შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრებაში ასეც ხდება...


10-06-2016, 23:03
ავტორი ana_aneta
ნანახია 1 530

გარეთ საშინლად წვიმდა,მთელი ნიუ-იორკი წყალს მიჰქონდა ყველა სადღაც მიიჩქაროდა, წვიმას გაურბოდა,მაგრამ მე არა მხოლოდ მე ვიყავი თავსხმა წვიმაში ერთ ადგილას გაყინული და კიდევ ერთი აუხსნელი უარის გამო ვიტანჯებოდი,ღმერთო რატომ?ამდენი იმიტომ ვისწავლე,რომ საბოლოოდ Mc ში ვიმუშაო, ამაზე ფიქრი და იმის წარმოდგენა რომ ყველა ის ოცნება რაც ამ ქალაქს უკავშირდებოდა ჩემს წარმოდგენაში,წამებში ნამსხვრევებად იქცა....მინდოდა დიზაინერი ვყოპილიყავი მაგრამ კარგი გარეგნობის გამო ყველას მოდელი ვეგონე ამიტომ ჩემში ეჭვი ეპარებოდათ...
თითქმის სულ გალურჯებული მივედი სახლში,სწრაფად გავიძრე ტანსაცმელი და ცხელი შხაპის ქვეშ დავდექი,ცხელი წყალი სასიამოვნოდ ეხებოდა ჩემს სხეულს,ისეთი გრაძნობა მქონდა თითქოს ყველა ტკივილი ჩამოვირეცხე სხეულიდან...
დივანზე მოვკალათდი და არხებს ჩამოუარე ისევ იგივე,ისევ ჯასტინი, ჰარი და ა.შ. ნეტავ რა აქვს ამ იდიოტს ასე რომ დახამდა ხალხი?... ასე უაზროდ გავატარე მთელი ორშაბათის
საღამო და დიდი ალბათობით მთელი კვირაც ასეთი იქნება...ამის ფიქრში ვიყავი როცა ტელეფონმა დაიწკრიალა..
-გისმენთ.სწრაფად ვუპასუხე მე.
-მის ანასტასია ვოტსონს ვესაუბრები? იკითხა ქალის ხმამ.
-დიახ.
-მე მარკის მენეჯერი ვარ შენს ნამუშევრებს გადავხედეთ,თამამად გეტყვით,არაჩვეულებრივ ესკიზებს ქმნით,ამიტომ თქვენთან თანამშრომლობა გვინდა,თუ თანახმა იქნებით?
-გაოცებისგან პირი დავაღე.
რა თქმა უნდა თანახმა ვარ.ამოვღერღე როგორც იქნა.
-ძალიან კარგი ხვალ გელოდებით.ეს ნამდვილი სასწაული იყო სამთვიანი უიღბლოვის შემდეგ,ისეთი ბედნიერი ვიყავი ვერც კი დავიძინე....
ამის შემდეგ სხვა შეთავაზებებიც მივიღე,წარმოუდგენელია ახლა ერთის მაგივრად ორი სამსახური მაქვს უკეთესს ვერც ვინატრებდი...
პირველი რამდენიმე დღე თავი ისე სიზმარში მეგონა,მაგრამ მალევე"მოვიხოდე" რადგან მოდის კვირეულამდე ორ თვეზე ნაკლები რჩებოდა...აღმოჩნდა რომ კვირეულამდე უამრავ მიღებასა და წვეულებას უნდა დავსწრებოდით.
-დღეს საღამოს GQ-წვეულებაზე უნდა წავიდეთ,მითხრა ესმამ,-დრეს კოდი აქვთ,კაბა უნდა გეცვას აუცილებლად,შავი ან თეთრი.წამო შევარჩიოთ მეგობრულად შემომთავაზა ესმამ.-იქ ბევრი ცნობილი სახე იქნება და ჩვენ როგორც ცნობილი ბრენდის წარმომადგენლები შესაბამისად უნდა გამოვიყურებოდეთ.მე ყველაფერზე თავს ვუქნევდი.ძალიან ვნერვიულობდი პირველად მივდივარ მსგავს წვეულებაზე იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის....
საღამოს რვა საათზე მანქანამ მოგვაკითხა,იზაბელაც შემოგვიერთდა და როგორც ესმა იტყოდა:მარკის სამეული სანადიროდ წავიდა. სამივე არაჩვეულებრივად გამოვიყურებოდით,ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავდა მოდელები დიზაინერები,მსახიობები,მომღერლები, ყველა აქ იყო ნამდვილი საოცრებაა.
-პირველად მეც ასეთი რეაქცია მქონდა,გაიცინა იზაბელმა.თავს მართლა უხერხულად ვგრძნობდი.შესვლისთანავე მივიქციეთ ყურადღება.-მაგრამ შენგან განსხვავებით პირველ ჯერზე,არავის შევუმჩნევივარ,შენ კი აშკარად გახდები საბედისწერო არსება.გადაიკისკისა ქერამ.გამიმართლა ასეთი საყვარელი ხალხი რომ მყავდა ირგვლივ.ბევრი ცნობილი სახე გავიცანი,ყველანი ძალიან საყვარლები და ამავდროულად პირფერები იყვნენ,ერთმანეთს ელაქუცებოდნენ, მეც შამპანურის ჭიქით ხელში დავბოდიალობდი აქეთ-იქით.
-ამაღამ თავისუფალი ხარ პატარავ .მკითხა ქერა საკმაოდ სიმპატიურმა ბიჭმა(,რომელიც ბალმანის ჩვენებაზე ვნახე) და ლოყაზე ნაზად მაკოცა,ხელიდან დავუსხლტი და კიბეზე სწრაფად ჩავირბინე და ვიღაც ბიჭს მთელი ძალით შევასკდი..
-ღმერთო წინ არ იყურები.დაიღრინა ბიჭმა.ორივემ ერთდროულად ავწიეთ თავები და გავშეშდით,ხელში არც მეტი არც ნაკლები ჯასტინ ბიბერი შემრჩა...პირდაღებულები შევყურებდით ერთმანეთს
-კინაღამ კიბიდან დამაგორე.ისევ დაიღრინა ბიჭმა.
-ძალით არ მინდოდა.დავისისინე მე.ბიჭს ხმა აღარ ამოუღია მკვლელი მზერა მესროლა და იქაურობას გაეცალა.დიდად არც აქამდე მეხატებიდა გულზე ახლა მითუმეტეს...შავგვრემანი ბიჭი ისევ წამომეწია,მაპატიე პატარავ შენი შეშინება არ მინდოდა,შემიძლია სახლში წაგიყვანო. მეც უსიტყვოდ დავუქნიე თავი.
Pov ჯასტინ
საზიზღარი გოგო,ბოდიშიც კი არმომიხადა.ისე გავღიზიანდი თავს ვერ ვერეოდი. პერანგიც კი არ გამიწმინდა.წვეულება მალე დავტოვე,ბრაზმა გადამიარა,მაგრამ იმ გოგოზე ფიქრი თავიდან ვერ მოვიშორე,მის მწვანე თვალებს და დაშოკილ გამომეტყველებას ვერაფრით ვივიწყებდი.კარგი ჯასტინ დამშვიდდი ერთი პატარა გოგო განწყობას ვერ გაგიფუჭებს,განტვირთვა არ მაწყენდა,დროა ჩემი "ფისოები" მოვინახულო....

თავი მეორე
გარეთ უამრავი ადამიანი ირეოდა, ჭ....ტვაში მოვყევი და ძალიან შემეშინდა, უცნობი არ დაიბნა ხელი მომკიდა და მანქანამდე უსაფრთხოდ მომიყვანა.
ბიჭმა ადგილი დაიკავა და ძრავა სწრაფად აამუშავა, მხოლოდ მას მერე გავაცნობიერე რომ სრულიად უცხო მამაკაცთან ერთად სადღაც მივქროდი, ღმერთო რა სულელი ხარ ანასტასია ვის ჩაუჯექი მანქანაში, სახელი მაინც იცოდე, იქნება და მაინიაკია ან მკვლელი ან მოძალადე ვიცოდი რომ ასე არ იქნებოდა, მაგრამ თავს ვერ ვთოკავდი მთელი სხეული დამეჭიმა ნერვიულობისაგან...ისიც კი არ ვიცოდი სად მივდიოდით. მანქანა გაჩერდა, სიბნელეს, მივაშტერდი, ვცადე გამეგო სად ვიყავით, ადგილი არ მეცნო,კიდევ უფრო დავიძაბე, მგონი მაგარ შარში გავყავი თავი...
ელიზაბეთი:-ყოჩაღ,ანა მაგარი ბიჭი დაგითრევია, წარმატებები, ყველაფერი მომიყევი ხვალ. მისმა მესიჯმა ცოტა დამამშვიდა,კარგია მანიაკი რომ არ აღმოჩნდა.
ფიქრიდან ბიჭის ხმამ გამომიყვა:
-ისეთი სახე გაქვს, თავი მკვლელი ან მოძალადე მგონია.სიცილით მითხრა ბიჭმა. ხმა ვერ ამოვიღე,თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა,მაგრამ მისმა ხავერფოვანმა ხმამ თითქოს არსებული დაძაბულობა გაფანტა.
-მე მარკო ვარ, სხვათაშორის, გამიღიმა.მე ისევ დავიბენი და პირდაღებული მივაშტერდი.
-ჯერ სახლში წასვლა ადრეა ამიტომ ვიფიქრე სადმე მშვიდ ადგილას ხომ არ წავსულიყავით.
-არა დავიღალე,სახლში მინდა. პატარა ბავშვივით გავჭირვეულდი მე.
-შენი სიტყვა კანონია.თბილი მზერა მომაპყრო ბიჭმა.უზომოდ მომხიბვლელი იყო, ალბათ ბევრი გოგო ინატრებდა ჩემს ადგილას ყოფნას და მასთან დროის გატარებას,მე კი ნამდვილი იდიოტივით ვიქცეოდი.
მარკომ მანქანა დაძრა მე მოვდუნდი და სავარძელს მივეყუდე, ისე ჩამეძინა ვერც კი მივხვდი.
დილით მარკოსთან ერთად გამეღვიძა,დიდი ალბათობით მისი მაისური და წინდები მეცვა, ჩვენს შორის არაფერი ყოფილა, მაგრამ ადგომა, ჩუმად გაპარვა და ამ დღის დავიწყება მინდოდა,მაგრამ ბიჭს ისე ვყავდი შებოჭილი, თავის დაძვრენა გამიჭირდებოდა, მაინც ვცადე და უფრო შევიბოჭე, ისე თავს კომფორტულად ვგრძნობდი,ჯერ საკმაოდ ადრე იყო, გარეთ ისევ ბნელოდა, ამიტომ კარგად მოვკალათდი მის მკლავებში და ძილი შევიბრუნე.
-გაღვიძების დროა ძილისგუდა, ჩამჩურჩულა ყურში ხავერდოვანმა ხმამ, ნელა-ნელა გავახილე თვალები და საწოლში ზანტად გავიზმორე,დიდი სიამოვნებით გავატარებდი მთელ დღეს კოტრიალში, მაგრამ თავს უხერხულად ვგრძნობდი.
საბნიდან ამოვძვერი, თვალები მოვიფშვნიტე და მარკოს არაფრისმთქმელი მზერა მივაპყარი.
-დილა მშვიდობისა.ახალგაღვიძებული ძალიან ლამაზი ხარ, ლოყაზე ნაზად მაკოცა ბიჭმა.-ისე სახელიც რომ გეთქვა უკეთესი იქნებოდა.
-ანასტასია მქვია, შეგიძლია ანაც დამიძახო.ვუპასუხე ნამძინარევი ხმით.
-კარგი ანა.საუზმე მოვამზადე სანამ გეძინა და...
-მადლობა ყველფრისთვის,მაგრამ ჯობია წავიდე,აღარ შეგაწუხებ.
-გთხოვ დარჩი, საერთოდ არ მაწუხებ,პირიქით.არ ვიცოდი რა მექნა, ისეთი სევდიანი სახით მიყურებდა, უარი ვერ ვუთხარი,როგორც ჩანს ძალიან მარტოსული იყო.
ადგომაც არ მაცალა, საუზმე პირდაპირ საწოლში მომიტანა და თავადაც ჩემს გვერდით მოკალათდა, ტელევიზორი ჩართო და ფილმს დაუწყო ძებნა.
-რით დავიმსახურე ეს ყველაფერი? ჩემს თავს ვკითხე,მაგრამ რა პასუხი უნდა მიმეღო ჩვენ ხომ სულ რამდენიმე საათია ვიცნობთ ერთმანეთს,ამასაც თუ ნაცნობობას დავარქმევთ...
მარკოს ყავა, ბლინები და ფორთოხლის წვენი მიემზადებინა, ნუთელაც მოეტანა, ნეტავ საიდან იცოდა ეს ყველაფერი რომ მიყვარდა.
ისეთი საყვარელი იყო, პატარა ბავშვივით მოითხუპნა პირი შოკოლადით.
-მარკის გოგო ხარ არა? მკითხა ბიჭმა.მეც თავი დავუქნიე.
-და შენ რას საქმიანობ?
-მე GQ ს გაყიდვების მენეჯერი ვარ..
-მე მოდელი მეგონე.შევაწყვეტინე ბიჭს.
-მეც. გამიცინა ბიჭმა.


ბევრი ვილაპარაკეთ, ფილმს ვუყურეთ, მარკოს თხოვნის მიუხედავად მასთან დარჩენა ნამდვილად აღარ მინდოდა.სწრაფად მოვემზადე და ქუჩაში გავიჭერი, გარეთ ისევ საშინლად წვიმდა და ცივი ქარი უბერავდა, ეს ალბათ ქალაქში წვიმის სეზონის დაწყებას ნიშნავდა. კიდევ კარგი მარკომ თბილი სვიტერი მათხოვა, თორემ ნამდვილად გავიყინებოდი. სწორედ ეს სვიტერი გახდებოდა ჩვენი ხელახალი შეხვედრის მიზეზი.რაც რატომღაც არ მინდოდა, მიუხედავად ყველაფრისა...

მარკო
თითქის მთელი კვირაა მასზე ვფიქრობ, ეს ნამდვილად არ გამომადგება ,რაიმე უნდა მოვიმოქმედო, მაგრამ ნაბიჯის გადადგმისაც კი მეშინია, ჩემი ძველი და საკმაოდ არასასიამოვნო გამოცდილების გამო. ეს გოგოც სხვებივით იქნება, "მონადირე" და ალბათ ისევე მომაყენებს ტკივილს როგორც ადრე გააკეთეს სხვებმა, მაგრამ ძალიან მინდა ასე არ იყოს.

საშინელი კვირა მქონდა მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი ელიზაბეთის კითხვებს ბოლო არ უჩანდა. "საწოლში როგორია?, დაგირეკა? შეხვდი და მიმალავ ჰო ?" ყოველი ახალი სამუშაო დღე ასე იწყებოდა და მთავრდებოდა. პლიუს დატვირთული სამუშაო გრაფიკი.მე ძირითადად მარკთან მიწევდა მუშაობა უსაყვარლესი იყო, მაოცებდა მისი უსაზღვრო ფანტაზია და საოცარი სტილის შეგრძნება, ის თუ როგორ ყურადღებას ანიჭებდა დეტალებს, ეს შოუც ისეთივე არაჩვეულებრივი იქნებოდა როგორც ყოველთვის, ისევ ყველას აღაფრთოვანებდა, მარკი.
მთელი დღე მიმეორებდა , რომ დიდი მომავალი მქონდა და მიყვაბოდა თავად როგორ მოვიდა აქამდე, ეს ორმაგად მამხნევებდა.ეს კაცი ნამდვილი მოტივატორი იყო და სხვებშიც იმავეს იწვევდა.
მეგონა უქმეები მაინც მექნებიდა კარგი, მაგრამ ისიც უაზროდ გავატარე ვერაფერს დავუდე გული,ვერც წიგნს, ვერც ფილმს, გოგოებსაც არ გავყევი გასარ
თობად, ელიზაბეთის ამბავი რომ ვიცოდი, ისევ აიწყვეტდა და მისი დაშოშმინების ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი, ამის გამო თავი 50 წლის მეგონა. ალბათ დაღლილობის და სტრესის ბრალი იყო, პირველად ვარ ასეთ სტრესულ მდგომარეობაში.დაძინება გადავწყვიტე,კომფორტულად მოვთავსდი საწოლში, მაგრამ ტელეფონის ხმამ თვალის მოხუჭვაც კი არ მაცალა... ავტომოპასუხე ჩაირთო.
გამარჯობა ანა მარკო ვარ იმედია გახსოვარ, შენი ნახვა მინდა თუ თანახმა ხარ რა თქმა უნდა... კაფე ტიფანიში დაველოდები 8 საათზე. ტელეფონი გაითიშა, რაღა დამაძინებდა, ჩემდა გასაკვირად მისმა ზარმა ძალიან გამახარა, საათს დავხედე შვიდის ნახევარი იყო. სწრაფად წამოვხტი, მოვწესრიგდი თხელი მაისური, შავი ტყავის ქვედაბოლო და ბათინკები ჩავიცვი. ქუჩაში გავედი, ცივმა ჰაერმა ჩემზე კარგად იმოქმედა. გამოვფხიზლდი.
დანიშნულების ადგილამდე ფეხით გადავწყვიტე მისვლა რადგან საშინლად მიყვარს ღრუბლიან ამინდში სეირნობა,მაგრამ მალევე ვინანე რადგან გზაში გამიწვიმდა, ცოტა დავსველდი და დამაგვიანდა კიდეც. მარკო კუთხეში იჯდა და მოთმინებით ელოდა ჩემს გამოჩენას. გაწუწული რომ დამინახა ძალიან შეწუხდა თავისი ჟაკეტიც კი შემომთავაზა. ორივე ჩუმად ვიჯექით, არცერთმა არ ვიცოდით როგორ დაგვეწყო, მიმტანი რომ არა ალბათ მთელი საღამო ასე მოგვიწევდა ყოფნა.
-რას მიირთმევთ. მხიარულად იკითხა ბიჭმა,საკმაოდ ხმამაღლა, დღეს უჩვეულოდ ბევრი ხალხი იყო.
მე ფორთოხლის წვენი შევუკვეთე მარკომ კი კაპუჩინო.
-გადაღლილი მეჩვენები.გაისმა ბიჭის ხავერდოვანი ხმა.
-ჰო. მალე კვირეული იწყება და ამიტომ გიჟებივით ვმუშაობთ.
-ამ დროს ყოველთვის ასეა.
-ჩვენებას დაესწრები? უაზროდ წარმოვთქვი,ისე თითქოს პასუხიც არ მაინტერესებდა.
-რათქმაუნდა.
-მერე ისევ ორივე დავდუმდით, ღმერთო ისეთი ხმაური იყო ერთმანეთისაც კი არ გვრსმოდა და რა უნდა გველაპარაკა.საერთოდ რატომ მოვედი ნეტავ უარი მეთქვა.ისე მაკვირდება უხერხულობა ვიგრძენი.
-მოდი აქედან წავიდეთ.ხმაურში სიტყვები ძლივს გავარჩიე, უხმოდ დავუქნიე თავი და ხალხის მასაში გზა გავიკვლიეთ.
-ახლა სად წავიდეთ....
-მოდი კინოში წავიდეთ, სიტყვა არ დავასრულებინე. ოღონდ არ მელაპარაკა და უკანასკნელი იდიოტობის სანახავადაც კი მზად ვიყავი.
ღმერთო ასეთ ბიჭს ჩემთან დაახლოება უნდა, მე კი მაქსიმალურად ვუშლი ხელს, რა ჭკვიანურია.
კინო გზის მეორე მხარეს მდებარეობდა, გზა სწრაფად გადავჭერით, რაღაც ფილმი ავარჩიეთ და დარბაზში ადგილები დავიკავეთ....
საშინელებათა ჟანრში ყველაზე დიდი საშინელება იყო ცხოვრებაში ასე არასოდეს შემშინებია, მარკოს ხელზე უსე ვუჭერდი ლამის მოვატეხე,მორჩა ამ ბიჭთან შანსი აღარ მქონდა.
-გინდა წავიდეთ ყურში ჩამჩურჩულა ბიჭმა.უხმოდ დავუქნიე თავი და სიბნელეში მიმავალს უკან გავყევი.
-არ მეგონა ასე მშიშარა თუ იყავი, სულ გაფითრებულხარ,ნაზად მისვამდა მხარზე ხელს.ალბათ ეს ორივეს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი პაემანი იყო.
ახლა კი ზუსტად ვიცი რომ სამუდამოს აორთქლდება ჩემი ცხოვრებიდა....


აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი :* <3



№1  offline წევრი ag rippina

Kaia gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent