შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკი დედამიწაზე?ხუმრობთ არა?! (11)


11-06-2016, 14:56
ავტორი lucifer :)
ნანახია 2 006

6 წლის შემდეგ:


სიკვდილი ისე მოდის რომ რომ არავის არაფერს გვეკითხებ სიმარტოვეც დაუპატიჟებელი სტუმარია რომელიც აგერ უკვე 6 წელია ჩემს სულში დაბუდებულა და ფესვები გაუდგამს.
ისინი ერთმანეთისგან იმით განსხვადებიან რომ სიკვდილი უფრო ადვილი ვიდრე სიმარტოვით სიკვიდლი.
6 წელია მე ის არ მინახავს. მენატრება და სუნთქვასავით მჭირდება.
მინდა დრო უკან დაბრუნდეს და მთელი ჩემი ცხოვრება შევცვალო და არა მარტო ჩემი მინდა ლუციფერის ცხოვრებაც შევცვალო.
ჩემი და უკვე სრულწლოვანია 20 წლის დღეს გახდა. ბედნიერია ის ხომ ახლა იწყებს ცხოვრებას და მეც ვცდილობ ბედნიერი ვიყო მაგრამ არ შემიძლია.
ჩემს საქმიანობას თავი დავანებე და ოფისიდან წამოვედი. ოფისს სათავეში ლენა ჩაუდგა ის გოგო მართლაც ჭკვიანი და ზომიერად ამბიციურია ეს კი მისი წარმატებას განაპირობებს ჩემზე უკეთესი მმართველია.სანამ წავიდოდი მე მთხოვეს რომ ვლადის ადგილას დავმჯდარიყავი.გესმით? მე ვლადის ადგილი უნდა დამეკავებინა მაგრამ ვერ შევძელი სამსახურიდანაც ხომ იმიტომ წამოვედი რომ ყველაფერი მას მახსენებდა.ამიტომაც ვლადის ადგილი ლენამ დაიკავა.
6 წელი გავიდა და მე ჯერ კიდევ მცივა. ის გაყინული გული ჯერ ვერ გავალხვე. არც მინდა ტკივილს ხომ შეგრძნება სჭირდება და მეც დღემდე ხელუხლებლად განვიცდი ჩემს უბადრუკ ცხოვრებას.
ლუციფერი მჭირდება ძალიან მინდა რომ ჩემთან იყოს და ზამთარში გაყინული ჩემი სხეული მისმა მხურვალე სხეულმა გაათბოს მაგრამ მე ხომ ის დავტოვე და ესეც უნდა დავივიწყო.

------------------ელი----------------
შემიძლია ვთქვა ‘’დიახ მე კარგად ვარ’’ ვინ იცის უკვე რამდენჯერ ვთქვი მაგრამ მე სულაც არ ვარ კარგად.ჯერ მამა მერე დედა მერე ჩემი და დავკარგე მაგრამ დავიბრუნე ახლა ისიც დავკარგე,ვლადი, ლუციფერი და დენიელი.
ყველაზე მეტად დენიელი მენატრება ის ერთადერთი იყო ვისაც ჩემი გაგება შეეძლო.
მისი ღია ნაცრისფერი თვალები ისევ მენატრება თუმცა ვიცი ვერ ვნახავ.
ბევრჯერ ვიყავი იმ სახლის კარებთან მაგრამ სახლი დაკეტილია. სადაც ადრე სიცოცხლე იყო ახლა მხოლოდ უსახური ჩრდილები და სიჩუმეა.
ოჰ ჩემი და არც კი ვიცი როგორ ავღწერო მისი მდგომარეობა ალბათ სასოწარკვეთილი,გულჩათხრობილი,სევდიანი მდუმარე როგორც ‘’სასახლის’’ კედლები.
დიდი ხანია მისი ნამდვილი,გულღია სიცილი არ გამიგონია თითქოს მასში ყველაფერი ადამიანური ჩაკლეს.
როდესაც სახლში მისვლას ვაგვიანებ მისი ველური შიშისგან შეშლილ თვალებს სასოწარკვეთაში მოვყავარ.
თავისი საყვარელი პროფესიაც კი დაივიწყა ბევრჯერ გამიგია მისი ტირილი კოშმარებიდან გამოღვიძებული მხოლოდ ჩემს სახელს ყვირის. მეცოდება ის ამას არ იმსახურებს ვუთხარი იქნებ ფსიქიატრს მოვაკითხოთ თქო მაგრამ ამ სიტყვების გაგონებაც არ უნდა.
ახლა ჩემს მომავალზე. ძალიან მინდა ექიმი გავხდე და სამედიცინოზე ვაბარებ ასე რომ ჩემი ოცნება უნდა ავისრულო.დღეს ჩემი დაბდების დღეა და წესით ჩემმა დამ ყველა სურვილი უნდა ამისრულოს ასე რომ რაღაც მინდა ვცადო.
-----------------ევა--------------
ელიმ რაღაც მოიფიქრა მთელი დღეს დაფრინავს ნეტავ რა მოიფიქრა?
მალე ჩემი გადარეული და გვერდით დამიჯდა და ცქმუტვა დაიწყო.
-მიდი დაიწყე
ვიცოდი რომ რაღაც უნდა ეთხოვა
-მოკლედ მინდა რომ ‘’სასახლე’’ ისევ მოვინახულოთ
რაა?ისევ?
-ელი რა გჭირს?
ელი შუბლს იჭმუხნის შეწუხებულია მაგრამ ძალიან გაბრაზებული
-წარსულით როდემდე უნდა იცხოვრო?იცი რომ 6 წელია შენი ღიმილით არ გაგიღიმია?იცი როგორ მენატრები ნამდვილი შენ და არა ის რადაც იქეცი? ადამიანის ფორმა დაკარგე დეკერ და არ მინდა ეს გაგრძელდეს. წინ უნდა გაიხედო უკან ყურებით ვერაფერს გამოასწორებ წარსულს ვერ შეცვლი.ამ ქვეყნად ერთხელ ცხოვრობ და იცხოვრე. იცოდე 5 წუთში დაბლა გელოდები და წავალთ.
----------------ელი------------
შეიძლება ზედმეტი მომივიდა მაგრამ ის მართლაც სხვა ადამიანია თითქმის ზომბად იქცა და ამას ვეღარ ავიტან. ვიცი რომ იქ აღარავინ იქნება მაგრამ ჩემი და რეალობის წინაშე დადგება და ასე აღარ დაიტანჯება.
--------------------ევა--------------
მალე მოვემზადე და დაბლა ჩავედი ძალიან შეშინებული ვარ იქნებ ვერც მიცნოს? 6 წელი დიდი დროა ის სხვას შეიყვარებდა ან სულაც დამივიწყებდა.
ვგრძნობ როგორ იმატებს გულის ცემა როდესაც ნაცნობ გზას ვადგები მაგრამ როგორც კი იმ დიდი პომპეზური სასახლის ნაცვლად უსახურ, ჩაბნელებულ რაღაცას ვხედავ გული მიკვდება.
წავიდნენ
-კარგი სახლში დავბრუნდეთ
ვეუბნები ცოტა ხნის შემდეგ და მანქანაში უხმოდ ვჯდებით ელი იმედგაცრუებული არ ჩანს მაგრამ ამაზე დიდხანს ვერ ვფიქრობ და ისევ ლუციფერზე ვფიქრობ
-‘’იქნებ საერთოდ ჯოჯოხეთში დაბრუნდა’’
-‘’შენ რა გგონია დედამიწის გართობა მობეზრდებოდა და შენს გარეშე მისთვის ყველაფერი უფერული გახდებოდა? სულელი ხარ!’’ (ქვეცნობიერი)
-‘’ალბათ დავავიწყდი’’
-‘’რა ეჭვი გეპარება? ის ხომ ეშმაკია’’ (ქვეცნობიერი)
-‘’კი მაგრამ მან ხომ მითხრა რომ ვცვლიდი’’
-‘’შენ გგონია სიმართლე გითხრა? თვალი გაახილე ეშმაკი კარგად იტყუება უბრალოდ სათამაშოს დაკარგვა არ სურდა’’ (ქვეცნობიერი)
-‘’მაგრამ მზერა?’’
-‘’არ გახსოვს ევა როგორ გააცურა? შენი მოტყუება უფრო არ გაუჭირდებოდა’’
ასრულებს დიალოგს საზარელი ხარხარით ჩემი ქვეცნობიერი და თავს ძლივს ვიკავებ რომ მთელ ხმაზე არ ავტირდე მაგრამ მე ტირილს დიდი ხნის წინ მოვეშვი ყოველ შემთხვევაში ელის თვალწინ.
სახლში შესულს ყბა დაბლა მვარდება რადგან ლენას ვხედავ
ლენას აქ რა უნდა? ჰმ, ისევ ელის ვუყურებ მაგრამ გაკვირვებული მზერით მხრებს იჩეჩავს.
ლენა დაკვირვებით მათვარიელებს და თავს უხერხულად ვგრძნობ ალბათ რა საშინლად გამოვიყურები.
ლენა კი პირიქით ყორანივით შავი თმა უკან ცხენი კუდად შეუკრავს მისი შავი თვალები კი მხოლოდ სიმშვიდეს და სერიოზულობას ასხივებს.
წარმოუდგენელია დრომ როგორ შეცვალა სადღაა ძველი ამაზრზენი ლენა რომელიც ყველას ამწარებდა და ნერვებს უშლიდა.
-დეკერ სამსახურში უნდა დაბრუნდე
ხმაც მკაცრად ჟღერს
-არ ვაპირებ დაბრუნებას
-დეკერ ცხოვრებას ინადგურებ. ვერ გიყურებ როგორ მიდიხარ უფსკურლისკენ ვინმემ უნდა შეგაჩეროს
-არა!
-დეკერ მომისმინე ვიცი ვლადი რა მნიშვნელოვანი იყო.ის მეც ძალიან მიყვარდა რადგან მან მეც ამომათრია ჭაობიდან ამიტომაც ვაგრძელებ იმას რაც მან დაიწყო. ის რომ გიყურებდეს შენით არ იამაყებდა.ცოტა დრო გაქვს პასუხი შემატყობინე ოფისში მოდი.
ისე გავიდა ვერაფრის თქმა მოვასწარი სიტყვები ‘’ვლადი შენით არ იამაყებდა’’ მკლავს.
საწოლ ოთახში ფიქრებით თავგატენილი შევიდვარ
-შეიძლება?
მესმის ელის დბალი, წყნარი ხმა
-შემოდი
ნელა მოფარფატებს და საწოლზე ჯდება
-ევა წარსული დაივიწყე ის წარსულია მე დილითაც გითხარი ხედავ ლენაც კი მოვიდა შენთან.გთხოვ დაბრუნდი გვჭირდები და ვლადსაც გაუხარდებოდა
მთელი ღამე ვფიქრობდი ვერ დავიძინე და დილით ადრე წამოვხტი.
სამსახურში მივიჩქარი როგორც ყოველთვის მაგვიანდება.რესტორანში ოფიციანტად ვმუშაობ ვინ წარმოიდგენდა
გუშინდელი ფიქრებით დამძიმებული ჩემს სამუშაოს საზიზღარ მწვანე ფორმას დახლიდან ვიღებ და ვიცმევ.
ისევ მოსაწყენი ხალხი და ერთფეროვნება
-თუ შეიძლება ერთი მარწყვის კოქტეილი
საოცრად ნაცნობი ხმა და მარწყვი წარმოუდგეელია.თავს მაღლა ვწევ და დენიელს ვხედავ.
ისევ ისე მიღიმის მაგრამ ერთი განსხვავებით ახლა წარმოუდგენლად სერიოზული ნაცრისფერი თვალები აქვს.
-დენიელ
ვჩურჩულებ ბედნიერების ნოტებით გაჟღენთილი ხმით და კისერზე ვეკიდები.
-მომენატრე
-მეც სულელო
მეუბნება საყვარლად
და აი ყველაზე მაგარი მომენტი ჩემი და კარებში შეშდება აღარ ვიცი რომელი დავიჭირო გაშეშებული ელი თუ გულაფართხალებული და დაბნეული დენიელი
აჰა რაღაც ხდება და მე არ ვიცოდი ჯანდაბა როგორ ვერ ვამჩნევდი.
ერთმანეთს აშკარად სხვანაირად ჩაეხუტნენ და ამან ჩემი ეჭვები განამტკიცა
ნეტავ ლუციფერი სად არის?
-სხვაგან გადახვედით?
ჩემი ენა ვერ ჩერდება
-კი უფრო პატარა მაგრამ მაინც მაგარი სახლია
-ჰო ვიცი თქვენი მდიდრების მანია
ლუციფერზე სიტყვაც არ ცდება და ისევ მე მიწევს ვკითხო
-ლუციფერი როგორაა?
ხმა მიწყდება და გაფაციცებით შევყურებ თვალებში
-ისევე როგორც შენ
და ისევ ელის უბრუნდება.
როგორ?ისევე როგორც მე?
-‘’დაგავიწყდა რომ ტყუილისთვისაა შექმნილი’’ (ქვეცნობიერი)
-‘’რა იცი?’’
-‘’დემონია და ეშმაკის ერთგული ალბათ ახლა ლუციფერი ლუქსშია და კარგად ერთობა გართობის მიზნით სხვა ქალი პირადი მცველიც ჰყავს და თავბრუს ისევე ახვევს როგორც შენ გახვევდა’’ (ქვეცნობიერი)
-‘’ახალი პირადი მცველი?’’
-‘’კი და დიდი ალბათობით შენც დაგცინიან ისევე როგორც სხვა იმ ქალებს რომლებიც ლუციფერთან იყვნენ’’
-‘’მოკეტე და გაეთრიე ჩემი თავიდან!’’
ვუყვირი ქვეცნობიერს და პირველად ამდენი ხნის განმავლობაში ჩუმდება და თავის მწარე აზრებს თავს არ მახვევს. გაბუტული გამომეტყველებით, ცხვირაბზუებული ჩემი თავიდან ქრება.
მაინც უამრავი კითხვა მაწუხებს ისევ ერთად ვიქნებით? ვუყვარვარ? ვენატრები? ვახსოვარ?იქნებ ვძულვარ?













პ.ს. მიყვარხართ მიყვარხართ მიყვარხართ ძალიან პოზიტიურები ხართ და ეს სტიმულს მაძლევს იმედია უინტერესო არ გახდა მერწმუნეთ ეს დამაწუხრებს
აბა ელოდებით დასასრულს?



№1  offline მოდერი Eleniko13

ჩემი ანგელოზის ფოტო ვიცანი
და გავბრაზდი.

ისტორია არ ვიცი,
მაგრამ ფოტო გადასარევია და მოუფრთხილდი :დ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

უინტერესო სულაც არ არის პირიქით ყველა თავი რაღაც ახალით არის დატვირთული მაგალითად ახლა..საერთოდ არ მეგონა ამხელა დროს "6წელს" თუ გაიყვანნდი.. იმედია დერეკი დაბრუნნდება სამსახურში..
ეს ყველაფერი კი კარგია ძალიან მაგრამ ცოტა მალ მალე დადე ხოლმე რა :(

 


№3  offline წევრი lucifer :)

ანი ანი
უინტერესო სულაც არ არის პირიქით ყველა თავი რაღაც ახალით არის დატვირთული მაგალითად ახლა..საერთოდ არ მეგონა ამხელა დროს "6წელს" თუ გაიყვანნდი.. იმედია დერეკი დაბრუნნდება სამსახურში..
ეს ყველაფერი კი კარგია ძალიან მაგრამ ცოტა მალ მალე დადე ხოლმე რა :(

აუცილებლად მალე დავდებ. 6 წელი იმ მიზეზის გამო გავიყვანე რომ ყველა შეცვლილიყო დრო ხომ ყველას თავის დაღს ასვამს და ამ თავში ყველა შეცვლილია ასევე დროის ფაქტორი დენიელისა და ელის ურთიერთობას ხელს უშლიდა და ამიტომაც ამ დროში ელი გავზარდე და დენილეი დავაჭკვიანე :)

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

lucifer :)
ანი ანი
უინტერესო სულაც არ არის პირიქით ყველა თავი რაღაც ახალით არის დატვირთული მაგალითად ახლა..საერთოდ არ მეგონა ამხელა დროს "6წელს" თუ გაიყვანნდი.. იმედია დერეკი დაბრუნნდება სამსახურში..
ეს ყველაფერი კი კარგია ძალიან მაგრამ ცოტა მალ მალე დადე ხოლმე რა :(

აუცილებლად მალე დავდებ. 6 წელი იმ მიზეზის გამო გავიყვანე რომ ყველა შეცვლილიყო დრო ხომ ყველას თავის დაღს ასვამს და ამ თავში ყველა შეცვლილია ასევე დროის ფაქტორი დენიელისა და ელის ურთიერთობას ხელს უშლიდა და ამიტომაც ამ დროში ელი გავზარდე და დენილეი დავაჭკვიანე :)

აჰაა გასაგებია.. ყველაფერი შესანიშნავად გაგითვლია :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent