შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეული სტუმარი (28 თავი) დასასრული


31-05-2016, 22:15
ავტორი murachashvili
ნანახია 6 477

ოცდამერვე თავი
დასასრული
[center][/center]

უცნაური ალიაქოთი იდგა აფციაურებთან, ამდენი ემოციისგან მოხუცს წნევამ აუწია, თამარი და ნინა წნევის აპარატითა და წამლებით დარბოდნენ და უფროს გოგოჭურს თავს დასტრიალებდნენ. ლევანი ისევ ეზოში დადიოდა და ნერვიულად სრესდა სიგარეტის ღერს, მე?! აღარ ვიცოდი რა უნდა მეფიქრა, რა გამეკეთებინა?! უხერხულად ვიშმუშნებოდი და აქეთ-იქით დამნაშავე ბავშვივით ვაცეცებდი თვალებს. ამ ქალსაც რამე რომ მოსვლოდა რა მეშველებოდა?! ამხელა აურზაურის მიზეზი ხომ რეალურად მე ვიყავი?!
თავი ერთი დიდი ტრაგედიის მთავარ თუ არა, მოქმედ გმირად მაინც წარმომედგინა. რა მექნა? ნეტა გცოდნოდათ, როგორ ვნანობდი ნინისთან სტუმრობას რომ დავეთანხმე, მაგრამ სინანულით რას შევცვლიდი, ერთხელ გაფუჭებულს როგორ გავამთელებდი?! კობა და თომა ისე მიმზერდნენ, თითქოს ხვდებოდნენ ჩემს განცდებს და წინასწარ მიცოდებდნენ, ასეთი დამოკიდებულება მაღიზიანებდა და ორმაგად მიშლიდა ნერვებს. ჩუმად გამოვიპარე ეზოში, იქვე კუთხეში ჩამოვჯექი, თავი ხელებში ჩავრგე, არაფერს ვაკეთებდი, უბრალოდ ველოდი.
ვცდილობდი დღეს მოსმენილი ისტორია შემეჯამებინა და დასკვნები ცივი გონებით გამეკეთებინა, თავი თითოეული მათგანის ადგილზე წარმომედგინა, მაგრამ არ გამომდიოდა, ალბათ ზედმეტად ეგოისტი ვიყავი, მხოლოდ საკუთარი ტკივილი მტკიოდა, თითოეული მამაჩემის გარეშე გატარებული დღე თავს მახსენებდა და სულს მიჯიჯგნიდა.
ამდენი ხნის ნაგროვები ბოღმა ვეღარ შევიკავე და ავტირდი, ამ წუთში მხოლოდ დედასთან ყოფნა მინდოდა, მასთან ჩახუტება, მასთან დამალვა, რატომღაც მჯეროდა, რომ ამ ტკივილისგან განთავისუფლებას მხოლოდ ასე თუ შევძლებდი.
უნდა ვაღიარო თბილისთან შედარებით საკმაოდ ციოდა ფასანაურში, სიცივისგან გამაკანკალა, ვიგრძენი როგორ შემეხო ვიღაც მხარზე. ჩაფიქრებული დამყურებდა ლევანი. არაფერი უკითხავს, არაფერი უთქვამს, უბრალოდ მომეხვია და გულში ჩამიკრა. ვიგრძენი როგორ დამიარა სხეულში სითბომ, ვიღაცისთვის ეს ალბათ ბევრი არაფერი იყო, მაგრამ ჩემთვის... თითქოს მაგრძნობინა, რომ მარტო არ ვიყავი, გვერდით მედგა. მისგან ეს მცირედი ყურადღებაც კი გამიხარდა, იმხელა შვება ვიგრძენი, აცახცახებული მოვეხვია.
- კარგად იქნება?! - ხმის კანკალით ვკითხე.
- რა თქმა უნდა. ნინა ძლიერი ქალია, იმდენს გაუძლო... ეტყობა ცოტა დაგვისუსტდა, სიბერეში სენტიმენტალური გაგვიხდა!... - შეძლებისდაგვარად ნახევრად ხუმრობით, ნახევრად ირონიულად მეუბნებოდა ლევანი.
- არ გეცოდება?! - გაოცებული ვუმზერდი მას.
- შენ?! - თვალებში მიმზერდა მამაჩემი, ვხვდებოდი, რომ ჩემგან გულახდილ პასუხს ელოდა, სიმართლე გითხრათ მისი მოტყუება არც კი მიფიქრია.
- ძალიან... - გულწრდელად ვუპასუხე დასმულ კითხვაზე.
- შენგან სხვას არც არაფერს ველოდი... - აშკარად გაუხარდა ჩემი სიტყვები, თავზე ფრთხილად მაკოცა - მიყვარს და მეცოდება კიდევაც, როგორ არ მეცოდება, მაგრამ უბრალოდ მტკივა, გული მწყდება, ამდენი ხანია ვფიქრობ და ახსნა ვერ მოვუძებნე, სად შევცდი?! რატომ მაინც და მაინც ჩვენ?!
მართალია მე მესაუბრებოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს კითხვები საკუთარი თავისკენ უფრო იყო მიმართული. პასუხი არ მქონდა, ან რა უნდა მეთქვა?! მე ხომ ერთი ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგო ვიყავი, ჩემი ბავშვური ფანტაზიებითა და განცდებით, ალბათ ისიც მიხვდა რასაც ვფიქრობდი, საკუთარ კითხვებზე თვითონვე გაეცინა: - ოდესმე მაპატიებ?!
- რას?! - დაბნეული ვუმზერდი ლევანს, ვეღარ გავიგე მე მეკითხებოდა თუ ისევ საკუთარ თავს ესაუბრებოდა.
- უჩემოდ გატარებულ დღეებს, უმამოდ გატარებულ ბავშვობას?!
ისეთი მოლოდინით დამცქეროდა თავზე, რომ ვერ მოვითმინე, თითის წვერებზე ავიწიე და თანხმობის ნიშნად ფრთხილად ვაკოცე. ვიგრძენი როგორ შეკრთა, გაოცებული დამაცქერდა, თითქოს გონებაში რაღაც აღიდგინა:
- ქეთიც ასე იქცეოდა!... - სიხარულისგან სახე გაუბრწყინდა.
დედასთან მიმსგავსება მესიამოვნა, აშკარად გავწითლდი. არც ეს გამოჰპარვია, დავინახე როგორ აუციმციმდა თვალებში ჭინკები. ჩემს წინ ორმოცდაათ წლამდე მამაკაცი კი არა, თითქოს ოცდახუთი წლის ბიჭი იდგა.
- ჩემი გოგო ხარ, ჩემი პატარა ანგელოზი... - ისეთი გრძნობით წარმოსთქვა, რომ ისევ გული ამიჩუყდა, ცრემლების დასამალად თავი ისევ მის მკერდში ჩავრგე. - ესეც გენეტიკური გაქვთ?! - ნიკაპი თითით ამაწევინა, გვერდულად მიღიმოდა ლევანი.
- რა?! - დაბნეულმა ავხედე.
- დედაშენიც ასე იყო, ცრემლებს ისიც ასე მალავდა, უბრალოდ მეხუტებოდა!.. - ცხვირზე ოდნავ გამკრა თითი. ღიმილი ვეღარ შევიკავე, ვეღარ გამეგო მეტირა თუ მეცინა. თუმცა ტირილი აღარ დამაცადა, ისევ გულში ჩამიკრა.
- ავინაზღაურებ აი ნახავ, თითოეულ უთქვენოდ გატარებულ წუთს ავინაზღაურებ! ჩემი გჯერა?!
განა შეიძლებოდა მის სიტყვებში ეჭვი შემეტანა, რათქმა უნდა არა, ბედნიერი ვუქნევდი თავს.
- დიდი უსინდისო ბიჭი ხარ! - მამა-შვილს თავზე დაგვადგა თამარი - თავი თუ არ გეცოდება, ეს ბავშვი მაინც შეიცოდე, გაიყინებოდა ამ სიცივეში!... - მხრებზე თბილი პლედი მომახურა ქალმა.
მისი საყვედური არ შეიმჩნია ლევანმა, ისე ჰკითხა: - ნინა როგორაა?!
- კარგად რა უჭირს?! ხომ იცი როგორი ყოჩაღია..- ძმას არც კი უყურებდა უდარდელად პასუხობდა ქალი და მე მიმზერდა, თითქოს პირველად დამინახაო, ისეთი სითბოთი და სიყვარულით მაკვირდებოდა, რომ თავი უხერხულად ვიგრძენი, უნებურად ისევ მამაჩემს ამოვეფარე. ლევანმაც შეიფერა ჩემი სიახლოვე, გაბადრულმა ორივე ხელი მომხვია.
- კარგი, რა ლევან, საკმარისია... - ჭირვეული ბავშვივით გაკაპასდა თამარი - რას ჩაბღუჯე დათვივით, მეც მიმიშვი ჩემს ძმიშვილთან..
- ძმისშვილთან?!... - სიცილით გაიმეორა ლევანმა - კარგად ჟღერს, ხომ იცი!... - თუმცა ჩემთვის ხელის გაშვება არც კი უფიქრია, მეორე ხელით თამარს მოეხვია და ერთად ჩაგვიხუტა ორივე.
- ეგოისტი ხარ, მესაკუთრე, ბავშვი ორი წუთითაც კი ვერ გაიმეტე ჩემთვის... - სიცილით საყვედურობდა თამარი, თან ცდილობდა როგორმე მომხვეოდა და მომფერებოდა.
უცნაური შეგრძნება მქონდა, ვუმზერდი მამიდაჩემს და მიკვირდა, არაბუნებრივად მიხაროდა, აშკარად ვერ ვიყავი სრულ ჭკუაზე, ზედმეტად ემოციურ ადამიანად საკუთარ თავს ნამდვილად არ ვთვლიდი, მაგრამ იმ დღეს საშუალება რომ მქონოდა მთელ ხმაზე ვიყვირებდი, რომ ბედნიერი ვიყავი, არა ბედნიერი კი არა უბედნიერესი, ამაზე მეტი სიხარული არ არსებობდა, მე არ გამომეცადა. თომასთან ერთად სახლის აივანზე იდგა უმცროსი აფციაური, ახლოს მოსვლას ვერ ბედავდა, თუმცა მაინც ვხედავდი ზედმეტად სენტიმენტალური ჩემი მეგობარი ცრემლებს ვერ იკავებდა და საკუთარ მამას ეხუტებოდა. რა უნდა მეთქვა?! სხვამ თუ არა მან მაინც ხომ იცოდა, როგორ მინდოდა ლევანის გაცნობა?!
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ის საღამო იყო ფერების, ცრემლების, სენტიმენტების, მოგონებების და ნაწილობრივ პატიებისაც კი, დღის გმირად ვიქეცი, ისე მეფერებოდნენ თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი, ნელ-ნელა წამლებმაც იმოქმედა, ნინაც უკეთ გახდა და როგორც იქნა მეც შვებით ამოვისუნთქე. მიხაროდა, ვიყავი ბედნიერი, თუმცა თავს ოდნავ უხერხულადაც ვგრძნოდი. ამხელა ყურადღებას მიუჩვეველი, წარა-მარა ვწითლდებოდი...

როგორც იქნა დასაძინებლადაც დავწექით, მე და ნინა გვერდი-გვერდ ვიწექით, ამდენი ემოციებით აჟიტირებულებს ძილი არც კი გვეკარებოდა, ათას სისულელეზე ვსაუბრობდით და ვიცინოდით. როდის, როდის, მხოლოდ ერთი წინადადება მითხრა ჩემმა მეგობარმა:
- მიხარია აქ რომ ხარ, შენ არც კი იცი ჩემს ოჯახში რამხელა ბედნიერება შემოიტანე!
- ბედნიერება?! - ეჭვით გავხედე ნინას.
- ბებიაჩემი ასეთი გახარებული არასოდეს მინახავს, რაღა დაგიმალო, არც ბიძაჩემი!...
- შენ?! - ოდნავ გვერდულად გავხედე მეგობარს.
- მე?! სხვა თუ არაფერი, ჩვენი მსგავსების მიზეზი მაინც ხომ დავადგინე?!... - ძლიერად მომეხვია ნინა.
მისგან ზედმეტი განმარტებები არც მჭირდებოდა, ისედაც ვხედავდი, რომ დღევანდელი მოვლენებით უზომოდ ბედნიერი იყო, ასე ჩახუტებულებს, ემოციებით გადაღლილებს როდის-როდის ჩაგვეძინა.

მიუხედავად იმისა, რომ წამოსვლისას რამდენიმე დღით ფასანაურში ვაპირებდი ნინასთან ერთად დარჩენას, წინა დღის მოვლენებიდან გამომდინარე გადავწყვიტე სახლში დავბრუნებულიყავი. მართალია ქეთის ემოციების, განსაკუთრებით კი საკუთარი განცდებს გამოხატვა არ უყვარდა, მაინც ვხვდებოდი, რომ ეხლა ჩემი თანადგომა ყველაზე მატად სჭირდებოდა.
კარგა ხანს მეხვეწნენ ერთი დღით მაინც დავრჩენილიყავი, მაგრამ რადგან ვერ გადამაფიქრებინეს, ჩემი ტრანსპორტირება და თბილისში წამოყვანა ისევ ლევანმა იკისრა. ვაღიარებ, ასე რომ არ მოქცეულიყო, მეწყინებოდა კიდევაც.
შეძლებისდაგვარად ყველას თბილად დავემშვიდობე, ამჯერად მამაჩემს წინ დავუსკუპდი და წამოვედით. რატომრაც მეჩვენებოდა, რომ ეს ერთი საათის გზა, უსაშველოდ გაიწელა. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა ჩემთან ესაუბრა, მაინც ვხედავდი, რომ ფიქრებით სხვაგან დაფრინავდა. დაძაბული მისჩერებოდა გზას.
- ნერვიულობ?! - ინტერესით ჩავეკითხე მე.
- ბატონო?! - თითქოს არ ელოდაო ამ კითხვას ისე გამომხედა.
- დედასთან შეხვედრის გეშინია?!
- ასეთი შესამჩნევია?! - დამნაშავე ბავშვივით გაეღიმა - ამდენი წლის შემდეგ ცოტა რთულია, იქნებ მის ცხოვრებაში ვინმეა?! ...
- ასე რომც იყოს, ამით შენთვის რამე იცვლება?! - რატომღაც ზედმეტად მართობდა მისი განერვიულებული სახის ყურება.
- მართალია უფლება არ მაქვს, მაგრამ... - ხმა ჩაუწყდა ლევანს.
არ მინდოდა, მაგრამ სიცილი მაინც ვერ შევიკავე: - სანერვიულო ნამდვილად არ გაქვს, მიუხედავად ჩემი მრავალგზის თხოვნისა, მის ცხოვრებაში არავინ ყოფილა...
- შენი თხოვნისა?! - აშკარად არ ესიამოვნა ჩემი ნათქვამი.
- იმდენად მინდოდა მამა მყოლოდა, მამინაცვალზეც კი თანახმა ვიყავი!... - ვიგრძენი როგორ ვატკინე ამ სიტყვებით, მაგრამ პირფერობა ნამდვილად არ შემეძლო.
- ჯაბა, ისიც გათხოვებას სთხოვდა?
- ჯაბა ზედმეტად კარგად იცნობდა დედას, ასეთ რამეს არასოდეს ეტყოდა, მაგრამ...
- რა მაგრამ?! - ინტერესით მომაჩერდა ლევანი.
- დედა ლამაზია, ზედმეტად ლამაზიც კი.. მის გარშემო ყოველთვის ვიღაც ტრიალებდა, უბრალოდ ვერ ვიგებდი, არ მესმოდა, როგორ შეეძლო მათთვის უარის თქმა...
- ახლაც არ გესმის?! - ისევ თვალებში მიზერდა მამაჩემი.
- ახლა მესმის, უკვე მესმის!... - მის დაჟინებულ მზერას ვეღარ გავუძელი და თავი დავხარე.
- მარიამ, გულახდილად მითხარი გთხოვ, ჩემთან ერთად ცხოვრებას ისურვებდი?!
- მე.. მე... ეგ ჩემზეა დამოკიდებული?!. - საკუთარ აზრებში ავირიე.
- ალბათ არა, მაგრამ მაინც მაინტერესებს, შენი აზრი! - გვერდულად გაეღიმა ლევანს. - სიხარულით... - სიტყვის დასრულება ვეღარ მოვახერხე, ვიგრძენი როგორ გავწითლდი.
აღარაფერი უკითხავს, არ ვიცი რას ფიქრობდა, უბრალოდ იღიმებოდა და ისე მართავდა ავტომობილს.
შუადღე იყო, როცა როგორც იქნა თბილისში ჩავედით. რაც უფრო ვუახლოვდებოდით სახლს გული უფრო და უფრო გამალებით მიცემდა. არ ვიცი მე რატომ ვღელავდი ასე ძალიან, ან რას ველოდი მათი შეხვედრიდან, მაგრამ ფაქტი იყო, საკუთარ ემოციებს ვეღარ ვმართავდი. ქეთის გავაგებინე სახლში რომ ვბრუნდებოდი, თუმცა ის კი არ მითქვამს ლევანს რომ მოვყავდი. ერთი პირი ისიც კი ვიფიქრე იქნებ მეგობრებთან დავრჩენილიყავი და ლევანი მარტო მისულიყო ჩვენთან, მაგრამ ზედმეტ ცნობისმოყვარეობას ვერაფერს ვუხერხებდი, რა მექნა?! ამხელა სიამოვნებას ვერაფრით დავაკლდებოდი, ამდენი წლების შემდეგ დედაჩემისა და მამაჩემის პირველ შეხვედრას ვერ გამოვტოვებდი. თუმცა გულის სიღრმეში მეშინოდა, შეძლებდნენ კი წარსული წლების, ამხელა ტკივილის დავიწყებასა?! ერთმანეთის პატიებას?
ალბათ ლევანიც ჩემსავით ფიქრობდა, ავტომობილი ეზოში გავაჩერეთ, თუმცა გადასვლას არ ვჩქარობდით. ვიჯექით მამა-შვილი გვერდი-გვერდ და დანა პირს არ გვიხსნიდა. საბოლოოდ დუმილი ისევ მე დავარღვიე:
- როდემდე ვიქნებით ეზოში, იქნებ ავიდეთ?
უხმოდ გადმოვედით ორივენი, კრიჭა შეკრულნი ავდიოდით სადარბაზოს კიბეებზე, საკუთარი გულისცემაც კი მესმოდა, ეს ნორმალური იყო?! ალბათ, არა, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. როგორც იქნა ავედით, უკან მომყვებოდა ლევანიც. კარზე ზარი დავრეკე და მოუთმენლად დაველოდე ქეთის გამოჩენას, თუმცა დედა არ ჩანდა. იმედგაცრუებულმა ბუზღუნ-ბუზღუნით ამოვიღე საკუთარი გასაღები და ლევანთან ერთად შიგნით შევედი. ქეთის ძებნაში მალევე შემოვირბინე სახლი, დედაჩემი იქ აშკარად არ იყო.
- ხომ იცოდა, რომ მოვდიოდი?! სად წავიდა?! - იმაზე მეტად სახლში რომ არ დამხვდა, ის მადარდებდა ლევანი რომ ვერ ნახა.
- ალბათ ასე იყო საჭირო, სხვა დროს ვნახავ! - გაბზარული ხმით მითხრა მამაკაცმა, ჩემი საკმაოდ მოზრდილი ჩანთა იქვე დადო და ის-ის იყო უნდა წასულიყო, რომ სწორედ ამ დროს გავიგონე, კარებში გასაღების ხმაც და დედაჩემის გაბრწყინებული სახეც დავინახე:
- უკვე ჩამოხვედი?! არადა ნამცხვარზე გავედი, ისიც კარგი გასაღები რომ... - როგორც ყოველთვის კარებიდანვე ქაქან-ქაქანით შემოვიდა ქეთი, მოტანილი ნამცხვრები სამზარეულოში შეიტანა და მისაღებში შემოვიდა. სწორედ ამ დროს შენიშნა სავარძელში მჯდომი ლევანიც. მოულოდნელობისგან ღიმილი სახეზე მიეყინა კაიშაურს. არ ვიცი ამ ემოციებს რა ვუწოდო. დავინახე წამიერად როგორ გაფითრდა, წონასწორობის შესანარჩუნებლად კარების სახელურს მოეჭიდა, ინსტიქტურად მისკენ გაიწია ლევანმაც, თუმცა თავის ხელში აყვანა მალევე შეძლო ქეთიმ, ხელით ანიშნა: - კარგად ვარო. იქნებ გულის სიღრმეში ელოდა კიდევაც ლევანს, ალბათ ელოდა.
ვიდექი ასე შუაში გაჩხერილი მურმანის ეკალივით და ხან ერთს ვუმზერდი და ხან- მეორეს. ამდენი წლის შემდეგ ერთმანეთის პირისპირ იდგნენ ქეთი და ლევანი, უსიტყვოდ, მდუმარედ, მაგრამ იმხელა ემოციით უმზერდნენ ერთმანეთს, რომ სუნთქვა შემეკრა. ასეთი რამ არასოდეს მენახა, ან როგორ ახერხებდნენ, თითქოს თვალებით საუბრობდნენ, თვალებით ეფერებოდნენ, თვალებით უხდიდნენ ბოდიშს.
ერთად-ერთი რაც მოვიფიქრე ის იყო, რომ გვერდი მოხერხებულად ავუქციე დედას და ჩემს ოთახში შევედი. აქ ნამდვილად ზედმეტი ვიყავი, თუმცა მაინც ვხედავდი, ნელი ნაბიჯით როგორ მიუახლოვდა გოგოჭური დედას, თითქმის ერთი თავით მაღალი მამაკაცი ზემოდან დაჰყურებდა ქეთის, ჟრუანტელმა დამიარა, როცა დავინახე რამხელა სითბო ედგა თვალებში:
- ერთი პატარა გოგო დამპირდა, თუ ოდესმე დავუძახებდი აუცილებლად დამიბრუნდებოდა! - მღელვარებისგან ხმა ჩახლეჩოდა ლევანს.
ძლივს შესამჩნევად გაეღიმა დედას: - ჩვიდმეტი წლის შემდეგ?! - იმხელა ტკივილით იკითხა, რომ გული მეტკინა.
- ძალიან გვიანია?! - დავინახე როგორ გაფითრდა ლევანი, დაძაბული აკვირდებოდა ქეთის.
პირველად ცხოვრებაში შევნიშნე როგორ აუთამაშდა თვალებში ჭინკები კაიშაურს, თურმე როგორი პრანჭიკელა ყოფილა, არაფერი უთქვამს ლევანისთვის, მოლოდინით მომზირალს უბრალოდ უსიტყვოდ ჩაეხუტა. მე კი... მე არ ვიცი რა მჭირდა, მათი შემხედვარე ცრემლებს ვერ ვიკავებდი და სულელი ბავშვივით ბედნიერებისგან ვტიროდი.

შემდეგ, შემდეგ რა იყო? ჩემი ახდენილი ოცნებები და პირველი სტუმრობა ფშავში. ოჯახის წევრები კაისაურების მისაღებში ვისხედით და ვსაუბრობდით, მამაჩემის ჯმუხი მეგობარი კობაც კი ვერ იკავებდა სიხარულს.
- რა ვქნა ეხლა?! ამ ბავშვს დისშვილი დავუძახო, თუ ძმისშვილი?! - თითქოს სხვა პრობლემა არაფერი ჰქონდაო ისე ეკითხებოდა ლევანს.
- კაიშაურის ღლაპი დაუძახეთ, დედამისს ხომ ასე ეძახდით?!... - სიცილს ვერ იკავებდა თამარი.
- არა, კაიშაურის ღლაპი მხოლოდ ერთი გვყავდა, ჩემს ძმისშვილს ამ სახელს ვერ ვაკადრებ, ქეთი არ მაპატიებს!... - თვალი ჩაუკრა კობამ დედას.
ვუმზერდი მათ და სიცილს ვერც მე ვეღარ ვიკავებდი. ისეთი ხალისიანები იყვნენ, წარსული პრობლემები აღარც კი ახსოვდათ. ერთად ყოფნით გახალისებულები, ბავშვობას იხსენებდნენ:
- ეს ღლაპი იყო სისხლს რომ გიშრობდათ, ვინ იყო ნახევარი მთა ფეხით რომ მოიარა, ოღონდ მისთვის ცხენი დაგეჭირათ?! - მოულოდნელად თავზე წამოგვადგა მოხუცი ნინაც, იმდენად არ ველოდი მის შემოსვლას, რომ ადგილზე შევხტი, მოხუცმა ღიმილით შემომხედა, მხარზე ოდნავ შემეხო, მოფერების ნიშნად და გვერდით დამიჯდა.
- ქეთის ხათრით კი არა, ლევანს ვერ ვაწყენინე, იმდენად უნდოდა მისი გახარება!.. - გვერდულად გადახედა მამაჩემს კობამ.
რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ამდენი წლების განმავლობაში ნატარები ძაძი მოეშორებინა ნინას, ზედმეტად ხალისიანი ჩანდა მოხუცი, მისი განწყობა აშკარად გადამდები გამოდგა, თითქოს სიცილსა და მხიარულებას მონატრებული ოჯახი ათმაგად ცდილობდა დაკარგულის ანაზღაურებას.
უცნაურად კი ის მეჩვენებოდა, რომ მათი ყველაზე ბედნიერი და ხალისიანი მოგონებები დედაჩემს უკავშირდებოდა, თითოეული ისტორიით ქეთის იხსენებდნენ, მის მაიმუნობებს, თუ როგორ შეღება თეთრი ცხენი წითლად, ამის დანახვაზე როგორ ღრიალებდნენ ბოლო ხმაზე ლევანი და კობა.
სიცილისგან უკვე მუცელი მტკიოდა, თვალებიდან ცრემლები მცვიოდა.
- ბიძაჩემს ამდენი სიცილი თუ შეეძლო არც კი მეგონა, ასეთი ხალისიანები ადრე არასოდეს ყოფილან... - ოდნავ სევდიანად მითხრა მეგობარმა. - ამ ბედნიერებას შენ უნდა გიმადლოდე!
რა უნდა მეთქვა? არაფერი, უბრალოდ ჩავეხუტე ნინას. ის მაინც ვიცოდი, რომ ამიერიდან როცა გვკითხავდნენ დები ხომ არ ვიყავით, ამაყად გამოვუცხადებდით:
- ბიძაშვილ-მამიდაშვილები!...
იმ დღეს საბოლოოდ ვირწმუნე, რომ ზოგჯერ ოცნებებიც კი ხდება, ყველაზე მოულოდნელად და ყველაზე დაუჯერებლად... ზემოთ სადღაც ერთი ბრძენი იჯდა და ჩემგან დამოუკიდებლად ჩემს ისტორიას წერდა, სევდიანს, ტკივილიანს, თუმცა მაინც ბედნიერს.



№1  offline ადმინი ano23

ვგიჟდები ამ ისტორიაზეც და შენზეც :-* საოცრად გამახარა ადმინ-პანელში ამ ისტორიის დანახვამ.... ბოლოს მართლა ამეტირა.სხვისთვის არ ვიცი,მაგრამ ჩემთვის ეს დასასრული ყველაზე უფრო კარგი და ისტორიაზე მორგებული იყო :-*

 


№2  offline წევრი Gerko

Dიდი მადლობა უდიდესი სიამოვნება Dა განცდები მივიღე

 


№3 სტუმარი Teo..

Tavidan imdeni vinerviule arvici ra.ai bolo ki iyo tbili da tkbili. Madloba yvela emociebistvis.gaixaree..

 


№4  offline წევრი crete20

ძალიან მომეწონა ეს ისტორია, ვფიქრობ საუკეთესოა შენს ისტორიებს შორის!

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

ჩემი ტკბილი გოგო ხარ ფა ასევე ტკბილად დაასრილე ვგიჟდები შენზე. ველოდები შენს ახალ ისტორიას არ დაიგვიანო

 


№6  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ცრემლები ვერ შევიკავე... ასეთ სიყვატულს დაფასება უნდა ძალიან ღრმად დამაჩნდა ეს ისტორია გულში... რა გითხრა წიგნის კითხვის კომფორტი მომშორებია თავიდან ძალიან კარგი იყო... ვერ ველევი ამ ისტორიას ძალიან მინდა კიდევ გაგრძელდეს... შენზე რა უნდა ვთქვა ისედაც იცი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მწერალი რომ ხარ... მალე დაგვიბრუნდი რა დიდხანს არ გვალოდინო...

 


№7  offline წევრი შამხათი

საოცარი ისტორია იყო, არაჩვეულებრივად წერ, უდიდეს სიამოვნებას ვღებულობ კითხვისას. ყოჩაღ!

 


№8 სტუმარი მის

ამდენი არც მიცინია და არც მიტირია ერთდროულად....ჭკუიდან გადამიყვანე მგონი... ❤

 


№9 სტუმარი Mariami

Arc ki vici ra vtqva,sityvebi ar myofnis..umagresi istoria iyo,umagresi dasasrulit.. Warmatebebi avtors da male gagvaxare axali istoriit..

 


№10  offline მოდერი ლილიანა

საოცრება იყო,სიტკბოება ❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№11 სტუმარი ana

rac ki wamikitxavs yvela qartul nawarmoebs sjobs <3 dges wavikitxe yvela tavi da bednieri var rom arseboben samartliani qartvelebi :-* yvela winadadeba shevsebuli da realobastan axlos mdgaria.. Dzalian gamaxare :-) imdenad realurad wer tavi xan erti xan meore personaji megona.. Bevr poets sjobixar! Yochaag

ise vgrdznob tavs titqos sibrdznit savse wigni wavikitxe^ titqos ki ara martlac wavikitxe! Kidev ganagrdze wera

 


№12 სტუმარი ana

davijero am ambidan erti monakvetic araa shen cxovrebastan dakavshirebuli? Ese rogor igoneb :-P chkviaan

 


№13 სტუმარი ემი

როგორც მახსოვს ამ ისტორიას ნამდვილი ამბავი უდევს საფუძვლად და დაგვპირდი, რომ მოგვიყვებოდი. ძალიან მაინტერესებს.

ჩემ ძალიან ახლობელ ძმებს შეემთხვათ მსგავსი ამბავი. მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა ვიცოდით. ეხვეწებოდა კაცურად გამიგე, ნუ გამიკეთებ ამას და არ მოიყვანო ცოლად, მაშინ შენ უნდა დაგკარგოო. მაგრამ მეორემ მაინც მოიყვანა. ეს ძალიან თავმოყვარე იყო და გახმაურებას ამჯობინა გაჩუმებულიყო. მოკლედ გადახარშა, რაღაცეებს ანგარიში გაუწია, მართლა კაცურად მოიქცა თვითონ. ეხლა მშვენიერი ურთიერთობა აქვთ ძმებს და რძალსაც. გარეგნულად არ ემჩნევათ, მაგრამ გულში რა ხდება არ ვიცი. უბრალოდ მეორეს დღემდე არ მოუყვანია ცოლი.

სულ მეგონა, რომ ესეთი ამბები საქართველოში არ ხდებოდა, რადგან ჩვენთვის დედმამიშვილობა წმინდათაწმინდაა. ამიტომ ძალიან მაინტერესებს, აქ სინამდვილეში როგორ განვითარდა მოვლენები.

 


№14 სტუმარი ana

albat qeti shen xar levani ki meugle :-P

velodebi namdvil ambavs ! chamitrie deteqtivshi:-D da axla minda gamovidzio vin vin xart^

 


№15 სტუმარი ana

ukacravad :D

 


№16  offline წევრი Kokakola

Chemi pirveli komemtari minda shen mogidzgvna-- albat bevrjer utqvamt dzalian kargad ro wer da realur istorias magonebs sheni titoeuli nawarmoebi, am saitze ramdenime mweralia romelsac siamovnebit vkitxulob da pirdveli shen xar, dzalian gtxov weris stili sheimarchune da realoba ar dakargo, sheni istoriebi ar gaamdzaprsiujetiano da ar gaapantastiko, rac aq dzalian xshiria, velodebi axal istorias moutmenlad, iqneb ert dges chemi istoriac mogikve da is dawero

 


№17  offline წევრი Gerko

როგორ ვიპოვო ტქვენი სხვა ისტOრიები?

 


№18  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Gerko
როგორ ვიპოვო ტქვენი სხვა ისტOრიები?

ყველაზე მარტივი ალბათ: ჩემივე პროფილზე შესვლაა და დამატებულ სიახლეებში ნახვა, ან სათაურებით: თვალები, ჩანახატი, ნაკვალევი, ნათელი წერტილი..

 


№19  offline წევრი მაია120

თქვენ გაალამაზეთ ჩემი ზაფხულის არდადეგები,დიდი მადლობა.აქ შემთხვევით მოვხვდი, მაგრამ კმაყოფილი ვარ! :)
--------------------
წერწერა

 


№20  offline ახალბედა მწერალი murachashvili

მაია120
თქვენ გაალამაზეთ ჩემი ზაფხულის არდადეგები,დიდი მადლობა.აქ შემთხვევით მოვხვდი, მაგრამ კმაყოფილი ვარ! :)


დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, იმედია ხშირი სტუმარი იქნებით და არც კომენტარებს დაიშურებთ :D <3

 


№21  offline წევრი Nia♡Nia

Realuri istor istoriashi gmirebi taviantma gaubedaobam "dagupa". Utqmelobam daashora qeti da levani ertmanets. Dzalian momewona sheni tvalit danaxuli mati siyvarulis da mati cxovrebis versia, momewona sheni emociebi da gancdebi am istoriashi, chemtan yvelaze axlos, gultan modis sheni titoeuli istoria albat imitom rom mec 90 ianeli da mtiuli var :) matbobs da sasiamovno emociebit mavsebs sheni patara motxrobebi. Dzalian vapasebi sheni warmosaxvis unars da asmagat vapaseb imas rom am warmosaxvas ase lamaz gadmoscem, momwons isic ro ar wer mokled da mshralad aramed ganavrcob tundac titoeul detals,momwons ici rom kargad iyeneb kutxur istorias, salocavebs, chvens wesebs da adatebs ushecdomot gadmosc, yvela afamians tavisi mosazreba gaachnia zogs moewoneba sheni istoriebi zogs ki ara, me ki yvelaperi momwons shens nawerebshi da shemidzlia mati dausruleblad kitxva :* mouymenlad velodebi shengan siaxleebs romlebic me guls mitboben. ( xo da kidev shenobit mommarte me ukve sheni ertguli mkitxveli var da tamamad vagiareb chemi favoriti xar) :*

 


№22  offline წევრი fencer

am gverdze milioni istoria makvs cakitxuli❤️arcerti armomconebia ise rogorc es
--------------------
მ.კოკო

 


№23 სტუმარი eliqari

ისტორია მართლაც მომეწონა. თქვენს დანარჩენ ისტოეიებსაც ჩავუჯდები ;-) . მაგრამ ერთი რო არ ვთქვა ვერ მოვისვენებ, უკაცრავად და ლევანისთანა "სირაქლემას პოზიციის" მითუმეტეს კაცებს ვერანაირ გამართლებას ვერ მოვუძებნი. უკაცრავად პირდაპირობისათვის.

 


№24  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

დღეს გადავწყვიტეე რომ წამეკითხა შენი რომელიმეე ისტორია კიდევ♡♡♡შეძლებისდაგვარად დილით დაწყებულიი ეხლა დავასრულეე ♡სიტყვებს ვერ ვიყრიი თავს როგორ გადმოვცე ჩემი ემოციაა..საოცარიი იყოოო იმხელა გრძნობა გედო ამ ისტორიაშიი შენი ყველა განცდა მე გადმომედოო .შეიძლება ბევრი ისტორია მომეწონოს და წავიკითხო მაგრამ ყველას ვერ შევიგრძნობ და ვერ შევძლებ მთელს გონებაში და გულში გავიჯერო ♡♡არ ვიცი ჩემში რა მოახდინეე ვკითხულობდიიი ხან ცრემლებით მევსებოდა თვალებიი ხანაც რაღაც ბურთის მაგვარიი ყელშიი მეჩხირებოდა..გული მიჩქარდებოდაა და სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა..ხანაც სასწაულად მეკუმშებოდა გული♡♡♡თითქოს გონება ცდილობდა შეეხსენებინა რომ ეს უბრალო ისტორიაა იყო რომელსაც ვკითხულობდი და ასეთი განცდები არ იყო საჭირო რასაც გული ვერ დაეთანხმა..ყველა გრძნობას ერთად მოეყარა ჩემში თავი,ვცდილობდი სათითაოდ ყველა სიტყვაა ,ყველანაირი განცდა რაც შენ ამ ისტორიაში გედო სამუდამოდ საგულდაგულოდ დამემახსოვრებინაა რადგან არასდროს დავივიწყო♡♡♡ამის წაკითხვის მერე უზომოდ შემაყვარეე შენი სიტყვებით ააღწერილიი მთა ♡♡ხევსურეთიც კი ♡♡♡არასდროს ვყოფილვარ მთაშიი და ყოველთვის მინდოდა აი ეს ნანახიტ განცდილი მეც მთელი გრძნობით გადმომეცაა !შენ დღეს შეძელი და მთელი სულით გულით და არსებით ვიყავიი მთაშიი თითქოს ეს ყველა დეტალი ჩემს თვალწინ მოხდა ♡♡♡სასწაულიი ხარ უზომოდ ბედნიერი ვარ რომ აღმოგაჩინეე ♡♡არ მიცნობ და შესაბამისად შეიძლება ჩემი სიტყვები არარეალურად მოგეჩვენოს..მაგრამ დამიჯერე პირფერობა არ მჩვევიაა შევეცადეე ყველა განცდა და გრძნობა რაც შენ შენი ისტორიით მაგრძნობინეე გადმომეცაა შენამდე მაგრამ მგონიი სრულადაც ვერ გადმოვეცი :))) სიტყვები კიდევ არ მყოფინის ♡♡♡უდაოდ ნიჭიერიი ხარ არააა საოცრება სასწაულიი♡♡♡ჩემი საყვარელიიი მწერლების სიაში პირველი ადგილი დაიკავეე ♡♡♡მეამაყებაა რომ არსებობ და შეგიძლიაა მკითხველამდე ამხელა გრძნობის სიყვარულიის და განცდის მიტანაა ♡♡♡მიხარიააა რომ გიპოვეე და შენი ნაწერით იმედი მაქვს კიდევ ბევრჯერ გამხდი ბედნიერს ♡♡♡ყველაფერს მართლა მთელი გულით ვამბობ ♡♡♡

 


№25  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

მადლობაა შეენ ამხელა სიამოვნებისთვის ♡♡♡ვკითხულობდი და მეგონაა რომ ჩემზეე გეწერა თავიდან..იგივეეე შემთხვევა მქონდა მეც ზუსტად :(( ოღონდ განსხვავებით რომ ღვიძლი ძმები არ იყვნენ..და უფროსს რომ მართლაც ლევანი ერქვაა .უბრალოდ კარგი ძმაკაცებიი იყვნენ ♡♡უმცცროსაც იგივე განძრახვა ქონდა ოღონდ მთლად ასეც არ უტკენია გულიი როგორც აქ მამუკამ :( მეტირებოდა თან თითქოს ჩემეულს და ჩემსას წერდიი მართლაც რომ ბევრი დამთხვევაა ჩემს რეალობაშიიი ასეთი გაუბედავიი იყოო ჩემეულიი "ლევანიც" გაოცებულიი ვარ და აფორიაქებული მართლაც რომ სასწაული განმეორებითი ისტორიაა თითქოს რა თქმა უნდა რაღაც განსხვავებითაც! ეხლა მეტად ჩემად მიგიღეეე და ეს ისტორიააც ჩემეულიი მეგონაა აი რატომ ჩამწვდაა ასე ღმად გულშიი ♡♡გაოცებული და გრძნობებით დახუნლულიი ვაარ ასეთი დამთხვევიით და თან სახელიც რომ დაემთხვა ზუსტად :))) არ ვიიცი რა გითხრაა თავიი კი უზომოდ შემაყვარეე.ერთ აზრზეე ვარ როცა გიყვარს მთელი სამყაროს დათმობაც რომ მოგიწიოს უნდა დათმო ♡♡

 


№26  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
მადლობაა შეენ ამხელა სიამოვნებისთვის ♡♡♡ვკითხულობდი და მეგონაა რომ ჩემზეე გეწერა თავიდან..იგივეეე შემთხვევა მქონდა მეც ზუსტად :(( ოღონდ განსხვავებით რომ ღვიძლი ძმები არ იყვნენ..და უფროსს რომ მართლაც ლევანი ერქვაა .უბრალოდ კარგი ძმაკაცებიი იყვნენ ♡♡უმცცროსაც იგივე განძრახვა ქონდა ოღონდ მთლად ასეც არ უტკენია გულიი როგორც აქ მამუკამ :( მეტირებოდა თან თითქოს ჩემეულს და ჩემსას წერდიი მართლაც რომ ბევრი დამთხვევაა ჩემს რეალობაშიიი ასეთი გაუბედავიი იყოო ჩემეულიი "ლევანიც" გაოცებულიი ვარ და აფორიაქებული მართლაც რომ სასწაული განმეორებითი ისტორიაა თითქოს რა თქმა უნდა რაღაც განსხვავებითაც! ეხლა მეტად ჩემად მიგიღეეე და ეს ისტორიააც ჩემეულიი მეგონაა აი რატომ ჩამწვდაა ასე ღმად გულშიი ♡♡გაოცებული და გრძნობებით დახუნლულიი ვაარ ასეთი დამთხვევიით და თან სახელიც რომ დაემთხვა ზუსტად :))) არ ვიიცი რა გითხრაა თავიი კი უზომოდ შემაყვარეე.ერთ აზრზეე ვარ როცა გიყვარს მთელი სამყაროს დათმობაც რომ მოგიწიოს უნდა დათმო ♡♡


შენეული? მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი რამ შევცვალე, ამ ამბის განვითარება სრულიად სხვაგვარი იყო, მართალია, იყო ორი ძმა, უყვარდათ ერთი ქალი, თუმცა პატარა ძმის გრძნობებში მე პირადად ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა. უფროსი ძმის გრძნობის შესახებ ყველა ლაპარაკობდა, ოფიციალურად ლამის რძალს ეძახდნენ, თუმცა ვაჟს ერთხელაც არ უთქვამს გოგონასთვის, რომ უყვარდა. სულ რაღაც ქარაგმებით და მინიშნებებით ესაუბრებოდა. შემდეგ ლევანი, საკმაოდ სუსტი გამოდგა და გვერდზე გადგომა ამჯობინა, ისე რომ რეალური მიზეზი არც უთქვამს. გოგონა განაწყენდა (შეიძლება ნაწილობრივ გრძნობდა კიდევაც პატარა ძმის დამოკიდებულებას), გაბრაზდა და ძმებს შორის განხეთქილების მიზეზად, რომ არ ქცეულიყო საერთოდ გაწყვიტა ორივე ძმასთან კონტაქტი. წლების განმავლობაში აღარ ჩადიოდა სოფელში, შემდეგ შეხვდა ადამიანს, რომელმაც ლევანისგან განსხვავებით მოახერხა მისთვის თავის შეყვარება, გათხოვდა და ეხლა საკმაოდ ბედნიერი ოჯახიც აქვს. რაც შეეხება ძმებს, უფროსის ცხოვრება საკმაოდ ტრაგიკულად განვითარდა, როგორ და რანაირად ალბათ არ დაგაინტერესდება, მაგრამ უბრალოდ გეტყვი რომ დღეს ის ცოცხალი აღარაა. აი, უმცროსზე კი რა გითხრა? მედროვე და ამბიციური ბიჭი იყო და ასეთად დარჩა. ალბათ, ასეთი ისტორიის მოსმენა არავის ენდომებოდა.
მე სულ მაინტერესებდა, რა იქნებოდა თუ ეს წყვილი ერთად ყოფნას მოახერხებდა, ურთიერთობას გაარკვევდა, თითქოს ამ ისტორიით მათ სიყვარულს განვითარების საშუალება
მივეცი.

 


№27  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ვიციიი კი მისი რეალურიი ისტორიაც წავიკითხეეე რომ გეწერაა და მიხარიაა რომ ნამდვილი ვერსია არ გადმოეცი თავიდანვეე და ასე შეალამაზეე ..რეალურ ვერსიაზე გული ძალიან მეტკინა და ჩემეცოდა ლევანიიი:(( ჩემიი ისტორიიის გმირი ლევანიი ღმერთს მადლობა ცოცხალიაა თუმცა ისიც ასეთივეე იყოო თავის გრძნობებე სააშკაროდ ვერ ლაპარაკობდა არც სიტყვა მიყვარხარს გაიგებდიი ხშირად მაგრამ შენი პერსონაჟი "ლევანივით"მთელიი თავისი გრძნობით გაგრძნობინებდაა თავისი საქციელებით ..ჩემს ისტორიაშიიც ასევეე ასეთი საზიზღარიი აღმოჩნდაა უმცროსიი ბიჭიიც მიუხედავად იმისაა რომ იცოდა თავისი ძმაკაცის გრძნობების შესახებ მაინც არაფრად ჩააგდო მისი გრძნობა და მოტაცება გადაწყვიტა მანაც:@ თავისიი არასწორი საქციელების გამო ყველა დაკარგაა..ცოტა მშრალად ვყვებიი თუმცა აქვეე იყო ძალიან მყარი და ისეთი ემოციებიც..გულში რაღაცნაირად მომხვდა ამდენიი დამთხვევაა და თუნდაც სახელის დამთხვევა ..არ ვიცი შენი ისტორიები ჩემზე საოცრად მოქმედებს სასწაულად წერ საოცრად♡♡♡ჩემივე წარსულ რეალობაშიი უმცროსს ყავს უკვე ოჯახი..აი უფროსმა კი ძნელად გადაიტანა და ის ისევ დასაოჯახებელია ♡♡♡მადლობა შენ ასეთი კარგი რომ ხარ ♡♡

 


№28  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
ვიციიი კი მისი რეალურიი ისტორიაც წავიკითხეეე რომ გეწერაა და მიხარიაა რომ ნამდვილი ვერსია არ გადმოეცი თავიდანვეე და ასე შეალამაზეე ..რეალურ ვერსიაზე გული ძალიან მეტკინა და ჩემეცოდა ლევანიიი:(( ჩემიი ისტორიიის გმირი ლევანიი ღმერთს მადლობა ცოცხალიაა თუმცა ისიც ასეთივეე იყოო თავის გრძნობებე სააშკაროდ ვერ ლაპარაკობდა არც სიტყვა მიყვარხარს გაიგებდიი ხშირად მაგრამ შენი პერსონაჟი "ლევანივით"მთელიი თავისი გრძნობით გაგრძნობინებდაა თავისი საქციელებით ..ჩემს ისტორიაშიიც ასევეე ასეთი საზიზღარიი აღმოჩნდაა უმცროსიი ბიჭიიც მიუხედავად იმისაა რომ იცოდა თავისი ძმაკაცის გრძნობების შესახებ მაინც არაფრად ჩააგდო მისი გრძნობა და მოტაცება გადაწყვიტა მანაც:@ თავისიი არასწორი საქციელების გამო ყველა დაკარგაა..ცოტა მშრალად ვყვებიი თუმცა აქვეე იყო ძალიან მყარი და ისეთი ემოციებიც..გულში რაღაცნაირად მომხვდა ამდენიი დამთხვევაა და თუნდაც სახელის დამთხვევა ..არ ვიცი შენი ისტორიები ჩემზე საოცრად მოქმედებს სასწაულად წერ საოცრად♡♡♡ჩემივე წარსულ რეალობაშიი უმცროსს ყავს უკვე ოჯახი..აი უფროსმა კი ძნელად გადაიტანა და ის ისევ დასაოჯახებელია ♡♡♡მადლობა შენ ასეთი კარგი რომ ხარ ♡♡

პირიქით მადლობა შენ, რომ წაიკითხე და შენი ემოციებიც გამიზიარე, ეს ძალიან მახარებს და მსიამოვნებს. სამწუხარო რეალობაა, რომ გარკვეული ადამიანების გაუბედავობის გამო, ხშირად სხვები სარგებლობენ, ზოგჯერ ძმები, ზოგჯერ მეგობრები. უბრალოდ ყველას უნდა შეეძლოს საკუთარი გრძნობების დაცვა და შემდეგ ვერავინ ვეღარ მოახერხებს მათ დაშორებას. ამდენი წლების გადასახედიდან, ამას მეც საკმაოდ გვიან მივხვდი, უბრალოდ წარსულის შებრუნება შეუძლებელია, თუმცა მაინც მგონია, რომ თუნაც ქეთისაც რომ ჰქონოდა წარსულში დაბრუნების საშუალება, მაინც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა

 


№29 სტუმარი სტუმარი მარინა

შეუდარებელია.ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.ღამეც ვათენე.საუკეთესო ოდაა ნამდვილი სიყვარულისა.ულამაზესი,უფაქიზესი,წმინდა,ამაღლებული გრძნობების არაჩვეულებრივი რიტმი.კარგია,როცა ყველაფერი კარგად მთავრდება.მადლობა ანა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent