შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე სიყვარული, შენ ბედნიერება.. (თავი 3)


8-06-2016, 10:22
ავტორი ჩუმა
ნანახია 1 700

-ბინა იყიდება იკო, ჩვენს ზემოთ, მეშვიდე სართულზე, ზუსტად ისეა როგორიც ჩვენი ბინაა, იაფად ყიდიან, ფული ჭირდებათ და ხოარ გინდა რომ იყიდო? წესიერი ბინაა-ჩვენთან თანაცხოვრებიდან ერთი კვირის თავზე შესთავაზა მამამ ირაკლის ბინის ყიდვა..
-ვნახავ, სიმართლე გითხრათ უკვე ვეძებდი აღარ მინდოდა ამდენი ხნით თქვენი შეწუხება, თან კარგია ამ კორპუსში რომაა, თორემ ამ მაიმუნს ისე შევეჩვიე აწი გამიჭირდება-სიცილით გადამისვა თავზე ხელი წვერავამ
-მაიმუნი შენ თვითონ ხარ-ბეჭზე მსუბუქათ მივარტყი ხელი ირაკლის და ენა გამოვუყავი
-ახლავე ავიდეთ თუ გინდათ, სახლში იქნებიან პატრონები-შემოგვთავაზა მამამ
-კარგი, წავიდეთ-მხრები აიჩეჩა წვერავამ და ფეხზე წამოდგა, სამივე ერთად ავედით მეშვიდე სართულზე და კარზე დავაზარუნეთ
-გამარჯობა მეზობლებო-კარი მაია დეიდამ გაგვიღო და ღიმილით მოგვესალმა
-ბინის თაობაზე მოვედით მაია, ჩემი ძმაკაცის შვილია, ეს ბიჭი და დათვალიერება უნდა, შეიძლება იყიდოს-აუხსნა სიტუაცია მამამ
-კარგით, მოდით და ნახეთ ყველაფერი-შიგნით შეგვატარა მაიამ და სახლი დაგვათვალიერებინა. საბოლოო ჯამში მოეწონა ირაკლის ბინა, ესეც ასე, ახალი მეზობელიც ესეთი უნდა.
-იყიდი?-კიბეზე ჩასვლისას ჰკითხა მამამ
-ვიყიდი, კარგ ფასადაა და თან თვენთან ახლოს, ხომ იცი თქვენს გარდა აქ ახლობელი არავინ მყავს-მხრები აიჩეჩა მან
-ძალიან კარგი, ვეტყვი მაიას და ხვალვე დაიწყებენ დაცლას...
---
ერთ კვირაში უკვე ირაკლი ახალ სახლში გადაბარგდა, ნელიკო მიეხმარა და ბარგი ამოალაგებინა, ყველაფერი დაალაგებინა და ახალ ბინაში კომფორტულად მოაწყო..
-დედა, მიდი საჭმელი აუტანე ირაკლის, სამსახურიდან დაბრუნდა ახლა და საჭმელი არაფერი ექნება, ცოდოა-ხელში მომაჩეჩა თეფში დედამ
-რა იცი რომ დაბრუნდა?-გამიკვირდა მე
-სადარბაზოში შემოვიდა ეგ და ვიღაც ბიჭი, მიდი დედა აუტანე-ამიხსნა მან
-კარგი, ჩამოვალ მალე-ვუთხარი და სახლი დავტოვე, ნელა ავიარე 2 სართული და კარზე ზარი დავრეკე
-ვინაა?-გავიგე კარის შიგნიდან ყვირილი
-გუდიანი კაცი მოვედი-დავუძახე სიცილით მეც
-შემოდი, ღიაა-კვლავ მისწვდა სმენას წვერავას ყვირილი
-ბიჭო ნელიკომ საჭმელი გამომატანა, მოკვდება მშიერი ის საცოდავიო-სიცილით შევედი მისაღებში მაგრამ იქ მხოლოდ დივანზე მჯდომი ვატო რომ შევნიშნე წარბები შევკარი, ოთახი მოვათვალიერე და იკა ვერსად ვნახე
-აბაზანაშია იკა და გაგიმარჯოს-ცინიკურად მითხრა მან
-დაველოდები-არ შევიმჩნიე ის, საჭმელი სამზარეულოში გავიტანე და მის პირდაპირ დავჯექი, თავიდან უტეხად მივშტერებოდი მუქ ყავისფერ თვალებში, თუმცა ტელეფონზე შემოსულმა ზარმა მაიძულა მზერა მომეშორებინა
-გისმენ-ვუპასუხე სერიოზული ხმით ჩემს მეგობარ თამარს
-აუ ლენკაა, აუ პროსტა იმდენი მაქ მოსაყოლი, რომ არ გამოხვიდე უნამუსო იქნები მაგარი-ჩამყვიროდა ტელეფონში თამარი
-კვდები?-ვკითხე სიცილით და ფეხზე წამოვდექი, იქვე აივანზე გგავედი და ისე განვაგრძე საუბარი
-გოგო, პროსტა ლექსომ მითხრა მიყვარხარო, თან პირდაპირ მომახალა გოგო, გაოცებისგან ვერაფერი ვუპასუხე, ახლა ჩემთან თუარ გამოხვალ ალბათ ემოციებისგან მართლა მოვკვდები-აჟიტირებული მესაუბრებოდა თამარი
-კარგი, 1 საათში შენს სახლთან ვიქნები ჩამოდი და სადმე გავიდეთ, შენი ძმა არ დაგვაცდის სახლში, ხოიცი როგორი ვირია-ვუთხარი სიცილით და ტელეფონი გავუთიშე, სახლში რომ შევედი იკა უკვე აბაზანიდან გამოსულიყო
-გამარჯობა იკუნია და ნახვამდის, სამზარეულოში დაგიტოვე საჭმელი დედაჩემმა გამომატანა მშიერი იქნებაო, ვაპირებდი დარჩენას მაგრამ მეგობარს უნდა შევხვდე-ჩავუკაკლე სწრაფად ყველაფერი, ვატოს გვერდით მჯდომს სწრაფად ვაკოცე ლოყაზე, თმები ავუჩეჩე და სწრაფად დავტოვე სახლი... სახლში გავიარე, დედას მანქანა წავიყვანე და სწრაფად წავედი თამარის კორპუსისკენ. მივედი თუარა ეგრევე მანქანაში ჩამიხტნენ თამარი და მისი და ელენე შემდეგ კი ერთ-ერთ კაფეში შევედით.
-პროსტა, დღეს მუშაობა რომ დავამთავრე გარეთ მანქანასთან მიყუდებული დამხვდა ლექსო, ჯერ გაოცებული ვიყავი მივესალმე და გვერდის ავლას ვაპირებდი რომ გამაჩერა, გაგიყვან, თან საქმე მაქვს უნდა გელაპარაკოო, მეთქი რა პრობლემაათქო და გზაში მითხრა მიყვარხარო, ასეო ისეო და პასუხი მითხარი ოღონდ ახლავე არმინდა 1 კვირაში გნახავ და მითხარიო-მოკლედ მოგვიყვა ამბები თამარმა
-მაგ ბიჭი აშკარად უბერავს, თამო იცოდე არ დაუჯერო, უთხარი რომ გიყვარს მაგრამ ზედმეტად არ ენდო და თუ რამე გაგიბედა მე მითხარი და თავ-ყბას გავუერთიანებ-იმუქრებოდა ელენე და თან შუბლშეკრული უყურებდა უმცროს დას
-კარგი რა, ვერვხვდები რატომ არ მოგწონს, თქვენამდე მე ვიცნობდი ლექსოს და ძალიან მაგარი ბიჭია-მხრები ავიჩეჩე მე
-აბა ახლა მაგას მოვეშვით და იკუნიასთან რას ვშვებითო გვითხარიოო?-ეშმაკური სახით გადმომხედა ელენემ
-გოგო შენ მგონი რამე მოწიე-გამეცინა მე-უნამუსო ვიყო იკა ჩემი ძმაა და მართლა ისე მიყვარს როგორც ჩემი ძმა
-კარგი ხო, ვის ატყუებ, თვლები სულ აბჭყვიალებული გაქვს-თვალები მიბრიალა თამომ
-შეიძლება სხვა ბიჭი ევასება?-გაოცებულმა გადახედა ელენემ თამარს
-ამოღერღე თორემ დაგმარხავ-მხარზე ხელი დამკრა ელენემ და თვალები მიბრიალა
-ნუ მოკლედ იკას ძმაკაცი მომწონს, ოღონდ არა სერიოზულად, პროსტა მევასება-მხრები ავიჩეჩე მე
-მაგ ბიჭი უნდა ვნახოთ-თვალები მოჭუტა თამარმა-და ირაკლიც მაინტერესებს
-ახსენეთ და რეკავს-გამეცინა როდესაც ირაკლისგან ზარი შემომივიდა,
-გისმენ?-ვუპასუხე მე
-მე და ვატო ვართ, სადმე გვინდოდა წასვლა შენს დაქალებთან ერთად ხოარ წამოხვიდოდი?-შემომთავაზა პირდაპირ მან
-ჩვენ ფილმის ყურებას ვაპირებთ-უმალ ვიცრუე მე
-მაშინ აქ მოდით, ჩვენ სასუსნავებს ვიყიდით, კინო თვენ აარჩიეთ-მითხრა მან და სწრაფად გამითიშა
-რა დეგენერატია-გავიცინე და გოგონებს ჩვენი გეგმები გავაცანი
--
-ეს ელენეა, ეს თამარი-გავაცანი ბიჭებს დები ბარბაქაძეები
-ირაკლი წვერავა, ეს კი ჩემი ძმაკაცი ვატო მერლანი-გაეცნო ირაკლი გოგონებს
-მე დივანზე ვწვები-სწრაფად წამოვგორდი დივანზე და გავიცინე
-დივანზე ვჯდებით ყველა, შენ დაწოლა თუ გინდა ძირს დაეგდე-შემომიბღვირა ელენემ და ხელის კვრით სწრაფად გადამაგდო დივნიდან
-ნელა ეე-თვალები უბრიალა იკამ ელენეს და წამოდგომაში დამეხმარა, ვატო იქვე იჯდა, შუბლშეკრული ადევნებდა ჩვენს მოქმედებას თვალყურს, უკვე გაშინაურებული თამარი პარკიდან ჩიფსებს, მზესუმზირას და კოკაკოლას აწყობდა, ხოლო ელენე და ირაკლი კი ერთმანეთს უბღვერდნენ, მათ დანახვაზე კი მე სიცილი ამიტყდა, იმხელა ხმაზე და ისე მოულოდნელად დავიწყე სიცილი ყველას ყურადღება მივიქციე, ბოლოს ძლივს მოვსულიერდი და კვლავ ელენეს და ირაკლის შევხედე
-ბავშვის ნათლია მე ვარ-თვალი ჩავუკარი ირაკლის და იქვე რომ არ მოვეკალი სწრაფად გავვარდი აივანზე კარები კი ჩავკეტე.. თითქმის ათი წუთი გავატარე გარეთ, შემდეგ კი სწრაფად შევედი და ადგილები შევათვალიერე, თამარი იქვე მდგომ პუფზე იჯდა, დივანზე ვატო იჯდა, მის გვერდით ირაკლი ხოლო ირაკლის გვერდით კი ელენე, არა ამ წყვილს აუცილებლად შევუწყობ ხელს, სწრაფად ჩავეკვეხე წვერავას და მერლანს შორის და იკას ჯამიდან ამოვაცალე მზესუმზირა.
-საინტერესო ფილმი იყო-თვალების ტრიალით წამოვდექი როგორც კი ფილმი დამთავრდა და წელში გავსწორდი
-რომც ყოფილიყო ვერ გავიგებდით, ისე ხვრინავდი-ირონიულად მითხრა ვატომ
-აბა გვიანია უკვე, წამოდი გაგვიყვანე რა ლენკა-საათზე დაიხედა ელენემ
-მივდივარ და თან გაგიყოლებთ-მხრები აიჩეჩა ვატომ და მანქანის გასაღები აიღო რომელიც იქვე იდო
-კარგი ლენ მაშინ ჩვენ წავალთ და შენ სახლში ჩადი, აბა კარგად-გოგონებმა გადამკოცნეს წასვლისას, ვატო კი უბრალოდ დამემშვიდობა და სამივე ლიფტში გაუჩინარდა
-აბა ღამემშვიდობის იკუნია, წავედი სახლში-გავუცინე იკას და მეც დავეშვი კიბეებზე, სახლში შევედი და პირდაპირ ოთახისკენ წავედი, საღამურებით შევწექი ლოგინში და ვინაიდან ჯერ კიდევ არ მეძინებოდა ინტერნეტში დავიწყე ბოდიალი, ნახევარი საათი არ იყო გასული მეგობრობის მოთხოვნა რონმ მომივიდა ფეისბუკზე ვატო მერლანისგან, გამეცინა, უმალ დავამატე და ჩატი გავხსენი
-იმედია ჩემი გოგონები მშვიდობით მიიყვანე შინ თორემ შენი მოკვლა მომიწევს-მივწერე და გავიცინე, 1 წუთი ველოდე მხოლოდ პასუხს შემდეგ კი მომწერა
-ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ, ასე რომ გამოდის მშვიდობით მიმიყვანია..-მომწერა მანაც, თუმცა მე პასუხი აღარ მივწერე და ბედნიერმა სწრაფად შევდე ბალიშის ქვეშ დაბლოკილი ტელეფონი, უკვე ძილბურანში ვიყავი როდესაც კვლავ დაიზმუვლა ტელეფონმა, უკვე გაბრაზებულმა გამოვიღე და განათებულ ეკრანს დავხედე
-მეგონა შენ და ირაკლი ერთად იყავით..-მწერდა ვატო
-ეგ შენ გეგონა, თუმცა ყველაფერი ისე არაა როგორც შენ გგონია-მივწერე და გულში გამეღიმა
-ღამემშვიდობის ენაჭარტალა, კიდევ გვახავ.. კარგად..-ეწერა წერილში და თან დართული ჰქონდა სიცილის სმაილები, მეც გამეცინა, დავემშვიდობე და მალევე გადავეშვი მორფეოსის სამყაროში



ველი შეფასებებს....



№1  offline წევრი მოლურჯო

ვირი ძროხა კამეჩი და შექმენი
ერთი დიდი ფერმა
გრამატიკულად გაუმართავი ისტორიაა
პროგრესი უნდა ჩანდეს
პ რ ო გ რ ე ს ი !
გადახედე წესიერად რას დებ
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი ჩუმა

სევდიანი გიჟი
ვირი ძროხა კამეჩი და შექმენი
ერთი დიდი ფერმა
გრამატიკულად გაუმართავი ისტორიაა
პროგრესი უნდა ჩანდეს
პ რ ო გ რ ე ს ი !
გადახედე წესიერად რას დებ


აუ რას გადამეკიდე სხვა საქმე არ გაქ? როგორსაც მინდა ისეთს დავდებ, ხომ ხედავ არ ვიცი ეს გრამატიკა და რანაირად გამოვასწორო? პროგრესი არ იქნება, ან ვერ იქნება, როგორიცაა ისეთია, ამის გამო თავს ვერ მოვიკლავ -.-

 


№3  offline წევრი მოლურჯო

ჩუმა
სევდიანი გიჟი
ვირი ძროხა კამეჩი და შექმენი
ერთი დიდი ფერმა
გრამატიკულად გაუმართავი ისტორიაა
პროგრესი უნდა ჩანდეს
პ რ ო გ რ ე ს ი !
გადახედე წესიერად რას დებ


აუ რას გადამეკიდე სხვა საქმე არ გაქ? როგორსაც მინდა ისეთს დავდებ, ხომ ხედავ არ ვიცი ეს გრამატიკა და რანაირად გამოვასწორო? პროგრესი არ იქნება, ან ვერ იქნება, როგორიცაა ისეთია, ამის გამო თავს ვერ მოვიკლავ -.-

გრამატიკა თუ არ იცი წერა როგორ უნდა ისწავლო?
--------------------
მარიამი

 


№4 სტუმარი nino kd

არაუშავს გრამატიკულად გამართული თუ არა მთავარია სხვამხრივ კარგი იყოს თორე ბევრი მწერალია ვის წიგნებშიაც გრამატიკა სულ შეცდომითაა მაგრამ მსოფლიო დონის მწერლები არიან. მე მომწონს ეს ისტორია და იმედია ზოგის ცუდი აზრის გამო არ შეწყვეტ. მაგ ირაკლი აღარ დაწერო რა მაგ არა ეგ.

 


№5 სტუმარი Ana

კარგიაა მერ მომეონსს ძაან გააგრძელეე არრ მოუსმინოო სხვებსს ყველაა ვერრ დაწერსს ისეე როგორცც სხვებიი წერენნ ამიტომმ ნუუ მოუსმენნ სხვებსს იმედიაა არრ შეწყვეტ მოთხრობასს ვინცც კითხულობსს იმათთვისს დადევიი სხვებისს აზრმაა დაა კრიტიკამმ არრ დაგაინტერესოსს უბრალოდდ გაატარეე გემოვნება ყველას ერნაირიი არაა აქვს

 


№6  offline წევრი ჩუმა

რათქმაუნდა ზოგზოგიერთების გამო ნამდვილად არ შევწყვეტ წერას, 4 წელია წერა ჩემი სტიქიიაა და არ ვაპირწბ დანებებას, მადლობა რომ მოგწონთ<3

სევდიანი გიჟი
ჩუმა
სევდიანი გიჟი
ვირი ძროხა კამეჩი და შექმენი
ერთი დიდი ფერმა
გრამატიკულად გაუმართავი ისტორიაა
პროგრესი უნდა ჩანდეს
პ რ ო გ რ ე ს ი !
გადახედე წესიერად რას დებ


აუ რას გადამეკიდე სხვა საქმე არ გაქ? როგორსაც მინდა ისეთს დავდებ, ხომ ხედავ არ ვიცი ეს გრამატიკა და რანაირად გამოვასწორო? პროგრესი არ იქნება, ან ვერ იქნება, როგორიცაა ისეთია, ამის გამო თავს ვერ მოვიკლავ -.-

გრამატიკა თუ არ იცი წერა როგორ უნდა ისწავლო?

Sorry ჯერ დაბალკლასელი თუ ვარ და სკოლაში არ მისწავლია:))))))

 


№7  offline წევრი isterichka123

ჰაჰა კაი გაგრძელე

 


№8  offline წევრი ჩუმა

ანალიტიკოსი
ელემნტარულ გრამატიკას ასწავლიან 5 კლასიდან მე პირადად მასწავლიდნენ და 5 კლასში დამიჯერე ამაზე კარგ ისტორიებს ვწერდი.,

ელემენტარული მეც ვიცი:) თუ ამაზე კარგს წერდი არ მაქვს პრობლემა, თუმცა მეც მაქვს უფლება ვწერო და გამოვაქვეყნო ის რაც მინდა და ამას ვერავინ დამიშლის, რაპრობლემა თუ ამაზე უკეთესს მეხუთე კლასში წერდი რა ჯობია, თუმცა მასწავლებელსაც გააჩნია სკოლაშ:)

 


№9  offline წევრი მოლურჯო

ჩუმა
რათქმაუნდა ზოგზოგიერთების გამო ნამდვილად არ შევწყვეტ წერას, 4 წელია წერა ჩემი სტიქიიაა და არ ვაპირწბ დანებებას, მადლობა რომ მოგწონთ<3

სევდიანი გიჟი
ჩუმა
სევდიანი გიჟი
ვირი ძროხა კამეჩი და შექმენი
ერთი დიდი ფერმა
გრამატიკულად გაუმართავი ისტორიაა
პროგრესი უნდა ჩანდეს
პ რ ო გ რ ე ს ი !
გადახედე წესიერად რას დებ


აუ რას გადამეკიდე სხვა საქმე არ გაქ? როგორსაც მინდა ისეთს დავდებ, ხომ ხედავ არ ვიცი ეს გრამატიკა და რანაირად გამოვასწორო? პროგრესი არ იქნება, ან ვერ იქნება, როგორიცაა ისეთია, ამის გამო თავს ვერ მოვიკლავ -.-

გრამატიკა თუ არ იცი წერა როგორ უნდა ისწავლო?

Sorry ჯერ დაბალკლასელი თუ ვარ და სკოლაში არ მისწავლია:))))))

დაბალკლასელი არაფერ შუაშია
თუ არ გისწავლია
ეგ ცხოვრებაშიც არ გამოგადგება
უსწავლელობა
ისტორიას აღარ ვეხები
მე იმისთვის ვარ აქ
რომ უფრო კარგი ისტორიები წერონ
და შეცდომები მივუთითო
შენ თუ ვერ ეგუები შეცდომებს არც უნდა წერდე მაშინ.
--------------------
მარიამი

 


№10 სტუმარი ana

damainterese gtxov gaagrdzele yochagi gogo xar :-*

 


№11  offline წევრი ketia

:) ზაან კარგია ძაან კარგიაა მალე განაგრძე

 


№12  offline წევრი ჩუმა

ana
damainterese gtxov gaagrdzele yochagi gogo xar :-*

მადლობა

ketia
:) ზაან კარგია ძაან კარგიაა მალე განაგრძე

მადლობა

 


№13  offline წევრი Firefly

აღარ აგრძელებ?
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent