შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისფერი ფერია (სრულად)

3-06-2016, 20:57
ავტორი ANABARATASHVI
ნანახია 5 043

ბათუმში ოჯახი ცხოვრობდა: მამა, დედა და 2 შვილი. უფროსი თიკა მხიარული, ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე გოგონა იყო; უმცროსი ავთო კი დისაგან განსხვავებით, მეტად მშვიდი გახლდათ. და-ძმას ერთმანეთი ძალიან უყვარდა. ოჯახი მდიდარი არ იყო - მამას ბევრი შრომა უწევდა იმისათვის, რომ ოჯახი ნორმალურად შეენახა. დედა მშვენიერი დიასახლისი იყო, ლამაზი ხმა ჰქონდა და შვილებს ხშირად უმღეროდა.
დრო გადიოდა და თიკაც იზრდებოდა. ყველასთან მეგობრობდა, მაგრამ, სხვა გოგონებისაგან განსხვავებით, ბიჭებთან უფრო ნახულობდა საერთო ენას. სიმღერაც შეიყვარა და დედასთან ერთად ხშირად ღიღინებდა. სულ სადღაც ეჩქარებოდა. თავისი ხალისიანი ხასიათით ყველას ხიბლავდა. ყველას იოლად უახლოვდებოდა. მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ დედა უყვარდა.

ერთხელ თიკას მშობლებმა სახლში რემონტის გაკეთება გადაწყვიტეს. თიკას მამას ნელ-ნელა, ყოველდღიურად მოჰქონდა საჭირო მასალა, მაღლა სართულზე კი მათი აზიდვა თიკას დედას უწევდა. ერთ დღესაც კიბეზე გული წაუვიდა, მაგრამ მაშინ ამ ამბისათვის ყურადღება არ მიუქცევიათ.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე წელი გავიდა. ერთ დღესაც ნათესავის ქორწილში მიდიოდნენ. ზაფხულის ცხელი დღე იყო და დედა ცდილობდა, შვილი მცხუნვარე მზისაგან დაეფარა. თან მაგრად ეჭირა მისი ხელი - კარგად იცოდა, რომ ხელი რომ გაეშვა, მისი მოუსვენარი შვილი იანცებდა. განუწყვეტლივ არიგებდა, წყნარად ყოფილიყო, კარგად მოქცეულიყო, გვერდიდან არ მოშორებოდა.
ქორწილში უამრავ ნათესავსა თუ ნაცნობს მოეყარა თავი. ერთმა ახლობელმა იცოდა, რომ თიკას დედას ცეკვა უყვარდა და საცეკვაოდ გაიწვია. დედას თიკაც გაჰყვა. რამდენიმე წამში დაინახა, ცეკვისას როგორ დაეცა დედამისი იატაკზე. სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა ქლას მისცვივდა. თიკა დედის გვერდზე, იატაკზე, დაეშვა და ტიროდა. სასწრაფოც მოვიდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო -გული აღარ ძგერდა. ასე დაკარგა თიკამ დედა, რომელიც უზომოდ უყვარდა. ძლივს მოაშორეს დედის უსულო სხეულს დაკრძალვის დღეს. მამა ორ მცირეწლოვან ბავშვს ვერ მიხედავდა, ამიტომაც თიკას უმცროსი ძმა ბიცოლამ წაიყვანა სოფელში, გოგონა კი მამასთან დარჩა.
დრო გადიოდა. თიკა იზრდებოდა... დარდს გულში იკლავდა, რომ სხვებს არ შეემჩნიათ. დედა რომ მოენატრებოდა, ღიღინს იწყებდა, ხოლო მის სურათს ბალიშქვეშ ინახავდა.

გოგონა 14 წლის გახდა. სურვილი გაუჩნდა ქრისტიანად მონათლულიყო, მაგრამ მამა ისლამის მიმდევარი იყო და სურდა, შვილების მის რჯულს გაჰყოლოდნენ. ამიტომაც გოგონა ჩუმად დადიოდა ეკლესიაში. ერთხელაც მამამ უთხრა, თქვენი მოვლა მარტოს მიჭირს და ცოლი უნდა მოვიყვანოო. ამის მოსმენა ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ძმის გამო არაფერი უთქვამს - ბიჭს ყურადღება და მოვლა სჭირდებოდა, მას მერე, რაც ბავშვი სოფლიდან ჩამოიყვანეს, სწორედ თიკას დააწვა მთელი საოჯახო საქმეები.

და მამამაც მოიყვანა ცოლი. თავიდან ყველაფერი ნორმალურად იყო: დედინაცვალი ალაგებდა, თიკასა და მის ძმას უვლიდა. ამასობაში კი თიკას გულში ვიღაც გაჩნდა! უყვარდა, მაგრამ თავისთვის, ჩუმად, არავის რომ არ ეუბნებოდა ისე - თიკას მამამ რომ გაიგო, ის ბიჭი სომეხია და თან ქრისტიანიო, შვილს მასთან ურთიერთობა აუკრძალა. იმიტომ, გოგონა ჩუმად მაინც ხვდებოდა ბიჭს.

ერთხელ თიკა დედის საფლავზე წავიდა და ძმაც თან წაიყვანა. სასაფლაოსთან ახლოს მათი დეიდა ცხოვრობდა, რომელსაც თიკაზე ორი წლით პატარა გოგონა ჰყავდა. მას სიარული არ შეეძლო, მაგრამ მის დეიდაშვილებს ეს სულაც არ ადარდებდათ - თიკა ეფერებოდა, თბილი სიტყვებით ულამაზებდა დღეებს, ბიჭი კი ეტლით დააქროლებდა ეზოში.
ერთ დღეს სკოლიდან ბებოსთან გაიარა- დედის დედასთან. დეიდა და დეიდაშვილიც იქ დახვდნენ. გოგონა ყველას გადაეხვია, მაგრამ ყველაზე თბილად დეიდაშვილს მოეფერა. იმ დღეს საოცარ ხასიათზე იყო. დეიდაშვილმა ჰკითხა, თვალები რატომ გიბრწყინავსო. თიკამ გოგონას ეტლი თავისკენ მოსწია და თითზე გაკეთებული ბეჭედი უჩვენა - უბრალო, მაგრამ ლამაზი. ეს ბეჭედი იმ ბიჭმა აჩუქა, რომელიც უზომოდ უყვარდა.
დღიური ჰქონდა და თავის გულისნადებს მას ანდობდა. იქ წერდა, როგორ აკლდა დედა; როგორ სურდა, არ დაემალა თავისი სიყვარული. დღიურს საგულდაგულოდ მალავდა, რადგან მამას რომ გაეგო, რომ იმ ბიჭს ხვდებოდა, სოფელში გამწესებდა. ეს კი ნამდვილად არ სურდა.
რამდენიმე დღის შემდეგ დედინაცვალმა მოსთხოვა, კედლებიდან დედამისის ფოტოები ჩამოეხსნა. თიკას ცრემლები წამოუვიდა, მაგრად იძულებული გახდა, ბრძანება შეესრულებინა. მხოლოდ ის სურათი დაიტოვა, ბალიშქვეშ რომ ჰქონდა დამალული. მერე ეჭვიანობა დაიწყო დედინაცვალმა - ქმარს ეჩხუბებოდა, შენი შვილები ჩემზე მეტად გიყვარს. ჯერ მათთვის ყიდულობ ყველაფერს და მე მერე გახსენდებიო. თიკა არაფერს ამბობდა, მხოლოდ დედის სურათს ალბობდა ცრემლებით.
დრო გადიოდა. გოგონა სულ უფრო დარდიანი ხდებოდა - საამისო მიზეზიც არ ელეოდა -დედინაცვალთან კამათობდა, მამა კი მას კი არა, დედინაცვალს უჯერებდა. თან თავისი სიყვარულის დამალვაც აღარ სურდა. ფიქრობდა, დედა რომ ჩემთან ყოფილიყო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა და უბედნიერესი ვიქნებოდიო. მხოლოდ ძმასა და სიყვარულთან იყო მხიარული და ბედნიერი. მამისაგან დაფარულად ეკლესიაშიც ლოცულობდა.
ერთხელ ბიძაშვილის დაბადების დღეზე მივიდა. მთელი სანათესაო იქ შეკრებილიყო. ის ეტლიანი გოგონაც იქ იყო, მას რომ ასე უყვარდა. რომ შეატყო, მოწყენილია, თიკამ სწორედ ის მუსიკა ჩართო,რომელიც ორივეს განსაკუთრებით უყვარდა. ჩართო და აცეკვდა. ისე ლამაზად ცეკვავდა, დეიდაშვილი ხასიათზე მოიყვანა.
დეკემბერი ილეოდა. სკოლაში წინასაახალწლო ღონისძიებები ტარდებოდა. თიკა დილით ადრე ადგა. თავი სტკიოდა - იმდენად, რომ გამაყუჩებელი დალია. ჩაიცვა და სკოლაში წავიდა. როდესაც მისი ჯერი მოვიდა, ლექსი ისე ტკბილად წაიკითხა, რომ მასწავლებელს თვალზე ცრემლი მოადგა. გოგონამ ლექსი დაასრულა და მერხზე უგონოდ ჩაიკეცა. მიცვივდნენ. ცდილობდნენ, გონს მოეყვანათ, მაგრამ უშედეგოდ. სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ყველამ გაიგო თიკას ამბავი. მთელი სანათესაო საავადმყოფოშ იყო. მათ შორის იყო ის ბიჭიც, თიკას რომ უყვარდა. გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. გული ორჯერ გაუჩერდა. ექიმებს იმედი გადაეწურათ, მაგრამ მაინც იბრძოდნენ მის გადასარჩენად, თუმცა, უშედეგოდ - გოგონა გონს ვერ მოდიოდა. მესამედ გული საბოლოოდ გაუჩერდა. თიკა გარდაიცვალა.
დაკრძალვის დღეს ფერიას ჰგავდა. ცისფერ კაბაში გამოწყობილი ისე იწვა, მძინარე გეგონებოდათ. უკანასკნელ გზაზე ყველამ გააცილა: სკოლამ ნათესავებმა, მამა, ძმამ... მე კი, მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ თიკამ ერთი ნატვრა აისრულა - ის დედას დაუბრუნდა.

№1  offline წევრი Annabel

პრიმიტიულია ზედმეტად :))) როგორც ჩემი ქართულის მასწავლებელი იტყოდა,,რომ წერო,უნდა წერო" ანუ ბევრი მუშაობა გჭირდება . მოსპე ეს დრამა . იყავი რეალური .:) კეთილი სურვილებით.

№2  offline მოდერი Maiaabuladze

Annabel
პრიმიტიულია ზედმეტად :))) როგორც ჩემი ქართულის მასწავლებელი იტყოდა,,რომ წერო,უნდა წერო" ანუ ბევრი მუშაობა გჭირდება . მოსპე ეს დრამა . იყავი რეალური .:) კეთილი სურვილებით.

ეს პრიმიტიული ისტორია სრულიად რეალურია არაფერია შეცვლილი ამ დრამაში.. და ზედმეტადაც კია რეალური

№3 სტუმარი tasss

Ro vkitxulobdi tandatan cremlebi momadga aii zaalian metkina rom es gogonac gardaicvalaa zaalian mtkivneulia rodesa iset vinmes kargav vinc zaalian giyvars da sakutar gancdebs veravis ver gauziareeb

№4  offline წევრი მოლურჯო

მე ისეთი უგულო ვარ რომ ვინც არ უნდა მოკლა (ისტორიაში)
არც კი შემეცოდება
რაც შეეხება ისტორიას
რეალობა მჭირდება
და არა ზღაპარი რომლისაც არ მჯერა
--------------------
მარიამი

№5  offline წევრი remarki

liyo da ara iyo ra-ti unda dagewyoooo

№6  offline წევრი Annabel

Maiaabuladze
Annabel
პრიმიტიულია ზედმეტად :))) როგორც ჩემი ქართულის მასწავლებელი იტყოდა,,რომ წერო,უნდა წერო" ანუ ბევრი მუშაობა გჭირდება . მოსპე ეს დრამა . იყავი რეალური .:) კეთილი სურვილებით.

ეს პრიმიტიული ისტორია სრულიად რეალურია არაფერია შეცვლილი ამ დრამაში.. და ზედმეტადაც კია რეალური

ჩემო კარგო,რეალური ამბავი ისე უნდა წარმოადგინო რომ ორმაგად საინტერესო და ლამაზი გახდეს .ეს იყო საშინელება.:)) გეუბნები ჩემ პირად აზრს . დამწყები ხარ დ. შენიშვნა არ უნდა გწყინდეს .

№7  offline მოდერი Amalthea

და რო მოკვდა მაგით რა შეიცვალა?! არც გული ამიჩუყდა და დიდად არც მომეწონა. რა უბედურებაა, გული გაუჩერდა და მოკვდა
დაეცა და მოკვდა
ცეკვავდა და მოკვდა
კაი რაა.
ამდენი სიკვდილი ერთ პაწია ნაწერში სისულელეა

ბოლოს უნდა მიგწერა
"ჭირი იქა, ლხინი აქა
ქატო იქა, ფქვილი აქა."
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

№8  offline მოდერი Eleniko13

ტოპ-სიახლეებში შემთხვევით მოხვდა ალბათ.
იყო და არა იყო რა...
თუმცა, ზღაპრებს შეურაცჰყოფას ნუ მივაყენებთ, დარლინ'.
საიტი იმისთვის არ შექმნილა, რომ ყველამ,
ვინც კი ანბანი და წერა იცის,
ადგეს და რაღაც სისულელეები წეროს.
დიდი იმედი მაქვს, რომ მეორეჯერ ასეთ რაღაცას არ დაწერ.
გინდ რეალობა იყოს, მაინც ამაზრზენია კითხვა.
და სანამ დაწერდე, გადახედე ხოლმე.
იმ შემთხვევაში, თუ მართლა მოგწონს შენი ნაწერი, მაშინ დავიღუპეთ
და მაპატიე.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

№9  offline წევრი Anna Gard

იცი, როგორ იყო? -აი, დაქალს რომ რამე ამბავს უყვები ისეთი.. ზედაპირული..
ისტორია კი არა, უფრო სტატია იყო ეს.
არც ზღაპარი და არც სხვა რამ.
იწყება მარტივად და მთავრდება ასევე მარტივად, მიუხედავად იმისა, რომ ტრაგიკული დასასრული ჰქონდა. სიმშრალე იყო, თან ძალიან.
შეგეძლო, უფრო ვრცლად აღგეწერა ესა თუ ის მოვლენა, კიდევ საინტერესოდ, დამაჯერებლად და ბევრად უკეთესი იქნებოდა.
მაგრამ რაღაც მაინც მომეწონა, რომ მთელს ნაწერში ერთი შეცდომაც კი არ იყო.
იმედია, გააგრძელებ წერას და გაცილებით საინტერესოდ.. feel winked

№10  offline მოდერი sopiko

ტოპ სიახლეებში იყო და ამიტომაც შემოვედი...
პირდაპირ გეტყვი, მე სულ სხვა რაღაც მეგონა და სულ სხვა რაღაც აღმოჩნდა.
აბდა-უბდად მოყოლილი ამბავი იყო, ტრაგიკა კი ვითომ დონის ასაწევად შეერწყა უამრავ შეცდომას და ეს ნაზავიც ძალიან უგემური აღმოჩნდა.
შეცდომები მექანიკური იყო... აი, ისეთი, ერთხელ თვალს რომ გადაავლებ, მიხვდები სწორ ფორმებს, ამიტომ ვერ გეტყვი, რომ ამიტომ ვაფასებ შენს ისტორიას უარყოფითად.
უბრალოდ სად დაიწყო და სად დამთავრდა სიუჟეტი, ვერ გავიგე...
ყოველ აბზაცში ვიღაც კვდებოდა! ვითომ გინდოდა სიყვარულიც ჩაგერთო, მაგრამ მერე გადაიფიქრე, ბოლოს სასიყვარულო საიტიაო და სადღაც მაინც ჩააკვეხე სიტყვა ''უყვარდა'' და მორჩა!
თუმცაღა მე ვთვლი, რომ შენ შეგიძლია წერა!
უბრალოდ სიტყვების მარაგი უნდა გაიზარდო და ფანტაზიაც აიმაღლო!
წარმატებებს გისურვებ!
პატივისცემით სოფო feel

№11  offline წევრი ANABARATASHVI

remarki
liyo da ara iyo ra-ti unda dagewyoooo

ეს ნამდვილად მოხდა არაფერი ზღაპრული არ არის მე მისი ავტორი ვარ თიკა კი ჩემი დეიდაშვილია

sopiko

ეს ნამდვილად მოხდა არაფერი ზღაპრული

დამწყები ვარ მაპატიეთ ვინმეს გული თუ ვატკიმე თიკა კი

ANABARATASHVI

ჩემი დეიფაშვილია

Yvavi.
და რო მოკვდა მაგით რა შეიცვალა?! არც გული ამიჩუყდა და დიდად არც მომეწონა. რა უბედურებაა, გული გაუჩერდა და მოკვდა
დაეცა და მოკვდა
ცეკვავდა და მოკვდა
კაი რაა.
ამდენი სიკვდილი ერთ პაწია ნაწერში სისულელეა

ბოლოს უნდა მიგწერა
"ჭირი იქა, ლხინი აქა
ქატო იქა, ფქვილი აქა."

არაა ზღაპარი ეს ნამდვილად მოხდა თიკა დეიდაშვილია ჩემი

sopiko
ტოპ სიახლეებში იყო და ამიტომაც შემოვედი...
პირდაპირ გეტყვი, მე სულ სხვა რაღაც მეგონა და სულ სხვა რაღაც აღმოჩნდა.
აბდა-უბდად მოყოლილი ამბავი იყო, ტრაგიკა კი ვითომ დონის ასაწევად შეერწყა უამრავ შეცდომას და ეს ნაზავიც ძალიან უგემური აღმოჩნდა.
შეცდომები მექანიკური იყო... აი, ისეთი, ერთხელ თვალს რომ გადაავლებ, მიხვდები სწორ ფორმებს, ამიტომ ვერ გეტყვი, რომ ამიტომ ვაფასებ შენს ისტორიას უარყოფითად.
უბრალოდ სად დაიწყო და სად დამთავრდა სიუჟეტი, ვერ გავიგე...
ყოველ აბზაცში ვიღაც კვდებოდა! ვითომ გინდოდა სიყვარულიც ჩაგერთო, მაგრამ მერე გადაიფიქრე, ბოლოს სასიყვარულო საიტიაო და სადღაც მაინც ჩააკვეხე სიტყვა ''უყვარდა'' და მორჩა!
თუმცაღა მე ვთვლი, რომ შენ შეგიძლია წერა!
უბრალოდ სიტყვების მარაგი უნდა გაიზარდო და ფანტაზიაც აიმაღლო!
წარმატებებს გისურვებ!
პატივისცემით სოფო feel

მე დამწყები ვარ და თან ნამდვილი ამბავი დავწერე რაც ჩემი თვალით ვნახე თიკა ჩემი დეიდაშვილია

მე მისი ავტორი ვარ თიკა კი ჩემი დეიდაშვილია

№12  offline წევრი ANABARATASHVI

მოლურჯო
მე ისეთი უგულო ვარ რომ ვინც არ უნდა მოკლა (ისტორიაში)
არც კი შემეცოდება
რაც შეეხება ისტორიას
რეალობა მჭირდება
და არა ზღაპარი რომლისაც არ მჯერა

არაა ზღაპარი რეალობა თიკა ჩემი დეიდაშვილი იყო

№13 სტუმარი მალადეც ანა

მალადეც ანი კარგად გადმოსცემ ნამდვილი ისტორიაც რომ იყოს ანი საინტერესო საკითხავია

მართლა მალადეც ანა ისტორიის კარგად გადმოცემა შეგიზლია საინტერესო საკითხავია

ღმერთო, უბრალოდ მთელს სხეულში გამცრა, თვალებზე ცრემლები მომადგა, ენა გადამეყლაპა, ცხვირი გამიწითლდა და კინაღამ ავბღავლდი, შენი ეს პატარა ჩანახატი, ულამაზესია, ემოციებით აღსავსე, თუმცა რომ განგევრცო უფტო ემოციური იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, ბღავილს ვერ ავცდ3ბოდი@_@

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent