შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Life or Death... თავი 3


15-09-2015, 20:31
ავტორი Rija angelozi...
ნანახია 1 920

III თავი
სადღაც ვიწექი.თავი მტკიოდა და ფეხი დაბუჟებული მქონდა.მაგრამ მოიცა... როგორ?მე ხომ აღარ მქონდა ადამიანური განცები და ტკივილები.ის მანქანა,ის ბიჭი,მანქანა რომელიც დამეტაკა და ვიგრძენი,ვიგრძენი ის ბიჭიც.ავფორიაქდი.უცებ ვიღაცის თბილი ხელი ნაზად შემეხო,ეს შეხება ისეთი იყო,თითქოს არავინ არასდროს შემხებია.მივხვდი თუ როგორ მომნატრებოდა ადამიანობა.შემდეგ დავიწყე ფიქრი,როგორ გამეგო ვიყავი თუ არა ცოცხალი.იმ ბიჭს ვერ ვკითხავდი,რადგან თვალის გახელა არ მინდოდა.უცებ გამახსენდა ჩემი ადამიანობის ბოლო წუთები,გამახსენდა ჩემი ფიქრები და ჩემი გული,რომელიც ფეთქავდა.სწორედაც თუ ჩემი გული ფეთქავდა ესეიგი ცოცხალი ვიყავი.გავჩუმდი.არაფრის ხმა არ ისმოდა.ველოდებოდი,რომ გავიგებდი იმ ერთადერთ ხმას,მაგრამ ის არ ისმოდა.ჩემი გული არ ფეთქავდა.როცა ეს გავაანალიზე ძალიან გავბრაზდი და ცრემლები წამომივიდა.შემდეგ გამახსენდა,რომ მარტო არ ვიყავი და თვალები გავახილე.მანქანაში ვიჯექი.გვერძე ვიღაც ბიჭი მეჯდა,რომელიც უდარდელად აგრძელებდა მანქანის მართვას.უდარდელად,ესეიგი ჩემი ცრემლები არ დაუნახავს.ესეიგი ან დამესიზმრა ან რაიმე ასეთი.ამ ფიქრებზე კიდევ უფრო გავბრაზი და კიდევ უფრო ავტირდი.ამჯერად ბიჭმა შემომხედა და გაიცინა.მე გაკვირვებული ვუყურებდი,ის კი სიცილს განაგრძობდა.ნერვები მომეშალა და გადავწყვიტე,რომ რაიმე მეთქვა მისთვის:
-ნორმალური ხარ?
ის სიცილს განაგრძობდა,ანუ ვერ მხედავდა ან გიჟი იყო,ან ორივე ერთად.ვერ მხედავს.ჩავილაპარაკე ჩემთვის და ფანჯარაში ყურება დავიწყე.ამის თქმის შემდეგ,ის დასერიოზულდა,მაგრამ მაინც არაფერი უთქვამს.იმედი ისევ გამიცრუვდა,სიკვდილშიც კი არ მიმართლებდა.ნუთუ ის დატაკება,შეხება,დალაპარაკება ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო?მაგრამ როგორ გავჩნდი აქ?ამ ფიქრებში ვიყავი გართული როცა მან მომმართა.
-კი ნორმალური ვარ ,ნუ იმას თუ არ ჩავთვლით,რომ მკვდარ ადამიანებს ვეხმარები სწორი გზის პოვნაში.
-რაა? და შენ თავს ნორმალურს უწოდებ?
-ცოცხალი ადამიანებისთვის ერთი უბრალო ბიჭი ვარ,მაგრამ მკვდრებისთვის ერთადერთი გზა ვარ,რომ მოხვდნენ იქითა სამყაროში.
-გასაოცარია,მაგრამ მე არ მინდა სიკვდილი მინდა დავბრუნდე და ცხოვრება გავაგრძელო.
-ეგ ყველას უნდა,მაგრამ ოდესღაც ყველაფერი მთავრდება.
-მაგრამ ჩემთვის ჯერ დასასრული ადრეა.
-ოდესღაც ჩემი აღსასრულიც დადგება,მაგრამ ეს ისეთი ცუდი არ არის როგორსაც ფიქრობ.
-ამას იმიტომ ამბობ,რომ ცოცხალი ხარ და არ იცი რას ნიშნავს,როცა ვერავინ გხედავს,ვერავის ეხები და , და როცა ხარ მკვდარი.
-დამიჯერე ვიცი,ოდესღაც მეც ვიყავი მკვდარი,ასევე უამრავი ადამიანი ჩემი მეშვეობით მიდის იქით და ვიცი ახლა რასაც გრძნობ.
-მოიცა თქვი,რომ მოკვდი მაგრამ ახლა აქ ხარ ანუ დაბრუნი,მეც მინდა დაბრუნება.
-ეს შეუძლებელია!
-მაგრამ შენ თუ შეძელი იცი მე...
-გაჩერდი მე დაგეხმარები და წახვალ.
-კარგი და ახლა სად მივდივართ?
-უკან წარსულში.
მე ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი,უცებ ყველაფერი განათდა და გაქრა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent