შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრიდან რეალობაში (6)


9-06-2016, 23:39
ავტორი mariam-mariam
ნანახია 1 766

დილით გაღვიძებულს თავი საშინლად მისკდებოდა. ნელა გავახილე თვალები, მაგრამ სინათლემ უცებ მომჭრა და ისე დავხუჭე..
რამდენიმე წუთი დამჭირდა მხედველობის დააბრუნებლად...
ბოლოს უკვე როცა შევაჩვიე სინათლეს თვალი და გამოსახულებებიც გარკვევით დავიმახე, დაუძლეველ მისიად ბალიშიდან თავის წამოწევა გახდა..
-აუ თავი..
მორიგი მცდელბაც კრახით დასრულდა და ღონე გამოცლილი მივსვენე ბალიშზე..
-ოჰ გაუღვიძია ქალბატონს..
ოთახში ნუცა შემოვიდა და ნაბეღლავის ბოთლი გამომიწოდა..
-მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ..
ჩემთვის ვიმეორებდი და ბოთლი გამოვართვი..
-კაი ეხლა არაა საჭირო ამდენი სიყვარულობანა..
უცებ შეიფარა და ლოგინზე ჩამოჯდა..
-შენ ვინ გეუბნება რო?! - უცებ გავირკვივე და ნაბღლავი მოვსვი... - ამას ვუბნები
უცებ განვუმარტე და ცივი ბოთლი საფეთქელთან მივიდე...
-სულელი ხარ ამხელა ქალი რა...
გაბრაზებულმა მომაძახა და ოთახიდან გავიდა...
გულიანად გამეცინა მის ამ ბავშვურ საქციელზე და თავის ტკივილიც ჯანდაბაში გავუშვი...
ნელა წამოვდექი და სააბაზანოში შევლასლასდი..
უკვე გამოწყობილი და ცოტა გონს მოსული გავედი სამზარეულოში და მაშინვე ლუკას გაბრაზებულ სახეს შევჩეხე...
-ვა ლუკი როგორ ხარ ჩემი ძმა?
ღიმილით შევაბიჯე და სიტუაციის განმუხტვა ვცადე, თუმცა პირიქით მოხდა..
-დაჯექი
წამებში დავასერიოზულე სახე და სკამზე ჩამოვჯექი...
-სად იყავი გუშინ?
-კლუბში
ვცდილობდი მოკლე პასუხები გამეცა და ნერვებიც ნაკლებად ამეშალა.
-ვინები?
-მე და ჩემი კურსელები.
-რატო დალიე ამდენი
-მინდოდა.
-წესიერდ ნიტა!
-გააქვს სათქმელი რამე კიდე?
საგრძნობლად ავუწიე ტონს და ფეხზე წამოვდექი..
არ გამომპარვია ნუცას შეწუხებული სახე და უნებურად გამეღიმა...
-კი დაჯექი...
ისევ ძველ ადგილს დავურუნდი და მომლოდინე მზერა მივაბყარი ლუკას...
-კაი გეხუმრე მართლა კი არ გეჩხუები..
უცებ დატკბა და ლოყაზე ორი თითი მომიჭირა...
-მორჩი
ლოყის ზელვით ვუთხარი სა გაბრაზებულმა გავხედე..
-კი, მე და ნუცა ერთი თვით მივდივართ..
ერთიანად მომაყარა და გამეკრიჭა..
-სად მიდიხართ?
გაოცებულმა ვკითხე და ანრვიულებულმა გადავხედე ნუცას...
-გახსოვს ადრე რომ გითხარი საბუთები გერმანიის უნივერსიტეტში გადავაგზავნე თქო. - თავის ქნევით დავეთანხმე და თვალებით განაგრძე თქო ვანიშნე... - მერე გუშინ მომივიდა პასუხი და მიმიღეს..
ერთდროულად აღფრთოვანებულმა, დამწუხრებულმა და შეშინებულმა ამოილაპარაკა და გადმომხედა...
არ ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა..
უბრალოდ ერთ რამეში ვიყავი დარწმუნებული, რომ ნუცას წარმატება ისე გამიხარდებოდა როგორც ჩემი...
და სწორედ ეს სიტუაცია იყო..
ვგრძნობდი ორ წყვილ თვალს, რომელიც დაძაბული მიყურებდა და ჩემ პასუხს ელოდა..
-ნიტა ამოიღე ხმა თქვი რამე..
სიჩუმე ლუკამ დაარღვია და ფრთხილად გამომხედა...
კიდევ რამდენიმე წუთიანი სიჩუმე ჩამოვარდა, მათ შეწუხებულ და შეშინბულ სახეებზე კი გულში გემრიელად ვიცინოდი...
-ჰე ეხლა როდის მიფრინავთ? ანდა შენი გაყოლა რა საჭიროა ლუკა?
უცებ წამოვიყირე და გახარებულ წყვილს გავხედე.
-სადაც ჩემი ცოლი იქაც მე
უდარდელად მიპასუხა და თმები ამიჩეჩა..
-კარგი მაგრამ როდის მიდიხართ?
-ერთ კვირაში ნიტ, დღეიდან დავიწყებთ მომზადებას..
-კარგი მაშინ, რადგან მიდიხართ ამ საღამოს წავიდეთ და ავღნიშნოთ..
ჩემი იდეით აღფრთოვანებულმა წამოვიყვირე და კიდევ ერთი ბოთლი ნაბეღლავი ავიღე...
-შენ სულ დალევაზე როგორ ფიქრობ? ან წასვლის წინ მაინც დალიე ერთი კვირით ადრე რო გვაცილებ..
გაბრაზბულმა გამომხედა ნუცამ და ხელები გულზე გადაიჯვარედინა..
-რა მნიშვნელობა აქვს მაშინაც დავლევთ..
-ნიტა!
ამჯერად ლუკამ მისაყვედურა..
-აუ "პახმლიაზე" ვარ და მაცადეთ გამოვიდე... - უცებ გავამხილე ნამდვილი მიზეზი და სამზარეულოდან გავედი... - უნივერსიტეტში მივდივარ, თუ რამე მოიფიქრეთ დამირეკეთ..
გასვლისას მივაძახე და კარები გამოვიხურე..
თავი ისე მტკიოდა საჭესთან ვერცერთ ვარიანტში ვერ დავჯდებოდი, ამიტომ გეზი ავტობუსის გაჩერებისკენ ავიღე,.
-ნიტა სად ხარ? რატო იგვიანებ? ან გუშინ სად წახედი
ავტობუსში ასვლა და ნინუკას ნორის დაფიქსირება ჩემ ტელეფონზე ერთი იყო, მაგრამ როგორც სიქოთქოთის დედოფალმა არც ამჯერად არ ამომაღებინა ხმა..
-კარგი ნინუკა ამოისუნთქე ავტობუსში ვარ და მოვდივარ..
-ვაიმე მიჩქმიტეთ, ნიტა ავტობუსით მგზავრობს ხალხოო...
-მორჩი მსახიობობას, მალე მოვალ და დამხვდი...
ღიმილით ამოვილაპარაკე და ტელეფონი გავუთიშე..
-უკაცრავად გოგონი ბილეთი მაჩვენეთ..
თავზე კონტროლიორი წამომადგა და მომლოდინე თვალებით შემომხედა..
-ეხლავე ავიღებ..
უცებ ამოვქექე ჩანთა, მაგრამ ბარათს ვერსად ვერ მივაგენი...
-უკაცრავად დამრჩა..
დამწუხრებულმა ამოვილაპარაკე და საფულე ჩანთაში ჩავაბრუე...
-ვწუხვარ, მაგრამ შემდეგ გაჩერებაზე უნდა ჩახიდეთ მაშინ..
-კარგით რა ათასში ერთხელ ვიმგზავრობ ავტობუსით და ბარათი სულ მაქვს, უბრალოდ მეორე ჩანთაში დამრჩა..
-მაშინ ხურით აიღეთ...
მაინც არ მეშვებოდა და ჩხუბსაც არ წყვეტდა...
-ოც ლარიანი მაქვს..
წინ ავუფრიალე ქაღალდის ფული და მორიგ პასუხს დაველოდე...
თუმცა გამოხმაურება სადღაც, წინ მჯდომი მოხუცისგან მივიღე, რომელიც დიდი გულმოდგინებით მიცავდა და კონტროლის მსგავს სისტემას "ლანძღავდა"...
მას კიდევ სხვები აყვნენ და მთელ ავტობუსში ჩოჩქოლი ატყდა..
-აი გამომართვი ბილეთი..
ვიღაცავ პატარა თეთრი ფურცელი მომაწოდა და გამიღიმა...
-მადლობა - დაბნეულმა ძლივს ამოვილაპარაკე და გავხედე... - შენ?
-რა ვქნა ნიტა, ჩემი მოშორება რთულია...
-რთული კი არა შეუძლებელია ლაშა, შეუძლბელი...
ამ ფაქტით შეწუხებულმა ამოვილაპარაკე და თვალები უკმაყოფილოდ ამოვატრიალე..
-შემდეგში ეცადე ჩანთა კარგად ნახო სახლიდან გამოსვლის წინ, ყოველთვის მე არ გეყოლები..
ჩასვლისას მომაძახა და თვალი ჩამიკრა...
-იდიოტი - ჩემთვის ამოვილაპარაკე და ნინუკასკენ წავედი.. - ხეპრე, დეგენერატი...
მივდიოდი და თან ჩემთვის ვლანძღავდი...
-ვის ხვდა შენი ლანძღვის ბედნიერება?
-ერთი არ იცნობ, ამატკია თავუ ისედაც მტკიოდა..
კიდევ ბევრი ვიწუწუნე და ნინუკასაც ძალა გამოვაცალე...
-ვაიმე პირველად ვნახე ადამიანი, რომელიც ნინუკას ლაპარაკში აჯობა.. საღოლ ნიტა შენ...
ლექციების დასარულს გვერდზე დათი ამომიდგა და ხელი გადამხვია...
-რა ვქნა დათი გაჭირვება რას არ გაგაკეთებინებს..
მსახიობურად ამოვილაპარაკე და არარსებული ცრემლი მოვიწმინდე...
-ეხლა ყველა მივდივართ კაფეში და ვსვამთ ყავას გაჭყეპვამდე...
ომახიანად ამოილაპარაკა დათიმ და მანქანისკენ წაგვაპორწიალა მე და ნინუკა...
აქ კი ყველაფერი ირიქით მოხდა...
ენა დათის არ გაუჩერებია და ხშირად გადახედავდა უკან მჯდომ ნინუკას და ეშმაკურად იღიმოდა..
დანიშნულების ადგილზეც მალევე მივედით და ადგილები დავიკავეთ...
-ყველაზე ძლიერი ყავა მინდა და ჩემთვის შეუკვეთეთ რა .
ნინუკა გავაფრთხილე და თავი მაგიდაზე ჩამოვდე..
-რა ჭირს ამას?
გაკვირვებულმა გამომხედა დათიმ
-ნაბახუსევზე ვარ..
თავი არ ამიწევია ისე ვუპასხე და ჩვენკენ მომავალ მიმტანს გავხედე, რომელიც ეშმაკურად მიღიმოდა..
როგორც ჩანს ეს არც ნინუკას გამორჩენია თვალთახედვიდან და ფეხზე ფეხი მომარტყა...
-რას მიირთმევთ?
თან მე მიყურებდა და თან ბლოკნოტი და კალამი მოიმარჯვა...
-ერთი ძლიერი ყავა და ორი ამერიკანო...
-თუ კაცი ხარ ჩაიხედე ბლოკნოტში და ისე წერე ასოები არაგერიოს რა...
ზედმეტი ყურადღებით გაღიზიანებულმა მივაძახე და წელშ გავსწორდი...
მანაც შეშინებულმა უცებ ჩაინიშნა ყველაფერი და უკან მოუხედავად წავიდა...
-რა ქაჯი ხარ შვილო, ისე შეაშინე საცოდავი ბიჭი ალბათ აწი აღარც გამოგხედავს არასდროს..
მაშინვე გააკეთა კომენტარი დათიმ და გამეკრიჭა..
-ძალიან კარგი
უხასიათოდ ამოვილაპარაკე და გარემო მოვათვალიერე...
სიმართლე ვთქვა ძალიან მომეწონა აქაურობა..
რაღაცნაირ შეგრძნებას ტოვებდა თითქოს სახლში იყავი...
-მართალი ვარ რა..
გახარებულმა ამოილაპარაკა დათიმ და თვალით მიმტანისკენ მანიშნა...
სხვას მოჰქონდა ჩვენი შეკვეთა, მაგიდაზე დაალაგა და ისიც შეშინებული გაბრუნდა უკან....
-ნახე რა მთელი მომსახურ პერსონალ დააშინა...
-შენი ჭირიმე რა..
ხელი ავიქნიე და ყავა მოვსვი...
-აბა ეხლლა საზაფხულო არდადეგები მთავრდება და რას აპირბთ?
ახალი თემა წამოჭრა დათიმ და სათითაოდ გადმოგვხედა ორივეს...
-ჯერ არ მოვიფიქრებია...
ჩემ მაგივრად უპასუხა ნინუკამ...
-მაშინ მე მაქვს იდეა, ჩვენ და რატი წავიდეთ სადმე ერთად დასასვენებლად ორი კვირით რას იტყვით?
მომლოდინე თვალებით გადმოგვხედა ორივეს და პასუხის მოლოდინში გაიყუსა...
-სიამოვნებით, ჩემი რძალი და ძმა გერმანიაში მიდიან მაინც და ჩვენ წავიდეთ სადმე...
კიდე დიდხას ვისხედით და რაღაცეებზე ვსაუბრობდით...
წამოსვლა რომ გადავწყვიტე საღამოს რვა საათი იყო და მაშინვე ნუცას გადავურეკე...
-ჯანდაბას შენი თავი წავიდეთ მისამართს მოგწერ და მოდი..
როგორც კი ზუმერის ხმა შეწყდა მაშინვე ნუცას ღიმილ შეპარული ხმა გაისმა და შემდეგ ისევ ზუმერი..
ღიმილით გავთიშე ტელეფონი და ტაქსი გავაჩერე...
მისამართიც მალევე მივიღე და პირდაპირ წავედი...
თხუთმეტ წუთში დანიშნულების ადგილას ვიყავი და ნაცნობ საახეებს ვეძებდი...
პირველი ვინც თვალში მომხვდა ბექა იყო და მაშინვე მისკეენ წავედი...
-ბიჭებს გაუმარჯოს...
სათითაოდ გადავკოცნე ყველა და როგორც ყოველთვის გიოს და ბექას შორის ჩავჯექი...
-ჩემი ქაჯანა მოვიდა...
თავზე ხელი გადამისვა ტატომ და ლოყბიც გამიწელა...
-დაანებე ბიჭო ამ ჩემ ლოყებს თავი..
ხელით დავიზილე ნაჩქმეტი ადგილები და სახე სასაცილოდ დავმანჭე...
-აუ ის საცდავი ნახე რა ნახევარი საათია ეჩალიჩება და ვერ დაკერა ის გოგო..
ღიმილით გახედა ბართან მდგარ ლაშას და თავში მაშინვე რაღაც იდეამ გამიელვა...
წამოვდექი და ბიჭებს მივუბრუნდი...
-იცოდეთ ამ ყველაფრის მერე დამიცავთ თორე მომკლავსის საცოდავი...
თვალებით ლაშასკენ ვანიშნე და მისკენ წავედი...
გზაში ერთი ღრმად ამოვისუნთქე, მთვრალის იმიჯი მოვირგე და წყვილს მივუახლოვდი...
-საყვარელო... აქ რას აკეთებ?
კისერზს ჩამოვეკიდე და ლოყაზე ვაკოცე..
-ნიტა?
გაკვირვებულმა გამომხედა და წელზე ხელი მომხვია იმ იმედით რომ არ წავიქცეოდი...
-ხო რა იყო ვეღარ მცნობ? ან რატო დამტოვე იქ იცი როგორ მომენატრე?!
ვლაპარაკობდი და ოდნავ წამოზრდილ წვერზე საჩვენებელ თითს ვატარებდი...
-ნიტა მთვრალი ხარ...
-არა ლაშ, შენმა სიყარულმა დამათრო...
ჩემი თავის გამიკვირდა ეს როგორ მოვიფიქრე და დიდი ძალისხმევა დამჭირდა რომ არ გამღიმებოდა...
-მთრალი ხარ...
-მერე შენ არ გაგიგია სიმთვრალეში სიმართლეს ლაპარაკბენო?
-მე წავედი...
გავიგე იმ გოგოს ძლივს შეკავებული ხმა და ჩემი თავით კმაყოფილმა გავხედე სიცილისგან ძირს გაწოლილ ბიჭებს და მეც გამეღიმა, თუმცა ლაშას დაძარღულმა ხელმა უცებ მომიყვანა გონს და ნელა მოვშორდი...
-რა ვქნა ლაშიკო ნიტა ესე იხდის მადლობებს....
თვალი ჩავუკარი და ბიჭებისკენ გავიქეცი..
მაშინვე ბექას და გიოს შორის ჩავჯექი და ერთი გემრიელად გავიცინე...
-მაგარი ხარ ნიტა რა...
ყველამ სათითაოდ შემაქო და ყურებამდე წითელ ლაშას გახედეს...
-რა ხდება აქ?
ლუკამ იკითხა და ხელახლა იქუხა სიცილმა..
როცა სული მოვითქვით ძლივშ ავუხსენით სუტუაცია და ხელახლა გაგვეცინა...
-დარტყმული ხარ ამხელა გოგო რა...
მაშინვე შემაქო ნუცამ და სიცილისგან წამოსული ცრემლები მოიწმინდა...
კიდე დიდხანს ვიცინეთ ამაზე და ბავშვობის სასაცილო მომენტებიც გავიხსენეთ..
-ნახე შენი სიზმრის ბიჭი?
როცა ყველა გაიხიკა საცეკვაოდ მაგიდასთან მხოლდ მე და ლაშა დავრჩით და სიტუაცია მაშინვე მის სასიკეთოდ შემოატრიალა....
-რა თქვი?
გაკვირვებულმა და ოდნავ შეშინებულმა გავხედე...
-ნახე ბოლო ბოლო შენი სიზმრის ბიჭი? შენთვითონ მითხარი გუშინ სახლში რომ მიმიყვან არ გამაღვიძო იქნებ დღეს მაინც ვნახო სიზმრის ბიჭიო...
-გუშინ მთვრალი ვიყავი...
-სამაგიეროდ სიმთრალეში სიმართლეს ლაპარაკობენ...
თვალი ჩამიკრა და ისიც მოცევავე რბოს შეუერთდა...

იმდია მოგეწონებათ❤️❤️ შეიძლება ისეთი არაა როგორსაც ელოდებით, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ რომ მოეწონებათ ❤️



№1  offline წევრი კატუნა

Dzalian magariaa <3 male dade gtxov da tavebi cota gazardee dzaan dzaan dzaan magarii xarr<3

 


№2 სტუმარი tamari

ratoom Ar deb?

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რატომ არ გაგძელეთ

ძალიან მომეწონა საინტერესო იყო

 


№4 სტუმარი nato chubinidze

აუუ ეხლა თუ ამ ისტორიის დასასრული არ გიდევს საერტოდ არცერტ ისტორიას არ მოგიწონებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent