შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრიზი თუ განაჩენი?! -3-


6-06-2016, 16:15
ავტორი sopiko
ნანახია 2 011

[თავი 3]
კიდევ უამრავი ადამიანი, თუ შეიძლება ადამიანები ეწოდოთ მათ, გაიცნო ნოემ. არისტოკრატეს შთამომავალი, სმოლკრატე, რომელიც სითხეს ყიდდა ჭკუის გაზრდისთვის, თუმცა ერთი რამაც იყო გასათვლისწინებელი. ტვინის გაზრდასთან ერთად თავიც გაგეზრდებოდა, რაც მთელი სხეულის გადაგვარებას გამოიწვევდა. ამიტომ, როგორც ტაისიამ უთხრა, ყველა ბრძენი და პროფესორი ამ და იმ ქვეყნების მიჯნაზე საშინელი სანახავი იყო. ისინი კოშკებში ცხოვრობდნენ და კლიენტებიც იქ მიდიოდნენ, როცა რამე სჭირდებოდათ. აქაურებს თურმე ექსპერიმენტების ჩატარება ბავშვებზეც სჭირდებოდათ. ინგლისიდან იყო ''ჩამოყვანილი'' შვიდი წლის მაქსი, რომელსაც გონება გათიშული ჰქონდა, რათა სამი თვის შემდეგ მშობლებთან რომ დაბრუნდებოდა, რამე არ დაეყრანტალებინა. რა თქმა უნდა, მას მაინც არავინ დაუჯერებდა, მაგრამ ტიტანს თავისი ფარული სამყარიოს გამოაშკარავების ძალიან ეშინოდა და ამიტომაც იყო, რომ ყველაფერს ასე აკურატულად და ფრთხილად აკეთებდა.
-როდის ვნახავ მაგ ტიტანს?-იმდენჯერ ახსენეს ეს სახელი, რომ ნოემაც ვეღარ მოითმინა და ტაისიას დაეკითხა,.
-ეს მე არ ვიცი. ალბათ გამომშვიდობებისას. შეიძლება საერთოდ ვერ ნახო.-ჭოჭმანით მიუგო ქალმა.
-ყველა გავიცანი მის გარდა?
-თითქმის. დღეისთვის საკმარისია. ახლა პირველი ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს შენზე.-შეაპარატაისიამ.
-რა? მე თანახმა არ ვარ!-მაშინვე შეჰყვირა ჯაყელმა.
-ეს შენს ქვეყანაშია კანონები, უფლებები, მუხლები და რაღაც სისულელეები. აქ ყველაფერს ტიტანი წყვეტს, თანაც მხოლოდ ორ კვირას გაატარებ ამ სამყაროში და ყველაფერი უნდა მოვასწროთ.
-და ამას ვინღა წყვეტს? დროს, რომლის განმავლობაშიც აქ უნდა ვიყოთ.-უხალისოდ იკითხა და თავი იმით დაიიმედა, რომ თუ ერთ თვეში სამშობლოში დაბრუნდებოდა, ესე იგი ეს ექსპერიმენტი სასიკვდილო არ იყო.
-ეს... არ ვიცი, მაგრამ ტიტანი არა.
ტაისიამ ექსპერიმენტების კაბინეტში შეიყვანა. ოთახი უცნაური სკამებით და მათზე მიერთებული აპარატებით იყო სავსე. კედლები სხვადასხვა ფერის სადენებით აეჭრელებინათ. ნოე მედგრად იდგა და ირონიული ღიმილით უკვე მერამდენედ ავლებდა თვალს კაბინეტს ზევიდან ქვევით და მარჯვნიდან მარცხნისკენ. ყველაფერს წინასწარ რომ ვერ გათვლიდა ტაისიასგან განსხვავებით, ეს იცოდა და წუხდა კიდეც. მის ქვეყანაში ამბობდნენ, რომ ცდა ბედის მონახევრე იყო და რადგან ბედის ლატარიაში გაიმარჯვა, ესე იგი არც იღბალი უნდა ყოფილიყო მასზე გაბუტული.
-მზად ხარ?-მოულოდნელად წინ ჩამოუდგა ტაისია.
''იასამნის სურნელი აქვს... ნაზი და უბრალო...''-ანაზდად გაიფიქრა ნოემ და ქალის ყელისკენ ოდნავ დაიხარა.
ტაისიამ უკან გადადგა ნაბიჯი.
-რამე მოხდა?-უხერხულად შეიშმუშნა ის.
-სუნამო გასხია?-ეს სურნელი სუნამოს სუნს არ ჰგავდა. ისეთი ბუნებრივი იყო, რომ ხელოვნურთან გაიგივებით თითქოს ჭუჭყი მიეცხობოდა მთელ ამ სამყაროს.
-არა. აქ ყველას ჩვენ-ჩვენი სურნელი გვაქვს. მე...
-შენ შენი სურნელი გაქვს!-შეაწყვეტინა ნოემ და ერთ-ერთ სკამთან შედგა.-მზად ვარ. რა ექსპერიმენტის ჩატარებას აპირებთ ჩემზე?
მართალია საქმიანი ტონი ჰქონდა, მაგრამ ცხვირის ნესტოებში ჯერ კიდევ ეღუტუნებოდა იასამნის სურნელი და მისით დამტკბარს ისიც კი მოეჩვენა, რომ ტაისიას ცისფერი თვალები გაუიასამნისფერდა.
-რანაირად მიყურებ?-ლოყები აუფორაჯდა ქალს.-მე რაღაცას ვლაპარაკობ, შენ კი მაბნევ. ეს სერიოზული ექსპერიმენტია, ცივი გონებით უნდა ვიმოქმედო.
-ხოდა იმოქმედე!-თვალი არ მოუშორებია მისთვის, ისე უთხრა მამაკაცმა.
-რომ მიყურებენ, ვიბნევი.-შეწუხებულმა თქვა ტაისიამ და ერთ-ერთი აპარატის ღილაკს დააჭირა.
მრავლობით ფორმას არ ელოდა ნოე... რატომღაც. ჯანოც თვალს არ აშორებდა დაახლოებით სამი წუთი ტაისიას და მშვენივრად იცინოდა, თუმცა ისინი ხომ შეყვარებულები იყვნენ. ალბათ შეჩვეული იყო მის მზერას.
-ამ სავარძელზე დაჯექი.-მიანიშნა ტყავის სავარძელზე, სტომატოლოგის კაბინეტებში რომ დგას ხოლმე, იმის მსგავსზე.-ეს გადაიჭირე. ფეხები აქ დადგი. ხელები აქ დააწყვე. აი, ასე. იცოდე, არ უნდა გაინძრე.
ნოე მის მითითებებს უსიტყვოდ ასრულებდა. რადგან აქ იყო, თავისი მისია უნდა შეესრულებინა. ტაისიამ თავი საზურგეზე მიადებინა და სულ ოდნავ შეახო ნეკა თითი კისერზე. საშინლად ცივი თითი ჰქონდა... თითქოს სისხლი არ მოძრაობდა მის სისხლძარღვებში. მაინც სასიამოვნოდ აუდუღდა გულში ჩამდგარი სამოვარი ნოეს და ეს თავის უკვდავ იდეას დააბრალა. იდეა კი გაბრაზდა, ყველაფერში მე რატომ მადანაშაულებო, მაგრამ ჯაყელმა თავი ასე გამოიძვრინა და შემდგომში კმაყოფილიც კი იყო.
-ახლა ჩავრთავ. შენ უბრალოდ არ უნდა გაინძრე და კითხვებზე მიპასუხო.-გააფრთხილა ტაისიამ და თეთრი ხალათის ფრიალით კომპიუტერის მსგავს მოწყობილობას მიუჯდა.
ნოეს ტანში დენმა რომ დაუარა, მიხვდა, აპარატი უკვე ჩართული იყო. ცოტა კი დაიძაბა, მაგრამ პირველი კითხვის შემდეგ კვლავ განიმუხტა.
-ბედნიერი ხარ?
-არა.-ისეთ ხასიათზე იყო, რომ თავისით ეთქვა არა.
-ბედნიერი ხარ?
-კი.-ახლა სულ სხვანაირად ფიქრობდა.
-გძულვარ?
-კი.
-გძულვარ?
-არა.
-გიყვარვარ?
-კი.
-გიყვარვარ?
-არა.
მერე კითხვები უფრო გართულდა. სრული პასუხების გაცემა იყო საჭირო და მხოლოდ დასტურით და უარყოფით აზრს ვერ დააფიქსირებდი. ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც დაგეგმილი იყო. აპარატი ადამიანებზე მუშაობდა. ტაისია აჟიტირდა. ამ აპარატის გაკეთებაში გარკვეული წვლილი მასაც ჰქონდა შეტანილი და ეს წარმატება განსაკუთრებულად ახარებდა. აპარატი ადამიანის განწყობას ცვლიდა. შეეძლო ისე გადაეტრიალებინა პიროვნების გონება, რომ მას სულ სხვა რამ ნდომებოდა და სულ სხვა გაეკეთებინა.
-დასრულდა! შეგიძლია გაინძრე.-უთხრა ბოლოს ტაისიამ მამაკაცს და ისიც თავისუფლად გაინძრა.
-ისე შემაშინე, რაღაც საშინლად რთული მეგონა. ძალიან ადვილი კითხვები იყო და კარგადაც ვიხალისე. ვერც კი ვიაზრებდი, ისე ვცემდი პასუხებს.-სიცილით გადმოვიდა სავარძლიდან ნოე.
-ხო, აპარატმა გაამართლა. უკვე ცხრა საათია ჩვენი დროით და ჩვენც დღეს დაუღალავად გავაკეთეთ ის, რაც ტიტანისგან გვქონდა დავალებული.-კმაყოფილი ჩანდა ქალიც.-წამოდი, შენს საძინებელს განახებ. საერთო საძინებელი აქვთ მამაკაცებს და ადგილს შენც გამოგიძებნიან.
საექსპერიმენტო კაბინეტიდან გახალისებულები გამოვიდნენ და მამაკაცების საძინებლისკენ გაემართნენ. დანიშნულების ადგილსაც მალე მიაღწიეს. ოთახში დაახლოებით ათი მამაკაცი იყო. უკვე დასაძინებლად ემზადებოდნენ. ახლის გამოჩენამ ისინიც გაახალისა.
-კარგი ბიჭია, ტაისია?-დაეკითხნენ ტაისიას.
-აბა, ტიტანი ცუდს აარჩევდა? მშრომელი, პოზიტიური და ცოტა უცნაური ადამიანია, მაგრამ არა უშავს. მარტივად ვერ ამოიცნობ და ესაა მისი ხიბლი.-ნოეს არ მორიდებია, ისე დაახასიათა ქალმა ჯაყელი.
-გამარჯობა.-მიესალმა მომავალ მეგობრებს ნოე.
-გამარჯობა, ძმაო!-სალამზე სალამით უპასუხა ერთ-ერთმა და სხვებიც მას აყვნენ.
-აბა, დროებით! იმედია ერთმანეთს კარგად გაუგებთ.-ერთი ღამით დაემშვიდობა მათ ტაისია და ოთახიდან გავიდა.
-ტაისია მარგალიტია ამ ქვეყნად!-მეგობრული ღიმილით თქვა წითელმაისურიანმა მამაკაცმა და ნოეს მის ამქვეყნიურ საწოლზე ანიშნა.

^^^
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ამ სამყაროში დავიბადე...
მგონი წინა ცხოვრებაში იქ ვცხოვრობდი!
იმედია იმ/ამ ქვეყნით თქვენც მოიხიბლეთ... ველი თქვენს შეფასებებს! ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობთ ტაისიაზე, რადგან ორ თავში სიმართლეს გაიგებთ და მინდა ეს სიმართლე მოულოდნელი იყოს.
ნოე ჩამოუყალიბებელი და დაუფიქრებელი ადამიანია! {ბლექ, შენ არ გეწყინოს {ვიცინი}} ხან ერთს ფიქრობს, ხან მეორეს და თან ვერ ხვდება, რატომ ფიქრობს ასეთ სისულელეზე. თავიდანვე ასეთი ''ტიპაჟის'' შექმნა მინდოდა და მგონი შევძელი კიდეც გონებაში შექმნილი პერსონაჟის დახასიათება.
ფანტასტიკა საოცარი ჟანრია! აქ შეიძლება წერო ყველაფერი... ტყუილიც და მართალიც, შეცდომაც და სწორიც, სისულელეც და ჭკვიანური რამე-რუმეებიც... გაშალო ფრთები და თან ისე მაღლა იფრინო, რომ ამ ფრთების მოჭრა ვერავინ შეძლოს!
დიდი, დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვერდით მიდგახართ!
უყვარხართ სოფის!



№1  offline წევრი cisa

sxva istoriebs daxlovebit vxvdebodi xolme shemdegshi rogor gaanvitardeboda..axla ise vibnevi ro azre ar var ras apireeb..sheidzleba itqvas chamitria.is ki ara da lomka maqvs mgoni mainteresebs ra mooxdebaa.momwons ragac saswaulat gansxvavebuli da sauketesoaa♥♥chemoo genialiroo googoo ♥♥♥

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მომწონს ფანტასტიკა რაღაცნაირი თავისებური ბევრის მომცველია და მსიამოვნებს ასეთი რაღაცეების წაკითხვა
დავინტრიგდი მაინტერესებს რა სიმართლეზეა ლაპარაკი
მალე დადე რა

 


№3 სტუმარი Black

Sopachka shen komentarsi amokitxulma sityvebma gamaxara:Dgmadloblove kargi shens p/s ze ar mewyineba nu gelav:D:D bravo sopachka,bravo!dzalian kargi iyo da veli shemdeg tavs..<3

 


№4  offline წევრი θεοδώρα

Dzalian momwons^^ ogond tavebi gazardee

 


№5  offline მოდერი sopiko

კიბო
ძალიან მომწონს :3 თავები მეპატარავება მაგრამ მოთმენა ღირს ვატყობ :დდ

მიხარია feel
თავების მეტად გაზრდას ვერ მოვახერხებ... უნდა იმყოფინოთ lol
cisa
sxva istoriebs daxlovebit vxvdebodi xolme shemdegshi rogor gaanvitardeboda..axla ise vibnevi ro azre ar var ras apireeb..sheidzleba itqvas chamitria.is ki ara da lomka maqvs mgoni mainteresebs ra mooxdebaa.momwons ragac saswaulat gansxvavebuli da sauketesoaa♥♥chemoo genialiroo googoo ♥♥♥

გენიალურობამდე ბევრი მიკლია lol
ბევრი რამ მოხდები და იმედია იმედს არ გაგიცრუებ love
okay
სოფო, ძალიან მომწონს.
მაგრამ უკეთესი იქნება, ცოტა იქაურობასაც თუ აღწერ. ბუნებას, შენობებს, სახლებს...
მოკლედ ველი!

ჰო, წინაზე დიდი კომენტარი დაგიწერე (მეორე თავზე) და ახლა ვნახე და თურმე არ დაიწერა ;დ

არა უშავს, ელე love
ხო, რაღაცებს აღვწერ ხოლმე და ისე ისიც ნახსენები მაქვს, რომ ყველაფერი ისეა, როგორც აქ. რაც განსხვავებაა, ის აღნიშნული მაქვს.
ძალიან მიხარია, რომ მოგწონს feel
ანი ანი
მომწონს ფანტასტიკა რაღაცნაირი თავისებური ბევრის მომცველია და მსიამოვნებს ასეთი რაღაცეების წაკითხვა
დავინტრიგდი მაინტერესებს რა სიმართლეზეა ლაპარაკი
მალე დადე რა

გმადლობ, ანი love
ყოველდღე ვდებ და რა ვიცი...
θεοδώρα
Dzalian momwons^^ ogond tavebi gazardee

გმადლობ love
თავების გაზრდას ვერ შეგპირდები...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent