შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მეორედაც მოდის (16 თავი)


8-06-2016, 20:38
ავტორი zia-maria
ნანახია 3 667

---ისუნთქე, ღრმად ისუნთქე. ბავშვის დაბადება ქალის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი შემთხვევაა. ისუნთქე საყვარელო და მოგვეცი საშუალება ჩვენც დაგეხმაროთ! თითქმის თხოვდა ექიმი ჟანეტის და თან ტკბილად ესაუბრებოდა. გარეთ ვერ უძლებდა შვილის გაუსაძლისს ტკივილს ნოდარი და ფოიეში ნერვიულად დააბოტებდა. ხმაური შემოესმა და როგორი ძლიერი გახდა უცებ და გასწორდა ბეჭებში ეს საყვარელი და ნაცნობი სახეები რომ დაინახა. ელოდა, იმედი ჰქონდა, სჯეროდა მათი, მათი მეგობრობის სწამდა, მათი ძლიერი მეგობრობის...
.ამ დროს ჟანეტის განწირული ყვირილის ხმაც გაიგონეს.
---ლილუ მინდააა, ჩემი ლილუ მინდააა. გუგააა სადახარ გუგააა, მჭირდებიიი! -გული მოეწურა გუგას ხალათი მოიმცვა და სამშობიარო ბლოკში შევიდა ლილუსთან ერთად.
აი თურმე რა იყო მამის სიურპრიზი მაგრამ, თავად მოუწყო ბიჭებს სიურპრიზი. უცებ ეს გაიფიქრა მაგრამ ისევ შემოუტია ტკივილმა და ბოლო ხმაზე დაიყვირა.
---აქ ვართ ჟანეტ, ორივე აქ ვართ, გარეთ ყველანი ამ პატარას ელოდებიან. მოდი რაც შეგიძლია ხელი ჩამჭიდე, ჩვენ მოგვეჭიდე და ძალა დაატანე!-nთხოვდა ლილუ და გუგა.
---კიდევ ცოტა, კიდევ ცოტა!- იყვირა ექიმმა და მასთან ერთად ბავშვის ტირილის ხმაც გაისმა. ამ ციცქნამ პირველი ტირილი მჭექარე ხმით შემოსძახა. ახალშობილის ჭიპლარის გადაჭრა გუგამ ითავა რაც მოხდა სტერილური ინსტრუმენტით. ბავშვი პირველი გუგამ აიყვანა ხელში და თხოვა ექიმს რომ მის გულზე დაეწევინათ იქვე დააწვინეს გუგა და წინა მკერდის ნაწილი გაუშიშვლეს რათა მისი სუნი შეეგრძნო ბავშვს.
---ჩემი გოგო, ძიას გოგო!- თბილი ხმით ჩაილაპარაკა გუგამ. ხელი მოხვია და ჩამალა მის ხელებში ეს ერთი ციდა არსება. საკუთარი თვალით ხედავდა გუგა როგორ იბრძოდა პატარა რომ, მოვლენილოყო ამ ქვეყნად. დედას ტკივილით აწვებოდა და წინ მოიწევდა მთელი შემართებით. შემდეგ წამოდგა და დედის გულზე დააწვინა.
---მამიკო სად არის, მშობიარობას რატომ არ ესწრება?
---აქ ვარ, ჩემი გოგო დაიბადა მეც აქ უნდა ვიყო. ჩემი ლამაზი შვილი! მოულოდნელად ნიკაც მათ გვერდით გაჩნდა. ჟანეტმა პირმშოს ნაზად მოხვია მკლავები და ნატანჯ სახეზე ყველა ტკივილი წაიშალა.
---ეს ჩემია, მხოლოდ ჩემი შვილია. შენი შრამიანი დედა შენი ბედნიერებისთვის სიცოცხლესაც კი შემოგწირავს ლიკაკო. ეს ჩემი ლიკაა, ცხოვრების უბედნიერესი წუთები მაჩუქე დე! გუგას გული მოეწურა ჟანეტის სიტყვებზე და კბილების ღრჭენით გადახედა იქვე მყოფ ნიკას.
დიდი სიხარული იყო გარეთ. დათო თავს ძალიან კარგად გრძნობდა ბიძის ამპულაში. ყველას უნდოდა რაც შეიძლება მალე ენახათ პატარა და მოუთმენელი მოლოდინით ელოდნენ როდის ანახებდნე უკვე კომბოსტოსავეთ შეფუთულ ციცქნას. გადაწყვიტენ პატარას დაბადება ვიწრო წრეში აღენიშნათ. ასეთმა დადებითმა ემოციამ ჟანეტს უფრო დიდი რწმენა მისცა კიდევ ერთხელ რომ, ეს სამეგობრო და ეს სამყარო მისთვის შეუცვლელია.
---მე ისე გავიზარდე დედის მკერდი არ ვიცი რა არის საყვარელო, აი შენ კი ჩემთან ხარ და მე ვიზრუნებ შენზე!
ოთხი დღე იყო საავადმყოფოში და ის ოთხი დღე არცერთი წუთი არ ყოფილა მარტო.მასთან იყო ყველა და ამ პატარა არსებას ვერ შორდებოდნენ. ჟანეტი სახლში გაწერეს.პატარა შვიდ თვიანი იყო მაგრამ ძალიან ჯამრთელი და არ დაუკავებიათ დიდი ხნით საავადმყოფოში. რათქმა უნდა ნიკაც იქ იყო და დიდი იმედიც ქონდა რომ ჟანეტს დაიბრუნებდა.საუბრით და გულახდილობით ყველა პრობლემა გვარდება ხოლმე. გამოსავალი ყოველთვის არის და ორი ადამიანი მას უფრო ადვილად პოულობს.
---ყველაზე ჰარმონიული წყვილის ცხოვრებაშიც კი ხდება ხოლმე წყენა, გაბრაზება და მით უფრო გაბუტვა. შენ სრული უფლება გაქვს არ მაპატიო მაგრამ, მე მაინც უსირცხვილოდ გთხოვ მაპატიე ჩემი გამოუსწორებელი შეცდომა.ვაღიარებ იდიოტი ვარ,სუფთა იდიოტი!
---მე არ გადანაშაულებ ნიკა. ალბად მიზეზიც მოგეცი და იმიტომ გაიწიე სხვისკენ, არც გეჩხუბები. უბრალოდ ასე წყნარად გეუბნები რომ, შენი ადგილი ჩვენს ანუ ჩემს გვერდით აღარ არის. როგორც შენ მითხარი იმ დღეს უბრალოდ, წყნარად და აუღელვებლად, მეც ისე წყნარად გეუბნები, წადი ნატალის მიხედე ის გელოდება ოჯახში!
---ვერ დაივიწყე ის დღე, ეს იმას ნიშნავს რომ არ მაპატიე და არც მაპატიებ!- თქვა ნაღვლიანად.
---შენ შენი საბოლოო არჩევანი ხუთი თვის წინ გააკეთე, ასე რომ ჩემგან თავისუფალი ხარ!
---რა გაეწყობა ჟანეტ. მინდა ნამდვილი ქალური ბედნიერება გისურვო!
---ოდესღაც ჩვენს შორის სხვა ჩადგა ნიკა და მე იგივეს არ გავაკეთებ. გააზრებულად გამიკეთეს თუ გაუაზრებლად მე იგივე ტკივილს სხვას არ მივაყენებ. ქალური ბედნიერებას მისურვებ? ჰმ, ჩემთვის ქალური ბედნიერება დამთავრდა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ჩემი ბედნიერება ჩემი შვილია მხოლოდ, ძალიან მინდოდა ეს ბედნიერება ყოველ დღე შენთან ერთად შემეგრძნო და გამეზიარებინა თუ რაა ნამდვილი ოჯახური ბედნიერება მაგრამ, ეს შენ არ მოისურვე და ძალა არც მე აღარ დაგატანე. ნაძალადევი სიყვარული დიდხანს არ ხარობს ნიკა და კაცი ძალით დაბმული ყველაფრის სურვილს გაგიქრობს ბოლოს. ყველაფრის სწავლას დაანებვე თავი და სიყვარული ისწავლე, რათა მომავალში მაინც იგრძნო რაა ნამდვილი სიყვარული!
--- რომ გავიგე, რომ მართლა გულით მყვარებია უკვე დავკარგე მე ის, მე აღარ ვეძებ სიყვარულს არსად. სანამ ვიცოცხლებ შენ ხარ ჩემი სიყვარული ჟანეტ და ეს არ შეიცვლება არასდროს! -ნიკამ საძინებელი დატოვა, ყველას დაემშვიდობა და წავიდა. აქ არ იყო კითხვები საჭირო მიხვდნენ რომ ჟაბნეტმა არ აპატია ნიკას ღალატი.
ჟანეტს ჭკუა ეკეტებოდა პატარა ლიკაკოზე. სასწავლებელში გააგრძელა სიარული. ლილაკოს ძიძა აუყვანა მის მოსვლამდე. ძალიან კარგი, თბილი და კეთილშობილი ქალბატონი იყო ძიძა, სათუთად ეპყრობოდა პატარა ლიკაკოს. ჟანეტს მოწონდა და იმედიანად ტოვენბდა ბავშვს მასთან. უკვე დამამთავრებელ კურსზე იყო და ძალიან ბევრი სამეცადინო ქონდა, ეს კი ძალიან ანერვიულებდა რადგან ბავშვთან ერთად მეცადინეობაზე ხელი ეშლებოდა. ერთ დღეს მამას და ძიძას გაუმხილა მისი დარდი.
---რაღაც მინდა რომ გითხრათ!-დაიწყო მორიდებულად და ჯერ მამას შეხედა და მერე ძიძას გადახედა.
---რა ხდება შვილო!- დაინტერესდა მამა შვილის შეწუხებული სახით.
---როგორც იცი სადიპლომო გამოცდები მაქვს. ამასთან 6 თვით ბრიტანეთში მიშვებენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რაც ძალიან მანერვიულებს მამა. სულ შენზე და ლიკაკოზე ვფიქრობ! -შემდეგ ძიძას მიუბრუნდა შეწუხებული სახით.-ქალბატონო ლუბა თუ შეგიძლიათ ჩემს შვილს და მამას მიმიხედოთ. თანხას დაგიმატებთ მაგრამ იმ განსხვავებით რომ, აქ უნდა იცხოვროთ თუ ოჯახის წევრები წინააღმდეგი არ იქნებიან. ძალიან შეგეჩვიეთ ჩვენც და ბავშვიც, არ მინდა კიდევ სხვა ძიძა ვეძებო. მოიფიქრეთ წინ ერთი თვე გვაქვს მეტიც. გამიჭირდება ბავშვთან სიშორე მაგრამ ასე მჭირდება ჩემი და ჩემი შვილის არსებობისთვის!
---მე ოჯახი არ გამიბრაზდება, მარტო ვცხოვრობ და ჩემი გადასაწყვეტია ეს აქ ვიქნები თუ სხვაგან. მე შევეჩვიე ამ პატარა მტრედს და არ ინერვიულო საყვარელო, როგორც ჩემი საკუთაროი შვილი ისე მოვუვლი. მიხედე შენს სწავლას და შენს კარიერას. მამაც კარგად იქნება, შენ რომ კარგად იქნები!
---გითხარი რომ მე შენ ძალიან მომწონხარ?- უთხრა მოულოდნელად ჟანეტმა და მამას გადახედა და თვალი ჩაუკრა. მამამ თვალები დაუბრიალა იქედან და თითქოს უთხრა --ნუ ბავშვობ, პატარა ბიჭი არავარო!
---ესე იგი ეს საქმე მოგვარებულია და ჩემს წასვლაზე ხელი მოვაწერო? მერე ხომ არ შემხვდება რამე პრობლემები ბოლო წუთზე?
---არა საყვარელო მშვიდად იყავი!
ეს ქალი სიკეთის და სითბოს განსახიერება იყო, ისეთი კარგი აურა მოდიოდა მისგან. ძალიან მოწონდა მამასთვის ეს ქალბატონი და ახლა დრო იყო მამისთვის აეხილა როგორმე თვალები.
---კარგიააა, მაშ ხვალიდან ვიწყებთ ოჯახურად ცხოვრებას. ჩაილაპარაკა ჟანეტმა და ტელევიზორთან მოკალათდდა. ლუბამ ბავშვი წაიყვანა დასაძინებლად რომ ჟანეტი მამას მიუჩოჩდა და ეშმაკურად დაუწყო თვალების პაჭუნი.
---ჟანეტ მოგხვდება!- სიცილით უთხრა მამამ.
--- მამა მომისმინე ბედნიერებისათვის ფული არაა საჭირო, რად გინდა ეს ყველაფერი, ბედნიერი თუ არ იქნები. ისევ შეიყვარე განა არ იცი რომ ,,სიყვარული მეორედაც მოდის''? ისევ შეიყვარე თითქოს პირველად შეგიყვარდა, ისე იცეკვე თითქოს არასდროს არ გიცეკვია. გახსოვდეს კანი ჭკნება და თმა თეთრდება, დღეები კი წლებად იქცევიან მაგრამ, რაც უმთავრესია ის არ იცვლება გული, მამა გული. მე მინდა კვლავ ბედნიერი იყო, ეს ქალი კი ძალიან მომწონს. უკვე გვიცნობს და ვხედავ როგორ სათუთად ექცევა ჩემს ლიკაკოს!
---გადამრევს ეს გოგო, 23 წლის გოგო მასწავლი ჭკუას თითქმის 50 წლის კაცს? შენ რას აკეთებ, შენ რომ უფრო გეკუთნის ეს სიტყვები, რაც მითხარი თუ ხვდები ამას?
---კი ვხვდები მაგრამ, მე ჯერ პატარა მყავს და კარიერა უნდა მოვიწყო. შენ კი მარტო აღარ იქნები და მე კიდე, დიდი იმედით ვიქნები იქ შორს აქედან! -მამას მოეხვია და გულზე აკოცა.
---გინდა გითხრა რაღაც?- ეშმაკურად გადახედა შვილს.
---მითხარი ოღონდ კარგი თორემ გაგებუტები!- ჟანეტი მიუხვდა მამას რისი თქმაც უნდოდა.
---რადგან არ იშლი და ვიცი მაინც შენსას გაიტან. გეტყვი რომ მეც მომწონს ლუბა. ქონია ჩემს გულს მგრძნობელობა შემორჩენილი ჯერ კიდევ! ეს გაიგონა და წამოხტა ფეხზე და სახში სირბილს მოყვა და თან გაჰკიოდა.
---იეჰეჰეჰუუუუ, რა მაგარიაააა!
---მოდი გოგო ნუ ყვირიხარ! -თავი გააქნია და სიცილით გაუჯავრდა შვილს. ლიკაკოს საძინებლიდან კი გაკვირვებული ლუბა გამოვიდა და იკითხა.
---რა ხდება? მოხდა რამე?
---კი მოხდა ლუბაჩკა კი. მე ახლა ერთ აუცილებელ საქმეზე მივდივარ და რომ მოვალ, იმედია კარგი ამბავი დამხვდება. თქვენ თავსაც მიხედეთ და ბავშვსაც გაბარებთ. მოულოდნელად ორივე ჩაკოცნა და გარეთ გავარდა.
საშინლად უმძიმდა ნოდარს ლუბასთან საუბარი მაგრამ, როგორც იყო გამოუტყდა მის გრძნობებში და თურმე არც ქალი იყო გულგრილი მის მიმართ.ერთმანეთი გაამხნევენ და ღიმილით დაურეკა შვილს სახლში დაბრუნებულიყო. უსაზღვროდ ბედნიერად იგრძნო თავი მამის ბედნიერებისაგან გაბრწყინებული თვალები რომ დაინახა. არაჩვეულებრივი ლუბა თურმე მოდელი ყოფილა, არასდროს ყოფილა გათხოვილი და არც შვილის ყოლის სურვილი ქონია როდისმე. წლების წინ დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა გადაუტანია რის გამო უკვე კიც ნანობს მის სიმარტოვეს. ჟანეტი სახლში შევიდა თუ არა მისაღებში ბავშვით ხელში დახვდა ლუბა. მიუახლოვდა, ბავშვი გამოართვა, მამას გადაცა ხელი მოკიდა და მის გვერდით დაიჯინა.
--ვერ შეგპირდები იმას რომ დედას დაგიძახებ, სამწუხაროდ ამას ვერ შევძლებ. მაგრამ გპირდები რომ სულ გულახდი ვიქნები ორივეს წინაშე. კონფლიქტი არ შეგექმნება, მე წასული ვიქნები. ცოტა ბავშვი წამოიზრდება და მასაც ჩემთან ერთად წავიყვან. მე რაც მინდა ერთადერთი მამა იყოს ბედნიერი, მამა რომელიც 18 წლის ასაკში ვიპოვნე. არ მინდა მთელი მისი დარჩენილი წლები სიმარტოვეში გაატაროს თუ მოხდება და ერთ დედმამიშვილსაც მაჩუქებთ მე უბედნიერესი ადამიანი ვიქნები!
---შენ ძალიან საყვარელი და კარგი შვილი ხარ ჟანეტ. საოცარი გრძნობა გარგუნა უფალმა ,,დედობა''.შენ დედა ხარ თავად მაგრამ, შენს დედას ვერავინი ვერ შეგიცვლის, ის მთელი სიცოცხლე გულში გეყოლება. მე არასოდეს ვეცდები მისი ადგილი დავიმკვიდრო აქ თქვენს გვერდით, მე მცირედიც მეყოფა იმ გულში ვიყო, სადაც ის იყო ოდესღაც!
---შენ მე უდიდესი ბედნიერება მომანიჭე ლუბაჩკა, ეს ყველამ უნდა გაიგოს! ყვირილით გაიქცა და გუგას დაურეკა. ისევ ერთად იყო სამეგობრო რომ ჟანეტის ყვირილმა გადაფარა ყველას ხმა.
---გუგაააა გაგახარო? -თან იცინოდა და ბედნიერებას ასხივებდა.
---ჯერ ჩემი პრინცესა დამანახე და მერე გამახარე!- უთხრა გუგამ.ყველა მიცუცქდა კომპიუტერთან და დაელოდნენ პატარა ლიკაკოს ნახვას. ჟანეტი წამოხტა და ბავშვი აჩვენა ყველას.
---ჩემი მეტიჩარას ლოყები შევსებია და მომატებულია!- მოეფერა გუგამ. აბა მითხარი რა უნდა მახარო!- ყველა სმენად გადაიქცა.
---ქორწილია, ქორწილიიიი. არ გინდათ ქეიფი?- როგორც აღელვებულ ზღვაში ქაფიანი ტალღები, ასე ძლიერად გაჰკვეთა ჟანეტის ერთმა სიტყვამ ნიკას გული და ადგილზე გაიყინა , ყველა გაისუსა და სიჩუმე ჩამოწვა, ეს სიჩუმე კი კარის ძლიერად მიხურვის ხმამ დაარღვია. ნიკამ დატოვა სამეგობრო და წავიდა.
---სიტყვებით ვერ აღვწერ გური ძია ისეთი გახარებული ვარ. მეჯვარედ მოგიწევს ქორწილში გაჭიმვა მამიკოს გვერდით. მეგობარი დაგიქორწინდაააა!- ყველას ღიმილის ტალღამ გადაუარა.
---მართლა? ეს როგორ გადაწყვიტა. არ მჯერა, სულ ამას ჩავჩიჩინებდით და სულ უარზე იყო, ეს დაუჯერებელია!
---ცოტა მეც თავი მოვაბეზრე ამდენი საუბრით და ბოლოს ჩემი გავიტანე, დამსახურებულად გავიმარჯვე!
---მალადეც , ყოჩაღ ჟანეტ. შენ საუკეთესო შვილი ხარ. არც დედაშენს მოეწონებოდა ნოდარის მარტო ყოფნა. საკმარისი წლები ცა პატივი მის ხსოვნას და ახლა მანაც იყოს ბედნიერი, ეს მართლა დაიმსახურა მამაშენმა. ბრავო ჩემო გოგო, სიტყვები არ მყოფნის. არ ვიცი რა გითხრა, მართლა გამახარე. წავედი მე ნოდარს დაურეკო და თქვენ იჭუკჭუკეთ! გურამიმ ახალგაზრდები დატოვა და წავიდა.
---გუგა ჩემი ჩუპა სად არის?
---იცი როგორი მოწყენილია?- ლილუ მიდი რა მოიყვანე!- ლილუ წამოდგა და ჟანეტის საყვარელი ჩუპა მოიყვანა კომპიუტერთან. ჩუპამ ჟანეტის ხმა გაიგონა თუ არა ეკრანს მიაფრინდა და უთხრა;
---შენთან მინდა!- გაოცებული იყო ყველა.
---მალე მოვალ ჩემო ჩუპა, ლილე არ გააბრაზო ხო?- ჩუპამაც თავი დაუქნია.- გუგას და ბიჭებს სისხლი გაუშვრე ხო? -ჩუპამ ყველას გადახედა ამაყად, ფრთები გაშალა და უთხრა ყველას;
---ძილის დროა უკვე!- ყველა იცინოდა.
---ვინ ასწავლა ესენი!- ჟანეტიც ვერ იკავებდა სიცილს.
---სწავლა რად უნდა, რაც ესმის იმეორებს და რასაც ხედავს ამბობს. ვერ გამოაპარებს ვერაფერს!- სიცილით უთხრა გუგამ.
---კარგით აბა ბავშვის ჭამის დროა, გაკოცეეეეთ!
---რა მალე გავიდა ორი თვე, ცოტა ხანი კიდევ და ჩამოვალ ჟანეტ, სამსახურთან დაკავშირებით და ცოტა ხანი მომიწევს თქვენთან გაჩერება!- უთხრა გუგამ.
---უნდა ჩამოხვიდეთ. მე ბრიტანეთში მივდივარ 6 თვით, სასწავლებელი მიშვებს. თუ იქ გადავწყვიტე დარჩენა და სწავლის გაგრძელება ბავშვსაც წავიყვან მოგვიანებით. ასე რომ გელოდებით!
---და როდის მიდიხარ რომ ვიცოდეთ?
---არ ვიცი ზუსტი დრო, გაგაგებინებთ. აბა დროებით!
თებერვლის შუა რიცხვები იყო როცა მთელმა სამეგობრომ თვალცრემლიანი გააცილა ჟანეტი დიდ ბრიტანეთში. თავადაც თვალცრემლიანმა დაემშვიდობა ყველას და დიდი შემართებით გაემგზავრა მისი კარიერის პირველი საფეხურისაკენ.
თავს არ ზოგავდა დღე და ღამე გაერთიანებული ქონდა. ისე იყო გადართულო მხოლოდ სწავლაზე დღეც კი აერია რამდენჯერმე, თუმცა დიდი მოწონება დაიმსახურა მთელს სასწავლებელში. ძნელი ყოფილა მონატრებით ცხოვრება ,სწავლაზე იმიტომ გადაერთო რომ, არ უნდოდა ფიქრისთვის ბევრი დრო დაეთმო. ამ დაუზოგავმა და დაუღალავმა, თეთრად გათენებულმა ღამეებმა შედეგი გამოიღო და სტიპენდიაც დაუნიშნეს მაღალი რეიტინგის გამო და სწავლის გაგრძელებაც შესთავაზეს ორი წლით. გაუჭირდა პასუხის დამოუკიდებლად მიცემა და დრო ითხოვა მოსაფიქრებლად., რომელმაც გამოიყენა ეს დრო და სახლში მამასთან დარეკა. ლიკაკო უკვე 8 თვის საყვარელი ბავშვი იყო. ჟანეტის დარეკვა არ გაკვირვებია ნოდარს, ის ხომ ყოველ საღამოს რეკავდა მაგრამ, მის ნაღვლიან სახეს რომ შეხედა მიხვდა რომ, რაღაც უჭირდა ან რაღაცის თქმა უნდოდა.
--რა ხდება შვილო გიჭირს? წამოდი თუ გიჭირს და ვეღარ ძლებ!
--არა მამა საქმე ისაა რომ 2წ-ნი თანამშრომლობა შემომთავაზეს თან სამსახურიც მომცეს და სტიპენდიაც გამიზარდეს. აი მე კი რა ვქნა არ ვიცი, კიდევ ორი წელი როგორ გავძლო უთქვენოდ ძალიან მენატრებით!
--ქ. ჟანეტ თქვენ გინდათ დიდი ადგილი დაიმკვიდრო საზოგადოებაში და კარიერაც შექმნა. ამისათვის შვილო რაღაც-რაღაცეების დათმობაც უნდა შეძლო. შენ მსხვერპლად შენი თავი შეწირე შენს სწავლა-განათლებას, ახლა კი არჩევანის წინაშე ხარ გააგრძელო სწავლა თუ დატოვო ყველაფერი შუა გზაში და წამოხვიდე. თუ დარჩები შენს თვალზე ცრემლი არ დავინახო და შენი ძლიერი მოთმინებით დიდი კარიერის კარიბჭეს შეაღებ, რათა მანდ დიდ ცოდნას მიიღებ მედიცინაში. წამოხვალ და კი იშოვი სამსახურს მაგრამ, არ იქნები სრულყოფილი და თავად არ იქნები კმაყოფილი რომ, არ დარჩი და არ გააგრძელე სწავლა. ახლა შენ თავად გადაწყვიტე დარჩე თუ გააგრძელო სწავლა.. აქ ჩვენ კარგად ვართ ვთამაშობთ, ვსეირნობთ და გადის დრო. უცებ გავა დრო და ნასწავლი, სახელოვანი დაუბრუნდები შენს ქვეყანას და ჩვენც. მე ვფიქრობ რომ ეს დიდი შანსი უნდა გამოიყენო, მეორედ ასეთი შემოთავაზება არ გექნება. ეს შენი კარიერის მეორე საფეხურია და ნუ დაკარგავ მას!
--კარგი მამა ვიფიქრებ და გაგაგებინებ რას გადავწყვიტავ. ჩამიკოცნე ლუბაჩკა და ჩემი ბურთიიი!
ძალიან ბევრი იფიქრა ჟანეტმა მამის სიტყვებზე. ათასჯერ გადახარშა და ათასჯერ გაიმეორა და მიხვდა რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაეშვა. რომ ეს ორი წელი მას დიდ გამოცდილებას მიცემდა და ძალიან გამოადგებოდა ცხოვრებაში. ერთი კვირა ებრძოდა თავის თავს და ბოლოს როგორც იქნა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. დაურეკა მამას და სევდიანად უთხრა.
--მამა ვიცი გამიჭირდება მაგრამ გადაწყვეტილება მივიღე. სრული სიმართლეა რაც მითხარი. მე ვრჩები და თუ ავეწყვე ისე როგორც მე მინდა ბავშვიც აქ მინდა მყავდეს ჩემს გვერდით. მირჩევნია ჩემთან ერთად გაიზარდოს და ჩემთან იყოს!
--მიხედე შენს თავს ბავშვზე არ იფიქრო შვილო. ჩვენ ხან ვჩხუბიბთ, ხან ვთამაშობთ და ეს ორი წელიც გავა მალე. აბა შენ იცი, შენ ძლიერი ხარ და შეძლებ, ვიცი რომ გადალახავ მონატრებას და ნოსტალგიას და თავს არ დაზოგავ. იმედი მაქვს შენი.
---ჟანეტ მომისმნე ჩემო გოგო, თუ ტირილი მოგინდეს იტირე. გულში ნუ ჩაიხვევ, გამოუშვი დარდი გარეთ და გულზე მოგეშვება სევდა შვილო. ნუ ჩაიხვევ მონატრების მიერ გამოწვეულ დარდს, რა დროც არ უნდა იყოს დარეკე და სიტყვიერად გვერდში დაგიდგებით საყვარელო. ბავშვზე არ იდარდო, ეს ძალიან კარგად გრძნობს თავს ჩვენთან. იცი როგორ გაეშმაკდა? გუგას და ბიჭებს ხმაზე იცნობს უკვე ყველას მაგრამ გუგას გამო გიჟდება
---ჩუპა გაიცნო? -სიცილით უთხრა ჟანეტმა.
--- ვაიმე რა საოცარია ეს ჩუპა. კი გაიცნო და ხელში უნდა რომ აიყვანოს გუგა რომ ანახებს. შეპირდა რომ ჩამოვალ წამოგიყვანო!
---ლუბაჩკა მადლობა ამ ყველაფრისთვის რაც ჩემთვის და ჩემი შვილისთვის აკეთებ! ---რას ამბობ ჟანეტ, ეს არ გაიმეორო მეორედ. შენ ჩემი ოჯახი ხარ და ჩემი შვილი. მე გითხარი დედას ვერ შეგიცვლი მაგრამ, სულ თქვენს გვერდით ვიქნებითქო და ასეც იქნება!
ისევ თავდადებული სწავლა, ისევ თეთრად გათენებული ღამეები. ჟანეტის ცხოვრება არ იყო მოსაწყენი და ერთფეროვანი. გადიოდა საზოგადოებაში და ამ წლების მანძილზე ბევრი წარმატებული ოპერაციაც გაუკეთებია. ყველაზე დიდი და წარმატებული ოპერაცია ის იყო რომ, არც იცოდა ვინაობა, სადაურობა როცა ახალგაზრდა ბიჭს გულის გადანერგვა გაუკეთა. რაოდენ დიდი სიამაყე იგრძნო ქართულად მილოცვები რომ გაიგონა და გაუხარდა რომ, ეს დიდი და მისი კარიერისთვის წარმატებული ოპერაცია ქართველთან რომ გააკეთა 25 წლის გოგო უკვე უაღრესად წარმატებული. არ თაკილობდა და არ წყინდა უფროსების მიერ წარმოთქმული კრიტიკაც კი. ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მთელ მის კოლექტივთან. დაუღალავად იშრომა იმისთვის რომ დამსახურებულად დაიკავოს მისი ადგილი საზოგადოებაში.
საოცარი სანახავი იყო როცა ლადოს მშობლებმა მისი შვილის გადარჩენასთან დაკავშირებით საღამოზე რომ დაპატიჟეს. ძალიან გაუხარდა მონატრებულ ქართველებთან ერთად ყოფნა და არ დაიშურა ამ ხალხის მიმართ ღიმილი და სითბო. ძალიან განსხვავებული და გამორჩეული იყო ყველასგან ჟანეტი ამ ღამით.. ამდენ უცხო ხალხიდ გარემოცვაში ერთი ძალიან სიმპატიური ახალგაზრდა ეცნო მაგრამ, ვერ აღიდგინა სად ყავდა ნანახი. უკვე გვიანი იყო და მასპინძელს ბოდიშის მოხდით დაემშვიდობა და სახლში წასასვლელად მოემზადა.
---რას ამბობთ ასეთ ღამეში მარტო როგორ გაგიშვებთ ექიმო. ახლავეს ჩემს ძმიშვილს ვთხოვ და გაგიყვანთ. ძალიან გთხოვ უარს არ მივიღებ!- მასპინძელი სწორედ იმ უცნობ-ნაცნობთან მივიდა, რაღაც უთხრა და მანაც ჟანეტს გამოხედა, გვერდულად ჩაიღიმა და უმალ წამოდგა ფეხზე. დინჯი ნაბიჯებით წავიდა კართან მომლოდინე ჟანეტისთან.
---ბოდიში რომ მაგიდიდან აგაყენეთ, ტაქსით წავიდოდი მაგრამ, თქვენმა ბიძამ დაიჯინა ვერ გაგიშვებო!- მორცხვად უთხრა მასზე ორი თავით მაღალ მამაკაცს.
---ნუ მებოდიშები ჟანეტ, დიდი სიამოვნებით ვიქნები თქვენი მეგზური არა მარტო დღეს. მთელი ცხოვრება, ბრავო წარმატებული ოპერაცია გამოგივიდათ, თქვენს ასაკში ეს დიდი თავდადებაა ადამიანის სიცოცხლე ინდო და ასეთ რისკზე წახვიდე როცა აქ მისი სიცოცხლე 50-50-ზეა. აღფრთოვანებული დავრჩი როცა გავიგე ამ ყველაფრის უკან ქართველი ექიმი ჟანეტი ბოგვერაძე იდგა!
---ჯერ იმას გეტყვი რომ, მე ჩემს თავზე ვერაფერს ვიტყვი. ეს უმჯობესია სხვამ თქვას და სხვამ შემაფასოს, ჩემთვის ეს უფრო უკეთესია. ეს ჩემი საქმეა 18 წლიდან ამ დარგს ვსწავლობ. წვლილი კი ყველა ექიმმა შეიტანა ლუკას გადარჩენაში.
--და მეორე რა არის?- ღიმილით შეეკითხა უცნობმა.
---და მეორე ისაა რომ, სადღაც მყავხართ ნახული, თქვენი სახე ძალიან მეცნობა მაგრამ ვერ ვიხსენებ სად გნახეთ!- თვალებმოჭუტულმა მიაჩერდა ჟანეტი რამაც მამაკაცი გულიანად გააცინა.
---აბა კარგად დამაკვირდი და გამიხსენებ, თუ აღიდგენ იმ დღეს გონებაში! -ეშმაკობას არ ეშვებოდა უცნობი.
---ვერა, ვერ გიხსენებ!- გათამამდა ჟანეტიც და ისიც იცინოდა. მამაკაცმა უკან გაიხედა და მისიანების ბედნიერებისგან ანთებულ თვალებს გადააწყდა.
---გავიდეთ, გავიაროთ და გეტყვი საიდან გეცნობი! -მანქანაში ჩასხდნენ და უცნობმა უთხრა.
---მიუხედავად იმისა რომ ძალიან შოკირებული იყავი იმ დღეს, შენი მიმზიდველი შრამი დამამახსოვრდა, რომელიც უფრო ეშხიანს გხდის და მინდა გითხრა რომ სულაც არაა საჭირო ეს ადგილი მანდილით დაიფარო. ყოველ შემთხვევაში მაშინ როცა ერთმანეთს შევხვდებით ხოლმე!
---რას ამბობ ამ შრამის გამო სამ წლიანი ურთიერთობა თავზე დამემხო. საქმრომ მიმატოვა ყველაზე რთულ მომენტში, უფრო სწორად მერე მე დავტოვე!
---იმედია შური არ იძიე და ბავშვი არ მოიცილე!- შეშფოთებულმა უთხრა ჟანეტს უცნობმა. -მე სავიზიტო ბარათიც მოგეცი იმ დღეს. იოანე ამირეჯიბი, მე ვიყავი იმ დღეს პირველი ვინც გახარა შვილის არსებობა შენში და უნდა გითხრა მის მერე მომყვება იმ თვალების გამოხედვა, სევდა, სიხარული ყველაფერი ერთად და უფრო მეტი, უკვე გაჩენილი დიდი იმედის ნაპერწკალი. ხომ გააჩინე? ცუდის მოსმენა არ მინდა!
---კი გავაჩინე და უკვე სამი წლის გოგონა მყავს. მალე ჩავეხუტები, უკვე თითებზე ვითვლი დღეებს როდის წავალ. ჩემი მისია აქ ამ ქვეყანაში დასრულდა. მოსკოვში მყავს მამასთან. უკვე ვემზადები წასასვლელად!
---როდის მიდიხარ, მეც ვაპირებ წასვლას!
---მე საახალწლოდ მინდა იქ რომ ვიყო და ახალი წლიდან, ახალი ფურცლით დავიწყო ცხოვრება!
---თუ ნებას მომცემ, მაგ ფურცელზე მეც თუ დავწერ ჩემს სიტყვას, ძალიან ბედნიერი ვიქნები! -უთხრა და გამომცდელად დააკვირდა ჟანეტს.
---ვერაფერს ვერ დაგპირდები იოანე. ჩემი გრძნობა გაყინულია მამაკაცის მიმართ, ნდობის უქონლობის გამო!
---მომისმინე ჟანეტ. ერთმა გატკინა, ერთმა ვერ დაგაფასა, სხვას რას ერჩი? მიეცი თავს უფლება ბედნიერი იყო, წარსულის ფიქრით რატომ იტანჯავ თავს!
---ალბად დრო მოვა რომ მეც გავიბრძოლებ კიდევ ერთხელ ბედნიერებისთვის, ამას თავად დრო მიჩვენებს. მოვედით, -კორპუსს ახედა ჟანეტა- მადლობა რომ მომიყვანე! ---მადლობა შენ რომ ეს სასიამოვნო საღამო, კიდევ უფრო სასიამოვნოდ დასრულდა შენთან ერთად. ახალ წლამდე ორი კვირაა, მეც ჩემს საქმეებს მოვაგვარებ მანამდე და ერთად წავიდეთ!
---მე მოსკოვში მივდივარ და არა საქართველოში!
---მეც მოსკოვში უნდა ჩავფრინდე ჯერ და მერე საქარველოში წავალ. ვიცი სადაც უნდა გნახო და გნახავ. ბილეთებს მე დავჯავშნი ასე რომ შეხვედრამდე ჟანეტ!
---ნახვამდის და შეხვედრამდე!
---ჩაი ხომარ დაგველია ისე ჰა?- იოანეს წასვლა არ უნდოდა.
---იოანე ჩაის დრო დიდი ხანია გადასულია და თუ ასე ძალიან გინდა ჩემთან ერთად მიირთვა ჩაი, ხვალ სამსახურში მობრძანდი შუადღეს 1სთ-დან 2 სა-მდე!- შეხედა თვალი ჩაუკრა და მანქანიდან გადავიდა. იოანეს გაეღიმა და თავისთვის ჩაილაპარაკა.
---წლებიც რომ გავიდეს იცოდე რომ ჩემი გახდები.- კორპუსისკენ მიმავალს თვალი გააყოლა და ჩუმად თავისთვის თქვა.
მეორე დღეს არადა ზუსტად 30-ში მიაკითხა სამსახურში და უთხრეს რომ უკვე წასასვლელად ემზადებოდა. ტელეფონის ნომერი ჩაიწერა ჟანეტის და მისი ბინისაკენ წავიდა.
ჟანეტს უკვე ჩაწყობილი ქონდა თავის ბარგი და იოანეს ელოდებოდა. სკაიპში გუგას ესაუბრებოდა რო კარზე ზარი იყო და ისე იდგა კომპიუტერი რომ, გუგა ხედავდა უცხო მამაკცსს და გაუკვირდა რომ, ჟანეტის არაფერი არ ქონდა სიახლე ნათქვამი მისთვის.
---მზად ხარ? ჟანეტ ბოდიში მაშინ ვერ მოვედი და ახლა ჩაის დრო არ არის, გვაგვიანდება. მე ბარგის ჩავიტან და მერე სახლში გავიარ ჩემს ნივთებსაც წამოვიღებ და წავიდეთ!- გუგა გაკვირვებული უსმენდა, არც ის იცოდა ჟანეტი თუ წასვლას აპირებდა. იოანემ ბარგს დაავლო ხელი, არც შეუხედია ჩართული კომპიუტერისთვის და კარებში გაუჩინარდა. შემობრუნდა და გუგას გაცეცხლებულ სახეს შეხედა და ჩაეცინა მის შეუმჩნევლად.
---გოგო დაჯექი ძირს ახლავეს. ვინ არის მაგ ბიჭი, ვინ მოგაკითხა, ან ის ბარგი რა იყო, სად მიდიხარ ამ შუაღამეს.
---სხვა ბინაში გადავდივარ და მომეხმარა, რა იყო არ შეიძლება?
---მე რატომ არ მითხარი, ინტერნეტი იქ გექნება?- კოპებშეკრული ელაპარაკებოდა გუგა რაზეც ჟანეტი გულში ხალისობდა.
---დღეს არ ვიცი და ხვალ უეჭველი მექნება. აბა ახალ წელს ინტერნეტის გარეშე ხომ არ ვიქნები?
---ჟანუ ჭკუით იყავი, ხომ გესმის! ისე მომეწონა ერთი შეხედვით, ვინაა ან საიდანაა?
---თბილისელია იოანე ამირეჯიბი. მის ბიძაშვილს გულის გადანერგვა გაუკეთე და იქედან ვიცნობ. კარგი ჩავრთავ თუ არა ინტერნეტს შეგეხმიანები და კიდე ჩემი ჩუპას ნუ მიბრაზებ თორემ მწარედ გაზღვევინებ!
---მენატრები ხვლიკო, მომენატრა შენთან ერთად ძილი.
---საახალწლოდ მართლა მიდიხარ მამასთან?
---აბა ისინი ვერ ჩამოდიან და ჩემი მეტიჩარა რომ არ ვნახო გავაფრენ. მაგიჟებს ჟანეტ ეს ბავშვი!
---ვისი შვილია რომ არ გაგაგიჟოს! უთხრა და ენა გამოუყო გუგას.
---მაგ ენას ძირში წაგაჭრი რომ გნახავ!
---ხომ არ ფიქრობ საუბარი გაგიგრძელდა, აღარ მოდიხარ?- მოულოდნელად წამოადგათ თავზე იოანე.
---ხო მოვდივარ იო!- ისე თბილად თქვა შემოკლებით იოანეს სახელი, იოანეს ტანში გაცრა და ჩაეღიმა.
---წავედი გუგა. დაგახრჩობ კოცნით და ფერებით რომ გნახავ ახლოს!
---ჟანეტ შემომაკვდები იცოდე ხელში თუ რაიმეს მატყვილებ!
---პაკაააა ხვალამდე უჟმურო!- გათიშა კომპიუტერი და მის ჩანთაში მოათავსა. იოანე ხელებ გადაჯვარედინებული უყურებდა და ბოხი ხმით უთხრა.
---ეს ბავშვის მამა იყო? ძალიან თბილი საუბარი გქონდათ!- წარბაწეულმა უთხრა იოანემ.
--ეეეს? ეს ჩემი ძმა გუგაა!- გაკვირვებულმა უთხრა მაგრამ, მერე ინანა რატომ უთხარიო. არ შეიმჩნია იოანემ ჟანეტის გულახდილობა მაგრამ, ფიქრს კი მიუხვდა და სიცილით უთხრა.
---არ გამოგივა კარგად სიტყვის გადაკეთება, უკვე სიმართლე გაქვს ნათქვამი! -უთხრა და გაეცინა საიდანაც მისმა ბროლივით კბილებმა გამოანათა. ჟანეტი დაიბნა ასე ნათლად რომ გამოიცნო იოანემ მისი ფიქრი და გაშტერებული უყურებდა.
--ჰე რას მომჩერებიხარ წავედით. ხომ იცი გზაზე საცობებია, ჩემებსაც უნდა დავემშვიდობო!- მალე მივიდა იოანე სახლში, სადაც უკვე ელოდნენ. ძალიან გაუხარდათ ჟანეტს კიდევ ერთხელ ნახვა. გულში ჩაიკრეს შვილის გადამრჩენელი ოქროს ხელება გოგო და მოეფერეს. ლუკამ პირობა მიცა რომ სოციალური ქსელით შეეხმიანებოდა.
---საქართველოში წასვლა მეც მინდა. ვნატრობ იქ როდის წავალ, იმედია მეც დამიდგება ეს სასიხარულო დღე. რომ ჩამოვალ აუცილებლად გნახავ ჟანეტ ექიმო, ჟანეტს სევდა შემოაწვა და ცრემლიანი თვალებით უთხრა ლუკას.
---საოცარი სამშობლო გვაქვს ლუკა, მეც ვოცნებობ იქ დაბრუნებას. იქ საყვარელი ადამიანის საფლავი მელოდება მდუმარედ და წყნარად. ასე რომ ყველაფერი და ყველა რომ მივატოვო იმ ადამიანს ვერ მივატოვებ, ვინც ჩემს გამო თავი გაწირა და ჩემი დაბადებისთვის მისი წილი სიცოცხლე ჩემში ჩადო. ვერანაირი კეთილდღეობა ვერ გადაწონის იმ ტკივილს რასაც გული განიცდის. არ მაქვს უფლება არ დაბრუნების, რადგან მკერდი მეწვის მარცხნივ ძლიერად. შორს რომ ხარ ძნელია არ იფიქრო ამ ტკივილზე. ,,დედა'' ეს ადამიანი ჩემში ღმერთივით ცოცხლობს, ის ჩემი ტაძარია და ყველა ბილიკი ვიწროც და ფართეც მასთან მიდის ლუკა. უცხო ქვეყანაში რობოტივით ხარ, ვერ გრძნობ თავისუფლად თავს, ვერ სუნთქავ, ვერც დააბიჯებ მყარად მიწას. გეშინია არ წაიქცე, რადგან იცი უცხო ხალხში წამოდგომა გაგიჭირდება. დაუთვლელი წლები რომ გავიდეს, აქ მაინც უცხო ხარ და სტუმარი ხარ ამ ქვეყნისთვის. მაგრამ ხომ იცი ,,სადაურსა სად წაიყვან ბედო''. ეს მართალი ნათქვამია. გამოჯამრთელებას გისურვებ ლუკა, დანიშნულება კარგად მიიღე და თუ რამე დაგჭირდეს სოციალური ქსელით შემეხმიანე. მოვა დრო რომ ჩვენ იქ შევხვდებით ერთმანეთს. არ გემშვიდობები მხოლოდ ერთ სიტყვას გეტყვი. ,,შეხვედრამდე''! -ყველა გასუსული უსმენდა ჟანეტის სევდიან სიტყვებს და მათ შორის იოანეც რომელმაც, გულში აღუთქვა თავის თავს რომ ამ ქალში ყოველივე სევდას ამოძირკვავდა. ყველას თბილად დაემშვიდობა და ღიმილიანი სახეებით გაუდგნენ გზას აეროპორტისაკენ.
---იოანე რომ გთხოვო ერთი თხოვნა შემისრულებ?- სევდიანად გადახედა ჟანეტმა. გაუკვირდა იოანეს რა უნდა მთხოვოსო და უთხრა;
---ისეთი რამე მითხარი რომ შევძლო!
---რომ ჩავალთ, უნდა დავრეკო. მხოლოდ დაფარული ნომრით!
---უუუფ ამოვისუნთქე ვიფიქრე რა უნდა მთხოვოსთქო. ეგ რა პრობლემაა. შენ რა მართლა არ იციან რომ მიდიხარ? გინდა შოკში ჩააგდო ხალხი?
---ვნახოთ, ვნახოთ. როდის ჩავალ, ჩემი ცქნაფას როდის ჩავიხუტებ ერთი სული მაქვს!
---აი უკვე მალე, ხვალ ამ დროს იქ იქნები. წავედით აფრენის დროა! აფრენისას დამამშვიდებელი დალია და იოანის მხარზე ჩამოდო თავი და გადაეშვა სიზმრების ქვეყანაში. იოანემ აცადა ღრმად დაძინება და ხელი შემოხვია და გულზე დაადებინა თავი ჟანეტს. მისი თბილი სუნთქვა კი სასიამოვნოდ ეცემოდა იოანეს სხეულს. ამ ქალის სურვილი კი უფრო და უფრო იპყრობდა იოანეს.
---ჟანეტ შეიღვიძე სადაცაა დავფრინდებით! -ფრთხილად შეაღვიძა და როგორ უნდოდა ეხლა ჟანეტის ძილისგან დაბრუჟებული ტუჩები რომ დაეკოცნა.
---მე აქ მეძინა? -მორცხვად შეეკითხა ჟანეტი.
---კი აქ გეძინა და ლამის გამიხვრიტე გულის ფიცარი შენი ცხელი სუნთქვით!
---შენ? შენ არ დაგიძინია მთელი ეს დრო? -გაკვირვებულმა უთხრა.
---კი დავიძინე ცოტა მაგრამ, მალე გამოვიღვიძე!- უყურებდა და რაც უფრო აკვირდებოდა ჟანეტის სახეს მით უფრო ვერ იმორჩილებდა კოცნის სურვილს.
---ჟანეტ ახლა რაღაც მინდა გითხრა და არ იყვირო!- უთხრა იოანემ. ჟანეტი თითქოს მიხვდა რაც უნდოდა მაგრამ მაინც გაკვირვებულმა შეხედა.
---მითხარი, რა უნდა იყოს რომ ვიყვირო?
---იცი რომ ადამიანს პირველი ფიზიკური სიახლოვეზე უფრო, პირველი კოცნა რომ ამახსოვრდებათ? თუ გინდა ჩემს სიცოცხლეს დამატებით ერთი წუთი აჩუქო, ეს უნდა გავაკეთო და ხმა არ ამოიღო კარგი?- პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო რომ მის ბაგეებს რაღაც ნაზად და ფაფუკად შეეხო, ერთი ვნებამორეული ხმით ამოიგმინა და მიენდო იოანეს ძლიერ მკლავებს. ადვილად დააფიქსირა იოანემ ჟანეტის მძიმე სუნთქვა მაგრამ, ძალიან თავშეკავებულად. უკვირდებოდა მის მოძრაობებს და ეს ყველაფერი იმას კარნახობდა რომ არც ჟანეტი იყო გულგრილი იოანეს მიმართ. ბოლოს ერთმანეთს მოწყდნენ და კიდევ ერთი ვნებიანი კოცნა ყელში დაუტოვა. -თუ დაკვირებიხარ როოგორ ვუხდებით ერთმანეთს, უკან არ დაიხევდი ჟანეტ. დრო გაქვს, არც პატარა აღარ ხარ. სადაც არ უნდა წახვიდე იცოდე ჩვენ მაინც შევხვდებით ერთმანეთს. მნიშვნელოვანია გაათვითცნობიერო შენ თავად, რა გინდა. ეს ჩათვალე რომ შენი პირველი კოცნაა, ამ კოცნით კი შენ მე დიდი ბედნიერება და სიხარული მომანიჭე. იმ დღიდან ვერ ამოგიგდე თავიდან, აი ხედავ? სამი წელია მას შემდეგ. ათჯერ სამი წელი რომ დამჭირდეს მე დაგელოდები და შენს ერთ დაძახილზეც შენთან ვარ!- ჟანეტმა ასე გულზე მიკრულმა დააპირა რაღაც ეთქვა მაგრამ იოანემ არ მიცა უფლება.
---ჩშუუუუუ არაფერი არ მითხრა. მხოლოდ იფიქრე!- შუბლზე აკოცა და უკვე ჩასასვლელად აუსფუსებულ ხალხს შეუერთდნენ. მუხლების კანკალით დადგა მიწაზე ჟანეტი და იმ წუთში ქაოსი იყო მის თავში. ღიმილით გადახედა იოანემ და ტელეფონი გაუწოდა.
---ნუ მიყურებ ესე უნდობლად, ყველას ერთი ჯოხით ნუ გადენი შენი ცხოვრებიდან. ახლა კი აიღე ეს ტელეფონი და დაურეკე შენებს. ნომერი დაფარულია, ნუ გეშინია არ დაიწვები!
---აა ხო.- ხელთათმანი წაიძრო ხელზე დაჯერ გუგას ნომერი აკრიბა.
---გუგააა ხაზები გადაიკვეთება და ადრე იმიტომ ვრეკავ მერე ვერ შევძლებდი. გილოცავ, მიყვარხარ და მენატრები!
---ბუსუ სად ხარ, რა ხმაურია ეს არაფერი არ მესმის მაგრამ მადლობა!
---კარგი მამას უნდა დაურეკო ახლა. მომიკითხე ყველა და ლილუ ჩამიკოცნე! გაუთიშა აცრემლიანებული თვალებით და ახლა მამას დაურეკა.
---მაააა გილოცააავთ, მერე ვერ დაგიკავშირდებოდით!
---მადლობა საყვარელო. ყველანი აქაა, დღეს დაგვადგა ყველა თავზე გაუფრთხილებლად. მარტო შენ აკლიხარ ამ გიჟთა სამყაროს შვილო. ცქნაფა რა დღეშია ნეტა შეგახედა, რომელთან მივიდეს აღარ იცის. მოდი ბაბუ დედას დაელაპარაკე!
---დეეე მენატრები დე და გაკოცე პატარა გულში ხო?
---დეეე ძიომ ცუპა მომიკანა და ჩეთანაა ჩუპა!
---ხო საყვარელო. ბებიკო და ბაბუკო არ გააბრაზო კარგი?
---მე ჭიანი გოგო ვალ დედიტო, ალა ვაბაზებ ალავის. გატოცეეე!
---გაკოცე დე!- გათიშა თუ არა ცრემლებს გასაქანი მისცა.
---ეეეე რა გატირებს, სულ ცოტაც და ნახავ და ჩაიხუტებ. წამოდი წავიდეთ, მიგიყვან სახლში. ტაქსის დავიჭერ მისამართი ხომ გახსოვს, თუ არ გახსოვს არაა პრობლემა ჩემთან წავიდეთ და წელს ბედნიერი ახალი წელი მექნება დავიფიცებ!- ეშმაკურად გაუღიმა იოანემ.
--იოცნებე, ვიცი მისამართი! -ჩაიდუდღუნა ჟანეტმა რამაც ძალიან გაამხიარულა იოანე. ტაქსი ძალიან ჭირდა რადგან ყველა გარბოდა, ყველას უნდოდა ახალი წლისთვის სახლში მიესწრო. როგორც იქნა ნახა ერთი თავისუფალი ტაქსი და ბარგი ჩაალაგა.
---kuda-იკითხა ტაქსისტმა.
---izmailovskaia, ulica 1 moia-გულის ფანცქალით უპასუხა ჟანეტმა მისამართი.



№1  offline წევრი isterichka123

კაია კაი მალე დადე

 


№2 სტუმარი Mariami

Uf ra magari tavi iyo..momwons es istoria dzalian.. Da kargia janetis cxovrebashi rom gamochnda ioane.. Imsaxurebs es gogo gverdit karg adamians...

 


№3  offline მოდერი zia-maria

isterichka123
კაია კაი მალე დადე

love მადლობა და ვეცდები მალე დავდო.

Mariami
Uf ra magari tavi iyo..momwons es istoria dzalian.. Da kargia janetis cxovrebashi rom gamochnda ioane.. Imsaxurebs es gogo gverdit karg adamians...

მეც გეთანხმები.არ ღირს იმ ადამიანზე ტირილი, ვინც არ იმსახურებს ქალის ცრემლს. love მადლობა რომ კითხულობთ და თქვენს აზრს აფიქსირებთ.

 


№4 სტუმარი tasana

Vkitxulobdi gimilit da vxvdebodi ioane tandatan rogor momewona es personajebi ertmanetistvis arian dabadebulebi da advilad shesazlebelia is mzime gulis tkivili janetisa man mtlianad daviwyos da achuqos udidesi bedniereba da ojaxi romelic ertgulebaze iqmneba . Ai zaalian momwons da ar vicii ra vtqva uzomod zlieri xar aaset istorias rom wert da zustad gadmoscemt grznobebs . Tqven tqvens personajebs sicocxles chuqniit da me es zaalian momwons warmatebebs gisurvebbt

 


№5  offline მოდერი zia-maria

tasana
Vkitxulobdi gimilit da vxvdebodi ioane tandatan rogor momewona es personajebi ertmanetistvis arian dabadebulebi da advilad shesazlebelia is mzime gulis tkivili janetisa man mtlianad daviwyos da achuqos udidesi bedniereba da ojaxi romelic ertgulebaze iqmneba . Ai zaalian momwons da ar vicii ra vtqva uzomod zlieri xar aaset istorias rom wert da zustad gadmoscemt grznobebs . Tqven tqvens personajebs sicocxles chuqniit da me es zaalian momwons warmatebebs gisurvebbt

love უღრმესი მადლობა რომ კითხულობთ და არ იზარებთ აზრის დაფიქსირებას.მახარებს ძალიან ჩემი ერთგული მკითხველი თბილი სიტყვები,გაიხარეთ.

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Uhuuu ioane ra kargi bichiaa mmmm

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent