ქალბატონო, სანთებელა ხომ არ გექნებათ? (2)
ჩემი საყვარელი ჟანრის ფილმებს ჩავუჯექი და საღამო ისე მოვიდა ვერც გავიგე, რა კარგია რომ არსებობს ფილმები, წიგნები... ცოტახნით მაინც რომ გვავიწყებს რეალობას. ერთი წუთით მაინც რომ ვცხოვრობთ ბედნიერი ცხოვრებით. და ამ ბედნიერ წუთებში ვფიქრობ სრულიად უადგილოა ზარის ხმა. ისევ თეა ვარ, სწრაფად ვდგები და მივდივარ კარისკენ. დღეს ნიცა დათის უნდა გამოეყვანა კიდევ კარგი, თორემ ნამდვილად დამავიწყდებოდა. კარს უკან მხვდებიან ყურებამდე გაღიმებული ნიცა და დათი, უამრავი პროდუქტიტ ხელში. -დედი მე და მამიკოს ტოლტი გვინდა, ბეეევლი ჩოკოლადით და მალწკვით. თან ვიჩით ლომ დაგლილი ქალ და ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ქო მამა? გაბრწყინებული თვალებით უყურებს დათის. დათიც თავს უქნევს. ნიცა პირდაპირ ხელში ამყავს და დათის რამოდენიმე პარკს ვართმევ. ნამდვილად არ ვარ ტორტის განწყობაზე მაგრამ არ მინდა რამე ვაწყენინო ნიცას ან დათის, მეც ვერთვები ტორტის გაკეთების პროცესში. ცოტა არიყოს გავმხიარულდი, როგორი საოცარი ბავშვია ნიცა, როგორი ლაღი, ნიცას ბედნიერებისთვის მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, ოღონდ მას არაფერი დააკლდეს. ტორტი საკმაოდ გემრიელი გამოდის, ყველა გემრიელად მივირთმევთ, დათი და ნიცა ძალიან კმაყოფილები არიან თავანთი იდეის განხორციელებით. ნიცას უკვე თვალები ეხუჭება, ხელში ამყავს და ოთახში მიმყავს. ფრთხილად ვხდი და ვაწვენ, მალევე ღრმად ეძინება და მეც ჩუმად ვიხურავ კარს. მისაღებში დათი ტელევიზორთანაა მოკალათებული და ინტერესით უყურებს რაღაცას, გვერდით ვუჯდები და ვცდილობ მეც გავერკვე. დათიმ გამომხედა ჩემსკენ მოიწია და თავი დამადო. -თე, რატო არ მეუბნები? ძალინ დავიბენი, უცებ გავწითლდი, მიხარია რომ დათი სახეზე ვერ მხედავს. რას მეკითხება? - დათი რას? - ლენკამ დამირეკა და მომახსენა ყველაფერი.- მეუბნება სიცილით. ოხ ლენკა! ვერ მოითმინა საღამომდე მაინც. - აა ახლა ვაპირებდი თქმას, ღირს წასვლა? შენ რას ფიქრობ? - წადი თეა, წადი. ნიცაც გაერთობა, ცხელა უკვე თბილისში, ცოდო ხარ შენც და ნიცაც, მერე მეც ჩამოვალ. -ნამდვილად იცი? დათი თუ არ გინდა არ წავალ. - თეა წადი, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. ხვალ დაგირიცხავ ფულს რამდენსაც გინდა. - კარგი, წავალ მაშინ დავიძინებ. წამოდგომა მინდოდა მაგრამ დათი არ მიშვებდა. როგორც იქნა აწია თავი მაკოცა და გვერძე გადაჯდა, გავუღიმე და ოთახისკენ წავედი. მგონი კარგი დასვენება გამომივა, მზე, ზღვა, რუჯი... ლენკა კიდევ არ მომასვენებს და აუცილებლად მთელ ბათუმს ფეხით მომატარებს, იქნებ დამეხმაროს ცოტა ხასიათის გამოსწორებაში. ისევ ფიქრები... ისევ წარსული, ისევ ნეტა ესე არ მექნა, ნეტავ ესე არ მოვქცეულიყავი, იქნებ მამუკასთვის არ დამეჯერებინა, მესწავლა და დავლოდებოდი ბედს ისე. მაგრამ რაც არის არის, მყავს ნიცა რომელიც ყველას მირჩევნია. ფიქრები ნელ-ნელა ქრებიან და ღრმა ძილში ვეშვები. დილას როდესაც დათის და ნიცას ვაცილებ ბარგის ჩალაგებას ვიწყებ. ვფიქრობ მაღაზიებში უნდა გავიარო და ახალი ტანსაცმელი შევიძინო, ლენკას გავიყოლებ. დღეს ყველაფერი უნდა მოვასწრო, დათისაც სადილი უნდა გავუმზადო და დავუტოვო. რაღაც მშვენიერ განწყობაზე ვარ. ოჰ ისევ ტელეფონი: - ჰო მამი -თეაკო რას შვები? -ტანსაცმელს ვალაგებ მა, ხვალ დილით ბათუმში მივდივართ. -რას ამბობ?! მართლა? რა კარგია მა, მეგონა დათოს არ აძლევდნენ შვებულებას თვის ბოლომდე. -მამა დათი რჩრბა თბილისში, ლენკასთან ერთად მივდივარ, ნიცაც მიმყავს. -რას ლაპარაკობ?! ეგრე როგორ შეიძლება დათოს თბილისში მარტო ტოვებ? დალოდებოდი ბარემ. - ცოტა არიყოს არ მოეწონა მამუკას, ვიცოდი რომ რაღაც არ მოეწონებოდა. -მამა დათიმ მთხოვა წადიო, რა არის ამაში ცუდი. ცხელა თბილისში ძალიან, ბავშვიც მეცოდება. - ეჰ რავიცი რავიცი, დათის მარტო დატოვება არ მომწონს, კარგი როგორც თქვენ გინდათ. წავედი სამსახურში ვარ, გკოცნით. - მიდი მა, მეც. მამუკასთან ლაპარაკმა ხასიათი გამიფუჭა, არასდროს ისე არ ვიქცევი როგორც მას მოწონს. მას თავისი გაგება აქვს, ყველაფერში მიპოვის რაღაც ნაკლს. ბავშვობიდან ესეა, არაფერში არ მენდობა ბოლომდე. შუა დღეს ლენკასთან ერთად მივდივარ მაღაზიებში, ნიცას ძალიან საყვარელ საცურაო კოსტუმს ვყიდულობ და ბევრ სხვა რაღაცას. არც დათისთვის არ მავიწყდება რამოდენიმე მაისურის ყიდვა, ვიცი გაუხარდება. საღამოს დაღლილი ვბრუნდები სახლში, ნიცა და დათი სახლში მხვდებიან მათ საჩუქრებს ვურიგებ და ვაზომებ. ისევ ღამე, ჩემი აივანი და სიგარეტი. თბილისში ალბათ ვერასდროს ვერცერთს ზაფხულს გავძლებდი რომ არა ეს აივანი, ბევრი ყვავილებით, კომფორტული სკამებით და კარგი ხედით. იდეალური ადგილია ჩემთვის, განსამარტოვებლად და საფიქრელად. მაგრამ მგონი უფრო საოცნებოდ... და მაინც რა არის ოცნება? ყოველთვის რემარკის სიტყვები მახსენდება: " მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს." ოცნება გვეხმარება გავუმკლავდეთ ამ ცხოვრებას, თითქოს არაფრის მომცემი არარის მაგრამ, რომ არა ოცნება ჩვენ აუცილებლად გავაფრენდით. აი ესე უბრალოდ გავაფრენდით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.