შურისძიება 2
ყველანი წიოკით გავვარდით. სახლისკენ. კარი ჯესიკამ გაგვიღო. -რა ხდება? დავალება ვერ გაიგეთ? თუ გადაიფიქრეთ საძმოში მოხვედრა? ლუსი-იქ გვამია! წამოიყვირა ისტერიკულად. ჯენიფერი-ის ჩემს თავზე იყო! თქვა ქვითინით. კლერი-იქ ვერ დავრჩებით. მე შოკისგან ვერ ვლაპარაკობდი. -ჰაჰ გვამი? სასაფლაოზე გვამს რა უნდა? მეღადავებით.ირონიულად თქვა ჯესიკამ. მარია-ეს სინდის სულია. -ვიღაცამ სინდი ახსენა? გამოვიდა ეშლი სახლიდან. მეც მოვიკრიბე სიმამაცე და ახლა მე ვუპასუხე. -ეშლი სასაფლაოზე გვამია ჩვენ იქ არ წავალთ. ეშლი-დავალებებს აქ მე ვიძლევი! არ მაინტერესებს სულ რომ საფლავიდან წამომდგარიყო მკვდარი იქ უნდა დარჩენილიყავით.მაგაშია ჯოჯოხეთური კვირის არსი.ყველაფერს უნდა გაუძლოთ. -იქ ნამდვილი გვამია,დაუმარხავი,ახალი მოკლული,რომელსაც სისხლი სდის. ვთქვი მშვიდი მაგრამ სასოწარკვეთილი ხმით თან ყველა სიტყვას გამოვყოფდი,რომ ეშლი დამერწმუნებინა. -წამოვალ და თუ გვამი არ დამხვდა ყველას გაგყრით აქედან. ეშლი წინ გაგვიძღვა და გაბრაზებული მიაბიჯებდა სასაფლაოკენ.მივედით ზუსტად იმ ადგილას სადაც გვამი ვნახეთ. -ახლა ხედავ? -რას? -ხეზე აიხედე.ვთქვი მოუთმენლად. ეშლიმ აიხედა და შიშისგან და ზიზღისგან უკან გადმოხტა. -ღმერთო რა საზიზღრობაა. ჯესიკა-ეშლი ეს ხომ ბეკია. თქვა ტირილით ჯესიკამ. -ბეკი? გაიკვირვა ეშლიმ. -ბეკი ვინაა? დავინტერესდი. ჯესიკა-ბეკიც ჩემსავით ეშლის მოადგილეა. უფრო სწორედ იყო. თქვა ქვითინით და პანიკით მოცული სახით. -კარგით,ჩათვალეთ დღეს გადარჩით.სახლში წამოდით.თქვა ეშლიმ მშვიდად. ლუსი-გვამს რა ვუყოთ? ჯენიფერი-ჩვენ რა უნდა ვუყოთ პოლიციას შევატყობინებთ. -ეშლი გოგოებო პოლიციის ჩარევა არ გაწყობთ დამიჯერეთ,რადგან პირველი ეჭვმიტანილები სწორედ თქვენ გახდებით.თან ეს კლუბის სახელზე იმოქმედებს და ჭორები წავა,რომ სისი-ში მკვლელობები განახლდა. მარია-კი მაგრამ ასე არ შეიძლება.ასე ხომ არ დავტოვებთ. კლერი-იცი რა მარია ეშლი მართალია თუ გეცოდება მასთან დარჩი. ეშლი-მე თქვენზე ვზრუნავ გოგოებო,თორემ მე ალიბი მაქვს სახლში სრუმრები მყავდა და ისინი დაადასტურებენ,რომ არ გავსულვარ.აი თქვენ კი … გამოიშვირა ხელი ჩვენსკენ. -გავიგეთ ეშლი. ვუპასუხე უემოციოდ და ყველა ავედევნეთ უკან.არ მოველოდით სახლში თუ შეგვიშვებდა წესით ეს მას მერე ხდება რაც ჯოჯოხეთური კვირა დამთავრდება.სახლში მოახლემ ჩაი მოგვიტანა რა თქმა უნდა ეშლის ბრძანებით.ჩაი დავლიეთ და ჩუმად ვისხედით ცოტა ხანი,რაზეც ცოტა დავმშვიდდით. ეშლი-ახლა კი გოგონებო დაიშალეთ.წესის მიხედვით კამპუსში უნდა დაბრუნდეთ. ლუსი-ეშლი გარეთ მკვლელია და რა გარანტია გვაქ რომ ჩვენც არ მოგვკლავს. და თან დაქალს ასე გლოვობთ? ეშლი-შენ ბევრს ლაპარაკობ. გაიშვირა ეშლიმ ხელი ლუსისკენ. ბეკიც შენსავით ნერვებს მიშლიდა და იმიტომ “ვგლოვობ” ასე. კლერი-რადგან ეშლიმ თქვა წადითო ესეიგი უნდა წავიდეთ გაიგეთ? -კლერ ერთ ადგილს თუ არ აულოკავ ეშლის უკეთესი იქნება. ეშლი-მარის დავეთანხმები ამჯერად.ვერ ვიტან,რომ მეპირფერებიან.ახლა კი ქალბატონებო ძილინების. გვითხრა და ოთახში ავიდა. წამოვედით ყველა და ჩუმად მოვდიოდით,მაგრამ ვგრძნობდი ყველას დაძაბულობას. კამპუსში სხვადასხვა ოთახებში გავნაწილდით. ოთახის კარი რომ გავაღე ჩემი მეზობელი კასანდრას მაგივრად ნიკი დამხვდა. ნ-ჰეი ლამაზო. -ნიკ?! აქ რა გინდა? ნ-ჩემ გოგოს მოვაკითხე არ შეიძლება? -ნიკ რაც იყო იყო.ყველაფერი დამთავრდა.კოლეჯი სხვაა სკოლა სულ სხვა იყო. ნ-საყვარელო სწორედაც რომ ერთი და იგივე სისტემაა.სკოლაში მაგარი ბიჭი თუ ხარ,მაგარი გოგოც უნდა გყავდეს.იგივეა აქაც პოპულარულ ბიჭს (ხელი დაიდო) სჭირდება პოპულარული გოგო.მოვიდა ახლოს და მაკოცა,მაგრამ მოვიშორე. -ნიკ! მე არ ვარ პოპულარული და არც შენ. -შენ ხომ სისი-ში ხარ-ანუ გახდები. ნ-გასაგებია და შენი რეპუტაციისთვის მეტენები ხო? გაანძრიე და მიაღწიე რამეს. -მიყვარხარ. ამ სიტყვებმა რაღაც მოახდინა შიგნით,ატომური აფეთქების მსგავსი.3 წელი ერთად ვიყავით და ერთხელ წესიერად არ უთქვამს მიყვარხარო და ეხლა...მაგრამ მალე გონს მოვედი და მივხვდი რომ ეს ხაფანგი იყო. -ნიკ… მაგრამ ვინ მაცადა რამის თქმა მისი ტუჩების შეხება ისევ ვიგრძენი. მერე კისერში მაკოცა ვგრძნობდი რომ ნელ-ნელა ვნებდებოდი და ძალა არ მქონდა შეწინააღმდეგების.მეტიც მე მინდოდა რომ მას გაეგრძელებინა,მიუხედავად იმოსა სწორი იყო ეს თუ არა.მთავარია რომ იმ წუთას მასთან ყოფნა ბედნიერებას მანიჭებდა. უეცრად გავიფიქრე რომ კასი უნდა დაბრუნებულიყო და დავიჩურჩულე -კასანდრა მოვა. -არ მოვა დამიჯერე. მიპასუხა და განაგრძო კოცნა. შუაღამით საშინელმა კივილმა გამაღვიძა.ნიკს ისე ეძინა რომ რეაქცია არ ქონდა. -ნიკ! გაიღვიძე ვანჯღრევდი და როგორც იქნა ბოლოს თვალი გაახილა. -რა მოხდა?თქვა არაამქვეყნიურად სასიამოვნო ხმით. -ვიღაც კიოდა.უნდა ვნახოთ რა ხდება მარტო მეშინია. ბევრი ბუზღუნის მერე ნიკი წამოდგა.შარვალი ამოიცვა ამ დროს მეც შორტები და მისი დიდი სპორტული ჟაკეტი ჩავიცვი და მაისური მას გადავუგდე. დერეფანში ხელჩაკიდული გავედით რადგან ძალიან მეშინოდა და ნიკს უკან მივყვებოდი.ის კი ტელეფონის ფანრით ანათებდა გზას.დერეფნის ბოლოში შუქი შევნიშნეთ და იქვე დეკანი დავლანდე. -ჯანდაბა! აქ რომ დაგინახოს გაბრაზდება.წადი ბიჭების სახლში. -მაინტერესებს რა მოხდა.თანაც მხოლოდ გაგვაფრთხილებს და ეგ იქნება. -მგონი მიდის. დავიჩურჩულე. დეკანი მართლაც მოშორდა ტერიტორიას თუმცა ბავშვები რაღაცას შემოხვეოდნენ გარს. მივუახლოვდი და დანახულმა შოკში ჩამაგდო.ლუსი სულ დასისხლიანებული ეგდო ძირს.უცებ ვიღაც მომვარდა. -მარი! -კას?! რა მოგივიდა. მისი ტანსაცმელი და სახეც სისხლში იყო მოსვრილი. -დაშავებული ხარ? -არა მაგრამ ლუსი...ის აქვითინდა და ჩამეხუტა. ნიკმა მთხოვა სხვა ოთახში დავრჩენილიყავი შენთან რომ ყოფილიყო და ლუსისთან თავისუფალი საწოლი იყო.მე დავინახე.ყველაფერი დავინახე. -რა დაინახე კას? ვკითხე მოუთმენლად. -მკვლელი.ის გოგო იყო. -ვინ გოგო? კითხა ნიკმა -არ ვიცი უბრალოდ გოგო ვერ გავარჩიე ვინ იყო. კასანდრა ოთახში შევიყვანე და ცოტა დავამშვიდე. მალე პოლიცია მოვიდა და გვამი დაათვალიერეს.მერე მორგში გადაიტანეს. უკვე გვიანი იყო მაგრამ ვერ დავიძინეთ. მე,კასი და ნიკი ვლაპარაკობდით,როცა მარია და ჯენიფერი შემოვარდნენ. ჯენიფერი-მარი ცოცხალი ხარ?შეგვეშინდა ძალიან. -როგორც ხედავთ კი.რა მოხდა? მარია-ლუსი მოკლეს. -ეგ ვიცი ვნახე. ჯენიფერი-მერე ვერ ხვდები? -რას გოგოებო? ამ დროს კლერიც შემოვიდა ოთახში. კლერი-სისიზე ნადირობა დაიწყო. -კარგით რა იმ ზღაპრების გჯერათ რასაც სინდიზე ამბობენ? კასანდრა-საერთოდ ეგ ზღაპარი არაა.სინდი ნამდვილად იყო ამ უნივერსიტეტის მოსწავლე და სისის პირველი არაამერიკელი პრეზიდენტი თუმცა მის მკვლელობას ზუსტად არავინ ყვება.მისი ბიოგრაფიით დავინტერესდი და შემიძლია მოგიყვეთ რა მოხდა.კომფორტულად მოკალათდით ქალბატონებო. ნიკმა ჩაახველა. -და ნიკ. დააყოლა სიცილით კასმა. ნიკი საწოლზე დაჯდა და უკნიდან მოემეხვია.გოგოებიც ჩამოჯდნენ და კასანდრამ დაიწყო ამბის მოყოლა თან საწოლებს შორის აქეთ-იქით დადიოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.