შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაიკის როლი -1-


1-06-2016, 14:27
ავტორი sopiko
ნანახია 1 705

პ რ ო ლ ო გ ი!
-ამ სამსახურში თავიდანვე ამიტომ მიმიღეთ... ყველა გზა მომიჭერით, გამანადგურეთ, გამაცამტვერეთ... ჩემს ცხოვრებას მხოლოდ ერთი მიმართულება დაუტოვეთ... ჩემზე სულელი ვერავინ იპოვეთ ხომ? ჩემზე გამოუცდელი, ჩემზე დებილი, ჩემზე იდიოტი... ყველანაირად ხელსაყრელი ჭადრაკის ფიგურა ვიყავი! თქვენც რა გინდოდათ, შანსი ხელიდან არ გაუშვით!-ოთახის ცენტრში ვიდექი და ცრემლები ღვარღვარით ჩამომდიოდა. მინდოდა მედგრად ვმდგარიყავი, თვალები მებრიალებინა, ყველასთვის ის მეთქვა, რასაც იმსახურებდნენ და მხრებში გაშლილს შემებიჯებინა საკანში, მაგრამ... მაგრამ ამ სიმამაცის და სიდიადის იქით იმდენი რამ დარჩებოდა, იმდენი, რომ არ ღირდა... არ ღირდა ჩემი სიამაყე ამდენად! ცრემლები კი საოცრად მძიმე იყო... ისეთი მძიმე, გული ძლივსღა რომ ფეთქავდა, თუმცა... ხომ მაინც ფეთქავდა! მთავარი ეს იყო!
-თუ მეტის არაფრის თქმას არ აპირებთ, შეგიძლიათ გარეთ გაბრძანდეთ და პოლიციის თანამშრომელს დაელოდოთ.-ისეთი ცივი ხმა ჰქონდა დირექტორს, მეტი რომ არ შეიძლებოდა. თვალსაც არ მისწორებდა, ჭერს მიშტერებოდა და სავარაუდოდ ისევ თავის მზაკვრულ გეგმებზე ფიქრობდა.
-თანახმა ვარ.-ამის თქმამ ისე დამცა მიწაზე, რომ ქვითინი ვეღარ შევიკავე. თავჩახრილი ვტიროდი და პირზე ხელაფარებული ვცდილობდი ტკივილით გამოცემული ხმები დამეხშო, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ბოლოს ქვითინიდან სლუკუნამდე დავედი და თავი ავწიე. ბატონ ალექსანდრეს ირონიული ღიმილი დათამაშებდა სახეზე. კმაყოფილი ჩანდა.
-სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, ტაისია, თანაც ასეთი სატირელი და საგლოვი რა არის. ნუთუ ასე გეშინიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების? ან იქნებ გეზიზღებათ კიდეც?-საზიზღრად გადაიხარხარა მან.
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ! შეიძლება იმ ვიღაცაზე მეტად შეზღუდული შესაძლებლობები მე მაქვს, რადგან არაფერი შემიძლია! მონად გაყიდვას სიკვდილი მირჩევნია, მაგრამ უამრავი სხვა ფაქტორი მზღუდავს! მე არც ინვალიდი ვარ, არც უსინათლო და არც ყრუ-მუნჯი, თუმცა ჩემზე შესაბრალისი დღეს არავინაა!-მტკიცედ ჩავილაპარაკე და კაცს თვალი თვალში გავუყარე.
-ჰმ, სასიამოვნოა ასეთი ტაისიას გაცნობაც.-სასხვათაშორისოდ აღნიშნა დირექტორმა.-დაა... ერთწლიან კონტრაქტზე ხელს ხომ მოაწერთ? აი, ძვირფასო, პასტა და მგონი ის უკვე იცი, როგორ უნდა მოაწერო ხელი.
-კონტრაქტი? ა, კონტრაქტი!-მწარედ ჩამეცინა. პასტა გამოვართვი და ხელის კანკალით მოვაწერე ხელი მითითებულ ადგილას.
-ახლა კი ყველაფერი რიგზეა. ხვალიდან მუშაობას დაიწყებ მინჩხთან. რადგან თვლი, რომ თავადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხარ, მატათას კარგად გაუგებ.-კიდევ ერთხელ შემახსენა ის, რისი შეცვლაც უკვე აღარ შემეძლო და კარისკენ მანიშნა.
არ დავმშვიდობებივარ.
პირველად მოვიქეცი ასე თავხედურად. უბრალოდ ჩავთვალე, რომ ეს ადამიანი ჩემს ერთ სიტყვასაც კი აღარ იმსახურებდა.

-1-
მინდოდა სახლიდან ისე გავპარულიყავი, რომ დედას ვერაფერი გაეგო, მაგრამ დავინახე, რომ საბანი ჰქონდა გადახდილი. მის ასე დატოვებას თავს ვერ ვაპატიებდი. საბანი ზემოთ ფრთხილად ავქაჩე, თუმცა ჩემმა საყვარელმა დედიკომ მაინც გაახილა თვალები და დაფეთებულმა გადმომხედა.
-სად მიდიხარ, ტაისია?-მილეული ხმით მკითხა.
-გუშინ ხომ გითხარი, დედა? სამსახურში.-ნაძალადევი ღიმილით ვუპასუხე.
-ხო, მაგრამ მაინც არ მითხარი, რატომ შეიცვალე სამსახური და ახლა სად მუშაობ.-ეჭვით აწია ცალი წარბი და დავრწმუნდი, რომ დედას ვერაფერს გამოვაპარებდი.
-მმმ... უბრალოდ უფრო მეტი ფული შემომთავაზეს და... მენეჯერად ვიწყებ ბანკში მუშაობას. ნუთუ არ გიხარია?-შევციცინე.
-რატომღაც არ მიხარია, ტას... გული ცუდს მიგრძნობს, მაგრამ...-უცებ შეცბა და გამიღიმა.-შენ არ მომისმინო, ჩემო გოგო! წადი და იმუშავე. არაფერზე არ იდარდო. მჯერა, დიდ წარმატებას მიაღწევ!
არ ვიცოდი, რატომ შეწყვიტა დედამ თავის წინათგრძნობებზე ლაპარაკი და რატომ იცრუა, მაგრამ მაგვიანდებოდა, ამიტომ ნაზის ლოყაზე ვაკოცე, კომოდზე დადებული წამლების ეტიკეტები შევამოწმე და სახლის კარი გამოვიხურე.

-ტაშ, ტუშ, ტაშ, ტუშ, ტაშ, ტუშ... შენ გიყვარს თამაში, დეიდა?-მოულოდნელად ამომხედა კიკინებიანმა პატარა გოგონამ და ობოლი ცრემლის უკუქცევაც ვეღარ მოვასწარი.-შენ რა... ტირი, დეიდა?
-არა, საყვარელო, არ ვტირი. უბრალოდ ალერგია მაქვს... მტვერზე.-ბავშვის მოტყუებას რა უნდოდა და მეც ამ ხერხს მივმართე.
-აქ მტვერი არ არის. ჩემი დედიკო მტვერს ყოველდღე წმინდავს. იმ რაღაცასაც ყოველდღე აჟრუალებს, თუმცა...-აქ კი შეჩერდა. მიმოიხედა. მივხვდი, ეშინოდა.
-თუმცა რა?
-მატათა ბიძია მაინც უკმაყოფილოა.-ძლივს გასაგონად წაიდუდუნა და კვლავ თავის თოჯინას მიუბრუნდა. ისიც მატყუებდა, ვითომ ძალიან უნდოდა ახლა თამაში.
-ბიძიას ეძახი?-ვერ დავიჯერე, რომ ის კაცი ბიძიას დაძახების უფლებას მისცემდა.
-ჩუ, ეგ არავისთან თქვა. დედასაც გააგდებს და მეც თან მიმაყოლებს. ის კი არა, დედამ თქვა, თავის სახელსაც ვერ იტანსო. ვერც ბავშვებს, ვერც ქალებს, ვერც სათამაშოებს, ვერც მულტფილმებს... ვერავის იტანს!-გაკვირვებული იყო პატარა.
''ვაიმე, დედიკო, ეს სად ამოვყავი თავი...''-გავიფიქრე და აღარაფერი ვთქვი, ტირილის ნოტები რომ არ დამტყობოდა.
-აი, მეც დავბრუნდი.-ოთახში შემოვიდა ახალგაზრდა ქალი, ამ პატარა გოგონას დედა, რომელსაც ქერა თმა ბოლოში ჩაეწნა და სასიამოვნოდ იღიმოდა.-ხომ არ მოიწყინეთ? თავისი სისულელეებით გაგაბრუათ, არა?
-რას ამბობთ...-უხერხულობისგან ფეხზე წამოვდექი.-იცით... მე...
ბავშვს გადავხედე. მისი აქ ყოფნა ენას მიბორკავდა. ეს ქალი კი უკვე ჩემიანად მიმაჩნდა და მისთვის რაღაცის კითხვა მსურდა.
-ლიზი, წადი, სამზარეულოში საჭმელი გაგიმზადე. სანამ უფროსს ძინავს, ჭამე.-მიმიხვდა ის და შვილიც უსიტყვოდ დაემორჩილა.
-საჭმლის ჭამასაც გიშლით?-შეძრწუნებულმა გავხედე.
-მას უბრალოდ... ბავშვები არ უყვარს.-ეს ''უბრალოდ'' სამუშაოს დაკარგვის შიშით იყო ამ წინადადებაში გარეული. შემებრალა საცოდავი ქალი. ის ჩემზე უარეს მდგომარეობაში იყო.
-მართლა არაფერი არ უყვარს?
-ლიზიმ გითხრათ? სულელი ბავშვია! ენას ვერ ვაჩერებინებ!-თავი გადააქნია დანანებით. შვილზე ზრუნავდა და ეშინოდა, ორივე ღია ცის ქვეშ არ აღმოჩენილიყო.-მოვკვდები, ეს სამუშაო რომ დავკარგო...
-ასეთი ტირანია?-თვალები ამემღვრა.
-არა, ტირანი არ არის. ცხოვრებამ აქცია ასეთად. იმ ტრაგედიამ, რომლის გამოც დღეს წელს ქვემოთ გრძნობა აქვს დაკარგული... ახლაც რომ გაიგებს თქვენი აქ ყოფნის შესახებ, გადაირევა. მან უკვე რამდენჯერმე უთხრა დედას უარი მომვლელის მოყვანაზე. ის...
-მერი, საუზმე მზად არის?-კედლის იქიდან მოისმა მჭექარე ხმა და მერი ადგილს მიეყინა. პირი გაღებული ჰქონდა, მაგრამ ვერ ლაპარაკობდა. სუნთქვა შემეკვრა, ის რომ დავინახე... მამაკაცი, რომელსაც ყველაფერი სძულდა... მისაღების შემოსასვლელთან იდგა და წარბშეკრული შემომყურებდა... იდგა? არა, შევცდი. უბრალოდ იმდენად მაღალი იყო, რომ სპეციალურ გორგოლაჭებიან სავარძელში მჯდომიც კი ფეხზე მდგომი გეგონებოდათ.
მის კითხვას არ დავლოდებივარ. რატომღაც ვიფიქრე, რომ ეს უარესი იქნებოდა. წინ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და გაბედულად განვაცხადე:
-ეს მე ვარ. ტაისია მინდელი. თქვენი მომვლელი.

^^^
დ ა...
მეც დავბრუნდი!
ღმერთო, რამდენი ხანი გავძელი უთქვენოდ... ეს მგონი რეკორდი იყო!
ანუ ახლა რაშია საქმე... ეს ისტორია ადრე დავიწყე და შევწყვიტე... რამ მაიძულა გაგრძელება და... მუზა, რომელიც უეცრად შემომიჩნდა. რატომ? პირველ რიგში ელენეს ''ნახევარმთვარის'' გამო... მერე კი ისევ და ისევ განწყობამ იმოქმედა... სევდიანმა და რაღაცნაირმა...
ალბათ უკვე მიხვდით, რომ კომედიური ისტორია არაა... არც ბალანსი მაქვს დაცული სიცილსა და ტირილს შორის... ჟანრის ჟანრში მოქცევაც არ შემიძლია... ვინც წაიკითხავთ და მოგეწონებათ, ხომ კარგი და კრიტიკაც მისაღებია, რა თქმა უნდა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი მონატრებული მკითხველების შეფასებებს ველი!
უყვარხართ სოფიკოს!



№1 სტუმარი Sali

Dzalian magaria dzan momwons gagrdzele

 


№2 სტუმარი Teo..

Hemi shokoladi dabrunda,datan rogori istoriit.dzalian momewona sofi dasawyisi .vgijdebi shenze .didxans armalodino..

 


№3  offline წევრი N7

პასტა არა, კალამი რა, ძალიან ცუდად მომხვდა თვალში.
სხვა თვალშისაცემი შეცდომები არ იყო, პირიქით გამართული ნაწერია და თან მსუბუქი.
თან პატარაც tongue
მოკლედ, ერთხელ ვთქვი, ვერ ვკითხულობ აწმყოში ნაწერს-მეთქი და ახლა დავიჭირე წარსული და აუცილებლად მოგყვები winked
დასაწყისი ნორმალურია და ვიცი, რომ აზარტში შესული უტკბესობებს გაგვიმზადებ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4  offline წევრი cisa

isee momenatree cudic rom ikos mainc momewoneeebaa ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent