მე სიყვარული, შენ ბედნიერება.. (თავი 2)
-ხვალ შეჯიბრია-დივანზე გაწვა ირაკლი და დაღლილმა უთხრა პავლიკას -მერე დასვენება გინდა წინა დღეს, შენ კიდე ვეღარ დგები ფეხზე იმდენი გაქ ნავარჯიშები, არ შეიძლება ეგრე-შენიშვნა მისცა მამამ. -ხო ვიცი, უბრალოდ მომინდა ვარჯიში-მხრები აიჩეჩა მან -წადი ახლა დაიძინე და ხვალ დილით ერთად წავიდეთ, 12ზე რომ იქ ვიყოთ მგონი მოვასწრებთ ხო?-კითხა წვერავას მამამ და თვითონაც საძინებლისკენ წავიდა -კი მოვასწრებთ, კარგით, აბა ღამემშვიდობის, მოდი შენ გაკოცო-წამოვიდა ჩემკენ წვერავა თუმცა სწრაფად გავიქეცი და სანამ არ დამიჭირა მანამდე ვურტყის მაგიდას წრეები მისაღებში, მამა სიცილით გვიყურებდა, ბოლოს თავი გააქნია და ოთახში შევიდა, ირაკლიმ შუბლზე მაკოცა და ისიც სიცილით გავიდა ჩემს/მის ოთახში, მე კი დივანზე გამიშალა დედამ და იქვე შევწექი, დიდხანს ვიწრიალე, ბოლოს ვატო წარმოვიდგინე, როგორი კარგი სხეული ჰქონდა, დაკუნთული, თანაც როგორი სიმპატიური იყო, ბოლომდე გაპარსული წვერით და გადახოტრილი თავით, ღვინისფერი ტუჩებით და მუქი ყავისფერი თვალებით, სახის ლამაზი თან მკაცრი ნაკვთები ჯდებოდა სინქრონში და საბოლოოდ ერთ მთლიანობას ჰქმინა, ნეტავ შეყვარებული ყავს? -ჯანდაბა, დაიძინე ლენა-ვუთხარი ხმადაბლა ჩემს თავს და თვალები დავხუჭე, ყურსასმენები გავიკეთე და სიმღერის ფონზე მალევე ჩამეძინა, დილით ტელევიზორის ხმამ გამაღვიძა, დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა, მამა ტელევიზორს უყურებდა, ირაკლი კი ჩემს ფეხებთან იჯდა და ყუთში იქექებოდა, რომელიც ისეთ ხმას გამოსცემდა ალბათ შიგ მედლები ეყარა, ნერვებმოშლილმა ვუთავაზე წიხლი მას და შიშისგან ისე შეხტა ყუთი ძირს გადაუვარდა -გაგიჟდი?-თვალები მიბრიალა მან და სწრაფად აკრიფა ძირს დავარდნილი ნივთები -აბა რაიყოთ ძილი არ შეგიძლიათ მაცადოთ?-ამოვიბურტყუნე ძილისგან დაბოხებული ხმით და თვალები კვლავ დავხუჭე. -დედიკოო, მშიააააა-ვიყვირე და თვალებიც გავახილე, ირაკლი წინ მედგა და ტელეფონით სავარაუდოდ ვიდეოს მიღებდა -მოგკლავ იცოდე თუ ვიდეოს მიღებ-ვიყვირე და სწრაფად წამოვვარდი ფეხზე, იკაც გაიქცა და ოთახში შევარდა, თუმცა კარის დაკეტვა ვერ მოასწრო რომ შევუვარდი -ჰა რას აპირებ?-მაღლა აზიდა ტელეფონი და წარბაწეული მომაშტერდა -მოგკლავ-გავიცინე და მუჭი ჩავარტყი მუცელში, თუმცა განსაკუთრებული რეაქცია არ ჰქონია, ისეთი როგორსაც მე ველოდი, საბოლოოდ ტელეფონი მაინც ვერ წავართვი და გაბრაზებული დავბრუნდი სამზარეულოში -შემიწვი ყიყლიყო?-ვკითხე დედას როცა მაგიდაზე დავჯექი -კი-წინ დამიდო რამოდენიმე ნაჭერი კვერცხიანი პური და ჩაი. -მეც მინდა ნელი დეიდა, ისე გემრიელად ჭამს ხოლმე დილაობით ეს მეც მინდება-გვერდით მომიჯდა იკა და ნელიკოს გაუღიმა, შემდეგ ლოყაზე მიჩქმიტა მაგრამ არც გამიხედავს, მიხვდა გაბრაზებული ვიყავი და თავი დამანება -ბავშვებო ჭამა თუ დაამთავრეთ წავედით-მისაღებიდან გამოგვძახა მამამ -აუ მე ჯერ არც კი ჩამიცვავს, დამელოდეთ, მოვალ მალე-ბოლო ლუკმა ჩავიტენე პირში და სწრაფად შევვარდი ოთახში, შავი მაღალწელიანი შარვალი, თეთრი ტოპი და წელზე წითელი კუბოკრული პერანგი მოვიხვიე, ფეხზე კი თეთრი კონვერსები, თმები დაუვარცხნელად ავიკარი, ტუჩებზე მუქი იასამნისფერი პომადა გადავისვი და ოთახი დავტოვე -მად პომადის წასმას თმა დაგევარცხნა-წარბი ამიწია მამამ -შენ რა გესმის მოდის-ხელი ავიქნიე და ენა გამოვუყავი. -გიხდება-ლოყაზე მიჩქმიტა იკამ თუმცა როცა შუბლშეკრულმა გავხედე ხელები ჰაერში დანებების ნიშნად აწია. საჭესთან რათქმაუნდა მე ვიჯექი, წინ მამა და უკან ირაკლი, სპორტის სასახლესთან გავაჩერეთ მანქანა სადაც უამრავი ხალხი შეკრებილიყო და მანქანიდან გადავედით. -ვატო მოვძებნოთ-გადაულაპარაკა მამას წვერავამ და შენობაში შეგვიძღვა, ბრბოში სწრაფად გავარჩიეთ ვატო, პატარა ბავშვებს რჩევებს აძლევდა, ზოგს კიმანოს უსწორებდა, ზოგს ხელს უხვევდა, თუმცა ცალი ხელი თვითონაც შეხვეული ჰქონდა. -ხელზე რა ჭირს?-იკითხა გაკვირვებულმა მამამ -მანქანა დაეჯახა-უპასუხა უმალ ირაკლიმაც და ვატოს დაუძახა რომ მოსულიყო. -მე გამოვიცვლი, პავლიკამ იცის თავის ადგილი, ჟიურიში უნდა დაჯდეს და გეხვეწები მიმიხედე რა ამას-უკნიდან მომეხუტა და ლოყაზე მაკოცა ირაკლიმ -მომშორდი, გაბრაზებული ვარ-იდაყვი მუცელში ჩავარტყი მას და შევუბღვირე, მამას უკვე მოესწრო ნაცნობების ნახვა და ლაპარაკიც გაება -წამომყევი-უხეშად მომმართა ვატომ და წავიდა,მეც უკან ავედევნე, მალევე კი გავუთანაბრდი -სად მივდივართ?-ვკითხე და 2 თავით მაღალ სხეულს ავხედე -აქვე, წინა რიგებში დაგაჯენ, არ მცალია ბავშვები მყავს მოსამზადებელი, შენს გვერდით ადგილი თავისუფალი იქნება და ირაკლი მოვა თუ მოიცლის-მითხრა ისე რომ არც გამოუხედავს და ადგილზე მიმიყვანა, იქ დამტოვა და თვითონ ბავშვებთან დაბრუნდა. შეჯიბრი ყველაზე პატარა მონაწილეებით დაიწყო და ყველაზე ბოლოს კი ვატო და ირაკლი გამოვიდნენ, პირველი ირაკლიმ იჭირდა სამივე პარტნიორს მოუგო, ეტყობოდა კარგად იყო ნავარჯიშები, გულისფანცქალით ველოდი ვატო როდის გამოვიდოდა, თავიდან თითქმის არაფერს აკეთებდა, ხელიც აღარ ჰქონდა შეხვეული, რამოდენიმე ილეთი გააკეთა და დამატებითი ქულები მოიპოვა, თუმცა როდესაც საბოლოოდ ყველაზე მთავარი ილეთის ჯერი დადგა, ხელი მოწინააღმდეგის კიმანოს ჩაავლო მაშინ წამოიყვირა და სწრაფად უშვა ხელი, ილეთი ვერ გააკეთა, რათქმაუნდა მის წამოყვირებაზე ექიმი მოვიდა და როდესაც მისი ხელი ნახა სწრაფად უბრძანა დაეტოვებინა ტატამი. -რატო გამოგიშვეს?-გაკვირვებულმა გავხედე ვატოს, რომელიც გვერდით ცარიელ სკამზე მომიჯდა, თავი ხელებში ჩარგო და ამოიოხრა, კვლავ ლურჯი ფორმა ეცვა უკან მისი გვარი ეწერა „მერლანი“ ფეხზე კი არაფერი, შიშველი ფეხებით იყო. -წესები დავარღვიე-ამოიზმუვლა და გასწორდა, თვალი შეავლო გარემოს, ირაკლი გამარჯვებულებს მედლებს და სიგელებს ურიგებდა. -რა წესები?-ცნობისმოყვარეობამ მძლია და ვკითხე -ხელი მქონდა ნაღრძობი და არ შეიძლებოდა გასვლა, მე კი მაინც გავედი-მხრები აიჩეჩა მან -მაშინ ღირსი ხარ-ენა გამოვუყავი მე და ვეცადე გამემხიარულებინა თუმცა შუბლშეკრული იჯდა და ისე მომშტერებოდა, ალბათ 2-3 წუთი მაინც ვიჯექით ასე და ჯიქურ მივშტერებოდით თვალებსი ერთმანეთს -კარგი წყვილი ხართ შენ და ირაკლი-ბოლოს სწრაფად წამოხტა ფეხზე, კბილების ღჭიალით მითხრა, გაბრაზებული წავიდა გასახდელისკენ და შესვლისას მარჯვენა ანუ ნაღრძობი ხელი კარების ჩარჩოს მიარტყა, დავინახე როგორ ამოიზმუვლა ტკივილისგან თუმცა მალევე შევიდა შიგნით და კარებიც დახურა.... "ჩუმაკი" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.