებს გადავხედე, მარიამი დასარტყმელს ეძებდა, კოკოშას კი ალბათ წარმოდგენაში დასაფლავებულიც ვყავდი. მაგრამ გადავრჩი. ისევ ამ მოგონებების სადღეგრძელომ გადამარჩინა, ისიც დროებით, თორემ დღეს მარიამი ჩემთან რჩება და რავიცი რას გამიჩალიჩებს ღამე. -გაგიჩალიჩათ. ეუბნება მიშკა და სიცილისგად იკრუნჩხება. -აუ რა კაი ტიპია ეს, სხვა ვინ იზავდა ამას. გენაცვალე ნინაჩკა, მეხვევა ჩემი ძმა და შუბლზე მკოცნის. გამოშკარავებული წყვილი კი აწურულები სხედან და ხმას ვერ იღებენ. ბოლოს ისევ მარიამი წამოდგა და ჭიქა აიღო ხელში. მგონი გამბედაობა მოემატა. -კარგით, რა აზრი აქვს მალვას? ჩემს სიყვარულს გაუმარჯოს კოკოშას მიმართ, არა და-ძმურს, არამედ ქალ-ვაჟურს, ვიცი იტყვით ვერ არის რას აკეთებსო, მაგრამ რომ არ გავაკეთო ეს მერე საერთოდ ვეღარ ვიტყვი. აქ ატყდა ემოციები და არყის ბოთლიდან დალევები. კოკოშას ბედნიერი სახე და სუფრიდან მომტყდარი წყვილი. მერე დაძინება, ვის როგორ ეძინა ჯობდა არ მენახა. ზედახორა იყო. მომდევნო რამდენიმე დღე რეპეტიტორები, სახლი და წიგნები იყო. იმ დღესაც საშინლად გადაღლილი მივედი სახლში. მაია გაგიჟებული იყო ჭამე მაინც რამეო. ეგრევე დავიძინე. შუაღამეა და ტელეფონზე ვიღაც მირეკვას, ეს ის მომენტია როცა გინდა, რომ მოკლა ადრესატი. დავხედე და მიშკა მირეკავდა. -ისეთი მიზეზი მითხარი, რომ შენი მოკვლის სურვილი გამიქრეს მიშკა! -გაგაღვიძე ნინა? -არა მიშკა, ვჭამდი და ახლა ვაპირებდი დაძინებას. გამეცინა ჩემს დებილურ პასუხზე. -მიდი გაემზადე და შენი ძმაც გააღვიძე სადღაც გავდივართ. -აუ დილამდე ვერ დაიცდიდი? გადაირევა მაია. -მოგვარებულია შენზე ეგ თემა. თხუთმეტი წუთი გაქვს დრო, წამზომი ჩართულია. მეუბნება და მითიშავს. ძლივს გავაღვიძე ნიკუშა, ცოტაც და ყინულიან წყალს მოვიშველიებდი, მაგრამ ცოტაც... მართლაც 15 წუთში მოვიდა. მოგვესალმა, ჩაგვყავარა მანქანაში და გაგაზა. -სად მივდივართ ბიჭო, იცი რა კარგ სიზმარს ვხედავდი? რას მერჩოდი? ისე სასაცილოდ ლაპარაკობდა ნიკუშა გულიანად გადავიხარხარე. -ვის ხედავდი ელენიკოს? გადაიხარხარა მიშკამაც. -შენ წარმოიდგინე და კი. და მე ვერ ვხდები ვინ არის ელენიკო. : ) -გაგაბა მაგ გოგომ ძმაო. და კიდევ ერთი გაოცება. -შეყვარებულია ჩემი ძმა თუ რა ხდება? ისტერიულად მეცინება. ასეთი მექალთანე და შეყვარებული? ვერ წარმომიდგენია! -არა იგონებს რაღაცას. ცადა სიმართლის დამალვა ბიჭმა. გავუტარე ეხლა, მაგრამ მერე სად გამექცევა? სულ ჩემი არ არის? : ) -სად მივდივართ მიშკა თქვი რა, ასე რომ წამომაგდე საწოლიდან. ნახევრად მძინარე ვლაპარაკობდი მე. -ვაკოს უნდა დავხვდეთ. -ვაკო ტო? აქ რამ გადმოაგდო? ეე რა მაგარია. სიხარულისაგან ხტოდა ჩემი ძმა და მე მაინც ვერ ვხდებოდი ვინ იყო ვაკო. -კი, მაგრამ ვინ არის ვაკო? გავბრაზდი მე. -ჩვენი ძმაკაცია, საფრანგეთში ცხოვრობდა და ჩამოდის აქ, არ იცნობ. მეუბნება მიშკა და მინდა დავასახიჩრო ჩემი ტყუილად გაღვიძებისთვის. -მერე წაგეყვანა მარტო ნიკა, მე რას მერჩოდი ან ვაფშე რა შუაში ვარ? -შენ ხარ თავშიც, შუაშიც და ბოლოშიც. მეუბნება მიშკა და იგუდებიან სიცილით ბიჭები. და აი ისევ მესამედ ვრჩები გაკვირვებული. -ისევ? ეუბნება ნიკუშა და აციმციმებული თვალებით მიყურებს. -დაუსრულებლად ძმა. ეცინება მიშკასაც და ჰაეროვან კოცნას მიგზავნის. -გამაგებინებთ რახდება თუ ჩავიდე მანქანიდან? -მალე გაიგებ! ეხლა კი დაჯექი ნორმალურად. რაღაცას მიმალავენ, თან მაგრად მეკაიფებიან. ასეთი უნდა ძმა და ძმის ძმაკაცი! აბა მე დავუმალო რამე თუ გოგო ვარ. გადამდგავენ სახლიანად. აეროპორტში მიგვიყვანა, ყველა იქ იყო აბსოლიტურად. მარი და კოკოშაც კი. ამათი დანახვა თუ გამამხიარულებდა ახლა. წყვილს ისე ჩავეხუტე კინაღამ გადავაყირავე ორივე. მერე მარიამს მივუბრუნდი. -მარი შენ მაინც იცი ვინ არის ვაკო? -კი გოგო როგორ არა, ამათი ძმაკაცია, შენ არ გახსოვს? -არა ვაფშე ვერ ვიხსენებ, ვიცნობდი მე? -კი, როგორ არა, ბაღში დადიოდა ჩვენთან ერთად ერთი წელი, ჩვენზე დიდი იყო და მალე დაამთავრა, მაგარი შეფრენილი ტიპია, აუ არ გახსოვს ბაღში რეებს გიკეთებდა? -აუ ეგ ის ვაკოა გვირილები მინდა მეთქი, რომ ვთქვი? -ხო, ხო ეგაა. მოგიტანა ბიჭმა და ზედ მიაყარე, შენი მოტანილი რაში მჭირდებაო. -აუ რა დასტვენილი მქონდა, მარა ღირსი იყო გამიმწარა მთელი ბაღის პერიოდი. -ეხლა ხო დალაგებული ხარ ნინა! გაეცინა მარიამსაც. მერე ატყდა აჟიოტაჟი, გადახვევები, ვაკო, ვაკოს ძახილი და თავის ატკიება. გაქცევა მინდოდა აქედან და მშვიდად ძილი. მოკითხული ძმაკაცები და ბოლოს გაჩერებული ჩემთან. ლოყაზე ნაზი კოცნა და არამქვეყნიური ხმით ნათქვამი. -გამარჯობა ნინა! დაბნეული ნინა და ბლუყუნით ნათქვამი -გამარჯობა ვაკო! ჩუმი ჩაცინება და შამპანიურის გახსნა. რაღაც განსხვავებული მზერა და გაყვითლებულ-გალურჯებული მე! აეროპორტიდან ნორიოში და იქ დამხობილი სამ სართულიანი სახლი. გახსენებული ბავშვობის ამბები და ათასი სიხარული. -აუ გახსოვთ? დაიწყო თორნიკემ.-ძაღლმა,რომ უკბინა და აცრა გაუკეთეს ეს კიდევ მაინც, რომ სვავდა. -როგორ არ მახსოვს ბიჭო, გადაიხარხარა კოსტამ, ლოთი იყო გამოუსწორებელი, თქვენ ფხიზლებმა ჩემმა მტერმა გიყუროთო და თავი გაიმეტა მოსაკლავად რასაც ქვია. -კი მარა რაზე ფიქრობდი ? გაეცინა მიშკასაც. -იმ დროს არაფერზე სასმლის გარდა. ხოდა მეც აქედან კიდევ უფრო მივხვდი, რომ მაგრად ვერ იყო. აივანზე გავედი, პლედი მოვიხურე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებდი. ვგიჟდებოდი ასეთ სიტუაციაზე. სიგრილე. პლედი. ცხელი ჩაი და ბუნება. საოცარ სიამოვნებას მანიჭებდა ეს ყველაფერი. სახეზე ცხელი სუნთქვა ვიგრძენი. შემდეგ ისევ არაამქვეყნიური ხმა. -ბაღი მშვიდობით დაამთავრე ნინა? გაეცინა ვაკოს. -შენ არ იყავი და რათქმაუნდა კი. -ისევ გინდა გვირილების წვიმა როგორც ადრე? და დღეს უკვე მერამდენედ გავვოცდი. ერთადერთი ოცნება, რომელიც მეგონა არავის არ ახსოვდა. -შენ საიდან იცი? -მე ყველაფერი ვიცი ნინა! მართლაც ჩემი ოცნება იყო გვირილების წვიმა. თვითონ გვირილებზე ხომ ვგიჟდებოდი. თავზეც ყოველთვის გვირილების გვირგვინს ვიკეთებდი. -მაოცებ ვაკო. -ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. -არაფერი არ დაწყებულა და რა უნდა გვქონდეს წინ? ისტერიულად გამეცინა მე. -პულსის აჩქარებები. და ვხდებოდი, რომ ზედმეტად მოქმედებდა ეს ბიჭი ჩემზე. ავდექი ჩემი პლედიანად და ოთახში დასალევად შევედი. -უნდა დავლიო! -ერთად დავლიოთ. გაეღიმა ვაკოს. ასე უხდებოდეს ადამიანს ღიმილი? მე ჯერ არ მინახავს. საოცრად უხდებოდა მუქი მწვანე თვალები, შავი თმები და ღია ვარდისფერი ტუჩები. მომწონს! არა არ მომწონს! მომწონს! და ასე დაუსრულებლად ვფიქრობდი სანამ სუფრასთან მივედი. მეცინებოდა ჩემს ფიქრებზე. რა დროს მოწონება იყო? ერთი ნახვით სიყვარულის არა, მაგრამ მოწონების მჯერა. როგორ ვახტები ამ ჩემს აზრებს არ ვიცი. რამდენიმე წამიანი ინტერვალები მაქვს და ყოველ წამს სულ სხვადასხვა რაღაცას ვფიქრობ. მგონი მართლა გამაგიჟა. თქვენ რას ფიქრობთ? -დამისხით! ვყვირი მე რადგან იქ მყოფთა ხმაური გადავფარო. -მეც დამისხით, გვერდზე ამომიდგა ვაკო. შევსებული ჭიქები, განსხვავებული მზერა და საოცრად სასიამოვნო სიტუაცია. -მარი, კოკოშ, ისევ თქვენ გლოცავთ. თქვენს სიყვარულს გაუმარჯოლ,რომელსაც მე უნდა მიმადლოდეთ რა! გამეცინა და არაყი გადავკარი. -თქვენ გაგიმარჯოთ გვრიტებო. სიცილნარევი ხმით ამბობს ვაკო. შემდეგ გონის დაკარგვამდე სმა და სუფრიდან გაპარული მე. მესამეზე ავედი. და გავითიშე მაშინვე. ყველაზე სასიამოვნო რა არის იცით? რომ გაახელ თვალს და გვერდზე შენი საყვრელი გვირილები, რომ გხვდება წერილთან ერთად. ‘’დილამშვიდობის ნინა, ვიცი მიხვდი ვინც ვარ. ნაბეღლავი საწოლთან დევს, გამოფხიზლდი და საღამოს ჩემს ზარს ელოდე.’’ რომ ვთქვა არ მესიამოვნა თქო დაიჯერებთ? ვიცი, რომ არა. კი არ დავდიოდი დავფრინავდი. მარიამის გარდა ყველას ეძინა. სახლი მივალაგეთ და ჰამაკში წამოვწექით. -როგორი ბედნიერები ხართ შენ და კოკოშა. -ძალიან, ვგიჟდები ისე მიყვარს. ემოციებს ვერ მალავდა მარი. -ორი დასტვენილი! -არც შენ და ვაკო დააკლებთ. -მე და ვაკო რა შუაში ვართ? გავბრაზდი, რადგან ზუსტად მიზანში მოარტყა. არადა დაქალია რას ვუმალავ. მაგრამ ეს ის მომეტნტია, როდესაც შენ თავთანაც არ გინდა გამოტყდომა საკუთარ თავთანაც კი. -არ გიცნობდე მაინც! ის ხო გეფლირტავება, მაგრამ არც შენ აკლებ. ისტერიულად გაეცინა. -ეგრე მემჩნევა? გამეცინა მეც. -არა, მაგრამ დაქალი გამჩნევს. ისე რა წყვილი იქნებით? ის ხომ ურევს და შენ ხო უმატებ! -არ თქვა. შემდეგ დილის ამბები მოვუყევი და სულ გადაირია გოგო, მეც მინდა ეგეთი ბიჭი მყავდესო. შენის რა არ მოგწონს მეთქი და ხმა ვერ ამოიღო. რა დაეწუნებოდა ჩემს კოკოშას? -ვაკო ქალაქში წავიდა თინა დეიდას სანახავად. მეუბნება მარი და ეღიმება. -მერე მე რას მეუბნები? -ვითომ არ გაინტერესებდა რა! შემდეგ გაღვიძებული ბიჭები და ნაბახუსევისგან გათიშულები. თბილისამდე როგორ ჩავაღწიეთ არ ვიცი. უამრავი საოცრება ჩაიდინეს სულ რაღაც ერთ საათში. საოცრად დაღლილი მისული სახლში და ვაკოს ლოდინში ჩაძინებული. დილით,რომ გამეღვიძა ნერვებ მოშლილი ჩავედი სამზარეულოში. მაია გადავკოცნე და ყავის გაკეთბა დავიწყე. -დაჯექი დედი ჭამე მე გაგიკეთებ ყავას. -მადლობა დე. ვგიჟდები ამ ქალზე. -როგორი დრო გაატარეთ? -აუ ძალიან მაგარი, იმდენი დავლიეთ. -ვიცი, გეტყობოდათ სახეზე. -აუ მართლა? -ხო, მკვდრისფერი გედოთ შენ და შენს ძმას. როგორც ჩანს ჩვენი სახეები გაახსენდა და კატასტროფულად გადაიკისკისა. -გაიხსენე ვაკო? -არ მიხსენო ეგ ბიჭი, გამიმწარა ბავშვობა. გამახსენდა გუშინდელი საქციელი და ისევ მომეშალა ნევრები. -გაგიხსენებია,ისე გაეცინა მაიას.-დალიე ყავა და იმეცადინე ძალიანაც ნუ გაგიჟდები რა. -კარგი მაია. ისევ გასული რამდენიმე კვირა. მოსული ეროვნულის გამოცდები და აკანკალებული მარიამი. რა ანერვიულებს ამ გოგოს მაინც ვერ ვხდები. -აუ ტო რა გჭირს, დაწყნარდი რა, შენზე მეტის მცოდნეს დედაც! გაეცინა კოკოშას. -მაინც ვნერვიულობ რა ვქნა რა. -ფეხზე დაიკიდე გოგო! გამოუხტა ლექსო. -ფეხზე დაკიდება როგორია? გაეცინა მარიამსაც. -გინდა განახო? მივბრუნდი მე. -აბა მიდი. -აი ვაკომ, რომ დამიკიდა ისეთი. ყველა გაოცებული იყო. მარიამის გარდა ვერავინ ვერ მიხვდა. -რამე ხდება? სახე წაეშალა ნიკუშას. მეც სიტუაციის გასანეიტრალებლად გავიცინე და დავამატე. -ვიკაიფე ძმაო რა გჭირს! არ იცი რანაირი ვარ? -ხო მამენტ რა გამიკვირდა. უცებ გაატარა ნიკუშამაც. ქართული, უნარები, ისტორია და ფრანგული. წარმატებით ჩაბარებული ეროვნულები და ლაშქრობის გახსნილი სეზონი. მოულოდნელად გამოჩენილი ვაკო თავისი კარვითურთ და არ შემჩნეული ჩემი შეშლილი სახე. -სად მივდივართ წელს? -სე ამბობ წელსო თითქოს ყოველ წელს ჩვენთან ერთად ატარებდი რა! წავკბინე მე. ირონიული ღიმილი მაჩუქა და დაამატა. -ნუ იკბინები, ყველაფერს ავინაზღაურებ. დაწყვილებული სასტავი. და ელენიკო და ნიკუშა. ხომ გითხარით გამოტყდება თქო. ლაშქრობაზე მოყავს უკვე ჩემი სარძლო. იცით რა საყვარელია? ასხივებს მზესავით. სულ იცინის, სულ კარგ ხასიათზეა და რათქმაუნდა ჯიგარია. კოკოშამ მარი წამართვა. ნიკუშა ელენიკომ. ბიჭები ნაშებმა და დავრჩი მარტო, ეულად. -მე ვისთან დავწვე, მარტო მტოვებთ? ვითომ გავბრაზდი მე. -არა საყვარელო, შენ თქვი ჯერ სად გვაქვს მარშუტი და არ მოგაწყენ კარავში. მეუბნება ვაკო და თვალები შუბლზე ამდის. ჩემი სახის დანახვისას ყველას ეცინება. მეც მეცინა ოღონდ სიმწრით, მაგრამ არ ვიმჩნევ. -აბუდელაურზე, ერთი კვირით ბატონო ვაკო, მოხიბლული ვარ თქვენი შემოთავაზებით და ერთი სული მაქვს არ მომაწყინოთ. ხელის გადახვევა და დინოზავრები. გიგრძვნიათ? საოცარი გრძნობაა. და მგონი ცუდად ვეჩვევი ამ ახალ გრძნობებს. ავტოსტოპით წავედით ბარისახომდე. ბარისახოდან როშკამდე ფეხით. ის დღე იქ დავბანაკდით. ვიმღერეთ, ვიმხიარულეთ და კარვები გავშალეთ. მთების ფონზე ცისარტყელას ფერი კარვები საოცრება იყო. უამრავ ფოტოებს ვიღებდით. წვიმა და ცისარტყელა აკლდა ამ ყველაფერს მარტო. კოცონი, თბილი გარემო და სიყვარულით აღსავსე თვალები. ვაკომ იმ ღამით მართლაც ჩემს კარავში დაწვა. -რატომ მენაგლები? ძილბურანში წასულს მესმის ყიფიანის ხმა. -საიდან მოიტანე? თავს ვისულელებ მე. -არ გინდა ნინა, კარგად გიცნობ, მაშინდელის გამო? -უი გახსოვს? ირონიულად დავიწყე ახლა ლაპარაკი მე. -რა გეწყინა? გავატარე, არ ვაპირებდი ისტერიკების მოწყობას. არადა დიდი სიამოვნებით გავლანძღავდი. -ნინა! გამეცი ხმა. -მეძინება. -ძილინების! ისე მორიგი ნერვების მოშლა. და ისევ არ შემჩნევა. იცის რომ დააშავა და მაინც ბოდიშიც კი არ მომიხადა. და ისევ ჩემს თავზე მეშლება ნერვები. რაში ვავალდებულებ ბიჭს? მითხრა მომწონხარო?-არა! -მითხრა აუცილებლად გნახავო?-არა! მაგრამ მაინც. ოხ ეს ქალური ლოგიკა. -ვაკო! ვცდილობ სამეგიერო გადავუხადო და დილის ექვს საათზე საშინლად ხმამაღლა ჩავყვირივარ ყურში. -დამანებე თავი ნინა! -გაიღვიძე ყველა წავიდა უკვე! -მართლა? და ისეთი სისწრაფით წამოხტა რომ არ ვიცი. სიცილისაგანნ გავიგუდე. -აბაროტს მიღებ ნინა? გაეცინა ყიფიანსაც. -როგორ გეკადრებათ. გადავიკისკისე მე. ჩახუტება. შუბლზე კოცნა. და დაწყნარებული ნინა. განმეორებული დინოზავრის შეტევები. და უ ბ ე დ ნ ი ე რ ე ს ი ნინა. -როგორ ვმოქმედებ შენზე. მეუბნება ყიფიანი და თავი ჩემს მუცელზე უდევს. -არადა მე ვმოქმედებ ვაკო შენზე. მეცინება მე, როდესაც ვიცი რომ ცამდე მართალია. -გვირილების წვიმა ისე გინდა? -სიგიჟემდე. -ხოდა მოდი გავგიჟდეთ. -რაღა გვაკლია? -ორი ერთში უნდა ვიყოთ, ეს გვაკლია ნინა! -ბევრს იღებ საკუთარ თავზე. -არა ნინა! ხომ იცი მაინც ერთად ვიქნებით, დღეს თუ არა ხვალ უეჭველი მაინც. -გრძნობები, რომ არ არის? -არა? -არა! არ ვტყდებოდი მე. -ჩემიც საკმარისი იქნება! -არა, ეგეთი არ მინდა არაფერი. -ვცადოთ? ჩაეღიმა ყიფიანს. -რის ცდას აპირებ? ხმა აღარ ამოუღია. თავისი სპალნიკიდან ამოძვრა და ჩემსკენ მოიწია. პულსაცია პიკს აღწევდა. -პულსის აჩქარება. მეჩურჩულება ყურთან ახლოს და ყელში მკოცნის. საოცარი ჟრუანტელის გრძნობა და უკვე შეერთებული ბაგეები. -მაგიჟებ ბაღიდან მოყოლებული. მშორდება და მეჩურჩულება. -მგონი. და უცებ ხმა გამიტყდა. -მგონი შენც გაგიჟებ არა? -მაგიჟებ. მაინც გავტყდი მე. შემდეგ რამდენიმე დღიანი ფერადი ტბების მოვლა და კოკოშასა და მარის ქორწილი ჩვენებურად. ერთ კვირიანი ცივილიზაციასთან განშორება და ბედნიერი სახეები. დაახლოებული ნინა და ვაკო. თბილისის პერიოდი იყო საოცრება. თორნიკეს ბებიის გასვენებაში იყვნენ მთელი სასტავი. 200 კაცში მხოლოდ ამათი ხმა ისმოდა. 90 წელს მიღწეული ქალი ვიღას აინტერესებდათ. მისამძიმრების დროს ხო იგუდებოდნენ სიცილით. ამათნაირი გიჟები მე ჯერ არავინ მინახავს. სუფრაზე მიცვალებულებულების სადღეგრძელოს მაგივრად ერთმანეთს, შეყვარებულებსა და თავიანთ მეგობრობას ლოცავდნენ. ყველგან აჩნდნენ თავიანთ განსხვავებულობას. ოქტომბრის ოცი იყო. ნინას დაბადების დღე. განსაკუთრებულად ემზადებოდა ამ დღისთვის. ალბათ გულიც უგრძნობდა, რომ ყველაზე განსხვავებული იქნებოდა. იუნიქის ტერასა დაჯავშნა ათ კაცზე. მაგრამ... -ნინა დაბლა ჩამოდი გავდივართ. -სად გავდივართ ვაკო, ადრეა ჯერ თან გასამზადებელი ვარ. -ერთ საათში დავბრუნდებით ნინა, გელოდები მალე, სპორტულად ჩაიცვი. -კი მარა სად მიგყავარ? -რით ვერ შემეჩვიე. გაეცინა ყიფიანსაც. რამდენიმე წუთში უკვე მის მანქანაში იჯდა და ყიფიანის სურნელით ტკბებოდა. -გილოცავ საყვარელო. ყელში კოცნა და გამეორებული ჟრუანტელი. -მადლობა. -მზად ხარ? -რისთვის ვაკო? ეშმაკურად ჩაეღიმა, ისე ნინას რომ უყვარდა და ყოველთვის რაღაც რომ იმალებოდა ამ ღიმილის უკან. -გაიგებ ნ ი ნ ა ჩ კ ა. ნახევარ საათში აიყვანა წყნეთის სახლში. იქ მომხდარი ნინასთვის შოკი იყო. მართლაც გვირილების წვიმა მოუწყო, როგორც პირდებოდა. გაგიჟდა ვაკო და გააგიჟა ნინაც. ყველგან გვირილები ეყარა. საიდანღაც გვირილები ცვიოდა. გვირილების კონა ეჭირა ყიფიანს და ყველაგან საერთოდ ყველგან. გარეთ, სახლში თუ სახურავზე გვირილები იყო. -ვგიჟდები შენზე არ მითქვამს აქამდე? გიჟივით ეხუტება წერეთელი ყიფიანს. -არა, მაგრამ ისედაც ვიცოდი. საოცრად ბედნიერი იყო. უნდოდა ეყვირა, ეწივლა და ყველას გაეგო თავისი ბედნიერების შესახებ. -გაემზადე და წავიდეთ შარდენზე. -კი, მაგრამ კაბა? გიჟივით რომ გამომაქციე. -წინდახედული ბიჭი ვარ. გარდერობიდან წითელი, ზურგზე ამოღებული და ტანზე გამოყვანილი გრძელი კაბა გამოუღო. გიჟდებოდა ნინა ამ ფერზე და ეს ფერიც გიჟდებოდა ნინაზე. შავი მაღალ ქუსლიანი და ყველაზე ლამაზი ნინა. -საოცრება ხარ! ჯერ კიდევ დადებილებული უყურებს ვაკო. -მადლობა, შენც! შემდეგ იყო გართობა. დალევა. ფეხების დატეხვამდე ცეკვა გაპარული ნიკუშა და ელენიკო და ყიფიანის ნათქვამი სიტყვები: -ცოლად გამომყვები? -რომ გითხრა არა თქო დაიჯერებ? გაეღიმა ნინას. -რა თქმა უნდა არა! დასასრული. არვიცი რა გამოვიდა. მაგრამ მთელი სული და გული ჩავდე ამ მოთხრობაში. მიყვარხართ! ველოდები თქვენს შეფასებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.