შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა მწვანეში (1)


8-06-2016, 16:49
ავტორი mariako1997
ნანახია 2 436

ჰო, ორი დღის შემდეგ ალბათ აღარც მემახსოვრება, ვთქვი და თავი ხელებში ჩავრგე.მართლაც ასე ხდება ხოლმე, ახლა ვხვდები რომ ის მართალი იყო. მისი ბოლო სიტყვებიც ამას ამტკიცებდა..
-ეს იყო შენი სიყვარულიი ? შენ შეიძლება შემცვლელი უკვე ნახე, მე რა მეშველება? შენ ხომ სამ კვირიანი სიყვარულები გჩვევია.
შეწინააღმდეგება და რაღაცეების ახსნა არც მიცდია, უთქმელად დავტოვე იქაურობა.
ვხვდები რომ ამაზე სულაც არ ვფიქრობ და სულაც არ მედარდება,რადგან უკვე გართობაზე, დაქალებზე და ზაფხულზე ფიქრი არ მასვენებს.
მართალია ვატყუებდი, ვატყუებდი, იმიტომ რომ მეცოდებოდა.
დიახ მეცოდებოდა, მას ხომ უკვე 5წელია უშედეგოდ ვუყვარდი.ბოლოს კი მივხვდი რომ მე ბევრად უფრო ცოდო ვიყავი და ასე აღარ შემეძლო.
ოთხი კვირა, თითქმის ერთი თვე,28დღე, როგორ ვიყავი მასთან? ახლაც მიკვირს როგორ გავძელი ის ხომ ზედმეტად მოსაწყენია.
არასდროს მიზიდავდა, ცალმხრივად შეყვარებული, ცანცარა, არაფრის მაქნისი, ნახევრად სიმპატიური ტიპები და ბოლოს და ბოლოს დამთავრდა.
გამინათდა გონება, აღარავინ შემეცოდება რადგან მაინც ასე აფასებენ ჩემს თანაგრძნობას. იმის მაგივრად რომ ეთქვა'' მადლობა'', ეჭვიანობდა და ტვინს მიჭამდა.
სარკეს ვუახლოვდები, დიდ სარკეს, რომელიც ჩემი ოთახის ერთ-ერთი კედლის მესამედს ფარავს. და მაინც როგორი ლამაზი ვარ, თვითკმაყოფილი ჩემი აღნაგობით.
თვალს თვალში ვუყრი და ვაკვირდები ჩემს "ბალახისფერ", ღია მწვანე თვალებს, შემდეგ ჯერი ჩემს გაბურცულ, გამობზეკილ ტუჩებზე დგება და გულმოდგინედ ვუმზერ, პატარა ცხვირი რომელიც ოდნავ აწეულია, თეთრი ფითქინა კანი, სწორი და გრძელი ყავისფერი თმა ამ ყველაფერს ჩემი გრძელი ფეხები და ცეკვისგან კარგად გამოკვეთილი ფორმები ერთვის,მეც უბრალოდ ვხვდები რომ ბევრად უფრო მეტი მეკუთნის, ვიდრე უბრალოდ "ის".

***
სკოლა სულ მალე მთავრდება, სულ მოუთქმელად ველოდები დაახლოებით ერთი კვირის გასვლას.
საღამოს ვერანდაზე მოკალათებულს, საშინლად გადაღლილს,7 გაკვეთილისა და მოსამზადებელი საგნების შემდეგ, ვიკა მირეკავს.
-ნაგავო,ნაგავო,ნაგავოო, არ გაპატიებ!!
ამ ყველაფერს მისი ხარხარი ერთვის.
-რა ხდება ვიკუუს ?
ვთქვი სიცილით, ცოტა გაოცებით.
-დაბდღე მაქვს ქლიავო.
-მაპატიე ვიკუუსს გადამავიწყდა, გილოცავვ ,ბედნიერება, ჯანმრთელობა, ჩემი გაძლება და რავი რა გისურვო კიდე.
-მადლობა ჩემოო სკლეროზიანო.10ზე ჩემთან იყავი.
ვიკა უკვე დიდი ხანია ჩემი დაქალია, თითქმის 9წლიდან ეერთად ვართ, დღეს 17ის ხდება.
უკვე წარმოდგენილი მაქვს მისი დაბადების დღე, უამრავი ცეკვის ჯგუფელის, კლასელი, ნათესავისა და ვინმეებითურთ.
სასწრაფოდ მივუახლოვდი " გარდერობს", სულ მალე ჩემი ოთახი ტანსაცმლით გაივსო.
არ მომწონს, არ მომწონს, არ მომწონს და ბოლოს ვიპოვე ის საოცნებო ასე ძალიან რომ მომიხდა, ეს იყო მწვანე მოკლე სარაფანი, ოდნავ მაღლებიც.
ეს იყო ის რასაც ვეძებდი, ბედნიერი და კმაყოფილი სახით ვუმზერდი საკუთარ თავს სარკეში.
ბოლოს მივხვდი რომ მაგვიანდებოდა, თან საჩუქრის ყიდვაც უნდა მომესწრო.

***
სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, კვლავ დავაგვიანე.
ვიკასთან ასულს სახლში მხოლოდ დამლაგებელი დამხვდა და განმიცხადა რომ ყველანი "კლუბში" წავიდნენ.
სასწრაფოდ გადავრეკე და მისამართი ჩავიწერე. ტაქსი გავაჩერე და სულ რაღაც 20წთში უკვე 'სელფთაიმში" აღმოვჩნდი.
ვაკვირდები ხალხს,ვიკას ვეძებ. თუმცა ამაოდ.
მალე ვიპოვე კიდეც,უცნაურად გამოწყობილი, მოვეხვიე და საჩუქარი გადავეცი. აქ უამრავი მოცეკვავეა ამას ვხვდები. ასეთი აღნაგობის ბიჭები, თანაც ამდენი ერთად, უამრავი მესიმპატიურა, უამრავს ალბად მე, ჩემი მწვანე სარაფნით.
ბოლოს იმედგადაწურული რომ მხოლოდ მიყურებდნენ და სხვა ვერანაირი შთაბეჭდილება ვერ მოვახდინე,უფრო სწორედ არავინ გამცნობია
ბარმენს მივუახლოვდი და "ტეკილა" ვთხოვე, სიმართლე გითხრათ არც კი შემიხედავს.
ყველა თავის სტიქიაში იყო,ზოგი ცეკვავდა,ზოგი სვავდა, ზოგი ფლირტაობდა და ლაყბობდა, ზოგიც ზასაობდა.
დაახლოებით საათნახევრის შემდეგ უგონოდ დავეცი, ალკოჰოლისგან საშინლად მთვრალი და გაბრუებული.

***
ვიღვიძებ, ნესტოები გრძნობენ მაგარი ყავის სურნელს, თვალებს ვისრეს და ნელა ვახელ, არემარეს თვალს ვავლებ.
ძალიან ცუდად ვარ , თუმცა ვხვდები რომ იქ არ ვარ სადაც ვარ ხოლმე.საერთოდ არ გავს ჩემს ოთახს.
დგას დიდი საწოლი სადაც "საცველის" ამარა, გაუბედურებული ვწევარ. მოშორებით კარი მოჩანს, კარი ოდნავ ღიაა და ყავის ოხშივარი შემოდის. საწოლიდან მარცხნივ პატარა ტელევიზორია კედელზე, მარჯვნივ ტანსაცმლის კარადა, ხოლო წინ პატარა მაგიდა,ლეპტოპით. კედელზე უამრავი ნახატია, ძირითადად შიშევლი ქალის თემაზე.ყოველთვის მომწონდა ხატვის ეს ზედმეტად თავისუფალი სტილი, მგონია რომ მხოლოდ არათავისუფალ ხალხს არ მოსწონს მსგავსი შემოქმედება.
თავი მართლაც ერთ-ერთ სოლიდურ გამოფენაზე მგონია.
მრცხვენია რომ ჩემს მწვანე კაბას ვერსად ვპოულობ, უამრავი კითხვა მიჩნდება....
ერთი წამით წარმოვიდგენ ბიჭს, რომელსაც თავის სახლამდე ხელში აყვანილი მივყავარ, აბსოლიტურად უგონო და არაფხიზელი.მაგრამ მაინც არაფერი მახსენდება ეს ხომ მხოლოდ ჩემი წარმოსახვაა.
იქნებ გოგოა, თანაც ლეზბოსელი იქნებ სწორედ ამიტომ აქვს ამდენი შიშველი ქალის ნახატი.
ან ჩემი სამოსი სად ჯანდაბაშია.
საწოლიდან ვდგები და ნელი ნაბიჯებით, ფეხის წვერებზე აწეული მაგიდისკენ მივემართები. მაგიდაზე დევს "სობრანიე" და ჩარჩოში ჩასმული შავ-თეთრი ფოტო,კაცი პატარა ბიჭით.
შემდეგ მზერა კედელზე გადამაქვს, რამოდენიმე ნახატს გულმოდგინედ ვაკვირდები, სადრაც ჩემი თავიც ვიპოვნე.
უცებ კარის სახელურს ვიღაც დასწვდა,შეშინებული გავვარდი საწოლისკენ და საზაფხულო საბანში გავეხვიე.
ოდნავ გაღებული კარგი ფართოდ გაიღო და უცნობი ირონიული სახით შემოვიდა ოთახში.
-იქნებ, მეტი ზრდილობა გამოგეჩინა და დაგეკაკუნებინა კიდეც.
ვთქვი გაბრაზებით.
- უკაცრავად ჩემს ოთახში ნებართვის გარეშე თუ შემოვედი.
საბანი არ არის საჭირო შენი აზრით ვინ გაგხადა ტანსაცმელი?
შეშინებული და დამფრთხალი ვუყურებ.
-სად არის ჩემი კაბა უზრდელო.
გარეთ გავიდა ორი წუთის შემდეგ, მწვანე სარაფნით ხელში დაბრუნდა..
კაბა საწოლზე დადო და დამტოვა.
საშინლად სიმპატიურია,ვფიქრობ და თან მეღიმება.მხატვარი და ასეთი კუნთებით პირველად ვნახე,ცისფერი თვალებით და საოცარი ღიმილით.
სასწრაფოდ ჩავიცვი და კარი გავაღე.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დაწყება კარგია მალე დადე

 


№2  offline წევრი mariako1997

კარგიით აუცილებლადდ <3 love

 


№3  offline წევრი მოლურჯო

ვერ დავკმაყოფილდი
სათაურში შეცდომაა
გრამატიკულად გაუმართავია
პროგრესს ველოდები
--------------------
მარიამი

 


№4  offline წევრი mimimimo

რაღაცეები - არა, რაღაცები.
სიმპატიური - არა, სიმპათიური.
ალბად - არა, ალბათ.
სვავდა - არა, სვამდა.

კავშირების (ვინც, რაც, რომელიც, როგორიც, სადაც, როდესაც და ა.შ.) წინ საჭიროა მძიმე.

პირველ თავს არა უშავს.
ველი მომდევნოს.
წარმატებები!

 


№5 სტუმარი ana

magaria yochag

 


№6  offline წევრი mariako1997

სევდიანი გიჟი
ვერ დავკმაყოფილდი
სათაურში შეცდომაა
გრამატიკულად გაუმართავია
პროგრესს ველოდები

mimimimo
რაღაცეები - არა, რაღაცები.
სიმპატიური - არა, სიმპათიური.
ალბად - არა, ალბათ.
სვავდა - არა, სვამდა.

კავშირების (ვინც, რაც, რომელიც, როგორიც, სადაც, როდესაც და ა.შ.) წინ საჭიროა მძიმე.

პირველ თავს არა უშავს.
ველი მომდევნოს.
წარმატებები!

აუცილებლად გავითვალისწინებბ მადლობაა :* თუმცა არ მასხოვს ასეთი შემთხვევა "ალბად" დამეწერა სადმე.

ana
magaria yochag

love love love

 


№7  offline მოდერი X.G

pirvelistvis sakmod kargi chans. davelodbi shemdegs, aucileblad ganagrdze

 


№8  offline წევრი mariako1997

X.G
pirvelistvis sakmod kargi chans. davelodbi shemdegs, aucileblad ganagrdze

კარგიი :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent