შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Chocolate სრულად


30-05-2016, 23:58
ავტორი ლორელაი
ნანახია 25 470

ვისკის კიდევ ერთ ჭიქას ვსვამ და თვალები უფრო მებინდება, უცებ ჰაერი უცნაურად იმუხტება და დარბაზში sexy uje mne mojna (მაპატიეთ ლათინური შრიფტისთვის, რუსული არ მაქვს)იწყება, ვისაც მოსმენილი გაქვთ მიხვდებით, რა დაემართებოდა ვისკით გამომთვრალ თინეიჯერს, რომელსაც ამ წუთას მთელი სამყარო ფეხებზე ჰკიდია. ტემპერატურამ მომიმატა, გავხურდი, მე კი არა ნებისმიერი ნორმალური ადამიანი იგრძნობს ამ მომენტში ადრენალინის მოზღვავებას. ვერც გავიაზრე მაგიდაზე, როგორ აღვმოჩნდი, ცეკვა დავიწყე და ვიგრძენი ჩვენს მაგიდასთან როგორ შემოიკრიბა ხალხი, ოვაციებით და შტვენით მამხნევებდნენ. მე ვერავის ვამჩნევდი, უბრალოდ ვცეკვავდი, თავდავიწყებით და გამომწვევად. ვიგრძენი როგორ მომაწვა ენდორფინების ზღვა, თუმცა ვერ ვხვდებოდი, რატომ ახლა ხომ ყველაზე უბედური ვარ.
- სარა, გეყოფა ჩამოდი - დაბლა მექაჩება ელენე.
ყურადღებას არ ვაქცევ და ვაგრძელებ ვნებიანად და გამომწვევად საჯდომის ქნევას. ელენე ვიღაცას დახმარებას სთხოვს, ისიც მიახლოვდება და ზურგზე მიკიდებს, ხელებს და ფეხებს ვიქნევ და ვლანძღავ, გარეთ გავდივართ, ელენე გაჩერებული ტაქსის კარს მიღებს და უცნობი შიგნით მტენის. მთელს სავარძელზე გადავწექი, მაგრამ მას ხელს არ ვუშვებ, სასიამოვნო სურნელი აქვს, ცდილობს საკინძე ხელიდან გამომგლიჯოს, ვერ ახერხებს, ბოლოს ყურთან მოაქვს ტუჩები და მხოლოდ ორი სიტყვა მესმის sexy chocolate. მეღიმება, ხელებს ვუშვებ.
**********************
5საათით ადრე...
კიბეებზე ავდივარ და თან ჩემს საყვარელ შოკოლადს ვკბეჩ. კარებს ვაღებ და მისაღებიდან ძალიან ნაცნობი ხმა მესმის.
- ოჰ, ჟოორჟ საერთოდ არ შეცვლილხარ. - ის არის ნამდვილად, ჩემი დაკარგული დედიკო, დაკარგული რა, უბრალოდ ათი წლისა დამტოვა და თავის მშობლიურ ამსტერდამს მიაშურა. თავისუფლებისა და გართობის მოყვარე ნიკოლმა ვერ აიტანა, თბილისის ერთფეროვნება და ნაცრისფერი ფერი, დამტოვა და წავიდა. არა წელიწადში ერთხელ კი მნახულობდა, მაგრამ ეგ როგორ უნდა მყოფნოდა ერთი ბეწო ბავშვს, რომელსაც დედის სუნზე, მის ჩახუტებაზე სული ელეოდა. ფეხის კანკალით ვუახლოვდები მისაღებს და ვგრძნობ ძალა მეცლება.
- სარა? მოხვედი ჩემო ლამაზო? - ფეხზე დგება და ჩემკენ მოიწევს, არა ეს დედაჩემი არ არის, ვიღაც გამომწვევად ჩაცმული, შხვართი ნაშაა.
- ნიკოლ - ვუღიმი ცივად და ლოყას ვუშვერ.
- როგორ გაზრდილხარ. - მიღიმის და ვგრძნობ, როგორ მიცარიელდება სული.
- საოცარია არა, დედის გარეშეც შეიძლება თურმე გაზრდა. - ნიკოლი ჩემს ირონიას არ იმჩნევს და სავარძლისკენ იყურება, სადაც ასევე მისნაირად გამოწყობილი კიდევ ერთი ქალი ზის. - mon bien-aime, გაიცანი ჩემი შვილი სარა, - ამბობს ფრანგულად ნიკოლი, ქალი ფეხზე დგება და ლოყაზე მკოცნის. - ეს მარიაა, ჩემი მეგობარი. ნაძალადევად ვუღიმი,''ვიკი,კრისტინა ბარსელონა'' მახსენდება და ვგრძნობ გული ამერევა. განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ ცუდად არ ვარ განწყობილი, მაგრამ როცა დედაშენია ასეთი, მაშინ გრძნობების გაკონტროლება ძნელია.
- ნიკოლი ჩემს ნიშნობაზე დასაწრებად ჩამოვიდა. - საუბარში ერთვება მამაჩემი, უფრო მეტად მერევა გული და ვცდილობ თავი შევიკავო. მამაჩემი ყოველთვის თანამედროვე ადამიანი იყო, მაგრამ არ მეგონა, თუ თავის ყოფილ ცოლს ასე თბილად მიიღებდა, თან როცა გელფრენდიც ახლავს და მეც აქ ვარ. გაგიჟება შეიძლება. მინდა ორივე დავახრჩო. დემონსტრაციულად ვბრუნდები და გავდივარ.
- იცოდე, ხვალ რესტორანში მოსვლა არ დაგავიწყდეს, 6ზე იქ იყავი და შარვალი არ დამანახო. სოფიას ეწყინება, რომ არ მოხვიდე. - გზაში დამაწია გაფრთხილება. ერთი მაგისიც, ვიკურთხები გულში და კარს ვიჯახუნებ. დედა ლესბოსელი, მამა ზედმეტად ევროპელი და მისი ''ძაან დონე''საცოლე, თავისი განებივრებული შვილიკოთი, მაგარია! ამაზე ვოცნებობდი, მთელი სიცოცხლე. შოკოლადის ბოლო ფილას ვკვნეტ და ელენეს ვურეკავ. ცხოვრება მშვენიერია!

დილით თავის ტკივილი მაღვიძებს, ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს. შხაპი სარა, მხოლოდ ის მოგიყვანს გონს, ვაგულიანებ საკუთარ თავს. ფეხებს ნელა ვწევ, ცივი იატაკის შეხება ცოტა მაფხიზლებს და ვდგები. თბილი წყლის შეხება დამამშვიდებლად მოქმედებს ჩემზე, ახლა უკვე ვცდილობ წინა ღამის კადრების აღდგენას. ნიკოლი, მამა, ნიკოლის მეგობარი, სოფია და ტვინში თითქოს რაღაც მიფათურობს, შუბლზე ხელს ვიჭერ, ვყუჩდები. მე... ელენე... ბარი... ცეკვა... უცნობი... sexy chocolate - ტანზე მბურძგლავს, თავს აქეთ-იქით ვაქნევ და კაბინას ჩემი თმიდან ასხლეტილი შხეფები ეცემა. შოკოლადის არომატის შხაპის გელს, ხელის გულზე ვისხამ და ტანზე ნელი მოძრაობით ვისმევ. ვგიჟდები შოკოლადზე!
მერე ნიშნობა მახსენდება და ვცდილობ მალე მოვრჩე, ჩემთვის უსაყვარლეს რიტუალს. პირსახოც შემოხვეული გამოვდივარ, საათს ვუყურებ, ორია. დრო არც ისე ბევრია, საწოლზე ვჯდები და შოკოლადის ტანის კრემს ხელებზე ვისვამ, იქიდან ტანზე, ფეხებზე. კარი იღება და ნიკოლი შემოდის.
- წესით უნდა დაგეკაკუნებინა. - ვეუბნები და თმას ვიმშრალებ.
- გუშინ უნდა მომეცა, მაგრამ ვერ მოვახერხე. - ჩემს სიტყვებზე რეაქცია არ აქვს და რაღაც ქაღალდის პარკებს მაწვდის, უახალისოდ ვართმევ, შიგნით ვიხედები და სიხარულით თვალებს ვაფართოებ. ჩემი საყვარელი ბელგიური შოკოლადები!
- აუ, რა მაგარია! - ხელებს პატარა ბავშვივით ვურტყავ ერთმანეთს და სასწრაფოდ ვხსნი ერთ-ერთს.
- აქ კიდევ თავის მოვლის საშუალებებია, ისიც შოკოლადის არომატის. - მიღიმის და პარკებისკენ მითითებს.
- გმადლობ. - პირგამოტენილი ვეუბნები.
- ისე ჩემი ნახვაც ასე, რომ გაგხარებოდა... - წინადადებას არ ამთავრებს, პირისკენ წაღებულ შოკოლადს უკან ვაბრუნებ და ვდგები.
- აქ როდემდე დარჩები? - ვითომ არაფერი ისე ვაღებ კარადის კარს, შიგნით ვიხედები, ვითომ ძალიან მაინტერესებდეს რამე.
- ორი დღე და წავალთ.
- მართლა აპირებ დღეს იქ წამოსვლას? - ვეკითხები და ერთ-ერთ კაბას ვიზომავ სარკის წინ.
- რა პრობლემაა? - გაოცებული მიყურებს.
- არა, არაფერი, მეტი რა პრობლემაა გინდა? ნამდვილი შვედური ოჯახი გვაქვს, თუ რა თქმა უნდა ოჯახი ჰქვია ამას. - მეცინება.
- მამაშენი ძალიან კარგი ადამიანია, მიხარია მისი ბედნიერება და ვიზიარებ, ამაში ცუდი რა არის?
- არაფერი, კარგია რომ დაშორების შემდეგაც კარგი ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. მოდიხარ აქ შვილთან და მოგყავს შენი... შენი საყვარელი. თითქოს ეს ნორმალური იყოს, არა კაცი მაინც იყოს, მაშინ კიდევ გავიგებდი. - აშკარად ტონს ვუწევ და ჩემს თავზე მომდის ბრაზი, რატომ ანახებ მას შენს ტკივილს სარა? - იმედია ამ საღამოს ყველას არ გამოუცხადებ,რომ ერთად ხართ, ცოტათი მაინც დაინდე შვილი. - ნიკოლი ხმას არ იღებს, გადის და კარს ხურავს. მე საწოლზე ვგდივარ და ბალიშში ვტირი. არ ვარ ისეთი ცივი და ძლიერი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მტკივა.
******
მანქანიდან გადავდივარ, ვჩერდები და რესტორანს ვუყურებ.
- ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება. - ხელს მკიდებს ელენე და მეც ვიღიმისავით. კიბეებზე ავდივართ და მთავარ დარბაზში შევდივართ, ირგვლივ ბევრი ხალხია, მე კი თითქმის არავის არ ვიცნობ. დარბაზს თვალს ვავლებ და ნიკოლს ვხედავ, მარიასთან ერთად დგას და ვიღაცეებს მხიარულად ებაასება, ვიძაბები, თუმცა არ ვიმჩნევ, თავაწეული შევდივარ და მამასთან მივდივარ. მის გვერდით მდგარ მაღალ ქალს ვხედავ, უკვე ასაკში შესულს, თუმცა კარგად შენახულს და ნაძალადევად ვუღიმი. მამას ჩემ დანახვაზე ეღიმება, ჩემკენ მოდის და სოფიას მაცნობს, მე როგორც ყოველთვის ახლაც ცივად ვიღიმი და ვკოცნი. მამა საზოგადოების ყურადღებას ითხოვს და იწყებს.
- მადლობა,მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას დღეს აქ ყოფნისათვის და ჩემი და სოფიას გვერდში დგომისათვის. ჩვენთვის ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ბედნიერი, თუმცა ამავდროულად სანერვიულო. ჩვენ ორივეს შვილები გვყავს, თანაც უკვე ისეთი ასაკში, როცა არც თუ ისე კარგად იღებენ ამ ფაქტს, მიუხედავად ამისა ისინი პატივს სცემენ ჩვენს გადაწყვეტილებას და დღეს ჩვენთან არიან. გეგა! - ამბობს და თვალს დარბაზს ავლებს. ნერვები მეშლება, მაგრამ არაფერს ვამბობ, ჩვენკენ ერთი ბიჭი მოდის, ვხვდები ეს უნდა იყოს გეგა, ჯინსის შარვალი და თეთრი პერანგი აცვია, ერთ ხელში ფუჟერი უკავია, მეორე შარვლის ჯიბეში უდევს და ირონიულად იღიმის. ოჰო, საინტერესოა, არ ვიცოდი სოფიას ასეთი სიმპატიური ვაჟი თუ ჰყავდა. რა სისულელეა, თავს უადგილო ფიქრების მოსაშორებლად ვაქნევ და შამპანურს ვწრუპავ. გეგა სოფიას გვერდით დგება და ირონიულად მიღიმის. - ეს კი სარაა, ჩემი შვილი, მას თითქმის არც ერთი თქვენგანი არ იცნობთ. - მამა ხელს მხვევს და კიდევ რაღაცას ამბობს, მაგრამ მე არ ვუსმენ, გეგას ვუყურებ და ნერვები მეშლება. ბოლოს, მამა როგორც იქნა ამთავრებს სიტყვას და სოფიას კოცნის, ისევ გულის რევის შეგრძნება მაქვს, ელენეს ხელს ვკიდებ და სასმლის ასაღებად მივდივარ. შამპანურს ვიღებ და უკან ვბრუნდები, მოპირდაპირე მხრიდან ბიჭების სიცილის ხმა მესმის და მათ ვუყურებ, ჩემი სიმპატიური ''ძამიკო'' დგას ბიჭებთან ერთად და იცინის, ჩემს დანახვაზე ფუჟერს მაღლა სწევს, თავს მიკრავს და ისევ იღიმის. ნერვებმოშლილი ვბრუნდები, ჩვენთან ნიკოლი მოდის და ელენეს ვაცნობ, ელენე აღფრთოვანებულია მისი სილამაზით.
- გმადლობ, საყვარელო. - უღიმის ჩემს მეგობარს. - ეს სილამაზე სხვადასხვა ეროვნების სისხლის ნარევით შეიქმნა. - თავის ნათქვამზე თვითონვე იცინის და მე ნერვებს მიშლის, თუმცა რას ვერჩი, მართლაც ლამაზია, მეც კი ბევრად მჯობს, ებრაულ-ჰოლანდიური სისხლი მამისგან და ბელგიურ-ფრანგული დედისგან, შესანიშნავი ნაზავია. ცოტათი მშურს კიდეც მისი. საღამო უღიმღამოდ გავატარე. ბოლოს მამას და სოფიას დავემშვიდობე და წამოვედი. სახლამდე ტაქსით მივედი, სადარბაზოში შესულს ყველაფერი ჩაბნელებული მხვდება, სენსორთან ვდგები და ხელებს ვიქნევ, ჯანდაბა არ ინთება. არა ლიფტში ვერ შევალ, არ შემიძლია, კლაუსტროფობია მჭირს, არ შემიძლია დახურულ სივრცეში ყოფნა, საძინებელშიც კი აუცილებლად ღია მაქვს კარი, ან ფანჯარა, მთავარია დავიგულო, რომ ღიაა, ეს უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტია, მაგრამ მაინც, ამას უკვე ვხვდები, მე ხომ მომავალი ფსიქოლოგი ვარ.
კიბეებს უხალისოდ მივუყვები და ტელეფონს ვანათებ, უკვე მეორე სართულზე ვარ, როდესაც ვიღაც უკნიდან მიჭერს, პირზე ხელს მაფარებს და განძრევის საშუალებას არ მაძლევს, შიშით გული მისკდება, არ მინდა სიკვდილი, არა ღმერთო.
- ნუ ფართხალბ! - ყურში მეჩურჩულება და ძლიერად მიჭერს. საოცარია მისი სუნთქვა მესმის და მსიამოვნებს. - ესე იგი, ეს შენ ხარ არა? - აგრძელებს, რაღაცნაირი მოგუდული, არაბუნებრივი ხმით. ვერაფერს ვხვდები, უკვე აღარ მეშინია, ინტერესი მკლავს. - პირიდან ხელს მოგაშორებ, მაგრამ გაფრთხილებ, ყვირილი არ გაბედო! იცოდე გატკენ.
- ვინ ხარ? - ხმას ძლივს ვიღებ და ვცდილობ შევბრუნდე, ის ხელებს მაგრად მხვევს უკნიდან და ტუჩები ყურებთან მოქვს. - არც გაბედო შემოხედვა!
- რა გინდა? - არ მეშინია, უბრალოდ თავს უცნაურად ვგრძნობ, გამოვტყდები და საშინლად მომწონს მისი შეხება.
- შენ. - მეჩურჩულება და კისერთან მის სუნთქვას ვგრძნობ, ჩემს სურნელს ხარბად ისუნთქავს. – chocolate. - ამბობს და ხელებს მიშვებს, უკან ვბრუნდები და მხოლოდ ჩრდილს ვხედავ, როგორ ჩარბის კიბეებზე. მხოლოდ ახლა ვიაზრებ მომხდარს და სტრესისგან კანკალი მივარდება, კართან ვდგავარ და ვცდილობ გასაღები მოვარგო. როგორც იქნა გავაღე და გიჟივით შევვარდი ოთახში. ეს რა იყო? ვინ იყო? რა უნდოდა? რამე თამაშია? არეული დავდივარ ოთახში და ვცდილობ გამოვიცნო ვინ შეიძლება იყოს, ყველა ჩემს თაყვანისმცემელს ვიხსენებ, მაგრამ ამ ფაქტთან ვერავის ვაერთიანებ. საწოლზე ვჯდები და სოციალურ ქსელში შევდივარ. Chocolate, თავში მარტყავს, ჩემი ფეისბუქის account სახელი. ხო, მე ჩემს სიყვარულს შოკლოლადის მიმართ ასე გამოვხატავ, შოკოლადი და მე, მე და შოკოლადი. მეღიმება, ვიღაცას კარგად შეუსწავლია ჩემი ინტერესები. მერე წუხანდელი ღამე და ის უცნობი მაგონდება, რაო? არა, ეს უბრალოდ დამთხვევაა, როგორ შეიძლება ეს დამთხვევა იყოს სარა? ვარწმუნებ საკუთარ თავს. ფიქრების მოსაცილებლად შხაპის ქვეშ ვდგები და დილანდელ რიტუალს ვიმეორებ, ჩემი ტანის გელი! მარტყამს ტვინში. - ხო, ასეა, რა თქმა უნდა! აქამდე, როგორ ვერ მივხვდი, ჩემი აღმოჩენით კმაყოფილი, ნაზად ვიზელ ფეხებზე შოკოლადის კრემს და ვიღიმი. მას ჩემი შოკოლადის სურნელი აგიჟებს! ამაზე ხმამაღლა მეციმება და ნასიამოვნები ვწვები საწოლზე, ჭერს ვუყურებ და ვიღიმი.
************
დილით ბედნიერს მეღვიძება, სამზარეულოში ფეხშიშველი გავდივარ და ადგილზე ვიყინები, ნიკოლი და მარია.
- არ მითხრა, რომ წუხელ აქ დარჩით. - წარბს ვწევ და სიტყვებს კბილებიდან ვისვრი.
- არა, ამ დილით მოვედით, დღეს ბოლო დღეა, ხვალ დილით ადრე მივფრინავთ და მინდოდა ეს დღე შენთან გამეტარებინა. - რაღაც სევდაშეპარული ხმით ამბობს ნიკოლი.
- ეს დღე? - ხელები მიკანკალებს და ნერვიულობის დასაფარად ყავას ვიღებ, ერთ კოვზს ვყრი ფინჯანში და ადუღებულ წყალს ვასხამ. - გინდა? - ვუბრუნდები ნიკოლს, ის თავს აქნევს.
- სარა, ვცდილობ შენთან ურთიერთობის დალაგებას. - ისევ იწყებს და ნერვიულად ათამაშებს თითებს.
- მამა სადაა? - ყურადღებას არ ვაქცევ.
- სოფიასთან წავიდა. სარა, გთხოვ. ნუ ცდილობ ჩემს დაიგნორებას. - აქ უკვე ვფეთქდები.
- გაიგნორებ? იგნორი ისეთი უნდა შენ, რომ იცი!
- გთხოვ, ასე ნუ მექცევი. მე დედაშენი ვარ. - თვალებში ცრემლი უკრთება, მე კი მთლიანად ვწყდები, ვდუნდები. ყავას გამწარებული ვურევ კოვზს და ფანჯრის რაფას ვეყრდნობი. მარია ინტერესით შემომცქერის, ვერ გაუგია რას ვლაპარაკობთ. ნიკოლი ჩემთან მხოლოდ ქართულად საუბრობს, როცა მარიაც გვისმენს. მე ვეღარ ვიტან მარიას მზერას და ზურგს ვაქცევ, ფანჯრიდან მშვენიერი ამინდი ჩანს, მზეა და თბილა, მე კი მთელი ტანი მიცახცახებს.
- კარგი, გავატარებ ამ დღეს შენთან ერთად, ოღონდ მარიას გარეშე.
- კარგი. - აშკარად სიხარული გაუკრთა ხმაში. მერე ესპანურად რაღაცას ეუბნება მარიას, მე ვერ ვიგებ, თუმცა მარიას ტონით ვხვდები, რომ უკმაყოფილოა. მერე კარის გაჯახუნების ხმა მაკრთობს და უკან ვბრუნდები. ნიკოლს საოცრად სევდიანი ღიმილი აქვს და მე ეს მაბნევს, რაც არ უნდა იყოს ის დედაჩემია. მასთან მივდივარ, მინდა ჩავეხუტო, მაგრამ ისევ მის გარშე გატარებული 9 წელი მახსენდება და ვჩერდები, მხოლოდ ოდნავ ვახებ ხელს მხარზე და ჩემს ოთახში გავდივარ.
- ჩავიცმევ და წავიდეთ.
მთელს დღეს ნიკოლთან ერთად ვატარებ, გამოფენიდან დაწყებული, ლიტერატურული კაფეთი დამთავრებული ყველგან შევდივართ, ნიკოლი ძალიან მხიარულია და მეც მამხიარულებს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, ლიტერატურაზე, მხატვრობაზე, კინემატოგრაფიაზე. ნელ-ნელა ბევრ საერთოს ვპოულობ მასთან და ამით ბედნიერი ვარ. მთელი საღამო მაწუხებს კითხვა, რომელსაც ვერ ვუსვამ. უკვე სადარბაზოსთან ვართ, მანქანიდან გადავდივარ, ისიც გადმოდის და მეხვევა.
- ამსტერდამში ხომ ჩამოხვალ? - მეკითხება და ცდილობს სევდა დამალოს. მე მხოლოდ თავს ვუქნევ და ჩაბნელებულ სადარბაზოში შევდივარ, არ შემიძლია კიდევ რამის თქმა, არ მინდა მის თვალწინ ავტირდე. ემოციებისგან მთლიანად ვკანკალებ, კედელს ზურგით ვეყრდნობი და ტირილი მივარდება. გული კი არა უკვე სული მტკივა. ვგრძნობ რომ მარტო არ ვარ, გვერდით ვიღაცის გახშირებული სუნთქვა მეფრქვევა და ტირილს ვწყვეტ.
- რა სუსტი ყოფილხარ, chocolate...
რატომღაც არ მიკვირს მისი გამოჩენა, ცრემლებს თითებით ვიწმენდ, წელში ვსწორდები და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს, აშკარად მშველის. მისკენ ვბრუნდები, ბნელა მაგრამ მისგან წამოსულ სხეულის ენერგიას ვგრძნობ.
- რატომ დამდევ, ჩემთან მოსასვლელად სხვა გზა ვერ ნახე, ღამით სადარბაზოში, რომ არ დამხვდე?
- რა მნიშვნელობა აქვს როგორ, მთავარია გნახე. - ამბობს და ვგრძნობ, რომ იღიმის.
- შენი თავი არ მაქვს, ნახვამდის. - ვეუბნები და ვტრიალდები, მაგრამ ხელს მიჭერს. ისევ უკნიდან მეკვრის და მეც ისევ მსიამოვნებს მისი შეხება.
- გამიშვი.
- არა!
- გამიშვი, თორემ მოგკლავ! - უკვე პიკზე მაქვს ნერვები.
- მომკალი chocolate, მომკალი, სანამ გატკენ! - ისევ გუშინდელ სიტყვებს იმეორებს და გულში რაღაც მერჭობა.
- შენ მე? როგორ უნდა მატკინო საინტერესოა? - მეცინება, რადგან სხვა ისე ვერასოდეს მატკენს, როგორც მე ვტკენ საკუთარ თავს.
- ნახავ. - ყურთან მეჩურჩულება და ხელს მიშვებს.
- არ წახვიდე. შენი სახის დანახვა მინდა.
- ჩემს სახეს ვერასდროს ნახავ. - ისევ მეჩურჩულება და კისერში ჩარგული ცხვირით, ხარბად ისუნთქავს ჩემს სურნელს.
- კიდევ მოხვალ?
- ბოდიში chocolate, მაგრამ უნდა დაგტოვო. - ცინიკურად მეუბნება და გადის.
- იდიოტო! - ბრაზი მომდის ჩემს თავზე და კიბეებზე ავრბივარ. სულელი ხარ სარა, რას ეხვეწები? იდიოტად გამოგყავს თავი. ჩემს თავზე ნერვებმოშლილი აბაზანაში შევრბივარ და თითქმის ერთი საათი იქ ვრჩები. იქიდან გამოსულს ელენეს უამრავი ნარეკი მხვდება და ვურეკავ.
- რატომ არ მპასუხობ? - მესმის ელენეს წიკვინი.
- შხაპს ვიღებდი. - ვეუბნები მობეზრებულად და საწოლზე ვწვები.
- მომიყევი, ნიკოლთან როგორ გაერთე.
- აუ, ელე კაი რაა? - ნიკოლის გახსენებაზე ისევ ცრემლები მადგება.
- რა კაი, გოგო რა მაგარი დედა გყავს, შენ კიდე ვის გავხარ ნეტა? უხასიათობის ორდენის კავალერი ხარ რა.
- გავთიშო, თუ გაჩერდები? - ვეუბნები უკმეხად და ვდგები.
- ხო კაი. გოგო რატომ გირეკავდი იცი? დღეს ბარში მივდივართ ყველა და წამო შენც რა. ნოეც მოდის.
- აღიარე რომ ნოეს თხოვნით რეკავ. - მეცინება ნოეზე, თვითონ რომ ვერ ბედავს დარეკვას. მე და ნოე უკვე ერთი წელია ერთად ვარ, ერთად რა სადღაც მეგობრობასა და შეყვარებულობას შორის ვართ. თავიდან კი ვიყავით შეყვარებულები, მაგრამ მერე დავშორდით,მ ერე ზღვაზე ვიყავით ერთად და იქ ისე მოხდა, რომ ისევ შევრიგდითსავით, ოღონდ ვალდებულებების გარეშე. ნოეს უნდა რომ ერთად ვიყოთ, მე არა, მაგრამ არც უარს ვეუბნები, ერთმანეთს კარგად ვეწყობით ყველაფერში, გვსიამოვნებს ურთიერთობა და ვერ ვხვდები რა საჭიროა, ამ ყველაფერს რაიმე სახელი ერქვას? როცა გვინდა ერთად ვართ, ვკოცნით, ვეფერებით, მოკლედ ყველაფერი იმის გარდა. არა, თავს იმიტომ კი არ ვიკავებ, რომ ქორწილის ღამეს ქმარს ქალიშვილი უნდა ჩავბარდე, არა უბრალოდ მინდა ეს განსაკუთრებულ ადამიანთან მოხდეს, ასეთი კი ჯერ არ შემხვედრია. ელენეს ვეუბნები, რომ მოვალ და ვუთიშავ.
****
ისევ იმ ბარში შევდივარ, სადაც იმ დღეს მაგიდაზე ვიცეკვე, ბარმენი მცნობს და საეჭვოდ მიღიმის. მაგიდასთან მივდივარ და ყველას ვკოცნი, ნოეს განსაკუთრებულად. მერე ისევ ის სიმღერა იწყება, მეცინება ეხლა ვხვდები ბარმენი, ასე რატომ იღიმოდა, ბარისკენ ვიყურები და ბარმენს შუა თითს ვანახვებ, გამომეტყველება იმწამს ეცვლება, მე კი მშვენიერ ხასიათზე ვდგები. ბევრს ვსვამ და ნოესთან ვერთობი. სახლში გამთენიისას ვბრუნდები და ვიძინებ. შუადღისას მეღვიძება, თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ მაინც ვდგები. მისაღებში მამა მხვდება და მეუბნება, რომ საცხოვრებლად სოფიასთან გადავდივართ.
- რაა? - სულ მავიწყდება თავის ტკივილი და ხმამაღლა ვეკითხები.
- ხო გადავდივართ, აბა სოფია აქ რომ გადმოვიდეს მაგდენი ადგილი არ გვაქვს, გეგაც რომ დაეტიოს, სოფიას კი დიდი სახლი აქვს.
- რაა გეგა? ესე იგი იმანაც ჩვენთან უნდა იცხოვროს? - მშვენიერია, ასე დიდი ხანია არაფერზე გავბრაზებულვარ.
- შენი არ ვიცი, მაგრამ მე არ ვაპირებ შენს ახალ ოჯახთან ერთად ცხოვრებას. - ვეუბნები და დივანზე ვხტები, ფეხებს საზურგეზე ვალაგებ და ირონიულად ვიღიმი. - ისე ჯერ ხელი არ მოგიწერიათ და ერთად რატომ უნდა იცხოვროთ?
- მაოცებ სარა, ერთად ცხოვრებას ხელისმოწერა რად უნდა? - მეუბნება და ეშმაკურად იღიმის. აჰა, გასაგებია, რა თქმა უნდა.
- თუ ასეა, რა საჭირო იყო ეს მასკარადი ნიშნობა?
- გეგას გამო. თორემ მე და სოფიას ეგ ამბავი დიდად არ გვადარდებს. - მეუბნება მამა და მაცივრიდან გამოღებულ ლუდს სვამს.
- რატომ არ მიკვირს ნეტავ. - ვამბობ და ლუდის ქილას ვართმევ.
- ისე მიკვირს, შენნაირ თანამედროვე და თანაც ზედმეტად თანამედროვე კაცს, გეგას და ზოგადად ვინმეს აზრი, რომ გაინტერესებს. - ვეუბნები და გული მომდის მასზე, თურმე გეგას გამო და სარა, სარას აზრს, რატომ არავინ ითვალისწინებს? ჩემზე რატომ არ იფიქრა, ნიკოლი და მარია ნიშნობაში, რომ დაპატიჟა? ახლა კიდევ მეუბნება, რომ მათთან ერთად უნდა ვიცხოვრო. მამა არაფერს მეუბნება, დგება და გასაღებს იღებს.
- გაემზადე, 8ზე დავბრუნდები და სოფიასთან წავალთ.
- მე არ მოვდივარ! - ისე ვეუბნები, რომ მისკენ არც ვბრუნდები.
- სხვა გზა არ გაქვს სარა, მე აქ მარტოს არ დაგტოვებ.
- რატომ ვითომ? ბავშვი აღარ ვარ, 19ის ვარ. მალე ოცის გავხდები, ჩემზე პატარებიც ცხოვრობენ მარტო, მაგრამ არაფერი მოსდით. გეყოფა დედის როლის თამაში. მამობაც არ გიხდება, მაგისთვის ზედმეტად ახალგაზრდა ხარ. - უკვე გამწარებული ვეუბნები და ლუდის ქილას ოთახის კუთხისკენ ვისვრი.
- სარა, შენც ხომ იცი, რომ ჩემ გარეშე ვერ იქნები, არ მინდა რაღაცეები გაგახსენო, თან შენ არ ოცნებობდი ოჯახზე და ძმაზე? ხოდა, ბავშვობის ოცნება გიხდება. ნახავ სოფია როგორ მოგეწონება. - ჩემთან მოდის და თავზე ხელს მისვამს, გული მიჩუყდება, მახსენდება, როგორ ვტიროდი, სხვა ბავშვებს რომ ყავდათ ოჯახები, და-ძმა, მე კი არა, ამის გამო ბევრჯერ მიტირია. მამა გულში მიკრავს და თავზე მკოცნის. - სცადე სარა, იქნებ ახდეს შენი ოცნება. - გული უარესად მიჩუყდება. ოჯახზე ოცნება გონებას მტაცებს და ვთანხმდები.
- ოღონდ იცოდე, თუ რამე არ მომეწონა მაშინვე უკან ვბრუნდები. - მამა თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს და მიდის. მე ცოტა ხანს გონზე ვერ მოვდივარ, მერე ყავას ვსვამ და ბარგის ჩალაგებას ვიწყებ. ყველაფერს არ წავიღებ, მაინც არ მაქვს იმედი, რომ იქ დიდხანს დავრჩები. საღამოს მამასთან ერთად სოფიას სახლში მივდივარ. დიდი, კერძო სახლია, ეზოთი. სოფია ღიმილით მხვდება, მეც ნაძალადევად ვუღიმი და ცივად ვკოცნი. მერე ჩემს საძინებელს მაჩვენებს და მარტო მტოვებს, რომ ტანსაცმლის ამოლაგება შევძლო. ვერაფერს ვიტყვი, მშვენიერი ოთახია, სადად და გემოვნებით მოწყობილი, ისევე როგორც მთელი სახლი. კმაყოფილი ვალაგებ ჩემს ნივთებს და ელენეს მესიჯს ვწერ და ახალ ამბავს ვუყვები. სოფია სავახშმოდ მეძახის და მეც ჩავდივარ, მაგიდა ოთხ კაცზეა გაშლილი და ვხვდები, რომ გეგაც მოვა. მამას და სოფიას ვუყურებ და ისევ გულის რევის შეგრძნება მეუფლება, ისე შესციცინებენ ერთმანეთს. მართალია რასაც 40წელს გადაცილებულ მამაკაცებზე ამბობენ. მათი ყურება ნერვებს მიშლის და ტელეფონზე გადამაქვს ყურადღება, ოთახში გეგა შემოდის, მე ყურადღებას არ ვაქცევ, ირონიულად იღიმის და ჩემ პირდაპირ ჯდება. სოფია სიხარულით ეხვევა გეგას და თავისი ხელით უღებს ვახშამს. მე მეცინება, დედიკოს ბიჭი,ვამბობ ჩემთვის მაგრამ ის მაინც იგებს, მამიკოს გოგო-ირონიულად ამბობს და ჭამას იწყებს. გულმოსული ვარ და მინდა გავამწარო. მოიფიქრე სარა, მიდი. ვფიქრობ, ვფიქრობ და არაფერი მაგონდება, მაცადე შენ მაინც გაგამწარებ, ბატონო გეგა. ვახშმობის განმავლობაში სოფია პირს არ აჩერებს, ვხვდები ამას უხერხულობის გასაფანტად აკეთებს, რადგან მე და გეგა ჩუმათ ვართ და ერთმანეთს ვუბღვერთ.
- სარა, ძალიან ლამაზი ხარ, მამას გავხარ. - მეუბნება სოფია და მამას ხელს თავის ხელს უსვამს, ნერვები მეშლება და ხმას არ ვიღებ, ვიცი რაღაც ისეთს ვიტყვი ვაწყეინებ, ეს კი არ მინდა, რადგან მამას ეწყინება.
- შენც ლამაზი ხარ. - ვეუბნები უგულოდ, ეს კომპლიმენტს კი არა, უფრო ხურდის დაბრუნებას ჰგავს. ''ტყუილის დიდოსტატი'' - ისევ გეგას ხმა მესმის და ვბრაზდები, სოფიას მადლობას ვუხდი და ოთახში ავდივარ.
ტელეფონზე უცხო ნომრიდან მესიჯი მომდის ''გვიანია სახლში რატომ არ ბრუნდები chocolate? ''. ნერვები მეშლება, ესღა გაკლდა სარა, ახლა შენი ნომერიც იცის. ვურეკავ, გამორთული აქვს, გამწარებული ვისვრი ტელეფონს და ვწვები. ორ წუთში ისევ მომდის მესიჯი. ''ტელეფონზე ნუ იყრი ჯავრს.'' - თვალები მიფართოვდება და ვდგები, ფანჯრიდან ვიხედები, მაგრამ ღამეა და არაფერი ჩანს, ინტერესი მკლავს ვიცი, რომ სადღაც აქვეა და მიყურებს. მესიჯს ვწერ ''დაახვიე''. ''ნუ მეთამაშები chocolate. '' მომდის პასუხი და მეცინება, თამაშის ხასიათზე ვდგები, რაფაზე ვჯდები და ისევ ვწერ: ''თორემ რაა?''
- "გატკენ.'' - რა? რა დებილია, მეტი სიტყვა არ იცის, მეცინება.
- ''მშიშარა ხარ, სინათლეზე გამოსვლის გეშინია, ღამეს და სიბნელეს ეფარები.'' - ვწერ თმებს თითებით ვეთამაშები.
- "ნუ ცდილობ ამაგდო, არაფერი გამოგივა და თმებს თავი დაანებე, chocolate.'' ამაზე უარესად ვბრაზდები, რაფიდან ჩამოვდივარ, ფარდას ვწევ და ტელეფონს ვთიშავ. შენი წესებით არ ვითამაშებ ''ღამის ქურუმო.'' ოჰ, ეს რა კაი, რამე მომაგონდა. ჩემი თავით კმაყოფილი ვწვები და ვიძინებ.
არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ საშინელი გრძნობა მაღვიძებს, სუნთქვა მეკვრის და უჰაერობა მახრჩობს, მახსენდება ჩაკეტილ სივრცეში, რომ ვარ და სასწრაფოდ ვაღებ აივნის კარს, მომენტალურად მეხსნება ყველაფერი. ვწვები მაგრამ ვერ ვიძინებ, შოკოლადი მინდა, მახსენდება, რომ დღეს არ მიჭამია. სასწრაფოდ ჩავდივარ სამზარეულოში და მაცივარს ვაღებ.
- ქალბატონო სარა, აქ მარტო არ ცხოვრობთ და გაითვალისწინეთ. - გეგას ხმა ადგილზე მაშეშებს, შეშინებული ვბრუნდები და კარებზე აყუდებულ, მკერდზე ხელებგადაჯვარედინებულ გეგას ვხედავ, ისევ ირონიულად იღიმის.
- ბატონოო? - დაბნეულობის დასაფარად თავს ვაქნევ და შოკოლადს ვიღებ.
- ბატონო კი არა, წესიერად ჩაიცვი, აქ მარტო არ ცხოვრობ. - ხაზგასმით ამბობს და ჩემს პერანგს აშტერდება.
- მერე რაა? - არაფერს ვიმჩნევ და შოკოლადს ვკბეჩ.
- ნუ თამაშობ. - ცინიკურად მეუბნება და შოკოლადს მართმევს. - გაგასუქებს.
- და შენ რა გადარდებს? - ვბრაზდები და შოკოლადს ვგლეჯ ხელიდან.
- მეე? არაფერი. - უდარდელად ამბობს და მზერას თავიდან ფეხებამდე მაყოლებს.
- რა ბავშვი ხარ. - ვეუბნები გაბრაზებული და გასვლას ვაპირებ.
- შენნაირი გატუტუცებული, ძალად ფეხებზე ტიპი მაინც არ ვარ. - მეუბნება და იცინის. ტვინში სისხლი მასხამს, ვგრძნობ, როგორ მებერება ძარღვები და სახე მიწითლდება.
- და შენ როგორი ბრძანდები ერთი, ბატონო გეგა? - უკან ვბრუნდები და მის წინ დოინჯით ვდგები.
- მიხვდები ნელ-ნელა. - მეუბნება და გადის. ნერვები უარესად მეშლება და მეორე შოკოლადსაც ვხსნი, მერე გულში საშინლად ვაგინებ ''დედიკოს ბიჭს'' და უკვე დამშვიდებული ოთახში ვბრუნდები.
დილით მაღვიძარას ხმაზე სასწრაფოდ ვიღვიძებ, შხაპს ვიღებ და ზომაზე მეტ ტანის კრემს ვისმევ. შოკოლადის სუნი მაქვს და ამით კმაყოფილი მხიარულად ჩავრბივარ კიბეებზე.
- დილა მშვიდობისა, სარა. - გულღიად მიღიმის სოფია და მეც დადებითად ვიმუხტები.
- დილა მშვიდობისა. - ვუღიმი და გაშლილ საუზმეს ვაკვირდები. გული მეკუმშება, მახსენდება, რომ დილით საუზმე არასდროს დამხვედრია, თუ მამაჩემის ნაცოდვილარ ტაფამწვარს არ ჩავთვლით და ტანში თბილი ტალღა მივლის.
- უნივერსიტეტში მიდიხარ ხომ?
- კი, მამა სადაა? - ვეუბნები და მის მომზადებულ ჩაის ვწრუპავ.
- ადრე წავიდა, საქმე ჰქონდა.
- ააა - ვწელავ და გული მომდის, ჯანდაბა არც ფული მაქვს ტაქსით რომ წავიდე.
- ხო მართლა, ეს დაგიტოვა. - სოფია ფულს მაწვდის და მიღიმის, მე გაკვირვებული ვარ. არ დავვიწყებივარ, მამიკო ჩემი ტკბილი მამიკო. - ხო და კიდევ ეს გასაღები, სახლისაა. -გაოცებული ვართმევ გასაღებს და წასასვლელად ვემზადები, როცა გეგა შემოდის, თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს და ცხვირს სასაცილო ჭმუხნის, ''ჯადოქარი'' მახსენდება, ნიკოლ კიდმანის გმირი საყვარლად, რომ იჭმუხნის ცხვირს და სიცილს ძლივს ვიკავებ. გეგა გაბრაზებული მიბღვერს, თავს ვუკრავ და გავდივარ, ერთით ერთი ბატონო გეგა!
- სარა, მოიცადე, გეგა გაგიყვანს. - კართან მესმის სოფიას ხმა და ვჩერდები. მართალია, სულ არ მხიბლავს მასთან ერთად მგზავრობა, მაგრამ როცა მის სიბრაზისგან გაფართოებულ თვალებს ვხედავ, სურვილი მიჩნდება ჩემი გეგმა განვახორციელო და სიცოცხლე გავუმწარო.
- კარგი, არაა პრობლემა. - გეგას გაოცებას ვამჩნევ და მეღიმება, რაო ვაჟბატონო, გეგონა უარს ვიტყოდი? ვერ მოგართვი. გეგას სიბრაზისგან ნესტოები ებერება და გარეთ გარბის, მეც უკან მივყვები და მანქანაში მის გვერდით ვსკუპდები.
- სად მიბრძანდებით, ქალბატონო სარა? - კბილებს აღრჭიალებს და მანქანას ქოქავს.
- ჭავჭავაძეზე თუ შეიძლება. - ვიფერებ მომსახურებას და ფანჯარაში ვიხედები. გეგა სიბრაზისგან წითლდება და მანქანის სიჩქარე ნელ-ნელა იმატებს. მესამე კორპუსთან ვაჩერებინებ და მანქანიდან დაუმშვიდობებლად გადავდივარ. ელენე, ნოე და კიდევ რამდენიმე ჩვენი ჯგუფელი გარეთ მელოდებიან, ყველას გაკვირვებულ სახეებს ვხედავ. მხოლოდ ელენეს არ უკვირს.
- რაა? - მხრებს ვიჩეჩავ და წინ ვუსწრებ.
- სარიტა, ეს სიმპატიური ბიჭი ვინ არის? - მესმის უკნიდან გიგას ხმა და მეცინება.
- შენი მორიგი მსხვერპლია? - ახლა ლიკა ჰყვება სიცილში.
- არა ლიკუშ, ჩემი ძამიკოა. - ვეუბნები ნიშნისმოგებით, ვხედავ როგორ უფართოვდებათ თვალები. - ჩემი დედინაცვლის შვილია, რაო ლიკ მოგეწონა? გინდა გაგაცნო? მაგრამ არ გირჩევ დიდი აუტანელი ვინმეა, თან გამოუსწორებელი იდიოტი. - ვამბობ და ნოეს ვუყურებ, გაოცებული შემომცქერის. მე არ ვიმჩნევ, მასთან მივდივარ და ტუჩებზე მსუბუქად ვკოცნი, მერე რატომღაც უკან ვიყურები და მიკვირს, გეგას მანქანა ადგილს სწყდება. ''იდიოტი'' - ვამბობ და ბავშვებს მივყვები.
****
შემდეგი ერთი კვირა ისე გადის გეგას თითქმის ვერ ვხედავ, რადგან სახლში მისვლისთანავე ოთახში ავდივარ, ის კი სახლში შუაღამემდე არ ბრუნდება.
ხუთშაბათს ''ღამის ქურუმისგან'' მხოლოდ ერთ მესიჯს ვიღებ: ''chocolate სადარბაზოში გელი ამ საღამოს'', ვკითხულობ და ნერვები მეშლება, რა თავდაჯერებული იდიოტია. ელენესთან ვარ და მასზე ვუყვები, ელენე თვალებგაფართოებული მისმენს.
- აუ, საარ მე მეშინია შენს მაგივრად, დამბურძგლა. - ხელს მკლავზე ისმევს ელენე.
- კაი რა, ვიღაც მეთამაშება, ეტყობა ისე არ ვწყალობ და ჩემი ყურადღების მისაქცევად ცდილობს შთამბეჭდავი რაღაც გააკეთოს.
ელენე მაინც მირჩევს ფრთხილად ვიყო, მაგრამ მე არ მაინტერესებს, უბრალოდ ყურსასმენებს ვიკეთებ და სახლში ვბრუნდები. ფეხით მივუყვები შარტავას და ვგრძნობ უკან ვიღაც მომყვება, ქვეცნობიერად ვხვდები, რომ ეს ისაა და უკან ვიხედები, მაგრამ საეჭვოს ვერავის ვხედავ. მერე ტელეფონი მირეკავს, ნიკოლია... ხელები მიკანკალებს, არ მინდა ვუპასუხო, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის.
- გისმენ, ნიკოლ. - ვპასუხობ და გზას ვაგრძელებ.
- სარა, როგორ ხარ? - რატომღაც ფრანგულად მეკითხება, მეც ასევე ფრანგულად ვპასუხობ.
- გმადლობ, კარგად შენ?
- მეც კარგად, იცი უკვე მენატრები. - ხმაში სევდა ეპარება და მე გულზე მხვდება. თურმე ვენატრები, კი როგორ არა დავიჯერე.
- რას შვები გახვედი სამსახურში? - არ შემიძლია, რამე ვუთხრა, ამიტომ საუბარს სხვა თემაზე ვაგრძელებ, ვგრძნობ იბნევა, მაგრამ არ იმჩნევს.
- კი, იმდენი საქმე დამხვდა, ერთ წუთს ვერ ვისვენებ. - ნიკოლი გამომცემლობაში მუშაობს რედაქტორია, ერთხელ ვარ ნამყოფი, მაშინ 14ის ვიყავი, ერთი კვირით სტუმრად ვიყავი მასთან და მაშინ წამიყვანა, დღესაც მახსოვს, რა ბედნიერი ვიყავი, როცა თავის თანამშრომლებს ჩემს თავს აცნობდა და ეუბნებოდა, რომ მისი შვილი ვარ. წარსულზე ფიქრი ისე მიტაცებს, საერთოდ ვერ ვიგებ ნიკოლი რას მეუბნება.
- სარა, სარა გესმის? - მესმის მისი შეშფოთებული ხმა და მოგონებებისგან ვთავისუფლდები.
- კი, მესმის.
- როგორ შეეწყე სოფიას? - მეკითხება და იცინის. - ძალიან მომეწონა, ლამაზი ქალია.
- ნიკოლ ის მამაჩემის ცოლია. - ვეუბნები გულმოსული. - თან შენ უკვე გყავს მარია, არა მგონია, მას მოეწონოს რასაც ამბობ. - ვეუბნები თითქმის ყვირილით და ყელში ბურთი მეჩხირება. ის არაფერს ამბობს, მაგრამ ვგრძნობ, რომ გული ვატკინე, ვიცი სხვანაირად არ უთქვამს, მაგრამ რა ვქნა ამ სიბრაზეს ვერ ვუმკლავდები. ვერ ვეჩვევი მის პირად ცხოვრებას. სიჩუმე იმდენხანს გრძელდება, რომ უკვე აუტანელი ხდება, ამიტომ ტელეფონს ვთიშავ და ცრემლებმა, რომ არ დამახრჩოს სასწრაფოდ შევრბივარ სახლში. მინდა ოთახში ავიდე, მაგრამ მისაღებში გეგა მხვდება თავის ძმაკაცებთან ერთად, ლუდს სვამენ და ფეხბურთს უყურებენ, ადგილზე ვშეშდები და დაბინდულ მზერას ვავლებ.
- სარაც მოსულაა? არ შემოგვიერთდები ლამაზო? - გეგას ერთ -ერთი ძმაკაცი, ლევანი ფეხზე დგება და ჩემკენ მოდის.
- თავი დაანებე. - მესმის გეგას მკაცრი ხმა. - სარა ადი შენს ოთახში. - ჩემთვის უკვე საკმარისია მისი სიტყვები, რომ ავტირდე, ამიტომ სწრაფად ვტრიალდები და კიბეებზე ავრბივარ.
მესმის როგორ ეუბნება ლევანი გეგას, კაი შენ თვითონ არ ამბობდიო. მე ვერ ვხვდები რას გულისხმობს, რადგან უკვე გონებაარეული ვარ და ცრემლები თავისით მომდის. კარს ვკეტავ და საწოლზე ვემხობი.
''ღამის ქურუმი''
მანქანით ქალაქში დავბორიალობ, მუსიკას ვუსმენ და საათზე ვიყურები 8ხდება, უკვე ვბრაზდები, სადაა ამდენ ხანს? სიტყვა დამთავრებული არ მაქვს, ტელეფონი მირეკავს.
- გისმენ.
- ახლა გამოვიდა სახლიდან, უკან მივყვები და სადაც მივა ვნახავ.
- კარგი გამაგებინე. - ტელეფონს ვთიშავ და სიგარეტს ვუკიდებ. დრო არ გადის, უკვე ნერვები მეშლება. ბარნოვზე ვარ, ისევ რომ მირეკავს.
- ბარშია დაქალთან ერთად, ქიაჩელზე. - მანქანას ვაბრუნებ და ბარში მივდივარ. შესული არ ვარ, რომ მაშინვე თვალში მხვდება მისი თმები, ლამაზია. თავს ვაქნევ, ამის დრო არ არის ვეუბნები ჩემს თავს და ბართან ვჯდები. ტეკილას ვიღებ, დაჩიც გვერდით მიდგება და ისიც ტეკილას იღებს.
- რა არის შე **ა მოიხსენი ეგ კაპიუშონი, ბარდნის?
მე არაფერს ვამბობ, უბრალოდ სარას ვუყურებ, სხვაგან და სხვა სიტუაციაში მაინც შეგხვედროდი ლამაზო, ვფიქრობ ჩემთვის. მერე ტეკილას ბარზე ვდებ და მასთან მისვლას ვაპირებ, უეცრად ის ფეხზე დგება მაგიდაზე ადის და ცეკვას იწყებს. ვჩერდები და სიამოვნებისგან მეღიმება, ვგრძნობ რომ მინდა, როგორ არ მომინდება ისეთ მოძრაობებს აკეთებს. ვნებისგან გაგიჟებული სულმოუთქმელად ვსვავ სასმელს და ჩემთან სარას მეგობარი მოდის. რაღაცას მეუბნება, მაგრამ წესიერად ვერ ვიგებ, ხელს სარასკენ იშვერს და მთხოვს გაყვანაში დავეხმარო. დაჩი თვალს მიკრავს, მე გოგოს მივყვები, სარა ჩამომყავს მაგიდიდან და ზურგზე გადაკიდებული გარეთ გამყავს, ის კი საშინლად კივის, ხელებს ბეჭებზე მირტყავს, მეცინება. ტაქსიში ვსვამ, თავს ვერ იკავებს და სავარძელზე წვება, რა სექსუალურია, ვფიქრობ და მობრუნებას ვაპირებ, ის კი ზედატანზე მეჭიდება და მიღიმის თავისკენ მექაჩება, მის სახესთან ისე ახლოს ვარ უბრალო მოძრაობა და ვაკოცებ, სასიამოვნო სუნი აქვს, შოკოლადის. მეღიმება, ელოდება, რომ ვაკოცებ, არა ლამაზო, ჯერ ადრეა. ყურზე ვეხები: "sexy chocolate " ვეჩურჩულები, მიღიმის და ხელს მიშვებს. გონზე დაჩის ხმას მოვყავარ.
- თავად გაები, ძმაო. - ხელს მხარზე მარტყამს და იცინის.
ბოლო დღეებს მის დევნაში ვატარებ, ორჯერ სადარბაზოში ვხვდები, მაგრამ ისე რომ ვერ დამინახოს, სიბნელეს ვეფარები, ამისთვის სანათის გაფუჭებაც კი დამჭირდა. თავიდან ვგრძნობ ეშინია, მერე შეტევაზე გადმოდის, ინტრიგას ვუტოვებ და მოვდივარ. ვგრძნობ მის სურნელს ჭკუიდან გადავყავარ. მაგიჟებს.
საწოლზე ვწევარ და მესიჯს ვწერ, თვითონაც მწერს მეუბნება, რომ მშიშარა ვარ. ჩემი სახის ნახვა უნდა, ვგრძნობ მოსწონს ეს სიტუაცია, ჩემი შეხება, მაგრამ მწარე ენა აქვს და თავს კარგად ინიღბავს. მეცინება.
შეხვედრას ისევ სადარბაზოში ვუნიშნავ, მაგრამ ვიცი არ მოვა, მეთამაშები სარა? მეცინება. მაშინ მე თვითონ მოვალ შენთან.''
სარა
ტირილისგან თვალებდასიებული ვდგები და შხაპის მისაღებად გავდივარ. წყლის ქვეშ, გაუნძრევლად ვდგევარ და ნიკოლზე ვფიქრობ. აუტანელი ხარ სარა, რატომ არ შეგიძლია, უბრალოდ შვილივით მოიქცე, რატომ ხარ ასეთი უხეში? მერე ისევ მარია მახსენდება და ნიკოლზე ისევ გული მომდის. სულ მაინტერესებდა, ნიკოლი ადრეც იყო თუ არა ქალებით დაინტერესებული. ვგრძნობ ამ თემაზე ფიქრებიც კი გულს მირევს. ''ღამის ქურუმი'' მახსენდებადა, ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის, თუმცა არსად წასვლას არ ვაპირებ, არ ვითამაშებ მისი წესებით, საინტერესოა რამდენ ხანს დამალავს თავის სახეს. აბაზანიდან გამოვდივარ და ისევ ჩემს საყვარელ პროცედურას ვიტარებ. მისაღებიდან ისევ ისმის ბიჭების ხმები. რა მომაბეზრებელია ღმერთო, მაგრამ მაინც საყვარელია. რაა სარაა? შენ ახლა გეგაზე გაიფიქრე საყვარელიაო? თავში მსუბუქად ვირტყავ ხელს და ლეპტოპს ვხსნი.ფბ -ზე შეტყონინება მხვდება ვინმე ''კრისტიან გრეისგან'', რაა? თვალები მიფართოვდება და ხარხარი მიტყდება. '' ნუ გგონია, რომ ჩვენი შეხვედრა სასწაულია, ''მე განათლებული ადამიანი ვარ და არანაირი სასწაული არ არსებობს ჩემთვის.''
- რააა? არა, არა. შანსი არ არსებობს? - გული მომდის. ყველას ერთად მოუნდა ჩემთან თამაში? ან ეს სიტყვები რას ნიშნავს? დავიჯერო ქართველი მისტერ გრეი, ერნესტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის მოყვარულია? ვინ ხარ, ვინ? ფიქრი თავს მატკიებს. სარა, ნერვებს ნუ იშლი. ასე ხომ? კარგი, მესიჯს ვწერ: ''საერთოდ ვერ ახდენთ შთაბეჭდილებას ჩემზე მისტერ გრეი, რადგან არც საკვირველი გაქვთ რამე და არც შეუცნობელი''. მესიჯს ვაგზავნი და მომხმარებელს ვბლოკავ. ყურსასმენებს ვიკეთებ და ვწვები. coldplay სასიამოვნოდ მოქმედებს ჩემზე და ძილი მერევა.
ძილბურანში ვგრძნობ, რომ ვიღაც ჯდება საწოლზე, მერე წვება და ზურგზე მხვევს ხელს, მაშინვე ვფხიზლდები.
- ჩშ, მე ვარ. - პირზე ხელს მაფარებს, ისაა, ''ღამის ქურუმი''. მინდა მისკენ გადავბრუნდე, მაგრამ მიჭერს. - არ შემობრუნდე, თორემ წავალ.
- რაა მემუქრები? - ვეუბნები და ვჩერდები, მართლაც არ მინდა, რომ წავიდეს. - აქ როგორ მომაგენი, საერთოდ რას აკეთებ ჩემს ოთახში?
- კარის ჩაკეტვა დაგავიწყდა, chocolate. - მეუბნება და ყურზე მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობ. მისი ხელები მუცელზე მაქვს შემოხვეული, ვაღიარებ მსიამოვნებს, ხელზე ხელს ვადებ. იცინის.
- რა გაცინებს იდიოტო?
- მეტი არაფერი გაქვს სათქმელი? - მეუბნება და კისერში მკოცნის, საშინლად ვიბნევი, ნაკოცნი ადგილი მეწვის.
- რა გინდა ჩემგან?
- გაჩუმდი და დაიძინე. - მეუბნება და თმაზე მეფერება.
- გადამრევ შენ, არ მეუბნები ვინ ხარ, უკან დამყვები, ახლა ჩემს საწოლში წევხარ და მეუბნები დაიძინეო. - ვგრძნობ, რომ ინტერესი მახრჩობ, მისი სახის დანახვა მინდა, მინდა მისი თვალები ვნახო. არ ვიცი როგორ გამოიყურება, მაგრამ საშინლად მაბნევს, მსიამოვნებს. მისი ხელები მოძრაობას იწყებენ, მუცლიდან ზემოთ მოიწევენ, მკერდთან ჩერდება და მის გარშემო წრეს ხაზავს. სუნთქვა მეკვრის, ტუჩებიდან სიამოვნების კვნესა მწყდება, ჩაცინების ხმა მაკრთობს და ჩემი თავის მცხვენია, სასწრაფოდ ვისწორებ გადაღეღილ პიჟამას.
- ჩემგან რა გინდა? - იმის მაგივრად, რომ მკაცრად ველაპარაკო, საბრალო, გატეხილი ხმა ამომდის.
- შენ მინდიხარ. მაგიჟებ, chocolate. ვიცი, შენც გინდვივარ, ვიცი ერთი სული გაქვს როდის მაკოცებ. - ვნებისგან ჩამწყდარი ხმით მეჩურჩულება და ხელებს ჩემს სხეულზე დაასრიალებს. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გველები დასრიალებენ ჩემს სხეულზე, ისეთი ცივი და ამავდროულად სასიამოვნო თითები აქვს.
- შენ არ გინდა? -ვეკითხები და ვიტრუნები.
- აჰ, სარა, გინდა მახე დამიგო? არა, ვერ ეღირსები. - იცინის და ვგრძნობ საიდანღაც მეცნობა ეს ხმა, თავს ძალას ვატან, მაგრამ ვერ ვიხსენებ.
- აბა, ჩემთან რატომ მოდიხარ? რას დამსდევ, რა გინდა? სახეს არ აჩენ, არაფერს მეუბნები? მოგწონვარ? გინდივარ? - ვეუბნები და სიბრაზისგან მაკანკალებს.
- ჩუ, დაწყნარდი, ნუ კანკალებ. - მხარზე ხელს მიჭერს და მერე მთელს მხარს კოცნით მიუყვება. - მინდიხარ, მიზიდავ და მინდა გატკინო!
- გატკენ, გატკენ, ვერ გავიგე ვინ ხარ? მანიაკი ხარ, თუ ავადმყოფი? ან მეტი სიტყვა არ იცი? - გაბრაზებული ვხტები საწოლიდან, მინდა შევბრუნდე, მაგრამ უცებ ცხოველივით ხტება და უკნიდან მეკვრის.
- ხო, უნდა გატკინო, საშინლად, მწარედ, მინდა დაგეუფლო, მინდა გაგაწვალო, მინდა ჩემი იყო, მინდა შეგშალო. - მკლავებს მხვევს და თმაში თავჩარგული ვნებისგან ათრთოლებული მეჩურჩულება.
- რატომ? რატომ? - მეც ვნება მერევა, ჩურჩულზე გადავდივარ.
- იმიტომ, რომ ჩემი ბედისწერა ხარ. - მეჩურჩულება და ხელებს მიშვებს, ვერაფერს ვხვდები, დაბნეულობისგან ერთ ადგილას ვიყინები, ჯერ კიდევ დაბინდული მაქვს გონება, უკან ვტრიალდები და მხოლოდ ღია კარს ვხედავ. თავზარდაცემული და აკანკალებული საწოლზე ვიკუნტები, სხეულს ვერაფერს ვუხერხებ, ტანში მცრის, ისევ ცხადად ვგრძნობ მის ცივ ხელებს, ისევ ისე განვიცდი სიამოვნებას. გულში სასიამოვნო სითბო მეღვრება. მომწონს ეს იდუმალება, მომწონს მისი საუბარი, მომწონს ის რომ არავის გავს. ზუსტად იცის რა მინდა, რას ვგრძნობ.
დილით სხეულს ძლივს ვწევ საწოლიდან, ერთ ადგილას ვდგევარ და თითებით მისი კოცნის ნაკვალევს მივუყვები, სასიამოვნოდ მაჟრიალებს, მეცინება. სამზარეულოში ჩასულს გეგა მხვდება, ისიც სამზარეულოში შემოდის, კართან ჩერდება და მატარებს, ვიბნევი, ვუღიმი და შევდივარ. გუშინდელის გამო მისი მადლობელი ვარ. გეგა სკამზე ჯდება და მიყურებს, ყავას ვიღებ და ორ ფინჯანს, ვხედავ გაოცების ნიშნად წარბს სწევს.
- შაქარი ერთი, თუ ორი? - მის მზერას არ ვიმჩნევ და ყავას ფინჯნებში ვყრი.
- უშაქრო. - მეღიმება, ჩემსავით უშაქრო ჰყვარებია. მერე ადუღებულ წყალს ვასხამ და ვურევ.
- ეს სამადლობელია? - მეკითხება, როცა ფინჯანს ვაწვდი, გული მომდის, იდიოტი. არა, არ შეუძლია რომ ნორმალურად მოიქცეს, ყოველთვის ყველაფერს აფუჭებს. მინდა რაღაც ვუთხრა, მაგრამ ვჩერდები, მამა და სოფია შემოდიან.
- დილა მშვიდობისა, ბავშვებო. - გვიღიმის სოფია, მამა თავზე მკოცნის და გეგას გვერდით ჯდება. სოფია მაცივართან მოდის და საუზმის გაწყობას იწყებს. გეგა და მამა რაღაც საქმეებზე საუბრობენ, ვერ ვიგებ რაზე, მაგრამ ვხვდები ეს სოფიას ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს ეხება. ფანჯარაზე მიყუდებული ვუყურებ ოთახში მყოფთ და მეღიმება, ოჯახი. თბილი გრძნობა ყოფილა ოჯახის წევრად ყოფნა.
- მე წავალ, დამაგვიანდება. - ვამბობ და ფინჯანს ნიჟარაში ვდებ.
- მე გაგიყვან. - ფეხზე დგება გეგა, მიკვირს, ისე მიკვირს, რომ ვიბნევი.
- არა იყოს, ნოე მომაკითხავს. - ვეუბნები და მეც არ ვიცი, საიდან მაგონდება ასეთი ტყუილი. გეგა წარბებს კრავს, სოფია ეშმაკურად იღიმის.
- ნოე ვინ არის, სარა?
- მისი შეყვარებულია. - მამა სოფიას თვალს უკრავს და იცინიან. არაა, ამას მამაჩემი მიკეთებს? გაბრაზების ნიშნად თვალებს ვუბრიალებ. ჩანთას ვიღებ და გამოვდივარ. წვიმს. ღირსი ხარ სარა, იდექი ახლა და ელოდე ტაქსს, გითხრა ბიჭმა გაგიყვანო, ნეტა რა თავს იდებ?
- რაო დაიკო დაგიკიდა შენმა ბოიფრენდმა? - მესმის გეგას ხმა, ვბრუნდები, გეგა მანქანის ჩაწეული ფანჯრიდან მიყურებს და ირონიულად იღიმის. სიბრაზისგან აცახცახებული კარს ვაღებ და ვჯდები.
- ეე, ვინ მოგცა ჩაჯდომის უფლება? - ხელს მიჭერს და მანიშნებს, რომ გადავიდე. - სველი ხარ.
- იდიოტო. - ვეუბნები და მის გამოწვდილ ცელოფანს სავარძელზე ვაფენ.
- ორით-ერთი, დაიკო. - იცინის და ადგილს სწყდება. სიბრაზისგან ვწითლდები, მინდა რამე ვუთხრა. ხელს რადიოს ჩასართველად სწევს და ვხედავ საოცრად დახვეწილი თითები ჰქონია ვაჟბატონს. სალონში Hozier -Take me to Church სასიამოვნო მელოდია იღვრება, ეს სიმღერა ჩემში ვნებებს აღვიძებს, გეგას ვუყურებ, საშინლად სიმპათიური პროფილი აქვს ამ დამპალს. რა? გაგიჟდი სარა? ფიქრების მოსაშორებლად თავს ვაქნევ და ჩანთიდან შოკოლადს ვიღებ. ვჭამ და ბოლოს თითსაც ვილოკავ. ვგრძნობ გეგა მიყურებს.
- რაა? - ვეკითხები გაოცებული.
- ასე ჭამ ყოველთვის შოკოლადს?
- ხო, რა იყო, პირველად ნახე გოგო შოკოლადს ჭამდეს? - გაკვირვებული ვუყურებ და ტუჩზე შერჩენილ ნამცეცს ენის წვერს ვუსმევ.
- ბიჭებთანაც? - მეუბნება და თვალს მაშორებს.მეცინება.
- კარგი, არ გიხდება ეს ძმის როლის თამაში. - მხარზე ხელს ვარტყამ და შუქნიშანზე გაჩერებული მანქანიდან გადავდივარ. - აქედან ფეხით ავალ. მადლობა, ძამიკო.
ლექციების შემდეგ მე ელენე და ნოე, მელიქიშვილზე ფეხით ჩავდივართ, ნაწვიმარზე მზე გამოვიდა და სასიამოვმოდ გვეჩვენება ფეხით სიარული. ნოეს ჩემს მხარზე ხელი აქვს შემოხვეული და მალ-მალე თავზე მკოცნის. მართლა კარგად ვარ მასთან, მაგრამ ვგრძნობ უკვე ისე აღარ მსიამოვნებს მისი შეხება, როგორც ადრე, თვალწინ წუხანდელი სცენა მიდგება, ''ღამის ქურუმის'' ვნებიანი ხმა ჩამესმის და მენატრება. რუსთაველამდე ისე ჩავდივართ ვერც ვხვდები, ვენდისთან გეგას მანქანას ვხედავ, მიკვირს. დავიჯერო მისი ფიგურის ბიჭი სწრაფი კვების ობიექტებზე გიჟდება? რატომ , არ ვიცი მაგრამ მისი ნახვა მინდება. მისი გამწარების იდეას აღტაცებაში მოვყავარ და ელენეს და ნოეს სულ ძალით მივარბენინებ. მიწისქვეშა გადასასვლელით გადასვალა გვეზარება და გზას პირდაპირ ვჭრით. შესვლისთანავე ყურში მხვდება გეგას სიცილი, დარბაზს თვალს ვავლებ და მას ვხედავ. მასთან ერთად ლევანი და კიდევ ერთი მისი ძმაკაცია, სახელი არ ვიცი. გოგოებთან ერთად არიან. ამ გათხაპნილ თოჯინებზე ნერვები მეშლება და ვცდილობ არ შევიმჩნიო. ელენე მათი მაგიდის წინ იკავებს ადგილს, მე და ნოე კი სალაროსთან მივდივართ. მინდა რაღაცა ისეთი გავაკეთო, რომ მისი ყურადღება მივიპყრო, ოღონდ ისე რომ თვითონ შემამჩნიოს და ეგონოს მე ვერ ვხედავ.
- სარა, ყავა წამომიღე რაა. - მეძახის ელენე და გეგას ყურადღებასაც ვიპყრობ, მეცინება, ისეთი თვალებით მიყურებს. მე ვუღიმი და ნოეს ვუბრუნდები, მაგიდასთან მივდივართ, გეგა მეძახის.
- სარა,- ისეთი სახე აქვს მგონია ნოეს დაახრჩობს, მე მათ მაგიდასთან მივდივარ და ყველას ვესალმები. ბიჭები რაღაცნაირი თვალებით მიყურებენ, ვერ ვხვდები ეს ირონიაა? თუ ინტერესი? - ეს სარაა. - დაბნეული იწყებს გეგა.
- მე სარა ვარ. - ვიღიმი და ნოეს ვეხუტები. - ეს კიდევ ნოეა, ჩემი შეყვარებული. -გეგას სახეზე სიბრაზეს ვკითხულობ და მსიამოვნებს, მისი ძმაკაცებიც რაღაცნაირი მტრული მზერით ხვდებიან ნოეს. მე არ ვიმჩნევ და ელესთან ვბრუნდებით.
ისე გამოდის რომ მე გეგას მოპირდაპირედ ვზივარ, მის მზერას არ ვიმჩნევ და ნოეს ვკოცნი. გეგას მეგობრები დგებიან და მიდიან, გასვლამდე ისევ მწველ მზერას მაპყრობს, ორით-ორი ძამიკო, ვამბობ გულში და მეღიმება.
ელენე სახლში მიდის, მე და ნოე ნოესთან ავდივართ. აქ ადრეც არაერთხელ ვყოფილვარ, არ მიყვარს წყვილები, რომლებიც ქუჩებში და პარკებში იკმაყოფილებენ ვნებებს. კარის დახურვისთანავე ნოე კედელზე მაკრობს და ვნებამორეული მკოცნის, მეც არანაკლებ მინდა და თმებში ვუცურებ ხელს. ნოე მაისურს იხდის, მერე ჩემი ზედატანი ვარდება იატაკზე. მსიამოვნებს მისი შეხება, მაგრამ თვალწინ ''ღამის ქურუმი'' მიტრიალებს, ნოეს ხელში ავყავრ და ოთახისკენ მიდის.
- მინდიხარ სარა, მინდიხარ. - მეჩურჩულება და ვგრძნობ, თუ არ გავჩერდით, ცოტახანში დავნებდები.
- ნოე, გეყოფა. - ვეუბნები და თავს ვაწევინებ. თვალებში ვნება უდგას და უაზროდ მომშტერებია.
- არა, შენ ჩემი ხარ, ჩემი გოგო ხარ, მენატრები სარა, მიყვარხარ. - ისევ გახელებით მკოცნის და მეჩურჩულება. ტუჩებიდან ყელისკენ ინაცვლებს, ნაზად და ვნებიანად, მერე მკერდს სწვდება და მე ნოეს მაგივრად, ისევ ჩემი ''ღამის ქურუმი'' მელანდება. სიამოვნების ზენიტს ვაღწევ, მაგრამ ვხვდები ეს ნოეს გამო არ ხდება. ხელი ქამრისკენ მიაქვს და იხსნის, მეც ვყები, შარვალს ვიხდი, ორივე საცვლების ამარა ვწევართ და ოთახში ჩვენი ვნებიანი ამოძახილები ისმის. რატომღაც ნოესაც და ''ღამის ქურუმსაც'' გეგას ლანდი ფარავს, მე კი უხეშად ვიშორებ ნოეს და საწოლიდან ვდგები. ეს რა იყო სარა? გეგა რატომ გამახსენდა? გაგიჟებული ვცდილობ შარვლის ჩაცმას.
- რას აკეთებ სარა? - ნოე საწოლიდან იწევა და ღრმად სუნთქავს.
- არ შემიძლია, ხო იცი, არა?-ვეუბნები, რაღაცნაირი ჩამქრალი ხმით და ზედატანს ვიცმევ.
ნოესგან გაგიჟებული გამოვრბივარ. ტაქსის ვაჩერებ და სახლში მივდივარ. ჯანდაბა სარა, ეს რა იყო? აკანკალებული ხელით თმას ვისწორებ და გეგაზე ვფიქრობ. ჩემს თავზე გულმოსული შოკოლადზე ვიყრი ჯავრს. სახლში კი არ შევდივარ, შევრბივარ და პირდაპირ ჩემს ოთახში ავდივარ.
- სარა, სარა რა ხდება? - მესმის სოფიას ხმა, მე კი პასუხსაც არ ვუბრუნებ. უზრდელი ხარ სარა! კარს ვკეტავ და აბაზანაში შევდივარ. უნდა მოვიშორო, ნოეს ყველა კოცნა, მისი ხელების კვალი. გამწარებული ვიხეხავ ტანს, მაგრამ ვერ ვხვდები ეს ნოეს გამო ხდება, თუ გეგაზე ფიქრის გამო. თავს საშინლად ვგრძნობ.
თმას ვიშრობ, როცა სოფია შემოდის.
- სარა, რა მოხდა? ცუდად ხომ არ ხარ? - მეკითხება და მე ნერვები მეშლება, მინდა ვუყვირო გეყოფა დედის როლის თამაშითქო, მაგრამ რაღაცნაირად თავს ვიკავებ.
- არაფერი. - ვეუბნები და ზურგს ვაქცევ, ვხვდები პასუხი არ აკმაყოფილებს, მაგრამ მაინც გადის. ვგრძნობ ვაწყეინე და თავს საძაგლად ვგრძნობ, თმას ვიშრობ, ვიცმევ და მისაღებში ჩავდივარ. სოფია სავარძელში ზის და ტელეფინზე ლაპარაკობს, ცოტახანს ვაცდი.
- მაპატიე წეღანდელის გამო, უხეშად გამომივიდა. უბრალოდ რთული დღე მქონდა და... - თავს ვხრი და ვცდილობ სათქმელი სწარფად ვუთხრა.
- არაა საჭირო, მე მესმის შენი. - ცივად მიღიმის და სამზარეულოში გადის. - ყავას დალევ?
- კი, რა თქმა უნდა. - ფინია ძაღლივით უკან მივყვები. - მართლა გულით ვწუხვარ, სოფია.
- არ გინდა სარა, დამიჯერე მესმის. - თავს მიქნევს და ყავას აკეთებს. - გეგასთვისაც ძნელია მამაშენთან შეგუება, ამიტომ მესმის შენი. დედაშენის შემდეგ ალბათ შენთვის რთულია, სხვა ქალთან შეგუება. -დედაჩემი, ნეტავ იცოდე რომ დედა დიდი ხანია არ მყოლია, ნეტავ იცოდე, რას ვგრძნობ.
- მე უცნაური ხასიათი მაქვს, მაგრამ დამიჯერე შენს მიმართ ცუდად არ ვარ განწყობილი. - ჩემი სიტყვების მცხვენია, მაგრამ მაინც ვამბობ. ამ დროს სახლში გეგა შემოდის, აშკარად ნასვამია.
- ქალბატონებო. - ცერემონიულად გვიკრავს თავს და ცალყბად იცინის.
- დე, მოხვედი? შეჭამ? თუ ყავას დალევ?
- ყავას, ოღონდ ძლიერს. - გადის და კარიდან იძახის. - ოთახში ამომიტანე. - მიკვირს მისი საქციელის, არანაირი ზედმეტი შეხედვა, არც ირონია. სოფია ყავას აკეთებს.
- სარა, აუტანე რა? სასწრაფოდ უნდა გავიდე, სულ დამავიწყდა, რაღაც წვეულებაზე უნდა წავსულიყავი, იმედია მივუსწრებ. - თან მეუბნება და თან ჩანთას იღებს.
- მეე? - მიკვირს, საშინლად არ მინდა გეგას ნახვა. სოფია მხოლოდ თავს მიქნევს და გადის. ჯანდაბა სარა, ღირსი ხარ! მოაწყე აქ პატიების სცენა. იძულებული ვარ ვაჟბატონს ოთახში ვეახლო.
- შეიძლება? - ღია კარზე ვაკაკუნებ და დაბნეული შევდივარ.
- მოდი. - გეგა საწოლზე წევს და ტელეფონს ჩაჰყურებს, ყავას ტუმბოზე ვუდგამ და ვბრუნდები.
- დარჩი. - მეუბნება რაღაცნაირი უხეში ხმით.
- რაა? - შიშით ვტრიალდები და ვცდილობ სახეზე არ შემემჩნეს.
- დარჩი, ვილაპარაკოთ არ ვიკბინები. - თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს და ისევ ცალყბად იღიმის.
- რაზე? - რატომღაც ვრჩები და საწოლის ბოლოში ვჯდები.
- შენს შეყვარებულზე! - დამარცვლით ამბობს.
- ნოეზე შენთან რა სალაპარაკო მაქვს? - მიკვირს.
- აღარ დაგინახო კისერზე ეკიდებოდე, მითუმეტეს კოცნიდე! - კბილებში ცრის და ჩემსკენ იწევა.
- თორემ? - გამომწვევად ვეუბნები და ცოტა მაკლია ახარხარებამდე.
- სარა, ნუ მეთამაშები! - უკვე ყვირილზე გადადის.
- ვერ გავიგე რა გინდა? შენ მამაჩემი არ ხარ! არც ჩემი ძმა! თანაც ასეც რომ იყოს, მე მაინც იმას გავაკეთებ რაც მინდა! რაც მომწონს და რაც მსიამოვნებს! - ისევ შეტევაზე გადავდივარ და თან მის გამომეტყველებას ვაკვირდები. ბოლო სიტყვებზე საყვარლად კრავს წარბებს.
- აჰა, რაც გსიამოვნებს არა?
- ხო, რაც მსიამოვნებს! - ჯიუტად ვამბობ და ოთახიდან გამოვდივარ.
გვიანობამდე ფილმს ვუყურებ და ყუსასმენებით მეძინება. ისევ ვგრძნობ ვიღაცას ჩემს გვერდით, ისევ მეხვევა, მაგრამ მე აღარ მეშინია, არც მიკვირს. ჩუმად ვარ და ველოდები, როდის ალაპარაკდება. ის კი არ ჩქარობს, ჯერ ჩემს სურნელს ისუნთქავს ხარბად, მერე კი ყელში, მხარზე და ზურგზე მკოცნის. ტანში სასიამოვმო ჟრუანტელი მივლის და ვკვნესი.
- მოგწონს, არა? - მეუბნება ვნებამორეული და თითებით მკერდზე მეფერება.
- მომწონს. - ვამბობ და ვგრძნობ არ მინდა გაჩერდეს. ის პიჟამას მხდის და თვალებს მიხვევს.
- არ მოიძრო და ხელი არ შემიშალო. - მკაცრად მაფრთხილებს და ვგრძნობ როგორ დამყურებს ზევიდან, არ მეხება, მაგრამ მისი სუნთქვა ისე მეფრქვევა სხეულზე, რომ სასიამოვნოდ მეხორკლება კანი. მისი ხელები ტუჩებზე მეფერება და ნელ-ნელა ყელისკენ ინაცვლებს, იქიდან მკერდზე, მიჭერს, მტკივნეულია თუმცა მე მხოლოდ სიამოვნებას განვიცდი. მისი კოცნის სურვილი მწვავს და თავს მაღლა ვწევ. ხვდება და თავი ახლოს მოაქვს, ბაგეებზე ოდნავ მეხება და ისეთ სიცხოველეს ვგრძნობ, მგონია გახურებულ ნაკვერჩხალს ვკოცნი. ტუჩებზე სასიამოვნო გემო აქვს, ვდუნდები და ნებას ვრთავ მმართოს. ისიც უფრო უხეშდება და ნაზი კოცნიდან უხეშ კოცნაზე გადადის. ვითიშები, ირგვლივ ყველაფერი მავიწყდება, სად ვარ, რას ვაკეთებ და ვინ ვარ. მხოლოდ ის მინდა, რომ მისი ვიყო, მას ვეკუთვნოდე და ის ჩემში ვიგრძნო. ვგრძნობ როგორ მეხება მუცელზე მისი ტუჩები და ისევ კვნესა მწყდება გულიდან. ის არ ჩერდება, უფრო მომთხოვნი ხდება და მე მის ძლიერ ხელებს ვგრძნობ, ვგრძნობ როგორ კანკალებს და ვერ ვხვდები რატომ, ვნებისგან გაგიჟებული ათასნაირ სასიყვარულო სიტყვას მეუბნება. ცოტაც და მე მთლიანად მისი ვიქნები, ამისთვის მზად ვარ, მინდა და მომწონს, ის არავის გავს, არც ნოეს და სხვა ჩემს შეყვარებულებს. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრება ამას ველოდი, ვგრძნობ, რომ ისაა ერთადერთი ვინც მჭირდება, ვგრძნობ, რომ მინდა პირველად მასთან მოხდეს. ჩემი სხეული მისას ითხოვს, მოსწონს და მინდა ეს ყველაფერი საუკუნოდ გაგრძელდეს. თავზე ხელს ვკიდებ და მის ზომაზე მეტად წამოზრდილ თმებში თითებს ვხლართავ, ვგრძნობ მოსწონს, უფრო ხელდება, უფრო გიჟდება, თითები ჩემი საცვლისკენ მიაქვს და...
- რა მოხდა? - ვეკითხები, როცა სიმსუბუქეს ვგრძნობ, ის არაფერს ამბობს, წვება და უბრალოდ მეხუტება.
- არ შემიძლია. - მეჩურჩულება და ჩემს თმაში ყოფს ცხვირს.
- აბა გატკენო? - გამომწვევად ვეკითხები და მის ხელს მკერდზე ვიდებ. მიჭერს, სხეული ეძაბება, მაგრამ მერე ისევ ეშვება.
- მიწვევ სარა, ეს კი სასიკეთოდ არ დამთავრდება. - მეუბნება ირონიულად, მაგრამ მე სულ ,არ მინდა, რომ გაჩერდეს, მინდა ისევ ვიგრძნო, ისევ განვიცადო აქამდე უცნობი სიამოვნება.
მეღვიძება, მაგრამ ''ღამის ქურუმი'' ჩემს გვერდით არ არის, ჩემს თავზე ბრაზი მომდის, როგორ დამეძინა, რა სულელი ხარ სარა? ლოგინში ვნებივრობ და მასზე ვფიქრობ, როგორ შემოდის ჩემს ოთახში ისე რომ ვერავინ ხედავს? გასაგებია ეზოში გადმოსვლა არ გაუჭირდება, მაგრამ აივანზე? გაურკვეველი ფიქრები თავს მატკიებს და აბაზანაში შევდივარ, იქიდან გამოსულს სკაიპში ნიკოლი მირეკავს, პასუხის გაცემას არ ვაპირებ და ზარიც ითიშება. არ შემიძლია დღევანდელი დღის გაფუჭება, არ ვაპირებ მასთან კამათს. მით უფრო მას შემდეგ რაც ბოლო საუბრისას გავაკეთე. დღეს შაბათია და სახლში ვრჩები. ტელეფონს ვიღებ, გამორთულია. ძალიან კარგი, არავინ შემაწუხებს. მისაღებში ჩავდივარ და ადგილზე ვიყინები. მაგიდაზე ტორტი დევს, ირგვლივ ყველაფერი მორთულია და წარწერებით აჭრელებული. ოთახში სოფია და მამა შემოდიან და დაბადების დღის სიმღერას მღერიან, გაოგნებისგან ხმას ვერ ვიღებ, წარმოუდგენელია სულ დამავიწყდა, დღეს ხომ 14მარტია. სიხარულისგან სუნთქვა მეკვრის, მერე ვკივი და მამაჩემს ვახტები, სოფია იცინის და ტაშს უკრავს.
- ვაიმე მადლობა, მადლობა... ეს ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის... უმაგრესი ხარ მააა. - ვეხვევი და ლოყებზე ვკოცნი.
- გილოცავ, სარა. - მეხვევა სოფია და საჩუქარს მაწვდის.
- მადლობა. ძალიან დიდი მადლობა სოფია, საუკეთესო დედინაცვალი ხარ. - ისევ ვეხვევი, სოფია სიამოვნებისკან კისკის იწყებს და მამას ეხუტება.
- გახსენი. - ყუთს ქაღალდს ვახევ და ვხსნი გული მიჩერდება, არ მჯერა.
- ეს ჩემია? - შეშინებული ვუყურებ სოფიას.
- ხო სარა, შენია. - კმაყოფილი სახით იღიმის და მკოცნის.
- ვაიმეეე, არ მჯერააა, საკუთარი მანქანა მეყოლებააა. - ოთახში სირბილს და ხტუნვას ვიწყებ და ხან მამას ვეხვევი, ხან სოფიას. ისეთი აჟიტირებული ვარ სულ ვერ ვამჩნევ, როგორ შემოდის გეგა, მისკენ მივრბივარ და ყელზე ვეკიდები.
- გეგააა, საკუთარი მანქანაა მყაავს. - გაოცებული მიყურებს და წელზე ხელს მხვევს.
- გიჟი ხარ. - ბურტყუნებს თავისთვის.
- იდიოტო. - ხელს ვაშვებინებ და გასაღებს გულში ვიხუტებ, სოფია ტორტს ჭრის. მე ყავას ვაკეთებ და არ მავიწყდება გეგას, რომ უშაქრო უყვარს. სოფიას უკვირს, თუმცა არ იმჩნევს.
- გეგა, დაბადების დღეს არ მომილოცავ? - ვეუბნები და მის წინ ვჯდები. ტელეფონში ჩამძვრალმა ერთ წამს ამომხედა, მერე ისევ ტელეფონს მიუბრუნდა. ვბრაზდები და მის ყავას ისევ ვიღებ და ნიჟარაში ვასხამ ,თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის, მე კი სიამოვნებისგან მეღიმება.
- სარა, ნიკოლი გირეკავს, უპასუხე. - მამა ტელეფონს მაწვდის, მე თავს ვაქნევ და ვანიშნებ, რომ არ მინდა საუბარი.
- სარა, ის დედაშენია. - იძულებული ვარ ვუპასუხო.
- გისმენ, ნიკოლ. - ვეუბნები და ოთახიდან გამოვდივარ.
- სარა, დაბადების დღეს გილოცაავ. - ყვირის მეორე მხრიდან და მარიასთან ერთად happy Birthday-ს მღერის. გული მეწურება და მგონია ტკივილი შემშლის. ხმას ვერ ვიღებ და თვალებს ვხუჭავ.
- ჩემი ლამაზი გოგო, მინდა სულ ბედნიერი იყო სარა, ძალიან მიყვარხარ.
- მადლობა, ნიკოლ. - ძლივს ვუყრი თავს სიტყვებს და კედელს ვეყრდნობი.
- მეტს არაფერს მეტყვი? - აშკარად წყენა ეპარება ხმაში ნიკოლს.
- მადლობა მოლოცვისთვის, მარიასაც გადაეცი ჩემგან. - ვეუბნები უკვე ხმააკანკალებული და ცრემლები მომდის. პასუხად სიჩუმეს ვიღებ და მეტის ატანა აღარ შემიძლია. კედლთან ვიკეცები, დაბლა ვჯდები და თავს ხელებში ვრგავ. მტკივა, ძალიან მტკივა, მგონია გული ამომაცალეს და მის მაგივრად ქვა მიდევს, თუმცა რატომ მეტირება აბა? ვიღაცის ხელის შეხება მაფხიზლებს. თვალს ვაყოლებ და გეგა მრჩება ხელში. სასწრაფოდ ვდგები და ცრემლებს ვიწმენდ.
- რატომ ტირი?
- შენი საქმე არ არის. - ვეუბნები უკმეხად და ზურგს ვაქცევ.
- დღეს საღამოს კლუბში წამოხვალ? - იწყებს გაუბედავად, ვჩერდები. - ბიჭები ვიკრიბებით და წამოდი შენც, შენი მეგობრებიც წამოვიდნენ თუ გინდა, იმ ნოეს გარდა! -მეღიმება მის ნათქვამზე, იდიოტია, გილოცავს ვერ ამბობს და კლუბში კი მეპატიჟება.
- მადლობა ძამიკო, შეგეძლო უბრალოდ ერთი სიტყვა გეთქვა. - ვბრუნდები და ხელებგადაჯვარედინებული ვუყურებ.
- წამოხვალ თუ არა? - ნათქვამს ყურადღებას არ აქცევს.
- წამოვალთ, მხოლოდ მე და ელენე.
- კარგი, საღამომდე. - მეუბნება და გადის.
მთელი დღე მილოცვებს ვიღებ, ნოე სახლში ვარდებს მიგზავნი, მე ნერვები მეშლება და ნაგვის ურნაში ვყრი, სოფია იცინის, მამა ეშმაკურად იღიმის. ვერ ვხვდები რა სჭირთ.
მერე მახსენდება, რომ კაბა მაქვს საყიდელი და ჩემი მანქანით გავდივარ. პეკინზე ვარ და პარკირებას ვცდილობ, ჯანდაბა! ეს ხომ ჩემი სუსტი წერტილია. ათწუთიანი წვალების შემდეგ ძლივს ვაყენებ მანქანას და გადმოვდივარ.
- მოქალაქევ, თქვენი საბუთები. - მესმის ხმა, პატრულია. ჯანდაბა სარა, ნუთუ მაინც დაარღვიე წესები. სახეზე მომხიბლავ ღიმილს ვიკრავ და მისკენ ვბრუნდები.
- რამე არასწორად გავაკეთე? - კეკლუცად ვუღიმი და თმის წვალებას ვიწყებ. საპასუხოდ იღიმის და ზურგსუკან დამალულ იების თაიგულს მჩუქნის. გაოცებისგან პირს ვაღებ, მერე თავს ვაქნევ და თაიგულს ვართმევ.
- ეს ვისგანაა? - ხმას არ იღებს, მიღიმის და მიდის. გული აჩქარებულად იწყებს მუშაობას. სუნთქვა მეკვრის, იებს ვყნოსავ, სასიამოვნო სურნელი აქვს და მეც ბედნიერებისგან ვბრწყინავ. ვინ არის? ვინ?
დიდი ხნის ძებნის შემდეგ, როგორც იქნა ვპოულობ ჩემს მოსაწონ კაბას, შავს და ძალიან სექსუალურს. მინდა დღეს ვბრწყინავდე, მინდა ნერწყვები ვაყლაპინო გეგას. რაა? სარა შენ ამას გეგას გამო აკეთებ? ჯანდაბა, რა გჭირს? ამოიგდე გეგა თავიდან! ეს არასწორია.! ნერვები მეშლება და ხალისიც მეკარგება. ასე არ შეიძლება სარა, ყოველთვის უადგილო ადგილას მეჩხირება გეგა. მოგწონს, სარა? როგორც იქნა საკუთარ თავს რიტორიკულ შეკითხვას ვუსვამ და პასუხის მოლოდინში გული საგულედან მიხტება. არა, არა, არა! შეუძლებელია სარა!
*********
ელენესთან ერთად კლუბში შევდივარ, ბევრი ხალხია და გეგას ვერ ვხედავ, თვალებით ვეძებ მაგრამ ვერ ვპოულობ.
- რა დავლიოთ? - მეკითხება ელენე ბართან მისვლისას.
- მე შოკოლადის კოქტეილი მინდა. - ვეუბნები და ტელეფონს ვუყუებ. მესიჯია,''ღამის ქურუმი'' : "დაბადების დღეს გილოცავ chocolate ", მეღიმება და სასიამოვნო გრძნობა მიპყრობს. ''შენი ნახვა მინდა.'' - ვწერ და პასუხის მოლოდინში კოქტეილს ვსვამ. ელენე ინტერესით მომჩერებია. მესიჯს ვაჩვენებ, გაკვირვებულია. პასუხი იგვიანებს, მე კი ნერვიულობისგან აღარ ვიცი რა ვქნა.
''ერთ საათში, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, გვირაბში გელოდები.''- ფეხები მეკვეთება, ტანში ჟრუანტელი მივლის. ვნახავ ,ვნახავ, სიხარულით არ ვიცი რა ვქნა. მერე გეგას ვამჩნევ და მისკენ მივდივარ, არ ვიცი სიხარულით ვარ მთვრალი, თუ სასმელმა დამათრო მაგრამ, უკვე მერევა ფეხი. ღიმილით ვუახლოვდები, ისიც მიღიმის, რაღაცნაირი თბილი ღიმილით, უარესად ვირევი. ლოყას ვუშვერ, ისიც მკოცნის, ეს რაღაც განსხვავებული, არარეალური გრძნობაა, ვიწვი. უტიფრად ვუყურებ თვალებში და სულაც არ მცხვენია იმის, რომ ასე გამომწვევად ვიქცევი.
- ვიცეკვოთ. - ზურგით ტანზე ვეკვრი და ნელი მოძრაობით ვცდილობ ავიყოლიო. ელენეს ვხედავ, გაოცებული მიყურებს და გეგას ძმაკაცს ყელზე ეკიდება, ბევრი დალია, ვფიქრობ მაგრამ უკვე სულ ერთია, ელენეს კი არა, ჩემს გრძნობებს ვერ ვიმორჩილებ. გეგას ორივე ხელი წელზე მეხვევა და ცეცხლი მეკიდება. ვცეკვავ თავდავიწყებით, თვალებში ვერ ვუყურებ, მაგრამ არ მადარდებს რას იფიქრებს. მავიწყდება მამაც, სოფიაც და ''ღამის ქურუმიც'', ეს ბიჭი ჩემზე ცუდად მოქმედებს. თავისკენ მაბრუნებს და მისი სუნთქვა სახეზე მეცემა. სინათლის ციმციმი თვალებს მჭრის და მხედველობას მიძნელებს, მაგრამ მისი თვალებიდან წამოსული მუხტის დანახვა არ მიჭირს. ვჩერდებით, ერთმანეთს ვუყურებთ, ვგრძნობ, რომ გავითიშეთ, მოვწყდით სამყაროს, ყურებში სიჩუმე გუგუნებს. ხელები ისევ ჩემს წელზე აქვს მოხვეული. ვუღიმი, მიღიმის. საიდანღაც ლევანი მოდის და გეგა გვერდზე გაჰყავს. რეალობას ვუბრუნდები, ჯანდაბა სარა, ჯანდაბა. საპირფარეშოში შევდივარ და ხელსაბანს ვეყრდნობი, შუბლზე ჩამოყრილ თმებს სულის შებერვით ვიშორებ და სარკეს ვუღიმი. არავითარი გეგა, შენ ''ღამის ქურუმი'' გელოდება, სარა. შეუძლებელია ორივე ერთდროულად გაფორიაქებდეს, ერთნაირად გრევდეს, ორივეს შეხებაზე იწვოდე სარა. ეს რა გაორებაა? ვხვდები ლაბირინში ვარ და გამოსვლას ვერ ვახერხებ.
გარეთ გამოვდივარ და მანქანაში ვჯდები. მოსალოდნელი შეხვედრის მოლოდინში ტანში მცრის, ვთბები. აღარ ვიცი რა მჭირს. მანქანას ვაჩერებ და გარემოს ვათვალიერებ, გვირაბში ჩასასვლელად ვემზადები, მაგრამ ფეხები მიკანკალებს, მეშინია. დაწყნარდი სარა, მიყევი დინებას, მოხდეს რაც მოსახდენია. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და კიბეებზე ნელა ჩავდივარ, სანამ სინათლეა არ მიჭირს, მაგრამ როცა სრულ სიბნელეში მივაბიჯებ სული მეკვრის, გვირაბში დახუთული, შმორის და შა **ის სუნია, ცხვირი მეწვის. ხელს ვიფარებ რომ გული არ ამერიოს. გვირაბი მთავრდება და მე ზუსტად ხიდის ქვეშ, სავალ ნაწილზე ვდგავარ. დაბლა მტკვარია, მაღლიდან მანქანების ხმა ისმის. ვდგავრ და ვერ ვინძრევი. მოაჯირს ვეყრდნობი და წინ გადაშლილი სანახაობით ვტკბები.
უკნიდან შეხებას ვგრძნობ, სუნთქვა მეკვრის, გული მუშაობას წყვეტს. სიამოვნების ქარიშხალი მიახლოვდება და მეშინია არ დამანგრიოს.
- chocolate. - ჩურჩულებს და მისი ხელი ფეხზე მედება, კაბას ზემოთ წევს და შეჩერებული სისხლი ვენებიდან ჩადმოსვლას ლამობს. მისი ხელები ჩემს სხეულზე დათარეშობენ, მისი ტუჩები ყელზე და კისერზე. ორივე ხელით მოაჯირს ვეყრდნობი და ტკივილამდე ვუჭერ ხელს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჰაერში ვიწევი, მგონია ვანათებ, მგონია მთელი თბილისი მიყურებს, ვგრძნობ რომ დავფრინავ. მინდა ვიყვირო, ვიკივლო, მაგრამ ტუჩები არ მემორჩილება. მხოლოდ კვნესის ხმას გამოვცემ. ტკივილი ჭკუიდან მშლის და მაბრუებს, სხეული მიხურს, გულის რევის შეგრძნება მაქვს, მაგრამ ჯიუტად ვაჭერ ტუჩებს კბილს, ისე ვაჭერ რომ სისხლიც კი მომდის, ეს უკვე უკანასკნელი ტკივილია... ვეშვები, ვდუნდები და თვალებს ვახელ...
მე ქალი ვარ...
მე მიყვარს...
მე მისი ვარ...
შუა ქალაქში ყველას დასანახად მქონდა სექსი, ადამიანთან რომლის სახეც არ ვიცი, მაგრამ ვგრძნობ როგორ ...
თბილისი, მტკვარიც და გახეთქილი ტუჩიც...
სახეს ჩემს თმაში მალავს და სურნელს ხარბად ისრუტავს, მისი ხელები წელზე მეხვევა, თითებზე ხელებს ვუჭერ და მაღლა ვწევ, სინათლე მისი თითების განსაკუთრებულობას და სრულყოფილებას აჩენს... სუნთქვა მეკვრის...

აღმაფრენა და მოწყვეტით დანარცხება ერთია, მოულოდნელად ჯოჯოხეთური სიცარიელე მეხვევა გარს... ირგვლივ ყველაფერი ფერმკრთალდება, სამოთხიდან ჯოჯოხეთში ვვარდები.
ეს თითები, მისი სრულყოფილება, მისი სინატიფე ადრეც სადღაც მინახავს. თავბრუდახვეულივით დავცქერი და მთელი სხეული ციებიანივით მიცახცახებს, მისი შენახები ადგილები კატასტროფული სიჩქარით წვას იწყებს. ხელს ვუშვებ და ისინი ისევ წელზე მეკრობა, უარესად მეწვის კანი. მისი ამონასუნთქი კისერზე სასიამოვნოდ მელამუნება, მაგრამ გაუგებარია რატომ ვგრძნობ გულისრევას. ის... შეუძლებელია ის იყოს, არა! დაუშვებელია, ამხელა დამთხვევა, უბრალოდ შეუძლებელია. მინდა მივბრუნდე, თვალებში ჩავხედო, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის, ვერ შევძლებ რეალობას თვალი გავუსწორო. ''ღამის ქურუმი'' და გეგა ერთი და იგივე ადამიანია? კითხვები თავს მატკიებს, პასუხზე გული მერევა... თავბრუსხვევა იმატებს, სული მეხუთება, იმ გარემოსაც ძველებური ხიბლი აღარ აქვს, არც მე განვიცდი მასთან ყოფნის კმაყოფილებას. ქარი სახეზე მელამუნება და ყურში ჩურჩულით ცოდვის ჩადენაში მამხელს. არ შემიძლია გაჩერება უნდა წავიდე. ჰაერს ღრმად ვუშვებ ფილტვებში და მდინარეს ჩავყურებ, ვნებებმა ფსკერამდე ჩამძირეს. ვნანობ? არა, სინანული ჩემთვის არაა, მაგრამ იმის განცდა, რომ ის გეგაა, მკერდზე მარწუხივით მედება. გავიქცევი, უნდა წავიდე... არა, ვერ შევძლებ მივიღო ისეთი როგორიცაა, თავს ვერ მოვიტყუებ, რომ ვერ ვხვდები ვინაა.
ხელებს ვაშვებინებ და სირბილით მივდივარ კიბეებისკენ. უნდა წავიდე ბარში, გეგა უნდა ვნახო, უნდა დავრწმუნდე რომ ვცდები. ბარში შევდივარ და თვალებდაბინდული გარემოს ვათვალიერებ, მოზღვავებული გრძნობები, დამუხტული ჰაერი და სინათლის ციმციმი ცუდად მოქმედებს. მკერდი აჩქარებულად მოძრაობს, გეგას ბართან ვხედავ, თავჩაღუნული ზის და სასმელიან ხელს დაჰყურებს. მეჩვენება, რომ სხეული უკანკალებს. ნუთუ ისიც იმას ფიქრობს რასაც მე, ძლივს ვასწრებ გარეთ გამოსვლას და გული მერევა, თუმცა ვგრძნობ როგორ მეშვება, ეს შვებაა, მინდა ყველაფერი ამოვიღო, ყველა გრძნობა, ყველა ემოცია, ტკივილი, სიმოვნება, რაც მისი შეხებისას მიგროვდებოდა სხეულში, მინდა დავცარიელდე. აკანკალებული ხელით ვიწმენდ ტუჩებს და მისი კოცნის ნაკვალევის წაშლას მონდომებით ვცდილობ, გახეთქილი ტუჩის წვა, იმ ვნებებს და სურვილებს მახსენებს მასთან ყოფნისას, რომ განვიცდიდი, ის წუთები მახსენდება და მინდა ტვინი გამოვირეცხო, დავივიწყო ყველაფერი რაც ამ ერთ თვეში ჩემს ცხოვრებაში მოხდა, რაც გეგას და ''ღამის ქურუმს'' უკავშირდება...
მახსენდება რა მონდომებით ვცდილობდი მისი გამწარების გეგმის შემუშავებას, რომელშიც მე თვითონ გავები, მახსენდება, როგორ ვცდილობდი ცეკვისას მის შეცდენას და ისევ გული მერევა... არ შემიძლია უნდა წავიდე, ვერ შევძლებ თვალებში შეხედვას, მეშინია იმის დანახვა, რაც ვიცი ისედაც. მეშინია გრძნობების, ცოდვების გაშიშვლების. მანქანაში ვჯდები და უმისამართოდ მივქრი, ნეტავ ახლა მოვკვდებოდე. აი, ის მანქანა დამეჯახებოდეს, ან იმ ხეს შევასკდე, ან ხიდიდან გადავვარდე, ან... ან... მოვკვდე, მტკიოდეს, ფიზიკურად მტკიოდეს, ოღონდ ახლა ეს გრძნობა არ მახრჩობდეს. თითებს ისე ვუჭერ საჭეს, თითქოს ჩემს ყელს ვუჭერდე, წარმოვიდგენ, როგორ ვახრჩობ საკუთარ თავს და სიამოვნების განცდა მეუფლება... მაზოხიზმი, ჯანდაბას ვიყო მაზოხისტი, ფიზიკური ტკივილით ვიტანჯავდე თავს, ოღონდ სულში ის საშინელი მატლი, სინდისი რომ ქვია არ მიღრღნიდეს სხეულს...
მანქანას უკაცრიელ ადგილას ვაჩერებ, სავარძელზე ოთხად ვიკუნტები და თავს ხელებში ვრგავ, ვერ ვიჩერებ ნერვიულ ცახცახს, მე ცოდვა ჩავიდინე, მე თითქმის ინცესტის მონაწილე ვარ... მართალია ის ჩემი ძმა არაა, მაგრამ თეორიულად ასეა. მახსენდება მამა და სოფია და მუცელში წვას გრძნობ, უკანასკნელი კახპასავით მოვიქეცი, ნიკოლზე უარესი ვარ... ჯობდა მეც მასავით ლესბოსელი ვყოფილიყავი და ეს არ მომხდარიყო....
რაში დაჭირდა გეგას ჩემთვის ამის გაკეთება? რატომ დამდევდა, რატომ მეთამაშებოდა? რა უნდოდა? გატკენო ამბობდა და მაშინ ვერ ვიგებდი რას გულისხმობდა, რა თქმა უნდა ასეა, მატკინა თან როგორ... მის გარდა ასე სხვა ვერ მატკენდა, ეს იცოდა გეგამ, იცოდა რომ მასთან ურთიერთობა მატკენდა... ისევ გული მერევა... გულმუცელი მერევა, შინაგანი ორგანოები ერთმანეთს ეხეთქებიან, დაბლა იწევენ, გამოსვლას ლამობენ, მგონია შიგნით ყველაფერი სისხლად მექცა და მგონია გარეთ ჩემი ცოდვისთვის ფარდის ასახდელად იწყებს გამოსვლას. ვგრძნობ ვცარიელდები, არა ეს უბრალო შეგრძნება არაა, ეს რეალობაა, ვსველდები, საშინლდ ვსველდები...
ხელის კანკალით ვისინჯავ უბეს, ეს არაა მოჩვენება, მართლაც ვიცლები, სინათლეზე კარგად ჩანს სისხლისგან შეღებილი ჩემი ხელი... ჩემი კივილი ყურებს მიგუბავს... აქამდე ცრემლები გამშრალი მეგონა, ახლა კი სისხლთან ერთად ცრემლებისგანაც ვცარიელდები. აუტანელ ფიზიკურ ტკივილს განვიცდი, მაგრამ მაინც ვერ ფარავს ეს სულიერ ტკივილს, ასე უნდა იყოს სარა, შენი ცოდვა უნდა გამოისყიდო, მხოლოდ ასე თუ გამოისყიდი შენს ცოდვას. თვითგვემა...
***********
გეგა
კლუბში რომ შემოვიდა, თითქოს სული შემეკრა, საოცრება იყო, ვერ აღვწერ იმ გრძნობას რასაც იმ წუთას განვიცდიდი. არ დავუნახივარ, ბართან იდგა და სვამდა, მე კი კუთხეში ვიდექი და მისი თითოეული ნაკვთის, მიმიკის, მიხვრა-მოხვრის შესწავლას ვცდილობდი... ჩემს თავს უკვე ვეღარ ვუწევდი კონტროლს, რამდენჯერაც ვცადე მასზე ფიქრი თავიდან ამომეგდო იმდენჯერ უარესად შევტოპე მისდამი გრძნობებში. ადრე თუ მისი დაუფლების სურვილი მწვავდა, ადრე თუ მინდოდა ტკივილი მიმეყენებინა, ახლა ვხვდებოდი, რომ მინდოდა უბრალოდ მისით ავსილიყავი, მისი სურნელი შემეგრძნო ჭკუას, რომ მაკარგვინებდა. დავინახე როგორ წამოვიდა ჩემკენ და სხეული დამეძაბა, ისე მოარხევდა ტანს უკვე მეათასედ ვინატრე სხვა ყოფილიყო, ან მე არ ვყოფილიყავი გეგა...
ვგრძნობდი, როგორ უცემდა გული, ზურგით მკერდზე რომ მომეხუტა. მისი სხეული იმპულსებს მიგზავნოდა და მეც პასუხს ვუბრუნებდი, ცეკვავდა ისე, რომ ვენებში სისხლი ამიდუღა. გახევებული ვიდექი და ვუყურებდი... ისიც მიყურებდა, ვხედავდი რომ თვალები არეული ჰქონდა, შიგნით ვნება ჩაგუბებოდა, მაგრამ შემეშინდა, რომ ეს მხოლოდ ალკოჰოლისგან გამოწვეული ვნება იყო, შემეშინდა იმის რომ სიფხიზლეში ამას ვეღარ დავინახავდი.
**************
თვალების გახელას ვცდილობ მაგრამ არაფერი გამომდის. თავი საშინლად მტკივა, ვცდილობ ხელი ავწიო, მაგრამ არაფერი გამომდის... მგონია ქუთუთიებზე ლოდები . ბევრი მცდელობის შემდეგ როგორც იქნა თვალს ვახელ, ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვანია, მგონია ანიმაციურ ფილმს ვუყურებ, თვალებს ისევ ვხუჭავ და ვახელ, ამჯერად ყველაფერი რეალურია. ჩემს ოთახში ვარ... ჩემს ძველ ოთახში! ხო, ეს სოფიას სახლს არ გავს... მე, აქ როგორ აღმოვჩნდი? აქ რა მინდა? საწოლიდან წამოდგომას ვცდილობ... ვცდილობ ავდგე, მაგრამ არაფერი გამომდის... ცივი ოფლი მასხამს... რა მჭირს?...
რა მოხდა? გეგა სადაა? მამა? ჯანდაბა სარა, რა მოხდა? ნუთუ ეს ყველაფერი სიზმარი იყო? ნუთუ? არა უნდა ავდგე, მთელი ძალებით ვცდილობ წამოდგომას, მაგრამ ეს უბრალოდ წამოდგომას არ გავს, მგონია სხეულიდან გამოვდივარ, ვმსუბუქდები, თითქოს, სხეულის სიმძიმეს საწოლზე ვტოვებ და სულის სიმსუბუქით ვდგები... დავფრინავ...
თავს სრულიად გამოფიტულად ვგრძნობ, მგონია საჰაერო ორმოში ვვარდები, თავბრუმეხვევა. მახსენდება რომ სისხლი დავკარგე, ეტყობა გემოგლობინი დამივარდა. კარს ვაღებ და მისაღებში გავდივარ. არ მასვენებს მომხდარზე ფიქრი, მაგრამ იმაზე უფრო ვფიქრობ აქ როგორ აღმოვჩნდი. ვინ გამხადა კაბა და ჩამაცვა პიჟამა? დივანზე ვჯდები და ვიხსენებ. გული მეკუმშება ''ღამის ქურუმის,'' თუ გეგას გამო. რაღაცნაირად ვარ, თითქოს აღარ ვღელავ მომხდარის გამო, ჩემს თავს ვიჭერ იმაში, რომ მიხარია კიდეც გეგას არსებობა ჩემს ცხოვრებაში, მისი თვალები მახსენდება და სუნთქვა მეკვრის, მომწონს! ძალიან მომწონს! ღრმად ვსუნთქავ. ეს აღიარებაა, მე გეგა მომწომს, მიზიდავს, როგორც მამაკაცი, მინდა მასთან ყოფნა, ღმერთო რა საშინელი ადამიანი ვარ, ეგოისტი. თავს ამის უფლებას როგორ ვაძლევ? სარკესთან ვდგავარ და საკუთარ თავს ვათვალიერებ, თითქოს პირველად ვხედავდე, ისე ვაკვირდები თითოეულ ნაკვთს, ჩემს თავს არ ვუტყდები, მაგრამ თვალებში სინანულის დანახვა მინდა, იქ კი სულ სხვა რამეს ვხედავ და ამაზე უფრო ვირევი, როგორი საშინელება ვარ! გუშინდელი თვითგვემა და საშინელი გრძნობა სადღაც გამქრალა, ისე აღარ განვიცდი, მაგრამ თავს მაინც უხერხულად ვგრძნობ. ახლა არა, ამაზე ახლა არ ვიფიქრებ, ამაზე სხვა დროს ვიფიქრებ, ვარწმუნებ თავს და თავს ვაქნევ. უნდა გავიხსენო ვინ მომიყვანა სახლში, თავს ძალას ვატან, ბოლოს სისხლიანი ხელი და ჩემი კივილი მახსოვს, კიდევ? დაძაბე გონება, სარა... აქ როგორ აღმოჩნდი? გაიხსენე! თვალებს ვხუჭავ, თითები საფეთქელთან მიმაქვს და ვიჭერ. ბუნდოვნად ვხედავ, კარს აღებს, ხელში ავყავარ და გულზე მიხუტებს. გეგა! შეშინებული ფეხზე ვხტები და მთლიანად ვიოფლები. გეგა მე გამომყვა? გამოდის... გამოდის ჩემი ეჭვები უსაფუძვლო არაა... ისაა... გეგა ''ღამის ქურუმია''. ამ ამბავმა უფრო მეტად ამაფორიაქა, სადღაც გულის კუნჭულში კიდევ მქონდა იმედი, რომ ჩემი ეჭვები შეიძლება სიმართლე არ ყოფილიყო, მაგრამ ახლა უკვე ვხვდებოდი, რომ შევცდი. გეგამ მნახა, სისხლიანი მნახა და იმის მაგივრად, რომ საავადმყოფოში წავეყვანე აქ მომიყვანა, იმიტომ რომ იცოდა რის გამო ვიყავი ასე. ჯანდაბა სარა, მან ჩემზე იზრუნა, ამაზე სხეულში სიამოვნების ტალღა მივლის, ვგრძნობ მასზე აღარ ვარ გაბრაზებული, ან კი ვიყავი? სააბაზანოში შევდივარ და წყლის ქვეშ ვდგები, უნდა ვიფიქრო, ხელებს თავზე ვიკიდებ და ვფიქრობ, რა მოყვება ჩემს ამ საქციელს, ახლა როგორ გავაგრძელო ცხოვრება, ვუთხრა გეგას, რომ ვიცი მისი საიდუმლო? სოფიას და მამას რა ვუყო, როგორ შევხედო თვალებში? ახლა ვგრძნობ მათზე საერთოდ არ მიფიქრია, ეგოისტურად მოვიქეცი, ჩემი თავის მეტი არავინ მაინტერესებდა, განა გეგა უკეთ იქცევა? ის ფიქრობს დედამისზე? ეს მათ გაანადგურებს. ღმერთო როგორ მაინტერესებს გეგა რას ფიქრობს, მისთვისაც თუ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი? ნანობს? იქნება არც ნანობს, იქნებ მასაც მოვწონვარ, სხვანაირად როგორ უნდა ავხსნა მისი საქციელი? მან ჩემგან განსხვავებით იცოდა ვინ ვიყავი და მაინც დამდევდა, მაგიჟებდა და ბოლოს დამეუფლა კიდეც, მაგრამ რატომ? რატომ? ხომ იცოდა რა მოყვებოდა ამ ამბავს? რა განზრახვა აქვს ამ ბიჭს? უნდა გავიგო, უნდა ვნახო. არა, ვერ შევხედავ თვალებში, მეშინია მისი გამოხედვის, მეშინია, რომ იქ იმას ვერ დავინახავ რისი დანახვაც მინდა. ჯანდაბა სარა გეყოს! აბაზანიდან გამოვდივარ და თმას ვიმშრალებ, ჩემს კარადაში ვიყურები, იქ დატოვებული ტანსაცმლიდან შავ შარვალს და თეთრ მაისურს ვიღებ, ვჩერდები, თეთრს ვერ ჩავიცმევ, თეთრი სიწმინდის სიმბოლოა, მე კი ცოდვილს მისი ჩაცმის უფლება არ მაქვს. დანაშაულის გრძნობა ისევ მახსენებს თავს, ყელში მიჭერს და ცრემლები თავისით მოდის.
***********
გეგა
მთელი სხეული მიკანკალებს, ვცდილობ ემოციები მოვთოკო, მაგრამ არ გამომდის. ორივე ხელით ბარს ვეყრდნობი და თავი ხელებში მაქვს ჩარგული. ვიღაცის ხელის შეხებას ვგრძნობ, მაციებს. თავს ვწევ, დაჩია. დაბინდულ მზერას ვარიდებ და სასმელს დავყურებ.
- ჰა, ამოიღე ხმა. - ხელს გვერდში მკრავს და მელოდება, როდის ავლაპარაკდები. კბილებს ვახრჭიალებ, ახლა ნამდვილად არ მაქვს მათი თავი.
- რა გჭირს შე**მა? - მეორე მხრიდან ლევანი მიდგას.
- არაფერი. - სასმელს სულმოუთქმელად ვსვამ და თითებს დავყურებ, თითებს რომლითაც მას ვეხებოდი, თითებს, რომლებმაც მას სიამოვნება მიანიჭეს. კანკალს ვერაფრით ვიჩერებ. ბიჭები ხვდებიან და ხმას აღარ იღებენ.
არაკაცი ვარ, საშინელი ნა **რი, ეს როგორ გავაკეთე? ეს რა ჩავიდინე? სადამდე შევტოპე? სარას ვატკინე, ვატკინე ისე როგორც დაგეგმილი მქონდა, ვატკინე, მაგრამ ამით კმაყოფილებას ვერ ვგრძნობ. გავიჭედე, ავირიე... მე ის მოვატყუე, არაკაცურად მოვექეცი. მე მას შევეხე, მის უნაკლო სხეულზე ხელებს დავაცოცებდი და სიამოვნებისგან ძარღვები მებერებოდა, მის სურნელს ჭკუიდან გადავყავდი ,ეს სიგიჟე იყო, ვიცი შეცდომა იყო, ვიცი, მაგრამ გრძნობები ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. მისი დაუფლების სურვილმა ამიტანა, მისი სხეულის სითბომ და სინაზემ ყველაფერი დამავიწყა. ჯანდაბა! ეს დაგეგმილი არ მქონია. მას გონია რომ ვარსებობ, რომ იცოდეს ვინ ვარ. რომ იცოდეს რა გავუკეთე შემიძულებს, ვერ გამიგებს. კიდევ შენ უნდა გაგიგოს გეგა? არაკაცი ხარ, საშინელება ჩაიდინე და კიდევ შენ უნდა გაგიგოს?
- მაინც მიიყვანე ბოლომდე შენი შურისძიებაა? - ბოღმიანად ჩაილაპარაკა ლევანმა. გავშრი, ნელა მივაბრუნე მისკენ თავი და კბილს კბილი დავაჭირე, რომ რამე არ მეთქვა. ვისკის ჭიქას ხელი გავკარი და დაბლა გადავარდა.
იქ ვეღარ ვჩერდებოდი, სული მეხუთებოდა, სარაზე ფიქრები მოსვენებას არ მაძლევდა, ნეტა როგორაა? რას გრძნობს? ნანობს? არა, არა ვიცი, რომ არ ნანობს, ეს მასაც უნდოდა, მთელი მისი სხეული მაგას მეუბნებოდა, ვიგრძენი, მისი თითოეული უჯრედი ვიგრძენი. ვიცი, ასე კარგად არ ყოფილა არასდროს. ვიცი, რომ მოვწონვარ, ვუნდივარ, ამიტომაც არ დაუხევია უკან. მე ის შევიგრძენი, მისით ავივსე, ის ჩემია, მხოლოდ ჩემი!
გარეთ გამოვდივარ და სარას ვხედავ, საშინლად გამოიყურება, გულისცემა მიჩერდება, რა სჭირს? ნუთუ ნანობს? მანქანაში ჯდება და დიდი სისწრაფით მიჰქრის, მეც უკან მივყვები. მეშინია რამე არ დაიშავოს. არა, პატარავ არ გინდა, გაჩერდი. ნერვიულობისგან ხელს გამეტებით ვურტყამ საჭეს. ჩემს თავს ვაგინებ, ამ არაკაცობისთვის. არ უნდა გამეკეთებინა ეს. არ უნდა შემეყვარებინა თავი. ჯანდაბას ჩემი სიამაყე და ჯანდაბას სახელი. უნდა დამეკიდებინა სხვისი აზრი. რატომ გადავწყვიტე მისი გამოყენება, რატომ ვარ ასეთი ახ***რი?
მანქანას აჩერებს, მეც უკან ვუდგები, ვღელავ, არ ვიცი გადავიდე თუ არა, რა ვუთხრა? მესმის ცუდად არის, მაგრამ რატომ? ეს ხომ თავადაც უნდოდა? ვიცი, რომ უნდოდა, ვიგრძენი, მისი სხეული ყოველთვის საუბრობს მის სურვილებზე. აბა რატომ გამოიქცა? ინანა? იქნებ? არაა, არა! გაფიქრებაც არ მინდა! გულში საშინელ სიმძიმეს ვგრძნობ, მეკუმშება, სუნთქვას ვეღარ ვახერხებ, ხელები მეყინება, ხო ის ხელები, რომლითაც ერთი საათის წინ მის სხეულს ვეფერებოდი. მგონია მოვკვდი და ეს მიცვალებულის, გაყინული და გახევებული ხელებია. ხო, მე ცოცხალი მიცვალებული ვარ, მე არაკაცი ვარ, დაუნდობელი ცხოველი, მე ის გამოვიყენე, ადამიანი, რომელიც იმაზე უფრო წმინდა და გულწრფელია ვიდრე მეგონა. ხო, გამოვიყენე, ვატკინე, მაგრამ ამით საკუთარი თავიც დავისაჯე. ბედმა დამცინა, ცხოვრება ხომ მთლიანად დიდი ირონიაა. შემიყვარდა! მიყვარს!
გატეხილი ხმით ძლივს ამოვთქვავ ამ სიტყვას და ყელში მიწყდება, არ მაქვს მე ამ სიტყვის თქმის უფლება, მასთან ყოფნის უფლება, მისი კოცნის უფლება, ის ხომ გიორგის შვილია. ადამიანის ვინც მამაჩემს ადგილი წაართვა, ადამიანი ვინც მისი ხსოვნა შებღალა, მის კაცობას ჩააფურთხა, ადამიანი ვინც ჩემს კაცობას შეეხო.
ხო, მე ლაჩარი ვარ! მე მინდოდა სარას გამოყენება, მე მინდოდა მისთვის ტკივილის მიყენება, მე მინდოდა სულელური აზრების გამო მასზე შურისძიება! მინდოდა გიორგიზე შური მეძია ჩემი უაზრო თავმოყვარეობის, ვითომ კაცობის გამო. ხელს გამწარებით ვურტყავ საჭეს, მთელი სხეული დაძაბული მაქვს, იმდენად დაძაბული, რომ ვგრძნობ ნელ-ნელა, როგორ მტკივდება.
************
სოფიას სახლში მივდივარ, მეშინია, ვნერვიულობ, მცხვენია მათთვის თვალებში შეხედვის. რას მეტყვიან მთელი ღამე, რომ დავიკარგე. კარს ვაღებ და გაოცებული ვჩერდები. სამზარეულიდან ყვირილის ხმა ისმის. მამა? სოფია და მამა ჩხუბობენ? წარმოუდგენელია. მთელი სხეული დაჭიმული მაქვს. ფეხაკრეფით ვუახლოვდები და კარს უკან ვჩერდები.
- სოფია, ასე არ შეიძლება, შენ არ ხარ დამნაშავე. გაიგე ეს და მოეშვი ბოლოსდაბოლოს. პატარა ბიჭი აღარ არის.
- არ გესმის გიორგი ჩემი, საერთოდ არ გესმის. ის ჩემი შვილია, ერთადერთი რაც ცხოვრებაში შემომრჩენია. ყველაზე კარგი რამე რაც კი იმ ჯოჯოხეთური წლებიდან დამრჩა. - ეტყობოდა, რომ ტიროდა. - ის სხვანაირი ბიჭია, ვერ აგიხსნი. ამაყია, უზომოდ ამაყი. ტკივილს არავის ანახვებს და ეს ანადგურებს გესმის? - რაო გეგაზე ლაპარაკობენ? რას ნიშნავს სოფიას სიტყვები.
- გავიგე, მაგრამ დროა შეეშვა, უკვე გაიზარდა. ვერ ხვდები, ჩვენი ყოველი ჩხუბის მიზეზი გეგაა.
- გიორგი, არც გაბედო. - მოთმინება დაკარგულმა წამოიყვირა სოფიამ.
- რა სოფია მითხარი. - არც მამაჩემს დაუკლია, მივხვდი მათი კინკლაობა შეიძლება ცუდად დამთავრდეს და სასწრაფოდ შევდივარ.
- დილა მშვიდობისა. - ცოტა შეშინებული ვამბობ და მათ რეაქციებს ვაკვირდები.
- დილა მშვიდობისა. - მამაჩემი წარბშეკრული მესალმება, სოფია ცივად მიღიმის. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მეშინია.
- სად იყავი სარა, წუხელ?
- სახლში წავედი, მარტო ყოფნა მინდოდა. -უტიფრად ვიტყუები და გამოვდივარ. რა ხდება ამ სახლში? კიბეებს ფრთხილად მივუყვები, თითქოს მეშინია გეგამ არ დამინახოს. ხო მეშინია, არ შემიძლია მისთვის თვალებში ჩახედვის... მისი ოთახის კარი ღიაა, ვჩერდები, გული ამოვარდნა მაქვს, ტუჩები მითთრთის, მის სიახლოვეს ვგრძნობ, აქაა, თავს ვაქნევ და ოთახში ვიკეტები. საწოლზე ვწვები და ჭერს ვუყურებ. თვალებს ვხუჭავ და დეტალურად ვიხსენებ ხიდზე მომხდარს, ისევ ცხადად ვგრძნობ იმ სიამოვნებას რასა მასთან ვგრძნობდი. ვცახცახებ. რა იქნება ახლა? რას იზამს გეგა? ან მე რას ვიზამ? იქნებ არ შევიმჩნიო? ვითამაშო რომ არაფერი არ ვიცი? თუ პირში ვუთხარა ყველაფერი? ტვინი მერევა. სხეული მიცხელდება, მუცელში საშინელ წვას ვგრძნობ. მგონია ხანჯალი შემირჭვეს და მერე მუცელში დამიტრიალეს. გახურებული სხეული ცახცახს არ წყვეტს, სახე ოფლით მეცვარება. თვალწინ გეგას თვალები და მისი სითბო მიტრიალებს და ვგრძნობ ვეღარ ვუძლებ. ცრემლები თავისით მომდის. მტკივა... საშინლად მტკივა...
********
გეგა
გადახსნილ ვენას ვუყურებ და ველოდები როდის გაიკვლევს სისხლის წვრილი ხაზი და მაჯიდან თითებისკენ ნელა მიუყვება გზას. საწოლზე ვწვები ხელებს აქეთ-იქით ვდებ და ველოდები. საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ, თითქოს ეს ფილმია და მე მისი მაყურებელი ვიყო. დამთავრდება, ახლა ყველაფერი დამთავრდება. ცოტაც გეგა, ცოტაც. მაპატიე სარა! ვჩურჩულებ და თვალებს ვხუჭავ. მისი სახე მიდგება თვალწინ და ისევ მისი მონატრება მიპყრობს. უეცრად ცხოველური სიშმაგით მინდება მისი კოცნა. არა გეგა, ადრეა ჯერ სიკვდილი. საწოლიდან ვხტები და გავდივარ.
შემდეგი სამი დღე ისე გადის, ოთახიდან თითქმის არ გავდივარ, არ მინდა გეგასთან შეხვედრა, თან მამას და სოფიასაც ვერ ვუსწორებ თვალს. ვიმიზეზებ, რომ ბევრი სამეცადინო მაქვს და თავს მანებებენ, მე კი მთელი დღე ვწევარ და გეგაზე ვფიქრობ, მასზე არ ვბრაზობ, რადგან ქვეცნობიერად ყოველთვის მიზიდავდა, მაშინაც კი, როცა ''ქურუმი'' სხვა მეგონა. ჩემს თავს ვუტყდები, რომ ის გამწარების გეგმაც მაგიტომ დავისახე მიზნად, მასთან ახლოს რომ ვყოფილიყავი.
უკვე შუაღამეა მე კი თვალიც არ მომიხუჭავს, საწოლზე ვწევარ და მუხლებზე დადებულ ლეპტოპში ფილმს ვუყურებ,''ყველაზე თბილი ლურჯი ფერია'', გულზე მხვდება, ალბათ ნიკოლის გამო, მაგრამ ვერც ფიქრში ვეღარ ვბედავ მის გაკიცხვას. მეც არანაკლებ ამაზრზენად მოვიქეცი. ჩემი დედინაცვლის შვილი შემიყვარდა. მწარედ მეღიმება და თვალებს ვხუჭავ. ფილმის საუნდტრეკს ჭკუიდან გადავყავარ, ცრემლები მომდის, რატომაა ყველაფერი აკრძალული მომხიბვლელი და საინტერესო? ნიკოლზე მეფიქრება, ახლა ვხვდები, რომ ცხოვრება ისეთია, არავინ იცის ვის რას გვიმზადებს. ახლა მესმის მისი, სიყვარული ბრმაა, გვიყვარდება ის, ვინც წესით არ უნდა გვიყვარდეს, იმიტომ რომ ეს გრძნობა წესებზე, კანონებზე, აკრძალვებზე მაღლა დგას. ალბათ ეს ამბავი უნდა შემმთხვეოდა, რომ მისთვის გამეგო. გული მეწურება და მეც ფილმის მთავარ გმირთან ერთად ვტირი.
საშინლად ვგრძნობ თავს და ვხვდები, როგორ მაკლია ნიკოლი, არ ვიცი ფილმმა იმოქმედა ასე თუ ჩემმა ამბავმა, მაგრამ ძალიან მინდება მასთან საუბარი. ცრემლებს ვიწმენდ და ტელეფონს ვიღებ, ერთხანს ვფიქრობ ღირს თუ არა დარეკვა, იმდენად მივეჩვიე მასთან უხეშობას და დისტანციის დაცვას, მიჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა. თუმცა ვიცი, ამ სიტუაციაში მხოლოდ ნიკოლი თუ გამიგებს, მხოლოდ ის არ მკრავს ხელს. ვიცი, რომ ესმის ჩემი, ვიცი რომ არ გამკიცხავს. თავს ყველაზე სულმდაბალ არსებად ვგრძნობ, მაშინ მახსენდება დედა, როცა მე მიჭირს, მაშინ როცა მინდა ვიღაცამ თავზე ხელი გადამისვას და არ ჩამქოლოს ჩადენილის გამო. უძღები შვილი!
ხელის კანკალით ვკრებ ნომერს და ზუმერის გასვლამდე ვცდილობ ტირილი შევწყვიტო.
- სარა? რა ხდება? კარგად ხარ? - მეორე მხრიდან მესმის ნიკოლის შეშინებული ხმა და გული საგულედან ამოხტომას ლამობს, მალამოსავით მედება მისი სიტყვები და გულს მიჩუყებს.
- მე... მე, მინდოდა... უბრალოდ შენთან საუბარი მინდოდა. - უცებ მივაყარე ბოლოს და პასუხის მოლოდინში ყურზე ხელს ვიფარებ, მეშინია უარი არ მივიღო.
- რა მოხდა ჩემო გოგო? რატომ ტირი? სარა მაშინებ...
- ნიკოლ, მე საშინელი ადამიანი ვარ. - ვიწყებ გაუბედავად და მთელი სხეულით ვიძაბები. - მე არასწორად მოვიქეცი, საერთოდ ყოველთვის არასწორად ვიქცევი... შენთან მით უმეტეს...
- სარა, არ გინდა...
- გთხოვ დედა . - დედა, ჩემდაუნებურად წარმოვთქვი და ვიგრძენი, როგორ გავტყდი შინაგანად, ვიგრძენი, როგორ გალღვა რაღაც ჩემში, შემრცხვა კიდეც, მაგრამ არ ვიცი რისი, მე ხომ ათი წელია დედა არ მითქვამს. ხმა გამიწყდა, სპაზმებმა მომიჭირა და მთელი სხეულით ავკანკალდი. - დედა...
- სარა, - ჩემზე მეტად შეშინებული და სევდიანი ხმით მპასუხობს ნიკოლი. - შვილო რა მოხდა?
- შემიყვარდა ნიკოლ, შემიყვარდა.
- მერე მაგაზე ტირი? - აშკარად გამხიარულდა ნიკოლი. - ეს ხომ მშვენიერია!
- არა დედა, ეს... ეს საშინელებაა... - თავს ვაქნევ და ვსლუკუნებ. - გეგა შემიყვარდა. სოფიას შვილი შემიყვარდა. -ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა, მხოლოდ ჩემი სლუკუნის ხმა ისმის. -ნიკოლ.
- სარა, არც ვიცი რა გითხრა. - როგორც იქნა მპასუხობს, მაგრამ გულზე არ მეშვება. - ვიცი რა ძნელია ეს შენთვის. მაგრამ არ ვიცი რა გითხრა...
- გთხოვ, არ გამკიცხო, ნიკოლ...
- არა სარა, მე არ მაქვს უფლება გაგკიცხო, მაგრამ სოფია? ან მამაშენი?...
- ხო ვიცი, სწორედ ამიტომ ვგრძნობ თავს ასე ცუდად. - ცრემლები ისევ თავისით მომდის და მე აღარ ვცდილობ თავის შეკავებას.
- გეგამ იცის? - მეკითხება და აქ უკვე აღარ ვიცი რა ვუპასუხო, ვუთხრა რაც მოხდა ჩვენს შორის თუ საიდუმლოდ შევინახო? უკვე ვგრძნობ, რომ ამდენს ვეღარ გავუძლებ, ვიღაცას უნდა ვუთხრა ამის შესახებ, ზუსტად ვიცი რომ ეს მხოლოდ ნიკოლი შეიძლება იყოს. არ ვიცი რატომ მაგრამ მისი იმედი მაქვს. ნიკოლს დაწვრილებით ვუყვები მომხდარს და ვგრძნობ, როგორ მომეშვა, თითქოს ჩემი ტვირთის ნახევარი მას ავკიდე. ნიკოლი დიდხან არის ჩუმად, მე კი ნერვები ბეწვზე მკი..., რომ არ ავკივლდე, ყველაფრის გახსენება ისევ მახსენებს ჩადენილ ცოდვას და ისევ მივლის სისხლი მთელს სხეულში. ნიკოლი მეუბნება, რომ გეგას დაველაპარაკო, მე კი ძალიან მაშინებს მისი ნახვა. ბოლოს ვპირდები, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა ერთი პროცენტითაც კი არ მჯერა, რომ მართლა ასე იქნება.
მასთან საუბრის შემდეგ, შედარებით ვმშვიდდები, ფილმიც ფინალისკენ გადის და რაღაცნაირად გულს მიკლავს მთავარი გმირის მარტოდ დარჩენა,ჩემს თავთან ვაიგივებ და საშინლად მტკივა,მეშინია ჩემი ფინალის!ქვედა ყბა ისევ მიკანკალებს და მცივა,უფრო შინაგანად,ვიდრე სხეულით.მეშინია,ძალიან მეშინია მარტოობის,მეშინია იმის დაკარგვის რაც მაქვს,მეშინია,რომ ზურგს შემაქცევენ.
თმებს ორივე ხელით უკან ვიყრი,ღრმად ვსუნთქავ და ვდგები,წყალი მინდება.ოთახის კარს ფრთხილად ვაღებ და ფეხის წვერებით მივუყვები კიბეებს,იმედი მაქვს გეგა სახლში არაა.ბოლო საფეხურზე ვარ,მოულოდნელად ჩაბნელებულ მისაღებში შუქი,რომ ინთება,შეშინებული კიბეზე ვჯდები და მოაჯირს ვეკვრი.შემოსასვლელში გეგა დგას,ხელები მკერდზე აქვს გადაჯვარედინებული და წარბებს ქვემოდან მიყურებს.
-შენ ხარ?შემაშინე-ვცდილობ მღელვარება დავმალო და არ შევიმჩნიო,რომ ვიცი ვინაა.არაფერს მპასუხობს,რაღაცნაირი თვალებით მიყურებს,გამომცდელად,ინტერესით.გული საშინლად მიცემს,მთელი სხეული დაჭიმული მაქვს,უნებურად ყელზე ვისმევ ხელს,იქ სადაც ის მკოცნიდა,საიდანაც ჩემს სურნელს სუნთქავდა,ვამჩნევ როგორ ებერება ყელზე ძარღვები,ქვედა ტუჩზე ენას შეუმჩნევლად ისვამს,მე მაინც ვამჩნევ და ვგრძნობ,როგორ მიფეთქავს მუცელში რაღაც,თითქოს იშლება და მთელს ორგანიზმს მიეწოდება ენდორფინის სახით.თავს ვხრი,მცხვენია,მწვავს მისი თვალები.ფეხზე ვდგები და სამზარეულოში ვაპირებ შესვლას,მაგრამ ამისთვის საჭიროა გეგას ავუარო გვერდი.მის წინ ვჩერდები,ქვემოდან ზემოთ ვაყოლებ მზერას და მის თვალებთან ვჩერდები, თვალებს ცოტახანს ვხუჭავ,მთელს ძალას ვიკრებ,რომ თვალი გავუსწორო და თვალს ვახელ.ვახელ და ვგრძნობ,როგორ ვიკარგები,ღრმად მითრევს და თავბრუს მასხავს,გული საშინლად მიცემს,ყურები მიგუბდება,ჰაერი აღარ მყოფნის.სევდიანი თვალები აქვს,ძალიან სევდიანი და თბილი.
-გამატარებ?-ვეკითხები და ვუღიმი,ვუღიმი,მაგრამ ვგრძნობ მიჭირს,მიჭირს ცრემლების შეკავება.ხმას არ იღებს,მხოლოდ მიყურებს,დაჟინებით.
-სარა-მისი თბილი ხმა მთელს სხეულზე მედება და მინდა მთელი ხმით ვიყვირო,როგორ მენატრება,როგორ მინდა მისი შეხება.-რაღაც უნდა გითხრა.
ვიცი,ვიცი რაც უნდა მითხრას,ვგრძნობ და მთლიანად კანკალი მიტანს,უბრალოდ თავს ვუქნევ და მის ხელებს ვუყურებ, მაჯები ბინტით აქვს შეხვეული,ეს რას ნიშნავს?რა მოუვიდა?ხელებს ხელებზე ვუჭერ და ვაშლევინებ,მისი შეხებისას ისეთი სიამოვნება მიპყრობს,სასიამოვნოდ თბილი თითები აქვს,თითები რომლითაც მეფერებოდა,რომლითაც ჭკუას მაკარგვინებდა,რომლებსაც შეხების წუთიდან ვცნობ და სხვაში არასოდეს ამერევა.მაჯიდან თითებისკენ ვუსმევ ჩემს თითებს,ჩემი ათი თითით მის ათ თითს ვეხები,ბედის ხაზს ვაყოლებ და თითების ბალიშთან ვჩერდები,სუნთქვა ეკვრის,ხელები უკანკალებს,თითის წვერებიდან მუხტს მიგზავნის,მუხტს რომელიც მაგიჟებს,თვალებში ვნებას ვამჩნევ,აღარ ვარიდებ თავს.ჯიუტად ვუყურებ-მიყურებს,ვუღიმი-მიღიმის,თითის წვერებზე ვიწევი ტუჩები ყურთან მიმაქვს.-ყველაფერი ვიცი-ვეჩურჩულები,ყურის ბიბილოს ენის წვერით ვეხები და ვშორდები.სამზარეულოში გავდივარ და გაოგნებულს ვტოვებ,ვგრძნობ როგორ მიყურებს,ვგრძნობ რომ ვუნდივარ და კმაყოფილების გრძნობა მეუფლება.
წყალს სულმოუთქმელად ვსვავ და თან მას ვაპარებ მზერას,დაჟინებით მომჩერებია.სველ ტუჩებს ენის წვერით ვილოკავ და გააზრებას ვერ ვასწრებ ისე ჩნდება ჩემთან,ორივე მაჯაში მავლებს ხელს,თვალებში მიყურებს და აჩქარებულად სუნთქავს,მისი სუნთქვა სახეზე მეცემა და მინდა ხიდზე მომხდარი კვლავ განმეორდეს.მინდა მთელი სიზუსტით განვიცადო იმ ღამეს განცდილი,მინდა!
მისი სიახლოვე საშინლად მაბნევს,ჩემი სითამამე სადღაც ქრება და რატომღაც შიშიც მიპყრობს.გეგას თვალებში სურვილთან ერთად ბრაზსაც ვამჩნევ და ეს უფრო მეტად მაშინებს.ისევ მიყურებს,ისევ ჩემი ხელები უჭირავს და ისე მიჭერს მაჯებზე,თითები გათეთრებას იწყებენ,სისხლი აღარ მოძრაობს და მეც ტკივილი მიჭმუხნის სახეს.ტკივილის და შიშის მიუხედავად სულაც არ მინდა მომშორდეს,მისი თვალები თითქოს ჩემს სულში აღწევენ,მთელს შინაგან სამყაროს სწავლობენ,ცრემლები მაწვება,თვალები მებინდება,მაგრამ არ ვინძრევი,ბოლომდე ვაძლევ უფლებას ჩემი ბნელი მხარე დაინახოს,ვცდილობ თვალებით ვაგრძნობინო რა მჭირს,ვცდილობ დავანახო რა მნიშვნელოვანია თითოეული მისი მოქმედება.მომენტალურად სახე ეცვლება,ხელს ისე ძლიერად არ მიჭერს,თუმცა მაინც არ მიშვებს.ღრმად ამოისუნთქა და მისი ტუჩებიდან წამოსული თბილი ჰაერი ჩემს თმებს მისწვდა,თვალებს ვხუჭავ.ვგრძნობ ვეღარ ვუძლებ ამ სიჩუმეს.
-ეს რატომ გააკეთე?-ვეკითხები ისე რომ თვალს არ ვახელ,ხმას არ იღებს.-გთხოვ მითხარი.
-მინდოდა გტკენოდა-ჩამწყდარი,სევდიანი ხმით მპასუხობს და გულს მგლეჯს.-შენი დასჯა მინდოდა, იმის გამო რაც შენ საერთოდ არ გეხება და რაშიც დამნაშავე არავინ არაა.მხოლოდ მე,მე ვარ დამნაშავე.
-რატომ?-თვალებს ისევ არ ვახელ,ისევ ჩემი თითები უჭირავს,ვგრძნობ მის ძლიერ ხელს და სუნთქვა მეკვრის.
-მინდა იგივე ეგრძნო მამაშენს,რასაც მე ვგრძნობდი.რასაც მამაჩემი გრძნობდა...უაზრო თავმოყვარეობა,უაზრო სიამაყე...
-მიიღე ის რაც გინდოდა?-თვალებს ვახელ და ვცდილობ ათთრთოლებულ ტუჩებს თავი მოვუყარო,მტკივა.მგონია ქარიშხალმა გადამიარა და დამანგრია,მგონია ტირიფივით ფესვებიანად მომთხარა-თუ დაგრჩა კიდევ რამე მისაღები?-აღარ ვცდილობ თვალი ავარიდო,მინდა დავინახო,ის რომ მისთვის უბრალოდ სათამაშო ვარ.მინდა მივხვდე,რას ფიქრობს,მჭირდება ამის გაგება,მჭირდება,რადგან მინდა დავივიწყო,მინდა მოვკლა მისი არსებობა ჩემს გულში,მინდა შევიძულო.
ხმას არ იღებს,თვალებში მიყურებს და არც ცდილობს თვალი ამარიდოს,ვეღარ ვხვდები ეს უტიფრობაა,ირონია თუ სევდა.მის თვალებში სიცარიელეს ვხედავ,წეღანდელი ვნებაც სადღაც გამქრალა.ეს უფრო მტკივა ვიდრე მისი სიტყვები.ეს უარესია,ვიდრე ის ვნება რამაც ასე გადამიარა და წამლეკა.ოდნავშესამჩნევად იღიმის,ერთი ხელის ზურგს ლოყაზე მისმევს,მეწვის,მეწვის მისი შენახები თითოეული უჯრედი,ცრემლებს აღარ ვიკავებ,ისინიც წამწამებს სწყდებიან და მის თითებზე ინაცლებენ,კრთება,უკან იხევს და ვამჩნევ,როგორ ცდილობს კანკალის შეწყვეტას.მეტი აღარ შემიძლია,გულში ადგილი არ მრჩება ცარიელი,არ დარჩენილა სხეულის არც ერთი გოჯი,რომელსაც ტკივილი არ ტანჯავდეს.ზურგს ვაქცევ და ხელებს სხეულზე ვიჭერ,მთელი ძალით ვცდილობ არ ავბღავლდე,მთელი ძალით ვცდილობ კბილებმა ტუჩები გააჩუმონ,ნიკაპი მიკანკალებს,ხელს პირზე ვიფარებ,ჩემს თავზე ვბრაზობ,როგორ მომივიდა ასეთი რამე,როგორ გავები მის მახეში. როგორ მინდა მძულდეს,როგორ მინდა მის დანახვაზე გული მერეოდეს,როგორ მინდა...მაგრამ გეგა კი არა მე ჩემი თავი მძულს,მეზიზღება და გულს მირევს,მე არ უნდა გამეკეთებინა ეს,არ უნდა მიმეცა უფლება ვემართე,არ უნდა მომეშვა ჩემამდე.
გეგა ზურგიდან მიახლოვდება,ხელებს წელზე მხვევს,როგორც იმ ღამეს,ისევ ჩემს თმაში ყოფს ცხვირს,ისევ მკოცნის ხერხემლის პირველ მალაზე,ისევ დენი მარტყავს და ვგრძნობ თითოეულ მალას როგორ ახტება ეს დარტყმა,ვკანკალებ,უძლური ვარ გეგას შეხებასთან.
*****
მეორე დღეს ელენესთან მივდივარ,უხარია ჩემი დანახვა და მსაყვედურობს,ამდენი ხანი,რომ არ გამოვჩნდი.ყავას მაწვდის და მოხერხებულად ჯდება ჩემს წინ.
-ნახე?
-ვნახე-ვეუბნები და მღელვარების დასაფარად ყავას ვწრუპავ.
-სახეც ნახე?არ მჯერა!რა მაგარია.მოგეწონა?სიმპატიურია?-ენას აღარ აჩერებს ელენე,მე კი არ შემიძლია უკვე,მინდა გავაჩუმო,ჩემს საქმეში ცხვირს ნუ ყოფმეთქი,მაგრამ თავს ვერევი,ვხვდები მისი ბრალი არაა ჩემი ცუდად ყოფნა-რაო ლევანმა?მთელი საღამო კისერზე ეკიდე.-საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო ამბობენ და მეც ამ ხერხს მივმართავ.ელენეს თვალები უბრწყინავს და იცინის.
-ყველაზე მაგარი ბიჭია-თვალებს წკურავს ელენე,მე მეღიმება,მინდა ვუთხრა გეგა უკეთესიამეთქი,მაგრამ ყველაფერი მახსენდება და გული მეწურება-მომწონს.
-გაკოცა?
-თითქმის-სიცილით ატრიალებს თვალებს ელენე.კიდევ ბევრს მელაპარაკება ლევანზე,მე კი გეგაზე მეფიქრება.იმ საღამოს თვალებში,რომ მიყურებდა და მის შეხებაზე ისევ,რომ დავიფერფლე.მას შემდეგ გადავწყვიტე ახლოს არ მოვუშვა.ის სოფიას შვილია,რომც ვუყვარდე ჩვენს შორის არაფერი მოხდება,ეს შეუძლებელია,არ გამოვა.მამაჩემს და სოფიას ამას ვერ გავუკეთებ,არ შემიძლია მხოლოდ საკუთარ თავზე და ბედნიერებაზე ვიფიქრო,მათ უბედურებაზე ჩემს ბედნიერებას ვერ ავაგებ.
სახლში მისულს არავინ მხვდება,მეც თავისუფლად ვარ და ვცდილობ მარტოობა შევირგო.მისაღებში ვწევარ,თავს უკან ვწევ, ყურსასმენებს ვიკეთებ და შოკოლადს ვჭამ,რაღაც ისე აღარ მიზიდავს,თითქოს სხვა გემო ჰქონდეს,ყურადღებას არ ვაქცევ და თვალებს ვხუჭავ.disclosure and Eliza Doolittle -you and me,იღვრება ყურსასმენიდან,მელოდია ჩემს გულს უხარია და მთლიანად სმენად ვარ ქცეული.შოკოლადის ფილა ტუჩებით მიჭირავს და ვერ გადამიწყვეტია ვჭამო თუ არა,მოულოდნელად ტუჩებზე შეხებას ვგრძნობ,გული მიფრიალებს,სუნთქვა მეკვრის,მკოცნის ნელა და ნაზად,რბილი ტუჩები აქვს,ისე მეპყრობა თითქოს ყინული ვიყო და მალღობდეს,მე არა მაგრამ შოკოლადი ლღვება, წინააღმდეგობას ვერ ვუწევ,არც მინდა. შოკოლადი კოცნასთან ერთად ილევა.მისი ტუჩებიც ნელა მშორდება,მთელი სხეულით ვკანკალებ, მაგრამ თვალებს ვერ ვახელ.
-მომენატრე chocolate -ყურთან გეგას ჩურჩული მესმის და სიამოვნებისგან რამის ვიტირო.ვგრძნობ,რომ ჩემს უკან დგას,ზემოდან დამყურებს,ჟრუანტელი მივლის.
-თავს რატომ არ მანებებ გეგა?-ხმისკანკალით ვეკითხები,თვალებს მაინც არ ვახელ.
-მინდიხარ-ისევ ჩურჩულებს და ყელზე მის ხელს ვგრძნობ, თბილი თითები აქვს,ვგრძნობ როგორ მეფერება ყელზე,მთავარ არტერიას ცერა თითს უსვამს და სადაცაა იქიდან სისხლი იფეთქებს.
-სარა უშენოდ ვერ ვძლებ-სევდიანი ხმა აქვს,სიმწრისგან მეღიმება.თვალებს ვახელ,მის ლამაზ ღიმილს ვხედავ და გულში ტკივილი მიყუჩდება,ვსწორდები.გეგა ჩემს წინ ჯდება,თბილად მიღიმის და მერე გვერდზე იყურება.
-გთხოვ-თავს ვხრი,არ მინდა ჩემი სევდა დავანახვო.-დაივიწყე,რაც იყო.ეს შეცდომაა.-ამ სიტყვებზე სხეული ეძაბება,თვალებში ნაპერწკლები უელავს,წარბებს კრავს.
-შეცდომა?არ შეიძლება ის ყველაფერი შეცდომა იყოს სარა,ის ღამე,ის წუთები შეცდომა ვერ იქნება.-ჩემკენ იწევა და თვალებში მიყურებს-შემომხედე,შემომხედე და ისე მითხარი,ის რაც მოხდა შენთვის რას ნიშნავს სარა.
-არ გინდა გეგა-თვალს ვარიდებ,ტუჩებს ვკუმავ-გეყოფა ჩემით თამაში.
-სარა-გამწარებული ფეხზე დგება და თავზე იჭერს ორივე ხელს.-შენ ჩემი ხარ.შენ მე გიგრძენი სარა,შენ კი მე.ვიცი,ვხვდები.იქ ხიდზე შენ მე მომენდე,გინდოდა და მოგწონდა,ვგრძნობდი ამას,ახლაც ვგრძნობ.
-გეგა-კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებ,მაგრამ არ მცალდება,სოფია და მამა შემოდიან,ორივე გაბრწყინებული გვიყურებს.თავს უხერხულად ვგრძნობ,გეგასკენ ვაპარებ მზერას,აღელვებისგან ძარღვები დაბერია.
-რა კარგია ორივე რომ სახლში ხართ-სიცილით მხვევს ხელს სოფია,მე და მამაშენს თქვენთვის ახალი ამბავი გვაქვს.-გეგა სიბრაზისგან ტუჩებს იჭამს,მეც არანაკლებ საშინლად ვგრძნობ თავს.მამა ჩემს გვერდით ჯდება და თავზე მკოცნის,სირცხვილით ვიწვი,თავს საზიზღრად ვგრძნობ.მისი მოფერება გულში ეკალივით მესობა...
-გვინდა მშობლები გავხდეთ-ზარივით ჩამესმის სოფიას ხმა,ყურები მეხშობა.გეგას სახე ეცვლება,მაგიდას ფეხს კრავს და არაადამიანური ხმით ღმუის.მის დანახვაზე თვალები ისევ ცრემლით მევსება,გული მერევა.სოფია შიშისგან ტირის და ყურებზე ხელს იფარებს,მამა მას გულში იკრავს და ცდილობს დაამშვიდოს.მეტს ვერ ვუძლებ,გარეთ გავრბივარ.წვიმს,მაგრამ არ მაინტერესებს,იქ გაჩერებას ყველაფერი სჯობს,მათი დანახვა აღარ შემიძლია.
ფეხით მივუყვები ქუჩებს და წვიმა მასველებს,თუმცა იმდენად ვარ გართული ფიქრებში,იმდენად მტკივა და იმდენად განვიცდი მომხდარს,რომ ამას ყურადღებას არ ვაქცევ.რუსთაველს მივუყვები მობუზული,სიცივისგან და ნერვიულობისგან აკანკალებული,აღარ წვიმს,მაგრამ მაინც ცივა,ქუჩის მუსიკოსების ჯგუფს ვუახლოვდები,სამნი არიან ერთი გიტარაზე უკრავს,მეორე ხმას აყოლებს,მესამე კი ქუდს მიშვერს,იმის ნიშნად,რომ ფული ჩავუყარო,ჯიბეს ვისინჯავ და მახსენდება,რომ ფული არ წამომიღია,ბოდიშის ნიშნად მხრებს ვიჩეჩ და ვუღიმი.ყველაფერს ხვდება,მიღიმის და ქუდს მიშვერს,ვშეშდები.თვალებში ვუყურებ,კეთილად მიღიმის და ვხვდები,რომ ჩემს გასაჭირს ხვდება,ზედაპირულად მაგრამ მაინც.გული სითბოთი მევსება.გულაჩუყებული ქუდში ვყოფ ხელს და რკინის ლარიანს ვიღებ,თავს ვუკრავ და იქვე გაჩერებულ ავტობუსში ავდივარ.
ამ ბიჭის საქციელს ვუფიქრდები და ვხვდები,რომ მე ის ძველი სარა აღარ ვარ,ის ამაყი,თამამი,უდარდელი,უხეში სარა აღარ ვარ.სიყვარულმა შემცვალა,ჩემში მიმალული გულუბრყვილო და შეშინებული გოგონა გააღვიძა,ასე მონდომებით რომ ვცდილობდი გულის ყველაზე ბნელ კუნჭულში მიმეძინებინა.ცრემლები თავისით მომდის.თავს შუშას ვადებ და ღამის თბილისს ვუყურებ.მხოლოდ მან,ღამის ქალაქმა იცის ჩემი ყველა ფიქრი და ტკივილი.
სახლში ფეხაკრეფით შევდივარ და ოთახში ვიკეტები.წყალის ქვეშ ვდგები და მომხდარს ვაანალიზებ,პირველად ცივი გონებით ვსჯი მომხდარს.ჩემს შოკოლადის შხაპის გელს სხეულზე ვისმევ და გეგა მახსენდება,მისი ნათქვამი chocolate ყურში ექოდ მეორდება და სიამოვნებისგან თბილი ტალღა მივლის სხეულში.ოთახში ხალათით ვბრუნდები და საწოლზე ვწვები.კუთხეში ვიკუნტები,თვალებს ვხუჭავ,რა იქნება ჩემი ''ღამის ქურუმი'' დაბრუნდეს,ყელში ბურთი მეჩხირება და ვხვდები,რომ ძველებურად უკვე აღარაფერი იქნება.სოფიას ნათქვამი მახსენდება და გულში საშინელი ტკივილი მივლის,შვილის გაჩენა უნდა ქალბატონს,გაბრაზებული ვხტები საწოლიდან და ნერვიულად ვიწყებ სიარულს.მამაჩემზე მომდის გული,ამ სიბერეში რა შვილი აუტყდათ,მალე შეიძლება შვილიშვილი ეყოლოთ,ესენი კი შვილის გაჩენას გეგმავენ.არა მაინც რამ აფიქრებინა სოფიას 43წლის ასაკში შვილის გაჩენა?სულ გამოაშტერა ეს ხალხი სიყვარულმა.ღმერთო როგორ მეცოდება გეგა,მე ჯანდაბას მაგრამ ის ხომ ბიჭია,ჯერ ძლივს შეეგუა დედის გათხოვებას და ახლა პატარა ლაწირაკის გაჩენაც მოუნდათ ჩვენს ''ძაან თანამედროვე''მშობლებს.ისევ გულის რევას ვგრძნობ მაგრამ რაღაც არ გავს ეს უბრალოდ შეგრძნებას.ჟანგბადს ხმაურით ვაწვდი ფილტვებს და ტანსაცმელს ვიცმევ.შიმშილს ვგრძნობ და ვხვდები,რომ დაბლა ჩასვლა მომიწევს,ძალიან არ მინდა,მაგრამ იძულებული ვარ.ჯერ კიდევ ნესტიან თმებს,უკან ვიყრი და დაბლა ჩავდივარ. მამაჩემი სამზარეულოში მხვდება და ინტერესიანი მზერით მომჩერებია,მე არაფერს ვიმჩნევ და მაცივარში ვიჭყიტები.აქ ჭამას არ ვაპირებ,ლანგარს ვიღებ და ქათმის სალათს,იოგურტს და ბანანს ვალაგებ,არც შავი შოკოლადი მავიწყდება.
-სარა მგონი სალაპარაკო გვაქვს არა?-კართან მაწევს მამა სიტყვას.ვჩერდები,ტუჩებს მკაცრად ვკუმავ და ვცდილობ პირზე მომდგარ სალანძღავ სიტყვებს გარეთ გამოსვლის უფლება არ მივცე.
-სარა, მოდი დაჯექი და ვილაპარაკოთ.-თბილი ხმით მიმეორებს და მეც გული მითბება,ვბრუნდები და მის წინ ვჯდები.
-გისმენ
-სოფია...-თითებს ნერვიულად იმტვრევს და ცდილობს სიტყვებს თავი მოუყაროს.
-არაფერი მაინტერესებს გიორგი,რაც გინდა ის ქენით,შენც და ჩემმა ახალგამოჩეკილმა ''დედიკომ''-ბოლო სიტყვას აგრესიულად ვამბობ და ორივე ხელის საჩვენებელი და შუა თითების მოხრით ბრჭყალებში ვსვავ.-არავის წინაშე ვალდებული, არ ხართ თავი იმართლოთ.გინდა შვილი გააჩინეთ,გინდა ლეკვი.ჩემთვის სულ ერთია.მე დედაჩემთან მივდივარ ამსტერდამში.-ვაყრი ნერვიულად და ვერც ვხვდები,ისე ვიხსენიებ ნიკოლს დედად,მამას ნერვიულად ეცინება და თავს ხრის.
-როდის გახდა ნიკოლი დედა და მე გიორგი?-ჩამწყდარი,გატეხილი ხმით ამბობს და თმებს ნერვიულად ისწორებს.სუნთქვა მეკვრის,ქვედა ტუჩი მიკანკალებს და მებრიცება,მამა,ჩემი ერთადერთი მცველი,მეგობარი და მესაიდუმლე ჩემთვის უცხო გამხდარა.გულში ტკივილი მივლის,ის წლები მახსენდება,ღამ-ღამობით მის ოთახში რომ შევდიოდი,ატირებული და მის მკერდზე ვიძინებდი,მახსენდება,როგორ მონდომებით მვარცხნიდა თმებს და მიკეთებდა ნაწნავს,როგორ ცდილობდა ჩემთვის ბლინების გაკეთებას,რამდენჯერ დაუწვავს ხელი ამ დროს.რამდენჯერ უცდია ჩემთვის უდედობა შეემსუბუქებინა.მახსენდება,როგორ მაწყნარებდა ჩაკეტილ სივრცეში ატირებულს და ცოტა მაკლია ატირებამდე.ლანგარს ვიღებ და სამზარეულოდან გავდივარ.ცრემლები ჩამომდის,სირბილით ავდივარ კიბეებზე და მიკეტილ კარს ვეყრდნობი.არა, სარა აღარ ვიტირებ,მორჩა,არ ღირს ტირილი.ახლა მხოლოდ ჩემს თავზე ვიფიქრებ,სხვა ყველაფერი სულერთია.დიახ, წავალ ამსტერდამში,შეიძლება ეს გაქცევაა,მაგრამ ასე აჯობებს.აქ უკვე სული მეხუთება,თუ საჭიროა სწავლასაც იქ დავამთავრებ.საწოლზე ვჯდები და ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი,მადიანად შევექცევი საჭმელს.
********
დილით გაბრუებულს მეღვიძება,წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის, თავბრუმეხვევა.ტუმბოზე დადებულ შოკოლადს ვწვდები და ერთ ფილას ტუჩებს შორის ვიქცევ,მერე გეგა და ის კოცნა მახსენდება,თითქოს მსიამოვნებს,მაგრამ შოკოლადის გემოს ვგრძნობ და...სააბაზანომდე ძლივს ვაღწევ,ნიჟარას ორივე ხელით ვეყრდნობი.როცა ყველაფერი რჩება,სახეზე წყალს ვისხავ,სარკეში ვიყურები,იქიდან შეშინებული,თვალებდაწითლებული სარა შემიმცქერის.სააბაზანოდან მოწყვეტილი გამოვდივარ და საწოლზე ვიკუნტები.
*****
შუადღისას მეღვიძება,ტანსაცმელს ვიცვამ და ელენესთან მივდივარ.
-შემოდი,რა გჭირს?ფერი არ გადევს.-კარის ხელით იჭერს და ოთახში მატარებს.
-არაფერი ცუდი დღე მქონდა.-დივანზე ვჯდები და ის გულისრევა მახსენდება,მთელი დღე ამ ამბავზე ვფიქრობ და ვერ ვხვდები რა მჭირს.ალბათ ყველაფერი ნერვების ბრალია.
-მომიყევი.-მოსასმენად ემზადება ელენე.
-მამაჩემს ვეჩხუბე,სოფიას ბავშვის გაჩენა უნდა-ვამბობ და ისევ ცუდად ვხდები,არ მინდა ელენემ რამე შეამჩნიოს და თავს ვიკავებ,თუმცა არ გამომდის.-ტუალეტში შევალ ხო?
-კაი-გაკვირვებით შემომცქერის ელენე,მე ყურადღებას არ ვაქცევ და უნიტაზს ვეხუტები.რა მჭირს?რამემ მომწამლა?ისე ცუდად ვარ,რომ მგონია მთელი შინაგანი ორგანოები ამოსვლას ლამობენ.თავს ვიწესრიგებ და ელენესთან ვბრუნდები.
-ლიკამ დარეკა,ბარში არიან,გველოდებიან-მიცინის ელენე.
-მეზარება.
-კარგი რა სარა, ასე არ შეიძლება,რაც სოფიას სახლში გადახვედი სულ ჩამოგვშორდი,გასაგებია,ნოეს ნახვა არ გინდა მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ?-თვალებს წკურავს ელენე.
-ხო კარგი,წავიდეთ-ახლა ნამდვილად არ მაქვს მასთან კამათის თავი.
ბარში ლიკასთან ერთად გიგა და ნოეც გვხვდება,ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო და ყველას ვკოცნი,ნოე ტუჩებს მიშვერს,ამის დანახვაზე ისე ცუდად ვხდები,ძლივს ვახერხებ თავის მოთოკვას და ლოყაზე ლოყით ოდნავ ვეხები.ნოეს უკვირს,თუმცა არ იმჩნევს.მათი დანახვა ცოტა მამხიარულებს და მომხდარიც მავიწყდება.თავს ლაღად ვგრძნობ და მარტინისაც სიამოვნებით მივირთმევ.
-მწვანე ზეთისხილი მინდა-ვეუბნები გიგას,გაოცებული შემომყურებს.
-როდის მერე შეგიყვარდა?
-ოო,მინდა რაა-მობეზრებულად ვბუსხავ ტუჩებს და კიდევ ერთ მარტინს ვსვავ.
-საღამო მშვიდობისა-მესმის საოცრად ნაცნობი და მონატრებული ხმა,ვშეშდები,უკან მიბრუნებას ვერ ვბედავ,თუმცა რა საჭიროა,ისედაც ვხვდები,რომ გეგაა.შეიძლება დავჯდეთ?-კითხულობს გეგა და მე მიყურებს.
-რა თქმა უნდა-ნერწყვს ძლივს ვყლაპავ.გეგას გვერდითა მაგიდიდან სკამი მოაქვს და ჩემსა და ნოეს შუა ჯდება.ლევანი ელენეს უჯდება.გეგა ლიკას და გიგას ეცნობა,ნოეს უკვე იცნობს.დაძაბულობისგან მთელი სხეული მტკივა,გვერდით მიბრუნებას ვერ ვბედავ,გეგა დაჟინებით მომჩერებია,მე უხერხულობის დასაფარად უაზროდ ვიცინი გიგას ხუმრობებზე.ნოე კოპებს კრავს,მაგრამ მისი ეჭვიანობა სასაცილოდ არ მყოფნის. გეგა ჩემს მარტინის იღებს და სულმოუთქმელად სვავს,ნოეს უკვე ძარღვები ებერება,მე სასმლისგან ტვინი მერევა და უკვე აღარ მაინტერესებს რას იფიქრებენ ჩვენზე.მაგიდის ქვეშ,ბარძაყზე გეგას ხელის შეხებას ვგრძნობ,დენი მარტყავს და გული აჩქარებულად იწყებს მუშაობას,მიჭერს,მტკივა,მაგრამ მაინც მეცინება,გამომწვევად ვუყურებ და ფრთხილად ვიშორებ მის ხელს.ტუჩის კუთხეში ეღიმება.ღმერთო რა საყვარელია,როგორ მინდა კოცნით დავახრჩო.ლევანი,ელენე,ლიკა და გიგა საცეკვაოდ გადიან,გეგა მხარზე მხვევს ხელს და საზურგეს ეყრდნობა,თავს გვერდზე ხრის, ნოეს თვალს თვალში უყრის და ისე უყურებს ტანში ჟრუანტელი მივლის,ვგიჟდები გეგას პროფილზე.ნოე სკამიდან დგება და გარეთ გადის.სიამოვნებისგან სუნთქვა მეკვრის,გეგა თვალებში მიყურებს და მგონია მზერით მეფერება,ეს გრძნობა ფიზიკურ სიახლოვესაც კი წონის.მეღიმება.
-მომენატრე.
მეც-ჩურჩულით ვეუბნები.მხარით მის მკერდს ვეხები,ჩემს თმებს თითებით ეთამაშება და თავს უბედნიერესად ვგრძნობ.
-ხომ გითხარი ამ ნოესთან გაკარებული არ გნახოთქო-მკაცრად მაგრამ თბილად მეუბნება.ღიმილს ძლივს ვიკავებ.
-ეჭვიანობ?-თვალებში ვუყურებ,ეღიმება.
-ვეჭვიანობ-მეუბნება და სიგარეტს უკიდებს,საშინლად მაღიზიანებს სუნი და ვკრთები.ოღონდ ახლა არა,ჯანდაბა ისევ გული მერევა.რა მჭირს?არა გეგამ არ უნდა მნახოს ასე.ნაძალადევად ვუღიმი,ფეხზე ვდგები და გავდივარ.
-საით?-მაჯაზე მკიდებს ხელს და წარბებშეჭმუხნული შემომცქერის.
-თავს მოვიწესრიგებ-კეკლუცად ვუღიმი და გავდივარ.
საპირფარეშოს მაგივრად გარეთ გავდივარ,ნამდვილად მჭირდება სუფთა ჰაერი.კედელს ვეყრდნობი და თვალებს ვხუჭავ.გადამიარა,მორჩა.
-რა ხდება თქვენ ორს შორის?-მაფხიზლებს ნოეს გაბრაზებული ხმა.
-რააა?
-რა ხდება შენსა და იმ პი ****ს შორის მეთქი?-თვალებიდან ცეცხლებს ყრის ნოე.
-როდიდან ვარ ვალდებული ანგარიში გაბარო-მეცინება და გვერდს ვუვლი.
-სარა-მკლავზე უხეშად მავლებს ხელს და მკერდში მიკრავს.
-გამიშვი იდიოტო!
-ჩემთან წამოხვალ!-მეჩურჩულება ვნებამორეული და ცდილობს მაკოცოს,მე წინააღმდეგობას ვუწევ.
-სარაა-გეგას ხმა ნოეს აკრთობს და ჩერდება,თუმცა ხელს არ მიშვებს.-აქ რა ხდება?
-არაფერი გეგა,ნოე უკვე მიდის,უბრალოდ მემშვიდობებოდა-უდარდელად ვეუბნები და ნოეს ხელებიდან თავს ვითავისუფლებ.
-ჩაჯექი მანქანაში!-მეუბნება გეგა და ნოეს თვალს არ აშორებს.
-გეგა...
-ჩაჯექიმეთქი-უხეშად იმეორებს და ისევ არ აშორებს თვალ ნოეს.ვიძაბები,ნამდვილად არ მინდა მათი ჩხუბის მიზეზი ვიყო,არასდროს არ მქონდა ასეთი გარჩევების ატანა.ვერ ვიტან ბიჭები გოგოს გამო,რომ ჩხუბობენ.კიდევ მინდაა რაღაცის თქმა,მაგრამ გეგა ისეთი თვალებით მიყურებს,უხმოდ მივდივარ მანქანისკენ.
თითქმის ათი წუთი ველოდები გეგას,ის კი არ ჩანს,ნერვიულობისგან ისევ გულის რევის შეგრძნება მაქვს,მაგრამ ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო.რადიოს ვრთავ და n`to-time იწყება, პირველივე აკორდი დამამშვიდებლად მივლის ტვინში.თვალებს ვხუჭავ და თავს მინას ვადებ. კარი იღება,ვგრძნობ როგორ ჯდება მანქანაში გეგა,მისი მზერა სახეს მიწვავს,მაგრამ არ ვინძრევი,ცოტა ხანს ჩუმად მიყურებს და მანქანას ქოქავს.მთელი გზა ჩუმად ვართ.მხოლოდ მუსიკა და ჩვენი გულების ძგერა ისმის...თითებზე მისი თითების შეხებას ვგრძნობ,მერე ტუჩებისაც…

მანქანას ეზოს გარეთ აყენებს,მიკვირს მაგრამ არაფერს ვამბობ.მანქანიდან გადასვლაში მეხმარება,ცივა,ვკანკალებ.გეგა თავის თხელ ქურთუკს იხდის,მხრებზე მხვევს და ქურთუკის ქვეშ მოქცეულ თმებს ფრთხილად მისწორებს,თვალებში ვუყურებ,გული მითბება,ამ წამს ისეთი საყვარელია სურვილი მაქვს ჩავეხუტო და არასდროს არ გავუშვა.
-შედი, შეგცივდება-მეუბნება თბილად და თან თმაზე მეფერება.
-შენ არ შემოხვალ?-გულაჩქარებული ვეკითხები და მანქანას ვუყურებ.
-არ ღირს-თავის ფეხსაცმელს დაჰყურებს.
-გასაგებია-დანანებით ვამბობ და ვგრძნობ როგორ ჩამწყდა გულში რაღაც.დროა შევიდე,მაგრამ რატომღაც ადგილიდან ვერ ვიძვრი.ორივე ხელით გეგას ქურთუკს ვეჭიდები,მაციებს მაგრამ ეს უბრალოდ ნერვების ბრალია.გეგა ორივე ხელს შარვლის ჯიბეში ილაგებს,თავს დაბლა ხრის და ის დღე მახსენდება რესტორანში,მამას დაძახილზე,რომ წამოვიდა გეგა,ერთი ხელი ჯიბეში ედო,მეორეთი ფუჟერი ეკავა და ცინიკური გამომეტყველებით მიღიმოდა.ეს მოგონება გულს მითბობს.ფეხის წვერებზე ვიწევი,გეგას ოდნავ წვერწამოზრდილ ლოყაზე ვეხები და ვნებიანად ვკოცნი,კრთება.წარბებს ჭმუხნის,დაჟინებით მიმზერს,თვალს არ ვაშორებ,მეღიმება,მას არა.მხოლოდ ნერვიულად კუმავს ტუჩებს.მერე უკან ბრუნდება,ზომაზე მეტად წამოზრდილ თმას ნერვიულად იჩეჩავს,ორივე ხელს თავზე იჭერს და რაღაცას ბუტბუტებს.მეცინება.
-ღამე მშვიდობისა გეგა.-მხიარულად ვეუბნები და სახლისკენ მივდივარ,ის ისაა კარის სახელურს ვწევ,რომ მისი ხელები თეძოებზე მეჭიდება,თავისკენ მაბრუნებს და კარზე მაკრავს.ორივე ხელით კარს ეყრდნობა და აჩქარებულად სუნთქავს,მისი ამონასუნთქი ჰაერი ცხვირში სასიამოვნოდ მიღიტინებს და მეღიმება.
-ნუ მიწვევ სარა!-ხმაჩახლეჩილი ძლივს მეუბნება და თვალებიდან ნაპერწკლებს ისვრის.
-თორემ?-ეშმაკურად ვუყურებ და მეცინება.გეგა კიდევ რამდენიმე წამი მიყურებს თვალებში,მერე მაჯაში მავლებს ხელს და მანქანაში მსვავს.სიხარულისგან გული საგულეში აღარ ჩერდება.ბედნიერებისგან ვბრწყინავ,მე გეგას გვერდით ვზივარ და მის დაძაბულობისგან დაჭიმულ სახის ნაკვთებს სიამოვნებით ვათვალიერებ.ახლა სულ აღარ მაინტერესებს არც სოფია,არც მამაჩემი,აქამდე მათ წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი,ახლა კი სულ არ მაბრკოლებს მათი ფაქტორი.
ქალაქიდან გავდივართ,ინტერესი მკლავს,არ ვიცი სად მივყავარ მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა,ის ჩემთან არის და ახლა თუნდაც ჯოჯოხეთში მივდიოდეთ,სულ არ მადარდებს.თავს მინას ვადებ და ვღიღინებ:I'll be giving up oh home is where the heart is and I gave it together in a paper bag,ever trog its tarnished you tolg
გაღიმებული მიყურებს და ხელი მუსიკის ჩასართველად მიაქვს.დე ჟავუს განვიცდი,მისი თითების სრულყოფილებაზე ისევ სასიამოვნოდ მაციებს და ახლა მუსიკას ვყვები,disclosure და მე ორ ხმაში ვმღერით.მერე რა თუ ეს სევდიანი მელოდიაა.მაინც მიყვარს.
სიმღერა მთავრდება და მეც ვჩუმდები. გეგა ისედაც ჩუმადაა.სიჩუმე ხმაურობს სალონში,მაგრამ ვგრძნობ ეს ორივეს გვ...დია.დუმილი უფრო მეტს ამბობს,ვიდრე ვადაგასული სიტყვები.ჩვენს ურთიერთობას დუმილი უხდება,გეგა ხომ ჩემი ''ღამის ქურუმია.''
მანქანას აჩერებს და მიყურებს.
-გადმოხვალ?-მეცინება და კარს ვაღებ.
-ეს ჩემი ბუნაგია-პატარა,მყუდრო სახლში შევდივართ და ჩაბნელებულ ოთახში შუქს ანთებს.
-შეგეფერება-მეღიმება გულში.სახლი,თუ ხის ქოხი, არც კი ვიცი რა ვუწოდო ამ პატარა ოთახს,რომლის ერთ კუთხეში ბუხარია,მის წინ რამდენიმე პუფი,პატარა მაგიდა და წიგნების კარადა დგას,თვალებს ვიფშვნეტ,მეჩვენება თუ ეს ნამდვილად ფირფიტებია.ირგვლივ ყველა კუთხეში,წიგნები,ფირფიტები და სახატავი ფუნჯებია.სადგამზე რაღაც ტილო დევს,ზემოდან თეთრი ზეწარი აფარია.ინტერესი მკლავს რა შეიძლება იყოს.მაგრამ არ ვიმჩნევ.გეგა მსუბუქად მიბიძგებს წინ,მეც მივდივარ და ფირფიტებს ვათვალიერებ,თაროზე ჩამწკრივებულ წიგნებში ვიჭყიტები და ვგრძნობ, რომ მე ახლა ახალი განსხვავებული გეგა აღმოვაჩინე.გულში რაღაც მირტყავს და სატირლად გამზადებულ ტუჩებს ვიკვნეტ.იდუმალი გეგას იდუმალი ცხოვრება.მეღიმება,ვერ გავრკვეულვარ,რომელია მისი ბნელი მხარე,ის რომელსაც აქამდე ვხედავდი,თუ ის რასაც ახლა ვხედავ.გეგა გვერდით მიდგება,სასმელს მაწვდის და ისიც წიგნებს უყურებს,უჩუმრად ვართმევ და ასევე უთქმელად ვცლი.ჭიქას ვუბრუნებ და უკან ვტრიალდები.ბარის გვერდით, კიბეებზე ავდივარ და პატარა ოთახში შევდივარ.ოთახი იმდენად დაბალჭერიანია წელში ვერ ვსწორდები.ფანჯარასთან უშველებელი მატრასი დევს და ვხვდები ეს გეგას ''აპარტამენტებია''.ოთახს სამკუთხედის ფორმა აქვს და ჭერში დატანებული სარკმლიდან მთვარეს ვამჩნევ.სხეულში აჩქარებულად მოძრაობს სისხლი,ყურებში ისევ გუგუნებს სიჩუმე და კანკალი მიტანს.ჩემი იდუმალი ''ღამის ქურუმი'',მახსენდება ხიდზე მასთან გატარებული წუთები და თვალებს ვხუჭავ,ქვემოდან მუსიკის სასიამოვნო ჰანგები მესმის.ისევ უკან ვბრუნდები.გეგა ბუხარს ანთებს მე კი კედელზე გაკრულ უბრალო ფურცელზე შესრულებულ ნახატებს შევცქერი.ყველა ნახატზე ქალია,თმაგაშლილი, ზურგით დგას სრულ სიცარიელეში.ტანში უსიამოდ მცრის.გეგას ვუყურებ,თავი გვერდზე გადაუწევია,ბუხრის კიდეზე ხელი აქვს ჩამოყრდნობილი და ცეცხლს ჩაჰყურებს,ვხედავ რომ კანკალებს,უკვე ვცნობ მის ამ მხარეს,ის რაღაცას ფიქრობს და მე ამას ვგრძნობ.
ჩუმად მივდივარ,მის უკან ვდგები და თითებს ხერხემლის მალაზე ვუსვამ,კრთება,მაგრამ არ ტრიალდება,გული ისეთი რიტმით ძგერს,უკვე ვხვდები რომ მე ჩემს თავს ვიწვევ.მაისურის შიგნიდან წამოსული გეგას სხეულის სიმხურვალე,ჩემს თითებში გადმოდის,თითებიდან მაჯებში,მაჯებიდან მკლავებში,იქიდან მხერებზე და ასე დაუსრულებლად სანამ მთელს სხეულზე არ მედება. ორივე ხელს წელზე ვხვევ და ზურგზე მკერდით ვეკვრი.
-მჭირდები-ვეჩურჩულები და ცრემლები მომდის,მისი სხეულის შეგრძნებას ჭკუიდან გადავყავარ.მთელი სხეული მიკანკალებს.გეგა ჩემსკენ ბრუნდება,ორივე ხელს მხვევს და გულში მიკრავს,თავზე მკოცნის,ნელა აუჩქარებლად მეფერება და მგონია მიზოგავს.ტუჩებით შუბლზე მეხება,ფრთხილად მიუყვება ლოყისაკენ,მთელს სახეს მიკოცნის და ტუჩებთან ჩერდება,თვალებში მიყურებს,ისეთი სითბო უდგას,ისეთი სინაზე ამის დანახვაზე ყელში მარწუხები მიჭერს,ენის წვერით ზედა ტუჩის კუთხეში მეხება,მერე ვგრძნობ,როგორ ერთდება ჩვენი ბაგეები და უსასრულო სინათლეში ვვარდები.სუნთქვაშეკრული ვკოცნი და ბედნიერებით ვივსები,მისი ტუჩების სითბოს და გემოს ახლა მუცელში ვგრძნობ.ორივე ხელს კისერზე ვხვევ.გეგა უკვე მომთხოვნად,თავდავიწყებით მკოცნის და ხელში მიყვანს.
-დამპირდი,რომ ამას არასდროს ინანებ chocolate -სუნთქვააჩქარებული,ვნებიანი ხმით მეჩურჩულება და ჩემი მკერდისკენ აპარებს ტუჩებს,თავს მის კისერში ვყოფ და მისი სურნელით ვივსები.
-არასოდეს-ვეჩურჩულები და ეს მისთვის საკმარისია,რომ რამდენიმე კიბე წამები აირბინოს,ჩემზე ხელებშემოხვეულმა და იატაკზე დაგდებულ მატრასზე მიმაწვინოს.
სითბო,სიყვარული,ტკივილი,სიამოვნება,სურვილი,ვნება,კვნესა,ჩახუტება და...ისევ სითბო,ისევ სიყვარული,ისევ ტკივილი ისევ სურვილი...ასე რამდენჯერმე...
ბოლოს გეგა თავს მუცელზე მადებს და ორივე ხელით მარწუხებივით მეხვევა,ვშეშდები,მისი თმებისკენ წაღებულ ხელს ჰაერში ვტოვებ და სიჩუმეს ვუსმენ. ჩემი მუცელი და მისი ტუჩები ერთიანდება და წინდაუკან დენის დარტყმებს გზავნის.არ ვიცი ეს განცდა რას შევადარო,მთელი სხეული სასიამოვნოდ მეჭიმება.ხელს თმაში ვუცურებ და თვალებს ვხუჭავ.
******
თვალებს ვახელ და ვხვდები რომ შიშველი ვარ,კმაყოფილი სახით ვუღიმი ჭერში დატანებული სარკმლიდან მომზირალ ცისფერ ზეცას და ზეწარს სხეულზე ვიხვევ,დაბლა ჩავდივარ. გეგა არც იქაა,გულში უსიამოვნო გრძნობა მეპარება,მაგრამ არ ვიმჩნევ.გეგას პერანგს ვიღებ და ვიცვამ.თმას მაგიდაზე ნაპოვნი შავი ფანქრით ვიწევ და ბართან მივდივარ წყალს ვაერთებ,ყავა მინდა.მის ლოდინში ფანჯრიდან ვიხედები და მიკვირს,სადღაც კლდის პირას ვართ,ჩვენი ფანჯრიდან კი ულამაზესი ხეობა იშლება.კმაყოფილი ვუღიმი სამყაროს და ვგრძნობ,რომ ამ ყველაფრის გამო ნებისმიერი რამის ატანა შემიძლია.თაროებს ვათვალიერებ,თვალში ძალიან საინტერესო ფირფიტები მხვდება,უკვე აღარ მიკვირს,ამ ორ დღეში იმდენჯერ გამაოცა გეგამ,რომ სასიამოვნოდ ვგრძნობ თავს. Chubby Checker -ის ალბუმს ვიღებ და ვრთავ.Let's Twist Again იწყება და მეც უკანალის ქნევით,ყავის ფინჯნებს ვიღებ,თან ვცეკვავ და თან ყავას ვაკეთებ,მერე ორივე ფინჯანს ხელში ვიღებ და ვბრუნდები.კარში გეგას ვეჩეხები,თვალები უბრწყინავს,იღიმის და თავიდან ბოლომდე მათვალიერებს.ფინჯანს ვაწვდი და ცეკვას ვაგრძელებ,გეგა ჯდება,ყავას სვავს და წარბებს ქვემოდან ეშმაკურად მიღიმის.მე ისევ მაცდურად ვმოძრაობ.გეგა ვეღარ ითმენს და....
მთელს ორ დღეს ასე ვატარებთ.ყავა,მუსიკა და სექსი.უჭმელობისგან ისე ვსუსტდები,სექსის დროს ვხტები საწოლიდან და აბაზანაში გავრბივარ.
-სარა გამიღე კარი-ნერვიულად აკაკუნებს გეგა -რა გჭირს ცუდად ხარ?
-არაფერია გამივლის-ვეუბნები დამორცხვილი და სახის წმენდით დამოვდივარ.
-შემომხედე-გეგა ნიკაპს მაღლა მაწევინებს და თვალებში გამომცდელად მიყურებს.
-ორი დღეა არაფერი მიჭამია,მხოლოდ ყავა და შენ-დაბნეული ვპასუხობ და თავს ვხრი.იცინის,ისე საყვარლად,ისე თბილად რომ მავსებს.
-დაისვენე,ახლავე მოვალ-მკოცნის და კიბეებზე ღიღინით ჩარბის.მე გაოგნებული ვზივარ მატრასზე და ბოლო დღეებს ვიხსენებ.რა რიცხვია დღეს?გადამიცდააა?
შეშინებული თავს ვაქნევ და დაბლა ჩავდივარ. ზეწარგადაფარებული ნახატი თვალს მჭრის და მეც ვეღარ ვებრძვი ჩემს ინტერესს.ფრთხილად ვაშორებ ზეწარს და შეშინებული უკან ვხტები.ნახატზე სრული სიზუსტითაა ასახული ხიდზე მომხდარი,კარგად ვჩანვარ მე და ის სიტუაცია,მხოლოდ გეგა,''ღამის ქურუმია''უჩვეულო,ეშმაკის სახით...სახეზე ხელს ვიფარებ და ტირილი მივარდება.უკან უკან მივდივარ და კარადას ვეჯახები,წიგნები დაბლა ცვივა და ერთი მათგანიდან სურათი ვარდება,ვიხრები და ვიღებ.აშკარად ძველი,შავ-თეთრი სურათი მრჩება ხელთ,დაჭმუჭნულია,მაგრამ მაინც ვარჩევ მასზე გამოსახულ ორ ბიჭს,ერთი გეგას გავს ძალიან,მეორე კი მეორე სადღაც მინახავს...ეს სურათიც მინახავს სადღაც,ეს სიტუაცია.ბიჭებს ერთმანეთზე აქვთ ხელი გადახვეული და იღიმიან...ეს ღიმილი მაკრთობს,თავში თითქოს ისევ ურო ჩამარტყეს...მამაჩემი...
მამაჩემი...
გეგას მამა...
მამაჩემი...
ერთ ადგილზე გახევებული ვდგავარ და გაოგნებული დავყურებ სურათს.ვერაფერზე ვერ ვფიქრობ,გამოფიტული და ძალაგამოცლილი ვარ,ისეთი სისუსტე მიპყრობს თითქოს მჩატე ვიყო,თითქოს გული მიწვრილდება და მეპარება,ვცდილობ ჩავისუნთქო მაგრამ არ გამომდის. თავბრუმეხვევა,გულისრევას ვგრძნობ და თვალები მეხუჭება.
-სარა,სარა გაახილე თვალი გთხოოვ-მიყვირის გეგა,აქეთ-იქით ვიყურები და ვერაფერს ვერ ვხედავ.
-გეგა-ვეძახი სიბნელეს,პასუხი არ ისმის-გეგა,გეგააა-ახლა უკვე განწირული ხმით ვყვირი.
-სარა არ დანებდე-ეს უკვე ნიკოლია,მისი სახე სულ ახლოს მოდის ჩემთან.
-ნიკოლ,მიშველე-ხელს ვუწვდი,მაგრამ მისი ლანდი გვერდს მივლის და ისიც სიბნელეში იკარგება.
-დედიკო,დეეე.
თვალებს ვაცეცებ,ეს რა ხმაა,სადაა?ვინაა?
-დედიკო, დეე...-ყურში მიგუგუნებს ბავშვის ხმა.
-რა ხდება ღმერთო?-სასოწარკვეთილი დაბლა ვეცემი და ვიკუნტები,მუხლებზე ვდგევარ და თავი მიწაზე მიდევს,აკანკალებული ხელებით ვცდილობ ყურები დავიფარო.
-სარაააა-გეგას ხმა სიმხნევეს მმატებს,მაგრამ ფეხზე ვერ ვდგები,აკანკალებულ ხელს მისი ხმის მიმართულებით ვიშვერ და ცრემლები მომდის.
-გეგა,სად ხარ გეგა...
-დედიკო... დე...-ყურში მიკივის ბავშვის ხმა.შიშისაგან უკან ვბრუნდები,ორივე ხელით მიწას ვეყრდნობი და უკან ვიწევი,მივფორთხავ.
-სარა, გონს მოდი გთხოვ -გეგას სასოწარკვეთილი ხმა რეალობაში მაბრუნებს,თვალებს დაფეთებული ვატრიალებ და შეშინებული ვეკვრი.
-როგორ შემაშინე chocolate-თმაზე მეფერება და აჩქარებულად სუნთქავს.
-გამიშვი-ვლუღლუღებ და იმ სიზმარზე,თუ ზმანებაზე ვფიქრობ-გამიშვი...
-კარგი დაწყნარდი-ხელში ავყავარ და კიბეებზე ადის,ემოციებისგან ისეთი გამოფიტული ვარ,უკვე ვეღარ ვეწინააღმდეგები,თავს მკერდზე ვადებ და ვყუჩდები.
-იწექი, წავალ საჭმელს მოგიტან-საწოლზე მაწვენს და ზეწარს მაფარებს.უნდა მიბრუნდეს,რომ ხელს მაჯაში ვავლებ,ჩერდება და მიყურებს.ხმას არ ვიღებ,უბრალოდ მინდა თვალებში ვუყურო.მელოდება რას ვეტყვი,მე კი მის თვალებს ვუყურებ,ხან ერთს, ხან მეორეს,მინდა ის ეშმაკი ამოვიცნო ნახატზე,რომ ვნახე, რამდენიმე წუთიანი უტყვი ყურების შემდეგ მე მხოლოდ გეგას ტკივილით და სითბოთი სავსე თვალებს ვხედავ.ხელს ვუშვებ,გეგა ცხვირს ჭმუხნის, აი ისე როგორც მაშინ ერთმანეთს რომ ვეკინკლავებოდით.მერე კიბეებზე ჩადის, მე კი გვერდზე ვბრუნდები,ორივე ხელს ლოყის ქვეშ ვიდებ და ვყუჩდები,თვალებს კედლზე ფანქრით დაწერილი სიტყვებისკენ ვაპარებ.ასოები ერთმანეთში მერევა, იწელება და თითქოს საღებავი ჩამოსდის,იატაკისკენ იღვენთება.თვალებს ვხუჭავ,მეტი აღარ შემიძლია.ამდენი რამე ერთი დღისთვის უკვე მეტისმეტია.ბავშვის ხმა ყურებიდან არ ამომდის,გულში ტკივილს ვგრძნობ, თუმცა ვერაფერს ვხვდები,ეს რამე გამოცხადება იყო?თუ წანათგრძნობა?ნიშანი?გაფრთხილება?
-სარა,გთხოვ შეჭამე რამე-ფიქრებიდან გეგას დაძაბულ ხმას გამოვყავარ,მისკენ ვბრუნდები,შეცვლილი მეჩვენება.თითქოს დაბერებული,თვალები სიღრმეში დაკარგულან,ვუყურებ და ვერ ვხვდები ასეთი მტკივნეული როდის გახდა გეგა ჩემთვის.
-ჭამე გთხოვ,ცუდად გამიხდები-საწოლზე მიჯდება და თავისი ხელით ცდილობს მაჭამოს.უნდობლად ვუყურებ,ვერ გადამიწყვეტია ვჭამო თუ არა,მეშინია მისი ნდობის,ახლა ყველაზე მეტად მეშინია,უნებურად ხელი მუცლისკენ მიმაქვს და ჭიპის ქვემოთ ვიდებ,გეგა ჩემს ხელის მოძრაობას თვალს აყოლებს და წარბებს ჭმუხნის.
-მშია-თავის მართლებასავით გამომდის,არ ვიცი რატომ მაგრამ არ მინდა ასე მიყურებდეს...
ჭამის შემდეგ,გეგა ჩემკენ იხრება,კოცნას აპირებს,მაგრამ მოულოდნელად ჩერდება და დაჟინებით მიყურებს.
-რომ გაიღვიძებ,უნდა ვილაპარაკოთ chocolate-მერე უბრალოდ ყელში,მთავარ არტერიაზე მკოცნის და გადის.მე კი გაოგნებული,შეშინებული და აფორიაქებული, ჩემს თავთან მარტო ვრჩები...
დილით ადრე ვდები და ფეხაკრეფით ჩავდივარ დაბლა,გეგას ბუხრის წინ,პუფში მჯდარს ვხედავ,სძინავს.ჩუმად ვიპარები ოთახიდან,მაგრამ რატომღაც მისკენ ვიხედები,თავი გვერდზე გადაუწევია,ხელები გულზე გადაჯვარედინებული უდევს,ოდნავ გაღებული ტუჩებიდან წამოსული ჰაერი მაკრთობს,უცნაურია,რომ ასე მძაფრად აღვიქვავ მის ამონასუნთქს.ახლოს მივდივარ,მისკენ ვიხრები და ტუჩები მის ტუჩებთან მიმაქვს,არა კოცნას არ ვაპირებ,მე მისი სუნთქვის,პირიდან წამოსული თბილი სუნთქვის შეგრძნება მინდა,სულ რამდენიმე სანტიმეტრი რჩება თავისუფალი ჩვენს ტუჩებს შორის და მისი ამონასუნთქი პირდაპირ ჩემს ტუჩებს ეხლება,მეც ოდნავ ვაღებ ბაგეებს და ამ ჰაერს ფილტვებში ვუშვებ...
გონს მოსული,სასწრაფოდ ვსწორდები და გასასვლელისკენ მივდი არ,სადგამზე ნახატს ვეღარ ვხედავ,სამაგიეროდ ახალი სიტუაცია მხვდება ტილოზე,მე საწოლში, ტანჯული სახით და მუცელზე ხელით.მაციებს,მაკანკალებს,ღებინების შეგრძნებას ჭკუიდან გადავყავარ.სასწრაფოდ გავრბივარ გარეთ და ყველაფერს ვიღებ,ცოტა დამშვიდებული ეზოდან გავდივარ და გზას მივუყვები,თბილისში ვბრუნდები.
*******
სახლში მისვლისთანავე აბაზანაში ვიკეტები და დიდხანს არ გამოვდივარ.თვალებდახუჭულს სხეულზე წყლის ჭავლი მეცლება,წვეთები აჩქარებულად მიუყვებიან ყელს,მკერდს,აღმართი ცოტა ხანს აფერხებთ,მხოლოდ ცოტა ხანს,მერე კი მთელი სისწრაფით სწყდებიან ადგილს და მუცელზე სრიალებენ,ჭიპთან გროვდებიან,ივსებიან და ისევ მთელი ძალით სრიალდებიან ქვევით.ერთხანს ამ სანახაობით გატაცებული ვდგავარ და ყოველი წვეთის მოძრაობას გაფაციცებით ვაკვირდები,თითქოს მეშინია რომელიმე უგზო-უკვლოდ არ დამეკარგოს...
აბაზანიდან გამოსული ხალათითვე ჩავდივარ სამზარეულოში,შიმშილისგან მუცელში წვას ვგრძნობ და გულისრევაც მახსენებს თავს.სახლში არავინ მხვდება,გათამამებული მივდივარ და მაცივარს ვაღებ,მოულოდნელად გამოვარდნილი ცივი ჰაერი ცუდად მხდის და პირდაპირ სამზარეულოს იატაკზე მერევა გული.სარა ექიმთან უნდა წახვიდე,ვეუბნები ჩემს თავს და ოთახში ვბრუნდები.რამდენიმე წუთის შემდეგ მანქანაში ვჯდები და დიღომისკენ მივდივარ.კლინიკაში შესვლისთანავე წამლების სუნი მეცემა და მეშინია გული კიდევ არ ამერიოს.რეგისტრაციის შემდეგ ექიმთან შევდივარ,ის ანალიზების გასაკეთებლად და ეხოსკოპიაზე მიშვებს.ნახევარ საათში ანალიზის პასუხები მიჭირავს ხელში, მაგრამ გახსნას ვერ ვბედავ.
ექიმი მეუბნება,რომ უნდა დავწვე,მეც მორჩილად ვწვები მაგიდაზე და განაჩენის გამოტანას თვალებდახუჭული ველი.
******
გეგა
სიცივე მაღვიძებს,თვალებს ნელა ვახელ და ხელებს ვშლი, უშნოდ წოლისგან ყველაფერი მტკივა,ვდგები და წელში ვსწორდები.მაჯაზე ჩამოფარებულ მაისურის სახელოს ვწევ და საათს დავყურებ,რამდენ ხანს მძინებია.დროა ჩემს გოგოს ვაჭამო,ცოდოა, ძალიან დასუსტდა.ყავას ვაკეთებ და კარაქიან პურთან ერთად ლანგარზე ვაწყობ,შოკოლადიც არ მავიწყდება.მახსენდება,როგორია სარა,როცა შოკოლადს ჭამს,სიამოვნებისგან მაჟრიალებს და მეღიმება.ფრთხილად ავდივარ კიბეებზე და ვშეშდები,სადაა სარა?სად წავიდა ჩემი chocolate?ისევ უკან ჩამოვრბივარ და შეშინებული ეზოში ვიწყებ ძებნას,არსადაა.წავიდა!ყურებში ზარის რეკვასავით ჩამესმის ჩემივე ფიქრები.ვერ ავუხსენი,ვერ ვუთხარი,ეტკინა,ვიცი,რომ ეტკინა.ჯანდაბა,ჯანდაბა გეგა.გაბრაზებული ჩემს თავს ვაგინებ და იმ ნახატს გუშინ სხვენში,რომ ავიტანე,ბუხარში ვაგდებ.ცუდად გამიგე,ვერ მიმიხვდი სარა,არ.მინდოდა ასე რომ გაგეგო.ტკივილისგან სხეული მიშეშდება.ვდგავარ და ვუყურებ,როგორ იწვის ''ღამე ეშმაკთან'',ვდაგავარ და ცეცხლს მიშტერებული სარაზე ვფიქრობ.დავკარგე,საბოლოოდ დავკარგე.მახსენდება გუშინდელი მისი სახე და ტკივილი შიგნეულობას მიწვავს,პულსს ყელში ვგრძნობ.მინდა,რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს,ეს მალვა,ეს იდუმალება,საიდუმლო.მე უნდა ვიბრძოლო შენთვის სარა,თუნდაც ეს საბედისწერო აღმოჩნდეს ჩემთვის.მჭირდები chocolate-ვჩურჩულებ და თავს ხელებში ვრგავ,ცეცხლის ბოლო ენა ევლება ნახატს და ''ეშმაკი''თავისივე ჯოჯოხეთში იწვება.
ორსულად ვარ,ორსულად ვარ,მიგუგუნებს ყურები,აზრზე ვერ მოვდივარ,გაოგნებული და თავზარდაცემული ვუყურებ ექიმს,რომელიც მელაპარაკება,მე კი მისი არც ერთი სიტყვის არ მესმის.ყურები დახშული მაქვს და მხოლოდ პირის მოძრაობაზე ვიგებ რასაც ექიმი მეუბნება.ორსულობა,ნაყოფი 3კვირისაა,მდგომარეობა ნორმალურია,თავს უნდა გავუფრთხილდე...
-გოგონა-მაფხიზლებს ექიმის ხმა,თვალებს ვაფხულებ და თავს ვაქნევ.
-დიახ,გისმენ ექიმო.
-გილოცავთ,შეგიძლიათ მამიკო გაახაროთ-მიღიმის ექიმი და მარტო მტოვებს,მამიკო გავახაროთ,მამიკო...
მამა...გეგა...
გეგას გახსენებაზე სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის,გული სიამაყით და ბედნიერებით მევსება.მუცელზე ხელს ვიდებ და ვეფერები,ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გავთბი,მუცელი გამითბა.ჩემს სხეულში ჩემი ნაწილია,ჩემი და გეგას ნაწილი...სულ ერთი ციდა,თითქმის წერტილი,მაგრამ ის ჩვენი შვილია,ჩვენი ბედნიერება,ორივე ხელს სახეზე ვიფარებ და ტირილი მივარდება.მხრები მიცახცახებს და სუნთქვა მეკვრის.მე შვილი მეყოლება,შვილი მეყოლება,დედა გავხდები.ღმერთო,მე ხომ ჯერ 20 წლის ვარ,არც ოჯახი მაქვს და ამ ბავშვს რა უნდა მივცე?მე ამას შევძლებ,მე ეს გამომივა,მე შენ გაგაჩენ,გაგზრდი თუნდაც მარტოს,მე ვიქნები შენთვის ყველაფერი.მართალია მე და მამაშენს ერთად ყოფნა არ გვიწერია,მაგრამ შენ მაინც იქნები ჩემთან,შენ მაინც გამახსენებ მის თავს,შენ იქნები მისი საჩუქარი.მუცელს ფრთხილად ვეფერები და ტირილით ვესაუბრები.
-დე,ვიცი მამაშენს შენი არსებობა გაახარებს,ვიცი დე,მე მჯერა მისი...ის შეიცვალა დეე..ვიცი ეს,მისი თვალები არასდროს ტყუიან დეე...რას იტყვი ვუთხრათ?ვუთხრათ დეეე?ვერ დავუმალავ შენს თავს დე,უფლება აქვს იცოდეს.-ჩემს თავში დარწმუნებული,ვდგები და კაბინეტს ვტოვებ,ურყევი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული გეგას უნდა ვუთხრა!უნდა იცოდეს!ვერასდროს ვუგებდი იმ ქალებს, რომლებიც შვილების არსებობას უმალავდა მამებს.ისიც ისეთივე პასუხისმგებელია შვილზე,როგორც მე!მერე რა თუ ეს ბავშვი,არასასურველ გარემოში,შეუმდგარ ურთიერთობაში დაიბადება და არასდროს ეყოლება ოჯახი?ასეთ სიძლიერეს არასდროს ვგრძნობდი,ყოველთვის ვთამაშობდი,რომ ძლიერი ვიყავი,მაგრამ გეგა მაინც მიხვდა,რომ სუსტი ვიყავი,ის საღამო მახსენდება,ნიკოლს რომ დავემშვიდობე და სადარბაზოში მტირალს გეგა,"ღამის ქურუმი" დამადგა თავზე,რა სუსტი ყოფილხარო რომ მითხრა,ამ მოგონებაზე უაზროდ მეღიმება და მანქანაში ვჯდები.მართალია მე მაშინ სუსტი ვიყავი,მაშინაც როდესაც "ღამის ქურუმთან" ვიყავი,მაშინაც როცა გეგას ვეცეკვებოდი ბარში,ხიდზეც სუსტი ვიყავი,მაგრამ ახლა ძლიერი ვარ,შენ გამაძლიერე დე,მარცხენა ხელს მუცელზე ვიდებ და ვეფერები.საჭეს აკანკალებული ხელებით ძლივს ვიმორჩილებ,როდესაც გეგას ზარი ფიქსირდება ტელეფონზე.სპიკერს ვრთავ და ვპასუხობ:
-გისმენ გეგა
-სარა,სად წახვედი?რატომ გამეპარე-მესმის გეგას აღელვებული ხმა და გულში სითბო მეპარება.
-მიზეზი მქონდა გეგა.
-ვიცი სარა,ვიცი და გთხოვ უფლება მომეცი აგიხსნა,არასწორად გაიგე სარა..
-აარ აქვს აზრი ახლა მაგაზე ლაპარაკს გეგა.
-აქვს სარა,აქვს,ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია-თითქმის ყვირის გეგა და ჩუმდება-ვერ გადავიტან შენს სიძულვილს სარა..
-არ მძულხარ გეგა.
-გთხოვ,დავილაპარაკოთ სარა.ყველაფერს გეტყვი,ოღონდ ნუ დამემალები...
-არც ვაპირებ,მითუმეტეს ახლა...-ძლივს ვიკავებ თავს,რომ ამწამს არ გავუმხილო ყველაფერი-მეც მაქვს შენთან საქმე,რაღაც უნდა გითხრა.
-კარგი სარა,გზაში ვარ,ნახევარ საათში სახლში ვიქნები.
-კარგი-ვეუბნები და ღიმილი გულს მითბობს-თავს გაუფრთხილდი გეგა,სწრაფად არ იარო-ჩემდაუნებურად ვამბობ და ისევ მუცელს ვეფერები,ახლა ჩვენ ძალიან გვჭირდები მამიკო.
-სარა..-რაღაცნაირი დამფრთხალი,სითბოთი სავსე ამბობს გეგა და ბედნიერებისგან არ ვიცი რა ვქნა.
******
სახლში შესულს მისაღებში სოფია მხვდება,გაბრწყინებული სახით შემომცქერის და მეხვევა,მეც ვეხვევი,მის მიმართ არ შემიძლია გულცივი ვიყო,ყველაფრის მიუხედავად,ის მამაჩემის ცოლია,გეგას დედა და ჩემი შვილის ბებიაა,ნეტავ იცოდეს,არა რა სისულელეა,ვერც სოფია და ვერც მამაჩემი ვერასდროს გაიგებენ სიმართლეს ამ ბავშვზე.სოფია ხელს მკიდებს და დივანზე მსვავს,მერე ღრმად სუნთქავს და თვალებს ხუჭავს-რაღაც უნდა გითხრა სარა-თვალებს ახელს და ისეთი გაბრწყინებული შემომყურებს,გული ცუდს მიგრძნობს.გაკვირვებულს მეღიმება და ველოდები რას მეტყვის.
-ორსულად ვარ სარა-ერთი ამოსუნთქვით მაყრის და პასუხის მოლოდინში შეწუხებული სახით მიყურებს.თითქოს ცივი წყალი გადამასხეს,მთელს ტანზე საშინელი ეკლები მაყრის,გაოგნებული და სასოწარკვეთილი ვუყურებ,მაგრამ სოფიას კი არა...გეგას,რომელიც შემოსასვლელში დგას და გაფითრებული ხან მე შემომცქერის,ხან სოფიას.მწარედ მეღიმება,დამცინის ცხოვრება,სასტიკად დამცინის,ისეთ ტკივილს ვგრძნობ გულში,ლამის მომკლას,მანადგურებს ეს ტკივილი,თავს ვხრი და ვყუჩდები.რა უნდა ვუთხრა,ვუყვირო?რა უფლებით?ვიტირო?რას შევცვლი?არ შეიძლება ახლა ჩემთვის ზედმეტი ემოციები,თავი ხელში აიყვანე სარა,ბავშვის გამო.უაზროდ ვწევ თავს და გეგას ვუყურებ,მოტეხილი და სასოწარკვეთილი მეჩვენება,თვალები ჩამქრალი აქვს და ისეთი უსუსური ჩანს ამ წამს,გული მიკვდება.მხრები დანებებულივით ჩამოუყრია და მე მიყურებს,გული უარესად მეწურება,გადაწყდა გეგა ჩვენი ბედი.აქ მორჩა ყველაფერი.აქამდეც კი ვიცოდით,რომ ერთად ვერ ვიქნებოდით,მაგრამ ახლა შენს შვილზეც ვერასდროს გაიგებ გეგა.თვალებში ცრემლები მიდგება,მტკივა,სული და გული მტკივა,სხეული მეძაბება და ვგრძნობ კუნთები,როგორ მეჭიმება.
-სარა-გაუბედავად იწყებს სოფია,თავს ვწევ და ვუყურებ,შეშინებული და დამფრთხალი მიყურებს სოფია და ვხვდები ჩემგან განაჩენს ელოდება.
-გილოცავ სოფია-საშინლად მიჭირს ამის თქმა,მაგრამ ვხვდები,რომ სხვა ვერაფერს შევძლებ,მე არ მაქვს უფლებ მას რამე მოვთხოვო,ან ვუსაყვედურო.მას ოჯახი ჰყავს,ქმარი და ახლა შვილს გაუჩენს,მის შვილს ოჯახი ეყოლება,მშობლები,მე კი ვერაფერს შევცვლი,ვერ ვიქნები ეგოისტი,ვერ დავუშვებ,რომ ჩემს გამო ეს ბავშვი დაზარალდეს,ბოლოს და ბოლოს ის ჩემი და, ან ძმა იქნება.საცოდავად ვუღიმი სოფიას და მოწყვეტილი ვდგები დივნიდან,კიბეებზე ძლივს მივათრევ სხეულს და ჩემს ოთახში ვიკეტები.აკანკალებული შევდივარ აბაზანაში,წყალს ვუშვებ და ბოლო ხმაზე ვბღავი.ტკივილი შინაგანად მანადგურებ,საშინლად ვგრძნობ თავს,კედელს ვეყუდები და პირზე ხელს ვიფარებ რომ ხმამაღლა აღარ ვიტირო,გული საშინლად მიცემს,ვგრძნობ ვენები მებერება,მუცელში აუტანელ ტკივილს ვგრძნობ და იატაკზე ვსრიალდები.არა,არა ოღონდ ეს არა,დაწყნარდი სარა,დამშვიდდი,ამით ბავშვს ავნებ.ორივე ხელს მუცელზე ვიჭერ და ვცდილობ,ნერვებს აღარ ავყვე.ღრმად ვსუნთქავ და ნელ-ნელა ვმშვიდდები.მორჩა სარა,გეყოფა,შენ შვილზე იფიქრე,მისი არსებობა ახლა შენზეა დამოკიდებული.სხეულს ძლივს ვიმორჩილებ,რომ ავდგე.წყალს სახეზე ვისხავ,ორივე ხელით ნიჟარას ვეყრდნობი და ჩემს თავს ვუყურებ სარკეში.უნდა წახვიდე სარა,უნდა წახვიდე.ზედმეტი ხარ!
***********
ორივე ხელები თავზე მაქვს შემოჭერილი და ვცდილობ დავმშვიდდე,ეს აუტანელი ტკივილი მკლაავს.სარა,ჩემი სარა,ჩემი გოგო დავკარგე,მორჩა,ჩვენ დავმარცხდით...როგორ მიხაროდა მასთან შეხვედრა,როგორ იმედიანად ვიყავი,როცა სარამ მითხრა საქმე მაქვს შენთანო,დარწმუნებული ვარ ვუყვარვარ,დარწმუნებული ვარ მაპატია.შეუძლებელია არ გაეგო ჩემი,შეუძლებელია ვერ ეგრძნო ჩემი ტკივილი და სიყვარული,შეუძლებელია ჩემს მოქმედებებში,ჩემს კოცნაში სითბო ვერ დაენახა.სარა ხომ ასეთი მგრძნობიარეა,ასეთი სუსტია.როგორ მინდა ხელი მოვხვიო და მასთან ერთად გადავიკარგო თბილისიდან,სამუდამოდ მოვწყდე ამ გარემოს,რომელიც ორივეს გვანადგურბს,ვიცი მასაც უნდა ეს,ვიცი ვჭირდები.მისი ჩახუტება მახსენდება,იმ საღამოს ბუხართან და ტანზე ცეცხლი მეკიდება,მე სარა მავსებს.სწორედ ისაა ვისაც მეორე ნახევარს ეძახიან,მის გაცნობამდე მე საერთოდ არ მჯეროდა მსგავსი სისულელეების,არც სიყვარულის მწამდა და არც იმაზე ვფიქრობდი სიყვარულს რამდენი ტანჯვის და ტკივილის მოტანა თუ შეეძლო.
როცა სარასთან ვარ მგონია სამყარო ჩემია,თავისუფლად შემიძლია მის მკერდზე ჩახუტებულმა შევწყვიტო სუნთქვა,თუ კი მას ჰაერი არ ეყოფა,შემიძლია დავუთმო ჩემი გული თუ კი დასჭირდება...
მიჭირს გრძნობებზე ლაპარაკი,არასდროს ვყოფილვარ დიდი მოლაპარაკე,ყოველთვის გულში ვიკლავდი ჩემს ტკივილს,სიხარულს და მწუხარებას.დედაჩემმა მამაჩემის ძმაკაცთან, რომ დაიწყო ურთიერთობა მაშინაც კი საშინლად ვიყავი,მაგრამ არც ეს ტკივილი მინახებია ვინმესთვის,გულგრილობით და ცინიზმით ვცდილობდი ყველაფრის დამალვას.მაგრამ სარასთან რაღაც მემართება,სარასთან ვიცვლები.მხოლოდ მან მოახერხა ჩემში მივიწყებული სითბოს გაღვიძება.პირველივე ნახვისას მივხვდი,რომ ის ყველასგან განსხვავებული იყო,არავის ჰგავდა,ყველასგან განსხვავებული იყო.ვხვდებოდი,რომ მასაც ტანჯავდა ტკივილი,მასაც უწევდა თამაში,ძლიერი გოგოს თამაში.ჩემს თავს არ ვუტყდები,თორემ მე სარა პირველივე ნახვისას შემიყვარდა,პირველ შეხებაზე ვიგრძენი,რომ ის ჩემი იყო.
ახლა კი ვდგავარ და სოფიას სიტყვები მკლავს.ორსულადაა!სარას ვუყურებ და ერთიანად კანკალი მიტანს,მის თვალებში უსაზღვრო ტკივილი,სულის ტკივილი ჩანს,გული მეწურება.ვხედავ როგორ ეღიმება მწარედ და მის თვალებში ვკითხულობ რომ მემშვიდობება.მისი მზერა მეუბნება,რომ მორჩა,რომ ყველა გზა მოჭრილია.თავი ასე უმწეოდ არასდროს მიგვრძნია.ორივე ხელს კეფაზე ვიჭერ და მინდა ტვინიდან ამოვიგდო ეს ტკივილი,მე ახლა სარას ტკივილი უფრო მჭამს,მისი თვალები არ მაძლევს მოსვენებას...
სამუდამოდ მორჩაო!
******
ტრაპიდან ჩამოვდივარ და ღრმად ვსუნთქავ,აუჩქარებლად მივდივარ მოსაცდელისკენ,არეულ ხალხს თვალს ვავლებ და მათში თვალებგაბრწყინებულ ნიკოლსა და მარიას ვხედავ,ორივე ხელებს მიქნევს და ჩემკენ მორბის.ჩანთებს ჩემოდანს ხელს ვუშვებ და მთლიანად აცახცახებული ვეხვევი ნიკოლს,მის თმებში სახეს ვრგავ და ჩემი ბავშვობის სურნელი თავბრუს მასხავს.დედიკო,მხოლოდ დედის მკერდზე ყოფილა შესაძლებელი გულის მოოხება.
გეგა
წავიდა...ადგა და წავიდა...დღეს უკვე 67დღე გავიდა რაც არ მინახავს.არავისთვის არაფერი უთქვამს.თვალებით დამემშვიდობა და ოთახში შეიკეტა,აღარ მიცდია მისვლა,მივხვდი მასაც უჭირდა ყველაფერი და უფრო, რომ არ ამერია ავდექი და სახლიდან წავედი...
უნდა მეფიქრა მომხდარზე და იმაზე რა გველოდა ჩვენ.ლევანი და დაჩი უსიტყვოდ მიმიხვდნენ ყველაფერს და მთელი ღამე ისე ვსვავდით კითხვა არც ერთს დაუსვავს.ან კი რა მეპასუხა,დედაჩემი ორსულად არის და შვილი ეყოლება მეთქი.ეს იმაზე დამამცირებელი იყო ჩემი თავმოყვარეობისთვის ვიდრე მისი გათხოვება.მაგრამ ახლა თავმოყვარეობა კი არა სარას გარეშე ყოფნა მტკიოდა.დილით ნახევრად მთვრალმა შევაღე სახლის კარი და აცრემლებულ სოფიას და თავჩაღუნულ გიორგის რომ მოვკარი თვალი,თითქოს რაღაც მენიშნა.არცერთისთვის არაფერი მითქვავს,ისე ავირბინე კიბეები.სარას ოთახის კარი შევგლიჯე და ვიგრძენი ჰაერში აღარ ტრიალებდა მისი სურნელი.ირგვლივ უშოკოლადობა იყო,ოთახიც ჩემი სულივით ცარიელი დამხვდა.გაფითრებული ვაცეცებდი თვალებს და ხელჩასაჭიდს ვეძებდი, რომ მეფიქრა სარა არ წასულამეთქი.მთელი სხეულით აკანკალებულმა შევგლიჯე აბაზანის კარი და ის ბოლო იმედიც გამიქრა.სარა წავიდა,სარამ დამტოვა,მიმატოვა ჩემმა chocolate -მ.სხეულის დამორჩილებას ამაოდ ვცდილობდი,მინდოდა შემეჩერებინა კანკალი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.მის საწოლთან ჩამუხლული ვიდექი და ზეწარს მთელი მონდომებით ვუჭერდი ხელს,კბილს კბილზე ვაჭერდი გაუსაძლის ტკივილს რომ არ ეფეთქა პირიდან.თვალებდახუჭული მის საწოლზე დავწექი და მისი სუნით გაჟღენთილ ზეწარში გავეხვიე.მენატრებოდა,უსაშველოდ და ისე მძაფრად მენატრებოდა მეგონა სიცოცხლე შევწყვიტე.
ჩემთვის ყველაფერი სულერთი გახდა,სახლში თითქმის არ შევდიოდი,არ შემეძლო დედაჩემის და გიორგის დანახვა,მათი სახეები რეალობაში მაბრუნებდა და მტკივნეულად მახსენებდა რომ სარა ჩემთან არ იყო.მთელი დღეები მასზე ფიქრებში და ოცნებებში გადიოდა.ჩემი ბუნაგიდან არ გამოვდიოდი,არც ჭამა მახსენდებოდა,არც ძილი და არც სამსახური.ყველაფერს შევეშივი,ბიჭებთანაც კი არ მივდიოდი.ერთადერთი რაც არ მწყინდებოდა და ოდნავ შვებას მგვრიდა,ეს ხატვა იყო.
ვიჯექი იატაკზე და უკვე მეათასედ დახატულ ჩემს შოკოლადს თავიდან ვხატავდი. ყველგან მისი სახე იყო,ყველა კუთხიდან სევდიანი თვალები მიმზერდნენ.მოსვენება დავკარგე,სარა მენდო მე კი ვერ შევინარჩუნე.ნეტავ შემეძლო კი რამის შეცვლა?უკვე აღარ ვიცოდი სუსტი ვიყავი თუ მის გარეშე დავუძლურდი.ხომ შემეძლო მომეკიდა ხელი და სადმე გადავკარგულიყავით,მე კი თითი არ გამინძრევია,თუმცა ვიცოდი სარა ამაზე არასოდეს დამთანხმდებოდა.ის ყველაზე გულწრფელი ადამიანია ვისაც კი შევხვედრილვარ.
საოცარია ყველა ნახატში სევდიანი გამომდის სარა,ვცდილობ რამე სხივი მაინც გამოვკვეთო,მაგრამ არ გამომდის.მისი ბოლო შემოხედვა თვალებიდან არ ამომდის და ფურცელზეც ასეთი სარა გადამაქვს...
ჩვენს მატრასზე ვწევარ და სარკმლიდან შემოჭრილ მთვარეს ვუყურებ.მახსენდება ის ღამეები მასთან ერთად,რომ გავატარე და ტკივილისგან სახე მემანჭება,მახსენდება მისი კოცნის გემო,მისი სუნთქვა ჩემს ყელში,მისი ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალები,მისი ვნებისგან აცახცახებული სხეული,შიშისგან და სიამოვნებისგან რომ თრთოდა ჩემს მკლავებში და აუტანლად მინდა მისი შეხება.ვკვდები მის გარეშე,არაფერს წარმოვადგენ...ვნადგურდები...
ჩემს ხელებს დავყურებ,ჩემს თითებს და ვიხსენებ ყველა წვრილმანს,რაც ამ თითებით მის სხეულზე გამიკეთებია.
თვალებს ვხუჭავ და მისი სახე არ მშორდება...ნაღვლიანი სახით მიყურებს,როგორც იმ დღეს გულწასული რომ ვიპოვე,მახსენდება მისი ათართოლებული ხელი მუცელზე,რომ ედო და მაცახცახებს.
******
ამსტერდამში ვარ,ნიკოლის ულამაზეს ბინაში და ფანჯრიდან არხს გადავყურებ.ულამაზესია აქაურობა,ლამაზია ქალაქი და ეს ძველი ქუჩაც,მაგრამ მე თითქოს ვერ ვამჩნევ ვერაფერს,ვერ აღვიქვამ ამ სილამაზეს,მხოლოდ ის მინდა,რომ თბილისში ვიყო,გეგასთან ერთად და ჩვენს შვილს ერთად ველოდოთ.ყოველ ღამით ვწვები და ცრემლებს ბალიშს ვატან,გულს ვიოხებ და დილით ჩვეულებრივი სარა ვდგები.ნიკოლისთვის ბავშვის მამაზე არაფერი მითქვამს,მაგრამ ის უთქმელადაც ხედება ყველაფერს და ხმას არ იღებს.მეუბნება,რომ ყველაფერი კარგად იქნება,რომ ის ყოველთვის ჩემთან იქნება,რომ მისი იმედი უნდა მქონდეს,მეც ვივიწყებ ყველაფერს და წლების მონატრებულ დედას პატარა ბავშვივით ვეხუტები.ვგრძნობ,რომ დაუცველი ვარ და მეშინია.
თავს უბედურად ვგრძნობ.
ხელებით ფანჯრის რაფას ვეყრდნობი და სივრცეს მიშტერებული გეგაზე ვფიქრობ, მუცელს ვეფერები და ჩემი პატარაც ფეხებს მირტყავს.უკვე ხუთი თვის ვარ, კიდევ ოთხი თვე და მის პაწაწინა სხეულს გულში ჩავიკრავ.ნეტავ ვის დაემსგავსება,ძალიან მინდა გეგასავით მეტყველი თვალები ჰქონდეს.მინდა მისი ხასიათი გამოყვეს.
-ნეტავ რას აკეთებს ახლა გეგა?როგორ ცხოვრობს?ვენატრები?იქნება უკვე დამივიწყა.-ამის გაფიქრებაზე გული ტკივილით მეკუმშება,სევდა მიპყრობს და ცრემლები ჩამომდის. ორსულობამ უფრო მტირალა გამხადა,მთელი დღე სახლში ვარ ჩაკეტილი და გეგაზე ვფიქრობ.თითქმის ყოველ დღე შევდივარ, მის ფეისბუქ გვერდზე,მაგრამ ახალი არაფერი.ერთი სული მაქვს მის შესახებ,რამე გავიგო.სკაიპს ვრთავ და მამაჩემს ვურეკავ.სოფია მპასუხობს,დაბნეული ვარ მაგრამ მაინც ვესალმები.
-როგორ ხარ სარა?-აშკარად უხარია სოფიას.
-გმადლობ კარგად,შენ?-არ ვიცი მღელვარება,როგორ დავფარო და უხერხულად ვიშმუშნები.
-კარგად,გმადლობ.მამა სადაა?როგორ არის?
-გასულია,მალე მოვა.
-როგორ ხართ?რას შვებით?ახალი რა ხდება?
-არაფერი,ძველებურად. ხვალ ეხოზე მივდივართ,სქესააც გავიგებთ-მხიარულად მიყვება სოფია და ვგრძნობ როგორ მეწევა მუცელი დაბლა,ტკივილი მივლის და თავბრუ მეხვევა.მავიწყდება,რომ სოფიამ ჩემს ორსულობაზე არაფერი იცის და ფეხზე ვდგები.
-სარა,შენ..შენ...-ენა ებმის სოფიას და ვხვდები,რომ დაინახა.ტკივილი მავიწყდება და ტყუილში გამოჭერილი უხერხულად ვიხედები გვერდზე.
-შენ ორსულად ხარ?-გაოგნებულია სოფია-სარა...
-ხო ორსულად ვარ-უკვე აღარ ვმალავ და ისევ ვჯდები-არ მინდოდა ასე გაგეგოთ...
-ბავშვის მამა ვინაა სარა?-აღელვებისგან წითლდება სოფია-იცის?
-არა, არ იცის და ვერც გაიგებს.
-კი მაგრამ სარა,შენ ქმარი...ბავშვს მამა სჭირდება.
-გეყოფა სოფია,ეს ჩემი საქმეა,ბავშვს მარტოც კარგად გავზრდი,დამიჯერე ამისთვის ოჯახი საერთოდ არ არის საჭირო..-სოფიასთან ლაპარაკის შემდეგ ოდნავ გულზე მეშვება, ვგრძნობ რომ აქამდეც უნდა მეთქვა სიმართლე.
მთელს კვირას ქალაქის დათვალიერებაში ვატარებ და ბოლოს დაღლილი ვბრუნდები სახლში.ოთახში შესულს მისაღებში მამაჩემი მხვდება,ნიკოლთან ერთად და ერთ წამს სირცხვილის გრძნობა მიპყრობს.მამა გაოცებული მიყურებს მუცელზე და მიღიმის.
-მაპატიე უნდა მეთქვა მამა,მაპატიე-ვეხვევი ატირებული და ამდენი ხნის ტკივილი გულიდან მეხსნება,მამა მამშვიდებს და თმებზე მეფერება.ისიც ტირის და მეუბნება,რომ ჩემს გვერდით იქნება ყოველთვის.
-სოფია როგორაა?მარტო რატომ დატოვე?-ვეკითხები დამშვიდების შემდეგ.მამა თავს ხრის,ხმას არ იღებს,მე და ნიკოლი ერთმანეთს ვუყურებთ.
-ჩვენ დავშორდით-ამბობს და თვალები ცრემლით ევსება.ყურებს არ ვუჯერებ,მიკვირს.
-არაა,კი მაგრამ თქვენ ხომ...-ვერ ვეუბნები,თქვენ ხომ ბავშვს ელოდებით მეთქი,ყელიდან არ ამომდის სიტყვა და ვჩუმდები.
-ბავშვი აღარ დაიბადება-განაჩენივით ისმის მისი სიტყვები და გული მეკუმშება-ის,ის...ექიმმა თქვა რომ განუვითარებელი იქნებოდა,რომ...სოფიამ...ბავშვი მოიშორა.
-რაა!-ერთდროულად წამოვიყვირეთ მე და ნიკოლმა.გაოგნებისგან ენა მივარდება,რას ქვია მოიშორეს?განუვითარებელი დაიბადებოდაო?შვილი მოკლეს?ჯერ არ დაბადებული ბავშვი გაწირეს?
-თქვენ,თქვენ ნამდვილი მონსტრები ხართ!ეს როგორ გააკეთეთ,თქვენი შვილი როგორ მოკალით?როგორ გაიმეტეთ?თქვენ ოჯახი გაქვთ,ერთმანეთი გყავთ.ეს როგორ გააკეთეთ?-ტკივილისგან სახე მეშლება,ნერვებს ვეღარ ვიოკებ და ხმამაღლა ვყვირი,ეს რა გააკეთეს?შვილი როგორ მოკლეს,მათ ხომ ერთმანეთი ჰყავთ,ოჯახი აქვთ,მე კი მარტო ვარ,მაგრამ მაინც არ მიფიქრია მისი მოშორება,გულშიც კი არ გამივლია აზრად.მე მათ გამო წამოვედი,მათი ცხოვრების დანგრევა არ მინდოდა.ჩემი შვილი გავწირე,ჩემი სიყვარული შევწირე,მათ კი საკუთარი ხელებით გამოუტანეს განაჩენი საკუთარ თავს.-როგორ ხართ ასეთი უსინდისოები?მეგონა გიცნობდით?მეგონა თქვენს ბედნიერებას ვანგრევდი.მე თქვენზე ვიფიქრე,ჩემი თავი გავიმეტე სატანჯველად,თქვენ რომ ბედნიერები ყოფილიყავით.ჩემს სიყვარულზე ვთქვი უარი,ჩემს შვილს მამა წავართვი და ახლა გამოდის რომ ეს ყველაფერი ამაო იყო.ჩემი ტანჯვა სისულელე იყო?
-სარა რას ამბობ?კარგად ხარ?შენ...შენ...ვერ გავიგე.
-რა ვერ გაიგე მამა?ეგოისტები ხართ ორივე,საშინელი ეგოისტები,ყოველთვის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდით,შვილებზე არც ერთს არ გიფიქრიათ.ცხოვრება აგვირიეთ,ჩვენზე ერთ წუთს არ დაფიქრებულხართ.გვაიძულებდით ერთ ჭერქვეშ გვეცხოვრა,ერთმანეთს როგორც და-ძმა ისე მოვქცეოდით,არც კი გიფიქრიათ ამ დროს ჩვენ რას ვგრძნობდით-ნერვებისგან კანკალი მივარდება,ცრემლები ღაპა-ღუპით მომდის და ვგრძნობ ემოციებისგან როგორ მტკივა მუცელი.ორივე ხელს მუცელზე ვიჭერ,თითქოს მეშინია ვინმემ არ წამართვას.
-სარა არ გინდა-ხელზე მექაჩება ნიკოლი.
-მინდა დედა,დიახ მინდა...მთელი ცხოვრება შენ გადანაშაულებდი,რომ დამტოვე,მაგრამ ვხვდები დამნაშავე მამაჩემია,ამ ადამიანთან ის წლებიც როგორ გაძელი ისიც მიკვირს.მან ხომ ძმაკაცის ცოლთან გააბა რომანი,ხო მამა მე ყველაფერი ვიცი.ვიცი რაც გააკეთეთ შენ და სოფიამ,თქვენ ჩვენ, მე და გეგას ცხოვრება დაგვინგრიეთ,ბედნიერება წაგვართვით.თქვენ ეგოისტები ხართ-უკვე ვეღარ ვჩერდებოდი,აღარ შემეძლო გაჩუმება,აღარ მაინტერესებდა თუ სიმართლეს გაიგებდნენ.ვხვდებოდი რომ ისინი ყველაზე უარესად მოიქცნენ.აქამდე ჩემს თავს ვადანაშაულებდი მომხდარში,ახლა ვხვდები რომ ტყუილად.
-სარა-სახე ეშლება მამაჩემს და დივანს ეყრდნობა.
-ხო მამა,თქვენ დამინგრიეთ ცხოვრება.შენმა საქციელმა მე შემიწირა,იცი რომ გეგა შენზე შურის საძიებლად მიყენებდა?-ამ სიტყვებზე თვალები უფართოვდება,ერთიანად ტყდება-ჩუმად დამიახლოვდა,თავი შემაყვარა,ისე რომ არ ვიცოდი ვინ იყო,მერე ყველაფერი გავიგე,გავიგე ასე რატომ მოიქცა და არც ვამტყუნებ.მიუხედავად იმისა,რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა,თქვენსავით ეგოისტურად არ მოვქცეულვართ,მხოლოდ საკუთარ თავზე არ გვიფიქრია.
-სარა შენ...ბავშვის მამა...
სასიამოვნო სუნი და სითბო მაღვიძებს,თვალებს ოდნავ ვახელ და ჩემს გულზე ფეხებდაწყობილ პატარა კაცუნას ვხედავ,ბედნიერებისგან მეღიმება,ხელში ამყავს და ფრთხილად გადამყავს თავის საწოლში.ხელს არ მიშვებს,ჩემს ყელში ჰყოფს ცხვირს და ინაბება.ისევ საწოლში ვბრუნდები და გვერდით ვიწვენ.სძინავს,მე კი ღიმილით ვუყურებ მის ნაკვთებს და მამამისი მახსენდება,ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა და უკვე საოცრად ჰგავს გეგას.მისი თვალები გამოჰყვა,რაზეც ვოცნებობდი,მასავით თავდაჭერილია.იშვიათად იღიმის და ყველაზე მეტად რაც მაფორიაქებს გეგას თითები აქვს.სახეზე ფრთხილად ვუსვამ ცერა თითს და ყელში ვკოცნი,იღიმის.ფრთხილად ვდგები საწოლიდან და ფეხაკრეფით მივიპარები სააბაზანოში.ორსულობის დროს შეზიზღებული შოკოლადი,მშობიარობის შემდეგ ისევ შემიყვარდა.ახლაც შოკოლადის არომატის შხაპის გელს მთელს სხეულზე ვისვამ და ნეტარებისგან თვალები მელულება.მოგონებები მაწვება და ''ღამის ქურუმი'' მახსენდება,თითქმის ერთ საათს ვჩერდები წყლის ქვეშ და ყველა წვრილმანს ვიხსენებ წარსულიდან.გეგაზე ფიქრისას სულელური ღიმილი დამთამაშებს სახეზე.ჩვენი ცხოვრება კინოს ჰგავს,თუმცა არა კეთილი დასასრულით.სევდა მაწვება და ხალათით გამოვდივარ ოთახში.ჩემს პატარა კაცუნას უკვე გაუღვიძია,ფეხის თითები პირთან აქვს მიტანილი და ცდილობს პირში ჩაიდოს,ჩემს დანახვაზე ეღიმება და ჟღურტულებს.ხელში ამყავს და ლოყებს ვუკოცნი,მამამისის სურნელი აქვს.ვგრძნობ,რომ მენატრება და ცრემლები მაწვება.
-დილამშვიდობის ჩემო ლამაზებო-ოთახში ნიკოლი შემოდის და სიცილით აჰყავს ხელში ლუკა.
-მიდი ბებიასთან ჩემო პრინცო,დედიკომ თავი უნდა მოიწესრიგოს.
-ბებია კი არა ნიკოლი სარა,ან უბრალოდ ნიკი-მებუტება ნიკოლი და ლუკა სამზარეულოში გაჰყავს-გამოდი ყავას გავამზადებ,თან რაღაც უნდა გითხრა.
გასულებს თვალს ვაყოლებ და მეღიმება,ძალიან მინდა გეგა ჩვენთან იყოს და ერთად ვზრდიდეთ ლუკას. ნეტავ რას აკეთებს?ვახსოვარ?იქნება უკვე სხვა შეიყვარა...საშინელი ტკივილი მივლის ამის წარმოდგენისას და ვხვდები,რომ მის გარეშე ნახევარი ვარ,ძველი სარა არ არსებობს,დავმშვიდდი,გავიზარდე,სერიოზული და სევდიანი გავხდი,ავანტიურიზმი აღარ მიზიდავს,გამომწვევად აღარ ვიქცევი.ახლა მე დედა ვარ და ზუსტად ვიცი,რაც არ უნდა თანამედროვე დედა ვიყო,არც სოფიასავით მოვიქცევი ოდესმე და არც ნიკოლივით.ჩემს შვილს არასდროს მივატოვებ და არც მის პიროვნებას დავაკნინებ.ცუდი აზრების მოსაშორებლად თავს ვაქნევ და სარკესთან მდგარი ჩემს თავს ვუყურებ,გარეგნულად ისევ ძველი სარა ვარ,მხოლოდ ესაა თმა შევიჭერი ლუკას გაჩენის შემდეგ და შოკოლადისფრად შევიღებე.ტანსაცმელს ვიცვამ და ნიკოლთან გავდივარ.
-აი, დედიკოც მოვიდა,ახლა მე და ლუკა რძეს დავლევთ, დედა კი ყავას,არა ჩემო პატარავ?-ბავშვს თვალებს უკოცნის ნიკოლი და ვერაფრით ვერ ვიჯერებ,რომ ეს ულამაზესი ქალი,გრძელი ფეხებით,''შხვართს''რომ ვუწოდებდი,უკვე ბებიაა.
-რა მოხდა სარა?რატომ მიყურებ ასე?
-მახსენდება როგორ ვეჭვიანობდი შენს სილამაზეზე,ძალიან ლამაზი და ახალგაზრდა ბებია ხარ-ყავის ფინჯანს ორივე ხელს ვკიდებ,თითქოს მინდა გამათბოს და ფანჯრიდან ამსტერდამს გავყურებ.-ყველაზე მეტად წელიწადის ამ დროს მიყვარს თბილისი.მომენატრა.
-მერე შეგიძლია წახვიდე-მეუბნება ნიკოლი და ტანში მცრის,ვერაფრით წარმომიდგენია ჩემი უკან დაბრუნება,მე ხომ საბოლოოდ გავწყვიტე ურთიერთობა ყველასთან.ელენესაც კი არ ვეხმიანები,მეშინია მისგან გეგას ამბის გაგება.მამაჩემს ხანდახან კი ველაპარაკები,თუმცა არც სოფიაზე ვეკითხები, არც გეგაზე,ეს მისთვისაც მტკივნეულია.-სარა მე შვებულებში ვარ დღეიდან,ორი კვირა სახლში ვიქნები და...
-და რას მთავაზობ ნიკოლ-მთელი ტანით ვბრუნდები და წარბებს ვკრავ.
-წადი თბილისში.დაელაპარაკე გეგას.უთხარი ბავშვზე,უფლება აქვს იცოდეს, რომ შვილი ჰყავს -ნიკოლი თბილად მიღიმის,მე კი სიბრაზე მიტანს.
-რას მეუბნები ნიკოლ?სად დავბრუნდე?იქიდან რატომ წამოვედი გახსოვს?-ნერვიულად ვიწევ თმას ყურს უკან და ფინჯანს ნიჟარაში ვდებ.
-ყველაფერი მახსოვს და მაშინ სწორად მოიქეცი,თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა,თქვენს ერთად ყოფნას,ხელს არაფერი აღარ უშლის-ნიკოლი დგება და ხელს მხარზე მადებს-წადი და დაიბრუნე ცხოვრება,დაიბრუნე შენი ადგილი.
-არა ნიკოლ,ჩვენ ვერ ვიქნებით ერთად, ხომ იცი არა?თან შეიძლება ახლა უკვე სხვა უყვარს.მერე რა ვქნა?ისევ თავიდან გადავიტანო ყველაფერი?-უკვე ტირილის პირს მისული ნიკოლს ზურგს ვაქცევ,არ მინდა ცრემლები დავანახვო.
-მომისმინე სარა,ნუ მალავ ცრემლებს,მშვენივრად ვხვდები,რომ გტკივა,ვიცი რომ ღამეებს ტირილში ათენებ.სარა შენს თავზე კი არა, ახლა ბავშვზე იფიქრე,მამის გარეშე არ უნდა გაიზარდოს.შენ ხომ იცი რა ძნელია როცა ოჯახი არ გყავს?ნუ მოიქცევი ჩემსავით,ნუ იქნები ლაჩარი.-ნიკოლი თავისკენ მაბრუნებს,ლოყაზე ხელს მისვამს და გულში მიკრავს.მე თავს ვეღარ ვიკავებ და ვტირი.
-დედიტო-მესმის ლუკას ხმა და ვშეშდები,მან პირველად დამიძახა დედა.ნიკოლს ხელს ვუშვებ და ცრემლებს ვიმშრალებ,ბავშვი ხელში ამყავს,გულში ვიკრავ და ვკანკალებ.ის სიზმარი მახსენდება,ბავშვის ხმა რომ ჩამესმოდა და ვხვდები ლუკას ხმა,როგორ ჰგავს სიზმარში გაგონილს.ეს თითქოს ნიშანი იყო ჩემთვის.
-წავალ,ხვალვე გავფრინდები თბილისში ნიკოლ.მაგრამ ლუკას აქ ვტოვებ.-წელში ვსწორდები და ურყევი გადაწვეტილებით,თავდაჯერებული ვუღიმი ბავშვს.-დედიკო მამიკოსთან მიდის ჩემო პრინცო.
-კი მაგრამ სარა მერე ლუკა?
-ჯერ უნდა დავრწმუნდე,რომ გეგას ისევ ვუყვარვარ...მერე ვეტყვი ბავშვზე.
-და თუ...-ნიკოლი სიტყვას აღარ ამთავრებს,მაგრამ მე ვხვდები რასაც გულისხმობს.
-მაინც ვეტყვი,ის მამამისია,შენ მართალი ხარ,ახლა მიზეზი აღარ არსებობს სიმართლე,რომ დავუმალო.
*****
აეროპორტიდან გამოსული თბილისის ჰაერს ფილტვებში ღრმად ვუშვებ და ვხვდები,რომ აქაურობა სიგიჟემდე მომნატრებია.სამშობლოს სხვა სურნელი აქვს,დედაზე უფრო ტკბილი სურნელი.ბედნიერებისგან გული საგულედან მიხტება და სახეზე ღიმილი არ მშორდება.უკვე ვიცი,რაც არ უნდა მოხდეს,შევრიგდებით მე და გეგა თუ არა,მე მაინც დავბრუნდები თბილისში,ლუკასაც ჩამოვიყვან,აქ ვასწავლი,აქ გავზრდი.იმ ადგილებში ვატარებ სადაც მე მიყვარდა სიარული,მამამისის სიახლოვეს.ის ბიჭია და აუცილებლად სჭირდება მამა.ტაქსიში ვჯდები და სახლში მივდივარ.სადარბაზოში შესვლისას ფეხები მიკანკალებს,კიბეებზე ძლივს ავდივარ და ''ღამის ქურუმთან''პირველ შეხვედრას ვიხსენებ.სხეულში სასიამოვნო სითბოს
ვგრძნობ,ვნებები თავს მახსენებს,გეგასთან მოსალოდნელი შეხვედრის წარმოდგენისას გული მითთრთის.
მამას ჩემი დანახვა უკვირს,თუმცა ძალიან უხარია,გულში მიკრავს აკანკალებული ხელით და თმებზე მეფერება.აშკარად მოტეხილი მეჩვენება,გადატანილ ტკივილს კვალი დაუტოვებია,თმები შევერცხლილი აქვს,ნაოჭებიც ემჩნევა,თვალებში კი ის სხივი აღარ უკიაფებს,ასე რომ მიყვარდა.ბავშვობაში მასთან ჩახუტებული ძილი მახსენდება,მახსენდება,როგორ მვარცხნიდა,როგორ მბანდა და როგორ მივლიდა,მონატრება და სიყვარული თავს ისევ მახსენებს და მის მკერდზე თავმიყრდნობილს მეძინება.
ჩემს საწოლში მეღვიძება და ასე მგონია ისევ ის თინეიჯერი გოგო ვარ,ორი წლის წინ რომ ვიყავი.მახსენდება,რომ ელენე უნდა ვნახო და სასწრაფოდ ვემზადები.ელენესაც უკვირს ჩემი დანახვა,თუმცა მსუბუქი საყვედურების შემდეგ მირიგდება და მეხვევა.ჩვენს საყვარელ ბარში მივდივართ და დიდხანს ვსაუბრობთ,ვიგებ რომ ელენე და ლევანი დანიშნულები არიან და მალე ქორწილი ექნებათ,ნოე თურმე ლიკას ხვდება და ამაზე გულიანად მეცინება.მინდა გეგაზე ვკითხო,მაგრამ ვერ ვბედავ,ელენე ეშმაკურად მიღიმის.
-მკითხე.
-რაა?-გულწრფელად მიკვირს მე.
-გეგაზე,ხომ გაინტერესებს არაა-ეცინება ელენეს-დღეს საღამოს ბიჭებთან ერთად თავის სახლში იქნება.ლევანმა მითხრა,რომ ფეხბურთს უნდა უყურონ.-მეუბნება ელენე და მიღიმის.
-ანუ?-ვერ ვხვდები ელენეს ქარაგმებს.
-სოფია აღარ ცხოვრობს მასთან,რაც მამაშენს დაშორდა პეკინის ბინაში გადავიდა.-თვალს მიკრავს ელენე.
-შენ რა ეშმაკი ხარ?-მეცინება.ელენეს ვეუბნები,რომ ჩემი ჩამოსვლის შესახებ არავის უთხრას და კმაყოფილი ვტოვებ ბარს.
ახლა ჩემი ჯერია,მე უნდა შევაყვარო თავი გეგას,თუ რა თქმა უნდა ისევ არ ვუყვარვარ.ძველ ნივთებში სოფიას სახლის გასაღებს ვპოულობ და გეგასთან მივდივარ,ჯერ შუადღეა,ვიცი რომ ამ დროს სახლში არ იქნება,კარს ფრთხილად ვაღებ და სახლში შევდივარ.ფრთხილად მივუყვები კიბეებს,გეგას ოთახთან ვჩერდები და აჩქარებული გულისცემის დარეგულირებას ვცდილობ.საკეტს ვატრიალებ და ოთახში შევდივარ.ჩანთიდან ჩემს სუნამოს ვიღებ და მის ბალიშს ვაპკურებ.მერე სააბაზანოში შევდივარ და შხაპის გელს ვუცარიელებ,სანაცვლოდ კი ჩემს შოკოლადის გელს ვასხავ.
დღევანდელი გეგმა შესრულებულია.კმაყოფილი სახით გამოვდივარ ქუჩაში და ფეხით მივსეირნობ.
აპრილია,ქუჩებში იასამნის სურნელი ტრიალებს.თბილა,მზე ანათებს და ვგრძნობ რომ თბილისიდან წასვლის შემდეგ, პირველად ახლა გავთბი,სულიერად გავთბი...
ქუჩაში მივაბიჯებ და ყველას ვუღიმი,ბედნიერი ვარ რომ დავბრუნდი.როგორ მაინტერესებს გეგას სახე შხაპს,რომ მიიღებს,რა რეაქცია ექნება,გაიხსენებს შოკოლადის სუნს?იქნებ უკვე დაავიწყდა?არა შეუძლებელია,ვერაფრით დაივიწყებდა გეგა საოცრად მგძნობიარეა.ჩემი ფიქრებით დამშვიდებული სახლში ვბრუნდები და ნიკოლს ვურეკავ,ჩემს გეგმაზე ვუყვები,ნიკოლის კისკისი უფრო მახალისებს,ვხვდები ნიკოლი ჩემთვის მეგობარივითაა.ყავას ვიკეთებ და დივანზე ვჯდები,შემდეგი მოქმედების გეგმას ვადგენ.
******
გეგა
სახლში საღამოს ვბრუნდები,ლუდს სამზარეულოში ვტოვებ და ოთახში ავდივარ.სარას ოთახთან წუთით ვჩერდები,კარს ვაღებ და გარემოს ვათვალიერებ,ეს უკვე ტრადიციად მექცა.ყოველ ჯერზე იმედი მაქვს, რომ ის იქ დამხვდება.რა თქმა უნდა სარა ჩემთან არ არის,ღრმად ვსუნთქავ,ოთახს ვუღიმი და გამოვდივარ.
აბაზანაში შევდივარ წყლის გადასავლებად,დიდხანს არ ვჩერდები,თუმცა გამოსვლისთანავე ვგრძნობ რაღაც ისე არ არის, ცხვირში რაღაც ნაცნობი და სასიამოვნო სურნელი მიღიტინებს.წარბებს ვჭმუხნი და სველ თმას ვიჩეჩავ.რაღაც მემართება,მგონი ჰალუცინაციები დამეწყო.ჩემი chocolate -ს სუნი მომდის,მიკვირს.აბაზანაში ვბრუნდები და შხაპის გელს ვუყურებ,აშკარად ისაა რასაც აქამდე ვხმარობდი.მეცინება.უკვე ვგიჟდები. ტანსაცმლის ჩაცმას ძლივს ვასწრებ,კარზე ზარი რომ ისმის.
-გეყოფა, ნუ გააფუჭე ღილაკი-უკმაყოფილოდ ვბუზღუნებ და კიბეებზე ჩავრბივარ.
-გეღირსა-კარის გაღების შემდეგ მეუბნება დაჩი და მაშინვე შემოდიან.
-რას აკეთებდი ამდენ ხანს?ვინმე გყავს?-თვალებს ეშმაკურად წკურავს ლევანი და ზემოთ იყურება.
-ხო მყავს-უხალისოდ ვპასუხობ და ლუდი გამომაქვს.-რას შვები?როდის გაქვს თავისუფალ ცხოვრებასთან გამომშვიდობების საღამო?
-კვირას,ოღონდ ელენესთან არ წამოგცდეს-თვალებს მიბრიალებს ლევანი.
-ხო თორემ აქაც ძლივს გამოვაშვებინე,ათასჯერ იკითხა ხომ ნამდვილად გეგასთან მიდიხართო,სხვაგან ხომ არ წახვალთო,მოკლედ სერიოზულ შარშია ბიჭი-მხარზე ხელს ურტყავს დაჩი ლევანს და იცინის.
-რას იტყვი,დღეს რამე ხომ არ ვქნათ?-წარბებს ათამაშებს ლევანი-დავურეკო გოგოებს?
-რა გოგოები თუ ძმა ხარ რაა.-თავს შორს ვიჭერ შემოთავაზებისგან,გოგოები კი არა, ახლა მარტო ყოფნა მინდა.ესენიც,რომ მალე ''აახვევდნენ''კარგი იქნებოდა,მაგრამ ვატყობ დიდხანს ვერ მოვიშორებ.
-ვინ არის ელენეს მეჯვარე არ იცი?
-არ ვიცი ტო,ჯერ ვერ გაურკვევია.სარა უნდოდა მაგრამ...-ლევანი თვალს ჩემკენ აპარებს და ვგრძნობ,როგორ ვიძაბები.რა იქნება სარა ახლა მაინც რომ გამოჩნდეს?
მთელი ორი ტაიმი უაზროდ ვზივარ,არც გატანილი გოლი მაინტერესებს,არც ბიჭების შეძახილები და არც სხვა დანარჩენი.ჩემთვის ვზივარ და სარაზე ვფიქრობ,ნეტა ამ სუნს მხოლოდ მე ვგრძნობ თუ ბიჭებიც?ლუდს ვცლი და ბოთლს მაგიდაზე ვდებ.
ბიჭებს ვაცილებ და ოთახში ისე ავდივარ,მისაღებს არც ვალაგებ.საწოლზე გაუხდელად ვწვები,ხელებს თავის ქვეშ ვილაგებ და ჭერს ვუყურებ.მენატრება სარა,ორი წელია არ მინახავს,ორი წელია მისი სურნელი არ მიგვრძნია.სიგიჟემდე მინდა ვნახო,ჩავეხუტო და აღარ გავუშვა,ჩემი გოგო,ჩემი თბილი გოგო.ჩვენი ერთად ყოფნის ბოლო დღეებს ვიხსენებ, მაშინ ყველაზე ბედნიერი კაცი ვიყავი,მისი თბილი მზერის გახსენებაზე გული მიჩქარდება.გვერდზე ვბრუნდები,ბალიშს გულში ვიკრავ და ვშეშდები.მისი სურნელი აქვს,ბალიშს ხელს ვუშვებ და ვდგები.არ არსებობს,ჯერ შოკოლადის სუნი,ახლა ეს,ვერ დავიჯერებ რომ ესეც მეჩვენება,წარმოუდგენელია.ოთახში ბოლთას ვცემ და აჩქარებული გულისცემის დარეგულირებას ვცდილობ.დაწყნარდი გეგა,არ აჰყვე ემოციებს,მონატრება გაგიჟებს.ღმერთო დამიბრუნე,გთხოვ.თმებს ნერვიულად ვიჩეჩავ და ისევ საწოლში ვბრუნდები.
სიზმარში სარას ვხედავ,კარს აღებს და შემოდის,ფეხაკრეფით მიახლოვდება და თავზე მახტება,ბედნიერებისგან სუნთქვა მეკვრის,ორივე ხელს სახეზე ვკიდებ,თვალებში ვუყურებ,თვალები უბრწყინავს,მიღიმის,აკანკალებულ ხელს თმაზე ვუსმევ,ვცდილობ შეხებით მაინც დავივერო რომ რეალობაა,მეორე ხელს წელზე ვკიდებ და ნელა,ნაზად ვეხები ტუჩებზე,ისეთი სიმსუბუქე მიპყრობს,ისეთ სიყვარულს ვგრძნობ მისგან,მინდა ვიყვირო.ვკოცნი ტუჩებზე და სხეულზე ვეფერები,ვგრძნობ მისი სხეულის სიგლუვეს და სურნელს ჭკუიდან გადავდივარ.მიყვარხარ სარა-ვჩურჩულებ და თვალს ვახელ.
ოთახში ისევ მარტო ვარ,სიზმარი ყოფილა,ასეთი ცხადი და ასეთი სასიამოვნო არაფერი მიგვრძნია აქამდე.ისეთი გრძნობა მაქვს,თითქოს ნამდვილად ვკოცნიდი,ბალიშს თავზე ვიფარებ და ვღმუი,ტკივილი მჭამს,მკლავს.მისი ნახვის სურვილი მიმძაფრდება,მენატრება,მინდა ვნახო,მინდა ჩემი იყოს,ჩემი ქალი ერქვას,ჩემი ცოლი.
სამზარეულოში ჩავდივარ,ნაბეღლავს ვიღებ მაცივრიდან,ის ისაა კარის მიხურვას ვაპირებ,რომ თვალში მხვდება შავი შოკოლადი.პირს ვაღებ,გული მეწურება,ეს ხომ სარას საყვარელი შოკოლადია.საიდან გაჩნდა აქ,ზუსტად მახსოვს მე არ მიყიდია.გავგიჟდები,ვიღაცას ჩემი გაგიჟება უნდა,სიმწრისჩან ტუჩებს ვიჭამ, ეს რა ხუმრობაა? მახსენდება,როგორი სექსუალური და საყვარელი იყო სარა,როცა შოკოლადს ჭამდა,ამის გახსენებაზე მაშინდელივით ახლაც სიამოვნებისგან ჟრუანტელი მივლის.
*******
ბოლოჯერაც ვეხები ტუჩებზე და სასწრაფოდ გამოვდივარ ოთახიდან.აჩქარებული გულისცემისგან,პულსი ყელში მირტყავს და სიამოვნების ნაპერწკლები სხეულში იფანტება.ვგრძნობ როგორ გამათბო და გამაგიჟა ამ კოცნამ,თავს ძლივს ვიკავებ,ისევ რომ არ შევიდე და არ ჩავეხუტო.მისი სხეულის,ხელების შეხებას ჭკუიდან გადავყავარ.კარს ვეყრდნობი,რომ არ წავიქცე და უაზროდ ვიღიმი.მიყვარს,უსაზღვროდ და გადაუყვარებლად,მისი ტუჩების სითბოს და გემოს ისევ ვგრძნობ სხეულში და ბედნიერი ვარ.
ფრთხილად ჩავდივარ სამზარეულოში და შოკოლადს ვუტოვებ.სულ ცოტაც და გეგას ცხოვრებაში დავბრუნდები.
ელენეს უკვე დავთანხმდი მეჯვარეობაზე.ქუჩაში გამოვდივარ,ღამეა,ჩვენი ღამე.სიყვარულისგან გულანთებული გზას ფეხით ვაგრძელებ და ყურსასმენებს ვიკეთებ.თავი ისევ ის პატარა გოგო მგონია,გეგას დანახვაზე სიამოვნებისგან რომ მაციებდა.მივდივარ და ვუღიმი,ჩემს სიყვარულს ვუღიმი.თავს თავისუფლად ვგრძნობ და ასე მგონია,მთელს თბილისში მხოლოდ მე ვარ ასეთი ბედნიერი.ბარათაშვილის ხიდთან ვჩერდები.ფრთხილად ჩავდივარ გვირაბში და მდინარის ზემოთ ვჩერდები.მახსენდება ჩემი პირველი ღამე ''ღამის ქურუმთან''და მინდა იგივე განმეორდეს.სურათს ვიღებ,ისე რომ მხოლოდ ხიდი და ჩემი სილუეტი გამოჩნდეს და გეგას ფეისბუქის კედელზე ვპოსტავ.
******
საღამოს თმას ვიკეთებ,ჩოლკას ვიჭრი,თვალებში ლინზებს ვისმევ და სარკეში ჩემს თავს ვათვალიერებ,იმ სარას ერთი პროცენტითაც კი არ ვგავარ გეგა რომ იცნობს. იმ ბარში მივდივარ,სადაც პირველად მნახა გეგამ,ბარმენს თავს ვახსენებ და ვთხოვ ჩემი playlisti ატრიალოს,მთანხმდება და ეშმაკურად მიღიმის.
კუთხეში ვჯდები,სიბნელეში,საიდანაც კარგად ჩანს ყველაფერი და ჩემს საყვარელ კოქტეილს ვწრუპავ.ცოტა ხანში გეგა და მისი ძმაკაცები შემოდიან ბარში,როგორც ყოველთვის გეგა ახლაც პირდაპირ ბართან მიდის და შეკვეთას აძლევს,მერე ლევანისკენ ბრუნდება და ტელეფონში რაღაცას აჩვენებს,ვხედავ როგორ ნერვიულობს,ვხედავ როგორ კანკალებს და ვხვდები საქმე იმ სურათს ეხება.ვგრძნობ,უთქმელადაც ვგრძნობ რა ემართება გეგას ჩემზე ფიქრისას.სასმელს სვავს და ბარზე აკაკუნებს თითებს. მეღიმება.ბარმენი ეშმაკური თვალებით მიყურებს,თვალით ვანიშნებ და დარბაზში ისევ ის,ჩვენი პირველი შეხვედრის სიმღერა ისმის,სიმღერა რომელზეც მე მაგიდაზე ვცეკვავდი.ვუყურებ მის რეაქციას და ვტკბები,თავი საიდუმლო აგენტი მგონია,ოპერაციას კი ''გააგიჟე გეგა'' ჰქვია.ჩემს ნაფიქრზე მეცინება და თვალებმოჭუტული შევცქერი გეგას, რომელიც თავზე ორივე ხელს იჭერს და დარბაზს ათვალიერებს.არანაკლებ დაბნეულები არიან ლევანი და დაჩი.მეორე სიმღერა hozier -take me to chourch-არის, სიმღერა რომელსაც მანქანაში ვუსმენდით,გეგას სახე ეცვლება,თვალებს ხუჭავს,ერთი ხელით ბარს ეყრდნობა,მეორე ხელი ისევ კეფაზე უდევს.მის ყურებას აღფრთოვანებაში მოვყავარ,გული უცნაურად მიფეთქავს,ისე როგორც ''ღამის ქურუმის''მოლოდინში მემართებოდა ხოლმე.მესამე სიმღერა კი you and me არის,რომელსაც ვმღეროდი მასთან ერთად ყოფნის დროს.გეგა ისევ გახევებული ზის,ამჯერად თავს უკან სწევს,პირს აღებს და ღრმად სუნთქავს,რადგანაც გეგას კარგად ვიცნობ,ვხვდები რომ მალე რაღაც მოხდება და სასწრაფოდ გამოვდივარ ბარიდან.გამოსვლისთანავე მესმის მეოთხე ჩვენი საერთო სიმღერა,chubby checker-ის let's twist again. მანქანაში ვჯდები და გეგაც გარეთ გამოდის,კი არ გამოდის გრიგალივით გამოიჭრება.მანქანასთან დგას და საბურავს ფეხს ურტყავს.მანქანას ვქოქავ და გეგას ბუნაგში მივდივარ,ზუსტად ვიცი გეგა ჩემს მოსაძებნად მამაჩემთან მივა,თუმცა ისიც ვიცი, როცა ვერ მიპოვის თავშესაფრისთვის თავის ბუნაგს მოაკითხავს.
გეგას ბუნაგი ისევ ისეთი მხვდება,როგორიც ორი წლის წინ დავტოვე,მაგრამ ამჯერად ყველა კუთხიდან,პირდაპირ კედლიდან ჩემი სახე მიმზერს,გული მიფანცქალებს,ვხვდები,როგორ იტანჯებოდა გეგა ამ დროის მანძილზე და რაღაც მომენტში ჩემი თავი მძულს,მე ხომ მალევე გავიგე სოფიას და მამას ამბავი,უნდა დავბრუნებულიყავი გეგასთან,თუმცა მაშინ უფრო მტკივნეული იქნებოდა ეს ამბავი ყველასთვის.ერთ კედელზე თმაგაშლილი სარაა გამოხატული,ცრემლიანი თვალებით და მუცელზე ხელით,მეორე ნახატზე საწოლში მჯდომი შეშინებული და მოწყენილი,აქაც ხელი მუცელზე უდევს.
სურათებს ვუყურებ და ვხვდები ვგიჟდები,გეგა ქვეცნიბიერად გრძნობდა ყველაფერს.აკანკალებული ხელებით ვეხები თითოეულ ნივთს,რომელიც ორი წლის წინ შევიგრძენი.კიბეზე ვდგავ ფეხს და ასვლას ვაპირებ,მაგრამ თითქოს რაღაც მაკავებს,რაღაც მბოჭავს,მოაჯირს ვეჭიდები და ნერვიულობისგან აკანკალებული სხეულის დამშვიდებას ღრმა სუნთქვით ვცდილობ.ოთახში ისევ ყველაფერი ისეა,ისევ ის მატრასი,ისევ ის სარკმელი,მხოლოდ კედლებია შეცვლილი ყველა კუთხეში წარწერებია.გაოცებული სახეზე ორივე ხელს ვიფარებ და კედელს მხარით ვეყრდნობი,რომ არ წავიქცე.
"8 მაისი
გამარჯობა ,სარა!
დღეს მერამდენედ ამოვიდა მზე შენს გარეშე."-მგონია უნდა წავიქცე,თვალები მიჭრელდება,გეგას ეს ოთახი,ეს კედლები,ჩემთან საკონტაქტოდ გამოუყენებია,ის მე აქედან მესაუბრებოდა.გული მეწურება,რომ ჩემმა გულმა ვერ იგრძნო მისი ტკივილი.
"23 ივნისი
სარა ,
სარა,
სარა!
რად მომენატრა,
ხმამაღლა მეთქვა შენი სახელი,
როგორც იმ ღამით"
ყველა წარწერას ხელისკანკალით ვეხები და ვგრძნობ,როგორ მაწვება ემოცია,როგორ მიხუთავს სულს და მაიძულებს ავტირდე.
"13 ოქტომბერი
სარა რაღაც მემართება,აუტანელი ტკივილი მივლის გულში,მთელი ღამე არ მომასვენა ამ ტკივილმა,მაგრამ ეს არც სულიერი ტკივილი იყო არც ფიზიკური,რაღაც უფრო არამიწიერი.
სარა!მე რაღაც მაბედნიერებს,თუმც კი ვერ ვხვდები რა.
გული მიგრძნობს ახლა შენ რაღაც გჭირს,რაღაც კარგი,მაგრამ არ ვიცი ეს ჩვენ გვეხება თუ შენს ცხოვრებას.
მე მაინც მებედნიერება"-თვალებს ვერ ვუჯერებ,გეგას ჩვენი შვილის დაბადება უგვრძნია,ორივე ხელს ვმუშტავ და ტირილთან ერთად სიცილი მივარდება.ვხვდები,რამდენად ძლიერად ვართ შეკავშირებული და ბედნიერებისგან მინდა ვიცეკვო.მატრასზე ვწვები და ისევ მთვარეს ვუყურებ,ისევ ისე მეღიმება როგორც პირველად.ველოდები....ველოდები..
ვიცი,რომ მოვა.
******************
გეგა
ვიცი,რომ ის არის,ვგრძნობ.ვიცი სადღაც ახლოსაა,მიყურებს,უკან დამყვება და მაგიჟებს.ბარში მომხდარი უკვე ბოლო წვეთი იყო,მივხვდი,რომ მას უნდა ყოველი წვრილმანი გამახსენოს,მეთამაშება,ისე როგორც მე ვეთამაშებოდი თავიდან.ვგრძნობ,რომ მალე გამოჩნდება,მაგრამ მე აღარ შემწევს მოთმინების ძალა.უნდა ვიპოვო.მაგრამ არა,ჯობია ვაცადო,ვუყურებ,სადამდე გასტანს მისი თამაში.

************
ერთი კვირა გავიდა,აქამდე ველოდები გეგას მაგრამ ის არ ჩანს,არც კი იმჩნევს მგონი იმ ყველაფერს რაც გავუკეთე,ნუთუ უკვე დამივიწყა,წყლის ქვეშ ვდგავარ და თავს ვაქნევ.აბაზანიდან გამოვდივარ და იმაზე მეტ შოკოლადის კრემს ვიზელ სხეულზე,ვიდრე ეს ოდესმე გამიკეთებია.დღეს ელენეს და ლევანის ქორწილია,მე მეჯვარე ვარ,დღეს ორი წლის შემდეგ პირველად შევხვდებით მე და გეგა პირისპირ.ნერვიულობისგან მთელი სხეული მიკანკალებს,გული მიცემს.განსაკუთრებულად უნდა გამოვიყურებოდე,მინდა გეგა აღფრთოვანდეს,თუ აღარ ფიქრობს ჩემზე,დღეიდან იფიქროს.ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი მივდივარ სალონში,უკვე შესვლას ვაპირებ ელენე,რომ მირეკავს:
-სად ხარ გოგო?
-სალონში ვარ,რა ხდება?
-ჩემთან რატომ არ ხარ?გელოდები
-ელენე,ჯობია პირდაპირ ჯვრისწერაზე მოვიდე,არ მინდა გეგამ მანამდე მნახოს კარგი?
-აუ შენ ვინ ხარ,კარგი იცოდე არ დააგვიანო-რას დავაგვიანებ,მეყო ლოდინი გეგას ნახვა მინდა...
*********
გეგა
ელენეს სალონში მივაკითხეთ,ველოდი,რომ სარა იქ დამხვდებოდა,მაგრამ იმედი გამიცრუვდა,ელენე რაღაც ეშმაკურად იცინის და ვხვდები მან რაღაც იცის,ვხვდები,რომ სარას ეხმარება,ვხვდები,რომ ის პირდაპირ ეკლესიაში მოვა,მაგრამ გეგა შენ იქ არ დახვდები!აი ასე სარა,სამაგიეროს გადაგიხდი თამაშისთვის.მეცინება და პირდაპირ რესტორანში მივდივარ.მისი ნახვის სურვილი მკლავს,მაგრამ არ მინდა უცებ გავტყდე,მინდა ცოტა ვაწვალო,მან ხომ ორი წელი მაწვალა.მათ მოსვლამდე ბოლთას ვცემ,ლევანის დავალებით ყველაფერს თვალყურს ვადევნებ,მინდა ჩემი ძმაკაცისთვის ეს დღე დაუვიწყარი იყოს.ამის გარდა სარასთვის მაქვს სიურპრიზი.
***********
ეკლესიაში შევდივარ და ჩუმად ვიკავებ ელენეს გვერდით ადგილს,ვგრძნობ ხალხის მზერას და ვიღიმი,მოლოდინი მიპყრობს,მინდა გეგა გამოჩნდეს,მაგრამ ის არ ჩანს.დაჩი და ლევანი გაოცებულები მიყურებენ,ვხვდები ვერ მიცნეს და ეს მახარებს.ელენე ჩუმად კისკისებს,ცერემონია ისე სრულდება,თითქმის ვერ ვიგებ,მისი ნახვის სურვილი მაგიჟებს,ლამის ახლავე გავიქცე მასთან და ვუთხრა,რომ დავბრუნდი,რომ მიყვარს და მის გარეშე ცუდად ვარ,მაგრამ ადგილიდან ფეხს ვერ ვიცვლი,ელენეს ამას ვერ გავუკეთებ.მთელი რიგი ცერემონიების შემდეგ,როგორც იქნა რესტორანში მივდივართ,დარწმუნებული ვარ იქ მაინც იქნება გეგა.ვიცი ლევანს არ მიატოვებს.მანქანიდან გადმოვდივარ და ფეხები მეკვეთება,ეს ხომ ის რესტორანია,სადაც გეგა გავიცანი.აღელვების დასაფარად ელენეს ხელს ვკიდებ.
-ეს შენ მოიფიქრე?
-რაა?-უკვირს ელენეს.
-რესტორანი შენ აარჩიე?
-რაა არა,საიდან მოიტანე?
-გახსოვს ეს ადგილი?
-ვერ მივხვდი?-ელენეს უკვირს,მერე უეცრად თვალები უბრწყინდება და ეშმაკურად მიცინის-ლევანმა და ბიჭებმა აარჩიეს!
-რატომ არ მიკვირს ნეტავ-ვიცინი და ვხვდები,რომ გეგას ჩემი გაგიჟება უნდა,ჩვენ ერთმანეთს ვგავართ,ჩვენი ოჯახი სრული სიგიჟე იქნება.
ქორწილი ჩვეულებრივად მიმდინარეობს,სადღეგრძელოებისა და ტრადიციული ამბების თანხლებით.რა თქმა უნდა ცეკვითა და გამოცეკვით.მე თითქოს აქ არ ვარ,ჩემი ფიქრები ისევ გეგას დასტრიალებს,ლევანი რაღაცას მანიშნებს,მერე საცეკვაოდ მიწვევს და მეც მივყვები-მოგვენატრე სარა-მეჩურჩულებ და სიცილს ვერ ვიკავებ-გეგონა ვერ გიცნობდით?
-მეგონა,თუმცა ვცდებოდი-ჩემს ხელებს კისერზე ვხვევ და მუსიკის რიტმს ფეხს ვაყოლებ.
-თავი დაიტანჯეთ,ასე რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ?
-არ ვიცი,აი დავბრუნდი,მაგრამ ის არ ჩანს-მწარედ მეღიმება და თავს ვხრი,უეცრად ლევანი მაბზრიალებს და სანამ გონს მოსვლას მოვასწრებ,ჩემთვის ნაცნობი სხეული მიჭერს,მოულოდნელობისგან სუნთქვა მეკვრის,მუცელში ტკივილი მივლის და მისი შენახები ადგილები მეწვის.მინდა თვალებში შევხედოო,მაგრამ ვერ ვბედავ,მის სხეულზე აკრულს თავი მხარზე მიდევს და ინტიქტურად მივყვები.ათრთოლებულ წელზე გეგას ხელი მედება,მეფერება და ვგრძნობ,როგორ მაკლდა ეს სიძლიერე,ეს სითბო,ეს სუნთქვა,ეს ხელები.მისი ტუჩები ჩემს ყელს ეხება,ოდნავ,ნაზად,მაგრამ მე მაინც ვიწვი,თითქოს ფეხებში ძალა გამომეცალა,გეგას ვეკიდები და მეშინია გონება არ დავკარგო,ის თიოთქოს გრძნობს,ძლიერად მიჭერს,გულში მიკრავს და გარეთ გავყავარ.როგორც კი სუფთა ჰაერს ვსუნთქავ,აზრზე მოვდივარ,მოაჯირს ვეყრდნობი.გეგა ზურგიდან მეკვრის,ხელები მუცელზე აქვს შემოხვეული,თავი ჩემს კისერში ჩარგული და ვგრძნობ,როგორ დაცოცავს მისი ტუჩები ჩემს ხერხემალზე,მალიდან მალაზე.ცეცხლი მეკიდება,ვიწვი,სუნთქვაც კი მიჭირს,ვგრძნობ ისევ დავფრინავ,ჰაერში ვარ გამოკიდებული,მგონია სიზმარია და გაღვიძების მეშინია.
-აღარ გაგიშვებ-გეგას ხმა ტანზე მივლის და ბუსუსებს ყალყზე მიყენებს,ვხვდები,როგორ მომნატრები მისი ტუჩებიდან წარმოთქმული ჩემი სახელი და თვალებს ვხუჭავ.
-არ გამიშვა.
გეგა თავისკენ მაბრუნებს,ნიკაპზე თითებს მკიდებს და თავს მაღლა მაწევინებს.საშინლად მაფრთხობს მისი მზერა,ვიბნევი და ცრემლები მაწვება.გეგას თვალები სამყაროს იტევს,გული მისკდება,მის თვალებში ჩემს თავს ვხედავ.
-მიყვარხარ სარა-ამბობს პირველად და მე ვგრძნობ,ვგრძნობ,რომ ამ სიტყვების მოსასმენად ღირდა ის წლები,ვგრძნობ,რომ ვიცლები ყველაფერი ცუდისგან,უარყოფითისგან,წარსულისგან,ტკივილისგან და თავიდან ვივსები,ვივსები მხოლოდ მისით.
-მეც მიყვარხარ გეგა-სიტყვას ვერ ვამთავრებ,რომ ის ჩემს ტუჩებს ეხება,საოცარი გრძნობა მიპყრობს,ორივე ხელს ვხვევ და კოცნაში ვყვები,ის ნაზად და გამოზოგილად მკოცნის,მთელი გრძნობით და მთელი სიყვარულით,ვფიქრობ რომ ასეთი ემოციით კოცნა მხოლოდ მას შეუძლია,ვხვდები დაკარგულ კოცნებს იგროვებს,დაკარგულ წუთებს და ბედნიერებისგან გული მისკდება.მისი თითები ჩემს თმებში იხლართება,მისი ტუჩები ჩემს ყელს მიუყვება,ყურისკენ ინაცვლებს:-მგონი ჩვენი წასვლა არავის ეწყინება არა?-მე მხოლოდ თავს ვუქნევ,ეს მისთვის საკმარისია,მაჯაში ხელს მავლებს და მანქანაში მსვავს.
დილით მის გვერდით მეღვიძება,გეგას ორივე ხელი ჩემზე აქვს შემოხვეული და თავი ჩემს თმებში ჩამალული.სიამოვნებისგან მაციებს,მისი სხეულის სითბოს ჭკუიდან გადავყავარ.
მადლობა ღმერთო,მადლობა,რომ ის მაპოვნინე,მადლობა,რომ მომეცი ბედნიერების უფლება.
მის ხელებს ფრთხილად ვიშორებ და ვდგები.ჩანთიდან ტელეფონს ვიღებ და ნიკოლს ვურეკავ:-ალო ნიკოლ,ლუკა მომიყვანე გეგას ბინაში.-ტელეფონს ვთიშავ და გეგას ვუყურებ,გეგას რეაქცია ცოტა მაფრთხობს,მაგრამ ეს ახლა უნდა გავაკეთო.
*********
გეგა
თვალებს ვახელ და სარას ვერ ვხედავ,შეშინებული ვხტები საწოლიდან და აბაზანაში ვიხედები,არც იქაა,არც მისი ნივთები ჩანს.არ არსებობს, არ წავიდოდა,ნერვებისგან აკანკალებული ორივე ხელს კეფაზე ვიჭერ და ტკივილისგან ვიკუნტები.უნდა წავიდე,უნდაა ვიპოვო.შარვალს და ფეხსაცმელს ვიცვამ და მაისურის ჩაცმით მისაღებში ჩავდივარ.ვშეშდები.სარა იქ არის დივანზე მჯდომი ფეხზე დგება და მიღიმის-დილამშვიდობისა მამიკო-მეუბნება და პატარა ბიჭს ხელსი იყვანს,სუნთქვა მეკვრის,კანკალი მივარდება,თვალები მებინდება.სარა ბავშვს დაბლა სვამს,ის კი ჩემსკენ მოიწევს და მიღიმის.
ჩემი ბავშვობა მიახლოვდება...


26/12/2015წელი

არ ვაპირებდი ამის დადებას, მაგრამ, რადგან სმს იგვიანებს ვეცადე დანაშაული მოქრთამვით გამომესყიდა. ნახევრად რედაქტირებულია, ნახევრად არა, მაგრამ იმედია ამის გამო არ გამიბრაზდებით. ლიჩელის და ჩემი ერთგული მკითხველის თხოვნით თქვენს წინაშეა "შოკოლადი".



№1  offline წევრი მოლურჯო

შენ ხარ
უბრალოდ საოცრება
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი გაიღიმე

როგორ მომნატრებია ეს ისტორია !! უზომოდ მიყვარს ! და უზომოდ მაგარია ! ♥

 


№3  offline წევრი ელე♥

ლიიჩელიი უბრალოდ ააფრენს შენზეე love ყვეელაზეე მააგაარიი გოგო ხარ შენ love
--------------------
Positive ♥ ♥

 


№4  offline მოდერი chica sol

არ მბეზრდება, და არც ვაპირებ ოდესმე მომბეზრდეს... ამ ისტორიით გაგიცანი და შეგიყვარე...
ჩემი უნიჭიერესი გოგო ხარ შენ❤❤❤
წავალ ჩავაბულბულებ თავიდან :დ

 


№5  offline წევრი მოიისფრო

ლორეალ!
ძლივს!
როგორ გამახარე სრული ისტორიით რომ გამოჩნდი ამ ბოლო პერიოდში გაერთფეროვანებულ ჰორიზონტზე.

P.S. ვინც არ იცის, იხილეთ!
აი რა არის სრული ისტორია. გამართული ტექსტითა და საინტერესო სიუჟეტით.

 


№6 სტუმარი ..................

kaida sms agar? :')

 


№7  offline წევრი Viktoria

ძალიან მაგარი ისტორია. ლორეს ყველა ისტორიას ვკითხულობ მაგრამ "chocolate" არის ჩემი ფავორიტი ისე ძალიან მომწონს რომ შემიძლია მილიარდჯერ წავიკითხო გეგას და სარას სიყვარულის ისტორია. ყოჩაღ <3

 


№8 სტუმარი stumari77

კკიდევ ერთხელ გავიხარე, საოცარია...

 


№9  offline წევრი tatushki1995

Saocreba xar vgijdebi shenze

 


№10  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მოიისფრო
ლორეალ!
ძლივს!
როგორ გამახარე სრული ისტორიით რომ გამოჩნდი ამ ბოლო პერიოდში გაერთფეროვანებულ ჰორიზონტზე.

P.S. ვინც არ იცის, იხილეთ!
აი რა არის სრული ისტორია. გამართული ტექსტითა და საინტერესო სიუჟეტით.

მოოისფრო, გმადლობ.ეს ისტორია თავებად მიდევს მაგრამ მომინდა სრულად დამედო.მადლობა შექებისთვის მაგრამ მხოლოდ ნახევარი მაქვს რედაქტირებული.მიხარია თბილი კომენტარები.

სმს იც იქნება,ნუ ღელავთ.

 


№11 სტუმარი Shore shore

Meramdened vkitxulob ar vici arasdros mombeztdeba lores istoriebis kitxva vgijdebi shenze eva

 


№12  offline წევრი kaxelii

ამ ისტორიის მეორე ნაწილსაც დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი. ძალიან მაგარი იყო

 


№13  offline წევრი NARA

Dzalian dzalian magari iyo, martalia bevri tkivili gadaitanes magram finali dzalian bednieri iyo rac dzalian gamixarda. Madloba loreal ro eset karg ganwyobaze mayeneb sheni istoriebit

 


№14  offline წევრი nini :)

მეც მომინდაა შოკოლადი ძAლიან მაგარი იყოოოოოოოოოოო love

 


№15  offline წევრი tatalia

sasiamovno wasakitxi iko
Ar mikvars esetiistoriebi
Mamachemma sxva coli moikvana
imus shvili me shemikvarda
Dedachemi gatxovda
Magram es dzalian dzalian emociebit da grdznobebit datvirtuli ikoo
Dzalian visiamovne
Madloba shen aseti sasiamovno motxrobistviiiiis

 


№16  offline მოდერი bibo

აი შენზე რა ვთქვა არ ვიციი არსებობს სიტყვები რომლებიც შეგეპერება და რომელიც უნდა გითხრა request love ხო ვერ დავთლი იმდენჯერ მაქ წაკითხული მაგრამ რა ვქნა სუ იგივეს ვგრძნობ თავიდან გეგონება პირველად ვკითხულობ და არაფერი არ ვიციიი ემოციები ხო საერთოდ თავიდან ფეხებამდე დაქრის ჩემდა დაუკითხავად რა ვქნა შენ ის ერთადერთი ხარ რომელთან გონება მიჩერდება და რას ვწერ ვერ ვარჩევ მერე რო დავწერ კომენტარს მერე ვნახულობ რამე შტერობა ხო არ დავწერე,ამდენი ემოცისგან შეიძლება გული გამიჩერდეს ჩემო მანგოს წვეონო და აჯაპსანდალის ბადრიჯანო love love აი ისე ვარ დედამიწაზე ვერა მაგრამ მზეზე მარსზე და მთვარეზე ვგრძნობ თავს .უგზოუკლოდ კი არ დავქრი მერანივით არამედ დავფრინავ ფრთები და ყველაფრის გარეშს აი კიდე ვერ გადვმოცემ რას ვგრძნობბბბ ისეთია რა გულს მიჩერებ სულს მიფორიაქებ და კიდე კუჭზე და თითებზე არაპერს ვამბობ ძლივს ვწერ მეტყობა მგონიიიიი request request გულს ბაგა ბუგი კი არა დაგა დუგი გაქქ love love ჩემი ატმის ბუსუსი ალუჩის კურკა და ატმის ყლორტოვ ვაშლის პიროოოო love ვინ არიო ფენოვანი ხაჭაპური ვინოოოოოოო request request ამოდღვლეფილო ლობიოვ და დოხრუკულო კარტიოშკა დობრაწულო ქათამო და ამოთქვლეფილო მარწყვოოოო love love ვჭედავ მე შენზე ტოოოოო love love საუკეთესო ხარ სუაკეთესოთა შორის ჩემო გებჟალიავ და ღომოვვვ love crying კაი წავეთრიე სანამ ერთი და იგივე მეასჯერ დავწერე და გაგიწყალე გული wink

 


№17 სტუმარი etiko

ai shen xar ragac saocari adamiani yochag pirvelad wavikitxe sheni istoria da gavgijdi.... sauketeso xar.. ro vkitxulobdi guls baga budi gaqonda :d yvelaze sauketeso xar dzaan shemiyvardi ukve .... sityvebi ver agwers imas rac am istoriis wakitxvisas ganvicade es imis damsaxurebaa ro shen gaq istoriis saocarrad daweris undari vaime dzaan miyvarxar ❤️❤️❤️

 


№18  offline აქტიური მკითხველი terooo

აი.... რაააგემრიელად მარილიანი იყო...

 


№19 სტუმარი miranda :)

მე ეხლა წავიკითხე და ძალიან მომეწონა ძაან მაგარი გოგო ხარ ყოჩაღ მომწონს შენი ისტორიები, ისე თუარ გეწყინება გეტყვი რომ დასადრულს მეტ გავრცობილს ველოდი ასე მოულოდნელად თუ დამთავრდებოდა არ მეგონა მაგრამ მთლიანობაში მაგარი იყო <3

 


№20  offline წევრი lilearchvadze:)

ძალიან ძალიან მაგარიიყო! სიტყვებიც კიარ მყოფნიიის!

 


№21  offline წევრი Annlabel

აუ გავათენე და თვალსბს ვეღარ ვახელ მაგრამ ისე სასიამოვნო ისტორიაა... ძალიან კარგად წერ

 


№22  offline წევრი მესაიდუმლე

უჰუუ ... უმაგრესია love მეც მინდა შეყვარებული request wink

 


№23  offline წევრი Sara

ეს არის რაღაც საოცრება, სიტყვები არ მყოფნის,საოცარი ადამიანი ხარ.შენ შეგიძლია მკითხველი გააგიჟო,ნუ მე უკვე ჭკუიდან გადავედი.როგორი ემოციებით და გრძნობებით გიწერია.ყველაფერი ძალიან მომეწონა,მათი შეხვედრა 2 წლის შემდეგ სარას მაიმუნური გეგმები გეგას გაგიჟებაზე,საოცარია. თან ჩემი უსაყვარლესი სიმღერა როცა მხვდება(Disclosure - You & Me) ვუსმენ და ისე ვკითხულობ ,მთელი გრძნობებით და განცდით შევიგრძნობ,კი უნდა შეიგრძნო მოთხრობა.რამდენჯერ ვიტირე არვიცი და რამდენჯერ გამაცინე.მთელი დღე ამ მოთხრობაზე მეფიქრება და სულელურად ვიღიმი თან You & Me ვუსმენ,ნუ ამ სიმღერის მოსმენისას ვიცი რომ შენ გამახსენდები.საოცრება ხარ კიდევ ერთხელ და ათასჯერ გეტყვი,არ მომბეზრდება.

 


№24  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ნიკოლეტა
აი არ ვიციი რა ვთქვა... სიტყვები არ მყოფნის heart_eyes ისეთი განსხვავებული პერსონაჟებია ჯერ მარტოო და მერე ისტორიაც ისეთი უცხო, აი არცერთ სხვა ისტორიას რო არ გავს kissing_heart

მადლობა ჩემო კარგო, მიხარია რომ მოგწონს.

 


№25 სტუმარი Guest marii

aranormalurad magari car sityvebi at myofnis arachveulebri via

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

ვგიჟდები ამ ისტორიაზე.. მეორედაც ისეთივე სიამოვნებით წავიკითხე როგორც პირველ ჯერზე heart_eyes

 


№27 სტუმარი Guest ანჩო

უბრალოდ შოკში ვარ

 


№28  offline წევრი rainbowcolored

ეს იყო საოცრება

 


№29  offline წევრი ninaia

სიტყვები ზედმეტია....ემოცია,ემოცია და ისევ ემოცია.ლორე მგონი შენით ვარ ავად....... მინდა ყველა ისტორია და ჩანახატი და რაც გაქვს საერთოდ ერთდროულად წავიკითხო.ვგიჟდები შენზე თათაააააა.უფალი გფარავდეს ჩემო კარგო და თბილო ადამიანო.

 


№30 სტუმარი Ilona

Dzalian kargi istoria ubralod agrftovanebuli var arc ki vici rogor gamovxato chemi emocia sityvebic ki ar myofnis bravo eva ☺️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent