შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

" ბედისწერის თამაში " (1 თავი)


9-06-2016, 00:46
ავტორი Tiko_Elikashvili
ნანახია 2 017

უკვე შემოდგომაა...ბავშვები სკოლაში მისასვლელად ემზადებიან,ზოგი სასწავლებელში... ასათიანების ოჯახი კი თბილისში დაბრუნდა 20 წლის შემდეგ.
-ღმერთო!როგორ მიხარია ისევ თბილისი,ჩვენი სახლი("გეგა"-ასათიანების უფროსი ვაჟი)-გახაებული ხმით წამოიძახა და დივანზე მოკალათდა.
-კარგი რაა გეგა,ამერიკაში მილიონჯერ მერჩივნა ყოფნა("ლილე"-ასათიანების ოჯახის უმცროსი ქალიშვილი და მათი მზე)-ბუზღუნით მიუჯდა ძმას..სანამ და-ძმა კამათობდა სახლში ულამაზესი ქალბატონი შემოვიდა დაღვრემილი სახით,ეტყობოდა,რომ ეს მისთვის მძიმე იყო.
-ელზა,საყვარელო!-ფიქრებიდან ქმრის ხმამ გამოიყვანა.-რაზე ფიქრობ?("დემეტრე"-ოჯახის უფროსი და ელზას მეუღლე)
-არაფერზე..(ელზა)-ნაძალადევი ღიმილით უთხრა.
-მაშ ასე...ლილე საყვარელო,ხვალ ახალ სკოლაში მივდივართ,ბოლო წელია და ხომ უნდა დაამთავრო(დემეტრე)
-მაგრამ მამა,სულ რაღაც 6 თვე დარჩა(ლილე)
-მამა მართალია ლილე,სკოლას დაამთავრებ..ახლა ოთახში ადი და დაისვენე(ელზა)
-კარგით,მე გავივლი და მოვალ(გეგა)
-ვაჟბატონო,ხვალ შენც სასწავლებელში მიდიხარ(ელზა)
-ვიცი დედა,მალე მოვალ(გეგა)
დილით დემეტრემ შვილი სკოლაში მიიყვანა,დირექტორმა კი კლასში შეიყვანა.დასვენებაზე მასთან ერთი გოგო მივიდა.
-გამარჯობა,მე დიანა ვარ(დიანა)
-სასიამოვნოა,მე კი ლილე(ლილე)-ერთმანეთს ხხელი ჩამოართვეს და სასადილოში წავიდნენ..
-ბავშვებო,გაიცანით ლილე ასათიანი(დიანა)
-გამოდის შენ ხარ ლილე...გოგო რომელზეც მთელი კლასი საუბრობდა სანამ გადმოხვიდოდი(ბექა)
-ჰო ასე გამოდის(ლილე)-ლაპარაკობდნენ,იცინოდნენ ლილე მალე დაუახლოვდა მათ.მ საუბარში ლილემ ერთ ძალიან ლამაზ,სექსუალურ და საყვარელ ბიჭს მოკრა თვალი,მთელი ყურადღება მისკენ წაუვიდა და სხვებს აღარც უსმენდა.
-ლილე..ლილე!ვის უყურებ?(დიანა)
-....(ლილე)-მის მზერას გააყოლა თვალი და მიხვდა.
-ოოჰჰოო...სექსუალურია არა?(დიანა)
-არც ისე...ვინ არის?(ლილე)
-ჩვენი კლასელია:"ანრი აბაშიძე"!ბიჭი რომელზეც თითქმის ყველა გოგო გიჟდება..(დიანა)-აღტაცებით და დიდი სიყვარულით განუცხადა.
-მათ შორის ჩვენი დიკოც(ბექა)-სიცილი დაიწყო და დიანას ხელი მიკრა.
-მე მისი ხმა და სიმღერები მომწონს(დიანა)
-მომღერალია?(ლილე)-ბიჭისთვის თვალის მოუშორებლად ჰკითხა.
-მუსიკალური ჟგუფის წამყვანი მომღერალია...ყველა გოგო ოცნებობს მასთან ყოფნაზე(დიანა)-ლილეს მოეწონა თან ძალიან..ზარი დაირეკა და კლასში შევიდნენ,ლილე წიგნში იყურებოდა როდესაც ვიღაც ცუდად დაელაპარაკა.
-უკაცრავად,მაგრამ ეს ჩემი ადგილია!აქ მე ვზივარ!(მეგი)-ამპარტავნული ხმით უთხრა.
-მე ახალი ვარ,მასწავლებელმა მითხრა,რომ...(ლილე)
-არ მაინტერესებს რა გითხრა!გითხარი ეს ჩემი ადგილია-მეთქი!(მეგი)
-მე კი გითხარი,რომ გაკავებულია!შეგიძლია სხვაგან დაჯდე!(ლილე)-თვითონაც ჩხუბზე გადადიოდა,კლასელი გოგოები კი გაოცებულები უყურებდნენ.
-მისმინე ახალო!იცი ვინ ვარ?!(მეგი)
-შენ წარმოიდგინე არ მაინტერესებს!(ლილე)
-მე ამ სკოლის დირექტორის შვილი ვარ(მეგი)-ძალიან ამაყად უთხრა.
-მე კი "ასათიანების" კომპანიისა და ინჟინერ დემეტრეს შვილი ვარ!-ყველას ღია დარჩა პირი.-ასე,რომ შეგიძლია სხვა ადგილი მოძებნო!(ლილე)-მეგომ,რომ ვეღარაფერი დააკლო მისი წიგნები ძირს დაყარა და აიძულა აეღო,თუმცა როდესაც ლილე დახრას აპირებდა ანრიმ მიაწოდა.
-ინებეთ(ანრი)-თბილი ღიმლით უთხრა.
-მადლობა ღმერთს,ანრი უთხარი ამ შეუგნებელს,რომ აქ მე ვზივარ!(მეგი)
-ვფიქრობ...აქ უკვე ლილე ზის და სხვაგან უნდა დაჯდე(ანრი)
-მაგრამ...(მეგი)
-მისს მეგი რაიმე პრობლემაა?(მასწავლებელი)
-არა,არაფერი უბრალოდ პატარა გაუგებრობა იყო(ანრი)-მეგის სხვა გზა აღარ ჰქონდა და გადაჯდა.ლილეს გული აუფართხალდა,ასეთი რამ ადრე არ დამართვნია,ანრისკენ მზერას აპარებდა...
-საოცარია...-ჩუმად და ღიმილით დაიწყო.-პირველი ხარ ვინც მეგის შეეწინააღმდეგა(ანრი)
-ვერ ვიტან მისნაირ ამპარტავან ხალხს!(ლილე)
-მე კი შენნაირი გამბედავი ხალხი მომწონს(ანრი)-გოგომ გვერძე გაიხედა.
-გავიგე მომღერალი ხარ...(ლილე)-გაუბედავად დაიწყო.
-მართალია..ამ შაბათს ბარში ვუკრავთ,მოხვალ?(ანრი)
-რა თქმა უნდა(ლილე)-ზარი დაირეკა და სკოლის ეზოში გავიდნენ.
-საღამოს რამეს აკეთებ?(ანრი)
-ფილმის ყურებას ვაპირებ(ლილე)-ბიჭს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ გეგამ მანქანით გამოუარა.
-შენი შეყვარებულია?(ანრი)
-არა,ჩემი უფროსი ძმაა გეგა(ლილე)-ანრის გაეღიმა თითქოს მოეშვა.ერთმანეთს დაემშვიდობნენ... ანრი გახარებული დაბრუნდა სახლში.
-რა გიხარია შვილო?("ნატალია")
-უბრალოდ კარგი დღეა(ანრი)
-მეგის გამო?(ნატალია)
-არა დედა,მზის გამო(ანრი)..-საღამოს "გაბრიელი"(ანრის მამა) დაბრუნდა და მაშინვე ოთახში შევიდა.
-საქმეები როგორ მიდის?(ნატალია)
-კარგად..ანრი დაბრუნდა?(გაბრიელი)
-კი კარგ ხასიათზე მყოფი.ვფიქრობ,შეყვარებულია მეგიზე... თავიდანვე მომწონდა სარძლოდ(ნატალია)
-რა სისულელეს ამბობ!ანრის არასდროს უთქვამს,რომ მეგი მოსწონს და მითუმეტეს უყვარს!არ დავუშვებ,რომ ჩემმა შვილმაც იგივე გაიმეოროს რაც მე..დაიმახსოვრე ნატალია!(გაბრიელი)-მის ხმაში უდიდესი ბრაზი და ტკივილი იყო.
-ჯერ კიდევ ვერ შემიყვარე არა?19 წელია ერთად ვართ,შენ კი ისევ ის ქალი გიყვრას!კიდევ რამდენი დროა საჭირო,რომ შემიყვარო!(ნატალია)
-მშვენივრად იცი რატომაც შეგირთე!ისიც მშვენივრად იცოდი,რომ არ მიყვარდი,რომ ის მიყვარდა!(გაბრიელი)
-ისევ გიყვარს?!(ნატალია)
-...(გაბრიელი)-კაცმა არაფერი უპასუხა.
-გიყვარს?!მიპასუხე(ნატალია)
-კი მიყვარს და მეყვარება!(გაბრიელი)
-სამწუხაროა,რადგან მას არ ყვარებიხარ.სხვას გაყვა 1 წლის მერე(ნატალია)-კაცმა თვალები ჭყიტა,რადგან ამაზე არაფერი იცოდა.
-შენ საიდან იცი!?(გაბრიელი)
-გავიგე(ნატალია)
-ამას მნიშვნელობა არა აქვს!ანრი ჩემი შვილია,მხოლოდ მის გამო მოგიყვანე და დაიმახსოვრე,იგივეს მას არ გაუკეთებ!(გაბრიელი)-ამ სიტყვებით გავიდა სახლიდან. ანრიმ შენიშნა,რომ დედამისი ისევ ტიროდა..
-ისევ იჩხუბეთ?(ანრი)
-კი!ყოველთვის გულს მტკენს,ყველაფერი გავაკეთე,რომ შევყვარებოდი(ნატალია)
-გთხოვ,ნუ ტირი(ანრი)-დედა გულში ჩაიხუტა.
-შვილო,დამპირდი,რომ როდესაც საშუალება მოგეცემა ჩემი ცრემლების გამო ყველას პასუხს მოსთხოვ!(ნატალია)-ბიჭიც დაუფიქრებლად დათანხმდა,რადგან არ იცოდა სინამდვილეში რა მოხდა 20 წლის წინ,რა გააკეთა დედამისმა!არც ის იცოდა თუ,რას უწყობდა განგება-მწარე სიმართლე,რომელიც მის ცხოვრებას დაანგრევს..
მთელი ღამე ფიქრში გავიდა ლილეზე ფიქრობდა.გოგოზე,რომელმაც ასეთი შთაბეჭდილება დატოვა მასზე! უცნაური გრძნობა იყო,არც ლილეს უგვრძნია აქამდე,თუმცა ვერ ხვდებოდნენ რა იყო....

წინა მოთხრობას არ ჰქონდა კარგი რიტინგი და შიაარსიც არ მოგეწონათ... იმედია ეს მოგწონებათ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent