პრიზი თუ განაჩენი?! -2-
[თავი 2] -მე არავის მონა არ ვარ!-კბილები გააღრჭიალა ნოემ. -დღეიდან აღარ, მაგრამ იყავი. დაშა ისე გაგრძნობინებდა თავს, ვითომ მისი ხელმწიფე იყავი, ეს კი მაშინ ხდება, როცა მისი ტყვე ხარ! ნოემ მისი და დაშას ყოველდღიურობა გაიხსენა და უფრო მეტად მოეშალა ნერვები. დაშას სიტყვები, ეს მიყიდე, ძვირფასო, შენს ნაყიდს ხომ სხვა ფასი აქვს, თავბრუს ახვევდა. წარმოიდგენდა ხოლმე, თუ როგორ გახდიდა დაშას ამ კაბას... როგორ მიაგდებდა მას იატაკზე და... კაბა უკვე ნაყიდი იყო! ნოეს ჯიბე კი ცარიელი! ''მიყვარდა არა, ის! ცარიელი ვნება იყო... რა დასანანია.''-ჩაფიქრებულმა გამოიტანა დასკვნა და სხვა მხარეს გაიხედა, ამ სასწაულთმოქმედ ქალს მისი ფიქრებიც რომ არ ამოეცნო. -კარგი, რა... ასე შენს ფიქრებს ვერ დამალავ!-ცეცხლზე წყალი დაასხა ტაისიამ. -არ შეიძლება ამ ოთახიდან რომ გავიდე?-ამოიხვნეშა და უკვე იმქვეყნიურ ცხოვრებაზე ჩაფიქრდა. -როგორ არა, ოცი წუთი უკვე გავიდა. ეს საშუალო დროა იმისა, რომ ამ ჰაერით სუნთქვას შეეჩვიო.-წამოდგომის ნება მისცა ქალმა. -ა, ესეც საგულისხმოა? -რა თქმა უნდა. ნოემ საცდელად ჯერ ერთი ფეხი გადმოდგა და ამით დარწმუნდა, რომ რაიმე ასაფეთქებელი ხელსაწყო მიმაგრებული არ ჰქონდა. ბოლომდე მაინც ვერ ენდობოდა ამქვეყნიურებს. ეს ქალი კი უღიმოდა რაღაც საოცრად, მაგრამ მაინც... ტაისიამ გრძელ დერეფანში გაიყვანა. ის წინ მიდიოდა, ნოე კი უნებურად მიყვებოდა უკან. არადა ჩვეული არ იყო ვიღაცის ნაკვალევში ფეხის ჩადგმას. ათვალიერებდა კედლებზე ჩამოკიდულ სიურეალისტების ნამუშევრებს და ნანობდა, რომ აქამდე ამ სფეროთი არასდროს დაინტერესებულა. კარებებზე წარწერები იყო გაკეთებული. '''იმ ქვეყნიდან ამ ქვეყნამდე'', ''ექსპერიმენტების კაბინეტი'', ''რეაბილიტაცია გაამქვეყნიურებისთვის'' და კიდვ რას არ შეხვდებოდით, თუმცა ამჯერად შვებასავით იყო ნოესთვის აქ ყოფნა. დაშას დანახვა არ უნდოდა. არც ძმაკაცებისთვის იმის თქმა, რომ მათი წინასწარმეტყველება გამართლდა. არც შურიანი გოგონების გახარება. მოკლედ არაფერი არ უნდოდა და ამ ქვეყანაზე უკეთესი დასასვენებელი ადგილი სად უნდა ეპოვა. ერთი კი დაინტერესდა, ნეტავ, ტაისიას გარდა აქ გოგო თუ არის ვინმეო, რომელიც განტვირთვაში დაეხმარებოდა. ტაისიას გარეგნობას ვერავინ დაუწუნებდა, თუმცა ხასიათით ისეთი ჩანდა, მისი შეცდენა ადვილი არ უნდა ყოფილიყო. თავიდანვე ამოიცნო ნოეს შინაგანი ბუნება. ჯაყელს კი გადაშლილი წიფნის ამპლუაში ყოფნა არ მოსწოდა. -კიდევ ბევრი უნდა ვიაროთ?-მხარზე ხელი დაადო ქალს და ისიც უმალ შემოტრიალდა მისკენ. -დაშასთან ერთად სიკვდილის ბოლომდეც კი ივლიდი იმ გზაზე, რომელსაც დასასრულიც არ ექნებოდა, ხო?-ღიმილით ჰკითხა ქალმა.-დაშა შენზე პატარა იყო და ის ვერ ხვდებოდა, რა გინდოდა და რისთვის იწრაფვოდი... ამიტომაც მოგწონდა მასთან ურთიერთობა. -მუდამ დაშას რატომ უკიჟინებ?-გაღიზიანდა ნოე. -უბრალოდ.-შეკრთა ტაისია.-ბაღში მიმყავხარ. ბაღში, სადაც აქაურებს გაგაცნობ. ჯაყელი მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ უკან დახევა და ბოდიშების მოხდა არ სჩვეოდა. წარბშეკრულმა განაგრძო ტაისიასთან ერთად გზა და თან მალიმალ ქურდულად გადახედავდა ხოლმე ქალს, რომელიც ნაწყენი ჩანდა. ''რამ გაანაწყენა? ბოდიში, მაგრამ ფეხქვეშ ნამდვილად ვერ გავეფინები.''-სულში აფუსფუსებულ სინდისის ჭიას გამოეპასუხა და ამით დაიმშვიდა თავი. ბაღში გასვლამდე ტაისიას ხმა აღარ ამოუღია. მისი პოზიტივი სადღაც გაქრა. ეტყობა იმქვეყნიურისგან სიუხეშეს არ ელოდა, თუმცა ბედის ლატარიის პრიზი ნოესთვის სასიკვდილო განაჩენი უფრო იყო. ბაღის შუაგულში შადრევანი მდებარეობდა, მის გარშემო კი სხვადასხვა ჯიშის და ფერის ყვავილ;ები იწონებდნენ თავს. ყველაფერი ჩვეულებრივ იყო. არანაირი სამოთხე და ჯოჯოხეთი. ნოეს ცოტა იმედიც კი გაუცრუვდა. -აბა, გვირაბიო? ჯოჯოხეთიო, სამოთხეო?-ვერ მოითმინა და განაწყენებულ ქალს მაინც გამოელაპარაკა. -ეს ხომ მთლად ის ქვეყანა არაა. ჩვენ სადღაც მიჯნაზე ვართ. იქაურობას არც მე ვიცნობ.-მოხასიათდა ტაისია.-ნახე, ეს ადელაინია. მისი ფესვები საფრანგეთშია, მაგრამ აქ ყველა ერთ ენაზე ვსაუბრობთ. შეიძლება გეგონოს, რომ ქართულად ლაპარაკობ, მაგრამ ეს ასე არაა. ადელაინ! -ო, ტაისია!-ღიმილი გადაეფინა სახეზე შავთმიან ანგელოზს. მართლა ანგელოზს ჰგავდა. ერთი ფრთები არ ჰქონდა მხოლოდ. ნოე მაშინვე მოიხიბლა მისით და შესაცდენელთა სიაში სასწრაფო წესით ჩაწერა პირველივე ნომრად.-აქ შენს ნახვას არ ველოდი? იმ ახალთან არ გაგგზავნეს? -სწორედ ის ახალი მიდგას ახლა გვერდით.-გაეცინა ტაისიას.-გაიცანი, ნოე ჯაყელი. საქართველოდანაა. ის უკვე გიცნობს. -უპს, სასიამოვნოა შენი გაცნობა!-ხელი გაუწოდა ქალმა ნოეს. ამანაც დიდი სიამოვნებით ჩამოართვა. ''უხეში ხელი აქვს!''-დაუწუნა ეს ერთადერთი რამ და სიიდან იმ წამსვე ამოშალა. -იმავეს ვერ ვიტყოდი.-წაიდუდუნა უკმაყოფილოდ. -რა თქვი?-ჩაეკითხა ადელაინი. -ისეთი არაფერი. ჩემთვისაც_მეთქი. ვიღაცის ფხუკუნი რომ გაიგო, მაშინვე მიხვდა, ეს ვინც იქნებოდა. ტაისიას რას გამოაპარებდა და მანაც სიტყვა-სიტყვით იცოდა, რაც თქვა ნოემ პირველად. -კარგი, წავალ მე, თორემ ტიტანი მომკლავს.-გამოეთხოვა მათ ადელაინი და თავის გზაზე წავიდა. -ტიტანი ვინაა?-ჰკითხა ნოემ ტაისიას. -მბრძანებელი! ის, ვინც ყველას ბედს წყვეტს! ლატარიაც მისი გამართული იყო.-გაუმხილა ქალმა და ახლა სხვა მიმართულებით დაიძრა. -აი, ის ნიკიტაა. თვითონაც არ იცის, რომელი ქვეყნიდანაა და საერთოდ სად დაიბადა.-თითი გაიშვირა ბიჭისკენ, რომელიც წყაროსთან ჩაკუზულიყო და დოქს ავსებდა.-ეს წყალი კი მოკვდავობისაა. -მოკვდავობის? ეს რაღაა?-ნოეს უკვდავობის წყალი კი გაეგო, რომელიც ყოველ ზღაპარში ათჯერ მაინც იყო ნახსენები, მაგრამ ცოცხალს თუ სიკვდილი უნდოდა, ათასი საშუალება არსებობდა თავის მოკვლის. რაღა საჭირო იყო მოკვდავობის წყალი? -ვინც გარკვეული ვადითაა და მერე სამუდამოდ აქ დარჩენა მოუნდება ხოლმე, ამ წყალს სვამს და იმ ქვეყანასთან საერთოდ წყვეტს კავშირს. აი, ის კი ჯანოა. იუმორის მეფე!-ანიშნა მათკენ მომავალ მსუქან მამაკაცზე. -მადამ!-თავი დაუკრა მოახლოვებულმა ჯანომ ტაისიას. მანაც რევერანსი გააკეთა და წკრიალა ხმით მიესალმა ''იუმორის მეფეს''.-მოიცა, მოიცა... ამასთან მიღალატე? ნოემ ჯერ მარჯვნივ გაიხედა, მერე მარცხნივ და ძლივს მიხვდა, რომ ლაპარაკი მასზე იყო. გონებაში ეს ჯანო თუ ვიღაც შეაქო. ამ ღიპიანმა ლოქომ ტაისიას ლოგინში ჩათრევა შეძლო, თვითონ კი მაშინვე დაყარა ფარ-ხმალი. თავიდან აღეძრა იმის სურვილი, რომ ამ ქალსაც შეყვარებოდა, მისი ოცნებების მწვერვალიც გამხდარიყო... თავად კი თავაწული დაბრუნდებოდა თავის ქვეყანაში და მუდამ იამაყებდა, რომ ეს სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოვებული არსებაც მას ეტრფოდა... მართალია შორიდან, თუმცა ეს რას ცვლიდა! -ჯანო!-ცალი წარბი მაღლა აწია ტაისიამ.-ხომ გითხარი, ახლებთან ნუ მარცხვენ_მეთქი! ჯანო ტყუის. მას რომ ვუღალატო, ჯერ ისაა საჭირო, რომ ჩემი გულის დაპყრობა შეძლოს. ჯანო ახარხარდა, მერე კი მას ბანი ტაისიამ მისცა. ნოე გაცხარდა... ძალიან გაცხარდა! ვერ იტანდა, როცა სახუმარო საგანი ხდებოდა! აპილპილდა და რას აპილპილდა! პირდაპირ უარყოფითად განეწყო ''იუმორის მეფის'' მიმართ და მიზანიც უფრო ნათლად დაესახა. ''ეს სიცილი ცრემლებში გადაგეზრდება...''-მტრულად გადახედა მოცინარ ქალს და ჯანოს ხელი მსახიობური ღიმილით ჩამოართვა. -ჩვენ წავალთ, ჯანო. სხვებიც უნდა გავაცნო. ეს დღე ამისთვისაა განკუთვნილი.-გაუღიმა ჯანოს ქალმა და ნოეს მოეჩვენა, რომ ეს უფრო იყო სიცრუე. იქნებ მართლა საყვარლები იყვნენ ეს ორნი და აქ ისეთი წესი იყო, რომ იძულებულნი იყვნენ ტყუილი ეთქვათ? ამის გაფიქრებაზე სახეზე წამოწითლდა და ეს რომ ტაისიას არ დაენახა, მას წინ გადაუსწრო. -ნოე, რატომ არ მელოდები?-ხუმრობით ჩამოეკიდა მკლავზე ტაისია და გვერდით ამოუდგა. -ისე.-უკმეხად მიუგო მამაკაცმა. -ჩვენს ქვეყანაში ''ისე'' არ არსებობს. -ხო, ტყუილები ხომ არსებობს?-მოტყუებული რომ იყო, ეს ყველაზე მეტად აგიჟებდა. -არ მესმის, რაზე მელაპარაკები.-ფეტვივით აიბნა ქალი. -არაფერზე. მგონი ეს ცანცარობა შენი ასაკისთვის შესაფერისი არ არის. და საერთოდ, სხვა არავინ უნდა გავიცნოთ? ჯანო უკვე წარსულს ჩაბარდა!-თვალი თვალში გაუყარა გაკვირვებულ ქალს და ხელი მომუჭა. -როგორ არა... კიდევ ბევრი დაგვრჩა. ნოესდა საუბედუროდ დიდხანს არავინ შემოხვედრიათ და მასაც მოუწია ტყუილებზე, ტაისიაზე და ჯანოზე ეფიქრა. ვერაფრით ხვდებოდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო სიმართლე და ამაზე მწარდებოდა. მაინც არ ამოუგდია თავიდან ბოროტული იდეა, რომელიც დაშას საქციელით დაგმობილ შინაგან მეს ისევ იმავე სიმაღლეზე აიყვანდა. მან რა იცოდა, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი სხვანაირად იყო და იმ ქვეყნის წესებით ვერაფერს გახდებოდა. ^^^ ცოტა გავშინაურდეთ ''ამ'' ქვეყანაშიც... როგორც იქნა დავიბრუნე მუზა და გპირდებით, ამ ისტორიას აუცილებლად დავასრულებ! ველი თქვენს შეფასებებს, ჩემო ძვირფასებო! მეც ვუშინაურდები ფანტასტიკის ჟანრს და რა იქნება, ვნახოთ... უყვარხართ სოფიკოს! (გული, კიდევ გული და კიდევ გული...) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.