შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე სიყვარული, შენ ბედნიერება.. (თავი 1)


6-06-2016, 13:30
ავტორი ჩუმა
ნანახია 2 016

-მამა, ნაყინი მიყიდე რა?-შევეხვეწე მამას და ყელი გამოვიწელე
-აჰა ფული, წადი იყიდე და იცოდე, დღეს სტუმარი ჩამომდის, 1-2 კვირა შეიძლება ჩვენთან დარჩეს და ძაან არ ისულელო-გამაფრთხილა მამამ და ფული გამომიწოდა
-არის სერ-შუბლზე ხელი ისე მივიდე როგორც ჯარისკაცებს ჩვევიათ და ცეკვა-ცეკვით გავემართე მაღაზიისკენ, რაც ფული მქონდა სუყველა ნაყინებში დავხარჯე და ხელგავსებული გავემართე მანქანისკენ. საჭეს მივუჯექი და ნაყინის ჭამას შევუდექი, შემდეგ კი მამა აეროპორტისკენ წავიყვანე, მისი მძღოლის მოვალეობას რამოდენიმე თვით მე ვასრულებდი, რადგან მთვრალი იჯდა საჭესთან და ჩამოართვეს მოწმობა, მე კი უნივერსიტეტში არდადეგები მაქვს და დრო გამოვნახე მამას დავეხმარო.
-აქ დამელოდე და გამოვალ მალე, არსად წახვიდე-თითი გამაფრთხილებლად დამიქნია მამამ მანქანიდან გადასვლისას
-პავლიკ, რო დავიძინო შეიძლება?-ვკითხე ღიმილით
-დაიძინე, მაგრამ მალე გამოვალ აზრი არ აქ-მხრები აიჩეჩა მან და შესასვლელისკენ გაემართა, მეც ღიმილით გავიკეთე ყურსასმენები და მუსიკებს ბოლომდე ავუწიე, უკანა სავარძლიდან პლანშეტი გადმოვიღე დათამაში დავიწყე, უკვე თითქმის დახურული მქონდა ტური ყურსასმენები რომ გამომაძრო ვიღაცამ
-არ მცალია სათამაშოდ, წავედით-მითხრა მამამ
-შენ როდის გცალია სათამაშოდ-გავაჯავრე მე სიცილით და პლანშეტის უკან გადასადებათ უკანა სავარძელზე გადავყავი ხელი თუმცა იქ რომ უცხო მამაკაცი დავინახე შეშინებულმა გავხედე მამას
-გამარჯობა-ბოხი ხმით მომმართა უცნობმა მამაკაცმა.
-გაგიმარჯოს-ვუთხარი დაბნეულმა და ღვედი შევიკარი
-ღვედი შეიკარი-მიუბრუნდა უკან მჯდომს მამაჩემი სიცილით-ხო მართლა ეს ჩემი შვილი და ახლანდელი მძღოლია, ლენა, ლენა ეს კიდევ ნიკას შვილია, ირაკლი, ხომ გახსოვს ნიკა?-გამომხედა მამამ ინტერესით
-რომელი ირაკლი? მიწისძვრა რო იყო და იღლიაში ამოჩრილმა რომ გამათრია გარეთ?-სიცილი ამიტყდა მე
-ხო ეგ ნიკა-თავი დამიქნია მამამ, მეც ამასობაში დავტოვე აეროპორტი და გზატკეცილზე გავედი, გაზს მივაჭირე და ოსტატურად დავძვრებოდი მანქანებს შორის, თავიც ავარიდე რამოდენიმე საცობს და დანშნულების ადგილზე მივაღწიე
-გადმოვალ რა მეც?-შევეხვეწე მამას და ღვედი შევიხსენი
-წამოდი-მითხრა მამამ და შენობაში შევიდა, მეც უკან ავედევნე ირაკლის და პავლიკას და თან გარემოს თვალიერება დავიწყე
-აქ გაიმართება შეჯიბრი, ყველა ასაკის და წონის იქნებიან დაწყებული 10 წლიდან 25 წლამდე მეც მივიღებ მონაწილეობას თუმცა მედლებსაც მე გადავცემ პირველ ადგილზე გასულებს-სიტუაციას უხსნიდა ირაკლი პავლიკას და თან მოედანს აჩვენებდა
-შეიძლება დავესწრო?-ჩავერიე მათ საუბარში, გვერდიგვერდ მოსიარულე მამაკაცები გვერდზე გავწიე და შუაში დავჯექი, ხან ერთი თავით მაღალ მამას ავხედავდი და ხან ორი თავით მაღალ ირაკლის
-რათქმაუნდა-თავი დამიკრა მან
-შეჯიბრი მამაჩემის სახელზე იმართება, ამიტომ ძველი ძიუდოისტების უმეტესობა აქ მოიყრის თავს, იმედია შენც იქნები?-დინჯად და სასიამოვნოდ საუბრობდა წვერავა (ირაკლი)
-მიხარია რომ ჩვენს გზას გაყევი, ძალიან ვამაყობ შენით, ესეც რომ ბიჭი ყოფილიყო დარწმუნებული ვარ კარგი მეგობრები იქნებოდით, და ესეც ძიუდოისტი გამოვიდოდა-თბილად გაუღიმა მამამ ირაკლის
-რა შენ ამბობ რომ მე ჩხუბი არ ვიცი? 2 წელი ვიარე ძიუდოზე არ გახსოვს?-მუშტი მოვუღერე მამას
-კი, კი როგორ არ მახსოვს, სულ დალეწილი რომ დადიოდი და სახლში ჩემზე რომ ვარჯიშობდი ვითომ ბალიში რომ ვყოფილიყავი, თუმცა 10 კილოს ძლივს რომ წევ ხელში-ირონიული სახით გადმომხედა მამამ
-ვაი ბედრკულო საქართველო, მამა რო ასე დაგცინებს-თავი გავაქნიე უკმაყოფილომ-სიგარეტზე რო გეგზავნები ხოლმე ეგ ხო კაია?
-შვილი ხარ და ვალდებული ხარ-გაიცინა მამამ და ხელები მომხვია, შუბლზე მაკოცა და ირაკლის გახედა რომელიც ასევე ღიმილით გვიყურებდა
-წავედით ახლა სახლში, ცოდო ხარ ახლა ჩამოფრინდი, ნელიკო კარგ საჭმელებს დაგვახვედრებს და დაისვენე-ხელი მეგობრულად დაკრა ბიჭს მამამ
-კარგი წავედით-დაეთანხმა წვერავაც და გასასვლელისკენ დავიძარით
-ნელიკოს დავურეკავ მოიცა-ვუთხარი მამას და სანამ მანქანას დავქოქავდი ტელეფონით დედას დავურეკე
-ნელიკო, მაკარონი მომიხარშე ძმობას გაფიცებ, კიდე მამას გემრიელი საჭმელი გაუკეთე და 15 წუთში ჩაის წყალი დაადგი სანამ ადუღდება და გააკეთებ მანამდე ჩვენც მოვალთ, ჭკვიანად დე არაფერი გააფუჭო, გკოცნი-მივაყარე ყველაფერი ერთმანეთს და ტელეფონი გავუთიშე. მამამ არ შეიმჩნია ჩვენი დიალოგი, ხოლო როდესაც სარკეში გავიხედე და გაკვირვებული ირაკლი დავინახე გამეცინა, სწრაფად დავძარი მანქანა და სახლისკენ წავედი
----
-სტუმარი მოგიყვანეთ-მისაღებში შევიდა მამა და წვერავას შეუძღვა
-ირაკლი მოსულა-თბილი ღიმილით გამოვიდა სამზარეულოდან დედა და ბიჭს გადაეხვია, მე კი ირაკლის უკან დავდექი და ჩემს რიგს დაველოდე
-მე არ მეხუტები?-როგორც კი წარბაწეული დედა დავინახე გავიბუსხე
-ვეღარ გავიგე გოგო ხარ თუ არა რა, რა გინდა რო დაზდევ მამაშენს მთელი დღე, დაილია მძღოლები?-გამიბრაზდა დედიკო
-ეე, მასე იძახოდი შენ მაშინაც, გოგო ხარ თუ ქაჯიო, ჭიდაობიდან რომ გამომიყვანე და მუსიკაზე შემიყვანე მარა ნახე მერე იქ რა ამბები დავაწიე და სანანებელი გაგიხდა და იგივეს ნუღარ გავამეორებთ-სიცილით გავახსენე ძველი ამბავი და დედას ჩავეხუტე, დაბალ სხეულს შუბლზე სიცილით ვაკოცე და სამზარეულოში მაგიდას მივუჯექი
-ლენა, ხელები დაიბანე-შემომიბღვირა დედამ როდესაც მაგიდაზე ყველა მოვთავსდით
-დავიბანე-ურცხვად ვიცრუე და კოვზით შაქარი ჩავყარე ჩაიში
-კიდევ დაიბანე-წარბი ამიწია დედამ, მეც ბუზღუნით წამოვდექი ფეხზე და აბაზანაში ხელები დავიბანე
-შენი საჭმელი გავაცივე, მიკროტალღურ ღუმელში დევს-გამიღიმა დედამ
-კარგია-გავიცინე და დიდი თეფშით მოხარშული მაკარონი გამოვიღე, შაქარი მოვაყარე და ჭამას შევუდექი, უხმოდ ვჭამდით, ხანდახან გავხედავდი ხოლმე ირაკლის რომელიც გარემოს ათვალიერებდა და თან ჭამდა
-ლენუკ, შენს ოთახში იქნება იკო, შენ კიდევ დედაშენთან დაიძინებ, მე აქ, დივანზე დავწვები-როდესაც ჭამა დავასრულეთ მითხრა მამამ
-არა რა პავლე ძია, წავალ სასტუმროში დავრჩები, არ შეგაწუხებთ-უხერხულად გახედა ირაკლიმ მამამს
-სიტყვა არ გავიგონო, მალე ფულს ჩამირიცხავენ და ბინას იყიდი, იმუშავებ და როცა იქნება გამისტუმრებ, იცოდე მე ნიკას უახლოესი მეგობარი ვიყავი და ახლა რომ არ დაგეხმარო რა მეგობრობა იქნება?-აღშფოთებულმა შეხედა ირაკლის მამამ
-კარგი, როგორც გინდათ, არ გეწინააღმდეგებით, თუმცა ბინის ფული მაქვს, უახლოეს დღეებში ვიყიდი, დიდხანს არ შეგაწუხებთ-გაუღიმა მამას წვერავამ
-ხომ წამიყვან ასარჩევად რომ წახვალ?-უმალ ჩავები მე საუბარში
-ლენა, იცოდე ერთ დღეს ენას ამოგაჭრი-თვალები მიბრიალა დედამ
-ნელი დეიდა იყოს, წავიყვან, პატარა მეც ასეთი ცნობისმოყვარე ვიყავი-ჩაიცინა იკომ
-რა პატარა? 19 წლის ვხდები მალე-აღვშფოთდი მე
-ხო 19ის თუ ხდები თანაც მალე დიდი ყოფილხარ-ჩაიცინა წვერავამ
-ვის დაცინიხართ? პროსტა ახლა ფეხზე არ ამაყენოთ თორემ ყველას ფეხქვეშ გაგთელავთ-გამეცინა მე
-ამის ხელში არ მოგეწყინება, მე რომელიმე თანამშრომელს ვთხოვ მანქანას და ეს შენ გატარებს, აქაური მართვის მოწმობა არ გაქვს ხო?-კითხა მამამ ირაკლის
-არა არმაქვს, ჯერჯერობით თქვენს ხარჯზე უნდა ვიყო და უნდა ამიტანოთ-გაიცინა წვერავამ და წითელ მადისაღმძვრელ ტუჩებში და შავ გრძელ წვერში ქათქათა კბილები გამოაჩინა
-----
-დანელია, წავედით, 9ზე იქ უნდა ვიყოთ-მანჯღრევდა დილით ვიღაც
-დაახვიე-ამოვიბურტყუნე და ბალიში თავზე დავიფარე
-ადექი, 8 საათია უკვე, ლენკა, გაიღვიძე-არ წყვეტდა ლაპარაკს წვერავა
-აუუუ, მოგკლავ, აუუ-ვწუწუნებ და ძლივს ვახელ თვალებს, პირველი რაც თვალში მხვდება ნულზე გადაპარსული თმები, შემდეგ კი დიდი წვერები, რომლებიდანაც მიმზიდველად ჩანს იკოს ღიმილი
-თავს რა უქენი-დაფეთებული ვხტები ფეხზე საღამურებით, რადგან დივანზე ვდგავარ ირაკლიზე მაღალიც ვარ და მოხოტრილ თავზე ხელს ვუსმევ, შემდეგ კი ვიცინი
-ხომ მიხდება?-წვერზე ხელს ისმევს და მაცდურად იღიმის
-სიმპატიური ხარ, უნივერსიტეტში ხომ მიმიყვან ხოლმე?-ტაში შემოვკარი მე
-უნივერსიტეტში სწავლობ? მემეგონა ასაკი მოიტყუე-გაუკვირდა მას
-არა, მეორე კურსზე გადავდივარ, მატყუარა არვარ-ენა გამოვუყავი და კისერზე ხელები შემოვხვიე, რამაც აშკარად გააკვირვა
-წადი ეხლა რას უცდი-ვუთხარი და უფრო მაგრად ჩავეჭიდე მის ყელს, ისიც წავიდა, მე კი ჰაერში დავრჩი, ფეხებს ძირს ვერ ვდებდი რადგან მაღალი იყო, მე კი ხელებით კისერზე ვიყავი ჩამოკიდებული, ბოლოს როდესაც მიხვდა რომ უკვე ხელებს ვუშვებდი, თვითონ მომხვია ხელები და სამზარეულოში შემიყვანა
-დედა, რას გავს შენი საქციელი?-როგორც კი ძირს დამსვა იკამ მაშინვე გამიწყრა ნელიკო
-კარგი ნელიკო, ნუ ეჩხუბები, ბავშვია ჯერ-გაეცინა წვერავას და თავზე ხელი გადამისვა
-დე, ფაფა გამიკეთე რა-ყელი გამოვიწელე მე
-გაგიკეთე უკვე, ირაკლი შვილო დაჯექი ისაუზმე შენც, კვერცხს შეჭამ, ჩაის დალევ, რძეს თუ ამისავით ფაფა დაგისხა?-ჩამოურაკრაკა დედაჩემმა
-მადლობა ნელი დეიდა არაფერი მინდა, დილაობით ვერ ვჭამ, ყავას დავლევ უბრალოდ-გაუღიმა წვერავამ დედას
-წავალ ჩავიცმევ უცებ და გამოვალ-ვთქვი და ოთახში შევვარდი, კარადიდან შავი მოკლე შორტი და ნახევრად მოკლე მაისური გადმოვიღე, ფეხზე შავი კონვერსები მოვირგე და სათვალეები თავზე გავიკეთე, საპორფარეში მოვინახულე და ისევ სამზარეულოში დავბრუნდი
-იკა შვილო, თუ გაგაწვალოს ეგრევე სახლში გამოუშვი, შუადღეს იქვებ სადმე შეიაროთ და ჭამოთ, ან სახლში მოდით და გაჭმევთ თორემ ცოდოები ხართ, ის კი ვიცი რომ ორი დღე შეუძლია არაფერი ჭამოს მაგრამ შენ ცოდო ხარ, აბა ჭკვიანად ბაშვებო, მოდით გაკოცოთ ორივეს-წასვლის წინ გვარიგებდა დედა, წამოსვლისას კი ორივეს შუბლზე გვაკოცა, პირკვარი გადაგვწერა და ისე გამოგვიშვა
-ნელი დეიდა ძალიან მიყვარს, ბავშვობაშიც რომ ჩამოვდიოდი ძალიან თბილად მიღებდა-მითხრა სანამ მანქანასთან მივიდოდით წვერავამ
-პატარაობაში ვიცნობდით ერთმანეთს?-ვკითხე გაკვირვებულმა
-ნუ შენ არ გემახსოვრება, პირველად რომ გნახე სულ რამოდენიმე თვის იყავი, ბოლოს რომ გნახე კიდევ 6 წლის იქნებოდი-მხრები აიჩეჩა მან
-რა საყვარელი ვიქნებოდი არა?-გადავიხარხარე და მანქანაში ჩავჯექი
-სხვათაშორის ძალიან საყვარელი და წყნარი ბავშვი იყავი-გაიცინა მანამ
-როგორც ახლა ალბათ ხო?-შევიფერე მე და თვალი ჩავუკარი
-მაგარი ვიღაც ხარ-თმები ამიჩეჩა სიცილით, გადმოიწია ლოყაზე მაკოცა ისე ისევ უკან დაბრუნდა.......
---
-დავესწრები რა ვარჯიშს, აუ გთხოვ,არ შეგიშლი ხელს, კუთხეში დავჯდები-ყელი გამოვიწელე და საწყალი თვალებით გავხედე ირაკლის
-საქმე არგაქ?-თვალები გადაატრიალა მან-წამოდი
-მოვდივარ-გავეკრიჭე და უკან გავყევი, ჯერ გასახდელთან ველოდე ნახევარი საათი როდის მოწესრიგდებოდა ბატონი ირაკლი, ბოლოს ძლივს გამოვიდა გარეთ ლურჯ კიმანოში გამოწყობილი და დარბაზისკენ გამიძღვა
-ვატო-შევედით თუარა ვიღაცას დაუძახა ირაკლიმ
-გისმენ?-15-16 წლის ბავშვების ბრბოს გამოეყო ასევე ლურკ ჯიმანოში გამოწყობილი25 წლამდე მამაკაცი.
-მოდი ერთი წუთით-გასძახა კვლავ და შემდეგ მე მომიბრუნდა-ფეხი გაიხადე სანამ ტატამზე(რაზეც ჭიდაობენ) გადახვალ.
-როგორ ხარ?-ღიმილით მოგვიახლოვდა „ვატო“ და ჯერ ირაკლი გადაკოცნა შემდეგ კი მე გამომხედა
-შეყვარებული?-წარბები ჰაერში აწია მან
-არა ბიჭო, რა შეყვარებული, პავლიკას შვილია ეს, ჩარკვიანის, აიტეხა ვარჯიშს უნდა დავესწროო და იმედია პრობლემა არ გექნება?-აუხსნა ვინც ვიყავი წვერავამ
-არა, მთავარია ხელი არ შეგვიშალოს, რა პრობლემაა-მხრები აიჩეჩა ვატომ
-ეს ვატოა, მამაშენის ყოფილი მოსწავლე-გამაცნო ირაკლიმ ბიჭი
-სასიამოვნოა, სად დავჯდე?-მოვალეობის მოხდის მიზნით გავიღიმე და წვერავას მივუბრუნდი
-თუგინდა ჩემთან ერთად დადექი წინ, მე არ ვვარჯიშობ, ბავშვები უნდა ვავარჯიშო და ხელს არ შემიშლი-გამიღიმა მან, წელზე ხელი მომხვია და ისე გამიყვანა დარბაზის შუამდე
-ბავშვებო, დაეწყვეთ-გაისმა ვატოს ხმა და ბავშვებიც უმალ აირივნენ, სიმაღლის და მიხედვით დაეწყვნენ და მოთმინებით შეხედეს მწვრთნელს, 20ამდე ბავშვი იქნებოდა, ვატო და ირაკლი კი მითითებებს იძლეოდნენ, თუ რამე შეეშლებოდათ უსწორებდნენ და მოთმინებით იხსნიდნენ, ძირითადად თვალი ვატოზე მქონდა მიშტერებული, მხოლოდ შარვლით დადიოდა, წელსზემოთ შიშველი იყო, მხოლოდ წელზე ჰქონდა ქამარი მოჭერილი, რათქმაუნდა კარგად ჩანდა მისი დაკუნთული სხეულიც.
-შენ რა ვატოს აშტერდები?-წარბაწეულმა გამომხედა ირაკლიმ და ხელი თვალებთან ამიფრიალა
-არა, რატო?-ვიცრუე და გაკვირვებულმა შევხედე
-ამთავრებენ ვარჯიშს, ესენი მომხსენი და წავიდეთ-ხელი გამომიწოდა მან და ხელზე დახვეულ თეთრ ლეიკოზე მანიშნა, მეც სწრაფად მოვხსენი, სიცილით შევახტი ზურგზე, ხელები კისერზე მოვხვიე და ისე მივედით გასახდელამდე
-მანქანაში დაგელოდები-ვუთხარი. ლოყაზე ვაკოცე და სწრაფად დავტოვე შენობა, გასასვლელთან ვაკოს შევეჩეხე, წამით შევხედე მუქ მწვანე თვალებში, თუმცა მალევე ავარიდე მზერა და სირბილით გავედი გარეთ......



მუზა მომაწვა, აუცილებლად გავაგრძელებ წინა ისტორიას და იმის წინასაც დაუმთავრებელს, ნუ იღელვებთ, უბრალოდ დრო მჭირდება... შემიფასეთ ახალი ისტორია, თქვენი ვოვა ჩუმაკი.......



№1  offline წევრი isterichka123

ვ აუ რა გიჯიხარ კარგია გაგრძელე

 


№2  offline წევრი ჩუმა

okay
გრამატიკაზე არაფერს ვიტყვი.
არც წერის სტილზე.
უბრალოდ ერთი დღის გაცნობილ ბიჭს ზურგზე რომ ახტება და კოცნის სწორია? რავიცი, რავიცი...

გრამატიკაზე და წერის სტილზე მითხარი.. ეს კი ისტორიია, სინამდვილეში არაფერი ხდება, შეიძლება ადამიანმა ისე გაგრძნობინოს თავი ერთი დღის გაცნობილს კიარა იმწამსვე ჩაეხუტო, გააჩნია პერსონაჟს... მადლობა რომ შემიფასე

isterichka123
ვ აუ რა გიჯიხარ კარგია გაგრძელე

მადლობა აუცილებლად მალე გავაგრძელებ <3

 


№3  offline წევრი ketia

მმეწონააააააააააა დადერააააააააა მალე გარძელბა გთხოვ

 


№4 სტუმარი ani

მალე გააგრძელეეეეე შეუდარებელია არაჩვეულებრივია უცხოაააა wink love

 


№5  offline წევრი მოლურჯო

ვაიმე ვაიმე ვაიმე
და ვაი ამათ
იმასაც კი ვერ ვფიქრობ საიდან მოგიდგე
და საერთოდ რა დავწერო
კარგზე არ მაქვს ლაპარაკი
გრამატიკულად გაუმართავი პირველი თავი იყო
უემოციო
უშინაარსო
ეს ერთ დღეში ჩამოკიდება აღარ გამიგია
იცნობდეს მაინც კარგად
არ ვიცი რა იქნება მომდევნო თავი
მაგრამ ეს რომ სრული კატასტროფა იყო ნამდვილად ვიცი
--------------------
მარიამი

 


№6  offline წევრი ჩუმა

სევდიანი გიჟი
ვაიმე ვაიმე ვაიმე
და ვაი ამათ
იმასაც კი ვერ ვფიქრობ საიდან მოგიდგე
და საერთოდ რა დავწერო
კარგზე არ მაქვს ლაპარაკი
გრამატიკულად გაუმართავი პირველი თავი იყო
უემოციო
უშინაარსო
ეს ერთ დღეში ჩამოკიდება აღარ გამიგია
იცნობდეს მაინც კარგად
არ ვიცი რა იქნება მომდევნო თავი
მაგრამ ეს რომ სრული კატასტროფა იყო ნამდვილად ვიცი

მადლობა <3

 


№7 სტუმარი ana

kargia dzalian mravalshinaarsobrivi :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent