შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო [12]


9-06-2016, 17:19
ავტორი N7
ნანახია 2 754

12
ტკივილი?
ტკივილი ადვილი რამეა. უცბად შემოდის შენთან, ბოროტი სიმსივნეს მეტასტაზებივით ვრცელდება და უცბად განგრევს. მაგრამ ყველაზე საშინელი ტკივილი – ტკივილებს შორის – ტყუილებით მიყენებულია. ტყუილი დანაზე უფრო ბასრი იარაღია და ტყულს ბევრი საიდუმლო წარმოშობს. საიდუმლოები უნებურად ჩნდება, ტყუილები კი სრულიად გააზრებული ქცევების საფუძველზე იფანტება. მოდის, გშლის და მიდის.
საიდუმლო?
საიდუმლო ყველას აქვს. შენც – ახლა რომ კითხულობ, მათაც – თავს რომ დაგფოფინებენ ახლა, ჩვენც – ადამიანებს, რომლებიც სიტყვებს ვხლართავთ და წინადადებებს ვადგენთ... მოკლედ, ყველას განურჩევლად სქესისა, რასისა და ორიენტაციისა. საიდუმლოს განსაზღვრება სასაცილოდ ჟღერს – დიდი და პატარა საიდუმლოები. სასაცილოდ იმიტომ, რომ არ არსებობს დიდი ან პატარა საიდუმლო. საიდუმლო – საიდუმლოა და ის ყველას „ერთი ზომის“ აქვს: პოლიტიკოსებს, სამღვდელოების წევრებს, მედიცინის დოქტორებს, შენ, მე. და, მიუხედავად მისი თანაბარი ზომისა ნებისმიერ ადამიანთან, მის სიმრავლეს ვერავინ ვერ უარყოფს. შესაძლოა შენ ორ საიდუმლოს ინახავ, მაგალითად იმას, რომ მეზობელმა ქმარს უღალატა და ერთადერთი ხარ, ვინც ეს იცის და შენ თვითონ ღალატობ ქმარს. საიდუმლო ან საიდუმლოები ბევრ ტვირთს წარმოშობს, რომელთა შორის ტყუილიცაა.
ტყუილი?
ტყუილი ყველა ბოროტების სათავეა. როგორც მდინარეს აქვს სათავე, ასე აქვს ყველა ბოროტებას სათავე და, როგორც უკვე ვთქვი, ეს ტყუილია. ტყუილსაც, საიდუმლოს მსგავსად, განსაზღვრება აქვს: პატარა და დიდი ტყული – თუმცა, ანალოგიურად, ესეც სასაცილოა. მაგრამ ახლა შესაძლოა შენ სულაც არ გეცინება, რადგან მიგაჩნია, რომ, რადგან იცი,რომ შენს მეზობელს ცოლი ღალატობს და მას ამას უმალავ ტყუილების საშუალებით ისინი პატარები არიან, ხოლო შენ რომ ქმარს ღალატობ და მას მალავ, მის დასაფარად გამოყენებული ტყუილები დიდი ტყუილები არიან. ხომ სასაცილოდ გაიჟღერა? მაგრამ შენ ასე ფიქრობ. ამ ფიქრს კი ვერაფერი შეცვლის. მაგრამ კარგი, იყოს ჩემთვის სასაცილო შენთვის სრულიად ორდინალური, მარტივად ასახსნელი მოვლენა. მაგრამ ტყულიც „ბევრი და ცოტას“ რეჟიმში იზომება. რაც უფრო ბევრ ტყუილს ამბობ, მით უფრო მეტს კარგავ, რაც ნაკლებს, შესაბამისად, ნაკლებს კარგავ. და თუმცა ტყუილი – ტყუილია და ის კი ყველა ბოროტების სათავეა, დაფიქრდი – გიღირს კი?
და, ღირებულება?
ამაზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, რადგან შენთვის იაფფასიანი ბევრისთვის ძვირფასია და პირიქით. თუმცაღა დაზუსტებით გეტყვი, არაფერია ტყუილზე უარესი. სიმართლეც კი, რომელიც ასე მწარედ მიგაჩნია.

– ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემი ოჯახი, რომელსაც მეთვრამეტე საუკუნიდან აგებდნენ ჩემი წინაპრები, გაკოტრდა. დიდი კომპანია ცუდ დროს ცუდ ხელში აღმოჩნდა და, როგორც ხდება ხოლმე, ყველაფერი წყალს გაჰყვა. ვკარგავდით ერთდროულად კომპანიას, სახლს, მანქანას, ნახატებს და ყველაზე უარესი – ერთმანეთს. არაფერია იმაზე უფრო ცუდი, უყურო მშობლების თვალებს, რომლებიც მტრულად შესცქერიან ერთმანეთს. და თუმცა ყველაფერი ხდება და ჩვენს თავსაც ეს ტრაგედია დატრიალდა. არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. საცოდავ ბებიას, ამდენი დარდისგან ინფარქტი დაემართა და ჩემს ხელებში დალია სული. მივხვდით, რომ სასწრაფოდ უნდა გვეღონა რამე, ამიტომ მამამ ყველაზე სასტიკი გზა აირჩია. ძალიან ვეცოდებოდი ყველას და მეც მეცოდება ჩემი თავი, ახლაც კი, მაგრამ სხვაგვარად ვერ იქნებოდა... ცოლი შემრთეს. ქალი, რომელიც არ მიყვარდა და არც მას ვუყვარდი. მე არავინ მიყვარდა და ამიტომ არ გამჭირვებია, ის კი, მშობლების ამ ნაბიჯით, ძალიან დაიტანჯა, რადგან სულ სხვა ადამიანი უყვარდა. თიკა, ცოლი მყავს, ოღონდ ეს მხოლოდ ფორმალობა.. რამდენიმე თვით ის საფრანგეთშია, თავის სიყვარულთან ერთად...
ყურები დაუგუბდა, თავბრუ დაეხვა და მუხლებში ძალა გამოეცალა. ყურებზე ორივე ხელისგული მიიჭირა და პირი ოდნავ შეხსნა. სუნთქვა უჭირდა, ჰაერი ფილტვებს აღარ მიეწოდებოდა, ყურებში კი სანდროს სიტყვები გალაქტიკიდან შემოსულ წივილს ჰგავდა. თვალებში დაგუბებულმა სითხემ გადმოსვლა იწყეს, ჯებირების გადმოლახვა და თეთრ კანზე ბილიკების გაყვანა. ვერაფერს ვეღარ გრძნობდა, თითქოს სანდროს პირი შეეხსნა და ერთიანად შთაენთქა მისი გრძნობები, განცდები. მხოლოდ იმედგაცრუება ჩამდგარიყო და მწარედ ქვითინებდა. ქვეცნობიერს კვლავინდებურად დოინჯი შემოერტყა და უკვე კარგად ნაცნობი ხმით ჩაჰკიოდა – ხომ გაფრთხილებდიო. გული მისდიოდა, უკვე ყველაფერი ყელში მოდგომოდა და ჰაერს უკავებდა. რამდენიმე წუთით ვერ მობილიზებულიყო დატრიალებულ ამბავზე და თავი სიზმარშიც კი ეგონა, შემდეგ გაიაზრა მომხდარი და მიხვდა, ახლა მეტი დრამა აღარ უნდა გაეთამაშა. ისედაც საკმარისად მტკივნეული სპექტაკლი დამდგარიყო სცენაზე. მეტიც, სანამ თვალებს გაახელდა, იმასაც ფიქრობდა, ახლა აპლოდისმენტით აიკლებენ ჰოლსო, მაგრამ ის არ იყო საკონცერტო დარბაზში და, რაც მის თავს ხდებოდა, იმაზე მეტადაც კი იყო რეალური, ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა.
– და, რადგან შენი ცოლი საფრანგეთში ერთობა და ვერ გაკმაყოფილებს, გადაწყვიტე ვიღაც გოგო გამოიყენო ხო? – დაიყვირა, ოღონდ ვერ აცნობიერებდა, რას საუბრობდა. თითქოს მის წინ დიდი კედელი აღმართულიყო, რომლის უკანაც სანდრო იდგა. ის კი ყვიროდა პირველივე სიტყვებს, რაც ენის წვერზე მოადგებოდა და კედელს ძლიერად უშენდა მომუშტულ ხელებს. – ერთხელ უკვე მეტკინა და შენ ეს იცოდი! ხომ იცოდი? ამიტომ გადაწყვიტე, საბოლოოდ განადგურება ჩემი, ხო? შემიყვარდი, სანდრო... შენ ეს პირველივე შეხვედრიდან იცი! და ამიტომ ადვილი გახდა ჩემი გამოყენება, არა? მიპასუხე! სერიული მკვლელი ხარ? – წამით შეჩერდა, პირზე ხელი აიფარა, თვალი გაუშტერდა, – მი–პა–სუ–ხე! – დაუმარცვლა უკვე ჩურჩულით.
აღარაფერი უთქვამს სანდროს, რადგან მაინც არ ესმოდა მისი. ხელები შემოჰხვია და ძლიერად მიიკრო სხეულზე. რამდენიმე წუთით იბრძოლა თიკამ, არ დათმო პოზიცია. ჭკუიდან გადასული ყელის ჩახლეჩვამდე ყვიროდა და მჭიდროდ მიტმასნილი სხეულის დახსნას ცდილობდა მამაკაცის კლანჭებიდან, მაგრამ ვერ შეძლო. ბოლოს, ემოციებისა და ენერგიისგან ერთიანად დაცლილს, გული წაუვიდა.

თვალები რომ გაახილა, რამდენიმე წამი ისტერიკას ჰყავდა შეპყრობილი და ის იყო წამოჯდა, კვლავ წივილი უნდა მოერთო, რომ საკუთარი ოთახი იცნო.
– დედა! – დაიკივლა და თეთრ მატერიას ხელებით ძლიერად ჩაებღუჯა.
ოთახში წაშლილი ნინო შემოვარდა.
– გული გამიხეთქე! – კარში შედგა, როგორც შვილი დაინახა ნორმალურ მდგომარეობაში. – რა გჭირს?
– ის სადაა? – დაიჩურჩულა ისე, თითქოს მართლა მკვლელს ახსენებდა და შეშლილი თვალები ოთახს მოავლო.
– ვინ ის? – შეშფოთდა ქალი და შვილის გვერდზე მოკალათდა საწოლზე. – თიკა, დამშვიდდი, აქ ჩვენ გარდა არავინაა! – თავზე ხელი გადაუსვა და საწოლზე მიაწვინა.
– ის? – ამოიჩურჩულა მაინც, ჯიუტად.
– სანდროზე ამბობ? – ნინოც დაფრთხა შვილის ასეთი დაჟინებული შიშით.
– ნუ ახსენებ მის სახელს! – წამოიყვირა და ყურებზე ხელისგულები ძლიერად მიიჭირა.
– თიკა, დასვენება გჭირდება, – ამოივნესა ქალმა და სწრაფად შეახო ტუჩები შვილს შუბლზე.
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა შეშინებული გოგო, მაგრამ ტუჩებზე თითი მიადო ნინომ.
– ჩშშ... დაიძინე, – შუბლიდან თმა გადაუყარა და მანამ დაელოდა, სანამ არ დაიძინებდა.
ჯერ არასდროს ენახა შვილი ასეთი შეშინებული. თითქოს მანიაკს ჰყავდა გატაცებული და სიკვდილს გამოექცაო. თუმცა იმ მომენტში სანდრო ყველაზე საშიშ მანიაკად წარმოედგინა...
– დაიძინა? – ჰკითხა ქალს ჩურჩულით, როგორც კი კარი მიხურა.
– ძლივს... – ამოიჩურჩულა და მტკივნეულად გაუღიმა ბიჭს.
– არასწორად გამიგო... – ამოიოხრა.
– მისაღებში წამოდი, – ხელით ანიშნა.
– არ მინდა, რომ გაიღვიძოს და აქ მნახოს... – უკან დაიხია.
– ნუ ღელავ, ჯერ არ გაიღვიძებს, – დაამშვიდა უმალ, – უნდა ვიცოდე, რა მოხდა, რომ შევძლო შვილის დახმარება.
აღარ შესწინააღმდეგებია, დიდ მისაღებში შევიდა და სავარძელში ჩაეშვა.
– მთხოვა, რომ სიმართლე მეთქვა და მეც ყველაფერი მოვუყევი, – დაიწყო მანამ, სანამ ქალი ჰკითხავდა, – ცოლი მყავს, მაგრამ მასთან არაფერი მაკავშირებს, გარდა ფორმალობისა... – ლაკონურად ახსნა და მაგიდიდან სიგარეტზე ანიშნა, შეიძლებაო? ზოგადად, არ ეწევა, მაგრამ იმ მომენტში არ შეეძლო სხვა ჰაერის სუნთქვა.
ნინომ ამოიხვნეშა, რადგან იგრძნო სიტუაციის სიმძაფრე.
– ჰოო, – დაიწყო მცირე პაუზის შემდეგ და თვითონაც მოუკიდა სიგარეტს, – თიკას ღალატზე მასეთი რეაქცია აქვს. მას ღალატობ თუ მასთან ღალატობ, ერთი და იგივე სიმძაფრისაა, – თავი დანანებით გაიქნია. – თუმცა, ასეთი რეაქცია რადგან აქვს,ესეიგი, ძალიან ჰყვარებიხარ.
სანდროს ჩაეღიმა და ყველა ტკივილი ამ ღიმილში მოათავსა.
– არ მინდოდა, რომ დავენახე და კვლავ სტკენოდა... ვიცოდი, რომ ვატკენდი, მაგრამ სიყვარულმა ყველაფერი დამავიწყა და აი, დღეს აქ ვარ. მაპატიეთ, ქალბატონო ნინო, შვილის ამ მდგომარეობაში ჩაგდება... და იმედია, ოდესმე თიკაც მაპატიებს, – წამოდგა, – ახლა წავალ, თქვენისნებართვით...
კარი დაკეტა თუ არა, ჩაიკეცა ნინო, სახე ხელებში ჩამალა და აქვითინდა.
– ბავშვებო...



№1  offline წევრი Pepper

მოველოდი რაღაც მსგავს
ძალიან ცუდი ფაქტია სანდროს რომ ცოლი ჰყავს მაგრამ იმედს ვიტოვებ აპატიებს თიკა. დავიტანჯე თიკას ტკივილით რააა ძალიან ბევრი რამ გადაიტანა და არ მინდა სანდროც დაკარგოს თანაც გამოუსწორებელი არააა ეს სიტუაცია.
თიკას სიტყვებზე გული ამიჩუყდა და ლამის მეც ავტირდი.
სანდროც მეცოდება ახლაა უკვე.
მოკლედ ამ თავმა ძალიან იმოქმედა ჩემზე ისედაც უხასიათოდ ვიყავი თან
საოცრად ემოციური და კარგი თავი იყო.
ისევ შენ თუ შეძლებ ჩვენს ატირებას
ველოდები შემდეგ თავს კარგი ამბის მოლოდინში არ მემეტებიან ეს ორი მე ტანჯვისთვის ^^
კარგია რომ არ დავიგვიანე ახალი თავი იმედია არც შემდეგს დავიგვიანებ
<3
პ.ს სიყვარულით
შენი წიგნის პირველი ფანი :დ <3

 


№2  offline წევრი zaika

ძალიან ძალიან მაგარი ასე განაგრძე <3 იცოდე რამენაირად შეარიგე ესენი რაა :/

 


№3  offline წევრი ketia

ვაიმე ვაიმეეეე რა მაგრიააა მაგრამ ესე ოა ???:(

 


№4  offline წევრი N7

Pepper
მოველოდი რაღაც მსგავს
ძალიან ცუდი ფაქტია სანდროს რომ ცოლი ჰყავს მაგრამ იმედს ვიტოვებ აპატიებს თიკა. დავიტანჯე თიკას ტკივილით რააა ძალიან ბევრი რამ გადაიტანა და არ მინდა სანდროც დაკარგოს თანაც გამოუსწორებელი არააა ეს სიტუაცია.
თიკას სიტყვებზე გული ამიჩუყდა და ლამის მეც ავტირდი.
სანდროც მეცოდება ახლაა უკვე.
მოკლედ ამ თავმა ძალიან იმოქმედა ჩემზე ისედაც უხასიათოდ ვიყავი თან
საოცრად ემოციური და კარგი თავი იყო.
ისევ შენ თუ შეძლებ ჩვენს ატირებას
ველოდები შემდეგ თავს კარგი ამბის მოლოდინში არ მემეტებიან ეს ორი მე ტანჯვისთვის ^^
კარგია რომ არ დავიგვიანე ახალი თავი იმედია არც შემდეგს დავიგვიანებ
<3
პ.ს სიყვარულით
შენი წიგნის პირველი ფანი :დ <3

ნაწერმა თუ შენში ეს ემოციები გამოიწვია, ძალიან ბედნიერი ვარ. ასე, ბოროტად :3
მიყვარხარ მე შენ, ძალიან თბილო! love love

zaika
ძალიან ძალიან მაგარი ასე განაგრძე <3 იცოდე რამენაირად შეარიგე ესენი რაა :/

მიხარია, რომ მოგწონს love love
ვეცდები, ძალიან თუ არ გაჭიუტდა თიკაა winked wink

ketia
ვაიმე ვაიმეეეე რა მაგრიააა მაგრამ ესე ოა ???:(

მიხარია, რომ მოგწონს love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline წევრი Abigail

შემდეგ თავს ვერ ვნახულობ, გეხვეწები, მითხარი რომ შემდეგი თავი სინამდვილეში დევს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent