45°C (2)
-უბრალოდ ვიკითხე,-შეწუხებულმა ამომხედა და ისე გააგრძელა შეხვევა,-მე რომ არ შემენიშნეთ ძალიან გაგირთულდებოდათ,-სიამაყით მიცხადებს,-ერთი თვე გექნებათ თაბაშირი,მერე კი მოხვალთ და მოგხსნით,-მითხრა თითქმის დასრულებული პროცედურისას.ხელი რომ გამიშვა შვებით ამოვისუნთქე.ასეთი საშინელი შეგრძნება ჯერ არ გამჩენია,კანი საშინლად მეწვის,ფეხიც დამძიმებული მაქვს.ვიღაცას ოთახში ეტლი შემოაქვს და ჩემ გვრდით დგამს.სკამის სახელურებს ხელის გულებით ვეყრდნობი და ვცდილობ წამოვდგე,მარჯვენა ფეხის სიმძიმე ქვემოთ მქაჩავს და ძლივს ვადგამ წინ,-დაიცადე,-მაკავებს რატი,ხელს მკიდებს და მეხმარება ეტლში ჩაჯდომაში. -მადლობ,-ცხოვრებაში პირველად ვუხდი ადამიანს მადლობას და სირცხვილით ვიწვი -შენებს შეატყობინე რომ მოვიდნენ,-მაგაზე საერთოდ არ მიფიქრია,მაგრამ როგორ შევატყობინო ტელეფონი საშინელ დღეშია,-აიღე და დაურეკე,-თავის ტელეფონს მაწვდის,მე კი სულელივით მეღიმება,როგორ მაოცებს ასეთი თავაზიანობა ნეტა იცოდეთ.გარეგნულად არც კი ეტყობა როგორია რეალურად,საშინლად ცივი გამოხედვა აქვს,მის მწვანე თვალებში თანარძნობის არაფერი ჩანს,მხოლოდ ამპარტავანი ჭინკები გადმომცქერიან და ჩემს ყველა მოქმედებაზე ცინიკურად იღიმიან,-რას ელოდები?-თითებს სახესთან მიტკაცუნებს ჩაფიქრებულს,უხერხულად ვიშმუშნები,ტელეფონს ვასწორებ და ბესოს ნომერს ვკრებ.რამდენიმე წუთი გადის ზარი,მაგრამ არ მპასუხობს,თავისით გაითიშა ტელეფონი.უკვე ვნერვიულობ,საერთოდ რომ არ მიპასუხონ რანაირად წავიდე სახლში,-რა მოხდა?-ჩემს წინ დგება რატი,-თუ არ გპასუხობენ მე წაგიყვან სახლში,-ისე ამბობს,თითქოს მსგავს რამეს ყოველდღე აკეთებს და სრულებით არ შეწუხდება თუ დახმარებას გამიწევს. -არ მინდა,ტაქსის გამოვიძახებ და ჩემით წავალ,-ვეუბნები და ტელეფონს ვაწვდი.არ მიყვარს,როცა ვინმეს წინ ვსუსტდები და სხვა ხდება ჩემი მომვლელი. -ფორმას გამოვიცვლი,დამელოდე,-არ მოიშალა თავისი და ოთახში მარტო დამტოვა.ეტლით მივგორდი მაგიდასთან,სადაც ფურცლების დასტა ეწყო და თვალიერება დავუწყე,საინტერესო არაფერი იყო,უბრალოდ დრო გამყავდა.წამიერად,თვალი ამოტრიალებულ ჩარჩოს მოვკარი და ასაღებად ახლოს მივგორდი,რადგან მე თავში ვიდექი ჩარჩო კი თითქმის კიდეზე იდო.როგორც იქნა ავიღე და მასში ჩასმულ სურათს დავაკვირდი,უცნაური არაფერი,უბრალოდ მომღიმარმა ქალმა ეჭვები აღმიძრა,ნუთუ ეს მისი ცოლია? ამდენი არ მიფიქრია,არადა წესით უნდა მეფიქრა,გამორიცხული ხომ არაფერია,მაგრამ ხელზე რომ ბეჭედი არ უკეთია? ალბათ დროებით მოიხსნა,თუმცა არც კვალი აჩნია.დაბნეული უკან ვდებ სურათს და ვცდილობ ისევ იმ ადგილს დავუბრუნდე,სადაც უწინ,როცა რატიმ დამტოვა.ნესტოებზე საშინლად გამაბრუებელი სუნი მეცა და კარისკენ გავიხედე,უკვე შემოსულიყო,მე კი იმდენად გამეფანტა გონება კარის ხმა ვერ გავიგე.მათრობელა სუნამო ახლოს დამიდგა,უფრო სწორად ზურგს უკან,ხელები ეტლის სახელურებს მოჰკიდა და ოთახიდან გამიყვანა.ლოყა მისი მტევნების სითბოს გრძნობდა და იწვოდა,უნებურად ხელის ზედაპირი მივიდე ღაწვზე,მართლაც რომ სასწაულად გამცხელებოდა,სარკეში რომ ჩამახედა,ალბათ გული გამისკდება,დარწმუნებული ვარ სრულიად წითელი ვარ.ერთი სული მაქვს აქაურობას გავცილდე,თორემ კარგი არაფერი დამემართება,იმედია რატის ნახვა აღარ მომიწევს,თორემ გულს ნამდვილად დავტოვებ აქ. -სულ დამავიწყდა,-წამოვიყვირე-რამდენი უნდა გადავიხადო?-უკვე,თითქმის გარეთ ვარ,მშვენიერ დროს მახსენდება,თვითონ რატომ არ შემახსენა,არ იცის რომ ძალიან დაბნეული ვარ? -არაფერი,-მპასუხობს მშვიდად და ტაქსის აჩერებს-მე დავფარე უკვე ყველაფერი,-ამბობს და მტოვებს ყბადაღებულს.რატომ? ვინ სთხოვა? რისთვის? ღმერთო ჩემო,ვერაფერი გამიგია,ვინმე ასე უბრალოდ დახმარებია ვინმეს? ამის მერე რა პირით უნდა ვთქვა ბედი არ მაქვს-მეთქი,რას ვერჩი,ბედმა მშვენიერი მომვლელი გამომიგზავნა.მისი ჩემს ჭკუაზე ტარება არ გამიჭირდება. -რატომ წუხდებოდი?-ვეცადე მორიდებით მეთქვა,მას გაეცინა -ალბათ დღეს კარგ ხასიათზე გავიღვიძე,-არ მოშორებია ღიმილი ბაგეებს -ანუ გამონაკლისია?-დავინტერესდი ძალიან -ჩემს პაციენტებთან ასე ახლო ურთიერთობა არ მაქვს,ვცდილობ მკაცრი ზღვარი გავავლო,ჩემსა და თქვენს შორის,თუმცა არსებობს გამონაკლისები,წელიწადში ერთხელ და თქვენ მიზანში გაარტყით,-ნათქვამს გულიან სიცილის აყოლებს და მეც ძალაუნებურად მეცინება. -გამიმართლა,გამოდის,წელიწადში ერთხელ იცინით?-ჩემს უცნაურ შეკითხვაზე ორივე მეტად ვხალისდებით -ასე გამოდის,ხომ მხედავ რომ ვიღიმი,ჯობია სხვა დროს აღარ მნახო,თორემ შეიძლება ვეღარ მიცნო,-ღიმილიანი მუქარა რა სასიამოვნოა-დღეს არის 15 ივნისი -მაშ,15 ივნისამდე,-გულიანად ვიცინი და ამას ცრემლებიც ემატება,ძალიან გამამხიარულა მისტერ უცნაურმა მამაკაცმა. -არ ვხუმრობ,-წარბები შეკრა და გრუბად გადმომხედა -არც მე,-მტკიცედ ვპასუხობ მეც -დროა წახვიდე,-საუბარში დაგვავიწყდა რომ დიდი ხნის გაჩერებული გვყავდა ტაქსი.რატიმ კარი გააღო,ისევ მომკიდა თავისი თბილი ხელები და მანქანაში ჩამსვა,ეტლი კი დაკეცა და უკან,საბარგულში ჩადო -მარტო მიშვებ?-მის თავაზიან მოპყრობას შეჩვეული,გაკვირვებით ვეკითხები. -არა!-მპასუხობს და უკან მიდის,ვიღაცას ეძახის და ისიც ძუნძულით მოდის მანქანასთან. -გამარჯობა,-მესალმება მამაკაცი და წინ ჯდება -ეს ჩემი პირადი დამხმარეა,მე სამწუხაროდ უნდა წავიდე და ის მოგეხმარება,-ამბობს და კარს მიხურავს.დაბნეული ვიყურები წინ მჯდომისკენ და ფანჯარაში აჩქარებული ნაბიჯებით მიმავალ რატიზე გადამაქვს მზერა.სიარულის მანერა,მის განიერ მხარბეჭს მიმზიდველობას უკარგავს,რატომღაც ძალიან უცნაურად მეჩვენება.ჰორიზონტს მალევე ეფარება და მეც ჩემი თაბაშირიანი ფეხისკენ ვინაცვლებ. *** -რა მოგივიდა ელენე?-მვარდება დაფეთებული დედაჩემი,ხელებს მავლებს მკლავებში და ცდილობს,ცოდვილით მიმიყვანოს დივნამდე -ბესო სად ჯანდაბაშია?-ვყვირი გამწარებული,რადგან უკვე ვგრძნობ ტკივილს და მთელი სხეული მეჭიმება,ლამის ვიტირო. -მეგობრებმა გამოუარეს და დასალევად წავიდა,-ფერდაკარგული მპასუხობს და როგორღაც მაჯენს-რანაირად მოიტეხე?-მისი შეშინებული გულისცემა მესმის -დამშვიდდი,სერიოზული არაფერია,უბრალოდ ერთი თვე თაბაშირით ვივლი,მერე კი მოსახსნელად წავალ,-ხელებზე ვუჭერ,სხვანაირად ვერ იგებს,ძალიან ემოციურია და მეშინია რამე არ მოუვიდეს. -რა მოხდა?-ცდილობს დამალოს აღელვება,მაგრამ არ გამოსდის,მე მაინც ვგრძნობ რომ მშფოთვარეა დედაჩემი. -ავტობუსიდან გადმოვვარდი,-ვპასუხობ და წამოვლილ ტკივილზე უცნაური ხმით ვყვირი -პატარა ბავშვი ხარ ელენე?-გადავიდა უკვე საყვედურებზე -არა დედა! -შენი სახლიდან გასვლა კატასტროფის ტოლფასია,-მეუბნება და ხელის გულებს მუხლებზე ისრესს,-წყალი გინდა?-დგება დივნიდან -კი,მინდა,-ენას ვაგდებ მწყურვალივით,თუმცა ვით რატო,საშინლად მინდა ცივი,ყინულიანი წყალი. -აქ დამელოდე,-დაამატა და გავიდა,ისე დამარიგა,თითქოს შემიძლია განძრევა -გელოდები,-ვაწევ სიტყვას და ფეხს მაღლა ვწევ,მინდა დივანზე დავდო რომ დაძაბულობა მომეხსნას,ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს ვენებს მიჭიმავენ,საშინლად მეწვის. -გამომართვი,-ის სულ ჩემ გულში ზის.დიდ,ყინულებით სავსე წყლიან ჭიქას მაწვდის და ისევ ჩემ გვერდით ჯდება. -მადლობ,-ვეუბნები და ვსვამ.წამის მეასედებში მეხსნება გონება და ვცოცხლდები,ფეხი რომ არა მართლა დავიწყებდი სირბილს სახლში.წყალმა ენერგიაზე მომიყვანა,თურმე როგორ აკლდა ორგანიზმს. -ან შენ მომიღებ ბოლოს ,ან შენი ძმა,-შეღონებული ხმით მეუბნება და ხელებს თავზე იჭერს,-ისე მტკივა,მგონია უნდა გამისკდეს -წამალი დალიე? -არ მშველის! -დალიე? -არა! -აბა როგორ გიშველიდა,პატარა ბავშვივით შენ იქცევი,მოგიტან და დალიე,-ვეუბნები და ვაპირებ წამოვდგე,მაგრამ როგორ,სად წავალ,დედაჩემს ეცინება ჩემ საქციელზე.ესღა მაკლდა. -იყავი,წავალ დავლევ,-ძლივს,მან მე დამიჯერა,თაბაშირს უნდა მივაწერო ფლომასტრით. -ძალიანაც რომ მოვინდომო, მარტო აქედან ვერ ავეხვეტები,-სიცილით ვამბობ და მუჭს ვკრავ,თაბაშირს ვუკაკუნებ,მაინტერესებს,რამდენად მყარია. -ისედაც ძლივს დგებოდი სასწავლებლისთვის და ახლა მიზეზი გაიხადე -რა ჩემი ბრალია,გასული არ ვიყავი გაწვიმდა,მერე მანქანამ გამწუწა და ერთიანად ჩამომპალი ავედი ავტობუსში,ფეხებს ჭყაპაჭყუპი გაჰქონდათ. -ფრთხილად ვერ ჩამოხვედი?-ეს კითხვა მეცნობა,რატიმაც იგივე მკითხა,ისე მარიგებენ,თითქოს მე მიხარია ორი ჩემსიმძიმე რაღაც რომ მაზის მუხლზე. -ვეცადე,რაც შეიძლებოდა მშვიდობაინად ჩამომედგა ფეხი,მაგრამ ჰა,რაც უნდა მოგივიდეს,იმას ვერ ასცდები,ფეხი რომ არ მომეტეხა,მანქანა შემასკდებოდა,მოკლედ დღეს უეჭველი მომივიდოდა რაღაც. -საავადმყოფოში როგორ წახვედი,ფეხი არ გტკიოდა? -ჩემი ნებით როდის იყო ექიმებში დავდიოდი,ვიღაც მამაკაცმა ჩამოიარა,დამინახა და დასახმარებლად მოვიდა,აღმოჩნდა რომ ტრავმატოლოგი ყოფილა ზედაპირულად გამსინჯა და დაასკვნა რომ სერიოზული იყო,ხოდა თავის საავადმყოფოში წამიყვანა,ხოიცი როგორ მეჯავრება იქაურობა,მაგრამ ყველაფერი სხვანაირი იყო,არც წამლების მძიმე სუნი არ იდგა,ირგვლილ ათასგვარი სუნამოს სურნელი იფრქვეოდა. -მადლობა ღმერთს,ვიღაცამ რომ შეგნიშნა,თორემ გაირთულებდი საქმეს,-კმაყოფილება გამოეხატა სახეზე--სახლამდე ვინ მოგიყვანა? -რატის დამხმარემ! -რატი ვინაა? -ის კაცი,ტრავმატოლოგი,-მე თუ მკითხავთ პირქითაა,გამთელების მაგიერ ამსხვრევს ყველაფერს. -კარგი ადამიანი ყოფილა,ბევრი ისე გაივლიდა ზედაც არ შემოგხედავდა -მან უბრალოდ პაციენტი გამოიჭირა,საკუთარი საქმე გააკეთა,-თუმცა საკუთარი რანაირად,ფული ხომ თავად გადაიხადა.ალბათ რამეში წავადექი,თორემ ასე მარივად არ დაფარავდა. -არ გშია?-მკითხა პაუზის შემდეგ -ძალიან,-კუჭის ხმა მთელი დღეა მესმის,მაგრამ ყურს არ ვუგდებდი -კარტოფილი შევწვი,გავაცხელებ და მოგიტან,-ჩემსკენ იხრება და შუბლზე მკოცნის.მგონი ფეხი ხშირად უნდა მოვიტეხო,რადგან დედაჩემისგან სითბო თითებზე ჩამოსათვლელად მაქვს,არადა როგორ მიყვარს,როცა შუბლზე მკოცნის,ყველანაირი სტრესი მცილდება,მავიწყდება პრობლემები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.