სულის ადამიანები [4]
- აკო, ნუ ჩხავი, გეხვეწები, ისედაც თავი მისკდება! უკიდურესად საცოდავი ხმით ეხვეწებოდა აკოს ნინა. ნელა მოვავლე თვალი ოთახს. სანდროს გვერდით მეძინა დივანზე, ხელი მჭიდროდ ქონდა მოხვეული ჩემ მუცელზე და ზურგიდან იყო მოხუტებული. გონება დავძაბე და აკოს "სიმღერის" ფონზე ვცადე გუშინდელი ღამე აღმედგინა. მახსოვს, რომ აკოსთან შევიკრიბეთ ყველა, რომ "ლუნახოდს" ვთამაშობდით. (ალკოჰოლური თამაში, რომლის შედეგიც სახეზეა, ყველანი გავითიშეთ). აი, მერე თითქოს გონება გამეთიშაო, აღარაფერი მახსოვს, საერთოდ არაფერი! - მეგობრებს შეხედეთ, მეგობრებს _ ჩაიცინა აკომ ჩვენს დანახვაზე. - კარგი რა, შეეშვი _ გამოგვესარჩლა ილო და ღიმილით გადახედა ანის. - თქვენც რაღაც უცნაურად უღიმით ერთმანეთს _ თვალები მოჭუტა აკომ. - აკაკი, გეხვეწები შეეშვი ამ ხალხს, შენს თავს მიხედე, ოღონდ არ იმღერო, რა! _ ისევ შეეხვეწა ნინა. _ ნიკა სადაა? ყველანი ნიკას საძებნელად გალაგდნენ ოთახიდან. თვალები დავხუჭე, საშინლად მტკიოდა თავი. კიდევ კარგი დღეს არც გადაღებები მქონდა და არც რეპეტიცია. ცხელი სუნთქვა ვიგრძენი კისერში, გამაჟრჟოლა. საშინლად ავფორიაქდი, თითქოს ელექტროდენმა დამიარა მთელს სხეულში. სანდრომ კიდევ უფრო მჭიდროდ ამიკრო სხეულზე და თავისი ცხელი ტუჩები მომაკრო ყურს ქვემოთ, კისერზე. ლამის გონება დავკარგე, იმდენად მესიამოვნა. - დილამშვიდობის, ელე. _ ჩაიჩურჩულა. მისკენ გადავბრუნდი. ჩვენი სახეები კვლავ ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან - უკვე მერამდენედ. იმდენად ახლოს, რომ მისი ცხვირის წვერი ჩემსას ეხებოდა. გული საშინლად მიცემდა და არც ვიცი რა მოხდებოდა, აკო თავის კარაოკეს რომ არ მიბრუნებოდა და ბოლო ხმაზე არ დაეწყო სიმღერა. ამ ბიჭს ხმის და სმენის არქონასთან ერთად, არც სინდისი გააჩნდა, როგორც ჩანს. ნახევარსაათიანი ძებნის მერე ნიკა აბაზანაში აღმოაჩინეს - მძინარე. მისი გამოფხიზლება ნინამ ითავა. დანარჩენები მოვწესრიგდით, გამოვფხიზლდით და ერთმანეთს დავცინოდით გუშინდელი სიმთვრალის გამო. - დღეს კლუბში წავიდეთ! _ წამოაყენა იდეა ნინამ. - ნამდვილი შენი ძმის და ხარ, რა. საიდან ამდენი ენერგია? _ ამოიწუწუნა ანიმ. - ნუ ხარ შენ პენსიონერი, მივდივართ! _ უცებ აიტაცა იდეა ილომ. ანიმ დაბღვერილმა გადახედა. - შეიძლება ჩემი მეგობარი წამოვიყვანო? _ გაუბედავად ვთქვი მე. საქმე იმაში იყო, რომ ლუკა 2 წელი არ მყავდა ნანახი. ნიუ-იორკში იყო წასული მაგისტრატურის გასაგრძელებლად, ერთი კვირის წინ ჩამოვიდა და ჩემი გრაფიკის გამო აქამდე ვერ მოვახერხე ნახვა. დღეს ვიყავი შეპირებული. - რა თქმა უნდა, რას კითხულობ შენ კიდე. _ გაიცინა ნიკამ. - და, რომელი მეგობარი? _ უცნაური მზერით შემომხედა სანდრომ. მოკლედ ავუხსენი სიტუაცია ბავშვებს. ყველამ გამოთქვა ლუკას გაცნობის სურვილი. სანდროს დიდი აღფრთოვანება ვერ შევატყვე, მაგრამ არც გაუპროტესტებია. - იყო დრო, როცა ლუკაზე ვაბოდებდი _ სიცილით, უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე სახლისკენ მიმავალ გზაზე. - რაა? _ მეტისმეტად ხმამაღლა წამოიძახა სანდრომ და მკვეთრად დაამუხრუჭა. - მკლავ??? - წამოვიყვირე მე მას შემდეგ, რაც მოულოდნელობისგან ლამის საქარე მინა გავიტანე თავით და ძლივს გავსწორდი სავარძელზე. - გიყვარდა? - ბავშვობაში, რა მერე? - არაფერი, აბა მეგობარიო? - ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, სანდრო! მაშინ 15 წლის ძლივს ვიქნებოდი. ლუკამ კი დღემდე არაფერი იცის ჩემი გრძნობების შესახებ. მისმინე, მგონი ჩემი და შენი ურთიერთობა მეგობრობის ფარგლებს სცდება ზოგჯერ. თუნდაც დილანდელი კოცნა ავიღოთ, შენი აზრით ეს ნორმალურია სანდრო? ყველაფერს აქვს საზღვარი. და საერთოდ, შენ რატომ გადარდებს ჩემი და ლუკას ურთიერთობა ასე? - არა, მე საერთოდ არ მადარდებს. _ თქვა ცივად და მანქანა დაძრა. - ძალიან კარგი. სახლში ისე მიმიყვანა, ხმა არ ამოგვიღია არც ერთს. შხაპი მივიღე, ყავა დავლიე, ცოტა წავიკითხე, ფილმს ვუყურე და ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც. ლუკა გაფრთხილებული მყავდა, რომ ჩემთვის გამოევლო და ერთად წავსულიყავით. თან მთელი დღე არ ამომდიოდა თავიდან სანდროს რეაქცია. რა უნდოდა? რა თამაშს თამაშობდა? თითქოს მეგობრობდა ჩემთან, მაგრამ აშკარად მეტს ამჟღავნებდა. მე კი ამ ”მეტის” ძალიან მეშინოდა. გადავწყვიტე, იმ დღეს ძალიან ლამაზი ვყოფილიყავი. მოკლე, მუქი შინდისფერი, თითქმის შავში გარდამავალი, გიპიურით გაწყობილი კაბა ჩავიცვი, ლამაზად ამოჭრილი გულით. მუხლს კარგად იყო აცილებული და ჩემს გრძელ, თხელ და სწორ ფეხებს მთელი თავისი "სიდიადით" წარმოაჩენდა, ლამაზად ამოჭრილი გული კი ხაზს უსვამდა გრძელ კისერს და გამოკვეთილ ლავიწებს. გრძელი, ცეცხლისფერი თმა ავიწიე და კუდად შევკარი, რომ ყელი კარგად გამოჩენილიყო. წინ, ორივე მხარეს დავტოვე ჩამოშვებული თმის მცირე ნაწილი. ფეხზე შავი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ტუში, შინდისფერი ტუჩსაცხი და მზად ვიყავი. კმაყოფილმა შევავლე თვალი ჩემს თავს სარკეში. მაღალი არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ჩემი პროპორციების "გადამკიდე" არასდროს მდომებია იმაზე მეტი სიმაღლე, ვიდრე მქონდა. 18 წლამდე ნამდვილი საძაგელი იხვის ჭუკი ვიყავი, შესაბამისად ვერავინ მამჩნევდა. აწრიპინებულმა ტელეფონმა ლუკას მოსვლა მამცნო. ნელა ჩავიარე კიბეები და კორპუსთან ასვეტილ, მანქანაზე მიყუდებულ ლუკას შევავლე თვალი. როგორი გაზრდილი იყო! გავიქეცი და ჩავეხუტე მონატრებულ მეგობარს. - როგორ მომნატრებიხარ, შე შტერო! სიცილით ავუჩეჩე თმა. - ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთი ლამაზი ქალი დადგებოდი, ელენე. _ დანისლული თვალებით თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა. - მეც მომენატრე. - ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, ალბათ. გავუღიმე. - წავედით? - წავედით. მთელი გზა ვსაუბრობდით. გავიხსენეთ სკოლის პერიოდი, ჩვენი სამეგობრო, რომელიც დროთა განმავლობაში დაიშალა და მხოლოდ მე და ლუკაღა შემოვრჩით ერთმანეთს. ნოსტალგიურ ტალღაზე მივედით კლუბში. ყველა კარგად შეხვდა ლუკას. პრინციპში შეუძლებელიც კი იყო, რომ ცუდად მიგეღო მისნაირი ბიჭი. ხასიათით დაწყებული - გარეგნობით დამთავრებული, იდეალური თუ არა იდეალურთან მიახლოებული ნამდვილად იყო. ჩემდა გასაკვირად სანდროც, დილანდელისგან განსხვავებით მშვენივრად განეწყო მის მიმართ. არ ვიცოდი სანდროს დილანდელი საქციელი რით ამეხსნა, ამიტომ უბრალოდ ნაბახუსევს დავაბრალე და თავით გადავეშვი მხიარულებაში. ვსვამდით, ვცეკვავდით, ვხუმრობდით და ამ ხუმრობებზე ცრემლებამდე ვიცინოდით. თითქმის მთელი საღამო ლუკას ვეცეკვებოდი, რამდენჯერმე დავაფიქსირე სანდროს გაბრაზებული მზერა, თვალებით მჭამდა. მუსიკის რიტმი, მოციმციმე შუქები და სიგარეტის კვამლი უფრო მირევდა ალკოჰოლისგან ისედაც არეულ გონებას. ლუკასკენ შევბრუნდი, თვალები დავხუჭე და რიტმულად განვაგრძე მოძრაობა. - შეიძლება პარტნიორი წაგართვა? მომესმა სანდროს ხმა. - რა პრობლემაა. გაუღიმა ლუკამ. სანდრომ ზურგიდან მომიარა, ხელი მუცელზე შემომხვია და მთელი ძალით ამაკრა მის სხეულს. ისევ ეს შეგრძნება - ელექტროდენები მთელს სხეულში. ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა. - ე.ი, მხოლოდ მეგობრები, არა? მისკენ შევტრიალდი და თვალებში ჩავაშტერდი. შემდეგ ნელა მივუტანე ტუჩები ყურთან და ჩავჩურჩულე. - რა თქმა უნდა. ვიგრძენი, როგორ გააჟრჟოლა, როცა ჩემი სუნთქვა მოელამუნა ყურთან. უსიტყვოდ მოვცილდი და მაგიდისკენ წავედი. უკვე მჭიდროდ გაედგა ალკოჰოლს ფესვები ჩემში, ლუკამ რომ მთხოვა ცალკე გავიდეთ, სალაპარაკო მაქვსო. გამიკვირდა, თუმცაგავყევი. სუფთა ჰაერზე გამოვედით. იქვე, ლამპიონთან ვიდექით. ლუკა ლაპარაკის დაწყებას აჭიანურებდა. ქუჩის მეორე მხარეს, კლუბის კართან სანდრო დავლანდე. ვიცოდი, რომ ჩვენ გამოგვყვა, მაგრამ არ შევიმჩნიე. - ის, რასაც ახლა გეტყვი, სიმთვრალეს არ მიაწერო. _ ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა ლუკამ. დადადადაააამ :3333 ახალი თავი :33 რას ფიქრობთ? დააფიქსირეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.