შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრიდან რეალობაში (5)


8-06-2016, 00:01
ავტორი mariam-mariam
ნანახია 2 138

მთელმა ლექციამ უაზრობაში გაიარა, დამსახურებული მქონდა კურსელი გოგონების მამის მკვლელი მზერა და გულში გემრიელად ვიცინოდი...
-შემდეგში ან ბიჭთან დაჯექი ან კიდე სხვა გოგოსთან, თორემ აუცილებლად მომკლავენ შენი "მითვისებისთვის"...
ჩუმად ვუჩურჩულე და გოგოებისკენ ვანიშნე...
-შენც მოდიხარ დღეს კლუბში?
ჩემი "რჩევა" დააიგნირა და მთელი ტანით მოტრიალდა..
-ც?
-ხო რავი ერთი დღეა ამ უნივერსიტეტში ვარ და დაბადების დღეზეც დამპატიჟეს..
-საღოლ შენ...
უცებ ვუპასუხე და აწკრიალებულ ტელეფონს დავხედე...
ხმა უცებ გავუთიშე და თავის ადგილას დავაბრუნე..
-არ უპასუხებ?
-ლექციაზე ვარ.
მოკლედ ვუთხარი და გაკვირვებულ ნინუკას გავხედე....
ლექციების დასრულების თანავე ნუცას დავურეკე და ჩვენ კაფეში შევხვდით....
მოკლედ მოვუყევი დღევანდელი დღის ამბები და ჩემი უკმაყოფილებაც ვერ დავმალე...
-გათამამებული მამიკოს ბიჭი, იდიოტი, დარტყმული...
-ერთი შემახედა მაგ "დარტყმულისთის" როგორი ტიპია...
სიცილით ამოილაპარა ნუცამ და სკამზე უკეთესად მოთავსდა..
-კარისკენ თუ გაიხედავ დაინახავ..
ერთიანად გაოცებულმა და გაბრაზებულმა ვუთხარი და თავით კარისკენ ვანიშნე...
-მეღადავები? რა მაგარი ტიპია ღმერთო...
ერთიანად აღმოხდა ნუცას და მთელი ტანით მისკენ მიტრიალდა...
-ნუცა საკმარისია...
კბილებში გამოვცერი და ჩემკენ მომავალ რატის გავუღიმე...
-არ მეგონა აქ თუ გნახავდი ნიტა
პირდაპირ მაჯახა და ჩემ გვერდზე ჩამოჯდა..
-ხო რავი დაჯექი
-გამაცანი ვინ არი ეს გოგო?
თვალით ნუცასკენ მანიშნა და რაღაცაირად გაუღიმა..
-ეს ჩემი რძალი და დაქალია ნუცა...
რძალს რაღა განსაკუთრებულად გავუსვი ხაზი და ნუცას დაბღვერილი სახე არ შევიმჩნიე...
-სასიამოვნოა, კარგი ნიტა მე წავედი და საღამოს განახვ..
უცებ მომაძახა და თავის გზაზე წავიდა...
გარკვეული პერიოდი აღიმებული ვუყურებდი მერე კი უცებ დავაწყე სახე და ეშმაკურად მომღიმარ ნუცას გავხედე...
-ხო არ გევასა?
ეგრევა მაჯახა და წვენი მოსვა....
-გადავირიე პირდაპირ
ირონია არ დავაკელი და შეპარული ღიმილით გავხედე...
-უიმე რა ქალი სადაცაა ოცდაერთის გახდები და შეყვარებული ჯერაც არ გყოლია რა უბედურებაა..
უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა და სიგარეტს გაუკიდა...
-ერთი ლუკამ გაიგოს ეგ მერე ვის ეყოლება შეყვარებული მაგასაც ვნახავთ..
უცებ მოვუშხამე ხასიათი და ჩემი თავით კმაყოფილი ყურებამდე გავიკრიჭე...
-იდიოტი ხარ რა... - თავის ჭკუით დამტუქსა და ჯერაც მოუწეველი სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო - შენ ხო კაცს არ აცდი არაფერს რა, ისე რა ამის პასუხია და კიდე ხო არ დაგსიზმრებია ჩვენი ლაშიკო?
-ჯერ ერთი "ჩემი სიზმრის ბიჭი" ლაშიკო არაა და მეორეც დამესიზმრა და ისევ არაფერი...
დაწვრილებით გავიხსენე ბოლო ორი კვირის სიზმრები და საბოლოოდ ისევ იმ აზრამდე მივდიოდი, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ჩემი ახირება იყო და არანაირი "სიზმრის ბიჭი" არ არსებობდა...
კიდე დიდხანს ვისხედით მე და ნუცა კაფეში და სახლში წასვლას არცერთი არ ვგეგმავდით...
უბრალოდ ვისხედით და ორივე ჩვენ ჩვენ ფიქრებში ვიყავით..
-ბავშვი მინდა..
მოულოდნელად დააბრევა ნუცამ და რაღაცნაირი თვალებით გამომხედა...
მისმა ამ მოულოდნელობამ და ესე ვთქვათ აღსარებამ იმდენად გამაკვირვა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით თვალები შუბლზე ამივიდა..
-ეგ მე კი არა შენ ქმარს უთხარი, ამ შემთხვევაში მე არაფერში გამოგადგები..
გახუმრება ვცადე და ტუჩის კუთხე ღიმილის ნიშნად ჩავტეხე..
-სერიოზულად გელაპარაკები ნიტა და ერთხელ მაინც მომისმინე...
მისი ხმა იმაზე მეტად კატეგორიული იყო ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა...
-კარგი ბოდიში... - უცებ დავსერიოზულდი და უფრო მეტი სიმტკიცისთვის ჩავახელე - გისმენ
მაგრამ ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილი ვერ დავაიგნორე...
-ხო ვთქვი არა, სერიოზულად ყოფნა არ შეგიძლია რა..
გაბრაზებულმა მისაყვედურა და ადგომა დააპირა, უცებ რომ წამოვხტი ფეხზე და თავის ადგილას დავაბრუნე..
-კარგი კარგი მართლა მაპატიე, ეხლა კი მითხარი რა ხდება.
-მეტი რაღა უნდა ხდებოდე გითხარი უკვე ბაშვი მინდა...
-ხო მაგრამ ჯერ ორი კვირაა რაც გათხოვდი...
-პაწაწუნა, სულ პაწაწუნა.. - ხელით ზომებს მაჩვენებდა და რაღაცეებს ბუტბუტებდა - წარმოიდგინე ნიტა, პატარა რო ირბენს სახლში რა მაგარია, სულ სხვაა როდესაც სახლში მისულს, დაღლილს, არაფრის თავი რო არ გაქვს, მაგრამ იცი რო იქ ვიღაც გელოდება, ვისაც წრფელი გულით უყხვარხარ...
სულ სხვა შეგრძნებააა...
აღტაცებული ლაპარაკობდა და ვხვდებოდი თითოეული სიტყვის წარმოთქმისას როგორი ბედნიერი იყო....
მეც ვიჯექი, ვუსმენდი და მისი ბედიერებით მეც ვივსებოდი, მხოლოდ მაშინ გავაანალზე რას ნიშნავს სხვისი ბედნიერებით გაბედნიერება...
ნუცას თითოეული სიტყვა ტანში რაღაცნაირად მივლიდა და ჩემში ღიმილს იწვევდა, უკვე ნათლად მქონდა წარმოდენილი, როგორ შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება ლუკას და ნუცას პატარათი...
ფიქრბში იმდენად ღრმად შევიჭერი, რომ ნუცას მეტი სიტყვა არ გამიგონია...
-ნიტა დაფრინდი დედამიწაზე....
ხელები თვალწინ ამიფრიალა და გაბრაზებული სახით გამომხედა...
-ამდენი ვილაპარაკე და ერთი სიტყვაც არ გაგიგია დარწმუნბული ვარ...
-მაპატიე, ყველაფეი გავიგე უბრალოდ ბავშვზე ჩავფიქრდი... კარგი მე წავედი, თორემ დამაგვიანდება და მომკლავენ და შენ კიდევ წადი და აამზე ლუკას ელაპარაკე...
ლოყაზს ხმაურიანად ვაკოცე და შენობა დავტოვე...
ფეხით დავუყევი ღამის რუსთაველს და ისევ ფიქრებში გადავეში, ოღონდ ამჯერად ისევ "სიზმრის ბიჭს" მივაკითხე..
ან რატო ვფიქრობდი მასზე ამდენს ისიც ვერ გამირკვევია....
მინდოდა.
ძალიან მინდოდა სიზმარშ მაინც მენახა მისი სახე და სამი თვის წამება მორჩენილიყო, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში საშინლად მსიამოვნებდა მთელი ეს გაურკვევლობა...
ამ ფიქრებში გართულმა ვერც გავაანალიზე როგორ აღმოვჩნდი კლუბის შესასვლელთან, ერთი ღრმად ამვისუნთქდ და არც ისე ნაცნობ და საყვარელ ადგილას შევედი..
უცებ მოვძებნე ჩემები და მათკენ წავედი...
-სატავს გაუმარჯოს, იუბილარი სადაა?
ხელის აწევით მივესალმე ყველას და ბოლო ხმაზე დავიყვირე მუსიკების ფონზე...
-ნიტას ვახლავართ დაჯე გოგო არ ვიკბინები..
ხელით მის გვერდით მანიშნა რატიმ და გამიღიმა...
ზრდილობის გულისთვის მეც გავუღიმე და ნინუკას გვერდზე დავჯექი..
-რა იყო ეხლა ეს?
მაშინვე მომწვდა ნინუკა და წარბაწეულმა გამომხედა..
-ხო უნდა იცოდეს არა რო არ მევასება.. - უდარდელად ვუპასუხე არყის ჭიქას დავწვდი - გაგვიმარჯოს..
ვთქვი და სულმოუთქმელად გამოვცალე ჭიქა...
-შენ ეგრე თუ გააგრძელებ როცა "მუღამში" შევალთ შენ გასასვენებელი გახდები...
ჩვენ შორის მინიმუმ ორმოცდაათი მეტრი მაინც იქნებოდა დაშორება, ის კი აქაც მომწვდა და ნერვებს უფროდაუფრო მიშლიდა...
-რატი ძვირფასო, გაიხედე შენგან მარცხნივ და ჩემგან მარჯვნივ რამდენი ადამიანი გიზის, იმათ ელაპარაკე, არც ყვირილი მოგიწევს და არც ჩემი ნერვების მოწამვლა...
კიდე ბევრ რამეს ვეტყოდი, რომ არა ნინუკას ჩქმეტა...
გაბრაზებულმა გავცხედე და ნაჩქმეტი ადგილი დავიზილე..
-ქაჯი ხარ ნიტა, ქაჯი...
-კომპლიმენტად მივიღებ..
ირონიულად გავუღიმე და კიდე ერთი ჭიქა გამოვცალე..
-ოოოო, ჩვენი იუბილარიც მოსულა..
ბოლო ხმაზე შეიცხადა დათამ და გვანცას გადაეხვია...
ნუ იქ ეხლა რა ამბები იყო არ მოვყვები,
"ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში"...
მთელი ამ დროის მანძილზე ვგრძნობდი ვიღაცის დაჟინებულ მზერას და ამასაც რატის ვაბრალებდი, მაგრამ როცა საპირფარეშოში გავედი და მზერა ისევ ამოყვა ცოტა არ იყოს დავიძაბე..
გაიღო კარებიც და რაღაც საშინელის მოლოდინში თვალები დავხუჭე, ნაცნობმა, მაგრამ მაინც უცნობა სურნელმა მალევე მომიყვანა გონზს და თვალებუ გავახილე...
-შეენ?
-იცის შენმა ძმამ აქ რო ხარ?
-შენი ჭირიმე ლაშიკო რა, ტვალეტში როდის შევალ და გამოვა ამას ჩემ ძმას არ ვუთანხმებ..
ხელი ავუქნიე და ჩანთიდან წითელი ტუჩსაცხი ამოვიღე და უცებ გადავისვი, კიდევ ერთხელ შევავლე თვალი საკუთარ თავს სარკეში და ლაშას გვერდი ავუარე..
-ჭკვიანად ნიტა...
გასვლადე მკლავში წამავლო ხელი და ყურთან ახლოს მიჩურჩულა...
გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე აორთქლდა იქიდან...
ტანსაცმელი შევისწორე და ისევ ჩემებთან დავბრუნდი..
-სად იყავი აქამდე?
დაჯდომისთანავე მკითხა რატიმ და ჩემთან უფრო ახლოს მოიწია...
-ჯერ უნდა დავლიო ბლომად და ბოლოს თუ მქონდა პასუხის თავი გიპასუხებ...
მოკლედ მოვუჭერი და რამდენიმე ჭიქა არაყი ზედიზედ ჩავცალე...
-ეხლა?
ინტერესით ჩამეკითხა რატი და კიდევ ერთი ჭიქა მომაწოდა...
-ცოტაც
თითქმის ჩურჩულით ამოვილაპარაკე და მორიგი ჭიქაც გამოვცალე...
-უკვე საკმარისია...
რამდენიმე ჭიქის შემდეგ შეშინებულმა გამომხედა უკვე მომზადებული ჭიქა ხელიდან გამომაცალა...
-ეეე რა პონტია რატი მომე..
ხელით ჭიქისკენ გავიწიე, მაგრამ იმდენად მთვრალი ვიყავი შუაგზაში გამიშეშდა ხელი და ძალაგამოცლილი ჩემ ადგილას დავბრუნდი...
-ზედმეტი მოგივიდა..
-მმმ არც ისე...
ცოტახნიანი ფიქრის მერე ვუთხარი და გავიცინე, მაგრამ რაზე მეთვითონაც არ ვიცი...
-გარეთ გავიდეთ, სუფთა ჰაერია და გესიამოვნება...
ფეხზე წამომაყენდა და გასასვლელისკნ გამათრია...
-არა...
-რა არა?
გაკვირვებულმა გამომხედა და წელზე ხელი მომხვია რომ არ წავქცეულიყავი...
-არ წამოგყვები..
-რატომ?
-რატომ და გათამამებული მამიკოს ბიჭი ხარ, მე კიდე ეგეთებ ი არ მიყვარს არ შენ ხარ გამონაკლისი... არა შენ გამონაკლისი ხარ, საყვარელი ხარ და კაი თვალები გაქვს...
-ოხ, თვით ნიტასგან მესმის ეს სტყვები...
-თავში ნუ აგივარდბა, ეხლა სახლში წამიყვანე თორე მეძინება...
უცებ მივაყარე და არეული ნაბიჯებით გავედი გარეთ...
გასვლა და ვიღაცაზე აწეპება ერთი იყო...
-ბოდი... უი ლაშიკო აქაც შენ ხარ?
ყურებამდე გვეკრიჭე და ლოყზე ხელით მივეფერე...
-აქაც მე ვარ ნიტა და დროზე მანქანაში ჩჯექი სახლში მიმყავხარ...
-არა საჭირო რატი წამიყვანს...
ერთ ადგილას ატუზული რატისკენ გავიხედე და ხელკავი გამოვდე...
-რატი ნასვამია და მანქანასთან ვერ დაჯდება...
კბილებში გამოცრა ლაშამ და რატის გახედა..
-მართალია ნიტა, მანქანში ჩაჯექი მე ნასვამი ვარ და..
-კაი კაი გეყო აღსარება, იმედია მოვაღწევ უნივერსიტეტამდე და გნახავ...
ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე და ლაშას გვეყევი ფეხდაფეხ...
მანქანაში ჩაჯდომა და გათიშვა ერთი იყო....
-ლაშა სად მიგყავარ?
ძილბურანში მყოფმა ამოვილაპარაკე და უკეთესად მოვთავსდი..
-სახლში
-ხო და რომ მივალთ არ გამაღვიძო რა იქნებ დღეს მაინც ვნახო ჩემი ბიჭის სახე და მოვისვენო..
ბურტყუნით ამოვილაპარაკე და საბოლოოდ გავითიშე....

------
იმედია მოგეწონებათ ❤️ გავაგრძელო?



№1  offline წევრი natia-natia

Auu ki gaagrdzele raaa kargiaa

 


№2 სტუმარი Mariami

Kargia,unda gaagrdzelo aba ra..

 


№3  offline წევრი ketia

კარგია აბა რაა. უბრალოდ მე ლაშა მგონია მაგის სიზმრის ბიჭი სულ მოუთქმელად ველი გაგრძელეაბას

 


№4  offline წევრი ketia

მალე დადე რა ახალაი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent