შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, ლექტორი-5


13-05-2015, 10:33
ავტორი 11♥
ნანახია 3 468

სახლში მისული ეგრევ ჩემს ოთახში შევედი, თამთას დავურეკე გამოდი თქო მე კი სურათის კედელზე გაკვრას შევუდექი.

-თიკა, დედა ეგ რა არის? -მკითხა კარებში მდგომმა მაკამ

-ნახატია

-ვიცი ვხედავ, მანახე აბა- ნახატი ხელიდან ჩამომართვა და მის დათვალიერებას შეუდგა-რა მაგარია დე, ვინ დაგხატა? რა.ნიჭიერი ყოფილა

-ჩემმა მოსწავლემ დამხატა,

-ბიჭმა?

-კი-ვიგრძენი როგორ ამიხურდა სახე

-ოჰო, რაღაცის სუნი მცემს

-კარგი რა მაკა, ნუ დაიწყებ ეხლა-მობეზრებულად ავუქნიე.დედაჩემს ხელი და ნახატი ისევ გამოვართვი

-მე გეუბნები და-სასაცილოდ ჩაიფხუკუნა და კარისკენ წავიდა-და ჰო კიდევ, ჭკვიანად იყავი-თავისი საფირმო ჟესტით დამაჯილდოვა და დამტოვა.

ისე ვიყავი ნახატით გართული, ვერ გავიგე როგორ მოვიდა თამთა.

-მომაქციე ეხლა ყურადღება

-როგორ ხარ?

-კარგად, გოგო შენ რა გუშინ მართლა იმ ბიჭთან იყავი?

-ხო ვიყავი, მერე რა?

-მერე რა? ჩემთვის არც არაფერი მაგრამ, შენ თუ ამას იტყოდი არ მეგონა, მერე რა მოხდა?

თამთას ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, შიგადაშიგ ისეთ შეძახილებს აკეთებდა, მაკამ რამოდენიმეჯერ შემოიხედა რამე ხომ არ დაგემართათო. ბოლოს თამთას ნახატი ვაჩვენე და სრულ.შოკში ჩავარდა, ნახევარი საათი მეხვეწა უთხარი მეც დამხატოსო.

-შენ ნორმალური ხარ? რა უნდა ვითხრა გოგო?- თამთას უაზრო საქციელზე ვიცინოდი
-კარგი, შენ თუ არ ეტყვი, როცა გამაცნობ მეთვითონ ეტყვი

-გაგაცნობ?

-აბა რა გგონია, ისე მოვისვენებ ეგ ვატო არ გავიცნო?

-ხო ვიცი რო არ მოისვენებ-დავეჭყანე დაქალს.

-წავედი, მე ჩემი ბიჭი უნდა ვნახო, ხვალ უნივერსიტეტში გნახავ და აუცილებლად გამაცანი თორე ლექციაზე შემოგივარდები იცოდე

-კარგი კარგი გაგაცნობ-ვიცოდი აუცილებლად გააკეთებდა.

მთელი ღამე ვატოზე ვფიქრობდი, ესე უცებ როგორ შვეჩვია, სულ რაღაც სამჯერ ვნახე და მისი სახე თვალებიდან არ მშორდება. უკვე გამთენიისას თავს ძალა დავატანე დამეძინა, თუმცა მცდელობა მცდელობად დამჩა. ცოტახანი კიდე "ვიკოტრიალე" თუმცა ვინ გაცადა, ჩემი ტელეფონი ზუზუნებდა. ამ დილაადრიან ვინ უნდა ყოფილიყო თუ არა თამთა, ნომერს არ დამიხედია ისე ავიღე და ჩავძახე

-ხო, თამთუს როგორ მოხდა ესე ადრე გაიღვიძე?

-თამთა რო არ ვარ-სასიამოვნო ბარიტონი მისწვდა ყურთასმენას

-ვატო? შენ? საიდან ჩემი ნომერი?.ესე ადრე რატომ გღვიძავს?

-რამდენი კითხვებია, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მთელი ღამე ჩემთან იყავი და ტელეფონი მე მქონდა ადვილი მისახვედრი უნდა იყოს, რაც შეეხება ჩემს ადრე გაღვიძებას, დიდიხანია უკვე მღვიძავს მაგრამ ვერ დაგირეკე არ მინდოდა გამეღვიძებინე.

-ხოოო,-ნეტა იცოდეს მთელი ღამე რომ არ მეძინა

-ამდენი ვილაპარაკე, და მარტო ხოო? რაზე გირეკავ, რომელზე მიდიხარ ხოლმე ლექტორო?

-მასე ნუ მეძახი, ალბათ ერთ საათში გავალ

-კარგი ერთ საათში მანდ ვარ?

-აქ... აქ? აქ სად?-ბრინჯივით ავირიე თუმცა ვატოს ტელეფონი უკვე გათიშული ქონდა.

ლოგინიდან ისეთი სისწრაფით წამოვხტი სააბაზანოს კარს ზმივეჯახე, უცებ გამოვაღე და შიგნით შეევვარდი, წყალი გადავივლე, და ისევ ჩემს ოთახში დავბრუნდი, ჩავიცვი და თმის გამშრალება დავიწყე

-თიკა, საუზმე მზად.არის-ოთახში თავი შემოყო მაკამ

-არ მინდა დე, ყავა მომიდუღე.

-თმა მაღლა ავიწიე და კოსად დავისვი. ჩანთა ავიღე და სამზარეულოში გავედი. მაკამ ყავა წინ დამიდო და საჭმლის კეთება განაგრძო,

-ვატომ დამირეკა, მოვალო

-სად მოვა? ჩვენთან?

-არვიცი, ესე მითხრა ერთ საათში მანდ ვარო- მხრები ავიჩეჩე.

-ალბათ უნივერსიტეტში წაგიყვანს.

რა დებილი ვარ ღმერთო, როგორ ვერ მივხვდი რა იგულისხმა,.

-ვატო ვინ არის?-ფიქრებიდან მამაჩემის ხმამ გამომიყვანა

-მაა, როგორ მომენატრე, ისე გვიან მოდიხარ რომ ვეღარც გნახულობ ხოლმე-ლოყაზე ხმაურით ვაკოცე და აზუზუნებულ ტელეფონს დავხედე ლ, ვატოს მესიჯი იყო "ჩამოდი", მეც გახარებული წამოვდექი და წასასვლელად მოვემზადე

-დღეს, ჩემი თანამშრომლის დაბადების დღეა.და მთელი იჯახი უნდა წავიდეთ, მალე მოდი რა თიკა-თავი დავუქნიე და სამზარეულოდან გასვლას ვაპირებდი სიტყვები რომ დამაწია-ვატოზე მერე ვილაპარაკოთ.

კიბეებზე ისეთი სისწრაფით ჩავრბოდი ლამის კისერი მოვიტეხე, ბოლო სართულზე გავჩერდი, ღრმად ამოვისუნთქე, ტანსაცმელი გავისწორე და მშვიდი ნაბიჯით გავედი სადარბაზოდან. დავინახე ვატო და იმ წამს ყველაფერმა მოძრაობა შეწყვიტა, მანქანაზე იყო მიყუდებული და ჯიბეებში ხელები ქონდა ჩაწყობილი. მივუახლივდი და წინ დავუდექი, ოდნავ დაიხარა, ყურთან ტუჩები მიიტანა და სასიამოვნო ხმით ჩამჩურჩულა "მომენატრე" აი აქ კი გონება გამეთიშა, და ბაგეებმა ჩემს დაუკითხავად წარმოსთქვეს "მეც" ვატომ ჩემი საყვარელი ღიმილით გაიღიმა და მანქანის კარი გამომიღო. უხმოდ დავყევი მის ნებას და მანქანაში ჩავჯექი.

-ხო არ ვაგვიანებთ?

-არა,-მეთის თქმას ვერ ვახერხებდი

-კარგი, ეხლა პირდაპირ ლექციაზე წავიდეთ და მერე კაფეში კარგი?

-კარ...-უცებ გამახსენდა მამაჩემის ნათქვამი, სახლში მალე მოდიო-იცი, დღეს არ შემიძლია, სხვა დროს იყოს

-კარგი, მთავარია უარი არ მითხარი-შემომხედა და თვალი ჩამიკრა

მთელი გზა მეტი არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის, ხელზე შეხება რომ ვიგრძენი მაშინ მოვედი გონს.


--------------------------
შეცდომებისთვის ბოდიში ბაბშვებო, აბა შემიფასეთ კარგია? სურათზე თიკაა ♥♥♥




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent