შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქიატრიულში ( ნაწილი მეორე )


10-06-2016, 20:34
ავტორი მავეკასტრა
ნანახია 1 274

მანამდე სანამ ჩემს მეზობელს თავისუფლებას მიანიჭებდნენ, შუა დღეს, დაახლოებით ორ საათზე დედა და დეიდა მოვიდნენ, წესი იყო მიღების ასეთი, 2 დან 6 მდე შეეძლო ახლობლებს, ოჯახის წევრებს თქვენი მონახულება. მომართვეს ჩვენებური კერძები,, კერძოდ ხაჭაპურმა გამითბო ჯერ გული დანახვისთანავე და შემდეგ კუჭიც დამიამა. იმ შეთეთხნილს რასაც გვაძლევენ რათქმა უნდა მილიონი თავით სჯობს.ამარუმაც დიდი სიამოვნებით მიირთვა და მოგვიწონა ჩვენი სიამაყე.
დაახლოებით 5ისკენ ამარუმაც დაგვტოვა და ახალი მეზობლის მოლოდინშიც შევიქენ, რადგან საცვლები ისე შეცვალეს აშკარად ვიღაცის მოლოდინში იყო ათასის წოლისგან ტანჯული საწოლი.მანამდე დრო არ დამიკარგავს და კოლეგების გაცნობას შევუდექი, ცოტა მაინც მაყვინთავებდა დაღლილი გონება თუმცა ძილს ყველაფერი მერჩივნა.რა თქმა უნდა იქით გავიწიე ვისაც ინგლისური კარგად ესმოდა, უფრო მარტივი საურთიერთო ენას ვეძებდი და ამასთან ერთად დროის მოკვლის სწრაფ საშუალებადაც მივიჩნიე.
დროის მოკვლა ცუდად გამომივიდა, უფრო დროის ნაყოფიერი ხარჯვა დავარქვა სჯობს. იმ საშინელი ღამის შემდეგ რაც გადავიტანე, სრული სიმშვიდე მქონდა შეძენილი, თითქოს მთელი ცხოვრების ცოდვანი მოვიშორეთქო და გონება და აზრი მანიშნებდა რომ შემეძლო რაღაცით დავხმარებოდი ზოგ პირპვნებას რომლებთან ერთადაც დაახლოებით ერთი კვირა მომიწევდა ცხოვრება, როგორც ექიმისგან დავასკვენი. ასეთი თანაგრძნობა ადამიანების მიმართ არასდროს განმიცდია და სრული სიბრალული ვიგრძენი ბევრი მათგანის მიმართ. უმეტეს წილად ალკოჰოლით ან ნარკოტიკით გაბერილ მასას ქონდა მოყრილი ჩვენს საპყრობილეში თავი, ერთი ღია ბალკომი გვქონდა, ტერასას ვეძახი. ერთი პლიუსი როგორც მივუხვდი საჩვენოდ და მოტივაციისთვის ის ქონდა რომ მთავარი ქუჩიდან არც ისე შორს იყო, სულ თავისუფლად შეიძლებოდა ადამიანს გამოლაპარაკებოდი და შეგეგრძნო რეალური ცხოვრების ფასი, ეს ჩემი აზრით იძლეოდა იმაზე ფიქრის საშუალებას რომ, რაც შეიძლება მალე შედგომოდი ნორმანულ ცხოვრებას, გადაგეგდო ის ბინძური ჩვევები რამაც აქ მოგახვედრა. სწორედ აქ შევხვდი ფილიპეს, კუთხეში იყო და ნერვიულად აბოლებდა სიგარეტს, თვალის გუგები საკმაოდ ჩაშავებოდა, აშკარად უმიზეზოდ არ იყო აქ მოსული თუ მოყვანილი.საუბრის დაწყება არ გაძნელებულა, შესანიშნავად ფლობდა ინგლისურს, თუმცა შევატყვე თავიდანვე რომ მუსიკაზე აბოდებდა, მისით ცოცხლობდა და არსებობდა... ალბათ მაგანაც გადაწვა. ბოლომდე არ ჩავძიებულვარ, ვიფიქრე უკეთესი იქნებოდა ნორმანულ თუნდაც ბანალური საუბრით ამოვწურულიყავით.
როგორც დროთა განმავლობაში გავარკვიე ფილიპე აბოდებდა მის გარშემო მოტრიალე თემებზე, კვდებოდა იმაზე ფიქრით ოღონდ მის თემას ავყოლოდით თანაგუნდელები, მივეცი კიდევაც შენიშვნად და პასუხი მივიღე რომ იცოდა რომ ეს ერთ_ერთი მისი ცუდი თვისება იყო,თუმცა მის გადაგდებას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებდა, მაგრამ მჯერა რომ ჩვენი ფილიპეც მალე დაახწევს აქაურობას თავს სრულ ფორმაში.ჩემი გაწერიდან ერთი დღით ადრე ჩემი ნახატი დავუტოვე საჩუქრად, დედას ქონდა მოტანილი ჩემთვის მრავალფერი კალმები, რადგან მე ვთხოვე. საინტერესო აბსტრაქცია გამომივიდა, 4 ფერით იყო ნაზავი და სახელიც ოთხი სიტყვით დავარქვი. “fire of the heart" რატომ ინგლისური? რადგან ეს ოთხივე სიტყვა ფილიპედან მოდიოდა და მისი შექმნილად მივიღე და ასევე გულით ვაჩუქე, როგორც გაირკვა პირველი ადამიანი ვარ ვინც სურათი აჩუქა. არ ვიცი სიმართლე თქვა თუ არა, მაგრამ მთავარი ისაა რომ მინდა ბედნიერება და მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო, ღმერთმა აბედნიეროს და ახაროს მისი მომავალი.
ტერასაზე შევხვდი აგრეთვე ჩემს მომავალ, უახლოეს კოლეგას და მშვენიერ მეგობარს ვოტსონს. ექიმი ვოტსონი შევარქვი მსგავსად შერლოკ ჰოლმსის გმირისა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent