შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მეორედაც მოდის (12 თავი)


2-06-2016, 00:37
ავტორი zia-maria
ნანახია 3 217

---ეხლა მე მომისმინე.- ამაყად იდგა ჟანეტი მის წინ- რა გინდა და რას ხლართავ მაგრამ, ეს გახსოვდეს ,,სანთელ საკმეველი, თავის გზას ყოველთვის გაიგნებს''. შენ მე ვინ გგონივარ ვიღაც ქუჩაში მოხეტიალე ბავშვი? უფლება გაქვს მოხვიდე და თავში წამომარტყა? მოვა დრო რომ ცხოვრება თავად წამოგარტყამს. ჩემთან რატომ მოხვედი? რას ითხოვ? მასთან მიდი და მას დაელაპარაკე!
---ნიკას გაყვები და მთელ ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ, მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებ და კიდევ ნუ მეჩხუბები ჟანეტ!
---ღმერთო ჩემო მე არ გეჩხუბები, რა უფლება მაქვს შენ გეჩხუბო. აქ მოსვლას და ჩემთან მუქარით საუბარს ჯობდა მასთან მისულიყავი.- ირონიუი მისი ხმა, რომელიც ბრაზს, ტკივილს, იმედგაცრუებას ერთად მალავდა- მე რატომ მემუქრები მე დაგაორსულე? ჩემთან მოდიხარ დიდი გულით, გგონია რომ შემაშინებ? როდის გაიცანი ერთი ნახვით შეგიყვარდა?
---ეს უკვე შენ აღარ გეხება, ეს უკვე ჩემი პირადია. თუ ნიკასთან იქორწინებ, იცოდე ეს ქორწინება შენთვის იქცევა საცოდავ სანახაობად. მე შენ დაგინგრევ შენთვისვე შექმნილ ბრდნიერებას, ცხოვრებას აუტანელს გაგიხდი. ნიკას იმედებს და მისწრაფებებს მხოლოდ მე ვავსებ, მის გავლენას და პერსპექტივებს მე განვაგებ უკვე დიდი ხანია, მე ნატალი გორგოძე.-ამაყად თქვა გოგომ, თითქოს შემომდეხედე დედოფალი ვარო- ეს ქორწინება შენთვის იქნება წერტილის დასმა შენი სიცოცხლისთვის. ნიკას ქორწილში დედოფალი მხოლოდ მე უნდა ვიყო, აწმყოშიც და მომავალშიც. ასე რომ შენი მახინჯი სახე საერთოდ გამორიცხე ამ როლიდან რომ, შენ დაიკავებ ჩემს ადგილს, ვერ ეღირსები, ღმერთმა მე შემქმნა ქალად და იმ ქალად რომ ვყოფილიყავი თანამგზავრი ნიკას ცხოვრების. მე უნდა ვიყო მასთან ერთი მთლიანი. შენ კი ვერასოდეს ვერ იქნები ის საყრდენი ნიკასთვის რასაც ის საჭიროებს, ასე რომ, შენს ადგილზე, მე კარგად ვიფიქრებდი. ცოდოა ნიკას როგორ იმეტებ იმისთვის რომ, ასეთმა სიმპატიურმა ახალგაზრდამ შენს სიმახინჯეს უყუროს მთელი ცხოვრება. მაინც მიგატოვებს ბოლოს, მაინც ჩემთან მოვა. ამიტომ შეეგუე ამ აზრს აქედანვე რომ ნიკა შენი არასდროს არ იქნება. მიფრთხილდი ჟანეტ და გზიდან ჩამომეცალე, გვერდით გადექი!
---წყნარად გისმენ ამდენი ხანი და მიკვირს საიდან გაქვს ამდენი ბოღმა. ხომ არ გეგონა რადგან არ შეგაწყვეტინე შემეშინდა შენი სიტყვების? არასოდეს არ გსმენია რომ ქრისტიან ადამიანს მტერიც რომ უყვარს ნატალი? ქართველი კაცი ასე არის ოდითგანვე რომ მტრის მიმართ მრისხანება კი არა ლმობიერება გამოავლინოს და მისთვის დაუძინებელი მტერიც მოყვარედ მიიღოს.ეს არც შენ და არც მე არ ვწყვიტავთ საბოლოოს, გული წყვეტს ვინ იმსახურებს მის სიყვარულს და ვინ სიძულვილს. სიამაყით მომზირალი თვალები, მატყუარა ენა, ავისმზრახველი გული. აი ეს ბოროტი გრძნობები კი შენ დაგღუპავს და მოგიღებს ბოლოს. დაიმახსოვრე სიყვარულს ვერანაირი დრო ვერ ეხება, ყველა ბოროტება მას უფრო აძლიერებს. შენში კი იცი რა დევს? სიბოროტე და შეშლილი გრძნობა. გეშინია რომ ნიკას სხვა უყვარს და ეს გიშლის მაგრამ ,გახსოვდეს ის სხვა შენზე ძლიერად უყვარს. შენ კი ამ ამბით შეშინებული არ იცი, რა როგორ გააკეთო და როგორ ავნო. ეს ბოღმა შენში ოკეანეში ჩაძირული ხომალდივით წევს, შენივე სულის ფსკერზე, შენ მხოლოდ შენი ბოღმით ხარ ჩაძირული, შეიძლება გაიმარჯვო მაგრამ, შენი გამარჯვება დროებითი იქნება და სინანულის გრძნობაც გაიღვიძებს შენში და კარგად დაფიქრდი ნატალი სინანულის გრძნობამ შენში გვიან არ გაიღვიძოს! -გაეცალა ნატალის და მის დაქალებს და უცებ ისევ მიუბრუნდა მათ და დაამატა თავის ნათქვამ სიტყვას შემდეგი სიტყვები.
---ხო მართლა დამშვიდდი. სხვისი ბედნიერებისაგან წნევა გიწევს და ბოღმისაგან სკდები. შენისთანა ბოღმიანები სხვის ბედნიერებას არათუ შეეგუონ, არამედ ვერ იტანენ საერთოდ მაგრამ, ეხლა ამ შემთხვევაში უნდა აიტანო რადგან მე ვერაფერს ვერ დამაკლებ შენი ბოღმით. თავს ისე მიხედე რომ ბოღმისათვის და შურისათვის დრო არ დაგრჩეს!- გაეცალა და დატოვა ყველა ენაჩავარდნილი შუა ქუჩაში. ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა რადგან მისი აკანკალებული სხეულისთვის არ შეეხედა ვინმეს. ძლიერი ქალის როლი გაითამაშა მაგრამ, იქ დატოვა მთელი მისი სულის სიძლიერე.
---ლოგიკურად გათვალე ჟანეტ, ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად იყოს. მისი ტყუილით, მუქარით, შანტაჟით ცდილობს მიაღწიოს თავის მიზანს. არ შეიძლება ნიკამ ეს გააკეთოს, ასე ადვილად ჩვენი სიყვარული არ დამთავრდება. ჩვენს სიყვარულს ღრუბელი თან ახლდა ყოველთვის, მაგრამ სავსე ვიყავით ერთმანეთის სიყვარულით. მე ხომ ბოლომდე გავეცი და დავიხარჯე საყვარელი ადამიანისადმი ! ნუთუ დადგა დრო და დამთავრდა ეს ყველაფერი? ნუთუ ჩვენ სხვადასხვა გავხდით? ნუთუ ასე ნელა-ნელა გამოიკვეთა ჩვენი სხვადასხვა ღირებულებები? ნუთუ ასე გაურკვევლად, ასე აუხსნელად წავა ჩემგან? ნუთუ შეუძლია გამიმეტოს ამ ტკივილისთვის? მე ხომ მთელი გრძნობით მიყვარხარ ნიკაააა! -ბოლო სიტყვები ხმამაღლა წარმოთქვა და თან გულიდან ამოუშვა საშინელი ღრიალის ხმა.
---ჟანეტ? იცი სად ხარ? -მოესმა გუგას გაკვირვებული ხმა. გამოფხიზლდა და თავი ასწია. ფიქრებში გზას აცილებულიყო და ძალიან შორს იყო გასული სახლიდან.
---გუგა? -მივიდა და ჩაეხუტა და ტირილი აუვარდა.ტიროდა მთელი გულით. გუგას გაუკვირდა ჟანეტი და ტირილი? ჟანეტი და ცრემლი?
---რა მოხდა ჟანეტ, შემომხედე, ნუ მაშინებ გოგო!- გაოცება, სიბრაზე ყველაფერი იკითხებოდა გუგას თვალებში.
---გუგა ნიკას სხვა ყავს და შვილს ელოდება მისგან. ასე რატომ მომექცა, რატომ?
---რააა? შანსი არაა. არა, ეს შეუძლებელია. ვიღაცას შურს შენი ბედნიერება და სულიც კი მოუწამლია დღეს შენთვის!
---არა მეც ვგრძნობ რომ შეიცვალა ამ ბოლო დროს. გუგა ნიკას ვეღარ ვცნობ!
---მომისმინე მე შემიძლია ჩავერიო მაგრამ, მოდი ჯერ თქვენ გაარკვიეთ თქვენი ურთიერთობა. მე არა მგონია ეს სიმართლე მაგრამ, თუ ასეა მაშინ გეტყვი რომ, მე შენს გამო მზად ვარ უარი ვთქვა იმ წლებზე რაც მე და ნიკას გვაკავშირებს. მე დავკარგავ საუკეთესო მეგობარს და შენი დამცირების უფლებას არავის არ მივცემ, გესმის?
---მესმის მაგრამ დამპირდი, რაც არ უნდა მოხდეს გუგა ჩემსა და ნიკას შორის თქვენი მეგობრობა ურყევი იქნება. გთხოვ, რაც არ უნდა გაგიჭირდეს ეს ჩემი გულისთვის გააკეთე.
---რატომ მეუბნები ჟანეტ და გიყურო როგორ იტანჯები?
---მე გითხარი გუგა შენ დღევანდელ ნიკას იცნობ, ხვალ რა იქნება ეს არ ვიცითთქო გახსოვს? შენ არც დამნაშავედ არ იგრძნო თავი არც ერთი წუთით და ჯერ მომეცი დრო რომ მე თავად გავარკვევ ყველაფერს. დავუკვირდები მის ქცევებს, ჯერ არაფერს არ ვეტყვი, დაველოდები მის მიერ გადმოდგმულ ნაბიჯს.
---მომისმინე კარგსაც იზამ, შეიცანი დრო რომელშიც ცხოვრობ. დაფიქრდი ვინ ხარ და რა უნდა აკეთო. თუ ეს სიმართლე გამოდგა, მაშინ გეტყვი რომ დრო დადგა შენ აღარ უნდა იფიქრო მასზე და შენს თავს მიხედო. ძლიერი ხარ და შენ ჩემზე უკეთესად გაართმევ თავს ყველაფერს. დადგება დრო როცა საჭირო გახდები და მაშინ შერცხვებათ შენი შეხედვის თუ დარჩენილი ექნებათ სირცხვილის გრძნობაც კი. ერწმუნე გულს, გჯეროდეს საკუთარი თავის, მოუსმინე მხოლოდ საკუთარ თავს და იაზროვნე შენი აზრებით. გესმის რას გეუბნები ჟანეტ? ანალიზებ თვითეულ სიტყვას? შემომხედე, თვალებში შემომხედე, შენ ძლიერი ხარ და არც მე და არცერთი ჩვენთაგანი, თვით დათოც კი არ მოგცემს სისუსტის უფლებას!- მკაცრად ესაუბრებოდა გუგა მაგრამ, მთელი გრძნობით და გულწრფელობით. გულში ჩაიხუტა და თავზე აკოცა თბილად.
---მე არც ისე ძლიერი ვყოფილვარ გუგა, მე ეხლა ვსწავლობ ჩემს თავს. ჩავხედე ჩემს სულს და რა დავინახე იქ იცი? სიცარიელე. ვიხეტიალე საკუთარი სულის სიღრმეში და ვერაფერი სასიკეთო ვერ ვნახე იქ. აზროვნების უნარიც წამართვა დღეს იმ გოგოს სიტყვებმა და მადლობა უფალს რომ, იქვე არ გავითიშე. თორემ დარწმუნებული ვარ რა უდიდეს სიამოვნებას მივანიჭებდი. ღონე და ძალა დღეს იქ დავტოვე სასწავლებლის ეზოში, კიდე კარგი გრძნობებს არ ავყევი გუგა და დროზე გამოვეცალე. რა ბედნიერი ვიღვიძებდი დღემდე, როგორ ძლიერად აგიზგიზდა სიყვარული ჩემს გულში და დღეს გახურებულ ნაკვერჩხლებს წყალი გადაასხეს და ჩაანაცრენ!
---არ იცი ჯერ რა ხდება და ნუ გადაწურე მთლად იმედი, უიმედო განაჩენივით. ადე წავიდეთ, ინერვიულებენ სადაცაა დაღამდება!-გუგამ წამოაყენა ჟანეტი და საკმაოდ მოშორებით მდგარ მანქანისაკენ წაიყვანა. მანქანაში დათო და რეზი იჯდნენ და ჟანეტის ასე განადგურებული სახის დანახვისას ენა ჩაუვარდათ, ვერაფერი ვერ თქვეს.
---დათო თქვენ დაჯექით რომელიმე საჭესთან, მე ჟანეტთთან დავჯდები უკან და მივხედავ!
---რა ხდება გუგა!-იკითხა დათომ რომელსაც გულში გაუარა რომ, ეს ტკივილი რასაც ჟანეტი გრძნობს შესაძლებელია ნიკასგან იყოს მიყენებული.
---არაფერი მნიშვნელოვანი, მერე გეტყვით!- უთხრა წყნარად გუგამ ბიჭებს.
---სიყვარულს ასაკი არ აქვს, ის კვლავ და კვლავ იბადება. ის მარადიულად ნორჩია და მას დაცვა უნდა. უნდა დავიცვა, მე ჩემი უნდა დავიცვა. არავის არ მივცემ ჩემი სიყვარულის ფეხქვეშ გათელვის უფლებას !-თვალები დახუჭული ქონდა და ბუტბუტებდა თავისთვის. გუგას გული მოეწურა ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა მის დად ნაფიცს.
---თუ ეს მართალია არ ვაპატიებ, ძვლებში დავამტვრევ!- თქვა გუგამ.
---არაფერსაც არ იზამ საერთოდ, მე მაცადე. შენ არაფერი არ იცი, მე უნდა დავრწმუნდე რომ დღევანდელი დღე კოშმარია ჩემთვის და ხვალიდან ყველაფერი კარგად იქნება!
---მე შენს წინ არ წავალ, მაგრამ თუ არ მიხედავ მერე მე მივხედავ უშენოდ!-უთხრა მკაცრად გუგამ.
---რა ხდება აღარ იტყვით? ხომ იცით არა სამარე ვართ მეც და რეზიც და თუ რამეს გავაკეთებთ, ერთად გავაკეთებთ! -ხმამაღლა და გაღიზიანებულად თქვა დათომ. ჟანეტმამ ყველაფერი მოუყვა ბიჭებს და მათ გაქვავებულ სახეებს დააცქერდა.
---არ გეგონოს ჟანეტ ვამართლებ ნიკას მაგრამ, მომკალით და არ მჯერა!- უთხრა დათომ.
---არც მე არ მჯერა. მთელი დღეს ერთად ვატარებთ, ერთად გავდივართ და ერთად შემოვდივართ. ასეთი რამე არ გამომეპარებოდა ან იმდენად ვენდობით ერთმანეთს რომ არ დაუკვირდით და სადღაც რაღაც გამოგვრჩა? -თქვა რეზიმ გაოცებულმა.
---მოდი ასე ვქნათ. ახლა წავალთ და დავლევთ ყველა, შენც დალევ და ჩაახრჩობ დღეს შენს დარდს სასმელში. ხვალ კი შენ ჩვეულებრივად წახვალ სასწავლებელში და მე წაგიყვან. ზეგ რეზი და ასე ყოველ დღე გატარებთ ყველა.გიორგის და ვანოსაც ვეტყვით დახმარებას მაგრამ, რა ხდება ჯერ არცერთი არაფერს არ ვიტყვით. მაინტერესებს თუ მართლა აქვთ ახლო ურთიერთობა და იცის ქორწილისთვის ემზადებოდით, მაინტერესებს ის ჩათ....ი რას ეტყვის. მერე კი ერთ დღეს ერთად მოგაკითხავთ ყველა ნიკასთან ერთად. ვისროლოთ ეს ბადე ჯერ და ვნახოთ მოყვებიან მსუყე თევზები? თუ ასე კარგად არის შენიღბული რომ ვერცერთი ვერ ვამჩნევთ ვერაფერს დავიჯერო?- უკვირდა დათოს და უნდოდა თავადაც გაეგო სიმართლე.
---კარგი ასე ვქნათ, წავედით.
გეზი აიღეს თავიანთი საყვარელი ადგილისაკენ.
---დაურეკოთ კაკის ლილუც წამოიყვანოს და მოვიდნენ ისინიც. -მივიდნენ და ოთხივე შემოუსხდა მაგიდას სხვების მოლოდინში.
---მალე შენი დაბადების დღე მოვა ჟანეტ და თან ოქროს დაბადების დღე 21 თებერვალს 21 წლის ხდები. ეს დღე კი რაც არ უნდა მოხდეს მაგრად უნდა აღვნიშნოთ. მოწყენის უფლებას არ მოგცემ იცოდე ქაჯან! -სიყვარულით მოეფერა გუგამ. მაგიდაც გაიწყო და კაკიც მოვიდა ლილუსთან, გიორგისთან და ვანისთან ერთად
---რას ავღნიშნავთ? თუ ეს ისე პროსტა იკითხა ბიჭებმა ინტერესით
---ქეიფს და მეგობრებთან შეხვედრას მიზეზი ჭირდება?-იკითხა წარბის აწევით ჟანეტმმა- .რა ჭირს ამას, ეს ერთი გვყავდა წყნარი და სულ გამოგირეცხა ხო ტვინი ნიკანდრომ ან რა ხდება ვინ შეგცვალა თან ასე მწარედ?-კითხა გაკვირვებულმა კაკიმ
---არავის შეუცვლივარ დავლიოთ, ყველა ვსვამთ!- ჟანეტი ნერვებს ვერ იმორჩილებდა და სულ კანკალებდა. დაიწყეს დალევა და ამ სმაში ნიკაც შემოუერთდა მეგობრებს. კარგად იყო ჟანეტი რომ ფეხზე წამოდგა და კაკის კატეგორიულად მოთხოვა ჭიქის შევსება
--დამისხი კაკი, დღეს უნდა გავითიშო რომ ყველაფერი დამავიწყდეს რომ, ხვალ ფხიზელი თვალით ყველაფერი ძველებურად დამხვდეს მის ადგილზე.
გაოცებული მიჩერებოდა ყველა და მათ შორის ნიკაც. კაკიმ შეუვსო სასმისი და ჟანეტიმ თქვა;
---ისევ ისე დაბინდულა საღამო, ისევ ჩუმი მარტოობა ფეთქავს, მეგობარო მომაწოდე სასმისი ამ ღამესაც ბარემ ლოთი მერქვას! ამ ღამითაც შევებმები იალქნებს და ალისფრად მოგონებებს ვხატავ, ნაბიჯებით გავასწორებ ფილაქნებს, ცხოვრებას რომ შეცდომებით აკრავს!- ბოლო სიტყვებზე მის წამწამებს ცრემლიც დაეკიდა და ჩუმად, ცალი თვალით ნიკას გადახედა. თვალდახუჭულმა დაცალა სასმისი და რომ გაახილა მის წიმ ნიკა იდგა გაკვირვებული და გაბრაზებული სახით და ჩუმად უთხრა ნიკას.
---სიყვარულს ბევრი ფრთები აქვს, კანონი კი მხოლოდ ერთი, ,,ერთგულება''.შენ შეგიძლია ნიკა იყო ერთგული?
--ვხედავ რომ რაღაცამ ძალიან გაგაბრაზა, ამას შენი ქცევით დებილი უნდა იყო ადამიანი რომ ვერ მიხვდეს. იქნებ ამიხსნა რა ხდება და მეც მაგ კითხვაზე გაგცე პასუხი, პასუხი რომელიც შენც ძალიან კარგად იცი. თუ არ მეტყვი რა მოხდა და რატომ გტკივა ასე ჩემი შენს გვერდით ყოფნა, მე ვერაფერს ვერ გეტყვი ჟანეტ. ვერ გავცემ შენს კითხვას პასუხს.
---არაფერი ნიკა, არაფერი. ყველაფერს თავისი დრო აქვსო შენ ხომ ამბობ ასე. ხოდა დაველოდოთ ჩვენც როდის მოვა ის დრო.
მეგობრობა წლებს არ ითვლის. არც საათის წუთებს, არც დროს. დათომ დილით ადრე მიაკითხა ჯანეტს რამაც ძალიან გააკვირვა ძია ნოდარი.
--- ეგრე რატო მიყურებ ძია ნოდარ, არ გამოვიყურები კარგად? ერთი გოგო უნდა ვაეჭვიანო და ჟანეტი უნდა მოგპარო დღეს!- აუხსნი მისი ადრიანი მისვლის მიზეზი დათომ.
---თქვენ როდისმე დასერიოზულდებით და სერიოზული საუბარს შეძლებთ? -სიცილით უთხრა ძია ნოდარიმ და კიბეებზე მომავალ შვილს შეხედა. ძალიან კარგად გამოიყურებოდა ჟანეტი. ელეგანტურად ეცვა, მიუახლოვდა დათოს შეხედა და ერთი კარგად დაუსტვინა შემდეგ სიცილით უთხრა.
---ვაი დედა გული, დათო დაცემა ბიჭი ხარ და ვის აუწევს ნეტავ დღეს წნევას? სამივეს გაეცინა, დათოს ხელმკლავი გამოსდო და წავიდნენ მხიარული სახეებით ორივე სახლიდან.
---დღეს კარგი ამინდია და ეს მოკლე კაბა მეორედ არ ჩაიცვა, ნიკოლოზი აშკარად გაბრაზდება. წუხელს მერე მაინც იღრინება!- გახედა ჟანეტს და თვალი ჩაუკრა.
---გრანტი გეკუთვნის დღევანდელი მსახიობობაში!- სიცილით უთხრა ჟანეტმამ
--ვაი თავი მტკივა მისკდება!
----რომ გამიმართე იქ განსხვავებულები რომელი ჭური შენ იყავი იმდენი ღვინო რომ ჩაგეტია მაგ მუცელში!- დასცინოდა დათო.
---თქვა რამე მე და გუგა რომ წამოვედით?
---დაფიქრებული იყო და ვიცი რომ მთელი ღამეც არ უძინია. საფერფლე სავსე იყო ამ დილით სიგარეტის ნამწვავებით!
---იფიქროს არა უშასვს, იქნებ მიხვდეს სად დაუშვა შეცდომა!.ამ საუბარში სასწავლებელშიც მივიდნენ.
---აბა მოემზადე, ნახე აქეთ იხედება ყველა. გადასვლამდე დაზვერე იმ გოგოს ხედავ აქ სადმე? არ გადახვიდე მე მადროვე, დაიცა გოგო ჯერ მე გადავალ თამაში დაიწყო, ხო ხო ხო რა გოგოებია? -ეცინებოდათ ორივეს.
---აი გახედე მესამე ფანჯრიდან იხედება, სადაცაა გადმოვარდება ძირს. მიდი გადადი სანამ შებრუნებულა, აქეთ იხედება!- დათოს გადასვლა და ფანჯრებზე გოგოების მოვარდნა ერთი იყო. ყველას აინტერესებდა ვისი მეწყვილე იყო ეს დაცემა ბიჭი. გაკვირვება და გაოცება იკითხებოდა ყველას სახეზე როცა დათომ კარი გაუღო და ჟანეტს დაეხმარა მანქანიდან გადმოსვლაში. შემდეგ ხელი-ხელ გადახვეული შევიდნენ აუდიტორიაში. იქ მისულებმა ყველას გამოხედვა დააიგნორინეს და დამშვიდობებისას შუბლზე აკოცა თბილად. ყურში კი ჩასჩურჩულა.
---მგონი დღეს უფრო მეტი მტერი გაიჩინე ქალობავ!-ხმამაღლა კი უთხრა.-არ მოიწყინო და 3 საათზე გამოგივლი!- თვალი ჩაუკრა და წავიდა. ჟანეტმმა მისი ადგილი თვალით მოძებნა და წავიდა მშვიდად მისი ადგილისაკენ. ასე გრძელდებოდა მთელი ერთი კვირა და პარასკევს როცა ლექციები დასრულდა, ჟანეტს ცოტა დააგვიანდა ეზოში გამოსვლა. მთელ სასწავლებელს იქ მოეყარა თავი და ბიჭებს ზვერავდნენ. ჟანეტის გამოსვლამ კი სენსაცია მოახდინა, მხიარული სახით წავიდა ბიჭებისკენ და ყველამ თბილად ჩაიხუტა გულში. ნიკა აკლდა მხოლოდ მათ სამეგობროს.ლილუც კი წამოეყვანა კაკის და წელზე ხელშემოხვეულ მის სხეულზე ყავდა აკრული, ორი თავით დაბალი გოგო.
--ყველა აქ ხართ? მივდივართ სადმე?-იკითხა და გული ჩაწყდა რომ მათ მხოლოდ ნიკა აკლდა. ამ დროს კი რეზიმ იყვირა.
---ვინ თქვა არ მოვაო, აი ნიკანდროც მოვიდა და ყველამ ნიკასკენ გაიხედა. ნიკაც ღიმილიანი სახით მოდიოდა ჟანეტისთან ლამაზი წითელი ვარდებით.
---ეს შენ ლამაზო!- უთხრა და გემრიელად წაეტანა მის წითელ ბაგეებს, რომლებიც გემრიელად დაუკოცნა და შემდეგ მიუბრუნდა ბიჭებს თან ლილუც გადაკოცნა და თმები აუჩეჩა, ცოტა გააბრაზა.
---როგორ ხარ ლილუ, თქვენ ასე ერთიანად აქ რას აკეთებთ?
---დღეს რაღაც კარგ ხასიათზე ხარ ნიკოლოზ! -უთხრა დათომ.-
--რატომ უნდა ვიყო ვითომ ცუდ ხასიათზე? გაუკვირდა ნიკას. ჟანეტის ხელი გადახვია და მისკენ მიიზიდა და ჩუმად ყურში უჩურჩულა.
---მომენატრე ჟანეტ! -დათო, რეზი და გუგა ნიკას ყველა გამოხედვას და მის ქცევას ზვერავდნენ მაგრამ, ვერაფერი ვერ შეამჩნიენ საეჭვო. ნიკა მხოლოდ ჟანეტის უყურებდა და უბრალოდ გვერძე გახედვაც არ უფიქრია.
---წავიდეთ სადაც მივდივართ!-თქვა რეზიმ.
---ჟანეტ ვიცით ეხლა ყველამ რომ ვერც ამბობ და თან გიკვირს, არადა ინტერესი გკლავს რატომ არ მოგილოცეთ დღევანდელი დღე. მაგრამ მე ამ იდიოტებს არ ვუყურებ და გილოცავ ჩემო გოგო დაბიდუბის!- რეზიმ ხელში აიყვანა და ააფრიალა ეზოში ჟანეტი, რასაც მისი გულიანი და სასიამოვნო კისკისი ხმა ამოუშვა და ძალიან გაუხარდა რეზის ეს ჟესტი.
---ჟანეტ შენ და ლილე სახლში წახვალთ, გამოეწყობით და გამოგივლით. ჩვენ კი საქმე გვაქვს. ნიკა ესენი გაიყვანე შენ და მერე შენც ჩვენთან მოდი, იქ შენ რომ იცი! უთხრა გუგამ. დაიშალენ და დაცარიელდა უნივერსიტეტის ეზოც, ყველა მის გზაზე წავიდა.
---ნიკა სალონში მიგვიყვანე და წადი შენ, ტაქსით წავალთ ჩვენ სახლში!- უთხრა ჟანეტიმ.
---არ დაგელოდოთ?-გაუკვირდა ნიკას.
---არა წადი შენც მოსამზადებელი ხარ, მზადებას რომ დავასრულებთ დაგირეკავთ და რომელიმემ წამოვიდეს ჩვენს წასაყვანად!
---კარგი თქვენ როგორც გინდათ!- უთხრა ნიკამ. სალონში რომ შევიდა ტელეფონზე გადარეკა და უთხრა.
---წამოვიდა ჩვენ სალონში ვართ!- ჟანეტმმა უბრალოდ ბოლოები დაიხვია და გაიშალა თმები. მის კაბას ასეთი ვარცხნილობა მოუხდებოდა იცოდა. ლილუმ დაისწორა წინ და ვარდის ბუჩქივით გაიკეთა. წინ კი ლოკონნები ჩამოაგდო და ორიც უკან. საოცრად მოუხდა მის ნაზ და ბავშურ სახეს მისი ეს ვარცხნილობა. სახლში ტაქსით დაბრუნდნენ და მომზადებული კაბები გადმოიღეს, რომ ქვემოდან ხმაური მოესმათ. ერთად მიაწყდნენ კარებს და ძირს, შემოსასვლელში ნიკა და კაკი იდგა გოგოების ლოდინში საათს წამდაუწუმ მისჩერებოდნენ. ლილუმ წითელი გაშლილი მუხლამდე კაბა ჩაიცვა,შავ მაღლებთან ერთად. პატარა გოგოს გავდა ლილუ ძალიან ნაზი და საყვარელი. ჟანეტმა ღია ცისფერი კაბა ჩაიცვა, გრძელი და დაშვებული. ორივე ფეხზე აჭრილი, მკერდის ზემოთ ორი ბრეტელით და წელში ქამრით. ყელზე ასეთივე გრძელი შარფი და ნაცრისფერი მაღლები. თითქოს ამ კაბამ გამოკვეთა ჟანეტის სიმაღლე და სიმშვენიერე. ორივე ერთად გავიდა და ორივე ერთად დაეშვა კიბეზე. ბიჭები კი ქვემოდან თვალებ დაჭყეტილი უყურებდნენ.
---ეეეეჰ წავედით? -ხელი აუქნია ორივეს თვალებთან ლილუმ.
---ხო, ხო წავედით!- კაკიმ ძლივს მოაბა თავი სიტყვებს. ჟანეტი გამოირჩეოდა მათი სილამაზით და მიიზიდენ კიდეც ფოტოგრაფების ყურადღებაც. არ შეიძლებოდა ლილუსთვის და კაკისთვიოს სიყვარულით არ შეეხედა ვინმეს, ისეთი საუყვარელი წყვილი იყო. რამდენი გოგო ოცნენონდა ნიკასა და კაკის გვერდით ყოფნას ამ ღამით, ისევე როგორც ბიჭები ოცნებობდნენ ლილუს და ჟანეტის გვერდით ყოფნას. ამ ორ წყვილს ხალხმა შეიძლება თამამად უწოდოს ,,საუკუნოდ ერთად'' ამ ოთხ ადამიანში აშკარად ჩანს შორიდანაც თუ რაოდენ ძლიერ დუღს ვნება მათში.
ჟანეტმა მხიარულად მიიღო მილოცვები მაგრამ, ძალიან გაუკვირდა მამას რომ ვერ მოკრა თვალი. მეგობრებმა მრგვალად შეკრულ წრეში მოიქციეს და ხმამაღალი შეძახილებით გაამხნევეს.
---აბა ჟანეტ საჩუქრები გახსენიიიი!
---კარგი რა აქ რა დავხსნა, სახლში ვნახავ ხვალ!-დაიმორცხვა ჟანეტმა. გუგამ კი ხელი მოკიდა და ძალიით მიიყვანა საჩუქრების მაგიდასთან და ერთი დიდი ლამაზად შეფუთული ყუთი მიაწოდა ხელში.
---რატომ მაინდამაინც ეს?- დააინტერესდა და გახსნა. კოლოფში კიდევ კოლოფი იყო. კიდევ კოლოფი და ხსნიდა ასე მანამ, სანამ ერთ პატარა და ლამაზ კოლოფს არ მიაღწია რომელიც წითელი ბანტით იყო გაბანტული. ცნობისმოყვარეობა კლავდა და სწრაფად შემოაძარცვა ბანტიც და ბრჭყვიალა ქაღალდიც. მეგობრები კიდევ ამხნევებსნენ შეძახილებით.
---ჟანეტ გახსენიიიიი!- გახსნა როგორც იყო და თვალები გაუფართოვდა. ვერც სიხარული გამოხატა და დარჩა ასე გაოცებული სახით.



№1  offline წევრი isterichka123

Nu gvaintrigeb gagrdzele kargia

 


№2  offline მოდერი zia-maria

isterichka123
Nu gvaintrigeb gagrdzele kargia

ხვალ დაიდება საყვარელო მეცამეტე თავი. love მადლობა რომ კითხულობ.

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ragacnairad shemzizgda nika

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent