თვალები (1 ნაწილი)
1. თვალები... მე მის თვალებში ჩავიხედე და თითქოს მისი სული დავინახე. ნეტავ რატომ ჩავიხედე მის უძირო, ლურჯ თვალებში, რომელიც ყველას ატყვევებს? მე კვლავ მახსოვს მისი ღიმილი, ღიმილი რომელიც სამუდამოდ აღიბეჭდება ჩემ გონებაში. მე ისევ მახსოვს მისი ხმა, სიცილი, თმა, სიტყვები და თვალები. მე მახსოვს ის უმცირესი დეტალებით. მე მახსოვს ის თავისი წვერებით, რომლებიც თან უხდება და თან არ უხდება. მე მახსოვს ის. ანდა როგორ გინდა რომ დაივიწყო? ის ხომ ჯერ ისევ აქ არის... რაც არ უნდა გავაკეთო ან ვთქვა ის ხომ აქ იქნება... იმედი მაქვს მაგის... თუ წავედი კი ალბათ მალე დავავიწყდები? ალბათ? მეეწვება ახლა ჩემი არსებობა მაინც რომ ახსოვდეს. არადა, ეს ყველაფერი როგორ შემთხვევით მოხდა. ყველაფერი შემთხვევით მოხდა, ეს არ უნდა დამმართნოდა, მე მის თვალებში არ უნდა ჩამეხედა. მაგრამ... რა მაგრამ?! მაგრამ ის რომ თავი ვერ შევიკავე? მაგრამ ის რომ მის ლურჯ თვალებში ჩავიძირე? მაგრამ ის რომ მე ის დავინახე? მაგრამ ეს ხომ შეცდომა იყო? ანდა აქვს კი აზრი მას? არ ვიცი, არაფერი არ ვიცი... უბრალოდ... ვიცი რომ არ მომწონს, მაგის შანსიც არაა, მაგრამ რატომღაც გაურკვეველი მიზეზების გამო მისი თვალები და ღიმილი მეხსიერებიდან არ მეშლება. მისი ქერა თმა და ლურჯი თვალები. ალბათ სასაცილო ვარ უკვე, მაგას ვაცნობიერებ, მაგრამ ჩემ თავს ვერაფერს ვერ ვუშვები... -ჰეი! -ვუძახი შინაგან მეს რომ გამოვფხიზლდე, მაგრამ ნაკლებად გამომდის. ჩემ თავს მაინც რას ვატყუებ, მგონი გავები... ჩემი სახელია მარიამ გელოვანი, 15 წლის. მაღალი, ღია ყავისფერი თმით და მწვანე თვალებით. ის კი... ის ბექა მიქელაძეა, 17 წლის. მაღალი, გამხდარი, ქერა, ლურჯი უძირო თვალებით, რომელსაც მოწონს ჩემი საუკეთესო მეგობარი, ნინი. ზოგადად ნინი ბევრს მოწონს, რადგან არის მაღალი, ძალიან მაგარ ტანზე, ძალიან ლამაზია, მოცეკვავეა და კიდევ ტონა რაღაც. ამიტომ არც კი მიკვირს. მე კი... მოკლედ მე ზედმეტად საშინელება ვარ. ალბათ შანსი არც ახლა მაქვს და არც მერე აღარ მექნება. ღმერთო როგორ შარში გავყავი თავი... უბრალოდ არ ჩამეხედა იმ თვალებში. ის უბრალოდ გაიღიმა და ისე მოხდა რომ ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და მე ტიტანიკივით ჩავიძირე... -კარგად ხარ? -მეკითხება ანდრეა და მიღიმის, როგორ ვუთხრა რომ არაფერი რ არის კარგად? როგორ ვუთხრა რომ მსოფლიო თავდაყირა დადგა? როგორ ვუთხრა?! -კი, რატომ მეკითხები? -ვპასუხობ ჩვეულებრივი, მაგრამ ოდნავი სევდიანი ხმით. მაქსიმალურად ვცდილობ რომ არაფერი არ დამეტყოს, არ მინდა რომ ვინმეს ამის შესახებ გაიგოს. ამის შესახებ თუ გაიგებენ, მაშინ, მაშინ ხომ ჩემი საქმე წასულია... -უბრალოდ უცნაურად გამოიყურები. -მეუბნება და მიღიმის. ალბათ მაინც მეტყობა რომ რაღაც ხდება ჩემ თავს. ანდა სასაცილოც კია... ყველაფერი როგორ შეიძლება ასეთუ ჩახლართული იყოს? -მართლა კარგად ხარ? -აზუსტებს ანდრეა. -ხო იცი შეგიძლია მენდო. -გვერძე მიჯდება და მიღიმის. მეც მაგრად ვეხუტები და ვცდილობ რომ დავწყნარდე, მაგრამ არ გამომდის, ის ხომ ახლოს არის, ჩემი გული კი ათჯერ უფრო სწრაფად ცემს როცა მას ვხედავ. -მისი თვალები არ მასვენებს. -ბოლოს მაინც ვიძახი ჩურჩულით. -მისი თვალები თან დამდევს ყველაგან. შენ ხომ არ იცი მათ რამხელა ძალა აქვთ. -მეცინება და მერე ვაგრძელებ ლაპარას. -თავიდან არც მე არ ვიცოდი, მაგრამ მერე შემთხვევით მის უძირო, ძალიან ბევრი რამის მთქმელ თვალებში ჩავიხედე და მის მერე მოსვენება დავკარგე. -მზად ვარ ტირილი დავიწყ, მერე რა რომ ხალხი მიყურებს, მერე რა რომ ისიც აქ არის, მე ამას მაინც ძლივს ვუძლებ. ტკივილი კი ძლიერდება და ძლიერდება ყოველ წამს. გული რაც უფრო სწრაფად ცემს, მით უფრო ანაალიზებს სიმართლეს და მით უფრო მტკივნეული ხდება თითოეული დარტყმის ატანა. -ვისი თვალები? -ძლივს უბამს კითხვას თავს ანდრეა. ის ხომ მე ასეთს პირველად მხედავს, რც მიკვირს მე ჩემ თავსაც ასეთს პირველად ვხედავ. -ვისი თვალები არ გაძლევს მოსვენებას? -არავისი. -ვპასუხობ ჩმად და ვდგები. იმის და მიუხედავად რომ ანდრეას სიცოცხლესაც კი ვანდობ, მე მას ამ საიდუმლოს ვერ გავუმხელ. ის ხომ ჩემი საიდუმლოა რომელსაც ალბათ სიცოცხლის ბოლომდე თან წამყვება... ვინ წარმოიდგენდა რომ სიცოცხლე ასეთი პატარა და ნაზი იქნებოდა. საშინელი თავის უეცარი ტკივილიტ კი მიწაზე ვარდები და გონებას ვკარგავ. ამის მიუხედავად მე მაინც აქ ვარ... მე ახლაც საავადმყოფოში, გონებაწასულ სხეულს ვუყურებ, რომელიც მე მეკუთვნის. ალბათ უცნაურია, მაგრამ აქაც კი სიცოცხლის და სიკვდილის გასაყარზე მის თვალებს ვხედავ. აქ სადაც უნდა გადავწყვიტო მოვკვდები თუ ვიცოცხლებ, მის თვალებს ვხედავ, რომლებიც მაიძლებენ ჩემ არჩევანში დავეჭვდე და ვნახო ადამიანები, თუ განიცდიან მაინც ამ ამბავს. მაგრამ მაგას აქვს უკვე აზრი? მე ხომ წასვლა მინდა... მე მინდა წავიდე რომ არ დავიტანჯო იმით რასაც სიყვარუი ქვია, იმ თვალებმა კი უმალვე შემაყვარეს მათი პატრონი. -მარიამ, მარიამ. -ვუმეორბ ჩემ თავს რადგან სხვა მაინც არავინ არ მყავს რომ ველაპარაკო. -გაები... -ვამბობ ხმადაბლა და შეშინებული აქეთ-იქით ვიყურები. 2. ბექა როცა ის წაიქცა, ჩემი გულიც მაშინ გაჩერდა. არც კი მოველოდი რომ მასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო. ერთ წამს მიღიმოდა და მეორე წამს უკვე გონწასული მიწაზე ეგდო. მე რომ მასთან მივედი უკვე გვიანი იყო და აღარც მიმიშვეს, ეს ანდრეა კი მის გვერძე იყო, მისი საუკეთესო მეგობარია და საავადმყოფოშიც კი გააყოლეს. მის ადგილას წესით მე უნდა ვიყო,მე უნდა მეჭიროს მარიამის პატარა ხელი და მე უნდა ვეჩურჩულებოდე სიტყვებს რომ ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ ჩემი ადგილი იმ ბიჭმა დაიკავა, ბიჭმა რომელიც ყოველთვის მის გვერძე იყო. მე მას ერთი კვირის წინ ვერც კი ვამჩნევდი, ახლა კი 24 საათი მასზე ფიქრში ვატარებ. ეს ხომ ყველაფერი ჩემი ბრალია, მე რომ არ ჩამეხედა მის თვალებში, რომელში განუზომელი სითბო იკითხებოდა, მაშინ ასე აღარ ვიქნებოდი. ახლა კი შეიძლება მეც მასთან ერტად მოვკვდე. მინდა რომ მასზე ვიკითხო, მის მეგობრებს ვკითხო, ვიცი რომ იციან ანდრეა ყოველ წუთს რეკავს და მის მდგომარებაზე ახალ ამბებს იძახის, მაგრამ მაქვს კი მე უფლება გავიგო როგორ არის მარიამი ის ხომ მე არც კი მიცნობს, და მგონი არც კი იცის რომ ვარსებობ. ოხ, მარიამ, მარიამ შენმა თვალებმა დამატყვევეს მე და საუკუნოდ მათი მონა გამხადეს. კიდევ თვალწინ მიდგას, მისი მწვანე თვალები რომლებიც თითქოს სინათლის უკანასკნელი სხივი იყოს ბნელ გვირაბში. ისინი ანათებდნენ, ბედნიერებისგან, სითბოსგან, სიკეთისგან და ზოგადად ყველაფრისგან. მე კი, ცივად შევხედე, გავუღიმე და წამოვედი. არადა შემეძლო გამეცნო, რომ გავნობოდი, ახლა ჩემთან ერთად იქნებოდა და არა იქ სადაც არის. -ბექა რა გჭირს? -ნიკა გვერძე მიდგება და ხელს მხარზე მარტყავს რომ გამომაფხიზლოს. -შენც გამოშტერდი ხომ? -ხო. -ცივარდ ვპასუხობ. ისინი აქ არიან, მასზე ლაპარაკობენ, მაგრამ ის თვითონ არ აინტერესებთ. არ მესმის მათი. -რამე ხომ არ არის ახალი იმ გოგოზე? -ვითომ სასხვათაშორისოდ ვეკიტხები. -კი... -ნიკა ნერწყვს ყლაპავს, როგორც იცის ხოლმე ცუდი ამბავის თქმის დროს. -ექიმებმა თქვეს რომ ოპერაციას გაუკეთებენ, მერე კი ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული დარჩება თუ არაო... -ნიკა გაჩუმდა. -ანდრეა, მისმა მეგობარმა, თქვა რომ მანამდე რაღაცის გამო ცუდ ხასიათზე იყო, მას არ ვიცი... ის შიშობს რომ მარიმ შეიძლება წასვლა გადაწყვიტოს. -ნიკა თავს დაბლა ხრის. მან არ იცის, მაგრამ ის გრძნობს მგონი, ის გრძნობს რამხელა ლოდი ვარდება ჩემ გულზე. ის უნდა გადარჩეს. მარი უნდა გადარჩეს. ჩემი პატარა მარიამი. ჩემი პატარა გოგო. -ეეეეე ბექა რა გჭირს. -ნიკა ჩემ ჯნღრევას იწყებს რომ გამომაფხიზლოს. მხოლოდ ახლა ვამჩნევ რომ ამ სიტყვებს რომელსაც მეგონა რომ ჩემ გონებაში ვიძახდი ხმადაბლა ვბუტბუტებდი და ცრემლები კი ზანტად ჩამომდის ლოყაზე. მე ის შეიძლება დავკარგო.... ნიკას არ ვპასუხობ და პირდაპპირ დირექტორის მოადგილის კაბინეტისკენ მივდივარ რომ გაშვების ნებართვა ავიღო. -მე... -ვიწყებ ბუტბუტს, მაგრამ ვჩუმდები. ის კი მიყურებს.- მე წასვლა მინდა, მე... მინდა რომ... მარიამი ვნახო... საავადმყოფოში... -უცებ ტირილი მივარდება და ვდგავარ, სკოლის დიქტატორის წინაშე და ცრემლებს ვღვრი ის კი ჩემთან ერთად ტირის. ცრემლებს გარეთ გამოსვლის საშუალებას ვაძლევ, ვიცი რომ არ არის ლამაზი როცა ბიწი ტირის, მეც არ მომწონს, მაგრამ ტირილი ახლა ერთადერთი რამაა რაც მიშველის. -რათქმაუნდა. -მეუბნება ბოლოს როცა ტირილისგან გულს ორივე ვიჯერებთ.-მას ახლა რაც სეიძლება მეტი ნაცნობი ჭირდება, რომ დარჩეს... -ხომ არ იცით როგორ არის? -ვეკითხები ფრთხილად. -ჯერ რამის თქმა ძნელია, ექიმებმა საკვირველია რომ გადარჩაო... -თვალებს დაბლა ხრის. -ვერ ვხვდები ეს როგორ მოხდა. -თავს ვუქნევ, და გავიდვარ. კიბეებზე სწრაფად ჩავბივარ და მანქანაში გიჟივით ვჯდები. მანქანას მთელი სისწრაფიდ ვატარებ, მაგრამ ხელები მაინც ძლივს მემორჩილება. მხოლოდ მისი სახე მიდგას თვალწინ, მხოლოდ მისი და სხვა არავის. -ვისთან ბრძანდებით. -მეკითხება რმისარებში ახალგაზრდა ქალი და თან დამამშვიდებლად მიღიმის. -მარიამ გელოვანთან. -საოპერაციოშია. -მეუბნება მას შემდეგ რაც ქაღალდში იყურება. -აი იქ დაელოდეთ. -მიმითითებს ადგილისკენ სადაც მარიამის მეგობრები და ოჯახის წევრები ზიან. მეც თავჩაღუნული მათ გვერძე ვჯდები და ცრემლებს ძლივს ვიკავებ. ვერ დავუშვებ რომ ჩემი პატარა გოგო მოკვდეს. ყველა იმდენად ნერვიულობენ მარიზე რომ მე ვერ მამჩნევენ, რაც არ მიკვირს მე ხომ ჩუმად ვზივარ და არავის არ ვაწუხებ, მხოლოდ მარიზე დასმულ კითხვა-პასუხს ვუგდებ ყურს. 3. მარიამი მე მათ ვუყურებ როგორ მჭრიან და მკერავენ, ცდილობენ სიცოცხლე შემინარჩუნონ. ოპერაცია სამი საათი გრძელდებოდა და მხოლოდ ახლა დამთავრდა ახლა ყველაფერი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. არ ვიცი რა გავაკეთო, ვიცი მხოლოდ ის რომ უნდა წავიდე. მე ვალდებული ვარ რომ წავიდე. მაგრამ მისი თვალები მაკავებენ ამ მტანჯველ სამყაროში და აღარ მაძლევენ იმის საშუალებას რომ წავიდე. რატომ, რატომ ჩავხედე მე მას სულში? რა დავინახე მე მასში ისეთი რამაც მისი სამუდამო მონა განხადა. ბექა... ნეტავ გახსოვარ კი შენ თუ დაგავიწყდი უკვე? ნეტავ სად ხარ ახლა? 4. ბექა უკვე სამი დღეა რაც მარიამი უგონოდაა, კომაში. მინდა რომ თვალები გაახილოს და თავისი მწვანე ფერი შემომანათონ. მე ის მენატრება... მე ის მჭირდება... ამ სამ დღეში უკვე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია შევაგროვე მარიამზე და მის მეგობრებზე და ალბათ საერთო ენასაც მალე ვიპოვი მასთან. -აქ რას აკეთებ? -მაღლა ვიყურები და ნიკას ვხედავ, ამას აქ რა უნდა? მაგრამ კარგად რომ ვაკვირდები ის მარტო არ არის. -ჩვენ აქ მის გასამხნევებლად მოვედით. -მეუბნება და მიღიმის. მთელი მე-11 კლასი აქ არის. ისინი აქ ჩემ გამო არიან, ალბათ ამჩნევენ თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვის მარიამი გადარჩედა თუ არა. -რამდენი ხანია აქ ხარ? -სამი დღეა. -ვპასუხობ ცივად. მარიამის დედა ძალიან დიდი ხნის მანძილზე მთხოვდა რომ სახლში წავსულიყავი და დამესვენა მაგრამ ავუხსენი რომ არ შემეძლო მარი დამეტოვებინა და ალბათ გამიგო, რადგან ჯერჯერობით არ მაგდებს არსად. -კარგად ხარ? -მეკითხება გიო და ცდილობს გამიღიმოს. -კი, საკმად. -ვპასუხობ ცივად დ გვერდზე ვიყურები. მარიამი, ჩემი მარი, ის ახლა სიკვდილს ებრძვის, მე კი აქ ვარ და ვერაფერს ვერ ვაკეთებ... 5. მარიამი გარეთ გავიდვარ და ვხედავ აუარებელ ადამიანს, ჩემ სანახავად მოსულს. მათ შორის ბექასაც ვხედავ, მაგრამ ის მოტეხილი ჩანს, თითქოს სამ დღეში ასი წლით დაბერებულიყოს. სახეზე ნაოჭები აქვს, თმა გაბურძგნული, წვერი საკმაოდ მოზრდილი, უპეები კი ჩაშავებული. მაგრამ თვალები ისევ იგივე აქვს... -ის უნდა გადარჩეს. -იძახის ჩუმად რომელიღაცა ექთანი. -არავინ მინახავს ვისზეც ამდენი ზრუნავდეს. -საწყალი ბიჭი. -მესმის მეორე მხრიდან. -სამი დღეა უკვე აქ არის. -ვინ არის აქ? -სახლში არ მიდის, იძახის რომ სანამ გაღვიძებულ მარის არ ვნახავ არ წავალო. ალბათ მისი შეყვარებულია, არ მენახოს ბიჭს ასე ხმამაღლა და ემოციით ეტიროს როდესმე. ვიზე იძახიან? მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მე ხომ მალე მივდივარ... 6. ბექა ექიმებმა მასთან შესვლის უფლება მოგვცა, რადგან მას უნდა რომ ჩვენ მას გამოვემშვიდობოთ. ექიმი იძახის რომ ალბათ ყველა იმედი გადაიწურაო... ჯერ მისი მშობლები შედიან, ნახევარი საათის შემდეგ კი ორივე აცრემლებული თვალებით გამოდის და მიახლოვდებაინ. -შვილო შედი -მეუბნება ნინა დეიდა ხმადაბლა. -შენი ნახვა ენდნომებოდა. -თავს ვუქნევ და ოთახში შევდივარ. ალბათ მათ არც კი იციან, რომ მარიამი მე არც კი მიცნობდა. რომ არც კი იცოდა ჩემი არსებობის შესახებ, მაგრამ არაფერს ვიძახი, რადგან მე ის უნდა ვნახო, თუნდაც უკანასკნელად, მე ის უნდა ვნახო. -მარიამ. -ვიძახი ხმამაღლა და მისი საწოლის გვერდზე მყოფ სკამზე მოწყვეტით ვეშვები. მის ხელს ჩემ ხელში ვიქცევ და ვუჭერ. -ალბათ შენ მე არც კი მიცნობ... ალბათ კი არა არ მიცნობ... არასოდეს არ მოვსულვარ შენთან და არ დაგლაპარაკებივარ, არასოდეს არ გამიღიმია, იმ ერთი შემთხვევის გარდა რომელიც ალბათ უკვე აღარც კი გახსოვს, მაგრამ მე შენ მიყვარხარ. -ცრემლები მის ხელზე ეცემა. -მე ვერ მოგთხოვ რომ ჩემთან დარჩე, რადგან შემიძლია გაგიგო, შენ მე არ მიცნობ და როგორ გეყვარები? მაგრამ მე მაინც გთხოვ რომ დარჩე. -ისევ ტირილს ვიწყებ, ვერც კი ვიფიქრებდი ამ ყველაფრის თქმა ასეთი ძნელი თუ იქნებოდა ჩემთვის. -გთხოვ დარჩი, სულაც ნუ დარჩები ჩემ გამო, შენი მეგობრების და ოჯახის გამო დარჩი. მათ შენ ძალიან უყვარხარ. -ისევ ვტირივარ. -მეც ძალიან მიყვარხარ. იცი, არასდროს არ შევხვედრილვარ ვინმეს შენნაირი თვალებით. როგორ კი შენ თვალებში ჩავიხედე, იმავე წამს შემიყვარდი, რადგან, მეგონა რომ შენი სულის ანარეკლი დავინახე და გეფიცები მასეთი სილამაზე ჯერ არასდროს არ მინახავს. შენ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადამიანი ხარ ვისაც კი ფეხი დედამიწაზე დაუდგამს. მე შენ ვერ გივიწყებ. -ხმა მებზარება. -გთხოვ რომ გადარჩე და არ დამტოვო. ვდგები, მაგრამ მისი ხელი ისევ მიჭირას, უნდა გავუშვა რომ უცებ ვგრძნობ, ხელი როგორ მომიჭირა. ბოლო ხმაზე დავიწყე ყვირილი სიხარულისგან და ჩემ ხმაზე ექიმები შემოცვივდნენ. -მან ხელი მომიჭირა! -ვყვირი გახარებული და იმათმაც იმედიანი სახეებით გადახედეს ერთმანეთს. ისინი დარჩენის უფლებას მაძლევენ და მეც ყველაფრის მოყოლას ვიწყებ რაც კი მოხდ ამ სამი დღის მანძილზე და ვგრძნობ როგორ ძლიერად მიჭერს ხელს, თითქოს ჩემი დაკარგვის ეშინოდეს. იქნებ მე მას მისი უკან დაბრუნების იმედი ვარ? იქნებ მან ხსნა ჩემში იპოვა? იქნებ მიცნობს და მასაც აქვს ჩემს მიმართ გრძნობები? ერთი საათის შემდეგ ოთახში ექიმები შემოდიან და მეუბნებიან რომ მარიამმა უნდა დაისვენოს, მეც არ ვეწინააღმდეგები და მარის ვპირდები რომ მალე დავბრუნდები, ისიც თითქოს ხვდება რასაც ვეუბნები და ხელს ადუნებს. როგორც კი პალატიდან გამოვდივარ ნინა დეიდა, მარიამის დედა მოდის და მაგრად მეხუტება. -შენ მე შვილი გადამირჩინე. -ბედნიერი ხმით მეუბნება და იღიმის. გარშემო ვიყურები, ყველას ბედნიერება ახატია სახეზე. -რა უთხარი მასეთი? -ნიკა მუჯლუგუნს მკრავს და მიღიმის. -არაფერი ისეთი, ვუთხარი რომ ყველას უნდა მისი გადარჩენა. -ვეუბნები ხმადაბალი ხმით. -და ისიც დაამატე თუ როგორ გიყვარს არა? -მიღიმის და თვალს მიკრავს. -რა გეგონა ვერ მივხვდებოდი? ჯერ სკოლაში აშტერდები ხოლმე, მერე შენი რეაქცია იმ ინციდენტის დროს და მერე ის რომ არ შორდებოდი. -რამდენი ხანია იცი? -სახე ალეწილი ვეკითხები და ვცდილობ რომ თვალებში არ ჩავხედო. -რამდენი ხანია? -მიყურებს და ისეთ სახეს იღებს თითქოს ფიქრობდეს. -თავიდანვე. -ეღიმება. -შენ მე დებილი ხომ არ გგონივარ? -ნაწყენი ხმით მეკითხება. -თავიდანვე მივხვდი, თვალს ვერ აშორებდი და ცდილობდი სადაც წავიდოდა იქ წასულიყავი. სიმართლე თუ გინდა ისიც გიყურებდა ხოლმე. -ნიკას სიცილი უტყდება. -ალბათ მასაც მოეწონე, აბა შენი ხმა სხვა შემთხვევაში შეაშინებდა. -ოოოო. -ვიწყებ მაგრამ იმავე წამს ექიმის მოახლოება მაჩუმებს. მოხდა რამე? მისი შეწუხებული სახე მაფიქრიანებს, ნინა დეიდას რაღაცას ეუბენაბა და ისიც შეწუხებული სახით ჩემკენ მოდის. -ბექა, შვილო. -ნაზი ხმით იწყებს ლაპარაკს. მისი ტონი მაშინებს და ადგილზე ვიყინები, ცრემლები კი უკვე გზას მიიკვლევენ თავისუფლებისკენ. -რამდენი ხანია რაც მარიამს იცნობ? -ერთი თვეა. -ვეუბნები ხმადაბლა და უკვე ისიც ტირილს იწყებს. -მას უკანასკნელი სამი თვე არ ახსოვს. -რა?! არა, მას მე ვერ დავავიწყდებოდი. -ის ამბობს რომ არც კი იცის ვინ ხარ, და არ იჯერებს იმას თუ რაც გადახდა თავს. ექიმმა თქვა რომ ყველაფერი თავისით უნდა გაახსენდეს, ჩვენი ძალდატანების გარეშე. -მას მე დავავიწყდი. -ამბობს რომ უმჯბესი იქნება ხალხი რომელიც დაავიწყდა თუ არ გამოჩნდებიან მის ცხოვრებაში სანამ თვითონ არ გაახსენდება ისინი. მე ისინი მარიამს მართმევენ?! მე ისინი მარიამს მართმევენ?! ვგრძნობ ფეხები როგორ მეკვეთება, ძირს მუხლებზე ვეცემი და ტირილს ვიწყებ. ის გადარჩა მაგრამ მან მე დამივიწყა. მას მე აღარ ვახსოვარ, არადა მე ვგრძნობ, ვგრძნობ რომ მას ვუყვარვარ, სხვა შემთხვევაში ხელს მე არ მომიჭერდა, სხვა სემთხვევაში ის მე გამიშვებდა და არ დარჩებოდა. მას მე ვუყვარვარ, მაგრამ არ ვახსოვარ... -კარგად ხარ?-შეწუხებული ხმით მეკითხება ნინა დეიდა, ისიც ტირის, ისიც განიცდის ჩემთან ერთად. -დიახ, კარგად იქნება. -ჩემ მაგივრად პასუხობს ნიკა და მისი უსაზღვროდ მადლიერი ვარ. -ის ამას გადაიტანს, თან ადრე თუ გვიან მარიამს ის ისევ გაახსენდება, ეს კი დაელოდება. -მე თავს ვიქნევ, რადგან ტირილი ხმის ამოღების საშუალებას არ მაძლევს. მე ის გადავარჩინე, მაგრამ დავკარგე. მას მე აღარ ვემახსოვრები, უცნაურია არა ეს დედა აფეთქებული ცხოვრება?! მე ის დავკარგე, ალბათ არა სამუდამოდ, მაგრამ დიდი ხნით. მაგრამ მე მას ყოველთვის დაველოდები. 7. მარიამი ბექა რომ ჩემ პალატაში შემოვიდა კინარამ გული გამისკდა, მან ხელი ომკიდა და სიყვარული ამიხსნა. გულმა სწრაფად დაიწყო ფეთქვა და კინაღამ ცუდად გავხდი, მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ, მას მე ვუყვარვარ. მასაც ჩემი თვალები შეუყვარდა... როცა ხეს ვუჭერ ის სიხარულით ყვირილს იწყებს და ყველას ეუბნება რომ მე დარცენა გადავწყვიტე. მერე კი ის ამბების მოყოლას იწყებს, მაგრამ ყველა ცუდ მომენტს ტოვებს. ალბათ მართლა ვუყვარვარ, ალბათ კი არა მას მე მართლა ვუყვარვარ, მე ამას ვგრძნობ, ჩემი თითოეული უჯრედით. *** თვალებს რომ ვახელ რატომღაც პალატაში ვწევარ და თავი საშინლად მტკივა. ვერავის ვერ ვცნობ და ვერ ვხვდები აქ რატომ ვარ. გული კი საშინლად მტკივა, თითქოს რაღაცის გამო მსაყვედურობს. ექიმები შემოდიან და გადიან, მისმევენ კითხვებს და საბოლოოდ მეუბნებიან რომ მე ამნეზია მწირს, ბოლო სამი თვე ჩემი მეხსიერებიდან წაშლილია, არადა დარწმუნებუი ვარ რო მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა, რაც არ უნდა დამვიწყებოდა. -ნუ გეშინია შენი მეხსიერება დაგიბრუნდება. -მიღიმიან გამამხნევებლად, მაგრამ ეს ვერ მშველის, მე ვგრძნობ რომ მეხსიერებასთან ერთად ვიღაც მნიშვნელოვანიც დავკარგე, ადამიანი რომელიც მიყვარდა. არ ვიცი საიდან ვასკვნი იმას რომ მიყვარდა, ალბათ იქიდან რომ მისი თვალები მახსოვს, თვალები, რომლის გახსენებაზე გულს ბაგა-ბუგი გააქვს. კი მაგრამ ვინაა? ალბათ ვიცნობდი და ალბათ მასაც ვუყვარვარ, რადგან მახსოვს მისი ხმა რომლიც დარჩენას მთხოვდა. *** უკვე ერთი კვირაა რაც საავადმყოფოდან გამომწერეს და მეც უკვე სკოლაში დავდივარ, საკვირველია მაგრამ რატომრაც ყველა გაკვეთილი მახოვს, მაგრამ ხალხი ისინი ჩემ მეხსიერებაში აღარ არიან, აღარც მოვლენები რაც ბოლო სამი თვის მანძილზე მოხდა. ყველ ისეთი დაღონებული სახით მიყურებს, მე კიდეს ისევ იმ ლურჯ-თვალება უცნობს ვეძებ. მაგრამ მას არავინ არ გავს, არავის არ აქვს მისნაირი ხმა. რამდენჯერ ვცადე ამ თვალების დავიწყება, მაგრამ არ გამომდის, ისინი მე დამსდევენ და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მიცავენ. ალბათ მათი პატრონი ისევ ჩემთან არის და ჩუმად ცდილობს რომ დამიცვას. რამდენჯერმე შემთხვევით დავინახე თუ როგორ მიყურებდნენ ეს თვალები ბრბოდან, ,მაგრამ მე სახე ვერ დავინახე თანაც ისეთი წამიერი იყო ეს ხილვაც რომ მეხსიერება რომელიც ბრუნდებოდა მათი დანახვისას ისევ იკარგებოდნენ. მე მჭირდება რომ ამ თვალების პატრონი ვნახო, ის ხომ გასაღებია ჩემი დაკარგული მეხსიერების დასაბრუნებად. ის ხომ ერთადერთი წამალია, ჩემი გატეხილი გულისთვის რომელიც ამ უცნბს მისტირის. -მარიამ. -ანდრეა ჩემ გვერძე ჯდება, მასაც კი სევდიანი გამოხედვა აქვს. ის აღარ არის ის მხიარული ანდრია მე რომ ვიცნობდი. -როგორ ხარ? -ცდილობს გამიღიმოს მაგრამ არ გამოდის. -კარგად. -ვპასუხობ ჩუმად, მაგრამ ვატყუებ, ვინმეს უნდა ვუთხრა ამ თვალებზე. ანდრია კი ერთადერთია ვისაც ამ საიდუმლოს ვანდობ. -რაღაცა მინდა რომ გითხრა, მგონი რაღაც მახსენდება. -ამას რომ ვეუბნები სახეს ღიმილი უფარავს. -მე ვიღაცის თვალები მახსოვს, არ ვიცი ვისია, მაგრამ მათ ვერ ვივიწყებ და როცა ვიხსენებ გული ბაგა-ბუგს იწყებს. მე ამ თვალების პატრონის ხმაც მახსოვს რომელიც მთხოვდა რომ დავრენილიყავი, მაგრამ თვითონ მას ვერ ვიხსენებ. -თავს დაბლა ვხრი, რომ მომდგარი ცრემლები ვერ დაინახოს. ის კი იღიმის და მაგრად მეხუტება. -შენ მას გაიხსენებ. -მეუბნება მშვიდად და ბედნიერი სახით მშორდება. „შენ მას გაიხსენებ“ იცის მან ვინცაა ჩემი უცნობი? მაშინ რატომ არ მეუბნება? მე ხომ ასე მჭირდება მისი ვინაობის ცოდნა... გარშემო ვიყურები, მე ის უნდა ვიპოვო. თუ ანდრიამ იცის ვინ არის, მაშინ ჩემი უცნობი აქ უნდა სწავლობდეს, ამ სკოლაში კი მე ყველა მიცნობს, მაგრამ ჩემთვის ყველა უცნობია. ვერ ვხვდები ვერაფერს. ვაცნობიერებ რომ ვიღაცეები არ უნდა მომწონდეს, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ. იმასაც ვხვდები რომ ვიღაცეებთან მეგობრული უნდა ვიყო, მაგრამ რატომ? კარიდორში გაბრუებულივით დავდივარ, ერთ ადგილას ციბრუტივით ვბრუნავ. ვერ ვხვდები რატომ მაგრამ ვგრძნობ რომ ჩემ უცნობს აქ შევხვდები. ყველას ვაკვირდები, მათ ვუსმენ რომ ხმა ვიცნო ან კიდევ თვალებში ვუყურებ, ამას რამდენადაც ვახერხებ, რადგან მათ უკვირთ ჩემი საქციელი, მაგრამ არ იმჩნევენ. 8. ბექა როცა ანდრია მარიამის ნათქვამს მეუბნება, ბედნიერებას ვეღარ ვმალავ, მას მე ვახსოვარ! მას ცემი ხმა და თვალები ახსოვს. მას მე ისევ ვუყვარვარ! გარეთ გავბივარ რომ სადმე ჩემი პრინცესა დავინახო. მაგრამ ამაოდ, ზედმეტად ბვრი ადამიანი ირევა ერთმანეთში. უაზროდ ხეტიალს ვიწყებ აქეთ-იქით რომ სადმე მას წავაწყდე. მოულოდნელად კი ვიღაცას ვასკდები. -უკაცრავად. -მესმის ხმადაბალი და მორცხვი ხმა, დაბლა ვიხედები და მას ვხედავ, მარიამს, რომლის სახე უეცრად იცვლება და წითლდება. -არაუშავს. -ვეუბნები რაც შეიძლება ცივად, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ და მის დანახვაზე მეღიმება. ჩემდა გასაკვირად ისიც მიღიმის და შემთხვევით მის თვალებში ვიყურები, როგორც მაშინ პირველად და მე ისევ ისეთ მარიამს ვხედავ რომელიც შემიყვარდა. ისიც მიღიმის და ორი წამის განმავლობაში ყველაფერი ასრებობას წყვეტს. იქნებ ვახსოვარ? მაგრამ ის ამას არ იმჩნევს? მეეჭვება მასე რომ იყოს... ალბათ მაინც ვერ გამიხსენა ჯერ. მაგრამ როდის მოვა დრო როცა გავახსენდები? მარიამი მშორდება, მაგრამ ვატყობ რომ მასში რაღაც შეიცვალა. ის დაბნეული გახდა თითქოს მოგონებები ერთდროულად დაატყდა თავს. არც მიკვირს მას ხომ უკანასკნელი სამი თვე აქვს გასახსენებელი, მე კიდევ სადღაც ბოლოსკენ ვარ. -კარგად ხარ? -მეკითხება ნიკა და ხელს მხარზე მარტყავს. თავს ვუქნევ, მაგრამ ვის ვატყებ? ნიკამაც იცის რომ ზედმეტად ცუდად ვარ. მას მალე გავახსენდები, ამას ვგრძნობ, მაგრამ რამდენი ხანი მომიწევს ლოდინი? მე ხომ მეტის მოთმენა არ შემიძლია. მე ის მჭირდება, ისე როგორც თევზს ჭირდება წყალი და მცენარეს მზე. ის ჩემთვის ყველაფერია, სამყაროს გულიც და ცენტრიც, მიზეზი რისთვისაც ვსუნთქავ. მე მისი თვალები მოსვენებას აღარ მაძლევს, ყოველ წამს თვალწინ მიდგება მისი უკანასკნელი გამოხედვა, ისეთი სევდიანი იყო, რომ მისი დავიწყება ზედმეტად რთულია ჩემთვის. ის თითქოს მსაყვედურობდა იმისთვის რომ ამდენი ხანი ჩუმად ვიყავი და არაფერს არ ვეუბნებოდი ჩემ გრძნობებზე, თითქოს იცოდა რომ ეს მოხდებოდა და მეუბნებოდა რომ ამის გარეშეც შემეძლო ხმა ამომეღო. თავი დამნაშავე მგონია იმის გამო რაც მარიამს დაემართა. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი რომ მეთქვა მანამდე ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. -ყველაფერი კარგად იქნება, ის შენ გაგიხსენებს. -მეუბნება ხმადაბლა და გამამხნევებლად მიღიმის. -როდის?! -თავს ძლივს ვიკავებ რომ არ ვიყვირო. -როდის? როცა ამას აზრი აღარ ექნება? როცა მე წასვლა მომიწევს მას კი დარჩენა? -მაშინაც ხომ გეყვარება? -თავს შეცბუნებული ვუქნევ. -მაშინ რა მნიშვნელობა აქვს როდის? მთავარია რომ გაახსენდები. -ისევ თავს ვუქნევ, ის მართალი, მთავარია, მე მას გავახსენდე. 9. მარიამი ეს ის თვალები იყო, რომლებიც მუდამ თან დამსდევენ. ეს ის უცნობი იყო, რომელიც მე დარჩენას მთხოვდა. ეს ის უცნობია რომელიც მე მიყვარს. არა, არა, არა! ეს ხომ ბექაა, მას კი ნინა უყვარს... მას ნინა უყვარს.... მაგრამ... მე მისი ხმა მახსოვს, მახსოვს დარჩენას როგორ მხოვდა, როგორ აიღო ჩემი ხელი და როგორი ბედნიერი იყო... ეს ზუსტად ვიცი რომ ჩემი უცნობია... მაგრამ... არაფერი არ მესმის. რატომ შეიძლება რომ მე მას ვუყვარდე? -ნინა!-ვეძახი მას და ისიც მიღიმის ბედნიერი სახით. -ეს ვინ არის? -ვანისნებ ბექაზე, რათქაუნდა მე კი ვიცი ვინც არის, მაგრამ მაინც მაინტერესებს მისი პასუხი. -ეს ბექაა. -მისი ღიმილი სადღაც ქრება. -არ გახსოვს? -ღიმილს უიმედობა ცვლის. -წამო გაგაცნობ. -რა? ვცდილობ რომ არ წავყვე,მაგრამ ის ძალით მიმათრევს, მეც დიდად არ ვეწინააღმდეგები, მინდა რომ ჩემ “უცნობს“ დაველაპარაკო. -ბექა! -როდის აქედან არიან ეს ორნი ასეთი მეგობრულები? ბექას ჩვენ დანახვაზე სახე უნათდება, ნმაგრამ შემდეგ როცა ნინას უიმედო სახეს ხედავს, მასაც ღიმილი უქრება. -მარიამს შენი გაცნობა უნდა. -სახე წითლად მენთება. ბექა კი წარბებს მაღლა წევს. -ანუ... -ვიწყებ ბუტბუტს. -შენზე თითქოს რაღაც გამახსენდა. -გიბრუნდება მეხსიერება? -ცივად მეკითხება და ამ ტონზე ვენებში სისხლი მეყინება. -ნელ-ნელა. -ხომ ვერ ვეტყვი, რომ იცი როცა გიყურებ რაღაცეები მახსენდება. -გინდა რომ დაგეხმარო გახსენებაში? -მეკითხება და მეც თავს ვუქნევ. -კარგი, წამო. -მეც მივყვები მორჩილად. გული ლამის საგულედან ამოხტეს და იმხელა ხმაზე ფეთქავს მეშინია მისი ხმა ბექამაც არ გაიგოს. სკამებთან მივყავარ და ერთ-ერთზე მიმითითებს მეც ვჯდები ის კი გვერდით მიჯდება. -რა გაინტერესებს? -მეკითხება და თვალებში მიყურებს, ისეთი გრძნობა მიჩნდება რომ თითქოს მკითხულობს. -ყველაფრის? კაი... მოკლედ ერთი თვეა რაც გიცნობ და კარგი მეგობრები ვართ, ვიყავით როგორც გინდა ისე თქვი, ჯერ ისევ ვერ მიხსენებ. შენზე კი საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მაქვს. მაგალითად ის რომ შენი საყვარელი ფერი თეთრია, საყვარელი ყვავილი ია და შენი საყვარელი სიმღერაა ჯერჯერობით Battle scars. ისე მოუსმინე ძალიან გიყვარს ეგ სიმღერა. -მიღიმის და მეც ძალაუნებურად მეღიმება. -თუ გინდა ჩაგირთავ, გადმომაწერინე კიდევაც. -ამაზე მეცინება და თავს ვუქნევ. ყურსასმენებს მაწოდებს და უცებ მესმის მელოდია, რომლიც ჩემ თავში გაუჩერებლად ტრიალებდა. როცა მთარდება მერე სხვას რთავს. -Human. -წამომცდა ძალაუნებურად რადგან სიმღერა ვიცანი და ისიც ბედნიერად თავს მიკრავს. –if I die young! -ვიძახი შემდეგი სიმღერის სახელს, მისი ღიმილი კი უფრო და უფრო ფართოვდება. -აბა ამას თუ გამოიცნობ? -მეკითხება და მიღიმის. სიმღერას მირთავს, თან მეცნობა, მაგრა თან არა. თან ვიცი მაგრამ თან ვერ ვხვდები. -მიდი, ვიცი რომ იცი! -ჰმმ. -ვფიქრობ, მართლა ძალიან მინდა რომ გავიგო. ვიცი რომ ამაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. –little do you know. -ვიძახი ხმადაბლა, არ ვიცი მართალი ვარ თუ არა, მაგრამ ვიცი რომ ასე ქვია. ბექას ავხედე, ის ისეთი ბედნიერი სახით მიღიმის რომ მეც ძალაუნებურად მეღიმება. -რაღაცეები გახსენდება. -მეუბნება ხმადაბლა და მიცინის. -მე გახსენდები? -არ ვიცი რა ვუპასუხო. -კი, ოღონდ შენი თვალები. -გაკვირვებული მიყურებს. -შენი თვალები მახსოვს მარტო. მაშინაც რომ გავიღვიძე ერთადერთი რაც მახსოვდა შენი თვალები იყო. -არ ვიცი ამას რატომ ვიძახი, მაგრამ ვგრძნობ რომ ეს მნიშვნელოვანია და რომ უნდა ვთქვა. როცა ამას ვეუბნები ბედნიერი სახით მიღიმის და მეხუტება. არ ვიცი რატომ, მაგრამ სითბო მივლის სხეულში. მეც გაუცნობიერებლად ვეხუტები. -ვიცოდი რომ არ დამივიწყებდი. -მეუბნება ხმადაბლა და იღიმის. -კიდევ გინდა სიმღერები? -მეკითხება და მეც თავს ვუქნევ. -Don’t you worry child? -ვეკითხები ჩუმი ხმით და ისიც თავს მიქნევს. -რას ერჩიან შენ მახსვრობას? -მეკითხება სიცილით და ისევ მიღიმის. -ჩემზე კარგი მახსოვრობა ნამდვილად გაქვს. -მეღიმება, იცის როგორ უნდა გამამხნევოს. იქნებ მართლა კარგი მეგობარი იყო და მაგიტომაც მახსოვდა. 10. ბექა ის ისევ აქ არის. მასწავლებლებს დავეთხოვეთ და ეზოში სკამზე ვზივართ და მუსიკებს ვუსმენთ. მას ნელ-ნელა ახსენდება რაღაცეები. მასწავლებლები რომლებიც გვხედავენ მიღიმიან. მათ ხომ ყველაფერი იციან. ჩვენ ხომ უიღბლო რომეო და ჯულიეთას სახელი შეგვარქვეს. მათ ვერც ვერაფერს ვერ ვეტყვი, რადგან მართლები არიან, ჩვენ უიღბლო რომეო და ჯულიეტა ვართ. ჩვენ არ მომკვდარვართ, მაგრამ მას მე აღარ ვახსოვარ, მაგრამ ეტყობა რომ ისევ ვუყვარვარ. -გინდა კიდევ? -ვეკითხები როცა all of me-ს მოსმენას ამთავრებს. -არა. -მეუბნება ჩახლეჩილი ხმით, ეტყობა რომ ეძინება. -შეგიძლია რომ მელაპარაკო? -თავს ვუქნევ მაგრამ არ ვიცი რაზე ველაპარაკო. -მითხარი რა მოხდა, რატომ დამავიწყდა ყველაფერი ან რატომ წამიყვანეს საავადმყოფოში. -არ ვიცი რა გავაკეთო, ექიმმა მკაცრად აგვიკრზალა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ... -ნუ გეშინია, მითხარი, პანიკაში არ ჩავარდები. -თავს ვუქნევ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ უნდა ვუთხრა თუ არა. -გთხოვ, არავინ არაფერს არ იძახის და ეს სიჩუმე უფრო მაგიჟებს, ვიდრე სიმართლის ცონდა გამაგიჟებდა. -მეუბენბა ხმადაბლა და მის თვალებში ცრემლს ვხედავ. -კარგი -ვეუბნები ხმადაბალი ხმით. -გენერატორი დაგცა. -ვეუბნები ხმადაბლა და მის რეაქციას ვაკვირდები არანაირი, თითქოს ეს უკვე იცოდა. -რატომ? -მეკითხება ცივად. -არ იციან, გამოძიება მიმდინარეობს. -ვეუბნები ჩუმად და მისი უემოციობა მაშინებს. -მაგრამ გადარჩი და მხოლოდ პატარა ნაწილი მოგხვდა... -ხო, მართალი ხარ. -ეღიმება და რაღაცაზე იწყებს ფიქრს. -მაგრამ ეგ ჩემთვის არ იყო განკუთვნილი, ის სხვას ეკუთვნოდა, მაგრამ მე აღმოვჩნდი მის ადგილას, მან კი ვერაფერი ვეღარ შეძლო. -რა? -ვეკითხები გაკვირვებული. -რაზე ლაპარაკობ? -მახსოვს რომ სანამ ავდგებოდი მაღლა ავიხედე იქ კი ვიღაც იყო, მერე შენ შემოგხედე, იმისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მერე კი გავითიშე. -მარი! -შეშინებული ფეხზე ვხტები. -დარწმუნებული ხარ? -კი! -მეუბნება მკაცრად. -ზუსტად მახსოვს, ნიღაბი ეკეთა და ძალიან ფრტხილად მოძრაობდა რომ არავის არ შეემჩნია, მაგრამ მაგას ძაანაც რომ არ განიცდიდა ეტყობოდა. მაგრამ მან მიზანს ააცილა. ეტყობოდა რომ სხვა ყავდა მიზანში ამოყვანილი. -მარიამ, ჩვენება უნდა მიცე. -ვეუბნები და პოლიციაში ვრეკავ, ისინიც მალე მოდიან, მარიამი ყველაფერს უყვება რაც მე მითხრა და მათთაც თითქმის იგივე კითხვები აქვთ რაც მე მქონდა. -დარწმუნებული ხართ? -ეკითხება ერთ-ერთი პოლიციელი. -თქვენ ხომ ამნეზია გაქვთ იქნებ რომელიმე კინოს ნაწილი გგონიათ სინამდვილე? -არცერთი მოგონება ასეთი მკაფიო და ზუსტი არ არის როგორც ის. -გაბრაზებით იძახის მარიამი. -მე მახსოვს ადამიანი, ნიღბით როგორ უკეთებდა რაღაცას გენერატორს. ბრმა კი არ ვარ! -კარგით. -ეუბნება პოლიციელი და მისგან სრულ ჩვენებას იღებს. -კარგად ხარ? -ვეკითხები მათი წასვლის შემდეგ. მთელი სკოლა დირექტორის კაბინეტთანაა, იქ სადაც ჩვენ ვართ ახლა. -სავსებით. -მეუბნება ჩუმი ხმით და თვალებში მიყურებს. -რატომღაც შენ იწვევ ყველა მოგონების გახსენებას, იმათ გარდა სადაც შენზეა. ___________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________ ვიცი რომ არცერთი წინა მოთხრობა არ დამიმთავრებია, მაგრამ ეს უნდა დამეწერა, ვიცი რომ ცოტა კი არა ძალიან უაზრობაა, მაგრამ ყურადება სხვა რამეზე ვერ გადამქონდა. იმათ აუცილებლად დავამთავრებ, მაგრამ ჯერ გთხოვთ რომ ეს შემიფასოთ. მინდა რომ რაც კი ცუდია ამ მოთხრობაში ყველაფერზე მიმითითოთ თუ წინააღმდეგნი არ იქნებით. მინდა ასევე ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.