საიდუმლო [8]
8 სახლში ჩუმად შეიპარა, არ უნდოდა მშობლების გაღვიძება, თანაც ემოციებისგან ჯერაც უთრთოდა სხეული და თუ ნინო შეამჩნევდა, უეჭველად არ დაადგებოდა კარგი დღე, მისი ინტერესიანობიდან გამომდინარე. თიკას კი არ ახასიათებდა მშობლებთან დაჯდომა და განვლილი დღის განხილვა... კარი დაკეტა და იქვე, შემოსასვლელში გაიხადა კლასიკური სტილის ფეხსაცმელი, დაბალ პლატფორმაზე. ნელა გადაჭრა დიდი დერეფანი და ის იყო, ოთახში უნდა შესულიყო, ნინო გამოვიდა, თავისი ოთახიდან. თიკა დერეფანში შედგა, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და დედას გაუღიმა. დერეფნის ბოლოში მთვარის სინათლე იღვრებოდა და დერეფანსაც ანათებდა. ნინომაც გაუღიმა, ძლივს შენიშნა გოგომ. მაგრამ მის სახეზე დაღლა იკითხებოდა, მის ღიმილზე კი – სიყალბე. – დე, მელოდებოდი? – თბილად დაიჩურჩულა თიკამ და წინ წავიდა, ნინოს მიუახლოვდა. – შენც და გამოსავალსაც, – გაეცინა ქალს, მტკივნეულად. – რა მოხდა? – სითბო და ბედნიერება ერთდროულადა წაუშალა დედის ტკივილით სავსე ხმამ. – მამა როგორაა? – ამოიკვესა. – კარგად... არაჩვეულებრივად! – წამოიძახა, ზურგი აქცია და დერეფანს გაუყვა. რამდენიმე ხანს მის ზურგსა და მოძრაობას აკვირდებოდა. ქალის სილუეტი ფანჯარასთან შედგა, ერთი მოძრაობით სიგარეტის კოლოფი ამოიღო და მოუკიდა. ფეხისწვერებზე აწეული წავიდა ნინოსკენ. ერთდროულად იყო ემოციებისგან ძალაგამოცლილი და ეგონა, მალე წაიქცეოდა. – დე, რა მოხდა? – ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა ნინოს, რომელსაც ადამიანური მხოლოდ გარეგნობა შერჩენოდა იმ მომენტში. – ოთარს ვშორდები! – განაცხადა სრული პასუხისმგებლობით. ჯერ უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ტანში, შემდეგ კი აინთო. – რატო? – წამოიყვირა შეშფოთებულმა. – რატო?! – ირონიულად ჩაეღიმა ქალს, – არაკაცი მოღალატეა და იმიტომ! – ბოლო სიტყვები კბილებში გამოსცრა. სახეზე ტკივილმა გადაურბინა თიკას. უნებურად აკანკალდა და კედელს მიეყრდნო, ძალაგამოცლილი იატაკზე რომ არ დაცემულიყო. ამდენი ღალატი მის გარშემო, რატომ სტკენდნენ ერთმანეთს? თვალებში წყალი ჩაუდგა და მოუნდა ძალიან ხმამაღლა ეტირა, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო, რადგან უფრო ატკენდა ნინოს, რომელსაც ზიზღისა და ტკივილისგან ეკრუნჩხებოდა სახე. რამე უნდა ეთქვა, როგორმე უნდა დაემშვიდებინა... ის ხომ მუდამ ასე იქცეოდა – მუდმივად ამშვიდებდა შვილს, ეხმარებოდა, როცა სჭირდებოდა. – დე, რამე ხომ არ გეშლება? – შეპარვით ჰკითხა. ხმა უთრთოდა, ისევე, როგორც მთელი სხეული. – იქნებ... – წამოიწყო კვლავ, მაგრამ ქალმა არ აცადა. – იქნებ? საკუთარი თვალით დავინახე, როგორ ელაპარაკებოდა იმ კა*პას... მე ვიცნობ მამაშენს და ვიცი, როდის და რატომ ენთება თვალები! – სიგარეტის ნამწვი გარეთ მოისროლა და ფანჯრისკენ ზურგით შეტრიალდა, მის რაფას მიეყრდნო და შვილს მტკივნეულად გაუღიმა. – როგორი დაღლილი ხარ... მაპატიე! – ანაზდად მისი ხმა გატყდა, თითქოს ახლაღა შენიშნა, რა სისულელეს აკეთებდა. დანაშაულმა სხეულის ყველა კუთხე აუწვა, თვალები წყლით აუვსო და ყელში ზიზღს მოაჭერინა. – რას ვაკეთებ.... – ამოიკვნესა და აქვითინდა. ერთიანად დაბნეული და შეშფოთებული გოგო უარესმა დეპრესიამ მოიცვა. პირველად ხედავდა დედას გატეხილს და თითქოს მასში ცხოვრებისგან დაჩაქრულ დედაკაცს ხედავდა, რომელიც უკვე შეეგუა ცხოვრების ეკლიან გზას, მაგრამ ვერ ეგუება, რომ ეს ყველაფერი ასე სრულდება... ნინო ჩაიკეცა, სახე ხელებში ჩამალა და აქვითინდა. თიკას ფეხები უფრო აუკანკალდა, სასმლის ზემოქმედება უნებურად გაედინა სხეულიდან და სრულიად საღი, თუმც მოულოდნელობისგან აფექტში მყოფი, დედის გვერდით დაეშვა და მისი თავი ხელებში მოიქცია, შემდეგ კი კალთაში მოათავსა... ისე, როგორც თვითონ აკეთებდა ხოლმე, როცა შვილს ეს სჭირდებოდა. ვეღარ მოთოკა ემოციები და თიკაც მასთან ერთად ატირდა. თითქოს ახლა იწყებდა ცხოვრებას, თითქოს ის ოცდაორი წელი, რაც უცხოვრია ორწამიანი სიზმარი ყოფილა... ტკბილი სიზმარი. – ყველაფერი კარგად იქნება, დე... გპირდები! – დაიჩურჩულა და მტკივნეულად მომღიმარ ქალს თვითონაც გაუღიმა. ეს პირველი ნაღველით გაჟღენთილი ღიმილი იყო, მის ცხოვრებაში... კარზე გაბმულად დარეკა ზარი. დაელოდა და მანამ, სანამ კარი გაიღებოდა, ბრაზის ჩასახრჩობას, ძლიერად მომუშტა ორივე ხელი. ბრაზისგან მთელი სხეული უხურდა და თვალებიც ცეცხლისფრად უელავდა. კარი გაიღო და არანაკლებ სახეწაშლილი ოთარი ჩამოდგა ზღურბლთან. არანორმალურად შეშფოთებული სახე ჰქონდა, თვალები ჩაცვენილი და ჩაწითლებული. – შემომიშვებ? – სიმკაცრე და სიბრაზე უმალ გაუქრა, როგორც მამა დაინაღა – მსგავს დღეში ჩავარდნილი. წინა გათეთრებული ღამის, სიგარეტისა და ალკოჰოლის შემდეგ მისი ხმა აჭრილიყო. უხმოდ გაიწია კაცი და შვილს გზა დაუთმო. ძლივს მოძრაობდა თიკა, ძალაგამოცლილი და თითქმის ცოცხლადმკვდარი. ოთახში შევიდა. დიდ ოთახში, რომლის ბოლოშიც დიდი ფანჯარა გაეღოთ. მასთან მივიდა, რადგან ეგონა, ოთახში დაგუბებული ბინძური ჰაერი დაახრჩობდა. ღრმად ჩაისუნთქა და სათქმელად მოემზადა, ოღონდ არ იცოდა, რას იტყოდა. არადა, ეგონა ყველაფერი მზად ჰქონდა. ასეც უნდა ყოფილიყო... უნდა ეჩხუბა, ეყვირა, დაელეწა ყველაფერი. მაგრამ ოთარის სახე, მისი თვალები... არასდროს ენახა მამა ასეთი განადგურებული. და პირველად, ისიც სხვებთან ერთად მოკვდა. გაზომბდა. – მამა, რატომ გააკეთე ეს? – პირველ სიტყვას მეორე ანაზდად მოყვა, ხმა ათრთოლდა და ტკივილით სავსე წინადადებაც აეწყო. ოთარს ჩაეღიმა. არასდროს ენახა ეს ღიმილი მის ნათელ სახეზე. დივანზე დაეშვა, პატარა მაგიდაზე დადგმული ნახევრადსავსე ვისკის ბოთლიდან ჭიქა გაავსო და დალია. რომ არ დაელია, არ გამოდიოდა. არ ეყოფოდა გამბედაობა შვილთან ამ თემაზე სასაუბროდ. – არაფერი გამიკეთებია, შენ თავს ვფიცავარ, თიკულა... – მისი ბგერები ისეთ დაბალ ნოტზე წარმოითქვა, ძლივს გაიგო გოგომ. და ტკივილი? – ტკივილი განუზომელი იყო. იმდენად დიდი, რომ დანის ბასრი წვერით უკაწრავდა მთელს სულს თიკას. – აბა, მოელანდა დედას? – ამოიკვნესა საწყლად. – მე მას ველაპარაკებოდი... – წამოიწყო კვლავჩურჩულით, – დეკოლტე ეცვა, გამომწვევი მაკიაჟი ჰქონდა და ღვინოს ჭიქას დიდი, სავსე ტუჩებით ეთამაშებოდა... – ყვებოდა ისე, თითქოს წიგნს წერდა, სათითაო სიტყვას ზომავდა და სათუთად აცვამდა ძაფზე, – ოთახი ცარიელი იყო, მყუდრო გარემო და ბევრი წიგნი. წარმოუდგენელიც კია, კაცს მისი ტუჩებისთვის შეეხედა, მისი სავსე მკერდისთვის და სხვა რამეზე ეფიქრა... თიკუ, არასოდეს, არასოდეს გამივლია გონებაში ნინოს ღალატი! ჩემთვის არ არსებობს ქალი, რომელიც უფრო მიმზიდველია, ვიდრე ნინო... ის იდეალურია! ხატია ჩემთვის... – ნინოს ხსენებაზე მის ბაგეებს დარდით სავსე ღიმილი მოეფინა. – მე რომ ნინოს შევხვდი და შენ გვყავხარ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს... და მართლა გგონია, რომ მე დაშას ტუჩები ან სავსე მკერდი გამაბედნიერებდა? – ღიმილი სიცილში გადაეზარდა. ასე არასდროს გაეცინა, თითქოს ეშმაკი მასში ჩასახლებულიყო და ანგელოზს ებრძოდაო. – ჩვენ ვსაუბრობდით. ჰო, ვსაუბრობდით. გრეი... მისი ლამაზი ნიღაბი და მახინჯი სული. ჩემკენ გადმოიხარა, ტუჩები ყურთან მომიტანა და რაღაც მიჩურჩულა. მისმა სურნელმა გამაბრუა... მეგონა გული წამივიდოდა. მაგრამ განსაცდელი დაშას ტროპიკული არომატი კი არა, ნინოს საოცრად ცივი ხმა იყო, პირველად რომ მოხვდა ჩემს ყურთასმენას. მან უბრალოდ იფიქრა ის, რასაც ყველა ქალი იფიქრებდა იმ მომენტში. მე მესმის დედაშენის, მაგრამ ის ვერასდროს გამიგებს... ალბათ. მისი გული ნამსხვრევებად ვაქციე... ეს კაცი ვარ, მამაშენია ეს კაცი! – ბრაზითა და სინანულით საუბრობდა. თავზე ხელები შემოიჭირა, ძალიან ძლიერად და ცრემლებმა გზა მონახეს მის სახეზე. თიკა უკვე ტიროდა. სხვანაირად ვერ შეეძლო. რის გამო ხდებოდა ეს ყველაფერი? ნუთუ ამხელა ცოდვა ჰქონდათ ოთარს და ნინოს უფლის წინაშე, ამხელა განსაცდელს რომ უვლენდა? თუ უბრალოდ გამოცდა იყო? ჰო, ალბათ, გამოცდა, რომელიც მალე დასრულდებოდა... გატეხვის დრო აღარ იყო, წარმატებით უნდა ჩაებარებინა სამივეს ეს გამოცდა. გამოცდა, რომელზე უფრო მტკივნეულად რთული არ არსებობს მთელს პლანეტაზე. ყოველშემთხვევაში, უნდოდა ასე ყოფილიყო. – უნდა უთხრა, დედას უნდა აუხსნა ყველაფერი! – წარმოსთქვა, რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ. – თუ არადა, თვითმკვლელობაა ეს ორივესთვის. ან ყველაზე ცივსისხლიანი ოჯახური მკვლელობა... ძალიან, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს იმის გამო, რომ ამდენი ხანი გალოდინეთ. მოვლენები აიკინძა და ვერ მოვახერხე დაწერა. ერთადერთი თხოვნაც მექნება თქვენთან... ნუ მთხოვთ, რომ თავები გავზარდო რა... ჩემს მაქსიმუმს ვდებ იმაში, რომ ესეც დავწერო, რასაც ვწერ. ვცდილობ თითო თავი თითო მოვლენას დავუთმო და როცა აღარაფერია სათქმელი, რა აზრი აქვს სიტყვების ტყუილ თამაშს? გამიგეთ, მეც ძალიან მინდა, რომ დიდი თავები დავწერო და, როცა შემეძლო, ვწერდი კიდეც... მიყვარხართ და მაპატიეთ ამხელა დაგვიანება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.