შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მეორედაც მოდის (18 თავი)


10-06-2016, 23:59
ავტორი zia-maria
ნანახია 3 805

---ნიკა?! აქ რას აკეთებ!- დაუფიქრებლად უთხრა ჟანეტმა.
---დავიჯერო ამდენი ხანი გავიდა და აღარ მოგენატრე? ნუთუ ბრაზმა ისევ არ გაგიარა? ჟანეტ მომენატრე!
---ძალიან გთხოვ თავიდან ნუ დაიწყებ ნიკა. ეს საუბარი ჩვენ დიდი ხნის წინ დავასრულეთ და ისევ გაგრძელებას აღარ ექვემდებარება!- წყნარად და მშვიდად უთხრა.
---მიყვირე, დამარტყი, მესროლე რაც გინდა, ოღონდ ასე წყნარად ნუ მელაპარაკები. მე ეს შენი სიწყნარე უფრო მანადგურებს. ჩემი ადგილი აქაა თქვენს გვერდით!
--- da ladna. რასაც ამბობ დარწმუნებული ხარ? მე ვერ ვხედავ ჩემს გვერდით შენს ადგილს და ამიტომ ვერც ჩვენს გვერდით ვერ იქნები!
---ჩემი ადგილი იქაა სადაც შენ ხარ, მარტო ხარ ხომ ხედავ გული არავისკენ რომ არ გიწევს!
---კმარა, დაამთავრე ეს კონცერტი. სახლში ცოლი და შვილი გელოდება! ეხლა კი შეუყვირა ჟანეტიმ.
---აქ ჩემი შვილია, ბავშვი რომელიც მე არ მიცნობს!
---და ვისი ბრალია რომ არ გიცნობს, ვისი ბრალია რომ არ იცის ვინაა მისი მამა. რა გინდა ნიკა? რას ელოდები ჩემგან. შეგიცოდო? შეგიცოდებ, ეს გინდა? კი ბატონო გავაკეთებ მაგრამ ამდენი წლის შემდეგაც მიჭირს იმ სიტყვების დავიწყება, წადი სადაც გინდა. შენ მე ისე გამწირე, ისე დამამცირე ნატალის წინაშე არც დაფიქრებულხარ, როგორ მტკენდი, როგორ მაბიჯებდი გულზე ფეხს და მსრესდი შენი ფეხით .ახლა მოდიხარ და იმის მაგივრად დაგივიწყო, ისევ იმ საზიზღარ ცენას მახსენებ. როგორ ძლიერ მიყვარდი ნიკა, როგორ საოცრად მიყვარდი, ყველაფერზე მზად ვიყავი შენს გამო მაგრამ, როგორ ძლიერადაც მიყვარდი, იმაზე მეტი საშინლად მეზიზღები ნიკა, მეზიზღებიიი!
---მაპატიე ძალიან გთხოვ, მე შენ ძალიან მიყვარხარ, მე შენ მჭირდები ჟანეტ!-თქვა ეს სიტყვები და ჟანეტის წინ მუხლებზე დავარდა.
---წადი ნიკა ნატალის მიხედე, წადი. ვერც ყვავილით მომისყიდი და ვერც ოქროს კოშკით. მე ნატალი არა ვარ შენმა ფულმა და კომპანიამ თვალი რომ ამიხვიოს და დამაბრმავოს. იქნებ ასეც სჯობს ჩვენი დაშორება ორივესთვის. მაგ საკითხით აქ აღარ მოხვიდე ახლა კი წადი!- კარები მიხურა და კარებს მიეყრდნო შიგნიდან.
ეგონა შეწუხდებოდა მაგრამ არ უგრძვნია არანაირი ტკივილი. როგორ ძლიერ უყვარდა და როგორ გაცივებულიყო ეს სიყვარული მის გულში, ნიკას მიმართ ცრემლიც კი აღარ ქონდა, მაღლა ავიდა და მძინარე ლიკაკოს ჩაეხუტა. არც შეცოდების გრძნობა არ გაჩენია და მიხვდა რომ ნიკა მისთვის უკვე დამთავრებული და ამოწურული თემა იყო.
ჟანეტი განთქმული და აღიარებული ექიმი გახდა და დაიხვეწა. ექიმის როგორც ოსტატის ,,ნატიფი ხელი'' პროფესიული უნარ-ჩვევები, მშვენიერების ეტალონი, ასე უწოდებდნენ მას კოლეგები. ბევრჯერ წასულა რისკზე მაგრამ, შიშით არასოდეს შესულა საოპერაციოში, არასოდეს აკანკალებია მას ხელები. მისი სახელი ლეგენდარული გახდა. ჟანეტის ხელებმა ასობით ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე და მას მუდამ თან სდევდა ადამიანთა დიდი მადლობები. მას ხშირად უწევდა ბრიტანეთში წასვლა, როცა უხმობდნენ მეგობრები დასახმარებლად. ერთ დღეს კი სასწაული მოხდა მის ემაილზე საქართველოდან მიიღო მოწვევა, რათა როგორც გულის წარჩინებული სპეციალისტს მხოლოდ მას ანდობდა შვილს და მხოლოდ მას დათანხმდებოდა შეწუხებული დედა ოპერაციის გასაკეთებლად. არც დაფიქრებულა, ბავშვი ბებია-ბაბუას ჩაანდო ხელში და ჟანეტი სამ დღეში საქართველოს ესტუმრა. 26 წლის უნიჭიერესი, ულამაზესი და დახვეწილი ჟანეტი. მას აეროპორტში დახვდნენ და ძვირფას სასტუმროში მოსვენება შესთავაზეს.
---დიდი მადლობა მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ. პირველ რიგში გთხოვთ ასე ნუ გაირჯებით და დაიხარჯებით. თქვენთვის ეხლა არ არის აუცილებელი ზედმეტად ფულის ხარჯვა კარგი. მე ჩემს სახლში მირჩევნია მივიდე და იქ მოვისვენო! თავაზიანად დაემშვიდობა ყველას და ტაქსით წავიდა სახლში. ყველა გაოცებული დარჩა ჟანეტის უბრალოებით და უშუალობით. ცოტა ხანი გაჩერდა სახლში, დაისვენა ცოტა, გულიკო ბებოს ესაუბრა და მერე წავიდა იმ მისამართზე სადაც ავადმყოფი იმყოფებოდა. ასე გვიან არავინი ელოდა იქ ჟანეტის მისვლას და ამან კიდევ უფრო აამაღლა მისი ავტორიტეტი. ჟანეტიმ მთელი მისი ცოდნა და შესაძლებლობლები გამოიყენა, იმ ღამითვე გადახედა ავადმყოფის ისტორიას, ანალიზებს. რამოდენიმე ანალიზის გაკეთება ხელახლად მოითხოვა და დილით გაცემდა პასუხს ყველა კითხვას. როგორც მოწვეული ექიმი მან თავად აიღო თავზე დიდი პასუხისმგებლობა და ცდილობს ღირსეულად გაუმკლავდეს დაკისრებულ მოვალეობებს. თავდაუზოგავი შრომის შემდეგ დადგა ოპერაციის დღე. ოპერაცია 8 საათი მიმდინარეობდა. ამჯერად ჟანეტის ხელებს 35 წლის სიცოცხლით და ძანღონით სავსე ვინმე თამაზ ჩიქვინიძე მიენდო და უშიშრად დაწვა საოპერაციო მაგიდაზე. ყველაზე ბედნიერი დღე ჟანეტს რომ კითხოთ რას გაიხსენებო ალბად გეტყვით რომ არის წარმატებით დამთავრებული ოპერაცია.
---არ არსებობს იმაზე მეტი ბედნიერება ექიმისთვის, როდესაც ოპერაცია წარმატებით მთავრდება და საოპერაციოდან გამოსული, ათასობით მომლოდინე ადამიანს გაუღიმებ და ეტყვი,,გადარჩა, ყველაფერი კარგადაა,'' სიამაყით დახედავ ხელებს და იტყვი გულში მადლობა უფალო რომ შემაძლებინე და ამ ხელებს საშუალება მიეცი კიდევ ერთ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნე. აი სწორედ ასეთი შემთხვევა ქონდა ახლაც, როცა საავადმყოფოს ფოიე კიარა, საავადმყოფოს ეზო იყო სავსე ხალხით. პაციენტის ოჯახი, მეგობრები, ახლობლებით და ნათესავები მოლოდინით შეჰყურებს დაღლილ და გასავათებულ ჟანეტს. ის კი ამყად დგას და არ იმჩნევს დაღლას და სიამაყით ამბობს.
---გილოცავთ ყველას, საშიშროებამ ჩაიარა. სიძნელე გადავლახეთ, ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება!
---მართალი უთქვამთ თქვენზე ექიმო ჟანეტ. განსაკუთრებული ნიჭით, უნარით და ცოდნით ხართ დაჯილდოვებული, თქვენი გამჭრიახობით ყველაზე სასიხარულო შედეგს მიაღწიეთ. ვამაყობ რომ მოსკოვის სახელგანთქმული კლინიკიდან მოწვეული ექიმი ქართველია და ქართველმა, ქართველის სიცოცხლე გადაარჩინა!
---დიდი მადლობა ამ ლამაზი და თბილი სიტყვებისთვის. მე დაგტოვებთ, თუ რამე შეკითხვები გაგიჩნდეთ ჩემს ასისტენტს მიმართეთ!- დაღლილი და დაქანცული წავიდა სახლში. უკვე გვიანი იყო როცა სახლში მისულს ეზოში ნატალი დახვდა. აუჩქარებლად გადმოვიდა მანქანიდან და ახლოს მივიდა.
---რა ხდება, აქ რას აკეთებ ამ დროს!- ღელავდა მაგრამ არ იმჩნევდა.
---სალაპარაკო მაქვს და გელოდებოდი!- უთხრა დარცხვენილმა.
---გავიგე და მივხვდი რომ მელოდი, რა ხდება, ეს შეიძლება გავიგო?
---ძალიან მრცხვენია ეხლა აქ რომ ვარ და ამ საკითხზე მიწევს შენთან საუბარი მაგრამ, მაინც მოვედი რადგან ეს აუცილებლად უნდა გითხრა. გთხოვ მიეცი ნიკას ბოლო შანსი შენთან დაბრუნდეს, შენ მას სჭირდები, შენ მას უყვარხარ ჟანეტ. დღემდე უყვარხარ!
---შემომხედე და კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახე. შენ რომ ჩემი მეგობარი იყო ახლა სახლში შეგიპატიჟებდი და იქ ვისაუბრებდით, მაგრამ მეც აქ გეტყვი ჩემს სათქმელს და აქ მეორედ აღარ მოხვიდე ნატალი. ერთ კურსზე ვსწავლობდით მაგრამ, არასდროს არ გქონია ახლო ურთიერთობა, რატომ ჩამასვე კბილი, მე ხომ შენთვის არასდროს არაფერი არ დამიშავებია. რატომ წამართვი ის რაც მე მეკუთნოდა, რატომ გაიზარდა ჩემი შვილი მამის გარეშე, რატომ არ იცის ვინაა მამა და რატომ არ იცის მამის სითბო. ეს შენ გააკეთე ყველაფერი, ეს შენ ჩადექი ჩვენს შორის, ეს შენ შეაზიზღე ნიკას ჩემი თავი. ის წერილი ეხლაც შენახული მაქვს, რატომ იყავი ასეთი ბოროტი და ბოღმიანი. ახლა გრცხვენია აქ მოსვლის? შენ იცი საერთოდ სირცხვილი რა არის? რატომ მაშინ არ შეგრცხვა კაცი რომელიც საქორწილოდ ემზადებოდა კისერზე ჩამოეკიდე და მე შრამიანს მიწოდებდი? რატომ არ შეგრცხვა თუნდაც მაშინ ორსული რომ ვიყავი მარტოდ მარტო? ხედავ ნატალი? მოპარულ ბედნიერებას გემო არააქვს საყვარელო. ვიცი ნიკას დღემდე მე რომ უყვარვარ, რამდენჯერმე იყო ჩემთან მოსული. მოსკოვშიც მომაკითხა მაგრამ, მე შენსავით არ მოვქცეულვარ, სახლში კიარ შევიპატიჟე და საწოლში კიარ მიცდია მისი შეთრევა, კარი დავუკეტე და შენთან გამოვუშვი. ახლა წადი და თქვენი პრობლემები თქვენვე მოაგვარეთ. ჩემთან რა გინდათ, რას ელოდებით, მე შემეშვით და თავი დამანებეთ, შემარგეთ ჩემი მშვიდი ცხოვრება. წლებია სინდის არ შეუწუხებიხარ და ახლა შეგაწუხა? შემეშვიიით და მიხედეთ თქვენს ცხოვრებას, იცხოვრეთ ბედნიერად მოპარული, სხვისი ბედნიერებით! -მიატოვა შუა ეზოში და სახლში შევიდა. დაცვას კი უთხრა ტაქსი გამოეძახერბინათ და გაეშვათ აქედან. ფულიც კი მიცა გადაუხადე ოღონდ აქედან, აქურობას მოაშორეთ ეს ამაზრზენი არსებაო. გული ვერ დაუდო სახლში ვერაფერს, ცხელი აბაზანა მიიღო რომელმაც დაღლილობა მოუხსნა, ცოტა წაიხემსა და ისევ საავადმყოფოში წავიდა.
ყოფილა შემთხვევა ხშირად ღალატი დაუსჯელი რჩება და ისტერიკების, ტირილის და ჩხუბის შემდეგ, ყველა უძღები ადამიანი მის ბუდეს უბრუნდება ისე რომ, თითქოს არც არაფერი არ მომხდარა. ნიკას შემთხვევაში კი არ მოხდა ასე. ჟანეტმა ვერ შეძლო ის შეურაცყოფა და ის სიტყვები, რაც თავად მოისმინა. სწორედ ამის ეშინია ჟანეტს რომ ერთხელ პატიება შეცდომის განმეორების ალტერნატივას აჩენს. ამიტომ ჩაიმარხა გულში ის დიდი გრძნობა და ურჩევნია მარტო იცხოვროს, ვიდრე ისევ ის დიდი ტკივილი განიცადოს. საკუთარი თავი შეძულდა ნიკას. ერთ დროს მისთვის საყვარელი ქალი, დღეს მის მიმართ ზიზღის მეტს აღარაფერს აღარ გრძნობდა. მხრებ ჩამოვარდნილი და განადგურებული დაბრუნდა ჟანეტის სახლიდან, არადა როგორი დიდი იმედით მიდიოდა. ეგონა ამდენი წლების შემდეგ სიბრაზე გაუვლიდა და ნიკა ისევ მოიქცევდა მის მკლავებში. ნიკას დიდი თავმოყვარეობის ფასად უჯდება ყოველი მისვლა ჟანეტთან. სასტიკად წარიმართა მისი ცხოვრება, მისივე წინდაუხედაობის და გაუფრთხილებლობის და მისივე სურვილების დაუკმაყოფილებლობის გამო, დღეს მის შვილთან ყოფნა არ შეუძლია. ძალიან უჭირს მის თავსაც აპატიოს, ვერ პატიობს და ვერც ხმამაღლა ამბობს. გულში იხვევს ყველა უთქმელ ტკივილს და ამ უთქმელობამ მას გულზე სერიოზული პრობლემები გაუჩინა ჯამრთელობის მხრივ. უამრავჯერ უტირია რომ გაახსენდება, როგორი შეურაცყოფა მიაყენა საყვარელ ქალს და ახლა რასაც განიცდის და რასაც იმკის ეს დამსახურებულად იმკის ამ ტკივილის შედეგს. ატკინა, დაუმსახურებლად ატკინა მაგრამ, ახლა თავად უფრო მეტი ტკივა. ყლაპავს ჩუმად ამ მის მიერ დაშვებულ შეცდომებს და არ იმჩნევს მაგრამ,ყველა ხედავდა რომ,ნიკა ის ნიკა აღარ იყო,რაც ადრე. გვიან,ძალიან გვიან დაალაგა მის ცხოვრებაში აზრი იმისა რომ ფასეულობები რომლებიც გვერდით გყავს უნდა დააფასო, რაცარუნდა მძიმე პერიოდმა დაგიდგეს თორე, წარსულზე სინანული ძალიან გვიანია.
ნიკას ნატალისთან არ ქონდა კარგი ურთიერთობა მაგრამ, როცა ორსულად მყოფი ჟანეტი დაკარგა და მისგან გაუჩინარდა, სულ მალე გაიგო ნატალის ორსულობა და ვეღარ გაბედა მისი მიტოვება და მისგან წასვლა. შვილი რომელიც საყვარელი ქალი გაუჩენდა, ვერ ნახავდა და ვერ შეიგრძნობდა მის სითბოს და სიყვარულს, ამიტომ ვერ კრა ხელი ნატალის და იმ დღიდან ერთად ცხოვრობენ. არანაირი ქორწილი არ ყოფილა, არც ხელის მოწერა. არცერთს არ გაუპროტესტებია ეს რადგან არცერთს არ ქონდა ამის სურვილი. ერთ საღამოს სერიოზული კამათის შემდეგ ნიკამ სახლი დატოვა და მთელი ღამე მის ოფისში გაატარა. მარტოდ მარტომ. ვერავის ვერ ეუბნებოდა ნატალისთან თუ ასეთი დაძაბული ურთიერთობა ქონდა. მეორე დღით კი ჩვეულებრივ საღამომდე შემორჩა სამსახურს და საღამოს სახლში მისულს სახლი ცარიელი დახვდა. სახლი ძალიან ცივი იყო, თითქოს ამ სახლში აქ არასოდეს არ ეცხოვრა არავის. შუქი აანთო და მაგიდაზე წერილი დახვდა დივიდის სიდთან ერთადწერილი გახსნა და წაიკითხა; .
,,ნიკა ეს ვიდეო ჩართე და ეს გეტყვის ჩემს სათქმელს“ აიღო კომპიუტერში ჩადო და მოემზადა მოსასმენად.
---ნიკა მე მივდივარ შენგან. შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მე არ ვარ შენთან ცუდად, მე შენ მიყვარხარ, მართლა მიყვარხარ მაგრამ, არ შემიძლია არ შემიძლია ვიცხოვრო შენთან, როცა შენ გამუდმებით სხვაზე ფიქრობ. შენ ჯერ კიდევ გიყვარს ჟანეტი, აქამდე, ამდენი წლის შემდეგაც ვერ შეძელი მისი დავიწყება, იცი რატომ? იმიტომ რომ ეს არის ნამდვილი და ძლიერი სიყვარული. თქვენს სიყვარულს დასასრული არასოდეს არ ექნება,ნამდვილი სიყვარული არასოდეს არ მთავრდება.მე მინდა ბედნიერი იყო,იმ დღეს როცა ჟანეტი შემოვიდა შენს ოფისში მაშინ თქვა მან რომ, ,,ვერასოდეს ვერ იქნებით ბედნიერიო'' და მართალია. სხვისთვის მოპარული ბედნიერება,არასოდეს არ მოგცემს მშვიდი ცხოვრების უფლებას. გვიან მივხვდი და გავაანალიზე ეს მაგრამ,მე თქვენს შორის ჩავდექი ოდესღაც, ახლა კი თავად ვტოვებ ჩემს ადგილს. მე მართლა მინდა ბედნიერი იყო ნიკა მაპატიე ჩემს მიერ დანგრეული შენი ბედნიერება, მაპატიე ამდენი წლები რომ ტყუილში ცხოვრობდი. არც ამ ტყუილზე აგებულმა ოჯახმა მიიღო პირნათელი ოჯახური სახე. მეგონა ჩვენი კარგად ყოფნა და შვილის არსებობა, ოჯახის მოვალეობები შეგაწყვეტინებდა ჟანეტისადმი სიყვარულს და გაგინელებდა ამ უძლიერეს ძლიერ გრძნობას, მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა. მე მივდივარ უცხოეთში იქ სადაც ჩემს შვილს მისი ბიოლოგიური მამა ელოდება. მშვიდობით ნიკა.“
გაშტერებული მიჩერებოდა ნატალის ფოტოს და მიხვდა რომ 6 წელი, სრული 6 წელი ტყუილში უცხოვრია. ქალი რომელიც მუცლით მის შვილს ატარებდა, მისგან შორს იყო და მთელი ეს დრო საკუთარი შვილის ნაცვლად სხვისი შვილი გაუზრდია. გულზე მიიდო ხელი. ტკივილი, გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო კისრის და მუცლის არეში. სუნთქვა ზედაპირული გაუხდა, მაგრამ მოასწრო სანამ გონებას დაკარგავდა იქვე ტელეფონზე დათოს ნომერი მოძებნა და დაურეკა.თვალები ებინდებოდა მაგრამ ორი სიტყვის თქმა მოასწრო და გაითიშა.
დათო კომპანიაში იყო და სხდომა ქონდა თანამშრომლებთან. რადგან დღეს ნიკა არ იყო ადგილზე რამაც ძალიან გააკვირვა, თავად იდგა დღეს თანამშრომლების წინაშე და ესაუბრებოდა მათ წლის გეგმებზე. საუბარი მისმა ტელეფონის ხმამ გააწყვეტინა და ნიკა რომ წაიკითხა ტანში გაცრა რადგან, ამდენი წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ნიკას ზარი მის ტელეფონში. მიხვდა რომ რაღაც უჭირდა ნიკას და ხელი გადაუსვა ტელეფონის სენსორს.
---გისმენ ნიკა.
---სახლში მოდი, მჭირდები.- ხმა შეწყდა და დათო ადგილზე გაიყინა. მთელს სხეულში სისუსტე იგრძნო. თავში ყველაფერი აერია ერთადერთი ძმის ასეთი განადგურებული ხმა რომ გაიგონა მეტყველების უნარიც კი წაერთვა და სახეზე ფერიც დაეკარგა. ყველა ფეხზე წამოდგა, ასეთი განერვიულებული დათო ჯერ ამ წლების მანძილზე არავის არ ენახა. უცებ მოფხიზლდდა და ჩასძახა სასოწარკვეთილი ხმით.
---ნიკა რა გჭირს, ნიკა ჩემი გესმის?- შეშლილს დაემსგავსა წამოხტა, მხოლოდ მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და გარეთ გავარდა. უკან გამოყვა გიორგი და ვანო. იმათმაც უცებ სხვებს გადაურეკეს და ჩქარი ნაბიჯით დაედევნენ დათოს, მაგრამ ვერ დაეწიენ და მანქანით დაედევნენ.გიორგიმ გუგას დაურეკა.
---რა ხდება გიორგი.- შეშფოთებული ხმა ქონდა გუგასაც.
---არაფერი არ ვიცით მივალთ და გაგაგებინებთ, უკან მივდევთ, ნიკამ დაურეკა და გიჟივით გავარდა.
სამაგალითო ძმობა ქონდათ ნიკას და დათოს. ძმებს შორის ურთიერთობა მაშინ დაიძაბა როცა ნიკას ცხოვრებაში ნატალი გამოჩდა და ჟანეტისთან გაუფუჭდა ურთიერთობა. იცოდა ნატალი რომ ატყუებდა მაგრამ, ძმას ვერ შეასმინა. ყველაფრისთვის მზად იყო დათო ძმის გამო, ყველა განსაცდელის დროს ერთად იყვნენ და ერთმანეთს ამაგრებდნენ. 6 წელია რაც აღარააქვთ ურთიერთობა, მაგრამ გაუჭირდა და მაინც ძმას დაურეკა პირველი და მაინც გაიქცა დათო ძმის საშველად, მისი სიცოცხლის გადასარჩენად. როგორ გალია გზა ცრემლიანი თვალებით, როგორ მივიდა სახლამდე, არაფერი არ ახსოვს დათოს. კარებზე უშედეგო ბრახუნით და ზარებით რომ ვერაფერს გახდა, კარები შეამტვრია და ნიკა ძირს ეგდო გათიშული, ამ სამყაროს მოწყვეტილი. ხელში კი ტელეფონი ეჭირა და კომპიუტერის ეკრანზე ნატალის ფოტო იყო დაპაუზებული. წუთიერად მოავლო თვალი ამ ყველაფერს და სახლში ბიჭებიც შემოვარდნენ გიჟებივით. ნიკასთან მივიდნენ და მდივანზე დააწვინეს, შემდეგ კი სასწრაფოს დაურეკეს.დათო კი ისევ კომპიუტერს მიჩერებოდა. მიუახლოვდა სულ ცოტათი უკან დააბრუნა ვიდეო და სამივე გაშტერებული უსმენდა. ბავშვი რომელიც მთელი 6 წელი მისი ძმიშვილად თვლიდა, თურმე სულ სხვა ყოფილა. ტელეფონი ამოიღო და ნატალის დაურეკა.
---გისმენ დათო.- გაიგონა მისთვის არასასიამოვნო ხმა.
--დაიმახსოვრე, ნიკა საავადმყოფოში მიმყავს ვიდეო ვნახე, ყველგან მოგძებნი და მწარედ გაზღვევინებ, ნიკას რომ რამე დაემართოს შენი მიზეზით. არაადამნიანი ხარ ნატალი. არასდროს მჯეროდა შენი, მაგრამ ახლა შურისძიების წყურვილი გამიმძაფრე. არ გაგახარებ იცოდე მკვლელო, გეშინოდეს ნატალი გორგოძე, ჩემი გეშინოდეს. გადარეკა ისევ ყველგან და ყველა გააფრთხილა რომ ნატალი გიორგაძისთვის არ მიეცათ საზღვარის გადაკვეთის უფლება.
---დათო ახლა მაგის დრო არ არის, ნიკას უნდა მივხედოთ, სასწრაფოს აგვიანდება ჩვენ უნდა წავიყვანოთ.
---ამ სასწრაფოს ექიმებს ყველას დავახსნევინებ დღეს და მძღოლებსაც. -ნიკა დათოს მანქანაში ჩასვენ და მისი თავი დათომ ჩაიდო კალთაში და ზემოდან დასჩერებოდა გათიშულ ძმას. გიორგი კი მიქროდა მთელი სიჩქარით.
ჟანეტიმ ამოწურა მისი მისია საავადმყოფოში და ყველას ემშვიდობებოდა მის პაციენტებს როცა მისაღებში დიდი ჩოჩქოლი და აურზაური იყო.
---საკაცე, ჩქარა საკაცე. ექიმი სად არის.- ყვიროდა რეზი.
---აქეთ, აქეთ. პირდაპირ საოპერაციოში. ბედი გქონიათ, მოსკოვიდან უნიკალური ექიმია მოწვეული და თუ არ წასულა აუცილებლად გადაარჩენს. მხოლოდ პანიკა არ არის საჭირო.- ნიკა პირდაპირ საოპერაციოში შეიყვანეს და ერთერთი ნიკას ახლო ნაცნობი ექიმი დიდი მორიდებით მიუახლოვდა ჟანეტს.
---ექიმო ჟანეტ ძალიან გთხოვთ დაუგეგმავი სასწრაფო ოპერაციაა, ძალიან გთხოვთ იქნებ ამ ჯერად მე დამეხმაროთ და მეგობარი გადამირჩინოთ.
---ღმერთო ჩემო რა ხდება, იქნებ რა სჭირს და არაა საოპერაციო.
---მგონი საჭიროზე მეტიცაა და გთხოვთ თქვენ რომ ნახოთ.
---ახლავეს მოვალ ხალათს ჩავიცმევ და წავიდეთ.- ჟანეტი დაბრუნდა ოთახში და ხალათი ჩაიცვა, მოემზადა კიდევ ერთი რთული ოპერაციისათვის. ღრმად ჩაისუნთქა, ღვთისმშობლის ხატს შეხედა (ეს ყოველთვის წესად ქონდა ოპერაციის წინ ღვთისმშობელს შესთხოვდა დახმარებას) და გარეთ გავიდა. ფოიე ისე სწრაფად გაიარა, არ დაკვირებია ვინ იდგა იქ. რეზიმ შეამჩნია და გაოცებულმა გააყოლა თვალი. შემდეგ იფიქრა ალბად მომეჩვენაო და დაწყნარდა. ყველანი ნერვიულობდა და ძალიან ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი საავადმყოფოში. ნიკამ საკუთარი პირადი ცხოვრება ვერ მოაგვარა, ვერ ააწყო, თორემ ის ყველას უყვარდა. ყველა მისი თანამშრომელი,უფროსობიდან დაწყებული,უმცროსით დამთავრებული ცრემლიანი თვალებით უფალს შესთხოვდნენ ნიკას გადარჩენას. ერთი ექთანი მიუახლოვდა განადგურებულ დათოს და თბილად უთხრა.
---ნუ გეშინია შვილო საოცარი ექიმია ჩამოსული.მოწვეულია, ამ ორ დღეში ხუთი ურთულესი ოპერაცია გააკეთა და ყველა წარმატებულად დამთავრდა. ამ ექიმს ჯერ ჩავარდნა არ ქონია მის კარიერაში. წუთი-წუთზე მოუსწარით უკვე მიდიოდა.
---მადლობა ბებო კარგი ინფორმაციისათვის.- უთხრა დათომ სევდიანად.
ჟანეტი საოპერაციოში შევიდა და ყველას წესრიგისკენ მოუწოდა.
---ნუ ნერვიულობთ გადარჩება. პულსი როგორია.მშვიდად საუბრობდა ჟანეტი.
---78 სტაბილურია.
---რამდენი წლისაა პაციენტი.
---ანკეტაში 31 წელი წერია.
---რა დაადგინეთ რა მოუვიდა.
---გულს ჟანგბადი არ მიეწოდა, რის გამოც გულის კუნთის უჯრედი დაზიანდა და გამოიწვია მიკროკარდიომის ინფარქტი. -უცებ მიუგო მისმა ასისტენტმა.
---კარგი დავიწყოთ.
რა არის ცხოვრება მე არ ვიცი, რა არის სიკვდილი არც ეს ვიცი. ერთი კვირაა ჩემს თავს ვეკითხები ამ ორ კითხვას მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობ. მხოლოდ ის ვიცი, თუ ჩემი გული გაჩერდება, მე მინდა სუფთა, ნათელი სიკვდილი. ახალგაზრდა 31 წლის მამაკაცის საოპერაციოდ ვემზადებით. მე არ ვკითხულობ მის ვინაობას, ვკითხულობ მხოლოდ ასაკს და გულს. რა მდგომარეობაშია ის, გადაიტანს თუ არა ამ ოპერაციას.. ვამოწმებ მის მიერ ყველა ჩატარებულ ანალიზს. მე ჰიპოკრატეს ფიცს ვასრულებ და ვეხმარები ადამიანს სიცოცხლის შენარჩუნებაში. ხელები გადავიბანე და მზად ვიყავი ოპერაციისათვის და კოლეგებს მივმართე.
---აბა ყველანი ყურადღებით. როგორც ამ დღეებში, ისე დღესაც თავი არ შევირცხვინოთ და დაუბრუნოთ სული ადამიანის სხეულს თუ ჩვენზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. არ უნდა დაუშვათ მცირე შეცდომაც კი, არა გვაქვს ამის უფლება. ოპერაცია დაიწყო წარმატებები გვქონდეს ყველას კოლეგებო. მივუახლოვდი პაციენტს და ადგილზე გავშეშდი, ჩემს წინ სიკვდილთან მებრძოლი ნიკას სხეული იდო გაყინული და უგრძნობი. სახეზე დაბალი წვერი, საფეთქლებში ადრიანად შეპარული ჭაღარა როგორ სიმპატიურს ხდიდა მისი სახის ნაკვთებს, ისედაც უზომოდ სიმპატიურ ნიკას. ამ ადამიანმა წარსულში დამაბრუნა დიდი ხნით გამახედა უკან, წლებით დამხია უკან და თვითეულმა ლამაზმა და მტკივნეულმა წუთმა თვალწინ ჩამიქროლა. იმ დამცირებამ, იმის ბრძოლის დღეებმა თუ როგორ ვცდილობდი მის დაბრუნებას, მარტოობის წლებმა, მის ნატვრაში გატარებულმა ღამეებმა. გული გამიჩერდა, შუბლი ოფლით დამეცვარა და გაოგნებული მთელი შემართებით შეუდექი ჩემს საქმეს.
გული ეს ძალიან ფაქიზი ორგანოა ადამიანის ორგანიზმში. ჭრილობის ქვეშ ვხედავ როგორ ხტის ნიკას გული და ცდილობს ისუნთქოს. თუ არ ვიბრძოლებ ცოტაც და შეწყვეტს სიცოცხლეს. გადაწყვეტილებებს თვით ბედი იღებს, სიცოცხლისთვის ბრძოლა შეწყვიტოს თუ გააგრძელოს. დღეს მთელი ჩემი ძალა, ენერგია და ცოდნა აქ უნდა დავხარჯო. აქ უნდა დავიცალო, ყველა ტკივილი რომ გავიხსენო ამ ტყველა ტკივილში იმ ნათელ წერტილს ვხედავ, რომელმაც მე სიცოცხლის ძალა მომცა და სული ჩამბერა მეცოცხლა ეს ჩემი შვილია.
---იბრძოლე, შენც დამეხმარე. ნუ მოდუნდები. ვცდილობ ყურადღება არ მოვადუნო, თორემ ადამიანის სიცოცხლე ჩემს ხელშია. წუთიერი უყრადღებობა და ადამიანი დაიღუპება. 5 საათი გაგრძელდა ოპერაცია. დამღლელი 5 საათის შემდეგ ექიმი პაციენტის მომლოდინე ხალხთან გადის და აცნობს მათ ოპერაციის შედეგებს. საოპერაციოს კარები გაიღო და ექიმი გამოვიდა, თავად განცდებით ძალიან დაღლილი და გარეთ ლოდინით დაღლილი ხალხის წინ წარსდგა. ყველასათვის შოკი ის იყო როცა პირბადე მოიხსნა და მონატრებული სახეების წინ ჟანეტი წარსდგა.
---გილოცავთ გადარჩა, მაგრამ ყველაფერია მოსალოდნელი. -თვალებ გაფართოებული გუგა სიხარულს, სიბრაზეს ერთიანად აფრქვევდა. ვერ გაეგო გაბრაზებოდა თუ მოფერებოდა ჟანეტს. ბოლოს ახლოს მივიდა და გულში ჩაიხუტა მონატრებული მეგობარი.
---ჟანეტ როდის ჩამოხვედი და ჩვენ ასე უნდა ვგებულობდეთ შენს ჩამოსვლას? როგორ მომენატრე ჩემი წიგნის ჭია.- უთხრა სიცილით.
---ორი დღეა აქ ვარ და ძალიან დავიღალე, შემდეგ ვილაპარაკოთ. თქვენს უნახავად რომ არ წავიდოდი ეს ხომ კარგად იცი. -ყველა ხედავდა როგორი განადგურებული და დაღლილი იყო ჟანეტი. დათო მივიდა, ხელი მოხვია და გულში ჩაიხუტა.
---ხომ იცი რომ რთული პროფესია აირჩიე. შენ ძლიერი ხარ, ამ ხელებმა კიდევ ბევრი ხალხის გადარჩენა უნდა შეძლოს, მადლობა რომ დღეს შენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა, თორემ მე შენ ვერასდროს ვერ შეგაწუხებდი ჟანეტ. მადლობა ამ ხელებს და მადლობა შენ. დათო თან ტიროდა და თან გულში იხუტებდა ჟანეტს. გულში იხუტებდა მისი ძმის გადამრჩენელს, მისი ძმიშვილის დედას და მის მეგობარს. გაოცებული უყურებდნენ ექიმები და ექთნები ირგვლივ ამ სურათს.
---თქვენ იცნობდით ექიმო ჟანეტ პაციენტს?
---არა აქვს მნიშვნელობა ვიცნობდი თუ არ ვიცნობდი. მთავარია რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ყველა მისი თბილი ღიმილით და სიყვარულით მოიკითხა.
---მოგკლავ, მე მაინც რატომ არ ვიცოდი, შენი ჩამოსვლის შესახებ. მთელი თბილისი ვიღაც მოწვეულ ექიმზე საუბრობს. რატომ არ გამიელვა თავში, რომ არ შემეხმიანე ეს დღეები, მოწვეული ექიმი შენ იქნებოდი.- უთხრა ლილუმ და მანაც თბილად ჩაეხუტა ბავშობის მეგობარს.ჟანეტი გაკვირებულ მყოფ მედ-პერსონალს მიუბრუნდა და ღიმილით უთხრა;
---საერთო სამეგობრო გვყავს და ეს დაძაბული დღეები აქ გავატარე, ასე რომ ახლა გაიგეს აქ რომ ვიყავი. -უეცრად ჩოჩქოლი ატყდა და ექიმები პანიკამ მოიცვა. ჯგუფად გარბიან ნიკას პალატაში. მისმა გულმა უცებ შეწყვიტა ფეთქვა და ტვინიც გაითიშა, გამოეთიშა საერთოდ სამყაროს და ფუნქციონირება დაკარგა ტვინის უჯრედებმაც. ეს უკვე დასასრულია.
არის მომენტი როცა ადამიანი ნახევრად მკვდარია და არის მომენტი როცა,ადამიანის სული საერთოდ ტოვებს მის სხეულს.ეს ნიშნავს რომ უკვე წლებია მას აწუხებს გული და არ მიიჩნევს საჭიროდ მედიცინურ ჩარევას. რათქმა უნდა ჟანეტიც გაიქცა სხვა ექიმებთან ერთად და გაიგონა ყველამ მისი შეშფოთებული, მაგრამ მტკიცე ხმა.
---აზრი აქვს, ვეცადოთ არ დავკარგათ ის. სუნთქვას იწყებს,ის სუნთქავს,გული იწყებს მუშაობას. ექოსავეთ ედებოდა კედლებს ჟანეტის დაძაბული ხმა. 45 წუთი იყო ნიკას გული გაჩერებული და თანდათან დაიწყო რიტმულად მუშაობა ნიკა კომაშია, ეს საშინელება იყო ყველასთვის. არ დანებდა, ფარ-ხმალი არ დაყარა ჟანეტიმ თავის თავზე აიღო ნიკას ჯამრთელობა. აკეთებდა ყველაფერს რაც მისი ხელიდან შეიძლებოდა გაკეთებულიყო. კომიდან მე-8-ე დღეს ნიკა სასუნთქი აპარატიდან უნდა მოეხსნათ რომ სასწაული მოხდა. ექიმებმა გაიგონენ პაციენტის ხმა.
---აქ როგორ მოვხვდი,ვინ მომიყვანა.ყველა სახტად დარჩა.
---ნიკოლოზ როგორ ხართ. გაკვირვებული შეეკითხა ექიმი.
---კარგად ვარ, კარგად სუსტად უპასუხა ნიკამ და ღიმილიც მიაყოლა.
---ეს შესანიშნავია, ეს სასწაულია, ეს დაუჯერებელია. ეს იყო ჟანეტის კიდევ ერთი წარმატებული გამარჯვება, რომელმაც აალაპარაკა მთელი საქართველო და არა მარტო საქართველო.ტელევიზიის ყველა არხი ამ საოცარ სასიხარულო ამბავს გადმოცემდა.
8 დღის შემდეგ ნიკა ისე გრძნობდა თავს, თითქოს არც მომხდარა მის თავზე ამდენი რამ. ყველასთვის გამოტირებული ნიკა დღეს საავადმყოფოდან გამოწერენ რომელსაც ჟურნალისტების მთელი არმია დახვდა გარეთ.
---ბატონო ნიკოლოზ როგორი შეგრძნებაა, როცა იცით რომ,სულ ცოტა ხნის წინ თქვენ სიკვდლს ებრძოდით.
---ვებრძოდი მაგრამ არ მომვმკვდარვარ, მე ისევ დავბრუნდი, მაგრამ თუ მეორედ ეს განმეორდა და ჩემი გული ისევ გაჩერდა, მე მაშინ მართლა წავალ უბრძოლველად დავთმობ ამ სამყაროს რომელიც ჩემთვის ცარიელი და ცივია. წავალ ყველასგან შორს,იქ სადაც უფალია.
ნიკას სახლში შეიკრიბა ყველა, ჟანეტის ელოდნენ რათა მას ქონდა რაღაც სათქმელი ნიკასთვის. ისიც მოვიდა ხელში რაღაც საქაღალდე ეჭირა და მაგიდაზე დადო, ნიკას წინ მოკალათდა და მშვიდი ხმით დაიწყო.
---გულის შეტევა გამოიწვია იმან რომ, რაღაც ძალიან ინერვიულე და გულის კუნთები დაიხშო. ბედი შენი რომ გულის გარშემო ტრომბი დიდი არ იყო. შენ შეგექმნა ტრომბის მსგავსი სპაზმები, რაც გულის კუნთისთვის სისხლის მიწოდებას მკვეთრად ამცირებს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს სპაზმი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშიც კი იყოს. წლების წინ ეს პროცედურა დაუმარცხებელი იყო, მაგრამ ახლა მედიცინა წინ მიიწევს და ძალიან ბევრი მედიკამენტები არსებობს. კვების ხარისხი უნდა გააუმჯობესო და ძირითადად მოხარშულზე უნდა იყო. ასევე აუცილებელია შენთვის სპორტული და ჯანსაღ ცხოვრებას თუ დააყენებ დღის წესრიგში ვარჯიშს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შენი ჯამრთელობისთვის. აი აქ კი ყველა შენი ანალიზებია და არ შეწყვიტავ ექიმთან ვიზიტს. ყოველ 6 თვეში ახალ-ახალ ანალიზს გაიკეთებ და შემდეგ განვიხილავთ ერთად მე და შენი მკურნალი ექიმი. აქ ორი ისეთი წამალი გაქვს გამოწერილი რაც საქართველოში არ იყიდება, ამიტომ მოსკოვიდან გამოვაგზავნინე და ეს ორი კოლოფი გეყოფა ორ თვის მანძილზე. მიღების წესი გააკონტროლე დათო, არავითარ შემთხვევაში წამალი უზმოზე არ მიიღო. მე უნდა წავიდე, ხვალ დილით მივფრინავ.თუ რამე, იცით სადაც უნდა მომძებნოთ. ხაზზე გყავდეთ და იქედან ვაკონტროლებ ყველაფერს.
---ჟანეტ, ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვი.ვცდილობ ჩემს თავსაც ვაპატყიო.როგორ დავკარგე თავი,ასე სულელურად რომ მოვიქეცი.ჟანეტიმ ხელის აწევით გააჩერა ნიკა.---ძალიან გთხოვ ნუ დაუბრუნდები ისევ იმ საკითხს,რაც აღარ გამოსწორდება მაგრამ, სულ ვფიქრონდი იცი? და მაინტერესებს. მთელი ის დრო, ის სამი წელი რაც შენთან გავატარე, ნუთუ შენთვის რამეს ნიშნავდა? სულ მატყუებდი, ყველაფერს უარყოფდი. შენი გულახდილობა რომ ყოფილიყო ნიკა დღეს ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.
---ჟანეტ მიყვარხარ, მე ეს სიყვარული წლებია ვერ დავივიწყე, ვერ შევძელი.
---სამწუხაროა რომ ძალიან გვიან გაიგე. როგორ მინდა გაპატიო, მაგრამ არ შემიძლია. უბრალოდ ეს ასეა, ჩვენ ერთმანეთს ვებრძოდით, ხოდა მეც მოგეცი თავისუფლება. არ შემიძლია ნიკა, ვერ შევძლებ მაგრამ, ერთს კი გეტყვი. ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნია ცხოვრებაში, შენგამ მონიჭებული ბედნიერებაა და ჩემთვის შეუფასებელი, ეს ჩემი შვილია. შვილი შენგან დატოვებული ჩემი სიყვარულის სიმბოლოდ. ნახვამდის და თავს მიხედე.
ვერ აპატია, ის ღალატი ვერა, ვერ შეძლო პატიება. ის სიტყვები ვერ აპატია შენს გარდა ქალი არ მინდაო, ალბად უფრო ამიტომ ვერ აპატია. ადგა ახლოს მივიდა, როგორ უნდოდა მისი შეხება და მისი სუნის შეგრძნება. ყველა მოლოდინით უყურებდა ჟანეტის მოქმედებას. ნიკამაც დიდი იმედით ამოხედა ქვემოდან, ადგა და მის წინ დადგა ახლოს, შეცდა კიდევ ერთხელ შეცდა ის თვალები რომელიც ნიკას შეჰყურებდნენ არც სურვილს გამოხატავდნენ, არც ვნებას და არც იმ დიდი სიყვარულის ნაპერწკალს. ყველაფერი ტკივილიან წლებს გაეყინა ერთ ადგილზე. ჟანეტიმ ხელი მოუსვა მის ბუსუსებიან ლოყას და მარტო ეს უთხრა. ,,სიყვარული მეორედაც მოდის'' ნიკა და თუ შენს გულში კვლავ ვინმე შემოვა ასეთივე გრძნობით, ,ასე მწარედ გული აღარასოდეს არ არკინო არავის'' თორე მართლა განადგურდები. გუგას გახედა უთხრა
.---სახლში ვიქნები და გამოდით. -შემდეგ კი მძიმედ გაიხურა ნიკას როგორც სახლის კარი, ასევე გულის კარიც. გუგა წამოდგა და ბიჭებს უთხრა.
---წავალ გავყვები თორემ, ვიცი ეხლა ისიც ცუდადაა.-გავიდა და თან გაყვა კაკი და რეზი.
სახლში მუსულმა ჟანეტიმ ფეხსაცმელები შემოსასვლელში მიყარა, ჩანთა კი მდივანზე მიაგდო. ტელეფონზე მამას დაურეკა და უთხრა რომ, თუ შეძლებდა ხვალ იქნებოდა მასთან ერთად თუარადა ზეგ აუცილებლად. ამ დროს კარები გუგამ შემოაღო და უკან კაკი და რეზი შემოყვა. ლილუ სამსახურიდან არ იყო მოსული.
---დაურეკე ლილუს რამდენ ხანში მოვა.-უთხრა გუგას ჟანეტმა.
---დაურეკავს აგერ გულის ვარდი და- კაკის გადახედა.
კაკიმაც ნომერი ამოძებნა დაურეკა მაგრამ ლილუ არ პასუხობდა. რამაც ჯერ გააკვირვა კაკი და მერე გააბრაზა.
---ვიღაცას მოხვდება დღეს.- თქვა რეზიმ.
---მოვა სად წავა.-თქვა გუგამ.
---დალევა ვის უნდა?- იკითხა ჟანეტიმ.
---მოდი დავლიოთ და გულს გადააყოლებ.- უთხრა გუგამ და თვალი ჩაუკრა.- მაგრამ რომ მიდიხარ?
---ზეგ წავალ რა ჩემი ნება არ არის?- უთხრა და კარებისკენ გაიხედა, სადაც ლილუ იდგა ძალიან დაღლილი სახით.
---რატომ არ პასუხობდი ტელეფონს, ხომ იცი რომ ყველაზე მეტად ამ უპასუხო ზარებს ვერ ვიტან, რით ვერ გაიგე ეს შენ.
---კარგი რა კაკი, ჩანთაში მქონდა ტელეფონი და არ გამიგონია ხმა. ნუ ყვირიხარ ისედაც ვერავარ დღეს კარგად.
---რატომ რა მოგივიდა.- შეეკითხა შეშფოთებულმა.
---დავიღალე და ის მომივიდა ვაააა. წამაჭამა თავი რააა.-ჟანეტმა უცებ გააწყო მაგიდა და ბარიდან კონიაკის ბოთლი გადმოიღო. ყველა შემოუსხდნენ მაგიდას და ნელა ნელა სვამდნენ. კარგად აჟუჟუნდა ჟანეტი რომ რეზის გაუწოდა ჭიქა და უთხრა.
---დამისხი რეზიკო დღეს დალევა მინდა, გათიშვამდე უნდა დავლიო და არცერთმა შემეკითხოთ რატომ. დაასხი დღეს უნდა დავლიო და წარსულთან მინდა მარტო რომ ვიყო. დაასხი რეზი მე ვსვამ მხოლოდ და სხვა არავინ. თამადაც მე ვარ და სადღეგრძელოსაც მე ვამბობ. -დაუსხა რეზიმ და ერთიანად გადაკრა ჟანეტიმ სასმელი. ყელი ჩაუწვა კონიაკმა მაგრამ არ შეიმჩნია.
---ცხოვრება თამაშია და მეც მის ჭკუაზე მათამაშა.კიდე დამისხი უგრძნობლად უნდა დავთვრე და საკუთარი თავი დავლოცო ჩემს შეცდომებთან ერთად,რომელსაც სინანული ქვია. დამისხი რეზი თქვენ ასეთ ჟანეტს მეორედ ვერ ნახავთ. დღეს უბრალოდ ხასიათი გამიტარეთ და მომყევით, ოღონდ დამისხი ნუ გენანება მაგ ბოთლში ჩარჩენილი სითხე- .რეზიმ გუგას გადახედა და თვალით ანიშნა რა ვქნაო. გუგამაც ოდნავ დაუქნია თავი დაუსხიო. დაუსხა რეზიმ და ჟანეტიმ ბოლომდე დაცალა ის ჭიქაც.
---ჟანეტ სინანულმა შემოგიტია? ნანომ რომ ვერ პატიობ. მიგეცა ერთი შანსი, ცოდოა.ხომ ხედავ სადამდე მიიყვანა დარდმა და სინანულმა. არ გეგონოს ვამართლებ მაგრამ, ისიც ცოდვაა. ბოლო ბოლო საერთო შვილი გყავთ. გადააბიჯე სიამაყეს ჟანუ.- უთხრა გუგამ.
---მთვრალი კაცი,კაი კაცი და მართალი კაცი.- სიცილით უთხრა გუგას. რა გგონია ახლა შენ მთვრალია ჟანეტი და ავალაპარაკებო? ნწუ, ნწუ, ნწუ გუგა. მართალი ხარ შენ, მართალი ხარ რეზი, მართალი ხარ შენც კაკი, შენც ლილუ. მე ვნანობ,ძალიან ვნანობ და ამ სინანულს ზოგჯერ ცრემლებამდეც კი მივყავარ, მაგრამ არა ნიკას უმისობას ვნანობ ჩემო ძვირფასებო, მე ვნანობ იმ წლებს მასთან რომ ვიყავი და ჩუმად დამცინოდა. ხო მე შრამიანი ვარ აი ნახეთ, მე ისევ მაქვს ეს შრამი რომელიც, მხოლოდ ნიკასთვის წარმოადგენდა პრობლემას და ჩემთვის კი არ შეუშლია ხელი არაფერში. შრამიანმა მივაღწიე მიზანს, შრამიანმა შევაღე წარმატების კარიბჭე. შრამიანმა ავედი ტრიბუნაზე ჩემი სიტყვის სათქმელად. მე იმას შევიყვარებ ვინც ამ შრამიანს მიმიღებს და ასეთი შრამიანი მოვეწონები.დამისხი უნდა დავლიო.
---არ გინდა მეტი ჟანეტ, ვერ მოისვენებ ღამე.- თხოვა გუგამ.ჟანეტიმ ხელები აიფარა სახეზე და ხმამაღალი ხმით ატირდა. იტირა ხმით და იტირა გულით გუგას მკერდზე თავ მიდებულმა, ტიროდა მანამ, სანამ არ დაიცალა და ძალა არ გამოელია. ყველა ჩუმად უსმენდა მის გოდებას.
---ყოველი ბრძოლის შემდეგ ერთიანად ვიცლებოდი, მაგრამ მაინც ვცდილობდი ძალა მომეკრიბა. რამდენჯერ ჩემი სიცილი ძალით სიცილი ყოფილა,ყოველ შეხვედრაზე უფრო და უფრო მშორდებოდა.ბოლოს რომ შევხვდით,დაბალი წვერი ქონდა სახეზე,როგორ მიყვარდა ის წვერი, ის ბუსუსები. ის ღამე გამოდგა ჩვენი დაშორების ღამე. იმ ღამით მივხვდი რომ საბოლოოდ დავკარგე და მის გვერდით ჩემი ადგილი უკვე სხვას დაეკავებინა.ცოტა ხანში გავიგე ჩემში, ჩემი შვილის არსებობა, მაგრამ დაბრუნების მაგივრად სწორედ მე ვკარი ხელი რადგან ის ჩემს მიმართ არაფერს არ გრძნობდა. თურმე გუგას ხათრით იყო ჩემთან, ხო შენ,თურმე შენ ვერ გიტეხავდა. მწარე მოგონებებიც მაქვს მაგრამ, მაქვს ტკბილი მოგონებებიც რომლებიც თანვე წავიღე იქ სადაც წავედი. მე ჩემს შვილთან ერთად ეს მოგონებები მაცოცხლებს.
---შენ ისევ ისე უზომოდ გიყვარს ნიკა ჟანეტ. ნუ უარყოფ, ძლიერი ხარ მაგრამ ამ გრძნობას ვერ დამალავ ისე ვერასდროს,რომ ვერ შეგამჩნიოს ვინმემ.
---შენ მართალი ხარ კაკი. მიყვარს, მართლა მიყვარს. მაგრამ მაგრამ არა თავად ის არამედ ის რაც ლამაზად დარჩა ჩემში მისგან.
---26 წლის ხარ. უკვე საკმაოდ წარმატებული, არ ფიქრობ რომ დროა პირად ცხოვრებას რომ უნდა მიხედო?
---მე რას შემომიჩნდით ამ მთვრალს რომ მიჩიჩინებთ. ხო 26 წლის ვარ და მე შვილიც მყავს უკვე 5წლის. შენ, შენ შენ. -სამივეს ცალცალკე შეხედა-31 წლის ვირები ხართ აღარ გინდათ მიხედოთ თქვენს თავს? მე თუ მიყურებთ დაგაგვიანდებააათ.
---იოანეზე რას იტყვი?-ეშმაკურად და გამომცდელად შეეკითხა ლილუმ.
---იოანე? უი ის ცოცხალი თუა არც ვიცი. იოანე,იოანე ის იმ დღის შემდეგ არც მინახია.,წავიდა და წავიდა.მე აქედან რომ ჩავალ ისევ ბრიტანეთში ვბრუნდები, ასე რომ ჩემი აღარ არის ჩემი პირადი ცხოვრება , ახლა მე მხოლოდ ჩემი შვილისთვის ვცხოვრობ.
---კარგი მასე იყოს.-უთხრა გუგამ და ხელში აყვანილი წაიყვანა საძინებელში. ჩააწვინა და მოეფერა. ჩაძინებულ ჟანეტს სევდიანი თვალებით და ჩაიჩურჩულა.
---ეეეხ ჟანეტ, ჟანეტ. შენი სიჯიუტით შენ თავად ინადგურებ შენს ნერვებს. არ ვამართლებ მაგრამ ისიც მეცოდება. სამზარეულოში ისხდნენ და საუბრობდნენ გუგა ისევ რომ შეუერთდა მათ.
---დაიძინა? კითხა კაკიმ.
---დაიძინა. არ მიყვარსო მაგრამ იმდენად ამაყია, მთელი მისი ძალა და მონატრება ბავშვზე გადააქვს. არ შეიძლება ასეთი სიყვარულის, ასე მალე დავიწყება ეს შეუძლებელია.- თქვა გუგამ.
---არ ვამართლებ ნიკას მაგრამ, სადღაც ისიც მეცოდება.-თქვა რეზიმ.
---აპატიებდა, დარწმუნებული ვარ აპატიებდა, შენი სახელი რომ არ ეხსენებინა.-თქვა კაკიმ.
---არა, არ აპატიებდა. ერთ სიტყვას ზედმეტს არ ამბობს ჟანეტი. მე იქ ვიყავი და ყველაფერი მოვისმინე და დავინახე. ამიტომ ცოდვაა ნიკა მაგრამ ჟანეტი მართალია. ნიკამ გვიან გააცნობიერა მისი სიყვარული, სანამ არ დაკარგა მანამდე ვერ გაიგო, ამიტომ დამსახურებულად ისჯება.- მკაცრად თქვა რეზიმ.
---თქვენ რა გგონიათ, ჟანეტი ოპერაციას ვერ გაიკეთებს და იმ შრამს ვერ მოიშორებს? მაგრამ არა,მას უნდა ისეთი შრამიანი მიიღოს და შეიყვაროს ვინმემ როგორიცაა და სანამ ასეთი არ გამოჩნდება, ჟანეტი მარტო იქნება. ნიკას კი არ დაუბრუნდება,ეს გამორიცხულია.
---სანამ ქვეყნად სიცოცხლე იარსებებს, ამ სიცოხლესთან ერთად იარსებებს იმედი. მე მჯერა, ისევ განათდება ჟანეტის ცხოვრება და დაუბრუნდება კარგი დღეები, ნერვიულობის გარეშე ეს მისი ცხოვრების დიდი გამოცდაა და ჯერ კიდევ ბრძოლობს, არ იცის როგორ ჩააბარებს და რა შედეგს მოუტანს ეს მისი სიძლიერე. ნერვიულობით ვერაფერს ვერ გახდება ძლიერი წვიმის შემდეგ, მზედ გამოდის. მე მჯერა ჟანეტი ბედნიერი იქნება..



№1 სტუმარი amadeusi

მართალია მოგვიანებით შემოგიერთდით მკითხველებო, თუმც მინდა ავღნიშნოო რომ ძალაინ მაგარი ნაწარმოებია. კლას

 


№2  offline წევრი kora

კი ვთქვი ვერ წავიკითხავთქო, მაგრამ მაინც შემომეკითხა, თან ვიცი ავტორისთვის რამდენს ნიშნავს მკითხველის გვერდში დგომა და ალბათ ამიტომაც ვერ შეველიე ახალ თავს sad თუმცა, მძიმე იყო ამის წაკითხვა და მიუხედავად იმისა ვიცი გარემოებები, მაინც ვიტოვებ ბედნიერი მომავლის იმედსორივე პერსონაჟის ცხოვრებაში. თუნდაც გამოგონილ სამყაროში მაინც მსურს იყოს ბედნიერი დასასრული რამე თუ რეალურ ცხოვრებაში ტკივილი ისედაც არ გვაკლია...
--------------------
kira.G

 


№3  offline მოდერი zia-maria

kora
კი ვთქვი ვერ წავიკითხავთქო, მაგრამ მაინც შემომეკითხა, თან ვიცი ავტორისთვის რამდენს ნიშნავს მკითხველის გვერდში დგომა და ალბათ ამიტომაც ვერ შეველიე ახალ თავს sad თუმცა, მძიმე იყო ამის წაკითხვა და მიუხედავად იმისა ვიცი გარემოებები, მაინც ვიტოვებ ბედნიერი მომავლის იმედსორივე პერსონაჟის ცხოვრებაში. თუნდაც გამოგონილ სამყაროში მაინც მსურს იყოს ბედნიერი დასასრული რამე თუ რეალურ ცხოვრებაში ტკივილი ისედაც არ გვაკლია...

მადლობა კორა,მაგრამ მე არ შემიძლია გითხრა წინასწარ რა მოხდება.ამას თავად ისტორია გვეტყვის მის სათქმელს.ადამიანი რომელიც იმას ვერ აფასაბს რაც გვერდით ძვირფასი ყავს და სხვისკენ იწევს,მე ერთი წუთით არ დავფიქრდები ისე დაუკეტავ ჩემამდე მოსასვლელ გზას.ყველა მატყუარა და მოღალატე იმას მიიღებს რასაც დაიმსახურებს.

amadeusi
მართალია მოგვიანებით შემოგიერთდით მკითხველებო, თუმც მინდა ავღნიშნოო რომ ძალაინ მაგარი ნაწარმოებია. კლას

მადლობა ამადეუს. love

 


№4 სტუმარი კნოპკა

Auuaiidzalian gtxov nikas shearige eset dasasrilebs vervitan dzaancodoa bavshva namdvilimamaunda edgas gverdze da namdvilisikvaruliundakobdes samivies esecarsheileba kargitra

 


№5 სტუმარი Mariami

Mec vetanxmebi janets,grdznobebs erti adamiani ar unda ufrtxildebodes marto.. Tyuilis da galatis patieba yvelas ar sheudzlia..martalia bavshvs bevri bidza yavs,magram mainc vfiqrob Rom unda icodes mama vinaa.. Tanac darwmunebuli var rom nika arachveulebrivi mama iqneba..

 


№6  offline წევრი isterichka123

ვაუმე მაგარია ჟანეტი მართალია და როარ პაატიობს ძალიანაც კარგი კარგია გაგრძელე

 


№7  offline მოდერი zia-maria

კნოპკა
Auuaiidzalian gtxov nikas shearige eset dasasrilebs vervitan dzaancodoa bavshva namdvilimamaunda edgas gverdze da namdvilisikvaruliundakobdes samivies esecarsheileba kargitra

უდიდესი მადლობა მინდა რომ გითხრა საყვარელო.ძალიან მახარებ რომ კითხულობ. love თუ ქალს ისე ძლიერ უყვარს,რომ ყველაფერზე შეუძლია თვალი დახუჭოს და თხოვს გაენდოს და ერთად იმსჯელოს ორმა ზრდასრულმა ადამიანმა და ერთად გადაწყვიტოს,რა როგორ აჯობებს მათი ცხოვრებისთვის და მეორე მხარე უტყვად და მშრალად ატყუებს,გულს ტკენს მისი შემჩნეული ტყუილით,დამიჯერეთ ის მამაკაცი სამუდამოდ კარგავს იმ ქალს,რომელსაც ოდესღაც მისი ერქვა.ნიკამ ეს თავად გამოუტანა სასჯელი მის თავს.მაპატიეთ მაგრამ ცხოვრება რთულია და ტკივილით სავსე.

isterichka123
ვაუმე მაგარია ჟანეტი მართალია და როარ პაატიობს ძალიანაც კარგი კარგია გაგრძელე

angry მეც მაგ აზრზე ვარ, love მაგრამ არც უგულო ვარ.

Mariami
Mec vetanxmebi janets,grdznobebs erti adamiani ar unda ufrtxildebodes marto.. Tyuilis da galatis patieba yvelas ar sheudzlia..martalia bavshvs bevri bidza yavs,magram mainc vfiqrob Rom unda icodes mama vinaa.. Tanac darwmunebuli var rom nika arachveulebrivi mama iqneba..

გეთანხმებით მაგრამ ვფიქრობ მამა ის არ არის მხოლოდ ვინც ჩასახა და მამად იქცა და შემდეგ არაფერი.მამა ის არის, ვინც გვერდით დაუდგება და მონაწილეობას მიიღებს მის აღზრდაში.

 


№8  offline წევრი niino

გასაგებია ჟანეტის პოზიცია მაგრამ,ნიკაც მიცოდება უკვე საკმაოდ დაიტანჯა,თუნდაც იმით რომ 6 წელი შვილს ზრდიდა და ბოლოს აღმოჩნდა რომ მისი შვილი არაა..ძალიან მინდა დაუბრუნდეს ჟანეტს და ბოლოს და ბოლოს გაიცნოს თავის ნამდვილი შვილო,რომელსაც ნამდვილ მამობას გაუწევს...ნამდვილი მამა სულ სხვაა მას ვერავინ შეუცვლის:(
:(

 


№9  offline წევრი chupika

Dges xom dadeb?!dzalin momwons es istoria imedia bolos ertad iqnebian janeti da nikolozi...

 


№10  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ioane sad wavida eeee?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent