საიდუმლო [9]
9 როგორც წესი, ოცდასამი წლის ქორწინებას ისე ხელისმოსმით არ ანგრევენ ხოლმე, როგორც ეს ნინოსა და ოთარის შემთხვევაში მოხდა. თუმცა არსებობს ზღვარი, რომელსაც ყოველი ამ ხნის დაქორწინებული კაცი თუ ქალი იცავს, ამიტომ გართულდა ასე ძალიან უკან დაბრუნება. გაურთულდა ნინოს და გაურთულდა ოთარს. და მაინც, არ ეგონა თიკას, რომ მსგავს თავმოყვარეობას გამოიჩენდა ნინო და ვერ გადააბიჯებდა მას, თუნდაც ამ ხნის ქორწინების, თუნდაც, უბრალოდ, შვილის გამო. ამიტომ ეტკინა ყველაზე მეტად. არავისთან შეეძლო საუბარი, არავისთვის შეეძლო გაემხილა, რომ მასაც სტკიოდა. ყვირილი უნდოდა, მაგრამ ვერ ყვიროდა. ჩვეულებრივ, მეტ–ნაკლებად ადვილად ეგუებიან შვილები მშობლების ავსა თუ კარგს, მაგრამ ის ვერ შეეგუა, რადგან იცოდა, როგორ უყვარდათ მშობლებს ერთმანეთი. უყვარდათ, მაგრამ თავმოყვარეობა ერთი თავით მაღლა დაეყენებინათ სიყვარულზე... იცოდა, რომ თუ მის გვერდზე სანდრო იქნებოდა, დაძლევდა, გადალახავდა ამ ტკივილს, მაგრამ არსად იყო სანდრო... არც წვიმიან და არც მზიან დღეებში. ისეთი იდუმალებით აორთქლებულიყო, როგორც მოევლინა თავის დროზე. უჭირდა ამ ფაქტთან შეგუება, მაგრამ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა, არავინ აღარ იყო მის ცხოვრებაში. ყველა თავისთვის შეყუჟულიყო თბილ ბინებსა და საყვარელი ადამიანის მკლავებში, ის კი ცხოვრებისგანაც მიტოვებული მარტო დახეტიალობდა ცივსა და ცარიელ ქუჩებში, სადაც არც სიყვარული და არც მოწყალება იყო. პირველად ცხოვრებაში ის ფიქრობდა, რომ არსად აღარ დარჩენილიყო სიყვარული, ბნელს ყველაფერი მოეცვა უკვე. თუ იმ სიყვარულის დანგრევა შეძლო, რაც ნინოსა და ოთარს აკავშირებდა, მაშინ ყველაფრის დანგრევას და დაპატრონებას მოახერხებდა სიბნელე. „უსიყვარულოდ მზეც არ სუფევს ცის კამარაზე“... უმოწყალოდ დარჩენილმა ტკივილს გულის არეში ვეღარ გაუძლო და ბარში შევიდა. რამდენჯერმე დაელია და აფექტშიც ყოფილა, თუმცა ახლა იმდენი უნდა დაელია, რომ ყველაფერი დავიწყებოდა. იმდენი, რომ პრობლემები ჯანდაბაში მოესროლა და თუ ამას მოახერხებდა, მაშინ წამალზეც თანახმა იყო. ამ მარაზმს სხვა ტყავიდან ვერასდროს შეეგუებოდა, მაგრამ სტკიოდა და გამოსავალს ვერ პოულობდა. იქნებ იქ ეპოვნა შვება, სადაც მილიონობით ადამიანი პოულობდა? ყოველშემთხვევაში, უნდა ეცადა. ალკოჰოლისა და თამბაქოს მყრალი სუნი ერთმანეთს ერეოდა ბარში და საბოლოოდ თავბრუს ახვევდა თიკას. მალე ამასაც შეეგუებოდა, ოღონდ იმ ამბებთან ნუ აიძულებდა შეგუებას ვინმე, რომელიც მის თავს ხდებოდა. მის სხეულზე მცოცავ თვალებს გრძნობდა, ჩურჩული ჩაესმოდა მთვრალი კაცების, არეული სიტყვებით რომ წარმოსთქვამდნენ წინადადებებს, რომლის აზრიც აღარ ესმოდა. საკუთარი თავის მიმართ ზიზღს გრძნობდა. ვერ იტანდა, ასეთი სუსტი რომ აღმოჩნდა და ვერაფერი შეძლო. ვერც მშობლების შერიგება და ვერც საკუთარი თავის ჯობნა. დახლთან მაღალ სკამზე დაჯდა. თავს ვერ გრძნობდა კომფორტულად, თუმცა იცოდა, რომ რამდენიმე ჭიქა ყველა კომპლექსს მოუხსნიდა. თმა სახიდან ზურგზე გადაიყარა, შუბლზე ჩამოშლილი კი უკან, თავზე დააბრუნა. ღრმად ჩაისუნთქა და ახალგაზრდა ბიჭს, ბარმენს, მიმართა: – რამე ძლიერი. უკვე ჩვეულ თხოვნაზე უპასუხო მოძრაობით უპასუხა. სასმელი გამჭირვალე ჭიქაში ჩაასხა და დახლზე გაუცურა. კარგია, რომ მოლაყბე არ იყო, როგორც ბარმენების უმეტესობა. ახლა არ ჰქონდა საუბრის თავი. უბრალოდ, ერჩია დაელია, ვიდრე ვინმესთვის გული გადაეშალა. თუმცა იცოდა, რომ გულის გადაშლა მეტ პირობას იძლეოდა მისი გამოყვანის, ვიდრე სასმელი. მაგრამ არასდროს სჩვეოდა ოჯახის პრობლემების გარეთ გამოტანა. არც ახლა სურდა ამ საქმის გაკეთება, მითუმეტეს უცხო კაცთან, რომელიც რეალურად დაინტერესებულიც კი არ იყო, უბრალოდ, დროის გაყვანა უნდოდა. მაგრამ, როგორც გითხარით, „ბარმენში გაუმართლა“. თავდაპირველი რამდენიმე ჭიქა გაუჭირდა მის ორგანიზმს, ვერ ადაპტირდა, თუმცა მესამე ჭიქიდან ნამდვილი ედემი გადაეშალა წინ. ხმაური, მთვრალი მამაკაცები და ახალგაზრდა გოგო–ბიჭები, რომლებიც სულ მალე ნარკოტიკს შესთავაზებდნენ ფულის სანაცვლოდ. აკრძალული ხილი პირველად ეჩვენებოდა ასე გემრიელი. იღიმოდა და ცენტრში მოცეკვავე ნახევრადშიშველ ქალს უსტვენდა. მეექვსე ჭიქაზე, როცა უკვე გონებას საბოლოოდ გადაჰკვროდა ნისლი, გოგო მივიდა მასთან. ქერად შეფერილ თმას ბარის განათებაში ნარინჯისფერი ფერი ედო, მაგრამ მთვრალი თიკა წითლად ხედავდა. მის ყავისფერ თვალებს კი უცნაურ ყვითლად. ასეთი ყვითელი თვალები ჯერ არსად ენახა. – ჰეი! – მისალმების ნიშნად თავი აიქნია უცნაურად ჩაცმულმა ქერა გოგომ. ასეთ ჩაცმულ გოგოებს სხვა დროს ბო*ად თვლიდა თიკა, ახლა კი უბრალოდ ანგელოზად ევლინებოდა. – ჰეი! – თითი აუწია, რადგან ხელის დამორჩილება ვერ შეძლო. ქერა, რომელიც წითური ეგონა, მისკენ დაიხარა და ყურში უჩურჩულა: – შენთვის უფრო ტკბილი ხილი გვაქვს, ვიდრე ეგ მჟავე პოლონური სპირტია. თიკას გაეღიმა, მერე გაბრაზდა, რადგან ასეთ სასიამოვნო სასმელს მჟავე პოლონური სპირტი უწოდა უცნობმა. – ეი, გოგონი! ვერ ხედავ, თავს ისეც მშვენივრად ვგრძნობ, ამ მჟავე ხილით! – დაიყვირა და ხელები გაშალა. – ჩუმად! – შეუღრინა წითურმა, – მე შემოგთავაზე, – საღეჭი რეზინის უსარგებლო და გამაღიზიანებელი ღეჭვით დაასრულა, თვალი ჩაუკრა და შეტრიალდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაც მიხვდა, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ უნდოდა. – წითურო! – დაუყვირა, სკამიდან ჩამოხტა და შებორძიკდა. იგრძნო, რომ მის გარშემო მთელი სამყარო ტრიალებდა. ფეხებში ძალა უცნაურად გამოსცლოდა და საიდანღაც მქროლარე ქარი უკანკალებდა ძალის გარეშე დარჩენილ მუხლებს. – გადაიფიქრე? ყვითელი თვალები აღარ ანათებდნენ ყვითლად. თითქოს თიკას არსებაში ორი მე ბობოქრობდა, წამიერად მისი ფხიზელი ქვეცნობიერი და მთვრალი დანარჩენი არსება. ქვეცნობიერი ყვიროდა და მას ბუნდოვნად ჩაესმოდა ეს ყვირილი. და, როგორც დააპირა ეთქვა თანხმობა, ნაცნობმა ხმამ და მხურვალე ხელის შეხებამ გამოაფხიზლა. – არაფერი გადაუფიქრებია! – იყო ხმამაღალი და უკმეხი პასუხი. ბიჭმა წელზე ძლიერად შემოჭდო თითები, უმწეო სხეული თავის ძლიერ სხეულზე მიიკრო და გასასვლელისკენ წაიყვანა. – რას აკეთებ? – შეწინააღმდეგება სცადა თიკამ. – შენს გადარჩენას ვცდილობ! – ლამის ძაღლივით დაუღრინა სანდრომ. – არ ვკვდები! – კიდევ ერთხელ გაიბრძოლა. – იგივეს ვერ ვიტყოდი! – ნერვიულად ჩაეცინა სანდროს. ცივ ჰაერზე გასულს გულის რევის შეგრძნება დაეუფლა. ცოტაც და აღებინებდა. ოღონდ არ უნდოდა ეს სანდროს წინაშე გაეკეთებინა. ჰაერმა თითქოს ძველი მე შეანჯღრია და შეაფხიზლა, მაგრამ ჯერაც არ იყო ბოლომდე გამოფხიზლებული. – დაჯექი და მოსულიერდი ცოტა! – ბრძანებასავით გაიჟღერა ბიჭის ხმამ, რომელიც კიბეზე უთითებდა თიკას. აღარ შეპასუხებია, უხმოდ და მძიმედ დაეშვა კიბის ცივ საფეხურზე. სინდისის ქენჯნა იგრძნო, ორი წუთის წინ თავის თავს უფსკრულისკენ უბიძგებდა და დახმარებაზეც უარს ამბობდა. მაგრამ ჯერაც სურდა ნარკოტიკი, იმდენად, რომ ლამის აკანკალებდა. ეს აფექტი სასმლის ბრალი იყო და პირველად არ ხდებოდა მის ცხოვრებაში. ადრეც ჰქონია იგივე სიტუაცია, როცა შეყვარებულმა მიატოვა სიტყვის უთქმელად და გაუჩინარდა. სანდრომ სიგარეტს მოუკიდა და სივრცეს გახედა. იმედგაცრუება წიწკნიდა და ვერანაირი ხერხით ვერ ებრძოდა ამ გრძნობას. ცოტა რომ დაეგვიანა, სულ ცოტა... ღმერთო, მოკვდებოდა ეს მშვენიერი არსება. – შენ ხვდები, რის გაკეთებას ცდილობდი? – მიმართა კვლავ ცივი ტონით. – მორჩი! ისედაც ვხვდები დანაშაულს, – უკან არ დაიხია თიკამ. – დანაშაულს? ეს ჩემ მიმართ კი არა, შენი თავის მიმართ უნდა იგრძნო! წარმოიდგინე, ორი წუთით რომ დამგვიანებოდა... ჯანდაბა, თიკა, ისინი ზომბები არიან! ზომბები, რომლებიც საკუთარ მშობლებსაც შეჭამენ, ოღონდ ნარკოტიკი ჰქონდეთ. შენც მათ დაემსგავსებოდი. მითხარი, ექნებოდა კი აზრი შენს ცხოვრებას? მისი დანგრევისთვის კი ერთი ნაბიჯიც საკმარისი იყო, – ცივ ხმაში ნერვიულობა შეიპარა და მყარად დაიდო ბინა. სანდრო მასზე ნერვიულობდა, ოღონდ აღარ იცოდა, ამის გამო უნდა გაბედნიერებულიყო თუ პირიქით... – შენთან წამიყვანე, ასე ვერ მივალ სახლში... – ამოიკვნესა და დაცვარულ საფეთქლებზე ხელისგულები მიიჭირა. – ეს ბოლო მსგავსი შემთხვევაა იცოდე! – ხელი გაუწოდა ბიჭმა, წამოსაყენებლად და შეეცადა თბილად გაღიმებას. ვცდილობ, რომ იმედები არ გაგიცრუოთ. მაქსიმალურად ვცდილობ და თუ არ გამომდის, მომიტევეთ. ესაა, რაც შემიძლია. და მაინც, არ აქვს მნიშვნელობა, კიდევ მომყვებით თუ არა, მე მაინც ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.