წერილები (თავი 1)
ადამიანებს არ უყვართ წერილები, არა შეყობინებებზე არ გელაპარაკებით, ნამდვილ წერილებზე , მელნით დაწერილებზე, ფოსტალიონის ხელით მოტანილზე, ისეთზე რომ გახსნი და ნაცნობი სურნელი რომ იგრძნობა. რა კარგია რომ ასეთი მე ორი მაქვს, ორი წერილი რომელიც მუდამ ჩემთან იქნება.პირველი წერილი ახალი მეგიბრის შეძენაში დამეხმარა. მახსოვს ის დღე, ჩანთაში ჩაგდებული წერილი რომ ამოვიღე, თვალები გამიფართოვდა, ნიცამ სწრაფად დამტაცა ხელი, გაუაზრებლად მივყვებოდი, სწრაფად გოგოების საპირფარეშოში აღვმოჩნდი და მეშვიდე კლასელმა გოგოებმა პირველი სასიყვარულო წერილის კითხვა დავიწყეთ, რათქმაუნდა ბევრი ვიცინეთ, სხვა რეაქცია არც უნდა გვქონოდა ჩვენ ხომ მაშინ ამ ყველაფერს არასერიოზულად ვუყურებდით , სამაგიეროდ პასუხი გავეცით დინჯად-"ალექს შენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ მაგრამ ის არა ვისაც მე სევიყვარებ, გთხოვ უბრალოდ დავრჩეთ მეგობრები"-და მართლაც ამ პასუხის მერე ჩვენ სამნი მეგობრები გავხდით, რასაკვირველია თავიდან ალექსი ვერ მიყურებდა როგორც მეგობარს მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდა, მერე გავერკვიეთ გრძნობებში და დღემდე ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, მაგრამ მგონი ახლა ჩემი დროა, ახლა მე უნდა ვწერდე წესით წერილებს, მაგრამ სწორედ იმ პასუხის მეშინია რომელიც მე გავიმეტე მისთვის მეშვიდე კლასში, ნუ რაც არის, მე ისევ ველოდები და ასე იქნება მანამ სანამ სხვა არ გამოჩნდება მისთვის, სანამ ვინმეს არ გაიჩენს, აი მერე თავს ვაიძულებ რომ დავივიწყო, იფიქრებთ ალბათ რატომ არ ვუტყდები სიყვარულში, მიზეზი ერთია მხოლოდ..... მეშინია. -წამო ტესტები გავაკეთოთ ალექსს. -ხო ოღონდ ქიმია გავაკეთოთ, თან აგიხსნი რაღაცებს. -აუ არა ჯერ ბიოლოგია გავაკეთოთ , ეგ უფრო ადვილია. -კაი შენ როგორც იტყვი. არა არ გეგონოთ რომ მუდმივად ასეთი შკოლნიკები ვართ, უბრალოდ დღეს ნიცა არ იყო , რაღაც გვაკლდა და დროის მოკვლა ტესტების კეთებით გადავწყვიტეთ. ვერც კი შევამჩნიე როგორ გავიდა 20 წუთი ბიოლოგიის ტესტების კეთებით, მართალი გითხრათ გადავიღალე და ინსტიქტურად თავი უკან გადავაქნიე. -კაი მოდი ახლა ქიმია ჩავრთოთ ალექსს , ოღონდ იცოდე უნდა ამიხსნა თან. მისგან პასუხი არ ისმოდა , უბრალოდ მისი მზერა ვიგრძენი, შევტრიალდი რომგამერკვიე რას ამბობდა თვალებით , მაგრამ უცბად გადმოიხარა თავი მხარზე დამადო და მითხრა -წამო ბაი წავიდეთ, დაიღალე უკვე-ვერ მოვიფიქრე რა უნდა მეთქვა , ადგილზე გაიყინე, მისი თავი ჩემ მხარზე იდო და თითქმის ჩემი ხელი ეჭირა , ბოლოს მოვუყარე აბნეულ სიტყვებს თავი და ბედნიერი სახით ვუთხარი , დაღლილობა რომ არ შემტყობოდა -არა არა რას ამბობ , არ დავღლილვარ, მიდი ჩართე. -კაი მომეცი მაუსი. -რას აკეთებ ? -გამოვრთე -რატომ ქიმია ? -ადექი ადექი დროზე წავედით , ვერ ხედავ თვალები გეწვის უკვე ამდენი ტესტების კეთებით-ხელი იდაყვზე მომკიდა, სკამიდან ამაყენა და კლასიდან გამოვედით. სკოლიდან რომ გამოვედით სწრაფად დავემშვიდობე , ხვალამდე თქო მივაძახე და სწრაფად გამოვტრიალდი, ჩემი სითეთრის გამო მალევე ვწითლდები და არ მინდოდა ასე დავენახე.საღამოს რათქმაუნდა ყვეალფერი ნიცას მოვუყევი -აუ აი ბაია გეუბნები , უყვარხარ ისევ ალექსს თქო და შენ კიდე არ მიჯერებ,რაღაცა სისულელეებს ბოდიალობ. -ო კაი რა ნიც , ხომ იცი უბრალოდ ასეთია, თბილი და ყურადღებიანი. -ხო და რატომღაც მარტო შენთან ერტად უბრწყინავს თვალები, მარტო შენ თმაზე გიჟდება, მიუხედავად იმის რომ არც ქერა ხარ , არც უცნაური ფერის თმა გაქვს და არც რაიმეთი გამორჩეული -ოჰოჰოჰოჰო რას ერჩი ჩემ თმას? -თმას არაფერს არ ვერჩი, უბრალოდ ავღნიშნე ის რომ, შენი ყველაფერი უყვარს. -ნიც შენ კარგად იცი რატომაც ვარ ჩუმად/ -ხოდა რომ ვიცი იმიტომაც არ მინდა რომ ჩუმად იყო. ალექსმა იცის ყველაფერი, იცის რომ გივარდა ვიღაც იდიოტი შენივე სოფელში , გიყვარდა ბიჭი რომელიც ბევრ სისულეებს გაკეთებინებდა, მაგრამ ერთხელაც არ გაუწყვიტასვ შენთან ნ მეგობრობა, პირიქით შენ გვერდით იდგა მუდმივად, თან გაითვალისწინე რომ მოწონდი და მაინც გეხმარებოდა სხვებთან ურთიერთბის აწყობაში. -ხო ნუ ის უბრალოდ უნიკალურია. -ხოდა მაგიტომაც უნდა გაბედო , უნიკალური რომაა მაგიტომ გაგიგებს სწორად. -ვიცი ნიც ვიცი, უბრალოდ დრო მჭირდება, რთულია ორი გულისტკენის მერე კიდევ გაბედო ურთიერთობის დაწყება თან როცა შეიძლება ამ ყველაფერმა , მეგობრობაც კი წამართვას, უბრალოდ დრო მჭირდება -ოოო აი ეს ლოდინი გტანჯავს მეტი კი არაფერი , ლოდინი რომლის მერე ისევ შენ აგვიანებ. -არაუშავს ამჯერადაც დავაგვიანებ, იქნებ მისთვის ჩემი დაგვიანება უკეთესი იყოს. შენ მაგაზე არ ინერვიულო , ხომ იცი მიჩვეული ვარ ამ ყველაფერს. ახლა უნდა წავიდე მეძინება -ოჰ ბაი ნეტა შენ გამბედაობა მოგცა და მე არაფეერი არ მინდა -დავიჯერო არც კატის გამოცდების ჩაბარება ? -ოოო ეგ კაი რამეა , მაწყობს -კაი კაი გვეყო ღლაბუცი წავედი. -აბა კარგად , ხვალ მოვალ ალბათ -კაი მალე მოდი თორემ მომენატრე -მე არა -დამპალი ხარ ჩვეულებრივი, ვთიშავ -ოქეი. სწრაფად ჩავიცვი პიჯამა, საწოლში ჩავწექი და დავიძინე...იმ ღამით არაფერზე ფიქრი არ მინდოდა , უბრალოდ უნდა დამეტოვა ყველაფერი ისე როგორც იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.