შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული და ტკივილი(5თავი)


1-06-2016, 19:25
ავტორი ♥love love♥
ნანახია 2 624

-სანდრო თბილად ჩაიცვი სიცივეა.
-აუ კაი რა დე ხომ იცი მე არ მცივა? ... დიდუ რა სიცივეა.
-სანდრო ხომ ხედავ მაია დეიდას ყოველთვის უნდა დაუჯერო, იმიტომ რომ უფროსია და შენზე მეტი იცის.
-აუ თიკო შენღა მაკლდი ჭკუის მასწავლებლად.
-კაი თუ არ გინდა აბა იყავი მასე.
-ზუსტადაც რომ ვარ. რა მერე?
-აპა ბავშვებო რატომ ჩხუბობთ?(დათო)
-სანდროს ვეუბნები რომ მაია დეიდას ყოველთვის უნდა დაუჯეროს, რადგან ის უფროსია და მეტი იცის, მას კი გული მოსდის არ მჭირდება შენი სწავლებაო.
-კარგი სანდრო ეგრე უხეშად საუბარი არ შეიძლება. თან ჩვენი პირობა ხომ არ დაგვიწყებია??
-არა მამა არ დამვიწყებია.
-აპა წავედით თორე დაგვაგვიანდება.

-აუ ნიკა დამიბრუნე ჩემი ქუდი რა. (თიკო)
-არა. მოდი და აიღე თუ ეგრე ძალიან გჭირდება.
-ნიკააა, დამიბრუნე რა თორე მასწავლებელს ვეტყვი.
-მერე რა რომ ეტყვი მაინც არ მოგცემ.
-აუ ჩემი ქუდი დამიბრუნე რა.
-თიკო რატომ ტირი? მითხარი რა ხდება.( სანდრო)
-ნიკამ ქუდი წამართვა და არ მიბრუნებს.
-კარგი ეგ საქმე მე მომანდე. ნიკა მოდი ერთი წამით აქ. ეხლა შეგიძლია წახვიდე. აჰა თიკო შენი ქუდი.
-მადლობა სანდრო. მიყვარხარ.
-შენ რა ქუდის გამო ტიროდი? დედიკოს გოგო (ნიკა)
-ნიკა მეორეჯერ თიკოს ეგეთ რამეს ეტყვი და გცემ. (სანდრო)
-აუ რა შემაშინე. მე შენი არ მეშინია. (ნიკა)
-ვაიმე სანდრო გთხოვ დაანებე თავი რა. არ უნდა ამდენის დარტყმა გთხოვ შეეშვი. მასწავლებელო გთხოვთ გააზოვეთ.
-აპა სანდრო რას ნიშნავს ეს საქციელი?
-ბოდიში მას უბრალოდ თიკოს აწყენია და მაგიტო.

-სანდრო დღევანდელი საქციელისთვის დასჯილი ხარ (მაია)
-აუ რატო დე? მე ხომ თიკოს დაცვა მინდოდა?
-თიკოს დაცვა გინდოდა, მაგრამ ნიკა არ უნდა გაგელახა.
-აპა თიკოს აწყენინა და თიკო შემეცოდა.
-მორჩი ბურდღუნს. დასჯილი ხართქო. დღეს ეზოში არ ჩახვალ. მორჩა და გათავდა. შენი ზედმეტი სიტყვა არ გავიგო.
-სანდრო შეიძლება შემოვიდე?
-შემოდი თიკო რა ხდება?
-დღევანდელისთვის ბოდიშის მოსახდელად მოვედი. ჩემი ბრალია დასჯილი რომ ხარ.
-საბოდიშო არაფერია. საჭირო იყო შენი დაცვა და მაგიტო გავაკეთე ეს. შენ გოგო ხარ მეკი ბიჭი ამიტომ უნდა დაგიცვა. ეს ჩემი მოვალეობაა.
-დათო საიდან იცის სანდრომ ამდენი? (მაია)
-მე ვუთხარი დილით რომ თიკოსთვის მიეხედა, რომ სკოლაში არვის დაეჩაგრა.
-მეც არ გამიკვირდა პირველ კლასელმა ამდენი საიდან იცისთქო? თურმე შენ გისწავლებია.
-კარგი მომასმენიე რას ლაპარაკობენ.
-დიდი მადლობა სანდრო. შენ ჩემი ძამიკო ხარ. მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ თიკო. (ჩაეხუტებიან ერთმანეთს)
-დღეს ეზოში არ ჩამოხვალ?
-დედამ რა თქვა ვერ გაიგონე? დასჯილი ხარ და ეზოში ვერ ჩახვალო.
-აუ. მე რომ ვთხოვო ნეტა გამოგიშვებს?
-არმგონია. ჩემზე ძალიან გაბრაზებულია.
-ოჰ. მოიცა. წამო და მე ვთხოვ გამოუშვითქო. მაია დეიდა შეიძლება რაღაც გთხოვოთ?
-კი თიკო მთხოვე რაც გინდა.
-გთხოვ სანდრო ეზოში გამოუშვი რა.
-არა თიკო სანდრო დასჯილია დღეს. შენ ჩადი თუ გინდა.
-მე სანდროს გარეშე არ ჩავალ. არ მინდა მარტო წასვლა.
-ხო კარგი წადით ოღონდ თბილად ჩაიცვით.
-იეს. მაგარია. წამო სანდრო ჩავიცვათ და წავიდეთ
-დათო მგონი ყველაფერი გამოგვივა არა?
-კი მე მჯერა ამის 1000 პროცენტით.
-ხო აპა რა. შენ სანდროს კარგი არაფერი ასწავლო და კარგად წავა საქმე.
-ოჰ, რა გინდა? მინდა რომ ნამდვილი მამაკაცი გაიზარდოს, თან რაგინდა ცუდად მოიქცა? ძან კარგად გადაარჩინა თიკო. ჩემი ვაჟკაცია.
-ოხ ეს კაცები. ყველა ერთნაირები როგორ ხართ?
-ქალები ხო ხართ რა.
-ჰე მორჩი ეხლა ქალების ლანძღვას და საუზმის გამზადებაში მომეხმარე.
-მე არ ვიცი საჭმლის გაკეთება.
-დავიჯერო არც თეფშების გატანა შეგიძლია მაგიდამდე?
-ოხ ეს ქალები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent