შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე - არარაობა (სრულად)


9-06-2016, 02:25
ავტორი tgvinianidze29
ნანახია 10 970

ჩემ ქუჩას ღამე უხდება... არ ვიცი რატომ... ალბათ, უფრო სიმშვიდეა, მაგრამ არა-ზაფხულში. ახლა მაისია... მაისი ვარდობის თვეაო ნათქვამია... და მართლაც, ჯერ შუა რიცხვები არ მოსულა,მე კი უკვე თვალი მოვკარი ალაგ-ალაგ... რაღაც, საოცრად მინდა ვარდები მაჩუქონ... ჩვეულებრივი, ვარდისფერი და ეკლიანი... ყვავილთა დედოფალი, თუნდაც მხოლოდ ერთი ცალი, ვინმე უცნობმაც კი, რომელიც აღარასდროს გამოჩნდება აწი ჩემ ცხოვრებაში და იქნებ დაავიწყდეს კიდეც ჩემთვის გაკეთებული საჩუქარი... თუმცა არა, ადამიანებს ყოველთვის ახსოვთ ხოლმე "ვის რა არგეს", მაშინაც კი თუ არ საუბრობენ ამაზე ან მეტიც თავს იკატუნებენ, რომ დაავიწყდათ.
მაშინ ნიკოლოზმა მოსახვევთან შეაჩერა, რადგან წინასწარ ვთხოვე სადარბაზოსთან ნუ მიმიყვანთქო. ჩემ მეზობლებს ჭორაობა უყვართ და ხანდახან ისეთს ამბობენ თვითონაც, რომ არ სჯერათ, მაგრამ რატომ უნდა გავართო უსაქმური დედაკაცები ჩემი პირადი ცხოვრების განხილვით, როცა შეიძლება საბაბი სულ არ მივცე. ჰმ... თუმცა არაფრისგანაც შეუძლია ხალხს სალაპარაკოს შექმნა... მეტიც დიდი სიამოვნებით აკეთებენ ამას და მერე რომელიღაც, რიგით, მოქალაქეს მიაწერენ და შეათხუპნიან უსინდისოდ, ისე თითქოს არაფერი მომხდარა... მე ამ მარაზმში ყველაზე მეტად ის მართობს, რომ ამ მოქალაქეს ან საერთოდ არ აინტერესებს მათი სისულელე ან ნერვებს იგლეჯს და ისე ზის ეკლებზე, თითქოს სხვების ლაპარაკზე აპირებდეს ცხოვრების აწყობას.
და მაინც,იქიდან გამომდინარე რომ ეს საქართველოა (და ამ ფრაზას ბევრი ვერ იტანს), მე კი ქუთაისში ვცხოვრობ - ერთერთ ყველაზე მენტალურ, მაგრამ ვითომ "გამოსულ" და თანამედროვე ქალაქში, რაც მთავარია მარტო (იმის შემდეგ რაც სახლიდან წამოვედი) სახელს ვუბრთხილდები (რადგან მართალი იყვნენ ჩვენი წინაპრები, როცა ამბოდნენ:" სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობსო") და ვცდილობ არავის მოვხვდე თვალში ცუდად და ზედმეტად.
ნიკოლოზს ისე დავემშვიდობე, როგორც მომვლელი ქალი თავის ყბედ, ლოგინში ჩავარდნილ პაციენტს, უკვე წლები რომაა უვლის, ყოველდღე წინ უზის და მის გაუჩერებლივ ლაქლაქს, წუწუნსა და პრეტენზიებს ისმენს და ყელში აქვს ამოსული, თუმცა შეჩვეულია... არა და ნიკა სულ არ იყო მომაბეზრებელი ადამიანი, მეტიც არასდროს შევუწუხებივარ ზედმეტი საუბრით ან შეკითხვებით.
-ღამემშვიდობისა... -მითხრა და გამიღიმა. ღიმილზე ღიმილით არ მიპასუხია, რადგან თავი არ მქონდა. მანქანიდან გადავედი და საათს დავხედე, რომელიც გაჩერებულიყო. ამოვიოხრე. ხალხური ცრუ რწმენა გამახსენდა: „საათის გაჩერება ცუდის მომასწავებელიაო.“
-და რაღა უნდა მოხდეს ამაზე უარესი? -ვკითხე ჩემ თავს და მანქანის კარები დავხურე.
თავი და ფეხები მტკიოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდხანს ვიარე წვეტიან ქვებზე ფეხშიშველმა. მძიმე ნაბიჯებით ჩავუარე პირველ სადარბაზოს, რომლის წინ ბიჭები "აბირჟავებდნენ". რამდენი უსაქმურია ამ ქვეყნად, ჩემი ბავშვობის ერთ მეგობარს კი, რომ იკითხო უსაქმურობაც საქმეა... არ მესმის რას უნდა აკეთებდეს ჭკუადამჯდარი, საქმიანი ადამიანი გარეთ შუა ღამეს?! პირადად მე ერთი სული მქონდა სახლში ავსულიყავი, ლოგინამდე მიმეღწია და წამოვწვებოდი თუ არა სამყაროს გამოვთიშოდი ისე, როგორც კომაში ჩავარდნილი, რომელიც ან მობრუნდება სააქაოს, ან არა. შორს მეჩვენა სამწუხაროდ ის ბედნიერება... ჯერ შვიდი სართლი მქონდა ასავლელი ფეხით, რადგან ლიფტისთვის განკუთვნილი ხურდები გაჩერებაზე მდგარ მათხოვრებს ჩამოვურიგე დილას და შუადღეს. ყოველი ბოგანას დანახვაზე სულ ის მახსენდება განკითხვისას ქრისტემ ხალხს ,რომ უთხრა ყოველ მიუსაფარში მე უნდა დაგენახეთო... და ვაი, ჩვენ, კაცობრიობა! ხურდების მეტს ,რომ ვერ ვიმეტებთ ხელგამოწვდილთათვის...
ამ ქვეყნად ყველა თავისი ცხოვრებითა და თავითაა დაინტერესებული და უნდა ვაღიაროთ, რომ სხვისთვის არავის ცხელა... თუ დავუფიქრდებით ვერც გავამტყუნებთ.... ადამიანები, საუბედუროდ, დროთა განმალობაში ვკარგავთ თანაგრძნობის უნარს, ხელიდან გვეცლება სინდის-ნამუსი და სწორედ ეს ფაქტი მაშფოთებს, ისე რომ თითქმის დარწმუნებული ვარ რობოტებად გადავიქცევით, თვითგადარჩენისთვის, რომ იბრძვიან წესების გარეშე. იქნებ ერთ დღეს გავიღვიძოთ და აღმოვაჩინოთ, რომ ადამიანობაც დავკარგეთ ყველა იმ თვისებასთან ერთად, რომელიც ქარს გავატანეთ...მაშინ რაღა იქნება, ნეტავ?
ისეთ ხასიათზე ვიყავი ვინმე, რომ მომსალმებოდა, კარის მეზობელი ან ოჯახის ახლობელიც კი, გამარჯობით არ ვუპასუხებდი, ჩემ დიდი ხნის უნახავ მეგობარსაც კი არ მოვიკითხავდი ისე ჩავუვლიდი გვერძე. რა მიშველიდა ასეთ მდგომარეობაში? ტ კ ბ ი ლ ე უ ლ ი!!! ჩანთა გავხსენი და საფულე ამოვიღე, რომლიდანაც საწყალი ათლარიანი მომჩრებოდა.
-ათი... ათი ლარი! მთელი დარჩენილი თვის სამყოფი ფული... -ჯერ გამეღიმა, მერე სიცილში გადამეზარდა ირონიული ღიმილი. გულიანად ვიცინოდი. დავცინოდი ჩემ თავს და იმ ათლარიანს, რომლის იმედზეც უნდა ვყოფილიყავი ხელფასის აღებამდე.
ცხოვრება ძვირია... ფული თუ არ გაქვს არც ცხოვრების უფლება გაგაჩნია... გამოდის, ცხოვრების უფლებას ფულით ყიდულობ... ყველაფერი იყიდება... სულიც კი... ფულის გარეშე ადამიანი არარაობაა, რამდენიც არ უნდა უარყოთ ეს, სრული ჭეშმარიტებაა მაინც, რომელსაც ყველა ეგუება დროთა განმავლობაში. ვაღიარებ, მე არარაობა ვარ! თუმდა დამღუპველი ის რეალობაა, რომ არც სხვები არიან უკეთეს მდგომარებაში! მეტიც არარაობებითაა სავსე ეს მრგვალი დედამიწა, რომელიც ძალიან მინდა ოთკუთხედი, რომ იყოს....ამ შემთხვევაში შევძლებდი გაქცევას და რომელიმე კუთხეში დამალვას...
კარგი, ვთვქათ მივედი მაღაზიაში (ჩემი ბინის სიახლოვეს უკვე ყველა მარკეტი დაკეტილი იყო, შორს წამსვლელი კი ნამდვილად არ ვიყავი) ვიყიდე ტკბილეული და ორი ან სამი ლარი დამრჩა... მერე?! მერე მოხდება ის, რაც ყოველთვის, ანუ გავაგრძელებ სიარულს მოჯადოვებულ წრეზე: ვისესხებ ფულს, დავიდებ ვალებს, წამდაუწუმ მოვიბოდიშებ მათი გადაუხდელობისთვის, როგორც იქნა ავიღებ ხელფასს და გავისტუმრებ ნასესხებ თანხას, რის შემდეგაც კვლავინდებურად ათი ან უკეთეს შემთხვევაში ოცი ლარის იმედზე უნდა ვიყო... ისევ და ისევ ეს ოხერი, მოჯადოვებული წტრე! ვალები! ვალები! ვალები! ფული! ფული! ფული! ხანდახან მეშინია დედამიწა არ გააჩერონ და უფულობის გამო არ გადამაგდონ, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მსოფლიოში მრავლად არიან ჩემზე უფრო ჯიბეგამოფხეკილები, ზოგი კი ისეთი სულ რომ არააქვს თავზე ჭერი. ეს ის ხალხია, რომელსაც ლუკმა პური და ნორმალური ცოხვრება ენატრება, ის ცხოვრების წესი - ადამიანს, რომ შეეფერება და ცოხველისგან განასხვავებს. ისინი ტყუილის სავანეში ცოხვრობენ, ჩემსავით... იქ, სადაც ადამიანები მხოლოდ ერთმანეთს კი არა საკუთარ თავსაც იტყუებენ... სადაც სიცრუე ისეთი მისაღები გახდა, როგორც სუნთქვა და სიმართლე გადააჯიშა, რადგან თავად მოიპოვა მისი სახელი... ტყუილი სიმართლედ იქცა...
ბებიაჩემი ხშირად მეუბნებოდა: "არ არსებობს პრობლემა, რომელიც სხვას არ ჰქონია, ის თუ გაუმკლავდა შენც უნდა მოახერხო იგივეს გაკეთება"... ყველაფერი შედარებითი და შეფარდებითია, ეს ბუნების კანონხომიერებაა.
ტკბილეულის შეძენის იდეა თავიდან ამოვიგდე, საფულე კი ისეთი სისწრაფით ჩავდე ჩანთაში ვინმეს თვალი, რომ მოეკრა უსათუოდ იფიქრებდა, შეუშინებია საწყალი ვიღაცას და ფრთხილობს,ფული არ მოპარონო. ისევ ფული... ფული! ფული! ფული! გული მერევა, მაგრამ ვაი, რომ ნაბეღლავი არ მიშველის.
ჩემ სადარბაზოსთან მდგარ სკამზე ჩამოვჯექი. მეშვიდე სართულიდან აივანი მიმზერდა, რომელზეც ყოველ დილით ყავით ხელში გავდიოდი და ვეგებებოდი ამომავალ ან უკვე ამოსულ მზეს. ყავას სიგარეტი უხდებაო, მითხრა ერთხელ ჩემმა დაქალმა, რომელიც იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა "ძერსკ" და "სვეცკ" გოგოებს, რომ ეძახიან საქართველოში, ბევრს აქილიკებენ, აკრიტიკებენ და ჭორავენ, მაგრამ მაინც ცდილობენ მათ დაესმგავსონ...
-სიგარეტი... ხო... დიდი სიამოვნებით მოვწევდი ახლა... -ჩავილაპარაკე და გული კიდევ უფრო დამწყდა მაღაზია დაკეტილი, რომ იყო, ვიდრე ტკბილეულზე უარის თქმისას.
სიგარეტი მოდაშია. ქრონიკულად, სულ მოდაში! შემოვიდა და აღარც გადასულა მის მერე... არა და ამბობენ მოდა ბრუნავსო.. ანუ მიდის და მოდის, ყოველთვის ბრუნდება წასვლის შემდეგ, ისე,როგორც ჩემი მემაწვნე ქალი, ყოველ ორდღეში ერთხელ რძე და მაწონი რომ მოაქვს ჩემთვის ან უძღები შვილი... "ჩვენი მეგობარი" კი არსად წასულა, უბრალოდ დგას გაუნძრევლად ერთ წერტილში და არც აპირებს განძრევას... თუმცა, ეს მე ახლა ნაკლებად მაღელვებს (ისევე როგორც სხვა გლობალური პრობლემები) იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში უამრავი ადამიანი უღუპება მოწევით...მეტიც დიდი სიამოვნებით შევუერთდებოდი მწეველთა რიგს... „ბირჟაზე“ ჩამომჯდარ ბიჭებს გავხედე, ეწეოდნენ. დიდხანს არ მიფიქრია, იმაზე მივსულიყავი თუ არა მათთან, თამამად წამოვდექი და მივუახლოვდი.
-მომაწევინებთ? -ვკითხე პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვმოკიბვის გარეშე...
ერთმანეთს დაუფარავად გადახედეს, გემრიელად შემათვალიერეს. ძნელი მისახვედრი არ იყო კარგს, რომ არაფერს ფქრობდნენ ჩემზე, მაგრამ არანაერი მნიშვნელობა არ ჰქონდა ამას ჩემთვის, მთავარი იყო სიგარეტი მოეცათ და მომეწია... იქნებ მოწევას მაინც დავეხსენი საკუთარი პროვნების მარწუხებიდან.
-რატომ ეწევი? - ვკითხე ადრე ჩემ თანაკლასელს, რომელსაც იმხელა ლექცია წავუკითხე სიგარეტის მავნებლობის შესახებ, რომ ბოლოს სიცილით დაასვნა: "თავისუფლად დაიცავდი ამ თემაზე დისერტაციასო".
-რატომ ვეწევი? -გაიმეორა ჩემი დასმუული შეკითხვა. -იმიტომ, რომ მამშვიდებს... -მითხრა ბოლოს.
მე ისედაც მშვიდად ვიყავი იმ ღამით... რადგან აღელვებისა და ნერვიულობის თავიც კი არ მქონდა, ასე რომ სიგარეტს სულ სხვაგვარად უნდა ემოქმედა ჩემზე, ჯადოსნური ჯოხივით!
-მომიკიდებთ ახლა თუ ჯერ კიდევ დიდხანს აპირებთ ჩემ თვალიერაბას? -ავღნიშნე მკაცრი ტონით, რადგან ყელში ამომივიდა მათი მდუმარე უტიფრობა. წითელმაისურიანმა ჯიბიდან სიგრეტის კოლოფი ამოიღო და ერთი ღერი გამომიწოდა. სპორტულებში ჩაცმულმა კი მომიკიდა, თან დააყოლა რა გქვიაო.
-აქ გასაცნობად არ მოვსულვარ... სიგარეტი მინდოდა...
-მხოლოდ სიგარეტი? - დაეჭვდა წითელმაისურიანი.
-არა, შენმა მზემ, დიდი გაქვს და სათხოვნელად მოვედი! -შევუღრინე და თვალები დავქაჩე, თან სიგარეტი ჩავიდე პირში და ღრმა ნაფაზი დავარტყი.
-გოგო სიგარეტს თუ მოწევს, შიშველიც იბანავებსო, მაგ გაგების ხალხი ხართ, არა? - მოვასწარი ამ ფრაზის თქმა იმ მომენტში, როცა სამარისებური სიჩუმე ჩამოვადა.
-არა, არა... საქართველოს არაფერი ეშველება! -ვთქვი, ზურგივაქციე და წავედი. როდის უნდა დაიჯეროს ამ ხალხმარომ ქალის პატიოსნებას ტანსაცმელი ან მოწევა კი არა მოქმედება და თავდაჭერა, რომ განსაზღვრავს.
-მოიცა! - დამედევნა წითელში გამოწყობილი, ეტყობა მოეწონა თავისი ს სიდიდის ჰიპოთეზა... ღმერთმანი !დიდი ვერაფერი კაცი იყო, არც სიმპათიური, არც სასიამოვნო შესახედაობის. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ოცდაოთხი საათი გარეთ ეგდო ლუდის ცარიელი კასრივით. უყურადღებოდ მინდოდა დამეტოვებინა, მაგრამ არ გამომივიდა, რადგან წინ გადამიდგა და ხელები ისე გაშალა, როგორც ინდაურმა იცის კუდის გაშლა გაფოფვრისას. გამეცინა. სიცილის აზრს ვერ მიხვდა აშკარად და მე ეს მესიამოვნა, რადგან თავადაც დაინახა ის მკაფიო სულიერი და ინტელექტუალური უპირატესობა, რომელიც მასზე მაღლა მაყენებდა.
-რა გინდა?
-შენი სახელი...
-რა მნიშვნელობა აქვს?!
-მაინტერესებს... მეტყვი?
-არა!
-მინდა ვიცოდე!
-მოხარშული წაბლი არ გინდა?!
-არა,არ მიყვარს... აი,ლუდზე კი არ ვიტყოდი უარს...
-ჰმ..რა პრობლემაა! წადი და იყიდე.
-დაკეტილია მაღაზიები. შენთან, მაცივარში არ იქნება ერთი-ორი ბოთლი? დავლიოთ და ავღნიშნოთ ერთმანეთის გაცნობა.
-ხო? და ჩვენ, რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ?
-ეს, ჯერეჯერობით...
-მოდი მარტივად გასაგებ ენაზე გეტყვი, მალდობა სიგარეტისთვის! ახლა-დამანებე თავი!
-რატომ ასე კატეგორიულად?
-მიხარია, რომ შენს სასაუბრო ლექსიკონში არის ეს სიყვა! კატეგორიული უარი, სწორედ ეს მიიღე ახლა შენ ჩემგან და თუ ცოტაოდენი თავმოყვარეობა მაინც გაგაჩნია, შემეშვები...-მივუგე მკვახედ, სწაფად ჩავუარე და სადარბაზოში შევედი. პირველი ორი სართულიც იგივე ტემპით ავიარე.
-ცოდნისთვის, მართლა დიდი მაქვს! - მომაძახა სულელური განომეტყველებით ქვევიდან -და თუ რამეა,იცი სადაც უნდა მნახო!
კვლავ ვიგრძენი გულის რევის შეგრძნება, ოღონდ ამჯერად მიზეზი ის ხეპრე იყო ქალთან მოქცევა, რომ ვერ ესწავლა მთელი ცოხვრების განმავლობაში, არა და ლამის ჭაღარა შეპარვოდა გაზეპილ თმაში.
ვწუხდი, რომ ასეთი მამაკაცები ოხრად ყავდა საქართველოს, მე მათ პარაზიტებს ვეძახდი! უნდა დამეთანხმოთ,რომ სწორად შერჩეული სახელია.
მესამე სართულის ერთერთ კიბეზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავდი, სიგარეტი ჯერ კიდევ მეჭირა. წითელმაისურიანმა ჩემი ცოტათი შინაგანად აფორიაქება ნამდვილად მოახერხა, თუმცა როგორც კი გავაანალიზე, რომ არც სადარბაზოში შემოსულა და არც კიბეებზე დამდევნებია დამშვიდება დავიწყე... "ნუთუ მართლა არაპატიოსანი გოგოს შთაბეჭდილებას ვტოვებ?" -ვკითხე საკუთარ თავს და ვცადე გამეხსენებინა რა მეცვა,ვვიზუალურ ეფექტს ხომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს. დილით გვიან ავდექივ(სულ ჩემი გაფუჭებული მაღვიძარას ბრალი იყო, მავიწყდება ახლის შეძენა), სამსახურში მაგვიანდებოდა (ქუთაისის რადიო Fm.105.5-ში მიმყავს მუსიკალური რადიო-გადაცემა), პრანჭვა-გრეხვისთვის არ მცხელოდა, გარდერობი გამოვაღე და რაც ხელში მომხვდა ის ჩავიცვი. ტანსაცმელების გახსენებაზე ჩემი სავსე გასარეცხების ყუთი ამომიტივტივდა თავში... რა დრო იყო დედაჩემი ან ბებიაჩემი სარეცხ მანქანაში რომ შეყრიდნენ და პირადად მე არ მიწევდა ამაზე სრუნვა. ვინ მოუვლიდა ახლა გასარეცხებს თუ არა მე?! სამწუხაროდ თავს იმის უფლებას ვერ ვაძლევდი სარეცხი მანქანა შემეძინა, სახლის მფლობელს კი თითქმის არანერი ტექნიკა არ დაეტოვებინა, მაცივრის გარდა, რომელიც ნახევრად მუშაობდა და სოწრედ ამიტომ საყინულის გამოყენება მიწევდა მხოლოდ.
ჯინსის შარვალი, რომელიც მაშინ მეცვა ჩემ საუკეთესო მეგობარ - სოფიოსთან ერთად ვიყიდე, სანამ საზღვარგარეთ წავიდოდა სასწავლებლად. თავიდან ერთად ვგეგმავდით გამგზავრებას, მაგრამ სამწუხაროდ ფინანსურმა მხარემ ხელი ვერ შემიწყო და დავრჩი აქ... ქუთაისში,ქალაქში,რომელიც მახორჩობს...
ოდესმე თუ გავთხოვდები, აუცილებლად მდიდარ კაცს წავყვები, რომელიც უზრუნველყოფილ მომავალს შეგვიქმნის მე და ჩვენს პატარებს... არ მინდა ჩემმა ბავშვებმა ის გაიარონ რაც მე - ოცნებების თავზე დანგრევა და ამ ნანგრევების ქვეშ მტკივნეულად მოყოლა.
პერანგი,რომელიც პეპელას მამსგავსებდა დედაჩემმა მიყიდა, სანამ სალხიდან წამოვიდოდი. რამდენი ხანია მისთვის არ დამირეკავს და რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ არც ის შემხმიანებია... ნეტავ, როგორაა? რას შვება? ხანდახან მგონია, რომ მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი მე, რომ ვენატრებოდე... და ამ დროს რაღაც საოცრად მინდა ვინმე მოვიდეს, უკნიდან მომეხუტოს და მითხრას, რომ ვსულელობ... ბავშვივით ვიქცევი და დროა გავიზარდო... მაგრამ არავინ მოდის... მარტო ვარ... მარტო... სულიერად მარტო...
დედაჩემი - ფატი, სოციალური მუშაკია, საკუთარ პროფესიაზე უგონოდ შეყვარებული! რაც მთავარია ნამდვილი ქართველი ქალი! მე კი ქართველი ქალიშვილის კვალობაზე ზედმეტად თავისუფალი, უჩვეულო და თავისებური... დედაჩემი ხშირად მიმეორებდა: "ნუთუ ჩემი შვილი ისეთი უნდა იყოს,როგორიც შენ ხარ?!" მართლაც, დედას ქალიშვილი ნამდვილად სხვანაერი უნდა იყოს... თავიდან ბოლომდე ქართული! და არა თავისუფალი... ქართველებისთვის ჭეშმარიტი თავისუფლება უცნობი მცებაა, იმის მიუხედავად რომ მთელი ისტორიის განმავლობაში, უხსოვარი დროიდან მოყოლებული ბრძოლაში ვიბადებოდით, ვიზრდებოდით და ვკვდებოდით! ქართველი ერი სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა თავისუფლებისთვის, მაგრამ ცოტა თუ ხვდებოდა, რომ თავადვე ართმევდნენ მას საკუთარ თავს! თავისუფლება მრავალგვარია და ამინც თავისუფლება - თავისუფლებაა!
საზოგადოებას უყვარს ჩარჩოების დაწესება და მათში ისე მოქცევა, როგორც მუჭში, მე კი სასაცილოდ მეჩვენება ყოველი ხელოვნურად შექმნილი ბარიერი და ვაღიერებ მხოლოდ ათ მცნებას, რომელსაც სამწუხაროდ ძალაინ ხიშრად ვარღვევ, ხან უნებურად, უმეტესად კი შეგნებულად.
ფეხსაცმელი შავი მეცვა, ყვავილებიანი,თითქოს ასაკს მაკლებდა... მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელო დეტალად მიმაჩნდა, რომ საჭიროდ არ ჩავთვალე გამეხსენებინა ის ისტორია, რომლის დავიწყებასაც მთელი გულით ვცდილობდი, მაგრამ საუბედუროდ თუ სასბენდიეროდ არ გამომდიოდა...
-მამა, შენ არარაობა ხარ!-მინდოდა დამეყვირა, მაგრამ ხმის ამოღება ვერ მოვახერხე, თითქოს ენა არ მემორჩილებოდა.
მაინც გამირბინა თვალწინ იმ მომენტმა, როცა მაამჩემი საშუალო სიმაღლის, ქერა, ხვეულთმიან ქალთან ერთად დავინახე ერთერთ მაღაზიაში შესული... თვითონ აზრადაც არ მოსვლია თავში, რომ მისმა ქალიშვილმა გამოიჭირა იმ დაწყევლილ დღეს...
იმ დღიდან მოყოლებული, ქერა ქალები მთელი არსებით შემძულდა... მზარავდა მათი დანახვაც კი და ყველანაერად ვცდილობდი თავი ამერიდებინა მათთან ურთიერთობისთვის.
წამოვდექი,წელში ოთხმოცს მიტანებული მოხუცივით გავიმართე და ამოვიოხრე. თავის გაქნევით მოვიშორე ზიზღისამღძვრელი ფიქრები და გულში იმ სიმღერის ღიღინი დავიწყე მოდაში,რომ იყო და ნიკოლოზი მთელი გზა მასმენინებდა. ალბათ ამ საქციელით ვცდილობდი ის, ამაზრზენი ფიქრები ჩემ სიახლოვეს აღარ მომეშვა, მაგრამ გონებაში მაინც მერეოდა მოგონებები, ფიქრები, სახეები და ქერა ქალის ლამაზი ღიმილი, რომლის ჭეშმარიტ მშვენიერებას მე არასდროს ვაღიარებდი, გულშიც კი რადგან ისე მძულდა, როგორც არაფერი და არავინ ამ ქვეყნად. იცით? იყო დრო,როცა მე არ ვიცოდი რა იყო სიძულვილი... მაშინ გაცილებით უფრო ადვილი იყო ცოხვრება... სამწუხაროა, რომ ადამიანები სიძულვილს უფლებას ვაძლევთ, გულში რომ სულ ციცქნა ადგილი მაინც დაიკავოს ,მაშინ როცა შეიძლება მთელი ფართობი სიყვარულს დავუთმოთ.
სიყვარული... აი, რა მაკლდა მე... უხილავმა ძალამ მომიჭირა ყელზე და ისეთი უმწეობა ვიგრძენი, თავი პატარა გგონა მეგონა, პირველად რომ მიიყვანეს სკოლაში, საკლასო ოთახში შესული კი დედას დაემშვიდობა და შიშით დატოვა კარს მიღმა... მინდოდა მეტირა, მაგრამ ვერ ვბედვდი...
სიგარეტი ტუჩებთან მივიტანე, მაგრამ არ მომიწევია... და მაინც, გადავწვიტე რომ სიგარეტთან დამეგობრება ღირდა... თვალი სიბნელეს გავუშტერე... არაფერს განვიცდიდი... მხოლოდ დაღლილობას ვგრძნობდი და მთრგუნავდა ჩემი სიცარიელე. თვალზე მომდგარი ცრემლები რიგრიგობით გადმოცვივდნენ, მაგრამ არ მომიწმენდია. თბილი იყო და უჩვეულოდ "ჩემი", ძალიან ჩემი! იმდენად ჩემი, რომ გამიკვირდა კიდეც... ბოლო ნაფაზი დავარტყი, სიგარეტის ნარჩენი იქვე, კიბეზე დავაგდე და ფეხით გავსრისე... ისე, ფეხით გასრესა, რომშემძლებოდა ჩემი პრობლემების, დარდის, არასასურველი მოგონებების და ნარცისიზმით შებყრობილი იმ უამრავი ადამიანის, ირგვლივ რომ დამტრიალებდნენ - დავისვენებდი!
სახლის კარებამდე მისვლამდე კიბეების თვლა დავიწყე და იმის მიუხედავად, რომ არც ისე ბევრი იყო, წამდაუწუმ მერეოდა თვლა, ერთი და იგივე რიცხვებს ორჯერ ვიმეორებდი ან ათვლას წამდაუწუმ თავიდან ვიწყებდი.
კარი, რომ გავაღე ჩემი შუქჩამქვრალი, უკუნეთის ბადეში გახვეული სახლი უჟმურად შემომეგება, თუმცა მე შეჩვეული ვიყავი ამ უჟმურობას და მიყვარდა კიდეც, მაგრამ არ ვიცოდი გრძნობდა თუა რა სახლის კედლები იგივეს ჩემდამი... შემოსასვლელში ფეხზე გავიხადე და იქვე მივყარე ფეხსაცმელები, საწოლოთახში მისვლამდე გამახსენდა, რომ ჭურჭელი მქონდა გასარეცხი, ღამე მივხედავთქო ვარწმუნებდი თავს მთელი დღის განმავლობაში. საძინებელში ნელი ნაბიჯით შევედი, ლოგინს მივუახლოვდი თუ არა მოწყვეტით დავეხეთქე და ისე ჩამეძინა, ვერც კი მივხვდი.
-შემეშვით!
-დამანებეთ თავი!
-დამტოვეთ მარტო!
ყველაზე ხშირი ფრაზები იყო ჩემთვის... მღლიდა ადამიანებთან ურთიერთობა, იმ ხუმრბებზე ძალით სიცილი, რომელიც სულ არ იყო სასაცილო, ყოველთვის ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა, ანგარიშის გაწევა მთელი მსოფლიოსთვის და რაც მთავარია იმ უხილავ გისოსებში ყურყუტი, რომლიდანაც თავის დაღწევა ისეთივე წარმოუდგენელი იყო, როგორც ვარსკვლავების დაკრეფა... და მართლაც! ამისრულეს თხოვნა... ყველამ რიგრიგობით დამტოვა, ბოლოს კი აღმოვაჩინე,რომ თითქმის აღარავინ დარჩენილიყო და იმის მაგივრად,რომ მეზრუნა იმაზე,ვინც შემომრჩა ისინიც არ დამეკარგა,პირიქით "ფეხებზე დავიკიდე",ისე როგორც ოცდამეერთე საუკუნეს სჩვევია.
მარტოობა?! ყველა ადამიანი მარტოა ყოველთვის და თან არასდროსაა მარტო,უბრალოდ ზოგი ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევს და ზოგი მეტს...
საწოლზე ვეგდე გამოცვლილი ტანსაცმელივით, რომლის დაკეცვა და გარდერობში შედება დაეზარა პატრონს და ჩაძინებულსაც კი მინდოდა ვინმე მოსულიყო ჩემთან, თბილად ეკოცნა შუბლზე და გადაეფარებინა ჩითის კაბასავით თხელი საბანი...


***********************
-მოსული ვარ... - მითხრა ნიკოლოზმა.
-ჩამოვდივარ! - მივუგე და სახლიდან გავედი. კარი ჩავკეტე და კიბეებზე დავეშვი.მეექვსე სართულზე ჩემ მეზობელ ინას კარები ღია დაეტოვებინა, რაც ძალიან გამიკვირდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ინა არასდროს ყოფილა უყურადღებო გოგო, მერე მეორე - იმის მიუხედავად, რომ ძველი დროისგან განსხვავებით კრიმინალი მეტწილად აღმოფხვრილია, მაინც საშიშია ღია კარში ცხოვრება. ალბათ, ვინმეს ელოდებოდა, თუმცა ეგ ჩემი საქმე ნაკლებად იყო და საერთოდაც, არ მაინტერესებდა.
ნიკას მივესალმე და სარკეში ჩავიხედე. დღეს გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდი ვიდრე გუშინწინ.
-როგორ ხარ თაი?
-შენი მანქანის, გაპრიალებული, სარკესავით...
ნიკუშას გაეცინა.
-თავად? - გავხედე, როცა საკუთარი თავის თვალიერებას მოვრჩი.
-შენი შემდეხვარე როგორ ვიქნები?
-აღბრთოვანებული! დატყვევებული! სასიამოვნოდ შეცბუნებული! - ვუპასუხე წამონთებული თვალებითა და გულახდილი სიცილით.
-ხო! ხო! სამივე ერთად!
-ძალიან კარგი... - ავღნიშნე და ისე დავუხამხამე თვალები მულტფილმებში რომ იციან საყვარელმა და სასაცილო პერსონაჟებმა.
-ვატყობ კარგ ხასიათზე ხარ!
-შენც გაგიკვირდა, არა?!
-მოხდა რამე?!
-კი! დღეს დილას თვალები გავახილე და მივხვდი, რომ თუ მე არარაობა ვარ, მამაჩემი უარესია!!!
უხერხული დუმილი ჩამოწვა. გარეთ სიო ქროდა. ვიცოდი ნიკოლოზი, რომ დავაბნიე... მასთან ხომ არასდროს მიხსენებია ჩემი მშობლები აუგად. მეტიც ,საერთოდ ვერიდებოდი ახლობლებსა და ოჯახის წევრებზე საუბარს...
-აქ დგომას ვაპირებთ თუ დავიძრებით? ამას იმიტომ გეკითხები ნიკუშ, რომ დაგვავიანდება ასე თუ გავაგრძელეთ...
ნიკოლოზი ძალიან კარგი ადამიანი იყო: მხიარული, საყვარელი, გამგები, კომუნიკაბელური, ერთგული და პატიოსანი, ვიცოდი, რომ მოვწონდი და იმის მიუხედავად რომ შესანიშნავად ვაანალიზებდი ჩემი საქციელის მცდარობას, მაინც ვსარგებლობდი მისი ჩემდამი გრძნობებით, თუმცა არაფერს ვპირდებოდი და არც მეგობრობის ზღვარს გაცილებულ სიმპათიას ვაგრძნობინებდი, რადგან არ მინდოდა ილუზიები შეექმნა. სოლომონ ბრძენს ხელის გულზე ეწერა: "ესეც გაივლის..." ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მე ნიკუშაც ცხოვრების ის მოკლე მომენტი ვიყავი, მალე რომ ჩაივლიდა და წარსულის ლამაზ მოგონებად გადაიქცეოდა.
ნიკამ მანქანა დაძაბულმა დაძრა. უსათუოდ ჩემ სიტყვებზე ფიქრობდა და ვერც შეკითხვის დასმას მიბედავდა. ეკლესიას ჩავუარეთ,მე პირჯვარი გადავიწერე მერე კი რადიო ჩავრთე. FM.105.5-ზე მუსიკა ჟრერდა...
-დღეს დედაჩემის დაბადების დღეა... - დაიწყო ნიკამ ხმადაბლა. ალბათ, სასაუბრო თემას ეძებდა და დღეობას ჩაებღაუჭა.
-გილოცავ! რამდენი წელი შეუსრულდა?
-ორმოცდარვა.
-შეურჩიე საჩუქარი?
-კი... რძალი....
-რძალი?! შენ რა ცოლი მოგყავს?!
-ხო... არა, უფრო სწორად... -წამით გაჩუმდა, დაფიქრდა ღირდა თუ არა თქმად, მერე კი უფრო თავდაჯერებით განაგრძო:
-ჩვენს ურთიერთობას სტატუსი მინდა მივანიჭო...
-ჩვენსას? - გავირვება ვერ დავმალე. -ანუ, ჩემსას და შენსას? - ვერაფრით ვიფიქრებდი თავიდან, ჩემზე თუ იყო ლაპარაკი, ნუთუ მე მგულისმობდა მის საცოლეში, არ მჯეროდა რომ მართლა წარმოვედგინე მის მეუღლედ.
-ხო...
არ ვიცოდი გამეცინა თუ არა... ხუმრობდა იქნებ... ან პირიქით... ასეთი ხუმრობები არ ჩვეოდა... ნუთუ ახალი იყო რამე?!
-მართლა ამბობ?
-ხო, მეტყობა რამე ხუმრობის?
-კი, მაგრამ ჩვენს ურთიერთობას გადასარევი სახელი აქვს უკვე, თუ დაგავიწყდა დიდი სიამოვნებით შეგახსენებ - "მ ე გ ო ბ რ ო ბ ა!" - ვთვი და ვცადე პირდაპირ სახეში მეყურებინა და გამოიხედებოდა თუ არა ჩემსკენ, თვალებში ჩამეხედა, მაინტერესებდა რას დავინახვდი მათში... თვალები ხომ სულის სარკეა, უბრალოდ უნდა შეგეძლოს მათი ამოცნობა...
-მეგობრები... მეგობრები! -ვიმეორებდი უფრო ჩემთვის, ვიდრე მისთვის -რა არა?! - შევძახე ბოლოს, ისე თითქოს აღმოჩენა გამეკეთებინოს. არასდროს დამავიწყდება ნიკოლოზის სერიოზული სახე, სევდამ რომ გაადურბინა და თვალებში ნაღველი მოაწვა .ჩუმად იყო...ან რა უნდა ეთქვა?! სიჩქარეს უმატა... რადიოს შენობას გავცდით...
-საით?
-გავისეირნოთ ცოტა....
მე და ნიკოლოზმა უცნაურად გავიცანით ერთმანეთი და ყოველთვის,როცა იმ დღეს ვიხსენებთ, სიცილით ვიხოცებით, რაც მთავარია ყველგან ვყვებით.... უნივერსიტეტიდან გამოვდიოდი, როგორც ყოველთვის ცუდ ხასიათზე ვიყავი და ჩვეულებისამებრ ვეკითხებოდი თავს ამაზე უარესი ხაღა უნდა მოხდესთქო? (რა გასაოცარიც არ უნდა იყოს, ყოველთვის უარესზე უარესი ხდება, როცა წუწუნს იწყებ, ეს იმიტომ რომ კარგად დაინახო, რომ არც ისე ცუდ დღეში ხარ, როგორც გგონია). ნიკა ქუთაისში ახალი ჩამოსული იყო და ქუჩებში ვერ ერკვეოდა, რადიოში უნდოდა მისვლა და გრძელი გზით იყო წამოსული. უნივერსიტეტთან იმ იმედით აპირებდა გაჩერებას, იქნებ ვინმემ დამაკვალიანოსო.... დაკვალიანების რა მოგახსენოთ და დიდ შარში კი გაყო თავი... არასდროს დამავიწყდება როგორ დამეჯახა(მსუბუქად, მაგრამ მაინც დაჯახება ჰქვია!)... ვიფიქრე დათვლილია ჩემი სიცოცხლის წამებითქო, წამოვიკივლე და დავეცი... თვალებში დამიბნელდა... მთელ სხეულში საოცარმა ტკივილმა დამიარა და ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ტკივილი უფრო და უფრო ძლიერრდებოდა და თანდათან აუტანელი ხდებოდა. ნეტა გული წამსვლოდა!
-კარგად ხარ?! - მითხრა შეშფოთებული ხმით, მანქანიდან გადმოსულმა. სულელი! როგორ შეიძლება ასეთი რამე კითხო ადმაიანს, რომელიც ცოტა ხნის წინ მანქანით გაიტანე და ლამის სიცოცხლეს გამოასალმე! გემრიელად ვეჩხუბებოდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ თავი არ მქონდა. ძირს ვეგდე და ვიკრუნჩხებოდი. ხალხი შეიკრიბა, მათი ხმა მესმოდა, ჩურჩული და აქეთ იქით გადაძახილ-გადმოძახილი. ნიკოლოზი ანერვიუელებული იყო, იმწამსვე შევატყვე ამოიღო თუ არა ხმა, მაგრამ თავის ხელში აყვანა შეძლო, დაიხარა და მკლავებში მომიქცია. არ გავძალიანებულვარ. ვფიქრობდი სავსებით სამართლიანი გადაწყვეტილება იყო, დამაშავა და უნდა ემკურნალა კიდეც ჩემთვის, თორემ მე ჯიბეგამოფხეკილს სად მქონდა სახსრები. გამიმართლა უპასუხისმგებლო ლაჩარი, რომ არ შემხვდა, რომელიც ისე დამტოვებდა და გაიქცეოდა უკანაც არ მოიხედავდა, მობოდიშებაზე ზედმეტია ლაპარაკი. ნიკამ მანქანის უკანა სავარძელზე დამაწვინა, თავქვეშ თავისი გადახვეული ქურთუკი ამომიდო, უფრო კომფორტულად რომ მეგრძნო თავი,მოტეხილი ფეხი კი ჩანთაზე შემომადებინა.
-ძალიან გტკივა?-მკითხა და ტუჩზე იკბინა.
-სულ ასეთ უადგილო შეკითხვებს სვამ?! - ლამის ვუყვირე. უსიტყვოდ გამშორდა. მანქანა რომ დაიძრა, მხოლოდ მაშინ მივხვდი,რომ წინ ნიკას გარდა კიდევ ვიღაც იჯდა, ჩემი ლექტორი-ნათელა აღმოჩნდა... ო, ღმერთო, ეს მაკლდა სრული ბენიდერებისთვის... მთელი გზა ენა არ გაუჩერებია, მე კი თვალი არ გამიხელია... არც დანახვა მინდოდა მისი და არც მოსმენა, მაგრამ სამწუხაროდ მეორე სიამოვნებას მოკლებული ვიყავი. ფეხი ძალიან მტკიოდა და რომ არ მეკივლა ენაზე კბილებს ვიჭერდი და სისხლი მდიოდა,თითები კი მომუჭული მქონდა და ხელის გულები დაკაწრული.
-მოვედით!-თქვა ლექტორმა, თავისი ჩახლეწილი ხმით.
მანქანის კარები გაიღო და კვლავ ნიკას მკლავებში ავღმოვჩნდი. სხვათაშორის არ იყო ურიგო, დაცულად ვგრძნობდი თავს და მკერდთან როცა მიკრავდა უფრო და უფრო მეტ სიმშვიდე შემოდიოდა ჩემ სხეულში, მეტიც როცა რაღაცეებს მებუტბუტებოდა, ტკივილიც მინელდებოდა შედარებით... და მაინც, მე ვიცოდი,რომ ის არ იყო ჩემი "ოცნების პრინცი!"....
ფანჯარა ჩამოვწიე. გრილმა ჰაერმა შემომიბერა, მესიამოვნა. ღრმად ჩავისუნთქე და საათს დავხედე.
-მეტყვი რამეს თუ დუმილს ამჯობინებ? -ვკითხე და საღეჭი რეზინა ჩავიდე პირში, შემთხვევით,რომ აღმოვაჩინე ჩემი ჯინსის ქურთუკის ჯიბეში.
-მეც მომეცი... - მითხრა დაბალი ხმით, რომელშიც არანერი ემოცია არ იგრძნობოდა.
ორი ბალიში გავუწოდე.
-როგორც რეკლამაშია, არა? - გახუმრება სცადა და ძალითაც გაიღიმა. მე რეაქცია არ მქონია, წინ ისეთი ინტერესით ვიყურებოდი თითქოს ჰორიზონტს იქით მომავლის დანახვას ვცდილობდი.
-ხომ იცი, რომ მომწონხარ... - დაიწყო ბოლოს გაბზარული ტონით და რადიოს დაუწია.
-კი,ვიცი...
-მაგრამ, მაინც არასდროს მოგიშორებივარ თავიდან...
-მხოლოდ სულელი გააგდებს შენნაერ ადამიანს.... იცი რა კარგი ხარ? - გამოვუტყდი გულახდილად.-არა, არ იცი! თორემ ჩემთან ერთად ყოფნა თავში აზრადაც არ მოგივიდოდა! ვიცი,ბანალურად ჟღერს ,მაგრამ მართლა ზედმეტად კარგი ხარ ჩემთვის...
-ხუმრობ? - ხმა აუკანკალდა.
-გგონია ვხუმრობ?
-თაი!
-ხო ,ნიკა, ხო?!-ხმას ავუწიე, თავს ვერ ვაკონტროლებდი, თითქმის ვყვიროდი.
-შენ ხომ... - ცადა მორიდებით ეთქვა ჩემთვის რასაც ფიქრობდა, მაგრამ გავაწვეტინე.
-მე რა?!, მე, რა, ნიკა?!
არაფერი უპასუხია...
-მითხარი! თქვი! თვითქო! -უკვე ვყვიროდი. მინდოდა არსებიდან ყველა ის გრძნობა გამომედევნა მაშინ, ჩემში, რომ ბობოქრობდა, მაგრამ ყვირილი არ მშველოდა.
-შენ...
-მე?! - მოთმინების ფიალა ამომეწურა. ნუთუ ასე ძნელია საყავრელ ქალს გაუზიარო ის რასაც საჭიროდ თვლი, განიცდი, გრძნობ, ის რაც გაფორიაქებს, გაბრკოლებს! მოკიდო შენ სულს ხელი და სხეულიდან ამოათრიო, წინ გადაუშალო და ღრმად ჩაახედო მასში.
-შენ ხომ...
-იდეალური ვარ?! სრულყოფილი?!
თავი დამიქნია. ვიცოდი რომ რაღაც ამდაგავრს იტყოდა, ზედმეტად კარგად გავიცანი ამ ორწელიწადში. მაშინ მზად ვიყავი გემრიელად გამეწნა მისთვის სილა, იქნებ გონს მოსულიყო. იდეალურიო!!! არ არსებობენ იდეალური ადამიანები! არსებობენ მხოლოდ სრულყოფილი მთლიანობები, მე და ნიკა კი შორს ვიყავით მათგან... ჩანთიდან წინა დღეს შეძენილი სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე. ნიკამ გაკვირვებული თვალები შემომაფეთა და გულდაწყვეტილმა წარმოთქვა ჩემი სახელი...
-შენ ხომ არ ეწეოდი.. - დააყოლა მერე.
-ახლა ვეწევი! - მივუგე მკვახედ.
-ეგ არაფერს ცვლის...
-ნიკა, შენც უნდა ხვდებოდა უკვე, რომ მეგობრობაც კი აღარ გამოგვივა...-ვთქვი ცივად და თავდაჯერებით.
-არ მინდა შენი დაკარგვა...
-აქამდე უნდა გეფიქრა ამაზე... დღევანდელის მერე ვეღარაფერზე დავხუჭავ თვალს..
-თაი, მიყვარხარ... - წარმოთქვა ისე თითქოს ქართული ახალი ნასწავლი ჰქონდა და მეტყველება უჭირდა... იმ დღეს პირველად და უკანასკნელად გავიგონე მისგან ეს სიტყვა... ვუყვარდი ....ეგონა, რომ ვუყვარდი....
ნიკოლოზმა მანქანა გააჩერა, ჯერ მაგრად მოუჭირა საჭეს ხელები ,ისე რომ დაეძარღვა, ემოციების გადატანა უნდოდა ალბათ უსულო საგანზე, მერე კი ერთბაშად მოეშვა და სავარძელს მიეყუდა მოწყვეტით.
-ვიცი... - ვუპასუხე მე და საოცრად მომინდა მეც მყვარებოდა... მაგრამ ადამიანის შეყვარებისთვის მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი... სიყვარული არ გვითანხმდება მოსვლაზე...
-ფიქრობ, რომ ვერ ვამჩნევ, როგორი თვალებით მიყურებ ყოველთვის? როგორ ზრუნავ ჩემზე და ცდილობ ყველაფერში დამეხმარო?! განა არ ვიცი, რომ შენი ჩემდამი დამოკიდებულება დიდი ხანია გაცდა მეგობრობის საზღვრებს!შენ ყოველთვის ცდილობ უსიტყვოდ გამიგო... ნიკუშ, ხომ იცი რომ არაფერი გამოგვივა მე და შენ...
-რატომ თა... რატომ?!
-იმიტომ, რომ მე ზედმეტად თავისუფალი ვარ, შენ კი პირიქით....
-და... მაინც,რომ ვცადოთ?!
-ნუთუ, ადამიანებს იმდენად გრძელი სიცოცხლის გზა გვაქვს, რომ ღირს დროის ტყუილუბრალოდ კარგვა?! - ვკითხე რიტორიკული ტონით და მანქანის კარის სახელური ჩამოვწიე. ჩაკეტილი დამხვდა.
-გამიღე - ვუთხარი წყნარად, ისე რომ მისკენ არც კი გამიხედავს... თვითონაც თვალს მარიდებდა. საინტერესოა ასეთ მომენტებში ადამიანები, რატომ ერიდებიან ერთმანეთის დანახვას.
-გამიღე! - გავუმეორე უფრო მკაცრად. არ დამომერჩილა, მაგრამ ვიგრძენი როგორ მოატრიალა თავი ჩემსკენ, ზურგზე მისი მზერა მეტკინა, სევდიანი და გულდაწყვეტილი.
-გააღებ? - ვკითხე ამოუცნობი ემოციით სავსემ. დუმილით მიპასუხა და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ რამდენჯერაც არ უნდა გამემეორებინა გააღეთქო, დაუმორჩილებლობას ამჯობინებდა გაუხედნავი ცხენივით და მეტ წინააღმდეგობას წავაწყდებოდი მისგან. მაშ რა უნდა მექნა?!
-არ მიშვებ? - არ დავნებდი.
-რგორ ატყობ? - ნეტავ, რას გრძნობდა ამას როცა მეკითხებოდა?
-სათქმელი გაქვს რამე?
-არაფერი....-ამ უარში იმხელა თანხმობა დავინახე, შეუძლებელი იყო მანქანიდან გადასვლა არ გადამეფიქრებინა.
-მაშინ მალე, გთხოვ, სამსახურში მაგვიანდება...
-არა მხოლოდ შენ....
საყავდურის თვალებით გავხედე და პირველად აღმოვაჩინე, რომ მასთან ურთიერთობა მიჭირდა. გაშეშებული შევყურებდი და ვფიქრობდი, რამდენხანს ვიდგებოდით ბიუსტებივით.
-თა.... -წაიჩურჩულა და ჩემსკენ გადმოიწია. ძლიერი მკლავები გაშალა, მომხვია, მისკენ მიმიზიდა და მკერდზე მიმიკრა.
FM.105.5-ზე მგზავრების "ცხელი შოკოლადი" ჟრერდა,
-თა.... შენ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი ხარ!
-შენ კი ყველაზე ბრიყვი მამაკაცი! - ხმა ჩამიწყდა და ცრემლები მომაწვა.
-თა... შენ სითბო გჭირდება,იცი?
ცრემლი გადმომეპარა ქუთუთოების საბყრობილედან და შემრცხვა მისი შეჩერება, რომ ვერ მოვახერხე.
-სიყვარულს ითხოვს შენი მთელი არსება... -ვრთოდი. ნიკა გრძნობდა ამას და აგრძელებდა თითქმის ჩურჩულით ლაპარაკს.
-ალერსი და მოფერება უნდათ შენს მხრებს,ლამაზ კისერს, ხელებსა და მთელ სხეულს...
მართალი იყო ნიკა... ახალი არც არაფერი უთქვამს... შეუძლებელი იყო თავის ხელში აყვანა და როცა გულიანად ავქვითინდი სულაც არ გამკვირვებია... ამ ყველაფრის გაგონება იმაზე გაცილებით უფრო მტკივნეული აღმოჩნდა ვიდრე მასზეე ფიქრი... ისე ცხადად არასდროს მიგრძვნია უწინ მარტოობა.
-ნუ ტირი... - მამშვიდებდა ნიკა, რომელსაც არ ესმოდა ჩემი ოცნების პრინცი ვერასდროს რომ ვერ გახდებოდა, იმის მიუხედავად, რომ თითქმის იდეალური მამაკაცი იყო, მართლაც.
ნიკოლოზი ნაზად მოვიშორე, არასდროს ყოფილა ჩემში იმდენი სინაზე, როგორც მაშინ. ქვედა ტუჩი მოვიწუწნე და ნიკას ჩემკენ ხელმეორედ წამოღებული ხელი შევაჩერე,
-ცრემლები მინდა მოგწმინდო...
-მეთვითონ... - შემოსაცმელის მკლავებით გავიმშრალე სველი ლოყები და სიგარეი გადავაგდე.
-ვიცი მარტოდ გრძნობ თავს... - დამიყვავა ნიკოლოზმა და თავზე ხელი გადამისვა ისე, როგორც მამაჩემის ძმაკაცებმა იცოდნენ, ჩემ პატარაობაში.
-და ცარიელი ხარ...- განაგრძო მეტი სითამამითა და თანაგრძნობით.
-მართალია, მაგრამ შენ ამ მარტოობასა და სიცარიელეს ვერც ამოავსებ და ვერც გაუმკლავდები... - ვუთხარი მტკიცედ.
-დარწმუნებული ხარ? - მკითხა გულგატეხილმა და ღილაკს დააჭირა თითი. კარები გაიღო, აწი თავისუფლად შემეძლო გადასვლა...
-სავსებით - მივუგე, მაგრამ არ გავნძრეულვარ.
-წავიდეთ სამსახურში...-ვთხოვე და მხარზე ხელი ჩამოვუსვი.
ნიკოლოზმა მანქანა დაძრა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს ნაღვლიანი სვლით ჩაება.
რადიოს შენობის კიბეებზე ავდიოდით,როცა მხარი გავკარი:
-ნიკუშ, წამოვალ დღეს დედაშენის დაბადების დღეზე, მაგრამ არა, როგორც საცოლე....


*************************
ნიკოლოზის დედის დაბადების დღიდან წამოსულს სულში მარტოობა მტკიოდა. დუმილში ვახრჩობდი ცრემლებს და ვცდილობდი არ მეტირა... ვხვდებოდი ჩემს არსებაში რაღაც აუხსნელი ხდებოდა და თავისთვის უნდა მეშველა... მაგრამ როგორ?! სიცარიელე რომელიც აქამდე მეუფლებოდა ყველგან და ყოველთვის მარტოობის ტკივილმა ისე სწრაფად და მკვეთრად შეცვალა,რომ ვერც კი შევნიშნე ეს, რატომ მოხდა...
მოსახვევთან ნიკოლოზს აღარ მივუყვანივარ... ახლა უკვე ტაქსით მივდიოდი ჩემი სეზონურად მხიარული ქუჩისკენ, რომლის განწყობაც რატომღაც არასდროს შემოდიოდა ჩემში... ტაქსის მძღოლს სადარბაზოსთან გავაჩერებინე, საფულიდან უხალისოდ ამოვიღე ფული და გავუწოდე.... ლარიანი,აი რა დამრჩა... ერთადერთი ლარი... სასწრაფოდ უნდა მესესხებინა ფული, მაგრამ სალაპარაკოც კი არ მქონდა ვინმესთვის, რომ დამერეკა, თან უკვე გვიანი იყო და საკუთარი დის გაღვიძებაც კი მომერიდა...
მეორე დღის იმედი მქონდა, ავკრიფავდი *110# და გავაგზავნიდი ჩემ დედმამიშვილთან "გთხოვ დამირეკე"-ს... სიგარეტი ჩავიდე პირსში და წარმოვიდგინე როგორი იქნებოდა ჩვენი დიალოგი. ჯერ,ჩვეულებისამებრ ვაგზავნი "გთხოვ დამირეკე"-ს, მაგრამ უყურადღებოდ მტოვებს... მაშინ ვიღებ კრედიტს და ვკრეფ მის ნომერს... გადის... ის იღებს მობილურს, ხედავს მის ეკრანზე დაწერილ ჩემ სახელს, მაგრამ არ მპასუხობს... იცის რისთვისაც ვრეკავ.... მე არ ვეშვები.... არ ვთიშავ! ისევ ისევ და ისევ ვრეკავ... ტელეფონს ხმას ურთავს, მაგრამ მაინც ცქმუტავს... ბოლოს ვეღარ ითმენს და დაღლილი ხმით იღებს:
-ალო...- მის "ალოში" იგრძნობა მისი ყველა განცდა და თავში გავლებული ფიქრი.
-ხო, დაო, მე ვარ! ისევ და ისევ მე! და არავინ სხვა! - ვპასუხობ მოჩვენებითი სიხალისით და მინდა მიწა გამისკდეს... მერამდენედ უნდა მივაკითხო ფულის სასესხებლად?! მაგრამ თუ არა ღვიძლ დას, მაშ ვის?!
-რას შვები? როგორ ხარ? -ვაგრძელებ სიკეკლუცით, რომელიც გულს მიღონებს, მინდა გავჩუმდე და დუმილით მივახვედრო რომ ჩემთვისაც საშინელია ეს წუთები...
-რა ვიცი თაი, ბავშვი გამიხდა ავად, ყელის პრობლემაა, ექიმმა მითხრა კარგს ვიზამთ გლანდებს თუ ამოვჭრითო...
-როდინდელი ამბავია?
-სამი-ოთხი დღის...
-უი... გამოვალ, გნახავთ....
მესმის მარიტას ოხვრა... ისეთი გრძნობა მეუფლება თითქოს ჩემი ნახვა არ უნდა. გულზე სიმძიმე სვგრძნობ, მუხლები მეკეცება, ხელი მიკანკალებს...ვეღარაფერს ვპასუხობ... მისი დუმილისა და ოხვრის სიმფონია გაუსაძლისია...
-მარიტ... გამოჯამრთელებას ვუსურვებ პატაარას, აბა !ღმერთი იყოს შენი მფარველი - ვლუღლუღებ ცრემლმორეული და ვთიშავ... ისეთი განცდა მაქვს თიტქოს მსოფლიოში ყველაზე მარტოსული ადამიანი ვიყო, ობოლი... სულით და ხორცით ობოლი...
სადარბაზოს წინ მდგარ მანქანას მივეყრდენი, თავი ჩავქინდრე და დავფიქრდი ვისთვის შეიძლებოდა დახმარების თხოვნა მარიტას გარდა... დედა... დედას როგორც ყოველთვის ჯიბეში ედებოდა მობილური, რომ დამერეკა და უცბად აიღებდა, მაგრამ ხმას არ გაიღებდა...
-გამარჯობა - შევჩერდებოდი, დავფიქრდებოდი რა მეთქვა "დედი?", "დეე?" თუ სახელით მიმემართა....
-თაი ,დედუ, როგორ ხარ?-მიპასუხებდა თბილი ხმით, რომელშიც მაინც შევნიშნავდი წყენასა და ბრაზს, თუნდაც დაფარულს....მაინც ვერ მპატიოს თავისუფლებასა და იმას, "სხვა" რომ ვარ!
-კარგად ვარ, დე... შენ? - რომელიღაც საიტზე წავიკითხე, რომ თურმე ადამიანი დღეში საშუალოდ ოთხს ტყუილს ამბობს, წელიწადში-1460, ამ ტყუილებიდან კი ყველაზე გავრცელებულია: "კარგად,შენ?"
-სამსახურიდან წამოვედი... - მიპასუხებდა დედა სხვათაშორის, მაგრამ ინტონაციის მიღმა არც თუ ისე ოსტატურად დამალულ დარდს მაინც ადვილად აღმოვაჩინდი, ალბათ იმიტომ,რომ კარგად ვიცნობ დედაჩემს.
-რატომ? - შემომეყრებოდა გულზე და ხმაზეც დამეტყობოდა, უსათუოდ.
-უი, ნუ იდარდებ შენ, პარატავ! - შეიცხადებდა დედა. ჰმ... რაღა პატარა ვარ, თუმცა არ მექნება ბრაზის მიზეზი, მშობლებისთვის ხომ შვილები სიცოცხლის ბოლომდე პატარებად რჩებიან... ყოველთვის მეღიმებოდა ხოლმე ამაზე...
-მეტყვი რა მოხდა?
-ახალი უფროსი მოვიდა და კადრების შეცვლა გადაწყვიტა... ბევრი დაითოხვა, მე ვერ გამიშვა, კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მაგრამ მავიწროვებდა, ჩამომაქვეითა, ხელფასი შემიმცირა, დღე არ გავიდოდა უსაფუძვლო შენიშნა არ მოეცა... მოკლედ, არ მიღირდა ამდენ ნერვების შლად არანაერი ხელფასი! ფულს ვერ შევეწირები, მაშინ როცა თქვენ გჭირდებით... -მომიგებდა და გავიგონებდი ფეხსაცმლის გახდის ხმას.
-დღეს მოხდა ეს ამბავი?
-კი....
-მამას უთხარი უკვე?
-კი...
-რაო?
-რავიცი... არც არაფერი...
-როგორ თუ არაფერი?!
ასე იცის ხოლმე დედამ... მთელი ისტორია რომ გადახდეს თავს, ორ სიტყვაში მოყვება ან სულაც იტყვის არაფერიო... ნეტავ, რას ეტყოდა მამა ამ შემთხვევაში? მართლა ასე რომ მომხდარიყო? დედას დაკარგული სამსახური დაკარგულ ხელფას ნიშნავდა, ეს კი არ აწყობდა ნამდვილად ჩემ ძვირფას მშობელს, მერე ვინღა დაახარჯავდა იმდენს თავის ქერა საყვარელს?!
ფიქრებიდან გამოვერკვიე... მართლა ისე, რომ მომხდარიყო, როგორც წარმოვიდგინე, ვერც დედას ვთხოვდი ფულს, აქეთ უნდა დავხმარებოდი...
სიგარეტი გადავაგდე და მანქანას მოვშორდი, მაგრამ სადარბაზოში ჯერ არ ვიყავი შესული, როცა ჩემი ბიძაშვილი - ნანო, ამომიტივტივდა გონებაში... რას მეტყოდა ის, ამ გასაჭირის ჟამს, რომ შევხმიანებოდი...
-თა... ვეცდები გიშოვო ფული და მოგაწვდინო, მაგრამ ცოტა დრო დამჭირდება... შეძლებ დაცდას? -როგორ უნდა უთხრა ასეთ დროს ადამიანს, რომ წუთითაც ვერ გაჩერდები უფულოდ, რადგან მის გარეშე სუნთქვის უფლებაც კი არ გაქვს, ჯიბეში კი ლარიანიც კი აღარ გიდევს, რადგან სამსახურში წასვლისას მგზავრობას მოახმარე.
-რათქმაუნდა... მაგრამ ეცადე, მალე იყოს... - ვუპასუხებდი მე და დაკიდებამდე თავის ამბებს გამოვკითხავდი, რომ არ ჰგონებოდა, რომ მხოლოდ ფულის სათხოვნელად შევეხმიანე, თუმცა რეალურად ასეც იქნებოდა....
სადარბაზოდან გამოპარული კატა ფეხებში გამიძვრა და გული გამიხეთქა. შევკივლე, შევხტი, წონასწორობა ვერ შევინარჩუნე, დავეცი და თავი იმ მანქანას ჩამოვარტყი ცოტა ხნის წინ გემრიელად რომ მიყუდებოდი. თვალებში დამიბნელდა, მეგონა უსაშველოდ დიდი ლოდი ჩამარტყეს თავში, ისე რომ წარბიც არ შეუხრიათ. საშინლად მეტკინა თავი, გამიკვირდა გონება რომ არ დავკარგე. მანქანა გულისგამაწვრილებლად აკივლდა, ისე თითქოს ცოცხალი იყო, გრძნობდა მოპარვას უპირებდნენ და პატრონს ეძახდა საშველად. "ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის!" -ამოვიოხრე, ოდნავ წამოვიწიე და თავი მოვისინჯე, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიტეხე და მართალიც ავღმოვჩნდი. ხელზე სისხლის სისველე ვიგრძენი და კანკალმა ამიტანა... მანქანა ისევ შემზარავად უხმობდა მფლობელს....
-ღმერთო,რა ხიფათიანი ვარ! - გავბრაზდი საკუთარ თავზე. სისხლიანი ხელები თავს მოვაშორე, შეშინებულს წამოდგომა გამიჭირდა,ხელებით მანქანას დავეყრდენი და ფრთხილად წამოვიწიე... თავის ტკივილს არ გაუვლია... თავბრუც მეხვეოდა, ვიცოდი ჩემ მხსნელად არავინ გამოჩნდებოდა და თავად უნდა მემარჯვა... თუმცა არ იყო ადვილი... თავს ისე უმწეოდ ვგრძნობდი,მინდოდა მეყვირა,მაგრამ არ ვიცოდი რა...


********************************

მანქანის ჩართულმა სიგნალიზაციამ, ქუჩაში ზანტად ჩამოწოლილი მყუდროება დააეღვია. იქვე "ბირჟაზე" ჩამომდგაარმა უსაქმურება ჩემსკენ დაიწყეს ინტერესით ცქერა, მაგრამ რადგან ლამპიონები მხოლოდ ბჟუტავდნენ, მთვარის შუქზე ვერაფერი დაინახეს მანქანისა და ჩემი სილუეტის გარდა. გავიგონე ერთმანეთს რაღაცას, როგორ ეუბნებოდნენ ჩემზე.... მიჩვეული ვიყავი ხშირად, რომ ვხვდებოდი საუბრის ობიექტი, მაგრამ მაინც გავღიზიანდი. ვიცოდი უკვე კარგად ნაცნობი წითელმაისურიანი ვაჟბატონი იქვე იყო და შეიძლებოდა მოსვლა გადაიწყვიტა, მოსალმება და გამოლაპარაკება, ისეთ უაზრო თემაზე, როგორიც მისი ს სიგრძეა... ამიტომ სადარბაზოში შესვლა ვიჩქარე, თუმცა უყურადღებოდ არ დამრჩენია მეექვსე სართულის აივანზე უეცრად ანთებული შუქი. პირველზე შევაბიჯე თუ არა მანქანის სიგნალიზაცია გამოირთო და ღამემ უწინდელივით თვლემა განაგრძო. წამით უკან მოვიხედე და შევათვალიერე გაჩუმებული "მყვირალალა", მეუცხოვა, აშკარად პირველად ვხედავდი, ვცადე ნომერი ამომეკითხა მაგრამ, ვერ გავარჩიე, სიბნელეს შთანეთქა.
ლიფტთან მისულმა საუბედუროდ აღმოვაჩინე, რომ მისთვის გადანახული ხუთთეთრიანი ჯიბეში აღარ იყო, რამაც კიდევ უფრო გამაცოფა და მზად ვიყავი მთელი სამეზობლო გამეღვიძებინა ჩემი ყვირილით!
-უიღბლო ხარ! არაფერში ბედი არ გწყალობს! არც არასდროს შეიცვლება რამე! ბედს ერთხელ არ მოუბრუნდება შენსკენ პირი! აი ნახე ,მართალი თუ არ ავღმოვჩნდე! ახია შენზე! დაგთარსა ვიღაცამ! დაწყევლილი ხარ, საწყალო!- დავგესლე საკუთარი თავი და გაბრაზებული ნაბიჯებით ავუყევი კიბეებს, თან შეუჩერებლად ვბუტბუტებდი, შეჩვენებულივით. თითქმის ჩაბნელებულიყო სადარბაზო... მხოლოდ მესამე სართულზე ენთო შუქი, ეს იმიტომ რომ შემთხვევით დარჩათ ალბათ, თორემ ვინ იკისრებდა ზედმეტ გადასახადს?! მეოთხე სართულზე შევჩერდი და შევისვენე, გახშირებული მქონდა სუნთქვა... თავი ძველებურად მტკიოდა... მოაჯირს მივეყრდენი და ფიქრი დავიწყე ნიკაზე, რომელიც ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ყველაფრის მიუხედავად ჩემ სიახლოვეს ცდილობდა ყოფნას, რაც არ უნდა მეწყენინებინა მისთვის, ბოდიშის გარეშე მპატიობდა,ზრუნავდა ჩემზე (სამსახურიც მან დამაწყებინა), განიცდიდა ჩემ ამბავს, ცდილობდა დამხმარებოდა რითიც შეძლებდა და არასდროს მივუტოვებივარ გასაჭირში...
ნიკოლოზის დედის დაბადების დღიდან ნიკუშამ გამომაცილა...მანქანის ფანჯარა იმ წუთის ჩამოწეული მქონდა, სიგარეტის ამოღებას ვაპირებდი, როცა მითხრა:
-ერთ თვეში მე და დედაჩემი თბილისში გადავდივართ....
ჩანთა ხელიდან გამივარდა და მუხლებზე დამეცა.
-რა? - ვიკითხე მიხდილი ხმით, რომელშიც ბგერის მინიმალური სასულდგმულო ძალა იგრძნობოდა.
-ხო... ორი კვირის წინ დამიკავშირდნენ თბილისის რადიო "იმედიდან" და სამსახური შემომთავაზეს...
-დათანხმდი?
-თავიდან ვორჭოფობდი, მაგრამ მითხრეს მოიფიქრეთ და შეგვატყობინეთო....
-წასვლა გადაწვიტე, არა?
თავი დამიქნია. წუთით გავჩუმდი, სიგარეტს მოვუკიდე და გავაბოლე.
-ხომ არ გაწუხებს? - ვკითხე კვამლზე.
-არა.... ფანჯარაა ღია თან, ასე რომ.... სიგარეტი ხმაზე მოქმედებს...
-ვიცი...
-მერე?!გამოცდილებით შემიძლია გითხრა, რადიო-წამყვანი ნამდვილად უნდა ზრუნავდეს ხმაზე...
ვხვდებოდი თემის გადატანას, რომ ცდილობდა.
-ნიკუშ... დედა ადვილად დაითანხმე?
-კი. ხომ იცი ამბიციური ქალია ,ასე რომ უარს როგორ მეტყოდა დედაქალაქში გადასვლაზე?
-მეგონა შეეჩვიე ქუთაისს...
-თბილისსაც შევეჩვევი...
-"все что случаетса, все к лучщаму!"
-ამიტომ, მინდოდა ჩემი საცოლე გამხდარიყავი... ერთად წავიდოდით....
-და მე არ მეკითხებოდი, მომინდებოდა თუ არა თბილისში საცხოვრებლად გადასვლა? - წარბაწეულმა გავხედე თავი ოდნავ გვერძე გადავწიე ინტერესით.
-რატომ უნდა გეთქვა უარი?-კითხვითვე მიპასუხა,მაგრამ ჩემკენ არ გამოუხედავს,ოსტატურად ამარიდა თვალი.
-იქნებ სრულიად უმიზეზოდ?!
-უმიზეზოდ არაფერი ხდება!
-ეგ რატომ, ვითომ?!-გამაღიზიანა მისმა თავდაჯერებულმა ტონმა.
-იმიტომ, რომ ლოგიკაში არ ჯდება...
-და შენ გგონია, რაც ცოხვრებაში ხდება ყველაფერი ლოგიკურია?!
-მგონია კი არა დარწმუნებული ვარ! - თავის თავს არ ჰგავდა. არ ვიცოდი რა დაემართა... რამ შეცვალა ასე ძალიან?
-რატომ წამოხვედი დღეს დედაჩემის დაბადების დღეზე? - მკითხა უცნაური ტონით, ვერ მივხვდი რა უნდა ამომეკითხა მის ხმაში.
-იმიტომ, რომ დამპატიჟე... - მივუგე გულუბრყვილოდ და ალალად.
-არა!
-რა არა?!
-ეგ არ იყო მიზეზი! - წამოიყვირა. შევხდტი მოულოდნელობისგან.
-რა გაყვირებს?!
-მიზეზი მითხარი! - სიჩქარეს უმატა.
-რამ გაგაგიჟა, ადამიანო?!
-მითხარითქო!
-მართალს გეუბნები!
-მატყუებ! - ყვიროდა და ისეთი სისწრაფით მიდიოდა, ჯერ რომ არ ევლო მის მანქანას.
-არ გატყუებ!
-გინდოდა გეწვალებინე!
-საიდან ეს აზრი?!
-მითხარი, ხომ ასეა?!
-არა, გეფიცები.....
-შენ მუდამ ცდლობდი ჩემ გამოყენებას და გაწვალებას!
-მოიცა....
-ან იქნებ...-გადაიხარხარა...
-რა იქნებ?!
-იქნებ გშიოდა, შენი მაცივარი კი ცარიელი იყო, როგორც ყოველთვის!!! - გულიანად დაიწყო ხარხარი, მაგრამ დაძაბულად იცინოდა... თითქოს, ძალით! მაგრამ, მაინც საოცრად შეურაცწყოფილი დავრჩი...
-გააჩერე მანქანა! - ვუყვირე და სავარძელზე დავაგდე ნახვერადჩამქვრალი სიგარეტი. ნიკოლოზი სიცილს აგრძელებდა... მე კი უხილავი ძალა კისერში მიჭერდა ხელს, ცოტაც და ავტირდებოდი.
-გააჩერე!!!!-გაჩერებას არ აპირებდა... საგზაო პატრული წამოგვეწია სიჩქარის გადაჭარბებისთვის და გაგვაჩერა...სანამ ნიკუშას ელაპარაკებოდა, დრო ვიხელთე და მანქანიდან გადმოვიპარე. ტაქსი გავაჩერე და იქაურობას გავეცალე...
ფიქრებიდან კარების ხმამ გამომარკვია. შევკრთი. დავიძაბე და სმენად ვიქეცი. უცნობი კიბეებზე გაცილებით უფრო მსუბუქად ჩამოდიოდა, ვიდრე მე ავდიოდი ჩვეულებრივ, ახლა ხომ მითუმეტეს ,რა შეიძლება იყო გაბრაზებულ ნაბიჯებზე დამთრგუნველი სადარბაზოში ასვლისას! გული ამიჩქარდა ,უსათუოდ შემამჩნევდა აივნიდან და ალბათ ჩემთან შესახვედრად გამოეშურა ამ ღამის პირველ საათზე... არცაა გასაკვირი, შუა ღამეს ჩემი მანქანის სიგნალიზაციას მეც რომ გავეღვიძებინე, უსათუოდ ვისროდი ერთი-ორ დაგესლილ სიტყვას (ეს საუკეთესო ვარიანტი), ან თუ იმაზე საშინელ ხასიათზე ვიქნებოდი, ვიდრე ჩვეულებრივ არ გამიჭირდებოდა ჩხუბის ატეხვა... ნეტავ, რას მეტყვისთქო ვფიქრობდი და წინასწარ ვოხრავდი, არ მქონდა საყვედურების მოსმენის თავი, უბრალოდ მინდოდააც სახლში ავსულიყავი, მშვიდად და წყნარად. არ ღირდა დგომა და ლოდინი... გავსწორდი და სადღაც სამი კიბე ავიარე... მეოთხეს დავაბიჯე და კინაღამ ჩემ წინ აღმართულ უცნობს შევეჯახე. შევცბი,უკან წავიწიე, ფეხი დამიცდა და კინაღამ გადავვარდი... მაგრამ ჩემ წინ მდგომი არ დაბნეულა, იმარჯვა, ხელი წამის მეასედში გამოწია და შემაშველა...
-ფრთხილად! - დასძინა და მისკენ მიმიზიდა. არასდროს მიგრძვნია მსგავსი რამ... უჩვეულო სიმშვიდე შემოიჭრა ჩემს სხეულში და თავიდან ფეხებამდე სასიამოვნო, თბილი ჟრუანტელივით დამიარა. საოცარი ხმა ჰქონდა! ან მე მომეჩვენა მასე... ერთადერთი სიტყვა თქვა,მე კი მზად ვიყავი თავი დამედო, რომ მთელი სიცოცხლე ეს ხმა მესმოდა, მაგრამ მაინც ვერ ვიხსნეებდი სად გავიგონე პირველად... ალბათ, ჩემში იყო და მხოლოდ მაშინ გავიგონე მისი ბაგიდან. „ფრთხილად!“ ექოდ გაისმა მიძნებულ სადარბაზოში...
-ნეტავ გადავვარდნილიყავი...-ჩავიბუტბუტე სპონტანურად... და როცა აღმოვაჩინე, რომ უცნობს ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული ხელი ჯერ გავშეშდი, მერე- სუნთქვა შემეკრა. გული ისე ამიჩქარდა, როგორც თოთხმეტი-თხუთმეტი წლისას იმ ბიჭის დანახვისას,რომლეზეც ჭკუას ვკარგავდი.
-რა იქნებოდა მერე? - მკითხა ინტერესით მან.... ისე ახლოს ვიდექით ერთმანეთთან, რომ მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი შუბლზე და საოცრად მნისმოვნებდა. ცოტაც რომ მივახლოვებოდი ცხვირით შევეხებოდი მის ტუჩებს, რბილი ექნებოდა უსათუოდ, იქნებ ოდნავ ნამიანიც და....
-თქვენ, გაიგონეთ ?-შევშფოთდი ისე, თითქოს რამე სასირცხვილოზე წამსწრებოდა და ოდნავ უკან დავიხიე ,ისე,რომ მისი ხელი ძველებურად ჩემ წელზე მოხვეული დარჩენილიყო,რადგან მასთან ერთად ისე უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს, როგორც პატარაობისას მამაჩემის კალთაში.
-ჯერჯერობით სმენა არ მღალატობს...-მიპასუხა ხმადაბლა, იმის მიუხდავად, რომ სიბნელე იყო და ვერ ვხედავდი ,მანც მივხვდი რომ იღიმოდა, იქნებ იმიტომ, რომ ადამიანებს მხოლოდ მიმიკაზე კი არა, ხმაზეც ეტყობათ გაღიმება...
-არ გამცემ კითხვაზე პასუხს? -თითქმის ჩამჩურჩულა და კიდევ უფრო ახლოს მიმიზიდა მისკენ, მაგრამ მე არ შევწინააღმდეგებივარ, პირიქით, უფრო ახლოს მინდოდა ყოფნა, მთელი სხეულით შეხება და მიკვრა... ყურებში საკუთარი გამალებული გულის ძგერა მესმოდა და მეშინოდა თრთოლვას არ ავეტანე. მიკვირდა შენობით, რომ მომმართავდა, მაგრამ არ მწყინდა... თამამი იყო და რა უჩვეულოდაც არ უნდა მოსჩვეებოდა ვინმეს,მე მსიამოვნებდა მისი ეს სითამამე...
-გადავვარდნილიყავი და მოვმკვდარიყავი!-მივუგე და ძლივს შევიკავე თავი, რომ არ ჩავხუტებოდი... წარმოდგენაც კი არ მოქნდა რა მემართებოდა, მაგრამ არც მაინტერესებდა დიდად, მთავარი იყო დიდხანს გაწელილიყო წუთები...
-ჰმ... - გაეცინა, მეც მინდოდა ავყოლოდი და ერთად გულიანად გვეცინა, მაგრამ ვერ გავბედე, მეტად დაძაბული ვიყავი სიცილისთვის, მე კი ყალბი არაფერი მიყვარს.
-თვითმკვლელობისა და სიკვდილის შემთხვევითობისთვის საშინელი ადგილი და საშუალება შეგირჩევია.... - განაგრძო სიცილით. -მერწმუნე, ერთადერთი რასაც ამით შეიძლება მიაღწიო მოტეხილობა, შიგადაშიგ დაჟეჟილობა...
-თავის დარტყმის შემთხვევაში?
-ტვინის შერყევა და თავის გატეხვა...მაგრამ, არა სიკვდილი....
-და თუ გართულდა მდგომარეობა?!
-თუ დავფიქრდებით, გართულებული მდგომარეობის უყურადღებოდ დატოვებისას შეიძლება სიკვდილი!
-შეიძლება თუ გარდაუვალია?!
-შენ გიჟი ხარ?! - მკითხა ეს და აღმოვაჩინე, რომ უკვე მის მხარზე მედო თავი... მაგრამ ეს შეკითხვა, იმიტომ კი არ დაუსვამს, რომ თავი ჩამოვადე, უბრალოდ მართლა აინტერესებდა რას ვუპასუხებდი.
-შენ როგორ გგონია? - შევამჩნიე ვეკეკლუცებოდი. სულ გადამავიწყდა გატეხილი თავის ტკივილი... მაისური დაუნამა ჩემმა სისხლმა. იგრძნო მისი სისველე და სითბო. თავისკენ წამოღო ხელი, ნაზად დამადო და სისხლით დაესვარა ხელი.
-შენ რა... თავი გაქვს გატეხილი?! - შეშფოთება ვიგრძენი მის ხმაში და გამიხარდა, რომ გულზე ეკლად მოხვდა ჩემი ამბავი.
-ხო... მოვასწარი უკვე თავის გატეხვა!
-შენ რა მარჯვე ყოფილხარ...
-გახლავარ! - ავღნიშნე თავმომწონედ და აღმოვაჩინე ,რომ უცნობი მამაკცის წინაშე თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობდი.
-როგორ მოახერხე?
-თუ არ ვცდები, შენი მანქანის დახმარებით... შენი ხომ არის სადარბაზოს წინ მდგარი ავტომობილი?
-მიხვედრილიც ხარ....
-არც ისე დიდხანს უნდა მარჩიელობა იმას ვისია ავტომობილი, იმის მერე რაც პატრონი გამოვა განათებულ აივანზე და სიგნალიზაციას გამორთავს, მერე კი სახლის კარებს გამოიჯახუნებს და კიბეზე დაეშვება შუაღამისას... - ეს რომ ვთქვი, მაშინ მივხვდი რამდენს ვლაპარაკობდი. დამეტყო პროფესია....
-რა ენამოსწრაფული ხარ!
ნეტავ რას გრძნობდა?! ან რას ფიქრობდა?! ერთადერთი მამაკაცი იყო, რომლის აზრიც (ჩემთან დაკავშირებული) ისე მაინტერესებდა, როგორც სხვა არაფერი... მის სახეს თუ არ ჩავთვლით, რომელიც ისე მინდოდა მენახა, მზად ვიყავი სრულიად უცნობი შემეპატიჟებინა სახლში....
-იმედია შინ სტერილური ბინტი, მაბმბა და პერეკისი მოგეძებნება....
-იმედები უნდა გაგიცრუო... - ძლივს ამოვილუღლუღე, მისი სურნელისგან გაბრუებულმა...
-აუცილებელია დავამუშაოთ... გაგიმართლა, რომ მანქანაში სამედიცინო ყუთი მიდევს.
-ექიმი ხარ?
-ასე მეტყობა?
-როგორ გგონია?-კითხვითვე ვუპასუხე და მივხვდი, რომ ხშირად ისმენდა იგივეს. გული დამწყდა, რომ განსხვავებული არ ვიყავი... საერთოდ განსხვავებულ ადამიანებს აქცევენ ხოლმე განსაკუთრებულ ყურადღებას... ნუთუ, არ შეიძლებოდა ცოხვრებაში ერთადერთხელ მაინც მოეცა ბედისწერას ჩემთვის ბედნიერების შანსი....
-რომელ სართულზე ცხოვრობ?
-მეშვიდეზე... ინას ზემოთ....
-შეძლებ სახლამდე დაუხმარებლად ასვლას?
რათქმაუნდა არ გამიჭირდებოდა კარამდე მისვლა.
-რავიცი... მემგონი უნდა შევძლო...
ხელიდან დავუსყლდი, ორი ნაბიჯი გადავადგი, წავბარბაცდი და კედელს მივეკახე. უცბად მომვარდა, უკნიდან ამომიდგა კედელივით და ხელები შემაშველა, რომ არ წავქცეულიყავი, აშკარად ვერ შენიშნა, რომ გავითამაშე, მგონი ჟურნალისტიკაზე კი არა თეატრალურზე უნდა ჩამებარებინა... ყველანი საკუთარი ცოხვრების სცენარის შემსრულებელი არტისტები ვართ, იმ სცენარის დაბადება, ქორწინება და სიკვდილი რომ გაჩენამდე იწერება მასში, მაგრამ დარჩენილი ცარიელი ფირცლები შენი არჩევანით უნდა შეავსო და გაალამაზო...
ხელი ძველებურად წელზე მომწვია, მიმიხუტა და ჩემთან ერთად დაიწყო ნაბიჯნაბიჯ და სვენებ სვენებით ასვლა...
-რა გქვია? - მკითხა კარებთან მისულს..
-თაი....
-ლამაზი სახელია... -მითხრა და მიხვდი, რომ აი მაშინ, სრულიად უცხო მამაკაცის მკლავში მოქცეული და გულთან მიხუტებული, ბენდიერად ვგრძნობდი თავს... მე კი მეგონა ბედნიერებას ჩემს ცოხვრებაში შემორბენა დაავიწყდა... პირველად გამიხარდა, რომ შევცდი....


*****************************
კარის ზღურბლთან თავგახვეული ვიდექი და ვუყურებდი სიბნელეში როგორ მიიკვლევდა გზას გეგა... მისი ფართე მხრები ისე ირწეოდა, როგორც მშვიდ ტალღებზე ნაფოტი და სიბნელეს ისე ჰარმონიულად ერწმოდა, ვით განშორებისას მონატრება და სინანული ერთმანეთს... უკან არ მოუხედავს, მე კი საოცრად მინდოდა კიდევ ერთხელ შემოეხედა ჩემთვის იმ ცისფერი თვალებით, რომლის დავიწყებას ვერასდროს მოვახერხებ... მერე რა თუ უკუნეთში ვერ შევამჩნევდი, ღრმა მორევიდან ამოყვინთულ წარსულს, სამაგიეროდ, მაინც ვიგრძნობდი წამონთებული იდუმალების სხივებს, ახლოს, ჩემ არსებასთან... ვუცქერდი და თვალს ვერ ვწყვეტდი, იმის მიუხედავად, რომ ჯოჯოხეთის ფერით მოცულ სადარბაზოში, მთვარის მკრთალი შუქი მხოლოდ ალაგ-ალაგ ანათებდა, მაინც ავღვიქვამდი მისი ძლიერი სხეულის სილუეტს... მომეჩვენა, რომ გაიღიმა სანამ კიბეებს ჩაივლიდა ბოლომდე. ნეტავ, რაზე გაეღიმა?
კარების დახურვა გამიჭირდა... გეგა გავიდა თუ არა ჩემი სახლიდან, თან გაიყოლა სითბოც, რომელიც იმდენად უჩვეულო იყო ჩემთვის, როგორც გეგასადმი უსაფუძვლო ნდობა, თუმცა ისე მჭირდებოდა როგორც გაზაფხულის კვირტს მზის მოფერება... არ მახსოვს საძინემლამდე, როგორ მივედი... ვიცი მხოლოდ ერთი, ვფიქრობდი გეგაზე... და ვერავიზე სხვაზე! მხოლოდ მასზე! გეგა! გეგა! გეგა! ჩურჩულებდა ჩემი სხეულის ყოველი შრე და მოლეკულა! ყველგან გეგა იყო... ყველაფერში მას ვხედავდი... ოთახში მისი სურნელი ტრიალებდა და სასიამოვნოდ მაბრუებდა. საწოლზე ფრთხილად დავწექი, ისე როგორც მან მასწავლა... თვალები დავხუჭე, მაგრამ რათქმაუნდა არ დამძინებია... როგორ შეიძლებოდა ძილისთვის მიმეცა თავი, როცა ვეღარაფრით ვიმორჩილებდი, ვერც გონებას და ვერც გულს, რომელიც ბგერის სიხშირით ცემდა და მეგონა საგულედან ამომივარდებოდა. ერთადერთი რაც მინდოდა, მისი ღიმილის დანახვა იყო... აკინძული მარგალიტები, ორ ალუბალში რომ იმალებოდნენ... დახუჭულ თვალს მიღმა გამიელვა მომენტმა, როცა კიბეები ავიარეთ და სახლის წინ გავჩერდით, მე კარი აუჩქარებლად გავაღე და სიბნელეში შევიპატიჟე. სწრაფად ავანთე შუქი, მაგრამ გეგასკენ შებრუნება დავაყოვნე. ერთი სული მქონდა როდის დავინახავდი მის სახეს, მაგრამ სიამოვნებას სწორედ ეს სურვილი მანიჭებდა და ვცდილობდი გამეხანგრძლივებინა, თუნდაც წამები...
-მე გეგა მქვია, თაი...-გავიგონე მისი ხმა და თბილმა ჟრუანტელმა დამიარა.
-გე-გა...-გავიმეორე და გავხედე... აღარ შემეძლო თავის შეკავება... მისი სახე უნდა დამენახა... ის უკვე უკან მედგა, ძალიან ახლოს... საოცარი სურნელი ქჰონდა, უჩვეულოდ გულისამაჩუყებელი, მინდოდა მოვხვეოდი, ცხვირი კისერზე ამესვა და ღრმად ჩამესუნთქა მისი გამაბრუებელი სუნი... საკუთარ თავს ვერ ვცნობდი, რა მემართებოდა?
-ხო...-ჩაფიქრებით წარმოთქვა, ეს გაურკვეველი თანხმობა ისეთი მომხიბვლელი და მიმზიდველი მეჩვენა მის ტუჩებზე, მინდოდა ჩამომეგლიჯა და მიმესაკუთრებინა. თავზე მაკვირდებოდა...
-კარგი...-თქვა ბოლოს გადაწყვეტით.-ჩავალ, ამოვიტან სამედიცინო ყუთს და მიხვედოთ თავს... შენ მანამდე წამოწექი, მაგრამ ზედმეტი მოძრაობის გარეშე, ტვინის შერყევაც შეიძლება იყოს ქალის დაზიანებასთან ერთად...
მალე დაბრუნდა... დიდხანს არ მომიწია ცდამ... კიდევ კარგი, თორემ ისეთი აფორიაქებული ვიყავი ქვემოთ ჩაკითხვაზეც არ ვიტყოდი უარს...
-ესეც ასე...-თქვა თავის შეხვევა რომ დაამთავრა. -რა უცნაური გოგონა ხარ, თაი... ასე გეშინია კატების?-მკითხა ღიმილით. წამით მივაშტერდი, მერე ბავშვური გულუბრყვილობით გავაქნიე თავი გამოსაფხიზლებლად.
-არა... არც ისე... უბრალოდ მოულოდნელად მეცა ფეხებში, თან სიბნელე იყო...
-გაგვიმართლა სერიოზულ შერყევასთანაც, რომ არ გვაქვს პარარელურად საქმე...
-თორემ წოლით რეჟიმს მომცემდი.....
-მიხვედრილი ხარ!
-მაგას რა მიხვედრა უნდა?! ელემენტარულია....-თვალები მოვჭუტე, ტუჩები მოვკუმე და ისე ვუპასუხე, თითქოს ჩახედული ვიყავი მედიცინის საკითხში. გეგამ თავი მხიარულად გადააქნია და ისე დამიქნია საჩვენებელი თითი, პატარებს რომ ტუქსავენ... მერე ინსტრუქციები მომცა და გაჩუმდა... მე ლოგინზე ვიწექი, ის-ჩემთან ახლოს იჯდა სკამზე. ვდუმდით... ოდნავაც არ მეუხერხულებოდა ეს დუმილი...
ლაპარაკის წამოწყება არც მიცდია... მსიამოვნებდა დუმილის ნაწილი, რომ ვიყავი. მეგონა რაღაც ძალიან ძვურფასს წაგვართმევდა ორივეს სიჩუმის დარღვევა. ალბათ, სწორედ ეს დუმილი გვაერთიანებდა ჩვენ... მასთან ყოველი საერთო წუთი კი ბედნიერების მისხალს მატებდა ჩემი მარტოობის საათებს... თუმცა მაშინ, მე აღარ ვგრძნობდი მარტოობასა და სიცარიელეს, რაღაც მასზე ძლიერი და სასვსე თრგუნავდა, ის რის წინაშეც დარდი და სევდა უძლური იყო...
-რას საქმიანობ?-მკითხრა და პრეპატარების ყუთში ჩალაგება დაიწყო.
-აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე....
-ხო? ძალიან კარგი...
-თან რადიო "რიონში" ვმუშაობ...
-FM. 105.5-ზე?
-ხო...
-საიდან სად?
-მეგობარმა მიმიყვანა...
-აი, თურმე საიდან მეცნობა შენი ხმა...
-მისმენ ხოლმე? "მუსიკალური თხოვნების" წამყვანი ვარ...
-ხანდახან... ერთხელ გთხოვე კიდეც მგზავრების "უბრალო მგზავრი ვარ" გაგეშვა და გული არ დაგიწყვეტია.
ტუჩზე ვიკბინე და გავიღიმე. გამახსენდა... როგორ დამავიწყდებოდა! ინკოგნიტო, რომელმაც 5-6 დღის წინ დამირეკა და სახელი არაფრით გამიმხილა, რომ ვკითხე...
-შენ იყავი?!-გადავიკისკისე, ვერ გამეგო რამ გამახარა...
იცით? ბედისწერის მჯერა... და თქვენ?
-დიახ... დიახ...-თავი დამიქნია და იქვე ჩამოკიდებული სარკისკენ გააპარა თვალი.
-რატომ არ გაამხილე სახელი?!
-საჯაროდ, რატომ უნდა გამომეცხადებინა?-აიჩეჩა მხრები.
ის-ის იყო უნდა მეპასუხა საათს დახედა, საწოლზე ჩამოჯდა და თქვა, რა დრო მოსულაო...
-დალევ რამეს?-ვკითხე და გამახსენდა, რომ სახლში ყავის გარდა არაფერი მქონდა. საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი.
-რას შემომთავაზებ?
-ყავას...-ვთვი ყოყმანით და როცა დამთანხმდა, შვებით ამოვისუნთქე.
-დიდი სიამოვნებით, მაგრამ იცოდე განწირული ვარ უძილობისთვის... გეგას ძალიან ტკბილი ყავა ყვარებია თურმე... რომ ვკითხე რამდენი ჩაის კოვზი შაქარი ჩაგიყაროთქო, ექვსიო მიპასუხა... პირველად შევხვდი ადამიანს, რომელიც ასეთ ტკბილ ყავას მიირთმევს... მითუმეტეს ექიმს, რომელმაც იცის რომ გადამეტებული არაფერი ვარგა.
-შენ, ასე იცი ხოლმე?-მკითხა და ჭიქა მიიტანა პირთან.
-რას გულისხმობ?
-შუა ღამით ყავის სმას... ბევრი კოფეინი, მითუმეტეს ღამით მავნებელია...
-არა, რას ამბობ... ღამღამობით ისეთი გასავათებული ვბრუნდები სახლში, სად მაქვს განძრევის თავი, ყავის მოდუღებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი...
-მარტო ცხოვრობ?
-კი, უკვე ორი წელია...
-რატომ?
-ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტად თავისუფალი ვარ... და სწორედ ამიტომ ვერ ვიცხოვრებ ვერავისთან ერთად...
-კი, მაგრამ როდესმე გათხოვება ხომ მოგიწევს?
-მაგაზე, არ მიფიქრია... ანუ... გააჩნია მექნება თუ არა გათხოვების სურვილი... ძნელია მთლიანად აბურდო საკუთარი ცოხვრება, ძაფის გორგალივით და მერე თავიდან დაალაგო სხვა ადამიანთან ერთად...
-პასუხისმგებლობის გეშინია?-მკითხა და თვალებში ისე ჩამხედა, მეგონა ჩემს სულს გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა.
-არა... ოდნავადაც არა....
-აბა, ოჯახი არ გინდა?
-ვერ გამიგებ, გეგა.....
-იქნებ გაგიგო....
-და რატომ?!
სიჩუმე ცამოწვა... ფინჯანზე დადებული ჭიქების ხმა ისმოდა.
-რატომ უნდა გამიგო?-გავიმეორე შეკითხვა, მაგრამ არა მისთვის, უფრო-ჩემთვის...
-შენ არ გინდა, რომ შენი ესმოდეთ....-დაასკვნა ჩემმა უზომოდ სიმპატიურმა სტუმარმა და თავი მრავლისმთქმელად გადააქნია...
-არ გიჭირს მარტო ცოხვრება?
-გააჩნია რა მხრივ მეკითხები... ყოველთვის მინდოდა ჩემთვის ცოხვრება და საკუთარ თავს სურვილი ავუსრულე... ვიცოდი ადვილი, რომ არ იქნებოდა, მაგრამ მსხვერპლის გარეშე არაფერი გამოდის... ხომ გაგიგონია, ეს ცოხვრება ალტერნატივააო, ნათქვამია.
-მშობლები ხომ გყავს?
-კი. ორივე... ერთად არიან-არ ვიცი ეს რატომ დავძინე... რა მისი საქმე იყო, გაყრილებიც რომ ყოფილიყვენენ?!
-გეხმარებიან ფინასურად?
-მეტნაკლებად...
გეგამ ჩემ სახლში მარტოობის სურნელი გააქრო და თითქოს კედლებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა... ვეღარც დამძიმებულ ჰაერს ვგრძნობდი და ვერც სახლის უჟმურ ელფერს... მიხაროდა! მიხაროდა მისი ახლოს ყოფნა! რომ შემძლებოდა სულ ჩემთან დავიტოვებდი...
როცა წასასვლელად წამოდგა, წამით გული გამიჩერდა... არ მინდოდა გამეშვა, რაოდენ გიჟურიც არ უნდა ყოფილიყო ეს აზრი, მაინც მოსწონდა ჩემ არსებას... სულ ცოტა ხანს მაინც დარჩენილიყო, მოეცა საშუალება მეყურებინა მისი გულწრფელი ღიმილისთვის....

****************

მეორე დილას, აივანზე გადმომდგარს, გეგას მანქანა არ დამხვედრია, ეტყობა დილით ადრე წავიდა. ათი საათისთვის სახლიდან გავედი... ინას კარი ისევ ღია ჰქონდა... საშინელმა აზრმა გამკრა თავში: "იქნებ გეგა ინას საყვარელია?!" გამორიცხული ნამდვილად არ იყო, მაგრამ თავი იმით დავიმშვიდე, რომ ნათესავი შეიძლება ყოფილიყო... სამწუხაროდ ძმობას ვერ "დავაბრალებდი", რადგან თავად ინასგან ვიცოდი ძმა, რომ არ ყავდა. საკუთარ თავს ბუტბუტით ვამშვიდებდი, როცა მეოთხე სართულზე ჩასულს, მესამედან ჩურჩული მომესმა. შევჩერდი და მივაყურადე.
-მშევიდე სართულის გოგოს რა ქვია?!
-ინა...
-ხო, ხო ინა, როგორ დამავიწყდა!-თავში ხელი იტაკა ლამარა დეიდამ.
-მაგასთნ, რომ ვიღაც ახალგაზრდა კაცი დადის, შემჩნეული გაქვს?
-მაშ, ეგ გამომეპარებოდა?!-დოინჯშემორტყმულმა ნათელა დეიდამ თავი გააქნია, თითქოს და იმედგაცრუებით.
-ხო, ხო... ვინ არის?-იკითხა სწრაფად და თვალების ცეცება დაიწყო, ვირთხასავით ლამარამ, კატას, რომ ემალება..
-აბა, მე რა ვიცი!-საყვედურით მიუგო ნათელამ, ისე სწრაფად, ძლივს გავიგონე.
-ნათესავია, ვითომ?!
-ისე ეკონწიალება ხოლმე კისერზე, ეჭვი მეპარება ნათესავი იყოს...
-ხო და რად უნდა ამას ამდენი მარჩიელობა! საყავრელი ყოფილა! -დაასკვნა სასწრაფოდ ლამარამ.
-ჰმ... თუ არ რცხვენია, ნეტავ!-განაგრძო აწეული ცხივირთ საუბარი, ისე თითქოს თავად ინაზე უკეთესი ყოფილიყო ეგ ბებერი კახპა!
-ღამღამობით სულ ერთად მოდიან, დილაობით კი ჯერ ის ბიჭი მიდის... მერე, ნაშუადღევს ინა...-ასე ჭორაობა ჭორაობით შევიდნენ ნათელას სახლში და ვინ იცის რამდენი ილაპარაკეს "გაფუჭებულ ინაზე"... დაველოდე სანამ კარებს მიხურავდნენ, გულში ოცდაათამდე დავითვალე და მერე ჩავიარე ფეხაკრეფით მესამე სართულის კიბეები, თან ლამარასა და ნათელას დიალოგზე ვფიქრობდი, რომელიც მთელი დღე ვერ მოვიშორე თავიდან.

***********

-გამარჯობა, თაი... ინკოგნიტო ვარ...
ხმაზე ვიცანი... როგორ შეიძლებოდა ვერ მეცნო მისი ჟრუანტელისმომგვრელი ხმა?!
-მოგესალმები... როგორ ჩაიარა დღემ?
-დამღლელი იყო, მაგრამ სასიაოვნოდ, ერთ უმშვენიერეს ქალიშვილზე ფიქრში....
ლოყები შემივარდისფრდა, ხომ შეიძლებოდა ჩემზე ყოფილიყო საუბარი?!
-თავი რას გიშვება?
-გუშინდელთან შედარებით, უკეთესადა... მალდობა მოკითხვისთვის...-ხმას ძლივს ვიმორჩილებდი, აშკარად დამეტყო ნერვიულობა. გვერძე ოთახიდან მანიშნებდნენ, რა გჭირსო. წყლის ბოთლი გავხსენი და ისე მივიყუდე, თითქოს ჭიქის არსებობის შესახებ არაფერი გამეგონა მთელი ცხოვრების განმავლობაში... რა დროს ჭიქა იყო?!
-ე.ი. თხოვნა მაქვს...
-ბრძანე!
-ოჩოს ქოხის "ჰეი გოგოს" მოსმენა მინდა და არ მაწყენინებ გული მიგრძნობს...
-და ვის უძღვნი?!
-მსოფლიოში ყველაზე ლამაზ პაციენტს, რომელაც მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ყავის გაკეთება შეუძლია...

*************

მე და გეგა ისე დავახლოვდით, რომ ვერც კი მივხვდი ეს, როგორ მოხდა... ღამით ინასთან ინტიმით იყო დაკავებული, გამთენიისას კი, ინას ჩაეძინებოდა თუ არა, ჩემთან ამოდიოდა... ჩვენ ინტიმური ურთიერთობა არ გვქონია, მაგრამ იმდენად ალხოს ვიყავით ერთმანეთთან ხანდახან დაძინებას ვერ ვახერხებდი, გულთან თუ არ მიმიხუტებდა. მტკივნეული იყო, როცა თვალს ვახელდი და საწოლში მარტოს აღმოვაჩენდი თავს... მაგრამ თანდათან მივეჩვიე, თითქოს...
იმ ღამით, საწოლზე ვიწექი, ჭერს ვუყურებდი და ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო... ის, რასაც ჩემი არსება ამდენხანს ებრძოდა ყელში ამომივიდა და ვიფეთქებდი, როგორც ჩაუმქვრალი ვულკანი. გეგას ხელი ქჰონდა გადახვეული და მოხრილ ფეხზე მეფერებოდა... მიყვარდა როცა ნაზად იწყებდა ჩემს მუხლზე თამაშს...
-გეგა...
-ხო, ჩემო ლამაზო?
-როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?!-ვკითხე დაღლილი ხმით და ცრემლი წამომსკდა. მას ხმა არ ამოუღია, იმის მიუხედავად, რომ იცოდა რაზე ვეკითხებოდი... სამარისებურმა სიჩუმემ ისე დაისადგურა, როგორც აკლდამაში, და თავი მიტოვებულ პირამიდაში გამომწვდეული მეგონა. გეგა თითქოს არ სუნთქავდა... არ მესმოდა მისი სუნთქვის ხმა... წამოვივიწიე, მისი ხელი უკვე გაშეშებულიყო ბარძაყზე, მოვიშორე და ცივ იატაკზე დავალაგე ფეხები. საოცრად მინდოდა იმ დროს, ჩემი გულიც იატაკივით ცივი ყოფილიყო... გეგამ ის სიტყვები ვერ ნახა თავის სასაუბრო ლექსიკონში, შექმნილ სიტუაციას, რომ შეეფერებოდა, მე კი არ დამიყოვნებია, ისე ავდექი საწოლიდან და ფანჯარას მივუახლოვდი. გადავწიე ფარდა და მთვარის შუქით განათებული ქუჩა გადამეშალა თვალწინ... ლამპიონები მარტოსულად ატუზულიყვნენ და სევდიანად ანათებდნენ... რაც გეგა გამოჩნდა ჩემ ცოხვრებაში მარტოობამ პირი იბრუნა და გამეცალა... იმ წუთას კი ისე ახლოს მეჩვენა... კეფაში მის სუნთქვას ვგრძნობდი... მარტოობა დაუბრუნდა ჩემ არსებას! ძველებურად შემოვიდა ჩემში და ისევ! მოჯადოვებული წრე... საკუთარ თავთან ბრძოლა... როდემდე შევძლებდი ამის ატანას?! დიდხანს გავუძლებდი?!
შევძლებდი გეგას საქციელის გაგებას? ალბათ, კი.... რომ არ მყვარებოდა!
-არ ვიცი შენ რას გააკეთებ აწი, მაგრამ მე ასე აღარ შემიძლია! თუ ვერ ხვდები, გეტყვი რომ ვერ ვიქნები იმ მამაკაცის გვერდით, რომელიც სხვასთან დაძვრება!
გეგა ქანდაკებას ჰგავდა.... უკან არ ვიყურებოდი, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ გახევდა და გაცივდა ერთ ბაშად, ისე როგორც ქვისგან გამოთლილი სკულპტურა. მიხედვა არც მინდოდა, არ მსურდა მისი სახე დამენახა! განა რა უნდა ამომეკითხა იმ თვალებში, რომელიც სიყვარულს მეფიცებოდა, მაგრამ ყოველ ღამით სხვის სხეულს უყურებდა შიშველს?!
-გიყვარვარ?-წარმოვთქვი აგონიაში ჩავარდნილივით...
-კი...
-მაშინ, რა გინდა ინასთან?
-ვითომ არ იცოდე...
-გულის ამრევი ხარ...-ვუთხარი ღონემიხდილი ხმით...
-და შენ ეს გულისამრევი ადამიანი ჭკუის დაკარგვამდე გიყვარს...-მიპასუხა და მომეჩვენა, რომ ნიშნისმოგება იგრძნობოდა მის სიტყვებში.
გეგას ხმის გაგონებაც აღარ მინდოდა, დანახვაზე ზედმეტია ლაპარაკი! გულში ფიქრებად და გრძნობებად ჩაწნილი, მისადმი სიყვარული უეცრად სიძულვილად მექცა, თითქოს...
-ამაზრზენო!- ვუყვირე მთელი ხმით, რაც კი ჩემს იოგებს შეეძლოთ.
-ჩუმად...- მთხოვა მუდარით....
რა უფლებით მაჩუმებდა?! წარმოვიდგინე როგორ ეალერსებოდა ინას შიშველ სხეულს... მკლავებში იქცევდა, კისერს უკოცნიდა, მკერდის თავებს უწუწნიდა, მუცელს ულოკავდა, ხერხემალზე უსვამდა ცხვირს მთელი მამაკაცური სისათუთით, რაც კი გააჩნდა, ქერა თმაში უცურებდა ხელს (მამაჩემი საყვარელიც ამომიტივტივდა თავში, ქერა როსკიპი! ) და კეფაზე ეფერებოდა... მერე გათენებამდე აკვნესებდა... და მხოლოდ ამის შემდეგ ამოდიოდა ჩემთან, ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს! მე კი... მე, სულელი, ვიღებდი მას, შეყვარებული ღიმილით და გულწრფელობით. ფილმიდან ამოჭრილი კადრივით გამირბინა ყველაფერმა თვალწინ.. კისერში მოწოლილი გრძნობები ვეღარ გავაკონტროლე... მეტიც, თავზეც დავკარგე კონტროლი და დავუღრიალე მეზიზღებითქო! მშვიდად წამოდგა. ჩემსკენ წამოვიდა.
-არ მომეკარო!-თვალებგაფართოვებული ვუყურებდი.
-არ შემეხო!-გიჟს ვგავდი, დარწმუნებული ვარ...
გეგამ მაინც სცადა ჩახუტება...
-გაეთრიე! შემეშვი! თავი დამანებე! -ხელებს ვიქნევდი. დღესაც მახსოვს ჩემი დაძარვული მკლავები...
-დავანებებ თავს... ინას!
-ხო და როცა დაანებებ, მერე მომაკითხე! ახლა წადი!
-თაი...-სცადა სიყვარულით სავსეს წარმოეთქვა ჩემი სახელი....
-თვალით არ დამენახო იქამდე, სანამ არჩევანს არ გააკეთებ! -მივედი და საძინებლიდან გავაგდე. კარები მივაჯახუნე და გადავკეტე.შუშიდან ვხედავდი არ იძვროდა...
-თაი... მხოლოდ ერთ შეკითხვაზე მიპასუხე...
-არა!
-გთხოვ...
-არაფრით!
-ძალიან გთხოვ...
-არათქო!
-გემუდარები....
გავჩუმდი და ზურგით მივეყუდე კარებს, ცრემლიანი სახე ხელებში ჩავმალე და გულიანად ავქვითინდი.
-თაი, რატომ გიყვარვარ?
პასუხი არ გამიცია... ჩავიკეცე და ტირილი გავაგრძელე, რომელიც ბღავილს უფრო ჰგავდა...
გეგა უპასუხოდ დარჩენილი წავიდა... მესმოდა მისი ნაბიჯების ხმა და მინდოდა კიდევ დიდხანს გამეგონა, როგორ მიდიოდა...

***************
საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ ერთი მესამედი საზღვარგარეთაა წასული, სამუშაოდ. ეს იმიტომ, რომ სამშობლოში არა აქვთ დასაქმების საშუალება, უმეტესწილად კი საკმარისი ხელფასი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის მოთხოვნილებებს. რამდენიც არ უნდა იძახონ ტელევიზიით გამოსულმა მინისტრებმა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს (რაც მის აძალებს არ აღემატება) მათ დასაბრუნებლად, შედეგი მაინც სახეზეა, ალბათ იმიტომ, რომ, მართლაც არსებობს ის, რასაც ვერ მიჩქმალავენ, რადგან არ იმალება, ისე, როგორც ცეცხლი თივის ზვინში. ასეთ ხალხს ვერც ჩეკების "გათამაშებითა" და ვერც ლოტოთი დაეხმარებიან... ადამიანები იშვიათად ხუჭავენ ხოლმე გაჭირვებაზე თვალს, პირიქით გამუდმებით ბზუიან ფუტკრებივით ერთმანეთში, მაგრამ მათი ბზუილი უძლურია, თუ სიტუაციის გაუმჯობესებისკენ მიმავალი ნაბიჯები არ იზრდება ამას იმიტომ ვამბობ, რომ სიმართლეა და არაფერ შუაშია პირადი ინტერესები... ჩვენ დროში ყველას უჭირს... მათაც კი ვისაც რეალურად საწუწუნო არაფერი აქვთ და სავსე აქვთ ჯიბეები. უჭირთ, რადგან ნამდვილი გაჭირვების გამო არ უგრძვნიათ... ჩემი ერთი თანაკურსელი გოგო გამახსენდა, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია პეტერბურგში გადავიდა სასწავლებლად. სულ შეღონებული დადიოდა, ელენე ერქვა. ერთხელ ლექციაზე მის გვერდით დაჯდომა მომიწია. თავი მერხზე ედო და ძნელი მისახვედრიც არ იყო ლექტორს, რომ არ უსმენდა, თუმცა არც მე ვიყავი დიდად ყურადღებით...
-ჰეი, ელენე...-გავკარი იდაყვი, რომ ყურადღება მოექცია, ფიქრებში გართულს.
-მ?! - მიპასუხა იმის ნიშნად, რას ქვია და შემაწუხეო, მაგრამ არ განძრეულა.
-გაწუხებს რამე?
-ხო...-ჩაიბუტბუტა -ვის ულხინს აბა ჩვენ დროს?-განაგრძო მოგუდული ხმით.
-რა მოხდა?
-რა აზრი აქვს თქმას, მაინც ვერ დამეხმარები....
-იქნებ ვცადო მაინც, ხომ იცი ცდა ბედის მონახევრეა...
-უნდა ცადო მაშინ, როცა ღირს ცდათ!
აღარაფერი მითქვამს... ლექციის შემდეგ, ჩანთა უკვე ხელში რომ მქონდა აღებული და სხვა კაბინეტში ვაპირებდი წასვლას, ელენე დამედევნა და შემაჩერა.
-შემიძლია გენდო?-მკითხა ცოტა მორიდებით. ამ შეკითხვამ ოდნავ გამაღიზიანა.
-მოდი კითხვითვე გიპასუხებ... სანდო ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ?
კაფეტერიაში ჩასულმა ელემ, ყავა შეუკვეთა და არც ნამცვარზე უთქვამს უარი, მე კი მხოლოდ, პატარა, საწრუპიან წვენს დავჯერდი.
-ჩემი მთავარი პრობლემა ფულია...-გამომიტყდა ელენე, მწუხარებით.
-დამტანჯა ამ უფულობამ! სულ მაგაზეა სახლში დავიდარაბა!
ამას ამბობდა გოგო, რომელმაც დაახლოებით ერთ თვეში გამომიცხადა არდადეგებზე, რომში უნდა წავიდე, ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროშიო და გაემგზავრა კიდეც... მე კი მთელი ზაფხული სოფელში გავატარე, ფიქრსა და ოცნებაში, რომელიც არც თუ ისე დიდად მიყვარს... ეს იმიტომ, რომ ოცნება ყოველთვის მახსენებს იმ ძალიან ბევრი რამის არსებობის შესახებ, რომელის უფლებასაც თავს ვერაფრით მივცემ, თუნდაც სასურველ კურორტზე დასასვენებლად წასვლა... რა დამავიწყებს ჩემი კურსის პირველ ექვსკურსიას - ყაზბეგში, როცა უდიდესი სურვილის მიუხედავად ვერ წავყევი თანაკურსელებს, მგონი ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს მიზეზი....
ტელეკომპანია "იმედზე" "ლოტო" თამაშდება, აღსანიშნავია რომ სოლიდურ თანხას იძლევა მოგების შემთხვევაში, მაგრამ მე იმის ბედი ვინ მომცა 6 ციფრი ჩავიფიქრო და ექვსივე დაემთხვას, ასეთ გამართლებას ბენდიერ ვარსკვლავზე სჭირდება დაბადება... სამაგიეროდ მთელი მონდომებით ვაგზავნიდი ჩეკის ნომრებს *200#-ზე, თუმცა არცერთხელ გაუღიმია ბედს...
გეგასთან დაშორების შემდეგ ერთი კვირა გავიდა, მაგრამ არცერთხელ არ გამოჩენილა, არც რადიოში დაურეკავს, არც მობილურზე მოუწერია, მისი მანქანა კი ჩვენი უბნის სიახლოვესაც კი არ დამინახავს... ვერ გამეგო, ის რაც ხდებოდა კარგი იყო, თუ ზედმეტად საშინელი... "ყოველივე რაც ხდება, ხდება უკეთესობისკენ" - ნათქვამია... ყოველი დასასრული, რომ რაღაც ახალის დასაწყისია, ესეც ცნობილი იყო ჩემთვის... ვაცნობიერებდი იმასაც, რომ თუ ერთი კარი იხურება, მის მაგიერ სხვა მრავალი იღება, მაგრამ ერთადერთი პრობლემა იყო, რომელსაც არაფერი ეშველებოდა... არც ჩემი ცოხვრების ახალი ეტაპის დაწყება მსურდა და არც სხვა მილიონი შესაძლებლობა თუ გეგას გარეშე მომიწევდა ყოფნა... მირჩევნოდა ცხოვრების გზაზე გავჩერებულიყავი და დავლოდებოდი, როდის დაბრუნდებოდა.....
-თავად არ გააგდე?!-ვეკითხებოდი საკუთარ თავს...
-საჭირო იყო...-ვპასუხობდი უმალვე და ვცდილობდი გეგაზე არ მეფიქრა, იმის მიუხედავად, რომ არაფერი გამომდიოდა... რადიო-ეთერში ჯდომისას ყველა შემოსულ ზარსა და მესიჯზე გული მიჩქარდებოდა, მის ხმასა და წერილს ველოდებოდი, მაგრამ ამაოდ, ყოველ ჯერზე იმედები მიცრუვდებოდა და ვგრძნობდი, როგორ მიჩნდებოდა გულში ღრმა იარა...
რაღაც ძალიან უჩვეულოდ და უცნაურად დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და გაურკვევლადაც დასრულდა.... თუმცა რა იყო იმაში გაუგებარი, რომ მე ის გავაგდე, თავად გეგას კი დარჩენის სურვილიც არ გამოუთქვამს, ჩვენი ურთიერთობის შენარჩუნებაზე, ხომ ზედმეტია საუბარი... არა და მჯეროდა, რომ ვუყვარდი.... როცა ქალი უყვართ, ასე არ ექცევიან...
-ალბათ, მართალია, ქარის მოტანილს, ქარი წაიღებსო, რომ ამბობენ...
ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და ნუთუ საკუთარ თავში იმდენ ადამიანობას ვერ აღმოვაჩენდი, რომ გეგას დავიწყება მომეხერხებინა დროთა განვმალობაში?
მაღაზიაში შევედი. პური ვიყიდე და გამყიდველს ხელებში შევაჩერდი ჩეკისთვის. მან უცნაურად შემომხედა და თავის ოდნავი მოძრაობით მაგრძნობინა, ნუთუ გჯერა რომ მოიგებო... ჩეკი გამომიწოდა თუ არა მობილურით შევამოწმე, მაგრამ არაფერი მომიგია... სანამ დახლს გავშორდებოდი, თვალი მისკენ გავაპარე და იქვემიგდებულ ჩეკებს დავხედე.
-შეიძლება ავიღო?-ვკითხე ქალს და ისე შემრცხვა, თითქოს ქურდი ვყოფილიყავი და სხვისი საკუთრება მიმეთვისებინოს..
-აიღე... მოიგებ იმედია!-მის პირს შაქარი, ღმერთმა აბენდიეროსთქო გავიფიქრე და მაღაზიიდან კმაყოფილი გავედი....
სადარბაზოში ლიფტით ავედი.... კარი გაიღო თუ არა, გეგა დავინახე, კიბეზე ჩამომჯდარი, სიგარეტს ეწეოდა.
-მოწევა მავნებელია ჯამრთელობისთვის...-ვუთხარი, პირველ კიბეზე ავაბიჯე და იმ ცისფერ თვალებში ჩავხედე, ჭკუას რომ მაკარგვინებდა.
-არა მარტო სიგარეტი... უშენობაც....
იმ დღეს რათქმაუნდა შევრიგდით... საერთოდ იშვიათად ვჩხუბობდით... მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩამოკრა განშორების წუთებმა ჩვენ უჩინარ, ცხოვრების საათზე. თითქოს, გულის სიღრმეში თავიდანვე ვხდებოდი, რომ ასეთი იქნებოდა დასასრული, მაგრამ თავს ვარიდებდი ამაზე ფიქრს... ალბათ, იმიტომ, რომ შეყავრებული ქალი ყოველთვის ცდილობს თვალი დახუჭოს სიმართლეზე და გაიხანგრძლივოს ბედნიერება... სოფოს უყვარდა ხოლმე თქმა: "ნამდვილ სიყვარულს არ აქვს დასასრული..." და მეც გულუბრყვილოდ ვაჯერებდი ამ სიტყვების ჭეშმარიტებას საკუთარ თავს...


************

მე და გეგა ჩვენ ურთიერთობას ოსტატურად ვმალავდით, სამეზობლოს ჯერ კიდევ ეგონა, რომ ეს "შორიდან ნაცნობი", საოცრად სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი ინას საყვარელი იყო და მასთან დადიოდა... თუმცა ინა დიდი ხნის წინ ამოვშალე გეგას ცხოვრებიდან...
გეგასთან ერთად ყოფნისას სულ მარკესის სიტყვები მახსენდებოდა:"
მე შენ მიყვარხარ, არა იმიტომ თუ ვინ შენ ხარ, არამედ ვინ ვარ მე, როცა შენ გვერდით ვარ..." გეგა ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც დამანახა, რომ ფული ყველაფერიი არ არის... ამქვეყნად არსებობს ის, რაც ფულით არ იყიდება და მას - სიყვარული ჰქვია (თუმცა მოგვიანებით დამენგრა ეს ილუზია)... და თუ ოდესმე გაქრებოდა, ადამიანები უგრძნობ რობოტებად გადაიქცეოდნენ და დაიწყებოდა ჭეშმარიტი სიცოცხლის ტრაგიკული დასარული... ერთი სიტყვით ლიკვიდაცია-თვითგანადგურება. მის გვერძე მე ვხდებოდი სრულყოფილი ქალი და მავიწყდებოდა ის ამაზრზენი არარაობა, ჩემში ღრმად რომ იჯდა, სულიდან-ხორცამდე....

********
ორი წელი გვისრულდებოდა, რაც ერთად ვიყავით... გეგა აღარ იყო ისეთი ყურადღებიანი და თბილი, როგორიც უწინ, მაგრამ მე მაინც ბედნიერად ვგრძნობდი თავს მასთან ერთად... ეს ალბათ უფრო იმიტომ, რომ, მინდოდა ბენდიერი ვყოფილიყავი... არაფერი მერჩივნა მის მკლავებში დაძინებას! ვერაფერი შეედრებოდა მის თმაში თამაშს! კოცნას! ფერებას! თითქმის ყოველ დილას მისთვის საუზმის მომზადებას...
ეჭვი მაშინ ავიღე, როცა ციკლი დამერღვა და სასწრაფოდ მივაკითხე გინეკოლოგს... გამოკვლევების შედეგები ექიმმა გულღია ღიმილით მახარა:
-თაი, თქვენ ორსულად ხართ!
-ორსულად?-ჩემი ეჭვი გამართლდა... ალბათ, ქალი ყოველთვის გრძნობს, როცა მის სხეულში მეორე სული ისახება, სასწაულებრივად....
მარჯვენა ხელი სასწრაფოდ ჯიბეში ჩავიცურე, მაგრამ სულელური მეჩვენა ჩემი საქციელი. ექიმს ხომ ისედაც შემჩნეული ექნებოდა უკვე, ოქროს ბეჭედი, რომ არ ამშვენებდა ჩემს არათითს.
-გილოცავთ! გილოცავთ! თაი! შვილი ღვთის ყველაზე დიდი საჩუქარია...-მითხრა და გადამეხვია(და ამ საქციელში უნებურად საოცარი თანაგრძნობა ამოვიკითხე). ამ დროს მართლაც სასიამოვნოა ჩახუტება. მისმა სიტყვებმა დამაფიქრა... მართლაც, ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბენდიერება შვილის ყოლაა ქალისთვის... მაგრამ, როგორ მიიღებდა ამ ამბავს გეგა?!
-რომელ თვეში ვარ?-ვკითხე გაურკვეველი ინტონაციით...
-მეორეში...
საავადმყოფოდან არეული ნაბიჯით გამოვედი, თან მუცელს წრიულად ვეფერებოდი. ნუნუ ექიმის ხმა ჩამესმოდა ყურში, ბოლოს მითხრა: "ყველაფერი კარგად იქნება, ნუ გეშინიაო!" ადვილი სათქმელი იყო, მისთვის... აბა ჩემთვის ეკითხა... კანკალამდე მეშინოდა, მაგრამ შიშის დრო იყო?! უკვე მიყვარდა ჩემ მუცელში ჩასახული პაწაწინა... როგორ შეიძლებოდა არ მყვარებოდა, ჩემი სისხლი და ხორცი?! ცხრა თვე მუცლით უნდა მეტარებინა, ჩემი განცდები, გრძნობები და ფიქრები გამეზიარებინა, მერე კი წვალებით გამეჩინა... ყველაფრისთვის მზად ვიყავი მისი გულისთვის! ბედნიერი ვიყავი, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობა მაშფოთებდა... ჩემი თავისთვის ძლივს მეპატრონა და მოვახერხებდი ბავშვის აღზრდას, ისე როგორც საჭიროა?! ან გეგა რას იტყოდა? დავქორწინდებოდით? მგონი დრო იყო ჩვენი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიგვეცა... ძალიან ბევრი შეკითხვა მიტრიალებდა თავში... ერთი სული მქონდა გეგა მენახა... ვცდილობდი წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ამ სასიამოვნო სიახლის მისთვის შეტყობინება. მობილური ავიღე, ნომერი ავკრიფე და დავურეკე... არ აუღია. დიდხანს ვურეკავდი, მაგრამ უშედეგოდ, ვერ ვუკავშირდებოდი. ჩავთვალე პაციენტთან არისთქო და გაადვწვიტე აფთიაქიდან გამოსვლის მერე დამერეკა, თუ რათქმაუნდა მანამდე, თავად არ შემეხმიანებოდა. ვიტამინების შეძენა მსურდა, რომელიც ნუნუ ექიმმა გამომიწერა კონსულტაციისას. აფთიაქარს ვთხოვე, წამლის ფასი ეთქვა, შემეშინდა ვაი თუ ფული არ მეყოსთქო და სამწუხაროდ ასეც მოხდა... “წინასწარმეტყველება“ ამიხდა! თხუთმეტი თეთრი დამაკლდა... საშინლად მომეშალა ნერვები. ფარმაცეპტს უკვე ხელში ეჭირა, პარკში ჩადებული წამალი და ელოდებოდა როდის გამოვართმევდი...
-მ...-ენა დამება-არ ვიცოდი როგორ მეთქვა,ან რა მეთქვა...
-არა, იყოს, არ მინდა, ფული არ მყოფნის...-ვთქვი ძლივს გასაგებად, თავის მართლებასავით და სწრაფი ნაბიჯით გავეცალე იქაურობას. ძნელია ავღწერო რას ვგრძნობდი მაშინ... ერთადერთი რაც გულით მსურდა მიწის გასკდომა იყო, ჩემ ფეხებქვეშ... იქნებ სამარეში მაინც დამესვენა! იქ მაინც ავიცილებდი ასეთ სირცხვილს თავიდან!
-ერთი წამით, ქალბატონო!-გავიგონე ძახილი და მივხვდი, მე მეძახდნენ, რადგან სიახლოვეს ჩემ გარდა სულიერი არ ჩანდა. მივბრუნდი. ჩემზე ოთხი-ხუთი წლით უფროსი მამაკაცი შემრჩა ხელში.
-თუ არ მიწყენთ... არასწორად კი ნუ გამიგებთ...-ვერ მივხვდი რა უნდოდა - დიდი სიამოვნებით შევიძენდი თქვენთვის იმ მედიკამენტს... თუ რათქმაუნდა უფლებას მომცემთ....
თავზარი დამეცა... გავშრი! გავიყინე! გავქვავდი! უარესი რაღა უნდა მომხდარიყო?! (ყოველთვის როცა ასე ვფიქრობ, მართლაც უარესი მემართება, ასე რომ აკონტროლეთ ფიქრები...) უკანასკნელ ბოგანად წარმოვიდგინე თავი. უცნობის უაღრესად მადლიერი ვიყავი ყურადღებისა და სიკეთისთვის, მაგრამ საკუთარი თავმოყვარეობის ქარწაღებულ ფერფლს მივტიროდი. თავმოყვარეობა ისე გამომეცალა ხელიდან, რომ ვერც კი შევამჩნიე...
-არა... რას ამბობთ!-ვთქვი გაბზარული ხმით და ღაპაღუპით წამომივიდა ცრემლები. შეკავება არც მიცდია... გავიქეცი... ცრემლების ბურუსში გავხეული თითქმის ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ ინსტიქტურად, მაინც გავრბოდი... ყველაფერი ირეოდა ჩემ გადაღლილ გონებაში და უხმოდ ვკიოდი... მინდოდა ყველას და ყველაფერს გავცლოდი და დავმალვოდი, ჩემ პატარასთან ერთად... არ მსურდა ჩემ შვილს ამ სამყაროში ეცხოვრა და წესების გარეშე ებრძოლა სიცოცხლესთან ფულის ფარ-ხმალით. არ ვიცოდი როგორ გადამერჩინა მისი ჯერ კიდევ შეუბღალავი და გაუხრწნელი, სუფთა სული....
სადარბაზოსთან შევჩერდი. ხელის კანკალით ამოვიღე მობილური და გეგას დავურეკე... ყოველი აუღებელი ზარი თითქოს მეჩურჩულებოდა არარაობა ხარო... ო, ღმერთო ჩემო! გამოუთქმელად მკაფიოდ ვგრძნობდი, რომ მართალი იყო... არარაობა! არარაობა! ყვიროდა ჩემი მთელი არსება... არარაობა ვიყავი... არარაობის იდელაური სახე! გეგას არც შემდეგ ზარზებზე უპასუხია, მე კი სერიოზულად შევშინდი, რამე ხომ არ მოხდათქო... პური სახლში ავიტანე და მის სამსახურში წავედი, იქ მითხრეს დღეს არ გამოცხადებულა კლინიკაშიო... გულზე შემომეყარა, დილას გამაფრთხილა ადრე უნდა წავიდე, სამსახურში მაქვს საქმეებიო... სად იყო?! რას აკეთებდა?! არც მობილურს იღებდა, რომ დავკავშირებოდი... უძლური ვიყავი... ერთადერთი რაც შემეძლო ლოდინი იყო...
რვა საათისთვის დამირეკა და მითხრა მოსვლა შემაგვიანდებაო.
-სად ხარ?!
-დედაჩემს გავყევი საქმეებზე.
-რა საქმეებზე?!
-დაკითხვას მიწყობ?! რა უცნაური ტონი გაქვს!
-მაინც როგორი?!
-აი ისეთი, შენ რომ არ გახასიათებს... მოხდა რამე?!
-კი! ძალიან ბევრი რამ! არ ვიცი სად ხარ ან ვისთან ერთად, მაგრამ ერთ საათში აქ უნდა გაჩნდე!
-ვერ მოვახერხებ...
-უნდა მოახერხო!
-კარგი რა, ლამაზო, გამიგე....
-მოდი, რა ვქნათ იცი?! ცოხვრებაში ერთადერთხელ დავუშვათ გამონაკლისი და შენ გამიგე!!!
-თაი... პატარავ....
-გეგა!!
-თაი, მერე ვილაპარაკოთ...
-როდის მერე?!
-მერე, თაი, როცა მოვალ....
გათიშვას აპირებდა, როცა სიტყვა მივაწიე:
-გეგა, ორსულად ვარ!
გაითიშა... ალბათ, გათიშვის ღილაკს დააჭირა ინსტიქტურად... მაგრამ წამიც არ იყო გასული ისევ გადმორეკა... არ ამიღია. რეკავდა შეუჩერებლად, დიდხანს, მაგრამ ხმა მქონდა გამორთული და არ მაწუხებდა, პასუხის გაცემას, რათქმაუნდა არ ვაპირებდი.
გეგა ნახევარ საათში ჩემი სახლის კარებთან იდგა და აბრახუნებდა. გაღება არ მიჩქარია... კარს მივუახლოვდი თუ არა დამიყვირა, გამიღე დროზეო...
-ნუ შეყარე მთელი ქვეყანა! - ვუთხარი მშვიდად, მაგრამ მკაცრად. სახლში ქარაშოტივით შემოვარდა. კარი დავხურე თუ არა მეცა და შემანჯღრია.
-ის, რაც მითხარი, მართალია?!
-ჩემ ორსულობას თუ გულისმხობ კი...-ასეთი გააფთრებული არასდროს მენახა უწინ. ადამიანზე მეტად აწყვეტილ ცხოველს ჰგავდა.
-როგორ?!-თავში ხელები შემოირტყა და ორი ნაბიჯით უკან დაიხია.
-როგორ ისახებიან ხოლმე ბავშვები, გეგა?!-დოინჯი შემოვირტყი და საყვედურით შევხედე. ამან კიდევ უფრო გააცოფა. ვერ გავიგე, რატომ მადანაშაულებდა ,ნამდვილად არ დამიძალებია ინტიმით დავკავდეთთქო...
-მატყუებ ხო?! მითხარი, რომ მატყუებ!-მიღრიალა და ხელი მკრა. კედელს მივეჯახე და წამოვიკივლე.
ვიცოდი, რომ გაიკვირვებდა ,შეშფოთდებოდა ამ ამბის გაგებისას, მაგრამ მრისხანებაში თუ ჩავარდბებოდა რას წარმოვიდგენდი?!
-რატომ უნდა გატყუებდე?!
-იმირომ, რომ....
-რატომ?!
-სიმართლე გაიგე, არა?! გაიგე ხო?! ვინ გითხრა?! - ყველა ძარღვი დაჭიმული ჰქონდა, თვალები ლამის ბუდიდან ამოსცვენოდა.
-რაზე მელაპარაკები?
-გინდა, რომ ჩემი პირიდან გაიგონო, არა?!
-გეგა?!
-მაჩვენე გამოკვლების პასუხები! დროზე!
შეწინააღმდეგებას არც ვაპირებდი, პირიქით აქეთ მსურდა შემეთავაზებინა, რამეში თუ ეჭვი გეპარება ნახე და თავადვე გადაამოწმეთქო...
-შედი ოთახში, საწოლზეა...
არაადამიანური სისწრაფით შევარდა საძინებელში... არ შევყოლილვარ... წამით იმ აზრმაც კი გამკრა თავში, კარი გამეღო და გავპარულიყავი, მაგრამ არ იქნებოდა სწორი... არც სისუსტის დრო იყო... ახლა ხომ ყველაზე მეტად მჭირდებოდა შინაგანი ძალის გამოვლინება.
ერთხანს დაჭრილი მხეცივით ყმუოდა. მე კედელთან ჩაკუზული ველოდებოდი მის დაწყნარებას.
-თაი... თაი... თაი... -მონოტორულად იმეორებდა ჩემ სახელს საწოლი ოთახიდან გამოსული.
-ადვილი მისახვედრია, რომ საერთოდ არ გაგხარებია მამა, რომ გახდები....
არაფერი უპასუხია... კარებთან მივიდა.
-თაი... -დაკარგულივით წარმოტქვა ჩემი სახელი, ადამიანივით ლაბირინთში, რომ შევიდა და დაიკარგა...
-ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა?-მერჩივნა თავად მეთქვა, ვიდრე მისგან გამეგონა...ასე უფრო ადვილი იყო...
თავი დამიქნია.
-თაი, გიყვარვარ? - მკითხა უსინდისოდ. ნუთუ არ შერცხვა?
-როგორ უნდა მიყვარდეს კაცი, რომელიც ისეთი სულელია, რომ შექმნა შედევრი და უარს ამბობს მის ავტორობაზე?
-ვიცი, რომ გიყვარვარ... მთელი გულით გთხოვ...-მუდარა იგრძნობოდა მის ხმაში და მაშინ, საკუთარ თავზე მეტად გეგა მეცოდებოდა, რადგან ის ვერასდროს ნახავდა როგორ აიდგამდა ჩვენი შვილი ფეხს, დაიწებდა ლაპარაკს, დაუძახებდა მამას, რომელმაც მიატოვა... გაიზრდებოდა... მასახელებდა, მომივლიდა ,ჩემ სიხარულს და დრდს გაიზიარებდა...
-არ შეგაწუხო? ნუ იღელვებ... თითქოს არც არაფერი ყოფილა...-ცრემლები წამომივიდა, გაშლილი თმა ჩამოვიფარე სახეზე.
-თაი... მე გერმანიაში მივდივარ...
-ღმერთმა ხელი მოგიმართოს....
კარი გააღო.
-შექმნა შედევრი და უარი თქვა მის ავტორობაზე...-გავიმეორე ჩურჩულით და გავაცნობიერე, რომ გეგა ის მამაკაცი არ იყო, რომელცი არარაობასთან ერთად გაატარებდა თავის დარჩენილ სიცოცხლეს და არც იმ ბავშვს აღიარებდა, რომელიც არარობის სხეულში ჩაისახებოდა...
-ვინ არის ის?-ვკითხე და მივხვდი მიმიხვდა, ვიზე ვეკითხებოდი... თვალი ამარიდა.
-ექიმია ისიც...
-რა ქვია?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-ქერაა?-ვკითხე მოულოდნელად, თავადაც არ ვიცი რატომ, იქნებ გული მიგრძნობდა....
-როგორ მიხვდი?! - ოხ, ეს ქალური ინტუიცია... უფრო მეტად შევიძულე იმ წუთიდან ქერა ქალები....
-ჩემზე ლამაზია?
დუმდა... მინდოდა ხმა ამოეღო.
-არა... - გამოტყდა ბოლოს, როგორც იქნა!
-ჩემზე მეტად უყვარხარ?
-არა...
-შენ, გიყვარს?
-შენ უფრო...
-და მაინც მიდიხარ ჩემგან?
თვალები აუწყლიანდა. მომიახლოვდა, დაიხარა და ისეთი სითბოთი სავსემ მაკოცა თავზე, რომ ვერაფრით დავიჯერე მართლა ჩემ მიტოვებას, თუ აპირებდა....
-მაპატიე... - ჩამჩურჩულა და ვიგრძენი ცრემლი ჩამოუცურდა. ხელი მოვკიდე, უფრო ახლოს მოვიზიდე, მერე ნაზად შემოვხვიე ხელები და მაგრად მივეკარი, მთელი სიყვარულით ვეხვეოდი, მინდოდა სხეულზე უჩინრად დარჩენოდა ჩემი ალერსის კვალი... ვტიროდი... არა! ეს გაცილებით უფრო მეტი იყო ვიდრე ტირილი! ვბღაოდი... მთლიანად დავასველე, მაგრამ არ მოვუშორებივარ, თვითონაც ტიროდა და მაგრად მიჭერდა ძლიერ მკლავებს... არ მესმოდა რატომ მიდიდოა ჩემგან, მაშინ როცა შეიძლება ყველაფერი ჰქონოდა... მე ვზლუქუნებდი, რომ ვერ ვიტანდი ქერა ქალებს, მაგრამ გეგა ერთ სიტყვასაც ვერ არჩევდა... ბოლოს ჩამოშლილი თმა გადამიწია, ცრემლები ტუჩებით მომწმინდა სახიდან და მგზნებარედ მაკოცა,ისე როგორც არასდროს... მიხვდი, რომ მართლაც უკანასკნელი იყო ეს კოცნა... ტირილს ვაგრძელებდი, რადგან არ ვიცოდი როგორ შემეკავებინა თავი...
-მშვიდობით... -მითხრა, წამოიწია და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სახლიდან. მე წამით გაშეშებული ვეგდე იატაკზე, ხის მორივით ,მაგრამ როცა გავაცნობიერე, რომ სამუდამოდ მიდიოდა ჩემგან და აღარასდროს დაბრუნდებოდა წამოვხტი და გავეკიდე...
-გეგა! გეგა! მოიცადე, ერთი წამი! მითხარი, გთხოვ, მიტხარი! ფულიანია?! ბევრი ფული აქვს?! აქვს ხო?!-კიბეებზე ჩარბოდა, მე მივდევდი მაგრამ ვერ ვეწეოდი.
-მიპასუხე, გთხოვ! ფულიანია?!
სადარბაზოდან გასვლა დამასწრო, მაგრამ მანქანაის დაძვრამდე მივუსწარი. ფანჯარას ვეცი, ხელებს ვურტამდი, კარის გაღებას ვცდილობდი, არ მინდოდა გამეშვაან, წასვლამდე ერთადერთ შეკიხთვაზე მაინც გაეცა პასუხი. ვბღაოდი, არავის ვერიდებოდი.
-ფულიანია?! მითხარი! გემუდარები!
გეგამ მანქანა დაძრა... მოსახვევამდე ვზდიე, მანქანის შუშებს მუშტებს ვურტყამდი, კარებს ვკაწრავდი, მაგრამ უშედეგოდ, მაინც არ გაუჩერებია..
-გეგა!!!!
გეგა წავიდა.... იქამდე ვუყურებდი მის მაქნანას, სანამ თვალს არ მოეფარა... ვერ ვამჩნევდი ვერცერთ ჭორიკანა თვალს, იმის მიუხედავად რომ ათასობით იყვნენ...
წავიდა... სამუდამოდ.... სულ... აღარასდროს დაბრუნდებოდა, აღარ ჩამეხუტებოდა, არც იმას დამავიწყებდა ვინ ვიყავი რეალურად... ვეღარასდროს გავიგონებდი მის ნათქვამ მიყვარხარს, ვერ ვიგრძნობდი სითბოს და ალერსს, დროებით ამოვსებული სიცარიელე ძველებურად დამიმონებდა... მარტოობაც სასწრაფოდ მოაწყდებოდა ჩემი არსების გალავანს და არაფრით მომასვენებდა, მე-არარაობას.....

***********

სოლომონ ბრძენს ბეჭედზე ეწერა: "ესეც გაივლის"....
"ის, რაც არ გკლავს, გაძლიერებს...."
2012 წელი



(15 წლის)



№1  offline ახალბედა მწერალი tgvinianidze29

ბოდიშს ვიხდი გრამატიკული შეცდომებისთვის. იმის ფუფუნება არ მაქვს, რომ ნაწარმოებს ხელახლა გადავხედო და ჩავასწორო. ვფიქრობ, სჯობს ეგ დრო ,,დაბრუნებულ თილისმას" მოვახმარო.

 


№2  offline მოდერი ჯია

გამახსენდა რატომ მეხუთებოდა ქუთაისში ცხოვრებისას სული.. ჭორიკანა მეზობლები, უსაქმურების ბირჟები.. გაფართოებული თვალები გოგოს სიგარეტით დანახვისას. თაის ფიქრების უმეტესობა ზედმეტად ახლოს იყო ჩემთან.
ძალიან მომეწონა!
ძალიან კარგად წერ...
მადლობა ❤️

 


№3 სტუმარი mari

Gaagrdzele ra

 


№4  offline მოდერი Amalthea

ვაიმე ეს როგორ მიყვარს ^^
გამიხარდა თავიდან რომ დადე <3
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№5  offline მოდერი წითური გოგონა

არც ველოდი კარგ დასასრულს, იმიტომ რომ მთლიანად რეალობას აღწერდი და შეუძლებელია რეალობა იყოს კარგი. მე ასაკმა გამაკვირვა. დედაშენს ვეთანხმები...
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№6  offline წევრი Marryam

სადღაც მქონდა იმედი კარგი დასასრულის, მეგონა ბოლოს შენს ფანტაზიას ჩართავდი და.... მაგრამ ძალიან სადღაც იყო ეს იმედი იმიტომ რომ თავიდანვე რეალური ფაქტებით შექმნილი ისტორიაა და უნდა ვაღიარო, მიუხედავად ომისა, რომ ვერ ვიტან ცუდ დასასრულებს ეს ისტორია გამონაკლისი იყო ...ყოჩაღ, თუმცა მე მაინც `ჰეფი ენდის` ფანი ვარ

 


№7  offline წევრი batkuna1

Ubralod bravo!

 


№8  offline ახალბედა მწერალი tgvinianidze29

ჯია
გამახსენდა რატომ მეხუთებოდა ქუთაისში ცხოვრებისას სული.. ჭორიკანა მეზობლები, უსაქმურების ბირჟები.. გაფართოებული თვალები გოგოს სიგარეტით დანახვისას. თაის ფიქრების უმეტესობა ზედმეტად ახლოს იყო ჩემთან.
ძალიან მომეწონა!
ძალიან კარგად წერ...
მადლობა ❤️

დღესაც როცა ქუთაისში ჩავდივარ ვგრძნობ ჩახუთულობას... მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მიყვარს ქალაქი, სადაც გავიზარდე. ქუთაისთან მილიონი ტკბილი მოგონება მაკავშირებს. სამწუხაროდ, ამ ქალაქს ძალიან უჭირს სიახლეების მიღება.
მიხარია რომ მოგეწონა <3
დიდი მადლობა

mari
Gaagrdzele ra

მარი, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია მწერალი გრძნობდეს როდის უნდა დაასრულოს ნაწარმოები. შეუფერებლად გაწელილი არაფერი ვარგა. კარგია თუ კითხვისას არ გეყო და გინდოდა გაგრძელებაც წაგეკითხა.

Yvavi.
ვაიმე ეს როგორ მიყვარს ^^
გამიხარდა თავიდან რომ დადე <3

გამიხარდა, რომ გიყვარს და გახსოვს <3

წითური გოგონა
არც ველოდი კარგ დასასრულს, იმიტომ რომ მთლიანად რეალობას აღწერდი და შეუძლებელია რეალობა იყოს კარგი. მე ასაკმა გამაკვირვა. დედაშენს ვეთანხმები...

შეიძლება ნაკლია, შეიძლება, პირიქით, პლუსი, რომ რეალობის მაცნე ვარ. გააჩნია ვის რა სჭირდება ლიტერატურისგან. ყველა დასასრუი ისეთ განცდას უნდა გიტოვებდეს, რომ წინ რაღაცის დასაწყისია... ამგვარ ფინალს მე ვეძახი ,,სამწერტილიანს." მკითხველს უნდა დატოვო პირადი სივრცე და მისცე ფიქრის საშუალება. გონებაში თავად, შენგან დამოუკიდებლად, გააგრძელოს ნაწარმოები. ასაკმა რატომ გაგაკვირვა? შენც პაწუკა ხარ, მაგრამ ძალიან კარგად წერ!

Marryam
სადღაც მქონდა იმედი კარგი დასასრულის, მეგონა ბოლოს შენს ფანტაზიას ჩართავდი და.... მაგრამ ძალიან სადღაც იყო ეს იმედი იმიტომ რომ თავიდანვე რეალური ფაქტებით შექმნილი ისტორიაა და უნდა ვაღიარო, მიუხედავად ომისა, რომ ვერ ვიტან ცუდ დასასრულებს ეს ისტორია გამონაკლისი იყო ...ყოჩაღ, თუმცა მე მაინც `ჰეფი ენდის` ფანი ვარ

ვერ ვიტყვი, რომ ფინალუ უფანტაზიობამ დამაწერინა. ვფიქრობ, ხანდახან შეუფერებელია ფანტაზიებში გაფრენა. ამ დროს თითქოს მკითხველს ატყუებ. წარმოიდგინე წინ გიდევს ნახევრად დამპალი ვაშლი, მე რომ შენკენ საღი მხარე შემოვაბრუნო და გაფუჭებული არ დაგანახო...
ბედნიერი დასასრულების მოყვარული ალბათ იმიტომ ხარ, რომ ყოველი ჩვენგანის გულში ის გოგონა ცხოვრობს ბავშვობაში ზღაპრებს რომ უკითხავდნენ. იდეაში... მე ახლაც სიამოვნებითვუყურებ მულტფილმებს და მათზე ვტირი კიდეც.
მიხარია ჩემ ,,მე არარაობა" შენთვის გამონაკლისი გახდა.

batkuna1
Ubralod bravo!

მადლობა ^^

 


№9  offline წევრი Ana Imnadze

მძიმე იყო,იმიტომ რომ რეალური იყო :-(
მაგრამ კარგი<3

 


№10 სტუმარი ცირა

მოვკვდი...თუ როდესმე გააგრძელებ ეს გოგო ფეხზე დააყენე.მერე შეახვედრე გეგას....არადა როგორი ცხოვრებისეულია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent