შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

366 (სრულად)


10-06-2016, 16:00
ავტორი teddy))
ნანახია 6 392

366

-ნათიკო, დღეს ვერ გამოვალ! ხვალ ვიღაცის კომპანიაში მივდივარ, კედელი უნდა მოვხატო!-ვუხნიდი ჩემ საუკეთესო მეგობარს და თან სადარბაზოს კიბეებზე ავდიოდი.
-კარგი, ხო!-უკმაყოფილოდ თქვა მან.
-ეს რა არის?-ჩემი სახლის კარებთან ვიდექი და კონვერტს დავყურებდი, რომელიც ძირს ეგდო. ხელში ავიღე და თეთრ კონვერტს გახსნა დავუწყე, საიდანაც ოთხად მოკეცილი ფურცელი ამოვაცურე. ,,გაგიკვირდა ხო? ჯერ დილის რვა საათია შენ კი უკვე გღვიძავს! მე კი ძილზე ვგიჟდები და შენ დამირღვიე ტკბილი ძილი! რატომ? წერილი ხომ უნდა დამეხვედრებინა?! ჯერჯერობით მეტს ვერაფერს შეგატყობინებ, სიტყვების მარაგი უნდა შემოვინახო!“-ხმამაღლა წავიკითხე და ყურმილს იქით ნათიკოს გაკვირვებული ხმა შემომესმა:
-ეს რა არის მანუ?
-არ ვიცი, ისიც არ ვიცი ვისგანაა!-მეც არანაკლებ გაკვირვებული ვუპასუხე და სახლის კარი გავაღე.
-საიდუმლოებით მოცული პიროვნება...-ჩაილაპარაკა მან.
-ნუ დაიწყე!-გავიცინე და წერილი მაგიდაზე დავდე.-კარგი, მერე დაგირეკავ!-დივანზე დავჯექი და კედელს დავუწყე ყურება, რომელსაც ერთი თვეა შპალერი ჩამოვახიე და დასახატათ მოვამზადე.
-მართლაც რომ საინტერესოა!-ხმამაღლა ვთქვი და წერილი ისევ ხელში ავიღე. ვცდილობ კალიგრაფიის მიხედვით ამოვიცნო, ამ წერილის ავტორი, მაგრამ უშედეგოდ.

366 (სრულად)

***

მეორე დღეს, გარეთ გავედი და ზემოდან ისევ იგივე ფირმის კონვერტი ჩამოვარდა:
,,თავს როგორ გრძნობ? პირველი წერილის წაკითხვისას, სახეზე დიდი გაკვირვება გეხატა.
რა წიგნის კითხვაც დაიწყე გეტყვი რომ ძალიან დიდ შთაბეჭდილებას დაგიტოვებს და თან შენ გემოვნებაშიც ჯდება!
აბა დროებით, მანუ!“ -წერილის კითხვა დავამთავრე და აქეთ-იქით გავიხედე, იმის იმედით რომ სადმე დავინახავდი. მისტერ უცნობმა, ჩემი სახელიც იცის! იქნებ ვინმე ხუმრობს?-ფიქრებში მსჯელობა დავიწყე.
დაბლა ჩასული, ერთ-ერთ სუპერ-მარკეტში შევედი ცივი ჩაი ვიყიდე.
-რა კონვერტია?-ცნობის მოყვარეობით შემეკითხა მანანა,
-რაღაც წერილია!-მოკლედ ავუხსენი მას და გარეთ გამოვედი.

***
კომპანიაში შესულმა საქმეს შევუდექი და საღბავების გახსნა დავიწყე. კიბე კედელთან ახლოდ დავდგი და საღებავის ყუთით ხელში ავედი. ფუნჯი ჩავყავი და კედლის მოხატვა დავიწყე. ვიფიქრე, გვერდზე გავიწევი და მარჯვენა კუთხესაც მივწვდები-მეთქი, რომ თვალის დახამხამებაში ძირს აღმოვჩნდი:
-ფეხი! მტკივა...-თვალებიდან მლაშე სითხემ იწყო დენა.
-რა მოხდა?-ხმაურზე, კაბინეტიდან უფროსი გამოვარდა და ჩემს დანახვისაც ჩემკენ წამოვიდა. ხელში ამიყვანა და თავისი მანქანისკენ წამიყვანა.
-ფეხი...-განვაგრძობდი წუწუნს.
-ახლავე ექიმთან წაგიყვანთ!-მანქანის კარი გამოაღო.
-არა!-ვუთხარი კატეგორიული უარი. ბავშვი აღარ ვარ, მაგრამ პატარაობიდან ექიმების მეშინია. დედა სულ ექიმებით მაშინებდა და დღემდე გამომყვა, ეს შიში.-სახლში წამიყვანეთ, თუ შეგიძლიათ, საავადმყოფოში ამინდა!-ვთქვი მე.
-კი, მაგრამ...-ყოყმანით თქვა მას.
-სახლში მინდა!-ვუთხარი და ზედმეტად მკაცრად რომ არ გამოსულიყო, შეძლებისდაგვარად ტირილს, ღიმილი დავუმატე.

***
უფროსმა სახლში მიმიყვანა და ნათიკოს დავურეკე რომ მოსულიყო.
-როგორ ჩამოვარდი? რამე რომ დაგმართნოდა?-შეშინებული ხელებს აქეთ-იქით იქნევდა.
-ხომ გითხარი უკვე? -მობეზრებულად გადავატრიალე თვალები.
-ექიმთან უნდა წახვიდე, მოტეხილი არ გქონდეს...-მითხრა ნათიკომ.
-მოტეხილი რომ იყოს ფეხს ვეღარ გავამოძრავებდი!-ვთქვი მე.
-მანუ, ჯიუტი ნუ ხარ! რამე არ დაგემართოს, მართლა...-შეშინებული იყო ის.
-ნათიკო, არ მინდა!-ვუთხარი და ფანჯრიდან გარემოს მოვავლე თვალი.
მარტოხელა ნაძვი, უსულოდ იდგა და გეგონებოდათ, ბოროტ ჯადოქარს გაეშეშებინოს. მის ფონზე, კი თეთრი ღრუბლები დაცურავდნენ, თითქოს წერილი მოსულიყოს და ერთმანეთს აგებინებენო.
წერილი? ის უცნობი გამახსენდა, რომელმაც ჩემს ცხოვრებას, ახალი, ყოველდღიური რიტუალი შემატა და ასე დამაბნია.
-ნათიკო, გარეთ გაიხედე, არაფერია?-შევეკითხე მე.
-წერილს გულისხმობ?-გაეღიმა მას.
-ხო!-ვეთანხმები მე.
-რომ მოვედი დამხვდა და აიღე!-გამომიწოდა კონვერტი, ნათიკომ.-მოცემა დამავიწყდა!
კონვერტს ვხსნი და ლურჯ ფურცელს ვიღებ.
,,ამჯერად, ლურჯ ფურცელზე, იმიტომ დაგიწერე, რომ ჩიტებმა შემატყობინეს, ყველაფრის ფერებთან შედარება გიყვარს! ლურჯი შენთვის ავადმყოფობასთან ასოცირდება, ხომ ასეა?! ცოტა ფრთხილად რომ ყოფილიყავი კარგი იქნებოდა და აღარც კიბიდან ჩამოვარდებოდი! გამოჯამრთელებას გისურვებ და ექიმთან წადი აუცილებლად! მგონი, რამდენიმე დღე შენს მაგივრად, ნათიკომ უნდა აიღოს წერილები და შენ გადმოგცეს!“
საიდან იცის რომ ცუდათ ვარ? ან ის რომ თითქმის ყველფრის გაიგივება ფერებთან მიყვარს? ლურჯი ფერი, ყვითელმა ფერმა ჩაანახვლა, რადგან ძალიან გამიხარდა რომ ყურადღების გარეშე არ დამტოვა და კიდევ ერთი წერილი ვიხილე, იმიტომ რომ ყოველდღე მისი წერილების კითხვა სიამოვნებას და დაბნეულობას მანიჭებს, ის რომ ჩემზე ინფორმაცია აქვს...

***
ისე მოხდა რომ ნათიკომ დამიყოლია და საავადმყოფოში აღმოვჩნდი. მოტხილობა არ იყო, უბრალოდ ნაღრძობი იყო.
-ხომ გითხარი, არ არის საჭირო ექიმთან წამოსვლა-მეთქი?!-ვსაყვედურობდი ნათიკოს.
-შეგიძლიათ წახვიდეთ!-ნება დაგვრთო ექიმმა.-ხო, ეს წერილი თქვენთან გადმომცეს!-ის კონვერტი მომაწოდა ექიმმა, რომელიც ყოველ დილით მხვდებოდა სახლის კარებთან.
-რა?-ძლივს-ძლივობით წამოვდექი ფეხზე და გაქცევა ვცადე, რომ სადმე დამეჭირა ის უცნობი, მაგრამ ნაღრძობმა ფეხმა შემიშალა ხელი.
-სად მიდიხარ?!-ხელი ჩამკიდა ნათიკომ. წერილი გავხსენი და ლურჯი კალმით დაწერილი ასოები ამოვიკითხე:
,,დამჯერი ყოფილხარ! ამ ცუდათ ყოფნისას, ცოტა წაგახალისებ და გეტყვი ჩემ სახელს! გაინტერესებს? ალბათ ახლა მომლოდინეთ იყურები, როდის გაიგებ, ჩემ სახელს, მაგრამ არა! მხოლო ჩემი სახელის პირველ ასოს გაიგებ ,,ნ“! აბა, დროებით! ხო მართლა, სანაცნობოს ნუ დაადგები თავზე, ვისი სახელიც ,,ნ“ ასოზე იწყება!“
-ეს რა ხუმრობაა?-ვიკითხე მე.
-აღარ ხუმრობს!-გაეცინა ნათიკოს.

***
-ნათიკო, მგონი ნინოა! ჩვენი ძველი მეგობარი, ადრე ხომ გახოვს, მის მეგობრებს რომ გვეხუმრებოდა, ეგ იქნება!-აზრი გამოვთქვი მე.
-არამგონია!-თავი გააქნია მან.-მე მაინც მგონია რომ არავინ ხუმრობს და ვინმე შენითაა დაინტერესებული!-ჩაფიქრებულმა მომიგო.
-მობილური მომაწოდე!-ხელი გავიშვირე მე. ნათიკომ მომაწოდა და ნინოს დავურეკე:
- ნინო, როგორ ხარ?-მოვიკითხე ის.
-კარგად, მანუ შენ როგორ ხარ?-მკითხა მან.
-ფეხი ვიღრძე, ისეთი არაფერი!-ვუთხარი ისე, თითქოს არ იცოდეს.
-ნინო, ისევ ბავშვი ხომ აღარ ხარ?!-ვუთხარი გაბრაზებულმა.
-რა მოხდა?-დაეჭვდა ის.
-ყოველ დილით, კარებთან შენ მიტოვებ წერილებს?-ვკითხე პირდაპირ.
-რა წერილები?-გაკვირვებული ხმა ჩამესმოდა.
-ანუ შენ არ ხარ?-ღრმად ჩავისუნთქე მე.
-არა, ისე რა საინტერესოა ვინ არის?-ცნობისმოყვარეობამ სძლია მასაც.
-არ ვიცი!-ვთქვი და ნათიკოს წვენის ჭიქა გამოვართვი.

***
გადიოდა დღეები, კვირები, თვეები, მე კი მისგან ყოველ დილას მხვდებოდა წერილები. დილის რიტუალად მექცა. დილით თვალებს რომ გავახელდი, კარებს გამოვაღებდი და წერილის ძებნას ვიწყებდი. ჩემ თავზე მან უამრავი რამ იცოდა, მე კი არაფერი, სულ მცირედი! როგორ ვთქვა, არ მსიამოვნებდა ეს ყველაფერი? პირიქით, გაღვიძებისას მასზე ვფიქრობდი, მოლბერტზე ფუნჯის ჯადოქრობისას, გონებაში უცნობი მიტრიალებდა, დაძინებისას, მე და ვარსკვლავები ერთად ვიღიმოდით და უცნობს და ასო ,,ნ“ გავიძახოდით.

***
მეც ჩავებმევი ამ საინტერესო და სახალისო ამოცანაში! დილის ექვს საათზე ავდექი და ფურცელი და კალამი მოვამზადე. საწერ მაგიდასთან დავჯექი და ფურცელზე წერილის წერა დავიწყე უცნობისთვის.
,, ახლა მე უნდა გაგაკვირვო, იდუმალებით მოცულო პიროვნებავ! დღეს მეც დაგიტოვებ წერილს! ალბათ ფიქრობ უამრავ კითხვას დაგისვამ, ვინ ხარ, რას წარმოადგენ, ჩემზე ამდენი რამ საიდან იცი? ვაღიარებ, ძალიან მაინტერესებს, მაგრამ არა! ერთხელ მეც ხომ უნდა გამოვიჩინო ზრდილობა და მოგწერო? რიტუალს არ არღვევ, ყოველ დილით წერილი, იგივე კალმით დაწერილი, იგივე კონვერტში... შენი წერილის დანახვისას იცი რა ფერებს განვიცდი? ყვითელს, წითელს, ნარინჯისფერს... ეს ფერები კი შენ უნდა გაარკვიო, ჩემთვის რასთან ასოცირდება, შენ ხომ ის უცნობი ხარ, რომელიც ჩემზე უამრავი რამ იცის. ხანდახან მგონია რომ კეთილი ჯადოქარი ხარ, რომელსაც უზარმზაზარ ფურცელზე, ჩემს შესახებ ინფორმაცია უწერია და რა დროსაც რა გამოადგება, იმას წერს და შემდეგ ჩემამდე, თავის ქვეშემდოვრების დახმარებით, ჩიტებს მოაქვთ და სახლის კარებთან მიტოვებენ. იცი ახლა შენს მიერ გამოგზავნის წითელ ვარდს ვათამაშებ ხელში, რომელიც საოცრად სურნელოვანია და თითქოს შენი სურნელის ამოცნობაში მეხმარება, თუმცა წერილში დაწერე რომ ვარდის სურნელი მაქვს და ესეც ერთგვარი სიმბოლოა!“
წერილის წერა დავასრულე და ფურცელი ორად მოვკეცე. ფეხზე ავდექი და წერილი ჩემი სახლის კარებთან დავდე. კონვერტი არ მხვდება, გამოდის რომ მე დავასწარი! ოთახში შესვლისას, გარედან ფხაკუნი მესმის, ჩქარი ნაბიჯებით და ფრთხილად გავიხედე გარეთ, იმის იმედით რომ უცნობ პიროვნებას დავინახავდი, მაგრამ მხოლოდ ჩემი მეზობელი, ოთხმოცდა შვიდი წლის ლიანა, დავლანდე.
ეს ხუმრობა აღარ ეგონა! ადამიანს, რომელსაც მხოლოდ ხუმრობა ამოძრავებს, ის შენთვის ყოველდით დაგიტოვებს კართან წერილებს? იმას, რომელსაც მხოლოდ გართობა უნდა, შენზე ნებისმიერ ინფორმაციას გაიგებს და და გეტყვის რომ ვარდის სურნელი აგდის, რომელსაც შენ ხდი განსაკუთრებულს და ჩემი ბუნებით მას ვარწყმი. არა, ამას არ გეტყვის, ის ვინც შენით არ არის დაინტერესებული და გულიდან წარმოთქმულ სიტყვებს არ იძახის!
წაბლისფერი თმა მაღლა ავიწიე და კედელზე ნახევარმთვარის ხატვა დავიწყე. ხელები თავისით მოძრაობდნენ, გული და გონება კი გარეთ იყვნენ, იქ სადაც წერილი დამხვდება. მოთმინების ფიალა ამევსო და წერილის შესამოწმებლად გავედი. ჩემი დაწერილი წერილი იქ აღარ დამხვდა და მის მაგივრადაც არაფერი დამხვდა. სახლში გულდაწყვეტილი შევბრუნდი და დივანზე ფეხები ავკეცე. ნუთუ მობეზრდა ეს ყველაფერი, მაშინ როდესაც მე ასე ამაღელვა, ამოუხსნელი ამოცანა მხვდა წილად, მაშინ, როდესაც მე შევეჩვიე და მისი წერილის მიღებამდე მონატრების გრძნობას იწვევდა. შემიყვარდა მე ეს რიტუალი, მისი თითოეული სიტყვა მიყვარდა, მისი დაწერილი ერთი ასოც კი გულში მემღვრეოდა და ნაწილაკებად სხეულში ვრცელდებოდა.
კარზე ზარის ხმა გავიგე და ფეხზე ავდექი. გულის საშუალო ტემპმა იმატა და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. მეგონა რომ რახან წერილი არ დამხვდა, მას ვიხილავდი. კარები გამოვაღე და ჩემს წინ მეზობელი რომ დავინახე ჩემ სულელურ საქციელზე გამეცინა და გულდაწყვეტილმა შევხედე მას:
-გამარჯობა, მარინა დეიდა!-ვუთხარი მე.
-ხომ მშვიდობა გაქვს? რამდენიმე დღეა ადრე მიწევს ადგომა და შენს კარებთან კონვერტები მხვდება...-ვითომ მორიდებით დაიწყო, მაგრამ იგრძნობოდა რომ ძალიან სურდა, საკუთარი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება.
-მშვიდობა მაქვს!-ვუპასუხე მას.
-კი, მაგრამ რა დევს ამ კონვერტში?-განაგრძობდა ის.
-ისეთი არაფერი, ადრე რომ ერთ-ერთი კომპანიის კედლებს ვხატავდი და ფეხი რომ მოვიტეხე, მწერენ რომ ისევ უნდათ გავაგრძელო ხატვა.-ვცრუობდი მე. არადა, უფროსმა: ,,აღარ მოხვიდე, კიდევ რამე არ დაგემართოს და შარი არ ავიკიდოო!“
-მერე არ უნდა დათანხმდე?-კითხვებს სვამდა, ჩემი მეზობაელი მარინა.
-არ ვიცი, არა!-ვთქვი მე და ლიფტის კარი გაიღო, საიდანაც ახალგაზრდა, მაღალი კაცი გამოვიდა. ერთხანს დაიბნა და ზევით სართულზე ავიდა.
-კარგი, მეჩქარება, უნდა წავიდე!-დაამთავრა საუბარი და კიბეებზე, ნელი ნაბიჯებით ჩავიდა.

***
მაღაზიაში ვაპირებდი ჩასვლას, რომ კარების გაღებისთანავე კონვერტი ჩამოცურდა. სიხარულისგან სახე გამებადრა და საჩქაროთ ამოვიღე წერილი:
,, დღეს მართალია ცოტა გვიან დაგახვედრე წერილი, მაგრამ ეს შენი წერილის ბრალია! შეძელი ჩემი გახარება, ისევე, როგორც მე გახარებ ხოლმე! საიდან ვიცი რომ ჩემი წერილები გახარებს? სახეზე გეტყობა, მე კი თავისუფლად შემიძლია, ეს ჩემ თავს დავაბრალო. შენი, ჩემთვის მნიშნელოვანი წერილით ჩემი აღელვებაც კი შეძელი და სურვილი დამიჩქარე იმისი რომ მალე ვიხილო, ჩვენი თვალები, რომელიც ერთმანეთის დანახვისას აციმციმდება. შეიძლება ჯადოქარი მართლაც ვარ, ქვეშემდომრები, მართლაც მყავს, რომლებიც სიამოვნებით ასრულებენ, ჩემი წერილის დადებას, შენს კარებთან. იმაში კი დარწმუნებული ვარ რომ ვარდის სურნელი აგდის, ფაქიზი, რომელსაც სათუთად უნდა გაუფრთხილდე. შენში ძალიან ბევრი საინტერესო თვისებაა, ერთ-ერთი კი ეს არის. ყველა ადამიანში არის, რაღაც საინტერესო, შენ კი ჩემთვის ძვირფას ადამიანებს შორის ძვირფასი ხარ!“ წერილის კითხვა დავასრულე და მივხვდი რომ ფურცელი ჩემი ცრემლებით დამესველებინა, ეს ბედნიერების მლაშე წვეთები იყო, შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც ეს წერილებია ჩემთვის.

***
-ნათიკო, სამას ორმოცდა თხუთმეტი, გესმის?-გაოცებულმა ჩავძახე მე.
-რა სამას ორმოცდა თხუთმეტი, კარგად ხარ?-გაკვირვებულმა მკითხა მან.
-მისგან დატოვებულ წერილებს ვითვლიდი და სამას ორმოცდა თხუტმეტია!-განვაგრძობდი მე.
-სერიოზულადაა საქმე!-ღიმილშეპარული ხმა მომესმა.
-ჩემ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა!-ჩავილაპარაკე მე.

***
ისევ იგივე ნაირად ვიდექი და გაბრწყინებული თვალებით შევყურებდი კონვერტს.
,,შეგიძლია ჩვენს შეხვედრამდე დღეები ითვალო!“
მხოლოდ ეს ხუთი სიტყვა ეწერა წერილში. გული უჩვეულოდ განაგრძბდა მოძრაობას. ჯერ კიდევ ვერ გაეცნობიერებინა ჩემ გონებას, რომ მე მას რამდენიმე დღეში შევხვდებოდი, იმას ვისაც ჩემს გულში ადგილი გაენთავისუფლებინა და დიდი ადგილი დაეკავებინა.

***
ეს დღეებიც ყოველდღე მხვდებოდა წერილები, ყოველდილით მისურვებდა ,,დილა მშვიდობისა!“ შეიძლება იფიქროთ ისეთი არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ჩემთის, მისგან დაწერილი ეს სიტყვები ძალიან ფასობდა.

***
ვიდექი და ვკითხულობდი მისგან დანატოვარ წერილს:
,, სამას სამოცდა მეექსვე წერილი! უკანასკნელი წერილი ამ ერთი წლის განმავლობაში! ის ადამიანი ხარ, რომელზეც ყოველ დილით, შუადღეს თუ ღამეს მეფიქრება! ამდენ დაწერილ სიტვას, მგონი ისურვებდი პირდაპირ მენახე და ყველაფერი პირისპირ მეთქვა! დღეს, სამ საათზე, ჩემს წიგნის პრეზენტაციაზე იმედია მოხვალ და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს, ჩემს გვერდით იქნები! მისამართი კი კონვერტის უკან წერია!“
დღეს მას ვნახავ? ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით? ჩემთვის ძვირფას ადამიანს ვიხილავ?
ორი საათი მქონდა დრო. საკიდიდან შინდისფერი კაბა ჩამოვხსენი და ტანზე მოვირგე. უჩვეულოდ ვღელავდი! მე მას შევხვდებოდი, არ წარმომედინა!

366 (სრულად)

***
ლურჯ შენობაში შევედი, სადაც წიგნის პრეზენტაცია იმართებოდა. სცენაზე ბიჭი იდგა, რომელიც წიგნის შესახებ საუბრობდა:
,,ჩემ მიერ დაწერილი წიგნი ეძღვნება, იმ ადამიანს, რომელიც ჩემი გული დაისაკუთრა. ამ წიგნში იხილავთ წერილებს, რომელიც...“
გავშეშდი! არ მჯეროდა რომ ის იქ იდგა! მაღალი, შავი თვალები ქონდა... სხეულში ჭიანჭველებმა დამიარეს, რომელიც მისი წერილის წაკითხვისას ყოველთვის მემართებოდა! ერთი წლის განმავლობაში ის მე დავინახე! მანაც შემომხედა და ვიგრძენი ორივეს, როგორ გაგვიბრწყინდა თვალები! ჩემკენ წამოვიდა და თითებზე ხელი ჩამკიდა. სუნთქვა შეკრული მქონდა, ემოციებისგან მოზღვავებული ვიყავი!
-მოხვედი!-ჩუმად ჩაილაპარა მან.
-შენ ის ხარ!-ასევე ჩუმად ვთქვი მე.
-ყველაზე მნიშვნელოვანი სამას სამოცდა მეექვსე დღე!-განაგრძობდა ის.
-ძვირფასი დღე!-სიამოვნების ბურუსში ვიყავი გახვეული. გაიღიმა და ისევ ჩემს ყურებას განაგრძბობდა. სადღაც მყავს შენიშნული! ერთხელ ნახატების გამოფენაზე...
-ასო ,,ნ“?-წარმოვთქვი მე.
-ნოე!-მიპასუხა თავისი სახელი.
-კი, მაგრამ საიდან, როგორ მომაგენი? ან საიდან იცი ჩემზე ამდენი რამე? მართლა ჯადოქარი ხარ!-ვუთხარი ნოეს.
-ეს წიგნი შენ გეძღვნება და ყველაფერს აქედან გაიგებ!-ხელში მომაწოდა იასამნისფერ ყდიანი წიგნი.
-იცი ახლა რა ფერს ვგრძნობ? წითელს!-ეს ხომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ფერი იყო.
-წითელი...-ღიმილმორეულმა ჩაილაპარაკა მან.
366 (სრულად)


-----------------------------------------------------------------
ძალიან მომენატრეთ! წინა ისტორიის თბილი სიტყვებისთვის უღრმესი მადლობა! დავბრუნდი! იმედია მოგეწონებათ! არ ვიცი, სექტემბრამდე კიდევ დავწერ თუ არა ისტორიას, მაგრამ იმედია ეს მოგეწონებათ! ვფიქრობ ეს ისტორია უფრო დახვეწილია, ვიდრე ჩემი სხვა დანარჩენი! სულმოუთქმელად ველოდები თქვენ შეფასებებს! მიყვარხართ!



№1  offline წევრი მოლურჯო

არ იყო გასაგიჟებელი
მაგრამ კარგი იყო
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი aNuGi

უუსაყვარლესი ისტორია <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№3  offline წევრი teddy))

სევდიანი გიჟი
არ იყო გასაგიჟებელი
მაგრამ კარგი იყო

gasagijeblad jer ar vwer :D didi madloba! :*

aNuGi
უუსაყვარლესი ისტორია <3

Didi madloba, aNuGi! :*

 


№4 სტუმარი Black

Chemi mosaxele :D dzAAAlian magari iyo teddunia ra sayvareli xar ee :D sagol martla dzalian momewona..love

 


№5  offline წევრი mimimimo

ცუდათ - არა, ცუდად. (ყველა ისტორიაში ეგ შეცდომა გაქვს. wink )
პატარა, მოცუცქნული ისტორია...
მაგრამ ისეთი დიდი გულით წავიკითხე...
მოიცა და წიგნს ჩვენ არ გაგვაცნობ? wink
ძალიან მომეწონა ჩემო თედიკო.
და ძალიან გამახარე!
გელი ახალი ისტორიით! love

 


№6  offline წევრი teddy))

Black
Chemi mosaxele :D dzAAAlian magari iyo teddunia ra sayvareli xar ee :D sagol martla dzalian momewona..love

xo sheni mosaxele :D dzalian didi madloba, black! :* <3 <3

Black
Chemi mosaxele :D dzAAAlian magari iyo teddunia ra sayvareli xar ee :D sagol martla dzalian momewona..love

xo sheni mosaxele :D dzalian didi madloba, black! :* <3 <3

mimimimo
ცუდათ - არა, ცუდად. (ყველა ისტორიაში ეგ შეცდომა გაქვს. wink )
პატარა, მოცუცქნული ისტორია...
მაგრამ ისეთი დიდი გულით წავიკითხე...
მოიცა და წიგნს ჩვენ არ გაგვაცნობ? wink
ძალიან მომეწონა ჩემო თედიკო.
და ძალიან გამახარე!
გელი ახალი ისტორიით! love

sayvarelo, dzalian didi madloba! Xo sul eg shecdoma maqvs :D siamovnebit gagacnobdit, magram moculobac wigntan shedarebit patara gamomiva, tan im doneze ver davwer rom personaji wigns rom gamoushvebs xom unda iyos wignistvis girebuli da jer magdonemde ver vwer :D imedia adre tu gvian ixilavt :D :*

 


№7  offline წევრი kora

ძალიან გამახარე, ახლა წავიკითხე და ძალიან მომეწონა love თბილი და სასიამოვნო წასაკითხია. მომწონს შენი წერის სტილი love
გელი ახალი ისტორიით love
--------------------
kira.G

 


№8  offline წევრი teddy))

kora
ძალიან გამახარე, ახლა წავიკითხე და ძალიან მომეწონა love თბილი და სასიამოვნო წასაკითხია. მომწონს შენი წერის სტილი love
გელი ახალი ისტორიით love

didi madloba, sayvarelo! :* :* <3

 


№9  offline წევრი tatalia

ar mekoooo lamazi da tkbili ikooo <3

 


№10  offline წევრი teddy))

tatalia
ar mekoooo lamazi da tkbili ikooo <3

dzalian didi madloba! :* :* <3

 


№11  offline მოდერი ^paradise^

სიამოვნებით ჩავიკითხე <3 ფიისოო მიყვარხარ<3 ველიველი კიდევ სიამოვნებებს :დ <3

 


№12  offline წევრი teddy))

^paradise^
სიამოვნებით ჩავიკითხე <3 ფიისოო მიყვარხარ<3 ველიველი კიდევ სიამოვნებებს :დ <3

shetyobinebashi rom shemovedi da axali shefaseba davinaxe, tan amdeni xnis mere (arc didixania, rac es istoria davde) dzalian gamixarda! Mixaria rom eli da imedia imedebs ar gagicuvebt! Shemdegi istoria chven d-ronis edzgvneba! Mec miyvarxar tkbilo da tbilo, ase dzalian rom gamaxare da gamagime! :* <3 ^_^

 


№13  offline წევრი teddy))

veroo
აუუ☹კიდე მინდოდა რატომ არ გააგრძელე არმეყო სითბოთი და სიხარულით ამავსო❤აუ ნეტა მეც ესე გამომიჩნდეს ვინმე არაფერი მინდა მეტი სასწაულად მომეწონა ყოჩაღ❤

როგორ გამახარე <3 ძალიან დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent